დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: შემოქმედი ადამიანების ბიოგრაფიები
რა? სად? როდის? ფორუმი > სამეცნიერო განყოფილება > მეცნიერება და წიგნები
გვერდი: 1, 2, 3
ginger
იმედია საინტერესო ფაქტები დაიდება ჩვენ საყავრელ მწერლებზე, პოეტებზე, მუსიკოსებზე, მხატვრებზე და ა.შ დიდი თხოვნა მექნება თუ თემას არ გააოფებთ smile.gif
diletanti
ginger
კარგი თემაა ყოჩაღ! smile.gif

ცხოვრების ის ეპიზოდები დავწეროთ, რომელიც საყოველთაოდ არ არის ცნობილი. მგონი აჯობებს smile.gif



მაგალითად: გალაკტიონ ტაბიძე 1910-11 წლებში ასწავლიდა ხარაგაულის რაიონის (მაშინ შორაპნის მაზრა) სოფელ ფარცხნალის სკოლაში ქართულის მასწავლებლად

სწორედ ხარაგაულის რკ. სადგურში დაინახა მან აკაკი წერეთელი პირველად, რომელსაც თავის თავს ხშირად ამგვანდებდა

დუმბაძეს აქვს დაწერილი, სტუდენტებს რომ ჰკითხა ვის ვგავარო, სტუდენტებს ეგონათ დაგვცინისო.. მას კი უნდოდა აკაკისთვის მიემსგავსებინათ.

შემდეგ გალაკტიონი ხარაგაულის რკ. სადგურზე დაწერს

მახსოვს ხარაგაულის სევდიანი სადგური,
მისი ყრუ სამკაული, აცვივნული აგური,
უშფოთველი ცხოვრება წყანირი როგორც გუგული,
მესმის მოახლოებულ ორთქმავალის გუგუნი.



ასე გამოიყურებოდა იმ პერიოდში ხარაგაულის რკ. სადგური (ხარისხისთვის ბოდიში)

მას შემდეგ თითქმის არაფერი შეცვლილა, მხოლოს 2 წლის წინ შეღებეს და გაალამაზეს გარედან


ანუ ასე გამოიყურება აკაკის და გალაკტიონის პირველი შეხვედრის ადგილი დღეს smile.gif
attta
ტ ე რ ე ნ ტ ი გ რ ა ნ ე ლ ი
ახალგაზრდების საყვარელი პოეტი, იდუმალებით სავსე შემოქმედი, გრანელის სახელით რომ შემორჩა ისტორიას , გვარად კვირკველია იყო. წალენჯიხაში , სამეგრელოს ამ ულამაზეს კუთხეში დაიბადა 1898 წლის 3 ივნისს, აქ იხილა პირველი მზე, თეთრით მოსილი კავკასიონი, ცაცხვებზე მჯდომარი მთვლემარე ყვავი, ყოფნასა და არყოფნაზე ღრმად ჩაფიქრებული, მაცხოვრის ტაძარში - წმინდა გიორგი, შუბაბყრობილი გველეშაპს რომ გმირავს. აქ შეიგრძნო მეგრული სიმღერის სილბო, ამ სილბოთი მოგვრილი სევდა და სინაზე, ცრემლი- სამშობლოს უბედურ ხვედრზე.სიყმაწვილიდანვე მძიმე ხვედრი არგუნა ბედმა: 5 წლისას დედა გარდაეცვალა. მისი ბავშვობა დედის სამარესთან დასრულდა. ,,არ მიგრძვნია დედის ძუძუ, ყველაფერი სიზმარივით მიდის" წერდა პოეტი; მამის ხეიბრობა, სახლის დაწვა და სიღარიბე; მერე დედასავით ტკბილი დედინაცვლისა და მამის სიკვდილი...
სიკვდილი...სიკვდილი მთელი სიცოცხლე თავს დასტრიალებდა და შავი ფრინველივით აწამებდა...
1918 წელს მიატოვა სოფელი, დაუტოვა ცრემლიან დებს დაკარგულ ძმაზე ოცნედა და თბილისს, თავისი ბავშვობის ოცნების ქალაქს მიანდო ბედი...
თავის გადასარჩენად სად არ იმუშავა: რკინიგზაზე- მუსად, რედაქციაში-შიკრიკად... და პირველი ლექსი 1919 წელა, ხოლო 1920 წლიდან ზედიზედ გამოდის მისი წიგნები- ფსევდონიმით გრანელი. აღნიშნულ ფსევდონიმზე სხვადასხვა მოსაზრება არსებობს მწერალთა და მკვლევართა დიდი ნაწილის აზრით, ეს ფსევდონიმი მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან-,,გრანუმ" რაც ქართულად მარცვალს ნიშნავს. პოეტი ამბობდა კიდეც თურმე ,, მეც პატარა, ობოლი მარცვალი, სამყაროს უმცირესი ნაწილი ვარო". სხვათა მოსაზრებით , პოეტს იგი შეურჩევია 1918-1919 წლებში თბილის გასტროლებზე მყოფი იტალიელი მომღერალი ქალის- გრანელის საპატივცემულოდ, რომელსაც ტერენტი შორიდან ეტრფოდა კიდეცო
მძიმე იყო და ეკლიანი მისი ცხოვრება. აღმქაფრენით შეხვდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას, ერთხანს კი როგორც რიგით მებრძოლს, იარაღითაც უბრძოლია საქართველოს დამოუკიდებლობის დასაცავად და თურქი ასკერებისაგან ბათუმის განსათავისუფლებლად.
1921 წელს , საქართველოს გასაბჭოებიდან, კვლავ ჩამოშორდა აქტიურ ცხოვრებას. კვლავ მარტოსული, დევნილი...
1930 წელს თბილისიდან სურამში გადასახლება მიუსაჯეს-სულის სნეულთა სახლში ... ოთხი წლის კატორღა აგემეს უსათუთესი სულის პოეტს... კვლავ თბილისი, კვლავ მძიმე და სევდიანი ცხოვრება ავადმყოფობს არამიანცისეულ საავადმყოფოში ათავსებენ,სადაც 1934 წლის 10 ოქტომბერს გარდაიცვალა კიდევაც.
თითქმის ყველასგან მიტოვებული და მივიწყებული პოეტის გარდაცვალების შესახებ იმდროინდელ პრესაში არავითარი მასალა,უბრალო სამგლოვიარე განცხადებაც კი არ დაბეჭდილა.ასე უპატრონოდ და უჭირისუფლოდ,პირდაპირ საავადმყოფოს მორგიდან წაასვენა მისი გვამი რამდენიმე უახლოესი მეგობარი მწერლისგან შემდგარმა პროცესიამ და დაასაფლავა პეტრე-პავლეს სასაფლაოზე.
კომუნისტური იდეოლოგიისატვის მიუღებელი პოეტის სახელს დიდხანს ედო ტაბუ.გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან თანდათან იფანტება მწერლის გარშემო დაგროვილი ბურუსი და მკითხველისათვის ძალზე ახლობელი ხდება მისი პოეზია...
1987 წელს , მისი ნეშტი პეტრე-პავლეს სასაფლაოდან დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს, ხოლო წალენჯიხაში გაიხსნა პოეტის სახლ-მე\უზეუმი. ამავე 1987 წელს აღინიშნა აგრეთვე ტ. გრანელის დაბადებიდან 90 წლისთავის იუბილე
GORDA
Illegal Astronaut
ვახ ნუ აოფებთ რა!!!




ჯეიმს დუგლას მორისონი იყო ამერიკელი მომღერალი, პოეტი, სიმღერის დამწერი, პროდიუსერი. მაგრამ ამ პროფესიებიდან იგი ყველაზე ცნობილია როგორც ცნობილი ჯგუფის "The Doors" - ის მომღერალი,სოლისტი. იგი როკის ისტორიაში მიჩნეულია, როგორც ერთერთ ყველაზე ნიჭიერ და როკზე შეყვარებულ ადამიანად. იგი ასევე იყო რამოდენიმე გამოცემული წიგნების ავტორი. უყვარდა ლექსების წერა. ასევე იგი იყო რამოდენიმე დოკუმენტრუი ფილმის პროდიუსერი.

ძველი წლები

მორისონი დაიბადა მელბურნში,(ფლორიდა) 1943 წელს. ადმირალ ჯორჯ სტეფენ მორისონის და კლარა კლარკ მორისონის ოჯახში. მორისონს ყავდა და, ანა რობინი რომელიც 1947 წელს დაიბადა ალბუკუერკში, (ახალი მეხიკო) და ძმა ენდრიუ ლი მორისონი, რომელიც 1948 წელს დაიბადა ლოსალტოსში, (კალიფორნია).

