დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: ეთნოგრაფია და ფოლკლორი
რა? სად? როდის? ფორუმი > სამეცნიერო განყოფილება > მეცნიერება და წიგნები
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6
ILI-100
იახლ ჯანღ ქურდულად შემიპარ დანოს
ქირსლებში გახვი ბაშტეიდ კარსე
საჩაღმოში კი ნისლებ დახდილებ
იბანენ პირებს ფიჭეხიდ წასნე

ვიც გომეწარიც გადიყრიდ მუქ ფერს
მზეს ამაღლალებდ უმტეროს თავზე
კოციკათ ყანას წყალქონდარას ვჰკრეფ
ყვავილის ცვრიან გვირგვინ მადგ თავზე

რაიოდ მეტა მამნატრებიხარ
ხაგირო ეხო აშტოოდ მთაწვერ
რაგვერ შეგტყობი ჩემ ტკბილ თუშეთო
ზამთრის პირ თეთრად აგპენტვი თმაწვერ

იახლ ჯანღ ქურდულად შეპარ ქისტეთსა
ქირსლებში გახვი ხეკინჩხოს მთაწვერ


მასში, რაშიც ყველაზე მდიდრები ვართ, მოაყარეთ სიმღერები, ლექსები, ცეკვები... ყველაფერი რაც ქართულია და სულში ჩამწვდომი...
ILI-100
არხოტის ცასავით ლურჯი გაქვს თვალები
მშვენებით მოგევხარ სალი კლდის ავაზას
მაგ სილამაზისთვის გწყევლიან ქალები
ვაჟები ლოცავენ შენს ნავალ შარა-გზას

მზექალო კვლავ შენზე ფიქრები მაწვალებს
ქალაუ ისმინე ვაჟკაცის ვედრება
ქალაქს ნუ წაიღებ ყორნისფერ დალალებს
მთას უფრო უხდება მაგ თვალთა მშვენება

რამდენჯერ ვევედრე ლაშარს და კობალას
რომ დამიბრუნებდნენ (--?--) გაფრენილს
შორს გაგიტაცებდი (--?--) და ლურჯთვალას
შენს დალალს ვნახავდი ჩემს მკლავზე დაფენილს

იცოდე დღეიდან არ შემხვდე მზექალო
კაცი არ მაცდუნო მაგ თვალთა მშვენებით
შევცდები შეგტაცებ პერანგის საყელოს
მთას გადაგატარებ ლურჯაი ცხენებით.

და როგორც ყაჩაღი არწივთა საბუდარს
ვეწვევი გავხდები სალი კლდის ხიზანი
(--?--) დაგმალავ საცოლეს ნაქურდალს
უშენოდ სიცოცხლეს არა აქვს მიზანი.


MP3_ვერსიები ვისაც გაქვთ ამიტვირტეთ რა...
ILI-100
http://www.youtube.com/watch?v=fbbWq4wamL4...feature=related

რაშოვ და დელივო დელივო დელა, რაშოვ და
რაშოვ და ჩამოვიარე სევაო, რაშოვ და
რაშოვ და გვერდზე დავიწყე წევაო, რაშოვ და
რაშოვ და გოგოები იძახოდნენ, რაშოვ და
რაშოვ და ნეტა ვის სახლში შევაო, რაშოვ და
რაშოვ და რას შოვდა ჩამოვიარე ფარახეთს, რაშოვ და
რაშოვ და მამასახლისი გალახეს, რაშოვ და
რაშოვ და გასაშველებლად მივედი, რაშოვ და
რაშოვ და ერთი ორი მეც მომარტყეს, რაშოვ და
რაშოვ და ჩამოვიარე ურავი, რაშოვ და
რაშოვ და ქალი დამიხვდა ურავში, რაშოვ და
რაშოვ და გედევეხვიე ვაკოცე, რაშოვ და
რაშოვ და გადავიგრიხე ულვაში, რაშოვ და
რაშოვ და დელივო დელივო დელა, რაშოვ და.


ლერწამისა ხესაო, ქორი მოჯდა წვერსაო
აქ ჩამოდი ჩვენსაო, ქალი მიქნევს ხელსაო
ხაჭაპურსაც გამოგიცხობ, ცარიელსა ქერქსაო
ვარიასაც ქვე დაგიკლავ, ცარიელსა ძვლებსაო
ღვინოსაც დაგალევინებ, ცარიელსა მთხლესაო
ლერწამსა ხესაო, ქორი მოჯდა წვერსაო.


ქალსა ვისმე ერქვა შუშანაო
შუა თითსა ჰქონდა ბეჭედაო,
ბეჭდის თვალსა მოლი მოსულაო
მოლთა შუა ნაძვი ასულაო,
ნაძვის წვერსა ქორს ბუდე ქონდაო
ბუდე იყო აბრეშუმისაო
კვერცხი ედო იაგუნდისაო,
გამოჩეკა მარგალიტისაო
ღმერთო ერთი ჩვენს გაგვიზარდეო
სხვა ათასი, სხვა მრავალი სხვას გაუზარდეო
ILI-100
ერთი შედევრი

ბევრს კამათობენ, ქექავენ და ეძებენ ფაქტებს იმის დასამტკიცებლად, რომ მრავალხმიანი სიმღერების წმინდა ხალხურ წარმოშობაში ეჭვი შეიტანონ. ასეთი ვერაფერი იპოვეს და ბოლოს თავი დაანებეს.

ჩვენ კი, ქართველებს, საამაყო ის გვაქვს, რომ ქართული ხალხური სიმღერის ისტორია ჩვ.წ.აღ-მდე იწყება და ამდენი საუკუნის მანძილზე, მასზე არავის და არაფრის გავლენას არ უმოქმედია.

და ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც ქართული ხალხური სიმღერა საზღვრებს გასცდა, მუსიკალური სამყარო მის უნიკალურობაზე აალაპარაკა და მსოფლიო არიარება მოიპოვა; როდესაც ცნობილმა გერმანელმა მუსიკათმცოდნემ, ზიგფრიდ ნადელმა ევროპული მრავალხმიანობის წარმოშობის საფუძვლად ქართული პოლიფონია მიიჩნია; როდესაც იგორ სტრავინსკიმ გურულ სიმღერებს უმაღლესი შეფასება მისცა და ამერიკელებმა კოსმოსური ხომალდით გალაქტიკაში ”ჩაკრულო” გაუშვეს, ჩვენ ისღა დაგვრჩენია, გავუფრთხილდეთ საუკუნეებში გამოტარებულ ეროვნულ საგანძურს.

იმერული ნადური - განსაცვიფრებელი და დინამიური; ურთულესი გურული პოლიფონიური ”კრიმანჭული”; დიდებული სვანური ფერხული, რომელსაც ზორბა სვანები ცეკვით აჰყვებიან ხოლმე; ღვთის სადიდებელი საგალობლები და კახური მრავალჟამიერი...

მოსკოვში, სწორედ იმ ქალაქში, სადაც ყველაფერ ქართულს ემბარგო დაადეს, ცენტრალურ ფონოარქივში დღემდე სათუთად ინახავენ 1907 წლის ჩაწერილ გურულ ოთხხმიან სიმღერებს. ქართულ ჩანაწერებს ინგლისშიც უფრთხილდებიან. ლონდონის არქივის თბილისურ კატალოგში, რომელიც ასევე 1907 წლით თარიღდება, ორმოცდაცხრა ქართული ხალხური სიმღერა ინახება.

