დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: შემოქმედი ადამიანების ბიოგრაფიები
რა? სად? როდის? ფორუმი > სამეცნიერო განყოფილება > მეცნიერება და წიგნები
გვერდი: 1, 2, 3
mariam-gvirila
auuu....
mxolod tqven tu damexmarebit..chems dzmas dasatzeri aqvs biografiuli mokle mimoxilva sergo kldiashvilis...tavidan kldiashvilio rom tqva mogexmarebi metqi,magram sergo??:?araferi vici...saertod pirvelad gavige sad.gif...sheidzleba aq misi xsenebit kvelafers vafucheb magram iqneb vinme damexmaros...is mainc mirchios sad sheidzleba informaciis modzieba...ra koshmaria sad.gif
anuchi
ლუდვიგ ვან ბეთხოვენის ბიოგრაფია თუ მოგეპოვებათ? smile.gif
GORDA
-------------------
GORDA
-------------------
GORDA
-------------------
GORDA
ციტატა(anuchi @ Feb 27 2009, 09:41 PM) *
ლუდვიგ ვან ბეთხოვენის ბიოგრაფია თუ მოგეპოვებათ? smile.gif

ეგ ბლომად იქნება ინტერნეტში.
anuchi
windwalker

ვერაფერი ვიპოვე sad.gif
GORDA
ციტატა(anuchi @ Feb 28 2009, 12:25 PM) *
windwalker

ვერაფერი ვიპოვე sad.gif

ვნახავ მაშინ, ოღონდ ცოტა მერე.
GORDA
როგორ ვერ იპოვე? აი, უცებ.
აბა აქ დააკლიკე
GORDA
მოკლედაც არის ქართულ ვიკიპედიაში.
http://ka.wikipedia.org/wiki/ლუდვ
GORDA
windwalker

ვაიმეე.. მე ბეთოვენს ვეძებდი biggrin.gif მართლა პატრიცია ვარ რაა.. smile.gif)

არაფრის.
anuchi
windwalker

მადლობა wink.gif


აააუ ისა.. ცუდად არ გამიგოთ მარა სნუპის ბიოგრაფია მინდააა biggrin.gif tongue.gif
Catherine
მიგელ დე უნამუნო (1864-1936)

მიგელ დე უნამუნო გახლავთ გამოჩენილი ესპანელი მწერალი, ფილოსოფოსი და საზოგადო მოღვაწე, წარმოშობით ბასკი. იგი დაიბადა კომერსანტის ოჯახში, დაამთავრა მადრიდის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. 1891 წლიდან იყო სალამანსკის უნივერსიტეტის ბერძნული ენისა დალიტერატურის პროფესორია, ხოლო 1901 წლიდნ ამავე უნივერსიტეტის რექტორი. უნამუნო ,,1898 წლის თაობის'' აღიარებული ბელადი იყო. მან შექმნა, ეგრეთ წოდებული, ინტრაისტორიის თეორია, რომლითაც გულისხმობდა ქვეყნის , ხალხის ცხოვრების უშუალო ფიქსაიას და უპირისპირდებოდა ოფიციალურ ისტორიას.
უნამუნო ფიქრობდა, რომ ,,კიხოტიზმი''( წმინდა ესპანურ-რელიგიურ-ფილოსოფიური სისტემა) საფუძვლად უნდა დადებოდა როგორც ესპანეთის, ისე მთელი ევროპის სულიერ აღორძინებას.
უნამუნო მიჩნეულია პირველ ესპანელ ეგზისტენციალისტად. ხშირად მას პერსონალისტსაც უწოდებენ, რომელმაც შექმნა ესპანურ ნიადაგზე დაფუძნებული პასკალის, კიერკეგორის, ნიცშეს მონათესავე ფილოსოფიური კონცეფციები და მის შესაბამისად ახალი ლიტერატურული ჟანრი- ნივოლა, ერთგვარი ანტინოველა, რომელიც ასახვის სრულიად ახალ ფორმებს მოითხოვდა.
უნამუნოს მხატვრულ ნაწარმოებთაგან აღსანიშნავია: რომანები- ,,მშვიდობა ომმის დროს'', ,,ბურუსი'', ,,აბელ სანჩესი'', და სხვა.
მწერლის ფილოსოფიურ-ეთიკური და ესთეტიკური დოქტრინა გამოიხატა ფილოსოფიური ხასიათის წიგნებში- ,, დონ კიხოტისა და სანჩოს ცხოვრება'', ,,ქრისტიანობის აგონია'' და სხვა.

Miguel de Unamuno

Poet, novelist, and playwright Miguel de Unamuno was born on September 29, 1864, in the Basque city of Bilbao. Unamuno's father, Felix, died when the poet was six, and his mother, Salomé Jugo, provided her children with a deeply Catholic upbringing. (Unamuno at one time wished to become a priest, but his love for a childhood sweetheart, Concepción Lizárraga, kept him from the priesthood. They would marry in 1891.) Unamuno attended the University of Madrid, where he studied languages and philosophy and received a Ph.D. in 1884. He returned to Bilbao after school, and in 1891 he became a professor of Greek at the University of Salamanca. Later that year, he married his childhood sweetheart, Concepción; together they would have ten children. In 1900, Unamuno became the rector at the university. Throughout his life he would publish essays on metaphysics, politics, religion, and travel; he also published over ten novels and a number of plays.

Unamuno did not begin to publish poetry until the age of forty-three. His first book, Poesías (1907), used common Spanish to offer the poet's impressions of nature and travel. Unamuno had translated the poets Samuel Taylor Coleridge and Giacomo Leopoardi, and their influence on his early work is clear. In 1907, he published Rosario de sonetos lícos (Rosary of Sonnets, 1911), which was followed in 1920 by El Cristo de Velasquez (translated as The Christ of Velasquez, 1951). Begun in 1913, The Christ of Velasquez ran 2,538 lines and reflects the poet's desire to define a uniquely Spanish Christ. Many people consider it to be Unamuno's greatest poem.

During the summer of 1920, while El Cristo was in press, Unamuno prepared a volume of travel sketches, Andanza y visions (Spanish Travels and Visions, 1922). Many of the prose poems in this volume were published in daily newspapers, and the book contains some of Unamuno's most anthologized work. This book was followed by Rimas de dentro (Rhymes from Within, 1923), and another book of prose and verse, Rimas de un poeta desconocido presentadas y presentado por Miguel de Unamuno, (Teresa: Rhymes of an Unknown Poet Presented by Miguel de Unamuno, 1924).

Before copies of Teresa reached Unamuno, political events forced a change in his life. On September 13, 1924, General Miguel Primo de Rivera launched a successful military coup in Spain. Unamuno published a number of articles critical of the new government; he was exiled without his family in 1924 to the island of Fuerteventura in the Canaries. His exile brought him international attention and acclaim. He left Fuerteventura for Paris on a private boat, and in 1924 he published De Fuerteventura a París: Diario íntimo de confinamiento y destierro vertido en sonetos (From Fuerteventura to Paris: Intimate Diary of Confinement and Exile Poured Out in Sonnets). While in Paris he completed Romancero del destierro (The Ballads of Exile, 1928), which would be the last book of poetry published in his lifetime.

In 1930, King Alfonso of Spain removed the dictator, Primo de Rivera, and in February Unamuno triumphantly returned home and regained his position as rector at the University of Salamanca. When General Franco took power in 1936, many of Unamno's friends and colleagues were executed. At university convocation, the poet angrily denounced Franco's rebellion. General Franco gave permission to shoot him, but to avoid an international incident, the poet was confined to strict house arrest, where he died on New Year's Eve, 1936.


http://www.swarthmore.edu/Humanities/mguar..._11/unamuno.htm


http://www.rjgeib.com/heroes/unamuno/unamuno.html

GORDA
wink.gif
sopo



შემოგთავაზებთ ნიკოლოზ ბარათაშვილის ფრიად ინტიმურ წერილს თავის საყვარელ დობილთან, მაიკო ორბელიანთან, მიწერილს, რომელსაც პოეტი უშლიდა თავის გულს.
ბარათაშვილი წერს ამ წერილს ერთ საღამოს წვეულების შემდეგ, სადაც პოეტმა ბრწყინვალე საზოგადოების ნაცნობთა მხიარულ შეკრებილობაში გაატარა დრო.

,,მე სწორე გითხრა, მეტად გავმხიარულდი, სრულიად უმიზეზოდ, უანგარიშოდ, ისე, მეც არ მოველოდი...
მაგრამ სულ ამაოა ჩემთვის. ეს ღამეც წავიდა, ვითარცა სიზმარი... არ დაიჯერებ, მაიკო! სიცოცხლე მამძულებია ამდენის მაარტოობით. შენ წარმოიდგინე, მაიკო, სიმწარე იმ კაცის მდგომარეობისა, რომელსაც მამაცა ჰყავს, დედაც, დებიც, მრავალნი მონათესავენი, და მაინც ვერვის მიჰკარებია, მაინც კიდევ ობოლია ამ სავსე და ვრცელ სოფელში!.. ვიცი, გაიცინებ, ასე გეგონება, დამწვარი ვლაპარაკობ. ჭეშმარიტად, მაიკო, ასე გულცივად ჯერ განსჯა არა მქონია. ასეთი თავისუფალი ფიქრი მაქვს და ასეთი მტკიცე გული, რომ სამოცი წლის მოხუციც ვერ იქნება ჩემისთანა უსყიდველი მსაჯული..."
პოეტი ამთავრებს სიტყვებით:
,,დაიმარხე მშვენიერება სულისა, უმანკოება გულისა, აი ჭეშმარიტი ბედნიერება, უმაღლესი სიამე რომელსაც კი კაცი წაიღებს ამ სოფლისგან..."
anuchi
Tomek Baginski ამ ანიმატორზე მინდა ინფორმაციააა wub.gif
anuchi
ციტატა
Tomek Baginski ამ ანიმატორზე მინდა ინფორმაციააა


+1 wink.gif
Jonathan Livingston
გიორგი გურჯიევი




გიორგი გურჯიევი (დ. 28 ნოემბერი, 1877 - გ. 29 ოქტომბერი, 1949), სომეხი-ბერძენი მისტიკოსი, ფილოსოფოსი. ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა თბილისში. მე–20 საუკუნის მისტიკოსი, ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი ბევრს მოგზაურობდა მსოფლიოს გარშემო. 1919 წელს თბილისში დააარსა „ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი”. საქართველოს ტერიტორიის საბჭოთა კავშირის მიერ ანექსირების შემდეგ იგი ემიგრაციაში მიდის საფრანგეთში. გარდაიცვალა პარიზში. მის კალამს ეკუთვნის მთელი რიგი ეზოთერული ნაშრომები.

