დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: ფილოსოფია
რა? სად? როდის? ფორუმი > სამეცნიერო განყოფილება > მეცნიერება და წიგნები
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5
okicha
ფილოსოფია არის მეცნიერება, მსოფლმხედველობა, იდეების და შეხედულებების სისტემა სამყაროზე და მასში ადამიანის ადგილზე. მისი კვლევის საგანია სამყაროსთან ადამიანის შემეცნებითი, სოციალურ–პოლიტიკური, ღირებულებითი, ეთიკური და ესთეტიკური ურთიერთობები. ფილოსოფიის სხვადასხვა პრობლემების გადასაჭრელად იყენებდნენ ისეთ ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებებს, როგორებიცაა: დიალექტიკა და მეტაფიზიკა, რაციონალიზმი და ემპირიზმი, მატერიალიზმი და იდეალიზმი, ნატურალიზმი და სპირიტუალიზმი, დეტერმინიზმი და ინდეტერმინიზმი და ა.შ.
სიტყვა ფილოსოფია მომდინარეობს ბერძნულიდან (Φιλοσοφία, philosophia) და ნიშნავს სიბრძნის მეგობარს. ამ ტერმინს ხშირად იყენებენ „კონცეფციის“ მნიშვნელობით: ურბანიზაციის ფილოსოფია, სასკოლო განათლების ფილოსოფია და ა.შ.
okicha
ვისაუბროთ სხვადასხვა ფილოსოფიურ სკოლებზე. დადეთ ფრთიანი გამონათქვამები და ა.შ. რაც გინდათ მოკლედ smile.gif
dachi 1x
okicha
მაგარი, საჩემო თემაა... ოღონდ ჯარიდან რომ ჩამოვალ მერე ვისუბროთ...
okicha
dachi 1x
ხო ეხლა არც მე ვარ მაინცდამაინც მაგის ხასიათზე..... მერე დავდებ საინტერესო რაღაცეებს
okicha
Платони́зм - философское учение Платона и его последователей, утверждающее абсолютную реальность идей и бессмертие души. Некоторые истолковывают платонизм, как утверждение, что универсальные понятия существуют независимо от их конкретных воплощений.

Первыми последователями платонизма были ученики Академии, школы Платона, созданной им в IV веке до н. э. и находившейся недалеко от стен Афин. Школа была основана самим Платоном и просуществовала до 529 н.э., когда была закрыта по приказу императора Юстиниана.

