სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

9 გვერდი V   1 2 3 > »   ( პირველ წაუკითხავ პოსტზე გადასვლა )
Reply to this topicStart new topic
ისტორია!აუცილებელია ყველამ იცოდეს!!!!, საქართველოს ქალაქების ისტორია!
VLaDiMeRi
პოსტი Dec 27 2008, 02:55 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 18
რეგისტრ.: 25-December 08
მდებარ.: ბედკრული საქართველო

წევრი № 991



თბილისი

მოკლე ისტორია

ლეგენდის თანახმად, თბილისის ტერიტორია ტყით ყოფილა დაფარული, ქართველ მეფეს (ერთ-ერთი ვარიანტით, ვახტანგ I გორგასალს) ნადირობის დროს შველი დაუჭრია, შველი ცხელ წყაროში განბანილა და განკურნებული გაქცევია მონადირეებს (სხვა ვარიანტით, მეფის მიმინო თავს დასცხრომია ხოხობს, ფრინველები ცხელ წყაროში ჩაცვოვნულან და გაფუფქულან). ცხელი წყლის სამკურნალო თვისებებისა და ადგილის ხელსაყრელი მდებარეობის გამო მეფეს ტყე გაუკაფავს და ქალაქი გაუშენებია. „თბილისი“ — „თბილი“ (ძვ. ქართულად „ტფილი“) მინერალური წყაროების გამო უწოდეს ქალაქს. შემდგომში ამ ადგილზე გოგირდის აბანოები გაშენდა. აღნიშნული ადგილი თბილისის ისტორიული უბანი — აბანოთუბანია.
არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება, რომ თბილისის ტერიტორია დასახლებული ყოფილა ჯერ კიდევ ძვ. წ. IV ათასწლეულში. უძველესი წყაროსეული მოხსენიება განეკუთვნება IV საუკუნის II ნახევარს, როცა ამ ადგილებში მეფე ვარაზ-ბაკურის დროს ციხე ააგეს. IV საუკუნის დასასრულს თბილისი სპარსეთის მოხელის — პიტიახშის რეზიდენცია გახდა. V საუკუნის შუა წლებიდან კვლავ ქართლის მეფეთა ხელში გადავიდა. ვახტან გორგასალმა აღადგინა და გააშენა, ამიტომ იგი მიჩნეული ქალაქის დამაარსებლად. ზოგიერთი ისტორიკოსის მტკიცებით მეფე ვახტანგ გორგასალი (რომელიც V საუკუნის მეორე ნახევარში მეფობდა) სინამდვილეში ქალაქის აღორძინებასა და აღმშენებლობაშია პასუხისმგებელი, მისი დაფუძნების ნაცვლად.
ვახტანგ გორგასლის მემკვიდრემ დაჩი I-მა უჯარმელმა (VI ს. დამდეგი) დაამთავრა ქალაქის ზღუდე-გალავნის აგება, რომელმაც ქალაქის საზღვრები განავრცო და მამის ანდერძის თანახმად, სატახტო ქალაქი მცხეთიდან თბილისში გადმოიტანა.
თბილისის უძველესი მოსახლეობა გაჩნდა გოგირდოვანი წყაროების უბანში (ახლანდელი გორგასლის მოედნის მომიჯნე ტერიტორია), სამხრეთ-აღმოსავლეთით ქალაქი იფარგლებოდა ყოფილი ორთაჭალის ბაღის მიდამოებით, ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით მდინარე მტკვარი საზღვრავდა, სამხრეთ-დასავლეთით — თაბორის ქედის კალთები, ჩრდილოეთ-დასავლეთით კი — წავკისისწყალი. IV საუკუნეშივე წარმოიშვა თბილისის მეორე უბანი კალა ციხითურთ, შემდგომში ქალაქი იზრდებოდა საკუთრივ თბილისისა და კალის ფარგლებს გარეთ, მტკვრის დინების აღმა. ზრდას ხელს უწყობდა მისი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები აღმოსავლეთ ამიერკავკასიისა და წინა აზიისკენ. თბილისის თანდათან შუა აღმოსავლეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი გახდა. მომიჯნავე სახელმწიფოთა სამხედრო-სტრატეგიულმა და ეკონომიკურმა ინტერესებმა გაზარდეს ინტერესი მისადმი. VI საუკუნის ბოლოდან იწყება საუკუნოვანი ბრძოლა თბილისისათვის.
ცნობილი თბილისელები

* ნინო ანანიაშვილი - პრიმა-ბალერინა, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
* პაატა ბურჭულაძე - ოპერის მომღერალი
* არამ ხაჩატურიანი - კომპოზიტორი
* ივანე ჯავახიშვილი - ისტორიკოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებელი
* კოკაი (ლევან ცაგურია) - სუმოისტი
* გია ყანჩელი - კომპოზიტორი
* საიათ-ნოვა - მომღერალი, პოეტი
* სერგო ფარაჯანოვი - კინორეჟისორი
* ვახტანგ ჭაბუკიანი - მოცეკვავე და ქორეოგრაფი
* ქაქუცა ჩოლოყაშვილი - ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, ეროვნული გმირი
---------------------------------------------------------------------------------------------------------
წყარო: wikipedia ვრცლად თბილისის შესახებ: more ვრცლად თბილისის შესახებ (ინგლისურ ენაზე more
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
ქუთაისი

