სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

9 გვერდი V  < 1 2 3 4 5 > »   ( პირველ წაუკითხავ პოსტზე გადასვლა )
Reply to this topicStart new topic
ისტორია!აუცილებელია ყველამ იცოდეს!!!!, საქართველოს ქალაქების ისტორია!
ditrofane
პოსტი Apr 17 2009, 12:09 PM
პოსტი #31


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 138
რეგისტრ.: 29-March 09
წევრი № 2 026



ქაქუცა ჩოლოყაშვილი თბილისელი თუ იყო არ ვიცოდი biggrin.gif


--------------------
www.flickr.com/ditrofane


Go to the top of the page
 
+Quote Post
HOUSE M.D.
პოსტი Apr 17 2009, 04:55 PM
პოსტი #32


Peter Benton
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 5 604
რეგისტრ.: 24-September 08
მდებარ.: ქე რო უნდა იქ...
წევრი № 252



ციტატა(ditrofane @ Apr 17 2009, 12:09 PM) *
ქაქუცა ჩოლოყაშვილი თბილისელი თუ იყო არ ვიცოდი biggrin.gif

ვინ თქვა ეომ თბილისელი იყო? blink.gif


--------------------
Stiamo andando a Milano

"კაცური კაცი" ცუდი სიტყვაა!


ხალხს პური არა აქვს, მაგრამ მღერის, ხალხი უბედურია, მაგრამ მაინც მღერის...მელოდია იბადება ცეცხლში, იტალიის მიწა, ჰაერი და ცა-ეს ხომ ცეცხლია, გიზგიზა ცეცხლი! (c) Paganini
Go to the top of the page
 
+Quote Post
diletanti
პოსტი May 24 2009, 08:27 PM
პოსტი #33


  
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 30 000
რეგისტრ.: 5-August 08
მდებარ.:  
წევრი № 63



აი რა იდგა ახლანდელი პარლამენტის შენობის ადგილას მე-19 - მე-20 საუკლუნეების მიჯნაზე


რუსული ეკლესია



Go to the top of the page
 
+Quote Post
diletanti
პოსტი May 24 2009, 08:31 PM
პოსტი #34


  
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 30 000
რეგისტრ.: 5-August 08
მდებარ.:  
წევრი № 63



ეს კი ოპერის შენობაა, რომელიც დღევანდელი თავისუფლების მოედნის ადგიალს იდგა მე-19 საუკუნბეში. შემდეგ დაიწვა.

უკან ეთნოგრაფიული მუზეუმიც მოჩანს

Go to the top of the page
 
+Quote Post
ტაო
პოსტი May 24 2009, 08:42 PM
პოსტი #35


Loki'd
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 7 364
რეგისტრ.: 11-May 09
წევრი № 2 531



კარგი თემაა, +1

მეც მივამატებ რამეს:

მოკლედ ესეც მეფეები:

ტაო-კლარჯეთის მეფეები:

აშოტ I დიდი კურაპალატი (810-826წწ)
ბაგრატ I კურაპალატი (826-876წწ)
დავით I კურაპალატი (876-881წწ)
გუარამ I მამფალი (881-882წწ)
ნასრი (882-888წწ)
ადარნასე II ქართველთა მეფე (888-923წწ)
დავით II ქართველთა მეფე (923-937წწ)
ბაგრატ II კურაპალატი (937-945წწ)
აშოტ IV კურაპალატი (945-54წწ)
სუმბატ I კურაპალატი (954-958წწ)
ბაგრატ II რეგვენი (958-994წწ)
დავით III დიდი (994-1001წწ)
ბაგრატ III ქართველთა მეფე (ერთიანი საქართველოს პირველი მეფე) (975-1014წწ)


--------------------
Time lord

Go to the top of the page
 
+Quote Post
ტაო
პოსტი May 24 2009, 08:53 PM
პოსტი #36


Loki'd
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 7 364
რეგისტრ.: 11-May 09
წევრი № 2 531



ერთიანი საქართველოს მეფეები:

