დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: თემურ დანელიას გუნდი
რა? სად? როდის? ფორუმი > ძირითადი კატეგორია > არქივი
გვერდი: 1, 2
mateus
დღეს რუსთავი-2-ის ეთერში გაიმართ.ა შემოდგომის სეზონის მეორე შესარჩევი თამაში.
ტელემაყურებლებმა გაიმარჯვეს ანგარიშით 0:6.
ვიმსჯელოთ ამ თამაშზე და გუნდზე.
Matilda
ნათია რა საყვარელია და რა კარგად ითამაშა... sad.gif
მართლა ყოჩაღ...
დარწმუნებული ვარ მაგ კითხვას აიღებდა რომ არა მთელი თამაშის განმავლობაში ასეთი სტრესის ქვეშ ყოფნა...
Natia Mania
დიდი მადლობა, მატილდა. უკვე მეორეჯერ მაქებ smile.gif მართალია, მე ჩემს თამაშს კარგს ვერაფრით ვუწოდებ, მაგრამ მაინც სასიამოვნოა, როცა გაქებენ smile.gif საყვარელი , ალბათ, მართლაც ვარ, რახან ყველა ასე ამბობს :blush:
sandro_piramida
4:2-დან ვუყურე არვიცი მანამდე რა ხდებოდა, მაგრამ მაგ დროიდან ერთადერთი ნათელი წერტილი ნათია იყო გუნდში.. wink.gif wink.gif cool.gif ნუ თან ისიც, რომ კაპიტანი ენდობოდა...
moazrovne
ნუ თამაშზე რა შეიძლება ითქვას დაჩაგრეს ქალბატონი ნათია smile.gif
მაგრამ არაუშავს მომავალში გუნდის შექმნას ვაპირებ და აუცილებლად შეგატყობინებთ smile.gif

ზაქრო
მე ქალბატონი ნათიას ფანი ვარ აწი. ანდროს თამაში ყოველთვის მომწონდა, მაგრამ ახლა მეუღლეს ვგულშემატკივრობ smile.gif
SOSO
Matilda
ციტატა
დარწმუნებული ვარ მაგ კითხვას აიღებდა რომ არა მთელი თამაშის განმავლობაში ასეთი სტრესის ქვეშ ყოფნა...

არ იყო ეგ კითხვა ადვილი ასაღები, დამიჯერეsmile.gif ვერსია რო მოგსვლოდა თავში, მერე კიდე შეიძლებოდა გეფიქრა, მაგრამ...
ნათიას არ ჰქონდა ვერსია (როგორც მივხვდი) და იმიტომაც თქვა ტუტანხამონი, თორემ გასაგებია, რომ არაფერ შუაში იყო.
AMA GI
მე ვფიქრობ, თამაში არ იყო გუნდური და მთავარი პრობლემაც ეს იყო! დასაწყისში განსაკუთრებით იგრძნობოდა პასიურობა და ვერსიების სიმცირე!
QG8
lasha31
ციტატა
ძაან სუსტი გუნდი იყო . არც ქ-ნი ნათია იყო საჩუქარი, მელანი როგორ ვერ გამოიცნო, მით უმეტეს უთხრეს სწრორი პასუხი


გუნდი ნამდვილად არ არის სუსტი, თუ თითოეულ მოთამაშეს აიღებ ცალ ცალკე, მაგრამ აშკარად შეუთამაშებლობა ეტყობოდათ. საკმაოდ კარგად იბრძოლეს მითუმტეს რომ ეს კიტხვები ასჯერ რთული იყო ვიდრე წინა თამაშის. პატარა გაუმართლებლობა და გაგის ის საკმაოდ კარგი და რთული კითხვაც რომ დავამატოთ მათი წაგება არ უნდა იყოს გასაკიცხი
Illegal Astronaut
lasha31


მეგობარო რა გუნდში თამაშობ და რამდენი ხანია?...

