დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: გიორგი ლომიძის გუნდი
რა? სად? როდის? ფორუმი > ძირითადი კატეგორია > არქივი
გვერდი: 1, 2
mateus
დღეს დაიწყო ფინალური (საახალწლო) სერია. პირველ თამაშში მონაწილეობას ღებულობდა გიორგი ლომიძის გუნდი.

ვიმსჯელოთ თამაშზე wink.gif
anushka
მაგარი გუნდია!
SOSO
რატო არავინ არაფერს ამბობს?
barcaman
მე რა თქმა უნდა ისევ გამოვტოვე sad.gif
რა მოხდა მითხარით რა ვინმემ.
ან საერთოდ, მოხდა რამე? biggrin.gif

ხო მართლა, ახალი წესებიო ყური მოვკარი და იქნება ვინმემ მითხრას რა წესებია?
Illegal Astronaut
barcaman

რა წესებია და ვინც კითხვას გამაზავს დგება... კიდე თუ გამაზეს კიდე ადგება.. და.ა.შ... მაგრამ როგორც კი აიღებენ მთელი გუნდი ბრუნდება მაგიდასთან...

რა? სად? როდის? გავარდნაზე!!!

გუშინ რა მოხდა.. და წააგო 4:6 ლომიძის გუნდმა.. sad.gif არადა კაი გუნდი იყო... მარა არ გაუმართლათ...

ძაან მარტივი ასაღები კითხვები დააუტრიალდათ თავიდან და ვერ აიღეს 2 მგონი... მაგან დაღუპათ...

როგორც ყოველთვის 2 გრობი ყველა პაკეტშია და... ბოლოს მოვიდა ეგ 2 გრობი, როცა ყველაზე ნაკლებად აწყობდათ... 4:5 მოვიდა გრობი...

არადა კითხვას იმდენად კაი პასუხი ქონდა რო, შეიძლება კაი კითხვაც დაგერქმია, მარა.. გრობი იყო მაგარი...

enuka
ძალიან დამწყდა გული რომ წააგეს
ზაქრო
† Lord Borgeze †

ნამდვილად გული დამწყდა მეც. კითხვები კი, როგორც წამყვანმაც აღნიშნა, შედარებით გართულებულია. თუმცა, ნამდვილად არ მგონია რომ ბოლო კითხვა გრობი იყო. შეიძლებოდა აღება, განსაკუთრებით მაშინ როცა წამყვანმა 80 მილიონი მოსახლე ახსენა. თუმცა ალბათ მაინც რთული იყო, იმიტომ რომ პრინციპში მთელმა კლუბმა ერთად ვერ აიღო. sad.gif
იბერი
მართალია, იყო ადვილი კითხვებიც და 1 თუ 2 ვერ აიღეს. ხდება. მაგრამ... ჩემი აზრით, ყოვლად დაუშვებელია ბოლო კითხვის მსგავსი. როცა ვნახავ ლაშას, ჩემს აზრს ვეტყვი. ეს ბოლო ”გრობი” არ იყო. ეს იყო სპეციალურად ”დაგებული ხაფანგი”. როგორც მოთამაშე, რბილად რომ ვთქვა, არ ვცემ პატივს ასეთ კითხვებს. ”გრობი” არის აუღებელი. ეს კი აუღებელი იმიტომ, რომ... რა ქვია ქართულად ”მისლიდინგს”? შეცდომაში შემყვანი? და 80 მილიონმა ტაილანდელმა არ იცის, რომ ჩერჩილი სიგარასთან ასოცირდება და იცის ვინაა ჩერჩილი? ჰმ...
და კიდევ ერთი. ყველამ ნორმალურად ითამაშა, მაგრამ ილია რევიამ დაამტკიცა, რომ გუნდური მოთამაშეა. მე ვიტყოდი, რომ ზედმეტად არავის აწუხებს და უმეტესად ამბობს იმას, რაც იცის. შესაძლოა, გამოცდილების ბრალიცაა...
გუნდს კი რა? ჩემზე არანაკლებ კარგად იციან უკვე, რომ ამ წაგებით არაფერი მთავრდება. smile.gif მგონია, რომ მათ ”ქუჩაზეც მოვა ზეიმი”.
SOSO
barcaman
კომპიუტერი ხო გაქვს, შეგიძლია იქ უყურო ხოლმეsmile.gif
kadareli
ცუდია რომ წააგეს, იმიტომ რომ მართლა კარგი გუნდია და ქონდათ იმის შესაძლებლობა მოეგოთ თამაში smile.gif

