დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: შეკითხვები და მხოლოდ შეკითხვები
რა? სად? როდის? ფორუმი > ძირითადი კატეგორია > შეკითხვების განყოფილება
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13
mateus
ვიმსჯელოთ კითხვებზე, რომელიც იყო დასმული ახალ შემოდგომის ტელესეზონში
SOSO
mateus
ციტატა
ვიმსჯელოთ კითხვებზე, რომელიც იყო დასმული ახალ შემოდგომის ტელესეზონში

მარტო ტელესეზონში?
mateus
ციტატა(SOSO @ Oct 2 2008, 12:43 PM) *
mateus
ციტატა
ვიმსჯელოთ კითხვებზე, რომელიც იყო დასმული ახალ შემოდგომის ტელესეზონში

მარტო ტელესეზონში?


ხო. აბა სპორტულ ვერსიაში რაც იქნება თავისი შესაბამისი თემა იქნება შესაბამის განყოფილებაში wink.gif
ანუ აი აბულაძის გუნდის და დანელიას გუნდის თამაშებში დასმულ შეკითხვებზე უნდა იმსჯელოთ, ჯერჯერობით smile.gif
vulkani_lava
კითხვა ოსკარზე, ძალიან საინტერესო იყო biggrin.gif

ისევე როგორც პასუხი smile.gif
Confusion
დანელიას გუნდი რომ თამაშობდა,მელანზე რო იყო კითხვა მომეწონა smile.gif
fernando magellan
პირველ გადაცემაში იმან დახურა, დუმბაძეზე რო იყო smile.gif
ჩემი რჩევა მოაზროვნეებს: ხალხო, იკითხეთ დუმბაძის "ოდისევსის დაბრუნება"! რა იცით, რა ხდება smile.gif
ზაქრო
http://www.new.facebook.com/home.php#/grou...gid=10627741913

რა სად როდის ჯგუფი facebook-ში

შემოგვიერთდითა
kili
ყველაზე ანტი კითხვა ნამდვილად დუმბაძეზე იყო... მომეწონა სავით კითხვა ,,დიდოსტატის მარჯვენადან" ნადირობაზე, მაგ თამაშზე მართლა საუკეთესო იყო... დანელიას გუნდის კითხვებიდან დაგლიგა მოსეს ტევზზე შეკითხვამ... ამ სეზონზე ჩემი აზრით ეგ საუკეთესოა...
achi
ციტატა
,,დიდოსტატის მარჯვენადან" ნადირობაზე

კითხვა დიდოსტატის მარჯვენიდან ნადირობაზე იყო ერთ-ერთი ყველაზე იოლი რაც ამ სეზონში დაისვა. ალბათ კუბიკ-რუბიკზე უფრო ადვილიც. არ მესმის, ოღონდ მართლა, როგორ შეიძლებოდა მაგ კითხვის ვერ გამოცნობა. შეიძლება 6 კაციდან არცერთს არ ახსოვდეს ეგ ეპიზოდი, ან ზოგს წაკითხულიც არ ჰქონდეს, მაგრამ რომც არ გახსოვდეს თავად ეპიზოდი, მაინც უადვილესია. სხვა პასუხი პრაქტიკულად არც შეიძლებოდა ყოფილიყო.
skiron
ციტატა(achi @ Oct 3 2008, 12:22 PM) *
ციტატა
,,დიდოსტატის მარჯვენადან" ნადირობაზე

კითხვა დიდოსტატის მარჯვენიდან ნადირობაზე იყო ერთ-ერთი ყველაზე იოლი რაც ამ სეზონში დაისვა. ალბათ კუბიკ-რუბიკზე უფრო ადვილიც. არ მესმის, ოღონდ მართლა, როგორ შეიძლებოდა მაგ კითხვის ვერ გამოცნობა. შეიძლება 6 კაციდან არცერთს არ ახსოვდეს ეგ ეპიზოდი, ან ზოგს წაკითხულიც არ ჰქონდეს, მაგრამ რომც არ გახსოვდეს თავად ეპიზოდი, მაინც უადვილესია. სხვა პასუხი პრაქტიკულად არც შეიძლებოდა ყოფილიყო.