ამ ეტაპზე გურულ ”ხასანბეგურაზე” შევჩერდეთ. ”გურია თავისი ფირალებითა და ძველი სიმღერებით მამაჩემმა შემაყვარა”- ასე იწყება ერთი გურული ადამიანის ყველაზე ტკბილი მოგონება. ”როცა სოფლად ჩამოვედი, უკვე თან მახლდა ჩემეული გურია და სრულებით აღარ დავეძებდი, მიაგავდა თუ არა იგი მამაჩემის აღთქმულ ქვეყანას. აქ ყველაფერი მომწონდა და მახარებდა. ყველაზე მეტად კი ხასანბეგურა მიყვარდა. მიყვარდა ისე, როგორც ფეხშიშველი სოფლის გოგო შეუყვარდებათ ხოლმე სიჭაბუკეში.”

გურიაში, საღამოობით, ბახმაროდან ჩამომდგარი ნისლი ჩნდება და ცივი ნიავი უბერავს.

სოფლის თეთრწვერა ბერიკეცებმა აასეთი მისალმება იციან:
-ჩვენებური ხარ?
-დიახ...
-სიმღერა თუ იცი?
-არა.
-დალევა თუ გიყვარს?
-არ ვსვამ.
-აბა, ქათამს ხო ტურაც ჭამს! შევარცხვინე შენი გურულობაო, - ბოლოს ხითხითით მოგაძახებენ ჭიშკართან ჩამომსხდარი, თამბაქოს კვამლში გახვეული ”თეთრი ბაბუები”.

გურულების კრიმანჭულით და მარულით გადარეული ამერიკელაბი ამ სიმღერების შესწავლას დღემდე ცდილობენ. ამაზე მოგვიანებით. ეხლა კი ისევ ”ხასანბეგურას” დავუბრუნდეთ. ამ სიმღერის იმდენი ვარიანტი არსებობს, რამდენი კარგი შემსრულებელიც ყოფილა.

ხასანბეგ თავდგირიძე გამაჰმადიანებული ქართველი იყო, რომელიც ომალების ჯარს სარდლობდა და რუსეთ-ოსმალეთის ომში გმირის სახელიც მოუხვეჭია.

თავდგირიძეები XVI საუკუნეში გადმოსახლებულან სამცხე-საათაბაგოდან. გურიაში ეს გვარი დიდ პატივში ყოფილა. ქობულეთის და ბათუმის მხარეში მათ უზარმაზარი მამულები გადაეცათ, რომლებიც თაობიდან თაობაზე გადადიოდა. თავდგირიძეებში ყოფილა ვინმე ხასანი, რომელსაც ახალგაზრდობაშივე მიუღია ქობულეთის ბეგობა. მოგვიანებით მან რჯული შეიცვალა, სულთანს მიემხრო და სამშობლოდან წავიდა. ხასანბეგს თავი რუსეთისაგან გურულების მხსნელად მიაჩნდა და ხელსაყრელ დროს ეძებდა, რომ სამშობლოში დაბრუნებულიყო. ამის მერე, მან ბევრჯერ უღალატა ქართველებს, ბოლოს კი ცხრაათასიანი ჯარით შავი ზღვის სანაპიროდან შემოსულა და დიდი ბრძოლის შემდეგ, გურიაში დამარცხებულა. არის კიდევ ერთი ცნობა - ის, რომ თურმე ახოვანი და ძალიან ლამაზი სარდალი საქეიფოდ და მოსალხენად გურიაში ჩუმად გადმოდიოდა. აქ მთავრდება ხასანბეგის ამბავი და ”ხასანბეგურას” ისტორია იწყება.

არ ყოფილა არცერთი კონცერტი, არცერთი კონკურსი და ფესტივალი, სადაც ”ხასანბეგურა” არ უმღერიათ, არ აღფრთოვანებულან და მერე დიდი ხანი არ უფიქრიათ და არ უწერიათ მასზე. ”სამოციან წლებში, თბილისში გასტროლებზე ჩამოვიდა ამერიკული ორკესტრი, რომელსაც ცნობილი მუსიკოსი ნოელ გგინბერდი ხელმძღვანელობდა.” - იხსენებს ანზორ ერქომაიშვილი.

გრინბერგი ამერიკაში აღფრთოვანებული დაბრუნებულა. ამერიკელამ მუსიკოსმა ქართული ჩანაწერები მოითხოვა - იგორ სტრავინსკის უნდა მოვასმენინოო. ცოტა ხნის შემდეგ, წერილი მოვიდა: ”სტრავინსკიმ რამდენჯერმე მოისმინა ხასანბეგურა. გიჟივით დადიოდა ოთახში, ადგილს ვერ პოულობდა. აღფრთოვანებულია.”

იგორ სტრავიანსკის შთაბეჭდილებები და აღფრთოვანება 1967 წელს, თავის საახალწლო ნომერში, ჟურნალმა ”ამერიკამ” გამოაქვეყნა. ცხოვრობდა ერთი კაცი, სახელად ფილიპ ჟერარი - კარგი მუსიკოსი, ფოლკლორის კარგი მცოდნე, რომელიც თვით ივ მონტანისთვის წერდა სიმღერებს.

იმ დროს, როდესაც ჯანსუღ კახიძის ”შვიდკაცა” ერთ-ერთ კონკურსში იღებდა მონაწილეობას, ჟიურის თავმჯდომარე სწორედ ფილიპ ჟერარი ყოფილა. ”ხასანბეგურას” სიმღერის დროს, ჟიური ფეხზე წამოდგა და სიმღერამ აპლოდისმენტების ფონზე ჩაიარა (მსგავსი რამ არცერთი კონკურსის დროს არ ახსოვთ). საღამოს, დერეფანში ”შვიდკაცას” წევრებს ფილიპ ჟერარი დახვდა.

-თუ შეგიძლიათ, კიდევ ერთხელ იმღერეთ ეგ თქვენი სასწაული სიმღერა.

”ჩვენ ხასანბეგურა პირადად ჟერარისთვის კიდევ ერთხელ ვიმღერეთ და საქართველოში ოქროს მედლებით ჩამოვედით.” - იხსენებდა დიდი მაესტრო.

ასეა თუ ისე, ხელოვნებაში მაინც არსებობს სრულყოფილების ზღვარი. ასევე არსებობს კარგი და ცუდი გემოვნება და ადამიანები სულაც არ ცდებიან, როდესაც ამაზე დაობენ. ამ შემთხვევაში, საკამათო არაფერია. ფაქტი სახეზეა. ”ხასანბეგურა” გენიალურია.

ჩემი ამბის ფინალისთვის კიდევ ერთი გურულის მოგონება შევარჩიე. ”ხასანბეგურას” ამბავს აქ დავასრულებ, თქვენ კი ყოველთვის გახსოვდეთ, რომ გალაქტიკაში ქართული ”ჩაკრულო” ისმის. დიდი ხანია, სიყრმის მოგონებები წარსულს ჩავაბარე, მაგრამ ყველაფერი თავიდან მიცოცხლდება, როდესაც ყურს მოვკრავ ნაცნობ ჰანგს. ისევ ამიჩქროლდება სისხლი. ისევ სისხლით მევსება სული და ღვინოსავით მწყურია სიცოცხლით თრობა. მე ვარსებობს, როდესაც ”ხასანბეგურა” ისმის.

