სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

16 გვერდი V   1 2 3 > »   ( პირველ წაუკითხავ პოსტზე გადასვლა )
Reply to this topicStart new topic
ფსიქოლოგია, ვისაუბროთ ადამიანის ფსიქოლოგიაზე
დანტე
პოსტი Mar 16 2009, 02:30 PM
პოსტი #1

Advanced Member
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 1 630
რეგისტრ.: 16-March 09
მდებარ.: Paradise City
წევრი № 1 772

საკმაოდ საინტერესო თემაა და ველოდები გამოხმაურებებს

დანტეს ნებართვით შევეცდები გავავრცო თემა.. აქ ვსაუბრობთ ფსიქოლოგიასა და ფსიქოლოგებზე.. ვის რა ლიტერატურა გვაქვს წაკითხული..რა აზრის ვართ ფსიქოლოგიაზე ..და ა.შ...გავუზიაროთ ერთმანეთს წაკითხული და გააზრებული tongue.gif დამეთანმხებით ფსიქოლოგიას გააზრება სჭირდება

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია mako: Mar 16 2009, 03:13 PM

--------------------
აქ შემომსვლელებმა იმედები დატოვეთ გარეთ! © დანტე ალიგიერი

E-mail: gogoladze@hotmail.com
Go to the top of the page
 
+Quote Post
mako
პოსტი Mar 16 2009, 08:44 PM
პოსტი #2

zvizda v shoke
***

ჯგუფი: მოდერატორები
პოსტები: 7 714
რეგისტრ.: 2-August 08
მდებარ.: ფინჯანი ყავა
წევრი № 7

ტერმინი ფსიქოლოგია მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან ფსიქე -რაც სულს ნიშნავს და ლოგოსმოძღვრება. ბერძნები ამ ტერმინით განსაზღვრავდნენ იმას, რაც განაპირობებს ადამინურ საქციელს.პირველ ფსიქოლოგიურ ნაშრომად აღიარებულია არისტოტელეს ”სულის შესახებ”, რომელშიც შეძლებისდაგვარადაა განხილული ადამიანის სულიერი სამყაროს კანონზომიერებანი.ფსიქოლოგიუ

--------------------
http://makochovelidze.blogspot.com/
Go to the top of the page
 
+Quote Post
anuchi
პოსტი Mar 16 2009, 11:08 PM
პოსტი #3

მილიტარისტი
***

ჯგუფი: მოდერატორები
პოსტები: 15 971
რეგისტრ.: 13-September 08
მდებარ.: archery
წევრი № 186

მე მყავს უმგარესი ფსიქოლოოგის ლექტორი, უსაინტერესოესი ლექციები გვაქვსხოლმე wub.gif

მაგარი ფსიქოლოგია..ჯერჯერბით ფერების ფსიქოლოგია ვისწავლეთ რამაც ძალიან დამაინტერესა tongue.gif

--------------------
"Life Is like a Box of Chocolates... You Never Know What You're Gonna Get!"

"A fish doesn't think , a fish knows everything... "

http://www.youtube.com/watch?v=9whehyybLqU
Go to the top of the page
 
+Quote Post
GORDA
პოსტი Mar 17 2009, 07:57 AM
პოსტი #4

Advanced Member
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 1 731
რეგისტრ.: 6-August 08
მდებარ.: საქართველო

წევრი № 74

ციტატა(anuchi @ Mar 16 2009, 11:08 PM) *
მე მყავს უმგარესი ფსიქოლოოგის ლექტორი, უსაინტერესოესი ლექციები გვაქვსხოლმე wub.gif

მაგარი ფსიქოლოგია..ჯერჯერბით ფერების ფსიქოლოგია ვისწავლეთ რამაც ძალიან დამაინტერესა tongue.gif

ფერების შესახებ ანთროპოსოფიაშია საინტერესო თეორია.
კიდევ გოეთეს აქვს უსერიოზულესი ნამუშევარი სწორედ ფერების ფსიქოლოგიური ასპექტების შესახებ. როცა გოეთეს ჰკითხეს, რას თვლიდა თავის შემოქმედებაში ყველაზე ღირებულად, მან ფერების შესახებ სწავლება დაასახელა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
TAMTA555
პოსტი Mar 17 2009, 09:16 AM
პოსტი #5

Advanced Member
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 842
რეგისტრ.: 29-January 09
მდებარ.: ქუთაისი
წევრი № 1 294

დეილ კარნეგის წაგიკითხავთ რამე?

--------------------
Better be born lucky than rich!
Go to the top of the page
 
+Quote Post
sopo
პოსტი Mar 17 2009, 11:58 AM
პოსტი #6

ჰმ!..
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 1 009
რეგისტრ.: 15-October 08
მდებარ.: tbilissi
წევრი № 481

ციტატა
დეილ კარნეგის წაგიკითხავთ რამე?

დეილ კარნეგმა საკმაოდ კარგად ჩამოაყალიბა ადამიანებთან მიდგომის თეორიები თავის წიგნებში : ,,როგორ მოვიმხროთ ადამიანები და როგორ ვიმოქმედოთ მათზე" (თუ არ ვცდები ასე ჰქვია მის ერთ-ერთ წიგნს) რაც მთავარია მის წიგნში წერია ის რაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გააკეთოს და ეს სულ არ მოითხოვს რაიმე ფოკუსებსა და ასევე საკუთარ პრინციპებზე უარის თქმას.

აი მისი ციტატები ვიკიპედიიდან:

ყოველი ერი თავს სხვა დანარჩენზე აღმატებულად თვლის. სწორედ ეს აზრი შობს პატრიოტიზმსა და ომებს.

იშვიათად აღწევს ხალხი წარმატებას იმ საქმეში, რომლის კეთებაც მათ სიამოვნებას არ ანიჭებს.

საზოგადოება გვაფასებს ამ ოთხი კრიტერიუმით: რას ვაკეთებთ, როგორ გამოვიყურებით, რას ვამბობთ და როგორ ვამბობთ.

