დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: ფანტასტიკა
რა? სად? როდის? ფორუმი > სამეცნიერო განყოფილება > მეცნიერება და წიგნები
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5
Irakli
სამეცნიერო ფანტასტიკა
ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ესპანური სამეცნიერო ფანტასტიკის ჟურნალები

სამეცნიერო ფანტასტიკა, მხატვრული ლიტერატურის დარგი, რომელიც ძირითადად ეძღვნება მომავლის მხატვრულ აღწერას მიმდინარე ან მომავლის ტექნოლოგიების შესაძლებელობების ვარაუდით. ჟანრის მთავარი ხერხია გონებრივი ექსპერიმენტი. XX საუკუნეში ფანტასტიკის განითარება მეცნიერებისა და ტექნიკის მზარდ გავლენას უკავშირდება საზოგადოების განვითარებაზე. ჟანრი პოპულარული XX საუკუნის მეორე ნახევრიდან ხდება და მწერლობაში, მხატვრობაში, ტელევიზიაში, კინოში, თამაშებში და არქიტექტურაშიც კი აისახა.

სამეცნიერო ფანტასტიკა განსხვავდება ფანტაზიისგან იმით, რომ აღწერილი ამბავის კონტექსტში წარმოსახული ელემენტები შესაძლებელია ბუნების მეცნიერულად ჩამოყალიბებულ კანონებს ეყრდნობოდეს (თუმცა ზოგიერთი ეს კანონიც კი შეიძლება გამოგონილი იქნეს). სამეცნიერო ფანტასტიკა უმეტესწილად ეყრდნობა რაციონალურ და შთამბეჭდავ აღწერას ალტერნატიული შესაძლებლობების ისეთ პირობებში, რომლებიც ჩვენთვის ცნობილ რეალობას ეწინააღმდეგება. ამის მაგალითი შეიძლება იყოს:

* მოვლენების განვითარება მომავალ დროში, ან ალტერნატიული დროის მსვლელობაში, ან ისტორიულ წარსულში, რომელიც ეწინააღმდეგება არქეოლოგიურად ან დოკუმენტურად აღწერილ ფაქტებს;
* მოვლენების განვითარება კოსმოსში, ან სხვა სამყაროებში, ან უცხოპლანეტელთა ჩარევით;
* ისტორიები, რომლებშიც მოყვანილია სამეცნიერო პრინციპები და ტექნოლოგიები, რომლებიც არ იზიარებს ბუნების ცნობილ კანონებს.
ეს შესავალი ვიკიპედიიდან

მოკლედ ბევრი,რომ არ ვილაპარაკოთ,პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ.მაინტერესებს რამდენი ვართ ფორუმზე ფანტასტიკის მოყვარულები.პირადად ჩემთვის ეს არის ყველაზე საყვარელი ჟანრში ლიტერატურაში.
მიყვარს,როგორც სამეცნიერო ფანტასტიკა,ასევე იუმორისტული,კოსმოოპერები,სტი
მპანკი,კიბერპანკი და ა.შ.ძალიან მიყვარს მისტიური ფანტასტიკა და ალტერნატიული ისტორიაც(რომელიც ფანტასტიკის ერთ-ერთი ჟანრია)

ამ თემაში გირჩევთ ვისაუბროთ ამ მოველნაზე მსოფლიო ლიტერატურაში,რომელიც აქტიურად გახდა მასობრივი კულტურის განუყოფელი ნაწილი და რომლის მიმართ საერთოდ გულგრილი ადამიანი არ მინახავს ჯერsmile.gif
თემამ კი ასეთი სახე მიიღოს.
1.ვისაუბროთ ბოლოს წაკითხულ ნაწარმოებზე.
2.ვისაუბროთ ახალ ამბებზე ფანტასტიკის სამყაროდან(ლიტერატურიდან)
3.გავცვალოთ ლინკები საინტერესო წიგნებზე.