მოკლე ისტორია

ქუთაისი მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. ძველი ბერძნული მითოლოგია და ისტორია მას ე.წ. „მინოსის ხანას“ (ძვ. წ. XVII-XV სს) მიაკუთვნებს. მინოსი - ხელმწიფე კრეტაზე და აიეტი ძველ ბერძნებს თანადროულ, მოკავშირე და დამოყვრებულ (სიძე-ცოლის ძმა) მეფეებად მიაჩნდათ. ანტიკური დროიდან და შემდგომ ფეოდალურ ხანაშიც ქუთაისი ინტენსიურად ინარჩუნებდა დასავლეთ საქართველოს (კოლხეთი, ეგრისი, ლაზეთი) პირველი ქალაქის მდგომარეობას. VI საუკუნეში ქუთაისი ეგრისის სატახტო ქალაქი იყო. VIII საუკუნის ბოლოს იგი უკვე ეგრისისა და აფხაზეთის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქია. 978 წელს ბაგრატ III-მ ახლადგაერთიანებული საქართველოს დედაქალაქი ქუთაისში გადაიტანა. ამ დროიდან 1122 წლამდე ქუთაისი საქართველოს სატახტო ქალაქის ტიტულს ინარჩუნებდა. 1089 წელს ქუთაისში მეფედ ეკურთხა დავით აღმაშენებელი, რომელმაც 1106-1125 წლებში ქუთაისთან ახლოს ააგო გელათის ტაძარი და უმაღლესი სასწავლებელი - აკადემია. ერთიანი ქართული სახელმწიფოს დაშლის შემდეგ (1489-1810) ქუთაისი კვლავ იმერეთის სამთავროების სამეფო დედაქალაქია.
ცნობილი ქუთაისლები


აიეტი - კოლხეთის მეფე
ბაგრატ III - მეფე 975-1014 წლებში
გიორგი I - მეფე 1014-1027წლებში
ბაგრატ IV - მეფე 1027-1072წლებში
გიორგი II - მეფე 1072-1089წლებში
დავით IV(აღმაშენებელი) - მეფე 1089-1125წლებში
ნიკოლაძე, ნიკო - გამოჩენილი მეცნიერი
ფალიაშვილი, ზაქარია - კომპოზიტორი
ბალანჩივაძე, მელიტონ - კომპოზიტორი
ანჯაფარიძე, ვერიკო - მსახიობი (სოფიკო ჭიაურელის დედა)
ვასაძე, აკაკი - მსახიობი
ნიკოლაძე, იაკობ - მოქანდაკე
კაკაბაძე, დავით - მხატვარი
რაჩკევიჩი, ვლადისლავ - First president of the Polish government-in-exile (1939-1947)
საკანდელიძე, ზურაბ - კალათბურთელი ოლიმპიური ჩემპიონი
ქორქია, მიხეილ - კალათბურთელი ოლიმპიური ჩემპიონი
ხახალეიშვილი, დავით - ოლიმპიური ჩემპიონი ჭიდაობაში
აფხაზავა, თეიმურაზ - მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი ჭიდაობაში
ძოძუაშვილი, რევაზ - ფეხბურთელი,1996 წლის მსოფლიო თასის ბრინჯაოს მედლის მფლობელი
ქორქია, ოთარ - კალათბურთელი, ევროპის ჩემპიონი და ოლიმპიური ვერცხლის მედლის მფლობელი
მელუა, ქეთი - მომღერალი
ჩიბურდანიძე, მაია - მოჭადრაკე
ბურჯანაძე, ნინო - პარლამენტის თავმჯდომარე (ყოფილი)
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
წყარო: wikipedia ვრცალად ქუთაისის შესახებ (ქართულ ენაზე more ვრცლად ქუთაისის შესახებ (ინგლისურ ენაზე more
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ბათუმი

მოკლე ისტორია

ბათუმსა და მის მიდამოებში, მდ. ყოროლისწყლის შესართავთან, მის მარცხენა ნაპირზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა (გორა, სადაც VI საუკუნეში ციხე აიგო, რომელსაც მოსახლეობა დღეს "თამარის ციხეს" უწოდებს) ადასტურებს, რომ ეს მიდამოები ადამიანის მიერ ათვისებული იყო ჯერ კიდევ ძვ. წ. II - I ათასწლეულების მიჯნაზე.

ადრინდელ ანტიკურ ხანაში აქაურ მოსახლეობას გაცხოველებული სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა მეზობელ და შორეულ ქვეყნებთან. რომის იმპერატორ ადრიანეს დროს (II ს.) დღევანდელი ბათუმის ტერიტორიაზე რომაელთა სამხედრო ბანაკი იყო. V ს-ში საქართველოს მეფემ, ვახტანგ გორგასალმა იგი ქართლს შეუერთა.
ადრინდელ ფეოდალურ ხანაში, სხვა ზღვისპირა პუნქტებისაგან განსხვავებით, ბათუმი დაწინაურებული იყო, რასაც ხელს უწყობდა მისი მდებარეობა ქვეყნის შიდა რაიონებისაკენ მიმავალი გზების დასაწყისში. ფეოდალურ ხანაში ბათუმის ციხის გარშემო არსებობდა სოფლის ტიპის დასახლება, მაგრამ იგი ქალაქადაც იხსენიება (ამბროჯო კონტარინი). XIII საუკუნის დასასრულს - XIV საუკუნის დასაწყისში ბათუმი ოდიშის მთავრებს - ბედიანებს ეკუთვნოდათ. XV საუკუნეში საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ გურიელების სამფლობელოა. 1547 წელს ქალაქი ოსმალებმა დაიკავეს. 1564 წელს როსტომ გურიელმა დაიბრუნა, მალე ისევ ოსმალთა ხელში გადავიდა.

