სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

424 გვერდი V  « < 328 329 330 331 332 > »   ( პირველ წაუკითხავ პოსტზე გადასვლა )
Reply to this topicStart new topic
ლიტერატურა
Illegal Astronau...
პოსტი May 26 2010, 10:31 PM
პოსტი #4931


God is an Astronaut
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 13 819
რეგისტრ.: 7-August 08
მდებარ.: Saturn's Terminator
წევრი № 81



ერთდღიანი ,,ზავედენია”
ფანტასტიკური პროზა
2010.05.04
------------------------------------------------

1992 წლის 2 აგვისტო 09:50
ზოოპარკის დირექტორი და ჩოთე ხაბაზი

-მისმინეთ, მე ერთ-ერთი საუკეთესო ვარ ამ სფეროში.
-კი, მაგრამ ჩემგან რა გნებავთ?
-ხომ გითხარით. სახაჭაპურის გახსნა ეშმაკის ბორბლის ერთ-ერთ კალათაში, სულერთია რომელში, ფერსა და ფართს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.
-კი მაგრამ ყველა კალათა ისედაც ლურჯია და ერთი ზომის, გარდა საპრეზიდენტოსი. ის ერთადგილიანია და თქვენ არ გამოგადგებათ.
-კი ბატონო. იყოს ლურჯი. მე ხელს არ შემიშლის. ფულსაც გადავიხდი. ნავაჭრის 10%-ს, თან ბორბლის მომსახურე პერსონალსაც უფასოდ გავუმასპინძლდები ყოველ 4 საათში ერთხელ ერთი ნახევრად-ხაჭაპურით და რუსთავის წყლით.
-უკაცრავად და, მუშაობის პროცესში დაგროვებულ სააწარმოო ნარჩენს, ანუ ნაფშხვენებს, ნამტვრევებს, მოკბეჩილ და დაწუნებულ დეტალებს, ფქვილის მტვერს და მაგიდაზე დარჩენილ ყველის სუნს რას უშვებით?
-ძირითადად ფანჯრიდან ვყრი, მაგრამ რადგანაც თქვენ ეშმაკის ბორბალს ფანჯრები არ აქვს, ალბათ ცელოფნის პარკში ჩავალაგებ და ვერეში ჩავაგდებ.
-შეგიძლიათ ჩვენ რომ დაგვითმოთ? ბიუჯეტიდან მარტო ცხოველთა საკვები დააფინანსეს, საწყალი ფრინველები შიმშილით გვეხოცებიან და დაგვეხმარებით, იმათ ვაჭმევთ.
-რა ფრინველები გყავთ?
-იხვები - ჯერ-ჯერობით მხოლოდ კლდის, ზღვის, ჭაობის, მიწის, იატაკის, მწვანე ველის, გორბაჩოვის, ყვითელი (ყვავილოვანი) ველის, ნაფტას, მამა ჯერალდის ჯიშის იხვები გვყავს, თუმცა ორშაბათისთვის მუხიანის და მუხრანის ჯიშის იხვებსაც ველოდებით.
-მუხიანის ჯიშის იხვებისთვის რას არ იზამ კაცი. კარგით დაგითმობთ, ოღონდ ერთი პირობით. თვის ბოლოს მხოლოდ ნავაჭრის 9%-ს გადაგიხდით.
-ძალიანაც კარგი. შევთანხმდით. მუშაობას როდიდან შეუდგებით?
-ორ-სამ საათში უბრალოდ მაცივარს გადმოვიტან, შინდის კომპოტის, ცომისა და ყველის შესანახად მჭირდება.

1992 წლის 2 აგვისტო 16:10
მაკაკა და ეშმაკის ბორბლის ერთკაციანი პერსონალი დომენტ პავლიაშვილი (თან ელექტრიკოსი, თან დარაჯი, თან აქციათა 4%-ის მფლობელი)

-ხაჭაპური ააგდე, ბიჭო?
-მომცა იმ ქათამმა, ცხელ-ცხელია. შენ რა ქენი, მოპარე ზოიას არაყი?
-იასნა, ბრატ. პროსტა, გალიაში ვერ დავლევ. შვიდისთვის შემოვლა აქვს დირექტორს და აქ თუ არ დავხვდი, ან მთვრალი მნახა პაჟიზნი ზღარბებთან ჩამსვამს.
-აბა რა ვქნათ ბიჭო? ხაჭაპურით ხომ არ ვივლი მთელი დღე? შემომეჭმება. თან ეგ არაყიც მაგარი შარია, ვინმემ რომ გიპოვოს, დეპორტს აირტყამ. გინდა ეხლა შენ სომხეთის ზოოპარკში დაბრუნება? ხო იცი იქ შენაირ შპანებს ტრაკში ტყნავენ.
-მოდი, საღამომდე შევინახოთ. გარეთ შენ ხარ, მიიხედ-მოიხედე და ისეთ ადგილზე დადე, სადაც არავინ მიეკრება. მამენტ ჯიხვებთან აიტანე. მაგათ კიშკიც მაგარი კიდიათ და არაყიც. მთელი დღე ბალახზე ზიან.
-საღამოს არ დამეკარგო. ხალხი რომ შემცირდება, შემოგივლი და სადმე გავძვრეთ.
-აბა სად უნდა დაგეკარგო... ვერ ხედავ, გალიაში ვზივარ.
-სბოგამ ბრატ.
-სბოგამ.

1992 წლის 2 აგვისტო 18:00
მოამბის წამყვანი დავით წიფურია(ერთი საათით ადრე გაკეთებული ჩანაწერი)

-გადაცემას ვიწყებთ ერთი ყველასთვის სასიხარულო ამბით. დღეს ჩვენ მშვენიერ ქალაქს კიდევ ერთი საზ-კვების ობიექტი შეემატა. კერძო მეწარმემ, რომლის ვინაობასაც შეგნებულად არ დავასახელებ, თავისი სახაჭაპურე საკმაოდ უცნარ ადგილას, ზოოპარკში მდებარე ეშმაკის ბორბალის კალათაში განათავსა. მას იმედი აქვს, რომ სწაფადვე მოახერხებს პროექტში ჩადებულ კაპიდალდაბანდების ამოღებას და ერთ-ორ თვეში კარგ მოგებაზეც იმუშავებს. მომავალში მას სურს მსგავსი სახაჭაპურეები განათავსოს მუშტაიდისა და მთაწმინდის ეშმაკის ბორბლებზეც. დღეს აღნიშნული ობიექტი მოინახულეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების და სამხედრო ფორმირებების წარმომადგენლებმა. ისინი ნანახით კმაყოფილნი დარჩნენ და სახლებში მაძღრები დაბრუნდნენ.
და დღის სხვა ახალი ამბები:
10 საათზე მთავრობის წევრები და ეკონომიკის მინისტრის მეორე მოადგილე შეხვდნენ ამერიკელ მაღალჩინოსნებს.
11 საათზე მთავრობის წევრები და ეკონომიკის მინისტრის მეორე მოადგილე შევიდენ რესტორანში და მოწყენილი სახეებით კუთხეში მჯდომ მაგიდასთან ყვავებივით ჩამოსხდნენ, მერე ერთმა თავი ასწი დავიღაცას გასძახა: - ჩამოასხი, დარდიან გულზე უნდა დავლიო. მგონი გვენძრევა.
12 საათზე მთავრობის წევრები და ეკონომიკის მინისტრის მეორე მოადგილე რესტორნიდან გამოვიდნენ, ერთმანეთ გადაკოცნეს, ბეჭებზე ხელები იტყაპუნეს და სახლებში წავიდნენ. სატალეფონო ზარების შემდეგ დადგენილი იქნა, რომ სახლში ყველანი მშვიდად დაბრუნდნენ. დიდება უფალს. ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს სამწუხაროდ მაგიდაზე დაეძინა. რესტორნის მფლობელმა მისი გაღვიძება ვერ გაბედა და ,,ზავიდენია” დროებით დაკეტა.
16 საათზე საქართველოს ეწვია ყივჩაღთა მეფის ვაჟი ჟეჟვა ჩაღარა, ნადიმის დაწყებამდე მისი მასპინძლობა საქართველოს ვიცე-სპასპეტმა იკისრა, რომელმაც სტუმარი სანადიროდ წაიყვანა.