ცნობილი მისტიკოსის გიორგი გურჯიევის ეროვნება და დაბადების თარიღი ზუსტად არ არის ცნობილი. დაბადების თარიღად ასახელებენ 1872 და 1877 წლებს. იგი დაიბადა ყარსში (ახლანდელი თურქეთი), გაიზარდა ალექსანდროპოლისში (გიუმრი; სომხეთი), მისი წარმოშობა და ეროვნებაც ბურუსით არის მოცული, ზოგი მას სომხურ-ბერძნულ წარმოშობას საუბრობს, ზოგი ასირიელად რაცხავს, ზოგი კი ქართველად. დაუზუსტებელი ბიოგრაფიული ცნობებით, მამით ბერძენი იყო, დედით - სომეხი. ასევე მისი ფსევდონიმია ”გურჯიევი” რაც ქართულად ”ქართველს” ნიშნავს.
მისი ამერიკელი მოწაფეების ცნობით, იგი ცუდად საუბრობდა რუსულად და ფრანგულად, კარგად იცოდა აზერბაიჯანული, სომხური და ამიერიკავკასიური (უნდა ვივარაუდოთ, რომ “ამიერიკავკასიური” ქართული იყო. ამას ამტკიცებს ამერიკელი მწერალ-ეზოთერიკოსის დ. ა. ჰალსის ცნობაც, ის წერს: “გურჯიევმა ბრწყინვალედ იცოდა არა მარტო ქართული ენა, არამედ ქართული ანბანიც როგორც მეომრებისთვის, ისე მღვდლებისთვის განკუთვნილი” (აქ ალბათ საუბარია მხედრულ და ნუსხურ ანბანებზე). იგივე, მისი გვარიც ქართულ წარმოშობაზე მიუთითებს
აღსანიშნავია, რომ საბოლოოდ დამტკიცდა სტალინის დაბადების ნამდვილი თარიღიც, იგი დაბადებულია არა 1879 წლის 21 დეკემბერს, როგორც ცნობილი იყო ფართო მასებისთვის, არამედ 1878 წლის 6 დეკემბერს - ძველი სტილით, ანუ ახალი სტილით 18 დეკემბერს (ეს მტკიცდება სტალინის ნათლობისა და თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდებში გაკეთებული ჩანაწერებით). სტალინმა დაბადების თარიღი სწორედ გურჯიევის რჩევით შეიცვლა- მან საკუთარ დაბადების თარიღს ერთი წელი და სამი დღე მიამატა, რითაც მან შეცვალა საკუთარი ასტროლოგიური მონაცემები და ამით შეუძლებელი გახდა მასზე ოკულტური თუ ფსიქოტრონული ზემოქმედება.
ერთ-ერთი ვერსიით გურჯიევი XIX საუკუნის ბოლოს სტალინთან ერთად თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა (სტალინი 1899 წელს სემინარიიდან მარქსიზმის პროპაგანდის გამო გარიცხეს). ალბათ სწორედ აქედან დაიწყო მათი ურთიერთობები. ძნელია ითქვას, რომ ისინი პარტნიორები ან ერთგული მეგობრები იყვნენ, თუმცა მკვლევარებმა სტალინის მოხსნებებში გურჯიევის ლექციების უდიდესი გავლენა აღმოაჩინეს.
XX საუკუნის დასაწყისში თვითონ გურჯიევი განიცდიდა სტალინის გავლენას, ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ რუსეთის პირველი რევოლუციის დროს, 1905 წელს გურჯიევი აქტიურად ჩაება საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და მონაწილეობა მიიღო ჭიათურის აჯანყებაში, სადაც ის ტყვიით დაჭრეს. არსებობს ვერსია, რომ ის ურმით გადაიყვანეს ხევსურეთში, სადაც მას ქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარეს და სხეულიდან ტყვია ამოუღეს, სავარუდოდ გურჯიევს ოპერაცია ცნობილმა “აქიმმა” მგელიკა ლიქოკელმა გაუკეთა.
ზებუნებრივი ფემონენით ადრევე დაინტერესდა. ბევრს მოგზაურობდა, განსაკუთრებით აზია (მონღოლეთი, პაკისტანი, თურქმენეთი, თურქეთი, ინდოეთი), და აფრიკა (ეგვიპტე) იზიდავდა. შეისწავლა სხვადასხვა ხალხთა რელიგია, ფოლკლორული მუსიკა და ცეკვა. ზოგჯერ არქეოლოგიურ გათხრებსაც აწარმოებდა. ტიბეტში ყოფნისას მას ტიბეტელი ლამებმა “თეთრი ეშმაკი” შეარქვეს (მას გავლენა ჰქონდა თვით დალაი-ლამაზე).
1919 წელს თბილისში დაარსა “ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი”. გურჯიევმა თბილისში დაბრუნების დროს შეიტყო, რომ მამამისი ივანე გურჯიევი მოეკლათ, ხოლო დედა და ახლო ნათესავები ტიფით გარდაცვლილიყვნენ.
როდესაც აშკარა გახდა ბოლშევიკების მიერ საქართველოს დაპყრობის გეგმა, იგი 1920 წლის ბოლოს სტამბოლში გაემგზავრა. გურჯიევს საქართველო-თურქეთის საზღვარზე ხალიჩების დიდი კოლექცია ჩამოართვეს. მისტიკოსთა რწმენით ამ კოლექციაში ონელი ებრაელის ვინმე მოშე შიმშილაშვილის “მფრინავი ხალიჩაც იყო (ზოგი მას “დიდი მონგოლის” ცისფერ ხალიჩადაც მიიჩნევს). თუმცა არსებობს ვერსია, რომ საზღვარზე ხალიჩების ჩამორთმევა შირმა იყო და გურჯიევმა ამით “სხვა რაღაც”, უფრო მნიშვნელოვანი “გააპარა. გურჯიევი 1922 წელს პარიზში ჩავიდა და იქვეს ახლოს, ფონტებლოში, ციხე-სიმაგრე იყიდა. 1930-იან წლების ბოლოსა და 1940-იანი წლების დასაწყისში ტიბეტში ჩავიდა, რომელიც იმ დროისთვის მთელი მსოფლიოსთვის “დახურულს” წარმოადგენდა.
ტიბეტში გურჯიევი რამდენჯერმე ინახულა ნაცისტმა რუდოლფ ჰესმა. ჰესს აინტერესებდა როგორ მიდიოდა ფაშისტების მიერ გაგზავნილი ექსპედიციის მუშაობა. ფაშისტები ტიბეტში მითიურ ქვეყანას - შამბალას ეძებდნენ. ჰესი ჭკვიანი ადამიანი იყო, იგი დარწმუნებული იყო ჰიტლერის გეგმების კრახში. გურჯიევთან შეხვედრისას უფრო განუმტკიცდა ამის რწმენა.
ბერლინში დაბრუნების დროს, როდესაც ასტროლოგმა ვრონსკიმ მას ფაშისტების მომავალი მარცხის შესახებ აუწყა, მან გერმანიის დატოვება გადაწყვიტა. ასტროლოგ ვრონსკის პროგნოზით ჰესსა და ბევრ სხვა ფაშისტ ლიდერსაც სახრჩობელა ელოდა. ჰესი ვრონსკის რჩევით 1941 წელს ბრიტანელებს ტყვედ ჩაბარდა. 1946 წელს, ნიურბერგის სასამართლო პროცესზე ჰესის გარდა ყველა ჩამოახრჩვეს, ჰესს კი სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა 1980-იან წლებში მან ერთკაციან საკანში თავი ჩამოიხრჩო.
მეორე მსოფლიო ომის დროს ის საფრანგეთში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ გურჯიევი ჰიტლერს პირადად იცნობდა. მოგვიანებით გარკვეული კავშირი ჰქონდა ნაცისტებთან და მის სახელს უკავშირებენ საიდუმლო ორგანიზაცია “თულეს” შექმნას. არის მოსაზრება რომ ჰიტლერიც და სტალინიც იზიარებდნენ გურჯიევის მოსაზრებებს.
გურჯიევის ცნობილი “ენაგრამები”-ს ინტერპრეტაცია-გაშიფვრა ყველაზე უკეთესად ქართული ანბანის გამოყენებით ხდება და მკვლევართა აზრით, დიდი ალბათობა, რომ გურჯიევი მუშაობისას სწორედ ამ ანბანს იყენებდა. იგი იყო ზეფენომენი და შეეძლო უსუსური ადამიანისთვის უზარმაზარი სულიერი და ფიზიკური ძალა შთაებერა.
ბულგაკოვის ბიოგრაფები ამტკიცებენ, რომ რომანში “ოსტატი და მარგარიტა”, ვოლანდის პროტოტიპი სწორედ გურჯიევია. ამას ამტკიცებს ის ფაქტიც, რომ 1917 წელს გურჯიევის ესენტუკში ცხოვრების დროს, ბულგაკოვიც სწორედ იქ ისვენებდა და არ არის გამორიცხული, რომ სწორედ აქ მოხდა მათი შეხვედრა, რამაც მწერალს სერიოზული იმპულსი მისცა მომავალი რომანისთვის.
გურჯიევი ვერ იტანდა ტერმინ “ოკულტისტს” და საკმაოდ ამრეზილად უყურებდა თეოსოფებს, ასევე სკეპტიკურად იყო განწყობილი იოგის მიმართ, უფრო დერვიშიზმით იყო გატაცებული.
გურჯიევის აზრით ადამიანი არის ადამიანი არის არასრულფასოვანი არსება, იგი არ არის ჰარმონიული. იგი შედგება სამი დამოუკიდებელი ცენტრისგან (სული, პიროვნება, სხეული), რომელი ცენტრებიც ერთმანეთის ზეგავლენას არ განიცდიან, დეცენტრალიზებულია. ადამიანი მანქანაა და მექანიკურად ცხოვრობს. შედეგად ადამიანი რომ ადამიანი გახდეს, საჭიროებს სრულყოფას, გამოფხიზლებას, აუცილებელია, რომ მუდმივად ახსოვდეს საკუთარი თავი.
მიუხედავად იმისა რომ ადამიანი არასრულყოფილია, იგი შესაძლოა არსებობდეს მომავალში. “ნათელი მომავალი” ჰიტლერისთვის იყო ზეხალხის, ზეერის, გერმანული სუფთა რასის სახით, ხოლო სტალინისთვის მომავალი “სამართლიანი სოციალური ადამიანის და საზოგადოების” სახით, შესაბამისად რატომ არ შეიძლება დღევანდელი არასრულყოფილი ადამიანი გამოეყენებინათ იმ დიადი მიზნისთვის რომელიც მომავალში აღსრულდებოდა? შეძლება დაიხოცოს მილიონები ლაგერებში რომ მაგალითად გაიყვანონ კანალი და მდინარეებს შეუცვალონ მიმართულება და მოირწყვება უზარმაზარი ფართობი რაც გამოკვებავს უამრავ ხალხს (სტალინისთვის) ან კიდევ ჰიტლერისთვის თავისი სხვა მიზნებისთვის და ამას თუ შევხედავთ როგორც საქციელს ჩადენილს მომავალი ბედნიერი კაცობრიობის თუ ადამიანისთვის გადადგმულ ნაბიჯად.
არსებობს მოსაზრებები რომ ადრე არსებობდა დახურული და საიდუმლო სკოლები რომლებიც ფლობდნენ დახურულ ინფორმაციებს და ცოდნას. გურჯიევმა ბევრი იმოგზაურა და როგორც თვითონ აღწერს ასეთი სკოლების
მონახულება მისთვის პრიორიტეტი იყო.
გურჯიევს დიდი ხნის განმავლობაში არ გამოუცია წიგნი, როგორც ჩანს თავიდან აცნობიერებდა ამის საშიშროებას, თუმცა მოგვიანებით მისმა მსმენელებმა ყველამ თავისი იტერპრეტაციით დაიწყეს წიგნების წერა ამ თემებზე, რამაც ბევრი გაუგებრობა გამოიწვია და ბოლოს თხოვეს მას პირადად რომ დაეწერა წიგნად.
გურჯიევს მსოფლიოში დიდ პატივით მოიხსენიებენ. უამრავი წიგნი არსებობს ორც მისი, ასევე მასზე. მის ფილოსოფიას მილიონობით მიმდევრები გაუჩნდა.
anuchi
ესეიგი დღეს გადავხედე ხალხურ ზღაპრებს და გავიგე ლადო აღნიაშვილი კარგი ვინმე ყოფილა.. smile.gif
Single Malt
Jonathan Livings...
ძაან საინტერესოა გურჯიევი, სულ მაინტერესებს ხოლმე მსგავსი ადამიანები და პერიოდი: 19-ე საუკუნე და 20-ის პირველ ნახევარი
Single Malt
ნიკო ბური, მისი სრული სახელია ნიკოლოზ გიორგის ძე ბაგრატიონი
ის დაიბადა და გაიზარდა მუხრანში, წარმოადგენდა ბაგრატიონთა მუხრანის შტოს, მეფე არჩილის შთამომავალი იყო.
დაიბადა 1868 წელს, ბავშვობიდან უყვარდა და ემარჯვებოდა თოფის სროლა.
მისი ოჯახი დიდ ყურადღებას აქცევდა ბავშვების განათლებას და ამის გამო, ნიკო და მისი უფროსი ძმა, ლევანი, გააგზავნეს თბილისში, ფრანგი ცოლ-ქმარის, ბერლემონების ოჯახში, რათა შეესწავლათ ფრანგული (რაც იმხანად ისეთივე აუცილებლობას წარმოადგენდა, როგორც ინგლისური დღეს).
3 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ ძმები ბერლემონების ოჯახში, სადაც მუდამ ფრანგულად ლაპარაკი უწევდათ (ცოლ-ქმარმა ქართული არ იცოდნენ). ამ მეთოდმა გაამართლა და 3 წლის თავზე, ფრანგულად ნიკო თავისფლად ლაპარაკობდა, ქართული კი თითქოს დავიწყნოდა. თბილისში ცხოვრებისას, მას და მის ძმას უკითხავდნენ ანდერსენის ზღაპრებს. თავად, ნიკო, მეტად დაინტერესებული იყო ჟიულ ვერნისა და მაინ რიდის ნაწარმოებებით, მაგრამ ფრანგი აღმზრდელი უშლიდა ბიჭს მათ წაკითხვას, რადგანაც "ეს წიგნები აღელვებენ ისედაც თავქარიან ბიჭებს", თვლიდა მოხუცი ფრანგი ქალბატონი, ნიკოს აღმზრდელი.
3 წლის თავზე ბიჭები მუხრანში, თავიანთ ოჯახს, დაუბრუნდნენ.