Платонизм обычно подразделяют на три основных периода:ранний, промежуточный и неоплатонизм. Объединительными чертами, характеризующими догматику школы на всем протяжении ее существования, являются учение о бессмертии бестелесной души, а также противопоставления чувственного и умопостигаемого, становления и бытия, знания и мнения, идей и вещей.
okicha
"ნუ იბრწყინვალებ ვითარცა ბრილიანტი - იყავი უბრალო ვითარცა ქვა " - ლაო ძი
evia
არ შემიძლია არ განვათავსო ჩემს უსაყვარლეს მოაზროვნეზე და ფილოსოფოსზე : ოსვალდ შპენგლერზე; 1918 წელს მან გამოსცა თავისი ნაშრომი "ევროპის დაისი", რომელშიც რამდენიმე საინტერესო თეორია წამოაყენა:
1.ოსვალდმა შემოიტანა კულტურის "სულის" ცნება, რომელიც მრავალრიცხოვან ინდივიდებში ხორციელდება (აქ სამართლიანად გაგახსენდებათ ნიცშე); თითოეულ კულტურას გააჩნია თავისი ისტორია, ბუნებისმეტყველება, თავისი ფილოსოფია;
2. მანვე შემოგვთავაზა ცივილიზაციის, როგორც დასასრულის გაგება (ყოველ კულტურას მოსდევს ცივილიზაცია, როგორც სიცოცხლეს მოსდევს სიკვდილი);
3. მან შემოიტანა ერთდროულობის სხვაგვარი გაგება (მისთვის ერთდროულია ის მოვლენები, რომლებსაც კულტურებში ერთნაირი მნიშვნელობა აქვთ; მაგ: ალექსანდრეს ეპოქა და ნაპოლეონის ეპოქა);
4. კულტურებს შინაგანი ჰერმეტულობა ახასიათებს, ისინი მემკვიდრეობით არაფერს გადასცემენ ერთმანეთსო;
ასეთია მისი ძირითადი თეორიები; რა თქმა უნდა სადავოა, თუმცა, ჩემი აზრით, ძალიან საინტერესოც. smile.gif
SmoK1e
კარგი თემაა რამე პატრიოტულს თუ გავიხსენებ დავდებ
okicha
evia
შპენგლერის " ევროპის დაისი " მეც ძალიან მომეწონა smile.gif კულტურაზე საკმაოდ კარგად საუბრობს
SmoK1e
ჯობია წააგო შენით, ვიდრო მოიგო სხვისით. მოჩვენებითია მარტო ისე გამარჯვებსი სიხარული რომელიც იარაღითაა მოპოვებული - ნიკოლო მაკიაველი
evia
okicha
მერე? რას იტყვი, არის ევროპაში დაისი? smile.gif
okicha
evia
მემგონი კი smile.gif
okicha
evia
მარა აისიც იქნება ისევ smile.gif
SmoK1e
ლინკოლნი არ იყო ფილოსოფოსი მაგრამ ეს გამონათქვამი მომწონს:
ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ იყო ბაბუაჩემი, გაცილებით მნიშვნელოვანია ჩემთვის თუ ვინ იქნება ჩემი შვილიშვილი
okicha
okicha
ბენჯამინ ფრანკლინი - 13 სათნოება
1. თავშეკავება - არ ჭამო მოყირჭებამდე, არ დალიო დათრობამდე.
2. დუმილი - ილაპარაკე მხოლოდ ის, რაც სასარგებლო იქნება შენთვის ან სხვისთვის, თავი აარიდე ლაქლაქს.
3. წესრიგი - ყველა ნივთს მიუჩინე თავისი ადგილი, ყოველი საქმისთვის თავისი დრო გქონდეს.
4. გაბედულება - გადაწყვიტე შეასრულო ის, რაც გასაკეთებელია, განუხრელად შეასრულო ის, რაც გადაწყვიტილია.
5. მომჭირნეობა - ფული დახარჯე მხოლოდ იმაზე, რასაც შენთვის ან სხვისთვის სიკეთე მოაქვს, არაფერი არ გაფლანგო.
6. სიბეჯითე - არ დაკარგო დრო ტყუილუბრალოდ, ყოველთვის რაიმე სასარგებლო საქმით იყავი დაკავებული, უარი თქვი ყოველ უსარგებლო მოქმედებაზე.
7. გულწრფელობა - არ იცრუო ბოროტად, გქონდეს წმინდა და სამართლიანი აზრები, საუბრის დროს მისდიე ამ წესს.
8. სამართლიანობა - არავის მიაყენო ზიანი, არ ჩაიდინო უსამართლობა და არ გამოგრჩეს ის კეთილი საქმეები, რომლებიც შენს მოვალეობაში შედის.
9. ზომიერება - მოერიდე უკიდურესობებს, შეძლებისდაგვარად შეეცადე იყო მიმტევებელი.
10. სისუფთავე - არ დაუშვა სხეულის, ჩაცმულობის და ადგილსამყოფელის უსუფთაობა.
11. სიდინჯე - არ აგაღელვოს წვრილმანმა, ჩვეულებრივმა და გარდაუვალმა ამბებმა.
12. უმწიკვლობა - იყავი ზნეობრივად წმინდა
13. თავმდაბლობა - მიბაძე ქრისტეს და სოკრატეს.

ნუ ზოგ საკითხში არ ვეთანხმები მარა კაია მაინც. ბოლო მომწონს ყველაზე მეტად tongue.gif
okicha
პლატონი (ბერძ: Πλάτων Plátōn) (დაახ. 21 მაისი ?, ძვ.წ. 427 – 347) -- ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კლასიკური ხანის ბერძენი ფილოსოფოსი, სოკრატეს მოსწავლე, არისტოტელეს მასწავლებელი, ფილოსოფიური დიალოგების ავტორი, ათენის აკადემიის დამფუძნებელი.

პლატონი ინტენსიურად ასწავლიდა აკადემიაში და ასევე დაწერილი აქვს ნაშრომები მრავალ ფილოსოფიურ თემაზე, რომელთაგან უმთავრესი მისი დიალოგებია, თუმცა ასევე შემორჩენილია რამდენიმე ეპიგრამა და წერილები. მიჩნეულია, რომ პლატონის დიალოგები თითქმის სრულიად არის შემორჩენილი ორიგინალში. თუმცა, ზოგიერთი დიალოგი, რომელსაც ბერძნები პლატონს მიაწერდნენ ამჟამად მიიჩნევა, რომ უფრო ადრინდელი წარმოშობის უნდა იყოს (მაგ. პირველი ალკიბიადე, კლიტოფონი) ან კიდევ ფალსიფიცირებული (მაგ. დემოდოკუსი, მეორე ალკიბიადე).