1992 წლის 2 აგვისტო 21:50 წუთი
ჩოთეს ,,ზავიდენიის” გვიანი სტუმრები
მარცხენა ხელზე ფენოვანი ცომის თხელი ფენა ედო, მარჯვენათი მაცივრის კარები გამოხსნა, კოვზით პატარა თასიდან მარგარინში შეზავებული ყველის ნაფშხვენები ამოიღო და ზემოდან თანაბრად მოაყარა, შემდეგ საყინულიდან ცომის მეორე ფენაც გამოიღო ხელისგულზე შეათამაშა და ტაში შემოკრა. შემწვარი ხაჭაპური თეფშზე დაეცა, რომელიც მრგვალი მაგიდის ერთ-ერთი სტუმრისკენ გასრიალდა, მის ნიკაპქვეშ გაჩერდა და ორთქლი აუშვა. ორთქლმა ჭიპამდე ჩამოზრდილი წვერი წვალებით გაიარა და მარცხენა, ცინგლისგან შედარებით თავისუფალი ნესტოში შეძვრა და გაირინდა. სტუმარმა თვალები გაახილა და თქვა:
-იცით, მე ვინ ვარ, ბატონო ჩოთე? - იკითხა მუქმა კაცმა და ხელმარჯვეს დაწვრილებული თვალებით შეხედა.
-დიახ.
-ალბათ ისიც იცით, აქ რატომ გამომაგზავნეს
-დიახ.
-მაშინ მომეცით ფული და წავალ.
-ცოტა მაკლდება. ახლა ხალხს შემოვუშვებ, ერთ-ორი წრეც დავარტყათ და გაგისწორდებით.
-კარგით მე არსად მეჩქარება. მანამდე აქ ვიჯდები. ისე შესანიშნავი ხელი გქონიათ... ქხმმ... ხელები.
პირველი გოგო ამოვიდა წითელი კაბით და ნაყინით, უფრო სწორად ნაყინი ამოსვლის დროს დაუვარდა, წვრილქუსლიანი ფესაცმლის წვერზე დაეცა და დაისვარა. ჯერ გაიფიქრა, ესევე შევალ, სახაჭაპურეა, სახაშე ხომ არაო; მერე - სახაჭაპურეშიც კია ხალხი და რას იფიქრებენ ესე რომ შევიდეო; მერე - რა დროს ხალხია, მუცელი შიმშილით მიხმებაო; მერე - ვინც მუცელს ფეხსაცმლის წვერზე წინ აყენებს იმას ღიპიანებს ეძახიან და იშვიათად ხმარობენო; მერე - უხმარებლად ველოსიპედი ფუჭდება და მე რა მომივა, ისევ გავიწმენდ, ამის დედაცო; მერე -ამის დედას რაღაც ვერჩი, პროსტა ამოვიღებ ცხვირსახოცს და განვიწმინდებიო, - და ბევრი აღარც უფიქრია ამოიღო, ჩაიცუცქა და წმენდა დაიწყო. უცბად მაგიდასთან მჯდომი მამაკაცი წამოდგა, მიუხლოვდა და ჰკითხა:
-აქ რა პონტში ჩაიცუცქე, დაიკო? აქ თუ ვინმე იკუზება, ეს მე ვარ.
-მაპატიეთ. თუ ნებას დამრთავთ ავდგები და ჩამოვჯდები.
-კარგს იზამთ, თორემ თქვენს უკან უკვე მასა ხალხი შეგროვდა.
მასა ხალხი სამნი იყნენ. მსუქანი ბიჭი თავისი ორი დით. როგორც ჩანს, რაღაც მანძილი საკმაოდ დიდი სისწარაფით გამოერბინათ და ახლა ენაგადმოგდებულები ქოშინებდნენ.
-ექვსი ხაჭაპური, 15 ხინკალი, და ერთი ლუდი! - დაიძახეს ძირიდან.
-უკაცრავად მაგრამ ხინკალი და ლუდი არ გვაქვს, მხოლოდ ხაჭაპური და რუსთავის წყალი, ასიან, ორასიან, და ჩაის ჭიქებში.
-მაშინ თითო წყალი და ცხრა ხაჭაპური.
ჩოთემ ხაჭაპურები დააცხო, სასტვენში ჩაბერა და დაიყვირა - რეისი 89 გავდივართ.

1992 წლის 2 აგვისტო 22:00
მაკაკა და ეშმაკის ბორბლის ერთკაციანი პერსონალი დომენტ პავლიაშვილი (თან ელექტრიკოსი, თან დარაჯი, თან აქციათა 4%-ის მფლობელი)

-გადიხარ თორემ შენც კოსმოსში გადიხარ აი? - ჩაილაპრაკა იმ მომენტისთვის ელექტრიკმა დომენტმა და ბერკეტი სამხრეთისკენ გადაწია. უცბად ცა გაიხსნა და ხუთ კაპიკიანის ფორმის წვეთები ჩხრიალით წამოვიდა.
-იტრიალეთ თქვენი დედა მოვტყან! - დააგინა დომენტიმ, ბერკეტი უკან გამოსწია და თავზე სპორტულგადაფარებული მაიმუნების გალიისკენ გაიქცა. მაკაკა წამოიყვანა და ჯიხვებთან ავიდნენ. არაყი გრილად იყო. უფრო სწორად გარედან გრილად, შიგნიდან თბილად. ხაჭაპური - ოდნავ დასველებული, მაგრამ ერთ დალევაზე ორ მასტს ,,ზაპროსტა’ ეყოფოდა.
-ვისთან შევძვრეთ? - იკითხა მაიმუნმა და სველი ბეწვი ძაღლივით გაიფერთხა.
-ახლა რაღა აზრი აქვს? ბოლომდე დავსველდი. - ჩაიუბუზღუნა დომენტიმ. - წამო ტრუბაზე დავჯდეთ და იქ დავლიოთ. აქეთ შენ ხარ, იქით მე, დაბლა მიდის მდინარე... - ჩაიღიღინა და ისე რომ პასუხისთვის აღარც დაუცდია ვერესკენ წავიდა.
სანამ მივიდოდნენ, წვიმამაც გადაიღო.
სანამ დასხდებოდნენ, მილიც გაშრა.
ფეხები მდინარისკენ ჩაკიდეს.
თავები უკან გადაწიეს და თქვეს:
-ერთი!
-ორი!
-სამი!
და იყვირეს:
-წავიდა!
და იტაცა კაცმა ხელი ჯიბეს და მაკაკამ მეორე ჯიბეს
და ასწიეს ბოთლები
და ბოთლის თავები მდინარეს თხარეს
და ბოთლები პირს
და ასწიეს
და უყურეს ცას, სანამ ვარსკვლავები არ დაიბრიცნენ და გადიდდენ და გადიდნენ და იყო ცა ყვითელი, ყელი-მწარე, მუცელი - თბილი, ტვინი - მშვიდი. და იყო ღამე და ხეები ერთმანეთს შემჭკნარი ფოთლებით ლესავდნენ, და ჩიტები ხეებზე იწვნენ და ერთმანეთს ლესავდნენ, და ჰაერი სავსე იყო სიყვარულით და ბნელოდა და ცხელოდათ და ჩახტნენ.
და გაექცნენ ბოთლები წყალში
და გაცურდენ
-აუ, ბლიად, ეს რა ვქენით, ტო! - გაუტყდა დომენტის.
-ჰოოო... - ხმაში სინანული და სინანულში ცრემლი შეერია მაკაკას.
და სავსე იყო ჰაერი სიყვარულით
და შეხედეს ერთმანეთს
და აკოცეს.

