დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: კულტურა, ტრადიცია, რიტუალები...
რა? სად? როდის? ფორუმი > სამეცნიერო განყოფილება > მეცნიერება და წიგნები
გვერდი: 1, 2, 3
ankikia
ყველა ქვეყნის კულტურა განსხვავდება ერთმანეთისგან, არის ინფორმაცია რაც გაგებული გვაქვს უბრალოდ (ნუ სანდო წყარიოსგან რა ტქმა უნდა) ანაც ნასწავლი და ყველამ არ იცის ეს.

ამ თემაში მინდა მოვყვეთ ქვეყნების კულტურაზე, ტრადიციაზე, სად რა ტრადიციაა შემორჩენილი, რა ფესტივალები ტარდება, რა სახის დრესასწაულები არსებობს. უამრავი საინტერესო რამის პოვნა შეიძლება, ტუნდაც როგორ ცხოვრობს ადგილობრივი მოსახლეობა, რა წეს-ჩვეულება აქვსთ.

მე პირადად დავიწყებ იაპონიიდან. იაპონიაში ქალაქები სავსეა ან უზარმაზარი სახლებით ანაც მყუდრო პატარა "თავშესაფრებით" რასაც "მაჩიას" ეძახიან. სხვა ქვეყნების სახლებთან შედარებით იაპონური სახლები უფრო "სპარტანულია", ხის სკივრები, დაბალი მაგიდები, ფარდა და ცოტა ავეჯი, ეს არის ტრადიციული იაპონური სახლი.
იაპონელებისათვის უმნიშვნელოვანესია მებაღეობა, სახლები სავსეა უამრავი სხვადასხვა ტიპის მცენარეებით, იაპონელი ქალები გატაცებულნი არიან საყვავილო ხელოვნებით-იკებანით. იკებანა ასახავს მცენარის მოდელს თავის ბუნებრივ ბალანსთან ერთად. სახლი და ბაღი აყალიბებს ერთიანობას, მათთვის განუყოფელია ეს ორი. იაპონურ ბაღში ყოველტვის შეხვდებით პატარა ჩაის სახკლს. ჩაის სმის ცერემონიალს მისტიური მნიშვნელობა აქვს მათთვის. ჩაის სმის ცერემონიალის დამფუძნებელი იყო სენ ნო რიკიუ. ძირითადი წარმოდგენა მოდის ვაბიდან. ვაბი ნიშნავს გადადგურებას და სიღარიბეს. ჩაის სმა გრძობებს აღვიძებს მათში.

იაპონიაში შეგხვდებათ სახლები პირდაპირ წყალზე, ამ სახლებში კი არსებობს გარაჟები ნავებისათვის. იაპონიაში არის 7 განსხვავებული სტადია 4 სეზონში: ქლიავის აყვავების სეზონი, ამ დროს ყველაფერი ვარდისფერია, გაზაფხული მოდის. მაისში ერთკვირიანი დასვენებაა, ეს არის უმნიშვნელოვანესი დრო მათთვის რადგან ახალ წელსაც კი ისინი 3 დღე ისვენებენ, შაბათსაც კი მუშაობენ. საკურა თეთრია, ძალიან იშვიათად ვარდისფერიც. იაპონიაში არსებობს "საკურა ლანჩი", ეს ნიშნავს რომ სადილობ 35-55 სართულის სიმაღლეზე რათა იქიდან ნახო როგორ არის აყვავებული ალუბალი-საკურა. 5 ივნისიდან 15-20 ივლისამდე იწყება სეზონი უძლიერესი წვიმების. ჩვეულებრივი ფეხსაცმლით გარეთ ვერ გახვალ და თქვენ წარმოიდგინეთ ვერც ჩვეულებივი ქოლგით. შემოდგომის მოსვლასთან ერთად იწყება სეზონი უზარმაზარი პეპლების, ისინი ბუჩქებში ცხოვრობენ, ზომაში საკმაოდ დიდები არიან და ფრენისას ხმასაც კი გამოსცემენ, ამიტომ იაპონელები გვირჩევენ ბუჩქებთან ახლოს არ ვიაროთ. ეს სეზონი დაახლოებით 5 სექტემბრამდე გრძელდება. შემოდგომის დადგომასთან ერთად კი ყველაზე საშიში სეზონი იწყება, ეს არის მიწისძვრების, ცუნამების და ტაიფუნების სეზონი.


იაპონიის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია სამურაის კლანი. ეს დაკავშირებულია ძენ ბუდიზმთან (იაპონიის ძირითადი რელიგია). ძენს სიცოცხლისა და სიკვდილის განსაკუთრებული აღქმა ჰქონდა, სამურაები, მამაცი მეომრები, ამიტომაც ყოველდღე სიკვდილის წინაშე იდგნენ. სიკვდილთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰარა-კირის რიტუალითაც დასტურდება. ეს თვითმკვლელობის განსაკუთრებული მეთოდია. ძველად ეს რიტუალის ხასიათს ატარებდა, წარმოდგენა ხდებოდა ბრბოს თვალწინ. შუაგულში იდგა სამურაი და მას უამრავი ადამიანი უყურებდა. ძირითადი იარაღი ხმალია, ამ დროს თავისივე ხმლით მუცელში ირჭობს ხმალს სამურაი, გაწევს მარჟვნივ შემდეგ მარცხნივ და ბოლოს თავისივე ხმლით კვეთენ მას თავს. საკუთარი ხმლით სიკვდილი დიდ ღირსებად ითვლებოდა.

მოკლედ რელიგიაზე და შემდეგ ისევ გავაგრძელებ.

იაპონელები იბადებიან ბუდისტებად, ანუ დაბადებისთანავე მათ ბუდისტად ნათლავენ. მთელი ცხოვრება ცხოვრობენ როგორც შინტოისტები და კვდებიან როგორც ბუდისტები. რადგან შინტოიზმი არ ცნობს ცხოვრებას სიკვდილის მერე, ბუდისტად მთელი ცხოვრება კი საკმაოდ რთულია. ამიტომ სიკვდილის წინ ისინი ხდებიან ისევ ბუდისტები და ბუდიზმის შესაბამისად სიკვდილის შემდეგ მათი სული განიცდის ტრანსფორმაციას და ბრუნდება ისევ დედამიწაზე.


ეხლა მეჩქარება და მერე ისევ გავაგრძელებtongue.gif


ILI-100
ერთხელ მეგობრები სანადიროდ წავიდნენ. ნადირობის მერე ნანადირევი შეწვეს სუფრა გაშალეს იქვე ტყეში და ქეიფი დაიწყეს............. უკვე საკმაოდ მთვრალები იყვნენ როდესაც მგზავრმა ჩამოიარა გზად და როგორც ქართველელთა წესია სუფრაზე მიიპატიჟეს.............. მგზავრიც მივიდა და თქვა ბევრი დრო არ მაქვს ამიტომ მხოლოდ ერთ სადღეგრძელოს შემოგთავაზებთ რომელიც ალბათ უკვე შესვით მაგრამ მე მაინც ვიტყვი: ქართველი დედის სადღეგრძელო მინდა დავლიოო........ სუფრის წევრებმა ერთმანეთს გადახედეს და დაშერცხვენილად ჩაილაპარაკეს არა არ შეგვისივიაო. მაშინ სტუმარი ადგა, ჭიქა უკან დააბრუნა და თქვა ასეთ სუფრაზე მე სადღეგრძელოს თქმას არ ვიკადრებო და წავიდა.............
ხოდა მოდი სანამ ჩვენს სუფრაზეც ჩამოუვლია ასეთ კაცს, ქართველი დედის სადღეგრძელო ვთქვათ, იმ დედის რომელიც შვილს ომში წასვლის წინ არიგებდა მირჩევნია შენი სიკვდილის ამბავი შევიტყო, ვიდრე უკან დამიბრუნდე შერცხვენილიო.................


