სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

12 გვერდი V   1 2 3 > »   ( პირველ წაუკითხავ პოსტზე გადასვლა )
Reply to this topicStart new topic
padfoot
პოსტი Jul 26 2011, 05:28 PM
პოსტი #1


kai tipi :P
***

ჯგუფი: მოდერატორები
პოსტები: 13 135
რეგისტრ.: 23-May 09
მდებარ.: under the Invisibility Cloak

წევრი № 2 655





ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი დაიბადა 1892 წლის 3 იანვარს, ბლუმფონტეინში (სამხ. აფრიკა), ინგლისელი მშობლების ოჯახში. როდესაც ის სამი წლის იყო, დედა, მის ძმა ჰილარისთან ერთად და პატარა ჯონთან ერთად, დაბრუნდა ინგლისში. ტოლკინის მამა, არტური, მოგვიანებით გარდაიცვალა სამხ. აფრიკაში. ოჯახი დარჩა ინგლისში და 1896 წლის ზაფხულისათვის საცხოვრებლად გადავიდა ბირმინგემთან ახლოს.
ტოლკინები ღარიბულად ცხოვრობდნენ. როდესაც ჯონი 12 წლის იყო, დედა გარდაიცვალა და ძმები მიბარდნენ კათოლიკური ეკლესიის მღვდელს. ძმები საცხოვრებლად დეიდებთან გადავიდნენ.

1910-1911 წლებში ახალგაზრდა ჯონი ესწრებოდა ლექციებს მეფე ედუარდის სკოლაში, ბირმინგემში, სადაც კლასიკურ და თანამედროვე ენებს ეუფლებოდა. 1911 წელს ის გადავიდა სასწავლებლად ექსეტერის კოლეჯში, სადაც სწავლობდა კლასიკურ ენებს, ძველ ინგლისურს, გერმანიკულ ენებს, უელსურსა და ფინურს. ინტერესი ფილოლოგიისადმი მისი მხრიდან ყოველთვის იგრძნობოდა. 1913 წელს მან გამოაქვეყნა თავისი პირველი ლექსი 'უხსოვარი თემზის მრავალტირიფიანი ნაპირიდან'.

იმ დროს, როდესაც ტოლკინმა დაასრულა სწავლა ოქსფორდში, 1915 წელს, ევროპაში იფეთქა პირველმა მსოფლიო ომმა. სხვებთან ერთად ის გადაისროლეს ლანკაშირში, მაგრამ დროებით დიდი მოვალეობა არ ეკისრა. ამ პერიოდში დაიწერა სახუმარო 'გობლინების ნაბიჯები'. 1916 წლის მარტში ის დაქორწინდა ედით ბრეტზე - გოგონაზე, რომელსაც მიუძღვნა ეს ლექსი.


თავდაპირველად ტოლკინი მუშაობდა რამდენიმე ლექსიკონის შედგენაზე. ცნობილია მისი წვლილი 'იერუსალიმური ბიბლიის' შედგენაში. ამავე პერიოდში მან დაიწყო საკუთარი, უშუალოდ უელსურსა და ფინურზე დაფუძნებული ენების შექმნაც. პირველი დიდი მოთხრობა, დაკავშირებული შუამიწეთთან მან წარადგინა ექსეტერის კოლეჯის ესეების კლუბში, 'გონდოლინის დაცემის' სახით.
პროფესორის წოდების მიღების შემდეგ ის 1925 წლამდე დარჩა ლიდსში და ასწავლიდა ანგლო-საქსურ ენებს. მისი ლექსები თუ ესეები ხშირად იბეჭდებოდა ლიდსის ცნობილ გამოცემებში.

