სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

424 გვერდი V  « < 420 421 422 423 424 >  ( პირველ წაუკითხავ პოსტზე გადასვლა )
Reply to this topicStart new topic
ლიტერატურა
iirkola chi
პოსტი Oct 10 2011, 12:26 AM
პოსტი #6316


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 808
რეგისტრ.: 6-March 09
მდებარ.: iirkola chi ცხოვრობს წყაროს პირას
წევრი № 1 627



ყველა კაცი ერთნაირია? biggrin.gif biggrin.gif


--------------------
აღსდექ კუმეო!
Go to the top of the page
 
+Quote Post
bella_trix
პოსტი Oct 10 2011, 12:35 AM
პოსტი #6317


Amateur Pathologist
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 5 907
რეგისტრ.: 15-May 09
მდებარ.: tuning through the monsoon

წევრი № 2 569



iirkola chi

ცხვირი გავს? გავს, პირი გავს? გავს... გავს? გავს smile.gif))))))))) კი ყველა ერთნაიარია )))


ჭილაძის ლექსი გამახსენდა დღეს, ფიქფიტები ერქვა მგონია "ეშაფოტზე". ბრრრ.. მბურძგავს, როგორ ღღმად გრძნობდა რომ ასე დაეწერა


--------------------
"იანტი დევა-ვრატა დევან პიტრნ იანტი პიტრ ვრატაჰ"
Go to the top of the page
 
+Quote Post
S.A.L.O.M.I.K.A.
პოსტი Oct 31 2011, 09:02 AM
პოსტი #6318


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 4 696
რეგისტრ.: 3-October 08
წევრი № 333



Gerontion

by T. S. Eliot

Thou hast nor youth nor age
But as it were an after dinner sleep
Dreaming of both.



HERE I am, an old man in a dry month,
Being read to by a boy, waiting for rain.
I was neither at the hot gates
Nor fought in the warm rain
Nor knee deep in the salt marsh, heaving a cutlass,
Bitten by flies, fought.
My house is a decayed house,
And the jew squats on the window sill, the owner,
Spawned in some estaminet of Antwerp,
Blistered in Brussels, patched and peeled in London.
The goat coughs at night in the field overhead;
Rocks, moss, stonecrop, iron, merds.
The woman keeps the kitchen, makes tea,
Sneezes at evening, poking the peevish gutter.
I an old man,
A dull head among windy spaces.

Signs are taken for wonders. “We would see a sign!”
The word within a word, unable to speak a word,
Swaddled with darkness. In the juvescence of the year
Came Christ the tiger
In depraved May, dogwood and chestnut, flowering judas,
To be eaten, to be divided, to be drunk
Among whispers; by Mr. Silvero
With caressing hands, at Limoges
Who walked all night in the next room;

By Hakagawa, bowing among the Titians;
By Madame de Tornquist, in the dark room
Shifting the candles; Fräulein von Kulp
Who turned in the hall, one hand on the door. Vacant shuttles
Weave the wind. I have no ghosts,
An old man in a draughty house
Under a windy knob.

After such knowledge, what forgiveness? Think now
History has many cunning passages, contrived corridors
And issues, deceives with whispering ambitions,
Guides us by vanities. Think now
She gives when our attention is distracted
And what she gives, gives with such supple confusions
That the giving famishes the craving. Gives too late
What’s not believed in, or if still believed,
In memory only, reconsidered passion. Gives too soon
Into weak hands, what’s thought can be dispensed with
Till the refusal propagates a fear. Think
Neither fear nor courage saves us. Unnatural vices
Are fathered by our heroism. Virtues
Are forced upon us by our impudent crimes.
These tears are shaken from the wrath-bearing tree.

