დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: დავით აბულაძის გუნდი
რა? სად? როდის? ფორუმი > ძირითადი კატეგორია > არქივი
mateus
დღეს რუსთავი-2-ის ეთერში გაიმართება შემოდგომის სეზონის პირველი შესარჩევი თამაში.
გუნდი დაკომპლექტებულია ჩვეულებრივი ტელემაყურებლებით, რომლებმაც გაიარეს გადაცემის კასტინგი.

ვუსურვოთ გუნდს წარმატებები.
diletanti
გილოცავთ ახალი სეზონის დაწყებას!

წარმატებები გუნდს!
Matilda
კარგი გუნდია ნამდვილად smile.gif
თან მგონი პირველად მოხდა რომ სუსტი სქესის წარმომადგენლები ორნი იყვნენ smile.gif
latata
დაიწყო rolleyes.gif

წარმატებებიი smile.gif
eka
ამჯერად წამყვანი მართალი იყო, მაგრამ რატომგაც ზოგ-ზოგიერთები არ დაეთანხმნენ, არადა ვერსიის შეცვლის შანსი მისცა და არ გამოიყენეს
NiNiTA
eka

ყურადღებით ვერ ვუყურე და ეგ შეკითხვა ჩაუთვალეს გუნდს?
QG8
საკმაოდ ადვილი კითხვებია ალბათ უნდა მოიგონ
NiNiTA
ალბათ დებიუტი რადგან აქვთ დაინდეს და იოლი კითხვები დაუდეს.. smile.gif
dorian grey
რაც გინდ აიყოს სუპერბლიცი მშვენივრად ითამაშა გეგეშიძემ.
Kilavagora
გილოცავთ გამარჯვებას, მოაზროვნეებო smile.gif
NiNiTA
ვულოცავ გამარჯვებააას.. საღოლ მაგრად ითამაშეთ!! smile.gif))
latata
უი, rolleyes.gif ძალიან კარგი თამაში იყო გილოცავთ smile.gif

P.S. ბოლო კადრი მომეწონა smile.gif wub.gif rolleyes.gif
ta-smiley
ქეთი ორჯონიკიძე ძალიან ელეგანტური იყო rolleyes.gif

ეკას ყოჩაღ, სუპერბლიცი არ იყო მარტივი smile.gif
barcaman
რა ანგარიშით მოიგეს? ობიექტურ მიზეზეთა გამო ბოლომდე ყურება ვერ მოვახერხე biggrin.gif
vulkani_lava
barcaman

6:4

Natalie
...ეეეეეეეკაა!!!!!!!.. smile.gifsmile.gifsmile.gifsmile.gif
აღფრთოვანებული ვარ ეკას თამაშით!
მიუხედავად იმისა, რომ ჩაწერაზეც ვიყავი, შედეგიც ვიცოდი, გუშინ სუპერბლიცზე ლამის თითები დავიჭამე biggrin.gif:D:D:D
ყველანაირი მიკერძოების გარეშე, ძააააალიან სიმპათიური გუნდია biggrin.gif

Forza Eka biggrin.gif:D:D:D
ta-smiley
ციტატა(Natalie @ Sep 22 2008, 11:33 AM) *
...ეეეეეეეკაა!!!!!!!.. smile.gifsmile.gifsmile.gifsmile.gif
აღფრთოვანებული ვარ ეკას თამაშით!
მიუხედავად იმისა, რომ ჩაწერაზეც ვიყავი, შედეგიც ვიცოდი, გუშინ სუპერბლიცზე ლამის თითები დავიჭამე biggrin.gif:D:D:D
ყველანაირი მიკერძოების გარეშე, ძააააალიან სიმპათიური გუნდია biggrin.gif

Forza Eka biggrin.gif:D:D:D

biggrin.gif biggrin.gif

wub.gif
ingulika
გულით გამიხარდა დავით აბულაძის გუნდის წარმატება

ბ-ნი დათო ლამის ჩვენი ოჯახის პირად ექიმად ვაქციოთ. მისი თილისმიანი ხელით ბევრჯერ დაგვეხმმარა სხვა და სხვა ოპერაციების დროს..