თუკი გსურს, გაიჩინო მეგობრები, უბრალოდ კარგად დაიმახსოვრე ისინი. თუკი გახსოვთ ჩემი სახელი, ამით თქვენ უსიტყვო კომპლიმენტს მეუბნებით და მაგრძნობინებთ, რომ თქვენზე შთაბეჭდილება მოვახდინე.

ერთადერთი გზა არსებობს იმისთვის,რომ აიძულო ადამიანს რაიმეს გაკეთება- გაუჩინო მას ამის გაკეთების სურვილი.

ბედნიერებაზე მხოლოდ ჩვენი გონებრივი დამოკიდებულება ახდენს გავლენას და არა გარემო პირობები.

ორ თვეში შეგიძლია გაიჩინო გაცილებით მეტი მეგობარი, ვიდრე ორი წელიწადში, თუკი ეცდები, დაინტერესდე მათი პიროვნებით იმის ნაცვლად, რომ გამუდმებით ეცადე დააინტერესო შენით.

პირველ რიგში ჰკითხე საკუთარ თავს: "ყველაზე უარესი რა შეიძლება, მოხდეს?" - შემდეგ მოემზადე, მის გადასატანად, ხოლო შემდეგ ეცადე, მიაღწიო უარესზე უკეთესს.

--------------------
_ვიცი, მე ვალდებულებით ვარ დატვირთული, როგორც ვირი მისთვის უსარგებლო მარილით... :(((

======================================================================

=====================================================

===================================

========================

==============

=======
ბზზ...
===
ბზ...
=
Go to the top of the page
 
+Quote Post
sopo
პოსტი Mar 17 2009, 12:11 PM
პოსტი #7

ჰმ!..
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 1 009
რეგისტრ.: 15-October 08
მდებარ.: tbilissi
წევრი № 481

anuchi

კი კარგია...
მასეთი აზრებით არის სავსე მთელი მისი წიგნი, მაგრამ ფაქტობრივად ერთადერთი რამ რის საშუალებითაც ადამიანებთან წარმატებულ ურთიერთობას მიაღწევ არის იყო უბრალოდ კეთილშობილი (მე ასე გავიგე). მთავარია მხოლოდ შენი ეგოს დასაკმაყოფილებლად არ იზრუნო, მოვლენებს დადებითად შეხედო და ა. შ.

აი ადამიანურ ურთიერთობათა დახვეწილ ხელოვნების სფეროში მოცემული ერთ-ერთი საუკეთესო რჩევა:,,წარმატების საიდუმლო არის უნარი, გავიგოთ სხვა ადამიანის თვალსაზრისი და საგნებსა და მოვლენებს შევხედოთ ჩვენი და მისი თვალით".

--------------------
_ვიცი, მე ვალდებულებით ვარ დატვირთული, როგორც ვირი მისთვის უსარგებლო მარილით... :(((

======================================================================

=====================================================

===================================

========================

==============

=======
ბზზ...
===
ბზ...
=
Go to the top of the page
 
+Quote Post
დანტე
პოსტი Mar 17 2009, 04:02 PM
პოსტი #8

Advanced Member
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 1 630
რეგისტრ.: 16-March 09
მდებარ.: Paradise City
წევრი № 1 772

ალბათ ყველას აწუხებს სხვადასხვა შიშები, მე კი ზოგიერთი მათგანის ჩამონათვალს გთავაზობთ :

აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში.
ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში.
აკროფობია, ალტოფობია — სიმაღლის შიში.
ალგოფობია — შიში ტკივილის მიმართ .
ამქსოფობია — ავტომანქანის მართვის შიში
ანგინოფობია — ანგინის ან გაგუდვის შიში
ანგლოფობია — ზიზღი ყველაფერი ინგლისურის მიმართ.
ანდროფობია — შიში მამაკაცების მიმართ .
ანთროფობია — ყვავილების შიში.
აპიფობია, მელისოფობია — ფუტკრების შიში
არაქნოფობია — შიში ობობის მიმართ .
არითმოფობია — რიცხვების შიში.
ასტრაფობია, ბრონტოფობია, კერაუნოფობია — ელვის შიში .
ატაქსოფობია — უწესრიგობის შიში.
ატელოფობია — არასრულყოფილობის, ნაკლებობის შიში.
ატიქიფობია — წარუმატებლობის შიში.
აუტოფობია — მარტოდ ყოფნის შიში.
აფენფოსმფობია — შიში იმისა,რომ ხელი შეგახონ.
ბაცილოფობია, ბაქტერიოფობია, მიკროფობია — შიში მიკრობებისა და ბაქტერიების.
ბაროფობია — გრავიტაციის შიში.
ბიბლიოფობია — წიგნების შიში, სიძულვილი.
ბიფობია — ბისექსუალების ზიზღი.
ბოტანოფობია — მცენარეების შიში.
გამოფობია — დაქორწინების შიში.
გენოფობია, ცოიტოფობია — სექსუალური სიახლოვის შიში.
გერონტოფობია — დაბერების შიში, ან მოხუცი ხალხის ძულვილი.
გინოფობია — შიში ქალების მიმართ.
გლოსოფობია — საზოგადოებასთან სიტყვით გამოსვლის შიში.
დენდროფობია — ხეების სიში.
დენტოფობია, ოდონტოფობია — კბილის ექიმების და მისი მკურნალობის შიში.
დომატოფობია — სახლების, შენობების შიში.
ელუროფობია — კატების შიში.
ემეტოფობია — პირღებინების შიში.
ენტომოფობია — მწერების შიში
ეროტოფობია — შიში სექსის და მასთან დაკავშირებული კითხვების მიმართ.
ესოფობია — სახლში ყოფნის შიში.
ეფებოფობია, ეფებიფობია — თინეიჯერების შიში.
ექუინოფობია, ჰიპოფობია — ცხენების შიში.
ვენუსტრაფობია — შიში ლამაზი ქალების მიმართ.
ვიკაფობია — ჯადოქრების, კუდიანების შიში.
ზოოფობია — საერთოდ ცხოველების შიშის სახელწოდება.
იატროფობია — ექიმების შიში.
კიბერფობია — კომპიუტერების შიში.
კინოფობია — ძაღლების შიში.
კლაუსტროფობია — შიში ჩაკეტილი სივრცისა.
კოინონიფობია — ოთახების შიში.
კოულროფობია — შიში კლოუნების მიმართ (ავი კლოუნების ჩათვლით).
კლიმაკოფობია - კიბეებზე ასვლის შიში
ლალოფობია, ლალიოფობია — საუბრის შიში.
ლეუკოფობია — თეთრი ფერის შიში.
ლილაპსოფობია – ქარიშხალის შიში.
მაგეიროკოფობია — საჭმლის მომზადების შიში.
მელანოფობია — შავი ფერის შიში.
მისოფობია — შიში ჭუჭყისა და მიკრობების მიმართ.
მუსიფობია — ვირთხებისა და თაგვების შიში
ნეკროფობია — სიკვდილისა და მკვდრების შიში.
ნეოფობია, ცაინოფობია, ცაინოტოფობია, ცენოფობია, ცენტოფობია, კაინოლოფობია, კაინოფობია — სიახლის შიში.
ნიქტოფობია, ახლუოფობია, ლიგოფობია, სკოტოფობია — სიბნელის შიში.
ნოსოკომეფობია — საავადმყოფოების შიში.
ნოსოფობია — ავადმყოფთან შეხების შიში.
ობესოფობია — წონაში მომატების შიში.
ოკტოფობია — რიცხვი 8–იანის შიში.
ომბროფობია — წვიმის შიში.
ოსმოფობია, ოლფაცტოფობია — შიში სუნის მიმართ.
ორნითოფობია — ჩიტების შიში.
ოფიდიოფობია — გველების შიში
პანფობია — შიში ყველაფრის მიმართ, ან მუდმივი შიში, რომლის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
პარასკავედეკატრიაფობია, პარასკევიდეკატრიაფობია, ფრიგატრისკაიდეკაფობია — რიცხვი 13-ის, პარასკევიდღის შიში.
პედოფობია — ბავშვების შიში.
პიროფობია — ცეცხლის შიში.
პორფიროფობია — მეწამული ფერის შიში.
პტერიდოფობია — გვიმრების შიში.
რადიოფობია — რადიოაქტიურობის ან რეტგენის სხივების შიში.
რანიდაფობია — ბაყაყების შიში.
რუსოფობია — ზიზღი ყველაფერი რუსულის მიმართ.
სელაფობია — მკვეთრი ფერების შიში.
სელენოფობია — მთვარის შიში.
სინოფობია — ზიზღი ჩინური კულტურისა და ხალხის მიმართ.
სიფილოფობია — სიფილისით დაავადების შიში.
სკოპოფობია, სკოპტოფობია — შიში იყო სასაცილო, მიიქციო ყურადღება.
სომნიფობია — ძილის შიში.
სოციოფობია — შიში ან ზიზღი საზოგადოების ან საერთოდ ხალხის.
სქოლიოფობია — სკოლის შიში.
ტაფოფობია — საფლავის, ან საფლავში ცოცხლად დამარხვის შიში.
ტაქოფობია — სიჩქარის შიში.
ტექნოფობია — შიში ტექნოლოგიის მიმართ.
ტეტრაფობია — შიში რიცხვი 4–ისა.
ტოკოფობია, ლოკიოფობია — მშობიარობის შიში.
ტონიტროფობია — ჭექა–ქუხილის შიში.
ტრანსფობია — ტრანსსექსუალების შიში ან ზიზღი.
ტრისკაიდეკაფობია, ტერდეკაფობია — რიცხვ 13–ის შიში.
ტრიპანოფობია, აიხომოფობია, ბელონეფობია, ენეტოფობია — შიში ნემსის, ინექციისა ან წვეტიანი საგნების მიმართ.
ფილოფობია — სიყვარულის შიში.
ფობოფობია – ფობიების შიში.
ფონოფობია — ხმამაღალი ხმების შიში.
ფოტოფობია — სინათლის შიში.
ფრანკოფობია — ზიზღი ყველაფერი ფრანგულის მიმართ.
ქიონოფობია — თოვლის შიში.
ქიროპტოფობია — ღამურების შიში.
ქრომოფობია — ფერების შიში.
ქრონომეტროფობია — საათების შიში.
ქსენოფობია — უცხო ხალხის შიში.
ცატოპტროფობია — სარკის შიში.
ცაცოფობია — შიში უშნო ხალხის მიმართ.
ციბოფობია, სიტოფობია — ანტიპატია საჭმლის მიმართ, ნერვული ანორექსიის სინონიმი.
ჰელიოფობია — მზის სხივის შიში.
ჰემოფობია, ჰაემოფობია — სისხლის შიში.
ჰერპეტოფობია — ქვეწარმავლების შიში.
ჰეტეროფობია — ჰეტეროსექსუალების ზიზღი ან შიში.
ჰექსა კოსიოი ჰექსა კონტა ჰექსა ფობია — შიში რიცხვ 666–ის მიმართ.
ჰიდროფობია, აქუაფობია — წყლის შიში.
ჰომოფობია — ჰომოსექსუალების ზიზღი ან შიში.
ჰოპლოფობია — შიში ცეცხლსასროლი იარაღის მიმართ

--------------------
აქ შემომსვლელებმა იმედები დატოვეთ გარეთ! © დანტე ალიგიერი

E-mail: gogoladze@hotmail.com
Go to the top of the page
 
+Quote Post
დანტე
პოსტი Mar 17 2009, 04:17 PM
პოსტი #9

Advanced Member
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 1 630
რეგისტრ.: 16-March 09
მდებარ.: Paradise City
წევრი № 1 772

