სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

165 გვერდი V   1 2 3 > »   ( პირველ წაუკითხავ პოსტზე გადასვლა )
Closed TopicStart new topic
FORUM GAMES, II სეზონი
Guest_ILI-100_*
პოსტი Mar 15 2009, 08:09 AM
პოსტი #1





სტუმრები






FORUM GAMES


ინტელექტუალური თამაში რა?სად?როდის?.



არაოფიციალური საკლუბო ჩემპიონატი, ფორუმის გარდამავალი თასის გათამაშება

II სეზონი



დ ე ბ უ ლ ე ბ ა



1. მიზანი და ამოცანები

gametv.ge_ს ფორუმ თასის გათამაშება ინტელექტუალურ თამაშ “რა? სად? როდის?”_ში, მიზნად ისახავს:

1.1 ფორუმელების უკეთ გაცნობა-დაახლოვებას, მათი ინტელექტუალური დონისა და ერუდიციის ამაღლებას და მომზადებას მოაზროვნეთა საერთაშორისო შეჯიბრებებისათვის
1.2 გამარჯვებულისა და პრიზიორების გამოვლენას ინტელექტუალურ თამაშში “რა? სად? როდის?”. მათ დაჯილდოვებას, ფორუმის თასით.

2. შეჯიბრების ხელმძღვანელობა, ჩატარების დრო და ადგილი

2.1 იდეის ავტორი, გუნდი FF_ი.
2.2 ჩემპიონატის ორგანიზატორი :ილია ლეჟავა, ვლადიმერ მინდელი.
2.3 სრული პაკეტის ავტორი და ჩემპიონატის რედაქტორი ირაკლი ნაზღაიძე
2.4 ჩემპიონატის ჩატარების ადგილი: საქართველოს შავი ზღვის უნივერსიტეტი
2.5 ჩატარების დრო : შაბათი, 13 საათი
2.6 ტეხნიკური მხარე, თანარედაქტორი _ თამარ გახოკიძე

3. მონაწილე გუნდები

3.1 ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება აქვთ ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ მოწვეულ გუნდებს


4. გუნდების განაცხადის გაფორმება და საერთო პირობები

4.1 ჩემპიონატში მონაწილე ყველა გუნდის განაცხადი საორგანიზაციო კომიტეტში წარმოდგენილი უნდა იქნას შესარჩევი ტურის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე
4.2 განაცხადის შემოტანა ხდება ფორუმის საშვალებით. გუნდის კაპიტანი უკავშირდება ტურნირის ორგანიზატორს PM_ის საშვალებით
4.3 განაცხადში შეიძლება შეტანილი იქნას 9 მოთამაშის გვარი;
4.4 ჩემპიონატზე ერთ მოთამაშეს შეუძლია ითამაშოს მხოლოდ ერთ გუნდში. ჩემპიონატის განმავლობაში გუნდიდან გუნდში გადასვლა დაუშვებელია;
4.5 თამაშის დროს გუნდში მოთამაშეთა მაქსიმალური რაოდენობა უდრის 6-ს. გამონაკლისი არ დაიშვება

5. ჩემპიონატის ჩატარების სისტემა და პირობები

5.1 ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს 12 გუნდი.
5.2 შეფასების სისტემა ინება (დროებით შეუვსებელი გრაფა)
5.3 სულ ჩატარდება 5 ტური. დაისმევა ტირში 18, სულ 90 კითხვა

6. ფინანსური საკითხები

6.1 შემოსატანი თანხა გუნდიდან იქნება 30 ლარი
6.2 (დროებით შეუვსებელი გრაფა)

7. დისციპლინარული სასჯელი

(დროებით შეუვსებელი გრაფა)

7.1 წამყვანის, სეკუნდანტების, სამდივნოს, მაყურებლის ან სხვა გუნდების წევრების მიმართ უცენზურო ქმედების შემთხვევაში მოცემული მოთამაშე იხსნება ტურნირიდან, ხოლო გუნდი ჯარიმდება და მას აკლდება -5 ქულა.

8. აპელაციის მიღება

8.1 აპელაციის უფასოა!
8.2 სრულყოფილი ბლანკის შემოტანის ვადა ოთხი დღე.
8.3 აპელაციას განიხილავს: ირაკლი ნაზღაიძე, გიორგი მოსიძე.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_ILI-100_*
პოსტი Mar 15 2009, 08:12 AM
პოსტი #2





სტუმრები






წინა სეზონის საბოლოო შედეგები:

http://gametv.ge/forum/index.php?showtopic=2637

1. არგონავტები --- 60.25
2. ვიტამინი ----- 38.50

3. შაშიაქე ------- 34.33
4. სოლარისი ----- 32.75
5. Vici ---------- 26.5
6. ბადაგი -------- 26.33
7. ავალონი ------ 26.25
8. ბორჯღალი --- 14.75
9. Forum Fans -- 14.5
10. Do Be Do ----- 10.5
11. ეპისტემე ------ 9.33
12. კამელოთი ----- 8.75
13. ლოგოსი ----- 4.55
14.მინერვა ----- 3
15. მერლინი ----- 0.5
16. ინკები ------- 0

გამარჯვებული გუნდის კაპიტანი: გიორგი ტუღუში



მეორე ადგილზე გასული გუნდის კაპიტანი: დავით ბალიაშვილი


Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_ILI-100_*
პოსტი Mar 16 2009, 12:37 AM
პოსტი #3





სტუმრები






შედეგები:



1. არგონავტები - 52
2. ვიტამინი - 47
3. FF - 40

---------------------------------------
4. სხვათა შორის - 31
5. სოლარისი - 29
6. ბორჯღალი - 28
7. შაშ-იაქე - 28

---------------------------------------
8. შავი ზღვა - 27
9. აისბერგი - 27
10. ბრეინი - 27
11. ლოგოსი - 24
12. VICI - 22
13. ავალონი - 19
14. სგლო - 15
15. DOBEDO - 3




ჩემპიონატის გრაფიკი:


1 ტური: 4 აპრილი, შაბათი. 13:00
2 ტური: 11 აპრილი, შაბათი. 13:00
3 ტური: 25 აპრილი, შაბათი. 13:00
4 ტური: 9 მაისი, შაბათი. 13:00
5 ტური: 30 მაისი, შაბათი. 13:00
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_ILI-100_*
პოსტი Mar 16 2009, 01:38 AM
პოსტი #4





სტუმრები






გუნდების შემადგენლობა:

1. სგლო

1.გიორგი გიგლემიანი (GiGlema)
2.ლევან ბერიანიძე
3.ირაკლი გიკაშვილი (Viking)
4.ლევან ილაშვილი (SYD)
5.დიტო ალასანია
6.თორნიკე სამხარაძე
7.ნინო პატარაია (Deep Silence)
8.ნინო რუსიეშვილი (ნიუტა)
9. გერდა კობერიძე ©

2. ბორჯღალი

1 გრიგოლ აბაშიძე
2 დათო ცინცაძე
3 ზვიად ჩანტლაძე
4 რაჯი ფილიპია
5 შალვა ჭილაძე
6 გიორგი მეგრელიშვილი
7 ნოდარ ცინცაძე
8 რამაზ ანთიძე ©

3. ლოგოსი

1. ჯირკველიშვლი აჩიკო
2.ალექსიძე დავითი
3.აფხაძე თამთა
4.აფხაძე ნათია
5.ბზიკაძე გალაქტიონი
6.ცერცვაძე რომა
7.ნინო ბიჩინაშვილი ©

4. FF

1. სანდრო ჩიხლაძე. (პირამიდა)
2. თათია სიმონიშვილი (ლუციფერ_ანგელი)
3. დათა გულისაშვილი (სოლარისი)
4. ირაკლი ბოჭორიშვილი (ვაფლიკა)
5. არჩილ ჩიხლაძე (ოკიჩა)
6. თაზო ქიტოშვილი
7. დავით ჩიხლაძე (სმოკი)
8. ილია ლეჟავა © (ILI-100)

5. "სხვათა შორის"

1.ინოლა ნიქაბაძე
2.ვაჟა კვირიკაშვილი
3.ვახტანდ ბერძენოშვილი
4.ზაზა მანია
5.შოთა ზალკალიანი
6.აკაკი მოსახლიშვილი
7.მარიამ ნუცუბიძე
8.თამარ ელოშვილი
9.სოფიკო ბიბიჩაძე ©

6. ავალონი

1. მაიკო მესტუმრე
2. ქეთევან ნაკაშიძე
3. თინა მახარაძე
4. გიორგი მუხაძე
5. გიორგი ქობალია
6. თამარ ფოლადაშვილი ©

7. ბრეინი

1. შოთა კაკაბაძე
2. მუხრან მაისურაძე
3. ანი ჩხიკვაძე
4. ზურა ქელბაქიანი
5. ლექსო დორეული
6. ბექა ნამორაძე
7. ლექსო პაპიაშვილი ©

8. ვიტამინი

1. სოსო ბერიკაშვილი
2. ირაკლი გუნია
3. ბექა ბერიკაშვილი
4. ანა გიგუაშვილი
5. გიორგი ცხვარაშვილი
6. მათე მაყაშვილი
7. გიორგი გაბისონია
8. ბესო გოგორიშვილი
9. დავით ბალიაშვილი ©

9. არგონავტები


1) გოგორიშვილი აჩიკო
2) სანდრო რაჩკოვსკი
3) სანდრო ლორთქიფანიძე (ჩე)
4) სიჭინავა დათო
5) ირაკლი გოგნაძე (დროებით)
6) ლუკა კალანდარიშვილი
7) ნიკა აგლაძე
8) გიორგი ტუღუში ©

10. შაშ-იაქე

1. ირინა აბულაშვილი
2. მაკა ჭითანავა
3. მიხეილ გიგიბერია
4. ტატო ბაციკაძე
5. გიორგი ბარბაქაძე
6. გიორგი აბულაშვილი
7. ლაშა ბოჟაძე ©

11. აისბერგი:

1 ანა მარტიაშვილი
2 თორნიკე არეშიძე
3 გაგა დარსალია
4 გიორგი ავალიანი
5 დავით შარაშიძე
6 გიორგი კარანაძე
7 ლევან მაისურაძე
8 თორნიკე კორძაია ©


12. სოლარისი


1.თამარ გახოკიძე( ჯინჯერი)
2.ნელი რუსიეშვილი (ნელკა)
3.თამთა პერტაია (თა)
4.ნათია ხარიბეგაშვილი (მანათობელი_999)
5. ანა ასლანიკაშვილი
6.ვახო ბერკაშვილი (your vakho)
7.მარიამ გრძელიძე (კელა) ©

13. შავი ზღვა

1. ბუბა მახარაძე
2. ქეთევან ხულუზაური
3. თიკო ლობჟანიძე
4. გიორგი დუდუჩავა
5. მამუკა მღებრიშვილი
6. თენგიზ ლელუჩაშვილი ©

14. DOBEDO

1. ნანა ონიანი
2. ზაურ ხუჯაძე
3. დიმიტრი ჩიქოვანი
4. უტა ჯოლოხავა
5. არჩილ ჩუბინიძე
6. დიმიტრი არევაძე
7. ნანა ზარნაძე
8. ირაკლი ჭიღლაძე ©

15. VICI


1. თამაზ ხვედელიძე
2. ბექა ჭულუხაძე
3. უჩა ქათამაძე
4. ალექსანდრე გეგუჩაძე
5. ანტონ ვაჭარაძე
6. მათე გაბიცინაშვილი
7. თორნიკე ციხელაშვილი
8. ირაკლი შანავა
9. ვლადიმერ მინდელი ©

საწევრო:

1. FF + 30
2. სგლო + 30
3. სხვათა შორის +30
4. არგონავტები + 30
5. ავალონი + 30
6. შაში იაქე + 30
7. ლოგოსი + 30
8. სოლარისი + 20
9. ბრაინი + 15
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_ILI-100_*
პოსტი Mar 16 2009, 01:39 AM
პოსტი #5





სტუმრები






I ტურის შეკითხვები:

1) ამ ადამიანის მშობლიური ქვეყნის გერბს ამშვენებს წარწერა: „აქ ჩვენ თავისუფლებისადმი სიყვარულმა მოგვიყვანა“. აღსანიშნავია ფაქტი, რომ 1995 წელს ის მსოფლიო მასშტაბით პირველ ადგილზე გავიდა, თუმცა როგორც 10 წლის შემდეგ გაირკვა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ პირველი ადგილი მას მშოლიურ ქვეყენაშიც დაეკავებინა. დაასახელეთ ამ ადამიანის სახელი და გვარი.

პასუხი: ჟორჟ ვეა
კომენტარი: საუბარია ლიბერიაზე, რომლის სახელწოდება მომდინარეობს სიტყვისაგან – Liberty (თავისუფლება). 1995 წელს ჟორჟ ვეა ფიფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. 2005 წელს ლიბერიაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში კი ვეა დამარცხდა ელენ ჯონსონ–სერლიფთან.
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Coat_of_arms_of_Liberia, http://ru.wikipedia.org/wiki/Веа_Джордж

2) პირველი ფილმი, რომელიც ამ ლეგენდარულ ადამიანს მიეძღვნა, გადაიღეს გერმანიაში 1921 წელს. ფილმის სათაურში კი გამოყენებულ იქნა ძველი ბერძნული სიტყვა, რომელიც შეიძლება ითარგმნოს, როგორც „დაავადების გადამტანი“. ეს უბრალო დამთხვევა არ გეგონოთ, საქმე იმაშია, რომ აღმოსავლეთ ევროპაში გავრცელებული იყო მოსაზრება, თითქოს ყველა საშინელებასთან ერთად ისინი სხვა და სხვა სნეულების გადამტანებიც არიან.
დაასახელეთ ზემოთხსენებული ლეგენდარული ადამიანი.

