დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: დარგობრივი ენციკლოპედია
რა? სად? როდის? ფორუმი > სამეცნიერო განყოფილება > მეცნიერება და წიგნები
ILI-100
მაშ ასე, პირველ რიგში მინდა ეს თემა ნამდვილ ენციკლობედიას დავამსგავსოთ. თემის სათაურიდან გამომდინარე მაქვს სურვილი ვისაუბროთ და შევაგროვოთ საინტერესო ცნობები სიმბოლოებზე, ორდენებზე, გერბებსა თუ დროშებზე. კარგი იქნება დაასურათოთ და თავისთავად განავრცოთ ამათუ იმ სიმბოლიკების ახსნა-განმარტება.

მოდერებს ვთხოვ აღკვეთოს ყველანაირი ოფტოპიკი თემაში, იუზერებმა კი ყველანაირად ვეცადოთ არ წვბილწოთ თემა არაფრისმთქმელი პოსტებით. სხვა მხრივ კი ვისაუბროთ და გაუზიაროთ ერთმანეთს ცოდნა. როგორც ვიცი თავად თორნიკე ჯანგველაძე კარგად ყოფილა ამ საკითხში გარკვეული და იმედია გაგვიზიარებს ცოდნას. ჩვენ ჩვენის მხრივ შევაგროვოთ და გავამდიდროთ თემა საინტერესო მასალებით.

პირველი მე გავიწყებ. შემოგთავაზებთ რამოდენიმე სიმბოლოს თავისი განმარტებებით. თქვენც თქვენებრ შეეცადეთ მსგავსი ხელწერით მოამატოთ ენციკლოპედიას დროსებზე, გერბებზე, სიბოლოებზე და ორდენებზე თქვენთვის ხელმისაწვდომი მასალები.

იმედია საინტერესო ენციკლოპედიას შევქმნით!
smile.gif



ამერიკული პირამიდა (დოლარზე რომ არის) შექმნა უილიამ ბარტონმა, "დიდი სახელმწიფო ბეჭდის" კომისიის ხელმძღვანელმა 1782 წელს.

1. პირამიდას თავიდან ერქვა "13 სტრატას (საფეხურის) პირამიდა", მას აღწერენ როგორც დაუსრულებელ პირამიდას რომელიც გამოხატავს "სიძლიერეს და ხანგრძლივობას".

2. თვალის სიმბოლო ცოტა რთული გასაგებია. ვიცით რომ მისი იდეა ეკუთვნის კომიტეტის ფრანგ კონსულტანტს პიერ დე სიმიტღიეს.
თავდაპირველად თვალი პირამიდაში არ იჯდა, როგორც ეხლა, არამედ ნათებაში იყო. ჩარლზ ტომსონმა იგი სამკუთხედში ჩასვა.

იგი იხსნება როგორც "თვალი ჩასმული სამკუთხედში, გარემოცული სიდიადით რომელიც გამოხატავს განგებას (რუს. "провидение", იგივე უფალი"

3. თვალზე არის ლათინური წარწერა (ესეც ტომპსონის არჩეული) "Annuit Coeptis" იგი აღებულია რომაელი პოეტის ვერგილიუსის ნაწარმოებიდან, თუმცა შეცვლილია მესამე პირში. დევიზი ნიშნავს საბოლოოდ: "განგება (ღმერთი) მხარს უჭერს (благоволит) ჩვენს წამოწყებებს".

4. პირველ სტრატაზე არის ლათინური ციფრების წარწერა "MDCCLXXVI" რომელიც აღნიშნავს დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების წელს 1776 და ახალი ამერიკული ერის დაწყების სიმბოლოდ შეიძლება აღვიქვათ.

5. პირამიდის ქვევით არის ლათინური ფრაზა: " Novus Ordo Seclorum", ესეც აღებულია ვერგილიუსისგან. თუმცა მისი გაგების ორნაირი ინტერპრეტაცია არსებობს:
1. როგორც თავად ამერიკელები თარგმნიან - ახალი ეპოქის წყობა "A New Order of the Ages"
2. როგორც ბევრი ფიქრობს - ახალი მსოფლიო წყობა "New World Order"


--------------------

ქალ მასონთა ორგანიზაციის სიმბოლო:


სიმბოლო უკავშირდება პლანეტა ვენერას - იგივე აღმოსავლეთის ვარსკვლავი.
ვარსკვლავის კუთხეებში მოთავსებული ხუთი სიმბოლო აღნიშნავს 5 ბიბლიურ ქალ-გმირს:

ადატი-რუტი-ესტერი-მარტა-ელეკტა

და 5 შესაბამის ქალურ ღირსებას:

ერთგულება-სულის სიმტკიცე-ლოიალურობა-რწმენა-სიყვარული

ხანდახან სიმბოლოს ამშვენებს წარწერა "F.A.T.A.L." რომელიც იშიფრება როგორც "Fairest Among Thousands, Altogether Lovely."

-------------------

თავისუფალ მასონთა ყველაზე ცნობილ სიმბოლოს, გადაჯვარედინებული ცირკულარი (ფარგალი) და ,,უგოლნიკი" წარმოადგენენ სამყაროს შემოქმედის (ღმერთის) ინსტრუმენტებს და ამავე დროს მიანიშნებენ ადამიანის შესაძლებლობაზე, უნარზე, აღიქვას შექმნის საიდუმლოება.

ამავე დროს როგორც გაზომვადი ინსტრუმენტები ისინი წარმოადგენენ ღვტის კანონს, правосудие - закон божий.
ეს ორი სიმბოლო ერთობლიობაში ქმნის ჰეკსაგრამას, რაც ნიშნავს ცისა და მიწის ერთობლიობას და ახლოს დგას სოლომონისა და სატურნის სიმბოლოებთან.
ILI-100
კიდევ ერთი მასონური სიმბოლოს შესახებ.

ორთავა არწივი, იგივე ბიზანტიური და რუსული არწივი.


ეს სიმბოლო არის 36 (უმაღლესი) შოტლანდიის თავისუფალ მასონთა სიმბოლო.

ორთავიანი არწივი გამოხატავს მისტიურ პროცეს ახალი წევრის ინიციაციისა - იგივე დასრულებულ ალქიმიურ პროცეს.

დაფარულ ალქიმიურ დოქტრინაში, რომელზეც აღმოცენებულია მასონთა უმეტესი სიმბოლო, არწივი არის მორიელის სიმბოლო,
ტრანსფორმაციის ემბლემა - ნელი, მცოცავი არსება (მორიელი) იქცევა არწივად, ჰაეროვან არსებად.

ალქიმიაში არწივი წარმოადგენდა განწმენდილი გოგირდის სიმბოლოს - ანუ იგივე განწმენდილი, განვითარებული სულის სიმბოლო.
არწივის ორი თავი ნიშნავდა მატერიისა და სულის ერთობას.

ხმალი, რომელზეც წამოსკუპებულია არწივი - უმაღლესი არსის დასჟად ინსტრუმენტს, ცეცხლს.
თავზე გვირგვინი - სულიერ მიღწევადობას.

ხშირად მასონურ, ორთავიან არწივს აიგივებენ, შუმერების ცნობილ "ლაგაშის არწივთან."
ხოლო თავისუფალ მასონებთან გაჩნდა მე18 საუკუნის შუახანებიდან, როდესაც ის მიიღო აღმოსავლეთ და დასავლეთ იმპერატორთა საბჭომ.
მაშინ ეს სიმბოლო ასახავდა გაერთიანებას.
ILI-100
საქართველოს დიდი გერბი



მეწამულ ველზე გამოსახულია ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი ვერცხლის მხედარი წმ. გიორგი ოქროს შარავა-ნდედით, რომელსაც ხელთ უპყრია ოქროს ჯვრით დაბოლო-ვებული ვერცხლის შუბი;
ფარს ამშვენებს ქართული, ანუ ივერიული გვირგვინი;
ფარისმტვირთველებით გამოსახულია ოქროს ორი ლომი;
ფარის საფუძველი (საყრდენი) გამოსახავს ვაზის ქართ-ულ სტილიზებულ ორნამენტს, ჩაწნული სადევიზე ბაფთით;
თეთრ-წითელ სადევიზო ბაფთაზე დატანილია დევიზი (ლეგენდა): ძალა ერთობაშია! მხედრული ანბანით.

საქართველოს მცირე გერბი




მცირე გერბი
მეწამულ ველზე გამოსახულია ვერცხლის გველეშაპის განმგმირა-ვი ვერცხლის მხედარი წმ. გიორგი ოქროს შარავანდედით და ხელთ უპყ-რია ოქროს ჯვრით დაბოლოვებული ვერცხლის შუბი.