ალბათ ყველამ იცით ზიგმუნდ ფროიდი "ფსიქოანალიზის მამა"... ეხლა კი მოკლედ განვმარტავ მის მნიშვნელობას

ფსიქოანალიზი

ფსიქოანალიზის თეორია პიროვნების პირველი თეორიაა. ფროიდისთვის ადამიანი და პიროვნება ერთი და იგივეა. ფსიქოლოგია მარტო ადამიანს აქვს. ფროიდი ევოლუციური თეორიის მომხრეა. ნაშრომში "ტოტემი და ტაბუ" განიხილავს ორდა არსებებს, რომლებიც არც მაიმუნები არიან და ჯერ არც პიროვნებები, ცხოვრობენ ჯოგებად, ჯგუფებად. ჰყავთ უფროსი მამრი და მის გარდა არც ერთ წევრს არ აქვს საპირისპირო სქესთან სექსუალური ურთიერთობის დამყარების უფლება. ბიჭები იწყებენ ამბოხს მამის წინააღმდეგ და კლავენ მას და ძალიან ნანობენ ამას. ორდა არსებები იწყებენ შეთანხმებას, სექსუალური კავშირების გადანაწილებასა და ნადავლზე. აქ ეყრება საფუძველი პირველ საზოგადოებრივ კანონებს. იკრძალება ინცესტი და მამისადმი აგრესია. ეს ისეთი აკრძალვებია, რომლების ცნობიერებაში გაჩენაც კი დაუშვებელია - ტაბუირებულია.

საზოგადოების და პიროვნების ჩამოყალიბება პარალელური პროცესებია. ფროიდის მიხედვით, პირველი ცოდვა მამის მკვლელობაა; რელიგიის წარმოშობა ამ ცოდვის მონანიებას უკავშირდება. ღმერთის ხატი ეფუძნება ფილოგენეტურ მზაობასა და ონტოგენეტურად ფორმირებულ მამის ხატს არაცნობიერში; დედამიწაზე არსებულ რელიგიათა უმრავლესობაში ღმერთი მამრობითია და მას მრავლად აქვს ისეთი მახასიათებლები, როგორსაც ბავშვი განიცდის მამის მიმართ (ძლიერება, სამართლიანობა, ყოვლისმცოდნეობა, შიში ან/და მისი იმედი და ა.შ.). ბავშვი რომ პიროვნებად ჩამოყალიბდეს, ონტოგენეზში უნდა გაიაროს ფილოგენეზის მსგავსი საფეხურები. ხუთი წლის შემდეგ ხდება იმის დახვეწა, რაც ხუთ წლამდე ჩამოყალიბდა.

ბავშვი დაბადებისას ”იგი” (id)-ს მდგომარეობაშია. ”იგი” არის მთლიანად არაცნობიერი, ბნელი. მისთვის ლოგიკური აზროვნება უცხოა და არსებობს მხოლოდ აწმყო. აქვს სურვილები, რომელთა დაკმაყოფილებასაც მიელტვის. მისი მოქმედების პრინციპი არის სიამოვნების პრინციპი, რომელსაც თუ რეალობაში ვერ მიაღწევს, ახორციელებს შემდეგ მექანიზმებს: ჰალუცინაციები და რეფლექსური განტვირთვა. რისი დაკმაყოფილებაც ვერ ხერხდება, გარკვეული სახით ილექება და ვითარდება კომპლექსები. ”მე” (ego)-ს მოქმედების პრინციპი რეალურობის პრინციპია. ”იგი”-ს მოთხოვნილება რომ დაკმაყოფილდეს, რეალობაში უნდა გავიდეს. ჰალუცინაციებით არ ხერხდება მოთხოვნიბების დაკმაყოფილება. რეალობაში გასვლიდან იწყება ”მე”-ს ჩამოყალიბება. ”მე” არის ”იგი”-ს განვითარების გარკვეული საფეხური. ”მე”-მ გარკვეულწილად უნდა დააკმაყოფილოს ”იგი”-ს მოთხოვნილებები, თან ისე, რომ რეალობა უნდა გაითვალისწინოს. რეალობა უქმნის ბარიერებს. მექანიზმი, რითაც ”მე” თავისი მოქმედების პრინციპს ახორციელებს, არის ფსიქიკური პროცესები. მათი საშუალებით ხდება სინამდვილესთან ურთიერთობის დამყარება. ფროიდისათვის პირველადი ფსიქიკური არის ”იგი”, მეორადი - ”მე”. ”მე”-მ უნდა მოატყუოს ”იგი”, რომ დასტყუოს ენერგია. ”იგი”-ს არ შეუძლია ერთმანეთისაგან გაარჩიოს აღქმის ხატი ჰალუცინაციის ხატისაგან. ”იგი”-ს აღქმის ხატი მოქმედებაში მოყავს. (აღქმა ბოლომდე ობიექტური არ არის). ”მე”-ს პარალელურად, ყალიბდება ”ზე-მე”(super-ego). ”ზე-მე” არის ის, რასაც ჩვენ მორალს ვუწოდებთ და ის მორალური პრინციპებით მოქმედებს. მისი მექანიზმი ”მე”-ზე სინდისისა და სიამაყის გრძნობებით მანიპულირებს. მორალის ჩამოყალიბება მშობლებთან იდენტიფიკაციის გზით ხდება. ”ეგო” ორი ბატონის მსახურია: ”იგი”-ს და ”ზე-მე”-სი. მას მესამე ბატონიც ჰყავს – რეალობა.

პიროვნების მოდელი, რომელიც ფროიდმა ჩამოაყალიბა, შედგება ფუნქციურად განსხვავებული სამი ქვესტრუქტურისაგან,რომელთა ერთობლიობაც დამახასიათებელია ნებისმიერი პიროვნებისთვის.