ახლა დავამთავრე პატრიკ ო'ლირის წიგნი "კარი ნ/3"
ძალიან მომეწონა.არის სამეცნიერო,ალტერნატიული და მისტიკური ფენტასტიკის უმაგრესი კოქტეილი.სიუჟეტს არ მოვყვები,რადგან აშკარად სპოილერი იქნება.წიგნის ანოტაცია კი ასეთია:
«За тот год я успел влюбиться в инопланетянку, раскрыть тайну забытых снов, спасти Землю и покончить с собой…»
Это заявление доктора Доннелли звучит несколько помпезно, однако правда в нем – каждое слово.
Просто есть миры, миры и двери, их соединяющие.
Двери безумия, прозрения, магии, просветления.
И когда двери открываются – игра идет по совершенно ДРУГИМ, НЕПРИВЫЧНЫМ правилам…
მე გირჩევთ რო წაიკითხოთ.
che
იეეეეე! ბრავო იკა! ჩEმი საყვარელი ჟანრი ფენტეზისთან ერთად.. თვისობრივად გავს ეს ორი ჟანრი თუმცა მნიშვნელოვნად განსხვავდება.. ორივე მიყვარს..

ამ ბოლო დროს განსაკუთრებით ბიზარომ გამიტაცა.. ეს სულ ცინცხალი მიმდინარეობაა, ა.შ.შ-ში წარმოიქმნა.. ნუ აი მაგალითად გიბსონი, ტრეისი, კარლტონ მელიკი.. ბოლოს ამ უკანასკნელის "სატანბურგერი" წავიკითხე.. ძალიან მაგარია, თქვენც გირჩევთ..
ILI-100
Irakli
აბა ეს ნახე smile.gif პატარა მოთხრობაა smile.gif

http://www.lib.ru/ZELQZNY/dayblood.txt
Irakli
ციტატა
ამ ბოლო დროს განსაკუთრებით ბიზარომ გამიტაცა..

სახელწოდებიდან გამომდინარე,ღარაც უცნაური უნდა იყოსsmile.gif
ციტატა
"სატანბურგერი"

ვსიო ეს წიგნი უნდა წავიკითხო.მაგარი სახელიაsmile.gif
ILI-100
ციტატა
აბა ეს ნახე smile.gif პატარა მოთხრობაა smile.gif

http://www.lib.ru/ZELQZNY/dayblood.txt

მადლობა.მაგარი მოთხრობაა.ისე როჯერ ჟელიაზნის "ამბერის ქრონიკები" თავის დროზე სამაგიდო წიგნი იყო.
che
Irakli

ჰო გირჩევ ბიზაროს გაეცნო... დავავიკიპედიავებ ახლავე..

ეს ცოტა რამ ბიზაროს შესახებ http://en.wikipedia.org/wiki/Bizarro_fiction

ეს კი თავად გიჟმაჟი კარლტონი smile.gif http://en.wikipedia.org/wiki/Carlton_Mellick_III
okiam ermutsem
მომწონს ეს თემაsmile.gif ბევრ რამეს გავცვილი გამოვცვლითsmile.gif მისტიკა wub.gif
Irakli
che
წავიკითხე უკვე.
მაგრად მომეწონა,ორიგინალური და საინტერესო წიგნია.
თან სამყაროც,პერსონაჟებიც,ატმოსფ
ეროც კარგად აიღწერა.
ნაკლი ის არის,რომ მოკლეა და სიუჟეტი ბოლომდე არაა განვითარებულიsmile.gif
ვუწერ 8/10-იდან!
გიგლემა
ფენტეზის კაგი მწერლები მითხარით რა...

გიგლემა
ტოლკინის გარდა biggrin.gif
pink panter
GiGlema
ტოლკინის გარდა კარგი ფენტეზის მწერლები არ არსებობენ tongue.gif
Sunny
Куатье Анхель "Схимник"

Вы читали "Алхимика" и знаете, что в мире нет ничего случайного. Вы смотрели "Матрицу" и понимаете, что наш мир - это только один из возможных миров.
Вам не нужно объяснять, что Будда и Христос проповедовали одну истину, и эта истина у каждого из нас внутри.

Но знаете ли вы, что противостоит нам? Что за каждого из нас идет борьба? И разве же случайно, что вы держите в руках эту книгу?