ბაგრატ III (975-1014წწ)
გიორგი I (1014|-1027წწ)
ბაგრატ IV (1027-1072წწ)
გიორგი II (1072-1089წწ)
დავით IV აღმაშენებელი (1089-1125წწ)
დემეტრე I (1125-1155წწ)
დავით V (1155წ)
დემეტრე I (1156წ)
გიორგი III (1156-1184წწ)
თამარ მეფე (1184-1207წწ)
ლაშა-გიორგი (1207-1223წწ)
რუსუდანი (1223-1245წწ)
დავით VI ნარინი (1254-1247წწ)
დავით VII ულუ , დავით VI ნარინი (1247-1270წწ)
დემეტრე თავდადებული (1271-1289წწ)
ვახტანგ II (1289-1293წწ)
დავით VIII (1293-1297წწ)
ვახტანგ III (1297-1308წწ)
გიორგი VI მცირე (1308-1314წწ)
გიორგი V ბრწყინვალე (1314-1346წწ)
დავით IX (1346-1360წწ)
ბაგრატ V (1360-1393წწ)
გიორგი VII (1393-1407წწ)
კონსტანტინე I (1407-1411წწ)
ალექსანდრე I დიდი (1412-1442წწ)
ვახტანგ IV (1442-1446წწ)
გიორგი VIII (1446-1466წწ)
ბაგრატ VI (1466-1478წწ)


--------------------
Time lord

Go to the top of the page
 
+Quote Post
diletanti
პოსტი May 25 2009, 12:37 AM
პოსტი #37


  
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 30 000
რეგისტრ.: 5-August 08
მდებარ.:  
წევრი № 63