ცოტა ხნის შემდეგ, ბიჭები ისევ დაბრუნდნენ თბილისში, ამჯერად რუსულისა და ქართული ენების შესასწავლად. ენებთან ერთად, ისინი სხვადასხვა საგნებსაც სწავლობდნენ. ბიჭები ცხოვრობდნენ მამიდამისის ქმრის, პლატონ იოსელიანის ოჯახში, რომელიც მე-19 საუკუნის ცნობილი ფილოსოფოსი და მოაზროვნე, მეტად განსწავლული კაცი გახლდათ. ბიჭებმა რუსულ გიმნაზიაში ჩააბარეს. ლევანი გიმნაზიაში საუკეთესო მოწაფე იყო, ხოლო ნიკოს, ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რაც სწავლაშიც ხელს უშლიდა.

გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, ის ხან თავის სახლში სამეურნეო საქმეებს უძღვებოდა, ხან თბილისში, სხვადასხვა სამეწარმეო საქმეებს მისდევდა (სხვადასხვა ბიზნესი ჰქონდა).

1896 წელს, ის მოხვდა მოსკოვში, ქართველ თავად-აზნაურთა დეპუტაციაში. ეს მისი პირველი მოგზაურობა იყო, რომელზეც დიდი ხანი ოცნებობდა. მოსკოვიდან ის ნიჟნი ნოვგოროდში გადავიდა და თავის მეგობარ ნიკოლოზ "კოლა" ვახტანგის ძე ორბელიანთან ერთად იმოგზაურა მდინარე ვოლგაზე. ორბელიანისგან მან მიიღო მეტად "ზამანჩივი" წინადადება, ერთად წასულიყვნენ აფრიკაში ლომებზე სანადიროდ (სავარაუდოდ იმ პერიოდში ეს მდიდარი ფენისთვის მიღებული გასართობი იყო).

ნიკო დაბრუნდა საქართველოში, შემოთავაზებით აღფრთოვანებული, და ელოდებოდა კოლა ორბელიანის შეტყობინებას გამგზავრების თაობაზე. ორი წელი იცადა. 1899 წელს კი, როდესაც საბოლოოდ მიიღო შეტყობინება, გაემგზავრა პეტერბურგში. ნიკო ენთუზიაზმით იყო სავსე: "ლომებზე ნადირობა ჩემთვის იყო საბაბი - გავგზავრებულიყავი შორეულ ქვეყნებში, მენახა უცხო ხალხები, გავცნობოდი მათ ზნეს, ჩვეულებას, კულტურას, დავმტკბარიყავი უცხო ბუნების სილამაზით, თუმცა მჯეროდა - საქართველოს მსგავსი მეორე ქვეყანა არ არსებობდა."

პეტერბურგში რამდენიმე თვე დაყო. ნიკო და კოლა შემდეგ ერთად გაემგზავრნენ პარიზში, ვარშავის გავლით, მატარებლით. იქ სხვა მეგობრებისთვის უნდა დაეცადათ, სანამ აფრიკაში წავიდოდნენ სანადიროდ. საფრანგეთში მეგობრებმა 4 თვე დაყვეს. ნიკოს მეტად ეჩქარებოდა აფრიკაში გამგზავრება, კოლა კი ფრანგი ქალების ეშხმა მოხიბლა და ცოტა ხნით მოცდას ურჩევდა ნიკოს. ნიკომ ვერარ გაძლო მეტ ხანს და მარტო დაადგა აფრიკის გზას.

ჯერ მარსელში ჩავიდა, საიდანაც გემით გაემგზავრა ალექსანდრიაში. გემზევე შეიტყო ინგლისელებსა და ბურებს შორის მოსალოდნელი დაპირისპირების შესახებ. ალექსანდრიაში ჩასვლის მერე კი უკვე ოფიციალურად გახდა ცნობილი ომის დაწყების შესახებ. სასტუმროს პატრონმა, სადაც ნიკო ცხოვრობდა ალექსანდრიაში, უთხრა მას, რომ ინგლისელებს სურთ თავისუფლების მოყვარე ბურები მონებად აქციონ, ხოლო მათი ქვეყანა - კოლონიად.

"გამახსენდა საყვარელი საქართველო! მთელი ჩემი არსება მოიცვა ბურებისადმი თანაგრძნობამ და უყოყმანოდ გულში ღრმად ამოვიჭერი - დავხმარებოდი თავისუფლების მოყვარულ პატარა ხალხს, რომელსაც ინგლისი მოსპობას უპირებდა". ის მალევე გაემგზავრა გემით ალექსანდრიიდან სამხრეთ აფრიკაში, ბურების ქვეყნის, ტრანსვაალის დედაქალაქ, პრეტორიაში.

ბურებთან ცხოვრებისას და ომისას, მან პირადად გაიცნო ტრანსვაალის მოხუცი პრეზიდენტი კრიუგერი (ბურები მას ბიძია პაულსს ეძახდნენ) და სხვა ცნობილი გენერლები და სამხედრო მოღვაწეები. მრავალხნიანი ომის შემდეგ, ინგლისელებმა შეძლეს ბურების დამარცხება. ნიკო ბური თავდაპირველად დასახვრეტთა სიაში აღმოჩნდა, მაგრამ შემდეგ, როგორც სამხედრო ტყვე და არა ბური მეამბოხე, წმინდა ელენეს კუნძულზე გააგზავნეს სატუსაღოში (სწორედ ამ კუნძულზე გაატარა ნაპოლეონმა თავისი სახელგანთქმული ცხოვრების ბოლო წლები). კუნძულზე ის სპეციალურად ტყვეებისთვის მოწყობილ ბანაკში ცხოვრობდა, გამოყოფილი ჰქონდა პატარა კარავი და საწოლი. კუნძულზე მისი ინიციატივით დაარსდა ტყვეების კლუბი, რომელიც მართავდა სხვადასხვა სპორტულ და კულტურულ ღონისძიებას (ჩოგნურთი, ჭადრაკი, დოღი და კაპელა), რითიც მცირე თანხასაც შოულობდნენ. თავად ნიკომ კუნძულის მცხოვრებ ტყვეებსა და ინგლისელებში ღონიერი კაცის სახელი დაიმკვიდრა, როდესაც მან, მიწაზე მდგომმა, ორი ცხენი მათზე გამობმული თასმებით დაიჭირა (ცადეთ აბა tongue.gif)

1901 წელს მან საბოლოოდ დატოვა წმ. ელენას კუნძული და ტყვეობა, იმ პირობით რომ აღარასდროს დაბრუნდებოდა აფრიკაში. გემით ის ჩავიდა ინგლისში, ლონდონში, შემდეგ გაემგზავრა პარიზში თავის ტყვეობის დროინდელ მეგობარ, გრაფ ბრედასთან ერთად, შემდეგ პეტერბურგში, რის შემდეგაც ის დაუბრუნდა მონატრებულ საქართველოს.

