დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: ნუმიზმატიკა
რა? სად? როდის? ფორუმი > სამეცნიერო განყოფილება > მეცნიერება და წიგნები
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5
Matilda
ციტატა
გადავწყვიტე ნუმიზმატიკა საინტერესო იქნებოდა ყველასათვის ვისაც მონეტები და ზოგადად ისტორია აინტერესებს. მონეტები ძალიან ბევრის მხილველები არიან, ისინი ეპოქის სახეა რომელშიდაც გამოიჭედნენ.

რათქმაუნდა ქართველებისთვის ბევრად საინტერესო ქართული ნუმიზმატიკა იქნება.


© bisti
anuchi
Matilda

მამაჩემს აქვვს კოლექცია.. smile.gif



კომპსი მარტო ამ მონეტის სურათი გამაჩნია wub.gif

okicha
ეს ალბათ სხვა განყოფილებაში უნდა გაგეხსნა ანო
Matilda
okicha
ვითომ?
okicha
Matilda
ნუმიზმატიკა მეცნიერებაში უფრო მოსატავსებელია ვიდრე აქ. თუ ვინმე კომპეტენტური მიხედავს ამ ტემას შემეცნებითიც გამოვა
bisti
უი სხვა განყოფილებაში მეგონა თუ გაიხსნებოდა, დავიგვიანე აქ შემოსვლა.

Matilda დიდი მადლობა ყურადღებიანი მოდერი ხარ.
ქართველებისთვის ქართული ნუმიზმატიკაა მთავარი

შესაბამისად მინდა დასაწყისში პირველი ქართული საფასი კოლხური თეთრი განვიხილო.

სტატია გადმოტანილია ვიკიპედიიდან. (რასაც აქ ვერ წაიკითხავთ მკითხეთ.)

ძვ. წ. VI-III საუკუნეების ვერცხლის მონეტა, რომელიც გავრცელებული იყო საქართველოს ტერიტორიაზე. კოლხური თეთრის მოჭრას მკვლევართა ნაწილი კოლხეთის სამეფოს მიაწერს, ნაწილი კი — შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, არსებულ ბერძნულ ახალშენებს (ფასისს). არსებობს კოლხური თეთრის რამდენიმე ტიპი და ნომინალი:
ტეტრადრაქმა, რომლის წონაა 13 გ. მის შუბლზე გამოსახულია მარცხნივ მიმართული ლომის თავი, ზურგზე ფრთოსანი რაშის პროტომა;
დიდრაქმა: I ტიპი. შუბლზე — მარჯვნივ და მარცხნივ მიმართული მწოლიარე ლომი; ზურგზე — მარცხნივ ან მარჯვნივ მიმართული მუხლმოდრეკილი ხარისთავიანი ადამიანის ფიგურა. II ტიპი.შუბლზე ხაზოვან რკალში ადამიანის თავის პროფილი; ზურგზე — ერთმანეთის საპირისპიროდ მიმართული ადამიანის ისეთივე თავები, როგორიც მინეტის შუბლზეა. III ტიპი. შუბლზე — ხაზოვან რკალში ადამიანის თავის პროფილი; ზურგზე - ერთმანეთის საპირისპიროდ მდგარი 2 ხარი. კოლხური დიდრაქმების საშუალო წონაა 8,99—9,90 გ.;
დრაქმა:შუბლზე მარჯვნივ მიმართული ხარის თავი. 5,52 გ
ნახევარდრაქმები: I ტიპი. შუბლზე - ლომის თავის პროფილი მარჯვნივ; ზურგზე — მარჯვნივ მიმართული ძუ ლომის პროტომა. საშუალო წონა — 2,17 გ. II ტიპი. შუბლზე მარჯვნივ ან მარცხნივ მიმართული ადამიანის თავი, ზურგზე მარჯვნივ მიმართული ხარის თავი. წონა 1,2-2,6 გ. ამ ტიპის მონეტების ზოგიერთ ცალზე ამოტვიფრულია ბერძნული ასოები.

კოლხურ მონეტებს შორის ყველაზე გავრცელებულია II ტიპის ნახევარდრაქმა, რომელიც დიდი რაოდენობითაა ნაპოვნი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. კოლხური თეთრის არსებობა ერთ-ერთი საბუთია იმისა, რომ ძვ. წ. VI-V საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს მიწა-წყალზე სახელმწიფო არსებობდა.






