სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

13 გვერდი V  « < 5 6 7 8 9 > »   ( პირველ წაუკითხავ პოსტზე გადასვლა )
Closed TopicStart new topic
Forum ,,Blog", ეს საინტერესოა
Guest_ILI-100_*
პოსტი Mar 30 2009, 07:41 PM
პოსტი #91





სტუმრები






ჰარი პოტერის შელოცვები



1. Accio (ლათ ‘აAccio’ გამოძახება) რაიმე საგნის გამოხმობა ლევიტაციის გზით
2. Aguamenti (ლათ ‘aqua’ წყალი ლათ ‘mentis’ ჭკუა) წყლის გამოძახება ჯადოსნური ჯოხიდან
3. Alohomora (ლათ ‘Alohomora’ ქურდების ფავორიტე) ჩაკეტილი კარების გაღება
4. Anapneo (ბერძ ‘Anapneo’ სუნთქვა) სასულეშ გახსნა (რო გადაგცდება)
5. Aparecium (ლათ ‘apareo’ გამოჩენა) უხილავი მელნიტ დაწერილის გამოჩენა
6. Apparitium (ლათ ‘apareo’ გამოჩენა) ტელეპორტაცია
7. Avada Kedavra (არაბ ‘adhadda kedhabhra’ საგნის განადგურება) მომაკვდინებელი წყელვა
8. Avis (ლათ ‘Avis’ ჩიტი) პატარა ჩიტების გაჩენა ჯოხიდან
9. Colloportus (ლათ ‘colligo’ ერტად შეკვრა, ლატ ‘პორტუს’ კარი) კარის ჩაკეტვა
10. Confringo (ლათ ‘confringo’ დამსხვრევა) ობიექტის აფეთქება
11. Confundo (ლათ ‘confundo’ არევა) თავგზის არევა
12. Crucio (ლათ ‘crucio’ ტანჯვა) წამება
13. Deletrius (ლათ ‘deletrius’ განადგურება) შლის ჯოხიდან გამომავალ გამოსახულებას
14. Defodio (ლათ ‘defodio’ თხრა) გათხრა
15. Densaugeo (ლათ ‘dens’ კბილი ლათ ‘augeo’ გაზრდა) მსხვერპლის კბილების გაზრდა
16. Descendo (ლათ ‘descendo’ ჩამოსვლა) დაპატარავება
17. Diffindo (ლათ ‘diffindo’ გახსნა) გაჭრა
18. Dissendium (ლათ ‘disicio’ დანაწილება) განცალკევება
19. Duro (ლათ ‘duro’ გამაგრება) ობიექტის ქვად გადაქცევა
20. Engorgio (ფრ ‘engorger’ გადაყლაპვა) გადიდება
21. Episkey (ბერძ ‘episkeyazo’ შეკეთება) დაზარალებულის შეკეთება
22. Erecto (ლათ ‘erigere’ გასწორება) ობიექტის გასწორება
23. Evanesco (ლათ ‘evanesco’ გაქრობა) ობიექტის გაქრობა
24. Expecto Patronum (ლათ ‘expecto’ მიხედვა ლათ ‘patronus’ მფარველი) დემენტორებისგან დამცავი
25. Expelliarmus (ლათ ‘expelo’ გადაგდება ლათ ‘arma’ იარაღი) განიარაღება
26. Expulso (ლათ ‘expulso’ გადაგდება) ობიექტის აფეთქება
27. Finite Incantantem (ლათ ‘finite’ დასრულება ლათ ‘incantationem’ მოხიბვლა) წყევლის მოხსნა
28. Flagrate (ლათ ‘flagro’ დაწვა) ცეცხლოვანი ხაზით მონიშვნა
29. Furnunculus (ენგ ‘furncle’ ფურუნკული) მუწუკების გაჩენა
30. Geminio (ლათ ‘geminare’ გაორმაგება) ობიექტის გაორმაგება
31. Glisseo (ფრ ‘glisser გასწორება) გაგლუვება
32. Impedimenta (ლათ ‘impedimentum’ დაბრკოლება) გაშეშება
33. Imperio (ლათ ‘impero’ გავლენა) ვიგაცაზე ზემოქმედება ისე რო რასაც გინდა იმას გააკეთებს
34. Impervius (ლათ ‘pervus’ გადაგდება) დაშლამება
35. Incarcerous (ლათ ‘incarcerare’ დატუსაღება) დაბმა
36. Incendio (ლათ ‘incendo’ ცეცხლის ანთება) ცეცხლის გაჩაღება
37. Langlock (ენგ ‘lang’ ენა ენგ ‘lock’ ჩაკეტვა) ენის სასაზე მიწებება
38. Legilimens (ლათ ‘legens’ კითხვა ‘mens’ ჭკუა) სხვისი აზრების წაკითხვა
39. Levicorpus (ლათ ‘levo’ აწევა ლათ ‘corpus’ სხეული) მსხვერპლის ჰაერში ყირამალა გადმოკიდება
40. Locomotor (ლათ ‘loco’ ადგილიდან ლათ ‘motionem’ გადაადგილება) ლევიტაციით ობიექტის გადაადგილება
41. Lumos (ლათ ‘lumen’ შუქი) განათება
42. Mobiliarbus (ლათ ‘mobilis’ გადაადგილებადი ლათ ‘arbor’ ხე) ხეების გადაადგილება
43. Mobilicorpus (ლათ ‘mobilis’ გადაადგილებადი ლათ ‘corpus’ სხეული) სხეულის გადაადგილება
44. Morsmordre (ლათ ‘mors’ სიკვდილი ლატ ‘mordere’ კბენა) შავი ნიშნის გამოჩენა
45. Muffliato (ენგ ‘muffle’ ხმის ჩახშობა) მსხვერპლს ასმენინებს ზუზუნს
46. Nox (ლათ ‘nox’ ღამე) შუქის ჩაქრობა
47. Obliviate (ლათ ‘oblivisci’ დავიწყება) მახსოვრობის წაშლა
48. Obscuro (ლათ ‘obscuro’ გადაფარება) ვიღაცის დროებით დაბრმავება
49. Orchideous (ლათ ‘Orchideae’ ორქიდეა) ყვავილების გაჩენა
50. Petrificus Totalus (ლათ ‘petrificare’ გაქვავება ლატ ‘totalis’ მთლიანად) ხელფეხშემკვრელი ჯადო
51. Protego (ლათ ‘protego’ დაცვა) დამცავი ფარი
52. Reducio (ენგ ‘reduce’ შემცირება) დაპარავება
53. Reducto (ენგ ‘reducen’ შემცირებული) გატეხვა, დამსხვრევა
54. Relashio (ლათ ‘relascio’ დასვენება) ნაპერწკლების გამოყრა ჯოხიდან
55. Rennervate (ფრ ‘re’ ახლიდან ფრ ‘nervus’ ნერვი) გაქვავებულის გამოცოცხლება
56. Reparo (ლათ ‘reparare’ შეკეთება) გატეხილის გამთელება
57. Rictusempra (ლათ ‘rictus’ დამთქნარება ლატ ‘sempra’ მუდმივად) მსხვერპლს აცინებს დაუსრულებლად
58. Riddikulus (ენგ ‘ridiculous’ სასაცილო) ბოგარტის საწინააღმდეგო
59. Scourgify (ლათ ‘excoriata’ განთავისუფლება) გაწმენდვა
60. Sectumsempra (ლათ ‘seco’ გაჭრა ლატ ‘sempra’ ყოველთვის) გაჭრა
61. Serpensortia (ლათ ‘serpens’ გველი ლატ ‘ortir’ გაჩენა) გველის გაჩენა
62. Silencio (ლათ ‘silencio’ გაჩუმება) დროებით ხმის დაკარგვა
63. Sonorus (ლათ ‘sonorus’ ხმამაღლა) ხმის გაზრდა
64. Tarantallegra (ლათ ‘tarantella‘ იტ ‘alegro’ სწრაფად) მსხვერპლს აცეკვებს
65. Tergeo (ლათ ‘tergeo’ გაწმენდვა) მოწმენდვა
66. Waddiwasi (შვედ ‘vadd’ რბილი მასა ფრ ‘vas y’ წასვლა) რეზინის სროლა ჯოხიდან
67. Wingardium Leviosa (ენგ ‘wing’ ფრთა ლათ ‘levo’ აწევა) ლევიტაცია

