დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: მითოლოგია
რა? სად? როდის? ფორუმი > სამეცნიერო განყოფილება > მეცნიერება და წიგნები
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5
Psycho
საკმაოდ საინტერესო თემაა და გამიკვირდა აქამდე რომ არ გახსნილა..

მაშ ასე..

მითოლოგია (ბერძნ. μυθολογία, μῦθος მითოს — ამბავი, გადმოცემა; λόγος ლოგოს — მოძღვრება) არის მითების შესწავლელი დარგი, ასევე მითების ერთობლიობა. მითოლოგია, როგორც მეცნიერება, შეისწავლის მითების წარმოშობას, შინაარსს, კლასიფიკაციას და გავრცელებას. მითები წარმოადგენენ თქმულებებს ღმერთებზე, გმირებზე, დემონებზე, სულებზე, ბუნების მოვლენებზე, სამყაროსა და ციური სხეულების წარმოშობაზე და ასახავენ ადამიანთა წარმოდგენენ ადრეკლასობრივ საზოგადოებაში.

ყველაზე გავრცელებულია ძველი საბერძნეთის, ეგვიპტის, ინდოეთის მითები. მითოლოგიამ საუკუნეების განმავლობაში ასაზრდოვა ლიტერატურა, ხელოვნება, ფილოსოფია, ენები, ასაზრდოვებს დღესაც. მითი განუყოფელი ნაწილია ყოველი რელიგიისა, მათ აქვთ შეხვედრები, ორივესთვის დამახასიათებელია რწმენა ზებუნებრივი ძალებისა.

© Wiki

ვისაუბროთ, დავდოთ ინფო.. საინტერესო საიტების ლინკები...
Psycho
ხალხო, ამ "იქნებ, იქნებ"-ით შორს ვერ წავალთ, საიდანაც გინდათ იქიდან დაიწყეთ, ოღონდ დაიწყეთ biggrin.gif smile.gif


ქართული? კარგი..

მეგრულ მითოლოგიაში, ალბათ ბევრს გაუგია ოჩოკოჩი, ტყის ღვთაება. გადმოცემით, ოჩოკოჩს მეტყველება არ შეუძლია, მაგრამ მისი ხმა ადამიანებს თავზარს სცემს. ადამიანის მიერ მოკლული ოჩოკოჩი მეორე გასროლის შემდეგ ცოცხლდება. გავრცელებული სიუჟეტების თანახმად ოჩოკოჩი ელტვის ტყის დედოფლის ტყაში-მაფას სიყვარულს.

ოჩოკოჩი და მეთევზე
(მთქმელი ა. კვარაცხელია 70 წლის, სოფ. ნაკიფუ)

ჩემს სახლში ერთხელ მუშაობდა მარტვილის რაიონიდან მოსული კაცი გრიშა ჯგერენაია. მან ასეთი ამბავი მოყვა: თურმე, გრიშას მეზობელი, ღამით, მდინარეზე დაგებულ ფაცერს დარაჯობდა. ცეცხლი ენთო და ღამეს ათევდა, ეშინოდა თევზი არავინ მომპაროსო. მდინარიდან მოესმა საშინელი ხმაური და წყლის დგაფუნი. წყლის შხეფები შორს იფანტებოდნენ, კაცმა ნახა, რომ აუარებელი თევზი დაცვენილა ფაცერზე. დაჭერილი თევზები ცეცხლის პირას დაუყრია. ცოტახანში თურმე ამ კაცთან მოსულა ოჩოკოჩი: კაცის ფორმის, დაბალი ტანის, ჩაფსკვნილი, ტანი ბალნით ჰქონდა დაფარული.

დანარჩენი მოგვიანებით..


smile.gif
okicha
მოკლედ რახან ქართული მითოლოგია ავირციეტ დავიწყებ კოპალათი (პირადადც ხშირად მქონია შეხება ამ სალოცავთან და იმოტომ)

კოპალა წინარექრისტიანყლი ღვთაებაა აღმოსავლეთ საქართველოს მთაში. მისი ძირითადი სამლოცველო გახლდათ ფშავსა(სოფელი უძილაურთა) და ხევსურეთში. კოპალას სამლოცველოები იყო აგრეთვე თუშეთში, მთიულეთში, გუდამაყარსა და ქართლ-კახეთის ჩრდილოეთ ზოლში. მორწმუნეთა წარმოდგენით კოპალა გაღვთიშვლიებული ხორციელია, რომლისტვისაც მორიგე ღმერთს ფშავ-ხევსურეთის არემარეზე ოდესრაც მობინადრე დევ-კერპების განადგურება დაუკისრებია. კოპალას ევალებოდა ავსულებთან ბრძოლაც, საკუთარი საყმოსა და სხვა ხორციელთა დაცვა ბოროტ ძალთაგან. ხალხისავე წარმოდგენით კოპალა თავის ყმებს მფარველობდა გასაჭირში. მათ თან ახლდა ლაშქრობებში და ხელს უმართავდა. კოპალას ჰქონდა მამულები, სათიბები, ზვრები კახეთშI, კურატების ჯოგი, სხვადასხვა დანიშნულების საზოგადოებრივ-საკულტო ნაგებობები, სამეურნეო იარაღები, ფლობდა განძს. კოპალას სახელზე შუა ივლისიდან დღეობები იმართებოდა.
okicha
იახსარი წარმართული ღვთაებაა ფშავ - ხევსურეთში. იახსრის კულტი გავრცელებულია თუშეთში, მთიულეთ-გუდამაყარში, ერწო-თიანეთში. იახსრის ხატი ქისტაურთა მტავარი სალოცავია. მისი საკულტო ცენტრი მდებარეობდა ფშავში (სოფ. შუაფხო). იახსარი ხშირად მოიხსენიება ლექსებასა და თქმულებებში. სასულიერო ტექსტებში. მორწმუნეთა აზრით სხვა ღვტისშვილებისაგან განსხვავებით, იგი ციდანაა მოვლენილი შიბის, ჯვრის ან სვეტის სახით ("სვეტად ჩამოსულია") . იახსარი მიაჩნდათ ავსულებთან მებრძოლ ღვთაებათ, რომელიც მათგან იცავდა საკუთარ საყმოს წევრებსა და მის მავედრებელ უცხო მლოცველებს. იახსარის დროშის მეშვეობით ხევსურები ცდილობდნენ, სულით ავადმყოფისაგან განედევნათ ბოროტი ძალა, გამოეხსნათ არაბუნებვრივი სიკვდილით გარდაცვლილის (ზვავში დაღუპულის, მეხდაკრული, წყალში დამხრჩვალის) სული.
ART TAMUNA
მოკლე ინფო სამყაროს შექმნის შესახებ,,,:

ბერძნული:

თავდაპირველად არსებობდა უსაზღვრო და ბნელი ქაოსი, რომელმაც შვა მთელი სამყარო და ღმერთები... პირველად ქალღმერთი გეა გაჩნდა, რომელმაც შვა ყველაფერი, რაც დედამიწაზე იზრდება და ცხოვრობს...
მიწის ქვეშ ზუსტად იმ სიღმეზე, რა მანძილზეც არის დედამიწიდან ურანოსი (-ზეცა), იშვა ტარტაროსი- მარადიული უკუნი და ბნელეთი... ერებასა (-სიბნელე ) და ნიქტუსგან(-ღამე) იშვა ეთერი(- სინათლე ) და გემერა (- ნათელი დღე)... სინათლე მოეფინა დედამიწას და გაჩნდა დღე და ღამე....
ART TAMUNA
შუმერული

