სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

3 გვერდი V  < 1 2 3  ( პირველ წაუკითხავ პოსტზე გადასვლა )
Reply to this topicStart new topic
დარგობრივი ენციკლოპედია, სიმბოლოები, ორდენები, გერბი და დროშები...
Guest_ILI-100_*
პოსტი Jan 26 2009, 10:30 PM
პოსტი #31





სტუმრები






გველი ბევრ რელიგიებში გვხვდება. ძველ საბერძნეთში გველი ხელმეორედ დაბადების, ახალგაზრდობის, უკვდავების სიმბოლო იყო, ზამთრის ძილი და ტყავის შეცვლა სხეულის რეგენერაციის და ავადმყოფობის დაძლევასთან ასოცირდებოდა, ამიტომაცაა ალბათ დღეს მედიცინაში ეს სიმბოლო გამოყენებული- ჯოხზე დახვეული გველი, ჯოხი სავარაუდოდ იმიტომ არის აღებული, რომ ძველ საბერძნეთში განკურნების ღმერთი ასკლეპიოსი ჯოხზე დაყრდნობილი იყო გამოსახული. ბერძნულ მითოლოგიაში ასევე არის ჰიდრა,წყლის გველი, რომელსაც ჰერაკლე ებრძვის და მითოლოგიის მიხედვით, ახალი თავები ამოსდის- ისევ უკვდავებასთან ასოცირდება. ასევე არსებობდა ძველ რომში ესკულაპის კულტი. რომაელების ერთ-ერთი ყველაზე სათაყვანებელი ღმერთი.
ჰინდუიზმში ადამიანის ქალურ სიფაქიზესთან ასოცირდება, რომელიც თითქოს დახვეული გველივით ცოცხლობს ადამიანში. იოგას ზოგიერთი მდგომარეობა უნდა ეხმარებოდეს მის გახსნას, გაშლას და ადამიანისთვის შინაგანი სიმშვიდის და ჰარმონიის მოპოვებას, ასე ფიქრობდნენ აზიაში.
კადუცეუსი (სურათს მოვიყვან) უძველესია, მას აღმერთებდნენ ბაბილონში ქრისტეს დაბადებამდე მინიმუმ 3000 წლის წინ. ჯოხზე ორი გველი, ერთმანეთთან შებრუნებული თავებით, შეაძლებელია მათი ღმერთის ნინგიშზიდას გამოსახულებაა.
აცკეტებისთვისაც მიეკუთვნება იგი უმნიშვნელოვანეს ღმერთს. მას მიეწერებოდა დედამიჭაზე სიცოცხლის შექმნა და შემდეგ იგი გახდა ძველი მექსიკელების ღმერთი- იგი ხან ადამიანის და ხან გველის სახით იყო წარმოდგენილი, რომელსაც ნიანგის პირი ჰქონდა. ითვლებოდა ფაქტიურად უმაღლეს ღმერთად:ნაყოფიერების, წყლის, ქარის და მრავალი სხვა.
ეგვიპტეში-"ნილოსის გველი" არამარტო კლეოპატრას ტიტული იყო, არამედ ბევრი სხვა დედოფლებისაც.



თუკი გველის სიმბოლიკას განვიხილავთ ქრისტიანობაში უფრო ფართო კუთხით, ვიდრე მხოლოდ ნაციონალური რელიგიური ტრადიციის მიხედვით, მაშინ ვნახავთ, რომ გველი ცალსახად მხოლოდ ბოროტ ძალასთან არ ასოცირდება.
1. მოსეს კვერთხი რომელიც გველად აქცია მოსემ და უდაბნოში ცად აამაღლა. ყველა ვინც ამ გველს უყურებდა სასიკვდილო ნაკბენისაგან იკურნებოდა.
2. ქრისტეს სიტყვები იოანეს სახარებიდან სადაც იგი თავის მომავალ ამაღლებას ადარებს უდაბნოში მოსეს მიერ გველის ცად ამაღლებას.
3. მათეს სახარება 10:16. ქრისტე ამბობს იყავით გონიერნი როგორც გველებიო.
4. ქრისტიანობის გნოსტიკური მიმართულება რომელიც ქრისტეს და გველის სიმბოლიკის ანალოგიას უსვამს ხაზს....
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_ILI-100_*
პოსტი Jan 26 2009, 10:32 PM
პოსტი #32