1992 წლის 2 აგვისტო 22:20
ჩოთეს ,,ზავიდენიის” გვიანი სტუმრები

-მოვკლავ იმ ყლეს!
ჩავალ თუ არა ჩემი ხელით გამოვჭრი ყელს.
პირში ჩავაფსამ ბევრს
გულზე დავდებ ყლეს
ყოოო!
ჩემს დიდ ყლეს! - ერთ ამოსუნთქვაზე ამოისროლა ხაჭაპურით პირგამოტენილმა მსუქანმა ბიჭუნამ, და სანამ დები ტაშს უკრავდენ, თვალი დამსწრე საზოგადოებას ამაყად მოავლო. ბოლოს მზერა წითელი კაბაზე შეაჩერა და კითხა:
-მოგეწონა?
-იცით ბიჭუნა თქვენს ლექსში ტავტოლოგიაა. - უთხრა წითელ კაბიანმა ქალმა. - აი დააკვირდით. მოვკლავ იმ ყლეს, გულზე დავადებ ყლეს, ჩემს დიდ ყლეს. ყლე არასოდეს არ არის ზედმეტი, მაგრამ ასეთი დოზით გამოყენება ლექსს ზედმეტად პრიმიტიულ და დაყლევებულ სახეს აძლევს.
-მისმინეთ გოგონი. ეს ლექსი კი არა მუსიკაა. მომავალი, ერთიანი და ძლიერი საქართველოს მუსიკა. მუსიკა რომელიც ქვეყანას ენერგიულ, დაკუნთულ და შინაგანად თავისუფალ ახალგაზრდებს აღუზრდის. მუსიკა რომელიც შინაგანი წონასწორობის მოპოვებაში დაგვეხმარება, მერეც და ახლაც როდესაც ასე შორს ვართ მიწიდან და მასთან მისასვლელ გზას ვიღაც ნაბოზარი და დაყლევებული ელექტრიკი გვიკეტავს.
-მოკეტე რა! - გაბრაზდა მუქი. - შენ იცი მე ვინ ვარ?
-დიახ.
-მერე, იმდენი არ იცი, რომ ამ კალათში თუ ვინმე ილაპარაკებს, ეს მე ვარ?
-დიახ.
-და თუ ვინმე ვინმეს მოტყნავს, ესეც მე ვარ?
-დიახ.
-და ამდენი თუ იცი, რაღას ტლიკინებ?
-ბოდიში.
-მოკლედ, ახლა რასაც გეტყვით, გააკეთეთ.
-ბრძანეთ, ბატონო.
-იყვირეთ. იყვირეთ ხმამაღლა და იყვირეთ დიდხანს.
-კი მაგრამ მე აღარ მეკითხებით? - გაბრაზდა ჩოთე. - პირველივე დღეს აქედან თუ ყვირილის და გინების ხმა გავიდა, ხვალ და ზეგ ვინღა შემოვა? მე ამ ბიზნესში მთელი ფული ჩავდე, ორ თვეს მარტო ხელებს ვიწყობდი.
-დამშვიდდით, თქვენი ბიზნესი, ჩემი ბიზნესია, თქვენი ფულის ნაწილიც ჩემი ფულის ნაწილია, ამიტომ თუ საჭირო იქნება ამ ყვირილს ხვალევე დაივიწყებს.
-გვიშველეთთთთთთთ! - აყვირდა და რომელსაც ერქვა ნატო.
-გვიშველეთთთთთთ! - აყვა მეორე და სახელად ირინა.
-გვიშველეთ! - აყვირდა წითელკაბიანი ფილოლოგი სახელად ვიკა.
-გვიშველეთ ყოოოო!
და ყვიროდენ ასე წუთი ათორმეტი ათცამეტი.

წითელი ვაშლი გაგორდა

-ადექი, დომენტი, გეძახიან! - ამოიკნავლა მაკაკამ ზურგში შერჭობილი ჯოხი გამოიძრო.
-მოიცდიან, მაგათი დედამოვტყან!
-ადექი, შარია. ვინმემ არ გაიგოს და დირექტორს არ უთხრას.
-უთხრან, მაგათი დედამოვტყან.
-ადექი, დომენტი, მომბეზრდა! - აწუწუნდა მაკაკა და როდესაც შეატყო ადგომას არ აპირებდა, ორი მკვეთრი მოძრაობით ყლისქვეშეთიდან გამოძვრა და გალიისკენ დაოთხილი გაიქცა.
-გვიშველეთ! - ისმოდა ოთხხმიანი ყვირილი ეშმაკის ბორბლიდან, ვარაზის ხევვიდან კი ცხენების თქარათქურის ხმა მოდიოდა და სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა.
დომენტიმ შარვალი ამოიწია და ჩქარი ნაბიჯებით ბორბლისკენ წავიდა. გზაში ყვირილმა იმდენად შეაწუხა, რომ მისვლისთანავე ზემოთ აიხედა და თვითონაც აყვირდა:
-რა გჭირთ, თქვენი დედა მოვტყან? სუფთა ჰაერზე 20 წუთი ვერ უნდა გაძლოთ?
-ვის აგინებ შე ბოზო? - აყვირდა მუქი. -შენ იცი მე ვინ ვარ?
-დიახ.
-და ისიც ხომ იცი, რომ ჩამოვალ, რასაც გიზამ?
-ჩემს ფეხებს ჩამოხვალ. иди на хуй ვაფშე.
დომენტიმ რიჩაგი პირველიდან მეოთხე სიჩქარეში გადააგდო და ბორბალი გაგორდა.
ბევრი იგორა თუ ცოტა ზოოპარკის კიბეები მშვიდად ამოიგორა და ვარაზის ხევზე ნადირობა-ნადირობით ჩამოსულ და გმირთა მოედანთან მომენტალურად შეჩერებულ საქართველოს სპასპეტს და მის პატივცემულ ჩრდილოელ სტუმარს შეეჩეხა. დელეგაციის წევრები ლამპიონებზე ჩამომსხდარ დედალ მტრედებს კისტის თოფებსა და აირწინაღის რეზინებისან გაკეთებულ შურდულებს უმიზნებდენ, ამიტომ გვერდიდან მომავალ საფრთხეს სათანადოდ მომზადებულები ვერ შეხვდნენ...
და მოისრა სიმრავლე კაცთა და ცხენთა რიცხვით ათთოხმეტი, ათთხუთმეტი და იყო მათ შორის ძე ყივჩაღთა მეფისა ჟეჟვა ჩაღარა, კაცი ფრიად დაჭყლეტილი, და გვამსა მისსა ხელი ვერავინ მოჰკიდა. და იჯდა სპასპეტი საქართველოისი, მარჯვენა ხელში მარცხენა ხელი ეჭირა და ტიროდა: - დაწყევლილ იქნეს დღევანდელი დღე რამეთუ აღარ იქნება მშვიდობა, ქართველთა და მთიელთა შორის და მოვა ვინმე ძლიერი და დაგვხნავს ჩვენ, აქეთ და იქით... ხოლო ბორბალი გორავდა თავქვე, გმირთა მოედანზე 7 მანქანა მისრისა, აქდან ექვსი ,,დევიტი” და ერთიც ,,შესტი”. დაღმართზეც ლამაზად დაგორდა, კიდევ ორი ,,შესტი” და თეთრი 01 აიხვია, პარაპეტამდე მიათრია და მტკვარში გადახტა.