The tiger springs in the new year. Us he devours. Think at last
We have not reached conclusion, when I
Stiffen in a rented house. Think at last
I have not made this show purposelessly
And it is not by any concitation
Of the backward devils
I would meet you upon this honestly.
I that was near your heart was removed therefrom
To lose beauty in terror, terror in inquisition.
I have lost my passion: why should I need to keep it
Since what is kept must be adulterated?
I have lost my sight, smell, hearing, taste and touch:
How should I use them for your closer contact?
These with a thousand small deliberations
Protract the profit of their chilled delirium,
Excite the membrane, when the sense has cooled,
With pungent sauces, multiply variety
In a wilderness of mirrors. What will the spider do,
Suspend its operations, will the weevil
Delay? De Bailhache, Fresca, Mrs. Cammel, whirled
Beyond the circuit of the shuddering Bear
In fractured atoms. Gull against the wind, in the windy straits
Of Belle Isle, or running on the Horn,
White feathers in the snow, the Gulf claims,
And an old man driven by the Trades
To a sleepy corner.

Tenants of the house,
Thoughts of a dry brain in a dry season.


--------------------
:ხელმოწერა:
Go to the top of the page
 
+Quote Post
bella_trix
პოსტი Oct 31 2011, 03:09 PM
პოსტი #6319


Amateur Pathologist
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 5 907
რეგისტრ.: 15-May 09
მდებარ.: tuning through the monsoon

წევრი № 2 569



დღეს პირველად გავგზავნე კონკურსზე რაღაც. ხო და მინდა იდოს აქაც.. smile.gif წავშლი ფაილს მერე ვიცი, სადმე შეინახოს ინეტრნეტ სამყარომ :დ რა იცი რა ხდება.



მოტივაციის როლი ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში;

ვინ ხარ შენ და რატომ კითხულობ ესსეს? შენ ხარ ჟიურის წევრი და უნდა შეაფასო ნაშრომი, შენ ხარ მეგობარი და უბრალოდ ასრულებ თხოვნას, შენ ხარ დედა, შენ ხარ მამა, ძმა, შენ ხარ შეყვარებული, შენ ხარ მტერი და გაინტერესებს რა დავწერე რომ ჩემი სისუტეები აღმოაჩინო, შენ ხარ ჩემი ლექტორი, შენ ხარ რიგითი უცნობ ადამიანი კომპიუტერთან რომელიც დროს კლავს. ვინც არ უნდა იყო შენ, გაქვს მოტივაცია, როცა ამას კითხულობ. გინდა გაიგო ახალი, გინდა შეამოწმო, გინდა შეაფასო. ყველა ჩვენს საქციელს ამ მარტივი ქმედებიდან დაწყებული აქვს თავისი მოტივაცია. თუმცა ჩვენ ზოგჯერ ამას ვერ ვაანალიზებთ,სიანმდვილეში კი ჩვენი გამოცდილებიდან გამომდიარე ქვეცნობიერს აქვს ჩამოყალიბებული სურვილები და მოთხოვნილებები და მათ მიხედვით ჩაგვადენინებს ამა თუ იმ საქციელს. მაგრამ რით განსხვავდება სხვადასხვა ადამიანების მოტივაციები ერთმანეთისგან? რით განსხვავდებოდა ლეონარდო და ვინჩის მოტივაცია როდესაც ის მონა ლიზას ხატავდა, მისი თანამედროვე მხატვრის მოტივაციისგან, რომელიც ბევრი ქალი დახატა მაგრამ არცერთი იყო "მონა ლიზა". სისულელა იმის თქმა რომ დავინჩის ღმერთმა უბოძა ნიჭი და ის ერთი ხელის მოსმით აკეთებდა ყველაფერს, ბევრს ქონია ნიჭი, მაგრამ მხოლოდ ნიჭით ვერავინ შექმნის შედევრს. უნდა დიდი შრომა, ბევრი მუშაობა, ხელის გავარჯიშება, სწორი ფერების შეხამება, სწორი ფუნჯების პოვნა და მრავალი, მრავალი რამ რომ მხატვარმა მიიღოს შედეგი. რა ქონდა დავინჩის? მოტივაცია, დიდი მოტვაცია, ის დაუღალავად შრომობდა, ხატავდა, ხაზავდა, წერდა, რადგან მას ქონდა მიზნები და იცოდა რომ უნდა მიეღწია. ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა, ადამიანს შეუძლია ყველაფერი, მან ხომ ფრენაც შეძლო, ადამიანი ხომ მთავრეზე გაფრინდა. არაა საჭირო მსოფლიო ისტრიის გახსენება და იმ დიდი ადამიანების ვინც რაღაც გააკეთეს. უბრალოდ ოდნავ წელში გასწორდით და შეხედეთ რა არის თქვენ წინ? ეს არის კომპიტერი! თქვენს უმეტესობას წარმოდგენა არ აქვს, როგორ ხდება რომ ჩემს დაწერილ ესსეს კითხულობთ. ჩემი კლავიატურაზე თითების წკაპუნის წყალობით ის აღმოჩნდა ჯერ word_ში, შემდეგ გაგეგზავნა საიტს, სადაც იყო კონკურსი გამოცხადებუილი, ახლა კი თქვენ კითხულობთ. როგორ? ეს შექმნა ადამიანმა, ეს მაქინაცია შექმნა ბევრმა ადამიანმა, წლების განმავლობაში იხვეწებოდა მანქანები, იყო ჩავარდნები, იყო ახალი აღმოჩენები ფიზიკასა და ტექნოლოგიების სხვადასხვა სფეროებში და ბოლოს მივიღეთ შედეგი, ის რასაც თქვენს წინ ხედავთ. რამ აიძულა ეს ადამიანები რომ ესწავლათ, ეშრომათ და მიეღოთ მსგავსი შედეგი. მათ ქონდათ ყველას მოტივაცია. ფული, რაღაცის შექმნა, თვიტრეალიზაცია და ა.შ.