შეიძლება სისულელეს ვამბობ, მაგრამ მართლა ვერ მივხვდი ჩერჩილის სურატოდან შობადობაზე როგორ უნდა აგსულიყვნენ? იგივე წარმატებით მაგ მაისურზე არ შეიძლებოდა ვინმე სხვისი სურატი გამოესახათ?

არ ვიცი! არ ვიცი! smile.gif



SOSO
kuskusa
ეგ ჩერჩილის საფირმო ჟესტიაsmile.gif
sibil
ო, ეს ახალი წესი არ მომეწონა.

და, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ წააგეს. (მაგრამ არც ისეთი სამწუხარო, მაინც ძლიერი გუნდია.smile.gif)
kadareli
SOSO


ხო, ახლა გავიგე. მაგრამ მე მგონი მაინც არ იკო ლოგიკური კითხვა, ასე მგონია smile.gif
SOSO
kuskusa
ციტატა
ხო, ახლა გავიგე. მაგრამ მე მგონი მაინც არ იკო ლოგიკური კითხვა, ასე მგონია

მარტო შენ არ გგონია ეგრეsmile.gif
nelka
ასეთი წესი ძალიან ძნელია ასეთი სახის თამაშისთვის. sad.gif კარგი გუნდია.მეგონა არ წააგებდნენ! sad.gif
ginger
ვაჭრობაზე უბდა აეღოთ... ჩემი აზრით ზედმეტად მარტივი კითხვა იყო და ამან შეუშალა ხელი გუნს სწორი პასუხის არჩევისას.
Matilda
ginger
ციტატა
ჩემი აზრით ზედმეტად მარტივი კითხვა იყო და ამან შეუშალა ხელი გუნს სწორი პასუხის არჩევისას.

+1
მაყურებლებში რომ ვიყავით< სოსომ ეგრევე ეგ თქვა და მერე გამორიცხა, ასეთI მარტივი არ იქნებაო biggrin.gif
ginger
Matilda
მაშინვე ავიღე და ვიცოდი რომ სწორიც იყო...( ისტორიიდან მახსოვდა ) უბრალოდ მაინც მარტივად მეჩვენა
barcaman
SOSO
ციტატა
კომპიუტერი ხო გაქვს, შეგიძლია იქ უყურო ხოლმე

მავიწყდება ბიჭო, თორემ თამაშებს სულ კომპში ვუყურებ და ამას ტელევიზორში ვუყურებდი sad.gif
ეხლა ჩავუჯდები და ვნახავ ჩანაწერს
veno
მეც მაგრად მიყვარს ეგ გუნდი და საერთოდ ყველა მოაზროვნე. მაგრად ვბალეშიკობდი და გული დამწყდა რომ წააგეს sad.gif
dorian grey
მე მიამიტურად მგონია ამ თემაში უნდა მოხდეს თამაშის განხილვა.
"განაბულ თვალებში — ფოცხვერის სიფიცხე,
ცხრა სიტყვის დათმობა ერთ საქმის გულისთვის...
მიცნობდეთ: პოეტი მიხეილ ქვლივიძე —
„კეთილი განზრახვის ავანტიურისტი!“
smile.gif