პასუხი: ვლად ცეპეში (დრაკულა)
კომენტარი: პირველი ფილმი დრაკულას შესახებ გადაიღო ცნობილმა გერმანელმა კინორეჟისორმა ფრიდრიხ მურნაუმ და მას „ნოსფერატუ“ უწოდა. ნოსფერატუ ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც „დაავადების გადამტანი“.
წყარო: http://ru.wikipedia.org/wiki/Носфер

3) რუსი მხატვრის პეტრე მალკოვის იუმორისტულ ჩანახატზე გამოსახულია ორი გამოჩენილი პიროვნება. ერთ–ერთი მათგანია მხატვარი, პოსტიმპრესიონიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი. თუ მიხვდით, რომელ მხატვარზეა საუბარი, დაასახელეთ სურათზე გამოსახულ მეორე ცნობილი პიროვნება, ამერიკელი პროფესიონალი სპორტსმენი.

პასუხი: მაიკ ტაისონი
კომენტარი: მხატვარია ვან გოგი, რომელსაც როგორც ცნობილია არ ჰქონდა ერთი ყური. 1997 წელს კი მაიკ ტაისონმა ევანდერ ჰოლიფილდთან ორთაბრძოლის დროს მოწინააღმდეგეს ყური მოაჭამა.
წყარო: http://www.androsov.com/luvranyo/vangog.htm

4) როგორც ცნობილია 2005 წელს გადაღებულ იქნა რიმეიკი ფილმისა “კინგ კონგი”. ამ მოვლენას ერთ–ერთ სატელევიზიო არხზე მიეძღვნა გადაცემა, რომლის სათაური ფაქტიურად ემთხვეოდა ამ ფილმის შემქმნელის მიერ, რამოდენიმე წლით ადრე გადაღებული ფილმის სახელწოდებას. დაასახელეთ ამ სტატიის სათაური.

პასუხი: მეფის დაბრუნება
კომენტარი: პიტერ ჯექსონის მიერ “კინგ კონგის” რიმეიკის გადაღებას, მიეძღვნა სტატია სათაურით “მეფის დაბრუნება”. 2003 წელს პიტერ ჯექსონმა ტოლკიენის ტრილოგიის მიხედვით გადაიღო ამავე სახელწოდების ფილმი.
წყარო: არხი «TV 1000» გადაცემა ფილმზე “კინგ კონგი”

5) როდესაც კითხვის ავტორმა წაიკითხა უკრაინელი პოეტი ქალის, იუნა მორიცის ლექსის სათაური, მან იფიქრა, რომ ლექსი პოეტესამ ორი ქართველი კოლეგის ტრაგიკულ ბედს მიუძღვნა. თუმცა ლექსის წაკითვის შემდეგ გაირკვა, რომ სინამდვილეში პოეტესა ფერწერის და კონკრეტულად კი რენესანსის ეპოქის დიდი თაყვანისმცემელია. დაასახელეთ სახელები, რომლებიც ზემოთხსენებული ლექსის სათაურში ფიგურირებენ.

პასუხი: პაოლო და ტიციანი
კომენტარი: კითხვის ავტორმა იფიქრა, რომ ლექსი პაოლო იაშვილს და ტიციან ტაბიძეს ეძღვნება, თუმცა სინამდვილეში მასში ტიციან ვეჩელიოზე და პაოლო ვერონეზეზეა საუბარი.
წყარო: http://poetyhudojniki.blogspot.com/2007_12_01_archive.html

6) იტალიურ ტელესივრცეში პოპულარულია ახალგაზრდული სერიალი სახელწოდებით “ვიქტორი და ვერონიკა”. კითხვის ავტორი მილანში ხშირად აწყდებოდა ამ ფილმის პოსტერებს, რომლებზეც სათაურის გარდა გამოსახული იყო ცნობილი ადამიანის ფოტო. გაითვალისწინეთ, რომ ფილმის სათაურს, ნაწილობრივ ამ ფოტოსურათის ერთ–ერთი ელემენტი შეადგენდა და დაასახელეთ პიროვნება, რომელიც ზემოთხსენებულ ფოტოზე იყო გამოსახული.

პასუხი: უინსტონ ჩერჩილი
კომენტარი: პოსტერს ამშვენებდა ჩერჩილის ცნობილი სურათი, სადაც სერ უინსტონი ორი, ზევით აღმართული თითით არის გამოსახული. ეს ელემენტი ცვლიდა ასო “V”–ს ფილმის სათაურში.

7) უცნობის საკან #5–ში სტუმრობისას, ქართველმა თეატრალურმა მოღვაწემ, შოთა გლურჯიძემ პატიმარს საჩუქრად მიართვა ნივთი, რომელსაც გრძივად ეწერა ორი ინგლისური სიტყვა: DON’T EAT. გაიხსენეთ უკანასკნელი დროის ტრაგიკული მოვლენები და დაასახელეთ ნივთი, რომელიც შოთა გლურჯიძემ უცნობს აჩუქა.

პასუხი: ჰალსტუხი
კომენტარი: ვფიქრობ არ საჭიროებს
წყარო: http://www.maestro.ge/sakani1.php?lang=geo...amp;&page=1

8) ესპანელების მტკიცებით მათი წინაპრები იყვნენ პირველი ევროპელები, რომლებიც ჩინეთს ესტუმრნენ. ამის დასამტკიცებლად მათ მოჰყავთ ის ფაქტი, რომ თითქოს ესპანელებმა დაიწყეს პირველად ევროპაში ამ ორი მცენარის მოშენება. დაასახელეთ ეს ორი მცენარე.

პასუხი: მანდარინი და ფორთოხალი
კომენტარი: ესპანეთი ცნობილია ციტრუსით. ხოლო ამ ორივე მცენარის ჩინურ წარმომავლობაზე კი მათი სახელწოდებებიც მეტყველებს. ფორთოხალი (Apfel Sin - ჩინური ვაშლი), მანდარინი (ჩინური ენის ერთ–ერთი დიალექტი).
წყარო: Дрю Лоней «Эти странные испанцы»

9) ამ დროშის შექმნისას, პროტოტიპად გამოყენებულ იქნა დიდი ბრიტანეთის დროშა, ვინაიდან ბრიტანეთი საუკუნეების მანძილზე ითვლებოდა ესპანეთის მოწინააღმდეგედ. ოფიციალურად მისი გამოყენება 1975 წლამდე იყო აკრძალული. ერთი წუთის შემდეგ თქვენ უნდა მითხრათ რისი დროშის ოფიციალური სახელწოდებაა იკურინია.

პასუხი: ბასკეთი
კომენტარი: ცნობილია ბასკების დამოკიდებულება ესპანელების მიმართ. ზუსტად ამან განაპირობა ის ფაქტი, რომ ბასკეთის დროშის პროტოტიპად ბრიტანეთის დროშა იქნა გამოყენებული. 1975 წლამდე, ანუ ფრანკოს გარდაცვალებამდე ამ დროშის გამოყენება აკრძალული იყო.
წყარო: http://ru.wikipedia.org/wiki/Икурринья

10) ინგლისურენოვანი ვიკიპედიის ერთ–ერთ სტატიაში საუბარია ოთხ უდიდეს გამოგონებაზე, რომლებმაც შეიძლება ითქვას საფუძველი ჩაუყარეს ძველი ჩინეთის ცივილიზაციას. მათ შორის არის დენთი, კომპასი და კიდევ ორი გამოგონება. დაასახელეთ ეს ორი გამოგონება, რომელთა თანამედროვე სახეობებიც მე ამ ტურის ჩასატარებლად ფაქტობრივად გამოვიყენე.

პასუხი: ქაღალდი და ბეჭდვა
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Four_Great_In...f_ancient_China

11) ამერიკელ ასტრონავტებს, ნილ არმსტრონგს და ედვინ ოლდრინს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მაიკლ კოლინზს, რომელიც მთვარის ორბიტაზე “აპოლონ 11”–ს მართავდა, შეიძლება ვუწოდოთ ისევე, როგორც 1901 წელს შექმნილ ნაწარმოებს. დაასახელეთ ეს ნაწარმოები.

პასუხი: პირველი ადამიანები მთვარეზე
კომენტარი: არმსტრონგი და ოლდრინი არიან “პირველი ადამიანები მთვარეზე”, მაგრამ კოლინზს ამ ეპითეტით ვერ მოვიხსენიებთ, რადგან მას მთვარეზე ფეხი არ დაუდგამს. 1901 წელს ჰერბერ უელსმა დაწერა ამავე სახელწოდების ნაწარმოები.
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Apollo_11, http://ru.wikipedia.org/wiki/Герберт_Уэйлс

12) მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ამ სიმბოლოს გამოყენება გერმანიაში ოფიციალურად აკრძალეს. ამის გამო გერმანიაში გამოცემული ერთ–ერთი ამერიკული როკ ჯგუფის თითქმის ყველა ალბომის გარეკანზე, ჯგუფის სახელწოდება ოდნავი სახეცვლილებით იბეჭდებოდა. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ ეს ამერიკული ჯგუფი.

პასუხი: KISS
კომენტარი: ნაცისტურ გერმანიაში, ორი ელვა წარმოადგენდა სამხედრო ორგანიზაცია “SS”–ის სიმბოლოს, რის გამოც ომის შემდეგ ეს სიმბოლო გერმანიაში ოფიციალურად აკრძალეს.
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Kiss_(band)

13) ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად თქვენ უნდა იცოდეთ, რომ იაპონურად სიტყვა სანიო (Sangyo) ნიშნავს წარმოებას. ახლა კი დაასახელეთ კომპანია, რომელიც 1934 წლამდე ატარებდა სახელს, რომელიც ორიგინალიდან შეიძლება ითარგმნოს, როგორც „იაპონური წარმოება“.

პასუხი: ნისანი
კომენტარი: როგორც ცნობილია იაპონიის სახელწოდება იაპონურად ჟღერს როგორც ნიჰონ (ნიპონ). იაპონური წარმოება – “ნიპონ სანიო” (Nippon Sangyo). ამ სიტყვების შერწყმით 1934 წელს მსოფლიოს მოევლინა ნისანი.
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Nissan_Motors

14) ვიკიპედიის ერთ–ერთ სტატიაში მოყვანილია შემდეგი წიგნების სია: ტომაზო კამპანელას “მზის ქალაქი”, ნეტარე ავგუსტინეს “ღმერთის ქალაქი”, ოლდოს ჰაქსლის “კუნძული”, ფრენსის ბეკონის “ახალი ატლანტიდა”, პლატონის “სახელმწიფო” და სხვა. დაასახელეთ წიგნი, რომელიც ამავე სიაში ფიგურირებს და რომლის სახელწოდება ზემოთხსენებული სტატიის სახელწოდებას ემთხვევა.

პასუხი: უტოპია
კომენტარი: საუბარია თომას მორის “უტოპიაზე”. შეკითხვაში მოხსენიებული ყველა ნაწარმოები წარმოადგენს უტოპიის ჟანრის თვალსჩინო მაგალითებს.
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Utopia

15) თავდაპირველად მისი აშენება იგეგმებოდა ე.წ. “არლინგტონის ფერმების” ტერიტორიაზე. ამ მიზნის განსახორციელებლად მოხდა სპეციალური გზების გაყვანა, რომლებიც ერთმანეთს გეგმის თანახმად 108 გრადუსის კუთხით კვეთდნენ. თუმცა საბოლოოდ იმდროინდელმა პრეზიდენტმა ადგილი დაიწუნა იმ მიზეზით, რომ ფუჭდებოდა ხედი დედაქალაქზე და მშენებლობამ დაგეგმილი ადგილიდან რამოდენიმე კილომეტრით გადაიწია. საბოლოოდ მშენებლობა 1943 წლის იანვარში დასრულდა. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ ამ მშენებლობის შედეგი.

პასუხი: პენტაგონი
კომენტარი: 108 გრადუსიანი კუთხით მკვეთი გზები ქმნიდნენ ხუთკუთხედის ფორმას, რომლის მიხედვითაც შემდგომ აშენდა პენტაგონი.
წყარო: http://www.vokrugsveta.ru/quiz/480

16) ეს რომანი პარიზის ერთ–ერთ გაზეთში თითქმის სამი წლის განმავლობაში, 1844–1846 წლებში იბეჭდებოდა. რამოდენიმე ხანში რომანი ერთ წიგნად გამოიცა, ავტორმა კი წარმოუდგენლად დიდი ჰონორარი მიიღო. ასეთი უეცარი გამდიდრების გამო, ავტორს ხშირად ხუმრობით ამავე რომანის მთავარ პერსონაჟს ადარებდნენ. დაასახელეთ ავტორიც და ეს ნაწარმოებიც.