1609 წელს მამია გურიელმა გაანადგურა ბათუმში მყოფი ოსმალთა გარნიზონი. მიუხედავად ამისა, ოსმალები კვლავ დაეუფლნენ ბათუმს. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, XVIII საუკუნეში ბათუმი მცირე ქალაქი იყო, რომელსაც საუცხოო ციტადელი ჰქონდა. ბერლინის ტრაქტატით (1878) ბათუმი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა.
ცნობილი ბათუმელები

ვალერი მელაძე, - მომღერალი
ფიოდორ იურჩიხინი, - კოსმონავტი
სოფო ხალვაში, - მომღერალი, ევროვიზიის პირველი მონაწილე საქართველოდან 2007 წ.
ნინო ქათამაძე, - მომღერალი
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
წყარო: wikipedia ვრცლად ბათუმის შესახებ (ქართულ ენაზე more ვრცლად ბათუმის შესახებ (ინგლისურ ენაზე more
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ვანი

მოკლე ისტორია

ანტიკურ ხანაში აქ მდებარეობდა ძველი კოლხეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი, რომელმაც აყვავებას მიაღწია ძვ. წ. III-I სს-ში. 1947 წლიდან მიმდინარეობდა სისტემატური გათხრები. ვანში ქალაქური ტიპის დასახლება განვითარდა იმ უძველეს დასახლებათა საფუძველზე, რომელთა ნაშთები ახლა მრავლადაა ფიქსირებული ვანსა და მის ირგვლივ მდებარე ტერიტორიაზე (კეჭინარა, ციხესულორი, გორა, ბაგინეთი, ინაშაური, სულორი, ძულუხი, ბუღნარი, ბზვანი), აგრეთვე მის აღმოსავლეთითაც (ფერსათი, ზეკარი, ბაღდადი). ვანის ნაქალაქარზე მოპოვებული, ჯერჯერობით უძველესი არქეოლოგიური მასალა ძვ. წ. VIII-VI საუკუნეებით თარიღდება და კერამ. ფრაგმენტებითაა წარმოდგენილი.
ვანის ქალაქობის პერიოდში 2 უმთავრესი ეტაპი გამოიყოფა:
ძვ. წ. VI-IV სს. და
ძვ. წ. III საუკუნის დასწყისი – ძვ. წ. I საუკუნის შუა წლები.
პირველი ეტაპი წარმოდგენილია ხის საკულტო და საცხოვრებელი ნაგებობებით, კლდოვან დედაქანში ამოკვეთილი სამსხვერპლოებით, მრავალფეროვანი კერამიკული მასალის შემცველი კულტურული ფენებით და მდიდრული სამარხებით (ჭედური გამოსახულებებით მორთული დიადემები, ცვარათი შემკული ნაირსახოვანი საყურეები და სასაფეთქლეები, ცხოველთა სკულპტურულგამოსახულებიანი სამაჯურები, თასი, ჰერალდიკური გამოსახულებანი, ყელსაბამები და სხვა), აგრეთვე ვერცხლის სამკაული, ბრინჯაოსა და თიხის ჭურჭელი. სამარხებსა და კულტურულ ფენებში ნაპოვნი იმპორტული თიხისა (შავფიგურიანი, წითელფიგურიანი, შავლაქიანი) და ლითონის ჭურჭელი (პატერა, ოინოხოია, კილიკები, არიბალოსი) მოწმობს ცხოველ სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობას ბერძნულ სამყაროსთან. იმ დროს (ძვ. წ. VI-IV სს.) ვანი წარმოადგენდა კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ერთეულის (სკეპტუხიის) ცენტრს და მმართველი ზედაფენის რეზიდენციას.

ძვ. წ. III საუკუნიდან იწყება ახალი ეტაპი ვანის ძველი ქალაქის ისტორიაში. იგი ხდება დიდი სატაძრო ცენტრი. ამ პერიოდს განეკუთვნება გათხრების შედეგად აღმოჩენილი ძვ. წ. III საუკუნის გალავნის კედელი, კარიბჭის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, კონტრფორსებიანი ნაგებობა, მრგვალი ტაძარი, შვიდსაფეხურიანი საკურთხეველი და სხვა საკულტო და საზოგადოებრივი შენობები, რომელთა გათხრისას ნაპოვნი მონუმენტური ლომის თავის ქანდაკებანი, საკურთევლები, ქალ-ღვთაების ჰორელიეფური გამოსახულებებით შემკული სვეტის თავი, ტერაკოტული და ბრინჯაოს მცირე ზომის ქანდაკებანი და ნიღბები, აგრეთვე ადგილობრივი და ბერძნული კერამიკა. ძველი ქალაქი განადგურდა ძვ. წ. I საუკუნის შუა წლებში.
ცნობილი ვანელები

