დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: "სამოსელი პირველი"
რა? სად? როდის? ფორუმი > სამეცნიერო განყოფილება > მეცნიერება და წიგნები
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22
GVANCA
ეს წიგნი ჩემი საყვარელი სამაგიდო წიგნია. მის ირგვლივ უსასრულოდ შეიძლება საუბარი. ვისაც წაკითხული გაქვთ, ვისაუბროთ, დასვით კითხვები, გამოთქვით აზრი cool.gif
diletanti
GVANCA

მეცნიერების კატეგორიაში გადავიტან.
GVANCA
არ გადაიტანო, მინდა, რომ ცალკე თემად იყოს
ILI-100
GVANCA
ციტატა
არ გადაიტანო, მინდა, რომ ცალკე თემად იყოს

ცალკე თემა იქნება, უბრალოდ მეცნიერების კატეგორიაში... wink.gif
ჩემდასამარცხვინოდ უნდა ვაღიარო რომ არ მაქვს წაკითხული თუმცა რიგში პირველი დგას უკვე რომლის წაკითხვასაც უახლოეს მომავალში ვაპირებ...
HOUSE M.D.
წიგნი რომელიც შეიძლება თავისი ღირებულებით და ნაწილობრივ იდეითაც შეადარო ვეფხისტყაოსანს...სამწუხაროა რომ დოჩანაშვილს სიცოცხლეში სათანადო დაფასება არ აქვს, წლების შემდეგ ის როგორც შემოქმედი დარწმუნებული ვარ რობაქიძეზე, გამსახურდიაზე, ილიაზე და კიდევ ძალიან ბევრზე წინ დადგება...
KEDI
გენიალურია.
diletanti
ციტატა
არ გადაიტანო, მინდა, რომ ცალკე თემად იყოს

არ შეიძლება იქით.. ჰარი პოტეზე არ გახსოვს რა ამბავი იყო? smile.gif




მაქვს წაკიტხული რამოდენიმე წლის წინ
დავიწყე თავიდან კიტხვა მაგრამ დროებით გავჩერდი.. გამოცდებს რომ დავამთავრებ მერე გავაგრძელებ...

მეორედ წაკითხულს ყოველთვის უფრო კარგად ვიგებ.. პირველად მაინც შინაარსის უფრო გადმოდი ხოლმე პირველ ადგილზე...

საღამოს 8 საათია და ყველაფერი გენიალურადააააა
smile.gif
Illegal Astronaut
ეჰ გაუჭირდება რობაქიძეზე წინ დადგომა...

გენიალურია.. smile.gif

სალამ გამარჯვებათ ჰხალე... დღეგრძელი იყოს დამშვიდების ნავთსაყუდარი.. biggrin.gif biggrin.gif
KEDI
გაიღიმე, დომენიკო, გაიღიმე... მერე რა, რომ ნიღაბი გიკეთია..


თუ რაღაც ასე tongue.gif
diletanti
ზოგადად დოჩანაშვილია გენიალური.. მქონდა პატივი პირადად მესმინა მისთვის smile.gif
KEDI
diletanti

მეც.
კაფე ,,ქარავანში"
და მგონი ვიდეოებიც მაქვს გადაღებული, მოვძებნი ამ დღეებში და ავტვირთავ.
HOUSE M.D.
† Lord Borgeze †
მე პირადად რობაქიძე დიდად არ მიყვარს, მაგრამ ვაღიარებ როგორც გენიალურ მწერალს...დადგომით კი ნამდვილად დადგება, იმიტომ რომ რობაქიძის ყველა პატრიოტულ მოწოდებას ჰიტლერის კაბინეტიდან დოჩანაშვილის "ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება, ანუ მესამე ძმა კეჟერაძე" სჯობს, რაც შეეხება სამოსელს, ეს ფილოსოფიურუ ნაშრომია...
HOUSE M.D.
diletanti
KEDI
ჩემს სკოლაშI იყო მოსული, ასე რომ მეც მქონია ეგ ბედნიერება smile.gif
Illegal Astronaut
ციტატა
იმიტომ რომ რობაქიძის ყველა პატრიოტულ მოწოდებას ჰიტლერის კაბინეტიდან



ტიტუჰ, ტიტუჰ... biggrin.gif biggrin.gif

იცი რა მაინტერესებს?.. შტაინერს იმიტო კითხულობ რო მერე თქვა წაკითხული მაქო თუ?..

