დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: J. R. R. Tolkien
რა? სად? როდის? ფორუმი > სამეცნიერო განყოფილება > მეცნიერება და წიგნები
გვერდი: 1, 2, 3, 4
padfoot


ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი დაიბადა 1892 წლის 3 იანვარს, ბლუმფონტეინში (სამხ. აფრიკა), ინგლისელი მშობლების ოჯახში. როდესაც ის სამი წლის იყო, დედა, მის ძმა ჰილარისთან ერთად და პატარა ჯონთან ერთად, დაბრუნდა ინგლისში. ტოლკინის მამა, არტური, მოგვიანებით გარდაიცვალა სამხ. აფრიკაში. ოჯახი დარჩა ინგლისში და 1896 წლის ზაფხულისათვის საცხოვრებლად გადავიდა ბირმინგემთან ახლოს.
ტოლკინები ღარიბულად ცხოვრობდნენ. როდესაც ჯონი 12 წლის იყო, დედა გარდაიცვალა და ძმები მიბარდნენ კათოლიკური ეკლესიის მღვდელს. ძმები საცხოვრებლად დეიდებთან გადავიდნენ.

1910-1911 წლებში ახალგაზრდა ჯონი ესწრებოდა ლექციებს მეფე ედუარდის სკოლაში, ბირმინგემში, სადაც კლასიკურ და თანამედროვე ენებს ეუფლებოდა. 1911 წელს ის გადავიდა სასწავლებლად ექსეტერის კოლეჯში, სადაც სწავლობდა კლასიკურ ენებს, ძველ ინგლისურს, გერმანიკულ ენებს, უელსურსა და ფინურს. ინტერესი ფილოლოგიისადმი მისი მხრიდან ყოველთვის იგრძნობოდა. 1913 წელს მან გამოაქვეყნა თავისი პირველი ლექსი 'უხსოვარი თემზის მრავალტირიფიანი ნაპირიდან'.

იმ დროს, როდესაც ტოლკინმა დაასრულა სწავლა ოქსფორდში, 1915 წელს, ევროპაში იფეთქა პირველმა მსოფლიო ომმა. სხვებთან ერთად ის გადაისროლეს ლანკაშირში, მაგრამ დროებით დიდი მოვალეობა არ ეკისრა. ამ პერიოდში დაიწერა სახუმარო 'გობლინების ნაბიჯები'. 1916 წლის მარტში ის დაქორწინდა ედით ბრეტზე - გოგონაზე, რომელსაც მიუძღვნა ეს ლექსი.


თავდაპირველად ტოლკინი მუშაობდა რამდენიმე ლექსიკონის შედგენაზე. ცნობილია მისი წვლილი 'იერუსალიმური ბიბლიის' შედგენაში. ამავე პერიოდში მან დაიწყო საკუთარი, უშუალოდ უელსურსა და ფინურზე დაფუძნებული ენების შექმნაც. პირველი დიდი მოთხრობა, დაკავშირებული შუამიწეთთან მან წარადგინა ექსეტერის კოლეჯის ესეების კლუბში, 'გონდოლინის დაცემის' სახით.
პროფესორის წოდების მიღების შემდეგ ის 1925 წლამდე დარჩა ლიდსში და ასწავლიდა ანგლო-საქსურ ენებს. მისი ლექსები თუ ესეები ხშირად იბეჭდებოდა ლიდსის ცნობილ გამოცემებში.