სტუმრები






გადმოცემით ძველ ეგვიპტეში ჰექსაგრამას იყენებდნენ გარდაცვლილებთან საკონტაქტოდ. ბიბლიის მიხედვით, გარდაცვლილებთან კონტაქტი დაუშვებელია და ამიტომ ძველ ეგვიპტელებს მიაწერეს, რომ ისინი "ბნელ ძალებთან" და დემონებთან იყვნენ კონტაქტში. ერთი ჰოლანდიელი მეცნიერი იყო ეგვიპტური მაგიით დაკავებული და აღნიშნავს, რომ ჰექსაგრამაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი სიმბოლო ეგვიპტელებისთვის პენტაგრამა იყო.

ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ძველ ინდოეთში.

ცალ-ცალკე აღებული სწორი და ამობრუნებული სამკუთხედი ცეცხლის და წყლის ნიშნებადაა მიჩნეული. მათი გაერთიანებით ერთის მხრივ წონასწორობა და ჰარმონია იქმნება, მეორეს მხრივ ქაოსიც.
სატანის მიმდევრებისთვის კიდევ იმიტომ არის მნიშვნელოვანი სიმბოლო, რომ: ჰექსაგრამას აქვს 6 კუთხე, მის შემადგენელ სამკუთხედებს ერთად აღებულს აქვთ 6 გვერდი და ჰექსაგრამის შიგნით გამოსახულ ჰექსაგონს აქვს ასევე 6 კუთხე... 6-იანებისგან შედგება და 6 სატანისტებისთვის დიდი მნიშვნელობის რიცხვია.

Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_ILI-100_*
პოსტი Jan 26 2009, 10:36 PM
პოსტი #33





სტუმრები






მემგონი ესეც საინტერესო უნდა იყოს unsure.gif

წარმართული რელიგია და საქართველო

ქართული წარმართული პანთეონი 7 ასტრალური ღვთაებისაგან ანუ კერპისაგან შედგებოდა: „მზე, მთვარე და ვარსკვლავნი ხუთნი”.
ქართველები თაყვანს სცემდნენ და აღმერთებდნენ ბუნების ძალებსა და მოვლენებს.

საქართველოში "მამაო ჩვენომდე" არსებობდა ასეთი ლოცვა:

„დიდო დედაო, ცაო მშვენიერო, მომცველო ყოველივესი, შემქმნელო და დამბადებელო უსასრულო სამყაროში, დაუტეველო, უმცირესში ჩატეულო, უწონ-უმანძილოვ, ცარიელა და სავსევ, უჟამო, უძრაო, წყვდიადო ცაო, სივრცეში, დროში ნათლით გამოვლენილო, ერთა და ერთთა ერთობაო, მომეც უფლება უფლებათა, დავრჩე მართალი ჩემ თავ-უფალთან და სამართლიანი სხვათა მიმართ, რათა დავიცვა ცის სიწმინდე და ვიყო თავისუფალი, ვითარცა შენ, ცაო თავნებაო”.

თავიანთი ღმერთები ჰყავდათ ცალკე თემებსა და საგვარეულოებს, მთას, ხევს, ადგილს, ხეებს, სახლს, ფუძეს. მაგ.:კოლხთა უზენაესი ღმერთები იყვნენ გ ე ა (მიწა) და უ რ ა ნ ი (ზეცა). ისინი იყვნენ კოლხთა უპირველესი საფიცარი. ამასთან ერთად, ქართველებს ჰყავდათ საერთო ღმერთებიც,-ტომთაშორისი და სატომო ღვთაებების უფროსი ღმერთები.