აი, ეს "სხიმნიკი" არის ფანტასტიკის ჟანრი და ძალიან, ძალიან მაგარია!!!!!!!!!!!!!
მთელი სერია smile.gif)

ვის გაქვთ წაკითხული, რომ გავარჩიოთ? wink.gif
Sunny
Анхель де Куатье მართლა ძალიან მაგარი სერიის ავტორია და ძალიან შთამბეჭდავია!!!!! ვისაც ფილმი "მატრიცა" მოსწონს ეს წიგნებიც ძალიან მოეწონებათ! smile.gif
ამ ავტორზე თემა მქონდა გახსნილი სადაც მის წიგნებზეც არის ინფო wink.gif http://www.esoteric.ge/forum/index.php?sho...;st=0#entry1860
Irakli
GiGlema
ტოლკიენის მოყვარული თუ ხარ,მაშინ წაიკითხე ნიკ პერუმოვი.ბევრს არ მოსწონს,მაგრამ მე რაღაც მომენტში საინტერესოდ მომჩვენა.
ფენტეზის ერთ-ერთი ძლიერი წარმომადგენელი არის ანჯეი საპკოვსკი.გირჩევ წაიკითხო მისი "ელფების სისხლი" ან "ვედმაკი"
იუმორსული ფენტეზი თუ გიზიდავს მაშინ აუცილებლად წაიკითხე რობერტ ლინ ასპრინი ან ტერი პრატჩეტი.ეს 2 მწერი მწარელი ფაქტიურად დინოზავრები არიან ამ ქვეჟანრში.
Irakli
Sunny
საინტერესოდ ჟღერს ძალიან.
უბრალოდ მე ახლა დრო არ მაქ რო წავიკითხო,თან სერიაა და სერიებს კიდე მთლიანად ვკითხულობ ხოლმე.


ძაან გამიტაცა კრისტოფერ პრისტმა.
მაგის მეორე რომანი გადავყლაპე უკვე.
"პრესტიჟი" ალბათ ყველას ექნება ნანახი.ხოდა პრისტის წიგნის მიხედვითაა.ახლა დავამთავრე და ვაბშე სხვა მუღამი აქ წიგნს.გავაფანატე!
Sunny
ციტატა(Irakli @ Feb 7 2009, 01:19 AM) *
Sunny
საინტერესოდ ჟღერს ძალიან.
უბრალოდ მე ახლა დრო არ მაქ რო წავიკითხო,თან სერიაა და სერიებს კიდე მთლიანად ვკითხულობ ხოლმე.

Irakli
დრო თუ გამოგიჩნდა აუცილებლად წაიკითხე, არ ინანებ! cool.gif
GORDA
სამეცნიერო ფანტასტიკა მიყვარს.
გამოვარჩევდი:
რეი ბრედბერი- 451 ფარენგეიტით; მარსის ქრონიკები, კიდევ მოთხრობები "უსნუვში ვ არმაგედონე", "ვსიო ლეტო ვ ადინ დენ", " კანიკული", "პრევრაშენიე" და სხვები ყველა.
ჰარი ჰარისონი - "ნეუკრატიმაია პლანეტა", "ფანტასტიჩესკაია საგა"
კლიფორდ საიმაკი - "ვსიო ჟივოე", "კალცო ვაკრუგ სოლნცა", "სასედ"
კურტ ვონეგუტი - უტოპია 14
ალფრედ ბესტერი - "ჩელავეკ ბეზ ლიცა"
ენდრიუ ნორტონი - "სარგასი ვ კოსმოსე"
პოლი და კორნბლატი - "ოპერაცია ვენერა"
(რუსულად მქონდა და ამიტომ ვწერ სათაურებს რუსულად).
ყველა მაგარია.
GORDA
უი, ბენ ბოვას ტეტრალოგია "ორიონი" წავიკითხე ორიოდე თვის წინ.
ისე, ვინც პირველად ეცნობით ამ ჟანრს, აზიმოვის "მე, რობოტი" წაიკითხეთ.
ადრე მე მეგობარმა მირჩია აზიმოვის foundation ციკლის და ჰერბერტის "დიუნას" წაკითხვა. მართლა გენიალური ვეშებია!
რაღაც მიმრჩა ეს თემა და გამოვასწორებ აუცილებლად სიტუაციას.
შემიძლია მსურველებს შერჩევაში დაგეხმაროთ, რა წაიკითხოთ.
Tom Sawyer
ციტატა(windwalker @ Feb 16 2009, 10:59 PM) *
უი, ბენ ბოვას ტეტრალოგია "ორიონი" წავიკითხე ორიოდე თვის წინ.
ისე, ვინც პირველად ეცნობით ამ ჟანრს, აზიმოვის "მე, რობოტი" წაიკითხეთ.
ჰერბერტის "დიუნა" მართლა გენიალური ვეშებია!