"ადამიანი ადამიანის მოტივაციაა" ვამბობ მე და მახსენდება ნოდარ დუმბაძის სიტყვები. რას გვასწავლის ბიბლია? რას გვასწავლიან სხვადსხვა რელიგიები, გვასწავლიან გიყვარდეთ ერთურთი, ისწრაფოდეთ სრულყოფილებისკენ, ისწრაფოდეთ ცხონებისკენ, რადგან ხართ შექმნილი სახად და ხატად ღმერთის. ბუდისზმის მიხედვით ადამიანმა უნდა განვლოს ბევრი ცხოვრება რომ მიაღწიოს იმ სულიერ თუ გონებრივ მდგომარეობას რისთვისაცაა გაჩენილი. და რა არის ეს ყველაფერი? სიყვარული არის მოტივაცია, სიცოცხლე არის მოტივაცია, მეგობარი არის მოტივაცია. მთავარია ადამიანმა დაისახოს მიზანი და მისთვის ყველაფერი გააკეთოს, ის აუცილებლად მიაღწევს ამას. მხოლოდ ამისთვისაა საჭირო კარგი გეგმა, დროის მოზომვა და დაუღალავი შრომა. „შრომამ შექმნა ადამიანი!“ და არა ჭამამ, სმამ, და საჭმლის მონელებამ. შრომამ შექმნა თქვენი სახლი, თქვენი ტანსაცმელი, თქვენი სამყარო! ამ ადამიანებს ქონდათ დიდი მოტივაცია, ამდენი რამის გაკეთება გონებამოდუნებულ და ზარმაც ადამიანს არ შეუძლია. ამიტომ ვიყოთ მოტივირებულები, დავეხმაროთ ჩვენს თავს, ჩვენს მეგობრებს და ცხოვრება გავხადოთ უკეთესი.
ჩემი მოტივაცია ამ ესსეს წერისას იყო, ის რომ მკითხველთათვის გამეზიარებინა ჩემი აზრი და ენთუზიაზმი, ჩემი მიზანია ყველამ, ამის წაკითხვის შემდეგ რაღაც ცოტა შეცვალოს, მეტის კეთების სტიმული მიეცეს. ასევე მოტივაცია იყო რათქმაუნდა ფულადი ჯილდოც.
ბოლოს კი მოვიყვანონ ყველასთვის ცნობილი დიდი ადამიანის ციტატებს, რომელმაც შეცვალა მსოფლიო. მის სახელს შეგნებულად არ დავასახელებ.