ანტიკურ ხანაში ქართულ ასტრალურ პანთეონს სამეული მეთაურობდა. პირველი იყო უფროსად მიჩნეული უ ზ ე ნ ა ე ს ი ანუ მორიგე ღმერთი, მეორე - ქალღმერთი მზე ან მ ზ ე ქ ა ლ ი, მესამე - კ ვ ი რ ი ა.
როგორც ირკვევა, უზენაესი ღმერთი - მთვარე-ღმერთია ანუ იგივე მამა-ღმერთი.
კვირია - ხმელეთის მოურავია, დევთა და ქაჯთა რისხვა. კვირიასადმი თაყვანისცემა ფშავ-ხევსურეთსა და სვანეთშია შემორჩენილი. იგი, უთუოდ, სინათლისა და იმედის ღვთაებაა.

ივ. ჯავახიშვილმა დაადგინა, რომ სათემო ღვთაებების გარდა, ოდესღაც, ქართულ ტომებს ყველასათვის საერთო რწმენაც ჰქონიათ და საერთო-ქართული წარმართობაც არსებულა. მაგ.:კვირიას თაყვანისცემასთან დაკავშირებულ სვანურ წესებს წმინდა ქართული წარმართული რწმენის ანარეკლი შემოუნახავს. თვით სათანადო ფერხულის სიტყვებს მეფერხულე სვანები ქართულად წარმოთქვამენ. ასევე საახალწლოდ წარმოსათქმელ სიტყვებს მეგრელი მეკვლე მეგრულად კი არა, ქართულად ამბობს-ხოლმე.

ივ. ჯავახიშვილი ასკვნიდა, რომ არამც თუ საზოგადოდ ქართული, ყველა ქართველ ტომთათვის, მეგრელთა და სვანთათვის საერთო წარმართობა არსებობდა, არამედ რომ წარმართობას საერთო ტერმინოლოგია და საერთო ენაც ქართული ჰქონდა.

ანტიკური ხანის ქართულ-წარმართულ პანთეონში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება ნავარაუდევი არ არის, თუმცა მუშქების (მესხების) ახალი ტალღის გადმონაცვლებას ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ ზოგიერთი სიახლე უნდა შემოეტანა რწმენის სფეროში. კერძოდ, ქართული წარმართული პანთეონის მეთავე სამეულში ეს სიახლე, უმთავრესად, უზენაესი ღმერთის - მამა-ღმერთის ახალი სახელის - არმაზის ქართლში შემოსვლით გამოიხატა. შესაძლოა, ეს იყო ახალი დინასტიური, ფარნავაზიანთა მიერ შემოღებული კულტი.

თავდაპირველად აზომ „დაუტევა სჯული ალექსანდრეს მოცემული, იწყო კერპთმსახურება”, რაც გამოიხატა ოქროსა და ვერცხლისაგან გამოქანდაკებული კერპების „გაც” და „გაიმის” შემოღებით. შემდგომ ფარნავაზმა, დაამხო რა აზო, „შექმნა კერპი დიდი სახელისა ზედა თვისსა: ესე არს არმაზი, რამეთუ ფარნავაზს სპარსულად „არმაზ” ერქვა”. მას უკვე უზენაესის ფუნქცია უტვირთავს, რადგან „ქართლის ცხოვრებაში” ის „ღმერთად” იხსენიება. იგი მეშვიდე ცაზე იმყოფება, ის არის ყოველი ცოცხალის შემქმნელი და წესრიგის დამამკვიდრებელი, მისი წმინდა ცხოველი ხარია. სხვათა შორის, ხარი იყო მთვარე-ღმერთის სიმბოლოც, ხოლო იდიოგრამა „რქოსანი” (ჴ-ხარ)

ქართველები დიდ პატივს სცემდნენ ა რ მ ა ზ ს , ამ კერპის აღწერილობა ასეთია: „დგა კაცი ერთი სპილენძისა და ტანსა მისსა ეცვა ჯაჭვი ოქროისა და ჩაფხუტი ოქროისა და სამხარნი ესხნეს ფიცხილი და ბივრიტი და ხელსა მისს აქუნდა ხრმალი ლესული; რომელი ბრწყინავდა და იქცეოდა ხელსა შინა. როცა თუ რომელი შეეხებიან, თავი თვისი სიკუდილ განაწირის... და მარჯულ მისა დგა კერპი ოქროისა და სახელი მისი გაცი და მარცხალ მისი - კერპი ვერცხლისაი, და სახელი მისი გა (გაიმი). ამრიგად ჩვენს წინაშეა უმაღლეს ღვთაებათა ტრიადა (არმაზი, გაც და გაიმი), რომლის სათავეშია არმაზი.