კარიერის მთელი დარჩენილი წლები ტოლკინმა ოქსფორდში გაატარა, 1959 წლამდე. ამ დროის ერთ-ერთი გამორჩეული ნაშრომია ლექცია ბეოვულფის შესახებ.
ოქსფორდში ჯონმა მეგობრებთან ერთად დააარსა 'ინკლინგთა' კლუბი. ისინი ხშირად იკრიბებოდნენ პაბში 'არწივი და ბავშვი', სადაც პირველად იქნა წაკითხული ჯონის ბევრი ცნობილი მოთხრობა. საზოგადოებაში ასევე შედიოდა კლაი ლიუისიც, ჯონის დიდი მეგობარი და შემდგომში 'ნარნიის ქრონიკების' ცნობილი ავტორი.
ტოლკინი კათოლიკე იყო, ხოლო ლიუისი - აგნოსტიკოსი. ამიტომ, ეს პერიოდი გამოირჩეოდა მათი ხშირი კამათებით მითოლოგიაზე. ლიუისს არ სწამდა მითებისა და ზღაპრების, ტოლკინი კი დარწმუნებული იყო, რომ მათ აქვთ მორალური და სულიერი მნიშვნელობა.

ოქსფორდში თავისი კარიერის წლებში ტოლკინმა, ერთ-ერთი სტუდენტის ნაშრომის შემოწმებისას გვერდზე მიაწერა 'მიწაში იყო სორო, რომელშიც ჰობიტი ცხოვრობდა'. მან თავად არც იცოდა, რას ნიშნავდა ეს სიტყვა და რატომ ცხოვრობდა ჰობიტი სოროში, მაგრამ სწორედ ამით ჩაეყარა საფუძველი შუა-მიწეთის სამყაროს შექმნას (მიუხედავად იმისა, რომ გონდოლინისა და ეარინდილის თემებს ადრე უკვე ჰქონდა ადგილი მის ფიქრებში). 1937 წელს გამოქვეყნდა ეს საოცარი ზღაპარი. ერთი შეხედვით, თითქოს და უბრალო სქემა ბილბო ბეგინსის მოგზაურობისა აქეთ და იქით, ჰობიტონიდან ეულ მთამდე და უკან, ყირამალა დააყენა წარმოდგენები თანამედროვე ზღაპრის შესახებ.

სტენლი ანვინის, 'ჰობიტის' გამომცემლის შეთავაზებით პროფესორმა მუშაობა დაიწყო 'ჰობიტის' გაგრძელებაზე, რომელმაც 1954 წლამდე გასტანა - ამასობაში ტოლკინს არაერთი გზააბნეულობა ხვდა წილად, რადგან რთული იყო ასეთი მდიდარი სამყაროს შექმნა, რომელშიც ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებული უნდა ყოფილიყო. ამას თან სდევდა მეორე ციკლზეც, 'სილმარილიონი', მუშაობა. ეს წიგნი მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ, 70-იანი წლების ბოლოს გამოიცა.
'ბეჭდების მბრძანებელი' უდავოდ ყველაზე სრულყოფილი ვრცელი ფენტეზი-ტრილოგია, გამოჩნდა 1954-55 წლებში, სამი წიგნის სახით - 'ბეჭდის საძმო', 'ორი ციხესიმაგრე' და 'მეფის დაბრუნება'. კრიტიკოსების ერთი ნაწილი, რა თქმა უნდა, იწუნებდა ამ პრეტენზიულ ნაშრომს, მაგრამ მეორე აღფრთოვანებული იყო ავტორის სიყვარულით ენების მიმართ და მისი უსაზღვრო ფანტაზიით.