1947 წელს 4 წლის მორისონმა ნახა ის რამაც ალბათ მისი ცხოვრება შეცვალა. იგი შეესწრო საშინელ ავარიას უდაბნოში სადაც ადგილობრივი ამერიკელების ოჯახი დაიღუპა. მან ამ ავარიის შესახებ ისაუბრა თავის რამოდენიმე სიმღერაში (Dawn's Highway,Peace Frog,Ghost Song). მორისონს სჯეროდა, რომ ეს ავარია მის ცხოვრებაში ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო.მორისონი ამბობდა, რომ ამ ავარიის დროს მკვდარი ინდოელი დაინახა, რომელიც გზის მეორე მხარეს იწვა. მოგვიანებით დაიწერა წიგნი "The Doors" რომელშიც ჯიმის მამა ამბობს : ჯიმი ამ ინციდენტის შემდეგ ლაპარაკობდა ინდოელზე რომელიც მან დაინახა იმ ავარიის დროს. ამავე წიგნში მისი და ამბობს : " მას ბევრჯერ მოუყოლია ჩემთვის თუ როგორ დაინახა მომაკვდავი ინდოელი. გზის მეორე მხარეს და მე არც კი ვიცი მართალია თუ არა ეს ამბავი. "

ჯიმიმ თავისი პატარაობის ნახევარი სანდიეგოში (კალიფორნია) გაატარა. 1958 წელს მორისონი ალამედას სკოლაში მიიღეს. მან დაამთავრა ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის სკოლა 1961 წლის ივნისში.

1964 წლის იანვარში მორისონი ლოსანჯელესში (კალიფორნია) გადავიდა. მან UCLA ფილმის სკოლა დაამთავრა. მან სკოლაში მოღვაწეობის დროს. მისი ლოსანჯელესში ცხოვრების დროს იგი დაუმეგობრდა მრავალ ლოსანჯელესელ მწერალს.

"დორსი"

1965 წელს, UCLA - ის დამთავრების შემდეგ მორისონმა "ციგნურ" ცხოვრებას მიჰყო ხელი. ფოტოგრაფმა ჯოელ ბროდსკიმ მას რამოდენიმე შავთეთრი სურატიც გადაუღო. ცნობილი იყო როგორც " ახალგაზრდა ლომი ".

მორისონი და UCLA - ის სტუდენტი რეი მანზარეკი გახდნენ დორსის პირველი წევრები. ამის შემდეგ მათ დრამერი ჯონ დენსმორი და გიტარისტი რობი კრიგერიც შეუერთდნენ.

1966 წლის ივნისში "დორსი " უკვე უკრავდა რამოდენიმე ცნობილ ბარებში. ჯიმ მორისონმა ჯგუფი "ზემ" - ის სოლისტი ვან მორისონი გაიცნო და მათ ამის შემდეგ ერთად იმღერეს ცნობილი სიმღერა "გლორია". ჯიმი მორისონმა ბევრი სიმღერა დაწერა, როგორებიცა : Light my fire,Love me two times, Love her madly, Touch Me.

"დორსის" ჰიტი "Light My Fire" გახდა ფანების ერთერთი ყველაზე საყვარელი სიმღერა. მოგვიანებით "დორსი" გამოვიდა ედ სალივანის შოუში. ედ სალივანმა მათ ორი სიმღერის " Pეოპლე Aრე შტრანგე" და "Light My Fire" - ის დაკვრა სთხოვა. მაგრამ მათ უნდა შეეცვალათ "Light My Fire" - ის სიტყვები. "Girl we couldn't get much higher " - ის ნაცვლად " Girl we couldn't get much better"უნდა ემღერათ. მაგრამ ჯიმ მორისონმა პირდაპირ ეთერში მაინც "Higher" თქვა რითაც სალივანი ძალიან გაანაწყენა და ამის შემდეგ ისინი მოუწვეულები აღარ იყვნენ. მოგვიანებით მორისონმა თქვა, რომ მას დაავიწყდა, რომ უნდა შეეცვალა სიტყვები.

მეორე ალბომის "Strange Days" - ის გამოცემის შემდეგ "დორსი" ამერიკაში ერთერთი ყველაზე პოპულარული როკ ჯგუფი გახდნენ. ამის შემდეგ მორისონმა კონცერტებზე დაგვიანება და დალევა დაიწყო. 1969 წლისთვის მომღერალმა გადაწყვიტა შეეცვალა მისი გამოსვლები. მან წონაში მოიმატა, წვერები მოიშვა და ჩაცმულობის სხვა სტილზე გადავიდა. 1969 წლის კონცერტზე მაიამიში, მთვრალმა მორისონმა სცენაზე გინება დაიწყო და სცენაზევე დაწვა. მაიმაის პოლიციამ კონცერტის დასრულების შემდეგ იგი დააკავა.ამის შემდეგ ჯგუფის ბევრი კონცერტი სწორედ ჯიმ მორისონის გამო ჩაიშალა.


ვიკიპედიის სტატია... თარგმნა შემეზარა!!! ტაკ შტო... tongue.gif tongue.gif

ILI-100
მეფე





ირაკლი ჩარკვიანის მუსიკალური მოღვაწეობა დაიწყო 1976 წელს, ჯგუფ არიშთან ერთად. მუსიკოსის შემდეგი ჯგუფი იყო ნაკლებად ცნობილი, ინდი ჟანრის კოლექტივი ტაქსი, რომელშიც აგრეთვე უკრავდნენ დადა დადიანი, ბიჭიკო ოსიპოვი და კახა კიკაბიძე. ალბომის ტაქსი (1988) გამოცემის შემდეგ მსმენელებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს მათი მუსიკალის მიმართ.

ტაქსის წარმატების პიკი იყო 90-იანების დასაწყისი. ამ პერიოდში ჩატარებული ყველაზე ცნობილი კონცერტებიდან აღსანიშნავია თბილისის ფილარმონიასა და ქუთაისში, ლ.მესხიშვილის სახელობის თეატრში მოწყობილი კონცერტები.

ირაკლის მონაწილეობით შემდგარი სხვა პროექტები იყო: ელეტრონულ-ალტერნატიული ჯგუფი Childrens Medicine (საბავშვო მედიცინა) (1991-1992); Georgian Dance Empire (1993, ელექტრონული მუსიკა); Daira (1997) - პროექტი, რომელიც ლივერპულში მოქმედებდა და რომელშიც მონაწილეობდნენ ირაკლი და დადა დადიანი.

ირაკლის პირველი სოლო-გამოჩენის მაუწყებელი იყო სიმღერა "War is Over". მისი პირველი სოლო-დისკი, Svan Songs ჩაიწერა და გამოიცა 1993 წელს (გერმანია). ეს მნიშვნელოვანი სოლო-დებიუტი იყო და დღემდე ითვლება 90-იანებში ჩაწერილი ქართულენოვანი ალტერნატიული დისკების ერთ-ერთ მთავარ ნიმუშად.

1994-1995 წლებში ირაკლი მუშაობდა მუსიკაზე კინოფილმისათვის ორფეოსის სიკვდილი.

1997 წელს გამოიცა მუსიკოსის მეორე სტუდიური ალბომი აფრენ. 1999 წელს გამოჩნდა სიმღერა საქართველო, 2000 წელს შემდეგი დამოუკიდებელი სიმღერა უსაფრთხოება. ირაკლის მორიგი სტუდიური დისკი ამო გამოჩნდა 2001 წელს. ეს ალბომი ცნობილია სიმღერებით სექსი და ორღანი’78 (აგრეთვე გადაღებული იქნა ვიდეოკლიპები ამ და ალბომის სხვა სიმღერებზე).

2004 წელს გამოჩნდა ალბომი სავსე, რომელიც დაემთხვა ირაკლის შემოქმედების თაყვანისმცემელთა ახალი ტალღის გამოჩენას. ამ დისკიდან ყველაზე ცნობილი სიმღერებია ვიცი რომ, აქ ხარ და ნანასი. ეს პერიოდი აგრეთვე გამოირჩევა ირაკლის შემოქმედებითი აქტიურობით - შინაურ სტუდიაში იგი მუშაობდა ბევრ ახალ სიმღერაზე და, პარალელურად, საკმაოდ ხშირად იღებდა ახალ ვიდეოკლიპებს საკუთარ სიმღერებზე. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდიდან მან საკუთარ ფსევდონიმად მეფე აირჩია.

2006 25 თებერვალს მუსიკოსი გარდაიცვალა საკუთარ სახლში. მოგვიანებით, 2007 წელს, სპეციალური ალბომი მის ხსოვნას მიუძღვნეს ცნობილმა მუსიკოსებმა: ჯგუფებმა 33ა, მწვანე ოთახმა, Outsider, ვაკის პარკმა, The Young Georgian Lolitaz, ზუმბა და სხვა შემსრულებლებმა. დისკს "ქაღალდის გემი - Tribute ალბომი" ეწოდება.

მოგვიანებით შეგროვებული იქნა მუსიკოსის სიცოცხლეში ჩაწერილი უკანასკნელი მუსიკალური მასალა და გამოიცა მისი ბოლო სტუდიური ალბომი ძირს მეფე.