პასუხი: ალექსანდრე დიუმა, „გრაფი მონტე–კრისტო“
კომენტარი: 1844–1846 წლებში პარიზის გაზეთ „Journal des Debats“–ში იბეჭდებოდა დიუმას „გრაფი მონტე კრისტო“. რომანის წიგნად გამოცემის შემდეგ, ავტორმა დიდი ჰონორარი მიიღო, რის გამოც მასზე ხშირად ამბობდნენ მონტე–კრისტოსავით მდიდარიაო.
წყარო: http://www.vokrugsveta.ru/chronograph/1961

17) საფუძველი მათ მე–11 საუკუნის უკანსკნელ წლებში ოდო დე შატიიონ დე ლაჟერიმ ჩაუყარა. შემდგომის ერთ–ერთ უმთავრეს მიზეზად კი ეგვიპტის სულთანის უსაზღვრო ძალაუფლება იქცა. აგრეთვე ცნობილია ფაქტი, როდესაც ერთ–ერთ მათგანს უამრავი ბავშვი შეეწირა. არ გეკითხებით რაზეა საუბარი, დაასახელეთ ადამიანი, რომელმაც სამყაროს უკანასკნელი მათგანი მოავლინა 1989 წელს.

პასუხი: სტივენ სპილბერგი
კომენტარი: საუბარია ჯვაროსნულ ომებზე. პირველი ჯვაროსნულ ომს საფუძველი პაპმა ურბან II (ოდო დე შატიიონ დე ლაჟერი) ჩაუყარა, მეორე ფაქტიურად სალადინის წინააღმდეგ გამიზნული იყო. 1989 წელს სპილბერგმა გადაიღო “ინდიანა ჯონსი ანუ უკანსკნელი ჯვაროსნული ლაშქრობა”.
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Crusades

18) ერთ–ერთი ლეგენდის თანახმად, შვილის დაბადებამდე რამოდენიმე დღით ადრე, ქალს დაესიზმრა ძაღლი, რომელსაც პირში ანთებული ჩირაღდანი ეჭირა. ქალმა ყოველივე ეს ზეციურ ნიშნად მიიღო და დაიფიცა, რომ შვილს ღვთისმოშიშ ქრისტიანად აღზრდიდა. დაასახელეთ სახელი, რომელიც ბავშვს დაბადებისთანავე დაანათლეს და რომლითაც იგი ისტორიაში შევიდა.

პასუხი: დომინიკე (დომინგო)
კომენტარი: საუბარია წმინდა დომინიკეზე, დომინიკანელთა ორდენის დამაარსებელზე. ორდენის ემბლემაზე გამოსახულია ძაღლი ანთებული ჩირაღდნით პირში, ხოლო ორდენის სახელწოდება ლათინურ ენაზე წარმოადგენს ერთგვარ კალამბურს: “ღმერთის ძაღლები” (Domini canes).
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Saint_Dominic
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_ILI-100_*
პოსტი Mar 16 2009, 01:39 AM
პოსტი #6





სტუმრები






II ტურის შეკითხვები:

1) მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, იაპონიის ერთ–ერთ ქალაქში წარმოებული პროდუქცია, ექსპორტზე აშშ–ში იგზავნებოდა. სავარაუდოთ იაპონელებმა პროდუქციის საწარმოებლად ეს ქალაქი წმინდა მარკეტინგული თვალსაზრისით აირჩიეს, ვინაიდან ქალაქის სახელწოდება, ექსპორტირებულ საქონელზე, მყიდველისათვის უფრო მიმზიდველი წარწერის გაკეთების საშუალებას იძლეოდა. ერთი წუთის შემდეგ დაწერეთ ამ ქალაქის სახელწოდება.

პასუხი: Usa
კომენტარი: ქალაქის სახელწოდება, მართლაც არის – უსა. წარმოებულ პროდუქციაზე იაპონელები აკეთებდნენ წარწერას: “MADE IN USA ", რაც ნაწარმს ამერიკელთათვის უფრო მიმზიდველს ხდიდა.
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Usa,_Ōita

2) ჰოკაიდოზე ყოველწლიურად ტარდება სპორტული შეჯიბრი, რომელსაც იაპონელები იუკიგასენს უწოდებენ. აღსანიშნავია, რომ ის პოპულარულია ევროპაშიც, ძირითადად კი სკანდინავიის ქვეყნებში. სპორტის ამ სახეობის სახელწოდება, წარმოსდგება ორი იაპონური სიტყვისაგან, რომელთაგან ერთ–ერთი აღნიშნავს ბრძოლას. გაითვალისწინეთ, რომ ბავშვობაში მსგავს შეჯიბრში მრავალ თქვენგანს მიუღია მონაწილეობა და ერთი წუთის შემდეგ მითხარით რაში ეჯიბრებიან ერთმანეთს იუკიგასენის მონაწილეები.

პასუხი: გუნდაობაში
კომენტარი: იუკიგასენი ნიშნავს გუნდაობას (იუკი – თოვლი, გასენ – ბრძოლა). გასაკვირი არ არის, რომ გუნდაობაში შეჯიბრი სკანდინავიის ქვეყნებშია პოპულარული.
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Yukigassen

3) რუკაზე, რომელიც თქვენს წინაშეა, მიუხედავად იმისა, რომ მასზე ამერიკელი პოლიტიკური მოღვაწეთა სახელები ფიგურირებს, წარწერები ფრანგულ ენაზეა დატანილი.
არ გეკითხებით, რომელ სახელმწიფოს ეკუთვნის რუკაზე გამოსახული კუნძული, დაასახელეთ ადამიანი, რომლის პატივსაცემადაც მან თავისი სახელწოდება მიიღო.

პასუხი: აბრაამ ლინკოლნი
კომენტარი: ეს არის ჟიულ ვერნის “საიდუმლო კუნძულის” რუკა, რომელსაც მისმა მაცხოვრებლებმა ლინკოლნის კუნძული უწოდეს.
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/The_Mysterious_Island

4) ეს სტილი ცნობილია ძვ. რომიდან მოყოლებული და ის აქტიურად გამოიყენებოდა ლათინურში. განვლო საუკუნეებმა და მან პოპულარობა რენესანსის ეპოქაშიც მოიპოვა, რამაც განაპირობა კიდეც მისი დღევანდელი სახელწოდება. ხოლო რუსული კომედი შოუს თუ დავუჯერებთ, ამავე სტილით არის შექმნილი იტალიის ერთ–ერთი ისტორიული ძეგლი. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ ეს სტილიც და ისტორიული ძეგლიც.

პასუხი: იტალიკი (დახრილი შრიფტი), პიზის კოშკი
კომენტარი: წერის დახრილი სტილი აქტიურად გამოიყენებოდა ძველ ლათინურ ხელნაწერებში. რენესანსის ეპოქაში მან კვლავ დიდი პოპულარობა მოიპოვა, რის გამოც მას იტალიური სტილი, ანუ Italic უწოდეს. იუმორისტების აზრით კი პიზის კოშკი იტალიელებმა იტალიკის გამოყენებით შექმნეს.
წყარო: http://ru.wikipedia.org/wiki/Курсив

5) ათენას, როგორც ომის ქალღმერთს, ხშირად გამოსახავდნენ სხვა და სხვა იარაღით ხელში. მისი ერთ–ერთი ეპითეტი პალადა კი ბერძნულად გარკვეულ ქმედებას აღნიშნავს. ცნობილია ფაქტი, რომ ფრენსის ბეკონი საკუთარ მუზად თვლიდა ათენა პალადას. ამ ფაქტებზე დაყრდნობით, ოდესღაც გამოითქვა საინტერესო მოსაზრება. დაასახელეთ პიროვნება, რომელიც ამ მოსაზრების თანახმად მსოფლიო ლიტერატურას მოევლინა.

პასუხი: უილიამ შექსპირი
კომენტარი: გავრცელებულია მოსაზრება, რომ უილიამ შექსპირის ფსევდონიმით წერდა ფრენსის ბეკონი. ათენას ხშირად გამოსახავენ შუბით, ხოლო პალადა ნიშნავს ქნევას. პროფესორი მარინა ლიტვინოვას აზრით ზუსტად ასე შეიქმნა ფსევდონიმი შექსპირი (shake speare – შუბის ქნევა).
წყარო: http://www.ogoniok.com/5043/28, http://dic.academic.ru/dic.nsf/brokgauz/15914

6) უილიამ სტეკლი თავის მემუარებში იხსენებს, რომ იმ დროს ლონდონში აუტანელი სიცხე იდგა. მისი მეგობარი საკუთარ ბაღში ხის ჩრდილს აფარებდა თავს და როგორც ნამდვილ ინგლისელ ჯენტლმენს ჩვევია, ფინჯანი ჩაის თანხლებით ფიქრს იყო მიცემული.
დაასახელეთ მეცნიერული შედეგი, რომელიც ამ ხელის შემშლელმა ფაქტორმა გამოიწვია.

პასუხი: მსოფლიო მიზიდულობის კანონი
კომენტარი: ერთ–ერთი ლეგენის თანახმად, მაშინ დაეცა თავზე სერ ისააკს ხიდან ჩამოვარდნილი ვაშლი, რამაც მეცნიერი მსოფლიო მიზიდულობის კანონის აღმოჩენამდე მიიყვანა.
წყარო: http://web-fizika.narod.ru/apple.htm

7) წარმოიდგინეთ შემდეგი სურათი: შავი ზღვის სანაპირო, მთვარე მოეფარა ღრუბლებს, შავ ცხენებზე ამხედრებული არაბები ემზადებიან ბრძოლისათვის. დაასახელეთ ქმნილება, რომლის შესახებაც აქვს დაახლოებით მსგავსი წარმოდგენა რუს იუმორისტ მიხაილ ჟვანეცკის.

პასუხი: შავი კვადრატი
კომენტარი: სურათის წარმოდგენა ტყუილად არ მითხოვიაJ მიხაილ ჟვანეცკის ხუმრობის თანახმად, მალევიჩის ცნობილ სურათზე გამოსახულია არაბების ბრძოლა შავ ზღვაზე უმთვარო ღამეს.

8) დაასახელეთ კატისებრთა ოჯახის ორი სხვა და სხვა წარმომადგენელი, რომელთა გამოსახულების ხილვაც შეგვეძლო კამერუნის საფეხბურთო ნაკრების ფორმაზე 2004 წლის აფრიკის თასზე.

პასუხი: ლომი, პუმა
კომენტარი: კამერუნის საფეხბურთო ნაკრების არაოფიციალური სახელწოდებაა “მოუთვინიერებელი ლომები” (Indomitable Lions), ამის გამო მათ ფორმას ლომის გამოსახულება ამშვენებს. ხოლო 2004 წლის აფრიკის თასზე, კამერუნის ფეხბურთელებს ეცვათ “Puma”–ს მიერ წარმოებული ფორმა, რომელზეც ამ ფირმის ლოგო იყო გამოსახული.
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Cameroon_football_team, http://shop.fott.ru/brand.php?id=0054

9) 2003 წელს ნაპოვნი იქნა უძველესი არსების ნარჩენები. ეს ფაქტი გახმაურდა და პრესა 21–ე საუკუნის უდიდეს აღმოჩენაზე ალაპარაკდა. თუმცა მეცნიერებმა ეს „დიდი აღმოჩენა“ მალევე უარყვეს, ვინაიდან დამტკიცდა, რომ აღმოჩენილი არსება 150 მილიონი წლის წინ მცხოვრები ჩვეულებრივი პლეზიოზავრია და მისი ასაკი ბევრად აღემატება იმ გეოგრაფიული ობიექტის ასაკს, რომლის სიახლოესაც ნარჩენები იპოვეს. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ ქვეყანა სადაც ეს აღმოჩენა მოხდა.

პასუხი: შოტლანდია
კომენტარი: ჯერალდ მაკსორლიმ ლოხნესის ტბასთან აღმოაჩინა უძველესი ნარჩენები. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ აღმოჩენილი არსება 150 მილიონი წლის წინ მცხოვრები 10 მეტრიანი პლეზიოზავრია და ის შეუძლებელია იყოს ლეგენდარული ურჩხული, ვინაიდან ამ დინოზავრის დროს ლოხნესის ტბა უბრალოდ არ არსებობდა.
წყარო: http://www.membrana.ru/lenta/?1930
10) როგორც ცნობილია, იური ანდროპოვის მოღვაწეობა ქვეყნის მმართველის პოსტზე საკმაოდ მოკლე ხნიანი მოვლენა იყო. შესაბამისად მას არც დრო ჰქონდა საკმარისი და არც შესაძლებლობა, რათა ქვეყანა მძიმე სიტუაციიდან გამოეყვანა. ყოველივე ამაზე საუბრის დროს, ერთ–ერთმა რუსმა ისტორიკოსმა შექმნილი სიტუაციის აღსაწერად გამოიყენა ორი სიტყვა.
ორივე სიტყვა ერთსა და იმავე სფეროში გამოიყენება, ერთი ენიდან მომდინარეობს და ერთსა და იმავე ასოზე იწყება. ერთი წუთის შემდეგ თქვენ უნდა დაასახელოთ ეს ორი სიტყვა.

პასუხი: ცაიტნოტი, ცუგცვანგი
კომენტარი: ორივე ტერმინი გერმანული წარმოშობისაა და გამოიყენება ჭადრაკში. დროის უქონლობა – ცაიტნოტი, გამოუვალი მდგომარეობა მძიმე სიტუაციიდან – ცუგცვანგი.
წყარო: Дмитрий Волкогонов «Семь вождей»

11) ძველი აღრიცხვით VI საუკუნეში, სპარსეთში შეიქმნა სპეციალური ელიტარული ქვედანაყოფი, რომელიც 10.000 რჩეული მეომრისაგან იყო დაკომპლექტებული. ისინი რიგითი მეომრებისგან განსხვავებით უკეთესად იყვნენ გაწვრთნილნი, მაგრამ არანაირი ზებუნებრიობით არ გამოირჩეოდნენ. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ომში დაღუპული მეომრის ადგილს სასწრაფოდ იკავებდა ახალი მეომარი, რის გამოც ქვედანაყოფში მეომართა რაოდენობა უცვლელი რჩებოდა, რამაც ისტორიკოსების აზრით განაპირობა კიდეც მათი მეტსახელი.
დაასახელეთ სახელმწიფო, რომელშიც ამჟამად ამავე მეტსახელის მატარებელი 40 ადამიანი ცხოვრობს.

