დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: შემეცნებითი
რა? სად? როდის? ფორუმი > სამეცნიერო განყოფილება > მეცნიერება და წიგნები
ILI-100
სათაურზე ბევრი ვიფიქრე და რადგანაც მოთხოვნა იყო სწორედ ,,შემეცნებითი" განყოფილება გვქონოდა ფორუმზე, იყოს ერთი ესეთი თემაც მხოლოდ ერთი პირობით...

უკვე მერამდენე კითხვა დაისვა კლუბშიც და სატელევიზიო შოუში კონკრეტულ ნახატებზე... მოდით აქ მოუყვეთ, გავაცნოთ ერთმანეთს ვინ რა ვიცით ამათუ იმ ნამუშევრების შესახებ... დეტალებზე, ნიუანსებზე, ყველა წვრილმანზე, თავად შექმნის ისტორიაზე თუ ვინმემ რამე იცით კონკრეტული ნახატის შესახებ შეგიძლიათ გაგვანათლოთ...
პირველი მე შემოგთავაზებთ ერთ უცნაურ ნახატს, მითუმეტეს თავად ბორგეზას აინტერესებდა ამის შესახებ და სკაიპში აღარ მპასუხობს... მოკლედ თორნიკე აბატონო შენ ეს ტილო და ვიცი ისიამოვნებ ... smile.gif

''სურათი დახატა Bill Stoneham.სკანდალი ერთ-ერთი გამოფენის შემდეგ დაიწყო.ფსიქიურად გაუწონასწორებელი ადამიანები სურათის ნახვის შემდეგ ცუდად ხდებოდნენ,კარგავდნენ გონებას იწყებდნენ ტირილს და ა.შ
ყველაფერი 1972წელს დაიწყო,როცა სურათი ბილ სტონჰანმა დახატა ძველი ფოტოსურათიდან ,სადაც ის იყო გადაღებული 5 წლის ასაკში,და ეს ფოტო იპოვა ჩიკაგოში იმ სახლში სადაც მან ბავშვობა გაატარა.



პირველად სურათი ჟურნალ ტაიმს-ის მფლობელს ანახა ,რომელიც სურათის ნახვის შემდეგ გარდაიცვალა,რა იყო ეს უბრალო დამთხვევა თუ შემთხვევითობა არავინ იცის ,ამის შემდეგ სურათი დაიკარგა და შემთხვევით იპოვა ჩიკაგოში მცხოვრებ ჯონ მარლის ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა,სურათი სახლში წაიღეს და 4 წლის ქალიშვილის საძინებელ ოთახში დაკიდეს,იმ რამით გოგონა საშინელი ტირილით გამოვარდა ოთახიდან და ამტკიცებდა რომ სურათზე გამოსახული ბავშვები ერთმანეთში ჩხუბობდნენ,იგივე განმეორდა მეორე ღამითაც ოღონდ ეხლა ბავშვი ამბობდა რომ გოგო და ბიჭი კარების უკან იყვნენ დამალულები,ამის მერე ოჯახოს უფროსმა ვიდეოკამერა დააყენა,რომელიც მხოლოდ მოძრაობაზე რეაგირებდა,ვიდეოკამერა რამოდენიმეჯერ ამუშავდა.
ოჯახმა სურათის თავიდან მოშორება გადაწყვიტა და სურათი გასაყიდად eBay-ს აუქციონზე გაიტანა,მალე აუქციონის ადმინისტრატორის სახელზე დაიწყო წერილებმა მოსვლა,რომ მნახველები ცუდად ხდებოდნენ,კარგავდნენ გონებას,ამიტომ სურათის წინ დადეს გაფრთხილება ,სწორედ იმ ტექსტით რომელსაც ეხლა ორიგინალში წარმოგიდგენთ ,მაგრამ ადამიანის ცნობისმოყვარე ბუნებიდან გამომდინარე სურათს უფრო მეტი მნახველი გამოუჩნდა ,საბოლოდ იგი გაიყიდა 1025 USD,როცა საწყისი ფასი 199$იყო