ბედნიერი დასასრული
თენდებოდა მაკაკა და დომენტი სახელდახელოდ გაჭიმულ ჰამაკში იწვნენ და გაღიავებულ ცას უყურებდნენ.
-ვითომ იწვიმებს?- იკითხა მაკაკამ
-ჯერ არა. - უპასუხა დომენტიმ და გვერდზე გადაბრუნდა.


მერე კიდე იტყვიან არყისა არ იმხობსო


--------------------
მე მამაჩემის შვილსა და ბაბუაჩემის შვილიშვილს, სახლში მიკიდია ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის სურათი... © HerenIstarion

Настоящие драконы – настолько изысканные и утонченные создания, что они только в том случае обретут форму, если их породит на свет в высшей степени искусное воображение. Мало того, это воображение должно попасть в место, которое было бы обильно насыщено магией, что помогает ослабить стены между мирами видимого и невидимого. Тогда драконы, так сказать, прорываются через барьеры и отпечатываются на матрице возможностей нашего мира.

Привет тебе, Гуртанг, железо смерти, один ты ныне остался со мною! Ни господина, ни верности не знаешь ты, повинуяс лишь руке, в которую вложен. Ничьей кровью не побрезгуешь ты. Так примешь ли ты Турина Турамбара? Дашь ли мне быструю смерть?
И зазвенел в ответ холодный голос клинка:
- О да, охотно выпью я твою кровь, чтобы позабыть вкусь крови хозяина моего Белега, и вкусь крови Брандира, убитого безвинно. Я дам тебе быструю смерть.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Bisei
პოსტი May 27 2010, 01:04 PM
პოსტი #4932


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 670
რეგისტრ.: 18-November 09
წევრი № 4 305



სხვა საქართველო ნეტავ სად არის,
სხვაგან სად ისხამს ხეები პარკებს?

mellow.gif



--------------------
Brown eyed Girl ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
data
პოსტი May 28 2010, 02:42 AM
პოსტი #4933


უტონკესი
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 19 855
რეგისტრ.: 8-August 08
წევრი № 84