პასუხი: საფრანგეთი
კომენტარი: არანაირი ზებუნებრიობით არ გამოირჩეოდნენ, მაგრამ ვინაიდან ქვედანაყოფში მეომართა რაოდენობა უცვლელი რჩებოდა, მათ “უკვდავებს” ეძახდნენ. საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრებს ასევე “უკვდავებს” ეძახიან და წესის თანახმად აკადემიაში მუდმივად ორმოცი წევრია.
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Académie_française, http://en.wikipedia.org/wiki/Persian_Immortals

12) 1953 წელს, ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, იერუსალიმში გაიხსნა მემორიალი. მის ცენტრში დგას ძეგლი, რომელიც თქვენს წინაშეა გამოსახული. დაასახელეთ პიროვნება, რომელსაც ეს ძეგლი მიეძღვნა.

პასუხი: იანუშ კორჩაკი
კომენტარი: როგორც ცნობილია კორჩაკმა უარი განაცხადა თავისუფლებაზე და არ მიატოვა ბავშვები. 1942 წლის აგვისტოში 200–ზე მეტ ბავშვთან ერთად იგი გაზის კამერაში გარდაიცვალა. მემორიალი ეძღვნება ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსენებას.
წყარო: http://ru.wikipedia.org/wiki/Яд_ва-Шем

13) ოთხად გადაკეცილ საწერ საშუალებას ძველ საბერძნეთში tetrádion (ანუ ოთხეული) ეწოდებოდა. ამავე სიტყვიდან არის მიღებული რუსული тетрадь და სომხური ტეტრაკ, რაც ფაქტიურად ერთსა და იმავეს აღნიშნავს. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ ქართული სიტყვა, რომელიც ასევე ნაწარმოებია ბერძნული tetrádion–დან.

პასუხი: ეტრატი
კომენტარი: თავდაპირველად ეტრატი ტყავის რვეულს აღნიშნავდა, თუმცა თანდათანობით ის ტყავის საწერი მასალის აღმნიშვნელ ზოგად სახელად იქცა.
წყარო: ენციკლოპედია ქართული ენა, სტატია „ეტრატი“

14) ერთ–ერთ ინტერვიუში ამ ადამიანმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ მისი იდეები ვერცერთმა კინორეჟისორმა სათანადოდ ვერ გადმოსცა. თუმცა მან ისიც დასძინა, რომ 1972 წლისგან განსხვავებით, როდესაც მას ჰონორარის სახით სულ რაღაც ორი ათასი მანეთი მისცეს, შემდგომში განხორციელებული პროექტი ფინანსურად მომგებიანი მაინც აღმოჩნდა. ეს გასაკვირი არც არის, მან ხომ ამერიკელებისგან ნახევარი მილიონ დოლარზე მეტი მიიღო.
ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ ამ ადამიანის სახელი და გვარი.

პასუხი: სტანისლავ ლემი
კომენტარი: 1972 წელს სტანისლავ ლემთან დაიდო ხელშეკრულება და ანდრეი ტარკოვსკიმ გადაიღო ფილმი „სოლარისი“, რაშიც ლემს 2000 მანეთი გადაუხადეს. 30 წლის შემდეგ, სტივენ სოდერბერგის მიერ მოხდა ამავე ნაწარმოების მეორე ეკრანიზაცია, თუმცა ამ შემთხვევაში ჰონორარი სოლიდური იყო. წყარო: http://www.zn.ua/3000/3050/33359

15) ამერიკის სკოლებში, მასწავლებლები ამ გეოგრაფიული ობიექტების დასამახსოვრებლად, ბავშვებს ურჩევენ გამოიყენონ “სახლები”. თუ მიხვდით, რომელ გეოგრაფიულ ობიექტებზეა საუბარი, გაიხსენეთ მათი სახელწოდებები და მითხარით რომელია მათ შორის ყველაზე მაღლა განლაგებული ზღვის დონიდან.

პასუხი: ზემო ტბა
კომენტარი: ყველაზე მაღალის დასახელება ტყუილად არ მითხოვია, ეს ერთგვარი მინიშნება იყო.
სახლების დახმარებით ბავშვები იმახსოვრებენ ე.წ. დიდი ტბების სახელწოდებებს, HOMES – Huron, Ontario, Michigan, Erie, Superior. მათ შორის ყველაზე მაღლა ზღვის დონიდან განლაგებულია ზემო ტბა, რაზეც მისი სახელწოდებაც მიგვითითებს.

16) მორავიას რომანში ამ ნაწარმოებს „ხმელთაშუაზღვისპირეთის ბიბლიას“ უწოდებენ, ხოლო რომანის ერთ–ერთი პერსონაჟი, პარადოქსებით გატაცებული რეჟისორი, გეგმავს რა ამ ნაწარმოების ეკრანიაციას, აცხადებს: „მე უნდა გადავიღო ფილმი ადამიანზე, რომელსაც უყვარს თავის ცოლი, მაგრამ რომელიც არ უყვარს საკუთარ ცოლს“. არ გეკითხებით ნაწარმოების სახელწოდებას, დაასახელეთ ცოლის სახელი.

პასუხი: პენელოპე
კომენტარი: საუბარია ჰომეროსის “ოდისეაზე”, რომლის მოვლენები ხმელთაშუა ზღვაში ვითარდება. როგორც ცნობილია პენელოპე ერთგული ცოლის სიმბოლოდ არის მიჩნეული, რაც ზემოთხსენებული პერსონაჟის პარადოქსალურობას უსვამს ხაზს.
წყარო: http://www.lib.ru/INPROZ/MORAVIA/prezrenie.txt

17) ჯორდანო ბრუნო, ტომაზო კამპანელა, მაისტერ ეკჰარტი, ჯიროლამო სავონაროლა, ტომაზო ტორკვემადა. ყველა ეს გამოჩენილი ადამიანი, შეიძლება მოვიხსენიოთ ისევე, როგორც ორი სხვა და სხვა ქვეყნის დაახლოებით 8 მილიონი მაცხოვრებელი. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ ამ ორი ქვეყნიდან ერთ–ერთი მაინც.

პასუხი: დომინიკა, დომინიკის რესპუბლიკა
კომენტარი: ზემოთხსენებული პიროვნებები, სხვა და სხვა დროს დომინიკელთა ორდენის წევრები, ანუ დომინიკელები იყვნენ. დომინიკას და დომინიკის რესპუბლიკის მაცხოვრებლებს ასევე დომინიკელები ეწოდებათ.
წყარო: http://ru.wikipedia.org/wiki/Доминиканец, http://ru.wikipedia.org/wiki/Домини
18) გამოჩენილი ინგლისელი ფილოსოფოსი ტომას გობსი საკმაოდ არაორდინალური პიროვნება გახლდათ. მან მეგობრებს სთხოვა მოეგონებინათ ეპიტაფიები მისივე საფლავისათვის და ამით ერთობ ხალისობდა. საკუთარი საფლავის ქვაზე ამოსატვიფრად კი, ყველაზე მეტად მას მოსწონდა ფრაზა: “აი ჭეშმარიტი ჰარი პოტერი”.
ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ ორი სიტყვა, რომელიც ჩვენ შევცვალეთ სიტყვებით ჰარი პოტერი.

პასუხი: ფილოსოფიური ქვა
კომენტარი: ფილოსოფოსის საფლავზე არსებულ ქვაზე, ამაზე უკეთესი წარწერა რა უნდა იყოს J
როულინგის პირელ წიგნს “ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა” ეწოდება, ანუ შეკითხვაში ერთგვარი სიტყვათა თამაშია.
წყარო: http://philosophy.wideworld.ru/philosophers/gobbs
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_ILI-100_*
პოსტი Mar 16 2009, 01:39 AM
პოსტი #7





სტუმრები






News :

შეიძლება ამას ეხლა ცხელ გულზე ვწერ მაგრამ გადაწყვეტილება მაინც უკვე მიღებული მაქვს და ჯობს ახლავე გაგაცნოთ. როგორც უკვე ბევრმა გაიგო, მე ნაწილობრივ დავტოვე ფორუმი სხვა და სხვა მიზეზების გამო. ეხლა ამ მიზეზებზე საუბარი არ მიმაჩნია საჭიროდ თუმცა გეტყვით რომ ჩემი წასვლა მოხდება ეტაპობრივად. სეზონის ბოლომდე ამ თემას არ მოვშორდები, ასევე არანაირი საბრთხე არ ემუქრება FG_ს ჩემპიონატს. უბრალოდ ჩემს დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვან, დავასრულებ გაზაფხულის სეზონს და როგორც ორგანიზატორი, გათამაშებიდან წავალ...
ჩემი შემცვლელი სავარაუდოთ იქნება სმოკი და ფანქველა, რომელიც გააგრძელებს და ბოლომდე განახორციელებს იმედია იმ გეგმებს რაც მე მქონდა დასახული მომავალში.
ვიმეორებ ამ ეტაპზე ჩემპიონატი გრძელდება ჩვეულებრივ რეჟიმში, მენეჯმენტში ცვლილებები მოხდება მხოლოდ გაზაფხულის სერიის დასრულების შემდეგ. წარმატებებს უსურვებ FG_ს და მასთან ერთად ყველა აქ მოთამაშე ფორუმელს. თქვენთან მუშაობა ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო. აბა თქვენ იცით, იმედია ჩემი წასვლა და ამ აწყობილი სისტემის ჩამოშლა ერთი არ იქნება
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_ILI-100_*
პოსტი Mar 16 2009, 01:41 AM
პოსტი #8





სტუმრები






III ტურის შეკითხვები

1) ასკლეპიოსი, ბელეროფონტი, ჰერაკლე, მელეაგრე, ორფეოსი, თეზევსი. ძველ ბერძნული მითების ამ ყველა გმირს ერთობლიობაში შეიძლება ვუწოდოთ ისევე, როგორც ერთ–ერთ სიაში მყოფი ადამიანების ჯგუფს. სხვათა შორის ამ სიაში არის... თუმცა მეტს აღარაფერს გეტყვით. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ ბერძნული სიტყვა, რომელიც ამავე სიაში ფიგურირებს.

პასუხი: ლოგოსი
კომენტარი: ძველ ბერძენი გმირები არიან არგონავტები. საუბარია ამ ტურნირში მონაწილე გუნდების სიაზე, რომელშიც არიან “არგონავტები”, “სხვათა შორის” და “ლოგოსი” (“სიტყვა” ბერძნულად).

2) მრავალი მითი არსებობს ამ ძველბერძენი გმირის შესახებ. ერთ–ერთ ყველაზე გავრცელებულ მითზე დაყრდნობით, ერთმა ბლოგერმა იგი ხუმრობით, როკ’ნ’როლის პირველ მეფედ მოიხსენია. 1942 წელს ერთმა ნობელის პრემიის ლაურეატმა, უძველეს მითებს კიდევ ერთი, თანამდროვე ვარიანტიც დაამატა. შეიძლება გაგიჭირდეთ ამ ნობელიანტის დასახელება, ამიტომ დამისახელეთ ეს მითოლოგიური გმირი.

პასუხი: სიზიფე
კომენტარი: ხუმრობის თანახმად სიზიფე არის როკ–ნ–როლის პირველი მეფე. Rock & Roll (Rock - კლდე, Roll – გორვა) მითების თანახმად კორინთოს მეფე სიზიფე ღმერთებმა დასაჯეს და იგი იძულებული იყო დიდი ლოდი აეგორებინა მთაზე. 1942 წელს ალბერ კამიუმ გამოაქვეყნა ფილოსოფიური ესე “მითი სიზიფეზე”.
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/The_Myth_of_Sisyphus

3) კირილესა და მეთოდეს ენციკლოპედიაში ამ სიტყვას რამოდენიმე განმარტება აქვს.
– ქალაქი დასავლეთ საქართველოში, ერთ–ერთი რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი.
– რუსი კრიტიკოსი და თარჯიმანი. სახელი გაითქვა რეი ბრედბერის, აიზეკ აზიმოვის, რობერტ შეკლის, არტურ კლარკის და ურსულა ლე გუინის თარგმანებით.
– აფრიკელი პოლიტიკური მოღვაწე, გაეროს მე–6 გენერალური მდივანი.
– აჩქარების საზომი ერთეული ფიზიკაში.
თუ მიხვდით რომელ სიტყვაზეა საუბარი, არ გაგიჭირდებათ დაასახელოთ მეცნიერი, რომლის საპატივსაცემოდაც ზემოთხსენებულმა ფიზიკურმა ერთეულმა მიიღო სახელწოდება.

პასუხი: გალილეო გალილეი
კომენტარი: აჩქარების ერთეულს ეწოდება – გალი. გალი – ქალაქი აფხაზეთში, ნორა გალი – რუსი თარჯიმანი, ბუტროს გალი – გაეროს გენერალური მდივანი.
წყარო: Энциклопедия Кирилла и Мефодия 2005

4) ენტონი ქუინი იხსენებდა, რომ 1964 წელს, ერთ–ერთი ფილმის გადაღების დროს, მან მოიტეხა ფეხი. სცენარის მიხედვით, ფილმის ფინალურ სცენაში მას ცეკვა უნდა შეესრულებინა, მაგრამ მსახიობს ერთადერთი, მოტეხილი ფეხის თრევა თუ შეეძლო. მიუხედავად ამისა ფინალური სცენა მაინც გადაიღეს, რომელშიც მსახიობი უბრალოდ ხელებს შლიდა და ფეხს მიწაზე დაათრევდა.
არ გეკითხებით ენტონი ქუინის მიერ განსახიერებული პერსონაჟის ეროვნებას, უბრალოდ დაასახელეთ ცეკვის სახელწოდება, რომელიც ამ ფილმის წყალობით მთელს მსოფლიოში გახდა პოპულარული.