გემუდარები,
ნუ ხოცავ ტარაკნებს, დედა,
დაე, იცოცხლონ.
ხომ იცი, როგორ უყვართ გათბობის მილები,
იქნებ ერთმანეთიც უყვართ?
მათ გაზურაზე უწევთ ცხოვრება,
ჩვენ დედამიწაზე,
მერე რა?
ერთიმეორისგან ვერ გაარჩევ,
სახელებიც არ ჰქვიათ,
როგორ ახარებთ სითბო და ტკბილი ჯემი,
რა მათი ბრალია, რომ არ იციან თავიანთი არსებობის შესახებ,
პლანეტებმაც ხომ არ იციან შერქმეული სახელები,
მაგრამ ბრუნავენ უმიზნოდ,
სივრცეში.
გემუდარები,
ნუ ხოცავ ტარაკნებს, დედა,
დაე, იცოცხლონ.
AVaLON
† Lord Borgeze †უყვარდა ლექსების წერა† Lord Borgeze †
შეურცხვა ვიკიპედიას ნამუსი..
და ინდოელი კი არა ინდიელი დაინახა და კიდე ათასი კვახობა!!!


მარა გლიაკტიონის თემას კი ჯობიაsmile.gif
Illegal Astronaut
AVaLON


ნაღდად... უყვარდა კი არა გენიალური პოეტი იყო... smile.gif
HOUSE M.D.
AVaLON
† Lord Borgeze †
იმდროისთვის ყველაზე სკანდალური ჯგუფის სახელი რითი მოიპოვა ეგეც გეცოდინებათ თქვენ smile.gif "THE END"
sopo

მცირე ეპიზოდი გალაკტიონის ცხოვრებიდან.

გალაკტიონი ყვება:,,მე დავესწარი სალიტერატურო საღამოს, გამართულს ხელოვნების სასახლეში. წარმოსთქვეს სიტყვები, წაიკითხეს ლექსები. მაგრამ მე ვიგრძენი საშინელი სიცხადით, თუ რა მსუბუქი და მჩატეა ყოველგვარი სიტყვა გრძნობათა გამოსახატავად. იოტისოდენადაც არ ხვდება გულს არავითარი რითმა, არავითარი აწეული პათოსი, არავითარი დაფასება. ყოველივე ეს მხოლოდ სიტყვებია, რომლებიც ცვივიან უგულო კაკლებივით. არ ვიცი რანაირი პოეზია მოახდენს ეხლა ჩემზე რაიმე შთაბეჭდილებას საზოგადოდ...
მაგრამ ჩუმად! სალიტერატურო საღამოზე უცებ პიანინოს მიუახლოვდა ახალგაზრდა კაცი. მან მისცა მუსიკა განცდებს და ყველაფერი ჩემთვის განათლდა, ვიგრძენი ნამდვილი ხელოვნება..."


AVaLON
HOUSE M.D.
მხოლოდ გვსმენიაsmile.gif
gerda
გაბრიელ გარსია მარკესი
(Gabriel José García Márquez) (დ. 6 მარტი, 1928) კოლუმბიელი მწერალი, ჟურნალისტი, გამომცემელი და პოლიტიკური აქტივისტი. დაიბადა ქალაქ არაკატაკაში მაგდალენას დეპარტამენტი, კოლუმბია, თუმცა ცხოვრების ძირითადი ნაწილი მექსიკაში და ევროპაში გაატარა. ამჟამად დროის ძირითად ნაწილს მეხიკოში ატარებს.

გარსია მარკესი საყოველთაოდ მოიაზრება, როგორც ლიტერატურული სტილის, მაგიური რეალიზმი, წამყვანი ფიგურა და მიუხედავად იმისა, რომ მისი მწერლობა ამ სტილისთვის ემბლემურია, მისი კატეგორიზაცია მხოლოდ მასში შეუძლებელი იქნებოდა.
გარსია მარკესი კარიერას იწყებს როგორც ბოგოტას ყოველდღიური გაზეთის ელ-ესპექტადორის რეპორტიორი, მოგვიანებით კი მუშაობს ამავე გაზეთის უცხოეთის კორესპონდენტად რომში, პარიზში, ბარსელონაში, კარაკასსა და ნიუ-იორკში.

მისი პირველი მნიშვნელოვანი ნაწარმოები "დამხრჩვალი მეზღვაურის ამბავი" იყო, რომელიც მან პირველად გაზეთში, პუბლიკაციების სერიის სახით გამოაქვეყნა 1955 წელს. წიგნი მოგვითხრობს გემის დაღუპვის ნამდვილ ამბავს, თხრობის პროცესში ამხელს გემზე კონტრაბანდისტული საქონლის არსებობს, რაც საბოლოოდ გემის დაღუპვის მიზეზი ხდება, ჭარბტვირთიანობის გამო. ამ ნაწარმოებმა საზოგადოების მითქმა–მოთქმა გამოიწვია, რამეთუ მასში მოთხრობილი ამბები ეწინააღმდეგებოდა გემის დაღუპვის გამოცხადებულ ოფიციალურ ვერსიას. სწორედ აქედან დაიწყო გაბრიელ–გარსია მარკესის ურთიერთობის დაძაბვა კოლუმბიის ხელისუფლებასთან, რამაც შემდგომში იგი პერსონა ნონ გრატად აქცია საკუთარ სამშობლოში. შემდგომში ეს საგაზეთო პუბლიკაციები 1970 წელს ერთ წიგნად გამოიცა რომანის სტატუსით.

მის ნაწარმოებებში გამოგონილი ამბავი ენაცვლება ნამდვილს. თხრობის მაღალმხატვრულმა მანერამ და წერის გამორჩეულმა სტილმა გაბრიელ–გარსია მარკესი მისი შემდგომი ნაწარმოებების წყალობით XX საუკუნის ლიტერატურულ სიმბოლოდ აქცია. 1981 წელს მარკესმა გამოქვეყნა "გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა" და "სიყვარული შავი ჭირის დროს". ამ ნაწარმოებებიდან გაბომ, როგორც მას შემოკლებით უწოდებენ, დაიწყო მისი მაგიური სამყაროს საძირკვლის ჩაყრა და იმ პერსონაჟების შემოყვანა ამ მაგიურ სივრცეში, რომლებიც წიგნიდან წიგნში უცვლელი პერსონაჟები ხდებიან მისი ნაწარმოებებისა.

გაბრიელ გარსია მარკესის ყველაზე წარმატებული ნაწარმოები, თუ წიგნის გაყიდული ეგზემპლარებითა და მკითხველი საზოგადოების აზრის გათვალისწინებით ვიმსჯელებთ, რომანი "მარტოობის ასი წელიწადი" გახდა (ქართულად თარგმნა ელზა ახვლედიანმა). ეს რომანი მწერალმა 1967 წელს დაწერა და პირველი გამოცემიდან დღემდე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 10 მილიონ ეგზემპლარზე მეტია გაყიდული. წიგნი მოგვითხრობს გამოგონილი სოფლის, მაკონდოს მცხოვრებლების რამდენიმე თაობაზე, სოფლის დაარსებიდან უკანასკნელი ბუენდიას დაღუპვამდე. წიგნში ნაამბობია მარტოობის იმ ას წელიწადზე, რომელიც თან სდევდა ბუენდიების გვარის წარმომადგენლების ცხოვრებას თაბოდიან თაობამდე. ამ რომანით გაბრიელ გარსია მარკესმა რომულო გალეგოს პრემია დაიმსახურა 1972 წელს. 1982 წელს კი მას ნობელის პრემია მიენიჭა, მისი ნაყოფიერი და შემოქმედებითი ლიტერატურული კარიერისათვის.

1999 წელს გაბოს ექიმებმა დიაგნოზი დაუსვეს – ლიმფური სისხლძარღვების კიბო, ამ მოვლენამ მწერალს მემუარების წერა დააწყებინა. 2000 წელს მთელს მსოფლიოს ელვასავით მოედი ახალი ამბავი, მწერლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რაც გამოწვეული იყო პერუს დედაქალაქ ლიმაში გამომავალ ყოველდღიურ გაზეთში, "ლა რეპუბლიკა"–ში დაბეჭდილი არასწორი ინფორმაციის გამო.