დიიიიდი მადლობა ბ-ნო დათო. გბალეშიკობთ მთელი ოჯახი
Natalie
თაა, smile.gif რატომ გააბოლდე "ყოველგვარი მიკერძოების გარეშე"? biggrin.gif
მართლა ისე მესიმპათიურება მთელი გუნდიიი.. smile.gif და აქ ახლობლობა არაფერ შუაშია biggrin.gif:D:D:D

...ეკა...ეკა...ეკა...ეკა...ეკა...

ისე, ხელმოწერად ბატონი დავითის გუნდის შემადგენლობა ხომ არ ჩამომეწერა?? smile.gifbiggrin.gif lol
ta-smiley
Natalie

ახსნაზე გამეცინა wink.gif biggrin.gif
che
ta-smiley

ეხლა ამან რა თქვა იცი? მე რომ მკითხონ თბილისის რეგულარულშI ვის გულშემატკივრობო და ექსკალიბურს მეთქი რომ ვუპასუხო, ოღონდ ყოველგვარი მიკერძოების გარეშე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

არა მართლა მაგარი გუნდია, მე კაპიტანით დავრჩი მოხიბლული.. ბრავო!
Irakli
ჩვეულებრივი გუნდია.კითხვებიც იყო კატეგორიიდან "ниже плинтуса"
რუბიკის კუბიკის ნაირი ბაინაები კიდე იქნება ტელელიგაში?
მაშინ შემდეგი შეკითხვა იქნება ვუდი ალენზე და მარსიანელ უხცოპლანეტელებზე
ta-smiley
ციტატა(che @ Sep 22 2008, 04:38 PM) *
ta-smiley

ეხლა ამან რა თქვა იცი? მე რომ მკითხონ თბილისის რეგულარულშI ვის გულშემატკივრობო და ექსკალიბურს მეთქი რომ ვუპასუხო, ოღონდ ყოველგვარი მიკერძოების გარეშე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

არა მართლა მაგარი გუნდია, მე კაპიტანით დავრჩი მოხიბლული.. ბრავო!

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Matilda
Irakli
კითხვები მართლა არ იყო ზედმეტად რთულები, მაგრამ არც მთლად მარტივები იყო... smile.gif
კარგია რომ დებიუტანტები გრობებზე არ ათამაშეს...
barcaman
ციტატა(vulkani_lava @ Sep 22 2008, 10:24 AM) *
barcaman

6:4

6 რა ამბავია, ბარსელონა ხომ არ არის biggrin.gif biggrin.gif
ginger
კარგი გუნდია!!! ძალიან მომეწონა!!!
nisaba
შესანიშნავი გუნდია, წარმატებები, გული მწყდება, ჩაწერაზე რომ ვერ მოვახერხე მისვლა, ეკა, ყოჩაღ, მართლა სუკეთესო იყავიsmile.gif
GORDA
ხო, მე, ეტყობა, სხვა თამაშს ვუყურე. sad.gif
data
ციტატა(Natalie @ Sep 22 2008, 10:33 AM) *
...ეეეეეეეკაა!!!!!!!.. smile.gifsmile.gifsmile.gifsmile.gif
აღფრთოვანებული ვარ ეკას თამაშით!
მიუხედავად იმისა, რომ ჩაწერაზეც ვიყავი, შედეგიც ვიცოდი, გუშინ სუპერბლიცზე ლამის თითები დავიჭამე biggrin.gif:D:D:D
ყველანაირი მიკერძოების გარეშე, ძააააალიან სიმპათიური გუნდია biggrin.gif

Forza Eka biggrin.gif:D:D:D

biggrin.gif

რას არ გაიგებს კაცი ამ ფორუმზე biggrin.gif
achi
windwalker
ციტატა
ხო, მე, ეტყობა, სხვა თამაშს ვუყურე. sad.gif

biggrin.gif არა, ეგ იყო, ეგ.
kili
ginger
ციტატა
კარგი გუნდია!!! ძალიან მომეწონა!!!