ეგ კითხვა რომ ვერ აიღეს მეც მაგრად გამიკვირდა. მართალია ეპიზოდი არ მახსოვდა მაგრამ პირველივე ეგ მომივიდა თავში. მგონი ეგ ვერსია არც ქონიათ. ნუ პრინციპში ვერსია რომ ქონოდათ ალბათ აიღებდნენ კიდეც.

დიდგვაროვანთა ნაჩუქარმა ცხენებმა დააბნია მე მგონი ყველა. smile.gif
ginger
სომელიეზე არ მომეწონა კითხვა
SOSO
სომელიეზე კარგი კითხვა იყო, მაგრამ არ იყო გამოცნობადი.
(ესე იგი ცუდი კითხვა ყოფილაsmile.gif)
იბერი
მე ჩემს მოკრძალებულ აზრს გამოვთქვამ: კითხვები ცოტა არ იყოს გამარტივდა 90-იანი წლების ბოლოსთან შედარებით. smile.gif
Illegal Astronaut
იბერი


სამწუხაროდ 90 იანი წლების ბოლო ცუდად მახსოვს... რაც შეეხება ეხლა კითხვებს... ხარისხიც არაა მთლად მისაღები.. და კითხვებიც მარტივია... sad.gif sad.gif
Matilda
იბერი
† Lord Borgeze †
კი, ნამდვილად გამარტივდა, მაგრამ მაყურებლებისთვის უფრო საინტერესო საყურებელია (უხარიათ როცა თვითონაც იცნობენ ხოლმე) smile.gif
WDC
იბერი
ციტატა
მე ჩემს მოკრძალებულ აზრს გამოვთქვამ: კითხვები ცოტა არ იყოს გამარტივდა 90-იანი წლების ბოლოსთან შედარებით. smile.gif

არა, ეს ჩვენ (შენ) დავჭკვიანდით tongue.gif
იბერი
ციტატა(† Lord Borgeze † @ Oct 7 2008, 03:21 PM) *
იბერი


სამწუხაროდ 90 იანი წლების ბოლო ცუდად მახსოვს... რაც შეეხება ეხლა კითხვებს... ხარისხიც არაა მთლად მისაღები.. და კითხვებიც მარტივია... sad.gif sad.gif

აი ხარისხი კი, ისევ ჩემი აზრით, გაუმჯობესდა.
იბერი
ციტატა(Matilda @ Oct 7 2008, 06:22 PM) *
იბერი
† Lord Borgeze †
კი, ნამდვილად გამარტივდა, მაგრამ მაყურებლებისთვის უფრო საინტერესო საყურებელია (უხარიათ როცა თვითონაც იცნობენ ხოლმე) smile.gif

შესაძლოა, არ ვიცი... ისე, ეგ არაა ცუდი არგუმენტი. შესაძლოა, ასეც ჯობდეს.
იბერი
ციტატა(WDC @ Oct 7 2008, 07:17 PM) *
იბერი
ციტატა
მე ჩემს მოკრძალებულ აზრს გამოვთქვამ: კითხვები ცოტა არ იყოს გამარტივდა 90-იანი წლების ბოლოსთან შედარებით. smile.gif

არა, ეს ჩვენ (შენ) დავჭკვიანდით tongue.gif

კაი რა. biggrin.gif ”თქვენ თითონ გჯერათ ამის, ბ-ნო გიორგი?” smile.gif არ იცვლებიო და როგორ არ ვიცვლები! მაგალითად, დღეისათვის სრულად ვაცნობიერებ ჩემს შეზღუდულ გონებრივ შესაძლებლობებს...
Illegal Astronaut
იბერი


საბოლოოდ შოუ კარგი გამოდის.. და სატელევიზიოზე ზუსტად ეგაა გათვლილი... მაყურებელმა უნდა ისიამოვნოს... smile.gif smile.gif
mystic sister
იბერი
ციტატა
მე ჩემს მოკრძალებულ აზრს გამოვთქვამ: კითხვები ცოტა არ იყოს გამარტივდა 90-იანი წლების ბოლოსთან შედარებით.

cool.gif
გეთანხმები
ციტატა
კი, ნამდვილად გამარტივდა, მაგრამ მაყურებლებისთვის უფრო საინტერესო საყურებელია (უხარიათ როცა თვითონაც იცნობენ ხოლმე)