ძალიან მაგარი სტატია, ვისაც თბილისის ისტორია აინტერესებს



თბილისის ერთ-ერთი უძველესი ნაგებობის უმძიმესი ყოფის შესახებ


შაჰ-ტახტი, ეს სპარსულად მჟღერი სახელი ახლა ბევრს ალბათ არაფერს ეუბნება, არადა საუკუნეების მანძილზე ეს სახელიცა და მის უკან მოაზრებული ნაგებობაც თბილისელთა უსაფრთხოებისა და მშვიდი ძილის ერთ-ერთი გარანტი იყო. არავინ იცის ზუსტად როდის დაერქვა თბილისის დედა- ციხის ერთ-ერთ მთავარ ბასტიონს შაჰ-ტახტი, გადმოცემის თანახმად ყიზილბაშთა მძლავრობის დროს ერთ-ერთ შაჰს ძირითად სადგომად სოლოლაკის ქედის კლდის მაღალ ქარაფზე აღმართული ეს მძლავრი ციხე-ბურჯი გადაუქცევია და აქედან უმართია თბილისი. ამ გადმოცემის გარდა შაჰ-ტახტს სხვა არაერთი გადმოცემა უკავშირდება. ყველაზე საინტერესო და საყურადღებო კი ისაა, რომ მეცხრე საუკუნეში, არაბთა მმმართველობის პერიოდში, სწორედ აქ მდებარეობდა მთელს არაბულ სამყაროში განთქმული თბილისის ასტროლოგიური ობსერვატორია. როგორც ჩანს ეს გადმოცემა იმდენად მძლავრი და ცხოველი იყო, რომ აღმოსავლეთ საქართველოს რუსეთის მიერ ანექსიის შემდეგ პირველმა რუსულმა ობსერვატორიამაც თავდაპირველად აქ დაიდო ბინა. თუმცა მანამდე ორიოდ სიტყვით ვთქვათ იმ როლზე, რომელსაც საუკუნეების მანძილზე ეს ბასტიონი თბილისის დაცვის საქმეში თამაშობდა: როგორც ცნობილია დაარსების დღიდან თბილისის მთავარ ციტადელს, დედა-ციხეს შურის, იგივე კალას ციხე, დღევანდელი სახელწოდებით კი ნარიყალა წარმოადგენდა. შურის ციხე (ყველაზე ძველი ფორმით) მოგვეხსენება, რომ სოლოლაკის ქედზეა განლაგებული, სამხრეთ დასავლეთიდან ციხის მთავარი ბურჯი შაჰ ტახტი იყო. იგი კეტავდა ქალაქის მთავარ სიმაგრეს, სწორედ ამ გზიდან შემოდიოდა ასევე თურქეთ-ახალციხიდან მომავალი გზაც. ქალაქის გალავანი კი (მოგეხსენებათ მე-19 საუკუნემდე თბილისს გალავანი ერტყა) შურის ციხიდან შაჰ ტახტამდე მიუყვებოდა (ამ გალავნის ფრაგმენტები დღესაც შემორჩენილია) შემდეგ კი მკვეთრად უხვევდა და კლდოვან ფერდობზე ჩადიოდა (ეს ფრაგმენტებიც შემორჩენილია), ჩადიოდა დღევანდელი დადიანის ქუჩის გასწვრივ, შემდეგ მიუყვებოდა თავისუფლების მოედანს, პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩებს და ბარათაშვილის ხიდთან უერთდებოდა მტკვარს. ასე იფარგლებოდა თბილისი გალავნით სამხრეთ-დასავლეთიდან და დასავლეთიდან. აღამ მაჰმად ხანის ავადსახსენებელი შემოსევის დროს მთელს თბილისთან ერთად შაჰ-ტახტიცა და გალავანიც დაზიანდა, რუსების შემოსვლის შემდეგ ციხე ბურჯიდან ჩამავალი გალავნის დიდი ნაწილი ქალაქის გაფართოების გამო დაანგრიეს. როგორც უკვე ვთქვით რუსული ანექსიის პირველ წლებში არაბთა ძველი ობსერვატორიის ალაგას რუს “ცადმოთვალთვალეთა” სადგური განლაგდა, შემდეგ კი ობსერვატორიამ ავლაბრისაკენ გადაინაცვლა, ერთ დროს მძლავრი ციხე ბურჯი უფუნქციოდ და უყურადღებოდ დარჩა. თუმცა გასული საუკუნის დასაწყისში გადაღებული ფოტოებიდან ჩანს, რომ მაშინ შაჰ ტახტი ჯერ კიდევ ამაყად უძლებდა ჟამთა სვლას. შავი დრო კი მრავალ ომ და მტრის იერიშ მომგერიებელ ბასტიონს ბოლშევიკების მმართველობის პერიოდში დაუდგა. კანდიდ ჩარკვიანის მმართველობის პერიოდში ხელისუფლებამ სოლოლაკის ქედს ჯერ კომკავშირის ხეივანი უწოდა, შემდეგ კი მისი გამწვანება განიზრახა. ეს უდავოდ კეთილშობილური წამოწყება იყო, მაგრამ როგორც ყველა ბოლშევუკურ იდეას, მასაც ახლდა უარყოფითი მხარეები. პირველ რიგში კი მოხდა, ის, რომ ალაგ-ალაგ ქალაქის უძველესი გალავანი მიანგრ-მოანგრიეს, შემდეგ კი შაჰ ტახტი მთლიანად ახალნარგავებში მოაქციეს. ვისაც ორი სიტყვა მაინც წაუკითხავს არქეოლოგიაზე, მან კარგად იცის, რომ ისტორიული ნაგებობის ერთ-ერთი პირველი მტერი ხე და ბუჩქია, შესაბამისად შაჰ ტახტს აქტივისტმა კომკავშირლებმა მრავლად მიუჩინეს დამაზიანებლები. გამწვანებამ კიდევ ერთი დათვური სამსახური გაუწია ბასტიონს და მისგან სოლოლაკისაკენ ჩამავალ გალავანს, ერთიცა და მეორეც მთლიანად ჩაიაკრგნენ გამწვანებაში და მათი დანახვა ქალაქის სხვადასხვა ადგილიდან შეუძლებელი გახდა. ხედის დაფარვამ კიდევ უფრო შეუწყო ხელი უძველესი ნაგებობის მივიწყებას. შენობის მივიწყება და ნგრევა კი, როგორც ცნობილია თანამდევი პროცესებია. შაჰ ტახტი სამწუხაროდ არ გახსენებიათ მაშინ, როდესაც გასული საუკუნის მიწურულს ნარიყალის ციხის მეტნაკლები რესტავრირება მოხდა. არც მაშინ, როდესაც მისგან ათიოდ მეტრში ქართლის დედის უზარმაზარი ქანდაკება დადგეს, არც მაშინ, როდესაც ზუსტად მის გვერდით ვიღაც “მარიფათიანმა ქართველმა” კეთილმოწყობილი ვილა ააშენა (ამ ვილას ერთ-ერთ ღობედ უძველესი გალავანი აქვს გამოყენებული!!!) .არც მაშინ, როდესაც ერთმა ძალიან ცნობილმა და მდიდარმა ქართველმა მახლობლად შუშის უზარმაზარი სასახლის აგება დაიწყო. ჰოდა დგას კიდეც ქართლის დედისა და შუშის სასახლეს შორის მოკრძალებულად ერთ დროს ამაყი და თბილისის მაოხართა ათასობით იერიშის დამლეწი ციხე ბურჯი, დგას და ირღვევა თვალსა და ხელს შუა. მცენარეებისა და უყურადღებობის წყალობით ერთი საუკუნის მანძილზე ბასტიონი უკვე თითქმის განახევრებულია. ეს თვალნათლივ ჩანს შაჰ ტახტის ძველი და ახალი ფოტოების შედარებისას. განსაკუთრებით გულმოსაკლავი სანახაობა ვიწრო ბილიკით ციხე ბურჯის ნანგრევზე ასვლისას გელით. ბურჯის თხემზე “ნარნარად” მიმოფანტულია ლუდისა და არყის ბოთლები, ასევე ათასგვარი ნაგავი. ყველაზე მაღალი კოშკის ერთი შემორჩენილი სენაკი ტუალეტადაა გადაქცეული. დაკვირვებული თვალი შაჰ ტახტის ნანგრევს თავისუფლების მოედნიდანაც შეამჩნევს. მერიის შენობის ზურგგასწვრივ ფიჭვის კორომში ოდნავ, მოსჩანს გვარიანად ჩამორღვეული ნანგრევი. ამავე კორომში მთლიანად ჩაკარგულია დადიანის ქუჩისაკენ, სოლოლაკის ქედზე ჩამომავალი ქალაქის ძველი გალავანი. მის სანახავად შაჰ ტახტიდან საგანგებოდ უნდა ჩაუყვეთ ციცაბო კლდოვან ქედს.