ILI-100
ქართული ცეკვა

ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიას მრავალი საუკუნის ისტორია აქვს. მისი განვითარების პროცესში აღმოცენდა თეატრალიზებული ქართული ცეკვა და საფუძველი ჩაეყარა ეროვნულ-საბალეტო ხელოვნებას.

ჩვენამდე მოღწეული არქეოლოგიური და უძველესი ლიტერატურული ძეგლებით დასტურდება, რომ ქართული ხალხური ქორეოგრაფიის ისტორიული წინამორბედი ყოფილა სამონადირეო ცეკვა, ნაყოფიერების ღმერთის - მთვარის (,,შუშპა’’) პატივსაცემად შესრულებული რიტუალური ფერხული. უძველესი ფერხულის რიტუალურ ხასიათს ატარებს თრიალეთის გათხრების დროს აღმოჩენილი ვერცხლის ფიალის გამოსახულება (ძვ. წ. II ათსწლეული) - ნიღბებიან მონადირეთა ფერხული, რომელიც ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სვანური ნადირობის ღვთაების - დალისადმი უნდა იყოს მიძღვნილი. სვანეთში დღემდეა შემორჩენილი: ,,სამონადირეო ფერხული’’, ,,ლემჩილი’’, ,,ბეთქილის ფერხული’’ და სხვ. დროთა განმავლობაში პირველყოფილ სამონადირეო ცეკვაში რიტმული ტანვარჯიშის ილეთები შეიჭრა, უფრო გვიან კი საბრძოლო ხასიათის ტონებითაც შეივსო. ასე შეიქმნა საცეკვაო-პანტომიმა - ფართოდ გავრცელებული ცეკვა ,,ხორუმი’’.

ბაგინეთის გათხრების დრო აღმოჩენილი ძვლის ფირფიტაზე გამოსახული მოცეკვავე ქალის ფიგურა (ძვ. წ. VI ს.) გვაფიქრებინებს, რომ ნაყოფიერების ღმერთის ტაძართან იმართებოდა ქალთა რიტუალური ცეკვებიც.

მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის განვითარებას მოჰყვა ახალი ადათ-წესების ჩამოყალიბება, რომლებიც აისახა მაგიური ხასიათის რიტუალურ ცეკვებში ,,მელია-ტელეფია’’, ,,ფერხულ-ოსხეპუე’’, ,,ორსართულიანი ფერხული’’, (,,ზემყრელო’’, აბარბარე’’, მირმიქელა’’ და სხვ.). აგრარული შინაარსის მასკარადი ,,ბერიკაობა’’, ,,მფერხაობის დღე’’ და სხვ. ბუნების მწარმოებელი ძალებისა და მათთან დაკავშირებული შრომით პროცესებს ეძღვნება. მასობრივ (მამაკაცთა და ქალთა) ცეკვებთან ერთად ძველთაგანვე არსებობდა ნაყოფიერების კულტთან დაკავშირებული წყვილთა ცეკვები. წყვილთა ცეკვის ფორმის განვითარებისათვის ნაყოფიერ ნიადაგს ქმნიდა სინთეზური თეატრალური სანახაობა ,,სახიობა’’, რომელიც წარმართობის დროის დიდი დღესასწაულების თანმხლები ელემენტი იყო. სახიობის მხატვრული განვითარების პროცესში ჩამოყალიბდა რომანტიკული შინაარსის განსაკუთრებული დიალოგური ფორმა, რომელიც სრულდებოდა სალექსო იმპროვიზაციით, ე. წ. ქალ-ვაჟიანით. წმინდა საცეკვაო ელემენტების შერწყმამ ადათ-წესებისა და თამაშობების რიტუალებთან განაპირობა ისეთი ცეკვების შექმნა, როგორიცაა: ,,ქართული’’, ”განდაგანა”, ,,ხორუმი’’, ,,ფერხულ-ორსართულა’’, ,,სამაია’’, ,,ხანჯლური’’, ,,მთიულური’’, ,, მთიულური დავლური’’, ”ბაღდადური” და სხვა. ეს ცეკვები თავისებური ,,აღმოჩენა’’ იყო ქართულ ქორეოგრაფიაში. დროთა განმავლობაში, შეიქმნა მრავალი საცეკვაო დასი, რომლებიც პოპულარიზაციას უწევდნენ ქართულ ქორეოგრაფიას არა მარტო საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. დიდად გაითქვეს სახელი საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლმა (მხატვრული ხელძღვანელები ნ. რამიშვილი და ი. სუხიშვილი), სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა ( ხელმძღვანელი გ. ბაქრაძე, ქორეოგრაფი ბ. დარახველიძე), სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა ,,რუსთავმა’’ (მხატვრული ხელმძღვანელი რ.ჭოხონელიძე), სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა ,,ერისიონმა’’.

უძველესმა ქართულმა საცეკვაო ხელოვნებამ, რომელიც საუკუნეების მანძილზე იხვეწებოდა და მდიდრდებოდა, განვითარების მაღალ დონეს მიაღწია. ქართული ხალხური ქორეოგრაფია ცნობილია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მასში ფაქიზადაა შერწყმული თვითმყოფადი ტრადიციული და ახლადშექმნილი პლასტიკური ნაწარმოები. ქართული საცეკვაო ფოლკლორის მდიდარი პალიტრა წარმოადგენს იმ საფუძველს, რომელზეც აღმოცენდა ეროვნული კლასიკის საუკეთესო ნიმუშები.

ქართული ცეკვა
ქართული ცეკვის სეხეობები


ქართული

ქართული - ჩვენს დრომდე მოღწეული რომანტიკული ხასიათის წყვილთა ცეკვებიდადნ უძველესია. ეს ცეკვა ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მწვერვალად შეიძლება ჩაითვალოს, (ძველად იწოდებოდა ,,სადარბაზო’’, ,,სანადიმო’’, ,, საარშიყო’’, ,,დავლური’’, ,,ლეკური’’). ქართული ცეკვა - სადარბაზო, სატრფიალო, საარშიყო, ქალ-ვაჟთა უძველესი, რომანტიკული შინაარსის წყვილური ცეკვაა. ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მწვერვალი ჩაისახა თატრალიზებული სინთეზური სანახაობის - სახიობის წიაღში ( XI-XII სს). თავდაპირველად სრულდებოდა გაცეკვებული დიალოგის სახით. ცეკვა ხუთ ნაწილიანია, ზოგჯერ სრულდება ოთხ ნაწილად. შესრულების აუცილებელი პირობაა - ქალთათვის - სამდაკვრით სვლაზე აგებული გედისებური სინარნარე, ვაჟთათვის - მრავალნაირი გასმები ტანის შეურყევლად. მუსიკალური ზომაა 6/8. ცეკვა ქართულის კლასიკური ნიმუში გვხდება ზ. ფალიაშვილის ოპერებში ,,აბესალომ და ეთერი’’ და ,,დაისი’’, დ. არაყიშვილის ,,თქმულება შოთა რუსთაველზე’’, მ. ბალანჩივაძის ,,დარეჯან ცბიერი’’ და სხვ.


ქართული - ჩვენს დრომდე მოღწეული რომანტიკული ხასიათის წყვილთა ცეკვებიდადნ უძველესია. ეს ცეკვა ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მწვერვალად შეიძლება ჩაითვალოს, (ძველად იწოდებოდა ,,სადარბაზო’’, ,,სანადიმო’’, ,, საარშიყო’’, ,,დავლური’’, ,,ლეკური’’). ქართული ცეკვა - სადარბაზო, სატრფიალო, საარშიყო, ქალ-ვაჟთა უძველესი, რომანტიკული შინაარსის წყვილური ცეკვაა. ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მწვერვალი ჩაისახა თატრალიზებული სინთეზური სანახაობის - სახიობის წიაღში ( XI-XII სს). თავდაპირველად სრულდებოდა გაცეკვებული დიალოგის სახით. ცეკვა ხუთ ნაწილიანია, ზოგჯერ სრულდება ოთხ ნაწილად. შესრულების აუცილებელი პირობაა - ქალთათვის - სამდაკვრით სვლაზე აგებული გედისებური სინარნარე, ვაჟთათვის - მრავალნაირი გასმები ტანის შეურყევლად. მუსიკალური ზომაა 6/8. ცეკვა ქართულის კლასიკური ნიმუში გვხდება ზ. ფალიაშვილის ოპერებში ,,აბესალომ და ეთერი’’ და ,,დაისი’’, დ. არაყიშვილის ,,თქმულება შოთა რუსთაველზე’’, მ. ბალანჩივაძის ,,დარეჯან ცბიერი’’ და სხვ.


