სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

35 გვერდი V  « < 33 34 35  ( პირველ წაუკითხავ პოსტზე გადასვლა )
Reply to this topicStart new topic
სამი წერტილი, ...
მისს ანი
პოსტი May 9 2013, 08:05 PM
პოსტი #511


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 292
რეგისტრ.: 28-January 10
მდებარ.: tbilisi
წევრი № 5 501



" - კი მაგრამ ეგ რაღაა? - ვკითხე. მკერდზე ხალათი გადავუწიე და ლურჯად ამოსვირინგებული HELLADOS წავიკითხე ხმამაღლა.
- ეს ამოსვირინგებული სიტყვაა,ჯემალო. სამშობლო უფრო ღრმადაა.უფრო შიგნით.... - თქვა იანგულიმ და ხელი მკერდზე დაიდო..... "

- ნოდარ დუმბაძე "HELLADOS"


--------------------
თავისუფლება ცოცხლებისთვისაა ხელსაყრელიი და არა მკვდრებისათვის. იგი გამოიხატება ადამიანის გრძნობა მისწრაფებაში: თავისუფლება მოქმედებაა, განხორციელებაა ნებისა, აზრისა, გრძნობისა და არა განსვენება,უქმად ყოფნა. თავისუფლება პიროვნებისა და ერისა ერთი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. სადაც არაა პიროვნება თავისუფალი, იქ ერი დამონებულია და დამონებულ ერში, რა თქმა უნდა, პიროვნებაც მონაა, უთავისუფლო, სხვის ხელში სათამაშო ნივთი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
მისს ანი
პოსტი May 9 2013, 09:07 PM
პოსტი #512


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 292
რეგისტრ.: 28-January 10
მდებარ.: tbilisi
წევრი № 5 501



"ამ ხალხში რაღაც გაუგებარ ძალას მუშტით უჭირავს ისეთი საპირისპირო თვისებები,როგორიცაა ღალატი და თავდადება,სიძულვილი და სიყვარული,ლაჩრობა და სიმამაცე,ბოროტება და სიკეთე "

"რაც ამოხსნილი,ყველაფერი იოოლია"

"- მამაო სებასტიანე,ჩემი რწმენა მტკიცეა,ვინც ცდუნებას ემალება,ის უძლურია.ძლიერი ის არის,ვინც ცდუნებას ამარცხებს.მე არ მეშინია."

"თუ რწმენა მკვიდრ ნიადაგზე არაა დაფუძნებული,განათლება ადვილად იქცევა ცდუნებად"

"ტანჯვაა ბართოლომეო,ისეთ ქვეყანაში ცხოვრება,სადაც შენს აზრს თავისუფლად არ გათქმევინებენ.რომ შეეძლოთ,თავისუფლად ფიქრსაც აგიკრძალავენ.პაპპი ჩვენსავით ადამიანია და ჩვენსავით შეუძლია შეცდეს.მას კი თავი შეუმცდარი ჰგონია,ამიტომ ბრმად მიგვერეკება,საითაც სურს.თვალი ღვთითა გვაქვს ბართოლომეო,და სახედველად მოგვეცა,ისინი კი ჩვენს მაგივრად თვითონ იყურებიან და გვაიძულებენ თეთრი ვთქვათ იმაზე,რასაც შავად ვხედავთ.აზრიც ღვთითა გვაქვს და განსასჯელად მოგვეცა,ისინი კი გვაიძულებენ ჩვენი აზრიც ჩავიხშოთ და მათი აზრის კვალობაზე ვსაჯოთ.იესო ქრისტე დოგმებს ებრძოდა.რა იცოდა,რომ მისი მიმდევრები ძველი დოგმების ადგილას ახალს დაამკვიდრებდნენ და ძველი ფარისევლების ადგილას ახლებს დააყენებდნენ!"

"ჩემი განსწავლულობა ცოდნის დაგროვება იყო,მისი კი - ცოდნის შესისხლხორცება,ის ცოდნას საზრდოდ ხმარობდა,მისთვის ცოდნა პური იყო,რომელიც მის არსებაში იხსნებოდა და სიცოცხლის ნიშნად იქცეოდა."

"დოგმაა ის,რაც უფლის ბაგეთაგან გამოსულა და რასაც წმინდა მახარებლები მოგვითხრობენ."

:როცა საქმე დროებითსა და წარმავალს ეხება,უმცირესობა მოვალეა უმრავლესობას დაემორჩილოს და შეეგუოს იმას,რაც მისი აზრით სწორი არ არის.რელიგია სხვა რამეა.ჭეშმარიტება ერთია და მარადიული.რწმენა კი ღვთის გზაა.სხვის რწმენას ვერ შეეგუები და ვერ დაემორჩილები,თუ იგი შენიც არ არის."