ესეც მართალია და მგონი, ჯობია კიდეც, უფრო მარტივი კითხვები რომაა
vasasi
შეკითხვის გამოგზავნა ამ საიტზე რომ არის გამოტანილი, იქიდანაც შეიძლება თუ მარტო მაილი ან ფოსტა უნდა იყოს?..
diletanti
ციტატა
შეკითხვის გამოგზავნა ამ საიტზე რომ არის გამოტანილი, იქიდანაც შეიძლება

დიახ
akunina
ციტატა(იბერი @ Oct 8 2008, 10:56 AM) *
ციტატა(WDC @ Oct 7 2008, 07:17 PM) *
იბერი
ციტატა
მე ჩემს მოკრძალებულ აზრს გამოვთქვამ: კითხვები ცოტა არ იყოს გამარტივდა 90-იანი წლების ბოლოსთან შედარებით. smile.gif

არა, ეს ჩვენ (შენ) დავჭკვიანდით tongue.gif

კაი რა. biggrin.gif ”თქვენ თითონ გჯერათ ამის, ბ-ნო გიორგი?” smile.gif არ იცვლებიო და როგორ არ ვიცვლები! მაგალითად, დღეისათვის სრულად ვაცნობიერებ ჩემს შეზღუდულ გონებრივ შესაძლებლობებს...


თავს როგორ ისაწყლეეეეეებს biggrin.gif
WDC
akunina
ციტატა
თავს როგორ ისაწყლეეეეეებს biggrin.gif

ეგრე იცის ხოლმე biggrin.gif
WDC
იბერი
ციტატა
”თქვენ თითონ გჯერათ ამის, ბ-ნო გიორგი?” smile.gif არ იცვლებიო და როგორ არ ვიცვლები! მაგალითად, დღეისათვის სრულად ვაცნობიერებ ჩემს შეზღუდულ გონებრივ შესაძლებლობებს...

შეუზღუდავი გონებრივი შესაძლებლობები არავის არ აქვს tongue.gif
იბერი
ციტატა(akunina @ Oct 8 2008, 09:31 PM) *
ციტატა(იბერი @ Oct 8 2008, 10:56 AM) *
ციტატა(WDC @ Oct 7 2008, 07:17 PM) *
იბერი
ციტატა
მე ჩემს მოკრძალებულ აზრს გამოვთქვამ: კითხვები ცოტა არ იყოს გამარტივდა 90-იანი წლების ბოლოსთან შედარებით. smile.gif

არა, ეს ჩვენ (შენ) დავჭკვიანდით tongue.gif

კაი რა. biggrin.gif ”თქვენ თითონ გჯერათ ამის, ბ-ნო გიორგი?” smile.gif არ იცვლებიო და როგორ არ ვიცვლები! მაგალითად, დღეისათვის სრულად ვაცნობიერებ ჩემს შეზღუდულ გონებრივ შესაძლებლობებს...


თავს როგორ ისაწყლეეეეეებს biggrin.gif

ვააა! გადამრევს ეს ხალხი! smile.gif არ ვისაწყლებ, არა! მართლა მასე ვფიქრობ და ასეცაა და... ჰა, მადლობა, ქალბატონო! wink.gif მარა...
იბერი
ციტატა(WDC @ Oct 9 2008, 01:08 AM) *
იბერი
ციტატა
”თქვენ თითონ გჯერათ ამის, ბ-ნო გიორგი?” smile.gif არ იცვლებიო და როგორ არ ვიცვლები! მაგალითად, დღეისათვის სრულად ვაცნობიერებ ჩემს შეზღუდულ გონებრივ შესაძლებლობებს...