კარიერის მთელი დარჩენილი წლები ტოლკინმა ოქსფორდში გაატარა, 1959 წლამდე. ამ დროის ერთ-ერთი გამორჩეული ნაშრომია ლექცია ბეოვულფის შესახებ.
ოქსფორდში ჯონმა მეგობრებთან ერთად დააარსა 'ინკლინგთა' კლუბი. ისინი ხშირად იკრიბებოდნენ პაბში 'არწივი და ბავშვი', სადაც პირველად იქნა წაკითხული ჯონის ბევრი ცნობილი მოთხრობა. საზოგადოებაში ასევე შედიოდა კლაი ლიუისიც, ჯონის დიდი მეგობარი და შემდგომში 'ნარნიის ქრონიკების' ცნობილი ავტორი.
ტოლკინი კათოლიკე იყო, ხოლო ლიუისი - აგნოსტიკოსი. ამიტომ, ეს პერიოდი გამოირჩეოდა მათი ხშირი კამათებით მითოლოგიაზე. ლიუისს არ სწამდა მითებისა და ზღაპრების, ტოლკინი კი დარწმუნებული იყო, რომ მათ აქვთ მორალური და სულიერი მნიშვნელობა.

ოქსფორდში თავისი კარიერის წლებში ტოლკინმა, ერთ-ერთი სტუდენტის ნაშრომის შემოწმებისას გვერდზე მიაწერა 'მიწაში იყო სორო, რომელშიც ჰობიტი ცხოვრობდა'. მან თავად არც იცოდა, რას ნიშნავდა ეს სიტყვა და რატომ ცხოვრობდა ჰობიტი სოროში, მაგრამ სწორედ ამით ჩაეყარა საფუძველი შუა-მიწეთის სამყაროს შექმნას (მიუხედავად იმისა, რომ გონდოლინისა და ეარინდილის თემებს ადრე უკვე ჰქონდა ადგილი მის ფიქრებში). 1937 წელს გამოქვეყნდა ეს საოცარი ზღაპარი. ერთი შეხედვით, თითქოს და უბრალო სქემა ბილბო ბეგინსის მოგზაურობისა აქეთ და იქით, ჰობიტონიდან ეულ მთამდე და უკან, ყირამალა დააყენა წარმოდგენები თანამედროვე ზღაპრის შესახებ.

სტენლი ანვინის, 'ჰობიტის' გამომცემლის შეთავაზებით პროფესორმა მუშაობა დაიწყო 'ჰობიტის' გაგრძელებაზე, რომელმაც 1954 წლამდე გასტანა - ამასობაში ტოლკინს არაერთი გზააბნეულობა ხვდა წილად, რადგან რთული იყო ასეთი მდიდარი სამყაროს შექმნა, რომელშიც ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებული უნდა ყოფილიყო. ამას თან სდევდა მეორე ციკლზეც, 'სილმარილიონი', მუშაობა. ეს წიგნი მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ, 70-იანი წლების ბოლოს გამოიცა.
'ბეჭდების მბრძანებელი' უდავოდ ყველაზე სრულყოფილი ვრცელი ფენტეზი-ტრილოგია, გამოჩნდა 1954-55 წლებში, სამი წიგნის სახით - 'ბეჭდის საძმო', 'ორი ციხესიმაგრე' და 'მეფის დაბრუნება'. კრიტიკოსების ერთი ნაწილი, რა თქმა უნდა, იწუნებდა ამ პრეტენზიულ ნაშრომს, მაგრამ მეორე აღფრთოვანებული იყო ავტორის სიყვარულით ენების მიმართ და მისი უსაზღვრო ფანტაზიით.



ჯ.რ.რ. ტოლკინი გარდაიცვალა 1973 წლის 2 სექტემბერს. მისი და ედითის საფლავზე სიყვარულით წერია 'ლუთიენი' და 'ბერენი', არდას ეპოპეის
ორი გმირის სახელი.
რა თქმა უნდა, პროფესორის შემდეგ შუამიწეთის ისტორია არ დასრულებულა. უფრო მეტიც, მისი გარდაცვალების შემდგომ მისმა შვილმა, კრისტოფერმა დაიწყო მამის დაუსრულებელი ნაწერების გადამუშავება. 'სილმარილიონი', შუამიწეთის ისტორიის ნამდვილი ქრონიკა, საბოლოოდ გამოიცა. მას მიჰყვა 'დაუსრულებელი მოთხრობები', ხოლო 1980 წელს საფუძველი ჩაეყარა 12 ტომიან სერიას 'შუამიწეთის ისტორია'. პარალელურად გამოდიოდა ბევრი სხვა წიგნიც, რომელიც შუამიწეთთან კავშირში არ არის, მაგრამ, თავის მხრივ, ტოლკინისტთა და ტოლკინომანთა არანაკლებ დიდ ყურადღებას იქცევს. ურიცხვია უკვე გამოცემული, ტოლკინთან დაკავშირებული ენციკლოპედიები, კვლევები, ატლასები, ბიოგრაფიული ნაშრომები.