2002 წელს მარკესმა გამოაქვეყნა მისი მემუარების კრებული, რომელსაც სათაურად სამი ესპანურ სიტყვა უძღოდა წინ: Vivir para contarla (იცხოვრო, რათა მოყვე). მარკესს მისი მემუარების გამოცემა სამ ტომად აქვს ჩაფიქრებული და ეს წიგნი პირველი ტომია მისი უზარმაზარი ავტობიოგრაფიული შრომისა. გამოცემისთანავე წიგნი ბესტსელერად იქცა ესპანურენოვან სამყაროში. ამ წიგნის 2003 წელს გამოცემული თარგმანი კი – ახალ ბესტსელერად იქცა.


voldemort
ჯონ უინსტონ ლენონი



დაიბადა 1940 წლის 9 ოქტომბერს ლივერპულში, დიდ ბრიტანეთში. იყო ცნობილი მომღერალი, მწერალი, მსახიობი და მშვიდობის აქტივისტი. სახელი გაითქვა ჯგუფ The Beatles - ში მოღვაწეობით, თუმცა მანამდე რამდენიმე ბენდი ყავდა (Quarrymen, Johnny and The Moondogs, Long John and The Beatles, Silver Beatles)
იმის გამო, რომ ჯონის მამა ალფრედი მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა, პატარა ლენონს დედა - ჯულია ზრდიდა. მამა კი რეგულარულად უგზავნიდა გარკვეულ თანხას. მაგრამ 1943 წელს ალფი უგზოუკვლოდ დაიკარგა. 1944 წელს იგი მოულოდნელად დაბრუნდა სახლში, მაგრამ ამ დროს ჯულია უკვე სხვა კაცისგან ელოდა შვილს და უარი განაცხადა ალფის შემოთავაზებაზე თვითონ მიეხედა ცოლ-შვილისათვის.
ჯონი იზრდებოდა დეიდა მიმისთან (მერი სმიტი, ჯულიას და, რომელიც იმ დროს სოციალური მუშაკი იყო) სწორედ მასთან გაატარა ჯონმა ბავშვობა და ახალგაზრდობა, დედა და მამა კი დროდადრო აკითხავდნენ ხოლმე.
1946 წელს ალფრედმა მიაკითხა მიმის და ჯონი ბლექპულში წაიყვანა. მას უნდოდა რომ შვილი ახალ ზელანდიაში გაეპარებინა და მარტოს გაეზარდა, მაგრამ ეს ჯულიამ გაიგო და ყოფილი ქმრის ადგილსამყოფელს ადვილად მიაგნო. ალფრედმა 5 წლის შვილს უცნაური ულტიმატუმი წაუყენა: აირჩიე ვისთან გინდა ცხოვრება, დედასთან თუ მამასთანო. ჯონმა თავიდან მამა აირჩია, მაგრამ როცა წაყვანა დაუპირეს ჯულიას გამოეტირა და საბოლოოდ დედამისს გაჰყვა. ამის შემდეგ ალფრედმა შვილთან კონტაქტი გაწყვიტა და მხოლოდ მოგვიანებით გამოჩნდა (როცა ლენონი უკვე პოპულარული იყო და ბითლზს ედგა სათავეში)
ჯონ ლენონს პირველი გიტარა დედამისმა უყიდა 1957 წელს (ზოგიერთი წყაროს ცნობით 1956 წელს) და სწორედ მან შეიყვანა გიტარის კურსებზე. დეიდა მიმი იმედოვნებდა, რომ ბიჭს "გიტარაზე ბარტყუნი" მალე მოსწყინდებაო, მაგრამ ლენონი სულ სხვაგავარად ფიქრობდა და დიად მომავალზე ოცნებობდა.
1958 წლის 15 ივლისს ჯულიას (რომელიც ქუჩაზე უადგილო ადგილას გადადიოდა) პოლიციელის ყოფილი ოფიცრის მანქანა დაეჯახა და ადგილზე "გარდააცვალა". დედის სიკვდილის შემდეგ ლენონი დაუახლოვდა მაკარტნის (ისიც დედით ობოლი იყო)

წესით ეხლა უნდა მომეთხრო "ბითლზზე", "ბითლზის" წინა და შემდგომ ეპოქაზე მაგრამ ეს პერიოდი თითქმის ყველასთვის ცნობილია. ამიტომ ლორდმა ვოლდემორმა გადაწყვიტა ისაუბროს ერთ პროექტზე, რომლის სულისჩამდგმელიც ლენონი იყო (ეს პროექტიც საკმაოდ ცნობილია, მაგრამ მაინც). ვგულისხმობ "ბინძურ ყმაწვილს"-ს



The Dirty Mac, დიახ, სწორედ ასე ერქვა სუპერჯგუფს, რომელიც ლენონმა ჩამოაყალიბა (სუპერჯგუფი - ბენდი, რომლის წევრებიც უკვე ცნობილი ჯგუფის შემადგენლობაში უკრავენ)
ბენდის წევრები იყვნენ: ჯონ ლენონი (The Beatles), ერიკ კლეპტონი (Cream), კიტ რიჩარდსი (The Rolling Stones), მიჩ მიჩელი (Jimi Hendrix Experience)
ჯგუფმა მხოლოდ ერთი სიმღერა ჩაწერა (1968 წელს) - Yer Blues. პროექტმა დიდი მოწონება დაიმსახურა, თუმცა მსმენელთა ნაწილმა დიდი აღშფოთება გამოხატა (იმიტომ რომ ეს იყო პირველი სიმღერა რომელიც ლენონმა ბითლზის გარეშე იმღერა, მერე ჰარისონს მოუნცა სოლო კარიერის გაკეთება და ორი წლის შემდეგ ბენდი დაიშალა)
პროექტს მიკ ჯაგერისა და ჯონ ლენონის დიალოგი ხსნის:
-Hello Winston, wellcome to the show. I want to talk to you about your new group The Dirty Mac...
თუმცა ჯობს ეს ყველაფერი თვითონ ნახოთ!

გავიდა დრო
წარმატებული კარიერა,
ასევე წარმატებული სოლო კარიერა,
პოლიტიკური მოღვაწეობა

და დადგა ავბედითი 1980 წელი.

ვინმე მარკ დევიდ ჩეპმანმა გადაწყვიტა ლენონის მოკვლა (მოტივი ჩემთვის უცნობია)
ამისათვის ეს ცხოველი მთელი ორი თვე ემზადებოდა. ოქტომბერში ჩამოვიდა ნიუ იორკში, ჯერ ლენონს გაეცნო და ავტოგრაფებს თხოვდა,


მერე ჰავაიში ვიღაც იდიოტისგან (დანა რივზი) იყიდა იარაღი. მკვლელობისთვის შესაფერის დროს არჩევდა. კინოთეატრში წაეთრა და ერთი ფილმი ნახა (Ordinary People. ფსიქიატრების მტკიცებით სწორედ ამ ფილმის ნახვამ გადააწყვეტინა საბოლოოდ ჯონის მოკვლა), მერე ტაქსის მძღოლთან ერთად კოკაინი ყნოსა და ორიოდე დღეში...

8 დეკემბერს "დაკოტა"-ს წინ დაერჭო, ლენონის მოსვლას უცდიდა. 22:49 -სთვის გამოჩნდა ლიმუზინი, საიდანაც ჯონი გადმოვიდა....

შენობაში შესვლის წინ ვიღაცამ დაიძახა:
-ერთი წუთით მისტერ ლენონ
ჯონი მობრუნდა....

გაისმა 9 მილიმეტრიანი სმიტ-ვესონის მჭახე ხმა და....

სასწრაფოს მანქანა დროზე მოვიდა, მაგრამ ლენონი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

დასრულდა ეპოქა.....
veno
Joe Cocker - ყველა დროის ერთ-ერთი დიდებული Rock-ხმა დაიბადა შეfილდში (ინგლისი), 1944 წლის 20 მაისს. იგი სახელმწიფო მოსამსახურის უმცროსი ვაჟია.

1961-ში დღისით იგი მუშაობდა გაზის მონტიორის შეგირდად, ღამით კი, მუქი კოსტიუმითა და ბაფთით VANCE ARNOLD-ად გვევლინებოდა, რომელიც THE AVENGERS-თან ერთად შეfილდის უბრალო ლუდხანებში მღეროდა. მათ რეპერტუარში შედიოდა რეი ჩარლზის "What'd I Say" და "Georgia On My Mind"...
Vance Arnold-ისა და The Avenger-ისათვის მეტად მნიშვნელოვანი გახლდათ 1963 წელი, როდესაც მათ მხარი დაუჭირეს The Rolling Stone-ს ქალაქ შეfილდის ჰოლში...

მომდევნო წელს Joe-მ დატოვა სამსახური და გამოუშვა თავისი პირველი სინგლი, ე.წ. "cover" ვერსია The Beatles-ის სიმღერისა სახელწოდებით "I'll Cry Instead". მალე იგი და მისი ბენდი "Joe Cocker Big Blues" 2 თვიანი ვადით ეწვივნენ საფრანგეთს, სადაც საავიაციო ბაზებზე მღეროდნენ...

სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთაგან ბევრი სამხრეთ ამერიკიდან იყო, ძალიან უყვარდათ Joe. ფრანგებმა მას "Le Petit Ray Charles" უწოდეს, რაც პატარა რეი ჩარლზს ნიშნავს სამწუხაროდ, როდესაც ინგლისში დაბრუნდნენ, Joe Cocker Big Blues დაიშალა...