ტაკს ჩემის აზრით არ იყო რთული კითხვები ( ნუ იყო რამდენიმე გრობი), ჩერჩილი როგორ უნდა აგეღო არ ვიცი, ნუ მინიმუმ ტაილანდში მაინც უნდა იყო ნამყოფი. ვაჭრობასთან დაკავშირებით კი თვითონ კითხვის ფორმულირებაში დაშვებული იყო შეცდომა, რამაც მოთამაშEები შეიყვანა შეცდომაში, ვთქვი და კიდეც ვიტყვი ეს კითხვა საერთოდ მოსახსნელი იყო. ქართვეები არ ვაჭრობდნენ? ჰმ ჰმ. რა დააშავეს ზუბალაშვილებმა ნეტავ? ( მეტყვით XIX საუკუნეში იყვნენ ზუბალაშვილებიო, არავითარ შემთხვევაში XVII საუკუნის ბოლოდან ცნობილნი არიან) იქნებ ვინმე იმ დასმული კითხვის ორიგინალი დადოს?
მოკლედ აღარ გავაგრძელებ.
ისე ცუდი არ იქნება თუ დაპოსტავთ თქვენს მოსაზრებას ამ ტამაშთან დაკავშირებით
David_Chochua
შევეცდები, ობიექტური ვიყო, თუმცა როგორც მოთამაშეს, შეიძლება აპრიორი სუბიექტიური აზრი მქონდეს smile.gif
ვაჭრობა - ერთ-ერთი პირველი ვერსია იყო, მაგრამ მოვკალით, რადგან: ილოს გაახსენდა ფაქტი მეგრელებზე, და მე კიდევ გამახსენდა ადამიანებით ვაჭრობა მე-18 საუკუნეში და უფრო ადრე (არაა ვაჭრობა თუ? smile.gifsmile.gif). თან ძალიან მარტივი იქნებოდა ვაჭრობა. უბრალოდ ის ვერ გავითვალისწინეთ, რომ გრობებთან ერთად ძალიან მარტივებიც მოდის ხოლმე. მეფუტკრეობა კიდევ პრიკოლი ვერსია იყო, თუმცა ცუდი biggrin.gif
ჩერჩილი იყო აუღებელი, მაგრამ ძალიან მომეწონა როგორც კითხვა. უბრალოდ რაღაცა ჰინთი მაინც უნდა ჰქონოდა (წამყვანის მიერ ბოლოს ნათქვამი 80 მილიონის "გადახარშვა" წამებში ძალიან რთულია, მითუმეტეს როცა ანგარიშია 4:5).
ძალიან კარგი იყო შეკითხვა ფეხმძიმეზე. თუმცა მისი ჩაგდება ქალისა და მამაკაცის აზროვნების მიმართულების განსხვავების შედეგია: მანდილოსანმა ინტელექტუალებმა - თამუნა შარაშიძე, ეკა გეგეშიძე - ეგრევე აიღეს smile.gif ჩვენი ბრალი არაა, რომ გუნდში ქალბატონი არ გვყავს smile.gif და ფეხმძიმობაზე კიდე (იმედია biggrin.gif ) არცერთი მამაკაცი არ ფიქრობს ამ კლუბში biggrin.gif
პახუსისმგებლობის კონცეფცია მომეწონა, თორემ თავად კითხვა იყო საშინელი "უგადაიკა". რევიამ პირველივე წამებზე თქვა, მაგრამ მანამდეც და მერეც იმდენი თანაბარი წონის ვერსია იყო, რომ... ძეგლის იდეის პატივცემულ ავტორს ვერ შევედავები, თუმცა მიმაჩნია, რომ სამართლიანობა თვისობრივად უფრო მაღალი ხარისხის ცნებაა ვიდრე პასუხისმგებლობა, და გარკვეულწილად მოიცავს მას.
nin
David_Chochua
ციტატა
ალიან კარგი იყო შეკითხვა ფეხმძიმეზე. თუმცა მისი ჩაგდება ქალისა და მამაკაცის აზროვნების მიმართულების განსხვავების შედეგია: მანდილოსანმა ინტელექტუალებმა - თამუნა შარაშიძე, ეკა გეგეშიძე - ეგრევე აიღესჩვენი ბრალი არაა, რომ გუნდში ქალბატონი არ გვყავსდა ფეხმძიმობაზე კიდე (იმედია) არცერთი მამაკაცი არ ფიქრობს ამ კლუბში