უფრო გვიან, როცა ჩვენში ქრისტიანობა დამკვიდრდა, ღვთაება არმაზის სახელი განიდევნა, მაგრამ მთვარის თაყვანისცემა, როგორც უზენაესი მორიგე, ბოროტებასთან მებრძოლი ღმერთისა, მამა-ღმერთისა, ძალიან დიდხანს შეინარჩუნა ქართველმა ხალხმა, ოღონდ უკვე ჯგრაგ-ჯგეთე-გიორგის (წმ.გიორგის) სახითა და სახელით.

ახ.წ-აღ. II-III სს-ში საქართველოში გავრცელებული იყო ბეჭდები-საბეჭდავები, რომელზეც გამოსახულია ა რ მ ა ზ ი ს მებრძოლი მხედრის კანონიზირებული ტიპი. ჩვეულებრივ, „ის ზის ფეხაწეულ ცხენზე, მოკლე წამოსასხამში, თავზე სხივებიანი გვირგვინით. მისგან მარჯვნივ და მარცხნივ მოთავსებულია ნახევარმთვარისა და ვარსკვლავის გამოსახულებანი. ცხენის წინ დგას ცეცხლოვანი ბომონი. იქვეა სიცოცხლის ხე მასზე დახვეული გველეშაპით”.

ანალოგიური გამოსახულებები აღბეჭდილია ციხიაგორის (კავთისხევი) სატაძრო კომპლექსის ძვ.წ.აღ. IV-III სს-ების ხის ბულებზე (საკულტო მსახურებისთვის განკუთვნილი მართკუთხა სადგარი, მასზე დგამდნენ ჭურჭელს), რაც უზენაესი ღვთაების იკონოგრაფიული ტიპის დიდ მდგრადობაზე მიგვითითებს.

ეთნოგრაფიულ ყოფა-ცხოვრებაში ქართველთა შორის დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ მზის ქალღმერთი - ქალ-ბაბარი, (განსაკუთრებით სვანეთში), და ღმერთების დიადი დედა - ნანა, ცხოველმყოფელ ძალთა ღვთაება და მფარველი. მისთვის მიძღვნილი სახოტბო ჰიმნები, შემდგომში, „იავნანად” გარდაიქმნა. იგი დღემდე იმღერება.

მზის სიმბოლო ქართულ მითოლოგიაში - „თვალია”, სიმბოლური რიცხვი - „9”, (ქართველთათვის „9” - საკრალური სიცხვია), მისი იდიოგრამა კი „ ” (ანი). აქედან მოდის „მზის თვალი”, „ცხრათვალა მზე”. სვანეთში გავრცელებული „შენს თვალს ვფიცავ” იგივეა, რაც ქართულად „შენმა მზემ”. სვანურ ენაში მზეს მეტსახელად „ელვაი” ერქვა, მზის საგალობელია „ლილე”.

მცირე აზიიდან მუშქების (მესხების) მოსვლას უნდა უკავშირდებოდეს მეორე ღვთაების ზადენის სახელიც, რომელიც იყო მზის მომფენელი, ნაყოფთა მომცემი, მოსავლის „გამზრდელი”, ჟამთა გამრიგე. მისი კერპის აღმართვას საისტორიო ტრადიცია მიაწერს მირვან მეფის ძეს - ფარნაჯომს, ისევე, როგორც ზადენის ციხის მშენებლობას:„ამან ფარნაჯომ მეფემან უმატა ყოველთა ციხე-ქალაქთა შენება, და ამან აღაშენა ციხენი ზადენი, და შექმნა კერპი, სახელით „ზადენი” და ამართა „ზადენს” (შესაძლოა, ამ ადგილს ეწოდა შემდგომში ზედაზენი?!).