პლატონის დიალოგების მთავარი პერსონაჟი სოკრატეა. თუმცა ამ დიალოგთა შემადგენლობის რა ნაწილი ეკუთვნის სოკრატეს ან თავად პლატონს დიდი კამათის საგანია, ვინაიდან სოკრატეს თავად საკუთარი შეხედულებები არ გამოუთქვამს. მიუხედავად ამისა, პლატონი უდავოდ განიცდიდა სოკრატეს გავლენას და მრავალი იდეა მის ადრეულ ნამუშევრებში სოკრატესგან ნასესხები უნდა იყოს.
პლატონი სავარაუდოდ ათენში ან ეგინაში დაიბადა მაისში ან დეკემბერში ძვ.წ. 428 ან 427 წელს საშუალო შეძლების არისტოკრატთა ოჯახში. მამამისს არისტონი ერქვა, დედას კი - პერიქციონა. მისი ოჯახი ძველი ათენელი მეფეების გენეალოგიის ერთ-ერთი განშტოების შთამომავლებად ითვლებოდნენ და ზოგიერთი ისტორიკოსის ცნობით ის განთქმულ პოლიტიკოსს კრიტიასს ენათესავებოდა. ჰელენისტი ისტორიკოსის დიოგენეს მიხედვით, პლატონის დაბადების სახელი არისტოკლე უნდა ყოფილიყო, ხოლო პლატონი მისმა ჭიდაობის მასწავლებელმა არისტონ არგოსელმა დაარქვა ტანადობისა და ფიზიკური სიძლიერის გამო. მეორე ვერსიით პლატონს სახელი მისი ფართო შუბლის, ან მისი ვრცელი შეხედულებების გამო ეწოდა (პლატოს ბერძნულად ფართეს, ვრცელს ნიშნავს).

პლატონი სოკრატეს მოსწავლე ადრეულ სიყმაწვილეში ხდება და, როგორც თავად აღნიშნავს საკუთარ წერილებში, ის დაესწრო საკუთარი მასწავლებლის სასამართლოს, თუმცა არა განსასჯელის აღსრულებას. ქალაქის მიერ სოკრატეს გაწირვამ მასზე მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა და მისი ადრეული ნამუშევრები ძირითადად მის მასწავლებლზე მოგონებებს წარმოადგენს. მიჩნეულია, რომ მისი ეთიკური ნაშრომების უმრავლესობა ისეთ საზოგადეობაში ცხოვრებისკენ მისწრაფებაა, სადაც ამგვარი უსამართლობა შეუძლებელი იქნებოდა. სოკრატეს სიკვდილიდან მომდევნო თორმეტი წლის განმავლობაში პლატონი მოგზაურობს იტალიაში, სიცილიასა და ეგვიპტეში ცოდნის გასაღრმავებლად.

40 წლის ასაკში, ათენში დაბრუნების შემდეგ, პლატონი აკადემოსის ჭალაში, ათენთან, აფუძნებს ერთ-ერთ უძველეს დღემდე ცნობილ ორგანიზებულ სკოლას დასავლურ სამყაროში. აკადემია მიწის შემოსაზღვრული ვრცელი ნაკვეთი იყო, რომელიც ერთ დროს ათენის მოქალაქეს, სახელად აკადემოსს, ეკუთვნოდა, თუმცა ზოგიერთი წყაროს თანახმად ადგილს სახელი უძველესი გმირის პატივსაცემად დაერქვა. ამ აკადემიამ იმოქმედა 529 წლამდე, როცა ის იუსტინიანე I ბიზანტიელმა დახურა, ვინაიდან მისი წარმოდგენით ეს დაწესებულება ქრისტიანობის გავრცელების საშიშროებას წარმოადგენდა. ამ აკადემიაში იმ დროის მრავალი მოაზროვნე სწავლობდა, მათ შორის არისტოტელეც.

პლატონზე დიდი ზეგავლენა იქონია რამდენიმე ადრეულმა ფილოსოფოსმაც, მათ შორის: პითაგორელებმა, რომელთა რიცხვთა ჰარმონიის დებულებები აისახა პლატონის ფორმათა თეორიაში; ანაქსაგორას მიმდევრებმა, რომლებიც თავის მხრივ სოკრატეს ასწავლიდნენ და რომელთაგანაც მომდინარეობს სწავლება ცნობიერების ყოვლისმომცველობაზე; პარმენიდეს მიმდევრებმა, რომელთა მიხედვით ყველა საგანი ერთი მთლიანის ნაწილია, რაც შესაძლოა სულზე პლატონისეული მოძღვრების საფუძველი გახდა.
სოკრატესგან განსხვავებით პლატონი საკუთარ ფილოსოფიურ შეხედულებებს წერილობითი ფორმით ქმნიდა და, შესაბამისად, შთამომავლობას დიდი რაოდენობით ხელნაწერი დაუტოვა. პლატონის წერილებში ასახულია კამათი მმართველობის შესაძლო საუკეთესო ფორმებზე, იხილავს რა არისტოკრატიას, დემოკრატიას, მონარქიას, ოლიგარქიას და ა.შ. ცენტრალური თემა მის ნაშრომებში უკავია კონფლიქტს ბუნებასა და საყოველთაოდ მიღებული შეხედულებებს შორის, მემკვიდრეობაზე, ადამიანური გონებისა და ხასიათის გარემოზე (დიდი ხნით ადრე თანამედროვე "ბუნება აღზრდის პირისპირ" დებატების დაწყებამდე, ტომას ჰობსისა და ჯონ ლოკის დროს), განსხვავება ცოდნასა და ჭეშმარიტ რწმენას შორის. ამ პრობლემათა დეტალურმა განხილვამ შემდგომში ისეთ იდეათა და არგუმენტთა აღმოცენება გამოიწვია, რომლებიც დღემდე თანამედროვეე ფილოსოფოსთა დავის საგანია. მის თანამედროვე მოაზროვნეთაგან განსხავევებით პლატონი ამტკიცებდა, რომ ძირითადი განსხვავება ცოდნასა და ჭეშმარით რწმენას შორის იყო მათი განხილვის საგანთა ბუნება: ცოდნა იყო უკვდავი სინამდვილე, მაშინ როცა ჭეშმარიტი რწმენა იყო ეფემერული, დამოკიდებული სინამდვილე.