ანა კობალავა, ჟურნალი ”ფოკუსი”.
ILI-100
ქორწილია და ქორწილი,
მტერსაც ნუ გაუხარია,
შემოვძახოთ და ჩავკოჭოთ,
ჯამს პირქვე დაუხარია!
თორემ უღვინოდ სიმღერა
ყოველი, ძალზე მწარეა,
კახური გინდ სვა თუნგითა,
უხმოდ მახოხზე მდგარეა.

”მაყრული”, იგივ ”ჩაკრულო”,-
ორივე თანასწორია,
გაღმა-გამოღმა ცხოვრობენ,
გზა არც თუ ისე შორია.

ხმა აუწიე, აუკარ,
თან ჯამი დააყოლეო,
მხარი მხარს ამოუყენე,
ერთმანეთს დაატოლეო!

არ მოადუნო, ჩაჰკოჭე;
ჩააკარ, ჩაახარატე; ხმა აუკიდე ისე, რომ
არ იყვნეს დუნე, არც მკვახე!

ეგებ წლის თავზე ამ ოჯახს
ხუნდმა დაუწყოს ღუღუნი;
დიდედა აკვანს არწევდეს,
პაპა კი ზღაპარს დუდუნით
შვილიშვილს უჩურჩულებდეს,
ღიმილით, არა წუწუნით!

ქართლს ”ჩაკრულო” არ უხდება,
”მაყრული” მისი წესია;
მოხუცი იმას მოიმკის,
რაც სიყრმით დაუთესია,

ეს მამა-პაპით ნათქვამი
სიმღერა ორივესია;
ამაზე შეცილებაო
მახვილზე უარესია!




-”ჩვენ გახლავართ სოფ. საბუედან, -ამბობს ძალზე მოხუცებული ისაკა ძიმისტარელი. -ჩვენი გვარის კაცი თუ ქალი სიმღერის მოყვარული იყო. მე, სიმღერის გარდა, ვჭიდაობდი კიდეც. ნადირობისათვის ხომ სული მიმდიოდა. ხეტიალიც მიყვარდა. მოვლილი მაქვს მთელი ქართლი. ბაკურიანსა და ბორჯომში ბევრჯერ ვყოფილვარ. პირველი მილიციის ჯარში ჩავეწერე ჯერ ისევ პირღინღლიანი ბიჭი. შემდეგ ქართლში, სოფ. ზერტში ბიჭად ვემსახურებოდი მებატონე ქარსიძის ოჯახს. დედაჩემი გაუცვნია მამაჩემს ლეკებთან ტყვეობაში. ერთმანეთი შეჰყვარებიათ. ბოლოს ერთი მეგობარი ლეკის დახმარებით მამაჩემს მოუხერხებია დედასთან ერთად გამოპარვა.

სოფელში რომ მოუყვანია, მთელი გლეხობა გადარეულა დედაჩემის სილამაზით. მაშინვე რჯული გამოუცვლია და სულ მალე ისე შეუსწავლია ქართული ლაპარაკი და წერა-კითხვა, რომ სოფლის გოგოების ოსტატიც კი გამხდარა. მეც დედაჩემისგან ვიცი, რაც ვიცი. მაშინ ცხვრის ან ძროხის ბეჭზე ვწერდით. დედას საუცხოო ხმა ჰქონდა, როცა აკვანს მოუჯდებოდა, ისე ტკბილად დამღეროდა, რომ ხალხი, მეზობლები, გაოცებაში მოჰყავდა.”

ჩვენი სიმღერები ძალზე მოსწონდა. მეც მის შემდეგ შემიყვარდა სიმღერები. მისი ზღაპრების თქმით ბავშვები ვერ ვძღებოდით. ახლა, შვილო, აბა რაღა ხმა შემრჩებოდა. აი დედასა! ერთ დროს კარგ მომღერლად ვითვლებოდი... ”მრავალჟამიერი” და ”ჩაკრულო” ორივე ძალზე მიყვარდა. მთელი დღე რომ მემღერა, არ ვიცოდი თუ რა იყო დაღლა. ახლა ასს გადავაბიჯე. ჯერ ავადმყოფობა რა არის არ ვიცი.

ჩვენმა ოჯახმა ბევრი სიმღერა იცოდა. ყველაზე ძალიან ”ჩაკრულო” გვიყვარდა. ჯერ მამაჩემი დაიწყებდა, საწყალს მაღალი, კირკიტა ხმა ჰქონდა, მაგრამ მე უფრო გამძლე ვიყავი. ლადა (მამაჩემის სახელია) მიღებული კაცი იყო თავისი არაჩვეულებრივი ჯან-ღონითა და კარგი ხმით. როცა ურემზე ჩალას, თივას ან სხვა საპალნეს დავუდებდით, მამა გადმომძახებდა: კარგად ჩააკარი, შვილო, თოკითა, თორემ, დადებული გიმტყუნებს და ხალხი დაგვცინებსო: ეს როგორი გლეხები არიან, ურემზე დადებული ეფუცკნებათ. როგორც ”ჩაკრულოს” უნდა ძლიერი და მჭექარე ხმა, ისე ურემზე დადებულს არ მოსჭარბდებაო”.

გულმა არ გამიძლო და მოხუცს შევეკითხე: უკაცრავად, ბიძაჩემო, მაშ ”ჩაკრულო”, ჩაკრულს, გალასტულს, ჩაბოჭილს, ჩაკოჭილს ნიშნავს-მეთქი?

”ებე, ებე, ე რამდენი სიტყვა მითხარი შვილო. ერთი ეს მიბრძანე, სადაური ბრძანდები, მგონი ქართლიდან უნდა იყვე, რადგან ეგ სიტყვები იქ, ქართლში, ხშირად მსმენია იქ ყოფნის დროს.”

მე თავი დავუქნიე. მოხუცი გაიღიმა. ჩვენს გარშემო ხალხმა თავი მოიყარა და გარინდებული ყურს უგდებდა ენატკბილ მოხუცს. მოხუცი ცოტა შეიშმუშნა, ხალხს თვალი გადაავლო და დაიწყო:
”მე საბუედან წამოველ,
წნორის წყალს შევდგი ფეხია;
ერთი ყმაწვილი შემომხვდა,
მის სიტყვა იყო მეხია.

მეც ჩემებურად ვუთხარი,
თუმცა ვარ ხნითა ბეხია;
მკითხა ”ჩაკრულო” რა არის,
ან სად აიდგა ფეხია.

რაც კი მამიდან ვიცოდი,
გავჭიმე როგორც ვერხვია; რაც მითქვამს, არ მომიღრიცავს,
გვერდზე არ გადმიგრეხია.

”ჩაკრულო” ჩაკრული არის,
წნელით, ან მოკლე ღვედითა,
ან არტახებით, ან თასმით -
არ იბორძიკოს შვებითა.

ხმას გასაქანი მივეცი,
გაინავარდოს ნებითა;
სადაც კი უნდა, ჩაჰკარი,
ლექსი არ უნდა სხვეპითა!”



აქ მოხუცი შეჩერდა. ჩიბუხი გატენა, გააჩაღა, ცოტაც შეისვენა. ზოგიერთ იქ მყოფს ეგონა, ალბათ ლექსი დაავიწყდა, იმიტომ შეჩერდაო. ერთ-ერთმა იქ მყოფმა ღიმილით გადმოსძახა: -ე, ბიძია! საფანელი შემოგაკლდა, რომ გაჩერდი? მოხუცმა ჩიბუხი ცერით დატკეპნა, მასაც გაეღიმა და განაგრძო:

”იმდენი საფანელი მაქვს,
გატენავს სამ-ოთხ ბეღელსა;
ვერ აიკიდოს ვერც ერთი,
გინდ მისცე ზერტელ-ჭეღელსა”.