მეფე ფარნაჯომის შესახებ „ქართლის ცხოვრებაში” ნათქვამია, რომ მან მოინდომა წინაპართა სარწმუნოების შეცვლა ირანული რელიგიით, რამაც გამოიწვია აჯანყება [შემდგომში საქართველოს მთიანეთში გავრცელება უჭირდა ქრისტიანობას, მეფე მირიანის ძალისხმევის მიუხედავად, ვინაიდან მთიელები ძალზე მკაცრად იცავდნენ წინაპართა კულტს.].

ოტტო გიუნტერ ფონ ვეზენდოკმა თავის წიგნში „ქართული წარმართობა” (ლაიფციგი, 1924) სამი ფენა გამოჰყო წინაქრისტიანული რელიგიური ცხოვრებისა:წმინდად ადგილობრივი წარმართობა, ირანულად შეფერილი ადგილობრივი კულტები და წმინდად ირანული რელიგია. მანვე პირველად დააყენა ეჭვქვეშ არმაზის სპარსულობა, მიუხედავად იმისა, რომ სახელი „არმაზი” უნდა უკავშირდებოდეს „აჰურა მაზდა-ოჰრმაზდს”. აქ საქმე გვქონდა ფორმით უცხოურ და შინაარსით ადგილობრივ კულტთან. ამაში გასაკვირი არაფერია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ფარნავაზმა სამეფო „სპარსთა წესისამებრ” მოაწყო. აქ უნდა იგულისხმებოდეს იმჟამინდელ მახლობელ აღმოსავლეთში საყოველთაოდ გავრცელებული ბერძნულ-ირანული ფორმა სახელმწიფო მოწყობისა, რაც უნდა შეხებოდა კულტსაც. სწორედ ამ ფორმების მიღების შედეგად იქცა იბერია იმდროინდელი გაგებით სახელმწიფოდ, ხოლო ფარნავაზი ისტორიამ ამ სახელმწიფოს დამაარსებლად შერაცხა.

არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მონაცემებით იბერიაში შემოაღწია აჰურა-მაზდას კულტის რომელიღაც ფორმამ. იმჟამად, როგორც იბერია, ისე კოლხეთი აქემენიანთა იმპერიის პოლიტიკური და კულტურული გავლენის სფეროში მოქცეულიყო, თუმცა ძნელი წარმოსადგენია, ამ რელიგიას დიდი წარმატება ხვდომოდა წილად; მით უფრო, რომ იბერები არ განეკუთვნებოდნენ ინდოევროპულ მოდგმას არც ტომობრივი, არც ენობრივი თვალსაზრისით.

„ქართლის ცხოვრებაში” ნახსენებია ქართველთა პირველსამშობლო „არიან - ქართლი”. ექვ. თაყაიშვილის ვარაუდით, ეს არის მოგონება „ჰარი-ქვეყნისა” (ანუ იმისი, რაც თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურაში ხურიტების სახელითაა ცნობილი), და მაინც, ირანული რელიგიის კვალი საცნაურია.

რას მოგვითხრობს ქართული ისტორიული ქრონიკა ამის შესახებ?

„ქართლის ცხოვრების” ცნობა მიანიშნებს ირანის ექსპანსიაზე კავკასიაში ალექსანდრე დიდის გამოჩენამდე და საერთოდ ჩვენს „ისტორიამდე”: „წარმოემართა ესე ძე შიოშისი, სახელად ქაიხოსრო. ვერ წინ აღუდგეს მას სომეხნი და ქართველნი, რამეთუ დიდ იყო ძალი მისი. მოვლო ყოველი სომხითი და ქართლი, მოტყუენა ყოველივე, იავარყვნა ყოველი ციხენი და ქალაქნი და დაუტევნა ერისთავნი და აღაშენა ადარბადაგანს სახლი სალოცავი სჯულისა მათისა და წარვიდა.”
აქ ლაპარაკია „ადურ-გუშნასპის” ცეცხლტაძრის დაარსების შესახებ ქაიხოსრო სიავუშის ძის მიერ. აქედანვე იღებს სათავეს მიდია-ატროპატენას უძველესი ტრადიციაა, რომლის საკულტო ცენტრი იყო შიზის საკურთხეველი, სადაც ენთო საკრალური ცეცხლი ადურ-გუშნასპი.