ბეჭდების მბრძანებელი ფენტეზის ჟანრის ეპიკური რომანია, რომლის ავტორია ფილოლოგი და ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი.
თავდაპირველად ნაწარმოები ჩაფიქრებული იყო, როგორც ჰობიტის გაგრძელება , თუმცა შემგომში ის ბევრად უფრო მოცულობით ნაშრომად განვითარდა (ვიცი, მთლად დალაგებული წინადადება არ გამომსვლია).
ის იწერებოდა ეტაპებად 1937-1949 წლებში, თუმცა უდიდესი ნაწილი შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის დროს.

ბეჭდების მბრძანებელი მკითხველთა (და არამარტო tongue.gif ) უმრავლესობისათვის ცნობილია , როგორც ტრილოგია. თუმცა ტოლკინს განზრახული ჰქონდა , რომ ბ.მ. ყოფილიყო პირველი ნაწილი მისი ორტომეულისა , რომლის მეორე ტომი იქნეოდა სილმარილიონი. მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, რაც ტოლკინმა გამომცემელს წარუდგინა პირველი ტომი - ბეჭდის მბრძანებელი, გადაწყდა, რომ , ეკონომიკური მიზეზების გამო ის გამოიცემოდა 1954-1955 წწ. 3 ტომად, რომელთაგან თითო იქნებოდა 2 წიგნისაგან შემდგარი. (1954 წლის 21 ივლისს, 1954 წლის 11 ნოემბერს, 1955 წლის 20 ოქტომბერს).

3 ტომის სათაურებია, შესაბამისად* : ბეჭდის საძმო (The fellowship of the Ring), 2 ციხე-კოშკი (The Two Towers) და ვახოს დაბრუნება (The return of the King)

ბეჭდების მბრძანებელი მას შემდეგ გამოიცა მრავალჯერ, ითარგმნა არა ერთ და ორ და სამ და ოთხ და ხუთ და ექვს დადადა ენაზე და გახდა მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და უმნიშვნელოვანესი თხზულება ფენტეზი დარგში (როგორც ლიტერატურაში, ასევე კინემატოგრაფიაში). დღესაც იბეჭდების The Lord of the iRings.

წიგნის სახელი უკავშირდება მთავარ ანტაგონისტს, ბნელ ბატონ საურონს. თუ გაინტერესებთ ვინაა და რას წარმოადგენს საურონი, წაიკითხეთ მინიმუმ ვიკიპედიის რომელიმე სტატია, მაქსიმუმ ბეჭდების მბრძანებელი.

ითვლება, რომ ბეჭდების მბრძანებელმა დიდი გავლენა იქონია თანამედროვე ფენტეზიზე.


N.B. ვისაც რა მოაკლდება თვალში, თავად დაამატოს შემდეგ პოსტებში. აბა მე "სიკეთეს" ბოლომდე ხო არ გავაკეთებ laugh.gif biggrin.gif

________________________________________________________________________________

* აქ "შესაბამისად" აღნიშნავს არა ლოგიკურ შედეგს, არამედ ლოგიკურ შესაბამისობას: პირველი სათაური პირველი ტომისაა და ა.შ.
iirkola chi
დე იქმნა ნათელი და გაიხსნა ეს თემაც tongue.gif
padfoot
biggrin.gif

