სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

424 გვერდი V  « < 422 423 424  ( პირველ წაუკითხავ პოსტზე გადასვლა )
Reply to this topicStart new topic
ლიტერატურა
KEDI
პოსტი Jul 14 2012, 07:49 PM
პოსტი #6346


Lock Keys
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 1 906
რეგისტრ.: 4-October 08
მდებარ.: AVALON !
წევრი № 343



"საბას" გამარჯვებულები გამოვლინდნენ

გამარჯვებულთა სია ასე გამოიყურება:



წლის საუკეთესო პროზაული კრებული

ბესო ხვედელიძე, წითელი (საუნჯე)



წლის საუკეთესო პოეტური კრებული

პაატა შამუგია, დაუჯდომელი (სიესტა)



წლის საუკეთესო რომანი

აკა მორჩილაძე, Oბოლე (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)



წლის საუკეთესო დებიუტი

სალომე ბენიძე, მოხსენებითი ბარათი (ინტელექტი)

ეკატერინე ტოგონიძე, ანესთეზია (საუნჯე)



წლის საუკეთესო თარგმანი

დავით წერედიანი, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს "ფაუსტი" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)



წლის საუკეთესო პიესა

ლაშა ბუღაძე, ნავიგატორი (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)



წლის საუკეთესო ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა

გიორგი მაისურაძე, ჩაკეტილი საზოგადოება და მისი დარაჯები (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)



წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა

ლევან ბრეგაძე, ლიტერატურული (გამო)ძიებანი (არტანუჯი)



პრემია ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის რეზო ჭეიშვილმა მიიღო.



გამარჯვებულებს, სპეციალურ პრიზთან ერთად, ფულადი პრემიები გადაეცათ. საპრემიო ფონდი წელს 40 ათას ლარს შეადგენდა.


--------------------
ავალონი!


me: rogor xar :*
Sandro Chikhladze: kargad, u?
me:Tavi mtkiva
Sandro Chikhladze: chems gundels Tavi stkiva chatvale mec mtkiva.

18.06.2011
ken: me: rogor xar :*
Sandro Chikhladze: kargad, u?
me:Tavi mtkiva
Sandro Chikhladze: chems gundels Tavi stkiva chatvale mec mtkiva.
ken: gaxsovs?>
ken: :D
Hugo Shtiglitz: :D
Hugo Shtiglitz: exlac Mtkiva tavi anu?
Hugo Shtiglitz: :D
ken: hoo
ken: :D:D
Hugo Shtiglitz
Go to the top of the page
 
+Quote Post
bella_trix
პოსტი Oct 7 2012, 12:27 AM
პოსტი #6347


Amateur Pathologist
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 5 907
რეგისტრ.: 15-May 09
მდებარ.: tuning through the monsoon

წევრი № 2 569



აღარ მიყვარს პოეზია? კი მიყვარს, ვგიჟდები, როცა ვკტხულობ ავტორს ვგრძნობ და ვუგებ. პოეზია ცალკე არც არსებობს, რა სისულელეა, სიცოცლის ნაწილია სრულიად. მართლა.. უბრალოდ დრო და განწყობა აღარ მაქვს ლექსებისთვის..

მხოლოდ ეს მახსენდებახოლმე, ალბათ ყველაზე მაგარია და იმიტომ. და სულ თან დამყვება სიტყვა.. "თვითონ"

http://www.youtube.com/watch?v=fHb0rxy7HUk


--------------------
"იანტი დევა-ვრატა დევან პიტრნ იანტი პიტრ ვრატაჰ"
Go to the top of the page
 
+Quote Post
data
პოსტი Oct 29 2012, 07:58 PM
პოსტი #6348


უტონკესი
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 19 855
რეგისტრ.: 8-August 08
წევრი № 84



ერთი ნათელი

სკდება ქვესკნელი, ათას პირს აღებს,
სისხლის ბნელ ღვარებს მისდევს ღვარები,
მეც ნაფოტივით ავკვრივარ ტალღებს
და შავეთისკენ მივეჩქარები.