სამყარო "ან-ქი" ასე შეიქმნა: თავდაპირველად იყო მხოლოდ პირველქმნილი ოკეანე. მასში ჩაისახა ცის თაღი და ბრტყელი დედამიწა. ცის თაღი ანმა, ზეცის ღვთაებამ დაისაკუთრა, ხოლო მიწა - ენლილმა, დედამიწის ღმერთმა. მათ შუა წარმოიშვა ატმოსფერო, რომელშიც ცის მნათობი სულები: მზე, მთვარე, პლანეტები და ვარსკვლავები გაჩნდა. ქვესკნელი ერეშქიგალს ერგო.
ART TAMUNA
ინდური

პირველქმნილი უმოძრაო უკუნიდან წყაილ გაჩნდა. მზე, მთვარე და ვარსკვლავები ჯერ კიდევ არ იყო. წყალმა შვა ცეცხლი, ცეცხლის სიმხურვალემ კი - ოქროს კვერცხი. დრო არ არსებობდა და ზუსტად იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ერთი წელიწადი გრძელდება, კვერცხი ზღვაში დაცურავდა, კვერცხი გაიყო ორად და იშვა უზენაესი ღვთაება ბრაჰმა. ბრაჰმამ ცასა და მიწას შორის ჰაერი მოათავსა, მიწა წყლით შემოსაზღვრა და დასაბამი დაუდო დროს...
ART TAMUNA
ჩრდილო-ამერიკული

სამყარო შექმნა ბრძენმა ყორანმა. თავდაპირველად ირგვლივ მხოლოდ უკიდეგანო წყლის სივრცე და აქა-იქ მიმობნეული ქვები იყო. ყორანი ნისკარტით ქვებს ეზიდებოდა და წყალში ყრიდა. ასე გაჩნდა ხმელეთი. ყორანმა იგი ხეებით, ყვავილებითა და ბალახებით დაამშვენა, წყალში თევზებით გაუშვა, მიწაზე ჩეტები და სხვადასხვა ცხოველი დაასახლა, ბოლოს კი თიხისგან პირველი ქალი და კაცი შექმნა.....

ART TAMUNA
საამების თანახმად სამყარო სიკეთისა და ბოროტების ჭიდილში იშვა.. უზენაეს ღვთაებას, კეთილ და გულუხვ იუბმელს, სურდა დედამიწაზე რძის მდინარეებს ედინა, ტბებშიც წყალი კი არა, რძე ყოფილიყო და ყოველნაირ ბალახს გემრიელი კენკრა გამოესხა, მაგრამ ბოროტი პერკელი წინ აღუდგა მის სურვილს. პერკელმა ჯაჭვი გააკეთა და იუბმელი დაატყვევა, მაგრამ კეთილმა ღმერთმა თავი გაითავისუფლა და ახლა პერკელი აღმოჩნდა ტყვეობაში. ბოროტისა და კეთილის ბრძოლა ასე გრძელდდებოდა......
ART TAMUNA
იაპონური

სამყარო ტყუპებმა, იძანაკიმ და იძანამიმ შექმნეს. ისინი დიდხანს ურევდნენ ვარსკვლავისბუნიკიან გრძელ შუბს ტალახის ტბაში. ტალახი თანდათან შესქელდა და გუნდ-გუნდად დაიწყო ცვენა, ამ გუნდებისგან გაჩნდა კუნძულები, დიდი გუნდები კი მატერიკებად იქცნენ. შემდეგ მიწა ბალახმა და სხვა მცენარეებმა დაფარა......
---
პირველი ღმერთი, რომელიც გამახსენდა, უფრო სწორად, ქალღმერთი ბერძნული მითოლოგიიდან, ესაა-ნეფელე.
ორქომენს მართავდა მეფე ათამანტი, ქართა ღმერთის ეოლოსის ძე.
ეოლოსსს ათამატი უყვარდა და მისთვის არაფერს იშურებდა, ისიც იცოდა, რომ ბეოტიელ გუთნისდედებს ყველაზე მეტად გვალვები აშინებდათ და ყველაზე მეტად წვიმა ახარებდათ.
ამიტომ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ათამანტი სულ ახალგაზრდა იყო, ეოლოსმა ორქომენში საკუტარი ფრთებით მოიყვანა ოქროსფერდალალებიანი ნაზი ასული-ღრუბლების ქალღმერთი ნეფელე.
ათამანტს შეუყვარდა ნეფელე და ცოლად მოიყვანა.
ნეფელე სასახლის სახურავზე გადმოდგებოდა და ხელაპყრობილი წარმოთქვამდა იდუმალ ლოცვებს, ხანახ მღეროდა გრძნეულ ჰიმნებს, უხმობდა დებს-ღრუბლებს, და მაშინვე სხაპუნა წვიმა იწყებდა მოსვლას.
ღამიღამობით ეოლოსი უჩინრად შეფრინდებოდა ათამანტის სასახლეში და ათამანტს ჩასჩურჩულებდა- მუდამ გიყვარდეს ნეფელე ღრუბელი!
მაგრამ ერტხელაც ათამანტი ეწვია ტებეს მეფე კადმოსს და მოიხიბლა მხიარული ასული ინოთი. მერე შეუყვარდა კიდეც და ათამანტი გაშორდა ნეფელეს.
ნეფელე წავიდა ოლიმპოს მთაზე. ბეოტიის მიწაზე კი აღარ წვიმდა...
Mathias_Sammer
okicha
ციტატა
იახსარი წარმართული ღვთაებაა ფშავ - ხევსურეთში. იახსრის კულტი გავრცელებულია თუშეთში, მთიულეთ-გუდამაყარში, ერწო-თიანეთში. იახსრის ხატი ქისტაურთა მტავარი სალოცავია. მისი საკულტო ცენტრი მდებარეობდა ფშავში (სოფ. შუაფხო). იახსარი ხშირად მოიხსენიება ლექსებასა და თქმულებებში. სასულიერო ტექსტებში. მორწმუნეთა აზრით სხვა ღვტისშვილებისაგან განსხვავებით, იგი ციდანაა მოვლენილი შიბის, ჯვრის ან სვეტის სახით ("სვეტად ჩამოსულია") . იახსარი მიაჩნდათ ავსულებთან მებრძოლ ღვთაებათ, რომელიც მათგან იცავდა საკუთარ საყმოს წევრებსა და მის მავედრებელ უცხო მლოცველებს. იახსარის დროშის მეშვეობით ხევსურები ცდილობდნენ, სულით ავადმყოფისაგან განედევნათ ბოროტი ძალა, გამოეხსნათ არაბუნებვრივი სიკვდილით გარდაცვლილის (ზვავში დაღუპულის, მეხდაკრული, წყალში დამხრჩვალის) სული.