ანუჩის თხოვნით biggrin.gif
mariami_mm

ახლა შევამჩნიე რომ აქამდე არ ყოფილა ეს თემა : )))

heart.gif I'm in love with LOTR

bella_trix
ადრე მეგონა ჰობიტი ვიყავი სულით, მაგრამ აშკარად არააა.. ხო და ჯერ ეხლა ვეცნობი ძიებაში ვარ batting.gif

რა ლამაზია ეს ელფური დამწერლობა, ნეტა სინამდვილეში ავტორი ვინაა და სამუშიას გადეცით რომ მიყვარს

padfoot

ირაკლი გამახსენდა, თუ ვთქვი რომ მიყვარს.. არ მახსოვს, მაგრამ ჯერ რაც წავიკითხე, პოტერი ამის ერთ აბცაზადაც არ ღირს სუბიქტრური საზომებით. შეიძლება ბოლო ფილმმა სულ გამიფუჭა წარმოდგენა mellow.gif
bella_trix


შაჭყალი sad.gif :ხუტ:

padfoot
bella_trix

ვინ ირაკლი? რა თუ გიყვარს? unsure.gif
Azazello
bella_trix
ციტატა
რა ლამაზია ეს ელფური დამწერლობა, ნეტა სინამდვილეში ავტორი ვინაა და სამუშიას გადეცით რომ მიყვარს

მაგ წიგნში აბსოლუტურად ყველაფერი ტოლკინმა შექმნა, მათ შორის ელფური დამწერლობა და ენები smile.gif
bella_trix
padfoot

სამუშიამ თარგმნა ეს წიგნი და პოტერის მთარგმნელზე თუ იგივე გავიფიქრეთქო თავის დროზე


Azazello

მისაბაძი ადამიანი ყოფილა, კიდევ? გისმენთ თვალებგაბრწყინებული და განაბული, რაააც კი იცი ყველაფერი თქვი batting.gif
Azazello
bella_trix
ციტატა
მისაბაძი ადამიანი ყოფილა, კიდევ? გისმენთ თვალებგაბრწყინებული და განაბული, რაააც კი იცი ყველაფერი თქვი

რა ვიცი, სხვა რა გითხრა, ფილოლოგი იყო, ოქსფორდის პროფესორი. გულდაწყვეტილი იყო, რომ ინგლისური მითოლოგია არ იყო ისეთი ორგანიზებული და კარგად დაწყობილი, როგორც, მაგალითად, სკანდინავიური, ამიტომ გადაწყვიტა თვითონ შეექმნა ახალი მითოლოგია. შრომობდა ბევრს, ძალიან ბევრს, შუახმელეთის სრულყოფილი სურათის შექმნას ათწლეულები მოანდომა. მაგრამ ეს ყველაფერი ალბათ შენც გეცოდინება ისედაც. შემიძლია ვიკიპედიის ლინკებით დაგეხმარო თუ გინდა
bella_trix
Azazello

რატომ ამბობენ რომ "ბეჭდების მბრძანებელი" ყველა ქრისტიანული წიგნია? ანუ ერთ-ერთი საუკეთესო.. ამის შესახებ ამე გარჩევა ხომ არ გეგულება. მამარდაშვილისადმი მიძღვნილ საღამოზე ერთი ფილოსოფოსი აქებდა და ადიდებდა. არ მინდა ძალიან სუბიექტური შთაბეჭდილებები დამღცეს და მოკლედ რაც კი გაგახსენდება, ინტერვიუ, რეალური წყარო საიდან რა მოიგონა.. ყველაფერი ყველაფერი მინდა... smile.gif
padfoot
bella_trix


ლოოლზ rofl.gif ეგ შენ გაბოლებდი biggrin.gif ნუ გახუმრება მინდოდა biggrin.gif არა, ვაჟიკოს გულუბრყვილობაც ძალიან დამეხმარა biggrin.gif
იმას პირდაპირ ვუთხარი რო შენ ასე გეუბნებოდი და ვთხოვე მიდი ამიბი-მეთქი მხარი biggrin.gif იმ ბატმა კიდევ თავად დაიჯერა wub.gif