მაინც მკლავს ვიქნევ თვალდახუჭული,
ვუახლოვდები ნაპირს მხარულით,
იქ ერთადერთი დამრჩა კუნძული -
შენდამი ტრფობის და სიყვარულის.

ირგვლივ ღამეა და ძლიერ ყინავს,
შუქი არა სჩანს გზის წარმმართველი,
შავბნელ წყვდიადში ერთიღა ბრწყინავს -
შენდამი ტრფობის ბრწყინავს ნათელი.

იქნებ მან მიხსნას უფსკრულის პირას
უკვე მისული, ნაჯახირები,
თორემ ყველაფერს ჭაობი სძირავს
დაცემისა და გათახსირების.

იქნებ ამგლიჯოს ძლიერი ხელით
შავეთის გზას და მზისკენ გამრიყოს,
რაღაა ჩემი ცხოვრება ბნელი,
რომ ამ იმედის სხივიც არ იყოს!

აჰა! მოვდივარ თვალდახუჭული,
ვუახლოვდები ნაპირს მხარულით,
იქ ერთადერთი დამრჩა კუნძული -
შენდამი ტრფობის და სიყვარულის!

გრიგოლ აბაშიძე


--------------------
არასდროს იფიქრო, ძმაო, რომ მარტო ხარ...

........

ტური დასრულდა... ჩააწიკწიკეს კოხტად ქულები.
ო, ემოცია! ო, ნომინალი! ხელისგულები . .

© ლომსკი

........

"პოტომუ ნე ზნაიუ, ჩტო რუსკი იაზიკ ნე მოი მამა იაზიკ."

© მიშა ქარელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
data
პოსტი Nov 7 2012, 11:26 AM
პოსტი #6349


უტონკესი
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 19 855
რეგისტრ.: 8-August 08
წევრი № 84



საით მიდიან მინდვრები, რატომ აჭრელდნენ ასე?
სად ვნახე წყვილი სანთელი, ნუთუ სულეთის გზაზე?
თეთრი ყვავილი შემომხვდა, მაგრამ რა სურდა, ვერ თქვა,
ტანთ შენი კაბა ემოსა, შენი სახელი ერქვა.
ივსება ჯავრის ფურცელი, ჟამი მოგვდის და მიგვდის.
არც იცი, თეთრო ყვავილო, როგორ უხდები სიკვდილს...
მოვიდა, თავთით დამიჯდა, ცისფრად დაფინა ჩრდილი,
შუბლზე თითები შემახო, შვების ცრემლივით გრილი.
ვუთხარ: შენს კარად მოსული, შენი სინათლის მჭვრეტი,
რისთვის რა ნატვრას ინატრებს, რისთვის აღდგება მკვდრეთით...
თალხებს ჩაიცვამ, ლამაზო, ისეც გშვენოდა შავი,
მოხვალ, დამხედავ, დამირგავ კარზე ღვთისმშობლის ყვავილს.
მერე შენს დღეებს, შეხვედრებს ახლობელთან თუ სწორთან,
ყველა წუხილს და სიხარულს ჩემი არყოფნით მორთავ.
შიგ მაინც სევდა ჩადგება, მოუხელთები სხვისთვის.
არც იცი, თეთრო ყვავილო, როგორ ვუხდებით სიკვდილს...

დავით წერედიანი


--------------------
არასდროს იფიქრო, ძმაო, რომ მარტო ხარ...

........

ტური დასრულდა... ჩააწიკწიკეს კოხტად ქულები.
ო, ემოცია! ო, ნომინალი! ხელისგულები . .

© ლომსკი

........

"პოტომუ ნე ზნაიუ, ჩტო რუსკი იაზიკ ნე მოი მამა იაზიკ."