* * *

ჩვენი უბანი სოფელს უფრო მოგაგონებდათ. თითქმის ყველა ყველას იცნობდა. იქ მაცხოვრებლებს ჰყავდათ ქათმები, ღორები, აქა-იქ ძროხებიც კი.
დიდად იყო გავრცელებული მემტრედეობა. ბიჭები, რომლებიც ვერაფერ საქმეს გულს ვერ უდებდნენ, დიდი გატაცებით უვლიდნენ და დილიდან საღამომდე დასდევდნენ მტრედებს.
ბევრ იქაურ მკვიდრს სოფელში მიღებულზე არანაკლები მეტსახელით იცნობდნენ: სქელი კატუშა და პატარა კატუშა (ერთმანეთის მაზლისცოლები იყვნენ), ქვრივი ნინა, ქათმების ღმერთი (ქათმებით ვაჭრობდა და იმიტომ). ერთ უბედურ ლოთ კაცს, კოტეს, რომელიც ნამდვილი გოლიათი იყო, ორი მეტსახელიც კი ჰქონდა: `ვყლაპოთკოტე~ (ლოთობის გამო), `საგურამოს კედელი~ (სიდიდის გამო და კიდევ იმიტომ, რომ საგურამოელი იყო), ჩიტბატონა, ბედნი დათკა, რომელიც ბერად შედგა შიომღვიმის მონასტერში და იქ მოკლეს ბანდიტებმა. უწყინარი კაცი იყო. ახალგაზრდებიდან: წიკია, მიკია, ელია, ღვალია, ჩორია, გიჟუა, აბლაბუდა, წიპკა, ბიჭო, ჭიჭო, კაჭუნა, შომპლე, ყოყე, ჩითახა, მარიფათა, ჩიფჩიფა, წიპუკ-სეროჟა, შობელძაღლოვი, კახელგოგია (მისი დედ-მამა კახელები იყვნენ, თვითონ კი თბილისში იყო დაბადებული), ყრუ გიორგა და ბრმა გოგა (ცალი თვალი ჰქონდა გაფუჭებული; სინამდვილეში გოგია ერქვა და არა გოგა), ოსი ნიკა, იმერელო, განიერო (დაბალი იყო და არაპროპორციულად ფართო მხარბეჭის მქონე) , მუზა (ჯერ მუზმუზელას ეძახდნენ, შემდეგ მუზმუზას და ბოლოს მისი მეტსახელი ასე შემოკლდა), ვანა-ვასა (ორი ძმა _ ვანა და ვასა, რომელთაც წყვილად ასე ვახსენებდით), ბათლამა (სინამდვილეში სანდრო ერქვა, მაგრამ ბათლომე რქმეოდა მის მამას და ასე გადასხვაფერებულად გადაიტანეს მამის სახელი შვილზე), ობელა _ მამამისი რკინიგზელი იყო, ობერ-კონდუქტორი, ანუ, მოკლედ, ობერი. თვითონ ბიჭი იყო ლიყიანი _ რ-ს ნაცვლად ლ გამოსდიოდა და, ჩვენს უბანში რომ დასახლდნენ და გაეცნო თავის ტოლ ბიჭებს, ეტყობა, უთხრა, მამაჩემი ობელიაო და, იმათ მეტი არ უნდოდათ, უმალვე შეარქვეს `ობელა~.
ობელას ჰყავდა დედინაცვალი, რუსის ქალი, რომელმაც შეიძულა გერი და მამასაც შეაძულა. ბავშობიდანვე ღვთის ანაბარა იყო მიგდებული დაბოლოს გაჯიბგირდა. ერთხელ, უკვე დიდები ვიყავით (ობელა მაღალი და ბრგე კაცი დადგა), ცენტრალურ უნივერმაღში შევესწარი, როგორ ჩაუყო ჯიბეში ხელი ერთ არანაკლებ მოსულსა და სპორტული გარეგნობის მქონე ახალგაზრდას (როგორ გაბედა? რატომ არ შეეშინდა?). ეს უკანასკნელი მოუბრუნდა, უცბად ისეთი მუშტი უთავაზა სახეში ჩვენს ობელას, რომ ეს ამოდენა კაცი გაიშხლართა იატაკზე. მაგრამ სანამ ვინმე რასმე მიხვდებოდა, წამოხტა და მოუსვა იქიდან, ხალხს მისცა თავი.
უბანში იცოდნენ უწმაწური სახელების გამოგონებაც. ერთ ახალგაზრდა ქალს, სახელად ნინას, რომელიც სუსტი ნებისყოფისა გამოდგა და ბიჭებს ვერავის უარს ვერ ეუბნებოდა, შეერქვა `მე-მამე-ნინა~. იყო მეორე ნინაც, არცთუ ახალგაზრდა, ასევე მთლად ხელიდან წასული, რომელსაც უბრალოდ `ბოზი ნინა~ ერქვა. ამ უკანასკნელმა ერთხელაც საყვარლად მოიყვანა შინ ერთი ლოთი მელინეიკე და ისიც კი თავის ქალს `ბოზ ნინად~ იხსენიებდა. ერთ ბიჭს უძახდნენ ტაწა-ილოს (`ტრაწ~ სიტყვიდან, ენის მოჩლექით). იყო სამფეხა კოლა (იმის გამო, რომ თურმე დიდი ასო ჰქონდა). ერთ გამდიდრებულ მედროგეს, გვარად კიკვაძეს, თავისი უჯიათობის გამო მეტ-სახელად სამუდამოდ მიეკერა, არც მეტი, არც ნაკლები, ძღნ...ძე.
თბილისში იმ დროს დროგი (дроги ქართულად ჯაგვი ან ფორანი) ბევრი დადიოდა, მაგრამ ასე მოვლილი სხვა არ მენახა. მუდამ ახლად შეღებილ ხელნების შემაერთებელ რკალზე წითელი ასოებით ყვითელ ფონზე ლამაზად ეწერა `კიკვაძე~. შიგ ყოველთვის ასევე კარგად მოვლილი, ნაპატივები ცხენები ება.
თანდათან შემოსულ `ტექნიკურ პროგრესს~ სხვაზე მალე აუღო ალღო, დროგი თავის ცხენებიანად გაყიდა, შეიძინა სატვირთო მანქანა, ისწავლა შოფრობა და ქირაზე ახლა იმას დაატარებდა.
ჩვენს უბანში ცხოვრობდა ერთი რუსი ტრამვაის კონდუქტორი. მიშა ერქვა. მას იცნობდნენ მხოლოდ როგორც Мишка-х...-ს. ერთ ქალს, უბნის ცნობილ მეძავს (სომეხი იყო თუ ასურელი, მხოლოდ ქართულად კი ლაპარაკობდა) შეარქვეს შალახ-მარუსა.
აქ უნდა შევჩერდე `ქვრივ ნინაზე~. მიუხედავად იმისა, რომ სხვაც ბევრი იყო დაქვრივებული, რატომღაც მხოლოდ მას შერჩა ასეთი სახელი. ამ სახელის დამკვიდრებას არც იმან შეუშალა ხელი, რომ მეორედ გათხოვდა ვინმე ტიტიკოზე. ქვრივ ნინას პირველი ქმრისაგან ჰყავდა ორი ქალი, მეორისაგანაც შეეძინა კიდევ ერთი. შემდეგ კი ტიტიკომ მიატოვა და დარჩა ეს ქალი სამი ქალიშვილით. ადვილად წარმოსადგენი უნდა იყოს, თუ როგორ დალხენილად ისინი იცხოვრებდნენ (ჰქონდათ ჩვენსაზე პატარა ოთახი).
ეს ოჯახი უბანში ცნობილი იყო იმით, რომ ყოველი შაბათი ჰქონდათ გამოყოფილი ბანაობის დღედ. ოთხივე ამ პატარა ოთახში იბანდა ტანს. მთელმა უბანმა იცოდა ეს ამბავი. რატომ აბანოში არ მიდიოდნენ, არ ვიცი, ვითომ გროშების ეკონომიისათვის? მაგრამ წყლის გასაცხელებელი ნავთი ან შეშა უფასოდ ხომ არ მოსდიოდათ? ახლა წყლის ზიდვა თქვით.
ჩვენი ერთი დიდი გასაჭირი ის იყო, რომ მთელი `მიკროუბანი~ საერთო ონკანით სარგებლობდა. ვინც მასთან ახლოს ცხოვრობდა, იმას რა უჭირდა, ჩვენ გვეკითხა, ვინც _ ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად _ ამ ონკანიდან შორს ვიყავით. წყლის ზიდვა ერთი დიდი, ძნელი საქმე იყო. ვისაც საშუალება ჰქონდა, ქურთის ქალებს ქირაობდნენ. ისინი მხარზე გადებული სპეციალუ-რი `უღლით~, რომელსაც `კარამისლას~ (коромысло) ეძახდნენ, მის ბოლოებზე ჩამოკიდებული წყვილი ვედროთი მთელი დღე ეზიდებოდნენ წყალს.






და ეს ყველაფერი არ არის biggrin.gif


--------------------
არასდროს იფიქრო, ძმაო, რომ მარტო ხარ...

........

ტური დასრულდა... ჩააწიკწიკეს კოხტად ქულები.
ო, ემოცია! ო, ნომინალი! ხელისგულები . .

© ლომსკი

........

"პოტომუ ნე ზნაიუ, ჩტო რუსკი იაზიკ ნე მოი მამა იაზიკ."

© მიშა ქარელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
data
პოსტი May 28 2010, 04:30 PM
პოსტი #4934


უტონკესი
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 19 855
რეგისტრ.: 8-August 08
წევრი № 84



წინანდალელი ნათელა
ულამაზესი ქალია.
ო, ჩემო ციცინათელა,
ჩემო ციხე და გალია.
მთელი საღამო შევჯერდი:
რა არის ქალის სინაზე,
მაგრამ უეცრად შევჩერდი
მშვენიერ თინათინაზე.
ბრწყინავდა საარაკო ცა,
- მთვარე დაბრუნდა ბინაზე,
როს შუქმა ღრუბელს აკოცა
ყველა ქალების ჯინაზე.


--------------------
არასდროს იფიქრო, ძმაო, რომ მარტო ხარ...

........

ტური დასრულდა... ჩააწიკწიკეს კოხტად ქულები.
ო, ემოცია! ო, ნომინალი! ხელისგულები . .

© ლომსკი

........

"პოტომუ ნე ზნაიუ, ჩტო რუსკი იაზიკ ნე მოი მამა იაზიკ."