სულ სურათი30000-ჯერ ნახეს ,იგი შეიძინა კი სმიტმა ,რომელსაც ჩიკაგოს სიახლოვეს ახალი დამთავრებული ქონდა სახელოსნო და რადგან სურათი ,როგორც ძველი ისე ჩათვალა ,იფიქრა ძალიან მოუხდებოდა სამუსაო ოთახს.ამით დასრულდებოდა ალბატ ყველაფერი ეხლა მის სახელზე რომ არ დაეწყოიგივე შინაარსის წერილებს მოსვლა ,ადამიანები წერდნენ,რომ ცუდად ხდებოდნენ,ზოგი სურათიდან გადმოსულ ცუდ აურაზე საუბრობდა,ზოგი კი პირდაპირ დაწვას სთავაზობდა ,სმიტს დახმარება ცნობილმა მაგებმა ედ და ლორე უორენებმაც შესთავაზეს,მათვე გაიხსენეს და -ძმის ცნობილი მკვლელობა კალიფორნიის ტყეში,როგორც ამბობდნენმათი სულები ხშირად სტუმრობდნენ
ძველ მიტოვებულ სახლს გორაზე,და ეს და -ძმა ძალიან გავდა გარეგნობით სურათზე გამოსახულ გოგოს და ბიჭს.
და საბოლოოდ რა არის ამსურათზე ?შეიძლება ყველაფერი პროპორციის შეუთავსებლობაზეა,ბიჭის თავი გრძელია გეგონება სახეზე ნიღაბი აქვს დადებული,ბიჭი გეგონება მაღალია და კარები კი უზარმაზარი,მისი ხელებიც და ფეხებიც საკმაოდ უცნაურია,და ეს ყველაფერი შიშის შეგრძნებას იწვევს.მაგრამ სურათი რომ კარგად გაიგო ალბათ უნდა ისე იფიქრო როგორც მხატვარი,მან ხო საკუთარი თავი დახატა .
ესიგი დგახარ დაკეტილ კართან,მწველი მზეა გარეთ,შესვლა გინდათ ,მაგრამ არ გიშვებენ კარებში და ტირილი გინდა ,მაგრამ უკვე ბავშვი აღარ ხარ და ვერ იტირებ.გოგონა მტერი არ არის ის ერთადერთი მეგზურია ამ კარს მიღმა,თუმცა თოჯინასავითაა,მაგრამ თვალები არ აქვს,მაგრამ მან იცის სად უნდა წავიდეს ის ხომ იმ სამყაროს ბინადარია.ის გაგიკვალავთ გზას და ხელები ვერ შეგეხებიან თქვენ......
ქუჩა ეს სიზმარია,სახლი -ჩვენი სამყარო.კარები ზღვარია ცხადსა და სიზმარს შორის,ბავშვები შეშინებულები არიან,განსაკუთრებით ბიჭი,მაგრამ არ იმჩნევს ამას,გოგონას კი არ შეიძლება ეშინოდეს მას ხომ გრძნობა არ გააჩნია,მაგრამ მათ-ორივე კარგად იციან ,რომ ხელები მათ ვერ მისწვდებიან,მაგრამ მაინც ეშინიათ .თუნდაც მოულოდნელობის ,ვაი თუ......
თვითონ მხატვარი კი ასე აღწერს ამ სურათს:The boy in the picture being himself, the hands being other lives, the windows/door being a thin veil between waking and dreaming with the small doll like girl being the guide through.



.P.S არ არის აუცილებელი ამ სურათზე თქვენი აზრი გამოთქვათ, ველი სხვა ნამუშევრებზე უფრო სერიოზულ განხილვას....
ART TAMUNA
ოოო კარგი თემააააა..........
როგორც კი მოვიცლი დავდებ გნხილვებს.... !!!!!!!


ამ ნახატს რაც შეეხებააა... ნუ არ ვიცი ეგ ისტორია რამდენად რეალურია... და ბლეფი არ იყოს. ... ნუ მაგას თვი დავანებოთ და..
ისე მისტიციზმი შეიძლება დავაბრალოთ ფუნჯის მშრალ შეხებას... ფერთა სიმწირე და თან საკამაოდ დამთრგუნველი გამა.... შხამიანი ცისფერი, ცივი უმბრაა.... ნუ საკმაოდ კონფლიკტური ფერებიაააა...... თან გაყინული სახეეები.. გოგონა სათამაშოს ჰგავს, რობოტს... ბიჭის სახე საკმოდ ლუციფერულიააა... შხამიანი და ცივი ფერები, გაყინული ბასრი მზერა, და შუქ-ჩრდილი - ესსააა ალბათ მისტიციზმს რომ სძენს ნამუშევარს.....
თავად სიუჟეტი საკმოდ საინტერესოა, ავტორისეული მოსაზრება მომეწონა... smile.gifsmile.gifsmile.gif პოსტმოდერნისტული გაგებააა... შთბეჭდილება მექმნება, რომ ავტორი ცდილობს შემოგვთავაზოს თანამედროვე ეპისტემეს გადჭრა მნახველს შემოგვთავზოს... ანუ საძღვარი, რომელიც არის რეალურს და სიზმარს შორის, თავად "მკითხველ" გადაალახვინოს...... ნუ არ ვიცი რაამდენად სწორად ვახდენ ფორმულირებას, ნუ პირადად ასეთი შთაბეჭდილება მრჩება....