რა გითხრათ აბა... ეს იყო ერთი ჩვეულებრივ გუნდის ჩვეულებრივი თამაში ,არაფერი განსაკუთრებული და არაფერი ახალი ...ჩემი აზრით აკლდა ის რაც ზოგ გუნდს გადაჭარბებითაც კი აქვს smile.gif მოკლედ ,ემოციურობა ,სისხარტე აკლდა...შეიძლება გუნდის საუკეთესო მხარეები ვერ ვნახეთ იმის გამო ,რომ კითხვები იყო საშუალო დონისა,რაც გუნდს იდეების მრავალფეროვნების საშუალებას არ აძლევდა...ამიტომ ამაში ,,დამნაშავენი" რედაქტორები არიან, biggrin.gif იმედია სხვა გუნდებს ასე არ გააწბილებენ.
QG8
ციტატა
გუნდის საუკეთესო მხარეები ვერ ვნახეთ იმის გამო ,რომ კითხვები იყო საშუალო დონისა

საშუალო დონის რომ ყოფილიყო კიდევ არაფერი. რისთვის დაჭირდათ ეს თამაში საერთოდ ვერ მივხვდი
QG8
შეძლება კარგი მოთამაშეები არიან მაგრამ, იმდენად უინტერესო კითხვები იყო რომ მოთამაშეებსაც ჩრდილი მიადგათ
data
ჩემი აზრით საკმაოდ კარგი გუნდი იყო smile.gif

თან ისიც გავითვალისწინოთ რომ პირველად თამაშობდნენ smile.gif
და ეს თამაშიც პირველი იყო ზაფხულის მერე, ასეთ დროს კი სხვისი არ ვიცი და მე საშინელ "ინტელექტუალურ ფორმაში" ვარ ხოლმე smile.gif
იმედია, შემდეგი თამაშები კიდევ უფრო საინტერესო იქნება (არც ამას დაეწუნება რამე )

და კიდევ, ჩემი აზრით, კითხვა დუმბაძეზე იყო კლუბის დაცინვა და მეტი არაფერი :|
იბერი
მე არ ვარ ასეთი კრიტიკის მომხრე. smile.gif ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი... და ეს თამაშიც საჭირო იყო თუნდაც იმიტომ, რომ: (ა) ”მაყურებელმაც” იცოდეს რას ნიშნავს ტელე-კლუბში თამაში, (ბ) არ შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ეს რაღაც დახურული წრეა და არავის იღებენ და სხვა (ზედმეტი ადგილი რომ არ დაიკავოს ამ მესიჯმა).

ჩემი მხრივ, ვულოცავ გუნდს წარმატებულ თამაშს. smile.gif
GORDA
ციტატა(იბერი @ Sep 25 2008, 11:07 AM) *
მე არ ვარ ასეთი კრიტიკის მომხრე. smile.gif ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი... და ეს თამაშიც საჭირო იყო თუნდაც იმიტომ, რომ: (ა) ”მაყურებელმაც” იცოდეს რას ნიშნავს ტელე-კლუბში თამაში, (ბ) არ შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ეს რაღაც დახურული წრეა და არავის იღებენ და სხვა (ზედმეტი ადგილი რომ არ დაიკავოს ამ მესიჯმა).

ჩემი მხრივ, ვულოცავ გუნდს წარმატებულ თამაშს. smile.gif

მაინცდამაინც ამ გუნდთან დაკავშირებით არ ვამბობ, მაგრამ მე მგონია, არც ისეთი შთაბეჭდილება უნდა შეიქმნას, რომ ყველას იღებენ, თუნდაც კლუბის სახელწოდებიდან გამომდინარე.
"რას ნიშნავს ტელე-კლუბში თამაში" - მაყურებელთათვის ამის ცოდნის აუცილებლობაც არ მესმის. რაში უნდა გამოიყენონ ეს ცოდნა?
პ.ს. თქვენ კი არ გეკამათებით, ჩემს შეხედულებას გიზიარებთ.
იბერი
”"რას ნიშნავს ტელე-კლუბში თამაში" - მაყურებელთათვის ამის ცოდნის აუცილებლობაც არ მესმის. რაში უნდა გამოიყენონ ეს ცოდნა?”
გამოიყენებენ (ალბათ) ”პროფესიონალი” მოთამაშეების თამაშების შეფასებისას (მეც ”ჩემი აზრით”). smile.gif და ყველას რომ არ იღებენ (და ყველა კითხვას რომ არ უშვებენ), ამაზე უკვე ამ ფორუმზეც წერენ. smile.gif თუმცა, ყველაფერი პიროვნულად სპეციფიკურია (მიდგომის და შეფასების ჩათვლით).
და ბოლოს: ”თქვენობით” ფორუმებზე წერაც არ მიმაჩნია სწორად. wink.gif პირადად შენ მადლობა, მაგრამ მართლა არაა საჭირო - ეს ხომ ”ნეტი” და ფორუმია. smile.gif
kili
ციტატა
კიდევ, ჩემი აზრით, კითხვა დუმბაძეზე იყო კლუბის დაცინვა და მეტი არაფერი :|