ადურ-გუშნასპის ცეცხლტაძრის დაარსება მეტად საინტერესოდაა მოთხრობილი X ს-ის არაბი მწერლის აბუ-დულაფას „რისადლაში”: ქალაქი შიზი დაუარსებია სპარსელთა მეფეს ჰურმუზ იბნ ხოსროვშირ იბნ ბაჰრამს. როდესაც მან გაიგო ბეთლემში კურთხეული ყრმის დაბადების ამბავი, გაგზავნა მოციქული, თან გაატანა ზეთი და საკმეველი, რათა მიერთმია იგი ახალშობილის დედისათვის და კურთხევა გამოეთხოვა თავისი ქვეყნისა და ხალხისათვის. მარიამმა მოციქულს მისცა მიწით სავსე ტომარა და აუწყა, რომ ამ მიწაზე დაარსებული იქნება ქალაქი. ჰურმუზას წარმომადგენელი უკან გაბრუნდა, მაგრამ გზად გარდაიცვალა ისე, რომ მეფემდე ვერ მიაღწია. როდესაც ჰურმუზამ ამის შესახებ შეიტყო, გააგზავნა ხალხი და დაავალა თავისი წარგზავნილის გარდაცვალების ადგილზე ცეცხლტაძრის აშენება. შეკითხვაზე, თუ როგორ გამოიცნობდნენ იმ ადგილს, ჰურმუზამ მიუგო, რომ იგი არ დაიმალებოდა მათგან. მართლაც, ღამით ჰურმუზას წარგზავნილთაგან ერთ-ერთმა იხილა კაშკაშა ნათელი, რომელსაც მარიამისეული მიწა გამოსცემდა. დილით მან ბრძანა, რომ სწორედ ამ ადგილას აეგოთ ტაძარი. ეს გახლდათ ადურ-გუშნასპის ცეცხლტაძარი.

ადურ-გუშნასპის ცეცხლსაკურთხეველი გახლდათ საკულტო ცენტრი მიდიელი მოგვებისა, შემდგომ კი უკვე ზოროასტრიზებული მობადებისა. მისი გავლენა სწვდებოდა კავკასიასაც - იბერიას, სომხეთსა და ალბანეთს.
ადვილი წარმოსადგენია, რომ ადურ-გუშნასპის მეომრული კულტი შერწყმოდა იბერიაში ადგილობრივ ტრადიციას, სადაც თაყვანს სცემდნენ არაერთ მებრძოლ ღვთაებას - თეთრ გიორგის, კოპალეს, იახსარს. საინტერესოა ის გარემოებაც, რომ მთის რელიგიურ ტრადიციაში, რომელიც წარმართობისა და ქრისტიანობის ერთგვარ ნაზავს წარმოადგენს, წმ. გიორგის სალოცავის მსახურებს ეწოდებათ „დასტურები”, რაც ირანში ეწოდება მოგვს, მაზდეანთა მოძღვარს, ინსტრუქტორს.
იბერიაში აქემენიანთა ხანაში გავრცელებული ირანული წარმოშობის კულტი თანდათანობით შეერია ადგილობრივ კულტებს, მაგრამ ისინი არ ასიმილირებულა მთლიანად.

ქარელის მახლობლად, ე.წ. „დედოფლის მინდორზე” არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა სატაძრო კომპლექსი, რომელიც ძვ.წ.აღ. I ს-ით არის დათარიღებული და წარმოადგენს ირანული არდვი სურა ანაჰიტას ტიპის ნაყოფიერების ქალღმერთისადმი მიძღვნილ ტაძარს. ეს არის ტიპიური პართული ცეცხლტაძარი, რომლის შემოზღუდული ეზო განფენილია რამდენიმე ჰექტარზე.
ანაჰიტას კულტმა ირანში განსაკუთრებით წამოიწია წინა პლანზე აქემენიანი არტაქსერქსეს ზეობაში. შემდგომ ის გავრცელდა პონტოსა და კაბადოკიაში. მას ენათესავება დედოფლის მინდვრის ღვთაება და სომხური ანაიტ. დედოფლის მინდვრის სატაძრო კომპლექსს ატყვია ხანძრის კვალი.