წყარო: www.hp-lexicon.org

P.S თემასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთების მსურველებმა მიჰყევით ლინკს: http://gametv.ge/forum/index.php?showtopic...5&start=555
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_ILI-100_*
პოსტი Mar 30 2009, 07:44 PM
პოსტი #92





სტუმრები






ძალიან საინტერესო ვიდეო, აქ ნახავთ თუ როგორ შეიქმნა ყველასათვის ცნობილი და საყვარელი თამაში მარიო, თავის დროზე wink.gif

http://www.youtube.com/watch?v=xJoFGEBihew...player_embedded
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_ILI-100_*
პოსტი Mar 30 2009, 08:55 PM
პოსტი #93





სტუმრები






ჰალსტუხები





Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_ILI-100_*
პოსტი Mar 30 2009, 09:06 PM
პოსტი #94





სტუმრები






დუბაის პრინცის საჩუქარი მაიკლ შუმახერს…



შუმახერმა მიიღო უნიკალური და უპრეცენდენტო საჩუქარი მისი ბოლო რბოლის შემდეგ, რომელიც ჩატარდა ბრაზილიაში. დუბაის პრინცმა შეიხ მუჰამედ რაშიდ ალ მაკტუმის შვილმა გადაწყვიტა მისთვის ეჩუქებინა ერთ-ერთი კუნძული ადამიანის შექმნილი სამოთხიდან, რომელსაც მოფერებით “მსოფლიოს” ეძახიან. (მისი ფორმის გამო)

“მსოფლიო” შედგება 300 კუნძულისგან და გადაჭიმულია 9 კილომეტრის ფართობზე. ის განთავსებულია გაერთიანებული საემიროების ნაპირთან ახლოს.

შუმახერის კუნძული მდებარეობს არკტიკაზე (მსოფლიოს შიგნით) და მისი მიახლოებითი ფასია 7 მილიონი დოლარი.

შუმახერის აგენტმა დაადასტურა ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ რამდენიმე წელიწადში სამუშაოები დასრულდება კუნძულზე და მაიკლს და კორინას (მეუღლე) ექნებათ მშვენიერი საზაფხულო აგარაკი

ალბათ მინი სარბოლო ტრეკსაც ააშენებენ კუნძულზე

ამაზე კარგი საჩუქარი არ ვიცი რა შეიძლება იყოს… გაოგნებული ვარ







წყარო: http://ucnauri.com/?p=4167
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_ILI-100_*
პოსტი Mar 30 2009, 10:12 PM
პოსტი #95





სტუმრები






Improv Everywhere _ ჯგუფი რომელიც მსოფლიოს აოცებს !



შემთხვევით წავაწყდი მათ ვიდეოს youtube_ზე და ნანახმა ჩემში დიდი შთაბეჭდილება დატოვა. შემდეგ აღმოვაჩინე, რომ მსგავს შოუს, რაც მე ვიდეოში ვიხილე, ისინი თურმე მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში დგამენ და ამით ხალხს აოცებენ.
მოკლედ ეს უნდა ნახოს ყველამ !!! დამიჯერეთ არ ინანებთ wink.gif


http://www.youtube.com/watch?v=jwMj3PJDxuo...player_embedded

მოგეწონათ? მაშინ ნახეთ მათი ყველა ვიდეოები აქ : http://improveverywhere.com/video/
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_ILI-100_*
პოსტი Mar 30 2009, 10:35 PM
პოსტი #96





სტუმრები






ციფრების საოცრებები



“არსებობს ერთი უცნაური რიცხვი:142 857
ნახეთ რო გავამრავლოთ იგივე რჩება რაც იყო,მარტო მდგომარეობა ეცვლება:
142 857*1=142 857
142 857*2=285 714
142 857*3=428 571
142 857*4=571 428
142 857*5=714 285
142 857*6=857 142
და მარტო 7-ზე, რომ გავამრავლოთ მივიღებთ 999 999.
მეტიც, 142+857=999
14+28+57=99
და კიდევ142 857 კვადრატში რომ ავიყვანოთ მივიღებთ 20408122449
20408+122449=142 857″

1*8+1=9
12*8+2=98
123*8+3=987
1234*8+4=9876
12345*8+5=98765
123456*8+6=987654
1234567*8+7=9876543
12345678*8+8=98765432
123456789*8+9=987654321

და ბოლოს

111111111*111111111=12345678987654321


წყარო: http://ucnauri.com/?p=3929
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_ILI-100_*
პოსტი Mar 30 2009, 10:43 PM
პოსტი #97





სტუმრები






ვამპირი



ვამპირები — მითოლოგიური ან ფოლკლორული არსებები. ხშირად, გამოცოცხლებული ადამიანის ცხედრები, რომლებიც ადამიანისა და/ან ცხოველის სისხლით იკვებებიან. ამას გარდა, ვამპირები ხშირად არიან სხვადასხვა მხატვრული ფილმისა თუ ლიტერატურის გმირები.

თუმცა, ვამიპრები მხატვრულ ლიტერატურაში და მითოლოგიაში ოდნავ განსხვადებიან. ფოლკლორში ეს ტერმინი, როგორც წესი, დასავლურევროპული ლეგენდების სისხლისმწოველა არსებების მიმართ გამოიყენება, თუმცა ხშირად ვამპირებს მათ მსგავს არსებებსაც უწოდებენ სხვა ქვეყნების კულტურებიდან. ყველა გადმოცემაში ვამპირის დამახასიათებელი თვისებები ძლიერ განსხვავებულია. ზოგიერთ კულტურაში გავრცელებულია ისტორიები არაადამიან ვამპირებზე, მაგალითად ღამურებზე, ძაღლებზე და ობობებზე.



ვამპირი (Vampyrum), ძუძუმწოვრების გვარი ხელფრთიანების რიგისა. გავრცელებული არიან ტროპიკულ ამერიკასა და დიდი ანტილის კუნძულებზე. გვარში ერთი სახეობაა - დიდი ვამპირი (Vampyrum spectrum). სხეულის სიგრძე 13 სმ აღწევს, ფრთების შლილი - 70 სმ. აქვს დიდი ყურის ნიჟარები, ცხვირზე - დამახასიათებელი, ზემოთ შევიწროებული დანამატი. ღამის ცხოველია. იკვებება მწერებითა და ხილით. ბინადრობს ხშირ ტყეში, ზოგჯერ ადამიანის საცხოვრებელშიც. მიუხედავად სახელწოდებისა, ვამპირი არ მიეკუთვნება სისხლმწოვისებრთა ოჯახს.

წყარო კვლავ: http://ucnauri.com/?p=3901#more-3901
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_ILI-100_*
პოსტი Apr 3 2009, 12:38 AM
პოსტი #98





სტუმრები






აბა, გამოვაცოცხლოთ ბლოგი smile.gif მოდერებმა კი იქნებ დაგვდონ პატივი და გაწმინდონ ეს თემა smile.gif


ადოლფ ჰიტლერი 1964 წელს არგენტინაში მოკვდა



“30 აპრილს 16 საათსა და 30 წუთზე, სავარაუდო თვითმკვლელობიდან ერთი საათის შემდეგ, ჰიტლერი თავის პირად თვითმფრინავ ჯუ-52-სთან ნახეს.”
ასე იწყება აბელ ბასტის ბესტსელერი “ჰიტლერი არგენტინაში”. მან ჩაატარა კვლევა _ აიღო ინტერვიუ უამრავი მოწმისაგან, გამოაქვეყნა ფე-ბე-ერ-ის მიერ საიდუმლო გრიფიდან გათავისუფლებული დოკუმენტები. ბასტი ცდილობს, სურს დაამტკიცოს, რომ ჰიტლერი სამხრეთ ამერიკაში იმალებოდა და მოხუცებულობამდე იქ ცხოვრობდა. მწერალმა ინტერვიუ მისცა რუსულ ყოველკვირეულ გამოცემას “არგუმენტი ი ფაქტი”:


_ ბატონო ბასტი, თქვენს წიგნში ამტკიცებთ, რომ 1945 წლის 30 აპრილს ჰიტლერმა მოახერხა თვითმფრინავით ბერლინიდან გაქცევა. როგორ შეეძლო ამის გაკეთება, თუ იმდროს აეროდრომები განადგურებული იყო და ცას მოკავშირეები აკონტროლებდნენ?
_ ჩემს წიგნში მოყვანილია ფე-ბე-ერ-ის არქივში ადრე გასაიდუმლოებული დოკუმენტები, რომლიდანაც ჩანს, რომ 30 აპრილს, 16 საათსა და 30 წუთზე, ესე იგი, სავარაუდო თვითმკვლელობიდან ერთი საათის შემდეგ, ჰიტლერი ნახეს თავის პირად თვითმფრინავთან. უკანასკნელი კვირის მანძილზე, ღამღამობით, ფიურერის ნდობითაღჭურვილი ავიატრანსპორტი მიწაზე ეშვებოდა უნტერ-გენ-ლიდენის პროსპექტზე, სადაც ქუჩის განათების ბოძები შენარჩუნებული იყო. მაგალითად, რეიხსმინისტრმა შპეერმა 20 რიცხვში დატოვა “ფიურერბუნკერი” და სამი დღის შემდეგ უკან ჩამოფრინდა “ფიზელერ-შტოხის” თვითმფრინავით. როგორც ხედავთ, მოკავშირეების საჰაერო თავდაცვამ იგი ვერ შეაფერხა. 25 აპრილს ბუნკერში საიდუმლო თათბირი მოეწყო ჰიტლერის ევაკუაციის შესახებ, რომელშიც მონაწილეობდნენ პილოტი ქალი ჰანა რაიჩი, განთქმული მფრინავი ჰანს ულრიხ რუდელი და ჰიტლერის პირადი მფრინავი ჰანს ბაური. მესამე რაიხის დედაქალაქიდან ფიურერის უსაფრთხო გადაყვანის საიდუმლო გეგმას დაერქვა კოდური სახელწოდება _ “სერალი”.


_ თქვენი აზრით, ვის მიერ იქნა ჩატარებული ჰიტლერის ევაკუაცია?
_ ორი დღის შემდეგ ბერლინში ჩამოფრინდა 5 თვითმფრინავი, ათ-ადგილიანი “შტორხი”, 28 აპრილს ჩამოფრინდა “ის ჯუ-52” მფრინავი ბოსერით – ეს ოფიციალურად დადასტურებულია მოკავშირეების მზვერავების მიერ. ერთი დღის შემდეგ, გენერალ ადოლფ გალანდას ბრძანებით, დედაქალაქის ცაზე მოულოდნელად აფრინდა გერმანიის სამხედრო საჰაერო ძალების უკანასკნელი ასამდე რეაქტიული გამანადგურებელი “მე-262”. ისინი იცავდნენ ჰანა რეიჩის თვითმფრინავს, რომელმაც შეძლო საბჭოთა საზენიტო ცეცხლის გარღვევა და ბერლინიდან გაფრენა. ეს ექსპერიმენტული ფრენა იყო და ისტორიკოსები ამ ფაქტს არ უარყოფენ. მეორე დღეს, უკვე ფრაუ რეიჩის გამოცდილი სცენარის მიხედვით, ბერლინი დატოვა ადოლფ ჰიტლერმა – იგი მიემართებოდა ესპანეთში, ხოლო ზაფხულის დასაწყისში, წყალქვეშა ნავით გაცურა არგენტინისკენ. მას თან ახლდა ევა ბრაუნი, მიულერი და ბორმანი.


_ კარგი, მაგრამ რა ვუყოთ ჰიტლერის თავის ქალის ყბის ფრაგმენტს, რომელიც მოსკოვში, ფე-ეს-ბე-ს არქივში ინახება? როგორც საბჭოთა, ასევე დამოუკიდებელმა ექსპერტებმა ერთხმად დაამტკიცეს, რომ იგი ფიურერს ეკუთვნის. რა გამოდის _ ჰიტლერს ყბა მოაგლიჯეს და ის მაინც გაიქცა?
_ სპეციალისტებს მხოლოდ საშუალება ჰქონდათ, შეედარებინათ ეს დანახშირებული ყბა იმდროინდელ საშინელი ხარისხის რენტგენის სურათებთან და ჰიტლერის პირადი დანტისტის ჩვენებებასთან, რომელსაც შეეძლო, რაც უნდოდა, ის ეთქვა. თუ იცით, რომ დნკ-ას ანალიზი და ექსპერტიზა არასოდეს ჩატარებულა, რუსეთი ყოველთვის უარს ამბობდა, უფლება მიეცა ასეთი ანალიზის ჩატარებაზე. ამ დროს კი სიმართლის გაგების ერთადერთი საშუალებაა, შეადარო ამ ყბის ფრაგმენტის და ადოლფ ჰიტლერის დის – პაულას დნკ, იგი 1960 წელს გარდაიცვალა და დაკრძალულია ბერგფრიდხოფის სასაფლაოზე. ოფიციალურად მივმართავ რუსეთის ხელისუფლებას თხოვნით, მომცენ საშუალება, გამოვიკვლიო ეს ყბის ძვალი, რათა საბოლოოდ დავამტკიცო, რომ მართალი ვარ.


_ იცით, ადამიანებს მოსწონთ “შეთქმულების თეორიები”. რამდენი წელი ლაპარაკობდნენ “ნაცი-2”-ის – მატრინ ბორმანის - საიდუმლო გაქრობაზე, რომელიც ბერლინიდან 1945 წლის 1 მაისს აორთქლდა. უამრავი ადამიანი იფიცებდა, რომ ბორმანი საკუთარი თვალით ნახეს სამხრეთ ამერიკაში და არ შეიძლება შემცდარიყვნენ, მაგრამ 1972 წელს ბერლინში ორმოს ამოთხრის დროს, შემთხვევით წააწყდნენ ჩონჩხს, რომლის დნკ-ას ორმაგმა ანალიზმა აჩვენა, რომ ეს ბორმანის ძვლებია...
_ ყველაზე საშინელი ისაა, რომ აქ ორივე მხარე მართალია. მარტინ ბორმანი მართლაც გაიქცა და ცხოვრობდა ჯერ არგენტინაში, შემდეგ _ პარაგვაიში. მე უამრავი მტკიცებულება ვნახე, მათ შორის _ დოკუმენტურიც. განსაკუთრებით ბორმანის ფოტო, რომელიც 50-იან წლებშია გადაღებული. ამიტომ შესაძლებელია, ბორმანი თავისი სიკვდილით მოკვდა და მისი ცხედარი საიდუმლოდ გადმოიტანეს ბერლინში, შემდეგ კი გაითამაშეს “მისი პოვნის” სპექტაკლი.


_ თქვენ წერთ, რომ ჰიტლერი და ევა ბრაუნი თანმხლებ პირებსა და დაცვასთან ერთად სამი წყალქვეშა ნავით არგენტინის ნაპირს მიადგნენ. ნავები, კონსპირაციის მიზნით, ჩაძირეს. მართლაც, იმ ადგილზე, რომელიც თქვენ აჩვენეთ, დაახლოებით 30 მეტრის სიღრმეში აღმოაჩინეს მსხვილი ობიექტები, რომლებიც სილითაა დაფარული, მაგრამ სადაა მტკიცებულება, რომ ისინი ნაცისტების სუბმარინებია?
_ მე ვეყრდნობოდი მოწმეთა ჩვენებს, რომლებმაც უკვე ომის შემდეგ ნახეს, როგორ მოადგა კალეტა-დე-ლოს-ლოროს ყურეს სამი სვასტიკიანი წყალქვეშა ნავი. ეს ადგილი არგენტინის პროვინცია რიო-ნეგროშია. თქვენ მეტყვით, არგენტინა ომის მდგომარეობაში იყო გერმანიასთან 1945 წლის 27 მარტიდან – იქნებ, ეს წარსული საზღვაო ომების კვალია? მაგრამ არგენტინის თავდაცვის სამინისტროს არქივში არც ერთი სიტყვა არაა გერმანული სუბმარინის ჩაძირვის შესახებ. მაშინ, საიდან გაჩნდა ეს ჩაძირული გემები? მე შეკითხვით მივმართე და მოვითხოვე ამ გემების ზედაპირზე ამოყვანა და გამოკვლევა. გერმანული სუბმარინები ომის შემდეგ რამდენჯერმე ეწვიენ არგენტინას – მაგალითად, წყალქვეშა ნავი “უ-977” ქვეყანაში ჩავიდა 1945 წლის 17 აგვისტოს. შავარაუდოდ, მისმა კაპიტანმა, ხაინც შეფერმა მესამე რაიხის ოქრო და სხვა ძვირფასეულობა არგენტინაში ჩაიტანა.