"სატუსაღოდან რომ გამოვედი და მეგობართა შორის აღმოვჩნდი,მაშინღა მივხვდი,როგორ დავებრმავებინე სიცოცხლის წყურვილს,რა ჯანღი გადამკვროდა გონებაზე."

"ძალა-უფლება კი ისეთი რამაა,რწმენას შეუვალ და საყოველთაო მნიშვნელობას ანიჭებს."

"შიშმა გონება დაგვიბნელა,სიძულვილმა სისხლი გაგვიცივა,მშველელი არსაიდან ჩანს,ევროპა შორსაა და ჩვენთვის არ სცალია,ყველა თავისთვის ცდილობს და თავის სარგებელს ეძებს,ჩვენ კი აღარ შეგვიძლია,საკუთარ თავში იმედს და ღონეს ვეღარ ვპოულობთ. ყველაფერი,რაც თავს ტრიალებს,ჩვენივ ბრალია! მტრებისგან წაქეზებულები და გაბრიყვებულები ერთმანეთს ვჭამთ."

"ეს ხალხი უცხოელებს რაღაც განსაკუთრებული მოწიწებით უყურებს.ერთი უცხოელის აზრს მეტ ფასს ადებენ,ვიდრე ასი თავისიანისას,თუნდაც ასევე ბრძენი და საქმეში კარგად ჩახედული იყოს."

"ყველა შხამი,რაც კი ამქვეყნიური ცხოვრების სიმწარემ და ამაოებამ ადამიანის გულში დააგროვოს,ქართველებს სიმღერით გამოაქვთ,და ყოველგვარ გრძნობას,იქნება ეს დარდი თუ სიხარული,რისხვა თუ აღტაცება,სიყვარული თუ სიძულვილი,სიმღერაში ხარჯავენ."

"ეს ხალხი თითქოს ორმაგი შიშით იყო შეკრული - ეშინოდა და,რომ ეშინოდა,ამისიც ეშინოდა."

"მხოლოდ ის ვერ მღერის,ვისაც სინდისი სუფთა არა აქვს."

"ყველამ იცოდა და ყველა მაინც დუმდა."

"როცა ქვეყანა ძლიერი და ღონიერია,ერთ სიმართლეს აღიარებს,როცა დაეცემა და დაძაბუნდება,სხვა სიმართლეს ირჩევს."

"კაცი კაცს მხოლოდ იმიტომ ჭრის ყელს,რომ ეშინია.კაცი სიავეს მხოლოდ იმიტომ სჩადის,რომ ეშინია.ლაჩარი და ბოროტი ერთი და იგივეა.შიში ყველა ადამიანს დაბადებითვე თან დაჰყვება,მაგრამ ზოგს ყოფნის გამბედაობა,თვალი გაუსწოროს თავის შიშს,ზოგს არა.შენ რომ იცოდე,შენი სიცოცხლე იმაზე მეტად არა ღირს,ვიდრე სხვისი,განა მაშინაც მოკლავდი კაცს!მოკვლა უფრო ადვილია,ვიდრე გადარჩენა,გაძარცვა უფრო ადვილია,ვიდრე დახმარება,წაქცევა უფრო ადვილია,ვიდრე წამოყენება,სიძულვილი უფრო ადვილია,ვიდრე სიყვარული.
მაგრამ გგონია,რომ,თუ შენს საცოდავ შიშს ზემოდან სხვათა სიცოცხლე დააყარე,სხვათა ტანჯვაში,სხვათა ცრემლებში,სხვათა შეურაცხოფაში,სხვათა უბედურებაში გაახვიე,რაკი ვეღარ დაინახავ,თავსაც მოიტყუებ,ვითომ აღარც არსებობს.მაგრამ შენი მცდელობა მხოლოდ შენს უსუსურობას ადასტურებს.
შენ ცდილობ ყველა მონად გაიხადო,თავად კი საკუთარი შიშის მონა ხარ და მუდამ იმას აკეთებ,რასაც შიში გიბიძგებს. ჯალათი რომ სახრჩობელაზე აგიყვანს და მოქანავე ყულფს დაინახავ,რომელიც წამის შემდეგ კისერზე უნდა შემოგეჭდოს,მაშინ მიხვდები,რომ შიშის მეტი არაფერი ყოფილხარ......
სიცოცხლე იმად არა ღირს,მისი გულისთვის კაცი შიშს მონად გაუხდე!"