გალაკტიონ ტაბიძე - პოეტი
ტიციან ტაბიძე - პოეტი
კორნელი კეკელიძე - მეცნიერი,ფილოსოფოსი
გიორგი ნაფეტვარიძე - მწერალი
გიორგი ძიგვაშვილი
კარლო ინასარიძე
ოთარ ლორთქიფანიძე - არქეოლოგი
კარლო საკანდელიძე - მსახიობი
გურამ ბზვანელი - კომპოზიტორი
სერგო ამაღლობელი
ნიკოლოზ აგიაშვილი
ლადო სულაბერიძე - პოეტი
მისი უწმიდესობა და უნეტარესობა კალისტრატე (ცინცაძე)
შაბთაი ცური (შოთა ცოციაშვილი)
კალისტრატე გაბუნია
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
წყარო: wikipedia ვრცლად ვანის შესახებ (ქართულ ენაზე more ვრცლად ვანის შესახებ (ინგლისურ ენაზე more
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
p.s. საქართველოს ისტორია უნდა იცოდეს ყველამ,პატივს სცემდეს ჩვენს წარსულს და უყვარდეს!!!
მოგვიანებით დავდებ სხვა ქალაქებისა და რეგიონების ისტორიას!
-------------------


--------------------
Every time I see you oh I try to hide away
But when we meet it seems I can't let go
Every time you leave the room I feel I'm fading like a flower !!!!

ეს არის ჩემი უსაყვარლესი მუსიკა!!!!! გადაიწერეთ და მოუსმინეთ!!! როგორ გემოვნება მქონია :))
MUST LISTEN!!!

Roxette - Fading Like A Flower (Every Time You Leave)
http://www.link.ge/file/180671/02-Fading-Like-A-Flower--Every-Time-You-Leave-.mp3.html
Go to the top of the page
 
+Quote Post
anuchi
პოსტი Dec 27 2008, 03:50 PM
პოსტი #2


მილიტარისტი
***

ჯგუფი: მოდერატორები
პოსტები: 15 971
რეგისტრ.: 13-September 08
მდებარ.: archery
წევრი № 186



VLaDiMeRi

რა მაგარია, არ დახუროთ ეს თემა smile.gif

იქნებ ხაშურზეც ნახო რამე? tongue.gif


--------------------
"Life Is like a Box of Chocolates... You Never Know What You're Gonna Get!"

"A fish doesn't think , a fish knows everything... "

http://www.youtube.com/watch?v=9whehyybLqU
Go to the top of the page
 
+Quote Post
VLaDiMeRi
პოსტი Dec 27 2008, 03:55 PM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 18
რეგისტრ.: 25-December 08
მდებარ.: ბედკრული საქართველო

წევრი № 991



ხაშური

ხაშური — ქალაქი საქართველოში, ხაშურის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. 1872-1917 წლებში მას მიხაილოვო ერქვა, 1918-1928 — ხაშური, 1928-1934 წლებში — სტალინისი. მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე სურამულას ნაპირზე, ზღვის დონიდან 700 მ. სიმაღლეზე. XIX საუკუნეში ფოთი-თბილისის სარკინიგზო მაგისტრალის გაყვანის შემდეგ ხაშური თანდათან მსხვილი სატრანსპორტო კვანძი გახდა. აქედან სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები მიემართება ბორჯომისა და ახალციხის მიმართულებით. ქალაქად გამოცხადდა 1921 წელს. მოსახლეობა 28,5 ათასი (2006 წ.). არის აქ ხაშურის სარკინიგზო ტრანსპორტის, შუშის ტარის, კვების მრეწველობის საწარმოები, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები (სახალხო თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი). შემორჩენილია XVIII საუკუნის კოშკი, იოანე ნათლისმემლისა და წმ. მარინეს ეკლესიები. ხაშურში არის ურბნისისა და რუისის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.
----------------------------------------------------------------------------------------
წყარო wipedia ხაშურის შესახებ Khashuri


--------------------
Every time I see you oh I try to hide away
But when we meet it seems I can't let go
Every time you leave the room I feel I'm fading like a flower !!!!

ეს არის ჩემი უსაყვარლესი მუსიკა!!!!! გადაიწერეთ და მოუსმინეთ!!! როგორ გემოვნება მქონია :))
MUST LISTEN!!!

Roxette - Fading Like A Flower (Every Time You Leave)
http://www.link.ge/file/180671/02-Fading-Like-A-Flower--Every-Time-You-Leave-.mp3.html
Go to the top of the page
 
+Quote Post
dorian grey
პოსტი Dec 27 2008, 04:35 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 1 430
რეგისტრ.: 3-August 08
წევრი № 38



VLaDiMeRi
ტაკს თბილისზე საინტერესო ფაქტების სახით დავამატებდი,ამ თბილლ წყლებს სასწაულ ფუნქციასა მიაწერდნენ ძველად, არსებობს ერთი ლეგენდა რომ აღა მაღმად ხანი, რომელიც საჭურისი იყო, უთქვიათ რომ ამ დაავადებისგან განიკურნებოდა(ანუ საჭურისი აღარ იქნებოდა) თუ გოგირდის აბანოებში განობანებოდა, როდესა თბილის დაუპყრია, მართლაც განბანილა გოგირდის წყლებში, თუმცაღა სასწაული არ მომხდარა და განრისხებულ ხანს თბილისი მეორედ დაურბევია smile.gif