ID - ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ”იგი”-ს, მას ეწოდა ”იგი”-რადგან ის ყველაზე უფრო მეტადაა განსხვავებული იმისგან რასაც ”მე”-ს ვუწოდებთ. ”იგი” ფლობს ისეთ ენერგიათა ფორმებს, რომლებიც კრიტიკულ ვითარებაში არ ემორჩილებიან ”მე”-ს.(შფოთვა, შიში, აგზნება და ა.შ). ”იგი” არის ინსტინქტთა საბადო. ”იგი” მთლიანად არაცნობიერია და ვინაიდან ვერ არჩევს გარეობიექტთა მნიშვნელობას, მას გააჩნია ამორალური(”ზე-მე”-ს საწინააღმდეგო) სურვილების წარმოშობის ძალა(აგრესიული და სექსუალური იმპულსები). ყოველივე ეს ვლინდება სიზმრებსა და მცდარ ქმედებებში. ”იგი”-სთვის არ არსებობს არანაირი ლოგიკა ან შეზღუდვა, ის მოქმედებს სიამოვნება-უსიამოვნების გარჩევის პრინციპით და შესაბამისად, მისთვის მოქმედების ერთადერთი საშუალება არსებობს - ესაა განტვირთვა ან განგაშის განცდების გაგზავნა ”მე”-სთან, რათა უსიამოვნებას განერიდოს.

EGO - ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ”მე”-ს(Self); ”მე” არის ფსიქიკური სტრუქტურა, რომელიც ყველაზე ცნობიერია, და შესაბამისად, იგი არის პასუხისმგებელი გადაწყვეტილების მიღებაზე. ”მე” ისწრაფვის ”იგი”-ს სურვილების დაკმაყოფილებისკენ გარემოში ქცევის საშუალებით, ისე, რომ მასში გათვალისწინებული იყოს ”ზე-მე”-ს მიერ წაყენებული მოთხოვნა-აკრძალვებიც. ”მე” რეალობაზე დაყრდნობით მოქმედებს და მისი უდიდესი ნაწილი ცნობიერია. ”მე”-ს იდეალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელია ”იგი”-ს მიერ წაყენებული მოთხოვნების დროში გადავადება მანამდე, სანამ მიზანშეწონილი ქცევით მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის სათანადო სიტუაცია არ შეიქმნება, რაც თავისთავად გულისხმობს გარემოში ”ზე-მე”-ს აკრძალვის გათვალისწინებას.

SUPER-EGO - არის ეგოს განვითარების საფეხური. ის ყალიბდება სოციალიზაციის შედეგად, ევოლუციის გზით. მისი არსია სხვა სუბიექტთა ინტერესების გათვალისწინება ქცევაში, რათა სოციალურ ჯგუფში კონფლიქტი არ მოხდეს. ”ზე-მე” გულისხმობს კულტურულ ნორმებსა და ღირებულებებს, ის არის ე.წ. მორალი და სინდისი. მას აქვს ემოციათა გარკვეული ფორმების დომინირების ძალა,- სირცხვილის შიში ან/და დანაშაულის შეგრძნება და ა.შ. ”ზე-მე”-ში გამოიყოფა ორი ქვესისტემა. ესენია ეგო-იდეალი და სინდისიერი სტრუქტურა; ეგო-იდეალი ყალიბდება წახალისების შედეგად, ხოლო სინდისიერი სისტემა - დასჯის შედეგად. ”ზე-მე” დასრულებულად მიიჩნევა მაშინ, როდესაც მშობლების კონტროლს თვითკონტროლი ენაცვლება.

--------------------
აქ შემომსვლელებმა იმედები დატოვეთ გარეთ! © დანტე ალიგიერი

E-mail: gogoladze@hotmail.com
Go to the top of the page
 
+Quote Post
GORDA
პოსტი Mar 18 2009, 08:22 PM
პოსტი #10

Advanced Member
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 1 731
რეგისტრ.: 6-August 08
მდებარ.: საქართველო

წევრი № 74

ციტატა(TAMTA555 @ Mar 18 2009, 10:48 AM) *
ისე უზნაძის "განწყობის თეორიაზე" რას ფიქრობთ? მართლა მიგაჩნიათ რომ ადამინის განწობას ამხელა გავლენა აქვს მისი აღქმის უნარზე?

მე მგონი, უზნაძე სხვა განწყობას გულისხმობს თავის თეორიაში. ჩემი აზრით, დიმიტრი უზნაძე ერთ-ერთი დიდი ფსიქოლოგი იყო და განწყობის თეორიაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თეორიაა არაცნობიერის შესახებ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
დანტე
პოსტი Mar 18 2009, 08:37 PM
პოსტი #11

Advanced Member
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 1 630
რეგისტრ.: 16-March 09
მდებარ.: Paradise City
წევრი № 1 772

დეპრესია საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს გამოცდილი აქვს დეპრესია ამა თუ იმ ფორმით და ამა თუ იმ ინტენსივობით. ზოგი ადამიანი მძიმე ქრონიკული დეპრესიით იტანჯება, ზოგს კი უმნიშვნელო დეპრესიული რეაქციები ახასიათებს გამოწვეული ცხოვრებისეული სტრესით. ამიტომ მნიშვნელოვანია ალბათ გვქონდეს სათანადო ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა არის დეპრესია? როგორ გამოიხატება? რა ფსიქოლოგიური მიზეზები თუ მექანიზმები უდევს მას საფუძვლად? და როგორ შეიძლება ვებრძოლოთ მას.
დეპრესიას ძალიან მრავალფეროვანი გამოვლინებები და გამომწვევი მიზეზები აქვს. თანდათანობიოთ ვეცდები მოგაწოდოთ ინფორმაცია დეპრესიის სიმპტომებისა და წარმოქმნის მექანიზმების შესახებ. თავდაპირველად კი ავღნიშნავ, რომ ზოგადად, უხეშად რომ დავყოთ, არსენობს დეპრესიის ორი სახე მისი გამომწვევი მიზეზის და მიხედვით: ფიზიოლოგიური ფაქტორებით გამოწვეული და ფსიქოლოგიური ფაქტორებით გამოწვეული დეპრესია.
ფიზიოლოგიურად გამოწვეული დეპრესიის ანუ ენდოგენური დეპრესიის (იგივე მანიასკალურ-დეპრესიული ფსიქოზი, ახალი თერმინოლოგიით კი ბიპოლარული აშლილობა) გამომწვევი მიზეზები ცილდება ფსიქოლოგიის სფეროს და უფრო მედიკო-ბიოლოგიური საკითხია, ამიტომ თავს ავარიდებ მათ დაწვრილებით აღწერას. ვიტყვი მხოლოდ რომ ეს მდომარეობა გამოწვეულია თავის ტვინში გარკვეული ნივთიერებების დისბალანსით, რომლებიც ნერვული იმპულსების გადაცემაში მონაწილეობენ. ქვევით მოვიყვან ბიპოლარული აშლილობისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს, კერძოდ დიდი დეპრესიული, მანიაკალური და ჰიპომანიაკალკური ეპიზოდებისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს, რომელიც აღებულია ამერიკელ ფსიქიატრთა ასოციაციის ფსიქიურ აშლილობათა სადიაგნოსტიკო ცნობარიდან (DSM IV-TR). სწორედ დიდი დეპრესიული, მანიაკაკლური და ჰიპომანიასკალური ეპიზოდების მონაცვლეობით ყალიბდება ბიპოლარული აშლილობის კლინიკური სურათი.