პასუხი: სირტაკი
კომენტარი: მიუხედავად გავრცელებული მოსაზრებისა, სირტაკი არ არის ბერძნული ხალხური ცეკვა. იგი შეიქმნა კომპოზიტორ მიკის თეოდორაკისის მიერ სპეციალურად ფილმისათვის “ბერძენი ზორბა”. კრეტაზე გავრცელებულია ხალხური ცეკვა “სირტოსი”, რომლის კნინობით ფორმას წარმოადგენს “სირტაკი”.
წყარო: http://ru.wikipedia.org/wiki/Сиртаки

5) შესაძლოა თქვენ არ იცოდეთ, ვინ არის ფრენკ რობინსონი. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ყოველ თქვენთაგანს უნახავს ამ ადამიანის ლამაზი ხელნაწერის ნიმუში და შესაძლოა დღესაც კი ნახა.
დაასახელეთ კომპანია, რომელშიც მე–19 საუკუნის მიწირულს ზემოთხსენებული ფრენკ რობინსონი მუშოაბდა.

პასუხი: კოკა–კოლა
კომენტარი: ლოგოზე გამოსახული წარწერა წარმოადგენს ჩვეულებრივ ხელნაწერს, რომლის ავტორია ფრენკ რობინსონი.
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Coca-Cola

6) 1982 წელს, მოსკოვის ერთ–ერთ კვლევით ინსტიტუტში, შეიქმნა პროდუქტი, რომელიც 1969 წელს აშშ–ში შექმნილი პროდუქციის საბჭოთა ანალოგს წარმოადგენდა. ამბობენ, რომ ენამახვილმა რუსებმა თავდაპირველად ახლად შექმნილ პროდუქტს უწოდეს “УНАС” (ჩვენთან), რათა ამით ხაზი გაესვათ იმ ფაქტისათვის, რომ მსგავსი პროდუქტი არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ სსრკ–შიც იწარმოება.
დაასახელეთ დენის რიტჩის და კენ ტომპსონის მიერ შექმნილი ამერიკული პროდუქტი, რომლის ანალოგსაც ზემოთხსენებული რუსული “УНАС” წარმოადგენდა.

პასუხი: იუნიქსი (UNIX)
კომენტარი: ოპერაციული სისტემა UNIX–ის სახელწოდება რუსულად შეიძლება წავიკითხოთ, როგორც “У НИХ”, შესაბამისად ენამახვილმა რუსმა პროგრამისტებმა შექმნეს “У НАС”
წყარო: http://ru.wikipedia.org/wiki/УНАС, http://en.wikipedia.org/wiki/Unix

7) საღვთო რომის იმპერიის მმართველის, იმპერატორ სიგიზმუნდ I ლუქსემბურგელის მიერ, 1408 წელს დაარსებულ იქნა ორდენი, რომლის ძირითადი დანიშნულება, ქრისტიანობის დაცვა და ურწმუნოთა წინააღმდეგ ბრძოლა იყო. ორდენში შედიოდა 24 რაინდი და ყოველი მათგანი ატარებდა მედალიონს, რომელიც გამოსახულია დარიგებულ სურათზე. შესაძლებელია თქვენ არ იცოდეთ ამ რაინდების ვინაობა, ამიტომ დაასახელეთ ერთ–ერთი მათგანის ვაჟის მეტსახელი.



პასუხი: დრაკულა
კომენტარი: 1408 წელს სიგიზმუნდ I–მა შექმნა „დრაკონის ორდენი“ (მედალიონზე გამოსახულია დრაკონი), რომელშიც სხვა რაინდებთან ერთად შედიოდა ვალახიის გოსპოდარი ვლად II. აქედან გამომდინარე, მისმა შვილმა ვლად III–მ მიიღო მეტსახელი დრაკულა (Drăculea) რაც რუმინულად „დრაკონის ვაჟს“ ნიშნავს.
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Order_of_the_Dragon

8) ეს ინგლისელი გრაფი, აზარტული თამაშების დიდი მოყვარული გახლდათ და დიდ დროს ბანქოს თამაშს უთმობდა, რის გამოც მას ხშირად საჭმელად დროც კი არ რჩებოდა. ამიტომ მისი მოახლე იძულებული იყო საჭმელი პირდაპირ სათამაშო მაგიდასთან მიერთვა. იმისათვის, რომ საჭმლის მიღების პროცედურა მაქსიმალურად გაემარტივებინა, მსახური იღებდა პურის ორ ნაჭერს, მათ შორის ხორცს ათავსებდა და ისე მიართმევდა ხოლმე თავის ბატონს.
ერთი წუთის შემდეგ თქვენ უნდა დაასახელოთ ზემოთხსენებული გრაფის გვარი.

პასუხი: სენდვიჩი
კომენტარი: ერთ–ერთი ვერსიით ასე შეიქმნა საქვეყნოდ ცნობილი სენდვიჩი.
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Sandwich

9) ესპანელი ფილოსოფოსი, ხოსე ორტეგა-ი-გასეტი, ერთ–ერთ თავის ესეში ამბობს: “რომანტიკოსები იმ ძალადობის სცენებით არიან მოჯადოებულნი, რომლებშიც მდაბიო, ბუნებრივი და არაადამიანური ძალა ქალის სხეულს ეუფლება“. მომდევნო წინადადებაში ავტორი მოიხსენიებს რქოსან პირუტყვს და ორ ქალბატონს, რომლებიც ერთმანეთთან გარკვეულ ნათესაობრივ კავშირში იმყოფებიან. დაასახელეთ ეს ორი წარმოსადეგი ქალბატონი.

პასუხი: ევროპე, პასიფაე
კომენტარი: ზევსი გადაიქცა ხარად და მოიტაცა ევროპე, რომელმაც ამ კავშირის შედეგად შვა მინოსი. მინოსის მეუღლემ, კრეტას დეფოლმა პასიფაემ ასევე ხარისგან შვა მინოტავრი.
წყარო: Хосе Ортега-и-Гассет «Восстание масс»


10) ერთხელ კითხვის ავტორის მეგობარმა ხუმრობით აღნიშნა, რომ არ არის გამორიცხული, უახლოეს მომავალში ევროპის ერთ–ერთი სახელმწიფოს კონსტიტუციაში შეიტანონ ცვლილება და ქვეყანაში სახელმწიფო ენად ინგლისური გამოაცხადონ. ვინაიდან ამ შემთხვევაში შესაძლებელი გახდება კანონის ფარგლებში, საარჩევნო ურნებზე ერთგვარი წარწერის გაკეთება. არ გეკითხებით რა წარწერაზეა საუბარი, დაასახელეთ ადამიანი, რომელსაც ეს წარწერა პრაკტიკულად რეკლამას გაუწევს.

პასუხი: ვლადიმერ პუტინი
კომენტარი: თუ რუსეთის სახელმწიფო ენა იქნება ინგლისური, შესაძლოა საარჩევნო ურნებზე გაჩნდეს წარწერა “PUT IN”.

11) ყოველ დამკვირვებელს სამყაროში აქვს საკუთარი „მოვლენათა ჰორიზონტი“, ანუ წარმოსახვითი ზედაპირი, რომლის მიღმა მდებარე ობიექტებთან ურთიერთქმედება შეუძლებელია. ერთი გამოჩენილი კოსმოლოგის აზრით „მოვლენათა ჰორიზონტი“ არის ბუნებრივი X. ჩვენთვის ცნობილი X მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაჩნდა და 80–იანი წლების ბოლომდე იარსება. დაასახელეთ X ორი სიტყვით.

პასუიხი: რკინის ფარდა
წყარო: Лев Шильник, «Космос и хаос. Что должен знать современный человек о прошлом, настоящем и будущем Вселенной»

12) რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა სტატია, რომლის სათაურშიც ორი ციური სხეული ფიგურირებს. მიუხედავად ასეთი სახელწოდებისა, სტატია საერთოდ არ ეხება ასტრონომიას და მასში უკანასკნელი პერიოდის ერთ–ერთ ყველაზე გახმაურებულ ფინანსურ გარიგებაზეა საუბარი.
დაასახელეთ ამ გარიგებაში მონაწილე და ერთსა და იმავე სფეროში მოღვაწე ორი კორპორაციიდან ერთ–ერთი მაინც.

პასუხი: IBM, SUN
კომენტარი: IBM ცდილობს შეიძინოს კორპორაცია “Sun Microsystems”. ამ ფაქტს მიეძღვნა სტატია სახელწოდებით «Голубой гигант съест Солнце». IBM–ს არაოფიციალური სახელია “ცისფერი გიგანტი”.
წყარო: http://charoday.ru/142/ibm-buy-sun

13) მე–11 საუკუნეში მოღვაწე წმინდანი, ბერნარ კლერვოელი წერდა, რომ იესო ქრისტეს ადამისაგან უმთავრესად განასხვავებს ის, რომ ადამი არასოდეს ყოფილა X. ჩვენთვის ნაცნობი წყაროს თანახმად კი ყოველი X განიცდიდა გონებრივი განვითარების პრობლემას 1917 წლამდე.
დაასახელეთ სიტყვა, რომელიც შეკითხვაში დაშიფრულია X–ით.

პასუხი: ბავშვი
კომენტარი: ადამისგან განსხვავებით, ქრისტემ გაიარა ბავშვობა. ხოლო ფილმში "თოჯინები იცინიან" გაჟღერებულია მოსაზრება, რომ სათამაშოების უქონლობის გამო, რევოლუციამდელი ბავშვი იყო გონებაჩლუნგი.
წყარო: ნოდარ ლადარია "სექსუალური აღზრდის სათავეებთან”, მ/ფ “თოჯინები იცინიან”

14) 1960 წლის 12 სექტემბერს გულიერმე დე ალმეიდამ შექმნა არატრადიციული გერბი, რომელიც თქვენ დაგირიგდათ. დაასახელეთ ქალაქი, რომლის გერბსაც ის წარმოადგენს.



პასუხი: ბრაზილია
კომენტარი: გერბი ფორმით თვითმფრინავს წააგავს, ფერები კი ბრაზილიის ეროვნული ფერებია.
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Coat_of_arms_...ederal_District

15) 2006 წელს, მაგდალენას დეპარტამენტში შემავალი ერთი პატარა ქალაქის, არაკატაკას მერმა, პედრო სანჩესმა, მშობლიური ქალაქისათვის სახელის გადარქმევის იდეა წამოაყენა. გამოკითხულთა 90%–მა მხარი დაუჭირა მერის გადაწყვეტილებას, მაგრამ საბოლოოდ პროექტი არ განხორციელდა.
არ გეკითხებით ვინ დაიბადა ამ ქალაქში 1928 წლის 6 მარტს, დაასახელეთ სახელწოდება, რომელიც მერის აზრით ქალაქ არაკატაკასათვის უნდა დაერქმიათ.

პასუხი: მაკონდო
კომენტარი: ქალაქ არაკატაკაში დაიბადა გაბრიელ გარსია მარკესი, შესაბამისად მის პატივსაცემად აპირებდნენ ქალაქისათვის მაკონდოს დარქმევას.
წყარო: <a href="http://ru.wikipedia.org/wiki/Гарсиа_Маркес,_Габриэль" target="_blank">http://ru.wikipedia.org/wiki/Гарсиа_...

16) თქვენს წინაშეა ფრაზა ერთ–ერთი ინგლისურენოვანი საიტიდან, რომელშიც მე განგებ გამოვტოვე უკანასკნელი ორი სიტყვა. გაითვალისწინეთ, რომ თითქმის სამი წელია არცერთი ამ ორი სიტყვიდან პრაკტიკულად აღარ აკმაყოფილებს საერთაშორისო შეთანხმებას და აღადგინეთ გამოტოვებული სიტყვები.

My Very Easy Method Just Simply Uses [..........] [..........]

პასუხი: Nine Planets
კომენტარი: ეს არის მზის სისტემის პლანეტების დასამახსოვრებელი მნემონიკური ფრაზა. 2006 წლის 24 აგვისტოს შემდეგ, პლუტონს აღარ აქვს პლანეტის სტატუსი, შესაბამისად ცხრა (Nine) აღარ აკმაყოფილებს ამ ფრაზას, ისევე როგორც Planets, რომელსაც შეესაბამებოდა პლუტონი.
წყარო: http://www.teachingideas.co.uk/science/orderingplanets.htm

17) ამ ტოპონიმის წარმოშობის რამოდენიმე ვერსია არსებობს. მაგალითად ებრაელი ისტორიკოსის, იოსებ ფლავიუსის აზრით, ეს ტოპონიმი მომდინარეობს აბრაამის შვილიშვილის სახელიდან, რომლის შთამომავლები დღევანდელი ლიბიის ტერიტორიაზე დასახლდნენ მრავალი საუკუნის წინ. გამოჩენილი არაბი ისტორიკოსი, ლეო აფრიკელი კი თვლის, რომ ეს სახელწოდება მომდინარეობს ძველი ბერძნულიდან და შეიძლება ითარგმნოს როგორც “სიცივის გარეშე”.
ერთი წუთის შემდეგ დამისახელეთ ეს გეოგრაფიული ობიექტი.