მთელი ერთი წლის განმავლობაში Joe სცენაზე არ გამოსულა. თუმცა... გამოჩნდა კაცი, რომელსაც იგი მსოფლიოს უდიდეს მუსიკოსს უწოდებდა - Chris Stainton. სწორედ კრისთან ერთად შეიქმნა THE GREASE BAND!

სიმღერები დაიწერა... მალე მათი ჩანაწერები მოხვდა Denny Cordell-თან, რომელიც იყო The Moody Blues-ის, Georgie Fame-ისა და Procal Harum-ის პროდიუსერი. მას მოეწონა Joe-ს სიმღერები და წარმატებამაც არ დააყოვნა..........
ამერიკამ შეიყვარა Joe მისი პირველივე გამოჩენიდან ტელევიზიაში (რაც 1969 წელს მოხდა შოუში Ed Sullivan). პრესა დაინტერესდა მისით...

Joe ქუჩებში როდი მღეროდა, იგი ზაფხულის ყველა როკფესტივალზე გამოდიოდა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გამოსვლა Woodstock-ში, სადაც იგი ნახევარი მილიონი მსმენელის წინაშე წარსდგა. Joe საოცრად აქტიურად მუშაობდა: მან 48 კონცერტი გამართა 56 დღეში! ყველგან თბილად ხვდებოდნენ აღფრთოვანებული მსმენელები...

1970 წელს მარტო ამერიკაში Cocker-მა 3 მილიონი $-ის ღირებულების ჩანაწერები გაყიდა.

ამავე წელს ჟურნალმა PlayBoy ყოველწლიურ როკ და ჯაზ შემსრულებელთა გამოკითხვაში Joe ნომერ პირველ ვოკალისტად დაასახელა
Joe განაგრძობდა ისეთი ალბომებისა და სიმღერების ჩაწერას, როგორებიც იყო: "Guilty", "The Moons A Harsh Mistress" და "You Are So Beautiful". ეს სიმღერები Cocker-ის შემოქმედების კლასიკურ სიმღერებად იქცა.

80-იანი წლების ბოლოს იგი მიწვეულ იქნა The Crusaders-ის მიერ, რათა ერთად ჩაეწერათ სიმღერა, რომელიც ექსკლუზიურად მისთვის დაიწერა: "I'm So Glad I'm Standing Here Today". როდესაც Joe-მ ეს სიმღერა შეასრულა 1982 წლის თებერვალის Grammy Awards-ზე, იგი მდგომარე აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს...
1983 წელს, ოსკარების ცერემონიალზე Joe-მ Jennifer Warnes-თან ერთად შეასრულა სიმღერა სახელწოდებით "Up Where We Belong", რომელმაც მსოფლიო პოპულარობა მოიპივა.

აქედან მოყოლებული Joe უფრო და უფრო წარმატებულ შემოქმედებით ცხოვრებას ეწეოდა, თუმცა არაფერი გამოვიდოდა, რომ არა მისი მეუღლის Pem-ის სიყვარული და გამხნევება (მათ 1987-ში იქორწინეს).

ალბომი "Civilized Man" უზომოდ წარმატებული გამოდგა. სიმღერები "Cocker", "Unchain My Heart" და "One Night Of Sin" მილიონობით ტირაჯით გაიყიდა. არანაკლებ წარმატებული იყო ალბომი "Night Calls", რომელიც ასეთივე ტირაჯით იყიდებოდა კვირების განმავლობაში მთელს ევროპაში.

1991-ში მან ჩაწერა სიმღერა "Sorry Seems To Be The Hardest Word" (Elton John), რომელიც 3 მილიონი ტირაჯით გაიყიდა.

დაბოლოს, Joe-მ შეასრულა სიმღერები ფილმებისათვის: "9 1/2 nights", "Harry And The Hendersons", "Bull Durham" და "An Innocent Man".
gerda
ჰანს კრისტიან ანდერსენი

ანდერსენი იყო ღარიბი მეწაღის შვილი. მას ადრევე აღმოაჩნდა დიდი წარმოსახვის უნარი, რაც უფრო გააძლიერა დედამისის ცრუმორწმუნეობამ. მამა 1816 წელს გარდაეცვალა და ჰანს-ქრისტიანს თავის რჩენა თავად უწევდა. მან შეწყვიტა სკოლაში სიარული, თავადვე ააგო თოჯინების პატარა თეატრი და დაიწყო თავისი მარიონეტებისთვის ტანსაცმლის კერვა. გარდა ამისა, კითხულობდა ყველაფერს, რის შოვნასაც ახერხებდა.

ჰანს ქრისტიანის ოცნება იყო ოპერის მომღერლობა, ამის გამო 1819 წელს კოპენჰაგენში წავიდა. აქ იგი გიჟად მიიჩნიეს და სადაც მივიდა ყველა თეატრიდან გამოაგდეს. სამაგიეროდ დაუმეგობრდნენ ისეთი მუსიკოსები, როგორებიც იყო კრისტოფ ვეისი და სიბონი, მოგვიანებით კი პოეტი ფრედერიკ გულდბერგი. მალე იგი შეგირდ მოცეკვავედ მიიღეს სამეფო თეატრში. სიზარმაცის გამო მან გულდბერგის კეთილგანწყობა დაკარგა, სამაგიეროდ იპოვა ახალი მფარველი ჯონა კოლენის სახით.

მეფე ფრედერიკ VI დაინტერესდა ამ უცნაური ბიჭით, თავის თავზე აიღო მისი მფარველობა და გააგზავნა სლაგელსის გრამატიკის სკოლაში სასწავლებლად. 1822 წელს ანდერსენმა გამოსცა თავისი პირველი წიგნი მოჩვენება პალნატოკის საფლავზე. იგი ძალიან უდისციპლინო და ზარმაცი მოსწავლე აღმოჩნდა და სასწავლებელში 1827 წლამდე დარჩა.

1829 წელს ანდერსენმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ფანტასტიკური რომანით ფეხით მოგზაურობა ჰოლმენის არხიდან ამაგერამდე. ამავე წელს გამოაქვეყნა ლექსების კრებული. 1833 წელს მეფემ იგი ევროპაში სამოგზაუროდ გაგზავნა.

1835 წელს გამოვიდა ანდერსენის რომანი იმპროვიზატორი და ძალიან დიდი წარმატება მოიპოვა. ამავე წელს გამოქვეყნდა მისი პირველი ზღაპრები, რომელთა მნიშვნელობა თავიდანვე არ იქნა აღიარებული და არც კი იყიდებოდა.

1840-1841 წლებში ანდერსენმა იმოგზაურა გერმანიაში, იტალიაში, მალტასა და საბერძნეთში. ეს მოგზაურობა აღწერა თავის ნაწარმოებში პოეტის ბაზარი (1842).

1838 წელს გამოვიდა ზღაპრების მეორე სერია, 1845 წელს კი - მესამე. მიუხედავად იმისა, რომ ზღაპრები ანდერსონს ბავშვებისთვის არ დაუწერია, ისინი სწორედ მოზარდებში გახდა პოპულარული.

ამ პერიოდისთვის იგი უკვე მთელს ევროპაში იყო ცნობილი. 1857 წელს გამოსცა ნოველა ყოფნა თუ არყოფნა. 1872 წელს გამოვიდა ანდერსენის ბოლო ზღაპრები. ამავე წელს მან ტრავმა მიიღო, რის შედეგადაც გარდაიცვალა 1875 წლის 4 აგვისტოს. იგი დაკრძალულია ასისტენის სასაფლაოზე, კოპენჰაგენში.

პაპუნა
უილიამ ფოლკნერი

19 საუკუნის მიწურულს ამერიკაში დაიბადა უდიდესი მწერალი უილიამ ფოლკნერი, იგი თავდაპირველად ცხოვრობდა მისისიპში, თუმცა ეს ინფორმაცია ყველგან შეგიძლიათ ნახოთ, მე სხვა დეტალებზე გავამახვილებ, თქვენის ნებართვით, ყურადღებას.