სუსტის და ძლიერის გარჩევა გიჭირს ცოტა როგორც ჩანს...

ერთადერთი ვინც მართლა ძალიან კარგად ითამაშა სწორედ "ქ-ნი ნათია" იყო...

data
† Lord Borgeze †


ზედა პოსტიდან თუ რამმე აზრი გამოიტანე, მეც ამიხსენი რა smile.gif

ის მაინც მითხარი "ვისიანია" ეგ კაცი biggrin.gif
Illegal Astronaut
data

ის აზრი გამოვიტანე რო ვოლანდმა (არ ვიცი ვინაა) დამრედაქტირებელს არაკომპეტენტურობაში დასდო ბრალი.. მე არ ვიცი რა დაარედაქტირეს და აზრს ვერ გამოვთქვამ...

არც ის ვიცი ვისიანია...

მე რაც წავიკითხე იმაზე გავაკეთე კომენტარი...
ta-smiley
სამწუხაროა რომ ასეთი ანგარიშით წააგეს, ნათია მანიამ დიდი სიმპათიები დაიმსახურა, თამაში კი კარგი საყურებელი გამოვიდა
გოგა
საინტერესოა რა წაიშალა ამ ფორუმზე, თუმცა, ანდრო გეთანხმები ყველაფერში და საერთოდ აღმაშფოთებელია ზოგიერთების ცინიკური გამოანათქვამები აქ... ამ ფორუმზე შემოსვლა და ჩვენიანების ლანძღვა, იგივეა სახლში შემოგვივიდნენ და იქ გვაგინონ.. ასე რომ ან რამე სანქცია ზემოთნახსენებ სუბიექტს სრულად მიზანშეწონილი იქნებოდა..

ნათიას რაც შეეხება, მართლა ფანტასტიური იყო smile.gif
WDC
data
ციტატა
ის მაინც მითხარი "ვისიანია" ეგ კაცი biggrin.gif

ეგ კაცი ანდროა smile.gif
Illegal Astronaut
WDC


გასაგებია ყველაფერი... მე ის მაინტერესებს რა წაიშალა..

ანდროს რისხვა რამაც გამოიწვია მივხვდი...
data
ციტატა(WDC @ Sep 29 2008, 04:24 PM) *
data
ციტატა
ის მაინც მითხარი "ვისიანია" ეგ კაცი biggrin.gif

ეგ კაცი ანდროა smile.gif

გასაგებია smile.gif

ახლა(ღა) მივხვდი იმ პოსტის აზრს wub.gif
WDC
გოგა
ციტატა
საინტერესოა რა წაიშალა ამ ფორუმზე, თუმცა, ანდრო გეთანხმები ყველაფერში და საერთოდ აღმაშფოთებელია ზოგიერთების ცინიკური გამოანათქვამები აქ... ამ ფორუმზე შემოსვლა და ჩვენიანების ლანძღვა, იგივეა სახლში შემოგვივიდნენ და იქ გვაგინონ.. ასე რომ ან რამე სანქცია ზემოთნახსენებ სუბიექტს სრულად მიზანშეწონილი იქნებოდა..

რა ახალი ამბავია, რო ტელევიზორთან როცა ზიხარ, ყოველთვის ბევრად ჭკვიანი ხარ მოთამაშეებზე. ხოდა ვისაც ჭკუა არ ყოფნის, რომ მიხვდეს რატო ხდება ასე, მოდის და ამის პროეცირებას ახდენს ფორუმზე. ყველა დაუნის გამო ასე თუ მოვიშალეთ ნერვები, ნევროზი დაგვემართება biggrin.gif
data
WDC
ციტატა
რა ახალი ამბავია, რო ტელევიზორთან როცა ზიხარ, ყოველთვის ბევრად ჭკვიანი ხარ მოთამაშეებზე