მთიულური

მთიულური- ქართული ხალხური ცეკვების ჯგუფი, რომლებიც ერთნაირ ტექნოლოგიურ მასალაზე (მრავალფეროვანი ჩაკვრები, ცერილეთები, მუხლილეთები, ბრუნები, ხტომისებური მოძრაობები) არის აგებული. მთიულური ცეკვაც, ხევსურულის მსგავსად მთაში იღებს სათავეს და მისი შინაარსიც სატრფიალო მეტოქეობას ეფუძნება. თუმცაღა განსხვავება ისაა რომ მთიულურში, პაექრობა მოცეკვავეთა ორ ჯგუფს შორის მიმდინარეობს. ეს არის საბრძოლო ხელოვნებისა და ოსტატობის ნამდვილი ზეიმი, რომლის მუსიკალური ზომაც, უმეტეს შემთხვევაშია 2/4.

მთიულური დავლური

მთიულური დავლური - მთიულურის ჯგუფის ქართული ხალხური ცეკვა. შედგება ნელი დავლურისა და სწრაფი მთიულურისაგან . მუსიკალური ზომა 6/8.


ბაღდადური

ბაღდადური- ქართული ქალაქური ცეკვაა. აღმოცენდა XIX საუკუნის მეორე ნახევარში. განსაკუთრებით დამკვიდრდა ხალხურ საგაზაფხულო დღესასწაულზე-ყეენობაზე. ბაღდადურს საფუძვლად დაედო, ძველებური ქართული, გლეხური ცეკვის ”ბუქნის”, ხტომითი მოძრაობები და პანტომიმის ელემენტები. ბაღდადურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თეატრალიზებული დადგმაა ”ძველი თბილისის სურათები” (ქორეოგრაფი ი. ბაგარატიონი). ბაღდადაურის ელემენტები, კომპოზიტორმა ვ.დოლიძემაც გამოიყენა თავის ოპერაში ”ქეთო და კოტე”. მუსიკალური ზომაა 6/8

განდაგანა

განდაგანა- აჭარული წარმოშობის ცეკვა. ასრულებს ძირითადად ქალ- ვაჟი, თუმცა არსებობს მისი ჯგუფური შესრულების ვარიანტიც. ამ ცეკვის ძირითადი ელემენტებია: ორი დაკვრით გვერდული გადაადგილება, ე.წ ” ჩაკვრის” ტიპის სპეციალური სახასიათო მოძრაობა და სხვა. გამოირჩევა ულამაზესი, მკვეთრი ფერის კოსტიუმებით. შედგება სამი- ნელი, ჩქარი და ისევ ნელი ნაწილისაგან. მუსიკალური ზომაა 6/8.



დავლური

დავლური- განეკუთვნება ქართული ჯგუფური ცეკვების რიცხვს, სრულდება ნელი დავლით, ნარნარი მიხვრა-მოხვრით. ამ ცეკვის კომპოზიციური მონახაზი: მწკრივების შქმნა, დაშლა, წყვილად დაყოფა, წრეზე სვლა და ა.შ, ბევრი სხვა ქართული ცეკვისთვისაცაა დამახასიათებელი. დავლურის ქართულ ცეკვაში გარდამავალი ელემენტები გამოყენებულია ქართველ კომპოზიტორთა ისეთ ცნობილ ოპერებში როგორიცაა: მ.ბალანჩივაძის ”დარეჯან ცბიერი”, დ.არაყიშვილის ”თქმულება შოთა რუსთაველზე” და სხვა

სამაია

სამაია- ქალთა ცეკვის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა წარმართობის დროის ცეკვა ,,სამაიამ’’, რომელსაც სამი მოცეკვავე ასრულებს (,,სამთა გვამთა’’ - ვახტანგ ბატონიშვილი), ეძღვნება ნაყოფიერების ღმერთს - მთვარეს. წარმართობის დროინდელი ქართულ სარიტუალო საფერხულო ცეკვას ასრულებდნენ ქალთა, ვაჟთა ან შერეული ჯგუფები ,,ძეობის’’ დღესასწაულზე. ტერმინი ,,სამაია’’ სულხან საბა ორბელიანის განმარტებით აღნიშნავს ,,როკვას, შუშპარს’’. დროთა განმავლობაში ,,სამაიამ’’ დაკარგა რიტუალურ-საკულტო მნიშვნელობა. შემსრულებელთა რაოდეობაც მთელ რიგ შემთხვევებში აჭარბებს წეს-ჩვეულებით დაკანონებულ რიცხვს - სამს. ამჟამად ჩვენში გავრცელებული ,,სამაია’’ სამეულის პრინციპზეა აგებული და თეატრალიზებული ფორმით სრულდება ქალთა ჯგუფების მიერ (გვხდება ა. ბალანჩივაძის ,,მთების გულში’’).


ხორუმი

ხორუმი - საბრძოლო ხასიათის ეს ცეკვა, საწყისს აჭარის რაგიონიდან იღებს. თავდაპირველად მას მხოლოდ რამოდენიმე ადამიანი ასრულებდა, მაგრამ დროთა განმავლობაში შემსრულებელთა რაოდენობა გაიზარდა და ხორუმის თანამედროვე ვარიანტში, ოცდაათიდან ორმოცამდე მოცეკვავეს შეუძლია მონაწილეობის მიღება. მიუხედავად იმისა, რომ მოცეკვავეთა შემადგენლობა შეიცვალა, თავად ცეკვის სტილი პირვანდელი და უცვლელი დარჩა. ცეკვა იწყება რამოდენიმე მოცეკვავის სცენაზე შემოსვლით, ისინი განასახიერებენ მეომრებს, რომლებიც ბრძოლის წინ დიდი სიფრთხილით ზვერავენ საომარ ტერიტორიას. შემდგომ ამისა კი სცენაზე ლაშქრის დანარჩენ წევრებსაც უხმობენ. ეს ცეკვა მაყურებელს ერთდროულად გადმოსცემს: ძიების, ბრძოლისა და მტერზე გამარჯვების სიხარულით გამოწვეულ განცდას. ხორუმი ცეკვაში განსახიერებული სიმბოლოა, ქართველ მებრძოლთა ვაჟკაცობისა და დიდებულებისა.