პლატონი უმეტესწილად დიალოგების ფორმით წერდა. ადრეულ დიალოგებში რამდენიმე პერსონაჟის დისკუსიაა აღწერილი, სადაც თემის განხილვა ხდება პერსონაჟების მიერ ერთმანეთისთვის დასმული კითხვების სახით. ამ დიალოგების მთავარი მოქმედი პირია სოკრატე. ამით პლატონმა სათქმელის მიტანა მკითხველამდე მოახდინა სადა, ლაღი და მეცნიერული ტერმინოლოგიის დახვავების გარეშე. მათ სოკრატესეულ დიალოგებს უწოდებენ.

დიალოგთა წარმართვის სტილი მნიშვნელოვანწილად შეიცვალა პლატონის ცხოვრების განმავლობაში. დამკვიდრებულია აზრი, რომ პლატონის ადრეული ნამუშევრები სოკრატეს იდეებზეა დამყარებული, მაშინ როცა მისი გვიანდელი შრომები სულ უფრო მეტად ემიჯნება პლატონის ყოფილი მასწავლებლის შეხედულებებს. შუალედურ დიალოგებში სოკრატე ხდება პლატონის საკუთარი ფილოსოფიის მქადაგებელი, ხოლო კითხვა-პასუხის სტილი კი შედარებით ფორმალურ ხასიათს ატარებს: მთავარი ფიგურა განასახიერებს პლატონს, ხოლო მეორეხარისხოვანი პერსონაჟები კი მხოლოდ "ჰო"–ს, "რა თქმა უნდა"–ს ან "ნამდვილად"–ის თქმის ფუნქციას იძენენ. გვიანდელი დიალოგები ტრაქტატის ხასიათისაა, სადაც სოკრატე ხშირად აღარ ფიგურერებს ან ხშირ შემთხვევაში სდუმს. ასევე საყოველთაოდ მიიჩნეულია, რომ ადრეული დიალოგები ეყრდნობა სოკრატეს ნამდვილ დისკუსიებს, ხოლო გვიანდელი დიალოგები მთლიანად პლატონს ეკუთვნის. გაურკვევლობა იმაში, თუ რომელი დიალოგები ეკუთვნის სინამდვილეში სოკრატეს, ცნობილია როგორც "სოკრატეს პრობლემა".

დიალოგის ფარული მიზანსცენა პლატონსა და მკითხველს ფილოსოფიური დისკუსიის დამკვირვებლის როლს ანიჭებს; მკითხველს შემეცნების არა ნაკლებ ორი არჩევანი აქვს: მონაწილეობა მიიღოს დიალოგებში განხილულ საკითხებში, ან უბრალოდ მიჰყვეს მას რათა შეიცნოს ნაშრომში აღწერილ ხასიათთა თვისებები. დიალოგის ფორმატი ასევე საშუალებას აძლევს პლატონს არაპოპულარული მოსაზრებები არასიმპათიურ პერსონაჟთა პირით გამოხატოს, როგორიცაა თრასიმაქუსი "რესპუბლიკა"-ში.

okicha
პითაგორა (ბერძ. Πυθαγόρας) (*~ძვ. წ. 580 - 500) იყო იონიელი (ბერძენი) მათემატიკოსი და ფილოსოფოსი, მისტიური რელიგიური და სამეცნიერო საზოგადოების სახ. ”პითაგორელები” დამფუძნებელი, ყველაზე უკეთ ცნობილია ”პითაგორას თეორემით”, რომელიც მის სახელს ატარებს.