სიცოცხლის ბოლო წლები ნიკო ბურმა თბილისში გაატარა. გასაბჭოების შემდეგ, ის გაღარიბდა და ამბობენ, რომ სიცოცხლის ბოლოს სიგარეტებს ყიდდა. ნიკო ბური გარდაიცვალა 1933 წელს. მას და ანა ბუჩქიაშვილს (იქორწინეს 1902 წელს) ჰყავდათ 6 შვილი. მათგან ყველაზე უმცროსი, ირინა, გარდაიცვალა 2000 წელს, პარიზში.
okiam ermutsem
Jonathan Livings...
საღოლ ილოsmile.gif ხო იცი ოშოც მაგის მოსწვლე იყო?tongue.gif
NIA
მთლად ბიოგრაფია არაა..
მარა ეს ჯობია ბიოგრაფიას.. biggrin.gif

კონფერენციას ვწერ ამ ქალზე.


19-ე საუკუნის ამერიკულ ლიტერატურაში გამორჩეული ადგილი უჭირავს პოეტ ქალს, ემილი დიკინსონს. მან ცხოვრების დიდი ნაწილი განმარტოებით გაატარა. არ უყვარდა ხალხთან ურთიერთობა, წერილებით თუ ეკონტაქტებოდა ნაცნობებს. ამ უცნაურობის გამო ხალხი მას არ მიიჩნევდა ისეთ დიდ პოეტად, როგორადაც ის ახლაა ცნობილი.
იგი წერდა ისეთ ლექსებს, რომლების ჩვენთვის უცხოა და არ გვხვდება თანამედროვე ლიტერატურაში.

ემილი დიკინსონის ნამუშევრები ეხება ისეთ თემებს როგორიცაა: თავისუფლება, ადამიანის ბუნება და საქციელი, ცხოვრების აზრი, ოპტიმიზმი ამ უიმედო ცხოვრებაში. ემილი დიკინსონის ლექსების წაკითხვის შემდეგ, ბევრი უფრო უკეთესად შეიცნობს სამყაროს და გაიაზრებს პოეტის შეხედულებებს.

დიკინსონის შემოქმედების უდიდესი ნაწილი ადამიანის ბუნებას ეხება. იგი აღნიშნავს, რომ ისინი უფრო აფასებენ წარმატებას, ვისაც წარუმატებლობის ტკივილი განუცდია. მან იცოდა, რომ ადამიანები ადვილად მოპოვებულს არ აფასებენ და მწუხარებით აღნიშნავს, რომ საზოგადოება არანორმალურად თვლის ჩვეულებრივი ხალხისაგან განსხვავებულ ადამიანებს. თავადაც ხომ ასეთ ადამიანებს განეკუთვნება. პოეტი ცდილობს თავი შორს დაიჭიროს, ნაკლები ყურადღება მიაქციოს საზოგადოების ქილიკს და წინა პლანზე ჭეშმარიტი ადამინური გრძნობები წამოწიოს.

ემილი დიკინსონი ლიტერატურაში ცნობილია თავისი პატოლოგიური ნაწერებით, რაც მისი ცხოვრების ანარეკლია. ემილის სიმარტოვემ, წარუმატებელმა სიყვარულმა და ოჯახის წევრების გარდაცვალებამ დიდი ზეგავლენა იქონია მის შემოქმედებაზე. მის ლექსებში ნათლად ჩანს მარტოობის განცდა, რაც ემილი დიკინსონის მთელი შემოქმედების ლეიტმოტივია.
georgevna
ტერენტიმ გადაწყვიტა თავისი საღამო გაეკეთებინა და ასე მოაწყო:სვენა ჩააბნელა დადგა ერთი მაგიდა და მაგიდასთან ერთი ნათურა აანთო. პოლიაციას ეგონა რაღაც შეთქმულება მზადდებაო და დაარბიეს.
გალაკტიონი დაპირდა ტერენტის ეს საღამო აუცილებლად ჩატარდებაო და ზუსტად 10 დღეში ჩატარდა კიდეც სახელწოდებით " ტერენტი გრანელის და გალაკტიონის შემოქმედებითი საღამო",საღამომ ანშლაგით ჩაიარა.

გალაკტიონს ხშირად დაჰყავდა ტერენტი საღამოებზე, ქალაქგარეთაც,სემინარებზე რომლის შემდგომ პურ-მარილი იმართებოდა ხოლმე. ერთხელ ასეთ პურ-მარილზე გალაკტიონმა არ გააცნო არავის ტერენტი და სუფრაზე იკითხა ვინმემ თუ იცით ტერენტის ლექსები ან თუ გაგიგიათო.... ადგა ერთი და თქვა ლექსი,ადგა მორე,მესამე და ყველამ ზეპირად წიკითხეს ტერენტის ლექსები,როგორი ამაყი იყო მაშინ....

თითქოს მივიწყებულია მაგრამ ხალხი კითხულობდა და უყვარდათ ეს პოეტი smile.gif
georgevna
" ნაზი ბუნების ტერენტი მეტად ზრდილია და თავაზიანი,საოცრად გულახდილი, უშუალო და თავმდაბალი. თავისებული ხასიათი აქვს: ხან ბავშვივით აზიზია, ხანაც უმიზეზოდ ჭირვეული, უფრო ხშირად კი სათნო და გულუბრყვილო. ხმამაღლა იშვიათად იცინის. ბილწსიტყვაობა სძაგს. მისი ყველაზე სალანძღავი სიტყვაა: " შენ პოეზიის რა გაგეგება". საერთოდ ძუნწი მოსაუბრეა"

--------------

'ერთხელ ახსენდება, უკანასკნელი გროშები მეყვავილეს ჩაუთვალა, ვარდის დიდი თAიგული მკერდზე აიხუტა, ვერაზე ეტლი დაიქირავა და რუსთაველი ქუჩა ეტლში ფეხზე მდგომმა ჩაიროლა,თან ამაყად გაიახოდა: "მე ტერენტი ვარ გრანელი". ეტლი ქაშვეთთან შეაჩერებინა და ტაძრისკენ გაემართა.მეეტლემ ქირა მოსთხოვა. ტერენტიმ ქირის სანაცვლოდ თაიგულიდან ერთი ვარდი ამოაძრი და მრების შმუშვნით მეეტლეს გაუწოდა. ალბატ ეს იყო მისი სიმართლეც და ყველაზე დიდი დანაშაულიც. მეეტლემ "მაწანწალაო" და მათრახი მოუქნია.ტერენტიმ სილა გააწნა. ატყდა ჩოჩქოლი. მაშინ გამოერკვა საკანში რომ შეაბრძანეს. მერე კი ინანა მაგრამ გვიანი იყო. დატანჯა ციხის ყრუ კედლებმა,უთბილისობა.
"ცა ეხლავს და ჩემს წამებას ბოლო არ უჩანს
მგონი ციხიდან ორ დღეში გავალ
და ისევ დამღლის თბილისის ქუჩა..."
ძალიან უყვარდა თბილისი ხომ სარწმუნოება იყო მისთვის,თავად კი - მორწმუნე, სააღსარებოდ თავდახრილი, მის ბნელ ქუჩებში ცოდვილივით მოხეტიალე'


----------

" "7შაური მასესხე" - სთხოვდა ვინმე ნაცნობს მცირე ულუპის საფასურს და "მასესხე" ისე იყო ნათქვამი "მომეცის" უფრო ნიშნავდა და უარის თქმასაც კიდევაც რომ სდომნოდა ვერავინ ახერხებდა. ამაყი იყო,არავის აგებინებდა თავის გასაჭირს,თომა ჩიქვანაია წერდა: "ტერენტი გრანელი მშიერი მწყურვალი,დაგლეჯილ ტანისამისში გახვეული, უბინაო, საცოდავად დაეხეტეა ქუჩა ქუჩა და მე ყოველთვის მეშინია, რომ მას ხვალ სადმე თბილისის ქუჩაზე გადამთიელი მეეზოვე იპოვის სიცივისაგან და შიმშილისაგან სულამომძვრალს." ყველა იცნობდა თბილისში,ყველას რაღაც სმენია მის უცნაურ ცხოვრებაზე...

.......................................................
.......................................................


რუსთაველზე ჩქარი ნაბიჯით მოდიოდა,,დაკუჭული შარვლით,თითქოს ვიღაცას ეძებსო ისე იმზირებოდა,უეცრად ერთი ჭაბუკის წინ შედგა და მოულოდნელად კითხა: "ვინ ხართ?" -" ელიზბარ ზედგენიძე, პროლეტარი პოეტი!" უხმოდ გაშორდა. მეორე დღეს ისევ შეხვდა, მიესალმა, ხელი ჩამოართვა და მოულოდნელად უთხრა: "7 შაური მასესხე" - მოიქექა ჯიბეები და 9შაური მისცა. რამდენიმე დღის შემდეგ ისევ შეხვდა,ზუსტად 7 შაური სთხოვა. ელიზბარს აღარ აღმოაჩნდა ფული და შინ მიიპატიჟა. ტერენტი ცოტა შეყოყმანდა, როცა გაიგო მთაწმინდაზე ცხოვრობდა უყუყმანოდ დასთანხმდა.
სუფრა აივანზე გააწყვეს, ხელისგულივით მოჩანდა აივნიდან მთელი თბილისი, მისი საყვარელი ავლაბარი და პეტრე-პავლე, გარინდებულმა დიდხანს უზირა თბილისს,არავის დაურღვევია მისი დული იგრძნეს სადღაც შოსრს რომ დაჰქროდა მისი ფიქრები. უცებ შემობრუნდა და მასპინძელს მიმართა:
"ბედნიერი ყოფილხარ! მე რომ აქ ვცხოვრობდე იცი რას ვიზამდი? მე რომ აქ ვცხოვრობდე სულ სხვა ვიქნებოდი,სხვანაირ ლექსებს დავწერდი, სხვა ცხოვრება მექნებოდა!"
მას ხომ არასოდეს უგრძვნია მშობლიური სახლის სიმყუდროვე და სითბო"



ლერი ალიმონაკი

leola92
au grigol robaqizis dadet ra... wink.gif
Illegal Astronaut


გრიგოლ ტიტეს-ძე რობაქიძე დაიბადა 1881 წლის ოქტომბერში, სოფ. ობჩაში-დედულეთში. მამამისი-ტიტე-ცხოვრობდა სოფ. ჩხარი-ეწერში, ზემო იმერეთში(შორაპნის მაზრა). ჰქონდა მუხის ძელური სახლი. აქვე 15 მეტრის დაშორებით იყო ეკლესია "გუდელისი", სადაც ტიტე რობაქიძე დიაკვნის როლს ასრულებდა. ამავე დროს ის იყო: წიგნების ამკინძველი, ბზის ხისაგან სეფისკვერების ფორმის გამომთლელი და საფლავების ქვებზე "ეპიტაფიების" მკვეთელი.