„მხოლოდ მიზნის არსებობას მოაქვს სიცოცხლისთვის აზრი და კმაყოფილება. ეს ხელს უწყობს არა მარტო ჯანმრთელობის გაუმჯობესებას და სიცოცხლის გახანგრძლივებას, არამედ გაძლევთ თქვენ ცოტაოდენ ოპტიმიზმს ძნელბედობის დროს“


„იმის ფიქრი, რომ მალე მოვკვდები- ყველაზე მთავარი იარაღია, რომელიც მეხმარება ჩემს ცხოვრებაში რთული გადაწყვეტილებების მიღებაში, რადგან სხვა ყველაფერი – სხვისი აზრი, ეს სიამაყე, სირცხვილისა და წარუმატებლობის შიში – ეს ყველაფერი უძლურია სიკვდილთან შედარებით და ტოვებს მხოლოდ მართლაც მნიშვნელოვანს. სიკვდილის ხსოვნა – საუკეთესო ხერხია გაექცე იმ აზრს, რომ თქვენ გაქვთ დასაკარგი. თქვენ უკვე შიშველი ხართ. თქვენ აღარ გაქვთ მიზეზი ყური არ დაუგდოთ გულის ძახილს“

„იყო ყველაზე მდიდარი ადამიანი სასაფლაოზე არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. ძილის წინ საკუთარ თავს უთხრა, რომ გააკეთე რაღაც მშვენიერი – აი რა არის მართლაც მნიშვნელოვანი“


--------------------
"იანტი დევა-ვრატა დევან პიტრნ იანტი პიტრ ვრატაჰ"
Go to the top of the page
 
+Quote Post
bella_trix
პოსტი Nov 8 2011, 11:47 PM
პოსტი #6320


Amateur Pathologist
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 5 907
რეგისტრ.: 15-May 09
მდებარ.: tuning through the monsoon

წევრი № 2 569



ანუ, კონკურსს რომ მოვკრავ თვლას ყველგა მივიღებ მონაწილეობას.. smile.gif


დღეს ვნახე კიდევ ერთი ლეგენდარული პოეტი და არტისტი, ტახტზე იჯდა ქალებში დ რაღცნაირად ცქმუტავდა. მეთქი მივიდე ვუთხრა რამმეეე.. გავხედე გამოხედა, მარა მერე მივხდი რო აზრი არ ქონდა. მამარდაშვილი ლიტერატურაში არ ითვლლება.. მმ. 'ღვთაებრივი კომედია" მინდა და იქნებ მათხოვოს ვინმემ.. რამდენი ხანია პოეზია არ მისუნია.


--------------------
"იანტი დევა-ვრატა დევან პიტრნ იანტი პიტრ ვრატაჰ"
Go to the top of the page
 
+Quote Post
bella_trix
პოსტი Nov 12 2011, 12:43 AM
პოსტი #6321


Amateur Pathologist
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 5 907
რეგისტრ.: 15-May 09
მდებარ.: tuning through the monsoon

წევრი № 2 569



პაოლო იაშვილი

პოეზია

გაგიჟება სჯობს, თუ გათავდა სიტყვის მადანი,
და თვალთა დახრა, თუ მზეს ქებით ვეღარ დავხვდები,
ლექსო, გულიდან ხორცად რომ ხარ გამონატანი,
თუ უნაპიროდ, სამუდამოდ არ გაჩაღდები.

არი მკვლელობა, არი ომი, არი ხანძარი,
მიწისძვრა, ჭირი, ტყეში ყოფნა მარად თულებად,
მაგრამ არ არის ტანჯვა უფრო უზარმაზარი,
როგორც პოეტის შთაგონებით დასნეულება.

დადის ქალაქში ბევრის მსგავსი ჩემი სხეული
და ხალხი ამბობს: „ეს კაცია ლექსის მწერალი“,
მაგრამ ვინ იცის, რა ცეცხლშია გამოხვეული
ეს ჩემი ტვინი, დასაქცევი, ტვინი ვერანი.

რამდენი თვალი უნდა მქონდეს, რომ ყველა ვნახო,
რამდენი გული უნდა მედგას, რომ ვიგრძნო ყველა,
რამდენი სახე მე თვით უნდა გავაპარტახო,
რომ ერთი ლექსი დამრჩეს წმინდა, როგორც პეპელა.