biggrin.gif biggrin.gif სად იპოვეს ეს კითხვა ეგ მაინტერესებს... მაგ კითხვის გამომცნობი დედამიწის ზურგზე არავინ მეგულება...რა ვიცი,რა ვიცი...
data
ციტატა(kili @ Sep 26 2008, 05:27 PM) *
ციტატა
კიდევ, ჩემი აზრით, კითხვა დუმბაძეზე იყო კლუბის დაცინვა და მეტი არაფერი :|

biggrin.gif biggrin.gif სად იპოვეს ეს კითხვა ეგ მაინტერესებს... მაგ კითხვის გამომცნობი დედამიწის ზურგზე არავინ მეგულება...რა ვიცი,რა ვიცი...
biggrin.gif

მე გამოვიცანი biggrin.gif

ნუ, გამოვიცანი რა, ვიცოდი თორე მაგის გამოცნობის შანსი არ არსებობს smile.gif

და ჩემი აზრით, მოაზროვნეებმა უფრო ლოგიკური პასუხი გასცეს smile.gif
kili
data
ციტატა
და ჩემი აზრით, მოაზროვნეებმა უფრო ლოგიკური პასუხი გასცეს

გეთანხმები

მემგონი ეგ კითხვა სპეციალურად იყო რომ ვერ გამოეცნოთ biggrin.gif
ზაქრო
ციტატა(Irakli @ Sep 22 2008, 04:41 PM) *
ჩვეულებრივი გუნდია.კითხვებიც იყო კატეგორიიდან "ниже плинтуса"
რუბიკის კუბიკის ნაირი ბაინაები კიდე იქნება ტელელიგაში?
მაშინ შემდეგი შეკითხვა იქნება ვუდი ალენზე და მარსიანელ უხცოპლანეტელებზე

რუბიკ კუბიკის კითხვა რედაქტორმა გამიფუჭა, შავი ყუთის კითხვა ჭირდებოდათ და მაგიტომ!
editor_in_chief
რუბიკ კუბიკის კითხვა რედაქტორმა გამიფუჭა, შავი ყუთის კითხვა ჭირდებოდათ და მაგიტომ!

ეჰ, რას იზამ, ჩემო კეთილო ადამიანო..21-ე საუკუნეშიც არიან ჰეროსტრატეები
ზაქრო
ბატონო ლაშა, საწყენად ნამდვილად არ მითქვამს, თუმცა ჩემი აზრით კითხვის შავ ყუთად ფორმულირებამ ნამდვილად ავნო კითხვას: ამაში ძირითადად იმას ვგულისხმობ, რომ კითხვა რომ არ გამოეცნოთ აპელაციის შეტანა შეიძლებოდა ფორმულირებაზე, რადგანაც 3X3X3 ვერსია არსად არაა მოხსენიებული რგორც "სტანდარტი," ესაა ერთადერთი ვერსია რომელსაც რუბიკის კუბი ჰქვია და რომელიც რუბიკმა გამოიგონა. სტანდარტი საიდან მოვიდა ვერ გავიგე.

P

პატივისცემით,
ზაქრო

პს: იმედია ჩემი კითვის კრიტიკისადმი ჩემი გამოსარჩლება მომავალში ჩემი კითხვების თამშში დადების სიხშირეზე გავლენას არ მოახდენს, მე კი ვეცდები კითხვები ისეთი ფორმულირებით მოგაწოდოთ, რომ მნიშვნელოვანი რედაქტირება არ დასჭირდეთ. smile.gif
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2019 Invision Power Services, Inc.