ხევსურული

ხევსურული - მთაში დაბადებული ეს ცეკვა, თავის თავში აერთიანებს: ტრფობის, ვაჟკაცობისა და ქალისადმი პატივისცემის ელემენტებს. ცეკვა ხევსურული, წყვილის ფლირტით იწყება, რომელშიც მოულოდნელად მესამე მამკაცი, სავარუდოდ ქალის კიდევ ერთი თაყვანისმცემელი ერევა. ელვის უსწრაფესად, ქალ-ვაჟს შორის ფლირტს სცენაზე, მეტოქეთა შორის ხელჩართული ორთაბრძოლა ცვლის. მათი დაზავება კი, მხოლოდ დავის ობიექტი ქალბატონის მიერ, მოპაექრეთა შორის ჩაგდებული მანდილით ხერხდება. თუმცაღა როგორც კი ქალი ტოვებს ბრძოლის ველს, მამაკაცებს შორის დუელი უფრო ენერგიული ტემპებით გრძელდება, საბოლოო ჯამში, ორთაბრძოლა ისევ და ისევ მანდილოსანთა ჩარევით, ამჯერად უკვე საბოლოოდ და მშვიდობიანად მთავრდება. ურთულესი მოძრაობები, რომლითაც ცეკვის დროს საბრძოლო მოქმედებების იმიტირება ხდება, გასაოცარი ოსტატობითა და სიზუსტით სრულდება. მოცეკვავისგან ამ მოძრაობების შესრულება უდიდეს ტაქნიკას და ინტენსიურ პრაქტიკას მოითხოვს


სიმდი და ხონგა

სიმდი და ხონგა - ეს ორი ცეკვა ოსეთის რეგიონიდან იღებს სათავეს, მათ შორის ბევრი საერთოა, თუმცა ბევრია განსხვავებაც. მოძრაობები, კოსტიუმები (გრძელსახელოებიანი სამოსი, მაქსიმალურად მაღალი, წოწოლა თავსაბურავები) ორივე ცეკვაში ერთნაირია, თუმცა ხონგას მოცეკვავეთა შედარებით მცირე რაოდენობა ასრულებს, სიმდში კი მათი რიცხვი გაცილებით მეტია. ხონგას შესრულებაში განსაკუთრებით რთული და ამასთანავე სანახაობრივად ულამაზესი, მამაკაცის პარტიაა. სიმდი კი წყვილთა ნელ და ზუსტ მოძრაობებზეა აგებული. ამ ცეკვის მთავარი სილამაზე მოცეკვავეთა მწკრივების რიტმულ, ერთიან ტრიალსა და მათი შავ-თეთრი სამოსის მონაცვლეობა-კონტრასტს ეფუძნება


ჯეირანი

ჯეირანი - ქორეოგრაფიული ქარგა ამ ულამაზესი ცეკვისა, რომლის ერთ-ერთი ბრწყინვალე შემსრულებელიც ცნობილი ქართველი მოცეკვავე, ქართული ნაციონალური ბალეტის ”სუხიშვილების” დამფუძნებელი, ქალბატონი ნინო რამიშვილი იყო, აგებულია კლასიკური ბალეტის ილეთებისა და ნადირობის რიტუალის ამსახველი დინამიური სცენების სინთეზზე.



ყაზბეგური

ყაზბეგური - საქართველოს მთიანეთში დაბადებული ეს ცეკვა, თავისი შინაარსითა და ქორეოგრაფიული მონახაზით, გარკვეულწილად ასახავს კიდეც მთის ცხოვრებისთვის დამახასიათებელ მკაცრ და ხისტ ატმოსფეროს, რაც საცეკვაო მოძრაობების დინამიზმსა და სიზუსტეში გამოიხატება. აღსანიშნავია ის გარემოებაც რომ ამ ცეკვას მხოლოდ მამაკაცები ასრულებენ და ეს ასპექტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, მთის ბინადართათვის დამახასიათებელ ხასიათის სიმტკიცესა და მდგრადობას, რომლის წარმოჩენაც ცეკვა ”ყაზბეგურის” მთავარი ლაიტმოტივია.


კინტოური

კინტოური - ქალაქური ტიპის ცეკვათა რიცხვს განეკუთვნება და თავისი არსით ძველი ქალაქის ცხოვრებას ასახავს, თავად ცეკვის სახელწოდება, ძველი თბილისის კოლორიტი წვრილი ვაჭრების, კინტოების სახელს უკავშირდება. მოცეკვავეთა სამოსიც კინტოებისთვის დამახასიათებელია, შავი ატლასიას შარვალ-ხალათი და ვერცხლის ქამარში გაჩრილი აბრეშუმის წითელი ხელსახოცი. კინტოები ამ ხელსახოცებში გამოაკრავდნენ ხოლმე მყიდველის მიერ არჩეულ საქონელს (ძირითადად ხილს ან ბოსტნეულს) ასაწონად. კინტოებისთვის დამახასიათებელი გამჭრიახობა, სიმკვირცხლე და კომუნიკაბელურობა კარგადაა ასახული ”კინტოურის” ქორეოგრაფიულ გადაწყვეტაში.


ფარცა

ფარცა - ეს ცეკვა გურიის რეგიონიდან იღებს სათავეს, გამოირჩევა უსწრაფესი და ულამაზესი ილეთებით, მისი დინამიური ქორეოგრაფიული ქარგა, ურთულესი ხტომითი მოძრაობები, მოცეკვავეების მიერ სცენაზე შეკრული კამარა, მაყურებელში ერთდროულად იწვევს აღფრთოვანებისა და ზეიმის განცდას


ხანჯლური

ხანჯლური - ქართული ხალხური ცეკვა. ასრულებენ ხანჯლებით. აგებულია მთიულური ცეკვის ელემენტებზე. წარმოადგენს ცეკვისა და ჟონგლიორობის სინთეზს. საცეკვაო ილეთების შესრულებასთან ერთად მოცეკვავე ხანჯლებს მაღლა ისვრის, ისევ იჭერს და ოსტატურად ასობს იატაკზე (მიწაში).
vulkani_lava



მაგალითად სვანეთში მოღალატე ქალს კლავენ !

სამეგრელოში თუ ეზოს ჭიშკარი არ აქვს ე.ი. ეს იმის ნიშანია რომ იმ ეზოში მაცხოვრებლები იქიდან გადაასახლეს ან თავად გადასახლდნენ ჩადენილი დანაშაულის გამო .
ILI-100
წაწლობა მოგწონთ?
HOUSE M.D.
ქორწილია და ქორწილი,
მტერსაც ნუ გაუხარია,
შემოვძახოთ და ჩავკოჭოთ,
ჯამს პირქვე დაუხარია!
თორემ უღვინოდ სიმღერა
ყოველი, ძალზე მწარეა,
კახური გინდ სვა თუნგითა,
უხმოდ მახოხზე მდგარეა.

”მაყრული”, იგივ ”ჩაკრულო”,-
ორივე თანასწორია,
გაღმა-გამოღმა ცხოვრობენ,
გზა არც თუ ისე შორია.

ხმა აუწიე, აუკარ,
თან ჯამი დააყოლეო,
მხარი მხარს ამოუყენე,
ერთმანეთს დაატოლეო!

არ მოადუნო, ჩაჰკოჭე;
ჩააკარ, ჩაახარატე;
ხმა აუკიდე ისე, რომ
არ იყვნეს დუნე, არც მკვახე!

ეგებ წლის თავზე ამ ოჯახს
ხუნდმა დაუწყოს ღუღუნი;
დიდედა აკვანს არწევდეს,
პაპა კი ზღაპარს დუდუნით
შვილიშვილს უჩურჩულებდეს,
ღიმილით, არა წუწუნით!

ქართლს ”ჩაკრულო” არ უხდება,
”მაყრული” მისი წესია;
მოხუცი იმას მოიმკის,
რაც სიყრმით დაუთესია,

ეს მამა-პაპით ნათქვამი
სიმღერა ორივესია;
ამაზე შეცილებაო
მახვილზე უარესია!



-”ჩვენ გახლავართ სოფ. საბუედან, -ამბობს ძალზე მოხუცებული ისაკა ძიმისტარელი. -ჩვენი გვარის კაცი თუ ქალი სიმღერის მოყვარული იყო. მე, სიმღერის გარდა, ვჭიდაობდი კიდეც. ნადირობისათვის ხომ სული მიმდიოდა. ხეტიალიც მიყვარდა. მოვლილი მაქვს მთელი ქართლი. ბაკურიანსა და ბორჯომში ბევრჯერ ვყოფილვარ. პირველი მილიციის ჯარში ჩავეწერე ჯერ ისევ პირღინღლიანი ბიჭი. შემდეგ ქართლში, სოფ. ზერტში ბიჭად ვემსახურებოდი მებატონე ქარსიძის ოჯახს. დედაჩემი გაუცვნია მამაჩემს ლეკებთან ტყვეობაში. ერთმანეთი შეჰყვარებიათ. ბოლოს ერთი მეგობარი ლეკის დახმარებით მამაჩემს მოუხერხებია დედასთან ერთად გამოპარვა.