აქ გეთანხმები smile.gif
nin
და პრინციპში ჩერჩილზე და ვაჭრობაზეც იგივე აზრის ვარ. პასუხისმგებლობაზე კითხვა კი ძალიან არ მომეწონა. უინტერესო იყო ჩემი აზრით sad.gif
Krupie
ციტატა(dorian grey @ Dec 3 2008, 05:01 PM) *
ტაკს ჩემის აზრით არ იყო რთული კითხვები ( ნუ იყო რამდენიმე გრობი), ჩერჩილი როგორ უნდა აგეღო არ ვიცი, ნუ მინიმუმ ტაილანდში მაინც უნდა იყო ნამყოფი. ვაჭრობასთან დაკავშირებით კი თვითონ კითხვის ფორმულირებაში დაშვებული იყო შეცდომა, რამაც მოთამაშEები შეიყვანა შეცდომაში, ვთქვი და კიდეც ვიტყვი ეს კითხვა საერთოდ მოსახსნელი იყო. ქართვეები არ ვაჭრობდნენ? ჰმ ჰმ. რა დააშავეს ზუბალაშვილებმა ნეტავ? ( მეტყვით XIX საუკუნეში იყვნენ ზუბალაშვილებიო, არავითარ შემთხვევაში XVII საუკუნის ბოლოდან ცნობილნი არიან) იქნებ ვინმე იმ დასმული კითხვის ორიგინალი დადოს?
მოკლედ აღარ გავაგრძელებ.
ისე ცუდი არ იქნება თუ დაპოსტავთ თქვენს მოსაზრებას ამ ტამაშთან დაკავშირებით


ავტორი: ხათუნა ბერაძე, ისტორიის მასწავლებელი; ქალაქი: ბათუმი

ბატონო გიორგი (მელაძე)! სადაური ბძანდებით? იმერელი, თქვენთვის გაუსროლია “ავრორას” ამ რაუნდში!

ნიკო ნიკოლაძე იგონებდა: “ბაბუაჩემი პირველი ქართველი ყოფილა, რომლსაც ეს საქმიანობა დაუწყია იმერეთში, იქნება საქართველოშიაც. მანამდე ქართველები ამას თაკილობდნენ და ამით მხოლოდ უცხოელები იყვნენ დაკავებული... იმერელი გლეხკაცის ცოლი ამ საქმიანობისას პირისახეს თათრის ქალივით აიხვევდა, არავინ წამასწროს თვალი ამ საზიზღარ საქმეზეო”. კითხვა: მაშ, რა საქმინობის რცხვენოდათ იმერლებს?
– ვაჭრობა
კომენტარი: მე-19 საუკუნემდე საქართველოში ეს საქმიანობა ფრიად სათაკილო საქმედ ითვლებოდა. მანამდე ქართველები თაკილობდნენ და მას მარტო უცხოელები აწარმოებდნენ: ებრაელები, სომხები, ფრანგები, რომელთაც ძველ დროიდან მოსახლეობის ნება ჰქონდათ მინიჭებული ზოგიერთ ქალაქის და სოფლების განკერძოებულ უბნებში.
წყარო: ნიკო ნიკოლაძე, “მოგონებები”, გვ. 22–23