წმინდა გიორგი

ქრისტიანულ სამყაროში არ მოიძებნება წმინდანი, მოწამე, რომელიც თავისი პოპულა-რობით წმინდა გიორგის შეედრებოდეს. წმინდა გიორგის პოპულარობა უსაზღვროა, იგი პო-პულარულია არა მარტო მართლმადიდებლურ ქრისტიანულ ეკლესიაში, არამედ ქრისტიანული ეკლესიის ყველა მიმართულებაში. უფრო მეტიც, წმინდა გიორგი იხსენიება მაჰმადიანთა წმინ-და წიგნის, ყურანის კომენტარებშიც.
წმინდა გიორგი ქრისტიანულ სამყაროში ითვლება მაცხოვრის ციური მხედრობის წინამ-ძღოლად და მიწიერი რაინდობის მფარველად. წმინდა გიორგი მიჩნეულია ადამიანის მფარვე-ლად და უბედურებისგან მხსნელად, მეტადრე გაჭირვების დროს.
თეთრ ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი, მებრძოლი ბოროტებასთან, სიმართლის და გამარჯვების სიმბოლო, ქართველი კაცის სანუკვარი იდეალების გამოხატულებად იქცა. ქართველი ხალხი ოდითგანვე წმინდა გიორგის მიიჩნევდა თავის მფარველად და შემწედ.
,,ქართლის ცხოვრების" მიხედვით, დიდგორის ბრძოლაში ,,წმინდა მოწამე გიორგი განცხადებულად და ყოველთა სახილველად წინ უძღოდა მას (ქართველთა ლაშქა-რს) და მკლავითა თვისითა მოსვრიდა ზედამოწევნულთა უსჯულოთა მათ წარმა-რთთა.”
ამიტომაც აღარ არის გასაკვირი ხალხში გავრცელებული მტკიცება, რომ საქართველოში წმინდა გიორგის სახელზე წლის დღეების შესაბამისად 365 ტაძარია აშენებული. ქართული მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობას წელიწადში ორჯერ ზეიმობს. ქრისტიანული ეკ-ლესიები, გარდა კატალონიისა გიორგობას აღნიშნავენ წელიწადში ერთხელ.
ივანე ჯავახიშვილი (,,ქართველი ერის ისტორია”, წიგნი 1) აღნიშნავს, რომ ქართველი კა-ცის ცნობიერებაში ღვთაებათა შორის ,,უმთავრესი ადგილი წმინდა გიორგის უკავია”. ქართვე-ლი ხალხი კი, წმინდა გიორგისადმი მიძღვნილ დღესასწაულებს წლის მანძილზე მრავალჯერ აღნიშნავს. აღსანიშნავია სახალხო დღესასწაულები: ხევსურეთში ხახმატის ჯვარი, გუდანის ჯვარი და სანების ჯვარი – ყველა წმინდა გიორგის სალოცავებად ითვლება. ფშავში – ლაშარის ჯვარი, მთიულეთში – ლომისის ჯვარი და სხვა. გერგისობა, გიორგისჯვარობა, უსანეთობა, არ-ბოობა, თეთრი გიორგობა – ქართული სახალხო რელიგიური დღესასწაულებია და ასევე უკავ-შირდება წმინდა გიორგის სახელს.
წმინდა გიორგის ჩვენში ადიდებენ, როგორც წმინდანს, რომელმაც ღვთისაგან მიიღო უფლება, რომ შეასრულოს 365 სასწაული. წმ. გიორგის ცხოვრება და წამება ასახულია ქარ-თულ წერილობით წყაროებში და ზეპირსიტყვიერებში, სადაც ბიზანტიური წყაროებიდან მომ-დინარე მისი სასწაულები შეცვლილია ადგილობრივი სასწაულებით. ქართულად არის გადაკე-თებული დედანის ტოპონიმები, ადამიანთა ქართული სახელები ცვლიან დედნისეულ ონომის-ტიკას, გადმოცემულია ადგილობრივი ყოფა. ხარკი გაუღია წმინდა გიორგის წინაშე ვაჟა ფშავე-ლასაც, რომელსაც გაულექსავს ფშავში გავრცელებული ერთი ლეგენდა (,,ივერია”, 1893 წ. N7).
გრიგოლ ფერაძე აღნიშნავს, რომ 1180 წელს, ჟაკ დე ვიტრი, იერუსალიმის ლათინი პატ-რიარქი წერს: ,,აღმოსავლეთში არის კიდევ ერთი ქრისტიანი ხალხი, დიდი მებრძოლი, ომში მამაცი, ტანად ძალოვანი და ძლევამოსილი. ჰყავს ურიცხვი მეომარი. ამ ხალხს გეორგიან-ებს უწოდებენ, რადგანაც განსაკუთრებული მოწიწებით ეპყრობა და ეთაყვანება წმინ-და გიორგის, ვინც თავის მფარველად და მედროშედ მიაჩნია ურწმუნოთა წინა-აღმდეგ ბრძოლაში და პატივს სცემს ყველა სხვა წმინდანზე მეტად."
რა გასაკვირია, რომ დღესაც სამყაროს დიდი ნაწილი ჩვენ ჟორჟიანებს, ჯორჯიანებს და გეორგიანებს გვიწოდებენ.
იოანე ბატონიშვილის (1768-1830წწ.) ცნობით მეფეთ მეფე დავით აღმაშენებელი მფლო-ბელი ყოფილა წმინდა გიორგის ცხენის ლაგამისა ,,და აღუდვა ლაგამი წმიდის გიორგის ცხენი-სა”.
გერბის ფარში საქართველოს აღსანიშნავად წმინდა გიორგის გამოსახულება პირველად გვხვდება 1672 წლის რუსეთში გამოცემულ ,,ტიტულიარნიკში” და ვახუშტი ბაგრატიონის 1735 წლის ნაშრომში და იგი არაერთხელ ფიგურირებს ქართულ სახელმწიფო გერბებში.
გერბის ფარზე მეწამულ ველზე წმინდა გიორგის გამოსახვა ხაზს უსვამს ამ ფიგურის პრიორიტეტულობას და მის მნიშვნელობას ქართველი ხალხის ცნობიერებაში.
ILI-100
ბორჯღალი, თითქმის არაოფიციალური გერბი .
გავრცელებული შეხედულებით, ბორჯღალი წარმოადგენს თავისი ღერძის, ანუ მკლავების გადაკვეთის წერტილის გარშემო მბრუნავ სვასტიკურ ჯვარს. ანუ სვასტიკა რომ თავისი ღერძის გარშემო დავაბრუნოთ, ბორჯღალს მივიღებთ. ფიქრობენ, რომ ამგვარად შექმნილი ეს მოძრავი (დინამიური) ფიგურა არის სიცოცხლის, ცეცხლის, მზის, მარადიულობის, მარადი განახლების სიმბოლო. ბორჯღალი მიჩნეულია ქართულ ხალხურ სიმბოლოდ, მას ვხვდებით xmelTaSua
zRvis auzSi, mcire aziaSi, iransa da indoeTSi.საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში კიდობნებზე, დარბაზული სახლების დედაბოძებზე და სხვა ნივთებზე. განსაკუთრებით გავრცელებულია სვანეთში, ხევსურეთში. ხევსურულ ყოფაში ხშირი იყო წრეში ჩახატული ბორჯღალები, რომელთაც ადგილობრივ დიალექტზე "ბორჯღლიან მირგვალაი"-ს უწოდებენ. უკანასკნელ ხანს ბორჯღალის სახეცვლილება არის ეროვნული ფულის ნიშნებზე - ლარზე და თეთრზე, როგორც ქართული ეროვნული სიმბოლო. ბორჯღალის გავრცელების არე არ შემოიფარგლება საქართველოთი. ანალოგიური გამოსახულებები გვხვდება ძველი კულტურის ხალხების ხელოვნებაში, როგორც დამოუკიდებლად, ისე ჩუქურთმებში".
რაც XX ს–ის მიწურულს საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ამ
ძველთაძველმა ეროვნულმა სიმბოლომ ახალი სიცოცხლე შეიძინა და არაერთ ემბლემაში წარმოჩნდა –
ქართული ფულის ნიშნები, საქართველოს მოქალაქის პასპორტი და სხვა.
ILI-100
ფერთა ეს კომბინაცია გერმანიის დროშაზე დიდი ხნის ისტორიას ითვლის და მასთან დაკავშირებით მრავალი ვერსია არსებობს. ამ ფერების მნიშვნელობას ერთნი გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიის გერბს უკავშირებენ, მეორენი გლეხთა ომებს. ზოგი მას ნაპოლეონის წინააღმდეგ ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის სიმბოლოდ მიიჩნევს. დანამდვილებით კი მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ პირველად დროშები ასეთი ფერთა გამით შავი-წითელი-ოქროსფერი 1832 წელს აფრიალდა როგორც სიმბოლო მაშინდელი ახალგაზრდა თაობის მისწრაფებისა ერთიანობისა და თავისუფლებისადმი. სამფეროვანი დროშის ამ ფერებს XIX საუკუნეში რევოლუციონერები ტანისამოსზე ატარებდნენ.
გერმანიის დროშის ფერებად შავი-წითელი-ოქროსფერი 1949წ. 23 მაისს კონსტიტუციით დაამტკიცეს, მათი განლაგების პროპორციები კი ოდნავ მოგვიანებით 1950წ 7 ივნისს განისაზღვრა. თუმცა ეს სამფეროვანი დროშა ცალკეულ გერმანულ მიწაზე მანამდეც გამოიყენებოდა, ოფიციალურად კი მხოლოდ 1949წ 7 სექტემბერს გამოცხადდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის
სახელმწიფო დროშად.
ILI-100
აქ წარმოდგენილი გერბი ირანში ისლამური რევოლუციის შემდგომ პერიოდში მიიღეს( 1980წ 9 მაისს) გერბის შექმნა Hamid Nadimi სახელს უკავშირდება, Ayatollah Chomeini კი მას სახელმწიფო გერბის სტატუსი მიანიჭა. გერბზე გამოსახული ხუთი ვერტიკალური ზოლი (ოთხი ნახევარმთვარე და მახვილი) ისლამის მიმდევართა ხუთ ძირითად ვალდებულებას შეესაბამება. მახვილის წვერზე მოცემულია არაბულ დამწერლობაში თანხმოვანთა გაორმაგების აღმნიშვნელი ნიშანი, რომელიც სიმბოლურად ხაზს უსვამს მახვილით გამოხატულ სიძლიერეს. მთლიანობაში კი გერბი როგორც ნიშანი სტილისტურად Allah-ზე მიგვანიშნებს.
რაც შეეხება გერბის ფორმას, ის ერთგვარად ტულპანს ჩამოჰგავს. სპარსული მითოლოგიის თანახმად კი არსებობდა წარმოდგენა, რომ იმ ადგილას, სადაც სამშობლოსთვის თავდადებული მებრძოლი სისხლს დაღვრიდა, ტულპანი მოდიოდა. მითოსის თანამედროვე ინტერპრეტაციით კი ეს სიმბოლო სარწმუნოებისთვის თავდადებულ ( ი.გ ისლამი) მორწმუნეებს უკავშირდება.
ILI-100
ევრო კავშირის დროშა



ევროპის კავშირის დროშა წარმოადგენს ლურჯ ფონზე წრიულად განლაგებული 12 ოქროსფერი ვარსკვლავის ერთობლიობას. ვარსკვლავების რაოდენობას არავითარი კავშირი არა აქვს გაერთიანების წევრთა რიცხვთან. წრიულად განლაგებული ვარსკვლავები სრულყოფილებას და სისრულეს აღნიშნავს, ხოლო რიცხვი 12 ტრადიციულია ევროპული კულტურისა და ცივილიზაციისათვის, კერძოდ:

12 - ზოდიაქოს ნიშანი;
12 - დღის საათი;
12 - წლის თვე;
12 - აპოსტოლი;
12 - ოლიმპიური ღმერთი;
12 - რომაული სამართლის ტაბელები (ნაწილები)

დროშა შექმნა ევროპის საბჭომ 1955 წლის 8 დეკემბერს ირლანდიის წარმომადგენლის მიერ შემოთავაზებული დიზაინის საფუძველზე. ევროპის საბჭოს თავიდან სურდა, რომ დროშა გამოყენებული ყოფილიყო ევროპული ინტეგრაციის მიზნებისათვის, ამიტომ ევროკავშირის წინამორბედმა, ევროპის თანამეგობრობამ, დაამტკიცა იგი 1986 წლის 26 მაისს. მიუხედავად იმისა, რომ დროშა გამიზნული იყო მთელი ევროპისთვის, დღეს იგი არის მხოლოდ ევროპის კავშირის სიმბოლო. მაასტრიხტის შეთანხმების შემდეგ იგი ოფიციალურად იქნა აღიარებულია ევროკავშირის დროშად.

ვალუტის კურსების ცხრილებში ეს დროშა ევროს გრაფიკულ სიმბოლოდაც გამოიყენება
ILI-100
თანამედროვე დასავლურ საზოგადოებაში იგი ასოცირდება ეშმაკთან, დემონთან, სიმბოლო რომელსაც ანტიკური დასაწყისი აქვს.

სიმბოლო სვასტიკის გამოყენება სათავეს იღებს რამოდენიმე ათასი წლის წინ როგორც ნიშანი წარმატების, დაცვის ავი თვალისაგან, ასევე იგი ასოცირდებოდა წელიწადის 4 დროსთან.
თვითონ სიტყვა SWASTIKA ( स्वस्तिक ) სვასტიკა --წარმოგვიდგება სანკრისტული ენიდან (უძველესი ინდური ენა) რაც ნიშნავს ბედნიერად ყოფნას, წარმატებას, კარგ იღბალს. სიტყვა შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: sv-ს მნიშვნელობა: კარგი, კარგად, asti, - ყოფნა, ანუ svasti ნიშნავს კარგად ყოფნას, ხოლო სუფიქსი ka-ს მნიშნვნელობა აძლიერებს სიტყვის წინა ორი შემადგენელი ნაწილის ( su - asti) ძალას და საბოლოოდ სვასტიკა პირდაპირი მნიშვნელობით ითარგმნება ასე: " ის, რაც კავშირშია/ასოცირდება კარგად ყოფნასთან", " კარგი ბედი" ანდა " კეთილი თვისებებით გამორჩეული მოვლენები". პირველად ეს სიტყვა გვხვდება სანკრიტულ კლასიკურ ლიტერატურაში გამოყენებული მწერლების რამაიანასა და მაჰაბრატას მიერ.

სვასტიკა ასევე აღნიშნავს მუდმივ, წრიულ მოძრაობას, ნიშანს ხელახლა დაბადებისა და ასოცირდება რეინკარნაციასთან. ნიშანი გამოყენებული არის 3 სხვადასხვა რელიგიის მიერ: ჰინდუიზმი, ბუდიზმი და ჯაიანიზმი. იგი ასევე ასოცირდება მზესთან. როგორც ხედავთ ეს სიმბოლო ითვლებოდა სრულიად უწყინარ სიმბოლოდ მეოცე სუკუნის დასაწყისამდე.

1800 წლის შუა პერიოდიდან, როდესაც გერმანია გაერთიანდა და მიეცა იმპერიის სახე, ახალგაზრდობაში იგრძნობოდა სისუსტე, ეროვნული სიამაყის ნაკლებობა . სწორედ ამ დროს გერმანელმა ნაციონალისტებმა დაიწყეს სვასტიკის გამოყენება როგორც სიმბოლოსი, სვასტიკისა რომელსაც ჰქონდა არიანული/ინდური წარმომავლობა. ამით გერმანელებს უნდოდათ წარმოედგინათ და წინა პლანზე წამოეწიათ ისტორია გერმანულ/არიანული წარმომავლობისა და შესაბამისად ერის განსაკუთრებული დანიშნულება. მე-20 საუკუნის დასაწყისში სვასტიკა უკვე აქტიურად გამოიყენება გერმანელი ნაციონალისტების მიერ. მას შეხვდებოდით ახალგაზრდული ორგანიზაციის სიმბოლოდ, ანტისემიტური ჟურნალის "ოსტარა"-ს გვერდზე, სხვდასხვა გაერთიანებებისა თუ საზოგადოებების შეკრებებისას.