სოფელში რომ მოუყვანია, მთელი გლეხობა გადარეულა დედაჩემის სილამაზით. მაშინვე რჯული გამოუცვლია და სულ მალე ისე შეუსწავლია ქართული ლაპარაკი და წერა-კითხვა, რომ სოფლის გოგოების ოსტატიც კი გამხდარა. მეც დედაჩემისგან ვიცი, რაც ვიცი. მაშინ ცხვრის ან ძროხის ბეჭზე ვწერდით. დედას საუცხოო ხმა ჰქონდა, როცა აკვანს მოუჯდებოდა, ისე ტკბილად დამღეროდა, რომ ხალხი, მეზობლები, გაოცებაში მოჰყავდა.”

ჩვენი სიმღერები ძალზე მოსწონდა. მეც მის შემდეგ შემიყვარდა სიმღერები. მისი ზღაპრების თქმით ბავშვები ვერ ვძღებოდით. ახლა, შვილო, აბა რაღა ხმა შემრჩებოდა. აი დედასა! ერთ დროს კარგ მომღერლად ვითვლებოდი... ”მრავალჟამიერი” და ”ჩაკრულო” ორივე ძალზე მიყვარდა. მთელი დღე რომ მემღერა, არ ვიცოდი თუ რა იყო დაღლა. ახლა ასს გადავაბიჯე. ჯერ ავადმყოფობა რა არის არ ვიცი.

ჩვენმა ოჯახმა ბევრი სიმღერა იცოდა. ყველაზე ძალიან ”ჩაკრულო” გვიყვარდა. ჯერ მამაჩემი დაიწყებდა, საწყალს მაღალი, კირკიტა ხმა ჰქონდა, მაგრამ მე უფრო გამძლე ვიყავი. ლადა (მამაჩემის სახელია) მიღებული კაცი იყო თავისი არაჩვეულებრივი ჯან-ღონითა და კარგი ხმით. როცა ურემზე ჩალას, თივას ან სხვა საპალნეს დავუდებდით, მამა გადმომძახებდა: კარგად ჩააკარი, შვილო, თოკითა, თორემ, დადებული გიმტყუნებს და ხალხი დაგვცინებსო: ეს როგორი გლეხები არიან, ურემზე დადებული ეფუცკნებათ. როგორც ”ჩაკრულოს” უნდა ძლიერი და მჭექარე ხმა, ისე ურემზე დადებულს არ მოსჭარბდებაო”.

გულმა არ გამიძლო და მოხუცს შევეკითხე: უკაცრავად, ბიძაჩემო, მაშ ”ჩაკრულო”, ჩაკრულს, გალასტულს, ჩაბოჭილს, ჩაკოჭილს ნიშნავს-მეთქი?

”ებე, ებე, ე რამდენი სიტყვა მითხარი შვილო. ერთი ეს მიბრძანე, სადაური ბრძანდები, მგონი ქართლიდან უნდა იყვე, რადგან ეგ სიტყვები იქ, ქართლში, ხშირად მსმენია იქ ყოფნის დროს.”

მე თავი დავუქნიე. მოხუცი გაიღიმა. ჩვენს გარშემო ხალხმა თავი მოიყარა და გარინდებული ყურს უგდებდა ენატკბილ მოხუცს. მოხუცი ცოტა შეიშმუშნა, ხალხს თვალი გადაავლო და დაიწყო:

”მე საბუედან წამოველ,
წნორის წყალს შევდგი ფეხია;
ერთი ყმაწვილი შემომხვდა,
მის სიტყვა იყო მეხია.

მეც ჩემებურად ვუთხარი,
თუმცა ვარ ხნითა ბეხია;
მკითხა ”ჩაკრულო” რა არის,
ან სად აიდგა ფეხია.

რაც კი მამიდან ვიცოდი,
გავჭიმე როგორც ვერხვია;
რაც მითქვამს, არ მომიღრიცავს,
გვერდზე არ გადმიგრეხია.

”ჩაკრულო” ჩაკრული არის,
წნელით, ან მოკლე ღვედითა,
ან არტახებით, ან თასმით -
არ იბორძიკოს შვებითა.

ხმას გასაქანი მივეცი,
გაინავარდოს ნებითა;
სადაც კი უნდა, ჩაჰკარი,
ლექსი არ უნდა სხვეპითა!”


აქ მოხუცი შეჩერდა. ჩიბუხი გატენა, გააჩაღა, ცოტაც შეისვენა. ზოგიერთ იქ მყოფს ეგონა, ალბათ ლექსი დაავიწყდა, იმიტომ შეჩერდაო. ერთ-ერთმა იქ მყოფმა ღიმილით გადმოსძახა: -ე, ბიძია! საფანელი შემოგაკლდა, რომ გაჩერდი? მოხუცმა ჩიბუხი ცერით დატკეპნა, მასაც გაეღიმა და განაგრძო:

”იმდენი საფანელი მაქვს,
გატენავს სამ-ოთხ ბეღელსა;
ვერ აიკიდოს ვერც ერთი,
გინდ მისცე ზერტელ-ჭეღელსა”.

ამ დროს გაისმა მატარებლის გასვლის ზარის ხმაც. ყველანი ფაცი-ფუცით წამოვხტით, მივაშურეთ მატარებელს. მოხუცთან მოვარდა ერთი დარბაისელი ქალი, წაავლო ჩვენი მობაასის ბარგს ხელი და თითქოს გაჯავრებულმა წამს გაიტაცა როგორც ბარგი, ისე მოხუცი. –”დაიცა, დედაკაცო, ე მეხივით რომ მეცი, იმ ყმაწვილს გამოვემშვიდობო მაინც”. -ქალმა მოხუცს ყური არ ათხოვა და მიაშურა მატარებელს. მოხუცმა მაინც მოიბრუნა ჩემსკენ პირი და სალამი მომცა - გამომემშვიდობა. მეც სიამოვნებით ვუპასუხე და მივაკითხე მატარებელში ჩემს ადგილს. ცოტა ხნის შემდეგ, ერთმა ჭაღარაშერეულმა კაცმა, რომელიც ჩვენს ლაპარაკს უსმენდა, ჩაალექსა:

”ძიმისტარაანთ ისაკა
მომღერალ ლადას შვილია;
მთელ სოფლის დეკანოზია
არ ეკიდება ძილია...

ახალგაზრდობას ყოფილა
მონადირე და გზირია,
სიკვდილმა თვალი არ მოჰკრა
შიშისგან გადაირია.

ტკბილად დაბერდა ისაკა
მძივებადა აქვს კბილია,
ძველი ამბების ბეღელი,
მოლაპარაკე ტკბილია.
ასეთი არის ისაკა,
მომღერალ ლადას შვილია!

ბიეთიდან წამოვიღე
ერთი საძნე რცხილის შეშა
მერჯუხევს რომ მივატანე,
ღრანტემ თვალი გამიშეშა.

ნიაღვარს დაეხრა გზები,
უბე ძალზე ქანაობდა;
თვლები ლაფში იფლობოდა,
რუ კი ხრამში ჭენაობდა!

ყევარში მოზვრები მება,
ურმის თავში ნიკორები:
რუმბისავით დატუკნული,
ნანახი ჰქონდათ ეს გზები!

ერთგან უბე გადიღრიცა,
ვთქვი, გადაბრუნდა ეს იყო,
ჩასაკრავი გაწყვეტილა,
წნელი ღერძზე აღარ იყო!

გავაჩერე, წნელი მოვჭერ,
დავგრიხე და ჩავაკარი,
უბე ჩავკოჭევი, ღერძზე
ჩავაწანი, როგორც ძარი!