+10000
გიგლემა
ციტატა
უი, ბენ ბოვას ტეტრალოგია "ორიონი" წავიკითხე ორიოდე თვის წინ.
ისე, ვინც პირველად ეცნობით ამ ჟანრს, აზიმოვის "მე, რობოტი" წაიკითხეთ.
ჰერბერტის "დიუნა" მართლა გენიალური ვეშებია!

ორივე წაკითხული მაქ ეხლა რა წავიკითხო ? :?
GORDA
რობერტ შეკლიც წაკითხული გექნება შენ. პატარა მოთხრობები იუმორითაა გაჯერებული. რომანები "Координаты чудес" და "Цивилизация статуса" წავიკითხე, მაგრამ მოთხრობებისაგან განსხვავებული სტილია. მე მოთხრობები ბევრად უფრო მომწონს, თუმცა შეკლი შეკლია.
გიგლემა
windwalker
მადლობა ზემოთ მოყვანილი წიგნებისთვის რამდენსაც გავჩითავ წავიკითხავ...
GORDA
ციტატა(GiGlema @ Feb 22 2009, 08:13 PM) *
windwalker
მადლობა ზემოთ მოყვანილი წიგნებისთვის რამდენსაც გავჩითავ წავიკითხავ...

არაფრის. მიხარია, თუ გამოგადგება.
dada
ვერ ვიტან
GORDA
როჯერ ჟელიაზნი.
"ამბერის ქრონიკები" (The Chronicles of Amber) ალბათ ბევრმა იცით.
ძალიან მომწონს “Creatures of Light and Darkness”, ეგვიპტური მითოლოგიაა ძალიან ოსტატურად გამოყენებული და გაანალიზებული. ერთი ამოსუნთქვით წაიკითხავთ. ყოფიერების ორ პოლუსზეა საუბარი - მკვდრების სახლზე და ცოცხლების სახლზე. ისინი ერთმანეთს ებრძვიან, შემდეგ კი მოულოდნელად ერთიანდებიან ერთი არსების წინააღმდეგ საბრძოლველად.
დიდი მწერალია.
Irakli
dada
ციტატა
ვერ ვიტან

ზედმეტად ინტელექტუალურია არა?smile.gif
okiam ermutsem
ალბათ ყველაზე ცუდად ამ ჟანრში ვერკვევი და ალბათ ყეველაზე მეტად მაინტერესებს rolleyes.gif
НеуловимыиДжо
ციტატა(GiGlema @ Feb 6 2009, 04:09 PM) *
ტოლკინის გარდა biggrin.gif


ნიკ პერუმოვი

წაიკითხე. მაგრად ისიამოვნებ
Irakli
НеуловимыиДжо
მაგარი ნიკნეიმი გაქsmile.gif
НеуловимыиДжо
ციტატა(Irakli @ Mar 16 2009, 08:19 PM) *
НеуловимыиДжо
მაგარი ნიკნეიმი გაქsmile.gif

გმადლობთ
GORDA
НеуловимыиДжо
ციტატა
ნიკ პერუმოვი

"Кольцо тьмы" და "Летописи Хьерварда", კიდევ "Хранитель Мечей" წავიკითხე, უფრო სწორად, დღეს დავამთავრებ ამას.
არ მომეწონა, თუმცა ავიტანე და სიმართლე რომ ვთქვა, რა არ მომეწონა, არ ვიცი ზუსტად. რაღაც პლაგიატის და "ნიტოს" განცდა დამრჩა, ტოლკიენის დამახინჯების კიდევ (რუსებს სჩვევიათ ეგეთები).