1920 წელს , ადოლფ ჰიტლერმა გამოთქვა მოსაზრება პარტიისთვის საკუთარი დროშისა და ემბლემის ქონის შესახებ. როგორც ჰიტლერი ამბობდა, ახალი დროშა უნდა ყოფილიყო: "სიმბოლო ჩვენი ბრძოლისა" ისევე როგორც "ძლიერად ეფექტური გამოფენისთვის". (მაინ კამფი, გვ. 495).

1920 წლის 7 აგვისტოს, ზალცგურგის კონგრესზე, დროშა გახდა ოფიციალურ სიმბოლოდ ნაცისტური პარტიისა. პარტიის სრული სახელი კი ასე გამოიყურება: ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტია. ( Nationalsozialistische Deutsche Arbeiterpartei



ჰიტლერი თავის წიგნში "მაინ კამფი" (ჩემი ბრძოლა) ასე აღწერს დროშის დანიშნულებას: " წითელ ფერში ჩვენ ვხედავთ ჩვენი მოძრაობის სოციალურ იდეას, თეთრ ფერში ნაციონალისტურ იდეას, სვასტიკაში ჩვენს ბრძოლის მისიას და აზრს არიანული ადამიანის გამარჯვებისთვის, ამავე დროს გამარჯვებას ჩვენი მოწინავე საქმეებისა, რაც ყოველთვის იყო და იქნება ანტი-სემიტური" (მაინ კამფი, გვ. 496- 497)

გამომდინარე ნაცისტური დროშიდან, სულ მალე სვასტიკა გადაიქცა სიმბოლოდ სიძულვილისა, ანტისემიტიზმისა, ძალადობისა და სიკვდილისა .

სამწუხაროდ, ნაცისტებმა ისეთი "ეფექტურობით" გამოიყენეს ეს სიმბოლო თავის საქმიანობაში რომ, ბევრმა დღესაც კი არ იცის სვასტიკის სხვა დანიშნულება და მნიშვნელობა. შესაძლებელია ორი სრულიად საწინააღმდეგო მნიშვნელობა ჰქონდეს ერთი და იგივე სიმბოლოს? როგორც სჩანს კი!!!!

მალკოლმ ქინზე დაყრდნობით რომელიც ავტორია წიგნისა " სვასტიკა - აღწერილობა სომბოლოსი ", შემიძლია განვაცხადო რომ , თვითონ უდიდესი გერმანელი ჰუმანისტი გოეთეც კი იყო მოხიბლული აღნიშნული სიმბოლოთი. მაგრამ, 1880 გერმანელმა იდეოლოგისტმა მაქს მიულერმა საყოველთაო გაფრთხილება გააკეთა სიმბოლოდ გამოყენების დაუშვებლობის შესახებ ინდოეთის ფარგლებს გარეთ, როგორც მან თქვა სიმბოლო იყო " საჭირბოროტო განტოლება/რებუსი". ამავე დროს მადამ ბლავატკსიმ აღნიშნა რომ სხვა რამოდენიმე სიმბოლო უფრო მეტ ოკულტურ მნიშვნელობას შეიცავდნენ ვიდრე სვასტიკა. ცოტა უფრო მოგვიანებით ჯადოქრობის მიმდევარმა ალიესტერ ქროულმა ღრმად შეტოპა როდესაც განაცხადა " ჰიტლერი ამდენის მიღწევას ვერ შეძლებდა რომ არა ამ სიმბოლოს ძალა".
ზოგიერთ კულტურაში თუ საათის ისრის მიმართულებით გამოსახული SWASTIKA სვასტიკა
გამოხატავდა კარგ იღბალს, ბედნიერებას,

საათის საწინააღმდეგოდ გამოსახული ნიშანი სუასტიკა (sauvastika)
გამოხატავდა უბედურებას, ცუდ ბედს.


დღეს დღეობით დასავლეთში სვასტიკა რჩება სიმბოლო ნონ გრატად (non grata ), აკრძალულ სიმბოლოდ, თუმცა აზიაში საქმე ცოტა სხვაგვარად არის.

არ იფიქროთ რომ, ქვემოთ მოცემული სურათი გადაღებულია რამოდენიმე საუკუნის წინ, არამედ სულ რაღაც სამიოდე წლის უკან, ქალაქ ჰაიდარაბადში, ინდოეთი, პირადად ჩემს მიერ. როდესაც ვსეირნობდი ქალაქის ქუჩებში შემთხვევით წავაწყდი აღნიშნულ ადგილს, სადაც სტაციონარული ინდური ტაძარი იყო გაშლილი. აზიის ზოგიერთ ქვეყანაში დღესაც ხშირად იყენებენ სვასტიკას და მას კეთილი დანიშნულება აქვს როგორც ამ მაგალითიდან ვხედავთ.



თანამედროვე დასავლელ ავტორებს ძალზედ დიდი ეჭვი აქვთ რომ, როდესმე სვასტიკა რეაბილიტირებული იქნება. ჰელერის მტკიცებით, შიშის ძალაუფლებამ რაც ასოცირდება ამ სიმბოლოსთან გადააჭარბა მის საწყის, კეთილ მნიშვნელობას. დღემდე ნაცისტები და ნეო-ნაცისტები ხშირად იყენებენ აღნიშნულ სომბოლოს და შესაბამისად , აგრძელებს ჰელერი , იგი უნდა იქნეს დაწუნებული, უარყოფილი ფართო საზოგადოების მიერ.

სიდ ბაუმელი რომელიც შვილია ჰოლოკოსტის მიერ დაზარელებული მშობლებისა, დასძენს: " კაცობრიობას კიდევ დრო სჭირდება რომ, დაივიწყოს სვასტიკა, მისი გამოყენების ისტორია კაცობრიობის საზიანოდ: განსაკუთრებით ხალხს რომელებიც ჰოლოკოსტმა დააზარალა , უჭირთ აღმოფხვრან შემაძრწუნებელი ფიქრები და შფოთი როდესაც თუნდაც შემთხვევით მოჰკრავენ სვასტიკას თვალს"
ILI-100
საქართველოს ძველი დროშა (საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა)



მისი შექმნისას გამოიყენეს სხვადასხვა დროს საქართველოში არსებული ჰერალდიკური ფერები: შავი (ბაგრატიონთა საგვარეულო), თეთრი (სახელმწიფო) და შვინდისფერი (ამირსპასალარის). ამრიგად, დროშაც ამთლიანებდა ქვეყნის ისტორიას... ოღონდ, მას ერთი თვისებაც გააჩნია: საქართველოს სამფეროვანი დროშა ერთგვარი დრამატიზმის მატარებელია და ამ თვალსაზრისით სრულიად მიესადაგება იმ მძიმე ხვედრს, რაც ჩვენს სახელმწიფოს არგუნა ბედმა XX საუკუნეში ეს დაღვრილი სისხლი და ჭირ-ვარამი რომელიც საქართველომ თავისი წმინდა ქვეყნის დაცვისთვის გადაიტანა გამოისახება შესაბამისად წითელ და შავ ფერებში. ასე რომ შავი თეთრი და წითელი ეს ის ფერებია რომელნიც სიმბოლურად გამოსახავენ ქართველი ერის ისტორიულ ყოფას. ჰო კიდევ ის რომ ძველ ქართულ მითოლოგიაში სამყარო ამ სამ ფერებში იყო წარმოდგენილი ზესკნელი-თეთრი, შუასკნელი-წითელი და ქვესკნელი შავი. ანუ ქართველის ცნობიერება ამ სამ ფერში შლიდა და წარმოიდგენდა სამყაროს აქედანვე ჩანს თუ რა საკრალური და ღრმა დატვირთვის მნიშვნელობის მატარებელია ეს ფერები ქართველთათვის ოდითგანვე.

ILI-100
თეთრთავა არწივი (ფსოვი) - ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ემბლემა



მე-18ე საუკუნის მიწურულს, კერძოდ 1782- ი წლის 20 ივნისს, თეთრთავა არწივი ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ემბლემა გახდა. სიძლიერე და სიმამაცე, სწორედ თეთრთავა არწივის ეს თვისებები გახდა ამ სახეობის არწივის ამერიკის ეროვნულ სიმბოლოდ არჩევის საფუძველი. ამერიკის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პერიოდში საყოველთაოდ სწამდათ, რომ თეთრთავა არწივი მხოლოდ ამერიკის კონტინენტზე ბინადრობდა, რამაც როგორც ჩანს დიდი როლი ითამაშა ამ არჩევანში.

ერთი ასეთი ვერსიაც არსებობს, თითქოს რევოლუციის პირველი ბრძოლისას გარიჟრაჟზე არწივთა მთელი გუნდი გაფრინდა ბრძოლის ველისაკენ, წრე შემოარტყა ამერიკელ მებრძოლებს და მათ გარშემო წრიულად დაიწყო ფრენა. ეს ფაქტი ამერიკელთა მიერ პოზიტიურ ნიშნად იქნა აღქმული.

ამერიკაში არწივი გამოსახულია ვერცხლის დოლარიანზე, 25-თ ცენტიანზე, ოქროს მონეტებზე, ამერიკის შეერთებული შტატების დიდ სახელმწიფო ბეჭედზე და სხვა.

საინტერესოა ამერიკის დიდი სახელმწიფო ბეჭდის შექმნის
ისტორია. ცამეტი კოლონიის დელეგატთა მეორე ყრილობაზე, ოფიციალური ბეჭდის შექმნის საკითხი დადგა. ბენჯამენ ფრანკლინმა, თომას ჯეფერსონმა და ადამსმა, როგორც კომისიის წევრებმა ითავეს ბეჭდის დიზაინის შექმნა, მაგრამ ერთ-ერთი რამ რაც ამ დიზაინიდან კონგრესმა მოიწნა იყო მხოლოდ წარწერა “ე პლურიბუს უნუმ”, რაც ნიშნავს ბევრიდან ერთს, ანუ ერთ სახელმწიფოდ შეკრულ ცამეტ კოლონიას. ეს იყო და ეს, ბოლოს 1782 წელს ერთ-ერთი ფილადელფიელი ორნითოლოგის ძმამ კონგრესს წარუდგინა დიდი ბეჭდის საკუთარი ვარიანტი, რომელზეც როგორც ძალისა და სიმამაცის სიმბოლო არწივი იყო გამოსახული. კონგრესმა მოიწონა ეს ემბლემა და ცოტაოდენი შესწორების შემდეგ 1782 წლის მიწურულს დაამტკიცა იგი. 1787 წელს კი იგი საბოლოოდ დამტკიცდა , როგორც აშშ-ის ოფიციალური სახელმწიფო გერბი. თუმცა, აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არწივს, როგორც გერბს მანამდე ყველა შტატი დამოუკიდებლად იყენებდა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ სიმბოლომ უკანასკნელი 200 წლის განმავლობაში განსაზღვრული ცვლილებები განიცადა, გამოსახულების მთავარი ელემენტები მაინც უცვლელი რჩება. საინტერესოა ერთი ასეთი მომენტი. ბენჯამენ ფრანკლინი აშკარად არ ეთანხმებოდა არწივის სახელმწიფო სიმბოლოდ დამტკიცებას. იგი წერდა:“ნეტავ არ აერჩიათ თეთრთავა არწივი ამერიკის სიმბოლოდ, მისი თვისებების გამო. ის არც თუ ისე მამაცია, როგორც ჩვენ გვგონია. არც საზრდოს მოსაპოვებლად იწუხებს იგი მაინცადამაინც თავს. მაგალითად, ხშირად იგი მდინარის ნაპირზე საათობით ადევნებს თვალყურს იმას, თუ როგორ ნადირობს თევზზე მასზე მცირე ზომის რომელიმე მტაცებელი ფრინველი. შემდეგ იგი თავს ესხმის მას და ართმევს ნადავლს. სიმამაცეს კი რაც შეეხება, შეიძლება ითქვას, რომ ის არამც თუ მამაცი, არამედ მშიშარაც კია. ისეთი მცირე ზომის ჩიტს როგორიცაა მაგალითად ბეღურა, თავისუფლად შეუძლია დააშინოს და განდევნოს იგი. მცდარია ის აზრი, რომ თეთრთავა არწივი უნდა ჩაითვალოს სიმამაცის სიმბოლოდ, სიმბოლოდ ჩვენი ქვეყნისა. ჩემის აზრით უკეთესი იქნებოდა თუკი ამერიკის ეროვნული სიმბოლო ინდაური გახდებოდა, თუნდაც იმიტომ რომ იგი ამერიკის კონტინენტზე უხსოვარი დროიდან ბინადრობს. ინდაურზე კი მოგახსენებთ, რომ ნამდვილად მამაცი თვისების მქონე ფრინველია. დარწმუნებული ვარ იგი ერთი წუთითაც არ შეუშინდებოდა მის ეზოში შევარდნილ კბილებამდე შეიარაღებულ ბრიტანელ ჯარისკაცსაც კი, რომელსაც ამერიკის დამოუკიდებელი კოლონიები ასე თავგანწირვით ებრძოდნენ. “

მიუხედავად ფრანკლინის აშკარა წინააღმდეგობისა, თეთრთავა არწივი მაინც გახდა ამერიკის სიმბოლო. როგორც უკვე ავღნიშნეთ იგი გამოსახულია მონეტებზე, აშშ-ის ოფიციალურ ბეჭდებზე,ბევრ ამერიკულ მარკაზე, ფულზე და აშ. არ ვიცი, დაუდევრობისა თუ სხვა მიზეზის გამო, როგორც ირკვევა ბოლო დროს არამარტო თეთრთავა არწივს, არამედ სხვა სახეობის არწივების გამოსახულებასაც იყენებენ როგორც ამერიკის სიმბოლოს, მაგრამ ეს ალბათ უფრო სპეციალისტთა თვალს ჭრის.