იახსარისა და აბუდელაურის, შესახებ თუ იცით რამე ისიც დადეთ რა, მე ერთი ვიცი რომ იყო ეგეთი დევი აბუდელაური, იახსარმა მოკლა მგონი, და ხევსაურეთში ახლაც არის აბუდელაურის ტბები და მგონი მაგ ტბებში ცხოვრობდა ეგ დევი
Illegal Astronaut
Бог Один
Северная мифология

Вотан
Константин Васильев Один, Водан, Вотан ("всеотец", "воитель"), верховный бог скандинавской мифологии, сын Бора и Бестлы, внук Бури. Его культ был особенно популярен у викингов, в связи с чем период его расцвета приходится на VIII и IX вв. Мореходы и пираты Севера поклонялись 6oгy, любящему битвы, и верили, что в Вальхалле, принадлежащем Одину крытом серебром жилище, этот одноглазый бог собирает рать эйнхериев, "доблестно павших" воинов.
Похоже, что именно тогда Один потеснил Тюра, первоначально бога неба германо-скандинавской мифологии. Тюр остался "богом битвы", а Один взял под свое покровительство воинскую элиту. Лишь он мог во время сражения приводить дружинников в состояние неистовой ярости, когда они лишались чувства страха и ощущения боли. Имя Одина означает шаманский экстаз, одержимость, близкую боевому ражу ирландского героя Кухулина.
То, что именно Один занял место верховного бога, показывает, какую важную роль в жизни северян играла война.а.
Один и цверг Миме
Артур Ракхэм
Следует, однако, отметить, что сам бог не был подвержен воинственному экстазу; он был, скорее всего, сеятелем военных раздоров. Помимо власти над дружинами смертных и "доблестно павших", Один считался богом магии и мудрости. Как старейший из богов, он был почитаем ими как отец. Его можно обвинить в коварстве и кровожадности, но нельзя забывать, например, об его образованности. Внутренняя борьба добра и зла у Одина сродни природе индуистского бога Шивы, великого разрушителя-созидателя индийской мифологии. Одина часто изображали одноглазым седобородым старцем в синем плаще, чье лицо скрыто капюшоном или широкополой шляпой. Глаз бог отдал Мимиру, хозяину источника великой мудрости, за один лишь глоток из него. Оставшийся глаз символизировал солнце, а потерянное око, символ луны, плавало в источнике Мимира. Чтобы узнать тайну мертвых и обрести дар ясновидения, Один, пронзенный собственным копьем, девять дней висел на мировом древе Иггдрасиль. Затем, утолив жажду священным медом, он получил от великана Бёльторна, своего деда по материнской линии, магические руны — носители мудрости. У Одина была жена Фригг, проживавшая в Асгарде. Она по праву сидела рядом с супругом на престоле Хлидскьяльве, откуда божественная чета могла обозревать все девять миров, наблюдая за событиями настоящего и будущего.
Один знал все, что происходит в девяти мирах, и в этом ему помогали дна брата-ворона, Хугин ("мысль") и Мунин ("память"). Облетев миры, птицы возвращались и, сидя на плечах Одина, нашептывали обо всем, что им удавалось узнать.
Один стоял во главе валькирий, исполнительниц его воли на полях сражений. Однажды Брунхильд, помогая Сигмунду, отказалась повиноваться Одину. В наказание Брунхильд должна была пребывать на вершине холма, пока ее не полюбит смертный. Позже бог смягчил кару, окружив Брунхильд огненным кольцом, пройти которое мог храбрейший из героев. Сыновьями Одина считались среди прочих Тор, Бальдр, Хед и Вали. Бог Один
Эдуард Берн-Джонс
1870
Один и Брунхильд
Фердинанд Лееке, 1890 С приближением Рагнарёк мудрый и ясновидящий Один становился все более озабоченным. Если в скандинавской мифологии вселенная очищается кровью инеистого великана Имира, поскольку божественные братья, Один, Вили и Ве, убив великана, создают из его тела мир, то финалом существования мира должна стать битва богов и чудовищ, и как итог — всеобщая гибель. Предвестием Рагнарёк стала смерть Бальдра. Один был бессилен предотвратить катастрофу. Единственным утешением ему служило знание, что возродившийся Бальдр займет его место в новом мире, на новой земле, которая поднимется из морской пучины. Рост численности собранной в Вальхалле дружины служил залогом успешной подготовки к Рагнарёк, поскольку эйнхерии должны были участвовать в этой последней битве в долине Вигрид. где погибнут и все люди. Самого Одина должен проглотить чудовищный волк Фенрир, мерзкий отпрыск бога огня Локи и великанши Ангрбоды.

Illegal Astronaut



Боги Асы
Северная мифология

Сошествие северных богов в Мидгард
Уильям Коллингвуд, 1890





Асы, в скандинавской мифологии основная группа богов во главе с Одином, отцом большинства асов, которые любили, сражались и умирали, поскольку, подобно людям, не обладали бессмертием. Эти боги противопоставляются ванам (богам плодородия), великанам (етунам), карликам (цвергам), а также женским божествам — дисам, норнам и валькириям. Они жили в небесной крепости Асгард, которая соединялась с землей людей, Мидгардом, радужным мостом Биврёст.
Асам — богам-воинам поклонялись герои и короли. Предводителем героических асов был Один, на картине Уияльяма Коллингвуда он изображен в рогатом шлеме идущий за юными и прекрасными богами и богинями, воплощающими силу и красоту.
Асами, кроме Одина были двадцать семь богов-воинов и двадцать две богини.
В мифах наиболее известны Бальдр, Борр, Браги, Бури, Видар, Вали, Ве, Вили, Дагр, Деллин, Локи, Магни, Ньёрд, Тор, Тюр, Форсети, Фрейр, Хед, Хеймдалль, а также богини Эйр, Идунн, Нанна, Нотт, Сага, Сив, Сигинн, Соль, Фригг, Фрейя.
Собственно, в скандинавской мифологии две группы богов - асы и ваны.
Асы - жители небесного города Асгарда. В древности асы воевали с ванами, но затем решили заключить мир и обменялись богами. Асы отправили к ванам Хенира и Мимира, а ваны послали в Асгард Ньёрда, Фрейю, Фрейра и мудрого Квасира.
Illegal Astronaut
Боги Ваны
Северная мифология

Богиня Фрейя
Константин Васильев


Ньёрд
Бог моря Ваны, в скандинавской мифологии небольшая группа богов плодородия. Жили они в Ванахейме, далеко от Асгарда, обители богов-асов. Ваны обладали даром предвидения, пророчества, а также владели искусством колдовства. Кроме этого, им приписывались кровосмесительные связи между родными братьями и сестрами. К ванам относили Ньерда и его потомство - Фрейра и Фрейю.
В древних легендах рассказывалось о войне, которая положила конец золотому веку. Поводом к первой войне послужил поступок злой колдуньи Хейды, пришедшей в поселение асов, которые забили колдунью копьями и пытались трижды сжечь ее на костре, но злодейка снова воскресала из пепла. Начало войне было положено предводителем асов Одином, который метнул свое копье в направлении ванов. Боги плодородия пошли в наступление на небесное селение асов, но асы оказались сильнее, и борьба закончилась обменом заложниками. Войну асов и ванов можно интерпретировать как борьбу за священный мед, который воплощал в себе некий космический принцип осознания жизни. По преданию, ваны считались хранителями священного меда.
Ваны послали в Асгард бога моря Ньёрда и его детей, близнецов Фрейра и Фрейю, а вместе с ними Квасира, мудрого человечка, созданного из слюны богов, которые в знак примирения между асами и ванами плевали в кувшин.
Асы тоже отправили в Ванахейм заложников: Хёнира, брата бога Одина, который даровал первым людям чувства, и мудрого Мимира. Сначала Хёнир и Мимир были радушно приняты ванами, но вскоре те пришли к выводу, что на обмене с асами они проиграли. Нерешительный Хёнир не мог и слова сказать, если рядом не было Мимира. Ваны решили, что Мимир является не только голосом Хёнира, но и его умом.Разгневанные, они отрубили Мимиру голову и отослали ее асам. Один набальзамировал голову несчастного, затем прочитал над ней заклинание, возвращающее дар речи. Впоследствии Один поручил голове Мимира стеречь волшебный источник под корнями мирового древа Иггдрасиль. Желая получить часть знаний Мимира, Один отдал ему один глаз за разрешение попить из источника мудрости. Перед последней битвой богов и чудовищ, Рагнарёк, Один должен пойти к источнику и там испросить совета у головы Мимира.
На иллюстрации Франца фон Штассена за Одином и Фригг по мосту Биврёст следуют заложники-близнецы, а замыкают процессию Тор и Локи.