"-ცოდნა რა ადგილას მაქვს?
-გონებაში
-გონება?
-სულში.
-სული?
-ღმერთში.
-ღმერთი სადღაა?
-ღმერთია ყველაფერი,რაც არის და რაც არ არის."

"სიკვდილი ყველაზე უარესი არ ყოფილა იმ საშინელებათა შორის,რაც სიცოცხლეში შეიძლება შეგემთხვეს კაცს...."

"ნუთუ ღმერთი ყოველივეს ხედავს და მაინც ითმენს!"

მიტევება და შენდობა,ეტყობა სხვადასხვა რამე.რაკი ჩემს თავს შევუნდე,ღმერთმაც შემინდო,რადგან მივხვდი,რომ სანამ ცოცხალი ვარ,სიცოცხლე ჩემგან სამსახურს მოითხოვს."

"ამქვეყნად მტყუანს ისე არ დევნიან,როგორც მართალს."

"- ავი და კარგი იმთავითვე გარჩეულია,რადგან ღვთით მონაბერი სული ყოველ კაცში სუფევს.როცა შენ ავს იქმოდი,განა იმიტომ იქმოდი,რომ ავი და კარგი ერთმანეთისგან ვერ გაგერჩია! მაშინაც ისევე იცოდი,როგორც ახლა იცი,ავი რა არის და კარგი რა არის.მაგრამ გარჩევა ადვილია,გარჩევა კი ძნელი.არჩევაზე რომ მიდგება საქმე,მაშინ ვიბნევით,რადგან გულისთქმა ეშმაკისგან გვაქვს."

"ადამიანი ტანჯვის ღირსი ყოფილა,თანაგრძნობის ღირსი კი - არა."

ერთ-ერთი ყველაზე ღირებული და დასაფასებელი მწერალია ქარჩხაძე. ძალიან მიყვარს გენიალურია!!


--------------------
თავისუფლება ცოცხლებისთვისაა ხელსაყრელიი და არა მკვდრებისათვის. იგი გამოიხატება ადამიანის გრძნობა მისწრაფებაში: თავისუფლება მოქმედებაა, განხორციელებაა ნებისა, აზრისა, გრძნობისა და არა განსვენება,უქმად ყოფნა. თავისუფლება პიროვნებისა და ერისა ერთი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. სადაც არაა პიროვნება თავისუფალი, იქ ერი დამონებულია და დამონებულ ერში, რა თქმა უნდა, პიროვნებაც მონაა, უთავისუფლო, სხვის ხელში სათამაშო ნივთი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
N!ncho
პოსტი May 24 2013, 12:02 AM
პოსტი #513


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 279
რეგისტრ.: 5-January 10
მდებარ.: Nowhere in Africa
წევრი № 5 127



"ყველა, ვინც ორ ფეხზე დადის, ცხოველის მტერია.

ყველა ვისაც ოთხი ფეხი ან ფრთები აქვს, ცხოველის მეგობარია.

არცერთმა ცხოველმა არ უნდა ატაროს ტანსაცმელი.

არც ერთმა ცხოველმა არ უნდა დაიძინოს საწოლში (თეთრეულიანში).

არც ერთმა ცხოველმა არ უნდა მიიღოს ალკოჰოლი (უზომო რაოდენობით).

არც ერთმა ცხოველმა არ უნდა მოკლას მეორე ცხოველი (უმიზეზოდ).

ყველა ცხოველი თანასწორია (მაგრამ ზოგი უფრო თანასწორია)"



--------------------

ნიკის შეცვლა მინდაააააააააააააააააააააა
Go to the top of the page
 
+Quote Post
freddie krueger
პოსტი May 24 2013, 11:58 PM
პოსტი #514


სოლიდარობა ორსულებსა და მელოტებს!
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 8 215
რეგისტრ.: 15-October 08
მდებარ.: Elm Street
წევრი № 476



ნაპალეონი ყველა არაა, ნაპალეონი ღორისშვილია და სტალინს ჰგავს IQ-ს კოეფიციენტით...


--------------------
26-ე საათი!
----------------------
რატომ უნდა ვენდო ვიკიპედიას?
დაე, ვიკიპედია მენდოს მე!
-------------
დათმობაზე მივდივარ და... გამომყვებიი?!
----------------
მეგობრულად შემოვძახოთ "ჰერი, ჰერი!"
Go to the top of the page
 
+Quote Post

35 გვერდი V  « < 33 34 35
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st August 2019 - 01:56 PM