ცნობილს, როგორც ”რიცხვთა მამა”, პითაგორას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ფილოსოფიურსა და რელიგიურ სწავლებაში ძვ.წ. მე-6 საუკუნეში. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა ლეგენდებისა და გაურკვევლობის ბურუსითაა მოცული და ამგვარად რთულია დარწმუნებით მასზე ზუსტი ინფორმაციის მოყვანა. პითაგორასა და მის მოწაფეებს სწამდათ, რომ ყველაფერი დაკავშირებულია მათემატიკასთან და ასევე თვლიდნენ, რომ ყველაფრის წინასწარ განჭვრეტა შესაძლებელია ციკლთა რითმულობის გასაზღვრით.
okicha
ძილი, სიზმარი და ექსტაზი - აი, მიღმიერისკენ მიმავალი სამი კარი, საიდანაც მოდის სულის მეცნიერება და წინასწარმეტყველათა ხელოვნება,
ევოლუცია - სიცოცხლის კანონია
რიცხვი - სამყაროს კანონი
ერთიანობა - ღვთიური კანონი
okicha
შეიცან თავი შენი და შენ შეიცნობ სამყაროს და ღმერთებს.
დელფოს ტაძრის წარწერა
ankikia
"ჩვენი საუკეთესო სათნოებანი ამოზრდილია უბოროტეს მიდრეკილებათა ნიადაგზე."
"ფსიქიკურიდან წინასწარგანზრახულობის გამორიცხვა არ შეიძლება."
"ანატომია ბედია."
”ღმერთის საფუძველი სხვა არაფერია თუ არა განდიდებული მამა.”
”ეგო არ არის მბრძანებელი საკუთარ სახლში.”
”სადაც არის იდი, უნდა მოვიდეს ეგო.”
”აზროვნება არის ექსპერიმენტი მცირე ენერგეტიკული დანახარჯებით, როგორც სარდალი გადაადგილებს პატარა ფიგურებს რუქაზე რათა ჯარმა წინასწარ განსაზღვროს საკუთარი მისია.”
”რელიგია არის ილუზია და იგი დამყარებულია ადამიანის ინსტინქტურ წაქეზებებზე.”
”სექსის ეფექტი არის ჩახშობათა მათემატიკური ჯამის პროპორციული.”
”ზოგჯერ სიგარა უბრალოდ სიგარაა.”
”პარანოიდი ბოლომდე არასდროს ცდება.”
”ერთი რამ, რაც შეიძლება მოკლედ ითქვას მასტურბაციის შესახებ არის ის, რომ იყო დარცხვენილი.”
”ჩვენ ვართ ჩვენი მისწრაფებები.”
”არასდროს ვართ ისეთი დაცული ტანჯვისგან, როგორც მაშირ, როდესაც ვართ სიყვარულში.”
”სიყვარული და შრომა ადამიანურობის ქვაკუთხედია.”
”შეცდომიდან შეცდომამდე შესაძლებელია დიდი ჭეშმარიტების აღმოჩენა.”



ზიგმუნდ ფროიდიsmile.gif

მაკოtongue.gif
okicha
ის, ვინც ქმნის ამ უსასრულო სამყაროებს - სამადია. იგი არს მამა - ბრამა; იგი არს დედა - მაია; იგი არს შვილი - ვიშნუ. არსი სუბსტანცია და ცხოვრება. ყოველი მათგანი შეიცავს ორ დანარჩენს და სამივე ერთს წარმოადგენს გამოუთქმელში.

უპანიშადები
Psycho
okicha
ციტატა
ბენჯამინ ფრანკლინი - 13 სათნოება
1. თავშეკავება - არ ჭამო მოყირჭებამდე, არ დალიო დათრობამდე.
2. დუმილი - ილაპარაკე მხოლოდ ის, რაც სასარგებლო იქნება შენთვის ან სხვისთვის, თავი აარიდე ლაქლაქს.
3. წესრიგი - ყველა ნივთს მიუჩინე თავისი ადგილი, ყოველი საქმისთვის თავისი დრო გქონდეს.
4. გაბედულება - გადაწყვიტე შეასრულო ის, რაც გასაკეთებელია, განუხრელად შეასრულო ის, რაც გადაწყვიტილია.
5. მომჭირნეობა - ფული დახარჯე მხოლოდ იმაზე, რასაც შენთვის ან სხვისთვის სიკეთე მოაქვს, არაფერი არ გაფლანგო.
6. სიბეჯითე - არ დაკარგო დრო ტყუილუბრალოდ, ყოველთვის რაიმე სასარგებლო საქმით იყავი დაკავებული, უარი თქვი ყოველ უსარგებლო მოქმედებაზე.
7. გულწრფელობა - არ იცრუო ბოროტად, გქონდეს წმინდა და სამართლიანი აზრები, საუბრის დროს მისდიე ამ წესს.
8. სამართლიანობა - არავის მიაყენო ზიანი, არ ჩაიდინო უსამართლობა და არ გამოგრჩეს ის კეთილი საქმეები, რომლებიც შენს მოვალეობაში შედის.
9. ზომიერება - მოერიდე უკიდურესობებს, შეძლებისდაგვარად შეეცადე იყო მიმტევებელი.
10. სისუფთავე - არ დაუშვა სხეულის, ჩაცმულობის და ადგილსამყოფელის უსუფთაობა.
11. სიდინჯე - არ აგაღელვოს წვრილმანმა, ჩვეულებრივმა და გარდაუვალმა ამბებმა.
12. უმწიკვლობა - იყავი ზნეობრივად წმინდა
13. თავმდაბლობა - მიბაძე ქრისტეს და სოკრატეს.