ჯ.რ.რ. ტოლკინი გარდაიცვალა 1973 წლის 2 სექტემბერს. მისი და ედითის საფლავზე სიყვარულით წერია 'ლუთიენი' და 'ბერენი', არდას ეპოპეის
ორი გმირის სახელი.
რა თქმა უნდა, პროფესორის შემდეგ შუამიწეთის ისტორია არ დასრულებულა. უფრო მეტიც, მისი გარდაცვალების შემდგომ მისმა შვილმა, კრისტოფერმა დაიწყო მამის დაუსრულებელი ნაწერების გადამუშავება. 'სილმარილიონი', შუამიწეთის ისტორიის ნამდვილი ქრონიკა, საბოლოოდ გამოიცა. მას მიჰყვა 'დაუსრულებელი მოთხრობები', ხოლო 1980 წელს საფუძველი ჩაეყარა 12 ტომიან სერიას 'შუამიწეთის ისტორია'. პარალელურად გამოდიოდა ბევრი სხვა წიგნიც, რომელიც შუამიწეთთან კავშირში არ არის, მაგრამ, თავის მხრივ, ტოლკინისტთა და ტოლკინომანთა არანაკლებ დიდ ყურადღებას იქცევს. ურიცხვია უკვე გამოცემული, ტოლკინთან დაკავშირებული ენციკლოპედიები, კვლევები, ატლასები, ბიოგრაფიული ნაშრომები.









ბეჭდების მბრძანებელი ფენტეზის ჟანრის ეპიკური რომანია, რომლის ავტორია ფილოლოგი და ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი.
თავდაპირველად ნაწარმოები ჩაფიქრებული იყო, როგორც ჰობიტის გაგრძელება , თუმცა შემგომში ის ბევრად უფრო მოცულობით ნაშრომად განვითარდა (ვიცი, მთლად დალაგებული წინადადება არ გამომსვლია).
ის იწერებოდა ეტაპებად 1937-1949 წლებში, თუმცა უდიდესი ნაწილი შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის დროს.

ბეჭდების მბრძანებელი მკითხველთა (და არამარტო tongue.gif ) უმრავლესობისათვის ცნობილია , როგორც ტრილოგია. თუმცა ტოლკინს განზრახული ჰქონდა , რომ ბ.მ. ყოფილიყო პირველი ნაწილი მისი ორტომეულისა , რომლის მეორე ტომი იქნეოდა სილმარილიონი. მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, რაც ტოლკინმა გამომცემელს წარუდგინა პირველი ტომი - ბეჭდის მბრძანებელი, გადაწყდა, რომ , ეკონომიკური მიზეზების გამო ის გამოიცემოდა 1954-1955 წწ. 3 ტომად, რომელთაგან თითო იქნებოდა 2 წიგნისაგან შემდგარი. (1954 წლის 21 ივლისს, 1954 წლის 11 ნოემბერს, 1955 წლის 20 ოქტომბერს).

3 ტომის სათაურებია, შესაბამისად* : ბეჭდის საძმო (The fellowship of the Ring), 2 ციხე-კოშკი (The Two Towers) და ვახოს დაბრუნება (The return of the King)

ბეჭდების მბრძანებელი მას შემდეგ გამოიცა მრავალჯერ, ითარგმნა არა ერთ და ორ და სამ და ოთხ და ხუთ და ექვს დადადა ენაზე და გახდა მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და უმნიშვნელოვანესი თხზულება ფენტეზი დარგში (როგორც ლიტერატურაში, ასევე კინემატოგრაფიაში). დღესაც იბეჭდების The Lord of the iRings.

წიგნის სახელი უკავშირდება მთავარ ანტაგონისტს, ბნელ ბატონ საურონს. თუ გაინტერესებთ ვინაა და რას წარმოადგენს საურონი, წაიკითხეთ მინიმუმ ვიკიპედიის რომელიმე სტატია, მაქსიმუმ ბეჭდების მბრძანებელი.

ითვლება, რომ ბეჭდების მბრძანებელმა დიდი გავლენა იქონია თანამედროვე ფენტეზიზე.


N.B. ვისაც რა მოაკლდება თვალში, თავად დაამატოს შემდეგ პოსტებში. აბა მე "სიკეთეს" ბოლომდე ხო არ გავაკეთებ laugh.gif biggrin.gif

________________________________________________________________________________

* აქ "შესაბამისად" აღნიშნავს არა ლოგიკურ შედეგს, არამედ ლოგიკურ შესაბამისობას: პირველი სათაური პირველი ტომისაა და ა.შ.