--------------------
wake me up when september end
Go to the top of the page
 
+Quote Post
kid
პოსტი Dec 27 2008, 04:39 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 1 756
რეგისტრ.: 16-September 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 199



კაი თემაა, მაგრამ ჩემი აზრით WikiPedia-დან აქ რამეების გადმოკოპირებას აზრი არ აქვს




ციტატა
ანუ საჭურისი აღარ იქნებოდა


: lol : : lol :


--------------------
Libertas inaestimabilis res est


tavsatexi.wordpress.com
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_ILI-100_*
პოსტი Dec 27 2008, 04:48 PM
პოსტი #6





სტუმრები






ვანი


ვანი, ქალაქი საქართველოში, ვანის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე სულორის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირას. ზღვის დონიდან 60 მ, რკინიგზის სადგურ სამტრედიიდან 19 კმ-ზე. ჰავა — ზღვის ნოტიო სუბტროპიკული. იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 13,9°C, იანვარი 4,1°C, ივლისი 23,4°C. ნალექები 1380 მმ წელიწადში. ქალაქად გამოცხადდა 1981 წელს. მოსახლეობა 4,6 ათასი (2002 წ.). ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები (თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი).

ისტორია


ანტიკურ ხანაში აქ მდებარეობდა ძველი კოლხეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი, რომელმაც აყვავებას მიაღწია ძვ. წ. III-I სს-ში. 1947 წლიდან მიმდინარეობდა სისტემატური გათხრები. ვანში ქალაქური ტიპის დასახლება განვითარდა იმ უძველეს დასახლებათა საფუძველზე, რომელთა ნაშთები ახლა მრავლადაა ფიქსირებული ვანსა და მის ირგვლივ მდებარე ტერიტორიაზე (კეჭინარა, ციხესულორი, გორა, ბაგინეთი, ინაშაური, სულორი, ძულუხი, ბუღნარი, ბზვანი), აგრეთვე მის აღმოსავლეთითაც (ფერსათი, ზეკარი, ბაღდადი). ვანის ნაქალაქარზე მოპოვებული, ჯერჯერობით უძველესი არქეოლოგიური მასალა ძვ. წ. VIII-VI საუკუნეებით თარიღდება და კერამ. ფრაგმენტებითაა წარმოდგენილი.

ვანის ქალაქობის პერიოდში 2 უმთავრესი ეტაპი გამოიყოფა:
ძვ. წ. VI-IV სს. და
ძვ. წ. III საუკუნის დასწყისი – ძვ. წ. I საუკუნის შუა წლები.

პირველი ეტაპი წარმოდგენილია ხის საკულტო და საცხოვრებელი ნაგებობებით, კლდოვან დედაქანში ამოკვეთილი სამსხვერპლოებით, მრავალფეროვანი კერამიკული მასალის შემცველი კულტურული ფენებით და მდიდრული სამარხებით (ჭედური გამოსახულებებით მორთული დიადემები, ცვარათი შემკული ნაირსახოვანი საყურეები და სასაფეთქლეები, ცხოველთა სკულპტურულგამოსახულებიანი სამაჯურები, თასი, ჰერალდიკური გამოსახულებანი, ყელსაბამები და სხვა), აგრეთვე ვერცხლის სამკაული, ბრინჯაოსა და თიხის ჭურჭელი. სამარხებსა და კულტურულ ფენებში ნაპოვნი იმპორტული თიხისა (შავფიგურიანი, წითელფიგურიანი, შავლაქიანი) და ლითონის ჭურჭელი (პატერა, ოინოხოია, კილიკები, არიბალოსი) მოწმობს ცხოველ სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობას ბერძნულ სამყაროსთან. იმ დროს (ძვ. წ. VI-IV სს.) ვანი წარმოადგენდა კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ერთეულის (სკეპტუხიის) ცენტრს და მმართველი ზედაფენის რეზიდენციას.

ძვ. წ. III საუკუნიდან იწყება ახალი ეტაპი ვანის ძველი ქალაქის ისტორიაში. იგი ხდება დიდი სატაძრო ცენტრი. ამ პერიოდს განეკუთვნება გათხრების შედეგად აღმოჩენილი ძვ. წ. III საუკუნის გალავნის კედელი, კარიბჭის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, კონტრფორსებიანი ნაგებობა, მრგვალი ტაძარი, შვიდსაფეხურიანი საკურთხეველი და სხვა საკულტო და საზოგადოებრივი შენობები, რომელთა გათხრისას ნაპოვნი მონუმენტური ლომის თავის ქანდაკებანი, საკურთევლები, ქალ-ღვთაების ჰორელიეფური გამოსახულებებით შემკული სვეტის თავი, ტერაკოტული და ბრინჯაოს მცირე ზომის ქანდაკებანი და ნიღბები, აგრეთვე ადგილობრივი და ბერძნული კერამიკა. ძველი ქალაქი განადგურდა ძვ. წ. I საუკუნის შუა წლებში.

ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი

ვანის არქეოლოგიური მუზეუმი 1985 წლის 25 სექტემბერს დაფუძნდა ვანის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის ინიციატივით.1985 წლის 25 სექტემბერს. მუზეუმის გახსნას დაემთხვა შავიზღვისპირეთის პრობლემებისადმი მიძღვნილი მსოფლიო არქეოლოგთა საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელიც ტარდება ყოველ მესამე წელს. მუზეუმში განთავსებულია სხდომათა დარბაზი, ბიბლიოთეკები, სარესტავრაციო და ფონდების განყოფილებები. სწორედ ოთარ ლორთქიფანიძის უდიდესი ღვაწლის გამო, რომელიც მან ვანის ნაქალაქარს და საერთოდ ქართულ არქეოლოგიას შეალია, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი დღეს მის სახელს ატარებს. ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში ინახება 1985 წლიდან ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალის უმეტესობა. ვანში აღმოჩენილი მდიდრული სამარხების ინვენტარის საფუძველზე 1987 წელს მუზეუმში გაიხსნა ოქროს ფონდი, რომელშიც ინახება ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები ვანის ნაქალაქარიდან. ვანის არქეოლოგიური მუზეუმის სტაციონარული ექსპოზიცია ასახავს ვანის ტერიტორიაზე არსებული კულტურის განვითარების პერიოდს ძვ. წ. VIII ს-დან I ს-ის ჩათვლით (ბრინჯაოს ქანდაკებები, მათი ცალკეული ფრაგმენტები, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ნაკეთობანი, ნუმიზმატიკის ნიმუშები და სხვ.).
--------------------------------------------------------------------------

წყარო wipedia
Go to the top of the page
 
+Quote Post
VLaDiMeRi
პოსტი Dec 27 2008, 05:02 PM
პოსტი #7


Member
**

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 18
რეგისტრ.: 25-December 08
მდებარ.: ბედკრული საქართველო

წევრი № 991



kid
ციტატა
კაი თემაა, მაგრამ ჩემი აზრით WikiPedia-დან აქ რამეების გადმოკოპირებას აზრი არ აქვს

ეს უბრალოდ რაც wikipediaზე დევს ისინი დავწერე მე დარწმუნებული ვარ ყველამ თუ არა ნახევარზე მეტმა უნდა იცოდეს თავისი სამშობლოს/ქალაქის ისტორია. არის ისეთი ფაქტები რომლებიც არ წერია wikipediaზე ხოდა ამას შევეცდები დავწერო. აი მადლობა dorian grey-ის! თუ ვინმემ იცით ისეთი რაც ინტერნეტში არ წერია გთხოვთ დაწეროთ აქ.... წიგნიც წამიკითხავს საქართველოს ისტორიაზე და ინტერნეტშიც წამიკითხავს..
მაგრამ ყოველთვის მსიამოვნებდა როცა ვინმე მიყვებოდა ისტორიას. აი მაგალითად ის არ წერია wikipedia ზე რომ დავით აღმაშენებელი 16კგ ხმლით იბრძოდა და მისი სიმაღლე 2.40 სანტიმეტრი რომ იყო... ამით იმის თქმა მინდა რომ მაინც არ წერია ყველაფერი დეტალებში...
უბრალოდ გული მწყდება რომ ბევრმა არ იცის საქართველოს ისტორია მეფეები და ა.შ.
იციან ისინი ვინც ყველაზე ცნობილი იყო... დავით აღმაშენებელი თამარ მეფე ერეკლე მეორე გიორგი სააკაძე ვახტანგ გორგასალი და .ა.შ.
და კიდევ ერთხელ გთხოვთ ყველას, რომ რაც ინტერნეტში არ წერია დაწეროთ აქ სიამოვნებით მოგისმენთ!


--------------------
Every time I see you oh I try to hide away
But when we meet it seems I can't let go
Every time you leave the room I feel I'm fading like a flower !!!!

ეს არის ჩემი უსაყვარლესი მუსიკა!!!!! გადაიწერეთ და მოუსმინეთ!!! როგორ გემოვნება მქონია :))
MUST LISTEN!!!

Roxette - Fading Like A Flower (Every Time You Leave)
http://www.link.ge/file/180671/02-Fading-Like-A-Flower--Every-Time-You-Leave-.mp3.html
Go to the top of the page
 
+Quote Post
veno
პოსტი Dec 27 2008, 05:02 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 121
რეგისტრ.: 1-December 08
მდებარ.: butani
წევრი № 781



ვაუ მაგარია მეც თითქმის ხაშურელი ვარ და გამეხარდა რო ვნახე laugh.gif
მაგარი თემაა იქნებ კურორტებზეც დაწეროთ rolleyes.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
longbowman
პოსტი Dec 27 2008, 05:28 PM
პოსტი #9


3,14ზდეცინტელექტუალიზმთან მებრძოლი
***

ჯგუფი: მოდერატორები
პოსტები: 8 226
რეგისტრ.: 2-August 08
მდებარ.: archery
წევრი № 14



ციტატა
ბზვანი

პაჩტი ჩემი სახლის გვერდზეა.