ციტატა
ნუ ზოგ საკითხში არ ვეთანხმები მარა კაია მაინც. ბოლო მომწონს ყველაზე მეტად

მაგალითად რომელში? smile.gif
okicha
Julien
მომჭირნეობა - ფული დახარჯე მხოლოდ იმაზე, რასაც შენთვის ან სხვისთვის სიკეთე მოაქვს, არაფერი არ გაფლანგო.

ვეთანხმები პრინციპში მარა ფულის ფლანგვა მაინც ასწორებს biggrin.gif
Psycho
okicha
biggrin.gif მასე არც უნდა დათვრე biggrin.gif
SmoK1e
ციტატა(okicha @ Aug 8 2008, 05:31 PM) *
ბენჯამინ ფრანკლინი - 13 სათნოება
1. თავშეკავება - არ ჭამო მოყირჭებამდე, არ დალიო დათრობამდე.
2. დუმილი - ილაპარაკე მხოლოდ ის, რაც სასარგებლო იქნება შენთვის ან სხვისთვის, თავი აარიდე ლაქლაქს.
3. წესრიგი - ყველა ნივთს მიუჩინე თავისი ადგილი, ყოველი საქმისთვის თავისი დრო გქონდეს.
4. გაბედულება - გადაწყვიტე შეასრულო ის, რაც გასაკეთებელია, განუხრელად შეასრულო ის, რაც გადაწყვიტილია.
5. მომჭირნეობა - ფული დახარჯე მხოლოდ იმაზე, რასაც შენთვის ან სხვისთვის სიკეთე მოაქვს, არაფერი არ გაფლანგო.
6. სიბეჯითე - არ დაკარგო დრო ტყუილუბრალოდ, ყოველთვის რაიმე სასარგებლო საქმით იყავი დაკავებული, უარი თქვი ყოველ უსარგებლო მოქმედებაზე.
7. გულწრფელობა - არ იცრუო ბოროტად, გქონდეს წმინდა და სამართლიანი აზრები, საუბრის დროს მისდიე ამ წესს.
8. სამართლიანობა - არავის მიაყენო ზიანი, არ ჩაიდინო უსამართლობა და არ გამოგრჩეს ის კეთილი საქმეები, რომლებიც შენს მოვალეობაში შედის.
9. ზომიერება - მოერიდე უკიდურესობებს, შეძლებისდაგვარად შეეცადე იყო მიმტევებელი.
10. სისუფთავე - არ დაუშვა სხეულის, ჩაცმულობის და ადგილსამყოფელის უსუფთაობა.
11. სიდინჯე - არ აგაღელვოს წვრილმანმა, ჩვეულებრივმა და გარდაუვალმა ამბებმა.
12. უმწიკვლობა - იყავი ზნეობრივად წმინდა
13. თავმდაბლობა - მიბაძე ქრისტეს და სოკრატეს.

ნუ ზოგ საკითხში არ ვეთანხმები მარა კაია მაინც. ბოლო მომწონს ყველაზე მეტად tongue.gif


ვაიმეეეეეეეეეეეეეეეეეეე...........
აუ ეს 13 სათნოება როგორ მომწონს თქვენ აზრზე არ ხართ.......ბენჯამინ ფრანკლინი საერთოდ გენიალური ადამიანი იყო..........ოკიჩ რაში არ ეთანხმები???მე პირადად არცერთის საწინააღმდეგო არ მაქ არაფერი
Psycho
და ვერც მთლად უმწიკვლო ვერ ვარ biggrin.gif:D
okicha
Julien
biggrin.gif დათრობით მართლა არ უნდა დათვრე biggrin.gif
okicha
SmoK1e
ვეთანხმები smile.gif რო არ ვეთანხმებოდე არ დავდებდი biggrin.gif არადა ეს 13 სათნოება რამდენი ხნის წინ დავდე და თქვენ ეხლა ნახეთ biggrin.gif
okicha
Julien
არა ეს უბრალოდ მახსიმებია smile.gif კიდე ლაროშფულოს მაქსიმები მომწონს პროსტა ვერ ვიპოვე ვერსად.
SmoK1e
ციტატა(okicha @ Aug 12 2008, 11:47 PM) *
Julien
მომჭირნეობა - ფული დახარჯე მხოლოდ იმაზე, რასაც შენთვის ან სხვისთვის სიკეთე მოაქვს, არაფერი არ გაფლანგო.