--------------------
3.14159265358979323846264338327950288419716939937510... სე ლა პი


marauder
Go to the top of the page
 
+Quote Post
iirkola chi
პოსტი Jul 26 2011, 06:14 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 808
რეგისტრ.: 6-March 09
მდებარ.: iirkola chi ცხოვრობს წყაროს პირას
წევრი № 1 627



დე იქმნა ნათელი და გაიხსნა ეს თემაც tongue.gif


--------------------
აღსდექ კუმეო!
Go to the top of the page
 
+Quote Post
padfoot
პოსტი Jul 26 2011, 09:28 PM
პოსტი #3


kai tipi :P
***

ჯგუფი: მოდერატორები
პოსტები: 13 135
რეგისტრ.: 23-May 09
მდებარ.: under the Invisibility Cloak

წევრი № 2 655



biggrin.gif

ანუჩის თხოვნით biggrin.gif


--------------------
3.14159265358979323846264338327950288419716939937510... სე ლა პი


marauder
Go to the top of the page
 
+Quote Post
mariami_mm
პოსტი Jul 26 2011, 09:57 PM
პოსტი #4


mylpi
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 3 407
რეგისტრ.: 6-April 09
წევრი № 2 117




ახლა შევამჩნიე რომ აქამდე არ ყოფილა ეს თემა : )))

heart.gif I'm in love with LOTR



--------------------

when the sun is shining, life is really wonderful (c) mylpi

ARMATURA

HOME LESS - MORE STREET
MORE SUN - MORE FREE
Go to the top of the page
 
+Quote Post
bella_trix
პოსტი Jul 26 2011, 10:52 PM
პოსტი #5


Amateur Pathologist
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 5 907
რეგისტრ.: 15-May 09
მდებარ.: tuning through the monsoon

წევრი № 2 569



ადრე მეგონა ჰობიტი ვიყავი სულით, მაგრამ აშკარად არააა.. ხო და ჯერ ეხლა ვეცნობი ძიებაში ვარ batting.gif

რა ლამაზია ეს ელფური დამწერლობა, ნეტა სინამდვილეში ავტორი ვინაა და სამუშიას გადეცით რომ მიყვარს

padfoot

ირაკლი გამახსენდა, თუ ვთქვი რომ მიყვარს.. არ მახსოვს, მაგრამ ჯერ რაც წავიკითხე, პოტერი ამის ერთ აბცაზადაც არ ღირს სუბიქტრური საზომებით. შეიძლება ბოლო ფილმმა სულ გამიფუჭა წარმოდგენა mellow.gif


--------------------
"იანტი დევა-ვრატა დევან პიტრნ იანტი პიტრ ვრატაჰ"
Go to the top of the page
 
+Quote Post
bella_trix
პოსტი Jul 27 2011, 07:48 AM
პოსტი #6


Amateur Pathologist
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 5 907
რეგისტრ.: 15-May 09
მდებარ.: tuning through the monsoon

წევრი № 2 569





შაჭყალი sad.gif :ხუტ:



--------------------
"იანტი დევა-ვრატა დევან პიტრნ იანტი პიტრ ვრატაჰ"
Go to the top of the page
 
+Quote Post
padfoot
პოსტი Jul 27 2011, 02:33 PM
პოსტი #7


kai tipi :P
***

ჯგუფი: მოდერატორები
პოსტები: 13 135
რეგისტრ.: 23-May 09
მდებარ.: under the Invisibility Cloak

წევრი № 2 655



bella_trix

ვინ ირაკლი? რა თუ გიყვარს? unsure.gif


--------------------
3.14159265358979323846264338327950288419716939937510... სე ლა პი


marauder
Go to the top of the page
 
+Quote Post
Azazello
პოსტი Jul 27 2011, 03:21 PM
პოსტი #8


Castiel
***

ჯგუფი: მოდერატორები
პოსტები: 6 313
რეგისტრ.: 3-August 08
მდებარ.: თბილისიდან 70 კმ–ში