Illegal Astronaut


Локи, в скандинавской мифологии зловредный бог - плут из асов, любитель менять обличье. Он начинал с шалостей и проказ, но со временем стал истинным воплощением зла и ускорил Рагнарёк, гибель богов и всего мира. Локи просто не мог удержаться, чтобы не сплутовать и не поставить богов в трудное положение. Однако его смекалка часто выручала их из смертельной опасности, взять хотя бы историю с похищением хранительницы молодильных яблок Идунн. Именно Локи виновен в смерти светоносного бога Бальдра: он вручил несущую гибель стрелу из омелы слепому богу Хёду. Порой Локи, спасаясь, готов был пожертвовать жизнью любого бога, как в случае с громовником Тором. Когда Локи заманил безоружного Тора в чертог великана Гейррёда, то лишь одолженные доброй великаншей Грид чудесный посох и железные рукавицы спасли Тора от гибели.
Локи обманул приятеля единственно потому, что такова была цена, назначенная Гейррёдом за его собственное освобождение. Неосмотрительно убив Отра в обличье выдры, Локи пытался умилостивить отца убитого юноши, для чего ему пришлось похитить сокровища злобного карлика-цверга. Тот же Локи придумал рискованный план, как заполучить молот Тора, украденный карликами и попавший в руки великана Трюма. Злокозненный бог узнал, что за молот исполину нужно отдать в жены богиню плодородия Фрейю, и уговорил Тора отправиться к Трюму в ее одежде. Когда Трюм показал мнимой невесте молот, Тор в мгновение ока выхватил у него свое оружие и уложил на месте всех великанов. Боги мирились с присутствием Локи в Асгарде даже после того, как он подстроил убийство сына Одина, Балъдра. Но когда Локи на пиру у морского великана Эгира стал изводить всех своими оскорблениями и насмешками, терпению богов пришел конец. Пытаясь ускользнуть от разъяренных гостей, Локи превратился в лосося, но с высоты Асгарда Один заметил рыбу, спрятавшуюся в водопаде. Локи схватили и связали кишками его собственного сына, а великанша Скади, жена Ньёрда, повесила над головой бога змею, источавшую жгучий яд, который капал ему на лицо. Так он и дожидался Рагнарёк. В последней битве богов и чудовищ Локи должен был возглавить воинство зла и встретить смерть от руки бога Хеймдалля. Локи был женат дважды, сначала на великанше Ангрбоде, которая родила чудовищ Фенрира, Ёрмунганда и Хель; все трое унаследовали темные стороны характера отца. Второй супругой была Сигунн, от которой у него было двое сыновей, Вали и Нарви. Несмотря на все злодеяния мужа, Сигунн осталась верна ему и облегчала его страдания, подставив чашу под капающий яд. Но когда чаша наполнялась и жена отходила опорожнить ее, яд капал на лицо Локи, заставляя его отчаянно содрогаться, что по поверьям являлось причиной землетрясений.
SmoK1e
თან ასგრადზე საკმაოდ კარგი ინფოები ვიპოვე. ჩემმა მასწავლებელმა სკანდინავური ეპოსის მირჩია პირველ რიგში ეს წამეკითხა smile.gif
Illegal Astronaut
SmoK1e


ხო თუ იცი მაშინ მე ამ ყველაფერს ქართულად გადავთარგმნი... საიტს გავაკეთებ და შენ იმ საიტის ადმინი იქნები.. smile.gif მეტი რა ვქნა... ოდინი არა ვარ რო რუსული ენა ავღგავო პირისაგან მიწისა.
Illegal Astronaut
SmoK1e


გოგორიშვილი არის სკანდინავიურის მამა... smile.gif იცის.. მაგრად.. smile.gif
SmoK1e
† Lord Borgeze †
კაკ რაზ მან მირჩია ეს ინფო მომეპოვებინა პირველად....
სკანდინავიურში ოდინი ჩემი ფავორიტია, ლოკზე მეტადაც დამაინტერესა და ამას როცა ვამბობ რატომღაც ყველა დამცინის და მეუბნებიან გეტყობა რომ არ იცი კარგადო sad.gif
Illegal Astronaut
SmoK1e


მართლაცდა არ გცოდნია... ლოკი არის ყველაზე რევოლიციური პერსონა სკანდინავიურ ეპოსში.. smile.gif კაცი ლეგენდა.. smile.gif
SmoK1e
† Lord Borgeze †
არც მაქვს ცოდნაზე პრეტენზია...უბრალოდ მე ოდინი უფრო მომწონს და რა ვქნა...ხო მაქვს ამის უფლება...
Illegal Astronaut
SmoK1e


რა თქმა უნდა.. smile.gif ეგრე მე IM NEBEL მომწონს... და შენც კი არ უნდა მოგწონდეს tongue.gif tongue.gif
SmoK1e
† Lord Borgeze †
ოდინი მაინც საუკეთესოა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ომის ღმერთი როა მარტო იმიტომ მომწონს smile.gif
okicha
Mathias_Sammer
ციტატა
okicha ციტატა იახსარი წარმართული ღვთაებაა ფშავ - ხევსურეთში. იახსრის კულტი გავრცელებულია თუშეთში, მთიულეთ-გუდამაყარში, ერწო-თიანეთში. იახსრის ხატი ქისტაურთა მტავარი სალოცავია. მისი საკულტო ცენტრი მდებარეობდა ფშავში (სოფ. შუაფხო). იახსარი ხშირად მოიხსენიება ლექსებასა და თქმულებებში. სასულიერო ტექსტებში. მორწმუნეთა აზრით სხვა ღვტისშვილებისაგან განსხვავებით, იგი ციდანაა მოვლენილი შიბის, ჯვრის ან სვეტის სახით ("სვეტად ჩამოსულია") . იახსარი მიაჩნდათ ავსულებთან მებრძოლ ღვთაებათ, რომელიც მათგან იცავდა საკუთარ საყმოს წევრებსა და მის მავედრებელ უცხო მლოცველებს. იახსარის დროშის მეშვეობით ხევსურები ცდილობდნენ, სულით ავადმყოფისაგან განედევნათ ბოროტი ძალა, გამოეხსნათ არაბუნებვრივი სიკვდილით გარდაცვლილის (ზვავში დაღუპულის, მეხდაკრული, წყალში დამხრჩვალის) სული.