რო ასწორებს სულ სხვა თემაა, მაგრამ რა არის საჭირო სულ სხვა თემა...დარწმუნებული ვარ თვითონ ფრანკლინს ექნება დარღვეული ეს სათნოებები ბევრჯერ. ეს უბრალოდ წესად დაწერა რა
okicha
SmoK1e
ხოდა თუ მოგწონს ეს 13 სათნოება მე9 პუნქტი გაითვალისწინე wink.gif
SmoK1e
ციტატა(okicha @ Aug 12 2008, 11:49 PM) *
SmoK1e
ვეთანხმები smile.gif რო არ ვეთანხმებოდე არ დავდებდი biggrin.gif არადა ეს 13 სათნოება რამდენი ხნის წინ დავდე და თქვენ ეხლა ნახეთ biggrin.gif

ბიჭო ეს თემა რო არსებობდა ეხლა გამახსენდა biggrin.gif თემებს ვათვალიერებდი და ეს ვნახე არადა ამას მე დავდებდი აუცილებლად შენ რო არ დაგედო
okicha
SmoK1e
ხო მაქსიმებია smile.gif
okicha
SmoK1e
ბევრი კაი რაღაცის დადება შეიძლება პროსტა წიგნებიდან ამოწერა მეზარება და ნეტში იშვიათია რამე ქართულად
SmoK1e
okicha
ციტატა(okicha @ Aug 8 2008, 05:31 PM) *
9. ზომიერება - მოერიდე უკიდურესობებს, შეძლებისდაგვარად შეეცადე იყო მიმტევებელი.


ხაზს გავუსვამ სიტყვას შეძლებისდაგვარად biggrin.gif
okicha
SmoK1e
ციტატა
okicha
ციტატა(okicha @ Aug 8 2008, 05:31 PM) *
9. ზომიერება - მოერიდე უკიდურესობებს, შეძლებისდაგვარად შეეცადე იყო მიმტევებელი.


ხაზს გავუსვამ სიტყვას შეძლებისდაგვარად biggrin.gif

biggrin.gif biggrin.gif
SmoK1e
ციტატა(okicha @ Aug 12 2008, 11:53 PM) *
SmoK1e
ბევრი კაი რაღაცის დადება შეიძლება პროსტა წიგნებიდან ამოწერა მეზარება და ნეტში იშვიათია რამე ქართულად

მე ლიტერატურაშიც და ეგეთ თემებშიც იმას ვწერ მარტო რაც ზეპირად ვიცი, არსაიდან არ ვიწერ. გებელსის მცნებებიც და ასე შემდეგ ყველა ზეპირად დავწერე
SmoK1e
ციტატა(okicha @ Aug 12 2008, 11:55 PM) *
SmoK1e
ციტატა
okicha
ციტატა(okicha @ Aug 8 2008, 05:31 PM) *
9. ზომიერება - მოერიდე უკიდურესობებს, შეძლებისდაგვარად შეეცადე იყო მიმტევებელი.


ხაზს გავუსვამ სიტყვას შეძლებისდაგვარად biggrin.gif

biggrin.gif biggrin.gif

biggrin.gif biggrin.gif ყველაფერს საჩემოდ ვიყენებ (ჩიხლაძის ხასიათია ტიპიური ნუ გიკვირს biggrin.gif )
okicha
SmoK1e
ზეპირად მეც ვიცი მარა შეცდომა რო არ მომივიდეს მაინც ...
SmoK1e
ციტატა(okicha @ Aug 13 2008, 12:06 AM) *
SmoK1e
ზეპირად მეც ვიცი მარა შეცდომა რო არ მომივიდეს მაინც ...

ეგ დაიკიდე კაცო......მე გებელსის 10 წინადადებიდან (ნუ მცნებას ვერ ვუწოდებ პროსტა) 6 მახსოვდა მაგრამ მაინც დავდე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
თუ მოგივა შეგისწორებენ, მე თუ მომივა შენ შემისწორებ და ასე ავაშენებთ ქვეყანას biggrin.gif
SmoK1e
არ ვიცოდი ეს რა თემაში დამეპოსტა და ბოლოს მაინც აქ დავპოსტავ რა...

ნაციონალიზმი არის იდეოლოგია რომელის მიხედვითაც ერი ანუ "ნაცია" არის საზოგადოების ფუნდამენტური ნაწილი და ქვაკუთხედი. ამასთანავე ერის ინტერესი და ერთგულება ყველა ჯგუფისა და ინდივიდუალის ინტერესზე მაღლა უნდა იდგეს. თავდაპირველი ნაციონალისტური (ეროვნული) მოძრაობები ჩამოყალიბდა საფრანგეთში მეფის დასამხობად მოწყობილ 1793 წლის რევოლუციის შემდეგ. მოგვიანებით 19 საუკუნეში ნაციონალისტუმა იდეებმა მოიცვა ევროპის მრავალი ქვეყანა. ამ პერიოდში გერმანიაში ოტო ფონ ბისმარკის ნაციონალური მთავრობა მოვიდა, საფრანგეთში ნაპოლეოონმა გაიმარჯვა, იტალიაში ნაციონალისტების წინ სვლის შემდეგ ქვეყანა გაერთიანდა. XX საუკუნის ორი დამანგრეველი მსოფლიო ომის მიზეზიც ნაციონალისტური იდეები გახდა (თუმცა ბევრად უფრო გადაჭარბებული თავისი დედაღერძისაგან, რომელიც ამ იდეოლოგიას გააჩნია). ამის გამო 1945 წლის შემდეგ ევროპაში ნაციონალიზმმა ერთგვარი, დროებითი კრახი განიცადა. მაგრამ 1998-1991 წლებში სოციალიზმის წინააღმდეგ მომხდარმა მოვლენებმა ძლიერ ხელი შეუწყო ნაციონალიზმის გაძლიერებას. თავდაპირველი ლიბერალური ნაციონალიზმის ან ლიბერალური ეროვნულობის მაგალითი საქართველოში არიან ილია ჭავჭავაძე და თერგდალეულები.