_ თქვენ გამოაქვეყნეთ აშშ ფე-ეს-ბე-ს დოკუმენტი, რომელიც ადოლფ ჰიტლერის სიკვდილის ოფიციალურ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს. ესაა 1945 წლის 13 ნოემბრის ამერიკის დაზვერვის აგენტის პატაკი, რომელიც მებაღედ მუშაობდა მდიდარ გერმანელ კოლონისტებთან სოფელ ლა-ფალდაში, ცოლ-ქმარ ეიკხორნებთან. აგენტი იტყობინება, რომ ისინი ივნისის თვიდან ჰიტლერის დასახვედრად მზადებაში არიან და მას დღე-დღეზე ელიან. ეს დოკუმენტი ნამდვილია?
_ უცნაურ კითხვას მისვამთ, რადგან ეს დოკუმენტი კანონიერად მივიღე ფე-ბე-ერ-ის არქივიდან გრიფის მოხსნის შემდეგ. დოსიეს ნომერია 65-53615, მაგრამ ეს არაა ერთადერთი მოწმობა ჰიტლერის გაქცევის შესახებ. არსებობს კიდევ რამდენიმე დოკუმენტური საიდუმლო ცნობა ფე-ბე-ერ, ცე-რე-უ და “მი-5”-ის მიერ ცოცხალი ფიურერის შესახებ. სამწუხაროდ, აშშ, ბრიტანეთი და რუსეთი ბოლომდე არ ხსნიან ამ თემის ყველა დოკუმენტს. მაგალითად, არსებობს იოსებ სტალინის საუბრის სამი სტენოგრაფიული ჩანაწერი (ერთი მათგანი აშშ სახელმწიფო მდივან ბერნსთან), სადაც სსრკ ხელმძღვანელი ღიად ამბობს, რომ ფიურერმა მიმალვა მოასწრო. 15 წლის მანძილზე მე არაერთი ინტერვიუ ჩავატარე პირდაპირ მოწმეებთან არგენტინაში ჰიტლერის ყოფნის შესახებ. მათმა უმეტესობამ ლაპარაკი ახლა დაიწყო, რადგან ბევრი ნაცისტი უკვე მოკვდა და მათ აღარ ეშინიათ, მაგრამ ბევრი კვლავ არ მოდის კონტაქტზე. შენახულია, ასევე, ნაცისტი გენერლის, ზეიდლიცის 1956 წლით დათარიღებული წერილი, რომელშიც იუწყება, რომ მიემგზავრება არგენტინაში ჰიტლერსა და ხორვატიელი ფიურერის პაველიჩის შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად.


_ თქვენ ხშირად იშველიებთ თვითმხილველების ჩვენებებს, მაგრამ ამ შემთხვევაში, როგორ მივიღოთ იმ თვითმხილველების სიტყვები, რომლებმაც ჰიტლერი მკვდარი ნახეს და მისი ცხედარი დაასაფლავეს?
_ არ არსებობს ადამიანი, რომელმაც ნახა, როგორ გატეხა შხამის ამპულა ჰიტლერმა და თავში დაიხალა ტყვია. ფიურერის თვითმკვლელობა დასაწყისიდან დასასრულამდე მოგონილია ახლო გარემოცვის მიერ, ეს სპეციალური, კვალის ასარევი გეგმა იყო. თუ თქვენ საარქივო მასალებს გაეცნობით, თვითმხილველების ჩვენებებში თავიდანვეა შეუსაბამებაა – ჯერ ნათქვამია, რომ მან თავი მოიწამლა, შემდეგ – არა, შუბლაში დაიხალა ტყვია. მერე, უკაცრავად, ჯერ თავი მოიწამლა და შემდეგ ტყვია დაიხალა. ციანიდის კალიუმი უცაბედ სიკვდილს და კონვულსიას იწვევს, ამ დროს როგორ გამოკრავს კაცი რევოლვერის ჩახმახს? იმ დღეს, როდესაც მისი სიკვდილის შესახებ გახდა ცნობილი, ჰიტლერი და ევა ბრაუნი ბერლინიდან გაიქცნენ. დარწმუნებული ვარ, ჰიტლერი 1964 წელს მოკვდა.


წყარო: http://despani.com/content/view/3731/226/
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_ILI-100_*
პოსტი Apr 3 2009, 01:04 AM
პოსტი #99





სტუმრები






ფრანგების ოდისეა ქუთაისში

( მაგარია, წაიკითხეთ ბოლომდე wink.gif )

2003 წლის 28 აგვისტოს განმეორებითი მატჩისთვის ქუთაისის “ტორპედო” ფრანგულ კლუბს _ ლანსის “ლანსს” ხვდებოდა. ფრანგ ფეხბურთელებს თან ჟურნალისტები და გულშემატკივრებიც ახლდნენ. ძალიან გვინდოდა ის დღეები უკვალოდ არ დაკარგულიყო, ეს მოკლე ჩანახატიც სწორედ ამის მცდელობა გახლავთ.

“ტორპედოს” დელეგაცია დილიდანვე ემზადება. სასტუმროში ჟურნალისტებისა და დელეგაციის სხვა წევრებისთვის ნომრები კარგა ხნის დაჯავშნულია. ბაზა ფეხბურთელებსა და მომსახურე პერსონალს ელის.

16 სთ. 00 წთ. _ ქუთაისელთა დელეგაცია კოპიტნარის აეროპორტისკენ იღებს გეზს. ცხელა. ასეთი სიცხე ჯერ ქალაქს არ ახსოვს. აეროპორტი სავსეა მანქანებით (ძნელი არაა ასეთი მოცულობის აეროპორტის გავსება). დაფრენის ოფიციალურ დროდ 16 საათი და 30 წუთია მითითებული. ზუსტად 16 სთ-სა და 29 წთ-ზე თვითმფრინავი მიწაზე ეშვება. შეხვედრა გულთბილია (როცა საჭიროა, ქუთაისლებს გულთბილობა არ ესწავლებათ!), მაგრამ...

პირველი პრობლემა:
“ლანსის” კლუბის დირექტორი: ჩვენი ბარგის საქმე როგორ იქნება? სად უნდა ავიღოთ?
თარჯიმანი: ყველაფერს ეხლავე მოაგვარებენ. ბარგი აქვე გამოვა და ყველა საკუთარ ჩემოდანს აიღებს.

რაღა თქმა უნდა, ვერაფერი ვერ მოგვარდა. ბარგი სატვირთო მანქანით პირდაპირ აეროპორტის ეზოში შემოიტანეს და ყველამ საკუთარი ჩემოდნის ძებნა დაიწყო. ბოლოს კი, როგორც იქნა მიკროავტობუსში მოთავსდნენ და ქალაქისკენ გასწიეს.

პირველი გაოცება:

შუა ტრასაზე ძროხა დგას და რაღაცას გემრიელად მიირთმევს. არაფერი განსაკუთრებული, ჩვეულებრივი ქართული მეწველი ძროხა.

I ჟურნალისტი: ღმერთო ჩემო, ეს ხომ ძროხაა!
II ჟურნალისტი: მართლაც, შეხედეთ, ტრასაზე ძროხა დგას!
III ჟურნალისტი: კი მაგრამ აქ როგორ აღმოჩნდა? ალბათ გამოიქცა, არა? აქ სადმე ახლოს ფერმაა?
თარჯიმანი: როგორ გითხრათ, ფერმა არ არის, მაგრამ ძროხები კი თითქმის ყველა ოჯახს ჰყავს.
III ჟურნალისტი: ხომ შეიძლება დაიკარგოს?
თარჯიმანი: როგორ გეკადრებათ, ჩვენი ძროხები ძალიან ჭკვიანები არიან, თვითონვე აგნებენ სახლს.
IV ჟურნალისტი: კი მაგრამ პოლიციაში რატომ არ აცხადებენ? ვის გაუგია ძროხა ასე თავისუფლად დადიოდეს!
თარჯიმანი: იცით, ჩვენთან ძროხა საზოგადოების სრულუფლებიანი წევრია. სადაც უნდათ, როცა უნდათ, ვისთანაც უნდათ იქ დადიან და რასაც უნდათ იმას აკეთებენ. პასუხს არაფერზე აგებენ, ზუსტად ისევე, როგორც ადამიანები. რაც შეეხება პოლიციას, ძროხებისა და ადამიანებისთვის არ სცალია, სხვა საქმეც თავზე საყრელად აქვს.