იახსარისა და აბუდელაურის, შესახებ თუ იცით რამე ისიც დადეთ რა, მე ერთი ვიცი რომ იყო ეგეთი დევი აბუდელაური, იახსარმა მოკლა მგონი, და ხევსაურეთში ახლაც არის აბუდელაურის ტბები და მგონი მაგ ტბებში ცხოვრობდა ეგ დევი

მეტი არ ვიცი იახსარის შესახებ. თუ რამე მოვიძიე დავდებ
dorian grey
იახსარი
აღმოსავლეთ საქართველოს მთიელების (ფშავ-ხევსურეთი) მითოლოგიაში ღვთაება ხვთისშვილთა (ღმერთის შვილთა) რიგიდან. სხვა ხვთისშვილებისგან განსხვავებით, იახსარი ზეციურ მოციქულად ითვლებოდა, რომელიც სვეტის ან ჯვრის სახით წარმოსდგებოდა. იახსარს თაყვანს სცემდნენ, როგორც ბოროტ ძალებთან - დევებთან, ქაჯებთან, ეშმაკებთან და სხვ. მებრძოლ ღვთაებას, რომელიც იცავს როგორც მისი მფარველობის ქვეშ მყოფ ადგილს, ისე ყველა ადამიანს, ვინც შველას ითხოვს. ხალხური რწმენის მიხედვით, იახსარი განდევნის ბოროტ სულებს სულიერად დაავადებული ადამიანისგან და უბედური შემთხვევით (მეხის დაცემა, ზვავში მოყოლა და ა. შ.) გარდაცვლილთაგან. ამ ფუნქციების გამო და ასევე მოსახლეობის მიგრაციის შედეგად იახსარის კულტმა ფართო გავრცელება ჰპოვა აგრეთვე თუშეთში, მთიულეთში, გუდამაყარში, ერწო-თიანეთში და სხვა რაიონებში. იახსარს უკავშირდება გამარჯვება დევებზე, რომლებიც ავიწროებდნენ ფშავ-ხევსურეთის მოსახლეობას, ბილწავდნენ მათ სალოცავებს, პატივს ჰყრიდნენ მათ ქალებს, კლავდნენ ბავშვებს. ამით შეწუხებულმა მთიელებმა თავიანთ ღვთაებებს მიმართეს და სთხოვეს დახმარება დევების განდევნაში. ღმერთის კართან სათათბიროდ შეკრებილმა ხვთისშვილებმა უზენაეს ღმერთს დევების დასჯა სთხოვეს. წინამძღოლის ასარჩევად ღმერთმა ხვთისშვილთა ძალა გამოსცადა. შეჯიბრში იახსარმა და კოპალამ გაიმარჯვეს, რომლებიც ჩაუდგნენ კიდევაც ლაშქრობას სათავეში. მათ გაანადგურეს დევების ჯარი, მოკლეს მათი გოლიათები მუზა და ბეღელა. ამის შემდეგ დევები უხილავნი გახდნენ და სამუდამოდ მიატოვეს მათი მიწები
http://geomythology.gol.ge/Characters.htm#...ნიერი საიტია ქართულ მითოლოგიურ პერსონაჟებზე, აქ შეგიძლიათ ნახოთ უამრავი პერონაჟი ქართული მითოსიდან)

აუ ეხლა ვწერდი იახსარზე და ჩემი კატა მიშლის ხელს, რაღაც კლავიშს დააჭირა და წამიშალა. შევეცდები ხვალ როდესაც კატას ეძინება მაშინ მოგაწოდოთ ინფორმაცია იახსარზე.
dorian grey
ტაკს მოგესლმებით მემგონი დავბრუნდი smile.gif
შეუძლია თუ არა ვინმემ დამიდასტუროს ერთი ფაქტი: კერძოდ ფარავნის ტბაში სავარაუდოდ თევზქალას აღმოჩენის ფაქტი?
მოკლედ თეცზქალების შესახებ პირველი თევზადამიანი როგორც მახსოვს ასურელთა მთვარის ღვთაება იყო, რომელიც ნახევრად ადამიანი იყო ნახევრად თევზი. ჩვენთვის განსაკუთრებით ცნობილია ეგრეთ წოდებული რუსალკები, რუსებისთვის ცნობილი ყოფილა პირველი თერვზქალა რომლის სახელიც კოსტრომა ყოფილა და კუპალას და იყო. კუპალას შემთხვევით თავისი და კოსტრომა მოუყვანია ცოლად( დემონების ხელი იყო აქ გარეული) როდესაც ეს გაუგიათ მათ წყალში თავი დაუხრჩვიათ, მაგრამ სლავების წარმართულ რMEღტEBშ Aღ MOUNDOMEBIAტ რომ ისინი დაღუპულიყვნენ ამიტომაც უკვდავება უბოძებიათ, კოსტრომა გამხდარა წყლის სულების ღვთაება, მეთევზეთა მფარველი. რამდენადაც მახსოვს ოკეანეც ნახევრად თევზი იყო.
ჩვენში ცნობილია თევზქალები ზოგჯერ ალის სახელითაც მოხისენიებიან, მათ შესახებ უამრავი საინტერესო ამბები გამიგია უფროსი თაობისგან(თუ გაინტერესებთ დავპოსტავ)
თევზქალები იტყვილებენ ჭაბუკებს ზოგჯერ თავისი სიმღერით ზოგჯერ კი ლამაზი ქალის სახით ჭაბუკებს, მერე უცებ გადაიქცევიან საშინელ დედაბრებად(საშინელებბეად) და წყალში ითრევენ.

რაც შეეხება ფარავნის ტბაში თევზქალას არსებობას შესაძლოა ეს მორიგი ჭორია, მაგრამ თუ ჭორი არ არის მაშინ ამ ტბის გარშემო მაცხოვრებელი ხალხისგან ერთ ერთი ექსპედიციის დროს მოსმენილი მაქვს ლეგენდა წყლში გველეშაპის არსებობის შესახებ.
შეგახსენებთ რომ ფარავნის ტბა ცნობილია წმინდა ნინოს შესახებ გადმოცემების ციკლიდან, როდესაც ნინომ ღამე გაათია მწყემსებთან ამ ტბასთან. ამავე ტბაში 2005-2006 წლები ექსპედიციების დროს( 2005 წლის ექსპედიციის მონაწილე პირადად გახლდით) აღმოჩენილ იქნა ყორღანული სამარხები, ტბის მოდამოები მოფენილია ყორღანებით, როგორც ჩანს ეს I ათასწლეულით დათარიღებული ყორღანები რაღაც პერიოდში წყალს დაუფარვს, არსებობს ოვანეს თუმანიანის პოემაც რომელიც ადგილობრივი ხალხის ლეგენდებზეა დაფუძვნებული ფარვანა" იყო ერეთი პრინცესა, გასათხოვარი რა თქმა უნდა, როგორც ყოველ ზღაპარში, მთხოვნელებს ვერ აუდიოდა, ერთხელაც მას უთქვია გავყვები ცოლად მას ვინც მომიტანს უქრობ ცეცხლსო, უმრავი ვაჟკაცი გაეშურა უქრობი ცეცხლის მოსატანად, მაგრამ არცერთი არ დაბრუნებულა უკნ, ყველა ისინი პეპელა ფარვანებად იქცნენ , პრინცესა მიხვდა რომ სისულელე ჩაიდინა და ამდენი ვაჟკაცი გაწირა, რის შემდეგაც ბევრი იტირა , მისი ცრემლებისგან ტბა წარმოიქმნა რომელსაც დღეს ხალხი ფარვანას ტბას ეძახის, პრინცესას სასახლე ტბაში ჩაიძირა( მემგონი პრინცესა ამ ტბაში დაიხრჩო).
ტბიდან მემგონი ერთი მდინარე გამოედინება, ტბა მიწისქვეშა წყლებით საზრდოობს( ხო აქვე სხვათაშორის თევზქალები მიწისქვეშა სამყაროსთანაც არიან დაკავშირებულნი).