--------------------
კიბეებს გასდის!!! © ანკიკიუსი

გოგორატორი © გუდმენა
Murderator

Αργοναύται

[22:20:52] Nata... говорит: tugushi mama tereza aris ra

[8:45:21 PM] NATA: shen kide mama tereza xar

ANZ-240

First Public Appearance Of "Master Yoda"
http://www.youtube.com/watch?v=lfinmIpX1v8
Go to the top of the page
 
+Quote Post
VLaDiMeRi
პოსტი Dec 27 2008, 05:32 PM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 18
რეგისტრ.: 25-December 08
მდებარ.: ბედკრული საქართველო

წევრი № 991



აი მაგალითად არის თქმულება კიდევ რომ სიტყვა ხოხობი საქართველოდან მოდის, ანუ იმის თქმა მინდა რომ
რუსულად ხოხობი არის ფაზან, ბერძნულად ფაზანუს, ხოდა ადრე მდინარე რიონს ერქვა ფაზისი....
ფაზანუს ... ფაზისური.... ეგ დანამდვილებით არ ვიცი რაც მომიყვეს ის დავწერე....
პ.ს. თუ ვინმეს ინგლისურად აინტერესებს როგორ არის ხოხობი აი ბარემ tongue.gif smile.gif)) pheasant


--------------------
Every time I see you oh I try to hide away
But when we meet it seems I can't let go
Every time you leave the room I feel I'm fading like a flower !!!!

ეს არის ჩემი უსაყვარლესი მუსიკა!!!!! გადაიწერეთ და მოუსმინეთ!!! როგორ გემოვნება მქონია :))
MUST LISTEN!!!

Roxette - Fading Like A Flower (Every Time You Leave)
http://www.link.ge/file/180671/02-Fading-Like-A-Flower--Every-Time-You-Leave-.mp3.html
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_ILI-100_*
პოსტი Dec 27 2008, 06:54 PM
პოსტი #11





სტუმრები






ციტატა
ცნობილი ვანელები

გალაკტიონ ტაბიძე - პოეტი
ტიციან ტაბიძე - პოეტი
კორნელი კეკელიძე - მეცნიერი,ფილოსოფოსი
გიორგი ნაფეტვარიძე - მწერალი
გიორგი ძიგვაშვილი
კარლო ინასარიძე
ოთარ ლორთქიფანიძე - არქეოლოგი
კარლო საკანდელიძე - მსახიობი
გურამ ბზვანელი - კომპოზიტორი
სერგო ამაღლობელი
ნიკოლოზ აგიაშვილი
ლადო სულაბერიძე - პოეტი
მისი უწმიდესობა და უნეტარესობა კალისტრატე (ცინცაძე)
შაბთაი ცური (შოთა ცოციაშვილი)
კალისტრატე გაბუნია


ამ სიას ორი კაცი აკლია, მე და გოგორა... wink.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
VLaDiMeRi
პოსტი Dec 27 2008, 07:38 PM
პოსტი #12


Member
**

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 18
რეგისტრ.: 25-December 08
მდებარ.: ბედკრული საქართველო

წევრი № 991



მინდა საინტერესო სურათები გაჩვენოთ
ზოგს არ უნახავს გელათი შიგნიდან და ალბათ აინტერესებს თუ როგორ გამოიყურება
ესე იგი გელათი აშენდა მე-12საუკუნეში რომელიც დავით აღმაშენებელმა ააშენა

ეგრე გამოიყურება გელათი შიგნიდან
მარჯვნივ ბოლოში დავით აღმაშენებელია დანარჩენი არ არის ცნობილი

აქ კიდევ მარცხნივ ბოლოში თამარ მეფე და მის გვერდით მისი ქალიშვილი რუსუდანი


ეს ჭიშკარი დავით აღმაშენებელმა მხრებით ჩამოიტანა განჯიდან... (განჯა)

ეს კიდევ ადგილი სადაც დავით აღმაშენებელია დაკრძალული

ეს რაც შეეხებოდა გელათს
ეხლა თამარ მეფის რეზიდენციის შესახებ გეგუთის სასახლე
გეგუთის სასახლე, ფეოდალური ხანის საქართველოს საერო არქიტექტურის ძეგლი, ქ. ქუთაისის სამხრეთით, 7 კმ-ზე, მდ. რიონის ნაპირას. ყველაზე ადრეული ისტორიული ცნობა გეგუთის სასახლის შესახებ XII საუკუნეს ეკუთვნის. ნანგრევებს 2000 მ² მეტი ფართობი უჭირავს. 1953—1956 წლებში სარესტავრაციო-კვლევით სამუშაოთა შედეგად, შესაძლებელი გახდა სასახლის ხუროთმოძღვრული ფორმების დადგენა. ციხე-დარბაზში რამდენიმე სამშენებლო ფენა გამოირჩევა. ყველაზე ადრინდელი ნაწილი (VIII—IX სს.) გეგმით მარტივი, ერთოთახიანი, დიდბუხრიანი ე.წ. „სანადირო სახლია“. მოგვიანებით, იგი მრავალ ფუნქციას ასრულებდა. თლილი ქვით ნაგებ სამმეტრიან ცოკოლზე აღმართულია აგურით ნაგები ოთხიარუსიანი მეფეთა სადგომი ციხე-დარბაზი (XII ს.). მისი მთავარი ნაწილია 14 მ-იანი გუმბათით დაგვირგვინებული ოთხმკლავიანი დარბაზი, რომლის აქეთ-იქით საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების სათავსებია (საწოლი ოთახი, სალარო, საგანძური, აბანო და სხვა). მთელ ნაგებობას გარედან ეკვრის კედლებიდან გამოწეული მასიური ბურჯები. XIII—XIV საუკუნეებს განეკუთვნება მთავარი ნაგებობის დასავლეთით მდებარე შენობა და სასახლის ეკლესია.