და როცა კომპიუტერთან ზიხარ, მაშინ ხო საერთოდ biggrin.gif
WDC
data
ციტატა
და როცა კომპიუტერთან ზიხარ, მაშინ ხო საერთოდ biggrin.gif

ეს ვის გულისხმობ? unsure.gif
data
ციტატა(WDC @ Sep 29 2008, 04:32 PM) *
data
ციტატა
და როცა კომპიუტერთან ზიხარ, მაშინ ხო საერთოდ biggrin.gif

ეს ვის გულისხმობ? unsure.gif

ვინც კომპიუტერთან ზის და ისე უყურებს თამაშს smile.gif

ნუ, კომპიუტერთან რა, ინტერნეტში ჩართული თუა მარტო იმ შემთხვევაში biggrin.gif
WDC
data
ციტატა
ვინც კომპიუტერთან ზის და ისე უყურებს თამაშს smile.gif

ნუ, კომპიუტერთან რა, ინტერნეტში ჩართული თუა მარტო იმ შემთხვევაში biggrin.gif

ააა tongue.gif ნუ, კაი tongue.gif
digomi
მომზადებული გუნდია.მხოლოდ ესაა მობილიზება აკლდათ.ნათია იმ დღის გმირია-სრული გულწრფელობით.
Akuna Matata
მოგესალმებით ყველას smile.gif

თამაში მართლაც რომ კარგი იყო, კითხვებიც .. ეს ჩემი სუბიექტური აზრია და ძალიან გთხოვთ ნუ გამომეკიდებით ყველა სიტყვაზე. ვაფიქსირებ ჩემ აზრს smile.gif

რეალურად ნათია მანია თამაშობდა ძალიან კარგად, რამდენჯერმე ქონდა სწორი ვერსია, და უფრო მეტჯერ 1 ნაბიჯი აკლდა პასუხამდე, რომ მოეგოთ მაგისთვის საჭირო იყო მინიმუმ კიდევ ერთი ადამიანი, ვინც სწორი მიმართულებით წაიყვანდა მსჯელობას. რათქმაუნდა ძალიან რთულია შორიდან აზრების ფრქვევა, კითხვა მარტივად ასაღები იყო თუ არა, მაგრამ თავს უფლებას მივცემ ჩემი აზრი მოგახსენოთ. ყველა კითხვის აღება შეიძლებოდა, უბრალოდ გუნდს აკლდა ისეთი მოთამაშე ვინც ნათიას მიერ მიწოდებულ ვერსიას სწორი გზით წაიყვანდა. ბოლოს კი მართლა არ გაუმართლა, მოსეზე კითხვა არ იყო მარტივი, თუმცა დარწმუნებული ვარ ანდრო, ნათიას მეუღლე აუცილებად აიღებდა smile.gif კაკ მინიმუმ ფეხმძიმედ არააა და ისეთი ძლიერი ემოციური ფონი არ ექნებოდა გადამწყვეტ რაუნდში smile.gif

ნათი ძააან მაგარი ხარ, так держат!! wub.gif
ეგრი
scarramush
ციტატა
31 წლის

რა ერუდიციაა, საღოლ.
თქვენ რა?სად?როდის? ხომ არ თამაშობთ?

digomi
ციტატა
მომზადებული გუნდია.მხოლოდ ესაა მობილიზება აკლდათ.

ბოდიში მომითხოვია და ხომ ვერ მეტყვით რას ნიშნავს "მომზადებული" გუნდი?
ან როგორ შეიძლება "მომზადებული" გუნდი იყოს "უმობილიზო"?

Akuna Matata
ციტატა
რეალურად ნათია მანია თამაშობდა ძალიან კარგად

აჰამც, რეალურად ზნაჩიტ. არარეალურად რა ხდებოდა ვერ გაგვანდობთ?
ციტატა
რომ მოეგოთ მაგისთვის საჭირო იყო მინიმუმ კიდევ ერთი ადამიანი, ვინც სწორი მიმართულებით წაიყვანდა მსჯელობას.