© მიშა ქარელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
data
პოსტი May 29 2010, 12:13 AM
პოსტი #4935


უტონკესი
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 19 855
რეგისტრ.: 8-August 08
წევრი № 84



შეხვედრა ლუდით შემთვრალ თორღვასთან ახიელში


მოგწონს არხვატი? ჰაი, ქვექურის ძალო!
თვალ-მარგალიტით მორთულ მეგონე, ქალო,
თავზე ნათელი გადაგდიოდა ზენა,
ასე ვგონებდი, აი, თორღვაის მზემა!
შავ ქალ ყოფილხარ, გვირგვინ გრქმევია არცა...
რკენას თუ იყავ, ამღიონების ხატსა?
მნახე ხატობას? ან საით უნდა გეცვნე?
ხალხ ცოტა იყო, - წელს არ მოვიდა მეძღვნე...
რა გედარდებისთ? რა ფიქრები გაქვთ უღვთო?
ჩემს სალოცავებს... სანთელ მე უნდა ვუნთო,
მე უნდ ვუმზირო ბისნა-ჩორეხის ნისლებს,
მე უნდ ვასხურო ნიშთა სამსხვერპლო სისხლი...
მე უნდ შევწირო შესაწირავი ჩვენი!..
თუ... ვინ გაღონებს? ხმალზე ავაგებ, ქალო,
რას გეცინების? ერთი მოვზიდო ვადა...
მაისტელიც კი ვერ უმთელებდეს ნაჭრევს,
წავა ბარუქას, ათენგენაის მადლმა!
ხვალე გაჩვენებ კიდეგანაის მყინვარს, -
იმისი მუხლი მოსდევს არაგვისწყალას...
ყურს ნუ ათხოვებ შავი ჭკეების ყივილს:
ბეჩავი არი, ნაღვლიანია, ქალო!
ამღას მივდივარ, კალოთანაის მხარეს, -
ცხვარი იქა მყავ (თუ ხევში სად არ ჩავრჩი...)...
ისე მიცვნია შენი ყოველი ლექსი,
როგორც კალმახი ვიცი ასაის წყალში!
გნახე მშვიდობით... ცა ჩირახივით ბოლავს -
ნილსები დიან... ქვექვური ჯვარის ძალო!
არ-კი გეწყინოს, - ლუდ მაუბნებდის ასე,
ჩემ ათი შვილის გახარებამა, ქალო!

1969

ანა კალანდაძე



--------------------
არასდროს იფიქრო, ძმაო, რომ მარტო ხარ...

........

ტური დასრულდა... ჩააწიკწიკეს კოხტად ქულები.
ო, ემოცია! ო, ნომინალი! ხელისგულები . .

© ლომსკი

........

"პოტომუ ნე ზნაიუ, ჩტო რუსკი იაზიკ ნე მოი მამა იაზიკ."

© მიშა ქარელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
Illegal Astronau...
პოსტი May 29 2010, 10:10 AM
პოსტი #4936


God is an Astronaut
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 13 819
რეგისტრ.: 7-August 08
მდებარ.: Saturn's Terminator
წევრი № 81



ციტატა
შეხვედრა ლუდით შემთვრალ თორღვასთან ახიელში


მოგწონს არხვატი? ჰაი, ქვექურის ძალო!
თვალ-მარგალიტით მორთულ მეგონე, ქალო,
თავზე ნათელი გადაგდიოდა ზენა,
ასე ვგონებდი, აი, თორღვაის მზემა!
შავ ქალ ყოფილხარ, გვირგვინ გრქმევია არცა...
რკენას თუ იყავ, ამღიონების ხატსა?
მნახე ხატობას? ან საით უნდა გეცვნე?
ხალხ ცოტა იყო, - წელს არ მოვიდა მეძღვნე...
რა გედარდებისთ? რა ფიქრები გაქვთ უღვთო?
ჩემს სალოცავებს... სანთელ მე უნდა ვუნთო,
მე უნდ ვუმზირო ბისნა-ჩორეხის ნისლებს,
მე უნდ ვასხურო ნიშთა სამსხვერპლო სისხლი...
მე უნდ შევწირო შესაწირავი ჩვენი!..
თუ... ვინ გაღონებს? ხმალზე ავაგებ, ქალო,
რას გეცინების? ერთი მოვზიდო ვადა...
მაისტელიც კი ვერ უმთელებდეს ნაჭრევს,
წავა ბარუქას, ათენგენაის მადლმა!
ხვალე გაჩვენებ კიდეგანაის მყინვარს, -
იმისი მუხლი მოსდევს არაგვისწყალას...
ყურს ნუ ათხოვებ შავი ჭკეების ყივილს:
ბეჩავი არი, ნაღვლიანია, ქალო!
ამღას მივდივარ, კალოთანაის მხარეს, -
ცხვარი იქა მყავ (თუ ხევში სად არ ჩავრჩი...)...
ისე მიცვნია შენი ყოველი ლექსი,
როგორც კალმახი ვიცი ასაის წყალში!
გნახე მშვიდობით... ცა ჩირახივით ბოლავს -
ნილსები დიან... ქვექვური ჯვარის ძალო!
არ-კი გეწყინოს, - ლუდ მაუბნებდის ასე,
ჩემ ათი შვილის გახარებამა, ქალო!

1969

ანა კალანდაძე

გენიალური ლექსია


--------------------
მე მამაჩემის შვილსა და ბაბუაჩემის შვილიშვილს, სახლში მიკიდია ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის სურათი... © HerenIstarion

Настоящие драконы – настолько изысканные и утонченные создания, что они только в том случае обретут форму, если их породит на свет в высшей степени искусное воображение. Мало того, это воображение должно попасть в место, которое было бы обильно насыщено магией, что помогает ослабить стены между мирами видимого и невидимого. Тогда драконы, так сказать, прорываются через барьеры и отпечатываются на матрице возможностей нашего мира.

Привет тебе, Гуртанг, железо смерти, один ты ныне остался со мною! Ни господина, ни верности не знаешь ты, повинуяс лишь руке, в которую вложен. Ничьей кровью не побрезгуешь ты. Так примешь ли ты Турина Турамбара? Дашь ли мне быструю смерть?
И зазвенел в ответ холодный голос клинка:
- О да, охотно выпью я твою кровь, чтобы позабыть вкусь крови хозяина моего Белега, и вкусь крови Брандира, убитого безвинно. Я дам тебе быструю смерть.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Illegal Astronau...
პოსტი May 29 2010, 10:22 AM
პოსტი #4937


God is an Astronaut
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 13 819
რეგისტრ.: 7-August 08
მდებარ.: Saturn's Terminator
წევრი № 81



მუცოს გოდება


სადაც ოქროსფერი მზის ქაფია,
თორღვაის ცხენი იქ აბია,
ჯაჭვი ძაგანისა მიაბნია,
ჟამმა გზა -ბილიკებს უცნობს.
მეც ხომ ვიძახოდი ღვთის კაფიას,
მტერი მამულისა მიკაფია,
სისხლი წყაროსავით მიხაპია,
იმედი რომ ერქვა მუცოს.
\"ღმერთო! ძე ღვთისაო და მარიამ,
მტერი, მოყვარე მთავარია,
ჩემთან არც ერთი არ არიან,
ყველასთვის გავმხდარვარ უცხო\".
ნეტა ეს ხმაა და რა ზარია,
რა გოდება და თავზარია,
მუცოს ბეჭები გაბზარვია,
ჟამისგან ძლეულა მუცო...
სურდათ აკვნები ურწეველი,
მტერი არ დარჩა უწვეველი,
\"წასული თავ-ბედ უწყევლელი,
ქართლს მტერი ეყოლება ნურცო\".
ასე ურყევი და ურღვეველი,
მტრისათვის ხარკის უძლეველი,
გაუტეხელი და უძლეველი,
ჟამისგან ძლეულა მუცო.
სადღაც ლამპიონთა ღაღანია,
სადღაც ცეკვაა და არღანია,
სადღაც ვაჭრობაა გაგანია,
ვიღაც მდიდრდება და წუწკობს.
აქ კი აღარც თორღვა ძაგანია,
აღარც ფარ-შუბების ჭახანია,
მშველელს ელოდება რა ხანია
ბეჭებგაბზარული მუცო .