ნიკო ნიკოლაძე ასე იგონებდა... biggrin.gif
anushka
საბოლოო ჯამში თამაში კარგი გამოვიდა smile.gif
SOSO
dorian grey
ციტატა
"განაბულ თვალებში — ფოცხვერის სიფიცხე,
ცხრა სიტყვის დათმობა ერთ საქმის გულისთვის...
მიცნობდეთ: პოეტი მიხეილ ქვლივიძე —
„კეთილი განზრახვის ავანტიურისტი!“

პოეტი გაგვაცანი ვლას?smile.gif
mgeli
ციტატა(Krupie @ Dec 3 2008, 09:32 PM) *
ნიკო ნიკოლაძე იგონებდა: “ბაბუაჩემი პირველი ქართველი ყოფილა, რომლსაც ეს საქმიანობა დაუწყია იმერეთში, იქნება საქართველოშიაც. მანამდე ქართველები ამას თაკილობდნენ და ამით მხოლოდ უცხოელები იყვნენ დაკავებული... იმერელი გლეხკაცის ცოლი ამ საქმიანობისას პირისახეს თათრის ქალივით აიხვევდა, არავინ წამასწროს თვალი ამ საზიზღარ საქმეზეო”. კითხვა: მაშ, რა საქმინობის რცხვენოდათ იმერლებს?
– ვაჭრობა
კომენტარი: მე-19 საუკუნემდე საქართველოში ეს საქმიანობა ფრიად სათაკილო საქმედ ითვლებოდა. მანამდე ქართველები თაკილობდნენ და მას მარტო უცხოელები აწარმოებდნენ: ებრაელები, სომხები, ფრანგები, რომელთაც ძველ დროიდან მოსახლეობის ნება ჰქონდათ მინიჭებული ზოგიერთ ქალაქის და სოფლების განკერძოებულ უბნებში.
წყარო: ნიკო ნიკოლაძე, “მოგონებები”, გვ. 22–23

ნიკო ნიკოლაძე ასე იგონებდა... biggrin.gif


ბატონო წამყვანო ;-)

როგორც ჩანს ნიკო ნიკოლაძე კუთხური სეპარატისტი ყოფილა ან მეგრელები არ ვუყვარდით ;-) ვინაიდან სამეგრელოშიც და აღმოსავლეთ ლაზეთშიც (სპერი, ხოფა) ვაჭრობა ნორმალური მოვლენა იყო ოდითგანვე. თავი რომ დავანებოთ ლაზიკას, რომელშიც ბერძნული გავლენა ძლიერი იყო, ლევან მე2 დადიანის დროს იმდროინდელი სამეგრელოს დიდ დასახლებულ პუნქტებში (ზუგდიდი, სენაკი, ჭყონდიდი/მარტვილი) ყოველკვირეული ბაზრობა ისეთივე ტრადიციად იყო ქცეული როგორც სხვა ქვეყნებში. და მეგრელებში არავის არ ეტაკილებოდა იქ საქონლის გამოტანა. ეს აკაკისაც უწერია, გოგებაშვილსაც და ნაკაშვილსაც მის წიგნში "Грузино-русские политические отношения в первой половине 17 века". სწორედ ამ ცოდნამ გამოგვარიცხინა უმარტივესი ვერსია ვაჭრობაზე.

მოკლედ ჩვენი წაგება მხოლოდ ჩვენივე ბრალია, მაგრამ ნიკოლაძის მიერ ქართული ისტორიის/ეთნოგრაფიის ასეთი მნიშვნელოვანი ნაწილის ინტერპრეტაციების სანდოობა კიდევ ცალკე თემა ყოფილა თურმე.
Illegal Astronaut
ციტატა
და ფეხმძიმობაზე კიდე (იმედია) არცერთი მამაკაცი არ ფიქრობს ამ კლუბში


არ ფიქრობს მაგრამ კითხვებს იღებს...