მართალს ბრძანებთ, კაპიტანმა უსუსურად ითამაშა.
ციტატა
უბრალოდ გუნდს აკლდა ისეთი მოთამაშე ვინც ნათიას მიერ მიწოდებულ ვერსიას სწორი გზით წაიყვანდა.

მართალს ბრძანებთ, კაპიტანმა უსუსურად ითამაშა.
ციტატა
ბოლოს კი მართლა არ გაუმართლა, მოსეზე კითხვა არ იყო მარტივი, თუმცა დარწმუნებული ვარ ანდრო, ნათიას მეუღლე აუცილებად აიღებდა

ბატონო ანდრო, თქვენ სტუდიაში ბრძანდებოდით. უპასუხეთ მოსეზე კითხვას? ხალხს აინტერესებს (მეც მათ შორის)
ციტატა
ნათი ძააან მაგარი ხარ, так держат!!

ვუერთდები და ერთ "!"-ს ვამატებ.
rindi
ხო, ბოლო კითხვა საკმაოდ რთული იყო. მე საერთოდ სხვა მიმაღტულებიტ ვფიქრობდი, მეთქი რახან ორი მხარეა მაშინ ატონი და ამონი, და ეხნატონი ხო არ არისთქო. თან ერთი ადამიანისთვის ასეტი კითხვის აღება ძალიან რთულია..

თუმცა, ნათია ნამდვილად იყო საუკეთესო მოთამაშე და საღამოს გმირი. "ფეისია" ფაქტობრივად biggrin.gif ხოდა, ვიღაც იუზერმა (რომელიც არ იცნობს ნათიას) საღამოს გმირზე რაღაც სუბიექტური (თუნდაც იდიოტური) მოსაზრება გამოთქვას და "ეგ"-ო მოაყოლოს, არაა ლამაზი და სწორი, მაგრამ არც დიდად გასაკვირია, ვგონებ. ეს ფორუმი არ არის მხოლოდ ადამიანების ვიწრო წრისთვის განკუთვნილი, იდეაში. ასე რომ, ვინც ცნობადი სახე გახდება ალბათ საკმაო მოთმინება დასჭირდება იუზერების რეაქციების (თუნდაც დაუმსახურებელი) ასატანად.
scarramush
აი შენ კი გაგესაუბრები მე რაზეც საჭიროა, თან იმაზე მალე ვიდრე შენ გგონია! tongue.gif
Illegal Astronaut
rindi


ხოდა მოყვა კიდე \ც ამ ყველაფერს ანდროს სრულიად სამართლიანი რეაქცია...

ფორუმი იმისთვის არაა რო იუზერებმა უაზრობები პოსტონ.. ნუ ეგ ფორუმი მაინც...

სხვა თუ არაფერი ზრდილობის ფარგლებ გაცდა ის იუზერი....

ნუ ეს იმ იუზერის გასაგონად ვთქვი...
Natia Mania
ხალხნო, ვგონებ, მიმართვები "ვირთხა" და "დაუნი" გაცილებით უფრო საწყენია, ვიდრე გამოთქმები "ის ნათია" და " საჩუქარი არაა". თუმცა მაინც დიდი მადლობა ყველა ჩემს დამცველს smile.gif მაგრამ ასე თუ გავაგრძელებთ, აქ გულწრფელ აზრს არავინ დაგვიპოსტავს და მხოლოდ ქათინაურებსა და დითირამბებს მოვუსმენთ, რაც უფრო გამაღიზიანებელია, ჩემი აზრით. ისე თავად woland-ი ხშირად მეუბნება ხოლმე: ты точно не подарок-ო და რა ეწყინა ასე, ვერ გავიგე biggrin.gif. ყველაზე ძაან კი ეგრის პოსტი მომეწონა, ბევრი ვიცინე. მე არ ვეთანხმები, ბატონო ეგრო, თქვენს აზრს კაპიტნის თამაშზე wink.gif: ძალიან ძნელი იყო ვერსია "ძილის" არჩევა, თავად კაპიტნის ვერსია "მელანი" მე ჩავაგდე, არც კითხვები იყო მარტივი
ეგრი
Natia Mania
ციტატა
ვგონებ