გელა დაიაური


--------------------
მე მამაჩემის შვილსა და ბაბუაჩემის შვილიშვილს, სახლში მიკიდია ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის სურათი... © HerenIstarion

Настоящие драконы – настолько изысканные и утонченные создания, что они только в том случае обретут форму, если их породит на свет в высшей степени искусное воображение. Мало того, это воображение должно попасть в место, которое было бы обильно насыщено магией, что помогает ослабить стены между мирами видимого и невидимого. Тогда драконы, так сказать, прорываются через барьеры и отпечатываются на матрице возможностей нашего мира.

Привет тебе, Гуртанг, железо смерти, один ты ныне остался со мною! Ни господина, ни верности не знаешь ты, повинуяс лишь руке, в которую вложен. Ничьей кровью не побрезгуешь ты. Так примешь ли ты Турина Турамбара? Дашь ли мне быструю смерть?
И зазвенел в ответ холодный голос клинка:
- О да, охотно выпью я твою кровь, чтобы позабыть вкусь крови хозяина моего Белега, и вкусь крови Брандира, убитого безвинно. Я дам тебе быструю смерть.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ნელე
პოსტი May 30 2010, 01:31 PM
პოსტი #4938


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 807
რეგისტრ.: 12-July 09
მდებარ.: გარემდინარეთი

წევრი № 3 171



† Lord Borgeze †

ხევსურთა ღრეობა

ღამეა, ვქეიფობთ, პირქუში ხეობა
ეძლევა საოცარ ძილსა და სვენებას,
შეგვერგოს, შეგვერგოს დღეს ჩვენ ეს ღრეობა,
არღუნი რომ აძლევს ბანსა და მშვენებას.

დაასხით არაყი! ეს ერთიც დავლიოთ,
დე,სული მივიდეს სიგიჟის კარამდე,
სიმღერით რომ შევხვდეთ კიდევ ერთ ალიონს,
შავ ღამეს აქამდეც ხომ ბევრჯერ ვზარავდით.

განა ბევრს დაგვაცლის ცხოვრება ტიალი,
ხევსურეთს ჭირ-ლხინი ერთმანეთს აბია, -
ტირილი, ღრეობა, ხანჯლების ტრიალი,
სისხლი და სიმღერა, შუღლი და კაფია.

დაასხით! დავლევ და გიჟივით ვიცეკვებ,
შევეშვათ ჭირსა და სიკვდილზე ლაყბობას,
წინაპართ ჯიში გვაქვს, - ალგეთის მგლის ლეკვებს
ფეხებზე ეკიდათ ყოფნა და არყოფნა.

გ.დ


--------------------
მე არ ვბრუნდები...
რომ არ შენიშნოთ...
ჩემი უსულო მარტოობა...

_____/\______/\_____/\___/\_____/\___/\__/\_/\___________

Go to the top of the page
 
+Quote Post
giorgi brachuli
პოსტი May 31 2010, 10:33 AM
პოსტი #4939


Member
**

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 29
რეგისტრ.: 10-May 10
წევრი № 7 612



დედი,
სახვალიოდ საგძალ გამიმზადე,
უნდა გადავიარ
ჭაუხ ნისლიანი.
კაი,
რაად სდარდობ,
აღარც ბალღი ვარ და
თოვლიც ცოტაღაა,
შავი და ჭიანი.
დედი,
გახსოვს ალბათ,
ეს რომ გითხარი და
დილას ნაბილიკარს,
ავჰყევ დეკიანის.
მაინც არ იშლიდი,
მაინც ჩამაცმიე,
პაპის ქალბანნი და
პერანგ ჯვრებიანი.
დედი, გეფიცები,
ხარჯიხვ დავთოფე და
მერე გადმაფრენილ,
ქარაფს დავეკიდე.
დედი მაპატიე,
სანამ დავენარცხე,
შენზე ვფიქრობდი და
ალბათ სხვებზეც კიდევ.
დედი,
მე მოვკვდი და
ესეც მაპატიე,
იცი?!
იმ ხარჯიხვსაც,
შუნი დასტიროდა.
ახლა,
ალბათ მამაც,
ჭიქას აიღებს და
ჩემი მასპინძლობით
იტყვის უდროოთას.
დედი,
ჩემ საფლავზე,
იმ შენ იასამნებს,
უდგათ პერიოდი,
ლურჯად შეფერების...
იცი?!
ყოველღამე შენთან მოვდივარ და
შენ თმაში ჭაღარებს,
ჩუმად ვეფერები...

ამ ლექსის დამწერი ჯერ სულ რაღაც 19 წლისაა. მერაბ არაბული.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Bisei
პოსტი May 31 2010, 12:45 PM
პოსტი #4940


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 670
რეგისტრ.: 18-November 09
წევრი № 4 305



-წაგიგიათო, გივარგილ ომი.
-წავაგეთ ომი დედფალ.


--------------------
Brown eyed Girl ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
mobi diki
პოსტი Jun 1 2010, 01:42 PM
პოსტი #4941


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 59
რეგისტრ.: 14-April 10
მდებარ.: tbilisi
წევრი № 7 051



გაკვირვებას წუათი ჰყოფნის, გასაკვირის შექმნას კი წლები უნდა wink.gif wink.gif


--------------------
მამაო ღმერთო მე შენგან მხოლოდ ტკივილი ვიცი. მოკვდავი ვარ თუ უკვდავი, ვკვდები.არც ამ ქვეყანას, არც საკუთარ თავს არ ვეკუთვნი, ვცდილობდი, თავი შენთვის შემომეწირა.მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს. გიტოვებ მარადისობას, რადგან განა არსებობს ადამიანი, ღმერთის სიკვდილს შესწრებოდეს........... მელვილის მობი დიკი
Go to the top of the page
 
+Quote Post
anuchi
პოსტი Jun 2 2010, 01:43 PM
პოსტი #4942


მილიტარისტი
***

ჯგუფი: მოდერატორები
პოსტები: 15 971
რეგისტრ.: 13-September 08
მდებარ.: archery
წევრი № 186



ვიდეოს ვეძებდი და ბარემ შემოვედი, დავდებ რამეს smile.gif ლიფტში ვეღარ შევსულვარ ჰაიკუ ან რამე ლექსი რომ არ გამახსენდეს რა უბედურებაა.. biggrin.gif biggrin.gif


Няне

Александр Пушкин

Подруга дней моих суровых,
Голубка дряхлая моя!
Одна в глуши лесов сосновых
Давно, давно ты ждешь меня.

Ты под окном своей светлицы
Горюешь, будто на часах,
И медлят поминутно спицы
В твоих наморщенных руках.

Глядишь в забытые вороты
На черный отдаленный путь:
Тоска, предчувствия, заботы
Теснят твою всечасно грудь.


ის ლექსი ვერ ვიპოვე, "ბურია მგლოუ ნება კროეტ.. " ასე იწყება და თუ დადებთ ვინმე ძალიან გამახარებთ smile.gif










--------------------
"Life Is like a Box of Chocolates... You Never Know What You're Gonna Get!"