საინტერესოა კოლექციონერების შემოსვლაც, დაინტერესებული ვარ ქართული მონეტების გაცვლით, ყიდივით და გაყიდვით.
bisti
anuchi

საინტერესოა მამაშენს რისი კოლექცია აქვს თანამედროვე მონეტების თუ ძველის?
anuchi
bisti

ძველები.. რაც დავიბადე იმის მერე აგროვებდა და რავიცი.. ვკითხავ რომ გაიღვიძებს დაწვრილებით wink.gif
bisti
anuchi


ძაან მაგარია ქართულები აქ?

აბა კითხე.
anuchi
bisti

ვკითხავ რომ გაიღვიძებს smile.gif
bisti
anuchi

ალბათ ხვალ დილით გაიღვიძებ?
biggrin.gif

ძალიან გთხოვ კითხე აბა არ დაიზარო და მერე აქ დაწერე.
anuchi
bisti

კაი, შეიზლება დილამდეც biggrin.gif
Catherine
Matilda
რა საყვარელი ხარ ან wub.gif ისე ალბომი გამოვიდა თუ არ ვცდები 2005-ში და ერქვა ,,საქართველოს ისტორია ქართული ფულის მიხედვით'' (თუ არ ვცდები მასე იყო). გამოიცა ფულის მუზეუმი როა კიროვზე მათი თაოსნობით....
bisti
qetusia

ქართული ნუმიზმატიკის შესახებ რაც კი გამოსულა მე მაიდან მაინც 1969 წლის გამოცემა კაპანაძეს ვანიჭებ უპირატესობას.

ეგ ალბომიც ვიცი ლამაზია მაგრამ ინფორმაციული ნაკლებად.

აბა ნუმიზმატებო გააქტიურდით.
Catherine
bisti
მე ნუმმიზმატი არ ვარ. მომწონს როცა ვათალიერებ სხადასხვა კოლექციებს და მაგ ალბომს წავაწყდი ჩემი მეგობრის დედასთან და მომეწონა. არ წამიკითხავს wink.gif
bisti
qetusia


სურათებით დათვალიერება დიდი ვერაფერი, შენ ის უნდა იცოდე როცა რეალურად გაქვს მაშინ რა სიამოვნებაა.

ესეც ჩემი ერთერთი უსაყვარლესი მონეტა მეფე გიორგი მესამის წესიერი ჭედი.

სპილენძი. 1174წ.
ავერსი: მეფე შევარდენით მარჯვენა ხელზე. ქართული ზედწერილი, გიორგის სახელი და თარიღი: “ გიორგი, ქორონიკონი 394” (1174წ.)

გაერთიანებული საქართველოს ძლიერი მეფე გიორგი III (1156-1184წწ.) სხვა არაბულ ზედწერილებთან ერთად მონეტებზე ხალიფასა და სელჩუკი სულთნის სახელებსაც ათავსებდა. მონეტაზე ქართველ მეფეთა ტიტულები არაბულადაა ამოკვეთილი, რაც წმინდა ეკონომიკური მოტივებით იყო ნაკარნახევი. ამით ახლო აღმოსავლეთის ბაზარზე ქართულ ფულს გზა ეხსნებოდა.
ამ მონეტაზე მხოლოდ ქართველი სუვერენია მოხსენიებული, ჩნდება თარიღი ქართული ქორონიკონით და რაც მნიშვნელოვანია ამავე მონეტაზე ქართული მხედრული დამწერლობით პირველად არის მოცემული მეფის სახელი “გიორგი”.



ქრონოლოგია ვერ გავყვები მაგრამ ვეცდები ნელ ნელა ყველა ქართული მონეტა დავდო აქ.
Catherine
bisti
ციტატა
სურათებით დათვალიერება დიდი ვერაფერი, შენ ის უნდა იცოდე როცა რეალურად გაქვს მაშინ რა სიამოვნებაა.

შენ აგროვებ?
bisti
qetusia

კი აბა ისე როგორ იქნება ეგ საქმე.

bisti
თუ ვინმეს აინტერესებ გაცვლა ან ყიდვა ან გაყიდვა შემიძლია გაცვლის ფონდი ჩამოვწერო აქ.
Catherine
ციტატა(bisti @ Apr 17 2009, 10:43 PM) *
qetusia

კი აბა ისე როგორ იქნება ეგ საქმე.