ვგიჟდები ამ გამოთქმაზე!!!
ციტატა
მე არ ვეთანხმები, ბატონო ეგრო, თქვენს აზრს კაპიტნის თამაშზე

სულ ტყუილად.
Natalie
...ხალხო, რას ერჩით ნათიას?! აბა წარმოიდგინეთ თქვენი თავი მის მდგომარეობაში... ესაა რა, სხვა სხვის ომში ბრძენია! შეიძლება ბევრი ისე "დამანდრაჟდეს", საკუთარი სახელი ვერ გაიხსენოს... ტელევიზორის წინ კი რატომღაც ყველას ეადვილება "თამაში"...
საღოლ ნათიას!
MARIOTA
მე მივხვდი, რომელიმე გუნდზე რაიმე აზრის გამოთქმა თუ გინდა, უნდა შემოიფარგლო სიტყვებით: ყველანი ისეთი საყვარლები იყვნენ, ყველა გადასარევად თამაშობდა...
ერთი სხვანაირი სიტყვა აღიქმება, როგორც
"ამ ფორუმზე შემოსვლა და ჩვენიანების ლანძღვა, იგივეა სახლში შემოგვივიდნენ და იქ გვაგინონ".
მაშინ წინდაწინვე შევავსოთ თემები, ამის შემდეგ ლომიძის გუნდი თამაშობს, არა? გავხსნათ თემა და ვაქოთ და ვადიდოთ ექვსივეს წინასწარ, რა მნიშვნელობა აქვს, კრიტიკის მოსმენა მაინც არავის უნდა.


ნათია კი ჩემი სიცოცხლეა, ბოლოს ისე ამიჩუყდა გული... smile.gif
WDC
MARIOTA
ციტატა
მე მივხვდი, რომელიმე გუნდზე რაიმე აზრის გამოთქმა თუ გინდა, უნდა შემოიფარგლო სიტყვებით: ყველანი ისეთი საყვარლები იყვნენ, ყველა გადასარევად თამაშობდა... ერთი სხვანაირი სიტყვა აღიქმება, როგორც "ამ ფორუმზე შემოსვლა და ჩვენიანების ლანძღვა, იგივეა სახლში შემოგვივიდნენ და იქ გვაგინონ". მაშინ წინდაწინვე შევავსოთ თემები, ამის შემდეგ ლომიძის გუნდი თამაშობს, არა? გავხსნათ თემა და ვაქოთ და ვადიდოთ ექვსივეს წინასწარ, რა მნიშვნელობა აქვს, კრიტიკის მოსმენა მაინც არავის უნდა.

კრიტიკას და ლანძვას შორის განსახვავებას თუ ვერ ხედავ, მაშინ მართლაც ჯობია მასე მოიქცე.
data
Akuna Matata
ციტატა
რეალურად ნათია მანია თამაშობდა ძალიან კარგად, რამდენჯერმე ქონდა სწორი ვერსია, და უფრო მეტჯერ 1 ნაბიჯი აკლდა პასუხამდე, რომ მოეგოთ მაგისთვის საჭირო იყო მინიმუმ კიდევ ერთი ადამიანი, ვინც სწორი მიმართულებით წაიყვანდა მსჯელობას.

ფარჯიანის სტილის იგროკი უნდოდა გუნდს smile.gif

თან საკმაოდ რთული (და კარგი) კითხვებიც იყო smile.gif
მადლობა რედაქტორებს smile.gif
Illegal Astronaut
MARIOTA


მოთამაშეების ლანძღვა არ შეიძლება და...