დიდი დეპრესიული ეპიზოდის სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები

- ქვემოთ მოყვანილი 5 ან მეტი სიმპტომი უნდა იყოს წარმოდგენილი არანაკლებ ორი კვირის განმავლობაში. აუცილებელია ორიდან ერთერთის: დაქვეითებული გუნება-განწყობის ან ინტერესების ნაკლებობის არსებობა.
შენიშვნა: აუცილებელია გამოირიცხოს ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობით გამოწვეული გუნება-განწყობის დარღვევები.
1. დაქვეითებული გუნება-განწყობა მთელი დღის განმავლობაში, თითქმის ყოველდღე, რაც შეიძლება დადგინდეს როგორც თავადვე პაციენტის პირადი ჩივილით (სიცარიელის, სევდის შეგრძნება) ასევე გარშემომყოფთა დაკბირვების შედეგად (ხშირი ტირილი). ბავშვებში და მოზარდებში სევდის მაგიერ შესაძლოა ჭარბობდეს გაღიზიანებადობა.
2. ინტერესების შემცირება და სიამოვნების განცდის უნარის დაქვეითება ყველაფერში ან თითქმის ყველაფერში. ასევე მთელი დღის განმავლობაში, თითქმის ყოველდღე.
3. ცვლილებები წონასა და მადაში: მომატება ან დაკლება. იმის გათვალისწინებით რომ პაციენტი მიზანდასახუად არ იცავს რაიმე დიეტას. ბავშვებში ეს შეიძლება გამოიხატებოდეს ასაკის მიმართ შეუსაბამო წონის მომატება/დაკლებაში.
4. უძილობა ან ჭარბი ძილიანობა თითქმის ყოველდღე.
5. ფსიქომოტორული (მოძრაობითი) შენელება ან პირიქით აჩქარება/აგზნება. ამის შესახებ დასკვნა არამხოლოდსუბიექტური შეგრძნებებით, არამედ გარშემომყოფთა დაკვირვების საფუძველზე უნდა გაკეთდეს.
6. დაღლილობა და ენერგიეს ნაკლებობა თითქმის ყოველდღე.
7. თითქმის ყოველდღიური საკუთარი უვარგისობის, არარაობის და ბრალეულობის გადაჭარბებული შეგრძნება.
8. აზროვნებისა და ყურადღების კონცენტრიტრების გაძნელება.
9. სუიციდალური აზრები, ფიქრები სიკვდილისწ შესახებ (მაგრამ არა სიკვდილის შიში).
- სიმპტომები იწვევს მნიშვნელოვან სტრესს, ხელს უშლის ადამიანს ნორმალურ ყოველდღიურ ცხოვრებაში და ფუნქცციონირებაში.
- სიმპტომები არაა გამოწვეული რაიმე ნივთიერებების (მედიკამენტების, ნარკოტიკების) უშუალო ზემოქმედებით.
სიმპტომები არ უნდა იყოს გამოწვეული დანაკარგით. მაგალითად, ახლობლის გარდაცვალებით, ან საყვარელ ადამიანთან დაშორებით.

მანიაკალური ეპიზოდის სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები
- ცალკეული, მინიმუმ 1 კვირიანი პერიოდი, რომლის დროსაც ადგილი აქვს უჩვეულოდ, მუდმივად აწეულ, უკონტროლო ან/და გაგიზიანებულ გუნება-განწყობას.
ბ. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ქვემოთჩამოთვლილიდან წარმოდგენილი უნდა იყოს მინიმუმ 3 სიმპტომი.
1. ჭარბადდადებითი თვითშეფასება ან საკუთარი თავის გრანდიოზულობის განცდა.
2. ძილის დაქვეითებული მოთხოვნილება (მაგ. 3 საათი დღე-ღამეში).
3. პაციენტი ჩვეულებრივზე უფრო ენაწყლიანია აქვს ლაპარაკის მუდმივი მოთხოვნილება
4. აზროვნების აჩქარება (ფლიგჰტ ოფ იდეას). აზრების სწრაფი ცვლის სუბიექტური შეგრძნება.
5. დაბნეულობა. პაციენტი ადვილად ერთვება ერთი გამღიზიანებლიდან მეორეზე.
6. აქტიური მიზანმიმართული მოქმედება (სოციალური, სამუშაო/სასწავლო ან სექსუალური კუთხით) ან ფსიქომოტორული (მოძრაობითი) აგზნება.
7. ჭარბი აქტიურობა სიამოვნების მომნიჭებელ საქმიანობაში.
- გუნება-განწყობის დარღვევა საკმარისად მძიმეა იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს დამიანს ყოველდღიურ საქმიანობაში.
- გუნება-განწყობის დარღვევა არაა დაკავშირებული რაიმე ნივთიერებების (მედიკამენტების, ნარკოტიკების) მიღებასთან.