David_Chochua
ციტატა(Krupie @ Dec 3 2008, 09:32 PM) *
ციტატა(dorian grey @ Dec 3 2008, 05:01 PM) *
ტაკს ჩემის აზრით არ იყო რთული კითხვები ( ნუ იყო რამდენიმე გრობი), ჩერჩილი როგორ უნდა აგეღო არ ვიცი, ნუ მინიმუმ ტაილანდში მაინც უნდა იყო ნამყოფი. ვაჭრობასთან დაკავშირებით კი თვითონ კითხვის ფორმულირებაში დაშვებული იყო შეცდომა, რამაც მოთამაშEები შეიყვანა შეცდომაში, ვთქვი და კიდეც ვიტყვი ეს კითხვა საერთოდ მოსახსნელი იყო. ქართვეები არ ვაჭრობდნენ? ჰმ ჰმ. რა დააშავეს ზუბალაშვილებმა ნეტავ? ( მეტყვით XIX საუკუნეში იყვნენ ზუბალაშვილებიო, არავითარ შემთხვევაში XVII საუკუნის ბოლოდან ცნობილნი არიან) იქნებ ვინმე იმ დასმული კითხვის ორიგინალი დადოს?
მოკლედ აღარ გავაგრძელებ.
ისე ცუდი არ იქნება თუ დაპოსტავთ თქვენს მოსაზრებას ამ ტამაშთან დაკავშირებით


ავტორი: ხათუნა ბერაძე, ისტორიის მასწავლებელი; ქალაქი: ბათუმი

ბატონო გიორგი (მელაძე)! სადაური ბძანდებით? იმერელი, თქვენთვის გაუსროლია “ავრორას” ამ რაუნდში!

ნიკო ნიკოლაძე იგონებდა: “ბაბუაჩემი პირველი ქართველი ყოფილა, რომლსაც ეს საქმიანობა დაუწყია იმერეთში, იქნება საქართველოშიაც. მანამდე ქართველები ამას თაკილობდნენ და ამით მხოლოდ უცხოელები იყვნენ დაკავებული... იმერელი გლეხკაცის ცოლი ამ საქმიანობისას პირისახეს თათრის ქალივით აიხვევდა, არავინ წამასწროს თვალი ამ საზიზღარ საქმეზეო”. კითხვა: მაშ, რა საქმინობის რცხვენოდათ იმერლებს?
– ვაჭრობა
კომენტარი: მე-19 საუკუნემდე საქართველოში ეს საქმიანობა ფრიად სათაკილო საქმედ ითვლებოდა. მანამდე ქართველები თაკილობდნენ და მას მარტო უცხოელები აწარმოებდნენ: ებრაელები, სომხები, ფრანგები, რომელთაც ძველ დროიდან მოსახლეობის ნება ჰქონდათ მინიჭებული ზოგიერთ ქალაქის და სოფლების განკერძოებულ უბნებში.
წყარო: ნიკო ნიკოლაძე, “მოგონებები”, გვ. 22–23

ნიკო ნიკოლაძე ასე იგონებდა... biggrin.gif


ჰოდა, გამოდის რომ თვით დიდი ნიკოც კი გვატყუებდა biggrin.gif
SOSO
akunina
ციტატა
ქალური ლოგიკა რას ქვია?

ქალური ლოგიკა არ არსებობსsmile.gif
akunina
ციტატა(SOSO @ Dec 4 2008, 01:49 PM) *
akunina
ციტატა
ქალური ლოგიკა რას ქვია?

ქალური ლოგიკა არ არსებობსsmile.gif

როგორ არ არსებობს?!
მე რომ ეჭვი მქონდა, რომ დატო ჭოჭუა რამე სასიამოვნოს მიპასუხებდა, იმას რა ქვია?
tongue.gif
IngaRafa
ძალიან არ მომეწონა ახალი წესები angry.gif სამწუხაროა რომ წააგეს sad.gif
SOSO
akunina
ციტატა
მე რომ ეჭვი მქონდა, რომ დატო ჭოჭუა რამე სასიამოვნოს მიპასუხებდა, იმას რა ქვია?