შემომახურებს სიკვდილივით სიტყვა კვიატი,
და სისხლი, აზრი, სული იქცნენ იმის მონებად,
გავიდა ღამე, მოასკდება კარს განთიადი,
აღარ ხარ კაცი, აღარც ჩონჩხი, ხარ მოგონება.

რამდენი ლექსი დაიწერა, იმდენი წელი
ჩამოეწერა ჩემს ცხოვრებას, ვით ადამიანს
და თუ ეს ლექსი უნდა იყოს უკანასკნელი,
მაშინ ეს ძორი ყვავებისთვის გასატანია.

1926



smile.gif)))))))))))))))))))) ეხლა რომ მე ეს ლექსი გამახსენდა ყველა სიტყვით შევიგღძენი ასე არასდროს ყოფილა... რა უნდა ქნას ასეთ დროს ადამინმა ისიცდაეწერა ამ დალოცვილს.. sad.gif


--------------------
"იანტი დევა-ვრატა დევან პიტრნ იანტი პიტრ ვრატაჰ"
Go to the top of the page
 
+Quote Post
freddie krueger
პოსტი Nov 12 2011, 04:49 PM
პოსტი #6322


სოლიდარობა ორსულებსა და მელოტებს!
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 8 215
რეგისტრ.: 15-October 08
მდებარ.: Elm Street
წევრი № 476



ციტატა(bella_trix @ Nov 12 2011, 12:43 AM) *
პაოლო იაშვილი

ყველაზე ქართული პოეტია მათ შორის. ვისი ნაწერებიც წამიკითხავს (რუსტთველს პოეტად არ ვთვლი)... გოგლასა და ვაჟაზე უფრო ქართულია.

დაიტანჯა
მაჯა
მარჯნის
მძიმე
ჯაჭვის
ტარებით.
ბევრი ცრემლი
დამეხარჯა
ერთი ღამის
ნეტარებით.
დაიტანჯა
მაჯა
მარჯნის
მძიმე
ჯაჭვის
ტარებით.
მე ლოყაზე
დამრჩა
ფარჩა
ცხელი პირის
მოკარებით.
დაიტანჯა
მაჯა
მარჯნის
მძიმე
ჯაჭვის
ტარებით.
ჩემს დამტანჯველს
ღმერთი დასჯის
ქაჯად გადაგვარებით.


--------------------
26-ე საათი!
----------------------
რატომ უნდა ვენდო ვიკიპედიას?
დაე, ვიკიპედია მენდოს მე!
-------------
დათმობაზე მივდივარ და... გამომყვებიი?!
----------------
მეგობრულად შემოვძახოთ "ჰერი, ჰერი!"
Go to the top of the page
 
+Quote Post
bella_trix
პოსტი Nov 13 2011, 01:03 AM
პოსტი #6323


Amateur Pathologist
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 5 907
რეგისტრ.: 15-May 09
მდებარ.: tuning through the monsoon

წევრი № 2 569



freddie krueger

წამო თაი ძი-ზე იარე ჩემთან ერთად. სულ ინტელექტკლუბი და ლიტერატურა მოსაწყენია smile.gif)))


--------------------
"იანტი დევა-ვრატა დევან პიტრნ იანტი პიტრ ვრატაჰ"
Go to the top of the page
 
+Quote Post
N!ncho
პოსტი Nov 16 2011, 06:33 PM
პოსტი #6324


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 279
რეგისტრ.: 5-January 10
მდებარ.: Nowhere in Africa
წევრი № 5 127





სერ!...

სერ, აქ ეგზოტიკით
დასანაყრებლად რომ ჩამოსულხარ,
პრეისტორიულ ექსპონატად
აღმიქვა, რომ გსურს, წამომყევი, _
ზღვა მოლიცლიცე მეწამულ ცის ქვეშ
წუხელ ტიროდა, ცრემლისფერი
რომ შეერია.
ის რუსის ხიშტიც, ჩემი ძმის სისხლში,
აქვე დარჩა,
ზედაზნის კართან, ქსნის ხეობაში
თუ დარიალის შემოსასვლელთან.
სერ, აიხედე ზემოთ,
ქსანზე როგორ ტირის ღრუბელი.
მაინდამაინც ძირს ნუ დაიხედავ,
_ „ხინკალი სუპპერ!” _ შექება ხურდად.
დუქნის გემოთი ნუ შეხედავ
ალაზნის ველებს,
ნურც ცას გომბორის.