პასუხი: აფრიკა
კომენტარი: ფლავიუსის აზრით აფრიკა მომდინარეობს აბრაამის შვილიშვილის ეფერის სახელიდან, რომლის შთამომავლები ითვლებიან აფრიკის ერთ–ერთ პირველ მაცხოვრებლებად. ლეო აფრიკელის აზრით კი, აფრიკა მომდინარეობს ბერძნული სიტყვისაგან ფრიკე (φρίκη) – სიცივე და პრეფიქსი α- რაც საპირისპიროს აღნიშნავს.
წყარო: http://ru.wikipedia.org/wiki/Африка


18) თქვენს წინაშეა რუსეთის საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი ანდრეი კირილენკო, რომელიც ამჟამად ამერიკაში მოღვაწეობს. დაასახელეთ გვარი ადამიანისა, რომლის გამოგონებასაც უკავშირდება ანდრეი კირილენკოს მეტსახელი.



პასუხი: კალაშნიკოვი
კომენტარი: ანდრეი კირილენკოს ინიციალებია А.К. და თამაშობს #47 მაისურით. აქედან გამომდინარე მას აქვს მეტსახელი АК-47 (კალაშნიკოვის ავტომატი).
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Andrei_Kirilenko_(basketball), http://ru.wikipedia.org/wiki/АК-47
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_ILI-100_*
პოსტი Mar 16 2009, 01:41 AM
პოსტი #9





სტუმრები






IV ტურის შეკითხვები


1) დოქტორ ფრანკენშტაინის მიერ შექმნილ მონსტრს, უმბერტო ეკო "რომანტიზმის პირველ უიღბლო გონჯს" უწოდებს, ხოლო მის უშუალო "შთამომავლებად" კი ერთი და იმავე ავტორის, ორი სხვა და სხვა ნაწარმოების პერსონაჟებს ასახელებს. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ ეს ორი პერსონაჟი.

პასუხი: კვაზიმოდო, გუინპლენი
კომენტარი: უმბერტო ეკო ფრანკენშტაინის მონსტრის შთამომავლებად დიუმას პერსონაჟებს თვლის.
წყარო: Умберто Эко «История уродства»

2) თურმე ამ ჰოლივუდელი ვარსკვლავის სხეულს ამშვენებს მრავალი ტატუირება, რომლებიც ძირითადად იმ ხალხს უკავშირდება, ვისაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ან ოდესღაც ეკავა მის ცხოვრებაში. მაგალითად მხრებს მას უმშვენებს შვილების სახელები. ვაჟის სახელი ჯეკი (Jack) და ქალიშვილის ლილი–როუზი (Lily-Rose). აგრეთვე მის სხეულზე არის წარწერა “Wino Forever” (ლოთი სამუდამოდ). დაასახელეთ არსება, რომელიც ასევე ამშვენებს ამ მსახიობის სხეულს.

პასუხი: ბეღურა
კომენტარი: საუბარია ჯონი დეპზე. წარწერა “Wino Forever” თავდაპირველად გამოიყურებოდა, როგორც “Winona Forever”, რომელიც მსახიობმა შეცვალა უინონა რაიდერთან განშორების შემდეგ. მის მხარს კი ისევე, როგორც ფილმში “კარიბის ზღვის მეკობრეები” ამშვენებს ტატუ ბეღურის გამოსახულებით და წარწერით “Jack”.
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Johnny_Depp

3) შეკითხვა დუპლეტი.
ა) ერთი წუთის შემდეგ მითხარით რა გადაჰქონდა გერმანულ წყალქვეშა ნავს “U234”–ს იაპონიაში 560 კილოგრამის ოდენობით 1945 წლის მაისში.
ბ) მისი სახელწოდება იმ ფაქტმაც განაპირობა, რომ მას რომაელი კოლეგა არ ჰყავს. ხოლო ძირითადი ცნობები მის შესახებ ჩვენთვის ერთ–ერთი “ამერიკელი მოგზაურის” დახმარებით გახდა ცნობილი.

პასუხი: ა) ურანი (ელემენტი) ბ) ურანი (პლანეტა)
კომენტარი: ბედის ირონიაა, რომ სუბმარინა U234-ს გადაჰქონდა 560 კგ U234 (ურანის იზოტოპი). თანაც გადაჰქოდნა იაპონიაში, სადაც ამ ნივთიერებამ ორი ქალაქი ფაქტიურად აღგავა პირისაგან მიწისა.
ურანი ერთადერთი პლანეტაა მზის სიტემაში, რომლის სახელწოდება ბერძნული მითოსიდანაა. ამერიკული კოსმოსური აპარატის “Voyager 2”–ის (მოგზაური) დახმარებით აღმოჩენილ იქნა რამოდენიმე მისი თანამგზავრი.
წყარო: http://ru.wikipedia.org/wiki/U-234, http://en.wikipedia.org/wiki/Uranus

4) დაახლოებით 6–7 წლის წინ, გერმანელმა მეცნიერებმა ჩაატარეს ერთგვარი კვლევა. საინტერესოა, რომ საკვლევი ობიექტების, რომლებიც იმ დროისათვის ფაქტიურად სიახლეს წარმოადგენდა, თითქმის 90%–ზე აღმოჩენილ იქნა ერთგვარი ნივთიერების კვალი. შემდგომში იგივე ტიპის ცდები ჩატარდა ფინეთში, საფრანგეთსა და სახებერძნეთში, სადაც ეს მაჩვენებელი ოდნავ დაბალი აღმოჩნდა. სამაგიეროდ თითქმის 100% მაჩვენებლით და ეს გასაკვირი არც არის, პირველ ადგილზე ჰოლანდია აღმოჩნდა. დაასახელეთ ნივთიერებაც და მეცნიერთა კვლევის ობიექტებიც.

პასუხი: კოკაინი, ევროს ბანკნოტები
კომენტარი: მეცნიერები იკვლევდნენ ევროს ბანკნოტებს, რომლებსაც ნარკომანები ახვევენ და იყენებენ კოკაინის მოხმარების დროს.
წყარო: http://www.rosbalt.ru/2003/06/25/104855.html

5) 1954 წლის 7 ივნისს გარდაიცვალა თანამედროვე გამოთვლითი ტექნოლოგიების ერთ–ერთი ფუძემდებელი, ინგლისელი მათემატიკოსი ალან ტიურინგი. ოფიციალური ვერსიით, მან თავი მოიკლა, მიიღო რა ციანიდით მოწამლული საკვები. ამ ფაქტზე დაყრდნობით იაპონელი მეცნიერი მიტიო კაკუ გამოთქვავს მოსაზრებას, რომ 70–იან წლებში შექმნილი ერთი ცნობილი კომპანიის ლოგო, არც მეტი, არც ნაკლები, ტიურინგის ხსოვნისადმია მიძღვნილი. დაასახელეთ ეს საქვეყნოდ ცნობილი კომპანია.

პასუხი: Apple Computer Inc.
კომენტარი: ტიურინგმა შეჭამა მოწამლული ვაშლი და გარდაიცვალა. Apple–ის ლოგოზე, როგორც ცნობილია გამოსახულია მოკბეჩილი ვაშლი.
წყარო: Митио Каку «Физика невозможного»

6) გამოჩენილი მსახიობი საველი კრამაროვი იყო რელიგიური ადამიანი და ხშირად დადიოდა სინაგოგაში. ამას დაემატა ის ფაქტიც, რომ მისი ბიძა წავიდა ემიგრაციაში ისრაელში, რაც იმ დროისათვის საბჭოთა კავშირში ღალატის ტოლფასი იყო, ვინაიდან ყოველმხრივ ეწინააღმდეგებოდა ქვეყნის იდეოლოგიას. ამის გამო მსახიობის ცხოვრება ფაქტიურად აუტანელი გახდა საბჭოეთში და მან გადაწყვიტა ქვეყნის დატოვება. 1981 წელს მან მიწერა წერილი თავის კოლეგას, რომელშიც ითხოვდა დახმარებას. როგორც ამბობენ მხოლოდ ამ კოლეგის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, კრამაროვს როგორც იქნა მისცეს უფლება დაეტოვებინა ქვეყანა. ერთი წუთის შემდეგ თქვენ უნდა დაასახელოთ ზემოთხსენებული კოლეგის გვარი.

პასუხი: რონალდ რეიგანი
კომენტარი: კრამაროვმა მიწერა წერილი რეიგანს, რომელიც იმ დროს უკვე აშშ–ს პრეზიდენტი იყო. 1981 წლის 31 ოქტომბერს კრამაროვი გაემგზავრა ამერიკაში.
წყარო: http://ru.wikipedia.org/wiki/Савелий_Крамаров

7) ამ რეჟისორის აზრით, ისააკ ნიუტონი თანამედროვე მეცნიერების სიმბოლოა. ბენჟამინ ფრანკლინი – არის ადამიანი, რომელმაც მეხის “მოთვინიერება” შესძლო, ხოლო ალბერტ აინშტაინი, ექსტრავაგანტული გარეგნობის გენიოსია, რომელმაც ფარდბითობის თეორია შექმნა. ამიტომაც ამ რეჟისორის ერთ–ერთი ფილმში, ამ სამი დიდი მეცნიერის სურათი კადრში არაერთხელ ხვდება. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ ეს კინორეჟისორი.

პასუხი: რობერტ ზემეკისი
კომენტარი: ფილმში “უკან მომავალში”, ემეტ ბრაუნის ოთახში კიდია ამ მეცნიერების სურათები. ხოლო თანამედროვე მეცნიერება, მეხის “მოთვინიერაბა”, ექსტრავაგანტული გარეგნობის გენიოსი და ფარდობითობის თეორია ამ ფილმის სიუჟეტის განუყრელი ნაწილია.
წყარო: http://ru.wikipedia.org/wiki/Назад_в...е_(фильм)

8) ფრანგი ისტორიკოსი ჟაკ ლე გოფი თავის ნაშრომში წერს, რომ მე–12 საუკუნეში პარიზი ევროპული ცხოვრების ცენტრად იქცა. ხალხში ამ ფაქტისადმი დამოკიდებულება განსხვავებული იყო. ნაწილი პარიზს გარყვნილობის და უზნეობის უმსხვილეს კერად, ანუ ახალ Х-ად თვლიდა. განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები, რომლებიც აღფრთოვანებულები იყვნენ ღვთისმეტყველების განვითარებით, პარიზს ახალ Y–ად მიიჩნევდნენ. Х და Y ბიბლიაში არაერთგზის ნახსენები რეალური ტოპონიმებია. დაასახელეთ X და Y ნებისმიერი თანმიმდევრობით.

პასუხი: ბაბილონი, იერუსალიმი
კომენტარი: სოდომი და გომორა არაფერ შუაშია, ვინაიდან კითხვაში სპეციალურად ნათქვამია, რომ საუბარი რეალურად არსებულ ტოპონიმებზეა. სოდომის და გომორას არსებობა კი ჯერ ჯერობით დამტკიცებული არაა.
წყარო: Жак Ле Гофф «Интеллектуалы в Средние века»

9) 1897 წლის რუსეთის იმპერიის მოსახლეობის აღწერით, ქვეყნის 20 მოსახლეობით უდიდეს ქალაქს შორის 10 თანამედროვე დამოუკიდებელი ქვეყნის დედაქალაქია. მათ შორისაა: მოსკოვი, რიგა, კიევი, თბილისი, ბაქო, ვილნიუსი, ტაშკენტი და კიშინიოვი. დამისახელეთ დანარჩენი ორი.

პასუხი: ჰელსინკი, ვარშავა
კომენტარი: მაგ დროისათვის ფინეთი და პოლონეთი რუსეთის იმპერიაში შედიოდა.
წყარო: <a href="http://ru.wikipedia.org/wiki/Российская_империя" target="_blank">http://ru.wikipedia.org/wiki/Россий

10) 1950–იან წლებში აღმოჩენილ იქნა ერთობ უცნაური ლაქა, რომელიც ძალიან წააგავდა ლათინურ ასო “М”–ს. ყვითელმა პრესამ ამ ფაქტს მაშინათვე საკუთარი ინტერპრეტაცია მოუძებნა და გაზეთები ალაპარაკდნენ იმაზე, რომ ეს არის არა ასო “М” არამედ «W» რაც ომის მომასწავლებელია. ამ ფაქტის შედეგად აშშ–ში რამოდენიმეჯერ გაიზარდა მოთხოვნა ერთ–ერთ ლიტერატურულ ნაწარმოებზე.
არ გეკითხებით ამ ნაწარმოებს, დაასახელეთ ადგილი სადაც აღმოაჩინეს ზემოთხსენებული ლაქა.

პასუხი: მარსი
კომენტარი: მას შემდეგ რაც ყვითელმა პრესამ გაავრცელა ცნობა ომის შესახებ, ხალხი აქტიურად შეუდგა “მზადებას” მარსიანელებთან საბრძოლველად. ამ ყველაფრის შედეგად გაიზარდა მოთხოვნა უელსის “სამყაროთა ომზე” (War of the worlds). არ დაგავიწდეთ, მარსი ომის ღმერთია J
წყარო: Митио Каку «Физика невозможного»

11) სინდრომი, რომლის დროსაც ადამიანს აქვს დაბერების შიში და იგი ყოველმხრივ ცდილობს შეინარჩუნოს ახალგაზრდული იერი ატარებს ბრიტანული ლიტერატურის ერთ–ერთი პერსონაჟის სახელს. აგრეთვე არსებობს სინდრომი, რომელიც ზოგიერთი ფსიქოლოგის აზრით, ზემოთხსენებული სინდრომის უკიდურეს შემთხვევას წარმოადგენს და რომელიც ასევე ატარებს ბრიტანული ლიტერატურის პერსონაჟის სახელს. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ ორივე ლიტერატურული გმირი.