ILI-100
ეროვნული გმირის ორდენი

საქართველოს ეროვნული გმირის წოდება არის საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო წოდება, რომელიც ენიჭება პირს საქართველოსთვის განსაკუთრებული, გამორჩეული გმირული ქმედებისათვის. საქართველოს ეროვნული გმირის წოდების მინიჭებასთან ერთად პირს გადაეცემა ეროვნული გმირის ორდენი.

წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი



წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი ენიჭება პირს საქართველოსთვის მოპოვებულ გამარჯვებებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.


დავით აღმაშენებლის ორდენი




დავით აღმაშენებელის ორდენით ჯილდოვდებიან სამოქალაქო, სამხედრო და სასულიერო პირნი, გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწენი ქართული ერის წინაშე უდიდესი ღვაწლის, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისა და აღორძინების, საზოგადოების კონსოლიდაციის, დემოკრატიის დამკვიდრების საქმეში შეტანილი თვალსაჩინო პირადი წვლილისათვის


ღირსების ორდენი




"ღირსების" ორდენით ჯილდოვდებიან მოქალაქენი დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში - მმართველობის, თავდაცვის, კანონიერების და მართლწესრიგის განმტკიცების, სახალხო მეურნეობის, ჯანმრთელობის დაცვის, მეცნიერების, განათლების, კულტურის, ლიტერატურის, ხელოვნების დარგებში სპორტული მიღწევებისათვის შეტანილი განსაკუთრებული პიროვნული წვლილისათვის, გმირობისა და თავდადებისათვის
ILI-100
ეს საინტერესოა! შემაშფოთებელი ფაქტები თუ უბრალოდ დამთხვევა?

1. სიტყვაში "ნიუ-იორკი" (New-york citi) 11 ასოა.
2. სიტყვაში "ავღანეთი" (Afganistan) 11 ასოა.
3. სახელში_რასმინ იუსები (ტერორისტი, რომელმაც 1993 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი დაგეგმა) 11 ასოა.
4. სახელში ჯორჯ ბუში (George W Bush) 11 ასოა.

შესაძლოა, ეს მხოლოდ დამთხვევად მიიჩნიოთ, მაგრამ თუ კითხვას განაგრძობთ, გაცილებით საინტერესო ფაქტებს გაეცნობით:

1. №11 თვითმფრინავში 92 მგზავრი იჯდა (9+2=11).
2. მეორე თვითმფრინავში რომელიც ასევე ტყუპებს შეეჯახა 65 მგზავრი იყო (6+5=11).
3. ტრაგედია 11 სექტემბერს მოხდა, ანუ 11.09 (1+1+9=11).
4. შეერთებული შტატების სამაშველო სამსახურის ნომერია _911 (9+1+1=11).
5. თვითმფრინავში დაღუპულები ადამიანების რიცხვი 254 გახლავთ (2+5+4=11).
6. 11 სექტემბერი წლის 254-ე დღეა (2+5+4=11).
7. 2004 წლის 3 ნოემბერს მადრიდში აფეთქება მოხდა, ანუ 3.11.2004 (3+1+1+2+0+0+4=11).
8. მადრიდის ტრაგედია ტყუპებზე განხორციელებული ტერაქტებიდან 911-ე დღეს მოხდა (9+1+1=11)

ახლა კი კიდევ ერთი უჩვეულო ფაქტი: როგორც ცნობილია, ვარსკვლავებიან და ზოლებიან დროშასთან ერთად,ამერიკის სიმბოლოდ არწივი მიიჩნევა.
"ყურანში" არის შემდეგი შინაარსის ლექსი: "არაბეთის შვილი გააღვიძებს არწივს. არწივის მრისხანებას ალაჰის ყველა შვილი იგრძნობს. ზოგიერთი ადამიანი მისი შიშით იცახცახებს, სხვები კი გაინაბებიან, რადგან არწივის მრისხანება გაათავისუფლებს ალაჰის მიწას და დაისადგურებს მშვიდობა". ყურანში ამ ლექსის ნომერია_9.11 (9+1+1=11).

თუ ფიქრობთ რომ ეს უბრალოდ დამთხვევაა,
მაშინ ვორდის ფაილში აკრიბეთ Q33NY (ეს არის პირველი თვითმფრინავის ნომერი, რომელიც ტყუპებიდან ერთ-ერთს შეეჯახა), შემდეგ შრიფტის ზომა 48-მდე გაზარდეთ, ხოლო შრიფტი ფონტებიდან დააჭირეთ windings და თქვენ რასაც მიიღებთ გაკვირვებულნი დარჩებით, ანუ გამოისახება თვითმფრინავი მიფრინავს 2 ტყუპი შენობისკენ შემდეგ კი გამოსახულია თავის ქალა და შემდეგ კი მაგენ დავიდი_ექვსკუთხედი, ანუ დავითის ვარსკვლავი, რანაირიც გამოსახულია ისრაელის დროშაზე.

უბრალოდ წიკითხეთ, შეგიძლიათ არ დააკომენტაროთ!
ILI-100
Israel_ისრაელი



ისრაელის დროშა თავდაპირველად შეიმუშავეს სიონისტური მოძრაობისთვის 1891 წელს. ვიზუალურად წააგავს ტალითს – ებრაულ სამლოცველო მოსასხამს. ცენტრში მოთავსებულია მაგენ დავიდი - ექვსკუთხედი, ასევე ცნობილი როგორც დავითის ვარსკვლავი და დავითის ფარი,რომელსაც ზედა და ქვედა მხარეს ორი ლურჯი ზოლი გასდევს. აღნიშნული დროშა 1897 წელს სიონისტური მოძრაობის პირველ კონგრესზე ოფიციალურად მიღებულ იქნა მოძრაობის სიმბოლოდ.
1948 წლის 28 ოქტომბერს ისრაელის დამოუკიდებლობის 5 თვისთავზე დროშას სახელმწიფო სტატუსი მიენიჭა.
ILI-100


აუმ - მარცვალი სანსკრიტულ ენაზე, რომელიც ინდუიზმში, ბუდიზმსა და ჯაინიზმში წმინდად ითვლება. ინდუიზმის ფილოსოფიის მიხედვით მარცვალი აუმ მთელ სამყაროში გამუდმებით ჟღერს, იგია უპიროვნო ბრაჰმანი, ღმერთის ვიბრაციული ფორმა.
ღვთაებებისადმი მიმართული მანტრები (ლოცვები) ყოველთვის ამ მარცვლით იწყება. აუმ-ის გრაფიკული გამოხატულება სვასტიკასთან ერთად ძლიერ გავრცელებულია განსაკუთრებით ინდუისტურ საკულტო ადგილებში. იგი ინდუიზმის ისეთივე სიმბოლოა, როგორც ქრისტიანული ჯვარი და ისლამური ნახევარმთვარე.
ILI-100
სვასტიკა - ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფართოდ გავრცელებული გრაფიკული სიმბოლო; მკლავებომხრილი ჯვრის სახეობა, რომელსაც თითქმის ყველა უძველეს კულტურასა და ცივილიზაციაში საკრალური მნიშვნელობა ქონდა.

არსებობს ოთხმხრიანი, სამხმრიანი (ე.წ. ”ტრიკვესტი”) და მრავალმხრიანი სვასტიკები; ამასთან სვასტიკის ზევმხრები კუთხოვანი ან მომრგვალებულია (მომრგვალებულ მხრებიან სვასტიკას ქართულად ბორჯღალა ჰქვია). ასევე ცნობილია სვასტიკის კომპოზიციის მიხედვით შედგენილი რთული ორნამენტები.



სვასტიკის მნიშვნელობა არაერთგვაროვანია, მაგრამ ძირითადად ის მაინც კოსმიური მოძრაობის, შემოქმედი ძალის, ნაყოფიერების, კეთილდღეობის, აღორძინებისა და მზიური სიბრძნის გამომსახველი ნიშანია.

სვასტიკის ყველაზე ძველი ფრაგმენტები ნაპოვნია შუამდინარეთში (შუმერი) და დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე (მტკვარ-არაქსის კულტურა, საველე, კლდე). ეს აღმოჩენები ძვ. წ. IV ათასწლეულით თარიღდება.
საქართველოში სვასტიკა უძველესი ხანიდან არის ცნობილი. მის ორნამენტებს ადგილობრივი მატერიალური მემკვიდრეობა ჯერ კიდევ ძვ. წ. IV ათასწლეულიდან იცნობს, თანაც ყველაზე საინტერესო არის ის, რომ სვასტიკას აჩუქურთმებდნენ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სამ უძველეს და თავისთავადი მტკვარ-არაქსის, თრიალეთის და კოლხური კულტურის ნიმუშებზე (კერამიკა, ცულები, სამკაულები, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, დედაბოძები), მცხეთაში - სამეფო ბეჭდებზე, რაჭაში (რაჭული ცული ძვ. წ. II ათასწლეული) და ა.შ. სვასტიკა არის ქართულ ასომთავრულ ანბანშიც, რომელიც ”ქანის” ასო-ნიშანია მთელ რიგ ასომთავრულ ძეგლებზე (卐),

აშკარაა, რომ ქართულ რეალობაში სვასტიაკასა და ბორჯღალას იმთავითვე უდიდესი დატვირთვა და საკრალური მნიშვნელობა ჰქონდათ. ეს ორნამენტული კომპოზიცია მიიჩნეოდა მზის მისტერიად, სიცოცხლის უკვდავმყოფადობის, საიდუმლო ცოდნის, ძალაუფლების, შემოქმედი ძალის, კეთილდღეობისა და ნაყოფიერების სიმბოლოდ

შუმერი


შუმერში სვასტიკა სიყვარულისა და ნაყოფიერების ქალღმერთის - ინანას სიმბოლოა, აქ იგი პირდაპირ კავშირშია ნაყოფიერების მისტერიასთან. გარდა ამისა შუმერები გრაფიკულ კალენდარს სვასტიკის ფორმას აძლევდნენ, სადაც ოთხი ქალის სილუეტი წელიწადის ოთხ დროს ნიშნავდა, თითო სილუეტს სამი ნაწნავი აქვს, რაც სეზონში სამი თვის არსებობის ნიშანია.

საბერძნეთი

საბერძნეთში და რომში სვასტიკა არის ნაყოფიერების და ძალაუფლების სოლარული ნიშანი, იშვიათად მამაკაცური საწყისის სიმბოლო, მას ბერძნები სახავდნენ ზევსთან, ჰელიოსთან, ჰერასთან, არტემიდასთან და აფროდიტესთან ერთად. ბერძნულ სვასტიკას ”ტესერა-გამა”-ც ქვია, რადგან მისი თითოეული მოხრილი მკლავი, ბერძნული ანბანის ასოს ”გამა”-ს (ქართული ასომთავრული - sqwqb) წარმოადგენს.