მიუხედავად იმისა, რომ ფოლკნერის ბაბუა მთელს შტატში გამოჩენილი ადამიანი იყო და ფინანსურადაც არ უჭირდა, უილიამს ცხოვრების საწყისის გატარება მაინც გაჭირვებაში მოუხდა. ფოლკნერი იყო უბრალო მუშა, იგი მთელი დღე მუშაობდა, წვალობდა, ღამით კი სიმწრით გამომუშავებული მცირეოდენი თანხით ყიდულობდა ქაღალდს, მელანს , ცოტაოდენ ვისკის და მთელი ღამე წერდა, დილით ისევ იწყებოდა დამღლელი რეალობა. კაცი, რომლის ფანტაზია არის უსაზღვრო. მას დიდხანს მოუწია ასე ცხოვრება, აღიარება მოგვიანებით მოიპოვა. ფოლკნერის შემოქმედება ურთულესია, თუმცა გასაგები მიზეზების გამო ბევრს იგი მარტივად და ზერელედ ეჩვენება. იოკნაპატოფას ოლქში განვითარებული მოვლენები მაშინდელი და მეტწილად დღევანდელ მსოფლიოს პატარა მოდელს წარმოადგენს, რომელსაც ყველა კითხულობს, მაგრამ აღქმა და შეცნობა რჩეულებს შეუძლიათ. ერთ რამედ ღირს გონებრივად ჩამორჩენილი ბენჯის მიერ დანახული სამყარო. ფოლკნერმა გეცოდინებათ , რომ ნობელის პრემია მიიღო, თუმცა ცოტას თუ ეცოდინება, რომ ფოლკნერმა მაშინ ხუმრობით წარმოსთქვა: მე ვცდილობ დაგანახოთ თქვენი მანკიერი მხარეები, თქვენ კი ამაში პრემიას მაძლევთ, ამისთვის ორი ბოთლი ვისკიც კმაროდა. ფოლკნერს მთელ რიგ ნაწარმოებებში მშვენივრად აქვს გადმოცემული და–ძმის ურთიერთობის საკითხი. ზუსტი ციტატა არ მახსოვს, მაგრამ ფოლკნერი ერთგან წერს : კვენტინმა დაინახა კედის დასვრილი ტრუსები, რაც მათი ოჯახის უბედურებას წარმოადგენდა.ხეების სუნი აქვს კედის . . . ხელები ჯიბეში ჩაიყავი, ხელებწაყინული ხომ არ შეხვდებიო შობას. . . დედაჩემი თევზია, შეწვავენ და შეჭამენ . . . ვინმეს ხომ უნდა გავყვეო ცოლად . . .ჩემი კვენტინი, ჩემი კვენტინი, როგორ ძალიან მიყვარს!!! მშვენივრადაა ოჯახის წვრების ერთმანეთისადმი მცდარი დამოკიდებულება გადმოცემული ნაწარმოებში "სოფელი". ფოლკნერი ხშირად გადიოდა ბუნებაში , საათობით იდგა თვალდახუჭული და უსმენდა. ალბათ ამის შედეგია მის მიერ ბუნების საოცრად წარმოჩინება მოთხრობაში "დათვი". უილიამს ფული არასდროს იზიდავდა, იგი ხშირად გადიოდა სახლიდან და პირველივე შემხვედრს ჩუქნიდა ჰონორარის უზარმაზარ ნაწილს... ფოლკნერი ამობობს ნობელის მიღების დროს, ეს პრემია გადმომეცემა არა მე, არამედ ჩემს შრომას, შრომას , რომელიც არასდროს იყო გათვლილი მატერიალური ფასეულობის მოხვეჭაზე... უილიამის ნაწარმოებები ორიგინალში უნდა წაიკითხოს ადამიანმა აუცილებლად და თითოეულ სიტყვასა და ფრაზას დაუკვირდეს, ცხოვრების რომელიმე ეტაპზე ეს სიტყვა ძალიან გამოადგება, თუმცა ისიც გაითვალისწინეთ, რომ ლექსიკონის ხშირი ხმარება კითხვის დროს ისევე დამღლელია, როგორც საინტერესო ფილმის ყურება კინოპროექტორით საიდანაც ყოველ ხუთ წუთში ლენტა ვარდება ბუდიდან. smile.gif
=SYD=
ციტატა
ბიოგრაფიის ისეთი შტრიხები დავწეროთ, რომელიც უცნობია ფართო საზოგადოებისთვის

მარკ ტვენს რომ 5 კლასის შემდეგ (რაც მამა დაეღუპა) სკოლაში არ უვლია, ეგ იცის ყველამ მაგრამ მაინც ვიტყვი
diletanti
მენდელეევი (თუ რომელიღაც რუსი ქიმიკოსი) არ იყო 18 წლისამ რომ დაიწყო სკოლაში სიარული და ამხელა "მუტრუკი" პატარა ბავშვებში იჯდა biggrin.gif
anuchi
Raoul Servais ვინაა ეს კაცი მითხარით თორე ღამე ვერ დავიძინებ, რეჟისორი როა მივხვდი მაგრამ კიდევ რამე მითხარით.. :შ
GORDA
Tom Sawyer
anuchi
სერვაისი არის ანიმეების რეჟისორი.. სხვათა შორის, ძალიან, ძალიან მაგარ ანიმეებს აკეთებს smile.gif
1963: The False Note
1965: Chromophobia
1968: Sirene
1969: Goldframe

1970: To speak or not to speak
1971: Operation X-70
1973: Pegasus

1976: Halewyn's song
1979: Harpya (Palme d'Or for Best Short Film at the 1979 Cannes Film Festival)
1994: Taxandria
1998: Nocturnal butterflies
2001: Atraksion
2005: Winter Days (3' sequence)
voldemort
anuchi

ბელგიური google-ით ვიპოვე რაულ სერვაისის ბიოგრაფიული მონაცემები, ზუსტად ვერ ვხვდები რა ენაზეა, მემგონი ბელგიური ან ჰოლანდიურია. ეხლა ვცდი გადათარგმნას და თუ რამე გამომივიდა დავწერ smile.gif
Tom Sawyer
Raoul Servais - სერვაისის ოფიციალური საიტი

- In 1963 Raoul Servais founds the Animation Film Department at the Royal Academy of Fine Arts in Ghent, the first school in its kind on the European continent.

- In 1973 Raoul Servais enters the Royal Academy for Arts and Sciences of Belgium.

- In 1985 Servais decorates the entire 'Houba-Brugmann' subway station in Brussels.

- From 1985 to 1994 Raoul Servais was President of ASIFA (Association Internationale du Film d'Animation).

- Raoul Servais obtained the Hans Christian Andersen prize (Denmark), the prize Achilles Van Acker (Bruges), the Espiga de Oro (golden ear) for his entire cinematographic career in Valladolid, the Norman McLaren Heritage Prize in Canada, the five yearly cultural prize of the Province of West Flanders and he has been Cultural Ambassador for Flanders.

- Raoul Servais received more than fifty prizes and awards, a.o. San-Marco Lion in Venice, Palme d'Or in Cannes, and many Grand Prix at festivals such as Philadelphia, Chicago, Tehran, Bilbao, Valladolid, Rome, Zagreb, Porto, Oberhausen, Annecy, ...

- Surveys of his work were shown in the Centre Georges Pompidou in Paris, the Museum of Modern Art and the Ziegfeld Museum in New York. Also in Hollywood, Burbank in the Walt Disney Studios, Tokyo, Osaka, Hiroshima, Hong Kong, Taïshung, Jeonju, Valladolid, Vancouver, Montreal, Rio de Janeiro, Sao Paulo, Valencia, Siena, St.-Petersburg,...

- Exhibitions of his graphic designs and art work were held in Osaka, Annecy, Montreal, Laon, Roubaix, Valladolid, Sao Paulo, Ghent, Ostend, Zottegem,...

- Raoul Servais is co-founder of VAF (Vlaams Audiovisueel Fons vzw), vice-president of the Henri Storck Foundation and of the Foundation which carries his name.

ფილმოგრაფია:

Atraksion (2001)

Papillons de nuit (1997)
... aka Nachtvlinders (Belgium: Flemish title)
... aka Nocturnal Butterflies (International: English title)
... aka Papillons de nuit (Belgium: French title)
Taxandria (1994)

Die Schöne Gefangene (1982)

Harpya (1979)
Pegasus (1973)
Operation X-70 (1971)
To Speak or Not to Speak (1970)

Goldframe (1969)
Sirene (1968)
... aka Sirène (Belgium: French title)
Chromophobia (1966)
Omleiding november (1963)
... aka Déviation novembre (Belgium: French title)
... aka November Diversion (International: English title)
Valse noot, De (1963)
... aka Fausse note, La (Belgium: French title)
... aka The False Note (International: English title)

Havenlichten (1959)
... aka Harbor Lights (International: English title)
... aka Lumières du port (Belgium: French title)

voldemort
anuchi

ვთარგმნე ის ტექსტი. როგორც აღმოჩნდა რაულ სერვაისის მიღწევების ჩამონათვალი ყოფილა. მაინც დავწერ:




გამოჩენილი ბელგიელი მხატვარი და ფილმოგრაფი რაულ სერვაისი დაიბადა 1928 წელს ბელგიის ქალაქ ოსტენდში. მან განათლება მიიღო ქალაქ გენტში მდებარე ხელოვნების სამეფო აკადემიაში, სადაც მოგვიანებით ანიმაციური ფილმების ცენტრი დააარსა. სწავლის დასრულებისთანავე მან მოაწყო გამოფენები ორლენდის ფესტივალზე. სადაც მისის ერთ-ერთი ნამუშევარი, "Le Domaine Enchanté" კაზინო ნოკეს მფლობელმა შეიძინა. თავისი ერთ-ერთი ბოლო ნახატი სერვაისმა ბელგიის მეტროს გადასცა საჩუქრად.