ისე, როგორც ვაკვირდები, მე ფენტეზიზე უფრო (ფერიები, ელფები, ჯადოქრები, ჯუჯები, კენტავრები, კერბერები, ტროლები, გობლინები, და მრავალი სხვა) მაინც Sience Fantasy მომწონს. ასეა.
HOUSE M.D.
НеуловимыиДжо
საღოლ მართლა მაგარი სახელია...ნუ ანეგდოტი ხო ვაფშე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
nisaba
რობერტ ჰაილაინის " მეთოჯინე"
აუდიო მქონდა რუსულად, ძალიან ვისიამოვნე
იგივე ჰაილაინის "სამყაროს გმირები" ქართულად წავიკითხე და არ მომეწონა თარგმანი მაინცდამაინც
მაიკ კრაიტონის ,, შტამი ანდრომედა", მიყვარდა ბავშობაში და ფილმი რომ გამოვიდა, გავიხარე...
მოკლედ, მეც ძირითადად საიენს ფიქშენის მოქვარული ვარ...
აზიმოვიც ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით "მე - რობოტი"

nisaba
ჰო, მართლა, ბრედბერი არ მიყვარს, ამ ჯანრისთვის მეტისმეტად მოტკბოაsmile.gif
Catherine
,,ავალონი'' ვნახე და მომეწონა smile.gif ვაპირებ ოშის სხვა ფილმებიც ვნახო smile.gif
Nazgha
პრეტჩეტი, ტერი პრეტჩეტი, სერ ტერენს დევიდ ჯონ პრეტჩეტი smile.gif
Irakli
ციტატა
პრეტჩეტი, ტერი პრეტჩეტი, სერ ტერენს დევიდ ჯონ პრეტჩეტი

მაგარი კაცია.პლოსკი მირის 27 წიგნი მაქ წაკითხული და ნომებიც,მაგრამ...
რობერტ ლინ ასპრინი მირჩევნია.არ არის ჩაწიკლული ერთ რამეზე.აქვს დაწერილი უამგრესი უიმორისტული ფენტეზის სერია "კორპორაცია მითი",აგრეთვე "შუტტ"-ის უმაგრესი სერია და "დროის სადგური" ესეც უმაგრესია.
ყველას გირჩევთ რობერტ ლინნ ასპრინს.
ginger
ერთი უნდა ჩავუჯდე ფენტეზის დრო რომ მექნება

აზიმოვი და უელსი მაქვს წაკითხული მხოლოდ...
Irakli
ციტატა
ფენტეზის

ციტატა
აზიმოვი და უელსი მაქვს წაკითხული მხოლოდ...

აზიმოვი და უელსი-science fiction-ს უბერავდნენ.
ginger
Irakli
ვერ ვერკვევი ფენტეზიში
AVaLON
ფანტასტიკიასი ყველაზე ძლიერო მწერალია იაპონელი
სომამაოტო ხუმაძე.. მართლაზ ძლიარი და ალბათ ერთადერთი იაპონელი ამ ჟანრში მე არ ვიცი სხვა
წაიკიტხეთ მისი წიგნი

"სკალპელი ცემში"
ძააან მაგარია სოკისმომგვრელი
Nazgha
ციტატა
ginger
ერთი უნდა ჩავუჯდე ფენტეზის დრო რომ მექნება

აზიმოვი და უელსი მაქვს წაკითხული მხოლოდ...


თაკო არცერთი არ არის ფენტეზი, ორივე სამეცნიერო ფანტასტიკაა (science fiction).
აი ფენტეზის წარმომადგენელი კი არის შენი საყვარელი მადამ სტეფანი, ქ-ნი როულინგი და ა.შ.

science fiction-ს ერთი "ნაკლი" აქვს ჩემი აზრით, რთულია გაიგო ყველა ნიუანსი, თუ ტექნიკური განათლება არ გაქვს. ანუ საკმაოდ სპეციფიური ჟანრია.

P.S. სოლარისი არ გაქვს წაკითხული? ohmy.gif tongue.gif
ginger
Nazgha
არა sad.gif
Irakli
ციტატა
სომამაოტო ხუმაძე.. მართლაზ ძლიარი და ალბათ ერთადერთი იაპონელი ამ ჟანრში მე არ ვიცი სხვა

კობო აბე.აი ყველაზე ძლიერი იაპონელი ფანტასტი და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ნოვატორული მწერალი მსოფლიოში.თან ავანგარდისტია.ძაან საინტერესოა მოკლედ.
kid
ციტატა
სომამაოტო ხუმაძე..