ეგვიპტე
ეგვიპტეში სვასტიკა მზის სიმბოლოა და ამასთანავე ”აღორძინების” კულტთან არის მჭიდროდ დაკავშირებული. მისი ტარება მხოლოდ უმაღლეს ქურუმებს შეეძლოთ, აქ ის ოთხი ელემენტის კავშირს გულისხმობს, აგრეთვე სიმბოლოა დღისა და ღამის გასაყარის (როგორც ორი ერთმანეთზე გადადებული და მოძრავი ძელის კავშირი), რამაც სვასტიკა განახლებისა და აღორძინების ხატებას დაუკავშირა და ამის გამო ოსირისის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა.

ჩინეთი
ჩინეთში სვასტიკა ქალური საწყისის, ინის აღიარებული იდეოგრამაა, სვასტიკის, როგორც სიცოცხლესმოქმედი ძალის, მზის ენერგიისა და თავად შემოქმედის სიმბოლო, ხშირად გამოიყენებოდა ჯაინიზმშიც.

ინდოეთი
განსაკუთრებით ფართო დატვირთვა ჰქონდა სვასტიკას ძველ ინდოეთში, ჯერ კიდევ ჰარაფას კულტურის დროს (ძვ. წ. III-II ათასწლეულები) გვხვდება მისი ნიშნები, რომელიც ვედურ სამყაროში ახალ დატვირთვას იძენს და ბუდიზმის სიმბოლიკის ერთ-ერთ უმთავრეს წმინდა ნიშნად მკვიდრდება. სვასტიკას ინდო-არიელები ხშირად იყენებდნენ საკულტო ტაძრებზე (პაგოდებში), ბუდას ქანდაკებებზე (შუბლზე, გულ-მკერდზე, ან ”მზის წნულთან”), თავად სიტყვა ”სვასტიკაც” ამ კულტურის მატარებელი ხალხის - ინდო-არიელების ენიდან, სანსკრიტიდან, არის დამკვიდრებული. მაგრამ ძველ ინდოეთში არსებობდა კიდევ ”სუბასტიკა”, რომელიც ჩვეულებრივი სავსტიკისგან განსხვავებით, საათის საპირისპირო მიმართულებით ტრიალებს და ”ღამის სიბრძნის”, ”მაგიური ცოდნის” სიმბოლოა, რომელიც ასევე ”სიკეთის ძალებთან” არის დაკავშირებული. ანუ ერთგვარი ”მზიანი ღამეა”. ასეთი შემობრუნებული სვასტიკა, ანუ სუბასტიკა ბუდას ქანდაკებებზეც გვხვდება

ირანი

სვასტიკა (და ბორჯღალაც) ფართოდ გამოიყენებოდა ძველ ირანში, ავესტურ საკულტო ხელოვნებაშიც.
მას ჯერ კიდევ მსოფლიოს მესავე ქალაქი სახელმწიფოს - ელამის ეპოქიდან იცნობენ,
მაგრამ არც ინდო-ევროპული ტომების დამკვიდრების შემდეგ იცვლება საერთო სურათი და
ირანო-არიული მოდგმის რელიგიებშიც (ზოროასტრიზმი, მითრა, მაზდეანობა) ცენტრალური ადგილს იკავებს..

სვასტიკის სიმბოლიკას, როგორც სამეფო მნიშვნელობის რეგალიას , იყენებდა კარლოს დიდიც (742-814),
რომელიც ფრანკთა უზარმაზარი იმპერიის დამაარსებელი იყო. სვასტიკას მის სამეფოში ეთაყვანებოდნენ,
როგორც შემოქმედი ძალის, ერთობის და მხედრული სიმამაცის სიმბოლოს.

სკანდინავია და ძველი გერმანია



სკანდინავიურ და ძველ გერმანულ მითოლოგიაში ის ერთ-ერთი უმთავრესი ღვთაების - თორის სიმბოლოა, რომელიც ელჭექისა და ნაყოფიერების ღვთაებაა, მას ხელთ უპყრია სვასტიკის ფორმის ჩაქუჩი, რომლის მოქნევის შემდეგაც იბადება ცაზე ელჭექი.

ამერიკა



ამერიკაში ინდიელთა ხელოვნებაშიც აქტიურად გამოიყენებოდა იგი. ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე მას მაიებისა და აცკეტების ცივილიზაციებში ვხვდებით, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკაში - ტენესების, ოჰაიოების და ნავაჰოების ცივილიზაციებში.


თამამად შეიძლება ითქვას, რომ სვასტიკა პრეისტორიული ცივილიზაციების შემაკავშირებელი ელემენტია. ცნობილი ატლანტოლოგი ზაიდლერი ვარაუდობდა, რომ სვასტიკა ”ატლანტიდის ცნობილი ცივილიზაციიდან შემორჩენილი ნაშთი” იყო.

ჰიტლერმა ჯერ კივ 1920 წლის აგვისტოს თვეში, ერთ-ერთი დემონსტრაციის დროს გამოიყენა სვასტიკა, როგორც საკუთარი მოძრაობის სიმბოლო (ერთი ვერსიით იგი გიორგი გურჯიევმა უკარნახა ნაციზმის ერთ-ერთ იდეოლოგს კარლ კლაუს ჰოფერს, ჯერ კიდევ ოკულტური და პოლიტიკური გაერთიანების ”ტულეს საზოგადოების” დაარსების დროს (1919 წ.), რის შემდეგაც გერმანელ მშრომელთა ნაციონალურ-სოციალისტურმა პარტიამ მემკვიდრეობით მიიღო იგი). ამ სიმბოლომ იმთავითვე დიდი პოპულარობა მოიპოვა ხალხში, რაზეც ჰიტლერი მოგვიანებით წერდა: ”ეფექტი იმდენად დიდი იყო, რომ ყუმბარის აფეთქებას ჯობდა”. მან სვასტიკა დაუკავშირა ”არიული რასის” სიწმინდეს, მისტერიულ სათავეს და მის გარშემო სიცრუეზე დაფუძნებული ნაცისტური იდეოლოგია ააგო.


ისრაელი



სემიტურ სამყაროში სვასტიკის გამოსახულება საკმაოდ ხშირად გვხვდება. მას აქაც წმინდა და საკრალური დანიშნულება აქვს. შესაძლოა ეს კავშირი სათავეს შუმერიდან იღებდეს, რადგან სემიტური კულტურა შუმერული კულტურის წიაღიდან აღმოცენდა. სვასტიკამ განსაკუთრებული დანიშნულება მოიპოვა ძველ ისრაელში. აქ მზისა და კოსმიური მოძრაობის ამ უნიკალურ ნიშანს ხშირად იყენებდნენ სინაგოგების მოჩუქურთმებისას. ძველი ისრაელის უმთავრეს ტაძარშიც კი - სოლომონის ტაძარში - გვხვდებოდა სვასტიკის მისტიური ორნამენტი.

სვასტიკა ქრისტიანულ სამყაროში


ადრეული ქრისტიანობის დროს რომში სვასტიკის გამოსახულება გვხვდებოდა საფლავის ქვებზე. ცნობილია, აგრეთვე, კიევის წმინდა სოფიის ტაძრის ცნობილი ფრესკა, რომელსაც კომპოზიციურ ფონად გასდევს სვასტიკის ფორმის ჯვრის სიმბოლოები. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში იატაკზე გვხვდება სვასტიკის გამოსახულებიან საკმაოდ საინტერესო კომპოზიციები. ამ ჩუქურთმის გამოყენება არც ქართული ეკლესიისთვის არის უცხო - სვასტიკას ჩვენ ვხდებით სვეტიცხოველში, აგრეთვე მისი გამოსახულება მოიპოვება, ქართული კულტურის უძველეს კერაზე პალესტინაში - ჯვრის მონასტრის კედლებზე.


პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის იატაკი.
ILI-100
† Lord Borgeze †
მადლობ ბორგეზ. მოუთმენლად ველი შეს პოსტებს ამ ტემაში, ოღონდ მართლა ძმა. მაგარი დამაინტერესა ამ თემამ, მინდა ბევრი რამ გავიგო მაგრამ სამწუხაროდ ჯერ მარტო ვწვალობ smile.gif


იანტრა - ინდუისტური სიმბოლო, რიტუალური დიაგრამა. იანტრა მანტრას გრაფიკული გამოხატულებაა და მედიტაციისთვის გამოიყენება.
ინდუიზმის მიმდევრები თავიანთ ეზოებში იანტრებს ხატავენ, როცა ახლო ნათესავების სახლში დაბრუნებას ელოდებიან.
იანტრას ბუდიზმშიც დიდი რიტუალური მნიშვნელობა აქვს.

ILI-100
მალა, ჯაპა (სანსკ. माला mālā ”თაიგული”) - ინდუისტური კრიალოსანი, ტრადიციულად შედგება 108 ბურთულისგან, რომლებიც წმინდა ტულსის ხისგანაა გამოთლილი, უფრო იშვიათად - სხვა მასალებისგან.

მორწმუნენი მალას ყელსაბამივით ან ხელსაბნევივით ატარებენ და მას მედიტაციასა და ლოცვაში გამოიყენებენ: ხელს ჰკიდებენ ერთი მეორის მიყოლებით ბურთულებს და თავიანთი რწმენის შესაბამისი ღვთაების 108 სახელს იხსენებენ.

ILI-100
დანიის გერბის ფარის ყველაზე ძველი გამოსახულება ცნობილია მეფე კანუტ VI-ს ბეჭედიდან, რომელიც თარიღდება 1194 წლით.



გერბი შედგება ოქროსფერი ფარისაგან, რომელზეც გამოსახულია სამი დაგვირგვინებული ლომი, გარშემორტყმული გულებით, რომელთა რაოდენობა შეადგენს ცხრას. ფარს ზემოთ გამოსახული გვირგვინი ცნობილია, როგორც მეფე კრისტიან V-ს (1670 - 1699 წწ.) გვირგვინი. დანიის გერბის თანამედროვე ვერსია მიღებულ იქნა 1819 წელს.
ILI-100
ესტონეთის გერბი მომდინარეობს დანიის გერბიდან. დანია მართავდა ჩრდილოეთ ესტონეთს მე-13 საუკუნეში. დამოუკიდებელი ესტონეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ასამბლეამ ოფიციალურად მიიღო ეს გერბი 1925 წლის 19 ივნისს. 1940 წელს, საბჭოთა კავშირის მიერ ესტონეთის დაპყრობის შემდეგ გერბი აკრძალულ იქნა. ნებისმიერი პირი, რომელიც სარგებლობდა ესტონეთის ეროვნული გერბით ან დროშით იდევნებოდა საბჭოთა ძალოვანი სტრუქტურების მიერ.

1990 წელს ესტონეთის ეროვნული გერბი აღდგენილ იქნა სახელმწიფო გერბად.

ILI-100
ეს სამეფო დინასტიის გერბია



სიმბოლიკა მთლიანად ბიბლიურია და უკავშირდება მაცხოვრის კვართს,ცენტრში,დავით მეფსალმუნის შურდულს და ქნარს, სამართლიანობის სიმბოლოს სასწორს, სამეფო ტიტულატურის სიმბოლოებს: მახვილი, გვირგვინი, კვერთხი და საქართველოს მფარველი წმიდა გიორგის.
che
ამ ლომებს ხომ ვერავინ ამიხსნით? ბარემ smile.gif
Screamo_Kid


The symbol is 2 crossed “S’s” from the original logo of Soulidium. We just thought it looked cool as fu**.. like an alien symbol or something… and bam… just like that we trademarked it, put it up and switched from our old logo to that one. There is something powerful about the right symbol… like Slipknot’s or Him’s… It embodies what we are… what our music is… Since the time we created it, the symbol has become a thing close to us, tattooed on some of our bodies, on everything… it is becoming a cult like thing and you know what.. it feels fu**ing great… fans show up with it at shows.. we see it as graffiti on walls.. the message is spreading.. The symbol was meant to be born.. we didn’t know it when we did it, but there is something more behind it than just a symbol and it is revealing itself to us as time goes on.. since the time we created it, somehow it has given us something to shape ourselves around… cant explain it.. but it was meant to be...
drakulas_bidzashvili
ციტატა(che @ Oct 21 2008, 02:03 AM) *
ამ ლომებს ხომ ვერავინ ამიხსნით? ბარემ smile.gif



ეგ ლომები ზოდიაქოს ნიშანს აღნიშნავს...

უხესად რომ ვთქვათ საქართველო ლომის ნიშნის ქვეს არის დაბადებული... smile.gif
diletanti
ციტატა
უხესად რომ ვთქვათ საქართველო ლომის ნიშნის ქვეს არის დაბადებული...



მ.შ. შენი დაც და თვით მეც biggrin.gif



ისა და ფაშისტების სვასტიკას რამე შინაარსი თუ აქვს?