დავივაკე როგორც იყო,
სამშვიდობოს გამოვედი;
შენი ჭირიმე ჩაკრულო
რომ პირნათლად გამოხვედი!

როცა ტყეში ურმით წახვალ,
უბე წრეს რომ არ გადასცდეს,
ყველაფერი გაასწორე,
ჩაკრულიც არ დაგავიწყდეს!

ჩაკრულო ყველგან გაამებს,
ტყის გზაზე თუ ქორწილშია,
ყველგან ხიფათს გადარჩები,
ხმა გაიწვრთნას ჭიდილშია!

მარაგია, როგორც რკინა,
რიხიანი, ეშხიანი;
ხმაც ისეთი უნდა გქონდეს,
გინდაც იყოს ლაშიანი!”


ჩვენი აზრით, აქ ნახსენებ ”ჩაკრულოში” ნაგულისხმევია ქართლ-კახური სიმღერა, თუ ზემოთ მოყვანილ სიტყვებსა და აზრს დავუკვირდებით, ”ჩაკრულო” ნიშნავს: მაგარს, საიმედოს, რიხიანს, ეშხიან სიმღერას, რომლის მღერა მოითხოვს მაღალი და რიხიანი ხმის მქონე მომღერალს. სინამდვილეშიც ”ჩაკრულო” ასე იმღერება.

ankikia
ხოდა ვაგრძელებ ჩემს იაპონელებზეtongue.gif


რიტუალები ძალიან დიდ როლს ასრულებს იააპონელი ხალხის ცხოვრებაში. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს tongue.gif ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულად ითვლება ახალი წელი. იანვარში განსაკუთრებით ახალგაზრდებს უხარიათ, 15 იანვარს აღინიშნება წლოვანების დღე, ამ შემთხვევაში ულოცავენ მათ ვინც იმ წელს 20 წლის გახდება. ასევე გვხვდება გენდერული წყობით დალაგებული დღესასწაულები. მაგალითად: გოგონებითვის: თოჯინების ფესტივალი, ბიჭებისთვის ფრანების ფესტივალი და ა.შ.
ოთხი უძველესი იაპონური ფესტივალია: აოი, ჯიონ, ობონი და ჯიდაი, ესენი რელიგიასთან დაკავშირებულნი არიან. აოი 5 მაისს აღინიშნება, მე-6 საუკუნიდან მოყოლებული იაპონელი ხალხი ევედრება ღმერთს შეწყდეს მძიმე წვიმები, ქარები... ფესტივალი ბუდისტური ტაძრიდან იწყება, გადიან მთელ ქალაქს, ერთი ტაძრიდან მეორეში და ა.შ. ამ ცერემონიალს მთელი დღე მიაქვს.

ჯიონი 17 ივლისს იმართება, ღმერთების სადიდებლად. ჯიდაი კი ხელოვნების ფესტივალია 19 ოქტომბერს ტარდება. ამ დროს იაპონელები სხვადასხვა გმირების ფორმებში გამოწყობილნი დადიან ქალაქში, ასევე წარმოადგენენ უამრავ სხვადასხვა ხალხს მსოფლიოს მასშტაბით.
ობონი 16 აგვისტოს აღინიშნება. იგი ეძღვნება გარდაცვლილ ხალხს. იწყება საღამოს 10 საათზე იწყება, მთებზე დიდი სანთლებივით ანთებენ ამ დროს.

7 ივლისს კი სიყვარულის ფესტივალი იმართება. ასევე ცეკვის მრავალი ფესტივალი არსებობს, მათ შორის "ოდორი" , ამ დროს ტრადიციული იაპონური ცეკვები სრულდება.


აღსანიშნავია რომ ვალენტინის დღეს ძირითადად მანდილოსნები კაცებს შოკოლადს ჩუქნიან. ამ შემთვევაში ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან თეთრ შოკოლადს, შავს თუ უბრალოდ არეულს სულ სხვადასხვა დატვირთვა აქვს, ზოგი მეუღლისთვის, ზოგი უფროსისათვის, ზოგი ბავშვებისთვის არის განკუთვნილი.
ankikia
იაპონელების სანტა კლაუსს ბრინჯის ღმერთი ქვიაtongue.gif
ankikia
სრულწლოვანება მხოლოდ 20 წლის შემდეგtongue.gif

25 წელი ქორწინებისათვის საუკეთესოდ ითვლება.

კიდე სურათის გადაღების დროს ამერიკელები cheese ხომ ამბობენ, იაპონელები კიდე:
გადამღები ამბობს: იჩი ტაჩი იჩი (ანუ 1+1)
ვისაც უღებს ეუბნება: ნიი (ანუ 2)
AufBauKalk
ციტატა(ILI-100 @ Sep 28 2008, 06:38 PM) *
წაწლობა მოგწონთ?


ცოტა ბავშვურად დასმული კითხვაა. სწორფრობის (წაწლობა ფშავურად) არსში გარკვევა შეუძლებელია, თუ მთელი ხევსურული ცხოვრების ფორმასა და ადათ-წესებთან მიმართებაში არ იქნა განხილული.

ისე, "სწორფრულ ურთიერთობაში ქალ-ვაჟს უაღრესად მაღალი ზნეობრივი მოთხოვნილებები წაეყენებათ. ქალთან წოლისას საკმარისია ვაჟმა ოდნავ გადააჭარბოს თავის უფლებებს, რომ ქალი მაშინვე ლოგინიდან წამოდგება. ამგვარი შემთხვევა უაღრესად ცუდად მოქმედებს ვაჟის ღირსებაზე. იგი სოფელში ვაჟკაცად აღარ ჩაითვლება. სხვა ქალებისც შეწყვეტენ მასთან სწორფრობას. ქალის ლოგინიდან წამოდგომას სხვა უფრო სერიოზული გართულებებიც შეიძლება მოჰყვეს. ამგვარ შეურაცხყოფას ადვილად არ მოითმენს ქალის საგვარეულო. ხშირად საქმე სისხლისღვრამდეც კი მიდის.
ერთად წოლისას არც ვაჟი აპატიებს ქალს ვნებების გამოვლენას. თუ ვაჟმა ამგვარი რამ შეატყო, აუცილებლად ლოგინიდან გააგდებს. გაგდებულ ქალს ყველა ვაჟი მოერიდება." rolleyes.gif

"თუ მასპინძელს ოჯახში ახალგაზრდა ქალი არ ყავს, ვინმე მეზობელს, ან ახლობელს სთხოვს რომ მის სტუმართან დაწვეს. ამგვარ თხოვნაზე უარის თქმა მიუღებლად ითვლება." rolleyes.gif

პოეტების საყურადღებოდ! ვაჟა-ფშაველა, კიდე, ამბობდა რომ წაწლობაო "მაღალისა და იდეალურის გრძნობით არის მონათლული, თითქოს პლატონურ სიყვარულზედ იყოს აღმოცენებული... დიდი ზეგავლენა აქვს მამაკაცთა ვაჯკაცურს, გმირულს მოქმედებაზე და აძლევს ფშაველს პოეტურ ხასიათსო" rolleyes.gif
SmoK1e
წაწლობა ტრადიცია ტრადიციებს შორის biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
HOUSE M.D.
SmoK1e
ტრადიცია კი არა სადისტობის ბოლო დონის გამოვლენაა sad.gif 2 კვირა დედიშობილა ქალს რომ უწევხარ, ეფერები, მარა აქტს ვერ ამყარებ მე მგონი ყველა წამებაზე საშინელებაა
KEDI
დაკრძალვის რიტუალებზე არაფერი იცით??
Illegal Astronaut
HOUSE M.D.
SmoK1e


უგენიალურესი ტრადიციაა... smile.gif უბრალოდ უგენიალურესი.. ყაზბეგი და ვაჟა წაიკითხეთ მაგრად აღწერენ.. smile.gif