წარმართული ქართლის საკულტო ადგილებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა უ ფ ლ ი ს ც ი ხ ი ს სატაძრო კომპლექსი. მისი მართლაცდა უჩვეულო არქაიკა და პირველყოფილება თვით შუასაუკუნეების ქრისტიანთა ყურადღებასაც კი იქცევდა, რომელთაც უფლისციხის ყველაზე გამოსაჩენ ადგილას VI ს-ში დადგეს ქრისტიანული ბაზილიკა. ანტიკურ ეპოქაში უფლისციხე წარმოადგენდა სატაძრო ქალაქს ყველა თავისი ატრიბუტით, მათ შორის საკომუნიკაციო, საფორტიფიკაციო და სამეურნეო სისტემებით.

უ ფ ლ ი ს ც ი ხ ი ს კულტმსახურების მთავარი ღვთაება იყო მ ზ ე, - მ ი თ რ ა, რომლის თაყვანისცემა ირანიდან ბრიტანეთამდე იყო გავრცელებული. მითრაისტული წარმოდგენების მიხედვით, ღვთაება მ ი თ რ ა დაიბადა გამოქვაბულში, რის გამოც ელინისტურ ტრადიციაში მისი ერთ-ერთი ეპითეტია „პეტრაგენოს” ანუ კლდისგან შობილი. უფლისციხის ერთ-ერთ დარბაზში, ე.წ. „წითელ ოთახში” კედელზე გამოკვეთილია ხელის მტევნის რელიეფი, რომელიც მზიური კულტის სიმბოლოა. იგი წარმოადგენს მფარველობის მაგიურ ჟესტს და მიანიშნებს „სოლ ინვიქტუსზე” ანუ "კოსმოკრატორზე" (კოსმოსიდან მმართველი).
„უფლისციხე” - ეს სახელი უნდა მიგვანიშნებდეს მისი უმთავრესი ღვთაების მამრობით ხასიათზე. სატაძრო კომპლექსის „ორსვეტიანი” და „ოთხსვეტიანი” დარბაზებიც სხვა არაფერია, თუ არა ცეცხლტაძრები.

"მ ი თ რ ა ი ზ მ ი დიდ წინააღმდეგობას უწევდა ქრისტიანობას III ს-შიც კი, მაგრამ თვით ქრისტიანული რელიგია ბევრი რამითაა მისგან დავალებული.

მითრა დაიბადა „მზის აღორძინების” დღეს - 25 დეკემბერს. ამ დღეს იშვა
იესო ქრისტეც.

მითრას მსახურნი ერთად მიირთმევდნენ სერობაზე პურსა და ღვინოს, - ქრისტიანული ზიარების პური და ღვინოც სიმბოლოა ღვთისმსახურებისა.

მითრას წმ. ნიშანია „სხივოსანი დისკო”, - რვასხივიანი ჯვარიც ქრისტიანობის სიმბოლოა. არც უბიწოდ ჩასახვის, საიქიო ცხოვრების, ზიარების, მარხვის საიდუმლოა უცხო მითრაიზმისთვის.

ძალზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ მითრა დაიბადა ვიწრო გამოქვაბულში, როგორც იესო - ბეთლემის ქვაბში.

მითრა წამებით გარდაიცვალა და მწარედ დაიტირეს მისმა მოწაფეებმა, როგორც იესო - მოციქულებმა. 40 ღამის განმავლობაში ქურუმები მითრას სულის მოსახსენიებელ ცერემონიალს ასრულებდნენ, მე-40 ღამეს კი ისმოდა შეძახილები:„გიხაროდეთ! თქვენი ღმერთი მკვდრეთით აღდგა! დაე, მისმა ტანჯვამ გიხსნათ თქვენ!” მოგვთა ამ პროცესიას წინ ქურუმთქურუმი მიუძღოდა, საცეცხლურით ხელში. უკან მიჰყვებოდა 365 ჭაბუკი - წლის დღეთა სიმბოლოები. წითელი სამოსი ცეცხლს განასახიერებდა. თეთრი ცხენები მზის ცარიელ ეტლს მიაქროლებდნენ. ასე ადიოდნენ მდ. ორონტის მახლობლად აღმართულ მთაზე და იქ ქურუმი იწყებდა გალობას. ხალხი და მეფე ბანს აძლევდნენ. არსებითად აქ ხდება ყველაფერი ის, რაც შემდეგ უფრო ფართოდ და დახვეწილად განმეორდა და აღორძინდა ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში." (აკაკი გელოვანი, მითოლოგიური ლექსიკონი, თბ., 1983)
Go to the top of the page
 