სერ, ეს სამყარო ჩემ გარეშე არაა სრული,
ამ დოქში ღვივის წვენი ვაზის _ სული იესო,
ისევ მყინვარწვერს წამომდგარი მსურს გენი ჩემი
და ამისათვის ნუ დამზრახავ მე, კადნიერსო.
სერ, ყველაფერი თამაშია ჭრელ წუთისოფლად,
მაგრამ სხვას ამბობს სხალთის კართან სოფლის ზარები,
სერ, ეს სამყარო ერთი სუნთქვა, ერთი სახლია,
შენც დაგაჩდება, თუ ჩემს კედელს ადევს ბზარები,..

სერ, ამ მიწიდან მე გაქრობა არ მიწერია...

დავით შემოქმედელი


--------------------

ნიკის შეცვლა მინდაააააააააააააააააააააა
Go to the top of the page
 
+Quote Post
jumberski
პოსტი Nov 17 2011, 09:08 PM
პოსტი #6325


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 217
რეგისტრ.: 14-November 10
მდებარ.: VY Canis Majoris
წევრი № 25 288



დღეს გალაქტიონის დაბადების დღეა და მისი ლექსი რო არ დავდო უზრდელობა გამომოვა biggrin.gif biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
jumberski
პოსტი Nov 17 2011, 09:16 PM
პოსტი #6326


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 217
რეგისტრ.: 14-November 10
მდებარ.: VY Canis Majoris
წევრი № 25 288



როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი,
ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში!
არ ჩანდა შენაპირი, ვერ ვნახე ვერაფერი,
ცივ და მიუსაფარი მდუმარების გარეშე.
მდუმარების გარეშე და სიცივის თარეშში
სამუდამო მხარეში მხოლოდ სიმწუხარეა!
ცეცხლი არ კრთის თვალებში, წევხარ ცივ სამარეში,
წევხარ ცივ სამარეში და არც სულს უხარია.
შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით
უსულდგმულო დღეები რბიან, მიიჩქარიან!
სიზმარიან ჩვენებით - ჩემი ლურჯა ცხენებით
ჩემთან მოესვენებით! ყველანი აქ არიან!
იჩქარიან წამები, მე კი არ მენანება:
ცრემლით არ ინამება სამუდამო ბალიში;
გაქრა ვნება-წამება, როგორც ღამის ზმანება,
ვით სულის ხმოვანება ლოცვის სიმხურვალეში.
ვით ცეცხლის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი,
ჩქარი გრგვინვა-გრიალით ჰქრიან ლურჯა ცხენები!
ყვავილნი არ არიან, არც შვება-სიზმარია!
ახლა კი სამარეა შენი განსასვენები!
რომელი სცნობს შენს სახეს, ან ვინ იტყვის, შენს სახელს?
ვინ გაიგებს შენს ძახილს, ძახილს ვინ დაიჯერებს?
ვერავინ განუგეშებს საოცრების უბეში,
სძინავთ ბნელ ხვეულებში გამოუცნობ ქიმერებს!
მხოლოდ შუქთა კამარა ვერაფერმა დაფარა:
მშრალ რიცხვების ამარა უდაბნოში ღელდება!
შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით
უსულდგმულო დღეები ჩნდება და ქვესკნელდება.
მხოლოდ ნისლის თარეშში, სამუდამო მხარეში,
ზევით თუ სამარეში, წყევლით შენაჩვენები,
როგორც ზღვის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი,
ჩქარი გრგვინვა-გრიალით ჰქრიან ლურჯა ცხენები!.
Go to the top of the page
 
+Quote Post
jumberski
პოსტი Nov 17 2011, 09:17 PM
პოსტი #6327


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 217
რეგისტრ.: 14-November 10
მდებარ.: VY Canis Majoris
წევრი № 25 288



შუაზე გაყავით და ცალ–ცალკე წაიკითხეთ ორივე მხარე 2 სხვადასხვა ლექსი გამოდის.
Go to the top of the page
 