ამ დროს გაისმა მატარებლის გასვლის ზარის ხმაც. ყველანი ფაცი-ფუცით წამოვხტით, მივაშურეთ მატარებელს. მოხუცთან მოვარდა ერთი დარბაისელი ქალი, წაავლო ჩვენი მობაასის ბარგს ხელი და თითქოს გაჯავრებულმა წამს გაიტაცა როგორც ბარგი, ისე მოხუცი. –”დაიცა, დედაკაცო, ე მეხივით რომ მეცი, იმ ყმაწვილს გამოვემშვიდობო მაინც”. -ქალმა მოხუცს ყური არ ათხოვა და მიაშურა მატარებელს. მოხუცმა მაინც მოიბრუნა ჩემსკენ პირი და სალამი მომცა - გამომემშვიდობა. მეც სიამოვნებით ვუპასუხე და მივაკითხე მატარებელში ჩემს ადგილს. ცოტა ხნის შემდეგ, ერთმა ჭაღარაშერეულმა კაცმა, რომელიც ჩვენს ლაპარაკს უსმენდა, ჩაალექსა:
”ძიმისტარაანთ ისაკა
მომღერალ ლადას შვილია;
მთელ სოფლის დეკანოზია
არ ეკიდება ძილია...

ახალგაზრდობას ყოფილა
მონადირე და გზირია,
სიკვდილმა თვალი არ მოჰკრა
შიშისგან გადაირია.

ტკბილად დაბერდა ისაკა
მძივებადა აქვს კბილია,
ძველი ამბების ბეღელი,
მოლაპარაკე ტკბილია.
ასეთი არის ისაკა,
მომღერალ ლადას შვილია!

ბიეთიდან წამოვიღე
ერთი საძნე რცხილის შეშა
მერჯუხევს რომ მივატანე,
ღრანტემ თვალი გამიშეშა.

ნიაღვარს დაეხრა გზები,
უბე ძალზე ქანაობდა;
თვლები ლაფში იფლობოდა,
რუ კი ხრამში ჭენაობდა!

ყევარში მოზვრები მება,
ურმის თავში ნიკორები:
რუმბისავით დატუკნული,
ნანახი ჰქონდათ ეს გზები!
ერთგან უბე გადიღრიცა,
ვთქვი, გადაბრუნდა ეს იყო,
ჩასაკრავი გაწყვეტილა,
წნელი ღერძზე აღარ იყო!

გავაჩერე, წნელი მოვჭერ,
დავგრიხე და ჩავაკარი,
უბე ჩავკოჭევი, ღერძზე
ჩავაწანი, როგორც ძარი!

დავივაკე როგორც იყო,
სამშვიდობოს გამოვედი;
შენი ჭირიმე ჩაკრულო
რომ პირნათლად გამოხვედი!

როცა ტყეში ურმით წახვალ,
უბე წრეს რომ არ გადასცდეს,
ყველაფერი გაასწორე,
ჩაკრულიც არ დაგავიწყდეს!

ჩაკრულო ყველგან გაამებს,
ტყის გზაზე თუ ქორწილშია,
ყველგან ხიფათს გადარჩები,
ხმა გაიწვრთნას ჭიდილშია!

მარაგია, როგორც რკინა,
რიხიანი, ეშხიანი;
ხმაც ისეთი უნდა გქონდეს,
გინდაც იყოს ლაშიანი!”



ჩვენი აზრით, აქ ნახსენებ ”ჩაკრულოში” ნაგულისხმევია ქართლ-კახური სიმღერა, თუ ზემოთ მოყვანილ სიტყვებსა და აზრს დავუკვირდებით, ”ჩაკრულო” ნიშნავს: მაგარს, საიმედოს, რიხიანს, ეშხიან სიმღერას, რომლის მღერა მოითხოვს მაღალი და რიხიანი ხმის მქონე მომღერალს. სინამდვილეშიც ”ჩაკრულო” ასე იმღერება.


გ.სვანიძე
ILI-100
ქართული სამოსი, რითი დადიოდნენ ჩვენი წინაპრები




1-2 მეგრელები და გურულები; 3-6 იმერლები; 8-9 აჭარლები




1-ქართლელი გლეხი; 2-მოქალაქე ხელოსანი; 3-მოქალაქე ვაჭარი; 4-7 მაღალი წოდების ქართლელები და კახელები; 8-9 ინგილოები




1-2 თუშები; 3-6 ხევსურები; 7 სვანი; 8-10 რაჭველები

ILI-100
მერე რა რო არავის აინტერესებს, მოდერებს ვთხოვ მაინც არ დამიხუროთ ეს თემა, მარტოც კარგად ვგრძნობ აქ თავს და ამდენ ძებნაში უკვე ბევრი სასიამოვნო და ჩემთვის აქამდე უცნობ რაღაცეებს ვპოულობ, აქ მოვაგროვებ რასაც მოვიძიებ და ჩემთვის შევინახავ... მოკლედ დამითმეთ ეს ერთი თემა და თუ არავის დააინტერესა მაინც არ დამიხუროთ, მინდა პატარა ლამაზი არქივი გავაკეთო
anuchi
ILI-100

მე მომწონს ჩვენი ხალხური სამოსი ზალიან, მოუხერხებელი რო არ იყოს ვატარებდი happy.gif
ILI-100
ქართული ხალხური საკრავების წარსული

ქართული ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტარიუმი წარმოდგენილია სიმებიან, ჩასაბერ, კლავიშებიან და დასარტყამი ინსტრუმენტების ჯგუფებად. სიმებიანი საკრავები იყოფა: ჩამოსაკრავ და ხემიან საკრავთა ქვეჯგუფებად. ჩამოსაკრავს განეკუთვნება ფანდური, ჩონგური და ჩანგი; ხემიანს კი ჭუნირი ანუ ჭიანური. ჩასაბერი ჯგუფი წარმოდგენილია შემდეგი საკრავებით: მრავალღერიანი სალამური (ლარჭემ-სოინარი), უენო და ენიანი სალამურები, დუდუკი, ზურნა, გუდასტვირი და ჭიბონი, პილილი. კლავიშებიანს განეკუთვნება: ბუზიკა, წიკო-წიკო და გარმონი. დასარტყამ საკრავებს განეკუთვნებიან დოლი, დაირა, დიპლიპიტო, დაფდაფი, წინწილა. ამგვარად, ქართული ხალხური საკრავები შემდეგნაირად დაჯგუფდება.
http://www.hangebi.ge/istoria.htm

DAO;jj
ციტატა(anuchi @ Jan 13 2009, 03:11 PM) *
ILI-100

მე მომწონს ჩვენი ხალხური სამოსი ზალიან, მოუხერხებელი რო არ იყოს ვატარებდი happy.gif



სულაც არააა მოუხერხებელი,პირიქით happy.gif happy.gif
ILI-100
anuchi
ციტატა
მე მომწონს ჩვენი ხალხური სამოსი ზალიან, მოუხერხებელი რო არ იყოს ვატარებდი