+Quote Post
che
პოსტი Jan 27 2009, 01:32 PM
პოსტი #34


Hasta La Victoria..
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 5 070
რეგისტრ.: 7-August 08
მდებარ.: peaceland
წევრი № 80



იხ. დავით ბარბაქაძის "ტრფობა წამებულთა"


--------------------
მე მახსოვს La Higuera
Go to the top of the page
 
+Quote Post
lll-111
პოსტი Mar 18 2009, 02:14 PM
პოსტი #35


Newbie
*

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 1
რეგისტრ.: 18-March 09
წევრი № 1 821



ეგვიპტური სიმბოლოების შესახებ თუ რამე ინფორმაცია მოგეპოვებათ შეგიძლიათ რომ დადოთ?

ძალიან მაინტერესებს მნიშვნელობები...
Go to the top of the page
 
+Quote Post
maxara174
პოსტი Jul 14 2009, 11:59 AM
პოსტი #36


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 89
რეგისტრ.: 8-June 09
მდებარ.: tbilisi
წევრი № 2 809



ძალიან საინტერსოა მეც მოვიძიებ რაგაცას და დაგეხმარებით smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
lilu
პოსტი Dec 10 2009, 10:47 PM
პოსტი #37


Member
**

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 10
რეგისტრ.: 7-October 09
მდებარ.: germany
წევრი № 3 817



მართლაც რომ საინტერესოა.. nerd.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
N!ncho
პოსტი Feb 14 2010, 09:45 PM
პოსტი #38


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 279
რეგისტრ.: 5-January 10
მდებარ.: Nowhere in Africa
წევრი № 5 127



გილოცავთ ვალენტინობას




და ამ დღესთან დაკვაშირებით გთავაზობთ გულის სიმბოლოს წარმოშობის ისტორიას.

არსებობს გულის სიმბოლოს წარმოშობის რამოდენიმე ვერსია

ერთ-ერთი ვერსიით ის დაკავშირებულია მცენარე სილიფიუმთან (Silphium)



ჩვ.წ.აღ-მდე VII საუკუნეში, ქალაქ-სახელმწიფო საირინში (Cyrene), ლიბია(ჩრდილოეთ აფრიკა),
იზრდებოდა ძვირფასი მცენარე სილიფიუმი (Silphium).
ამ მცენარით ვაჭრობამ საირინი აფრიკის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ქალაქად აქცია.
სილიფიუმის თესლი თავისი ფორმით გულის ფორმას წააგავდა
და მისგან იმ დროისთვის ყველაზე ეფექტური, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება მზადდებოდა.







--------------------

ნიკის შეცვლა მინდაააააააააააააააააააააა
Go to the top of the page
 
+Quote Post
qarizma2
პოსტი Jun 30 2013, 01:23 PM
პოსტი #39


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 91
რეგისტრ.: 26-March 13
წევრი № 85 638



აი მესმის თემის სიმბოლური დასასრული!


--------------------
ადამიანებს შორის სისხლისმსმელი უფრო მეტია, ვიდრე დონორი.

სვეჩკა - მოაზროვნის სულში ჩაფურთხებაა!
Go to the top of the page
 
+Quote Post
marine55
პოსტი Nov 8 2016, 03:38 PM
პოსტი #40


Newbie
*

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 4
რეგისტრ.: 27-October 16
წევრი № 86 153



ძველი ეგვიპტის დროშაზე კანაფი ეროვნული უბედურების სიმბოლოს წარმოადგენდა,ეს დროშა სად შეიძლება ვნახო?
Go to the top of the page
 
+Quote Post

3 გვერდი V  < 1 2 3
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st August 2019 - 01:55 PM