გრ. რობაქიძემ წერა-კითხვა ისწავლა დაბა ჩხარის სკოლაში, შემდგომ შეიყვანეს ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. ჰქონდა არაჩვეულებრივი ნიჭი და დიდი მეხსიერება. ქუთაისის სემინარიის დამთავრების შემდეგ, გრიგოლი გაემგზავრა რუსეთში. შევიდა იურიევის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე, ორი წლის კურსის მოსმენის შემდეგ დატოვა იურიევი, გაემგზავრა გერმანიაში, ქ. ლაიფციგში დაამთავრა ფილოსოფიური ფაკულტეტი, დაბრუნდა რუსეთში-იურიევში და დაამთავრა იურიდიული დარგი.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ბრუნდება საქართველოში, ცხოვრობს თბილისში, დავით გურამიშვილის ქუჩაზე. დაიწყო ლიტერატურული შემოქმედება. იყო: პოეტი, რომანისტი, დრამატურგი, კრიტიკოსი და სხვა. დაწერა ქართულად რომანი "გველის პერანგი", "ამორძალთა დედოფალი", "ფალესტრა"(დაუმთავრებელი რომანი). დრამები: "ლონდა", "მალშტრემ", "ლამარა". მრავალი ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები: ნიკოლოზ ბარათაშვილზე, ილია ჭავჭავაძეზე, აკაკი წერეთელზე, ვაჟა ფშაველაზე, ალექსანდრე ყაზბეგზე და სხვაზე.

გრ. რობაქიძემ თარგმნა თავისი რომანი "გველის პერანგი" გერმანულად, წავიდა გერმანიაში, დარჩა იქ რვა თვე, დასტამბა, რომელსაც წინასიტყვაობა წაუმძღვარა ავსტრიელმა სახელმოხვეჭილმა მწერალმა, სტეფან ცვაიგმა. ამ რომანმა გერმანიაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. გრ. რობაქიძე რვა თვის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. თბილისში, "კონსერვატორიის" დარბაზში წაიკითხა მოხსენება "რვა თვე გერმანიაში", რომელსაც დაესწრო მთელი თბილისის ინტელიგენცია, ეს მოხდა 1928 წელში.

გრ. რობაქიძე 1930 წლის მიწურულში წამოვიდა ხელახლად გერმანიაში და ამჯერად ის იქ დარჩა 1945 წლამდის. ამ ხნის განმავლობაში გერმანულ ენაზე გამოსცა 7 რომანი, რომელსაც გერმანულმა პრესამ უმაღლესი შეფასება არგუნა...

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, გრ. რობაქიძე გადაიხიზნა შვეიცარიაში, ქ. ჟენევაში, სადაც ის ცხოვრობდა უკანასკნელი 17 წელიწადი. პარიზში ქართულ ენაზე გამოდიოდა ჟურნალი "ბედი ქართლისა" - გრ. რობაქიძემ იქ სხვადასხვა თემაზე დაბეჭდა 32 წერილი. მათ პარიზის ქართველობა კარგად იცნობს.

1962 წელს, გრ. რობაქიძისგან მივიღე წერილი. მწერდა: "სანდრო აუცილებლად ამ ზაფხულზე ჩამოდი ჩემთან, ნიკოც წამოიყვანე"(ნიკო ყურულიშვილი). აგვისტოში ჩავსხედით მანქანაში და გაუდექით გზას ჟენევისაკენ. 15 საათზე უკვე გრიგოლის ოჯახში ვიყავით. მიგვიღო არაჩვეულებრივად. სახლში შესვლისთანავე, მოწყურებული ქართულ საუბარს, გვითხრა: დაჯექით, და დაიწყო ფილოსოფიაზე ლაპარაკი. ორი საათი ილაპარაკა... ნიკო საუბრის დროს ფეხზე წამოდგა. გრიგოლმა მიმართა: "ნიკო! დაჯექი, ხელს ნუ მიშლი"... 17 დღე დავრჩით გრიგოლთან; სადილათ, ვახშმათ მასთან ვიყავი, ხანდახან დილის ორ საათამდის. გრძელი საუბრები სხვადასხვა თემაზე... დიდი ნასიამოვნები მოვბრუნდით - გზაში ერთმანეთს ვეუბნებოდით: გრიგოლი ას წელიწადს გადააბიჯებს. ისე კარგად იყო როგორც მუხის კუნძი! 15 ნოემბერს 1962 წელს მივიღე მისი უკანასკნელი ბარათი. 19 ნოემბერს მივიღე დეპეშა აწ განსვენებულ ნინო დადიანისაგან. "სანდრო, შვილო გრიგოლი გარდაიცვალა სასწრაფოდ ჩამოდი." ასე მოულოდნელად გარდაიცვალა, მუდამ ქურასავით ანთებული ქართველთათვის. ის იყო სისრულის მაძიებელი. ამავე დროს პოეტური პროზის არაჩვეულებრივი ოსტატი...

ჟენევის გარეუბნის სასაფლაოზე, 1962 წლის 22 ნოემბერს, ზონარებით, გრიგოლ რობაქიძის ცხედარი ჩავუშვით სამარეში. დასაფლავებას დავესწარით ქართველებიდან: ნინო დადიანი, ხარიტონ შავიშვილი, კიტა ჩხენკელი, ნინო სალია, კალე სალია, ნიკოლოზ ჩხოტუა, ნ.მაყაშვილი, დიკა კედია, სანდრო ფანჩულიძე.


სანდრო ფანჩულიძე
anuchi
† Lord Borgeze †

საღოლ.. მაგდენი არ ვიცოდი huh.gif


ხუან მიროზე მაინტერესებს ინფორმაცია, ვებ გვერდი მინდა ან წიგნი თუ იყიდება? უნდა იყიდებოდეს happy.gif
NIA
ესეც დასრულებული ფორმა ჩემი საკონფერენციო ნამუშევრის, რომელშიც გავიმარჯვე სხვათაშორის.. smile.gif
მომცეს სერტიფიკატი "ორიგინალური ნაშრომი" smile.gif

ემილი დიკინსონი-არვინ ვარ მე










XX საუკუნის დასაწყისში ამერიკული ლიტერატურა რეალიზმის მძლავრი აღმავლობით აღინიშნა. Gგამოცოცხლება პოეზიასაც დაეტყო. რ. ფროსტმა ტრადიციული ლექსი სრულყოფამდე აიყვანა. მის პოეზიაში ნათლად ჩანს სკეპტიციზმი და ამავე დროს სიცოცხლის, ადამიანისა და ბუნების სიყვარული. ის თავისებურებანი, რომლითაც გამოირჩევიან ამერიკელი პოეტები, უკვე საცნაურნი არიან მეცხრამეტე საუკუნის ამერიკულ პოეზიაში. Eემილი დიკინსონის ლირიკა მკვეთრად დაუპირისპირდა ტრადიციულ პოეტურ ნორმებს, სათავე დაუდო ორიგინალურ, თავისუფალ ელიპტიკურ ლექსს და უიტმენთან ერთად გზა გაუხსნა XX საუკუნის ამერიკულ პოეზიას.

თავისუფალი ლექსი უფრო მრავალფეროვანია და ნაკლებად მონოტონური, ვიდრე ბოლორითმოვანი ლექსი. თუ ბოლორითმოვანი ლექსის სტრიქონში ტერფები მეტრულ კანონის საფუძველზე ერთიანდებიან, თავისუფალი ლექსის სტრიქონი აერთიანებს სხვადასხვა ხასიათის ტერფებს, რომელთა შერჩევა და ურთიერთდაკავშირება პოეტის ინტონაციის საქმეა. ასეთ შემთხვევაში პოეტი თავისუფალია ყოველგვარი მეტრულ-რიტმული დოგმებისაგან, მაგრამ აქაც უნდა იგრძნობოდეს მკვეთრი შინაგანი რიტმი: “ თვით ყველაზე თავისუფალ ლექსშიც კი, უკანა პლანზე უნდა მოსჩანდეს ლანდი რომელიმე უბრალო მეტრისა, რომელიც წინ წამოწევს როდესაც ჩავთვლემთ, და გაუჩინარდება, როდესაც განვიფრთხობთ ძილს. ლექსში თავისუფლება მხოლოდ მაშინაა ჭეშმარიტი თავისუფლება, როდესაც იგი წარმოგვიდგება ხელოვნური შეზღუდვის ფონზე.”_ წერდა ტომას სტერნზ ელიოტი თავისუფალი ლექსის შესახებ.