ეხლა არ მითხრა რა შუაშიაო.. biggrin.gif biggrin.gif

GVANCA
მე წელს წავიკითხე მეორედ და კიდევ ბევრჯერ წავიკითხავ. დოჩანაშვილს მარტო მეოთხე თავი, კანუდოსი რომ დაეწერა, ეს გვეყოფოდა ქართველებს. ბიჭებო წაიკითხეთ, გმირობას ისწავლით smile.gif
HOUSE M.D.
† Lord Borgeze †
შტაინერის მე რაც მაქვს წაკითხული ადამიანის ფუნქციას, დანიშნულებას ეხება და ასევე მატერიალურისა და არამატერიალურის, სულიერის შერწყმას, საკუთარი თავის შეცნობას და მისთანებს ეხება...კაი მასე არ გეტყვი biggrin.gif მაგრამ აქ რატომ ახსენე ვერ მივხვდი
HOUSE M.D.
ხოდა წაკითხვას რაც შეეხება, ბევრი რამ შეცვალა ჩემში...
Tengobarca
მასაის ამბავი მომეწონა მაგრად, ლტოლვილი რომ ყვება...
GVANCA
მე ძალიან ვაფასებ მოხუცი სანტოსის საკციელს, ის, რაც მან გააკეთა, თითო-ოროლას შეუძლია, რომ გააკეთოს
anuchi
GVANCA

წავიკითხავ აუცილებლად და აზრს მოგახსენებთ tongue.gif
sibil
დოჩანაშვილს მხოლოდ სამოსელი პირველი" არ დაუწერია და მე ვფიქრობ, ეს მწერალი რომ კარგად გაიცნოს მკითხველმა, მისი შემოქმედებიდან სხვაც ბევრია წასაკითხი.

"ლოდი ნასაყდრალი" -ამან გამაწამა, ვკითხულობდი ძაააააალიან დიდხანს და დაკვირვებით. ისეთია სიტყვებითაც ვერ ვაფასებ.

ახლა ისევ მივუბრუნდი ომარასა და გივიას.smile.gif

და მოთხრობები ხომ ისეთია, ხშირად რომ განატრებს თავს.

აბა, თქვით სიტყვა უზარმაზარი (თუ როგორცაა.smile.gif)
HOUSE M.D.
sibil
კაცი რომელსაც ლიტერატურა უყვარდა რად ღირს? smile.gif ზე კაცია
diletanti
ბახვა სულ სხვაა rolleyes.gif


მაინც გადავტეხავ!
sibil
ჩამოდი ქალო კიბეზეეეე,
ქიშმიში მაქვს ჯიბეზეეეეეე!

smile.gif

პ.ს. ისე, ხვალ ბახვას უნდა დავურეკო.
Matilda
რაღაც კაატინგას ვერ ვამჩნევ ამ თემაში. smile.gif
ნუ პირველად მაგან მირჩია წამეკითხა, დავიწყე და გადავაგდე... მერე ცოტა ხნის მერე კიდე გადავაგდე და ასე რამდენჯერმე... ნუ ვერ წავიკითხე... არ შემითრია და ია ტაკ ნე მოგუ sad.gif
longbowman
კარგით რა ხალხო რა ამბავია .
გავხსნი მე ტოლკიენიზმს და მერე ვნახოთ ვინ აჯობებს.
ყველა წიგნზე ხო არ შეიძლება გავხსნათ თემა.
კაატინგა
ციტატა(longbowman @ Jan 16 2009, 09:08 AM) *
კარგით რა ხალხო რა ამბავია .
გავხსნი მე ტოლკიენიზმს და მერე ვნახოთ ვინ აჯობებს.
ყველა წიგნზე ხო არ შეიძლება გავხსნათ თემა.

და ვითომ რატომ არაო?!