პასუხი: დორიან გრეი, პიტერ პენი
კომენტარი: სინდრომს, როდესაც ადამიანი ცდილობს მუდამ გამოიყურებოდეს ახალგაზრდად ეწოდება დორიან გრეის სინდრომი, ხოლო სინდრომს როდესაც ადამიანი მიუხედავად ასაკისა, ცდილობს იყოს ბავშვი და თავიდან იცილებს ყოველგვარ პასუხისმგებლობას, ეწოდება პიტერ პენის სინდრომი.
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Dorian_Gray_syndrome, http://en.wikipedia.org/wiki/Peter_Pan_syndrome

12) ჟურნალში “Вокруг Света” გამოქვეყნებული იყო ერთ–ერთი ევროპულ სახელმწიფოში ჩატარებული გამოკითხვის შედეგი, რომლის მიხედვით დადგინდა ქვეყნის ათი ყველაზე გამოჩენილი ადამინი. სიაში ფიგურირებდა 90–იანი წლების დასაწყისში ევროპის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ფეხბურთელი, კვანტური ფიზიკის ერთ–ერთი ფუძემდებელი, მე–19 საუკუნეშ მოღვაწე საბავშვო მწერალი, ერთ-ერთი ფილოსოფიური მიმდინარეობის ფუძემდებელი... არ გთხოვთ დაასახელოთ დარჩენილები ამ სიიდან. დაასახელეთ ფილმი, რომელმაც მოუტანა კანის ფესტივალის ოქტროს პალმის რტო ამ სიაში მყოფ კინორეჟისორს.

პასუხი: სიბნელეში მოცეკვავე (ლარს ფონ ტრიერის ფილმი)
კომენტარი: ევროპის სახელმწიფოა დანია. ჩამოთვლილები არიან: მიქაელ ლაუდრუპი, ნილს ბორი, სორენ კირკეგორი, ჰანს ქრისტიან ანდერსენი.
წყარო: «Вокруг Света» 2003 №3

13) პირველად ეს ფილმი მსოფლიო ეკრანებზე გავიდა 2006 წლის ნოემბერში, ხოლო რუსეთის კინოთეატრებში 2007 წლის დასაწყისში გამოჩნდა. გაიხსენეთ საფრანგეთში ამავე წლის აპრილში განვითარებული მოვლენები და დაასახელეთ ეს ფილმი, თუ ამ მოვლენის და პოლიტკორექტულობის გამო, რუსეთში კინოაფიშებზე ფილმის სახელწოდება ორიგინალისგან უმნიშვნელოდ განსხვავდებოდა.

პასუხი: კაზინო “როიალი”
კომენტარი: წარწერებს “რუაიალი” და “007” შესაძლოა გამოეწვიათ ასოციაცია 2007 წლის აპრილში, საფრანგეთში დაგეგმილ, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე სეგოლენ რუაიალის კანდიდატურასთან. ამის გამო წარწერა აფიშაზე იქნა ოდნავ შეცვლილი.
წყარო: http://ru.wikipedia.org/wiki/Казино_...ильм,_2006)

14) ვიკიპედიის თანახმად, ტრიპოლის გრაფი რაიმუნდ ტულუზელი გახლავთ ამის პირველი მსხვერპლი ქრისტიანულ სამყაროში. იმავე მიზეზით გარდაიცვალა კონრად მონფერატელი 1192 წელს. ინგლისის ხელმწიფე ედუარდს იგივე ემუქრებოდა, მაგრამ ის სიკვდილს გადაურჩა. არ გეკითხებით რა მოუვიდათ ზემოთხსენებულ პიროვნებებს, უბრალოდ დაასახელეთ სიტყვა, რომელიც, ბრიტანელი ისტორიკოსის არტურ ბრაიანტის აზრით, ედუარდთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ შევიდა ინგლისურ ენაში.

პასუხი: ასასინი
კომენტარი: რაიმონდ ტულუზელი გახდა ასასინების პირელი მსხვერპლი. 1271 წელს მედე ედუარდს დაესხნენ ასასინები, მაგრამ მეფე სიკვდილს გადაურჩა.
წყარო: Артур Брайант «Эпоха рыцарства», <a href="http://ru.wikipedia.org/wiki/Раймунд_II,_граф_Триполи" target="_blank">http://ru.wikipedia.org/wiki/Раймун

15) მურის კანონის თანახმად, ყოველ ორ წელიწადში ტრანზისტორების რაოდენობა კრისტალზე ორმაგდება, რაც წარმადობის ზრდას ნიშნავს. თუმცა 2007 წელს თავად მურმა განაცხადა, რომ ფიზიკის კანონები შეუზღუდავ ზრდას კრძალავენ. ამასთან დაკავშირებით იაპონელმა ფიზიკოსმა მიტიო კაკუმ გამოთქვა მოსაზრება, რომ 2020 წელს ეს ადგილი დედამიწაზე “ჯართის სარტყელად” გადაიქცევა. დაასახელეთ ეს ადგილი.

პასუხი: სილიკონის ხეობა (Silicon Valley)
კომენტარი: საუბარია მიკროპრეცოსორების კრისტალებზე და მათში გამოყენებულ ტრანზისტორებზე.
წყარო: Митио Каку «Физика невозможного»

16) ამერიკელებმა, რუს ჰოკეისტ ალექსანდრე ოვეჩკინს შეარქვეს მეტსახელი, რომელიც მის ახალგაზრდა ტალანტს და საკმაოდ დიდ მიღწევებს უსვამს ხაზს. ამავდროულად ის სპორტსმენის ვინაობას და მის მაისურზე გამოსახულ ნომერს აერთიანებს თავის თავში. დაასახელეთ მაქსიმალურად ზუსტად ეს მეტსახელი.

პასუხი: Alexander the Great
კომენტარი: ახალგაზრდა სპორტსმენია და დიდი მიღწევები აქვს, ამიტომ გულშემატკივრებმა იგი ალექსანდრე მაკედონელს შეადარეს (Alexander the Great). ოვეჩკინი 8 ნომერი მაისურით თამაშობს, ხოლო სიტყვა Great–ის ჟღერადობაში ფიგურირებს სიტყვა რვა.
წყარო: <a href="http://ru.wikipedia.org/wiki/Овечкин,_Александр_Михайлович" target="_blank">http://ru.wikipedia.org/wiki/Овечки


17) რუსი მოგზაური სერგეი დოლია ასე ახასიათებს ბაჰამის კუნძულებს: “ბაჰამის კუნძულები პრაქტიკულად არ განსხვავდება ფლორიდისგან – ისეთივე პალმები, მშვენიერი გზები, შეკრეჭილი გაზონები, ძვირფასი კატერები და სასტუმროები… ერთადერთი რითაც ფლორიდა განსხვავდება ამ კუნძულებისგან – ეს ბროუნის მოძრაობაა”. ავსტრიამ დაკარგა “ბროუნის მოძრაობა” ანშლუზის პერიოდში, ჩეხოსლოვაკიამ 1938 წელს, კორეამ კი – 1946 წელს, იაპონური ოკუპაციის დასრულების შემდგომ. დაასახელეთ ის რაც ჩვენ შეკითხვაში შევცვალე სიტყვებით “ბროუნის მძრაობა”.

პასუხი: მარჯვენა მოძრაობის წესი.
წყარო : http://sergeydolya.livejournal.com/16033.html

18) 2005 წლის ნოემბერში, უეფას თასის გათამაშების ერთ–ერთ მატჩში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ პალერმო და მოსკოვის ლოკომოტივი. მიუხედავად დაძაბული თამაშისა, მატჩი ნულოვანი ფრით დასრულდა. ამ ფაქტს ერთ–ერთ რუსულ საიტზე მიეძღვნა სტატია, რომლის სათაური ემთხვევა სპორტის სულ სხვა სახეობაში დამკვიდრებულ ტერმინს. ამავე ტერმინით ერთმა რუსმა იუმორისტმა მოიხსენია არქიმედე, რომელმაც ლეგენდების თანახმად ფაქტიურად გაანადგურა რომაული ფლოტი, რომელიც ცდილობდა ქალაქ სირაკუზას აღებას. დაასახელეთ ეს ტერმინი ორი სიტყვით.

პასუხი: სიცილიური დაცვა
კომენტარი: ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი საჭადრაკო დებიუტის სახელწოდებაა “სიცილიური დაცვა”. პალერმო სიცილიური კლუბია, ხოლო ნულოვანი ფრეთი დამთავრებულ მატჩში აქცენტი დაცვაზე იყო გაკეთებული. სირაკუზაც სიცილიური ქალაქია, არქიმედე კი მას რომაელებისგან იცავდა.
წყარო: http://www.migsport.com/news/football/euro...2310_09680.html
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_ILI-100_*
პოსტი Mar 16 2009, 01:43 AM
პოსტი #10





სტუმრები






დიდი მადლობა ვახო ელერდაშვილს და ლევან ჩხეიძეს დახმარებისათვის. კითხვების დაწერისათვის, დარედაქტირებისათვის, დატესტვისათვის და ა.შ.

V ტური


1) ამ შეკითხვის დასმა უფრო უპრიანი შემდეგ თვეში იქნებოდა…
ისტორიკოსი გრეგოროვიუსი თვლის, რომ ქრისტიანობამ ძველი რომის ისტორიაში საკმაოდ არაცალსახა როლი ითამაშა. ერთის მხრივ, ის იყო რომის დაცემის ერთ–ერთი უმთავრესი მიზეზი, მეორის მხრივ კი მისივე დახმარებით ფაქტიურად მოხდა ახალი, ქრისტიანული რომის წარმოქმნა. ისტორიკოსი ავლებს პარალელებს და დასძენს, რომ როგორც რემუსი და რომულუსი იყვნენ ძველი რომის შემქმნელები, ასევე ეს ორი ადამიანი შეიძლება ჩაითვალოს ახალი, ქრისტიანული რომის ფუძემდებლად. დაასახელეთ ეს ორი პიროვნება.

პასუხი: პეტრე, პავლე
კომენტარი: რემუსი, რომულუსი – პეტრე, პავლე. ქრისტიანული რომის ფუძემდებლად, გრეგოროვიუსი ასახელებს პეტრეს და პავლეს. პირველი რომის პაპი და ქრისტიანობის ერთ–ერთი პირველი გამავრცელებელი რომში. შემდეგ თვეში, კონკრეტულად კი 12 ივლისს არის პეტრე პავლობა.
წყარო: Фердинанд Грегоровиус «История города Рима в Средние века»

2) ბიოლოგიაში არსებობს ეფექტი, რომლის კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს თევზი ლატიმერია. მეცნიერები თვლიდნენ, რომ ლატიმერია 70 მილიონი წლის წინ ამოწყდა, თუმცა 1938 წელს, კომორის კუნძულებთან პირველად მოხდა ამ არსების ცოცხალი ეგზემპლიარის დაჭერა, ხოლო მოგვიანებით კი ამ თევზის, ბუნებრივ პირობებში გადაღებაც კი. ზემოთხსენებული ბიოლოგიური ეფექტი, ახალი აღთქმის პერსონაჟის სახელს ატარებს. დაასახელეთ ამ პერსონაჟის სახელი.

პასუხი: ლაზარე
კომენტარი: ლატიმერია მიეკუთვნებოდა გადაშენებულ ცხოველთა რიცხვს (მეცნიერებისთვის ის მკვდარი იყო), თუმცა შემდგომ აღმოჩნდა, რომ ის ცოცხალია. ახალ აღთქმაში, იესომ გააცოცხლა გარდაცვლილი ლაზარე.
წყარო: ჟურნალი “Discovery” #1, 2009 წელი

3) მეცნიერებმა ცდების საფუძველეზე დაადგინეს, რომ ბავშვებში, ინტერნეტის ხშირი მოხმარება, უფრო ზუსტად კი ინტერნეტის მოხმარება რაღაც კონკრეტული მიზნით, საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს ბავშვის მეხსიერებას და ზოგადად გონებრივ განვითარებას. ამ ფაქტს ერთ–ერთ საიტზე მიეძღვნა სტატია სათაურით: “იქსი საშიშია თქვენი იგრეკისათვის”. იქსიც და იგრეკიც აბრევიატურებია და ერთმანეთისგან მხოლოდ ერთი ასოთი განსხვავდებიან. დაასახელეთ იქსიც და იგრეკიც.

პასუხი: ICQ და IQ
კომენტარი: საუბარია ინტერნეტის მოხმარებაზე ჩათაობის მიზნით, ხოლო სტატიის სახელწოდებაა “ICQ опасен для вашего IQ”.
წყარო: http://chtochto.ru/node/274

4) ვიკიპედიაში, სტატიაში შპანდაუს შესახებ წერია, რომ როულინგმა შპანდაუ გამოიყენა შოუშენკის პროტოტიპად. დაასახელეთ ორი სიტყვა, რომელიც კითხვაში ჩვენ შევცვალეთ სიტყვებით შოუშენკი და შპანდაუ.