© მიშა ქარელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
data
პოსტი Mar 11 2013, 11:48 PM
პოსტი #6350


უტონკესი
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 19 855
რეგისტრ.: 8-August 08
წევრი № 84



დარდისას გეტყვი, დარდისას,
გულში რომ ნაღვლად დიოდეს,
სიხარულს ვერ მიეკარო,
სული სიმწრითა გტკიოდეს,
დილა-საღამოს სხეულში
შავსვეტად ჩამოდიოდეს;
ცას ბროლის წვიმა უწვიმდეს
შენ ტალახადა გდიოდეს;
თვალწინ საჭმელი მოგართვან
შიმშილით სული გდიოდეს.
ლუკმა გასინჯო და ზიზღით
უკანვე ამოგდიოდეს;
გარედან ლამაზად იყო
შიგნით გულგვამი გტკიოდეს;
ქალსა უყვარდე, ლამაზსა,
შენს უგულობას ჩიოდეს;
ტკბილი სიტყვის თქმა გინდოდეს
პირიდან შხამი გდიოდეს;
ბარიდან მთა გიძახოდეს,
მთაში არწივი ყიოდეს,
გაიქცე სანახავადა,
ყვავი, ყორანი ჩხიოდეს;
ერთ ადგილს ვერ მოისვენო
სული დარბოდეს, წიოდეს;
დღეის იმედი არ გქონდეს
ხვალ მზე არ ამოგდიოდეს;
ასე მოლხენით ცხოვრობდე,
სისხლი არსადა გდიოდეს;
ყველას კაჟივით ეგონო,
შენ სანთელივით ღვიოდე;
მითხარი, ამნაირ ყოფას,
რა ყოფა უნდა ჰქვიოდეს?


--------------------
არასდროს იფიქრო, ძმაო, რომ მარტო ხარ...

........

ტური დასრულდა... ჩააწიკწიკეს კოხტად ქულები.
ო, ემოცია! ო, ნომინალი! ხელისგულები . .

© ლომსკი

........

"პოტომუ ნე ზნაიუ, ჩტო რუსკი იაზიკ ნე მოი მამა იაზიკ."

© მიშა ქარელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
qristi
პოსტი Mar 25 2013, 06:49 PM
პოსტი #6351


Newbie
*

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 1
რეგისტრ.: 23-March 13
წევრი № 85 631



რედიარდ კიპლინგის– თუ

თუ ძალგიძს დარჩე ძველებურად მშვიდი და მტკიცე
და არ დაიბნე როცა თავგზა ებნევა ყველას
თუ ძალგიძს სიმხნედ, შემართებად და რწმენად იქცე,
როცა შენს ირგვლივ მკვდარი არის შენდამი რწმენა.

თუ ძალგიძს მკაცრი მოთმინებით ელოდო ხვალეს,
ცრუს, გაუტანელს არ მიაგო სიცრუე ავი
მოძულეს შენსას სიძულვილი შეუნდო მალე
და თან არც ქრისტედ არ აჩვენო არავის თავი.

თუ შეგიძლია სულში მარად ოცნება რეკდეს,
მაგრამ ოცნების არასოდეს არ იქცე მონად
გამარჯვებას და დამარცხებას თანაბრად შეხვდე
და ამ ორ თაღლითს მიაგებო ტოლად და სწორად.

თუ შეგიძლია აიტანო სიმართლე შენი
ბრბომ სულმდაბალმა ვით აქცია ხითხითის საგნად
იხილო ერთ დღეს დანგრეული, სიცოცხლის Dღენი
რასაც შესწირე და შენებას შეუდგე ახლად.

თუ შეგწევს ძალა, მაგიდაზე დაყარო ჩალად
რაც გაგაჩნია, გიშოვნია ოფლით და სისხლით
წააგო წყნარად, წაგებული ჩათვალო არად
იშოვნო კვალად და სასწორზე შეაგდო რისკით.