წევრი № 23



bella_trix
ციტატა
რა ლამაზია ეს ელფური დამწერლობა, ნეტა სინამდვილეში ავტორი ვინაა და სამუშიას გადეცით რომ მიყვარს

მაგ წიგნში აბსოლუტურად ყველაფერი ტოლკინმა შექმნა, მათ შორის ელფური დამწერლობა და ენები smile.gif


--------------------
ერთად ვებრძოლოთ ავიტამინოზს!!!
- - - - - - - - - - - - - - - - - - - -
terabitia.wordpress.com
Go to the top of the page
 
+Quote Post
bella_trix
პოსტი Jul 27 2011, 03:30 PM
პოსტი #9


Amateur Pathologist
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 5 907
რეგისტრ.: 15-May 09
მდებარ.: tuning through the monsoon

წევრი № 2 569



padfoot

სამუშიამ თარგმნა ეს წიგნი და პოტერის მთარგმნელზე თუ იგივე გავიფიქრეთქო თავის დროზე


Azazello

მისაბაძი ადამიანი ყოფილა, კიდევ? გისმენთ თვალებგაბრწყინებული და განაბული, რაააც კი იცი ყველაფერი თქვი batting.gif


--------------------
"იანტი დევა-ვრატა დევან პიტრნ იანტი პიტრ ვრატაჰ"
Go to the top of the page
 
+Quote Post
Azazello
პოსტი Jul 27 2011, 03:38 PM
პოსტი #10


Castiel
***

ჯგუფი: მოდერატორები
პოსტები: 6 313
რეგისტრ.: 3-August 08
მდებარ.: თბილისიდან 70 კმ–ში

წევრი № 23



bella_trix
ციტატა
მისაბაძი ადამიანი ყოფილა, კიდევ? გისმენთ თვალებგაბრწყინებული და განაბული, რაააც კი იცი ყველაფერი თქვი

რა ვიცი, სხვა რა გითხრა, ფილოლოგი იყო, ოქსფორდის პროფესორი. გულდაწყვეტილი იყო, რომ ინგლისური მითოლოგია არ იყო ისეთი ორგანიზებული და კარგად დაწყობილი, როგორც, მაგალითად, სკანდინავიური, ამიტომ გადაწყვიტა თვითონ შეექმნა ახალი მითოლოგია. შრომობდა ბევრს, ძალიან ბევრს, შუახმელეთის სრულყოფილი სურათის შექმნას ათწლეულები მოანდომა. მაგრამ ეს ყველაფერი ალბათ შენც გეცოდინება ისედაც. შემიძლია ვიკიპედიის ლინკებით დაგეხმარო თუ გინდა


--------------------
ერთად ვებრძოლოთ ავიტამინოზს!!!
- - - - - - - - - - - - - - - - - - - -
terabitia.wordpress.com
Go to the top of the page
 
+Quote Post
bella_trix
პოსტი Jul 27 2011, 03:42 PM
პოსტი #11


Amateur Pathologist
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 5 907
რეგისტრ.: 15-May 09
მდებარ.: tuning through the monsoon

წევრი № 2 569



Azazello

რატომ ამბობენ რომ "ბეჭდების მბრძანებელი" ყველა ქრისტიანული წიგნია? ანუ ერთ-ერთი საუკეთესო.. ამის შესახებ ამე გარჩევა ხომ არ გეგულება. მამარდაშვილისადმი მიძღვნილ საღამოზე ერთი ფილოსოფოსი აქებდა და ადიდებდა. არ მინდა ძალიან სუბიექტური შთაბეჭდილებები დამღცეს და მოკლედ რაც კი გაგახსენდება, ინტერვიუ, რეალური წყარო საიდან რა მოიგონა.. ყველაფერი ყველაფერი მინდა... smile.gif