პასუხი: ალკატრასი, აზკაბანი
კომენტარი: როულინგმა აზკაბანის ციხის პროტოტიპად გამოიყენა რეალური ციხე ალკატრასი.
წყარო: http://ru.wikipedia.org/wiki/Алькатрас

5) XV საუკუნის ევროპაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა იმ დროის ცნობილი ასტრონომი და ასტროლოგი იოჰანეს მიულერი, რომელიც სამეცნიერო წრეებში ცნობილი იყო ლათინური ზედწოდებით „რეგიომონტანუს“. დაასახელეთ იოჰანეს მიულერის მშობლიური ქალაქი.

პასუხი: კენიგსბერგი
კომენტარი: „რეგიომონტანუს“ ლათინურად ნიშნავს „მეფის მთას“.
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Regiomontanus

6) ამ ქალაქის გერბს ამშვენებს მუხის ხე, რომლის ფონზე გამოსახულია ატომის პლანეტარული მოდელი.
ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ ეს ქალაქი.

პასუხი: დუბნა
კომენტარი: მუხა რუსულად არის - Дуб. ატომის პლანეტარული მოდელი კი ხაზს უსვამს ფაქტს, რომ ქალაქი დუბნა, ატომური ფიზიკის ერთ–ერთი ცენტრია ევროპაში.
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Dubna

7) 1870 წელს გამოქვეყნებული რომანის პირველ თავში „მცურავი რიფი“ არის ასეთი ციტატა: „გამოჩენილი ინგლისელი გემთმშენებლის კიუნარის სახელი ყველასთვის ცნობილია და არავინ უარყოფს ამას“. ეს ციტატა ლათინურად, რომ ვთარგმნოთ, წინადადების აზრი შეიცვლება და ორაზროვნებას შეიძენს. დაასახელეთ რომანი, საიდანაც აღებულია ეს ციტატა.

პასუხი: 20 000 ლიე წყალქვეშ
კომენტარი: ეს ფრაზა, რომ ვთარგმნოთ ლათინურად „არავინ“–ის ნაცვლად იქნება „ნემო“, შესაბამისად შეიცვლება ციტატის აზრი და ორაზროვნებას შეიძენს, ვინაიდან „ნემო“ რომანის მთავარი პერსონაჟია.
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Twenty_Thousa...s_Under_the_Sea

8) ჰენრი კატნერის ფანტასტიურ მოთხრობაში, რომლის მოქმედება მომავალში ვითარდება, საზოგადოებრივ ცხოვრებას რობოტები აკონტროლებენ. სასჯელაღსრულებაც მათი პრეროგატივაა. გაქცეულ დამნაშავეს ყველგან ჯალათის ფუნქციის შემსრულებელი რობოტი დასდევს და სანამ სასჯელი არ აღსრულდება, რობოტი არ ისვენებს. დაასახელეთ „მრისხანე“ დები, რომელთა სახელსაც ეს რობოტები ატარებენ.

პასუხი: ერინიები (ფურიები)
კომენტარი: ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ერინიები არიან შურისძიების ქალღმერთები, ხოლო სიტყვა ერინია – მრისხანეს აღნიშნავს.
წყარო: http://www.lib.ru/KUTTNER/dvuruk.txt

9) ჰიპარქე ამ მიზნით იყენებდა კუნძულ როდოსს. პტოლემეუსი – კანარის კუნძულებს, უფრო ზუსტად კი – კუნძულ ელ იეროს. დაასახელეთ ქალაქი, რომელიც 1851 წლიდან მოყოლებული იმავე მიზნით გამოიყენება თანამედროვე სამყაროში.

პასუხი: გრინვიჩი
კომენტარი: ჰიპარქეც და პტოლემეუსიც იყვნენ ასტრონომები. ნულოვანი მერიდიანი ჰიპარქემ კუნძულ როდოსს დაუკავშირა, პტოლემეუსმა – კანარის კუნძულებს. 1851 წლიდან მოყოლებული კი ნულოვანი მერიდიანი შეთანხმების თანახმად ქალაქ გრინვიჩზე გადის.
წყარო: Д. Хауз «Гринвичское время»


10) მოისმინეთ ნაწყვეტი მე–2 საუკენში შექმნილი ლიტერატურული ძეგლიდან, რომლის ავტორიც უცნობია.
„ისინი თავიანთ სამშობლოში ცხოვრობენ, მაგრამ როგორც უცხოელები... ისინი ხორცშესხმულნი არიან, მაგრამ ცხოვრობენ არახორციელად. მათ ყველა უყვართ, მაგრამ ყველანი მათ დევნიან“.
დაასახელეთ სიტყვა, რომელიც ციტატაში მოხსენებული ხალხის აღმნიშვნელი სიტყვიდან მომდინარეობს და წარმოადგენს სამედიცინო ტერმინს, თუმცა ჩვენში როგორც წესი სალანძღავი მნიშვნელობით იხმარება.

პასუხი: კრეტინი
კომენტარი: საუბარია ქრისტიანებზე. ლათინური „ქრისტიანი“ ფრანგულში შევიდა როგორც – კრეტიენი (Chrétien), ხოლო სიტყვა კრეტიენმა ოდნავი სახეცვლილებით (კრეტინი) მიიღო სალანძღავი მნიშვნელობა.
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Cretinism

11) მათი რაოდენობა სულ ოთხია. ოთხივეს ერთად შეიძლება ვუწოდოთ „აპივსენო“, რაც დაგვეხმარება იმაში, რომ აღარ დავიხედოთ თითებზე. დაასახელეთ ამ ოთხიდან პირველი.

პასუხი: აპრილი
კომენტარი: თითების დაბოლოებებს ხშირად იყენებენ იმის გასარკვევად, თუ რომელი თვეა 30 რიცხვით. სულ ასეთი თვე არის ოთხი. აპივსენო კი არის მნემონიკური სიტყვა მათ დასამახსოვრებლად.

12) სემუელ გოლდვინს მიეწერება შემდეგი სიტყვები: „ღმერთმა შექმნა ისინი, მე კი ვაწარმოებ მათ“. მართლაც, ბევრი იმათგანის, რომელიც მისტერ სემუელის აზრით ღმერთმა შექმნა, ჩვენ მხოლოდ ხილვა, თუ შეგვიძლია. საგიეროდ გოლდვინის მიერ წარმოებულზე ფეხით გავლაც კი არის შესაძლებელი. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ ისინი.

პასუხი: ვარსკვლავები
კომენტარი: სემუელ გოლდვინის, MGM–ს ერთ–ერთი დამფუძნებლის აზრით, ღმერთმა შექმნა ვარსკვლავები, იგი კი ვარკსვლავებს აწარმოებს (God makes stars. I just produce them). MGM–ს ფილმების წყალობით, მართლაც მრავალი ვარსკვლავი ამობრწყინდა, რომელთა „ვარსკვლავზე“ ფეხის დადგმაც კი შეუძლია ნებისმიერ მოკვდავს.
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Samuel_Goldwyn

13) ბევრ თქვენთაგანს სმენია მელ ბრუკსის შესახებ. ადამიანი, რომელიც გამოირჩევა თავისი მრავალფეროვანი ტალანტით. იგი ხშირად ერთდროულად გვევლინება, როგორც ფილმის რეჟისორი, ასევე სცენარისტი, მსახიობი და კომპოზიტორიც კი. ამ თვისებების გამო, ფანატებმა მას შეარქვეს მეტსახელი, რომელიც ემთხვევა 1970 წელს გადაღებულ კინოკომედიის სახელწოდებას. ერთი წუთის შემდეგ თქვენ უნდა დაასახელეთ მელ ბრუკსის ეს მეტსახელი.

პასუხი: ადამიანი ორკესტრი
კომენტარი: ერთდროულად ამდენი ტალანტის ქონის გამო, მელ ბრუკს შეარქვეს ეს მეტსახელი. 1970 წელს გამოვიდა ფრანგული კინოკომედია „ადამიანი ორკესტრი“ ლუი დე ფიუნესის მონაწილებით.
წყარო: http://ru.wikipedia.org/wiki/Мэл_Брукс, <a href="http://ru.wikipedia.org/wiki/Человек-оркестр_(фильм)" target="_blank">http://ru.wikipedia.org/wiki/Челове


14) 1933 წელს ვინმე ოტო ვილჰელმ რანმა გამოსცა წიგნი, რომელშიც ანალიზებდა შუა საუკუნოვან ქრისტიანულ ლეგენდებს. ოცდაათიოდე წლის წინ გადაღებულ იქნა ფილმი, რომელიც ფაქტიურად ამ ადამიანის ცხოვრების შესახებ გვიამბობდა. არ გეკითხებით რომელ ფილმზეა საუბარი, დაასახელეთ ოტო რანის პროფესია.

პასუხი: არქეოლოგი
კომენტარი: ოტო ვილჰელმ რანი ითვლება ინდიანა ჯონსის პროტოტიპად. წიგნში “ჯვაროსნული ლაშქრობა გრაალის წინააღმდეგ” იგი აანალიზებდა ლეგენდებს გრაალის შესახებ.
წყარო: http://ru.wikipedia.org/wiki/Индиана_Джонс, http://ru.wikipedia.org/wiki/Ран,_Отто

15) ჟურნალში “Вокруг Света” გამოქვეყნებული იყო ევროპულ სახელმწიფოში ჩატარებული გამოკითხვის შედეგი, რომლის მიხედვით დადგინდა ქვეყნის ათი ყველაზე გამოჩენილი ადამინი. ნამდვილად არ გაგიკვირდებათ ის ფაქტი, რომ ამ სიაში ხუთი კომპოზიტორია. თუმცა ჩემი გაკვირვება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ამავე სიაში არ ფიგურირებს გუსტავი, სამაგიროდ ფიგურირებს მისი ერთ–ერთი კოლეგა. დაასახელეთ ამ კოლეგის სახელი და გვარი.

პასუხი: ადოლფ ჰიტლერი
კომენტარი: ევროპის სახელმწიფოა ავსტრია, რომელიც კლასიკური მუსიკის ერთ–ერთი კერაა ევროპაში. სიაში არ ფიგურირებს გამოჩენილი ავსტრიელი მხატვარი გუსტავ კლიმტი.
წყარო: «Вокруг Света» 2001 №5

16) 1983 წლის სექტემბერში, კუნძულ სახალინის მახლობლად, საბჭოთა გამანადგურებლის “СУ–15”–ის მიერ ჩამოგდებულ იქნა სამხრეთ კორეული სამგზავრო თვითმფრინავი “ბოინგი 747”. ამ ფაქტს მოჰყვა აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის არსებული, ისედაც დაძაბული ურთიერთობების ესკალაცია. სწორედ ამ ტრაგედიის შემდეგ, რონალდ რეიგანმა სსრკ მოიხსენია ტერმინით, რომელიც პირველად გამოყენებულ იქნა 1977 წელს გადაღებულ ფილმში. დაასახელეთ ეს ჰოლივუდური ფილმი.

პასუხი: ვარსკვლავეთის ომები
კომენტარი: რეიგანმა სსრკ–ს “ბოროტების იმპერია” უწოდა.
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Evil_empire

17) თქვენს წინაშეა ოდნავ სახეშეცვლილი ორი სარეკლამო პოსტერი. დაასახელეთ გვარი, რომელიც ორივე პოსტერს შეიძლება ითქვას საერთო აქვს.



პასუხი: დასლერი
კომენტარი: პირველი პოსტერი ეკუთვნის კომპანია ადიდასს (Adidas), მეორე – პუმას (Puma). ამ კომპანიების დამაარსებლები არიან ძმები დასლერები (ადოლფი და რუდოლფი შესაბამისად).
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Adidas, http://en.wikipedia.org/wiki/Puma_AG

18) ერთ–ერთ საიტზე განთავსებულ სტატიაში, თქვენ შეგიძლიათ იხილოთ შოუ ბიზნესის წარმომადგენელთა სურათები, რომლებზეც ვარსკვლავები წარმოდგენილნი არიათ მაკიაჟით და მაკიაჟის გარეშე. ანუ საიტის ავტორი გვთავაზობს შედარებას, როგორია ესა თუ ის გამოჩენილი ადამიანი მაკიაჟით (ანუ ჩვენთვის ჩვეული ფორმით) და მაკიაჟის გარეშე (ბუნებრივი სახე). რა თქმა უნდა კონტრასტი ძალზედ დიდია... ერთი წუთის შემდეგ თქვენ უნდა დაასახელოთ ამ სტატიის სათაური, რომელიც 1991 წელს, უოლტ დისნეის სტუდიაში შექმნილი ნაწარმოების სახელწოდებისგან მხოლოდ კავშირით განსხვავდება.

პასუხი: ურჩხული თუ მზეთუნახავი
კომენტარი: საუბარია მულტფილმზე “ურჩხული და მზეთუნახავი”.
წყარო: http://art.thelib.ru/culture/people/krasav...zhem_i_bez.html
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_ILI-100_*
პოსტი Mar 16 2009, 01:43 AM
პოსტი #11





სტუმრები






...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_ILI-100_*
პოსტი Mar 16 2009, 10:32 PM
პოსტი #12





სტუმრები






....
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_ILI-100_*
პოსტი Mar 16 2009, 10:33 PM
პოსტი #13





სტუმრები






....
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_ILI-100_*
პოსტი Mar 16 2009, 10:33 PM
პოსტი #14





სტუმრები






...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_ILI-100_*
პოსტი Mar 17 2009, 12:32 AM
პოსტი #15





სტუმრები






...
Go to the top of the page
 
+Quote Post

165 გვერდი V   1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th July 2019 - 10:33 AM