რატომ გიყვართ ამ უბრალო იუზერებს ცხვირის ჩაყოფა იქ სადაც არ ჩაგეყოფათ როგორ მაინტერესებს რაჰ smile.gif

GVANCA
smile.gif

კანუდოსის ისტორია დოჩანაშვილს არ მოუგონებია მაგრამ მან მაინც სულ სხვა სახით გადმოგვცა ის რაც რეალურად ბრაზილიაში მოხდა smile.gif
ნუ დაანაწევრებ მასე წიგნს, ეგ წიგნი 17 წელიწადი იწერებოდა და მასში ყველა ეპიზოდი გენიალურია, ჩემი აზრით რასაკვირველია.

დოჩანაშვილს აქვს საოცარი რამდენიმესიტყვიანი ფრაზები, რომლებსიც დიდი აზრი დევს როგორც წესი...

ვიღაცას უყვარდა.
მივიდა. მოკლა.
წადი, გიშვებ.
კალაბრიაში ქვიანი მიწაა.
დამნაშავე იყო რესა.
ვარდისფერი წყალი.


smile.gif

თუ ნაწარმოები წაკითხული გაქვთ ადვილად მიხვდებით რამდენი რამე დევს ამ რამდენიმე სიტყვაში.

და კიდევ, ნუ იცით მწერლების დატოლება, ამაზე მეტი უვიცობა ჩემს ცხოვრებაში არ შემხვედრია.

თქვენი გემოვნება თქვენი გემოვნებაა, ვერავინ წაგართმევთ, ვინც გინდა მოგწონდეთ, მაგრამ ეს დოჩანას თემაა და აქ მასზე საუბრობენ.



,,რატომ არავის უყვარდი, შვილო."
una
ამაწინათ ქუჩაში შემხვდა, - საოცარი სითბოსა და სიმშვიდის მატარებელი.... იმდენად დიდი გავლენა აქვს ჩემზე, რომ დავმუნჯდი, - რამდენი რაღაცის თქმა მინდოდა wink.gif wink.gif wink.gif მერე ძალიან დამწყდა გული sad.gif sad.gif

una
"დედამიწას სიყვარული ატრიალებს, დომენიკო!"

"ანა-მარია ქალი იყო, მაგრამ შველს გავდა"....

"ეს თვითმკვლელობა არ იყო. ეს - ძმათა ხათრით სიკვდილი გახლდათ... ეჰ, დონ დიეგო, დონ".

una
გაoffება-ში არ ჩათვლით, იმედია wink.gif


"ყოჩაღ, გერასიმე. მაქსიმალისტი ყოფილხარ, ჭეშმარიტი ქართველის ერთი თვისება ნამდვილად გქონია".

"აქ დედამიწა არაა ავად, გერასიმე"...

"მარტივი საზომით თუ მივუდგებით, ნებისმიერი ადამიანისთვის ადგილის მიკუთვნება არაა ძნელი, - ყოველი ადამიანი თავისზე უარესს სჯობს, ხოლო უკეთესთან შედარებით, უარესია, წყალი არ გაუვა ამას. მაგრამ დიდი საზომით თუ მივუდგებით, ძალიან ძნელია ამისი განსჯა, რადგან ადამიანები მეტად სხვადასხვანაირები არიან, თითოეული ადამიანიც კი - მრავალფეროვანია, მაგრამ ერთნი ვართ მაინც დაახლოებით ყველა, რადგან ადამიანი არაა მარტო".
una
"...და არც ის იცი, რომ სამშობლო მხოლოდ მინდორ-ველი და მთები არაა, სამშობლო ადამიანიცაა, გერასიმე. და, სუფრასთანაც, როგორ იქცეოდი - სამშობლოს შეცნობა რომ გდომებოდა, მჭადზე პრასს შემოახვევდი და ლობიოში ჩააწობდი, შენ კი, მელასავით, სხვის გაზრდილ ქათამს არხეინად მიადექი და არაფერია ამაში ცუდი, მადლობა მაინც რომ გეთქვა, მაგრამ აარა, არა, კუთვნილივით მიიღე, თითქოს დაამადლე კიდეც სტუმრობა და შენ, ვისი წინაპარიც დიდგორის შემდეგ ჭრილობებში მარილს იყრიდა, კატალინაზე გვაწვდიდი ბრტყელ-ბრტყელ ცნობებს, შეგირცხვა ნამუსი"...
una
- არ გძინავს, გერასიმე?