--------------------
"იანტი დევა-ვრატა დევან პიტრნ იანტი პიტრ ვრატაჰ"
Go to the top of the page
 
+Quote Post
padfoot
პოსტი Jul 27 2011, 03:43 PM
პოსტი #12


kai tipi :P
***

ჯგუფი: მოდერატორები
პოსტები: 13 135
რეგისტრ.: 23-May 09
მდებარ.: under the Invisibility Cloak

წევრი № 2 655



bella_trix


ლოოლზ rofl.gif ეგ შენ გაბოლებდი biggrin.gif ნუ გახუმრება მინდოდა biggrin.gif არა, ვაჟიკოს გულუბრყვილობაც ძალიან დამეხმარა biggrin.gif
იმას პირდაპირ ვუთხარი რო შენ ასე გეუბნებოდი და ვთხოვე მიდი ამიბი-მეთქი მხარი biggrin.gif იმ ბატმა კიდევ თავად დაიჯერა wub.gif

ასეთ უნიჭო ტყუილებს რატომ იჯერებენ? biggrin.gif


--------------------
3.14159265358979323846264338327950288419716939937510... სე ლა პი


marauder
Go to the top of the page
 
+Quote Post
Azazello
პოსტი Jul 27 2011, 03:46 PM
პოსტი #13


Castiel
***

ჯგუფი: მოდერატორები
პოსტები: 6 313
რეგისტრ.: 3-August 08
მდებარ.: თბილისიდან 70 კმ–ში

წევრი № 23



bella_trix
მე ახალგამომცხვარი ტოლკიენისტი ვარ და ჯერ მაგდენი არ ვიცი biggrin.gif ქრისტიანულობის რა მოგახსენო, არ ვიცი უბრალოდ. ნარნიას ქრონიკები ნამდვილად ქრისტიანულია და საბავშვო ბიბლიასაც კი უწოდებენ-ხოლმე, მაგრამ ბეჭდებში ასეთ აშკარა ქრისტიანულობას ვერ ვხედავ.


--------------------
ერთად ვებრძოლოთ ავიტამინოზს!!!
- - - - - - - - - - - - - - - - - - - -
terabitia.wordpress.com
Go to the top of the page
 
+Quote Post
Azazello
პოსტი Jul 27 2011, 03:48 PM
პოსტი #14


Castiel
***

ჯგუფი: მოდერატორები
პოსტები: 6 313
რეგისტრ.: 3-August 08
მდებარ.: თბილისიდან 70 კმ–ში

წევრი № 23



bella_trix
ამ დამწერლობებმა შეიძლება დაგაინტერესოს შენ

http://en.wikipedia.org/wiki/Sarati http://en.wikipedia.org/wiki/Tengwar

და ეს ენები http://en.wikipedia.org/wiki/Sindarin http://en.wikipedia.org/wiki/Quenya


--------------------
ერთად ვებრძოლოთ ავიტამინოზს!!!
- - - - - - - - - - - - - - - - - - - -
terabitia.wordpress.com
Go to the top of the page
 
+Quote Post
padfoot
პოსტი Jul 27 2011, 03:48 PM
პოსტი #15


kai tipi :P
***

ჯგუფი: მოდერატორები
პოსტები: 13 135
რეგისტრ.: 23-May 09
მდებარ.: under the Invisibility Cloak

წევრი № 2 655



bella_trix

ვერ გამოგზარდე შენ. დაანებე თავი ამ "ყველაფრის" კითხვას და ჯერ შენ გაიაზრე რაც შეგიძლია კარგად. როდემდე უნდა იკითხო და არჩიო და მიიღო სხვისი შეხედულებები , ვაჰ


--------------------
3.14159265358979323846264338327950288419716939937510... სე ლა პი


marauder
Go to the top of the page
 
+Quote Post

12 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st July 2019 - 04:21 PM