როცა დაუმსახურებლად გაგლანძღავენ პროტესტის გამოთქმის უფლება არა აქ ხალხს?... თუნდაც იმავე ლანძღვით...

ერთი ძველი ანდაზა: რასაც მომისვამ ხელზეო, იმას მოგისვამ წვერზეო... ვოტ... tongue.gif
MARIOTA
† Lord Borgeze †

წვერზე მოსმა ხუთი გვერდი უნდა გრძელდებოდეს? მანამ, სანამ ხალხი არ დაიბნევა, თემურ დანელიას გუნდზეა თემა თუ ლაშა 31-ის გამონათქვამის განხილვა?!
Illegal Astronaut
MARIOTA


მანამ სანამ ლაშა 31 ის გამოსვლაზე კომენტარების კეთება არ შეწყდება...

და უაზრო პროტესტის გამოხატვა....

Natia Mania
მოდით, ასე შევთანხმდეთ: "ძაან სუსტი გუნდი იყო sad.gif. არც ის ნათია იყო საჩუქარი" ზოგისთვის ლანძღვაა, ზოგისთვის - არა. პირადად ჩემთვის - არა. თუმცა დავეთანხმები ამ ნათქვამს თუ არა, ეგ სხვა საქმეა. აქედან გამომდინარე, ეს თემაც უნდა ამოიწუროს, მგონი. ახლა მთლად იდიოტი, იმბეცილი ან თუნდაც დებილი თუ მიწოდეს, მეც გავბრაზდები, მაგრამ ამას არც არავინ აპირებს ჯერჯერობით. კონსტრუქციული კრიტიკის მოსმენა ხომ ძალიან გამიხარდება. ჩემს დამცველებს კი მოვუწოდებ, ვინმე ეგრს მიხედონ wink.gif (იმედია, ბატონი ეგრი გამოთქმა "ვინმე ეგრს" შეურაცხყოფად არ მიიღებს), რაღაც ძალიან გადაეკიდა ჩვენს კაპიტანს angry.gif და გავარჩიოთ ეგ თამაში საფუძვლიანად და გულწრფელად პირადი სიმპატიებისა და ნაცნობობების გაუთვალისწინებლად კულტურულ ფარგლებში. ჩემი აზრით, შეკითხვები სომელიეზე და მოსეზე იმ სახით, როგორითაც იყო მოწოდებული, იყო სუფთა გრობები და თავში მოსეც შეიძლებოდა მოგსვლოდა, ტუტანხამონიც და ეხნატონიც. ასე რომ მოსე ვარიანტიც მქონდა, მაგრამ რატომ უნდა ამომერჩია, პასუხის გაგებამდე ვერც მე მივხვდებოდი და ვერც ვინმე სხვა.
kruela
Natia Mania
ეგრი რო იცოდე ვინაა biggrin.gif
Illegal Astronaut
Natia Mania

მოსეზე გეთანხმები.. ტუტანხამონიც ზუსტად იმ ლოგიკით შეეძლო ადამიანს აერჩია, როგორც მოსე...

ანუ გამორიცხვის მეთოდით მაგ 2 ვერსიიდან ვერც ერთს ვერ გამორიცხავ...

Mathias_Sammer
Natia Mania
ციტატა
ეკითხვები სომელიეზე და მოსეზე იმ სახით, როგორითაც იყო მოწოდებული, იყო სუფთა გრობები