ჰიპომანიაკალური ეპიზოდის სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები
მსგავსია მანიაკალური ეპიზოდისა იმ განსხვავებით, რომ ამ შემთხვევაში სიმპტომები შედარებით ნაკლები ინტენსივობითაა გამოხატული და გრძელდება მინიმუმ 4 დღე.

--------------------
აქ შემომსვლელებმა იმედები დატოვეთ გარეთ! © დანტე ალიგიერი

E-mail: gogoladze@hotmail.com
Go to the top of the page
 
+Quote Post
una
პოსტი Mar 19 2009, 01:24 AM
პოსტი #12

Advanced Member
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 379
რეგისტრ.: 14-October 08
წევრი № 469

მეც გეტყვით რამდენიმე "tip"ს უკეთ ცხოვრებისთვის smile.gif

play more games and read more bookს than you did in 2008 tongue.gif

spend time with people over the age 80 and under the age 6 smile.gif

life is too short to waste time hating anyone smile.gif

forgive averyone for everything - including yourself smile.gif

what other people think is none of your business smile.gif

do the right things smile.gif

the best is yet to come smile.gif

--------------------
...if you need helping hands, you'll find them at the end of each of your arms.. as you grow older, you'll discover that you have two hands, - one for helping yourself and another for helping others...
Go to the top of the page
 
+Quote Post
anuchi
პოსტი Mar 20 2009, 12:05 PM
პოსტი #13

მილიტარისტი
***

ჯგუფი: მოდერატორები
პოსტები: 15 971
რეგისტრ.: 13-September 08
მდებარ.: archery
წევრი № 186

ეს წიგნი წაგიკითხავთ? გუშინ გადავაწყდი ერთერთი გადასვლელთან იყიდებოდა.. unsure.gif

--------------------
"Life Is like a Box of Chocolates... You Never Know What You're Gonna Get!"

"A fish doesn't think , a fish knows everything... "

http://www.youtube.com/watch?v=9whehyybLqU
Go to the top of the page
 
+Quote Post
დანტე
პოსტი Mar 20 2009, 08:18 PM
პოსტი #14

Advanced Member
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 1 630
რეგისტრ.: 16-March 09
მდებარ.: Paradise City
წევრი № 1 772

რა არის ფსიქოანალიზი?

ფსიქოანალიზი

ფსიქოანალიზის თეორია პიროვნების პირველი თეორიაა. ფროიდისთვის ადამიანი და პიროვნება ერთი და იგივეა. ფსიქოლოგია მარტო ადამიანს აქვს. ფროიდი ევოლუციური თეორიის მომხრეა. ნაშრომში "ტოტემი და ტაბუ" განიხილავს ორდა არსებებს, რომლებიც არც მაიმუნები არიან და ჯერ არც პიროვნებები, ცხოვრობენ ჯოგებად, ჯგუფებად. ჰყავთ უფროსი მამრი და მის გარდა არც ერთ წევრს არ აქვს საპირისპირო სქესთან სექსუალური ურთიერთობის დამყარების უფლება. ბიჭები იწყებენ ამბოხს მამის წინააღმდეგ და კლავენ მას და ძალიან ნანობენ ამას. ორდა არსებები იწყებენ შეთანხმებას, სექსუალური კავშირების გადანაწილებასა და ნადავლზე. აქ ეყრება საფუძველი პირველ საზოგადოებრივ კანონებს. იკრძალება ინცესტი და მამისადმი აგრესია. ეს ისეთი აკრძალვებია, რომლების ცნობიერებაში გაჩენაც კი დაუშვებელია - ტაბუირებულია.

საზოგადოების და პიროვნების ჩამოყალიბება პარალელური პროცესებია. ფროიდის მიხედვით, პირველი ცოდვა მამის მკვლელობაა; რელიგიის წარმოშობა ამ ცოდვის მონანიებას უკავშირდება. ღმერთის ხატი ეფუძნება ფილოგენეტურ მზაობასა და ონტოგენეტურად ფორმირებულ მამის ხატს არაცნობიერში; დედამიწაზე არსებულ რელიგიათა უმრავლესობაში ღმერთი მამრობითია და მას მრავლად აქვს ისეთი მახასიათებლები, როგორსაც ბავშვი განიცდის მამის მიმართ (ძლიერება, სამართლიანობა, ყოვლისმცოდნეობა, შიში ან/და მისი იმედი და ა.შ.). ბავშვი რომ პიროვნებად ჩამოყალიბდეს, ონტოგენეზში უნდა გაიაროს ფილოგენეზის მსგავსი საფეხურები. ხუთი წლის შემდეგ ხდება იმის დახვეწა, რაც ხუთ წლამდე ჩამოყალიბდა.