რაულ სერვაისი არის ევროპაში ანიმაციური ფილმოგრაფიის ცენტრის ფუძემდებელი. იგი მუშაობდა ლექტორადაც. სხვადასხვა დროს ასწავლიდა ბრიუსელისა და კამბრეს უნივერსიტეტებში. ასევე გახლდათ კოლუმბიისა და ლოს-ანჟელესის სამხატვრო კოლეჯის დოცენტი.

რაულ სერვაისი ოცამდე ფილმის ავტორია. მისმა ნამუშევრებმა სხვადასხვა დროს ოცდაათიოდე ჯილდო მიიღეს. ამ ჯილდოებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ოქროს პალმის რტო და ოქროს ლომის ქანდაკება. ბატონი რაული არის ნორმან მაკლარენის სახელობის პრემიის მფლობელი. მისმა ერთ-ერთმა ნამუშევრმა ვალიადოლიდის ფესტივალზე ოქროს ყური მოიპოვა (თურმე ასეთი რაღაცაც არსებობს biggrin.gif) ბრიუგესა და ფლანდრიის ფესტივალებზე კი ათობით პრიზი მიუღია.

1973 წელს რაულ სერვაისი ბელგიის ხელოვნებისა და მეცნიერებათა აკადემიის წევრად აირჩიეს, ხოლო მოგვიანებით ფლანდრიის საპატიო ელჩის ტიტული მიანიჭეს.

რაულ სერვაისის ნამუშევრები (როგორც ნახატები, ასევე ფილმები) ხშირად ყოფილა წარმოდგენილი შემდეგ ქვეყნებსა და ქალაქებში:
ბელგია, საფრანგეთი, კანადა, ბრაზილია, იაპონია; პარიზი, სენტ ეტიენი, ვალიადოლიდი, მადრიდი, სიენა, მონრეალი, ვანკუვერი, ნიუ იორკი, ჩიკაგო, ტოკიო, ოსაკა, თეირანი, ბურსა, ჰიროსიმა, რიო დე ჟანეირო და სან პაულო.

სულ ეს იყო.
ფილმების ჩამონათვალი უკვე დაუდიათ. smile.gif
აქვე შემოგთავაზებთ, ზემოთნაცოდვილარი ტექსტის ორიგინალურ ვარიანტსაც, რომელიც რა ენაზეა დაწერილი მაინც ვერ გავიგე. საიტიდან გადმოვწერე როგორც ბელგიური, მაგრამ ჰოლანდიურ-ინგლისური ლექსიკონის დახმარებით ვთარგმნე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Raoul Servais werd geboren in Oostende in 1928. Hij studeerde toegepaste kunsten aan de Koninklijke Academie voor Schone Kunsten in Gent (KASK). Na zijn studies verzorgde hij vooral het concept en/of uitvoering van monumentale schilderijen, zoals deze op de Wereldtentoonstelling '58 voor de stad Oostende, ook meerdere schoolgebouwen en, als medewerker van René Margritte, het schilderen van "Le Domaine Enchanté" in het Casino van Knokke. Zijn jongste decoratief concept bedacht Servais voor het Brussels metro-station Houba-Brugman, Pierre Vlerick voert het project uit.
Zijn onafhankelijk plastisch en grafisch oeuvre is zelden tentoongesteld geweest ten voordele van zijn toegepast grafisch werk voor de tekenfilm.
Hij is stichter van het eerste animatiefilmonderricht in Europe in de schoot van de Gentse KASK. Hij doceerde eveneens aan het Hoger Instituut La Cambre te Brussel en aan het Centre Tertaire in Valenciennes.
Ook was hij gastdocent aan het Columbia College in Chicago en aan het California Institute of Arts in Los Angeles.
Raoul Servais verwezenlijkte een twintigtal films die meer dan dertig nationale en internationale festivalonderscheidingen behaalden, waaronder de grote prijs op de Mostra van Venetië, de Speciale Prijs van de Jury in Cannes en de Gouden Palm eveneens in Cannes.
In Canada ontving hij de Norman McLaren Heritage prijs, in Valladolid De Gouden Aar voor zijn filmcarrière, in Brugge de Achilles Van Acker prijs, en in West-Vlaanderen de Vijfjaarlijkse Cultuurprijs. Hij was cultureel ambassadeur van Vlaanderen. In 1973 werd hij benoemd tot lid van de Koninklijke Academie voor Kunst en Wetenschappen van België.
Zijn grafisch-filmisch oeuvre werd tentoongesteld in België, Frankrijk, Canada, Brazilië en Japan. Hommages, gepaard met filmretrospectieven gingen door in Parijs, Annency, Saint-Etienne, Valladolid, Madrid, Sienna, Montréal, Vancouver, New York (Museum of Modern Art en Ziegfeld Theatre), Chicago, Hollywood, Tokyo, Osaka, Hiroshima, Taïchung, Kanton, Teheran, Bursa, Kaïro, Rio de Janeiro en Sao Paulo.
GORDA
data
windwalker
ციტატა
ამასთან კავშირში არაა, მაგრამ ჩემი განცდები გამახსენდა, როცა"კალე ბლუმკვისტის თავგადასავალში" ქაჯების ენა "გავშიფრე". მეგონა, რომ ეს ჩემამდე ვერავინ მოახერხა და გავიბღინძე. ალბათ რამდენ ბავშვს ექნება მსგავსი რამ განცდილი.

მთელი ბავშვობა მაგ ენით ვლაპარაკობდი biggrin.gif რამდენიმე მეგობარსაც ვასწავლე და... tongue.gif ოღონდ, ფ-ს ნაცვლად წ-ს ვამბობდი ხოლმე smile.gif ვერავინ იგებდა ჩვენს ნათქვამს biggrin.gif

ჰოდა, ერთხელაც მივადექი ბაბუაჩემს და ვეკითხები (ქაჯურ ენაზე): ბაბუა, როგორ ხარ მეთქი ? tongue.gif და იმანაც რომ ქაჯური ენით მიპასუხა, მე კარგად, შენ როგორ ხარო ? დაახლოებით ასეთი სახე მქონდა მთელი დღე ohmy.gif blink.gif ohmy.gif



ციტატა
რამე თქვით.


ჩემი უსაყვარლესი მწერალია tongue.gif განსაკუთრებით ემილი და სალტკროკელები მიყვარს მაგის წიგნებიდან smile.gif ემილის კითხვისას ახლაც (იმის მიუხედავად რომ ლამის ზეპირად ვიცი) ცრემლებამდე ვიცინი ხოლმე და სალტკროკელები კი თავიდან ბოლომდე შედევრია (თუ ასე ძნელად წარმოსათქმელ სათაურს არ ჩავთვლით) ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის tongue.gif smile.gif
BELL
მეც ვიყენებდი ხოლმე ბავშვობაში ქაჯურ ენას და ფ-ს ვიყენებდი, მაგარი იყო ირგვილივ ყველა ცდილობდა გაეგო რას ვამბობდით, მაგრამ მე და ჩემი ერთი მეგობარი არავის ვასწავლიდით smile.gif შემდეგ დრო ისე გავიდა არც კი გამხსენებია და ახლა აქ რომ წავიკითხე, ნელ სიოში ათამაშებული ატმის კვირტივით ამითამაშდა გული და ღრმა ბავშვობა გამახსენდა smile.gif
Mathias_Sammer
ჰეე ჩემი პირველი წიგნი პეპი მახსოვს შესანიშნავად,მაღაზიაში რო შედის იქ წარწერა ხვდება
ჭორფლი გაწუხებთ?

-არ მაწუხებს
-რა არ გაწუხებს


და ატეხავს ერთ ამბავს,მაგარია ლინდგრენი საუკეთესო საბავშო მწერალი
HOUSE M.D.
ემილი რომ წავიკითხე ეგრევე კეპუკა დავითრიე და ბაბუაჩემს გაჩიანში წავაუვანინე თავი ხე მომიჭერი და თოფუკა გამიკეთეთქო biggrin.gif კალეს რაც შეეხება, მმაგის წაკითხვის მერე ბლოკნოტს და პასტას არ ვიშOრებდი გულის ჯიბიდან და კაი ხანი გამომძიებლობაზე ვოცნებობდი biggrin.gif
inkognito
ციტატა(windwalker @ Jan 29 2009, 08:29 AM) *
anuchi
ციტატა
ბელგიური იცი?

ვერ ეცოდინება, დარწმუნებული ვარ.
voldemort
ციტატა
არა, მაგრამ რაღაც ლექსიკონი გამოვჩხრიკე

ბელგიური არ იქნება, რადგან ბელგიური ენა არ არსებობს.