შეუზღუდავი გონებრივი შესაძლებლობები არავის არ აქვს tongue.gif

შეზღუდული კი (მ)აქვს.
ზაქრო
იბერი
WDC
akunina
mystic sister

ჩემი აზრითაც მარტივი შეკითხვებია გასული საუკუნის ბოლოსთან შედარებით. smile.gif ყოველ შემთხვევაში ჩემი გაგზავნილი 20-მდე კითხვიდან ყველაზე მარტივი აარჩიეს, მერე კიდევ უფრო გაამარტივეს, მერე კიდევ მოსიძემ იკითხა თავსატეხები თუ გიყვართო და ისე დასვა რუბიკის კუბზე კითხვა smile.gif

მაგრამ იმედია რთულ კითხვებს ფინალური (საახალწლო) სეზონისთვის ინახავენ. smile.gif

ზაქრო
თუმცა ხარისხი მეც მომწონს, ანუ კარგი სათამაშო კითხვებია უმრავლესობა...
iako
შეკითხვები კარგია და მოაზროვნეების მსჯელობაც მომწონს,განსაკუთრებით საინტერესო იყო ლომიძის გუნდის დაძაბული თამაში და საბოლოოდ გამარჯვება
akunina
ციტატა(zakro @ Oct 10 2008, 03:37 PM) *
იბერი
WDC
akunina
mystic sister

ჩემი აზრითაც მარტივი შეკითხვებია გასული საუკუნის ბოლოსთან შედარებით. smile.gif ყოველ შემთხვევაში ჩემი გაგზავნილი 20-მდე კითხვიდან ყველაზე მარტივი აარჩიეს, მერე კიდევ უფრო გაამარტივეს, მერე კიდევ მოსიძემ იკითხა თავსატეხები თუ გიყვართო და ისე დასვა რუბიკის კუბზე კითხვა smile.gif

მაგრამ იმედია რთულ კითხვებს ფინალური (საახალწლო) სეზონისთვის ინახავენ. smile.gif


გმაააადლობთ! დიიიიიდი მადლობაააააა!!!
ზაქრო
ციტატა(akunina @ Oct 10 2008, 05:56 PM) *
გმაააადლობთ! დიიიიიდი მადლობაააააა!!!


smile.gif ხომ უნდა გაირკვეს ბოლოსდაბოლოს რომელია ყველაზე მაგარი ექვსეული? smile.gif

წარმატებები ყველას smile.gif
AufBauKalk
გული მწყდება რომ მოთამაშეების შესაძლებლობები უფერულდება კითხვების დონის გამო.

ისე, დიდი მადლობა მინდა გითხრათ ჩემი თვითშეფასების ამაღლებისათვის! biggrin.gif biggrin.gif
zaxvata
კითხვის გაგზავნა მინდა და მეილ-ის მისამართი მიბოძეთ რა ზუსტად აღარ მახსოვს :|
vulkani_lava
zaxvata


აი იბოძე მისამართი smile.gif


http://gametv.ge/index.php?section=10&lang=GEO
vulkani_lava
გუშინდელ თამაშში ჩაიზე და ხარაკირზე დასმული კითხვები მომეწონა smile.gif smile.gif
zaxvata
vulkani lava

გმადლობთ
ingulika
კითხვები? რა ვთქვა აბა? აღარ კადრულობენ რედაქტორები რომ გაგვცენ პასუხი რა პრინციპით იქნა დაწუნებული სხვა და სხვა შეკითხვები...

გასული შეკითხვების კრიტიკისგან თავს შევიკავებ, თუმცა ბევრი მათგანი საინტერესო იყო, ბევრი კი სკოლის მოსწავლეებისათვის დასასმელი შეკითხვები,..

მაგრად გამიტყდა გული გადაცემაზეც, რედაქტორებზეც და ყველაფერზე ....
WDC
ingulika
ავტირდით
anushka
ციტატა
Advanced Member


ჯგუფი: წევრები
პოსტები: 715
რეგისტრ.: 2-August 08
მდებარ.: WDC
წევრი № 11



ingulika
ავტირდით




biggrin.gif:D:D:biggrin.gif:D:D

vulkani_lava
ingulika


კი ბოლო დროს შედარებით ადვილი კითხვები იყო მაგრამ მაგასაც თავისი ახსნა აქვს smile.gif



და შენი კითხვები არ დასმულა ხომ ჯერ ?? smile.gif
GORDA
ingulika
ციტატა
მაგრად გამიტყდა გული გადაცემაზეც, რედაქტორებზეც და ყველაფერზე ....