პატივისცემით: ალექსანდრე ელისაშვილი

რადიო “თავისუფლების” ჟურნალისტი
Go to the top of the page
 
+Quote Post
diletanti
პოსტი May 25 2009, 12:42 AM
პოსტი #38


  
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 30 000
რეგისტრ.: 5-August 08
მდებარ.:  
წევრი № 63



ზემოთმდებარე სტატიაში ნახსენები შაჰ-ტახტი

მე-19 საუკუნეში



21-ე საუკუნეში

Go to the top of the page
 
+Quote Post
diletanti
პოსტი May 26 2009, 04:52 AM
პოსტი #39


  
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 30 000
რეგისტრ.: 5-August 08
მდებარ.:  
წევრი № 63



"მარჯანიშვილის ქუჩას მაშინ ერქვა კირკის ქუჩა იმის გამო, რომ ამ ქუჩის გადაკვეთაზე მიხეილის(ახლა; დავით აღმაშენებლის) პროსპექტზე იდგა საკმაოდ მაღალი, ლამაზი ლუთერანული ეკლესია, გერმანულად - კირხე..... გერმანული სიტყვა დიე კირცჰე რუსულში შემოსულია კირკა-ს სახით და აქედან ქუჩის სახელი იყო კიროჩნაია,,,,, რუსულის ცოდნის პრეტენზიის მქონენი ამბობდნენ "კიროჩნის", ხოლო ძირითადი მასა თბილისელების კიდევ უფრო დამახინჯებულად - "კირიჩნის" . 20-იან წლებში ამ ქუჩას უწოდეს ჟორესის ქუჩა, მაგრამ მარჯანიშვილის სახელის დარქმევამდე და დიდხანს მის შემდეგაც ყველა ისევ კიროჩნის ამბობდა. გ. ჩუბინაშვილის ქუჩას ერქვა ანდრეევსკაია, რომელსაც შეუცვალეს სახელი და უწოდეს ორჯონიკიძისა(მხოლოდ ახლახან მოხერხდა მისი გამოცვლა).
საერთოდ, კირკის ქუჩიდან ვაგზლის მიმართულებით ერთმანეთის გადამკვეთ ქუჩებს ერქვა რუსეთის მეფის სახლის წევრთა სახელები: ანდრეევსკაია, ალექსანდროვსკაია, ნიკოლაევსკაია, ელიზავეტინსკაია, ტატიანოვსკაია, მიხაილოვსკაია და სხვ."
მიხეილ ჭაბაშვილი "მოგონებები"