ტარება აუცილებელი არ არის, ეს ისტორიის კუთვნილებაა და უბრალოდ საზოგადოება აღარ არის იმ შეგნების რომ ამ სამოსის ტარების ღირსი ვიყოთ მაგრამ დღესასწაულებზე მაინც უნდა ვიცმევდეთ და საერთოდაც თითქმის ყველა ტრადიციების მქონე ქვეყანას აქვს ეროვნული სამოსის ტარების ერთი დრე წელიწადში, როდესაც ყველა ტრადიციულ სამოსით იმოსება და ერთი დღით წინაპრების ცხოვრებით ცხოვრობენ, მაგალითად შოტლანდია, პოლონეთი, აზია-აფრიკის ქვეყნებშიც კი არსებობს ეს დღესასწაული და ჩვენ რა გვეტაკა? არადა წარმოიდგინეთ ერთი დღე, როცა მტელი საქართველო ჩოხა-ახალუხით და ჩიხტი-კოპებით სეიმოსება, აი მერე კი თბილისის ქუჩებში გამოფენილ ქართველბის ნახვას არაფერი აჯობებს ქვეყანაზე ... ტურიზმიც განვიტარდება და ჩვენც უფრო შევიყვარებთ ცვენს ძველ სამოსს
DAO;jj
დავდებ მერე კაი ინფოებს ილი-100

;jj
ILI-100
http://www.alazani.ge/?act=old&lang=geo
http://www.hangebi.ge/melodiebi.htm

ძველი ჩანაწერები და უამრავი საინტერესო მასალები ქართულ ფოკლორზე...
Tengobarca
ციტატა(ILI-100 @ Jan 13 2009, 03:11 PM) *
ქართული ხალხური საკრავების წარსული

ქართული ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტარიუმი წარმოდგენილია სიმებიან, ჩასაბერ, კლავიშებიან და დასარტყამი ინსტრუმენტების ჯგუფებად. სიმებიანი საკრავები იყოფა: ჩამოსაკრავ და ხემიან საკრავთა ქვეჯგუფებად. ჩამოსაკრავს განეკუთვნება ფანდური, ჩონგური და ჩანგი; ხემიანს კი ჭუნირი ანუ ჭიანური. ჩასაბერი ჯგუფი წარმოდგენილია შემდეგი საკრავებით: მრავალღერიანი სალამური (ლარჭემ-სოინარი), უენო და ენიანი სალამურები, დუდუკი, ზურნა, გუდასტვირი და ჭიბონი, პილილი. კლავიშებიანს განეკუთვნება: ბუზიკა, წიკო-წიკო და გარმონი. დასარტყამ საკრავებს განეკუთვნებიან დოლი, დაირა, დიპლიპიტო, დაფდაფი, წინწილა. ამგვარად, ქართული ხალხური საკრავები შემდეგნაირად დაჯგუფდება.
http://www.hangebi.ge/istoria.htm



ჭიბონი უძლიერესია smile.gif
ჭიბონი ჩასაბერი საკრავია, გავრცელებულია აჭარაში. გუდასტვირის მსგავსად, ჩასაბერ საკრავთა შორის, ყვალაზე რთული და განვითარებულია. გუდასტვირისაგან განსხვავებით ორხმიან ჭიბონზე, შესრულების განსაკუთრებული ტექნიკით, რეალური სამხმიანობა მიიღწევა. ჭიბონი სააკომპანიმენტო საკრავია. მასზე, ხშირად დოლთან ერთად, სრულდება საცეკვაო მელოდიები, ჭიბონზე უკრავენ მამაკაცები.


HOUSE M.D.
ILI-100
საღოლ მაგარი თემაა ძაან...
anuchi
არ გინდა რომელიმე დღე ავირჩიოთ.. რაიმე ისეთი ღირსეშანიშნავი თარიღი და ყველა ფორუმელმა ჩავიცვათ ჩვენი წინაპრების ტრადიციული ტანსაცმელი.. და გავიდეთ ქუჩაში smile.gif
ILI-100
anuchi
რათქმაუნდა, ეგ იდეა რამდენიხანია მაწუხებს და ჩვენს მთავრობას ან ვისაც ეხება ეს საკითხი რატომ არასდროს მოსდით თავში მსგავსი მართლაც რომ დღესასწაულის დამკვიდრება მიკვირს sad.gif
inkognito
ციტატა
ტარება აუცილებელი არ არის, ეს ისტორიის კუთვნილებაა და უბრალოდ საზოგადოება აღარ არის იმ შეგნების რომ ამ სამოსის ტარების ღირსი ვიყოთ მაგრამ დღესასწაულებზე მაინც უნდა ვიცმევდეთ და საერთოდაც თითქმის ყველა ტრადიციების მქონე ქვეყანას აქვს ეროვნული სამოსის ტარების ერთი დრე წელიწადში, როდესაც ყველა ტრადიციულ სამოსით იმოსება და ერთი დღით წინაპრების ცხოვრებით ცხოვრობენ, მაგალითად შოტლანდია, პოლონეთი, აზია-აფრიკის ქვეყნებშიც კი არსებობს ეს დღესასწაული და ჩვენ რა გვეტაკა? არადა წარმოიდგინეთ ერთი დღე, როცა მტელი საქართველო ჩოხა-ახალუხით და ჩიხტი-კოპებით სეიმოსება, აი მერე კი თბილისის ქუჩებში გამოფენილ ქართველბის ნახვას არაფერი აჯობებს ქვეყანაზე ... ტურიზმიც განვიტარდება და ჩვენც უფრო შევიყვარებთ ცვენს ძველ სამოსს



არაჩვეულებრივი იდეაა. ბავარიელების Oktoberfest-ზე მოხვედრას ათასობით ადამიანი რომ ცდილობს მთელი მსოფლიოდან, ისინი გასხვავებულს და საოცარს არაფერს აკეთებენ. თავიანთ ნაციონალურ ტანსაცმელში გამოწყობილები "თავის ჭიას ახარებენ" და ამის სანახავად უამრავი ადამიანი საკმაოდ სოლიდური რაოდენობის თანხას ხარჯავს.
ისინი თუ ლუდის ფესტივალს აწყობენ, ჩვენ ღვინის მოვაწყოთ... ქეიფი და მოლხენა გვესწავლება ქართველებს?
კელა
აუ ილი ჯიგარი ხარ happy.gif ხალხური სიმღერა ჩემი ცხოვრებაა... სამწუხარო ცეკვა არ ვიცი sad.gif თუმცა ვისწავლი tongue.gif biggrin.gif biggrin.gif
ILI-100
inkognito
ციტატა
არაჩვეულებრივი იდეაა. ბავარიელების Oktoberfest-ზე მოხვედრას ათასობით ადამიანი რომ ცდილობს მთელი მსოფლიოდან, ისინი გასხვავებულს და საოცარს არაფერს აკეთებენ. თავიანთ ნაციონალურ ტანსაცმელში გამოწყობილები "თავის ჭიას ახარებენ" და ამის სანახავად უამრავი ადამიანი საკმაოდ სოლიდური რაოდენობის თანხას ხარჯავს. ისინი თუ ლუდის ფესტივალს აწყობენ, ჩვენ ღვინის მოვაწყოთ... ქეიფი და მოლხენა გვესწავლება ქართველებს?

რაც შეეხება ტურისტების მოზიდვას, ეგ ამბავი თითქმის 100% მოგვარებული იქნება დამიჯერეთ მთელი საქართველო ეროვნულ სამოსში რომ გამოეწყოს ერთ დღეს, ეს პირველ რიგში თავად ჩვენთვისაა ძალიან კარგი, წარმოიდგინე ეხლა ზოგს ეთაკილება კიდეც ჩოხის ჩაცმა და მთელი თბილისი რომ ამას გააკეტებს, ეს მართლა გენიალური იქნება, მართლა დიდიხნის წინ მომივიდა ეს იდეა და ყოველთვის ნერვები მეშლება რატომ არავინ ფიქრობს ამაზე... რას აკეტებს ჩოხოსანთა საზოგადოება? გამოეწყობიან თავისთვის და დასეირნობენ, რატო არ ფიქრობენ რომ ერთი ეროვნული დღესასწაულის დაარსების იდეაზე?