ხუმაძეები ხონის რაიონში ცხოვრობენ, სოფელი არ მახსოვს ზუსტად

( biggrin.gif )



"ფენტეზი" არ ვიცი, არ მაქვს საერთოდ არაფერი წაკითხული. დრო რომ მექნება მეტი, შეიძლება წავიკითხო

აი sci-fi მევასება, ჰერბერტ უელსიც, აზიმოვიც (თუმცა ამის "მე, რობოტი" არ მახსოვს კარგად, ძალიან ადრე მაქვს წაკითხული)





ისე კარგი იქნება თუ წიგნებსაც დადებთ ხოლმე რომელიმე ენაზე, მარტო "ფენტეზიზე" არ ვამბობ, საერთოდ. . .

რადგანაც ცოტა პრობლემატური მოსაძებნია კარგი ხარისხით წიგნები (ბევრი არის .txt ფორმატში ან .fb2 ფორმატში, რომც ამობეჭდო, მაინც უნდა ეწამო წაკითხვისას. . .)

1-2 კარგი საიტი ვიპოვე, სახლში მაქვს და-bookmark-ებული და რომ მივალ დავწერ
dachi 1x
ყველა ჯანრის მოთხრობები... ნახეთ ძალიან საინტერესო საიტია http://www.short-stories.co.uk/
იბერი
ციტატა(che @ Jan 31 2009, 12:55 AM) *
იეეეეე! ბრავო იკა! ჩEმი საყვარელი ჟანრი ფენტეზისთან ერთად.. თვისობრივად გავს ეს ორი ჟანრი თუმცა მნიშვნელოვნად განსხვავდება.. ორივე მიყვარს..

ამ ბოლო დროს განსაკუთრებით ბიზარომ გამიტაცა.. ეს სულ ცინცხალი მიმდინარეობაა, ა.შ.შ-ში წარმოიქმნა.. ნუ აი მაგალითად გიბსონი, ტრეისი, კარლტონ მელიკი.. ბოლოს ამ უკანასკნელის "სატანბურგერი" წავიკითხე.. ძალიან მაგარია, თქვენც გირჩევთ..

და რას გავს ეს მიმდინარეობა (თუ გავს)? smile.gif
იბერი
ციტატა(GiGlema @ Feb 6 2009, 03:09 PM) *
ტოლკინის გარდა biggrin.gif

ურსულა ლეგუინი
იბერი
ციტატა(Irakli @ Feb 7 2009, 12:15 AM) *
GiGlema
ტოლკიენის მოყვარული თუ ხარ,მაშინ წაიკითხე ნიკ პერუმოვი.ბევრს არ მოსწონს,მაგრამ მე რაღაც მომენტში საინტერესოდ მომჩვენა.

ჩემი ნება რომ იყოს, პერუმოვს თავიდანვე ავუკრძალავდი ამ ”გაგრძელების” დაწერას. უსინდისოდ დააყენა ყველაფერი თავდაყირა და არა მხოლოდ.
იბერი
ამ თემაში უკვე ბევრი კარგი და ნორმალურია უკვე ნახსენები. რა ვიცი, უკვე იმდენი წამიკითხავს, მგონი მერევა და მავიწყდება კიდეც. ახლა დავამატებდი ”ამბერის ქრონიკებს”. smile.gif
che
ციტატა(იბერი @ Apr 21 2009, 12:11 PM) *
ციტატა(che @ Jan 31 2009, 12:55 AM) *
იეეეეე! ბრავო იკა! ჩEმი საყვარელი ჟანრი ფენტეზისთან ერთად.. თვისობრივად გავს ეს ორი ჟანრი თუმცა მნიშვნელოვნად განსხვავდება.. ორივე მიყვარს..

ამ ბოლო დროს განსაკუთრებით ბიზარომ გამიტაცა.. ეს სულ ცინცხალი მიმდინარეობაა, ა.შ.შ-ში წარმოიქმნა.. ნუ აი მაგალითად გიბსონი, ტრეისი, კარლტონ მელიკი.. ბოლოს ამ უკანასკნელის "სატანბურგერი" წავიკითხე.. ძალიან მაგარია, თქვენც გირჩევთ..

და რას გავს ეს მიმდინარეობა (თუ გავს)? smile.gif



თვითონ ახსნისას პოსტაპოკალიპტურ პროზას უწოდებენ.. სადღაც სამეცნიერო ფანტასტიკასა და ჰორორს შორისაა smile.gif
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2019 Invision Power Services, Inc.