ბავშვი დაბადებისას ”იგი” (id)-ს მდგომარეობაშია. ”იგი” არის მთლიანად არაცნობიერი, ბნელი. მისთვის ლოგიკური აზროვნება უცხოა და არსებობს მხოლოდ აწმყო. აქვს სურვილები, რომელთა დაკმაყოფილებასაც მიელტვის. მისი მოქმედების პრინციპი არის სიამოვნების პრინციპი, რომელსაც თუ რეალობაში ვერ მიაღწევს, ახორციელებს შემდეგ მექანიზმებს: ჰალუცინაციები და რეფლექსური განტვირთვა. რისი დაკმაყოფილებაც ვერ ხერხდება, გარკვეული სახით ილექება და ვითარდება კომპლექსები. ”მე” (ego)-ს მოქმედების პრინციპი რეალურობის პრინციპია. ”იგი”-ს მოთხოვნილება რომ დაკმაყოფილდეს, რეალობაში უნდა გავიდეს. ჰალუცინაციებით არ ხერხდება მოთხოვნიბების დაკმაყოფილება. რეალობაში გასვლიდან იწყება ”მე”-ს ჩამოყალიბება. ”მე” არის ”იგი”-ს განვითარების გარკვეული საფეხური. ”მე”-მ გარკვეულწილად უნდა დააკმაყოფილოს ”იგი”-ს მოთხოვნილებები, თან ისე, რომ რეალობა უნდა გაითვალისწინოს. რეალობა უქმნის ბარიერებს. მექანიზმი, რითაც ”მე” თავისი მოქმედების პრინციპს ახორციელებს, არის ფსიქიკური პროცესები. მათი საშუალებით ხდება სინამდვილესთან ურთიერთობის დამყარება. ფროიდისათვის პირველადი ფსიქიკური არის ”იგი”, მეორადი - ”მე”. ”მე”-მ უნდა მოატყუოს ”იგი”, რომ დასტყუოს ენერგია. ”იგი”-ს არ შეუძლია ერთმანეთისაგან გაარჩიოს აღქმის ხატი ჰალუცინაციის ხატისაგან. ”იგი”-ს აღქმის ხატი მოქმედებაში მოყავს. (აღქმა ბოლომდე ობიექტური არ არის). ”მე”-ს პარალელურად, ყალიბდება ”ზე-მე”(super-ego). ”ზე-მე” არის ის, რასაც ჩვენ მორალს ვუწოდებთ და ის მორალური პრინციპებით მოქმედებს. მისი მექანიზმი ”მე”-ზე სინდისისა და სიამაყის გრძნობებით მანიპულირებს. მორალის ჩამოყალიბება მშობლებთან იდენტიფიკაციის გზით ხდება. ”ეგო” ორი ბატონის მსახურია: ”იგი”-ს და ”ზე-მე”-სი. მას მესამე ბატონიც ჰყავს – რეალობა.

პიროვნების მოდელი, რომელიც ფროიდმა ჩამოაყალიბა, შედგება ფუნქციურად განსხვავებული სამი ქვესტრუქტურისაგან,რომელთა ერთობლიობაც დამახასიათებელია ნებისმიერი პიროვნებისთვის.

ID - ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ”იგი”-ს, მას ეწოდა ”იგი”-რადგან ის ყველაზე უფრო მეტადაა განსხვავებული იმისგან რასაც ”მე”-ს ვუწოდებთ. ”იგი” ფლობს ისეთ ენერგიათა ფორმებს, რომლებიც კრიტიკულ ვითარებაში არ ემორჩილებიან ”მე”-ს.(შფოთვა, შიში, აგზნება და ა.შ). ”იგი” არის ინსტინქტთა საბადო. ”იგი” მთლიანად არაცნობიერია და ვინაიდან ვერ არჩევს გარეობიექტთა მნიშვნელობას, მას გააჩნია ამორალური(”ზე-მე”-ს საწინააღმდეგო) სურვილების წარმოშობის ძალა(აგრესიული და სექსუალური იმპულსები). ყოველივე ეს ვლინდება სიზმრებსა და მცდარ ქმედებებში. ”იგი”-სთვის არ არსებობს არანაირი ლოგიკა ან შეზღუდვა, ის მოქმედებს სიამოვნება-უსიამოვნების გარჩევის პრინციპით და შესაბამისად, მისთვის მოქმედების ერთადერთი საშუალება არსებობს - ესაა განტვირთვა ან განგაშის განცდების გაგზავნა ”მე”-სთან, რათა უსიამოვნებას განერიდოს.

EGO - ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ”მე”-ს(Self); ”მე” არის ფსიქიკური სტრუქტურა, რომელიც ყველაზე ცნობიერია, და შესაბამისად, იგი არის პასუხისმგებელი გადაწყვეტილების მიღებაზე. ”მე” ისწრაფვის ”იგი”-ს სურვილების დაკმაყოფილებისკენ გარემოში ქცევის საშუალებით, ისე, რომ მასში გათვალისწინებული იყოს ”ზე-მე”-ს მიერ წაყენებული მოთხოვნა-აკრძალვებიც. ”მე” რეალობაზე დაყრდნობით მოქმედებს და მისი უდიდესი ნაწილი ცნობიერია. ”მე”-ს იდეალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელია ”იგი”-ს მიერ წაყენებული მოთხოვნების დროში გადავადება მანამდე, სანამ მიზანშეწონილი ქცევით მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის სათანადო სიტუაცია არ შეიქმნება, რაც თავისთავად გულისხმობს გარემოში ”ზე-მე”-ს აკრძალვის გათვალისწინებას.

SUPER-EGO - არის ეგოს განვითარების საფეხური. ის ყალიბდება სოციალიზაციის შედეგად, ევოლუციის გზით. მისი არსია სხვა სუბიექტთა ინტერესების გათვალისწინება ქცევაში, რათა სოციალურ ჯგუფში კონფლიქტი არ მოხდეს. ”ზე-მე” გულისხმობს კულტურულ ნორმებსა და ღირებულებებს, ის არის ე.წ. მორალი და სინდისი. მას აქვს ემოციათა გარკვეული ფორმების დომინირების ძალა,- სირცხვილის შიში ან/და დანაშაულის შეგრძნება და ა.შ. ”ზე-მე”-ში გამოიყოფა ორი ქვესისტემა. ესენია ეგო-იდეალი და სინდისიერი სტრუქტურა; ეგო-იდეალი ყალიბდება წახალისების შედეგად, ხოლო სინდისიერი სისტემა - დასჯის შედეგად. ”ზე-მე” დასრულებულად მიიჩნევა მაშინ, როდესაც მშობლების კონტროლს თვითკონტროლი ენაცვლება.

--------------------
აქ შემომსვლელებმა იმედები დატოვეთ გარეთ! © დანტე ალიგიერი

E-mail: gogoladze@hotmail.com
Go to the top of the page
 
+Quote Post
დანტე
პოსტი Mar 20 2009, 08:18 PM
პოსტი #15

16 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th July 2019 - 06:17 AM