ბოლო დროს აქტირუი ნაციონალისტი გავხდი, აბა ვინ მიერთდება???
vulkani_lava
ციტატა(SmoK1e @ Aug 13 2008, 09:38 PM) *
ბოლო დროს აქტირუი ნაციონალისტი გავხდი, აბა ვინ მიერთდება???



რაღა ბოლოდროს biggrin.gif მე დიდიხანია ნაციონალისტი გავხდი smile.gif
okicha
ძვირფასო მეგობრებო, მეგობრები არ არსებობენ !
დიოგენე ლაერტელი
SmoK1e
okicha
ვერ დავეთანხმები sad.gif
მეგობარი არ ყავს მას, ვისაც ბევრი მეგობარი ყავს - არისტოტელე
okicha
SmoK1e
ეს ერთგვარი პარადოქსია და იმაზე მიუთითებს რომ ამ სამყაროში ადამიანი მაინც მარტოა მოსული(ღვთის წინაშე მარტოა) და პირადი მისიია. თან ანეგდოტის პონტიცააbiggrin.gif
okicha
SmoK1e
ზნელია არისტოტელეს არ დაეთანხმო smile.gif
SmoK1e
okicha
wink.gif
PaNKveLa
ციტატა
დადეთ ფრთიანი გამონათქვამები
უბრალოდ ფრთიანი ფრაზაა wink.gif
თუ არ დაიპყრე ალპები გლდანის მასივში დალპები!!!
okicha
აგნოსტიციზმი (ბერძ. a - უარყოფა, γνώσις - ცოდნა) -- მთელ რიგ მტკიცებათა, როგორიცაა თეოლოგიური განსაზღვრებები ღმერთზე, ღმერთებსა ან ღვთაებებზე, სინამდვილის შეფასების ფილოსოფიური ხედვა, რომლის მიხედვით ეს ცნებები უცნობია, არსებითად შეუცნობადი ან არაკოჰერენტულია და, მაშასადამე, სიცოცხლისთვის ირელევანტური. ტერმინი პირველად გამოიყენა თომას ჰენრი ჰაქსლიმ 1869 წელს და ასევე მიუთითებს მათზე, ვისაც ღვთაებრივი არსებებისა და რელიგიის სხვა მტკიცებათა არ სწამთ ამ მატერიათა არსებობის დამადასტურებელი ფაქტების უქონლობის გამო. ამახვილებს რა ყურადღებას იმაზე, თუ რისი ცოდნაც შესაძლებელია, აგნოსტიციზმი ეპისტემიოლოგიური თვალსაზრისია (ბუნების კანონებსა და ადამიანის ცოდნის ლიმიტებზე დაყრდნობით). ამასთან აგნოსტიციზმი არ არის სპეციფიურად გნოსისის დოქტრინისა და გნოსტიციზმის საპირისპირო პოზიცია, ვინაიდან ესენია რელიგიური კონცეფციები, რომელსაც ზოგადად აგნოსტიციზმთან კავშირი არა აქვს.

აგნოსტიციზმი განსხვავდება მტკიცე ათეიზმისგან (ასევე: პოზიტიური ან დოგმატური ათეიზმი), რომელიც უარჰყოფს ღვთაებათა არსებობას. ათეიზმის უფრო ზოგადი განშტოება - სუსტი ათეიზმი (ასევე: ნეგატიური ან ნეიტრალური ათეიზმი), რომელიც მხოლოდ ღმერთისა ან ღმერთთა არსებობის რწმენის ნაკლებობით შემოიფარგლება, თუმცა ექვივალენტური არაა, მაგრამ აგნოსტიციზმთან თავსებადია. კრიტიკული ათეიზმი აღიარებს, რომ ღმერთი ან ღმერთები მნიშვნელოვანი კონცეფციებია, თუმცა მათ შესახებ დოკუმენტური წყარო არ არსებობს და, მაშასადამე, სანამ ამგვარი წყარო არ მოიძებნება, ურწმუნოება შუალედურ (მისაღებ) პოზიციად რჩება.

აგნოსტიკების მტკიცებით შეუძლებელია აბსოლუტური ან მტკიცე სპირიტული ცოდნის მოპოვება, ან ალტერნატიულად, დასაშვებია, რომ ამგვარი ცოდნა არსებობდეს, მაგრამ ვინაიდან ის მოუწვდომელია, მათი რწმენა დაუშვებელია.
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2019 Invision Power Services, Inc.