გეთანხმები აბსოლუტურად
Kilavagora
ჩემს არ ყოფნაში თურმე რეები ხდება biggrin.gif

kruela
ციტატა
ეგრი რო იცოდე ვინაა biggrin.gif


რაღაც ძალიან არ მოსწონს კაპიტანი biggrin.gif

Natia Mania
არ იცი ვითომ?! rolleyes.gif
ginger
თამაშიც მომეწონა და კითხვებიც(სომელიეს გამოკლებით). ქ-ნი ნათია მართლაც განუმეორებელი იყო. ქალებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს რომ შეუძლიათ კაცებს ღირსეული კონკურენცია გაუწიონ. ძალიან დამწყდა გული რომ ეს გუნდი აღარ გააგრძლებს თამაშს sad.gif
data
ციტატა
ქალებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს რომ შეუძლიათ კაცებს ღირსეული კონკურენცია გაუწიონ. ძალიან დამწყდა გული რომ ეს გუნდი აღარ გააგრძლებს თამაშს
unsure.gif

მოიცა, სამი გოგო რომ მყავს გუნდში, ეგ იმას ნიშნავს რომ კონკურენტები გავიმრავლე? biggrin.gif
ginger
data
ალბათ ბროლის ბუს ვერ მიიღებ! biggrin.gif
dorian grey
Natia Mania
самокритичная smile.gif ნუ აქ არაფერს დავპოსტავ მეტს, სკაიპშიც საკმაოდ გელაპარაკე smile.gif

რაც შეეხება გუნდს , გუნდი კარგი მოთამაშეებით იყო დაკომპლექტებული. მემგონი ან შეთამაშება აკლდათ ან თამაში ვერ წაუვიდათ , ნუ ხდება ხოლმე.



რაც შეეხება lasha31 პოსტს , მემგონი ამ ადამიანს ფორუმი შეეშალა.

achi
MARIOTA
ციტატა
მე მივხვდი, რომელიმე გუნდზე რაიმე აზრის გამოთქმა თუ გინდა, უნდა შემოიფარგლო სიტყვებით: ყველანი ისეთი საყვარლები იყვნენ, ყველა გადასარევად თამაშობდა...

არა, უაზრო ქება–დიდება არავის სჭირდება, ადექვატურები უნდა ვიყოთ, მაგრამ ადექვატური კრიტიკა არ ნიშნავს ლანძღვას. არავის აქვს უფლება გალანძღოს ადამიანი, მითუმეტეს ქალბატონი და მითუმეტეს ფეხმძიმე, ან თუნდაც უდიერად მოიხსენიოს იგი, იმიტომ რომ მისთვის თუ იგი წინა დღეს ტელევიზორში დანახული სუბიექტია, სხვისთვის ის მეგობარი, და, ძმა ან მეუღლეა, და ამ უდიერად მოხსენიებას აუცილებლად მოჰყვება მინიმუმ ცუდი პასუხი და მაქსიმუმ მუშტი კბილებში (ქართველები ვართ მაინც). ამაზეა ლაპარაკი.ანდროს ადგილზე მეც მასეთივე რეაქცია მექნებოდა, და ალბათ კიდევ უფრო უხეშიც. მოკლედ კრიტიკასა და უდიერად მოხსენიებას შორის განსხვავებას თუ დავინახავთ, კარგი იქნება ყველასთვის, ნერვებისთვისაც და კბილებისთვისაც smile.gif)
scarramush
კაი გუნდია, რას ერჩით rolleyes.gif
WDC
Natia Mania
ციტატა
რაღაც ძალიან გადაეკიდა ჩვენს კაპიტანს

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

საზიზღარი ეგრი biggrin.gif
WDC
achi
ციტატა
მაქსიმუმ მუშტი კბილებში

აი აჩიც გამოჩნდა tongue.gif
Muad'Dib
არ მესმის ეგრი რატო ერჩის კაპიტანს რა!!! angry.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
პრინციპში, გუნდის მიზანი იყო გადამწყვეტ რაუნდამდე მისვლა, რაც მოახერხეს... ეხლა, გადამწყვეტ რაუნდში ცოტა გრობი რო მოვიდა, ეგ კი უკვე ბზრიალამ გადაწყვიტა
ნათია კი მართლა განუმეორებელი იყო!!! wub.gif
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2019 Invision Power Services, Inc.