მოკლედ რამდენადაც მე მითხრეს ერთ ერთი ტელევიზია( არ ვიტყვი რომელი) ამზადებს რეპორტაჟს ამ თევზქალას შესახებ. თუ ვინმე ფლობთ რაიმე ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით დაპოსტეთ, ან თუნდაც თევზქალების შესახებ, ის რაც საკუთარი ბებიებსგან ბაბუებუისგან, ან თუნდაც უფროსი თაობისგან გსმენიათ.
IRUBAQIDZE
საინტერესო თემაა
GORDA
dorian grey
ციტატა
ან თუნდაც თევზქალების შესახებ

წყარიშმაფა (წყლის დედა)
წყარიშმაფა ღელეებში, მდინარეებში, ტბებში, წყლიან ადგილებში ცხოვრობს. წელს ქვემოთ თევზია, წელს ზემოთ _ ქალი. წყარიშმაფამ ადამიანის წინ თუ გაიარა და ადამიანმა მისი ნაკვალევი გადაკვეთა, აუცილებლად ავად გახდება (ადამიანი, ცხადია).
ერთხელ თურმე ერთ ქურდს საქონელი მოუპარავს და ღამით გზაზე მიერეკებოდა. გზა მდინარის პირს მიჰყვებოდა. უცებ საშინელი კივილი გაუგონია. მდინარისკენ გაუხედავს და დაუნახავს წყარიშმაფა, რომელიც მდინარეში კივილით გარბოდა, მდინარის ორივე ნაპირიდან კი მგლები მისდევდნენ. კაცს შეუხედავს და დაუნახავს, რომ ქალი შიშველი ყოფილა, თეთრი ტანი და ძალიან გრძელი, თეთრი თმები ჰქონია. მდინარის ნაპირთან ჩასაყვინთი მორევი ყოფილა და წყლის დედას იქ ჩაუყვინთავს.

ერთხელ ერთ ბიჭსაც დაუნახავს ეს წყარიშმაფა. წყარიშმაფას მისი სახელი დაუძახია, მოდიო. ბიჭს მისთვის მათრახი მოუქნევია. წყარიშმაფას კივილი დაუწყია და ამ ბიჭის ოჯახი დაუწყევლია, ყველა ამოგიწყდესო. მართლაც, ბიჭი სახლში რომ მისულა, ოჯახის ყველა წევრი მკვდარი ყოფილა. რამდენიმე ხნის მერე ამ ბიჭს ღამით წყარიშმაფას კივილი გაუგონია და ღელესთან წასულა. წყარიშმაფას უთქვამს, სავარცხელი დავკარგე და მომაძებნინეო. ბიჭს წყარიშმაფასთვის თმა მოუჭრია და ცეცხლში დაუწვავს. წყარიშმაფას ძალა დაუკარგავს და ჩვეულებრივ ქალად გადაქცეულა.

პ.ს. აუ, ამაზე ერთი ანეგდოტი გამახსენდა კახელზე! ნამდვილად ამ თქმულებიდან მოდის, მაგრამ ცოტა "იმნაირია", ცოოტა და რა ვქნა, ვერ მოვყვები, ხო?!
dorian grey
windwalker
წყარიშმაფი ეს მეგრულად არის ხო. ისე მაფ ხომ მეფეს მეუფეს ნიშნავს მსგავსად ტყაშმაფისა, ტყის მეფე( მბრძანებელი, მეუფე). "წყარიშმაფამ ადამიანის წინ თუ გაიარა და ადამიანმა მისი ნაკვალევი გადაკვეთა, აუცილებლად ავად გახდება (ადამიანი, ცხადია)'ეს კი ნამდვილად არ ვიცოდი, ოჩიაურთან წაიკითხე, თუ მაკალათიასთან , რამდენადაც მახსოვს კიდევ ერთი წიგნია ახალი გამოსული ქართულ მითოლოგიაზე ამასწინებზე რაღაც დამჭირდა და ვკითხულობდი.
vulkani_lava
windwalker


თუ თემას შეესაბამება მოყევი biggrin.gif აქ თუ არა იუმორის ტემაში მაინც smile.gif


ციტატა(dorian grey @ Sep 19 2008, 06:30 PM) *
წყარიშმაფი ეს მეგრულად არის ხო.


სამწუხაროა რომ ეს სიტყვა სამეგრელოში არ გამიგია smile.gif
GORDA
ციტატა(dorian grey @ Sep 19 2008, 06:30 PM) *
windwalker
წყარიშმაფი ეს მეგრულად არის ხო. ისე მაფ ხომ მეფეს მეუფეს ნიშნავს მსგავსად ტყაშმაფისა, ტყის მეფე( მბრძანებელი, მეუფე). "წყარიშმაფამ ადამიანის წინ თუ გაიარა და ადამიანმა მისი ნაკვალევი გადაკვეთა, აუცილებლად ავად გახდება (ადამიანი, ცხადია)'ეს კი ნამდვილად არ ვიცოდი, ოჩიაურთან წაიკითხე, თუ მაკალათიასთან , რამდენადაც მახსოვს კიდევ ერთი წიგნია ახალი გამოსული ქართულ მითოლოგიაზე ამასწინებზე რაღაც დამჭირდა და ვკითხულობდი.

მეგრული უნდა იყოს, ნამდვილად. ოღონდ სად წავიკითხე თუ მოვისმინე, არ მახსოვს, სამწუხაროდ. მე რომ არ გამომიგონია, ეს ზუსტად ვიცი.
GORDA
კახელი თავლაში ვირის სანახავად შედის და ხედავს, რომ ვირი მკვდარია. ვაიმეო, ვირი მომიკვდაო, მე რაღად მინდა სიცოცხლეო და თავს მოიკლავს.
შედის ცოლი და რომ ნახავს მკვდარ ქმარს და ვირს,- მე რაღად მინდა სიცოცხლეო, - და ისიც თავს მოიკლავს. .
შედის უფროსი შვილი და რომ ნახავს მკვდარ დედ-მამას და ვირს, - მე რაღად მინდა სიცოცხლეო, და ეგეც თავს მოიკლავს.
შედის უმცროსი შვილი და დახოცილ ოჯახს რომ ნახავს, - მე რაღად მინდა სიცოცხლეო, - და ტბაზე წავა თავის დასახრჩობად.
როდესაც ნავით შუაგულ ტბაში შევა, წყლიდან თავს ქალთევზა ამოჰყოფს და ეტყვის, ახლა შენ მე მეკუთვნი და დღეიდან ჩემი მონა იქნებიო.
ბიჭი იფიქრებს, მაინც თავი უნდა მომეკლაო და შეეკითხება, - რაა, რო, რა უნდა გავაკეთოო?
- დღეში 20-ჯერ ჩემთან უნდა იმასქნა, თორემ მოგკლავო.
- 40-ჯერ! უპასუხებს კახელი.
ქალთევზა: 60!
კახელი: 80!
ქალთევზა: 100!
კახელი: მოსულაა!
და ამაზე ქალთევზა ბოროტი ხმით ხარხარს დაიწყებს. უაააჰაჰაჰაჰა! შენი სული სამუდამოდ ჩემიააა! მუუჰაჰა!
კახელი: იცინე, იცინე! შენც იმ ვირივით რომ მოგივა, მერე ნახავ.
vulkani_lava
windwalker


biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
GORDA
კაი, რახან ავიწყვიტე, ესეც იყოს:
შეკითხვა: "ქალთევზა"- ქალია თუ თევზი?
პასუხი: გააჩნია გშია თუ ...?
achi
windwalker
ციტატა
კაი, რახან ავიწყვიტე, ესეც იყოს: შეკითხვა: "ქალთევზა"- ქალია თუ თევზი? პასუხი: გააჩნია გშია თუ ...?

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ლუკა, ლუკა, სულ წასულხარ შენ ხელიდან... biggrin.gif biggrin.gif
GORDA
ციტატა(achi @ Sep 19 2008, 10:19 PM) *
windwalker
ციტატა
კაი, რახან ავიწყვიტე, ესეც იყოს: შეკითხვა: "ქალთევზა"- ქალია თუ თევზი? პასუხი: გააჩნია გშია თუ ...?