ადრე მოვისმინე ეგ ოთხი რუსული გ არისო -г და აღნიშნავს გებელსს, გერინგს, გიმლერს და გიტლერსო (ანუ რუსულად)

საინტერესო ვერსიაა smile.gif
Illegal Astronaut
diletanti


ზემო პოსტები გადაათვალიერე კარგად...

ოხ ეს ბაბუები ბაბუები.. რას გვაბოლებდნენ საწყალ ბავშვებს.. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ILI-100
ვა გაცოცხლდა თემა? smile.gif
okicha
ILI-100
ციტატა
ფერთა ეს კომბინაცია გერმანიის დროშაზე დიდი ხნის ისტორიას ითვლის და მასთან დაკავშირებით მრავალი ვერსია არსებობს. ამ ფერების მნიშვნელობას ერთნი გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიის გერბს უკავშირებენ, მეორენი გლეხთა ომებს. ზოგი მას ნაპოლეონის წინააღმდეგ ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის სიმბოლოდ მიიჩნევს. დანამდვილებით კი მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ პირველად დროშები ასეთი ფერთა გამით შავი-წითელი-ოქროსფერი 1832 წელს აფრიალდა როგორც სიმბოლო მაშინდელი ახალგაზრდა თაობის მისწრაფებისა ერთიანობისა და თავისუფლებისადმი. სამფეროვანი დროშის ამ ფერებს XIX საუკუნეში რევოლუციონერები ტანისამოსზე ატარებდნენ. გერმანიის დროშის ფერებად შავი-წითელი-ოქროსფერი 1949წ. 23 მაისს კონსტიტუციით დაამტკიცეს, მათი განლაგების პროპორციები კი ოდნავ მოგვიანებით 1950წ 7 ივნისს განისაზღვრა. თუმცა ეს სამფეროვანი დროშა ცალკეულ გერმანულ მიწაზე მანამდეც გამოიყენებოდა, ოფიციალურად კი მხოლოდ 1949წ 7 სექტემბერს გამოცხადდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო დროშად.

ამ დროშაზე დავდებ კაი ინფოს. და საქართველოს ძველ დროშაზე. ეხლა მეზარება უბრალოდ. ფერმცოდნეობის მიხედვით გაგიშიფრავთ.
nisaba
ILI-100
შესანიშნავი თემაა, მეც ძალიან მაინტერესებს, სულ ვეძებდი ონლაინ სიმბოლოთა ენციკლობდიას და რატომგაც ინგლისურ ენაზე, მერე რუსულად მოვძაბნე და ერთ კარგ გვერდსაც მივაგენი, ახლა ამ გვერდის საშუალებით მეც შევიტან ერთ პატარა წვლილს ამ თემაში:




Скарабей

Бог Хепри в образе скарабея Скарабей - в древнем Египте священное животное, символ солнца. Считалось, что жук-скарабей в солнечные дни лепит шарик из навоза и перекатывает его по песку в свою норку. Египтяне разделяли распространенное поверье, согласно которому навозный жук откладывает свои яйца в шарик из навоза, и видели в жизненном цикле скарабея воплощение вновь и вновь повторяющегося рождения солнца. Древнее божество солнца Хепри изображалось в виде огромного скарабея, катящего солнце по небесам (соотнесение навоза и солнца как залога плодородия). Испокон веков скарабей был олицетворением и символом Хепри (или Хепера), одного из древнейших египетских богов, связанных с сокровенными таинствами Солнца. Если бог Ра символизирует дневное Солнце, а Атум — ночное, сокровенное, то Хепри, божество с головой скарабея, символизирует утреннее, восходящее Солнце. Атум, Ра и Хепри представляют на самом деле три образа, три лица одного и того же вечного божества Солнце. Как и остальные солнечные божества, Хепри выполнял функцию демиурга, Творца мира, человека и Вселенной.
Это имя переводится как «Возникший из себя самого», «Возникший из своего имени». Египтяне считали, что сотворение мира произошло после того, как бог Хепри произнес свое сокровенное имя. Чаще всего в египетской религии встречается двойное божество Атум-Хепри: Атум, «самосотворенный», ночное, сокровенное Солнце Мистерий, проявляет свою силу через Хепри — восходящее Солнце, воскресение и возрождение новой жизни. В «Текстах пирамид» Атума-Хепри называют еще и Амоном — сокровенной душой Солнца, создателем Ра, видимого дневного солнечного диска, творцом и создателем великого бога Осириса.
Скарабей также символизировал испытания человеческой души, отсюда его частые изображения на погребальных сооружениях. Для обеспечения вечной жизни души в захоронения помещались скарабеи; их мумифицировали при принесении в жертву богу Хепри. Скарабеев клали и в повязки мумий,
символично отождествляя их с сердцем умершего. Изображения скарабеев помещались на амулетах и печатях. Хепри - скарабей как великий символ и сильнейший талисман сопровождал египтянина не только на всех этапах его жизни, но и после смерти. Египтяне говорили, что даже тело умершего, разлагающееся после смерти, содержит в себе зародыш новой жизни — бессмертную светящуюся душу, которая после смерти тела, освобождаясь, воскресает в мире ином и продолжает свое путешествие в мире небесном. Скарабей поэтому всегда был символом импульса, который получает душа для небесного полета, для возрождения в мире духовном, после того как в ней начинает умирать и разлагаться все материальное. Он символизировал сокровенную силу Сердца, которую человек должен был пробудить в себе, для того чтобы возродиться, умереть и воскреснуть, победить любую инерцию и вытащить себя из любого болота, преодолеть любые испытания, ожидающие его в жизни и после смерти.
Скарабей, маленький навозный жук, стал в Египте символом ученика и его пути к мудрости. Подобно тому как скарабей упорно и настойчиво превращает бесформенную, вязкую массу навоза в шарик, для того чтобы заложить в него семена жизни, ученик, идущий по Пути Мудрости, должен трансформировать бесформенную и вязкую массу своих недостатков и ограничений в идеальную, совершенную, огненную и прозрачную сферу, отражающую свет Духа. Даже из самой глубокой тьмы, из самого топкого болота можно вырваться, можно воскреснуть, родиться заново, если пробуждается сокровенная сила и мудрость сердца, дающая душе возможность улететь к новым далям, в новую жизнь, в новый этап существования.
Скарабей, имеющий крылья и держащий между своими лапами огненный шар, стал символом нового, молодого, восходящего солнца весны, победившего тьму и воскресшего на свет дня, чтобы принести новый импульс жизни и возобновления. Его два крыла символизируют два глаза — один ночной, видящий в темноте, связанный с Луной, и другой дневной, дающий жизнь всему сущему, связанный с Солнцем. На его спине знаменитый символ тау, в центре которого находится точка, где и встречаются Небо и Земля, шесть направлений пространства, семь основных космических движений. Выполнив свою миссию на земле, скарабей - солнце расправляет крылья и улетает к бесконечным далям, возвращается на небо к тем истокам, которые породили его.








=SYD=
diletanti
ციტატა
ისა და ფაშისტების სვასტიკას რამე შინაარსი თუ აქვს?

სვასტიკა ფაშისტებამდე იყო ..
სვასტიკა, როგორც მე ვიცი, განასახიერებს მბრუნავ ჯვარს .
SOSO
=SYD=
ციტატა
სვასტიკა, როგორც მე ვიცი, განასახიერებს მბრუნავ ჯვარს .

სვასტიკა ჯვრამდე ბევრად ადრე იყოsmile.gif
ILI-100
გველი ბევრ რელიგიებში გვხვდება. ძველ საბერძნეთში გველი ხელმეორედ დაბადების, ახალგაზრდობის, უკვდავების სიმბოლო იყო, ზამთრის ძილი და ტყავის შეცვლა სხეულის რეგენერაციის და ავადმყოფობის დაძლევასთან ასოცირდებოდა, ამიტომაცაა ალბათ დღეს მედიცინაში ეს სიმბოლო გამოყენებული- ჯოხზე დახვეული გველი, ჯოხი სავარაუდოდ იმიტომ არის აღებული, რომ ძველ საბერძნეთში განკურნების ღმერთი ასკლეპიოსი ჯოხზე დაყრდნობილი იყო გამოსახული. ბერძნულ მითოლოგიაში ასევე არის ჰიდრა,წყლის გველი, რომელსაც ჰერაკლე ებრძვის და მითოლოგიის მიხედვით, ახალი თავები ამოსდის- ისევ უკვდავებასთან ასოცირდება. ასევე არსებობდა ძველ რომში ესკულაპის კულტი. რომაელების ერთ-ერთი ყველაზე სათაყვანებელი ღმერთი.
ჰინდუიზმში ადამიანის ქალურ სიფაქიზესთან ასოცირდება, რომელიც თითქოს დახვეული გველივით ცოცხლობს ადამიანში. იოგას ზოგიერთი მდგომარეობა უნდა ეხმარებოდეს მის გახსნას, გაშლას და ადამიანისთვის შინაგანი სიმშვიდის და ჰარმონიის მოპოვებას, ასე ფიქრობდნენ აზიაში.
კადუცეუსი (სურათს მოვიყვან) უძველესია, მას აღმერთებდნენ ბაბილონში ქრისტეს დაბადებამდე მინიმუმ 3000 წლის წინ. ჯოხზე ორი გველი, ერთმანეთთან შებრუნებული თავებით, შეაძლებელია მათი ღმერთის ნინგიშზიდას გამოსახულებაა.
აცკეტებისთვისაც მიეკუთვნება იგი უმნიშვნელოვანეს ღმერთს. მას მიეწერებოდა დედამიჭაზე სიცოცხლის შექმნა და შემდეგ იგი გახდა ძველი მექსიკელების ღმერთი- იგი ხან ადამიანის და ხან გველის სახით იყო წარმოდგენილი, რომელსაც ნიანგის პირი ჰქონდა. ითვლებოდა ფაქტიურად უმაღლეს ღმერთად:ნაყოფიერების, წყლის, ქარის და მრავალი სხვა.
ეგვიპტეში-"ნილოსის გველი" არამარტო კლეოპატრას ტიტული იყო, არამედ ბევრი სხვა დედოფლებისაც.



თუკი გველის სიმბოლიკას განვიხილავთ ქრისტიანობაში უფრო ფართო კუთხით, ვიდრე მხოლოდ ნაციონალური რელიგიური ტრადიციის მიხედვით, მაშინ ვნახავთ, რომ გველი ცალსახად მხოლოდ ბოროტ ძალასთან არ ასოცირდება.
1. მოსეს კვერთხი რომელიც გველად აქცია მოსემ და უდაბნოში ცად აამაღლა. ყველა ვინც ამ გველს უყურებდა სასიკვდილო ნაკბენისაგან იკურნებოდა.
2. ქრისტეს სიტყვები იოანეს სახარებიდან სადაც იგი თავის მომავალ ამაღლებას ადარებს უდაბნოში მოსეს მიერ გველის ცად ამაღლებას.
3. მათეს სახარება 10:16. ქრისტე ამბობს იყავით გონიერნი როგორც გველებიო.
4. ქრისტიანობის გნოსტიკური მიმართულება რომელიც ქრისტეს და გველის სიმბოლიკის ანალოგიას უსვამს ხაზს....
ILI-100
გადმოცემით ძველ ეგვიპტეში ჰექსაგრამას იყენებდნენ გარდაცვლილებთან საკონტაქტოდ. ბიბლიის მიხედვით, გარდაცვლილებთან კონტაქტი დაუშვებელია და ამიტომ ძველ ეგვიპტელებს მიაწერეს, რომ ისინი "ბნელ ძალებთან" და დემონებთან იყვნენ კონტაქტში. ერთი ჰოლანდიელი მეცნიერი იყო ეგვიპტური მაგიით დაკავებული და აღნიშნავს, რომ ჰექსაგრამაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი სიმბოლო ეგვიპტელებისთვის პენტაგრამა იყო.

ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ძველ ინდოეთში.

ცალ-ცალკე აღებული სწორი და ამობრუნებული სამკუთხედი ცეცხლის და წყლის ნიშნებადაა მიჩნეული. მათი გაერთიანებით ერთის მხრივ წონასწორობა და ჰარმონია იქმნება, მეორეს მხრივ ქაოსიც.
სატანის მიმდევრებისთვის კიდევ იმიტომ არის მნიშვნელოვანი სიმბოლო, რომ: ჰექსაგრამას აქვს 6 კუთხე, მის შემადგენელ სამკუთხედებს ერთად აღებულს აქვთ 6 გვერდი და ჰექსაგრამის შიგნით გამოსახულ ჰექსაგონს აქვს ასევე 6 კუთხე... 6-იანებისგან შედგება და 6 სატანისტებისთვის დიდი მნიშვნელობის რიცხვია.