ისე პატრიარქს ეხერხება მსგავსი ტრადიციების დამკვიდრება, ნახეთ როგორ აიტაცა ქართველმა ხამლხმა შობის დღეს სარკმელთან სანთლის დანთება, მადლია ერთი ასეთი დამოძღვრა პატრიარქისგან და დარწმუნებული ვარ ყველა აიტაცებს... თუნდაც თბილოსობას იყოს, რას დაამგვანეს ეს დღესასწაული, ყოველ წელიწადს მეკარგება მაგის მუღამი.... sad.gif
ILI-100
კელა
ციტატა
აუ ილი ჯიგარი ხარხალხური სიმღერა ჩემი ცხოვრებაა... სამწუხარო ცეკვა არ ვიცითუმცა ვისწავლი

მოდი სიმღერა შენ მასწავლე, ცეკვას მე გასწავლი ... wink.gif
კელა
ციტატა(ILI-100 @ Jan 13 2009, 09:42 PM) *
კელა
ციტატა
აუ ილი ჯიგარი ხარხალხური სიმღერა ჩემი ცხოვრებაა... სამწუხარო ცეკვა არ ვიცითუმცა ვისწავლი

მოდი სიმღერა შენ მასწავლე, ცეკვას მე გასწავლი ... wink.gif


ვენს ნახვას არაფერი ემჯობინება biggrin.gif გაიხარე...
კაატინგა
ILI-100
სათაური ჩაასწორე smile.gif


http://www.link.ge/file/195989/-----.mp3.html
ILI-100
კაატინგა
ციტატა
სათაური ჩაასწორე

რას გულისხმობ? იდეაში ფოლკლორზე საუბარი უნდა იყოს ამ თემაში...
კაატინგა
ILI-100
ფოლკლორი რა არის ილია?! მაგ სიტყვის მნიშვნელობა მითხარი.

ILI-100
კაატინგა
ციტატა
ფოლკლორი რა არის ილია?! მაგ სიტყვის მნიშვნელობა მითხარი.

კარგი მაშინ ,, ეთნოგრაფია და ფოლკლორი" დავარქვათ თემას
ILI-100
კაროცე ეგ მერე, ეხლა მაცადეთ განჭყობას ვიქმნი....


ეგარი _ http://www.youtube.com/watch?v=98mM4RJgbc0...feature=related
anuchi
ILI-100

არა ფორუმელებმა გავაკეთოთ ამ მთავრობის იმედზე.. ჰუჰ..

რავი პროსტა ფორმების შოვნა გვჭირდება happy.gif

ILI-100
anuchi
ციტატა
რავი პროსტა ფორმების შოვნა გვჭირდება

მე დამიპატარავდა ჩემები მაგრამ მემგონი არაა მაგის შოვნა ძნელი, მთავარი მონდომებაა wink.gif
ბექა
anuchi
ციტატა
მოუხერხებელი რო არ იყოს ვატარებდი

გცმია როდესმე? smile.gif მოუხერხებელში რა იგულისხმე?
ILI-100
ავატარად ქაზიმ ქოიონჩუა ხომ? ვაიმე როგორ მიყვარს მისი სიმღერები sad.gif
ფოლკლორს რაც შეეხება ძალიან დიდი კოლექცია მაქვს სიმღერებისაც და ვიდეობის თუ ვინმეს რამე დაჭირდება შემეხმიანეთ მე თუ არ მექნება გიშოვით მაინც.
რომელი ერთი ჩამოვთვალო არ ვიცი შეყვარებული კი არა ფანატიზმში მაქვს გადასული ქართული ფოლკლორი განსაკუთრებით ცეკვა! smile.gif
ბექა
ციტატა(anuchi @ Jan 13 2009, 08:54 PM) *
არ გინდა რომელიმე დღე ავირჩიოთ.. რაიმე ისეთი ღირსეშანიშნავი თარიღი და ყველა ფორუმელმა ჩავიცვათ ჩვენი წინაპრების ტრადიციული ტანსაცმელი.. და გავიდეთ ქუჩაში smile.gif

ეს იდეო მომწონს! მაგარია! აღდგომას რას იტყვით? smile.gif
ბექა
ILI-100
ცეკვავ შეეენ? ჩავდგები ფორმაში ცოტა ხანში და სადმე შევუბეროთ მერე tongue.gif tongue.gif
anuchi
ციტატა
რავი პროსტა ფორმების შოვნა გვჭირდება

დაგეხმარებით სადაც უნდა იშოვოთ მე ჩოხოსანი ვარ და მაქვს ფორმა თქვენ კი დაგეხმარებით smile.gif
ILI-100
ბექა
ციტატა
ცეკვავ შეეენ? ჩავდგები ფორმაში ცოტა ხანში და სადმე შევუბეროთ მერე

ოეეე ბიჭოოო, 22 წლის ვარ, აქედან 12 წელი ვცეკვავდი, შემოვლილი მაქ ნახევარი მსოფლიო biggrin.gif

უეფ sad.gif რა დრო იყოოო sad.gif
ბექა
ILI-100
ციტატა
ოეეე ბიჭოოო, 22 წლის ვარ, აქედან 12 წელი ვცეკვავდი, შემოვლილი მაქ ნახევარი მსოფლიო

აეეეეეეეეეეეეეეეე მაგარია ძმაო! 19_ის ვარ და 6 წელი მე შევწირე მაგ საქმეს!
ციტატა
უეფრა დრო იყოოო

მართლააააც sad.gif ეეჰხ მუხლი თორემ.... ცეკვაზე ნოსტალგია ყოველთვის მექნება sad.gif
სად ცეკვავდი? ტრიუკი რა გქონდა?
ILI-100
ბექა
ეხლავე ვეცდები დავაპრინტერო და დავდებ რამოდენიმე ფაქტს wink.gif
ILI-100
ეს მე პოლონეთში გასტროლებზე 1998 წელი wink.gif


ILI-100
ეს იგივე წელი, იგივე გასტროლი, ოღონდ უკრაინაში... wink.gif




სურათზეა წარწერა ,,გარაჩი კროფ უ იუნიხ ჯიგიტამოო" ანუ უკრაინულიდან რომ ვთარგმნოთ, ცხელ სისხლიანი ვაჟკაციო და პატარა სტატიაა ჩემზე wub.gif
ILI-100
კაატინგა
ა ბატონო, გავასწორე... tongue.gif
HOUSE M.D.
ბექა
ILI-100
მეც შემოგიერთდებით, მეხერხება მეც ასე თუ ისე მაი საქმე biggrin.gif
HOUSE M.D.
sad.gif ადრე მაგარი ჩანაწერები მქონდა, იმენა ისეთები მაღალ მთაში რომაა ჩაწერილი, სუფთა ფოლკლორი, ვერცერთ საიტზე ვერ ნახავთ მასეთ რამეს... მაგრამ ვინდოუსი რომ გადავაყენე წამეშალა sad.gif თუ დავითრიე კიდევ დავდებ აუცილებლად
inkognito
ციტატა(ILI-100 @ Jan 13 2009, 08:41 PM) *
inkognito
ციტატა
არაჩვეულებრივი იდეაა. ბავარიელების Oktoberfest-ზე მოხვედრას ათასობით ადამიანი რომ ცდილობს მთელი მსოფლიოდან, ისინი გასხვავებულს და საოცარს არაფერს აკეთებენ. თავიანთ ნაციონალურ ტანსაცმელში გამოწყობილები "თავის ჭიას ახარებენ" და ამის სანახავად უამრავი ადამიანი საკმაოდ სოლიდური რაოდენობის თანხას ხარჯავს. ისინი თუ ლუდის ფესტივალს აწყობენ, ჩვენ ღვინის მოვაწყოთ... ქეიფი და მოლხენა გვესწავლება ქართველებს?