ავტობუსმა თანდათან უკან ჩამოიტოვა ძროხა, რომელიც მშვიდი, აუღელვებელი თვალებით შეჰყურებდა გაოცებულ ჟურნალისტებს, გამალებით რომ უღებდნენ სურათებს და ვერაფრით გაეგოთ, რატომ ჰქონდათ საქართველოში ძროხებს ადამიანების მსგავსი უფლებები და პირიქით.

სასტუმროში:

სასტუმრო “ტირიფებში” ერთი კვირით ადრე იყო დაჯავშნული თოთხმეტი ერთსაწოლიანი ნომერი, თუმცა სტუმრებს ნახევარი საათით მაინც მოუწიათ ვესტიბულში დგომა. მიზეზი არავინ იცის, მაგრამ საქართველო რისი საქართველოა მიზეზ-შედეგობრიობის უნივერსალური ჯაჭვიდან გამონაკლისს რომ არ წარმოადგენდეს!

როგორც იქნა ნომრებში გადანაწილდნენ.

ახალი გაოცება:

სასტუმროში ყველა ოთახი ორადგილიანი აღმოჩნდა (ალბათ სასტუმროს ადმინისტრაციამ თავიდანვე იფიქრა მარტოსული კლიენტებისთვის სიმარტოვის შემსუბუქების საშუალებებზე).

I ჟურნალისტი: იცით, მე ერთსაწოლიანი ნომერი მქონდა შეკვეთილი.
თარჯიმანი : დიახ, რა თქმა უნდა, თქვენ ერთსაწოლიანის ფასს გადაიხდით, მეორე საწოლი კი ისე, ყოველი შემთხვევისთვის დგას. იმედია ხელს არ შეგიშლით.

მესამე გაოცება:

II ჟურნალისტი: მაპატიეთ, ჩემი ნომრიდან ვერაფრით შევდივარ ინტერნეტში, მგონი ხაზია დაზიანებული.
თარჯიმანი: სასტუმროდან შეუძლებელია ინტერნეტით სარგებლობა, საერთაშორისო კოდი არ არის ჩართული.
ჟურნალისტი (შეწუხებული): მაშ როგორ მოვიქცე? მე აუცილებლად მჭირდება ფაილების გადაგზავნა.
თარჯიმანი: პრესკომფერენციის შემდეგ ინტერნეტკაფეში წაგიყვანთ, ეს ერთადერთი გამოსავალია.

სტადიონზე:

19 სთ. 00 წთ. პრესკომფერენციის შემდეგ. სავარჯიშოდ გამოდიან “ლანსის” ფეხბურთელები. ტორპედოელები ტრიბუნებიდან აკვირდებიან.

“ლანსის” ფეხბურთელთა საშუალო სიმაღლე _ 190 სმ.
საშუალო ასაკი _ 16 წელი.
კანის ფერი _ შავი, ლურჯში გარდამავალი.

ტორპედოელთა საშუალო სიმაღლე _ 170 სმ.
საშუალო ასაკი _ 20 წელი.
კანის ფერი _ თეთრი, სიფითრეში გარდამავალი.

მომავალი მატჩის პროგნოზი _ 0 : ? (ეს უკანასკნელი ფრანგების სინდისზეა დამოკიდებული).

21 სთ. 00 წთ. სტადიონი თანდათან ცარიელდება.

მეოთხე გაოცება:

ჟურნალისტი: აქ საქმე აღარაფერი გვაქვს, მგონი აჯობებს ინტერნეტ-კაფეში წავიდეთ.
თარჯიმანი: რა თქმა უნდა, როგორც გენებოთ.

ნურას უკაცრავად, საქართველო რისი საქართველოა პრობლემა რომ არ იყოს! ქალაქში შუქი ქრება. აღარ ღირს სტუმართა რეაქციის აღწერა, აჯობებს ზოგიერთი რამ უთქმელი დარჩეს. საქართველოში მიზეზი არაფერს სჭირდება, საქართველო თავადაა ყველაზე დიდი მიზეზი...

მეორე დღე, 28 აგვისტო. ექსკურსია ბაგრატზე.

წინ პოლიციის ესკორტი მიდის, უკან _ ჟურნალისტებით სავსე მიკროავტობუსი. საშუალო სიჩქარე _ 90 კმ/სთ. ფრანგებისთვის ჩვეული საშუალო სიჩქარე ქალაქში _ 50 კმ/სთ.

შიში, გაოცება, მღელვარება, კივილი, კვნესა... ავტობუსი გაჩერდა.

I ჟურნალისტი: მადლობა ღმერთს, რომ გადავრჩით. გიჟურად დაგყავთ, ასეთი სისწრაფე რა საჭიროა!
თარჯიმანი: სისწრაფე ჩვენი დამახასიათებელი თვისებაა.
II ჟურნალისტი: მე კი მგონია ეს უფრო დისციპლინის არქონაა. თქვენ ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ წესებს არ დაემორჩილოთ. ძალიან ანარქიული ხალხი ხართ.
თარჯიმანი: მართალი ბრძანდებით, ჩვენს ხასიათთან დისციპლინა და მორჩილება შეუთავსებელია.

ბაგრატზე უამრავი ხალხია შეკრებილი.

თარჯიმანი: იცით, დღეს წმინდა მარიამის დღესასწაულია, ამიტომაა ამდენი ხალხი.
II ჟურნალისტი: მართლაც, მგონი უამრავი რამ გაქვთ შესავედრებელი, თქვენს ქვეყანას მხოლოდ წმინდა მარიამის სასწაული თუ უშველის.

საპასუხო არაფერია...

მოწონება (ალილუია!):

ჟურნალისტები: ვერაფერს იტყვი, მშვენიერი ხედია!... მთელი ქალაქი ჩანს!.. შესანიშნავია!..
თარჯიმანი: აი იქით, შორს, კიდევ ერთი ტაძარი მოსჩანს, გელათი ჰქვია. ადრე ბაგრატიდან გელათამდე მიწისქვეშა გვირაბი ყოფილა.
I ჟურნალისტი: იმ გვირაბით ალბათ მონაზვნები ბერებს ხვდებოდნენ, არა? (სიცილი).

ცოტაოდენი დიდაქტიკა:

ბაგრატი მართლაც მშვენიერია, მაგრამ გვაქვს კი უფლება მისით ვიამაყოთ? დავიმსახურეთ კი ჩვენ ჩვენი წარსული? რა წვლილი მიგვიძღვის ჩვენ ამ მშვენიერების შექმნაში? იმ უქნარა უფლისწულს ხომ არ ვგავართ, მემკვიდრეობით რომ გადმოეცა ტახტი და ახლა თავსაც არ იწუხებს, ისედაც მეფე მქვიაო. წარსული აწმყოთი უნდა დაიმსახურო და მომავლის ასაშენებლად გამოიყენო. ჩვენ კი... ჩვენ მხოლოდ ვლაპარაკობთ, ვლაპარაკობთ...

თარჯიმანი: ჩვენი, ქართველების ნაკლი სწორედ ისაა, რომ სულ წარსულზე ვლაპარაკობთ, აწმყოს კი თავს ვარიდებთ.
II ჟურნალისტი: დიახ, და რაც მთავარია, მომავლისთვის არაფერს აკეთებთ. მშვენიერი ქვეყანა გაქვთ _ მზე, წყალი, ბუნება, _ და მაინც ვერაფერს ხდებით, დისციპლინა გაკლიათ. აი, თქვენი მთავარი ნაკლი.

ავტობუსმა მაღაზიისკენ აიღო გეზი.

I ჟურნალისტი: რას გვირჩევთ, რა შევიძინოთ თქვენი ქვეყნის სამახსოვროდ?
თარჯიმანი: ორი რამაა საქართველოს სიმბოლოდ აღიარებული: რქის სასმისი და ხანჯალი. ერთი ჩვენს სტუმართმოყვარეობას აღნიშნავს, მეორე _ ვაჟკაცობას. ერთი მეგობრებისთვისაა, მეორე _ მტრებისთვის. რომელიც გსურთ ის აირჩიეთ.

არჩევანი ყანწზე შეჩერდა.