თუ შეგწევს ძალა წარბი შეკრა, მოთოკო გული,
მოუხმო ნერვებს, გამაგრდე და ივარგო ასწილ
და ეს კი მაშინ, როს სულიერად დაღლილს და დაცლილს
ნებისყოფაღა გეუბნება, წინ მეთქი, გასწი!

თუ შეგწევს ძალა ბრბოში იყო და დარჩე კაცად
მეფეებს ახლდე და გახსოვდეს მარადჟამს ხალხი
შენი ღირსება არ დაკარგო, აროდეს, არსად
მტერ-მოყვარესთან პირდაპირი იყო და ლაღი.

თუ შეგწევს ძალა გაიაზრო ყოველი წუთი,
აზრით დატვირტო სამოცივე ფეხმარდი წამი
მაშინ შენია შვილო ჩემო ეს მიწის ბურთი
ადამიანიც მაშინ გქვია, და გერქვას – ამინ!

<3
Go to the top of the page
 
+Quote Post
Tengobarca
პოსტი May 12 2015, 12:52 AM
პოსტი #6352


Dataguli
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 5 081
რეგისტრ.: 31-August 08
წევრი № 153



ციტატა(Azazello @ Jan 18 2009, 02:49 AM) *
David_Chochua
ჰმ, საინტერესოა smile.gif საბოლოოდ როდის დამთავრდება ნაწარმოები?

დაამთავრა და მალე გამოვა აწი


--------------------
Pep Guardiola
................

Each and every man under my command owes me one hundred Blankos scalps... and I want my scalps!
................

Jose "The lucky Mou" is praying. And if he isn't, he fucking should be ©
Go to the top of the page
 
+Quote Post
Tengobarca
პოსტი Aug 16 2015, 12:49 AM
პოსტი #6353


Dataguli
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 5 081
რეგისტრ.: 31-August 08
წევრი № 153



ციტატა(Azazello @ Jan 18 2009, 02:49 AM) *
David_Chochua
ჰმ, საინტერესოა smile.gif საბოლოოდ როდის დამთავრდება ნაწარმოები?

გამოვიდა უკვე. "წიგნები ბათუმში"–მ გამოსცა


--------------------
Pep Guardiola
................

Each and every man under my command owes me one hundred Blankos scalps... and I want my scalps!
................

Jose "The lucky Mou" is praying. And if he isn't, he fucking should be ©
Go to the top of the page
 
+Quote Post
freddie krueger
პოსტი Aug 17 2015, 05:10 PM
პოსტი #6354


სოლიდარობა ორსულებსა და მელოტებს!
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 8 180
რეგისტრ.: 15-October 08
მდებარ.: Elm Street
წევრი № 476




დათაგე, ისე ვერ ნახავს.


--------------------
26-ე საათი!
----------------------
რატომ უნდა ვენდო ვიკიპედიას?
დაე, ვიკიპედია მენდოს მე!
-------------
დათმობაზე მივდივარ და... გამომყვებიი?!
----------------
მეგობრულად შემოვძახოთ "ჰერი, ჰერი!"
Go to the top of the page
 
+Quote Post
freddie krueger
პოსტი Dec 5 2016, 09:40 PM
პოსტი #6355


სოლიდარობა ორსულებსა და მელოტებს!
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 8 180
რეგისტრ.: 15-October 08
მდებარ.: Elm Street
წევრი № 476



ციტატა(freddie krueger @ May 28 2012, 10:00 PM) *
ყვავილი მაგარი ვეშია მინდორშიც, ბაღშიც, სათბურშიც ვაზაშიც და თმაშიც...

ფხ...


--------------------
26-ე საათი!
----------------------
რატომ უნდა ვენდო ვიკიპედიას?
დაე, ვიკიპედია მენდოს მე!
-------------
დათმობაზე მივდივარ და... გამომყვებიი?!
----------------
მეგობრულად შემოვძახოთ "ჰერი, ჰერი!"
Go to the top of the page
 
+Quote Post

424 გვერდი V  « < 422 423 424
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th November 2017 - 10:15 AM