რაც შეეხება ტურისტების მოზიდვას, ეგ ამბავი თითქმის 100% მოგვარებული იქნება დამიჯერეთ მთელი საქართველო ეროვნულ სამოსში რომ გამოეწყოს ერთ დღეს, ეს პირველ რიგში თავად ჩვენთვისაა ძალიან კარგი, წარმოიდგინე ეხლა ზოგს ეთაკილება კიდეც ჩოხის ჩაცმა და მთელი თბილისი რომ ამას გააკეტებს, ეს მართლა გენიალური იქნება, მართლა დიდიხნის წინ მომივიდა ეს იდეა და ყოველთვის ნერვები მეშლება რატომ არავინ ფიქრობს ამაზე... რას აკეტებს ჩოხოსანთა საზოგადოება? გამოეწყობიან თავისთვის და დასეირნობენ, რატო არ ფიქრობენ რომ ერთი ეროვნული დღესასწაულის დაარსების იდეაზე?

ისე პატრიარქს ეხერხება მსგავსი ტრადიციების დამკვიდრება, ნახეთ როგორ აიტაცა ქართველმა ხამლხმა შობის დღეს სარკმელთან სანთლის დანთება, მადლია ერთი ასეთი დამოძღვრა პატრიარქისგან და დარწმუნებული ვარ ყველა აიტაცებს... თუნდაც თბილოსობას იყოს, რას დაამგვანეს ეს დღესასწაული, ყოველ წელიწადს მეკარგება მაგის მუღამი.... sad.gif



ამაში სათაკილო არაფერია. პირიქით. მე პირადად დიდი სიამოვნებით ჩავიცვამდი ერთ დღესაც ეროვნულ ტანსაცმელს... პატარა რომ ვიყავი, მქოდა, მაგრამ სამწუხაროდ გავიზარდე და აღარ მერგებაsmile.gifsmile.gif
ისე, ქართული პარადოქსია: ჩვენს პატივცემულ საზოგადოებას, დღენიადაგ საქართველოს იდენტობის და ტრადიციების დაცვაზე რომ ქადაგებს და ახალგაზრდებს კიცხავს გადაგვარებისთვის, ქართულ ტრადიციად მხოლოდ სუფრაზე ბრტყელ-ბრტყელი სადრეგრძელოების თქმა მიაჩნია ... და კიდევ ღვინის უზომო რაოდენობის შთანთქმა (რბილად რომ ვთქვათ)

David_Chochua
ამ თემა სათაური ვინ დაარქვა? biggrin.gif რისფექთ!!!
ზუსტად ასე, გოლიათი ჯუჯა ხდება გლენ კუკის ლიმფერი დომინატორთან ბრძოლაში. Annals of Black Company, Book 2, Shadows Linger.
ვისაც ჯერ არ წაუკითხავს, იმის მაგრად მშურს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif "უდაბნოს ქარიშხლის" დროს ყველაზე პოპულარული წიგნი იყო კოალიციის ჯარებში. ყოფილი ოფიცრის დაწერილია. როგორც მაქსიმ მოშკოვმა მიაწერა:
"профессия - солдат. честно и резко."
თემას მხარს ვუჭერ. სულით და გულით! smile.gif
David_Chochua
QUOTE (ILI-100 @ Jan 14 2009, 02:16 AM) *
ეს მე პოლონეთში გასტროლებზე 1998 წელი wink.gif



+10 biggrin.gif
David_Chochua
QUOTE (inkognito @ Jan 14 2009, 02:29 PM) *
QUOTE (ILI-100 @ Jan 13 2009, 08:41 PM) *
inkognito
QUOTE
არაჩვეულებრივი იდეაა. ბავარიელების Oktoberfest-ზე მოხვედრას ათასობით ადამიანი რომ ცდილობს მთელი მსოფლიოდან, ისინი გასხვავებულს და საოცარს არაფერს აკეთებენ. თავიანთ ნაციონალურ ტანსაცმელში გამოწყობილები "თავის ჭიას ახარებენ" და ამის სანახავად უამრავი ადამიანი საკმაოდ სოლიდური რაოდენობის თანხას ხარჯავს. ისინი თუ ლუდის ფესტივალს აწყობენ, ჩვენ ღვინის მოვაწყოთ... ქეიფი და მოლხენა გვესწავლება ქართველებს?

რაც შეეხება ტურისტების მოზიდვას, ეგ ამბავი თითქმის 100% მოგვარებული იქნება დამიჯერეთ მთელი საქართველო ეროვნულ სამოსში რომ გამოეწყოს ერთ დღეს, ეს პირველ რიგში თავად ჩვენთვისაა ძალიან კარგი, წარმოიდგინე ეხლა ზოგს ეთაკილება კიდეც ჩოხის ჩაცმა და მთელი თბილისი რომ ამას გააკეტებს, ეს მართლა გენიალური იქნება, მართლა დიდიხნის წინ მომივიდა ეს იდეა და ყოველთვის ნერვები მეშლება რატომ არავინ ფიქრობს ამაზე... რას აკეტებს ჩოხოსანთა საზოგადოება? გამოეწყობიან თავისთვის და დასეირნობენ, რატო არ ფიქრობენ რომ ერთი ეროვნული დღესასწაულის დაარსების იდეაზე?

ისე პატრიარქს ეხერხება მსგავსი ტრადიციების დამკვიდრება, ნახეთ როგორ აიტაცა ქართველმა ხამლხმა შობის დღეს სარკმელთან სანთლის დანთება, მადლია ერთი ასეთი დამოძღვრა პატრიარქისგან და დარწმუნებული ვარ ყველა აიტაცებს... თუნდაც თბილოსობას იყოს, რას დაამგვანეს ეს დღესასწაული, ყოველ წელიწადს მეკარგება მაგის მუღამი.... sad.gif



ამაში სათაკილო არაფერია. პირიქით. მე პირადად დიდი სიამოვნებით ჩავიცვამდი ერთ დღესაც ეროვნულ ტანსაცმელს... პატარა რომ ვიყავი, მქოდა, მაგრამ სამწუხაროდ გავიზარდე და აღარ მერგებაsmile.gifsmile.gif
ისე, ქართული პარადოქსია: ჩვენს პატივცემულ საზოგადოებას, დღენიადაგ საქართველოს იდენტობის და ტრადიციების დაცვაზე რომ ქადაგებს და ახალგაზრდებს კიცხავს გადაგვარებისთვის, ქართულ ტრადიციად მხოლოდ სუფრაზე ბრტყელ-ბრტყელი სადრეგრძელოების თქმა მიაჩნია ... და კიდევ ღვინის უზომო რაოდენობის შთანთქმა (რბილად რომ ვთქვათ)