ILI-100
არ გვაწყენს, ვიცოდეთ


”მოსე” ( შემოქმედების ბირთვი ) 1945 წ
თქვენ რომ გეუბნებოდით ეს ის ნამუშევარია!
არაჩვეულებრივად საინტერესო და ღრმა შინაარსისაა! აქ წარმოჩენილია კაცობრიობის ისტორია.

მზე, ნახატის ცენტრალური ფიგურა უანგაროდ უგზავნის თავის სხივებს და სითბოს კაცობრიობას... ხოლო სამყარო, თავისი ძლიერი ხელებით, სათუთად იხუტებს მას.
სურათის ზედა პლანზე, ცენტრში გამოსახულია მზე - დედამიწაზე სიცოცხლის უმთავრესი წყარო, რომლის სხივებში ხორციელდება უმთავრესი მოვლენა დედამიწაზე - შემოქმედება - სიცოცხლის ჩასახვა, რაც არის დასაბამი კაცობრიობის ისტორიისა. ეს ნაჩვენებია კაცობრიობის ერთერთი უთვალსაჩინოესი წარმომადგენლის, უდიდესი რეფორმატორისა და ფილოსოფოსის, უბადლო ლიდერისა და ახალი რელიგიის მამამთავრის - მოსეს მაგალითზე. სურათის ცენტრში მოთავსებულია ბავშვის ჩანასახი საშოში, რომლის გვერდებზე ზემოთა მხრიდან დახატულია კვერცხუჯრედის განაყოფიერება, ხოლო მის ქვემოთ პატარა მოსე, რომელიც ნილოსის ტალღებზე, კალათაში წევს ...და ზეციდან ჩამოდის წვეთები, როგორც მადლი და ეფინება მოსეს.
ასე, ამ გზით მოვიდა დედამიწაზე თითოეული ადამიანი - იქნებოდნე

ILI-100
შედით ამ ლინკზე და შეამოწმეთ რამდენად კარგად იცნობთ მსოფლიო მხატვრებს
გამოიცანით შედევრია, თუ?...
არ მოგერიდოთ და შედეგები დაწერეთ რაააააა


http://reverent.org/ru/great_art_or_not.html
che
ჰე ჰე.. 4 ავაცილე.. ჰიტლერს, ჩერჩილს და ეიზენჰაუერს ზნამენიტობა მივაწერე, მატისს კი პირიქით smile.gif

ჰიტლერს რა კარგი ნახატები ჰქონია ე? ohmy.gif
che
აი აბსტრაქტულ მხატვრობაში მხოლოდ 1 შემეშალა.. მალევიჩის შავი წრე პაროდიად ჩავთვალე (სხვათაშორის იმავე მალევიჩის შავი კვადრატის პაროდია მეგონა biggrin.gif )
ILI-100
che
ციტატა
სხვათაშორის იმავე მალევიჩის შავი კვადრატის პაროდია მეგონა

ვითოომ? unsure.gif
che
რა ვითომ? biggrin.gif
cotne
ILI-100

83 ქულა ავიღე biggrin.gif
okicha
ჰმ 1 შემეშალა გოგენის ნახატი ვერ ვიცანი biggrin.gif
okicha
აბსტრაქტულში 2
nisaba
3 ავაცილე სულ
okicha
მაიმუნია თუ მხატვარიო ეგ ყველა გამოვიცანი biggrin.gif
skiron
ციტატა(ILI-100 @ Dec 22 2008, 12:18 AM) *


რაღაც თავი ამტკივდა და მგონი პირველ სართულზე ვიღაც დადის... blink.gif
SOSO
ციტატა
ჰე ჰე.. 4 ავაცილე.. ჰიტლერს, ჩერჩილს და ეიზენჰაუერს ზნამენიტობა მივაწერე, მატისს კი პირიქით