- არაჰ! - აღმომხდა.

- რატომ არ გძინავს, ა, გერასიმე...

- რა დამაძინებს... რა მინდოდა აქ!

- რუკზაკს გათხოვებ, ბეჭებქვეშ დაიგე...

- არ მინდა, რატომ წამომიყვანე...

- ერთი რამის სიყვარულით...

- რის სიყვარულით, კაცო...

- დაფარვა რომ სჭირდება...

- რატომ სჭირდება...

- უხერხულია გამჟღავნება, იმდენად ნაღდია... - და იდუმალის ხმით დააყოლა, - გულში სათუთად უნდა ატარო...

- რაა ასეთი...

მთლად დაიდაბლა ის ოხერ ხმა, იმ სიბნელეში, მომაჩურჩულა:

- საქართველოა, გერასიმე, ჩვენი...

una
"ჩვენ, ადამიანები, მრავალფეხა არსება ვართ, სხვადასხვა წესით მოარული, და არ ვართ, როგორც შენ ეს გგონია, მარტო, რადგანაც დიდი სიტყვა - ერი გვქვია, და მე, ვისაც მუდამ მახსოვს ეს, შენ, სამშობლოდავიწყებული, მხოლოდ პირადი კეთილდღეობით გატაცებულ-აღტაცებული, წამოგიყვანე აქ, ჩემთვის დროებით რომ აგეწყო ფეხი, ამ წმინდა ღელეშიც კი გაგაბანინე ტანი, გაყოყოჩებულს, ყინული რომ შემოგცლოდა, მაგრამ, აჰ, ნურას უკაცრავად, მაინც ვერ შეგაგნებინე ის სითბო, რითაც მე ვცხოვრობ და რითაც ვსუნთქავ. შენ, შენის ჭკუით, კვლავაც ჩემზე ამაღლებული, გაპრანჭული დარჩი. მაგრამ იცოდე, უსამშობლოდ - კაცი არა ხარ:.
una
უცნაური და მჩხვლეტავი მცენარე, - სიყვარულის კაქტრუსი....
una
"მე ღარიბი ვარ როგორც იესო..."

"მამი! მარჩენალო მამი!"

ჩამომალაბორანტეს!


მხოლოდ რამდენიმე უთვალავიდან wub.gif wub.gif wub.gif
GVANCA
არა, მე არ ვანაწევრებ, უბრალოდ ეს თავი იმდენად ამაღელვებელია და ჩემზე ისეთი გავლენა მოახდინა, არ შემეძლო, არ გამომეყო. რაც შეეხება ყველა წიგნზე თემის გახსნას, "სამოსელი პირველი" ყველა არაა, ეს წიგნი გენიალურია(მე ყოველ შემთხვევში ასე ვფიქრობ) კაატინგა, შეგიძლია, მითხრა, სად წაიკითხე კანუდოსის რეალური ისტორია? დიდი სიამოვნებით გავეცნობოდი smile.gif
achi
სამოსელი პირველი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაწარმოები რაც წამიკითხავს და ჩემთვის ყველაზე საყვარელი. სამწუხაროა რომ მსოფლიო არ იცნობს ამ ადამიანს. ჩემი აზრით დოჩანაშვილი თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მწერალია.
ginger
დოჩანაშვილი არის პირველ სკოლელი. იყო ზვიად გამსახურდიას კლასელი. მისი დამრიგებელი რუსულს მასწავლიდა, და პირველად მე-9 კლასში ვიხილე როდესაც მისი კლასი იყო მოწვეული ჩვენთან სკოლაში...
GVANCA
ძალიან დიდი ბედნიერება გხვდომია წილად. მე სამწუხაროდ პირადად არ შევხვედრივარ sad.gif
კაატინგა
GVANCA
ვარგას ლიოსას ნაწარმოებია...