ჯეფრი მურმა თავის ანთოლოგიაში ემილი დიკინსონით დაიწყო ახალი ეპოქა, ამერიკულ პოეზიაში. Eემილიმ უდიდესი ზეგავლენა მოახდინა ამერიკული პოეზიის განვითარებაზე. იგი უპირისპირდება უიტმენს. Eემილის განზრახ გაუბრალოებული მხატვრული ხერხები დიდ ინტიმურ სითბოს და ბუნებრიობას ანიჭებს მის ლექსებს, რომელნიც მსუბუქი ირონიითა და დიდი ლირიული გრძნობით არიან გამსჭვალულნი. ჯეფრი მური “მეტაფიზიკურს” უწოდებს ემილი დიკინსონის პოეზიას. ერთი შეხედვით გაუგებარი კონტრასტები, უჩვეულო შედარებები, შედარების შეუსაბამობა შესადარებელ საგანთან და ის შეუსაბამობა მხატვრულ სახეებს შორის, რომელიც ახასიათებდათ მეტაფიზიკოს პოეტებს, ყოველივე ეს საცნაურია ემილი დიკინსონის ლექსში. იგი მშვიდი, გარეგნულად შეუმჩნეველი ცხოვრებით ცხოვრობდა. მისთვის უცხოა სოციალური პრობლემატიკა, მაგრამ მისი შინაგანი, სულიერი ცხოვრება მაინც გამოირჩეოდა მძაფრი დრამატიზმით. Mმის ზოგიერთ ლექსში ჩანს თუ რა დიდი სულიერი ძვრები გამოიარა მან, ზოგჯერ მის სტრიქონში გამოსჭვივის ფარული ტრაგიზმიც, რომელიც არასოდეს ცდილობს მკითხველის ყურადღების მიპყრობას და არც არასოდეს აღიზიანებს მის ცნობისმოყვარეობას.

Eემილი დიკინსონმა ცხოვრების დიდი ნაწილი სრულ იზოლაციაში გაატარა. მაშინ, როცა სხვები საოჯახო საქმეებით იყვნენ დაკავებულნი, ემილი თავის ოთახში ლექსებს წერდა. თითქმის მთელი სიცოცხლე თეთრ ტანისამოსში გაატარა. Mმას ხალხი ესცენტრიკულად თვლიდა ზოგი კი გიჟადაც მიიჩნევდა. Oცი წლისაც ცვლილება შეიტანა თავისი სახლის მართლწერაში. Y შეცვალა I “Aმილიე”. ეს ცვლილება მის მუდამ ბავშვად ყოფნის სურვილს გამოხატავდა.

Mმის სიყვარულზე და გაუთხოვრობაზე ბევრი ვარაუდი არსებობს. Mმისი სასიყვარულო წერილები ბადებს კითხვას ეს რეალური ადამიანისადმი არის დაწერილი თუ ემილის წარმოსახვის ნაყოფია?

Eემილის დიდი გრძნობა გაეღვიძა ჩარლზ ვედვორსის მიმართ. Mმან ამ დიდ სიყვარულს მეგობრობით უპასუხა, რაც მტკივნეული აღმოჩნდა პოეტისთვის. Yყოველივე ამან კი ხელი შეუწყო ახალი სტრიქონების შექმნას.

Eემილი დიკინსონმა რამოდენიმე თავისი გამორჩეული ლექსი გაუგზავნა იმ დროისათვის საკმაოდ მნიშვნელოვან ფიგურას ტომას ჰიგინსონს. ტომასი აღფრთოვანებული დარჩა ემილის ლექსებით, მაგრამ დასძინა, რომ საზოგადოების მცირე ნაწილი თუ ჩასწვდებოდა და მოიწონებდა მის პოეზიას, რადგან ისინი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდნენ ჩვეულებრივი ლექსებისგან. Aარც ამან შეუშალა ხელი ემილის წერა გაეგრძელებინა.

Eემილი დიკინსონი ბოლო წლებში კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა და გაურბოდა საზოგადოების თავშეყრის ადგილებს. იგი ახლო მეგობრებსაც კი აღარ ხვდებოდა, ნახევრად ღია კარში ელაპარაკებოდა და ასევე ღია კარში უსმენდა როიალზე შესრულებულ კომპოზიციებს გვერდზე ოთახიდან და საქებარ სიტყვებს არ იშურებდა წერილების სახით.

Eემილი დიკინსონის დედა რელიგიური და ცივი პიროვნება იყო. იგი მკაცრად ასრულებდა საოჯახო საქმეებს და შვილთან ურთიერთობას ვერ ახერხებდა. Eპოეტი ყოველთვის გულისტკივილით აღნიშნავდა ამ დაძაბულ ურთიერთობას დედასთან და ბევრჯერ განუცხადებია, რომ დედა არ ჰყავდა.

თექვსმეტი წლის ემილი მამამ გააგზავნა “Mოუნტ Hოლყოკ”-ში სასწავლებლად, რომელიც არც ისე შორს იყო ამერსეტიდან. თავიდან ემილის მოეწონა სასწავლებელი, თუმცა მოგვიანებით იგი შეაწუხა სწავლების მეთოდმა. Mმასწავლებლებს სურდათ, ყველა მოსწავლეს ეწამა ღმერთი ზუსტად ისე, როგორც მათ სწამდათ. Eემილიმ ეს ვერ შეძლო. მან რწმენის საკუთარი გზა იპოვა. ემილის სურდა ყოფილიყო ემილი და იგი სახლში დაბრუნდა, რათა თავის თავს დაბრუნებოდა.

Eემილი დიკინსონის პოეზია ყველასგან განსხვავებულია სტილითაც და ლექსის ზომითაც. იგი ორ სტროფიან ლექსში აღწევს საოცარ ფსიქოლოგიურ სიღრმეებს. ყოველდღე იზრდება მისადმი ინტერესი. ზოგი კრიტიკოსი მას ამერიკის ყველაზე დიდ პოეტად თვლის. Eემილი დიკინსონმა პირველად იხმარა ამერიკულ პოეზიში ე.წ. “პარა_რითმა”.

Dდიკინსონის შემოქმედების მოზღვავება იგრძნობა 1860 წლებში. Mმიუხედავად იმისა, რომ იგი სამყაროდან იზოლირებული იყო, მის ლექსებზე მაინც იქონია გავლენა სამოქალაქო ომმა. Eემილი დიკინსონის ლექსები ემყარება წარმოსახვას. იგი თავისი ლირიკის მეშვეობით ეხება სიყვარულს და მიჯნურს, რომელიც ვერასოდეს იპოვა. Mმისი კლასიკური ლექსის ნიმუშია: “ I’მ ნობოდყ! ჭჰო არე ყოუ?”

I'm nobody! Who are you?
Are you nobody, too?
Then there's a pair of us — don't tell!
They'd banish us, you know.

How dreary to be somebody!
How public, like a frog
To tell your name the livelong day
To an admiring bog!



Aამ ლექსის თარგმანის რამოდენიმე ნიმუში არსებობს.. ერთ-ერთი მათგანი ასე ჟღერს:

მე_ არავინ ვარ! შენ?! შენც_არავინ?
მაშ ჩვენ ორნი ვართ, სული იხარებს!
ოღონდ ნუ იტყვი, თორემ ორივეს
შეგვიძულებენ და გაგვრიყავენ.

Mმოსაწყენია_ იყო ვიღაცა_
სხვა ყველას მსგავსი_ ვინც ცხოვრობს, დაობს!
Dდა ბაყაყივით_შენი სახელი_
ყიყინით მოსდო სანუკვარ ჭაობს!

Eემილი დიკინსონის ეს ლექსი ასახავს მის მთელ ცხოვრებისეულ შეხედულებას. იგი კიცხავს საზოგადოების იმ ნაწილს, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან და რაღაცას ქადაგებენ. Pპოეტს კი ურჩევნია იყოს მნიშვნელოვანი “ნობოდყ”, ვიდრე უმნიშვნელო “სომებოდყ”. ლექსში დასმულ კითხვას “შენ, ნეტავ, ვინ ხარ?” ემილი თავად პასუხობს: შენც არავინ ხარ! Dდა მას სურს ეს ურთიერთობა დარჩეს საიდუმლოდ, რათა თავიდან აიცილონ საზოგადოების გაკიცხვა და გარიყვა.

Dდიკინსონი ადამიანის ბუნებას ნათლად გვიხატავს ლექსში “შუცცესს ის ჩოუნტედ შწეეტესტ”. წარმატება ყველაზე ტკბილია_აღნიშნავდა იგი. Mმისი აზრით, ისინი უფრო დააფასებენ წარმატებას, ვისაც წარუმატებლობის ტკივილი განუცდია. წარმატებისას სიამოვნებას გვგვრის იმის ქვეცნობიერად აღქმა, რომ რახან წარმატებას მიაღწიე, შენ აღარ განიცდი წარუმატებლობის ტკივილს. Dდიკინსონი შესანიშნავად აცნობიერებდა იმ ფაქტს, რომ ადამიანები მხოლოდ იმას აფასებენ, რაც ბრძოლით და დიდი ძალისხმევის მეშვეობით მოიპოვეს.

Eემილი დიკინსონის “Mუცჰ Mადნესს ის Dივინესტ შენსე” შესანიშნავი მაგალითია ადამიანის ბუნებისა და დამოუკიდებლობის თემაზე. Aამ ლექსში იგი ნათელს ჰფენს იმ ფაქტს, რომ საზოგადოება არანორმალურად თვლის ისეთ ადამიანებს, რომლებიც ჩვეულებრივი ადამიანებისგან განსხვავებულად ფიქრობენ ან მოქმედებენ. ასეთია ხალხის ბუნება, რომელსაც ბევრი მიმდევარი ჰყავს.

Dდიკინსონი განიხილავს ისეთ მანკიერ თემებს როგორიცაა: სიმარტოვე, კრახი, უპატივცემულობა. Mმისი ლექსი კი “Hოპე ის ტჰე თჰინგ ჭიტჰ Fეატჰერს” არის ოპტიმისტური ხასიათის. ჩიტი ლექსში იმედის სიმბოლოდაა წარმოდგენილი. Eემილის აზრით, იმედი ყველაზე ძლიერია ამ სამყაროში. Mმას ტანჯვა-წამების შემსუბუქება შეუძლია. Aამ ლექსით იგი იმის თქმას ცდილობს, რომ რთულ პერიოდში ადამიანმა არ უნდა დაკარგოს იმედი და სჯეროდეს, რომ ყველაფერი გამოსწორდება.

Eემილი დიკინსონის ლექსები ცხოვრების შეცნობაში გვეხმარება. Aმისი ლექსების წაკითხვის შემდეგ ცხოვრებას საღი გონებით ვსჯით. ის გვაძლევს საშუალებას ჩვენს წარსულს ახალი ხედვით მივუდგეთ, რათა მომავალში გააზრებულად მოვიქცეთ. Eემილის ყოველი ლექსის წაკითხვისას მკითხველს უჩნდება ახალი აზრი და რწმენა.

Eემილი დიკინსონმა თავისი ცხოვრების განმავლობაში 1,775 ლექსი დაწერა. იგი ისე დაუღალავად შრომობდა თავის პოეზიაზე, რომ თვალები დაუზიანდა. Mმიუხედავად მისი დის დიდი ყურადღებისა, 1886 წლის 15 მაისს ემილი გარდაიცვალა.