მეც ოთხი ავაცილე, არადა მეგონა, ვერცერთს გავარტყამდიsmile.gif
მატისს მეც პრაფანობა დავწამე და მგონი სეზანსsmile.gif
ginger
ვაიმე 2 ავაცილე მხოლოდ biggrin.gif
Matilda
მაგაზე 2 და პაროდიებზე 3 შემეშალა tongue.gif
okicha
ყოჩაღ თქვენ smile.gif
sopo


მე კიდე ორივეში 3-3 შემეშალა tongue.gif

Художник или обезьяна? და Кто накапал? ამაში კი ყველას ვუპასუხე, უფრო სწორად გავრტყიtongue.gif
HOUSE M.D.
3 ვერ გამოვიცანი tongue.gif
una
ცნობილ ავტორებზე 3 happy.gif და პაროდიებზე 1 tongue.gif
inkognito
ციტატა(ILI-100 @ Dec 22 2008, 01:56 AM) *
შედით ამ ლინკზე და შეამოწმეთ რამდენად კარგად იცნობთ მსოფლიო მხატვრებს
გამოიცანით შედევრია, თუ?...
არ მოგერიდოთ და შედეგები დაწერეთ რაააააა


http://reverent.org/ru/great_art_or_not.html

ჰიტლერის ნამუშევრებზე მივხვდი...
ვიცოდი, რომ პროფესიით მხატვარი იყოsmile.gifsmile.gifsmile.gifsmile.gif
რაღაც არ გავდა მეტისმეტად სწორი ხაზები და ა. შ. გენიოსის შემოქმედებას... უფრო ხაზვის ნიჭი ჰქონია, ვიდრე ხატვის...
ამას არ ვაფასებ, როგორც პროფესიონალი ხელოვნებათმცოდნე, უნდა ვაღიარო, რომ ხაზვა უკეთ მეხერხება, ვიდრე ხატვაsmile.gifsmile.gifsmile.gifsmile.gif
dada
ILI-100
ვაიმე გონება დავკარგე!!!!!!!
Sunny
ციტატა(ILI-100 @ Dec 22 2008, 01:33 AM) *
არ გვაწყენს, ვიცოდეთ

”მოსე” ( შემოქმედების ბირთვი ) 1945 წ
თქვენ რომ გეუბნებოდით ეს ის ნამუშევარია!
არაჩვეულებრივად საინტერესო და ღრმა შინაარსისაა! აქ წარმოჩენილია კაცობრიობის ისტორია.

მზე, ნახატის ცენტრალური ფიგურა უანგაროდ უგზავნის თავის სხივებს და სითბოს კაცობრიობას... ხოლო სამყარო, თავისი ძლიერი ხელებით, სათუთად იხუტებს მას.
სურათის ზედა პლანზე, ცენტრში გამოსახულია მზე - დედამიწაზე სიცოცხლის უმთავრესი წყარო, რომლის სხივებში ხორციელდება უმთავრესი მოვლენა დედამიწაზე - შემოქმედება - სიცოცხლის ჩასახვა, რაც არის დასაბამი კაცობრიობის ისტორიისა. ეს ნაჩვენებია კაცობრიობის ერთერთი უთვალსაჩინოესი წარმომადგენლის, უდიდესი რეფორმატორისა და ფილოსოფოსის, უბადლო ლიდერისა და ახალი რელიგიის მამამთავრის - მოსეს მაგალითზე. სურათის ცენტრში მოთავსებულია ბავშვის ჩანასახი საშოში, რომლის გვერდებზე ზემოთა მხრიდან დახატულია კვერცხუჯრედის განაყოფიერება, ხოლო მის ქვემოთ პატარა მოსე, რომელიც ნილოსის ტალღებზე, კალათაში წევს ...და ზეციდან ჩამოდის წვეთები, როგორც მადლი და ეფინება მოსეს.
ასე, ამ გზით მოვიდა დედამიწაზე თითოეული ადამიანი - იქნებოდნე


აი, ამას ნამდვილად არ მოველოდი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif შემოვედი დ ჩემი გარჩევა არ დამხვდა biggrin.gif
ილი გარჩევის მთლიან ვერსიას დავდებ, თორემ ეს მხოლოდ ნაწილია და მე როგორც ავტორს ამის სრული უფლება მაქვს wink.gif
Sunny

მხატვარი ფრიდა კალო
”მოსე” ( შემოქმედების ბირთვი ) 1945 წ

ჩემი აზრით არაჩვეულებრივად საინტერესო და ღრმა შინაარსის ნამუშევარია! აქ წარმოჩენილია კაცობრიობის ისტორია.