ILI-100
მემგონი ესეც საინტერესო უნდა იყოს unsure.gif

წარმართული რელიგია და საქართველო

ქართული წარმართული პანთეონი 7 ასტრალური ღვთაებისაგან ანუ კერპისაგან შედგებოდა: „მზე, მთვარე და ვარსკვლავნი ხუთნი”.
ქართველები თაყვანს სცემდნენ და აღმერთებდნენ ბუნების ძალებსა და მოვლენებს.

საქართველოში "მამაო ჩვენომდე" არსებობდა ასეთი ლოცვა:

„დიდო დედაო, ცაო მშვენიერო, მომცველო ყოველივესი, შემქმნელო და დამბადებელო უსასრულო სამყაროში, დაუტეველო, უმცირესში ჩატეულო, უწონ-უმანძილოვ, ცარიელა და სავსევ, უჟამო, უძრაო, წყვდიადო ცაო, სივრცეში, დროში ნათლით გამოვლენილო, ერთა და ერთთა ერთობაო, მომეც უფლება უფლებათა, დავრჩე მართალი ჩემ თავ-უფალთან და სამართლიანი სხვათა მიმართ, რათა დავიცვა ცის სიწმინდე და ვიყო თავისუფალი, ვითარცა შენ, ცაო თავნებაო”.

თავიანთი ღმერთები ჰყავდათ ცალკე თემებსა და საგვარეულოებს, მთას, ხევს, ადგილს, ხეებს, სახლს, ფუძეს. მაგ.:კოლხთა უზენაესი ღმერთები იყვნენ გ ე ა (მიწა) და უ რ ა ნ ი (ზეცა). ისინი იყვნენ კოლხთა უპირველესი საფიცარი. ამასთან ერთად, ქართველებს ჰყავდათ საერთო ღმერთებიც,-ტომთაშორისი და სატომო ღვთაებების უფროსი ღმერთები.

ანტიკურ ხანაში ქართულ ასტრალურ პანთეონს სამეული მეთაურობდა. პირველი იყო უფროსად მიჩნეული უ ზ ე ნ ა ე ს ი ანუ მორიგე ღმერთი, მეორე - ქალღმერთი მზე ან მ ზ ე ქ ა ლ ი, მესამე - კ ვ ი რ ი ა.
როგორც ირკვევა, უზენაესი ღმერთი - მთვარე-ღმერთია ანუ იგივე მამა-ღმერთი.
კვირია - ხმელეთის მოურავია, დევთა და ქაჯთა რისხვა. კვირიასადმი თაყვანისცემა ფშავ-ხევსურეთსა და სვანეთშია შემორჩენილი. იგი, უთუოდ, სინათლისა და იმედის ღვთაებაა.

ივ. ჯავახიშვილმა დაადგინა, რომ სათემო ღვთაებების გარდა, ოდესღაც, ქართულ ტომებს ყველასათვის საერთო რწმენაც ჰქონიათ და საერთო-ქართული წარმართობაც არსებულა. მაგ.:კვირიას თაყვანისცემასთან დაკავშირებულ სვანურ წესებს წმინდა ქართული წარმართული რწმენის ანარეკლი შემოუნახავს. თვით სათანადო ფერხულის სიტყვებს მეფერხულე სვანები ქართულად წარმოთქვამენ. ასევე საახალწლოდ წარმოსათქმელ სიტყვებს მეგრელი მეკვლე მეგრულად კი არა, ქართულად ამბობს-ხოლმე.

ივ. ჯავახიშვილი ასკვნიდა, რომ არამც თუ საზოგადოდ ქართული, ყველა ქართველ ტომთათვის, მეგრელთა და სვანთათვის საერთო წარმართობა არსებობდა, არამედ რომ წარმართობას საერთო ტერმინოლოგია და საერთო ენაც ქართული ჰქონდა.

ანტიკური ხანის ქართულ-წარმართულ პანთეონში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება ნავარაუდევი არ არის, თუმცა მუშქების (მესხების) ახალი ტალღის გადმონაცვლებას ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ ზოგიერთი სიახლე უნდა შემოეტანა რწმენის სფეროში. კერძოდ, ქართული წარმართული პანთეონის მეთავე სამეულში ეს სიახლე, უმთავრესად, უზენაესი ღმერთის - მამა-ღმერთის ახალი სახელის - არმაზის ქართლში შემოსვლით გამოიხატა. შესაძლოა, ეს იყო ახალი დინასტიური, ფარნავაზიანთა მიერ შემოღებული კულტი.

თავდაპირველად აზომ „დაუტევა სჯული ალექსანდრეს მოცემული, იწყო კერპთმსახურება”, რაც გამოიხატა ოქროსა და ვერცხლისაგან გამოქანდაკებული კერპების „გაც” და „გაიმის” შემოღებით. შემდგომ ფარნავაზმა, დაამხო რა აზო, „შექმნა კერპი დიდი სახელისა ზედა თვისსა: ესე არს არმაზი, რამეთუ ფარნავაზს სპარსულად „არმაზ” ერქვა”. მას უკვე უზენაესის ფუნქცია უტვირთავს, რადგან „ქართლის ცხოვრებაში” ის „ღმერთად” იხსენიება. იგი მეშვიდე ცაზე იმყოფება, ის არის ყოველი ცოცხალის შემქმნელი და წესრიგის დამამკვიდრებელი, მისი წმინდა ცხოველი ხარია. სხვათა შორის, ხარი იყო მთვარე-ღმერთის სიმბოლოც, ხოლო იდიოგრამა „რქოსანი” (ჴ-ხარ)

ქართველები დიდ პატივს სცემდნენ ა რ მ ა ზ ს , ამ კერპის აღწერილობა ასეთია: „დგა კაცი ერთი სპილენძისა და ტანსა მისსა ეცვა ჯაჭვი ოქროისა და ჩაფხუტი ოქროისა და სამხარნი ესხნეს ფიცხილი და ბივრიტი და ხელსა მისს აქუნდა ხრმალი ლესული; რომელი ბრწყინავდა და იქცეოდა ხელსა შინა. როცა თუ რომელი შეეხებიან, თავი თვისი სიკუდილ განაწირის... და მარჯულ მისა დგა კერპი ოქროისა და სახელი მისი გაცი და მარცხალ მისი - კერპი ვერცხლისაი, და სახელი მისი გა (გაიმი). ამრიგად ჩვენს წინაშეა უმაღლეს ღვთაებათა ტრიადა (არმაზი, გაც და გაიმი), რომლის სათავეშია არმაზი.

უფრო გვიან, როცა ჩვენში ქრისტიანობა დამკვიდრდა, ღვთაება არმაზის სახელი განიდევნა, მაგრამ მთვარის თაყვანისცემა, როგორც უზენაესი მორიგე, ბოროტებასთან მებრძოლი ღმერთისა, მამა-ღმერთისა, ძალიან დიდხანს შეინარჩუნა ქართველმა ხალხმა, ოღონდ უკვე ჯგრაგ-ჯგეთე-გიორგის (წმ.გიორგის) სახითა და სახელით.

ახ.წ-აღ. II-III სს-ში საქართველოში გავრცელებული იყო ბეჭდები-საბეჭდავები, რომელზეც გამოსახულია ა რ მ ა ზ ი ს მებრძოლი მხედრის კანონიზირებული ტიპი. ჩვეულებრივ, „ის ზის ფეხაწეულ ცხენზე, მოკლე წამოსასხამში, თავზე სხივებიანი გვირგვინით. მისგან მარჯვნივ და მარცხნივ მოთავსებულია ნახევარმთვარისა და ვარსკვლავის გამოსახულებანი. ცხენის წინ დგას ცეცხლოვანი ბომონი. იქვეა სიცოცხლის ხე მასზე დახვეული გველეშაპით”.

ანალოგიური გამოსახულებები აღბეჭდილია ციხიაგორის (კავთისხევი) სატაძრო კომპლექსის ძვ.წ.აღ. IV-III სს-ების ხის ბულებზე (საკულტო მსახურებისთვის განკუთვნილი მართკუთხა სადგარი, მასზე დგამდნენ ჭურჭელს), რაც უზენაესი ღვთაების იკონოგრაფიული ტიპის დიდ მდგრადობაზე მიგვითითებს.

ეთნოგრაფიულ ყოფა-ცხოვრებაში ქართველთა შორის დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ მზის ქალღმერთი - ქალ-ბაბარი, (განსაკუთრებით სვანეთში), და ღმერთების დიადი დედა - ნანა, ცხოველმყოფელ ძალთა ღვთაება და მფარველი. მისთვის მიძღვნილი სახოტბო ჰიმნები, შემდგომში, „იავნანად” გარდაიქმნა. იგი დღემდე იმღერება.

მზის სიმბოლო ქართულ მითოლოგიაში - „თვალია”, სიმბოლური რიცხვი - „9”, (ქართველთათვის „9” - საკრალური სიცხვია), მისი იდიოგრამა კი „ ” (ანი). აქედან მოდის „მზის თვალი”, „ცხრათვალა მზე”. სვანეთში გავრცელებული „შენს თვალს ვფიცავ” იგივეა, რაც ქართულად „შენმა მზემ”. სვანურ ენაში მზეს მეტსახელად „ელვაი” ერქვა, მზის საგალობელია „ლილე”.

მცირე აზიიდან მუშქების (მესხების) მოსვლას უნდა უკავშირდებოდეს მეორე ღვთაების ზადენის სახელიც, რომელიც იყო მზის მომფენელი, ნაყოფთა მომცემი, მოსავლის „გამზრდელი”, ჟამთა გამრიგე. მისი კერპის აღმართვას საისტორიო ტრადიცია მიაწერს მირვან მეფის ძეს - ფარნაჯომს, ისევე, როგორც ზადენის ციხის მშენებლობას:„ამან ფარნაჯომ მეფემან უმატა ყოველთა ციხე-ქალაქთა შენება, და ამან აღაშენა ციხენი ზადენი, და შექმნა კერპი, სახელით „ზადენი” და ამართა „ზადენს” (შესაძლოა, ამ ადგილს ეწოდა შემდგომში ზედაზენი?!).

მეფე ფარნაჯომის შესახებ „ქართლის ცხოვრებაში” ნათქვამია, რომ მან მოინდომა წინაპართა სარწმუნოების შეცვლა ირანული რელიგიით, რამაც გამოიწვია აჯანყება [შემდგომში საქართველოს მთიანეთში გავრცელება უჭირდა ქრისტიანობას, მეფე მირიანის ძალისხმევის მიუხედავად, ვინაიდან მთიელები ძალზე მკაცრად იცავდნენ წინაპართა კულტს.].

ოტტო გიუნტერ ფონ ვეზენდოკმა თავის წიგნში „ქართული წარმართობა” (ლაიფციგი, 1924) სამი ფენა გამოჰყო წინაქრისტიანული რელიგიური ცხოვრებისა:წმინდად ადგილობრივი წარმართობა, ირანულად შეფერილი ადგილობრივი კულტები და წმინდად ირანული რელიგია. მანვე პირველად დააყენა ეჭვქვეშ არმაზის სპარსულობა, მიუხედავად იმისა, რომ სახელი „არმაზი” უნდა უკავშირდებოდეს „აჰურა მაზდა-ოჰრმაზდს”. აქ საქმე გვქონდა ფორმით უცხოურ და შინაარსით ადგილობრივ კულტთან. ამაში გასაკვირი არაფერია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ფარნავაზმა სამეფო „სპარსთა წესისამებრ” მოაწყო. აქ უნდა იგულისხმებოდეს იმჟამინდელ მახლობელ აღმოსავლეთში საყოველთაოდ გავრცელებული ბერძნულ-ირანული ფორმა სახელმწიფო მოწყობისა, რაც უნდა შეხებოდა კულტსაც. სწორედ ამ ფორმების მიღების შედეგად იქცა იბერია იმდროინდელი გაგებით სახელმწიფოდ, ხოლო ფარნავაზი ისტორიამ ამ სახელმწიფოს დამაარსებლად შერაცხა.

არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მონაცემებით იბერიაში შემოაღწია აჰურა-მაზდას კულტის რომელიღაც ფორმამ. იმჟამად, როგორც იბერია, ისე კოლხეთი აქემენიანთა იმპერიის პოლიტიკური და კულტურული გავლენის სფეროში მოქცეულიყო, თუმცა ძნელი წარმოსადგენია, ამ რელიგიას დიდი წარმატება ხვდომოდა წილად; მით უფრო, რომ იბერები არ განეკუთვნებოდნენ ინდოევროპულ მოდგმას არც ტომობრივი, არც ენობრივი თვალსაზრისით.

„ქართლის ცხოვრებაში” ნახსენებია ქართველთა პირველსამშობლო „არიან - ქართლი”. ექვ. თაყაიშვილის ვარაუდით, ეს არის მოგონება „ჰარი-ქვეყნისა” (ანუ იმისი, რაც თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურაში ხურიტების სახელითაა ცნობილი), და მაინც, ირანული რელიგიის კვალი საცნაურია.

რას მოგვითხრობს ქართული ისტორიული ქრონიკა ამის შესახებ?

„ქართლის ცხოვრების” ცნობა მიანიშნებს ირანის ექსპანსიაზე კავკასიაში ალექსანდრე დიდის გამოჩენამდე და საერთოდ ჩვენს „ისტორიამდე”: „წარმოემართა ესე ძე შიოშისი, სახელად ქაიხოსრო. ვერ წინ აღუდგეს მას სომეხნი და ქართველნი, რამეთუ დიდ იყო ძალი მისი. მოვლო ყოველი სომხითი და ქართლი, მოტყუენა ყოველივე, იავარყვნა ყოველი ციხენი და ქალაქნი და დაუტევნა ერისთავნი და აღაშენა ადარბადაგანს სახლი სალოცავი სჯულისა მათისა და წარვიდა.”
აქ ლაპარაკია „ადურ-გუშნასპის” ცეცხლტაძრის დაარსების შესახებ ქაიხოსრო სიავუშის ძის მიერ. აქედანვე იღებს სათავეს მიდია-ატროპატენას უძველესი ტრადიციაა, რომლის საკულტო ცენტრი იყო შიზის საკურთხეველი, სადაც ენთო საკრალური ცეცხლი ადურ-გუშნასპი.

ადურ-გუშნასპის ცეცხლტაძრის დაარსება მეტად საინტერესოდაა მოთხრობილი X ს-ის არაბი მწერლის აბუ-დულაფას „რისადლაში”: ქალაქი შიზი დაუარსებია სპარსელთა მეფეს ჰურმუზ იბნ ხოსროვშირ იბნ ბაჰრამს. როდესაც მან გაიგო ბეთლემში კურთხეული ყრმის დაბადების ამბავი, გაგზავნა მოციქული, თან გაატანა ზეთი და საკმეველი, რათა მიერთმია იგი ახალშობილის დედისათვის და კურთხევა გამოეთხოვა თავისი ქვეყნისა და ხალხისათვის. მარიამმა მოციქულს მისცა მიწით სავსე ტომარა და აუწყა, რომ ამ მიწაზე დაარსებული იქნება ქალაქი. ჰურმუზას წარმომადგენელი უკან გაბრუნდა, მაგრამ გზად გარდაიცვალა ისე, რომ მეფემდე ვერ მიაღწია. როდესაც ჰურმუზამ ამის შესახებ შეიტყო, გააგზავნა ხალხი და დაავალა თავისი წარგზავნილის გარდაცვალების ადგილზე ცეცხლტაძრის აშენება. შეკითხვაზე, თუ როგორ გამოიცნობდნენ იმ ადგილს, ჰურმუზამ მიუგო, რომ იგი არ დაიმალებოდა მათგან. მართლაც, ღამით ჰურმუზას წარგზავნილთაგან ერთ-ერთმა იხილა კაშკაშა ნათელი, რომელსაც მარიამისეული მიწა გამოსცემდა. დილით მან ბრძანა, რომ სწორედ ამ ადგილას აეგოთ ტაძარი. ეს გახლდათ ადურ-გუშნასპის ცეცხლტაძარი.

ადურ-გუშნასპის ცეცხლსაკურთხეველი გახლდათ საკულტო ცენტრი მიდიელი მოგვებისა, შემდგომ კი უკვე ზოროასტრიზებული მობადებისა. მისი გავლენა სწვდებოდა კავკასიასაც - იბერიას, სომხეთსა და ალბანეთს.
ადვილი წარმოსადგენია, რომ ადურ-გუშნასპის მეომრული კულტი შერწყმოდა იბერიაში ადგილობრივ ტრადიციას, სადაც თაყვანს სცემდნენ არაერთ მებრძოლ ღვთაებას - თეთრ გიორგის, კოპალეს, იახსარს. საინტერესოა ის გარემოებაც, რომ მთის რელიგიურ ტრადიციაში, რომელიც წარმართობისა და ქრისტიანობის ერთგვარ ნაზავს წარმოადგენს, წმ. გიორგის სალოცავის მსახურებს ეწოდებათ „დასტურები”, რაც ირანში ეწოდება მოგვს, მაზდეანთა მოძღვარს, ინსტრუქტორს.
იბერიაში აქემენიანთა ხანაში გავრცელებული ირანული წარმოშობის კულტი თანდათანობით შეერია ადგილობრივ კულტებს, მაგრამ ისინი არ ასიმილირებულა მთლიანად.

ქარელის მახლობლად, ე.წ. „დედოფლის მინდორზე” არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა სატაძრო კომპლექსი, რომელიც ძვ.წ.აღ. I ს-ით არის დათარიღებული და წარმოადგენს ირანული არდვი სურა ანაჰიტას ტიპის ნაყოფიერების ქალღმერთისადმი მიძღვნილ ტაძარს. ეს არის ტიპიური პართული ცეცხლტაძარი, რომლის შემოზღუდული ეზო განფენილია რამდენიმე ჰექტარზე.
ანაჰიტას კულტმა ირანში განსაკუთრებით წამოიწია წინა პლანზე აქემენიანი არტაქსერქსეს ზეობაში. შემდგომ ის გავრცელდა პონტოსა და კაბადოკიაში. მას ენათესავება დედოფლის მინდვრის ღვთაება და სომხური ანაიტ. დედოფლის მინდვრის სატაძრო კომპლექსს ატყვია ხანძრის კვალი.

წარმართული ქართლის საკულტო ადგილებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა უ ფ ლ ი ს ც ი ხ ი ს სატაძრო კომპლექსი. მისი მართლაცდა უჩვეულო არქაიკა და პირველყოფილება თვით შუასაუკუნეების ქრისტიანთა ყურადღებასაც კი იქცევდა, რომელთაც უფლისციხის ყველაზე გამოსაჩენ ადგილას VI ს-ში დადგეს ქრისტიანული ბაზილიკა. ანტიკურ ეპოქაში უფლისციხე წარმოადგენდა სატაძრო ქალაქს ყველა თავისი ატრიბუტით, მათ შორის საკომუნიკაციო, საფორტიფიკაციო და სამეურნეო სისტემებით.

უ ფ ლ ი ს ც ი ხ ი ს კულტმსახურების მთავარი ღვთაება იყო მ ზ ე, - მ ი თ რ ა, რომლის თაყვანისცემა ირანიდან ბრიტანეთამდე იყო გავრცელებული. მითრაისტული წარმოდგენების მიხედვით, ღვთაება მ ი თ რ ა დაიბადა გამოქვაბულში, რის გამოც ელინისტურ ტრადიციაში მისი ერთ-ერთი ეპითეტია „პეტრაგენოს” ანუ კლდისგან შობილი. უფლისციხის ერთ-ერთ დარბაზში, ე.წ. „წითელ ოთახში” კედელზე გამოკვეთილია ხელის მტევნის რელიეფი, რომელიც მზიური კულტის სიმბოლოა. იგი წარმოადგენს მფარველობის მაგიურ ჟესტს და მიანიშნებს „სოლ ინვიქტუსზე” ანუ "კოსმოკრატორზე" (კოსმოსიდან მმართველი).
„უფლისციხე” - ეს სახელი უნდა მიგვანიშნებდეს მისი უმთავრესი ღვთაების მამრობით ხასიათზე. სატაძრო კომპლექსის „ორსვეტიანი” და „ოთხსვეტიანი” დარბაზებიც სხვა არაფერია, თუ არა ცეცხლტაძრები.

"მ ი თ რ ა ი ზ მ ი დიდ წინააღმდეგობას უწევდა ქრისტიანობას III ს-შიც კი, მაგრამ თვით ქრისტიანული რელიგია ბევრი რამითაა მისგან დავალებული.

მითრა დაიბადა „მზის აღორძინების” დღეს - 25 დეკემბერს. ამ დღეს იშვა
იესო ქრისტეც.

მითრას მსახურნი ერთად მიირთმევდნენ სერობაზე პურსა და ღვინოს, - ქრისტიანული ზიარების პური და ღვინოც სიმბოლოა ღვთისმსახურებისა.

მითრას წმ. ნიშანია „სხივოსანი დისკო”, - რვასხივიანი ჯვარიც ქრისტიანობის სიმბოლოა. არც უბიწოდ ჩასახვის, საიქიო ცხოვრების, ზიარების, მარხვის საიდუმლოა უცხო მითრაიზმისთვის.

ძალზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ მითრა დაიბადა ვიწრო გამოქვაბულში, როგორც იესო - ბეთლემის ქვაბში.

მითრა წამებით გარდაიცვალა და მწარედ დაიტირეს მისმა მოწაფეებმა, როგორც იესო - მოციქულებმა. 40 ღამის განმავლობაში ქურუმები მითრას სულის მოსახსენიებელ ცერემონიალს ასრულებდნენ, მე-40 ღამეს კი ისმოდა შეძახილები:„გიხაროდეთ! თქვენი ღმერთი მკვდრეთით აღდგა! დაე, მისმა ტანჯვამ გიხსნათ თქვენ!” მოგვთა ამ პროცესიას წინ ქურუმთქურუმი მიუძღოდა, საცეცხლურით ხელში. უკან მიჰყვებოდა 365 ჭაბუკი - წლის დღეთა სიმბოლოები. წითელი სამოსი ცეცხლს განასახიერებდა. თეთრი ცხენები მზის ცარიელ ეტლს მიაქროლებდნენ. ასე ადიოდნენ მდ. ორონტის მახლობლად აღმართულ მთაზე და იქ ქურუმი იწყებდა გალობას. ხალხი და მეფე ბანს აძლევდნენ. არსებითად აქ ხდება ყველაფერი ის, რაც შემდეგ უფრო ფართოდ და დახვეწილად განმეორდა და აღორძინდა ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში." (აკაკი გელოვანი, მითოლოგიური ლექსიკონი, თბ., 1983)
che
იხ. დავით ბარბაქაძის "ტრფობა წამებულთა"
lll-111
ეგვიპტური სიმბოლოების შესახებ თუ რამე ინფორმაცია მოგეპოვებათ შეგიძლიათ რომ დადოთ?

ძალიან მაინტერესებს მნიშვნელობები...
maxara174
ძალიან საინტერსოა მეც მოვიძიებ რაგაცას და დაგეხმარებით smile.gif
lilu
მართლაც რომ საინტერესოა.. nerd.gif
N!ncho
გილოცავთ ვალენტინობას




და ამ დღესთან დაკვაშირებით გთავაზობთ გულის სიმბოლოს წარმოშობის ისტორიას.

არსებობს გულის სიმბოლოს წარმოშობის რამოდენიმე ვერსია

ერთ-ერთი ვერსიით ის დაკავშირებულია მცენარე სილიფიუმთან (Silphium)



ჩვ.წ.აღ-მდე VII საუკუნეში, ქალაქ-სახელმწიფო საირინში (Cyrene), ლიბია(ჩრდილოეთ აფრიკა),
იზრდებოდა ძვირფასი მცენარე სილიფიუმი (Silphium).
ამ მცენარით ვაჭრობამ საირინი აფრიკის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ქალაქად აქცია.
სილიფიუმის თესლი თავისი ფორმით გულის ფორმას წააგავდა
და მისგან იმ დროისთვის ყველაზე ეფექტური, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება მზადდებოდა.





qarizma2
აი მესმის თემის სიმბოლური დასასრული!
marine55
ძველი ეგვიპტის დროშაზე კანაფი ეროვნული უბედურების სიმბოლოს წარმოადგენდა,ეს დროშა სად შეიძლება ვნახო?
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2019 Invision Power Services, Inc.