+Quote Post
bella_trix
პოსტი Nov 18 2011, 06:43 PM
პოსტი #6328


Amateur Pathologist
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 5 907
რეგისტრ.: 15-May 09
მდებარ.: tuning through the monsoon

წევრი № 2 569



". . .თქვენს თანამედროვე შეხედულებებთან. ადამიანი ბუნების ტყვეა და სამარადჟამოდ ტყვედ დარჩება. ჩვენ ამას კარმას ვუწოდებთ. კარმა კანონია და იგი ყველგან მოქმედებს. ყველაფერი კარმითაა ზღვარდებული. `არ არსებობს გამოსავალი?~ `არა! დარჩით მონებად წლიდან წლამდე. იყავით კარგი მონები. სიტყვებზე ზემოქმედებით ჩვენ მოგიხერხებთ, რომ თქვენზე ყველაფერმა კარგად იმოქმედოს და არა ცუდად... თუ, რა თქმაუნდა კარგად გადაგვიხდით.~ ასეთი იყო მიმამსაკას იდეალი. საუკუნეებია, რაც ეს იდეალები პოპულარობას ინარჩუნებს. ადამიანთა ფართო მასები მოაზროვნე არასოდეს ყოფილა. მაშინაც კი, როცა ცდილობენ იაზროვნონ, მასები უამრავ ცრურწმენათა საშინელი ზეგავლენის ქვეშ ექცევიან. დასუსტდებიან თუ არა, დარტყმაც არ აყოვნებს და მათი სიმტკიცე ათას
ნაწილად იმსხრევა. მათი ამოქმედება მხოლოდ ტკბობის სურვილს და საცდურს ძალუძს. საკუთარ თავთან თანხმობით მოქმედებამათ არასოდეს ძალუძთ. სულ მუდამ შეშინებულები, დაშინებულები და თავზარდაცემულნი უნდა იყვნენ და სამუდამოდ თქვენი მონები იქნებიან. მათ სხვა არაფერი დარჩენიათ, გარდა გადახდის და მორჩილებაში ყოფნისა. სხვა ყველაფერს
ქურუმი გააკეთებს. ”


ვივეკანანდა


--------------------
"იანტი დევა-ვრატა დევან პიტრნ იანტი პიტრ ვრატაჰ"
Go to the top of the page
 
+Quote Post
freddie krueger
პოსტი Nov 18 2011, 06:55 PM
პოსტი #6329


სოლიდარობა ორსულებსა და მელოტებს!
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 8 215
რეგისტრ.: 15-October 08
მდებარ.: Elm Street
წევრი № 476



ციტატა(jumberski @ Nov 17 2011, 09:17 PM) *
შუაზე გაყავით და ცალ–ცალკე წაიკითხეთ ორივე მხარე 2 სხვადასხვა ლექსი გამოდის.

სულაც არა! heart.gif

ერთადერთი ლექსი იყო ეს ლიტერატურის პროგრამაში, რომელიც ზეპირად ვიცოდი და ეგეც კლასგარეშე მქონდა წაკითხული და ზეპირად ნასწავლი...


--------------------
26-ე საათი!
----------------------
რატომ უნდა ვენდო ვიკიპედიას?
დაე, ვიკიპედია მენდოს მე!
-------------
დათმობაზე მივდივარ და... გამომყვებიი?!
----------------
მეგობრულად შემოვძახოთ "ჰერი, ჰერი!"
Go to the top of the page
 
+Quote Post
bella_trix
პოსტი Nov 22 2011, 11:06 PM
პოსტი #6330


Amateur Pathologist
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 5 907
რეგისტრ.: 15-May 09
მდებარ.: tuning through the monsoon

წევრი № 2 569



ნოდარ დუმბაძე, ოთარ ჭილაძე რა ბედნიერება რომ ასრებობდნენ ასეთი ადამიანები... დღეს მივხვდი.


--------------------
"იანტი დევა-ვრატა დევან პიტრნ იანტი პიტრ ვრატაჰ"
Go to the top of the page
 
+Quote Post

424 გვერდი V  « < 420 421 422 423 424 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 4 მომხმარებელი (მათ შორის 4 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th July 2019 - 10:00 AM