მზე, ნახატის ცენტრალური ფიგურა უანგაროდ უგზავნის თავის სხივებს და სითბოს კაცობრიობას... ხოლო სამყარო, თავისი ძლიერი ხელებით, სათუთად იხუტებს მას.
სურათის ზედა პლანზე, ცენტრში გამოსახულია მზე - დედამიწაზე სიცოცხლის უმთავრესი წყარო, რომლის სხივებში ხორციელდება უმთავრესი მოვლენა დედამიწაზე - შემოქმედება - სიცოცხლის ჩასახვა, რაც არის დასაბამი კაცობრიობის ისტორიისა. ეს ნაჩვენებია კაცობრიობის ერთერთი უთვალსაჩინოესი წარმომადგენლის, უდიდესი რეფორმატორისა და ფილოსოფოსის, უბადლო ლიდერისა და ახალი რელიგიის მამამთავრის - მოსეს მაგალითზე. სურათის ცენტრში მოთავსებულია ბავშვის ჩანასახი საშოში, რომლის გვერდებზე ზემოთა მხრიდან დახატულია კვერცხუჯრედის განაყოფიერება, ხოლო მის ქვემოთ პატარა მოსე, რომელიც ნილოსის ტალღებზე, კალათაში წევს ...და ზეციდან ჩამოდის წვეთები, როგორც მადლი და ეფინება მოსეს.
ასე, ამ გზით მოვიდა დედამიწაზე თითოეული ადამიანი - იქნებოდნენ ეს ადამი და ევა, თუ ღმერთკაცები, წარმართული დროის ლიდერები, ეგვიპტური ცივილიზაციის სულისჩამდგმელი ფარაონები თუ ქურუმები, რომაული კულტურის ფუძემდებლები, ქრისტიანობის მოწამენი, კომუნიზმის მამამთვრები, ფაშიზმის სულისჩამდგმელები - ყველა დიდი რელიგიური, ფილოსოფიური და პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ოდესმე მოსულა დედამიწაზე, ყველა რასის ხალხთა უსასრულო მასები. დედამიწაზე მოსვლის ერთადერთი გზა ეს არის - დედის საშოდან, სამყაროს საშოდან, ზეცის მადლით დაპკურებული დაბადება.
ადამი და ევას ქვემოთ გამოსახული ჩონჩხები კი იმაზე მიუთითებენ, რომ ამ ქვეყნიდან წასვლის გზაც მხოლოდ ერთია ყველასათვის - სიკვდილი. ხოლო დედამიწაზე ვინ რისთვის მოსულა და ვინ რას აკეთებს ეს თითოეულის არჩევანზეა დამოკიდებული და ამის მაგალითია უსასრულოდ მრავალფეროვანი ბედი ადამიანებისა. და ყველაფრისგან ერთად კი იკინძება ბედი დედამიწის, კაცობრიობის ისტორიისა.

ეს ამ სურათის ჩემეული გააზრება და გარჩევაა და შეიძლება საერთოდაც არ იყოს ეგრე! wink.gif

დაწერეთ როგორ იმოქმედა თქვენზე ამ სურათმა და რა შთაბეჭდილება მოახდინა... საინტერესოა სხვისი აზრების გაგება smile.gif
Illegal Astronaut
Sunny

უყურე შენ ამ პლაგიატს!!!
Sunny
biggrin.gif
Tatiation
ვაა 3-3 შემეშალა მარტო /:)
levan cagareli
ციტატა(ILI-100 @ Dec 22 2008, 02:56 AM) *
შედით ამ ლინკზე და შეამოწმეთ რამდენად კარგად იცნობთ მსოფლიო მხატვრებს
გამოიცანით შედევრია, თუ?...
არ მოგერიდოთ და შედეგები დაწერეთ რაააააა


http://reverent.org/ru/great_art_or_not.html

smile.gif
მშვენიერი ტესტი იყო, ბევრი ვიხალისე.
მატისის ნახატი მეც პროფანის მეგონა,საერთოდ მატისს მთელი ეფექტი რეალ ლაივში აქვს,სანამ ერმიტაჟში ჩემი თვალით არ ვნახე,მანამდე არ მომწონდა,
სამაგიეროდ იქ ერთი საათი გამოქლიავებული ვიდექი და ნახატს თვალს ვერ ვაშორებდი.