ბელგიელები ჰოლანდიურად ლაპარაკობენ, როგორც ვიცი. ისე, ძალიან გავს გერმანულსsmile.gifsmile.gifsmile.gif
inkognito
ციტატა(windwalker @ Jan 30 2009, 09:45 AM) *
ასტრიდ ლინდგრენი
კარლსონი, პეპი, რონია, ემილი, ნილი, სალტკროკელები, და ჩემი უსაყვარლესი – კალე ბლუმკვისტი...ვიღაცები გამომრჩა, ვიცი.
შვედი ქალბატონი, რომელმაც 37 წლის ასაკში დაიწყო წერა. როგორც ვიცი, სტოკჰლმში, ზამთრის ერთ ყინვიან დღეს მას ქუჩაში ფეხი დაუსხლტა და მერე "პეპი გრძელიწინდა" დაწერა. ნაწერს პირველად მეუღლეს უკითხავდა და თუ ის სიცილისაგან სკამიდან გადმოვარდებოდა, ლინდგრენს ნაწერი დასაბეჭდად მიჰქონდა.
მისი შვილის თქმით, კარგი დედა იყო,სულ შვილებთან ერთად თამაშობდა თურმე.
მსოფლიოს 76 ენაზე ითარგმნა...
სიცოცხლეშივე ძეგლი დაუდგეს...
უამრავი ჯილდო აქვს მიღებული: ანდერსენის პრემია, ლუის კეროლის პრემია, "ოქროს დათვი" ფილმისთვის "ყაჩაღის ასული რონია" და სხვა...
მისი სახელი ჰქვია პატარა პლანეტას გალაქტიკაში...
მგონი, შარშან საუკუნის ქალბატონად დაასახელეს...
სტოკჰოლმში მისი მუზეუმია. მინდა ნახვა...

პეპი ხშირად იმეორებს: "მე ყველაფერი შემიძლია!"
ჩემი აზრით, გულში ამის ხშირად გამეორება ყველასთვის საჭიროა, რადგან ეს სიმართლეა და ზოგჯერ, სიძნელეებთან შეჯახებისას გვავიწყდება.

ამასთან კავშირში არაა, მაგრამ ჩემი განცდები გამახსენდა, როცა"კალე ბლუმკვისტის თავგადასავალში" ქაჯების ენა "გავშიფრე". მეგონა, რომ ეს ჩემამდე ვერავინ მოახერხა და გავიბღინძე. ალბათ რამდენ ბავშვს ექნება მსგავსი რამ განცდილი.

რამე თქვით.


ძალიან მაგარი მწერალია..
ქაჯების ენას რაც შეეხება, მე ვლაპარაკობდი კიდეც...ძალიან მომწონდა...პრინციპში, ახლაც შემიძლია, თან სწრაფად...
მერე მამაჩემმა გააპროტესტა, ეგრე სადმე წამოგცდება და თავს მომჭრიოsmile.gifsmile.gifsmile.gif
GORDA
Sunny
ასტრიდ ლინდგრენის უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია.. უფრო სწორად სტატია smile.gif
http://lady.ge/legendarulebi_full.php?aid=668

არაჩვეულებრივი საბავშვო ავტორი.. რამდენი დრო გავიდა და ახლაც მახსოვს მისი ყველა ნაწარმოები smile.gif
ვფიქრობ აუცილებლად ყველა ბავშვმა უნდა წაიკითხოს მისი ნაწარმოებები..სულზე ძლიერ და ჯანსაღ გავლენას ახდენს!..

რამდენიმე წლის წინ ამირანში იყო ასტრიდ ლინდგრენის ფესტივალი ანუ მის მოთხრობებზე გადაღებულ ფილმებს აჩვენებდნენ.. მე "მადაგანზე" მოვახერხე მისვლა და ბოლო დღე იყო და სხვა ვერ ვნახე sad.gif გული დამწყდა.. ისე ძალიან კარგი ეკრანიზაცია იყო!! მომეწონა ჩ)
GORDA
GORDA
GORDA
GORDA
GORDA
sopo


იაკობ გოგებაშვლს აღმერთებდა ლუკა. ,,დიდ იაკობს" ეძახდა და წინ მუდამ თავის ღრმა დაკვრით ეგებებოდა. დიდი პედაგოგიც ამ დროს ხალისიანად შესძახებდა ხოლმე:
_მთის არწივს ვახლავარ, როგორ ბრძადები, ლუკავ, როგორ გყავ ჯალაბი, საქონ-საპოხი?
_კარგად, მოძღვარო, კარგად.
_უცნაური ძალა აქვს, ჩემო ვაჟავ, ნაკვნარ ალაგს, აი, მე სულ ქალაქსა ვარ, მაგრამ ისე მომენატრება ხოლმე ჩემი ღარიბი ვარიანი, ადგილს ვეღარ ვპოულობ.
_ნუთუ მართლა არასოდეს აბრძანებულხართ მშობლიურ სოფელში?-ჰკითხა ლუკამ.
_არასოდეს, რაც იქაურმა ციებამ დამცადა და ფილტვებში გამიჯდა, არასოდეს,-ნაღვლიანად თქვა გოგებაშვილმა,- ძაან ხაშმი ადგილი კი არის, ის ჩემი ვარიანი, იქაური ისლის სისინი ახლაც ყურებში მიდგას, ქარიც ხომ გაუჩერებლდ იცის, მაგრამ მაინც მენატრება... ნეტაი შენა, რომ იქ ხარ, შენს მთებში, შენს ალუდასთან, შენს ჯოყოლასთან...
გრძელი კეთილი სახე ნატვრამ გაუნათა იაკობს.
_იცოდე, ჩემო ვაჟავ, შენზე დიდი იმედი ჩვენს მწერლობას დღეს აღარა ჰყავს და ხელში სულ კალამი უნდა გიმღერდეს, წინ სულ მარგალიტები უნდა გვიპნიო... იცოდა ილიკომ რასაც ამბობდა, ილიას ნათქვამს ადგილიდან ასი უღელი ხარ-კამეჩიც ვერ დასძრავს...
_აბა, რა მოაქვს ჩემს ნაწერებს, მისდგომიან ჩემს ფშაურ კილოს და წეწავენ, ენას მილანძღავს, ცენზურა ხომ შამფურზე მატრიალებს,-გაიცინა ვაჟამ.
_ეგ ყველაფერი დროის ხავსია,-დარწმუნებით ამბობს იაკობი,- დროვე ბურნუთივით ჩაამხობს და ნიავს გაატანს, სამაგიეროდ მარტო მართალნი ცხონდებიან,-იაკობმა საჩვენებელი თითი მაღლა შემართა,-ხედავ, როგორ მეტყობა მღვდლის შვილი რომ ვარ და სასულიერო სემინარიაში მისწავლია.ისე კი ლუკა ისარლოვები ისე შერჩება ვაჟა-ფშაველას, როგორც ასწლოვან მუხას ზედ აბღატებული ფითრი.


GORDA
GORDA
GORDA
GORDA
GORDA
-------------------
GORDA
აქ ორჯერ ერთი და იგივე პოსტი გამეშვა.
smile.gif
una
ქაჯების ენას რაც შეეხება, მე ვლაპარაკობდი კიდეც...ძალიან მომწონდა...პრინციპში, ახლაც შემიძლია, თან სწრაფად...



მეც ვლაპრაკობ ხოლმე - თან ძალიან სწაფად smile.gif smile.gif smile.gif
მაგარიაააააა ......
anuchi
ციტატა
გურამს ხევსურული ტანსაცმელი ეცვა და ცხენს აჭენებდა


wub.gif

ასე კარგად არ ვიცოდი გურამის ბიოგრაფია, თუმცა მოთხრობებეიდანაც გასაგები იყო ბევრი რამ.. მიყავრს ძალიან:*
anuchi
una

მასე სწრაფად და გამართულად მგონი ქართულად ვერ ვმეტყველებ biggrin.gif
GORDA
-------------------
GORDA
მარკ ტვენის რამდენიმე გამონათქვამი .

არაფერია უფრო გამაღიზიანებელი, ვიდრე ვინმეს კარგი მაგალითი.

სამ კვირაზე მეტია საჭირო, რომ ექსპრომტად მოამზადო კარგი სიტყვა.

ინგლისელი ადამიანია, რომელიც რაიმეს იმიტომ აკეთებს, რომ ადრე ასე აკეთებდნენ. ამერიკელი – ადამიანია, რომელიც რაიმეს იმიტომ აკეთებს, რომ ასე ადრე არ აკეთებდნენ.


კარგი აღზრდა არის უნარი იმისა, რომ დავმალოთ, თუ რა ბევრს ვფიქრობთ საკუთარ თავზე და რა ცოტას – სხვებზე.

ბანკი – ეს დაწესებულებაა, სადაც შეგიძლია ფული ისესხო, თუ დაარწმუნებ, რომ ფული არ გჭირდება.

"კლასიკა" – წიგნი, რომელსაც ხოტბას ასხამენ და არ კითხულობენ.

არაფერი ისე არ საჭიროებს გამოსწორებას, როგორც სხვისი ჩვევები.

სჯობს გაჩუმდე და სულელი ეგონო, ვიდრე ალაპარაკდე და ეს ეჭვები გაფანტო.
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2019 Invision Power Services, Inc.