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ლუკა, ლუკა, სულ წასულხარ შენ ხელიდან... biggrin.gif biggrin.gif

მეც მაგას არ ვამბობ?
achi
windwalker
ციტატა
მეც მაგას არ ვამბობ?

ეგ არაფერი, ვინ არ წასულა ხელიდან smile.gif
Kapolone
არგონავტების თქმულება
არგონავტების თქმულება, საქართველოსთან დაკავშირებული ერთ-ერთი უძველესი ბერძნული მითი. წარმოშობით წინ უსწრებს ტროისა და თებეს ციკლთა ცენტრალურ ელინურ თქმულებებს და შექმნილი უნდა იყოს ძვ. წ. II ათასწლეულის I ნახევარში. თქმულებაში ორი ძირითადი ნაწილია: ამბავი ფრიქსესა და ჰელესი და ამბავი იასონისა და მედეასი. ორქომენოსის მეფის ათამანტის ძესა და ასულს - ფრიქსესა და ჰელეს - დედინაცვლის ვერაგობისაგან დასახსნელად დედამ, ქალღმერთმა ნეფელემ, ცით მოუვლინა ოქროსმატყლიანი ვერძი. ვერძმა და-ძმა ზურგზე შეისხა და გაფრინდა. როცა ეგეოსის ზღვისა და პროპონტიდის (მარმარილოს ზღვის) სრუტეს მიუახლოვდნენ, ჰელე წყალში ჩავარდა. ამ ადგილს ჰელესპონტი ანუ ჰელეს ზღვა ეწოდა. ვერძმა ფრიქსე შავი ზღვის ნაპირზე მდებარე აიაში ანუ კოლხეთში მიიყვანა. კოლხთა მეფემ, ჰელიოსის ძემ აიეტმა, ფრიქსე სასახლეში შეიფარა და ცოლად შერთო უფროსი ასული ქალკიოპე. ვერძი ღმერთებს შესწირეს მსხვერპლად, ხოლო მისი ოქროსმატყლიანი ტყავი ანუ ოქროს საწმისი მდ. ფასისის (რიონის) ნაპირას, არესის ჭალაში დიდ მუხაზე ჩამოკიდეს და მცველად გველეშაპი მიუჩინეს.

თესალიის (იოლკოსის) მეფემ პელიამ თავის ძმისწულს იასონს სამემკვიდრეო ტახტის მისაღებად აია-კოლხეთს გამგზავრება და ოქროს საწმისის ჩამოტანა დააკისრა. იასონმა ააგო ორმოცდაათხოფიანი ხომალდი "არგო", ჩასხა შიგ ელადის რჩეული ვაჟკაცები და პონტოს ევქსინოსაკენ (შავი ზღვისაკენ) გაემართა. ხანგრძლივი ცურვის შემდეგ "არგო" ფასისის შესართავს მიადგა. არგონავტები მდინარეს აღმა აჰყვნენ და კოლხთა გამგებლის აიეტის ციხე-სიმაგრეს კუტაიას (ქუთაისს) მიადგნენ.

აიეტმა ოქროს საწმისის სანაცვლოდ იასონს უმძიმეს დავალებათა შესრულება მოსთხოვა. იასონს შემწედ აღმოუჩნდა აიეტის გრძნეული ასული მშვენიერი მედეა, რომელსაც ელადელი ჭაბუკი დანახვისთანავე შეუყვარდა. მედეას დახმარებით იასონმა ადვილად აღასრულა აიეტის ყველა დავალება, წაიღო ოქროს საწმისი და მედეაც წაიყვანა. სამშობლოში იასონმა უღალატა მედეას და კორონთოს მეფის ასული შეირთო. მედეამ სასტიკად იძია შური იასონზე. თქმულების უძველეს ვერსიათა მიხედვით, მედეამ ჯადო-წამლებით მოაკვდინა კორინთის მეფე კრეონტი და მისი ასული კრეუსა, ხოლო იასონისაგან შეძენილი ორი შვილი ჰერას ტაძარში დამალა. შემდგომ ხანებში შექმნილი ვარიანტის მიხედვით, მედეამ იასონზე შურის საძიებლად საკუთარი შვილებიც დახოცა.

არგონავტების თქმულებაში, რომლის ვერსიებიც ძველი ბერძნული და ლათინური წერილობით არის მოღწეული, ერთმანეთისაგან საკმაოდ დაშორებულ დროთა დანაშრევებია წარმოდგენილი. მაგრამ ყველა ფენისა და ვერსიის მთავარი მოტივი ყოველთვის იყო აია-კოლხეთი. ანტიკური ხანის ბერძენ ავტორებს ეჭვი არ ეპარებად თქმულების სინამდვილეში და მისი აღმოცენების მიზეზებს ისტორიულ-სოციალურ ასპექტში ეძიებდნენ.

საისტორიო, არქეოლოგიურ და ფილოლოგიურ ძიებათა შედეგად არგონავტების თქმულებაში მეცნიერებისათვის საყურადღბო და სინამდვილის ამსახველი მრავალი ფაქტი დადასტურდა.


არგონავტების თქმულების წერილობით წყაროებში ძვირფასი მასალაა დაცული ქართულ ტომთა დასავლეთ გაერთიანების - აიას ანუ კოლხეთის შესახებ, მის დიდებასა და ბრწყინვალებაზე. გადმოცემულია ცნობები ძველ ქართულ ტომთა ეთნოგენეზის, მათი დიდ ტერიტორიაზე გავრცელების, ცხოვრების პირობების, პანთეონისა და სხვ. შესახებ.

აპოლონიოს როდოსელის (ძვ. წ. III საუკუნე) "არგონავტიკაში" პირველადაა მოხსენიებული მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი კუტაია (ქუთაისი), დამოწმებულია კოლხეთის სხვა გეოგრაფიული პუნქტები.