20 სთ. 00 წთ. მოედანზეა ქუთაისის “ტორპედო” და ლანსის “ლანსი”, თეთრები და შავები. ზუსტად ისევე, როგორც ჭადრაკის დაფაზე. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ აქ, სტადიონზე, თეთრები იწყებენ და... აგებენ. თეთრები თამაშობენ, თამაშობენ მთელი ძალით. შავები მოედანზე დადიან და თეთრებს თამაშში ხელს უშლიან, ესაა და ეს, მაგრამ მაინც იგებენ.

I ჟურნალისტი: აბა, როგორაა საქმე, ყველაფერი კარგადაა?
თარჯიმანი: დიახ, კარგადაა, ოღონდ თქვენთვის.
I ჟურნალისტი (ირონიულად): ო, ლა, ლაა!

მაინც რა გაიფიქრა ამ დროს ფრანგმა ჟურნალისტმა და რას უნდა ნიშნავდეს ეს ტრადიციული ფრანგული შეძახილი?

ბოლო გაოცება:

მატჩის დასასრული. პრესკომფერენცია მწვრთნელებთან.

ფრანგი ჟურნალისტი წუთით უყურადღებოდ ტოვებს მობილურ ტელეფონსა და დისკეტებს. ჩვენში კი უყურადღებობისათვის ქურდები სჯიან...

აღტაცება:

22 სთ. 30 წთ. აეროპორტისკენ მიმავალ მიკროავტობუსში ჟურნალისტები ხმამაღლა კამათობენ მატჩის შესახებ. მძღოლი რადიოს უწევს. სალონი თანდათან ივსება მშვენიერი ქართული ჰანგებით. ჟურნალისტები ჩუმდებიან, ადგილზე შეშდებიან და სახეებზე აშკარა სიამოვნება ეხატებათ.

“თუ ასე ტურფა იყავი რად ვერ გამჩნევდი იაო,
იმად რომ სიყვარულისთვის გული არ გამიღიაო...”

თარჯიმანმა ტექსტის თარგმნა დააპირა, იქნებ გავაგებინო რაზეა ქართული სიმღერაო. უკან მოიხედა, მაგრამ ფრანგების აღტაცებული სახეების შეხედვისთანავე მიხვდა, თარგმანი ზედმეტი იქნებოდა. არსებობს ისეთი რამეები, რისი გაგებაც მხოლოდ გულითაა შესაძლებელი, მათ შორისაა საქართველოც...


http://natia.over-blog.com/article-4945662.html
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_ILI-100_*
პოსტი Apr 6 2009, 01:26 AM
პოსტი #100





სტუმრები






ახალი ამბები:





NASA-ს სპეციალისტები შოკში არიან.უკვე ერთი კვირაა მზეზე სისტემატიურად ეცემა ასტეროიდები.თავიდან ეს უბრალო შემთხვევა ეგონათ,მაგრამ როცა სისტემატიური სახე მიიღო უკვე შოკში ჩავარდნენ.NASA-ში ამბობენ,რომ თუ ეს შეტევები კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდა მზის სიმხურვალე გაიზრდება.ეს შემცირება კი კატასტროფულად აისახება მზის სისტემაში მოძრავ პლანეტებზე.მეცნიერები ამბობენ,რომ დედამიწა შემწვარ “ერბო კვერცს” დაემსგავსება აპრილის ბოლო რიცხვებში.

ეხლა NASA-ს მთავარი მიზანია დედამიწაზე არ დაუშვან ტემპერატურის აწევა,ამისათვის კი დედამიწის გარშემო მოძრავ თანამგზავრებს გამოიყენებენ.ამ თანამგზავრების რიცხვს ერთ კვირაში ახალი თანამგზავრიც შეემატება,რომელიც დედამიწის გადარჩენისთვის “ბრძოლაში” გენერლის ფუნქციას შეასრულებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_ILI-100_*
პოსტი Apr 6 2009, 06:05 PM
პოსტი #101





სტუმრები






დამანგრეველი მიწისძვრა იტალიაში



სამწუხაროდ დიდი ინფორმაცია ამ ტემაზე ვერ მოვიპოვე sad.gif კატასტროფა გამთენიისას მოხდა. გარდაცვლილების რაოდენობა ლამის ყოველ საათში მატულობს

ამბობენ კიდევ არის შესაძლებლობა ბიძგების გამეორებისო(2 თვის მანძილზე) ყველაზე ცუდი ისაა რო ცენტრალურ იტალიაში ძალიან ბევრია უძველესი შენობები, საუკუნეების, რამაც შეიძლება მათი ნგრევა გამოიწვიოს. ძალიან დიდი ხანია ესეთი მაშტაბის მიწისძვრა არ მომხდარა ევროპაში.
სამწუხაროა ისიც რომ მთლიანად განადგურდა ისტორიული ძეგლები და მიწასთან გასწორდა სტუდ ქალაქი
sad.gif

ეპიცენტრი რომთან ძალიან ახლოს დაფიქსირდა, მაქსიმალური ბიძგი 5,8 ბალი




Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_ILI-100_*
პოსტი Apr 6 2009, 06:12 PM
პოსტი #102





სტუმრები






მიწისძვრა წუხელ, იტალიის ცენტრალურ ოლქში, აბრუცოში მოხდა. მიწისძვრის სიძლიერე 6.3 ბალს შეადგენდა. დანგრეულია ათასობით შენობა. ნანგრევების ქვეშ უამრავი ადამიანია მოყოლილი.

სამაშველო სამსახურების წარმომადგენელთა ვარაუდით, დაღუპულთა რიცხვი შეიძლება კიდევ გაიზარდოს.



.06.04.09."ჯი-ეიჩ-ენი". იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. ბოლო ინფორმაციით მსხვერპლთა რაოდენობა 50-ს აჭარბებს. დაღუპუთა შორის არიან ავშვები და ტურისტებიც.
აბრუცოს მხარეში მომხდარი ტრაგედიის შედეგად უბედურების ზონაში ათი ათასი სახლია მოქცეული. როგორც ადგილობრივი კარაბინერების (პოლიცია) წარმომადგენლები აცხადებენ, ვითარება ძალზე სერიოზულია, საუბარია მრავალრიცხოვან მსხვერპლზე.
მათივე გამცხადებით, დაღუპულთა რაოდენობა სავარაუდოდ, გაიზრდება. იტალიის სამოქალაქო თავდაცვის ნაციონალური სამსახურის ხელმძღვანელის, გუიდო ბერტოლაზოს განცხადებით, მიწისძვრასთან დაკავშირებით შესაძლოა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოიცხადდეს. აბრუცოს მხარეში შექმნილ ვითარებას მან დრამატული უწოდა და დასძინა, რომ ეს იტალიისთვის ახალ ათასწლეულში ყველაზე დიდი სტიქიური უბედურებაა. მისივე თქმით, მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რაოდენობა მრავალრიცხოვანი იქნება, და ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩება.
აბრუცოს მხარეში მიწისძვრის ბიძგები თბილისის დროით 6:32 საათზე დაფიქსირდა. ქალაქ აკვილაში მიწისძვრის ბიძგებმა 5,8 ბალი შეადგინა. 7:00 საათისთვის განმეორებითი ბიძგების სიძლიერე 4,7 ბალი იყო.
ამ დროისათვის მოსახლეობა დსა სხვადასხვა სამსახურები ცდილობენ ნანგრევების ქვეშ დარჩენილი ადამიანების გადარჩენას.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_ILI-100_*
პოსტი Apr 6 2009, 07:06 PM
პოსტი #103





სტუმრები






ცვლილებები ძველიდან ახლისაკენ





როგორც ირკვევა, ჩვენს დროში აქტუალური ქართული სადღეგრძელოების დიდი ნაწილი ბოლო ათწლეულების ნაყოფია. კომუნისტური და შემდგომი პერიოდის საქართველოში სუფრის წესების პარალლურად, სადღეგრძელეობიც ძალიან შეიცვალა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ძველი ქართული სუფრიდან დღეს მხოლოდ ფრაგმენტებიღაა შემორჩენილი.