ასეთ უნიჭო ტყუილებს რატომ იჯერებენ? biggrin.gif
Azazello
bella_trix
მე ახალგამომცხვარი ტოლკიენისტი ვარ და ჯერ მაგდენი არ ვიცი biggrin.gif ქრისტიანულობის რა მოგახსენო, არ ვიცი უბრალოდ. ნარნიას ქრონიკები ნამდვილად ქრისტიანულია და საბავშვო ბიბლიასაც კი უწოდებენ-ხოლმე, მაგრამ ბეჭდებში ასეთ აშკარა ქრისტიანულობას ვერ ვხედავ.
Azazello
bella_trix
ამ დამწერლობებმა შეიძლება დაგაინტერესოს შენ

http://en.wikipedia.org/wiki/Sarati http://en.wikipedia.org/wiki/Tengwar

და ეს ენები http://en.wikipedia.org/wiki/Sindarin http://en.wikipedia.org/wiki/Quenya
padfoot
bella_trix

ვერ გამოგზარდე შენ. დაანებე თავი ამ "ყველაფრის" კითხვას და ჯერ შენ გაიაზრე რაც შეგიძლია კარგად. როდემდე უნდა იკითხო და არჩიო და მიიღო სხვისი შეხედულებები , ვაჰ
bella_trix
padfoot

მენ და ჩიქოს გაქვთ რაღაც საერთო, გაუგებდით ერთმანეთს.. რაღაც პატივისცემა გამიჩნდა და ისიც გაქრა

smile.gif ეხლა ეს ჩემთვის ერთი ახალი ხელოვანი და ადამიანია რომელიც უნდა შევისწავლო და გავიცნო. და შენ წადი რა შენი პოტერის თემაში, თუ აქ პოსტავ რამე თემატური დაპოსტე თუ არა ალოჰომორა შენ მხოლოდ პირიქით biggrin.gif


Azazello

არ ვიცი, მე სუბიქტრურად უკვე ბევრი დასკვნა გამოვიტანე, მაგრამ ავტორსაც ეწერა არაფერი ქვეაზრიდა მინიშნებები ამ წიგნში არ ჩამიდიაო, ეტყობა თვითონ დაინახა.. ხოო, დამწერლობა და ვიზუალური რაცაა ყველაფერი, სულ ყველაფერი მაინტერესებს, რაც გაგახსენდება ან გადააწყდები დადე აქ :*
padfoot
bella_trix

ჩიქო მაგარი როჟაა biggrin.gif

სად წავალ და სად დავრჩები ამას მაინც გადავწყვეტ თვითონ smile.gif

გაქრა? რაღა ვქნა? sad.gif biggrin.gif




ჩიქო მართლა მაგარია biggrin.gif
padfoot
ნაზგული რომ ვნახე პირველად ქართულად მეგონა , რომ ადამიანების მეტსახელი იქნებოდა სუსტი გულის გამო biggrin.gif

მერე ორიგინალში ვიხილე ))
bella_trix
padfoot

დაიჭერს ერთხელ მაგას ორკი და აღარვინ დაეხმარება.



რა ბედნიერებაა smile.gif წავედი ეხლა და იმედია დამხვდება ლინკები და აზრები. ბორგეზ მოდი რა მალე, გეყო ამდენი ზღვა და დასვენება
Illegal Astronaut
ვინ გაბედა უჩემოდ თემის გახსნა? smile.gif

2 აგვისტოსთვის ჩამოვალ მე და პირველი პოსტისთვის კარგ რაღაცეებს მოგაწვდით. და არამარტო პირველი პოსტისთვის.. smile.gif
HOUSE M.D.
bella_trix
კონსტანტინე გამსახურდიას აქვს წერილი ბეჭდების მბრძანებელზე, ვეფხისტყაოსანს ადარებს smile.gif
padfoot
† Lord Borgeze †

მე გავბედე biggrin.gif

გელოდებით smile.gif


HOUSE M.D.