KEDI


მე გაგიჩითავ მასალებს.. ამ საღამოს დავძებნი.. smile.gif smile.gif

KEDI
† Lord Borgeze †
smile.gif
smile.gif

მადლობ
HOUSE M.D.
† Lord Borgeze †
წაკითხული რომ მაქვს იმიტომ ვამბობ სადისტური ტრადიციაათქო, მე ვერ გავძლებდი მაგალითად sad.gif
ankikia
ციტატა(HOUSE M.D. @ Oct 26 2008, 03:13 PM) *
† Lord Borgeze †
წაკითხული რომ მაქვს იმიტომ ვამბობ სადისტური ტრადიციაათქო, მე ვერ გავძლებდი მაგალითად sad.gif



ყველა ტრადიციას თავისი საფუძველი აქვს, კარგიც და ცუდიც tongue.gif

სვანეთშიცაა სისხლის აღების ტრადიცია და ყველა დამეთანხმება რომ არ არის სწორი, მაგრამ ყველაფერს ესე ზერელედ არ უნდა შევხედოთ, წაწლობა ნაწილობრივ კარგიცაა, შენ რომ თქვი ეფერებოდაო, ეგრეც არ ხდებოდა, უბრალოდ სტუმარი და მასპინძელი გვერდიგვერდ იწვნენ მეტი არაფერი. პატიოსნად დაეძინათ tongue.gif

რავიცი სწორად არც მე მიმაჩნია მაგრამ თავისი ხიბლი აქვს მაინც ყველა ტრადიციას ჩემი აზრით smile.gif
HOUSE M.D.
ankikia
ეგ შენი ნებაა მოეფერები თუ არა...ხოდა ამდენი ხანი მაგარი ქალი რომ გიწევს გვერძე, თან მოფერების უფლება გაქვს, ოოოოოოოო biggrin.gif რობაქიძეს აქვს ენგადში და თეთრა საყელოში მაგრად დახატული... მე სადისტურ ტრადიციად მიმაჩნია და თქვენი არ ვიცი
ankikia
ციტატა(HOUSE M.D. @ Oct 26 2008, 11:14 PM) *
ankikia
ეგ შენი ნებაა მოეფერები თუ არა...ხოდა ამდენი ხანი მაგარი ქალი რომ გიწევს გვერძე, თან მოფერების უფლება გაქვს, ოოოოოოოო biggrin.gif რობაქიძეს აქვს ენგადში და თეთრა საყელოში მაგრად დახატული... მე სადისტურ ტრადიციად მიმაჩნია და თქვენი არ ვიცი



და რა დარწმუნებული ხარ რომ მაგარს? biggrin.gif

და თეთრი საყელო მეც მაქვს წაკითხული, ოღონდ ჯავახიშვილის biggrin.gif

სწორად არც მე მიმაჩნია, უბრალოდ იყო და პატივს ვცემ smile.gif
HOUSE M.D.
ankikia
მეც ჯავახიშვილის მაქვს წაკითხული tongue.gif tongue.gif უზუსტობა გაიპარა biggrin.gif და რას ხედავ ასეთს მაგ ტრადიციაში?
ankikia
ციტატა(HOUSE M.D. @ Oct 26 2008, 11:35 PM) *
ankikia
მეც ჯავახიშვილის მაქვს წაკითხული tongue.gif tongue.gif უზუსტობა გაიპარა biggrin.gif და რას ხედავ ასეთს მაგ ტრადიციაში?



როგორს? პატივსაცემს? tongue.gif
HOUSE M.D.
ციტატა(ankikia @ Oct 26 2008, 11:39 PM) *
როგორს? პატივსაცემს? tongue.gif

ვერ გავიგე მგონი biggrin.gif
ankikia
ციტატა(HOUSE M.D. @ Oct 26 2008, 11:41 PM) *
ციტატა(ankikia @ Oct 26 2008, 11:39 PM) *
როგორს? პატივსაცემს? tongue.gif

ვერ გავიგე მგონი biggrin.gif



ვერც მე tongue.gif
HOUSE M.D.
ankikia
biggrin.gif biggrin.gif
N.L.O
მე ვარ უკულტურო
ტრადიციების ვერაფერი გამიგია და რიტუალი ერთი ვიცი და ნა ვსიუ ჟიზნ.
რა მინდა აქ?
დამხვდება მერე პმ-ი არათემატურ აზრებს ნუ არეხვებო
კაი ქართული ქეიფი, დღევანდელი, რა არი?
აი ბიძა კაცები ყანწით ხელში და საქართველო გაბრწყინდება და მეტრიანი სადღეგრძელოები და ერთმანეთის არატEMAტური პროშტნა.
აეგ კულტურაა ტრადიცია თუ რიტუალი?
მუტაციაგანვლილი ტრადიცია
უკულტურო თავშეყრილობა
რიტუალური კ ოცნებები
Screamo_Kid
ციტატა(N.L.O @ Oct 29 2008, 08:46 AM) *
მე ვარ უკულტურო
ტრადიციების ვერაფერი გამიგია და რიტუალი ერთი ვიცი და ნა ვსიუ ჟიზნ.
რა მინდა აქ?
დამხვდება მერე პმ-ი არათემატურ აზრებს ნუ არეხვებო
კაი ქართული ქეიფი, დღევანდელი, რა არი?
აი ბიძა კაცები ყანწით ხელში და საქართველო გაბრწყინდება და მეტრიანი სადღეგრძელოები და ერთმანეთის არატEMAტური პროშტნა
აეგ კულტურაა ტრადიცია თუ რიტუალი?
მუტაციაგანვლილი ტრადიცია
უკულტურო თავშეყრილობა
რიტუალური კ ოცნებები


+1

HOUSE M.D.
გუშინ ქორწილში ვიყავი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ქართული სუფრას დღესდღეობით ყველა ის თვისება დაკარგული აქვს რაც იდეაში უდნა ჰქონდეს...კულტურა 0!!! წლევანდელ ომში დაღუპული ბიჭების სადღეგრძელო თამადამ იმ დროს თქვა, როცა აღარავინ უსმენდა და თვითონაც ვეღარ აბრუნებდა პირში ენას,ამის შემდეგ "მამულისათვის" დაუკრეს და რომ მიმოვიხედე მარტო ჩემს გარშემო ორ მაგიდაზე 4 კაცს ეძინა...
okicha
HOUSE M.D.
ფუF ვერ ვიტან ქორწილებს
okicha
N.L.O
ციტატა
მე ვარ უკულტურო ტრადიციების ვერაფერი გამიგია და რიტუალი ერთი ვიცი და ნა ვსიუ ჟიზნ. რა მინდა აქ? დამხვდება მერე პმ-ი არათემატურ აზრებს ნუ არეხვებო კაი ქართული ქეიფი, დღევანდელი, რა არი? აი ბიძა კაცები ყანწით ხელში და საქართველო გაბრწყინდება და მეტრიანი სადღეგრძელოები და ერთმანეთის არატEMAტური პროშტნა. აეგ კულტურაა ტრადიცია თუ რიტუალი? მუტაციაგანვლილი ტრადიცია უკულტურო თავშეყრილობა რიტუალური კ ოცნებები

+1
HOUSE M.D.
okicha
ისეთი სახით როგორც ქართველებმა ვიცით ქორწილის გადახდა დღესდღეობით უკვე მართლა მარაზმია...
okicha
HOUSE M.D.
მაგიტომაც ცხოვრებაში სულ ერთხელ ვარ ნამყოფი ქორწილში biggrin.gif
HOUSE M.D.
okicha
მეც მაგრად მეზარება ხოლმე წასვლა, უბრალოდ დიდი ხნის უნახავი ნათესავები რომ მოგენატრება სხვ არა გზა გაქვს? smile.gif
პაპუნა
ქორწილისა და სუფრის რა მოგახსენოთ, მთლად ვერ ვიზიარებ თქვენს აზრს, მაგრამ არ მიყვარს, ვგმობ ქელეხებს და არც დავდივარ ძალიან იშვიათი აუცილებლობის გარდა.