"A fish doesn't think , a fish knows everything... "

http://www.youtube.com/watch?v=9whehyybLqU
Go to the top of the page
 
+Quote Post
Bisei
პოსტი Jun 2 2010, 02:30 PM
პოსტი #4943


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 670
რეგისტრ.: 18-November 09
წევრი № 4 305



წებოვანი ქაოსის ბინადრები

ნამდვილად ვიჩქარეთ,
სიმშვიდეს დავდევდით, ხომ მაინც აგვეტირა...
შენ იცი, რაღაცა დიდი და ურყევი
არ მიმხელ ...შევნიშნე გუშინაც არ გეძინა.
დაგაყრის სახეზე, ყელზე და თითებზე
ჩემთვის უთქმელობა და იმის ჩამარხვა-
რაც უნდა ფეხებთან დაგეგდო შენ ჩემთვის
და მე ხოჭოსავით, ზანტად გამეთელა...
ნამდვილად გვერჩოდნენ,
ან გზა შეგვეშალა...
თვითონვე მივედით სიმყრალის ოჯახში.
მუჭიდან აკვნესებულ ოცნებას ამოვიყვან
და ამ რეალობას შიგ შუბლში დავახლი.
არც ის იფიქრო, რომ სევდიანია
აღარც შემომჩივლო რამე უმიზნობა
გახიზნე ჩამომპალ ფოთლოვან ტყეებში
კანკალს აყოლილი შენი უმწეობა.
უნდა დაისვენო, უნდა გადაუწვე -
ამ სიტყვებს და ამათ ფეთქვაში ჩაგეძინოს.
იმის ხსენებაში რაც ზედ გეხეთქება
და აწმყოს გიმალავს...
არ უნდა აგეტიროს.
ჩვენ ალბათ დავიცდით -
ხის ძირში ან იქნებ ზედ წვერზე დავსხდებით...
ალბათ შეგვაშინებს სუნთქვა ერთმანეთის
და თვალებს დავისუსხავთ წარსულში გახედვით.
ჩვენ ალბათ ნაჩქარევ დუმილში დამხრჩვალნი
ნაცადი, ნარბენი ტკივილით ვივსებით
ფილტვები გაშავდა, ნაღძობი ფეხივით
ყრუდ გვემუქრებიან
რომ თუ კვლავ ვისუნთქებთ...ორივე მოვტყდებით.
ნამდვილად ვინატრეთ, ოღონდ დაგვავიწყდა
იმის შემჩნევა რაც უკვე აგვიხდა...
დამღალეს... სიტყვებმა მიმიხვდე იქნება,
მოდი ამ უაზრობით ნაბეგვი სხეული
უცრემლოდ გამხადე....


wet sparrow




--------------------
Brown eyed Girl ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Bisei
პოსტი Jun 2 2010, 02:31 PM
პოსტი #4944


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 670
რეგისტრ.: 18-November 09
წევრი № 4 305



ჩემი დროით - გახსენებაა

გამვლელებით აივსო გზა-
სიმშვიდიდან სიტყვებამდე
უკვე ერთმანეთს არ ვეჯახებით
და ჩვენივე წარსულში გეპატიჟები:
გზა იცი
გახსენებისას არ დავითვლი ნაბიჯებს არც
შენიდან-სხვამდე
არც ჩემიდან- ჩემამდე
დღეს უბრალოდ უნდა მოხვიდე...
უყველაფროდ...
და რომ მოხვალ მერე-
ხსენი მაგალითები:
რომ გამოაკლო ახლა "მე"ს "შენ"
რაღა დავრჩები,
რომ გაყო ახლა "შენ"-
"მე"ზე და სხვებზე
შეიძლება, თუ ჩვენც ნულები ვართ...(!)
და ერთად ვიფიქროთ რისი ბრალია,
რომ ყელში გაჩხერილ სიტყვებს
წყალს ვაყოლებთ და
ვილექებით ჩვენსავე შიგნით...
ვენებში სიჩუმე ჩუხჩუხებს,
რომ არ გამოდის ეს წყეული
სიცოცხლე ფორებიდან-
ჩემი კანი ნასიყვარულევს გავს და
რომ გავამრავლოთ შენი დღეები ჩემზე
მივიღებთ "n" უცნობიან გრძნობას….
მოდი რა,
ხედავ...
ახლა დღეები მხოლოდ მოლოდინია,
და გამვლელებით გადაივსო გზა
ჩვენიდან სამყარომდე...
ეს უამრავი ხიდებიც შველის ნაცვლად
ქაოსური მიმდევრობით წყდებიან და
მეშინია მოდიოდე-
რომ გამოაკლოს ცხოვრებამ
"მე"ს "შენ" და რომ მაინც დავრჩე
"მე"...


იგივე.


--------------------
Brown eyed Girl ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Bisei
პოსტი Jun 2 2010, 02:33 PM
პოსტი #4945


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრები
პოსტები: 670
რეგისტრ.: 18-November 09
წევრი № 4 305



ჩავრჩი

იცი, დღეს ყველა ქუჩა გათხარეს,
სადაც აქამდე გეძინათ ჩიტებს
და ნუშის ხეზე შემხმარი მთვარე,
ბუდეებს გინგრევთ.
იცი მირეკავს ყოველ ღამე ღმერთი მაღლიდან,
აქ ვყვავილობთო...
მატყუებს, ვითმენ..

მე გუშინ ცასაც შევაფურთხე...
ახლაც წვიმს...ვისმენ

იცი,აქ კანიც უჩვეულოდ მგრძნობიარეა
სისხლიც აქ უფრო წითელია ...და უფრო მძაღე
იცი, მეკარე ჯერაც გიყრის ჯიუტად საჭმელს,
თუმცა აქ მოსპეს ყველა გრძნობა და ყველა სახე.

აქ ყოველ დილით თავს ვიკატუნებთ, რომ მზე ამოდის
და ყოველ ღამე ვანიავებთ ობიან სახლებს...
მერე ფანჯრიდან დამტვერილი ზეცა შემოდის-
ის გვისუფთავებს სისხლისაგან დატბორილ თვალებს.


გაქცევას უკვე აღარავინ გისაყვედურებს,
გენგრევა გულით ნაშენები დღეები თავზე.
იცი, აქ ხეებს კენწეროზე ბოქლომი ადევს
და ადრე სადაც გეძინათ ჩიტებს
გაამათრახეს ჯიუტი ღამე.

მომაკვდავ სითბოს ჯალათი მთვარე უხუჭავს თვალებს
და ყველას თავის ხელით დააქვს ჩაკლული სული-
დაუბანელი გულებიდან უწვეთავთ ბოღმა
მერე ვესწრებით ერთმანეთის დასაფლავებას-თან ლოცვებს ვბოდავთ.

მე დავრჩი, როგორც უბილეთო მაყურებელი
და ყველას ნაცვლად ვასველებდი სცენას ცრემლებით.
ფარდად ეკიდა ერთ დროს ჩემი ზაფხულის კაბა.
ჩავრჩი დღემდე და ტაშსაც ვუკრავ ყალბი ხელებით

სადაც აქამდე გეძინათ ჩიტებს,
იქ ჩამომიხრჩეს დღეს ბოლო გრძნობა.


--------------------
Brown eyed Girl ...
Go to the top of the page
 
+Quote Post

424 გვერდი V  « < 328 329 330 331 332 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 4 მომხმარებელი (მათ შორის 4 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th December 2018 - 10:41 AM