ასლს თუ გვიშოვი გაახარებ ხალხს biggrin.gif
Illegal Astronaut
padfoot

მორგოთმაც დაგწყევლოს!
HOUSE M.D.
padfoot
ციტატა
ასლს თუ გვიშოვი გაახარებ ხალხს

სახლში მქონდა წიგნი, თუ ვიპოვე გადავაქსეროქსებ და "გავახარებ ხალხს" biggrin.gif biggrin.gif
padfoot
ციტატა
მორგოთმაც დაგწყევლოს!

dubinka.gif

ელაპარაკე ახლა dubinka.gif

ტარანტალეგრა!


padfoot
HOUSE M.D.
biggrin.gif კარგი ხარ biggrin.gif
Illegal Astronaut
padfoot
სეკტუსემპრა

padfoot
laugh.gif
უჩინმაჩინის მოსასხამი მეცვა მარა კაი მოვიხვედრებ მაგ წყევლას შენი ხათრით biggrin.gif


ვიცი ვაოფებ , წავედი sad.gif
Illegal Astronaut
padfoot


კარგი წადი

ამ თემას კიდე ვალარების დალოცვას ვუტოვებ. smile.gif

შეგეწიოთ ეა და შვილნი მისნი..

დაე ეარენდილი გინათებდეთ გზას..
bella_trix
† Lord Borgeze †

happy.gif

ამ თემის გახსნა რომ მოვითხოვე 70% შენი იმედი მქონდა, დარწმუნებული ვარ დიდ წვლილს შეიტან განვითარებაში. გელოდებით უშენოდ არ დავპოსტავთ (თუ უფრო მცოდნე და ძლიერი ტოლკიენომანი არ გამოჩნდა რათქმუნდა, მაშინ დაგივიწყებთ batting.gif )




HOUSE M.D.

დანაშაული იქნება მაგ სტატიის არ პოვნა და არ დასკანერება smile.gif დაიწყევლები
bella_trix
სანიშნეები დავხატე )) კაი მხატვარი ისე თითო თავზე ათ-თხუტმეტ ჩანახატს გააკეთებდა, კარგი და ცოტა ზარმაცი ხუთს მაინც
bella_trix
"ელფებს რჩევა არ უნდა კითხო, ჰოსაც გეტყვიან და არასაც.."
bella_trix
საერთო ჯამში თარგმანს ვიწუნებ, მაგრამ ინგლისური მესწავლა წესიერად და ორიგინალში წამეკითხა თუ მინდოდა spy.gif
=SYD=
http://syd.host22.com/tolkien/eng-quen.pdf

თუ ვინმეს ელფების ენის სწავლა გინდათ, გამოგადგებათ.. smile.gif
http://en.wikipedia.org/wiki/Tengwar ესეც დამწერლობა smile.gif
bella_trix
=SYD=

მადლობ მადლობ ვიკინგო,
ეს რა კარგი გვასწავლე
მარა ღვინის გარეშე ეს ლინკი რომ გვახალე?
აბა ეგ რა წესია. ერთიც უნდა გვიმღერო
ჯობია მოიფიქრო შენ ტექსტი სასიმღერო.
აგერ ფროდო დავლოცოთ, ბილბო ანდაც გენდელფი
ან კი შავი მხედარი, თუნდ ბოტორი ეგ არი
მთავარია ცხოვრება, სასტიკი თუ მოწყალე
მიწა, წყალი, დრაკონი, ტომი სტუმართხმოყვარე
ყველა ერი შვილინი ვართ, ამ საიდუმლო ქვეყნის
დავლიოთ ვადღეგრეძელოთ ეს მთავრე და ხვალინდელი დღე smile.gif))))))))))))) ჰობიტებისგან გადმომედო არ შეიმჩნიოთ laugh.gif
bella_trix
ოქროკენკრა wub.gif
freddie krueger
ციტატა(HOUSE M.D. @ Jul 27 2011, 06:46 PM) *
bella_trix
კონსტანტინე გამსახურდიას აქვს წერილი ბეჭდების მბრძანებელზე, ვეფხისტყაოსანს ადარებს smile.gif

laugh.gif

რაშუაშია! big_Grin.gif

სად ერეკლე, და სად ...