აი ეს მაგალითად ჩემი აზრით უბრალოდ შედევრია, მერე რა რომ მაიმუნმა დახატა, ესთეტიკა, ფერთა კომბინატორიკა, სიმკვეთრე,შემიძლია ორი საათი ვიბაზრო იმაზე თუ თითოეულ ფერს და კონტურს რა დატვირთვა აქვს და სურათის რა საერთო კონტექსტში ჯდება. biggrin.gif biggrin.gif



ძალიან მომწონს. smile.gif
anuchi
სირცხვილი.. და მე ვსწავლობ სამსახტროში..? biggrin.gif მაგარი რაღაცეებია საღოლ თქვენ wub.gif
ditrofane
მაიმუნებში ყველა ავიღე biggrin.gif
sandro_piramida
ნახატებში 3 ავაცილეbiggrin.gif biggrin.gif
kevana
ციტატა
ასე, ამ გზით მოვიდა დედამიწაზე თითოეული ადამიანი - იქნებოდნენ ეს ადამი და ევა, თუ ღმერთკაცები

ციტატა
დედამიწაზე მოსვლის ერთადერთი გზა ეს არის - დედის საშოდან, სამყაროს საშოდან, ზეცის მადლით დაპკურებული დაბადება.

სირცხვილი კაცო, ადამ და ევა დედის საშოდან გამოვიდნენ? biggrin.gif



ხო იმ ტესტს რაც შეეხება... ჰიტლერ ვერ ვიცან biggrin.gif არა, კი ვიცი რომ ხატავდა, მაგრამ როგორ ხატავდა და რა სტილით, ეგ არ ვიცი და ვერ ვიცან...
ვერც ჩერჩილი და ეიზენჰაუერი...

ვაბშეტა ეგენი ცნობილნი არ არიან როგორც მხატვრები, მარა საღოლ ორივეს... უნიჭოაო ვერ უწოდებ, .. smile.gif
leola92
ვა ჰიტლერი რა მხატვარი ყოფილა....
zumbito
ეჰ, მიეღოთ ჰიტლერი სამხატვრო აკადემიაში, რა იქნებოდა biggrin.gif
არადა ნიჭი ნაღდად ჰქონდა IMHO

"აიკიც" მაგარი პეიზაჟისტი ყოფილა
არ ვიცოდი
N!ncho
"Madonna with Saskin"
მადონა ჭივჭავით



მადონა ჭივჭავით
1509 წელი
ზეთი პანელზე
ავტორი:ალბრეხტ დიურერი( Durer, Albrecht )
გერმანელი ფერმწერი,
გრაფიკოსი, გრავიორი, ხელოვნების თეორეტიკოსი.
გერმანიის აღორძინების უდიდესი მხატვარი.


იესო დედის კალთაზე, მდიდრულ წითელ ბალიშზეა მოთავსებული,
მარცხენა ხელი სახესთან აქვს მიახლოებული,
მარჯვენა ხელში კი საწოვარა უჭირავს,
(შესაძლოა ყაყაჩოთი დატენილი, რათა ახალშობილი მშვიდად ყოფილიყო),
არსებობს ვერსია რომ საწოვარა პირველად სწორედ ალბრეხტ დიურერის
1509 წლით დათარიღებულ ამ ტილოზე გამოჩნდა

და მხატვარმა ის გამოიყენა, როგორც ძილის და სიკვდილის სმბოლო.


ზოგიერთი ხელოვნებათმცოდნის აზრით, ეს ნამუშევარი დიურერმა ტიციანის ნახატის,
"მადონა ალუბლებით"-ის გავლენით შექმნა,
მან თითქმის სრულად გაიმეორა კომპოზიცია და ფერთა ტონალობა.




არც იმას გამორიცხავენ, რომ ზემოთხსენებული ორივე მხატვარის შთაგონების წყარო,
ასევე ცნობილი მხატვარი, ბელინი და მისი ტილო "მადონა წმინდანებით" ყოფილიყო.




P.S. რა თემა ამოვქექეეე happy.gif


HOUSE M.D.
N!ncho
და სურათი სადაა? biggrin.gif
N!ncho
HOUSE M.D.
ციტატა
და სურათი სადაა? biggrin.gif

არ ჩანს ? ohmy.gif ჩემთან ყველფერი რიგზეა
HOUSE M.D.
N!ncho
ხო გამოჩნდა smile.gif
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2019 Invision Power Services, Inc.