ეგ გაარტყი, უგადაიკა იყოsmile.gif
mgeli
ციტატა(SOSO @ Dec 4 2008, 01:49 PM) *
akunina
ციტატა
ქალური ლოგიკა რას ქვია?

ქალური ლოგიკა არ არსებობსsmile.gif


როგორ თუ არ არსებობს smile.gif

აი მაგალითად ნიკო ნიკოლაძე იგონებდა: "ერთგან ქუთაისში სტუმრად ყოფნისას ბაბუაჩემმა დაინახა თუ როგორ ედო მასპინძელს მაგიდაზე ორი წიგნი. პირველი წიგნი თხელი და პატარა იყო, და გარე ყრდაზე სათაურად ეწერა: "ლოგიკა". მეორე წიგნი ვებერთელა ენციკლოპედიის ხელა იყო, ალბათ ასე 20 კილოს იწონიდა. გარე ყრდაზე სათაურად ეწერა "ქალური ლოგიკა... ტომი პირველი"

მას შემდეგ ნიკოლაძემ დაასკვნა რომ ეს წიგნი საქართველოში მხოლოდ ბაბუამისს ენახა biggrin.gif
nin
akunina
ქალური ლოგიკა მართლაც არ არსებობს, ეკა :* ჩვენ უფრო დახვეწილი რამ, ინტუიცია გვაქვს და იქ სადაც მამაკაცური ლოგიკა ვარდება, ინტუიცია იღებს კითხვებს smile.gif smile.gif :*
mateus
თემა შეძლებისდაგვარად გასუფთავებულია.
მივმართავ ჩვენი კლუბის და გუნდების მოთამაშეებს.
განსაკუთრებით: nin და linguistuss, თქვენ გენაცვალოთ ადმინი-ბიძია, გთხოვთ თქვენი გარჩევებისთვის გამოიყენოთ სხვა საშუალებები და არა ეს ფორუმი, და მითუმეტეს ტელეგადაცემების თემები smile.gif

ასევე მივმართავ კლუბის მოთამაშეებს და ფორუმის სხვა იუზერებს, თავი შეიკავეთ უაზრო ფლუდ-ისგან.

თორემ, მიუხედავად თქვენი ინტელექტუალური ავტორიტეტისა, მე ჩემი ხელით დაგადებთ ბან-ს. გჯეროდეთ!!!

გმადლობთ ყურადღებისთვის
David_Chochua
მეგობრებო,

ლიტერატურა.გე-ზე დავდე "უხსენებელი." ფილოსოფიური პროზაა. ვისაც დაგაინტერესებთ, მერე გარჩევასაც გამოვაგზავნი და კიდევ ერთხელ გადაიკითხეთ. თვენახევარი ვწერდი 7 გვერდს.

როგორც საიტიდან გავიგე, ჯერჯერობით მხოლოდ დარეგისტრირებული მკითხველები და რედკოლეგია კითხულობს. მომწერეთ თქვენი მოსაზრებები.

ჩემი აზრით კარგია. ასე რომ არ იყოს, არც დავდებდი. და რამდენიმე ძალიან კომპეტენტურმა ადამიანმა წაიკითხა უკვე.
data
David_Chochua


შეგიძლია აქაც დადო smile.gif

http://gametv.ge/forum/index.php?showtopic=160


Illegal Astronaut
David_Chochua

Very well... smile.gif smile.gif

აქაც დადე ლიტერატურის თემაში რა.. თორე იქ... 1 თვე მაინც ვერ წავიკითხავთ...
GORDA
ციტატა(David_Chochua @ Dec 18 2008, 08:03 PM) *
მეგობრებო,

ლიტერატურა.გე-ზე დავდე "უხსენებელი." ფილოსოფიური პროზაა. ვისაც დაგაინტერესებთ, მერე გარჩევასაც გამოვაგზავნი და კიდევ ერთხელ გადაიკითხეთ. თვენახევარი ვწერდი 7 გვერდს.