მართალია smile.gif ერთ კატეგორია ხალხს სულ არ ესმის რა არის ქართველობა. ღვინის უზომოდ სმა მონღოლებმა შემოიღეს biggrin.gif სადღეგრძელოები მგონი სულ ორი საუკუნეა არსებობს დღევანდელი სახით smile.gif
ოქტობერფესტთან ინკოგნიტოს მიერ მოყვანილი შედარება ათიანში იყო! ტრადიციების პირველი დამცველები სწორედ ევროპელები არიან. თავად ადამიანზეა დამოკიდებული, რას წამოიღებს ევროპიდან: ნიკო ნიკოლაძემ ყველაფერი კარგი წამოიღო და ჭაობიდან იმ დროისათვის მეფის რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე "ნავაროჩენი" ქალაქი ააშენა. ფოთი biggrin.gif ჰეჰე smile.gif სხვათა შორის პარიზის მოდელზეა დაპროექტებული - ცენტრი (მზე) და ქუჩები (სხივები) smile.gif ერთმა პარტია, უკაცრავად და "ტუტრუცანა" და "ტრაკუცუნა" გოგო/ბიჭებმა და "სოლიდურმა" "ინტელიგენტებმა" კი... მოკლედ, ვისაც ქართული კულტურა საზღვარგარეთ გააქვს, ყველა ძალიან მაგარ საქმეს აკეთებს! საქართველო ევროპას იცავდა საუკუნეების მანძილზე. მე არ ვარ შოვინისტი, არც ვაი-პატრიოტი. მაგრამ ილღაზი დროზე რომ არ გადაგვეტეხა წელში, იერუსალიმი უფრო ადრე დაეცემოდა. აკრაც smile.gif

ILI-100
David_Chochua
ციტატა
უსტად ასე, გოლიათი ჯუჯა ხდება გლენ კუკის ლიმფერი დომინატორთან ბრძოლაში. Annals of Black Company, Book 2, Shadows Linger.


აქედან დავაციტატე wink.gif

ვინ მისცა ფერი მუხრანის ღვინოს,
ვინ მისცა ფერი არაგვის ველებს,
სანამდე უნდა, რომ მზეთ ედინოს
გავარვარებულ ოქროს თაველებს!

სხვა რომ მოკვდება, მისთვის რა არი:
წავა, გაქრება, როგორც სიზმარი,
მე კი რა ვუყო ამ გოლიათ მთებს,
რომ ქონდრის კაცსაც დევად აგანთებს.

ციტატა
+10

ნუ ეხლა მეტიც შეიძლებოდა მაგრამ მაინც მადლობ biggrin.gif
ბექა
David_Chochua
ციტატა
ერთ კატეგორია ხალხს სულ არ ესმის რა არის ქართველობა. ღვინის უზომოდ სმა მონღოლებმა შემოიღეს

ვაიმე ნეტა ეს ქართველობის უმეტესობას შეაგნებინა არა და ჩვენ წინაპრებში ყველაზე დიდ სირცხვილად ის ითვლებოდა სუფრიდან რომ ადგებოდი და ფეხი აგერეოდა. დღეს კი ვინ რამდენი "რვიანი" დახაზა ის ითვლება მაგარ მსმელობად და ბოდიში და ვინ რამდენჯერ იმღერა ჩანჩქერო :@
ILI-100
ციტატა
რას აკეტებს ჩოხოსანთა საზოგადოება? გამოეწყობიან თავისთვის და დასეირნობენ, რატო არ ფიქრობენ რომ ერთი ეროვნული დღესასწაულის დაარსების იდეაზე?

ილია გეთანხმები და ამ საყვედურს მეც ვიღებ ჩემ თავზე რაც ჩოხოსნების მიმართ თქვი smile.gif სამწუხაროა რომ ყველაფრის დაწერის და თქმის უფლებ არ მაქვს რომ კარგად აგიხსნა რა ხდება მანდ smile.gif
ციტატა
ისე პატრიარქს ეხერხება მსგავსი ტრადიციების დამკვიდრება, ნახეთ როგორ აიტაცა ქართველმა ხამლხმა შობის დღეს სარკმელთან სანთლის დანთება, მადლია ერთი ასეთი დამოძღვრა პატრიარქისგან და დარწმუნებული ვარ ყველა აიტაცებს... თუნდაც თბილოსობას იყოს, რას დაამგვანეს ეს დღესასწაული, ყოველ წელიწადს მეკარგება მაგის მუღამი...

პატრიარქის იდეა იყო ზუსტად ჩოხოსანთა დასის დაარსება დასაწყისში ყველაფერი კარგად მიდიოდა სანამ ზოგიერთი ავაზაკი არ გადმოხტა მართლა ვაი-პატრიორები და მის მერე ყველაფერი დაღმა სვლით წავიდა. sad.gif
ნებისმიერ დღე დათქვით უქმე დღე და დიდი სიამოვნებით ჩავიცმევ ჩოხას რა პრობლემაა smile.gif
დავწერე კიდეც აღდგომის წინა დღე მგონი ცუდი არ უნდა იყოს smile.gif
HOUSE M.D.
ციტატა
მეც შემოგიერთდებით, მეხერხება მეც ასე თუ ისე მაი საქმე

ოო რაც მეტი მით უკეთესი smile.gif
ამ სურათეზე ახალი დაწყებული მქონდა ცეკვა smile.gif დავასკანერებ კიდე და დავდებ ჩემებს smile.gif
ILI-100
inkognito
David_Chochua

მოკლედ ასეა თუ ისეა, აუცილებელია ჩვენმა თაობამ თავის სიტყვა თქვას უკვე, აქ ერთხელ ვთქვი, ჩვენი ქვეყანა ჩვენმა მამების თაობამ დაამახინჯათქო და კინაღამ მცემეს. მე ისევ ვთვლი რომ ყველაზე უმოქმედო და ქვეყნისთვის გამოუდეგარი თაობა სწორედ ჩვენი მამების თაობა მაგრამ ამაზე არ ღირს ეხლა საუბარი... ვფიქრობ კარგი იქნება კიდევ უფრო თუ ავიტაცებთ ჩემს იდეას, დავხვეწთ და გავავრცელოთ...
ginger
ILI-100
ნუ აგივარდება თავში biggrin.gif



აგერ გოგო რომ დგას მე-3 მე ვარ 10 წლისა biggrin.gif ევროპის ცემპიონატზე მე-3 ზე გავედი!!! ცნობისთვის მე-2 ანა მუზიჩუკია სლოვაკეთის N=1 დაფა (წავიმარიაჟასევით biggrin.gif )
ბექა
ILI-100
შესწორებას შევიტან პატარას ილო smile.gif მანამდე ჩვენი პაპები იყვნენ იმათი დაწყებულია და შემდეგ უკვე გაგრძელება ჰპოვა უმეტესობის ოჯახში ეს 2 სიტყვა იმიტომ გავაშავე რომ ოჯახზეა დამოკიდებული როგორ გაიზრდება მათი შვილი smile.gif
ILI-100
ბექა
ციტატა
ნებისმიერ დღე დათქვით უქმე დღე და დიდი სიამოვნებით ჩავიცმევ ჩოხას რა პრობლემაადავწერე კიდეც აღდგომის წინა დღე მგონი ცუდი არ უნდა იყოს


რატომღაც მე თბილისობის დღესასწაული მანაღვლებს, სულ უფრო და უფრო უკან უკან მიდის ამ დღის ეშხი, არადა ყველაზე ადვილად და ყველაზე იოლად მაგ დღეს პოვებდა ეს იდეა გასაქანს...

ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2019 Invision Power Services, Inc.