არგონავტების თქმულება ანტიკური ხანის მწერლობის დაუშრეტელ წყაროდ იქცა. არ დარჩენილა ამ ეპოქის არათუ მწერლობის დარგი, არამედ, საერთოდ, ხელოვნების არც ერთი სფერო, რომელსაც ეს თქმულება მთლიანად ან ცალკე ეპიზოდად არ დაემუშავებინოს. ანტიკური ეპოქის ჩვენამდე მოღწეულ ძეგლთაგან არგონავტების თქმულების ლიტერატურულ-მხატვრული დამუშავების თვალსაზრისით, უმთავრესია: ჰომეროსის "ილიადა" და "ოდისეა", პინდარეს "IV პითიური ეპინიკი", ევრიპიდეს "მედეა", აპოლონიოს როდისელის პოემა "არგონავტიკა" და რომაელი პოეტის ვალერიუს ფლაკუსის "არგონავტიკა"
fernando magellan
Kapolone
უი, ჩვენს პრეზიდენტს რომ კითხო, საქართველო სამასი არაგველის, დავით აღმაშენებლის და არგონავტების ქვეყანაა smile.gif
gerda
აბრსკილი - ქართული ამირანის აფხაზური ორეული. თავიდან აბრსკილი იბრძოდა ხალხის კეთილდღეობისა და ბედნიერებისათვის : ანადგურებდა მიწათმოქმედების ხელისშემშლელ მცენარეებს, უადვილებდა ადამიანებს შრომას, იცავდა ადამიანებს ბოროტი ძალებისგან. ბოლოს, აბრსკილი იმდენად გადიდგულდა , რომ ღმერთსაც არ ეპუებოდა. ამხედრდებოდა თავის ფრთიან ცხენზე, აიჭრებოდა ცაში და იქიდან გადმოყრიდა ლოდებს, ღრუბლებს ხმლით კვეთდა და ელვას აკვესებდა. განრისხებულმა ანცვა-ღმერთმა ბრძანა მისი შეპყრობა და გამოქვაბულში დამწყვდევა. ხალხის რწმენით, აბრსკილი დღემდე ჭილოუს ( ოჩამჩირის მახლობლად ) გამოქვაბულშია მიცაჭვული სვეტზე, რომელსაც ფესვები მიწის გულში აქვს გადგმული. აბრსკილი არყევს სვეტს და , სადაცაა უნდა ამოძირკვოს, რომ ამ დროს ბოლოქანქარა ჩიტი აჯდება სვეტს, აბრსკილი მოუქნევს ურის , რომ მოსპოს აბეარი არსება , მაგრამ ფრინველი აფრინდება , ურო სვეტს მოხვდება და სვეტი კიდევ უფრო ღრმად ჩაიჭედება მიწაში. სხვა გადმოცემით, აბრსკილი თავს აღწევს ტყვეობას, გამოდის გამოქვაბულიდან , მაგრამ რაკი მზის სინათლეს ვერ უძლებს, ისევ უკან ბრუნდება. მისი გათავისუფლების ჟამი ჯერ არ დამდგარა.
gerda
მზე და მთვარე -მეგრული მითოსი მოგვითხრობს : ეს იმ დროს მოხდა, როცა მზე და მთვარე ბავშვები იყვნენ და დედამიწაზე დადიოდნენ, ლაღობდნენ, ერთობოდნენ. ერთხელ მზე და მთვარე ერთ სოფელში მოხვდნენ. ხედავენ, ქალი ძროხას წველის. აქამდე არასოდეს ენახათ ეს სანახაობა, გაუკვირდათ და კენჭების სროლა დაუწყეს ძროხას. ქალმა რომ ვერაფრი მოიშორა აბეზარი ბავშვები, იქვე ძროხის ახალ ფუნას დაავლო ხელი და ესროლა სახეში მზეს და მთვარეს. შეშინებულ-შეურაცხოფილმა მთვარემ სამუდამოდ დატოვა დედამიწა და ცაში აიჭრა. მზე არ დაიბნა, ხელი გობში ჩაყო, პეშვით რძე ამოიღო და სახე მოიწმინდა, მერე ისიც მთვარის გზას გაჰყვა. ამიტომ არის, ამბობენ, მთვარეს დღემდე ლაქაბი აქვს- ეს მის სახეზე შემხმარი ფუნაა. მზეს კი რძით აქვს მობანილი სახე და ამიტომაც ეწოდება მზეს ბჟა (მეგრულად ბჟა მზესაც ნიშნავს და რძესაც ) .
gerda
ობობა -არის თქმულება , რომ ობობამ ისე გაუბლანდა ქრისტეს პირი, რომ ჯვარცმულს ერთი სიტყვის წარმოთქმაც არ შეძლებოდა, რომ სატანჯველი გაასკეცებოდა. ამიტომაც დუმდა ჯვარზე ქრისტე, მდუმარედ ითმენდა ტანჯვას და მდუმარედ შეხვდა სიკვდილს. ამიტომაც არავის უყვარს ობობა : სადაც არ უნდა დაინახონ , კლავენ. ყველა მწერზე მატად სძულთ იგი, რასაც ეს ლექსიც მოწმობს:
" ობობა მოდის, მოგოგავს, დედასთან მიუხარია,
ვინც ნახოს იგი, არ მიკლას, მასაც ნუ გაუხარია " .
gerda
რძე - მითოლოგიური წარმოდგენით რძე მზიური ბუნებისაა, რაც დასტურდება მეგრულ სიტყვაში ბჟა ( მზე და მთვარე) , რომელიც ნიშნავს რძესაც და მზესაც (ასევეა ზოგიერთ ძველ ენაში ). ქართულ ფოლკლორში ცნობილია რძის განმაცოცხლებელი თვისება. რძეშია განბანილი ამირანი (სვანური ვარიანტის მიხედვით ), რძეში განიბანება მის მიერ მოკლული გველეშაპის შხამით მოწამლული კახანი . რძე დაკავშირებულია აგრეთვე ოქროსთან (ოქრო მზიური ლითონია). თქმულებით, რძეში ჩაშვებული თამარის საქსოვი ჩხირები ოქროდ იქცეოდა.
gerda
სულკალმახი -ამირანის ეპოსის ზოგიერთი ჩანაწერის თანახმად, სულკალმახი ამირანის მამაა, მონადირე, რომელსაც დალისგან ეყოლა იგი, მაგრამ ეპოსში სულკალმახი არ მონაწილეობს.
Illegal Astronaut
gerda

ზოგ ვარიანტში ამირანის მამას ბეთქილი ჰქვია... smile.gif

David_Chochua
ყოჩაღ! ნამდვილად მიხარია, რომ ხალხი ქართულ მითოლოგიას კითხულობს smile.gif ვინმემ ხომ არ იცის, თუ არსებობს რაიმე სპეციალური წიგნი ქართულ მითოლოგიაზე? თუ არ არსებობს, მაშინ ასეთი ტიპის წიგნის გამოცემის იდეას აუცილებლად დავაყენებთ სადაც საჭიროა smile.gif სხვადასხვა წყაროებიდან ამოკრეფილ მასალებს ვკითხულობდი ძირითადად, და ძალიან საინტერესო და თვითმყოფადი მითოლოგია გვაქვს smile.gif შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა გაპიარდეს. თორემ ერთი ჯურის კრეტინებს ნამდვილად ბანანების რესპუბლიკა ვგონივართ და მიწევს მერე "ძალით-ევროპელებისათვის" მტკიცება, რომ ქართველები პირველი ევროპებელი არიან - როგორც გენეტიკით ასევე კულტურით და მსოფლმხედველობით smile.gif
gerda
დალი - ნადირობის ქალღმერთი სვანურ მითოლოგიაში, ნიმფა . დალი მაღალ მიუვალ კლდეებში ცხოვრობს; იგი აჯილდოებს მონადირეებს ნადირობის იღბლით, სამაგიეროდ მისგან სიყვარულს და მის საიდუმლოდ შენახვას მოითხოვს. მაგრამ მონადირე, ჩვეულებრივ, ვერ ასრულებს აკრძალვას, გასცემს საიდუმლოს ან სხვა ქალს აჩუქებს დალის ნაჩუქარ ნივთს (მძივს თუ სხვა რამეს) , რის გამოც დალი მას სასტიკად უსწორდება : ჯიხვად გადაქცეული გამოეცხადება და შეიყუებს ისეთ კლდეებზე , საიდანაც მონადირე ვეღარ ბრუნდება, უფსკრულში იჩეხება. სვანური თქმულების თანახმად, ამირანი დალისა და უცნობი მონადირის შვილია.
gerda
David_Chochua
ზურაბ კიკნაძის წიგნია- " ქართული მითოლოგია"
Illegal Astronaut
David_Chochua


არსებობს... კავკასიური სახლის გამოცემული კავკასიური მითოლოგია...

ასევე საკმაოდ საინტერესო "მეგრული ზღაპრები და მითები"

და არა მარტო ქართულ მითოლოგიას ვკითხულობთ... smile.gif

აი თქვენ თუ სკანდიანვიურ მითოლოგიაზე ქართულად გამოცემზე "დააყენებთ საკითხს სადაც საჭიროა"... პირადად ჩემ მადლს მოისხამთ... biggrin.gif biggrin.gif
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2019 Invision Power Services, Inc.