სუფრას რაც შეეხება, მე ასეთი მოსაზრება მაქვს, რომ რაც ქართულ სუფრაზეა. სადღეგრძელოები, თამადობა, ტოლუბაშობა, ალავერდი, სიმღერა, ცეკვა და საუბარი სხვადასხვა თემაზე- ეს მშვენიერი ტრადიციაა, რომლის დაკარგვა არ ღირს. smile.gif
HOUSE M.D.
პაპუნა
ეგ იდეაშია კარგი ტრადიცია, რომელიც თითოროლა სუფრაზეღა სრულდება
Illegal Astronaut
პაპუნა


მერე ეგ სადღეგრძელოები რო გადათიშული და საცივში თავჩაყოფილი ხალხით მთავრდება?.. ნუ ეგ ნახევარი..

მეორე ნახევარი კიდე შამფურებით ხმალაობს..
პაპუნა
† Lord Borgeze †

კი გეთანხმები, მაგრამ ეგ ხომ არ არის ტრადიცია. ეგეთი რამ ჩვენს წინაპრებს არ გადმოუციათ ჩვენთვის, ეგ ეხლა გაუკუღმართდა ყველაფერი, რაც იმათ გადმოგვცეს იქ არც გათიშვა და უაზრო სმა შედის და არც შამფურებით ხმალაობა. ნამდვილი ქართული სუფრა, ჩემი აზრით, სამაგალითოა ყველა სხვა ერისთვის.
sibil
უჰ, შარშან ისეთ ქორწილში ვიყავი, ოლოლოოოოოო.

ე.წ. პატარძალიც კი ჩათრეულ იქნა ბრძოლაში.biggrin.gif
პაპუნა
sibil

სიძის ნათესავებს დაერია ?? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
sibil
პაპუნა
მგონი უფრო სიძეს, ანუ უკვე ქმრადქცეულს იცავდა.biggrin.gif
პაპუნა
sibil

ეგეც თავისებური ტრადიციააა smile.gif ააა ცოლი!
HOUSE M.D.
საზიზღრობაა დღესდღეობით ქართული სუფრის 90%...არის გამონაკლისები, მაგრამ ძალიან იშვიათი...გუშინ შემოიყვანეს ჩვენთან 12 ბიჭი რესტორნიდან, ერთმანეთში იჩხუბეს და დალეწილი ქონდათ ტავყბა, ქირურგებს კერვას არ აცლიდნენ იქაც ჩხუბობდნენ...არადა წარმომიდგენია ეგენი საქართველოს, ძმობის და გიორგობის სადღეგრძელოებს რა ლამაზლამაზი სიტყვებით იტყოდნენ...არადა მაგათთვის რომ გეკითხა წმინდა დღეს აღნიშნავდნენ, როგორც წესი კი გიორგობის მადლიო შეგვეწიოსო რომ იტყვიან მას მერე აღარავის ახსოვს რომ ეს უდიდესი რელიგიური დღესასწაულია და არა ღრეობა
ginger
HOUSE M.D.
რა საშინელებაა
პაპუნა
ასეთი ფაქტების გამო ვერ დავკარგავთ ისეთ ინსტიტუტს, როგორიც არის ქართული სუფრა. ეს არის ტრადიციის გაუკუღმართება. ვიმედოვნებ, მიხვდებით რასაც ვამბობ. მასეთი პათოლოგიების თავიდან ასაცილებლად ქართულ სუფრასა და ღვინის დალევის ქართულ ტრადიციას ხომ არ მოვშლით...
Illegal Astronaut
პაპუნა


ვერ მოვშლით მარა რათ გინდა... ის 12 ბიჭიც დალევამდე ტრადიციებზე საუბრობდა ალბათ...

მე პირადად მაგას მირჩევნია სადმე სახურავზე ვსვა... არავის ვეჩხუბო... დავინახო რა ლამაზია სამყარო.. მერე წავიდე და დავწვე.. ან მუსიკას მოვუსმინო...
HOUSE M.D.
პაპუნა
კი მაგრამ დღესდღეობით მაგ ტრადიციის 90% რომ გაუკუღმართებულია? მეც ვყოფილვარ რასაც ქვია ქართული სუფრა და უდიდესი სიამოვნება მიმიღია, მაგრამ ეს ორჯერ თუ სამჯერ იყო ჩემს ცხოვრებაში...სახე აქვს დაკარგული მაგ ტრადიციას, რაღაც საშინელებაში, გულისამრევ მარაზმშია გადასული
HOUSE M.D.
ციტატა(† Lord Borgeze † @ Nov 25 2008, 11:27 AM) *
პაპუნა


ის 12 ბიჭიც დალევამდე ტრადიციებზე საუბრობდა ალბათ...

მაგაში მეც დარწმუნებული ვარ
skiron
HOUSE M.D.
† Lord Borgeze †

საბჭოთა ენციკლოპედიის რომელიმე ტომი რომ მრუდედ იხმარო შეიძლება კაცი მოკლა, მაგრამ ამ წიგნის ბრალი ხომ არ არის ეს. biggrin.gif

ქართული ტრადიცია რომ არა, ის ახალგაზრდები არ დალევდნენ და არ იჩხუბებდნენ? biggrin.gif

რომელ დაწესებულებაშიც 12 წლის ბავშვებს ალკოჰოლური სასმელები მიუტანეს ეგ უნდა დახურო მეორე დღესვე.

რა შუაშია ქართული სუფრა?

ხშირად ვქეიფობ და ბაჟეშიც არ მძინებია, თუ დამიჯერებთ. ისევე როგორც მხატვარს არ გამოსდის ყველა ნახატი შედევრი და ხანდახან საშინელებებსაც გამოურევენ ხოლმე, ასევეა სუფრაც, ხან კარგი გამოდის ხან ცუდი.
data
skiron
ციტატა
საბჭოთა ენციკლოპედიის რომელიმე ტომი რომ მრუდედ იხმარო შეიძლება კაცი მოკლა, მაგრამ ამ წიგნის ბრალი ხომ არ არის ეს.

biggrin.gif biggrin.gif

HOUSE M.D.
skiron
საქართველოს, დედების, ძმობის, ტრადიციების სადღეგრძელოს გულამოსკვნით რომ იტყვი და მერე ზედ დააყოლებ ჩემი დედა...ო, მერე სიმთვრალისგან ვიღაცას გრაფინას გადაალეწავ თავზე და ა.შ. ეს კარგი ტრადიციაა? მე ზოგადად ჩხუბზე არ ვამბობ, კაცები ვართ და ყველას გვიჩხუბია, მაგრამ ერთ წუთს რომ კაცს ძმობას ეფიცები, ლაპარაკით ბოლო დონის პატრიოტი და ჰუმანური ადამიანი ხარ და მეორე წუთში ამორალურ ადამიანად იქცევი მე ამაზე მაქვს ლაპარაკი...უმეტესობას ტრადიციად მიაჩნია ძალიან დიდი სუფრა, ბევრი ღვინო და სადღეგრძელოს ლამაზად თქმა, აქ ამთავრებენ ტრადიციას, მაგრამ სინამდვილეში ტრადიცია აქ კი არ მთავრდება, აქედან იწყება
data
HOUSE M.D.
ციტატა
skiron
საქართველოს, დედების, ძმობის, ტრადიციების სადღეგრძელოს გულამოსკვნით რომ იტყვი და მერე ზედ დააყოლებ ჩემი დედა...ო, მერე სიმთვრალისგან ვიღაცას გრაფინას გადაალეწავ თავზე და ა.შ. ეს კარგი ტრადიციაა?

biggrin.gif

ამას ეძახი შენ ტრადიციას? biggrin.gif biggrin.gif

ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2019 Invision Power Services, Inc.