როგორც საიტიდან გავიგე, ჯერჯერობით მხოლოდ დარეგისტრირებული მკითხველები და რედკოლეგია კითხულობს. მომწერეთ თქვენი მოსაზრებები.

ჩემი აზრით კარგია. ასე რომ არ იყოს, არც დავდებდი. და რამდენიმე ძალიან კომპეტენტურმა ადამიანმა წაიკითხა უკვე.

ვაა, რა მალე დაგიწერია! მართლა. აბა, გადავიდე! სად მოგწერო, იქ თუ აქ?
დავით, ვერ ვპოულობ. ძებნა მივეცი ნაწარმოებებშიც და ავტორებშიც. რა ნიკით ხარ?
პ.ს. ვიპოვე, ვიპოვე! ძალიან მაინტერესებს.
GORDA
ერთხელ წავიკითხე უკვე. ჩემი აზრით, დიდი რამეა. ძალიან. კიდევ უნდა წავიკითხო და მერე ვიტყვი უფრო დალაგებულად. მანამდე კი –
ახლა მეორედ წავიკითხავ და ჩემს შეფასებას დავასაბუთებ.
GORDA
სხვა მსურველებსაც შემიძლია გავუგზავნო, ვინც იმ საიტზე ვერ შედის თუ რაცაა. არ დაგზარდებით. სიამოვნებით!
nin
windwalker
მკითხველთა კლუბში ხარ? როგორ წაიკითხე დათოს "უხსენებელი"? ჯერ არ ჩანს ყველასთვის
data
ციტატა(windwalker @ Dec 18 2008, 08:38 PM) *
სხვა მსურველებსაც შემიძლია გავუგზავნო, ვინც იმ საიტზე ვერ შედის თუ რაცაა. არ დაგზარდებით. სიამოვნებით!

მინდა მეც smile.gif

მადლობა წინასწარ smile.gif
Illegal Astronaut
windwalker

მომეწონა. მარა ისე რა... smile.gif

თითქოს რაღაც აკლია.. და ფინალიც მშრალია...

დიდი მადლობა .. smile.gif
ginger
windwalker
მეც მინდა smile.gif ლიტერატურის თემაში დადე smile.gif
GORDA
ციტატა(nin @ Dec 18 2008, 09:38 PM) *
windwalker
მკითხველთა კლუბში ხარ? როგორ წაიკითხე დათოს "უხსენებელი"? ჯერ არ ჩანს ყველასთვის

უფ, მე ლიტერატურა.გე-ს უხუცესი წევრი ვარ (8 წლის ასაკიდან) და მანებივრებენ ძალიან. მკითხველთა კლუბშიც ვარ და შეფასების უფლებაც მაქვს და საუკეთესო მკითხველის სტატუსიც მაქვს. აბაა! უფ, რა ვიტრაბახე!
David_Chochua
ციტატა(windwalker @ Dec 18 2008, 08:57 PM) *
ერთხელ წავიკითხე უკვე. ჩემი აზრით, დიდი რამეა. ძალიან. კიდევ უნდა წავიკითხო და მერე ვიტყვი უფრო დალაგებულად. მანამდე კი –
ახლა მეორედ წავიკითხავ და ჩემს შეფასებას დავასაბუთებ.


დიდი მადლობა, ლუკა. გარჩევასაც გამოგიგზავნი. ალუზიების დიდ უმრავლესობას მიხვდებოდი, დარწმუნებული ვარ, თუმცა ერთი-ორი ძალიან ჩახვეულია smile.gif
David_Chochua
ციტატა(data @ Dec 18 2008, 08:07 PM) *
David_Chochua


შეგიძლია აქაც დადო smile.gif

http://gametv.ge/forum/index.php?showtopic=160


გაიხარე! დიდი მადლობა რჩევისათვის smile.gif
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2019 Invision Power Services, Inc.