მთავრობაზეც და პრეზიდენტზეც და ოპოზიციაზეც?
Matilda
ინგულიკ
WDC
anushka
windwalker
ესენი ბოროტი ბავშვები არიან, მასხრობენ ყველაფერზე biggrin.gif მე ვეცდები პასუხი გაგცე smile.gif

ციტატა
კითხვები? რა ვთქვა აბა? აღარ კადრულობენ რედაქტორები რომ გაგვცენ პასუხი რა პრინციპით იქნა დაწუნებული სხვა და სხვა შეკითხვები...

ის ხომ თქვეს რა პრინციპითაც არჩევენ და 1000ობით და მეტი კიდევ კითხვა შემოდის და ყველას სათითაოდ უნდა უთხრან ვისი კითხვა არ ვარგოდა? ჩემი ერთი ნაცნობი დღეში 5-10 კითხვას აგზავნის ასეთს:
"რომელ წელს დაიბადა ჭღ-პღ?"
დამღლელია ყველაზე პასუხების გზავნა, დამიჯერე... smile.gif ისედაც საკმარისი საქმე აქვთ რედაქტორებს smile.gif

ციტატა
გასული შეკითხვების კრიტიკისგან თავს შევიკავებ, თუმცა ბევრი მათგანი საინტერესო იყო, ბევრი კი სკოლის მოსწავლეებისათვის დასასმელი შეკითხვები,..

შენ შეიძლება რაღაც სკოლის ასაკში გცოდნოდა, მაგრამ ეგ ადამიანის სპეციფიკაა და არა კითხვის... smile.gif
ციტატა
მაგრად გამიტყდა გული გადაცემაზეც, რედაქტორებზეც და ყველაფერზე ....

შენ გული არ გაგეტეხა და ყველაფერს ეშველებოდა. smile.gif

SOSO
ციტატა
აღარ კადრულობენ რედაქტორები რომ გაგვცენ პასუხი რა პრინციპით იქნა დაწუნებული სხვა და სხვა შეკითხვები...

კი მაგრამ ვინ თქვა, რომ რედაქტორები ვალდებულები არიან, კომენტარები აკეთონ? smile.gif
იბერი
მე მგონი დაიწერა (შესაძლოა ფორუმის წაშლამდე), რომ ათიათასობით კითხვა მისდით რედაქტორებს. ჩემი აზრით, არავის უნდა ეწყინოს, თუ პასუხს ვერ იღებს (დადებითს თუ უარყოფითს). (მგონი,) ადამიანი სუბიექტურია (რედაქტორიც, კითხვის ავტორიც, მოთამაშეც და მაყურებელიც). შესაძლოა მე მიმაჩნდეს, რომ კარგი კითხვა დავწერე, მაგრამ წაიკითხოს ლაშამ, გიორგიმ (რომელიც იქნება) თუ სხვამ და დაასაბუთოს რომ არ ვარგა. შესაძლოა დასაბუთება იყოს რამდენიმე სიტყვა; შესაძლოა დიდი აბზაციც. ახლა წარმოვიდგინოთ რედაქტორი, რომელიც ყველა მიღებულ (ათიათასობით) კითხვაზე წერს პასუხებს...
SOSO
იბერი
აბსოლუტურად მართალი ხარsmile.gif
მე როგორც (სარწმუნო წყაროდან) ვიცი, მარტო ზამთრის სერიაში დაახლოებით 18000! კითხვა იყო შესული მაყურებლებისგან და რედაქტორებმა ყველას რო უპასუხონ...
ლაშამ მაინც უპასუხა ინგულიკას წინა ფორუმზე როგორც მახსოვსsmile.gif
thavadi
სუხიშვილებზე შეკითხვა მომეწონა.
Matilda
thavadi
ხო კარგი ფორმით დაისვა დ კარგი წინასაშეკითხვო დიალოგი ჰქონდა smile.gif
Illegal Astronaut
thavadi


კი კაი იყო.. მარა ძაან ადვილი... smile.gif smile.gif

ეგრევე ავიღე.. smile.gif smile.gif თან ვიცი ეგ ფაქტი... რა... არ მახსოვს ზუსტად მგონი ინგლის პორტუგალიაზე უემბლი არ გაივსო იმის გამო რო ლონდონში სუხიშვილები გამოდიოდნენ.. smile.gif smile.gif
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2019 Invision Power Services, Inc.