აი სურათიც იმ ლუთერანული ეკლესიისა



Go to the top of the page
 
+Quote Post
Single Malt
პოსტი Jun 3 2009, 08:47 PM
პოსტი #40


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 848
რეგისტრ.: 21-March 09
წევრი № 1 897



საინტერესოა როგორი იქნებოდა თბილისი კომუნისტები რომ არ შემოსულიყვნენ sad.gif

არ იქნებოდა ხრუშოვკები და კორპუსებიანი მასივები (გლდანი, თემქა, დიდი დიღომი...)

\გვექნებოდა ბევრი ლამაზი ხიდი და მტკვარი, მადათოვის კუნძული და სობორო რუსთაველზე უშნო და გიგანტური პარლმენტის მაგივრად
Go to the top of the page
 
+Quote Post
diletanti
პოსტი Jun 29 2009, 10:56 PM
პოსტი #41


  
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 30 000
რეგისტრ.: 5-August 08
მდებარ.:  
წევრი № 63



ციტატა
გვექნებოდა ბევრი ლამაზი ხიდი და მტკვარი, მადათოვის კუნძული


ნეტა ამას მოვსწრებოდი sad.gif

რამდენჯერ გავივლი მშრალ ხიდზე, იმდენი იმ მიწას ვუყურებ, რომელიც რამოდენიმე ათეული წლის წინ მადათოვს ეკუთვნოდა..

ქალაქის შემორჩენილი გალავნის ნაწილებიც ააფეთქეს და მოშალეს კომინისტებმა

Go to the top of the page
 
+Quote Post
Catherine
პოსტი Jun 30 2009, 03:41 AM
პოსტი #42


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 1 821
რეგისტრ.: 30-November 08
მდებარ.: მეოთხე ცა...
წევრი № 771



ციტატა(diletanti @ Jun 29 2009, 10:56 PM) *
ციტატა
გვექნებოდა ბევრი ლამაზი ხიდი და მტკვარი, მადათოვის კუნძული


ნეტა ამას მოვსწრებოდი sad.gif

რამდენჯერ გავივლი მშრალ ხიდზე, იმდენი იმ მიწას ვუყურებ, რომელიც რამოდენიმე ათეული წლის წინ მადათოვს ეკუთვნოდა..

ქალაქის შემორჩენილი გალავნის ნაწილებიც ააფეთქეს და მოშალეს კომინისტებმა

გადაფრენა მადათოვზე და უკან


--------------------
When a man gives his opinion, he's a man. When a woman gives her opinion, she's a bitch...

Go to the top of the page
 
+Quote Post
anina
პოსტი Jul 13 2009, 06:41 AM
პოსტი #43


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 488
რეგისტრ.: 4-July 09
მდებარ.: neverland
წევრი № 3 100



ასეთი აღტკინებულები რატომ ხართ?
ისტორია!აუცილებელია ყველამ იცოდეს!!!!;)

ეგ აქსიომა არაა smile.gif


--------------------
too young to be an advanced member ...

მათხოვეთ სიზმრები, ან მომაქირავეთ ...
.
Go to the top of the page
 
+Quote Post
gvantsi
პოსტი Oct 28 2009, 08:00 PM
პოსტი #44


Newbie
*

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 2
რეგისტრ.: 28-October 09
წევრი № 4 080



ძალიან ვისიამოვნე სიმართლე გითხრათ..განსაკუთრებით ვანის ნაქალაქარზე მონათხრობით..კარგია
Go to the top of the page
 
+Quote Post
gvantsi
პოსტი Oct 28 2009, 08:01 PM
პოსტი #45


Newbie
*

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 2
რეგისტრ.: 28-October 09
წევრი № 4 080



ძალიან ვისიამოვნე სიმართლე გითხრათ..განსაკუთრებით ვანის ნაქალაქარზე მონათხრობით..კარგია
Go to the top of the page
 
+Quote Post

9 გვერდი V  < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th July 2019 - 06:16 AM