ცნობილი ამბავია, რომ საუკუნეების წინ, საქართველოში სადღეგრძელოების უმეტესობა იყო ძალიან მოკლე და ხშირად სულ რამდენიმე სიტყვიანი. თუმცა, როგორც წესი, მათი შინაარსი უფრო ტევადი და მრავლისმთქმელი იყო, ვიდრე დღევანდელი გაწელილი და ფაქტიურად არაფრისმთქმელი სადღეგრძელოები. საერთოდ, სადღეგრძელოებში არსებული თემატიკა იცვლებოდა იმის მიხედვით, თუ როგორი პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობა იყო ჩვენს ქვეყანაში და კონკრეტულ ეპოქაში ხალხს ყველაზე მეტად რა აწუხებდა.




ძველი ქართველი ევროპელები



დავით კობიძე, ეთნოგრაფი: პირველი ქართული სადღეგრძელოები წარმართული ღვთაებების, მზის, მთვარის, დედამიწისა და ბუნების სადიდებელი იყო. საერთოდ, ცნობილი ამბავია, რომ ქართველები "საბჭოურ გაზარმაცებამდე" ძალიან პრაქტიკული და ჯანსაღი ბუნების ხალხი იყვნენ და ეს სადღეგრძელოებშიც გამოიხატებოდა. ქართველები ლოცავდნენ იმას, რაც რეალური, აუცილებელი და საჭირო იყო. ლოცავდნენ ღმერთს (მაშინდელი გააზრებით, ღმერთი თავად ბუნება იყო), შვილებს, მოსავალს და ყველაფერ იმას, რაც საჭირო და უმთავრესია ადამიანისათვის. ეს "პრაქტიკულობის" ტენდენცია შემდგომი პერიოდის სადღეგრძელოებშიც შენარჩუნდა. მაგალითად, ერთ-ერთი ძველი წერილობითი წყაროს მიხედვით, საქართველოს პირველი მეფე, ფარნავაზი მცხეთელმა მესხმა, ვინმე გოინიმ ასე დალოცა: "იყავ ჯანმრთელი მეფეო და იქმნეს მხიარულობა". დღესაც ძნელია ადამიანს ამაზე კარგი რამ უსურვო. ჯანმრთელობა და მხიარულება, მართლაც ყველაზე სწორი და ჯანსაღი სურვილია. ალბათ სწორედ ჯანმრთელობა და მხიარულება ნიშნავს ბედნიერებას.".

ადრეული შუა საუკუნეების პერიოდის ქართული სადღეგრძელოები, თავიანთი შინაარსით ძალიან ჰგავს ისეთ სადღეგრძელოებს, რომლებსაც დღეს ევროპის ქვეყნებში მიღებებსა და ბანკეტებზე ხშირად გაიგონებთ. შეიძლება გაგაკვირვოთ ამ შედარებამ და დაუჯერებლად მოგეჩვენოთ პარალელები ადრეული შუა საუკუნეების საქართველოსა და 21-ე საუკუნის ევროპას შორის, მაგრამ თუკი ძველი არაბი ისტორიკოსის ინექ ალ დეისის ცნობებს ვნახავთ, ბევრი რამ ცხადი გახდება. ინექ ალ დეისი წერს: "სომხეთში და საქართველოში ღვინო ძალიან უყვართ, თუმცა რომაელებივით არ იციან დათრობა. სულ სამ სასმისს სვამენ და სხვადასხვანაირად ადღეგრძელებენ იმ ადამიანს, ვისაც ქეიფი ეძღვნება". ფაქტია, რომ ამ ამბების მომყოლ არაბ ისტორიკოსს არანაირი მოტივაცია არ ექნებოდა რაიმე მიზნით ტყუილი ეთქვა, და თუ ეს ყველაფერი სინამდვილეა, მაშინ სწორია ჩვენი ვარაუდი ამასთან დაკავშირებით, რომ თანამედროვე ევროპული და ძველი ქართული სადღეგრძელოები ერთმანეთს ჰგავს. ბანკეტის ტიპის ევროპულ სუფრებზე, ძველი საქართველოს მსგავსად, სწორედ აღნიშნული ბანკეტის (შეხვედრის, სუფრის..) მომწყობთ ლოცავენ და თან სხვადასხვანაირად..



თამარი და სხვანი



დღეს ქართულ სუფრაზე მთავრობის და ხელისუფალთა მიმართ მიძღვნილი სადღეგრძელოები ფამილარობად და აფერისტობად ითვლება, რაც გასაგები და ბუნებრივია. ძველ საქართველოში კი, მეფეების დალოცვა ჩვეულებრივი მოვლენა იყო და ეს სულაც არ კეთდებოდა იმისთვის, რომ ვინმეს საკუთარი პოლიტიკური ან პირადი ინტერესები ამოძრავებდა. ანდა, აბა რა პოლიტიკური და პირადი დაინტერესება უნდა ჰქონოდა იმ ქართლელ გლეხს, რომელმაც სიმონ პირველს სამსტროფიანი ლექსი-სადღეგრძელო მიუძღვნა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქართველები უკვლებლივ ყველა მეფეს მიიჩნევდნენ დალოცვის ღირსად. მამისა და ძმის მკვლელი კახეთის მეფის, ავ-გიორგის დამლოცავი ადამიანი ნამდვილად არ არსებობდა. ქართველები მხოლოდ ღირსეულ მეფეებს ლოცავდნენ.

გიორგი მალხაზიშვილი, ისტორიკოსი: მეფისადმი მიძღვნილი სადღეგრძელოები საქართველოში ყოველთვის განსაკუთრებით პოპულარული იყო. თუმცა, მეფეებიდან ამ მხრივ განსაკუთრებული პატივი ერეკლე მეორესა და თამარს ხვდა წილად. თამარს ლოცავდნენ ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეში. როგორც მის სიცოცხლეში, ასევე თამარის გარდაცვალების მერეც. თამარისადმი მიძღვნილი სადღეგრძელო თავის თავში მოიცავდა, ქვეყნის, ერთიანობის, სიკეთის, სილამაზის და სამართლიანობის სადღეგრძელოებს. თამარს ლოცავდნენ არა მხოლოდ ტომით ქართველები, არამედ ლეკებიც, ოსებიც, აფხაზებიც.. თამარს საკუთარ მეფედ ჩეჩნები, იგივე ვაინახებიც კი მიიჩნევდნენ. იმ პერიოდში ქალი მეფე, თან ასეთი ძლიერი და ასეთი სამართლიანი, ნამდვილი მსოფლიო მოვლენა იყო. მოგეხსენებათ, ძველ დროში ქალებისადმი და მათ შესაძლებლობებისადმი საკმაოდ ცინიკური და არასამართლიანი დამოკიდებულება არსებობდა. თამარმა კი თავისი არსებობით ყველა ეს კლიშე დაამსხვრია. რაც შეეხება ერეკლე მეფეს, ერეკლე იყო უკანასკნელი ქართველი მეფე, რომელმაც საქართველოს ისტორიაში ბოლო ბრძოლები მოიგო. ერეკლეს შემდეგ, საქართველოს არც ერთი ბრძოლა არ მოუგია და ეს სამწუხარო ტენდენცია დღემდე გრძელდება. ერეკლე მეფის სადღეგრძელო განსაკუთრებით პოპულარული იყო კახეთში და კახეთის მთიანეთში. ერეკლე მეფის სადღეგრძელოს კახეთში დღესაც კი სვამენ. საერთოდ, თუკი საქართველოს ისტორიას გადავხედავთ, მეფე ყოველთვის ქვეყანასთან იყო გაიგივებული და შესაბამისად, მეფის დალოცვა ქვეყნის დალოცვას უდრიდა".



"ღმერთმა გვაშოროს ფაშები, და გაგვიმრავლდეს ბავშვები"




როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქართული სადღეგრძელოები იცვლებოდა სხვადასხვა ეპოქისა და დროის შესაბამისად. როგორც ეთნოგრაფი და ისტორიკოსი ალექსანდრე ჯელაძე ამბობს, ქართული სადღეგრძელოები დროსთან ყოველთვის თანამიმდევრული იყო და სხვადასხვა დროში ამა თუ იმ სადღეგრძელოს შექმნა და პოპულარულობა კონკრეტული საჭიროება განაპირობებდა.