ვინიმ, ემილის დამ, პოეტის გარდაცვალების შემდეგ გამოაქვეყნა ის ლექსები, რომლებსაც დიკინსონი თავის ოთახში ინახავდა. საზოგადოება აღტაცებული დარჩა მისი ლექსებით. Hჰიგინსონი შეცდა ემილის ლექსების შეფასებისას.

Eემილი დიკინსონი ისეთი უნიკალური პოეტია, რომ ძნელია მისი ამოცნობა. ის მოდის არსაიდან და ამავე დროს ყველა მხრიდან. Eემილი გამოხატავს თავის მტკივნეულ გრძნობებს, თუმცა არასოდეს კარგავს პოეტურ ესთეტიკას. Pპოეტის წერის უდიდესი ტექნიკა არის ის, რომ იგი წერს თავისი ემოციების განსაკუთრებულ ტკივილზე და მკითხველს აძლევს შესაძლებლობას იგრძნოს ის ემოცია, რომელიც მან თავად განიცადა. Dდიკისნონი “ფილოსოფიური პოეტი” არ არის. Mმისი ლექსები ცხოვრებისეული გამოცდილების ანარეკლია. ამ ლექსებში ასახული მახვილი გონება უფრო განსაცვიფრებელი და ამაღელვებელია, ვიდრე დიკინსონის ფილოსოფიური სისტემა იქნებოდა. Mიგი ამბობდა: “თჰე ბრაინ ის წიდერ ტჰან ტჰე სკყ”. ანუ გონება ცაზე ვრცელია.

Dდიკინსონის უდიდესი ნიჭი არის ის, რომ მას რამოდენიმე სიტყვაში შეუძლია მოაქციოს მრავლისმთქმელი აზრი. Eეს მის ლექსებს რთულად აღსაქმელს ხდის და რთულია მკითხველი პირველივე წაკითხვისას ჩაწვდეს მის არსს. Mმისი ცნობილი ლექსები კი შედარებით იოლი გასაგებია და ამჟღავნებს მისი განხილვის ორიგინალურ ძალას.

Eემილი დიკინსონის პოეზია გვთავაზობს არა შეზღუდულ გამოცდილებას, არამედ მის უკიდეგანო შესაძლებლობას შემოქმედების და წარმოსახვის უნარს.

Dდიკინსონი გულმხურვალედ წერს წარმატებაზე, რომელსაც ფიქრობს რომ მან ვერასოდეს მიაღწია და მარცხზე, რომელიც მისი აზრით მუდამ მისი თანამდევი იყო. Eემილი ისე კაგად წერდა ყოველივე ამაზე, რომ დღეს იგი უდიდეს ამერიკელ პოეტად არის მიჩნეული. Mმისი პოეზია იკითხება ყველგან მთელს მსოფლიოში და მისი ზუსტი შესატყვება მთლიანობაში არ არის განსაზღვრული.





იყოს აქ მარა მეტი არაა ჩემი მტერი ეს წაიკითხოთ სულ..
თუმცა ვინ იცის...
anuchi
Bill Viola

ამ მხატვარზე და ვიდეოარტის მამად წოდებულ ადამიანზე მინდა ინფრომაცია ^^
levanilevani
ბიოგრაფიებმა გატაცება იცის ხოლმე, ადრე მახსოვს ბალზაკის, სტენდალის და ბაირონის ბიოგრაფიით ვიყავი გატაცებული, ამბობენ კარგი ბიოგრაფიით ბევრ სასარგებლო ცხოვრებისეულ რამეს ისწავლიო
likunebi
ციტატა
გრ. რობაქიძე 1930 წლის მიწურულში წამოვიდა ხელახლად გერმანიაში და ამჯერად ის იქ დარჩა 1945 წლამდის. ამ ხნის განმავლობაში გერმანულ ენაზე გამოსცა 7 რომანი, რომელსაც გერმანულმა პრესამ უმაღლესი შეფასება არგუნა...


საინტერესოა როგორ მოახერხა გრიგოლ რობაქიძემ ამ დროს გერმანიაში ცხოვრება,მაშინ როდესაც ყველა ცნობილი მწერალი ემიგრაციაში იყო წასული.
1939 წელს დაიბეჭდა "ადოლფ ჰიტლერი უცხო პოეტის თვალით დანახული "(Adolf Hitler von einem fremden Dichter gesehen. Eugen Diederichs Verlag, Jena 1939 ) და 1941წელს "მუსოლინი"Mussolini. Visionen auf Capri. Eugen Diederichs Verlag, Jena 1941) კრიტიკოსების უმეტესობა თვლის, რომ არა ეს ორი ნაწარმოები ,გრიგოლ რობაქიძე აუცილებლად მიიღებდა ნობელის პრემიას.
levanilevani
ციტატა(likunebi @ Jan 6 2010, 03:05 PM) *
ციტატა
გრ. რობაქიძე 1930 წლის მიწურულში წამოვიდა ხელახლად გერმანიაში და ამჯერად ის იქ დარჩა 1945 წლამდის. ამ ხნის განმავლობაში გერმანულ ენაზე გამოსცა 7 რომანი, რომელსაც გერმანულმა პრესამ უმაღლესი შეფასება არგუნა...


საინტერესოა როგორ მოახერხა გრიგოლ რობაქიძემ ამ დროს გერმანიაში ცხოვრება,მაშინ როდესაც ყველა ცნობილი მწერალი ემიგრაციაში იყო წასული.
1939 წელს დაიბეჭდა "ადოლფ ჰიტლერი უცხო პოეტის თვალით დანახული "(Adolf Hitler von einem fremden Dichter gesehen. Eugen Diederichs Verlag, Jena 1939 ) და 1941წელს "მუსოლინი"Mussolini. Visionen auf Capri. Eugen Diederichs Verlag, Jena 1941) კრიტიკოსების უმეტესობა თვლის, რომ არა ეს ორი ნაწარმოები ,გრიგოლ რობაქიძე აუცილებლად მიიღებდა ნობელის პრემიას.



რობაქიძის ბიოგრაფიაში მარტო ეგ არ იწვევს გაოცებას როგორ მოახერხა გერმანიაში ცხოვრება, ისიც საინტერესოა როგორ მოახერხა უკვე საბჭოთა საქართველოდან წასვლა ისეთ დროს როცა საზღვრები ჩაკეტილი იყო. აკაკი ბაქარაძე თავის კარდუში ამის შესახებ წერს რომ რობაქიძე თავის ნაწერებში მოიხსენიებს ვინმე ქართველს (თუ სწორედ მახსოვს_) ფსევდონიმით, რომელიც მუდამ ეხმარებოდა მსგავსი ტიპის პერიპეტიებში. ვინ იყო ეს (ქართველი) ადამიანი ვინც ყოველთვის ეხმარებოდა მწერალს უცნობია
tamplieri
ეგ "გაოფება" რა ჯანდაბას ნიშნავს ვინმემ ამიხსენით ერთი blink.gif მარტო ეგ სიტყვა დომინირებს ამ ფორუმზე. ოღონდ ჩუმად მომწერეთ, არმინდა გავბანძდე big_Grin.gif
marie
ტოლკინზე დადეთ რამე რა
ვიკიპედიაზე ბევრი არაფერია unsure.gif
bilina
ვინ იცის ბარათაშვილი რომელი ფეხით იყო კოჭლი? mellow.gif mellow.gif biggrin.gif biggrin.gif
Illegal Astronaut
ციტატა
ვინ იცის ბარათაშვილი რომელი ფეხით იყო კოჭლი?


შუა..
=SYD=
ციტატა(† Lord Borgeze † @ Jan 8 2010, 08:31 PM) *
ციტატა
ვინ იცის ბარათაშვილი რომელი ფეხით იყო კოჭლი?


შუა..

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
tamplieri
არიყო ეგ კაცი კოჭლი nerd.gif
padfoot
ციტატა(diletanti @ Jan 19 2009, 04:55 PM) *
მენდელეევი (თუ რომელიღაც რუსი ქიმიკოსი) არ იყო 18 წლისამ რომ დაიწყო სკოლაში სიარული და ამხელა "მუტრუკი" პატარა ბავშვებში იჯდა biggrin.gif



მიხეილ ვასილის ძე ლომონოსოვი (დ. 8 ნოემბერი/19 ნოემბერი, 1711, არხანგელსკის გუბერნია, სოფ. დენისოვკა (ახლანდ. სოფ. ლომონოსოვი — გ. 4 აპრილი/15 აპრილი, 1765, პეტერბურგი), მსოფლიო მნიშვნელობის პირველი რუსი მეცნიერ-ბუნებისმეტყველი, ენციკლოპედისტი, ფიზიკური ქიმიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პოეტი, თანამედროვე რუსული სალიტერატურო ენის შემქმნელი, მხატვარი, იატორია/ისტორიკოსი, დამოუკიდებელი რუს. მეცნიერების მებაირახტრე.

1730 ლომონოსოვმა დატოვა მამის ოჯახი და გაემგზავრა მოსკოვს. 1731 სწავლას იწყებს ზაიკონოსასკის მონასტერთან არსებულ მოსკოვის სლავურ-ბერძნულ-ლათინურ აკადემიაში. 1735 სხვა წარჩინებულ მოწაფეებთან ერთად ლომონოსოვი გაგზავნეს პეტერბურგში აკადემიის უნივერსიტეტში ჩასარიცხავად, ხოლო 1736 მიავლინეს გერმანიაში ქიმიისა და მეტალურგიის შესასწავლად. საზღვარგარეთ ლომონოსოვი 1741-მდე დარჩა. რუსეთში დაბრუნების შემდეგ ლომონოსოვი დაინიშნა (1742) მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის კლასის ადიუნქტად, ხოლო 1745 აგვისტოში აირჩიეს ქიმიის პროფესორის (აკადემიკოსის) თანამდებობაზე. 1746 ლომონოსოვმა პირველმა დაიწყო საჯაროდ ლექციების კითხვა ფიზიკაში რუსულ ენაზე; გამოაქვეყნა ჰ. ვოლფის „ექსპერიმენტული ფიზიკა″ მოკლე შინაარსის რუსული თარგმანი. 1748 ლომონოსოვის თხოვნით მისთვის ააშენეს რუსეთში პირველი ქიმ. სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია.