აი ეგრე გამოიყურება ეხლა გეგუთის სასახლე იმდროინდელი თამარ მეფის რეზიდენცია

ეს თუ როგორ გამოიყურებოდა თავის დროზე გეგუთის სასახლე
-----------------------------------------------------------------


--------------------
Every time I see you oh I try to hide away
But when we meet it seems I can't let go
Every time you leave the room I feel I'm fading like a flower !!!!

ეს არის ჩემი უსაყვარლესი მუსიკა!!!!! გადაიწერეთ და მოუსმინეთ!!! როგორ გემოვნება მქონია :))
MUST LISTEN!!!

Roxette - Fading Like A Flower (Every Time You Leave)
http://www.link.ge/file/180671/02-Fading-Like-A-Flower--Every-Time-You-Leave-.mp3.html
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guest_ILI-100_*
პოსტი Dec 27 2008, 08:15 PM
პოსტი #13





სტუმრები






ისევ ვანი !!!


რამოდენიმე თვის წინ, მსოფლიოს ტოპ-5-ში შევიდა ვანში გათხრებისას ნაპოვნი რამოდენიმე ნივთი.


ნიკეას ქალღმერთის ქანდაკება, აღმოჩენილია ვანის არქეოლოგიურ გათხრების დროს

ვანს უკავშირდება მითი ,,ოქროს საწმისი''.,,არგო'' საბჭოთა პერიოდში ტიმ სევერინმა საბერძნეთიდან (იასონის კვალდაკვალ)წამოსული მოაყენა რიონის--,,ფაზისის'' ნაპირს,რის შემდეგაც ,,არგო'' ჭყვიშში განისვენებდა ავბედით ხანძრამდე.



ქანდაკება სახელად "თამადა"
2007 წელს დადგეს, ვანში აღმოჩენილი ძვ,წ. VIIსაუკუნის ბრინჯაოს ქანდაკების ასლი




Go to the top of the page
 
+Quote Post
SmoK1e
პოსტი Jan 3 2009, 12:54 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 7 491
რეგისტრ.: 3-January 09
მდებარ.: knocking on heaven's door

წევრი № 1 077



ციტატა
აიეტი - კოლხეთის მეფე
ბაგრატ III - მეფე 975-1014 წლებში
გიორგი I - მეფე 1014-1027წლებში
ბაგრატ IV - მეფე 1027-1072წლებში
გიორგი II - მეფე 1072-1089წლებში
დავით IV(აღმაშენებელი) - მეფე 1089-1125წლებში
ნიკოლაძე, ნიკო - გამოჩენილი მეცნიერი
ფალიაშვილი, ზაქარია - კომპოზიტორი
ბალანჩივაძე, მელიტონ - კომპოზიტორი
ანჯაფარიძე, ვერიკო - მსახიობი (სოფიკო ჭიაურელის დედა)
ვასაძე, აკაკი - მსახიობი
ნიკოლაძე, იაკობ - მოქანდაკე
კაკაბაძე, დავით - მხატვარი
რაჩკევიჩი, ვლადისლავ - First president of the Polish government-in-exile (1939-1947)
საკანდელიძე, ზურაბ - კალათბურთელი ოლიმპიური ჩემპიონი
ქორქია, მიხეილ - კალათბურთელი ოლიმპიური ჩემპიონი
ხახალეიშვილი, დავით - ოლიმპიური ჩემპიონი ჭიდაობაში
აფხაზავა, თეიმურაზ - მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი ჭიდაობაში
ძოძუაშვილი, რევაზ - ფეხბურთელი,1996 წლის მსოფლიო თასის ბრინჯაოს მედლის მფლობელი
ქორქია, ოთარ - კალათბურთელი, ევროპის ჩემპიონი და ოლიმპიური ვერცხლის მედლის მფლობელი
მელუა, ქეთი - მომღერალი
ჩიბურდანიძე, მაია - მოჭადრაკე
ბურჯანაძე, ნინო - პარლამენტის თავმჯდომარე (ყოფილი)


ვიღაც აკლია ამ ჩამონათვალს biggrin.gif


--------------------
Попса!Розовая пасть голодного пса!
Попса!Розовая дрянь от рогов до хвоста!
Go to the top of the page
 
+Quote Post
vulkani_lava
პოსტი Jan 3 2009, 01:03 PM
პოსტი #15


moxetiale forvardi
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 15 585
რეგისტრ.: 3-August 08
მდებარ.: tbilisi senaki leselizis me 12 kilometri
წევრი № 46



ერთი ზუგდიდზე არ უნდა (ვ)იცოდეთ არაფერი ?? biggrin.gif


--------------------
შენი რეკლამის ადგილი :))











შენ არ აგცდეს ბროლის ბუ როგორც პატარძალს (C)



Go to the top of the page
 
+Quote Post

9 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd September 2014 - 08:36 PM