ალექსანდრე ჯელაძე, ეთნოგრაფი: არაბების ბატონობის პერიოდში საქართველოს ყველაზე აქტუალური პრობლემა ქრისტიანობის შენარჩუნება იყო. შესაბამისად, იმ ეპოქის საქართველოში ქრისტიანობისა და რწმენის გადარჩენის საკითხი სადღეგრძელოებშიც აისახა. სავარაუდოდ, სწორედ იმ პერიოდიდან მოდის რელიგიური სადღეგრძელოების დიდი ნაწილი. მონღოლების ბატონობისას, უმთავრესი პრობლემა ხალხის ფიზიკურად გადარჩენა იყო. კახეთში და ქართლში დღესაც ამბობენ სადღეგრძელოს: "დავრჩენილიყავით". უმეტესობამ ალბათ არც იცის რას ნიშნავს ეს ერთი სიატყვა, რომელიც რეალურად ნიშნავდა იმას, რომ ქართველები ერთმანეთს უსურვებდნენ, შემოსულ მტერს (იმ შემთხვევაში მონღოლებს) არ აეყარათ და არ გაეყიდათ სხვა ქვეყანაში. ოსმალეთის ბატონობის დროს, დასავლეთ საქართველოში "ტყვეთა სყიდვის" საშინელმა სენმა ლამის მთელი დასავლეთ საქართველოს ახალგაზრდობა შეიწირა. ასეულობით ქართული სოფელი დაიცალა ახალგაზრდობისაგან. სწორედ ამიტომ, დასავლეთ საქართველოში მთავარ სადღეგრძელოებად მიიჩნეოდა ისეთი სადღეგრძელოები, სადაც ახალგაზრდები, ბავშვები და მომავალი ფიგურირებდა. სხვათა შორის, იმერეთში დღესაც ამბობენ ასეთ სადღეგრძელოს: "ღმერთმა გვაშოროს ფაშები და გაგვიმრავლდნენ ბავშვებიო".. აღმოსავლეთ საქართველოში ირანის ბატონობის პერიოდში, უამრავი ვენახი გაიჩეხა. ალბათ სწორედ ამის ნაყოფია ის, რომ იქაურებმა ვანახი საქართველოსთან გააიგივეს და ვენახისა და ღვინის სადღეგრძელო ძალიან პოპულარული გახდა".



"კაცობა და მეობა"




ჯერ ცარისტული, და შემდგომ საბჭოთა რუსეთის მიერ დაპყრობილ საქართველოში, სადღეგრძელოების დიდი ნაწილი მკვეთრად შეიცვალა როგორც თავისი ფორმებით, ასევე შინაარსით. პრაქტიკული, მოკლე და შინაარსიანი სადღეგრძელოები არაფრისმომცემმა და უშინაარსო ლაყაფმა შეცვალა. ქართული სუფრა აფერისტობისა და ფამილარობის ასპარეზი გახდა, სადაც ადამიანები ხშირად არა საუკეთესო, არამედ ყველაზე ცუდ თვისებებს ავლენდნენ.

დავით კობიძე: რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, ქართული სუფრა სწორედ იმ საზოგადოებას დაემსგავსა, რომელშიც ათწლეულების მანძილზე ვცხოვრობდით. საბჭოური უსაქმურობა, არაპრაგმატულობა, არაპროფესიონალიზმი და ფამილარულობა, ქართულ სუფრასა და სადღეგრძელობშიც გამოიხატა. ამას დაემატა ისიც, რომ იმ პერიოდში მასიურად დაიწყო ქართული ღვინის გაყალბება. ნათქვამია: "როგორ ღვინოსაც სვამ, ისეთ სადღეგრძელოებს ამბობო", სწორედ ასე იყო მაშინაც. მაშინდელი ღვინის ქარხნის დირექტორები ოჯახისათვის ნამდვილი და კარგი ღვინის საყიდლად სოფელ-სოფელ დადიოდნენ და რა გასაკვირია, რომ იმ პერიოდის სადღეგრძელოებიც ქარხნებში ჩამოსხმული ღვინის დონისა იყო.. "პურის მჭამელი ხალხის", "კაცობისა და მეობის", "ვინც მოპარვაც იცის და დახარჯვაც" და ასეთი ტიპის სადღეგრძელოები რატომღაც წმინდა ქართულად მიიჩნეოდა. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ასეთ სადღეგრძელოებს დღესაც გაიგონებთ და არა მხოლოდ უფროსი ასაკის ადამიანებისაგან.."

ჯერ ადრეა ვისაუბროთ თანამედროვე, ანუ პოსტსაბჭოთა საქართველოში შექმნილი სადღეგრძელოების ორიგინალურობაზე და ეპოქისათვის დამახასიათებელ სტილზე. თუმცა, როგორც მიმდინარე ტენდენციები გვიჩვენებს, ბოლო დროს ყველაზე პოპულარული გახდა რელიგიური და პოლიტიკური თემატიკის შემცველი სადღეგრძელოები, რაც ჩვენი ქვეყნის არაჯანსაღ სოციალურ-პოლიტიკურ სიტუაციაზე კიდევ ერთხელ მეტყველებს. ჯანსაღი სადღეგრძელო ხომ პირველ რიგში ჯანსაღ საზოგადოებაში ისმება!

© „მარანი“

და ბოლოს, მინდა ყველამ ნახოთ ეს ვიდეო და დავფიქრდეთ საკუთარ საქციელზე

http://www.myvideo.ge/?video_id=449024
Go to the top of the page
 
+Quote Post
saint_jimmy
პოსტი Apr 15 2009, 04:15 PM
პოსტი #104


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 132
რეგისტრ.: 4-January 09
მდებარ.: saoxreshi
წევრი № 1 095



ელენთა ?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Jonathan Livings...
პოსტი Apr 15 2009, 04:25 PM
პოსტი #105


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 2 074
რეგისტრ.: 14-April 09
წევრი № 2 220



წს გახლავთ ჩეხი მწერლის ვერნერ ჰოლცვართის ზღაპარი, რომელიც ძალზედ პოპულარულია მთელს ევროპაში და ჩვენთანაც ითარგმნა... wink.gif



თხუნელას შესახებ, რომელსაც უნდოდა გაეგო, ვინ დააკუკა თავზე



თხუნელას შესახებ, რომელსაც უნდოდა გაეგო, ვინ დააკუკა თავზე




ერთ დილას თხუნელამ მიწიდან ამოყო თავი, რომ გაეგო, ამოვიდა თუ არა უკვე მზე. უცებ, ასეთი რამ მოხდა: თხუნელას პირდაპირ თავზე დაენარცხა უჩვეულო, მომრგვალო, ძეხვისმაგვარი ყავისფერი მასა.




“ეს რა სითავხედეა!” - გაბრაზდა თხუნელა - “ვინ დამაკუკა თავზე?”. მაგრამ რადგანაც ძალიან ბეცი იყო, ვერავინ დაინახა.





“ეს შენი კუკია?” - კითხა მან მტრედს, რომელიც სწორად ამ დროს იქვე დაფრინავდა.



“ჩემი? როგორ გეკარდება! მე ვკუკავ ასე,” - თქვა მტრედმა: და - წკაპ-წკუპ - მიწაზე რაღაც თეთრი მიიშხეფ-მოიშხეფა და თხუნელას მარჯვენა ფეხზე მთლიანად მოეცხო.




“ეს შენი კუკია?” - კითხა მან ცხენს, რომელიც ახლომახლო, მდელოზე ძოვდა.



“ჩემი? როგორ გეკარდება! მე ასე ვკუკავ,” - თქვა ცხენმა: და - დღლუმც - ცხენის ხუთი მსხვილი ფუნჩულა კუკი თხუნელას გვერდით, მიწაზე დაეცა. თხუნლამ ფეხები ვერ დაიმორჩილა.




“ეს შენი კუკია?” - კითხა მან კურდღელს. “ჩემი? როგორ გეკარდება!”



“მე ასე ვკუკავ!” - თქვა კურდღელმა. და - დხ-დხ-დხ - თხუნელას ზემოდან კურდღლის თხუთმეტი გუნდა დაეფანტა. თხუნელა მყისვე გავარდა უსაფრთხო მანძილზე.




“ეს შენი კუკია?” - კითხა მან თხას, რომელიც ოცნებებში ჩაძირული ახლომახლო დაბაკუნებდა.



--------------------
I was born on Sunday morning when my daddy took a plane to India
I was born on Sunday morning when my daddy took a plane to India
I was born on Sunday
I was born on Sunday
I was born on Sunday morning when my daddy took a plane to India
Go to the top of the page
 
+Quote Post

13 გვერდი V  « < 5 6 7 8 9 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2014 - 06:36 PM