ლომონოსოვის სამეცნიერო მოღვაწეობა შეიძლება დაიყოს 3 პერიოდად: 1748-მდე იგი ძირითად ფიზიკისა და ქიმიის საკითხებზე მუშაობდა, 1748-იდან უმეტესად ქიმ. პროცესებს სწავლობდა, ხოლო 1753-იდან სიცოცხლის ბოლომდე სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ეწეოდა ბუნებისმეტყველებისა და გამოყენებითი მეცნ. სხვადასხვა სფეროში. ლომონოსოვი დიდ ყურადღებას აქცევდა განათლების საქმეს რუსეთში. მისი თაოსნობის შედეგად 1755 მოსკოვში შეიქმნა უნივერსიტეტი, რომელიც დღემდე მის სახელს ატარებს.

ლომონოსოვის მეცნიერული გამოკვლევები ქიმიასა და ფიზიკაში ემყარებოდა წარმოდგენებს ნივთიერების ატომურ-მოლეკულური აღნაგობის შესახებ. ლომონოსოვმა გადაწყვიტა ამ წარმოდგენების საფუძველზე დაეწერა დიდი „კორპუსკულური ფილოსოფია″. ამ ჩანაფიქრის განხორციელება ვერ მოახერხა; მისი ფიზ. და ქიმ. შრომების დიდი ნაწილი უნდა განვიხილოთ როგორც მოსამზადებელი მასალა ამ სამუშაოსათვის. პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით იყო მოძღვრების განვითარება მატერიის „არამგრძნობიარე″ (ე. ი. არასაგრძნობი) ნაწილაკების - „კორპუსკულების″ (მოლეკულების) შესახებ. ლომონოსოვს შესაძლებლად მიაჩნდა ნივთიერების ყველა თვისების ამომწურავად ახსნა კორპუსკულების სხვადასხვა წმინდა მექანიკური მოძრაობის შესახებ არსებული წარმოდგენების მეშვეობით (კორპუსკულები ატომებისაგან შედგება). ამრიგად, ლომონოსოვის თეორიაში არ არის განხილული ცეცხლის, სინათლის, სითბოს მატერიები და სხვა სპეც. მატერიები (მთელი სივრცის შემავსებელი ეთერის გამოკლებით). მან დაუშვა, რომ სითბოს განაპირობებს ნივთიერების ნაწილაკთა ბრუნვითი მოძრაობა. მოლეკულურ-კინეტიკურ თეორიას ლომონოსოვმა საფუძვლად დაუდო მოძრაობისა და მატერიის შენახვის ფილოს. პრინციპის თავისი ფორმულირება: „... ბუნებაში მომხდარი ყველა ცვლილება მდგომარეობის არსის მიხედვით ისეთია, რომ რამდენიც ერთ სხეულს წაერთმევა, იმდენივე დაემატება მეორეს. ბუნების ეს საყოველთაო კანონი ვრცელდება მოძრაობის წესებზეც: რადგან სხეული, რომელიც თავისი ძალით ამოძრავებს მეორეს, რამდენსაც თვითონ კარგავს, იმდენს ანიჭებს მეორეს, რომელიც მისგან მოძრაობას ღებულობს″ . ლომონოსოვი თვლიდა, რომ ნივთიერებისა და მოძრაობის შენახვის კანონები ძირითადი კანონებია, რომლებიც არ მოითხოვს შემოწმებას ბუნებისმეტყველების აქსიომებით. ლომონოსოვმა „ცეცხლოვანი მატერიის″ (ფლოგისტონის) შესახებ მოძღვრების უსაფუძვლობის დასამტკიცებლად გაიმეორა რ. ბოილის ცდა, რომელმაც დახშულ ჭურჭელში მოათავსა ლითონი და გააცხელა იგი. ჭურჭლის გახსნის შემდეგ ბოილმა აწონა ჭურჭელი მასში წარმოქმნილი ხენჯით, და აღმოაჩინა, რომ დამწვარი ლითონი უფრო მეტს იწონიდა, ვიდრე სუფთა ლითონი, რაც „ცეცხლოვანი მატერიის″ მინის კედლებში შეღწევით ახსნა. ლომონოსოვმა ბოილისაგან განსხვავებით ლითონის შემცველი ჭურჭლის გაცხელების შემდეგ მასში ჰაერი არ შეუშვა და, რასაკვირველია, წონა უცვლელი დარჩა. ლომონოსოვი დარწმუნდა, რომ „სახელოვანი რობერტ ბოილის აზრი მცდარია ვინაიდან გარე ჰაერის შეუშვებლად დამწვარი ლითონის წონა უცვლელი რჩება″. ამგვარად, ლომონოსოვმა თავისი თანამედროვე მეცნიერებისაგან განსხვავებით „ცეცხლოვანი მატერია″ გამორიცხა ქიმ. აგენტების სიიდან და ახლო მივიდა წვისა და ჟანგვის პროცესების სწორ გაგებასთან. ლომონოსოვს ღრმად ესმოდა ქიმ. და ფიზ. კავშირი. 1752-1753 მან წაუკითხა სტუდენტებს კურსი „ჭეშმარიტი ფიზიკური ქიმიის შესავალი″. ლომონოსოვმა დაამუშავა ქიმ. ობიექტების ფიზიკურად გამოსაკვლევი ხელსაწყოები (ვისკოზიმეტრი - სიბლანტის გასაზომად, რეფრაქტომეტრი - გარდატეხის მაჩვენებლის განსასაზღვრავად და სხვ.). ლომონოსოვი ყურადღებით იკვლევდა ატმოსფერული ელექტრობას გ.რიხმანთან ერთად. მათ დაამუშავეს სპეციალური აპარატურა-„მეხის მანქანა″. ლომონოსოვი უშვებდა, რომ ელექტრული ველი განპირობებულია ეთერის ნაწილაკების ბრუნვითი მოძრაობით. მნიშვნელოვანი იყო ლომონოსოვის მიერ ე. წ. „ღამის სამზერი მილის″ გამოგონება. უ. ჰერშელზე ადრე ლომონოსოვმა ააგო არეკვლითი (სარკული) ტელესკოპი, რომელსაც არ ჰქონდა დამატებითი ბრტყელი სარკე. 1761 წ. 26 მაისს მზის დისკოზე ვენერას გავლისას ლომონოსოვმა ამ უკანასკნელის ატმოსფერო აღმოაჩინა, რასაც დაუკავშირა ვენერას გავლისას მზის კიდის ერთგვარი განრთხმა. თავისივე კონსტრუქციის საქანის საშუალებით, რომლის ამპლიტუდა და რხევის მიმართულება დიდი სიზუსტით იზომებოდა, ლომონოსოვი დედამიწის გრავიტაციასაც იკვლევდა.

1751-დან ლომონოსოვმა დაიწყო რუსეთის ისტორიის სისტემატური შესწავლა, მან შეადგინა ძვ. რუსეთის ისტორია 1054-მდე. აკრიტიკებდა ნორმალურ თეორიას და სხვ.

ლომონოსოვი რუსული ლიტერატურის რეფორმატორი იყო. 1739 მან გერმანიიდან პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიას გამოუგზავნა „წერილი რუსული მოლექსეობის შესახებ″, რომელშიც რუს. სილაბურ-ტონური ლექსთწყობის თეორია ჩამოაყალიბა. ამ თეორიის პოეტური გამოხატულება იყო ლომონოსოვის პატრიოტული ოდა „ხოტინის აღებაზე″ (1739, გამოქვეყნდა 1751). საპროგრამო ლექსში „გაბაასება ანაკრეონთან″ (50-60-იანი წწ. მიჯნა) ლომონოსოვმა უარყო სატრფიალო ლირიკა და პოეზიას მაღალი მოქალაქეობრივი მისია დააკისრა, რომელსაც დღესასწაულებისათვის წერდა. მათ უმეტეს ნაწილს სახოტბო ელფერი ჰქონდა, რადგან ისინი დედოფალ ელისაბედ პეტრეს ასულის ტახტზე ასვლის გამო იყო შეთხზული, სინამდვილეში კი ისინი სამშობლოს ბედ-იღბალზე ღრმად ჩაფიქრებული პოეტის განცდებს ასახავდნენ. ლომონოსოვის მდიდარი ლიტ. მემკვიდრეობიდან აღსანიშნავია დაუმთავრებელი პოემა „პეტრე დიდი″ (1760), ტრაგედიები: „ტამირა და სელიმი″ (1750), „დემოფონტი″ (1752), ასამდე ლექსი, ოდები, სახოტბო სიტყვები და სხვ.

ლომონოსოვი დიდ ყურადღებას აქცევდა რუსეთში მეტალურგიის წარმოების განვითარებას. იგი არაერთხელ უსვამდა ხაზს ჩრდ. საზღვაო გზის ათვისების მნიშვნელობას რუს. პოლიტ. და სამეურნეო ცხოვრების წინსვლაში. დიდ ყურადღებას უთმობდა აგრეთვე რუსეთის მოსახლეობის კვლავწარმოების საკითხებს.
bilina
tamplieri
ციტატა
არიყო ეგ კაცი კოჭლი

მართლა? smile.gif სერიოზულად მაინტერესებს smile.gif თუ იხუმრე?


tamplieri
ციტატა(bilina @ Jan 9 2010, 01:05 AM) *
tamplieri
ციტატა
არიყო ეგ კაცი კოჭლი

მართლა? smile.gif სერიოზულად მაინტერესებს smile.gif თუ იხუმრე?


სერიოზულად chuppa.gif
bilina
სად ნახე ეგ ინფორმაცია? smile.gif
tamplieri
ეგ რა არის? კიდევ იმდენი რამე წერია იმ წიგნში თმები ყალყზე დაგიდგება blink.gif
bilina
ლელა კაკულია ხომ არაა ავტორი? biggrin.gif
tamplieri
ციტატა(bilina @ Jan 10 2010, 02:43 AM) *
ლელა კაკულია ხომ არაა ავტორი? biggrin.gif


biggrin.gif კაკულიაძე უკეთესი არუნდა იყოს მგონი მისი ავტორი. ეხლა მეზარება მონახვა და სხვა დროს ლინკს მოგწერ
bilina
არა არაა საჭირო smile.gif smile.gif smile.gif ისე მადლობ მაინც smile.gif
tamplieri
კარგი smile.gif
tamplieri
"ჯიბრილ სისე" ამ ადამიანის შემოქმედებას თუ იცნობთ რომელიმე? მის ერთერთ ცნობილ ნოველას ქვია "იაპონელი და თეთრწვერა ყასაბი"
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2014 Invision Power Services, Inc.