ვიკიპედიაში იპოვი ცნობებს კანუდოსის შესახებ, მენდეს მასიელი რეალური პიროვნება იყო smile.gif
sandro_piramida
ამ წიგნმა შემაყვარა სხვა წიგნები..
una
ციტატა(ginger @ Jan 16 2009, 02:07 PM) *
დოჩანაშვილი არის პირველ სკოლელი. იყო ზვიად გამსახურდიას კლასელი. მისი დამრიგებელი რუსულს მასწავლიდა, და პირველად მე-9 კლასში ვიხილე როდესაც მისი კლასი იყო მოწვეული ჩვენთან სკოლაში...



კიდევ ძალიან ბევრი ასეთი ცნობის მოწოდება შეიძლება, - ნათლიაჩემს აქვს ახლო ურთიერთობა და რაღაცეებს მიყვება ხოლმე smile.gif wink.gif smile.gif

longbowman
ციტატა
და ვითომ რატომ არაო?!

რატომ გიყვართ ამ უბრალო იუზერებს ცხვირის ჩაყოფა იქ სადაც არ ჩაგეყოფათ როგორ მაინტერესებს რაჰ

და ჩვენ თუ უბრალო იუზერები ვართ შენ რითი გამოირჩევნი ნეტამც მაცოდინა??
თუ გგონია რო ეგ ნაწარმოები არ გვაქვს წაკითხული???
არა უბრალოდ ბარდაგს ემსგავსება ფორუმი.
კაატინგა
ციტატა(longbowman @ Jan 16 2009, 04:19 PM) *
ციტატა
და ვითომ რატომ არაო?!

რატომ გიყვართ ამ უბრალო იუზერებს ცხვირის ჩაყოფა იქ სადაც არ ჩაგეყოფათ როგორ მაინტერესებს რაჰ

და ჩვენ თუ უბრალო იუზერები ვართ შენ რითი გამოირჩევნი ნეტამც მაცოდინა??
თუ გგონია რო ეგ ნაწარმოები არ გვაქვს წაკითხული???
არა უბრალოდ ბარდაგს ემსგავსება ფორუმი.

ჰოდა შვილო, მოდერატორი გადაწყვეტს რაა საჭირო და როგორ. სადაც შენი ჩასარევი არაა ნუ ჩაერევი. შენს უბრალო იუზერობას რომ გავუსვი ხაზი ჩემი განსაკუთრებულობა აღვნიშნე სადმე?!
longbowman
ციტატა
ჰოდა შვილო, მოდერატორი გადაწყვეტს რაა საჭირო და როგორ.

რას გადაწყვეტს მოდერატორი და როგორ არ ვიცი მაგრამ
ციტატა
ბარდაგს ემსგავსება ფორუმი.

და კიდე შვილოთი მომართვა არც მთლად კორექტულაი მით უმეტეს რომ არ ჩანხარ დიდი ასაკის.
ციტატა
სადაც შენი ჩასარევი არაა ნუ ჩაერევი.

აი სად ჩავერევი და სად არა აი ეს უკვე შენი საქმე არ არის. და ისიც არ არის შენი საქმე სად რას დავპოსტავ. და ცოტა მოერიდე მსგავს განცხადებებს.
ციტატა
შენს უბრალო იუზერობას რომ გავუსვი ხაზი ჩემი განსაკუთრებულობა აღვნიშნე სადმე?!

უბრალო იუზერს ეკრძალება აზრის გამოთქმა??
GVANCA
არაა საჭირო კამათი, არ გინდა ამ წიგნზე საუბარი და ნუ შემოხვალ ამ თემაში. მენდეს მასიელზე არ ვიცოდი, მაგრამ კაატინგა რომ ნამდვილად არსებობს, ეგ ვიცი, ინფორმაცია მოვიძიე smile.gif
GVANCA
რეალურ ცნობებში დიდი არაფერი, აი, ნაწარმოებში-ძალიან biggrin.gif
კაატინგა
GVANCA
და, რეალურ ცხოვრებაში?! biggrin.gif
GVANCA
უბრალო მცენარეა, ბრაზილიაში და კიდევ სადღაც იზრდება biggrin.gif ნაწარმოებში უფრო ეფექტურია biggrin.gif
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2019 Invision Power Services, Inc.