მაგან ყველაფერი რამეს რო არ შეადაროს, არ შეუძლია... მაგის დაზომების კომპლექსის გამო ვერ ვითარდება ქართული აზრი.
bella_trix
ტროლები გაქრნენ ეხლა ამ თემიდან! big_Grin.gif ვაკონკრეტებ, არათემატური და უარყოფითი პოსტები არ დავინახო.
bella_trix
საწყალი ორკები sad.gif როგორც დემონები ისე ყოფილან.
bella_trix
"and so do all who live to see such times. But that is not for them to decide. All we have to decide is what to do with the time that is given us." - Gandalf

http://www.goodreads.com/author/quotes/656983.J_R_R_Tolkien

bella_trix
ტოლკიენი ქართველი იყო! laugh.gif ვერავინ გადამარწმუნებს smile.gif)))))))
bella_trix
თორნიკე ბორგეზ ჯანგველაძე ძე ამირანისა (მამის სახელი არ ვიცი smile.gif))), გთხოვთ შეძლებისდაგვარად სწრაფად ჩამოხვიდეთ ძალიან სჭირდება აქაურობას თქვენი დახმარება, მთელი თქვენი რესურსით და განსწავლულობით smile.gif :პატარა ჰობიტი აძვრა კოშკზე და ცეცხლი აანთო:
bella_trix
"სილმარიონს" მათხოვებს ირი რუსულად, ბევრ შეკითხვაზე გაიგებ პასუხსო.. რა ბედნიერებაა არც მჯერა smile.gif თანრ რუსულსაც ვიმეცადინებ თან ამ არსებებს უკეთესად გავიცნობ და ავტორსაც chuppa.gif
Azazello
bella_trix
მე დღეს ვიწყებ მაგის კითხვას rock.gif
bella_trix
Azazello

ტრალაა ლაა, ტრულლა ლააა girl.gif :ხელცაკიდებული პატარა ჰობიტები რომ ცეკვავენ წრეზე ისეთი სმაილი: chuppa.gif biggrin.gif biggrin.gif

მოიცა იქნებ იმდენი ვქნა ერთი ჯადოქრული სმაილი დავამატებინო, მათეუსი მყავს მგონი ფრენდებში smile.gif)))))) http://msnsmileys.net/l/Lord_Of_The_Rings/ აბა აარჩიეთ რომელი გინდათ
monogamist
ციტატა
ტოლკიენი ქართველი იყო!

მაზრა საქართველოა
biggrin.gif
bella_trix
"მამლუქი" :| ნუ კიდევ კარგი პიპინი ორკების მხარეს არ იბრძოდა
bella_trix
მეფე რომ გახდება და ელფზე დაქორწინდება და სულ ბრწყინავს ყველა ბედნიერია.. ეგ უკვე ნე მაიო.. აი ასეთა კარგი, მე ასეთი ვიქნებოდი smile.gif

monogamist
პედფუტა biggrin.gif
bella_trix
პარასკევს მექნება წიგნიიი, ტრუნააა, ტრანანა smile.gif და ხატვას ვიწყებ.

ტომი ბორბალდილი როგორ მაინტერესებდა როგორი იქნებოდა.. ალბათ რაღაც ობერონის მსგავსი, ხომ? მხოლოდ წვრიანი და უფრო მხიარული ^^
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2019 Invision Power Services, Inc.