რა პერიოდის მონეტებს აგროვებ? rolleyes.gif მე მხოლოდ ერვნულ მუზეუმში მაქვს ნანახი საგანძურში ისე არ დამითვალიერებია.....
bisti
qetusia
დაწყებული მე--4-ე საუკუნე ქრისტეს შობამდე დამთავრებული დღემდე.

კოლხური თეთრები.
თამარის სხვადასხვა ტიპები. თამარ გიორგი არაწესიერი, თამარ დავითი წესიერი.
რუსუდანის მონეტები.
გიორგი III-ის.
დავით ნარინი.
დავით ულუ.
ჯალ-ალ-ად დინი.
შაჰაბასი.
ერეკლე.
ბაქარი.
დემეტრე .
რუსუდანი.

რავიცი ყველამეფის სახელი ჩამოვწერო ვისი მონეტებიც მაქ? biggrin.gif
Catherine
bisti
ციტატა
რავიცი ყველამეფის სახელი ჩამოვწერო ვისი მონეტებიც მაქ?

არა საკმარისი წარმოდგენა შემექმნა თქვენს კოლექციაზე smile.gif აღფრთოვანებული ვარ wub.gif
bisti
qetusia


მადლობა.

თქვენობით არაა საჭირო შეგვიძლია შენობით ვილაპრაკოთ.


http://www.coins.ge/coins/coingallery.htm

ამ საიტზე ქართული მონეტების ყველაზე დიდი ბაზაა თავმოყრილი.

საკმაოდ საინტერესოა შეგიძლიათ ქრონოლოგიურად მეფეზე მიკუთვნებით დალაგებული სურათები იხილოთ.

ცოტას წავიტრაბახებ და მაგ კატალოგში ჩემ მფლობელობაში მყოფი მონეტებიც შეგხვდებათ
bisti
ეხლა ალბათ სააღდგომოთ თბილისიდან წაავალ რამოდენიმე დღე და თემა არ დამიჩაგროთ რა.

მოუარეთ საკუთარი თემასავით. dry.gif
okicha
გადაიტანეთ ეს თემა მეცნიერებაში ! აქ ცოდოა.. თან კარგ ინფოებს დებენ ..
bisti
okicha
ციტატა
გადაიტანეთ ეს თემა მეცნიერებაში ! აქ ცოდოა.. თან კარგ ინფოებს დებენ ..


მართალი ხარ ნამდვილად მაგრამ იცი რა ცუდი ტენდენცია აღმოვაჩინე?

ისტორიაში არ შედის ხალხი რაც ძალიან მწყინს.
აქ მეტი ადამიანი ხედავს ამ თემას.

bisti
აი ეს საინტერესო თემაა აბა დააკვირდით ამ სხვა სურათი ვერ ვნახე ესეთი მონეტის და წიგნის გარეკანზე დააკვირდით გიორგი III-ის მონეტაა შევარდენისთ ხელში.

მასზე გადაჭედილია ჯალ-ალ ად დინის სიქა და ეს მონეტა რომელიც საქართველოს ძლიერების ნიშანი იყო ქცეულია დამპყრობლის მონეტათ.

სხვათაშორის ჯალალ ად დინმა ძალიან ბერი ქართული მონეტა გადაჭედა და თავისად აქცია.
მონეტას რომელსაც ეწერა "მეფეთ მეფე გიორგი მესიის მახვილი" დააწერა " ჯალ-ალ ად დინი სულთანი უზენაესი"



ისე ავტორი ჩემი მეგობარია და რეკლამაც გამოვა თუ ამ წიგნს წაიკითხავთ.
okicha
bisti
ციტატა
okicha ციტატა გადაიტანეთ ეს თემა მეცნიერებაში ! აქ ცოდოა.. თან კარგ ინფოებს დებენ ..

მართალი ხარ ნამდვილად მაგრამ იცი რა ცუდი ტენდენცია აღმოვაჩინე?

ისტორიაში არ შედის ხალხი რაც ძალიან მწყინს. აქ მეტი ადამიანი ხედავს ამ თემას.

არა პირიქით .. ისტორიაში იმიტომ არ შედის რომ ახალი და საინტერესო არაფერი იდება smile.gif აქაურობა კიდე აბანოს გავს ვერაფერს გაიგებ იმდენი უაზრო თემაა. მე მემგონი აქ 1-2 თვეა აღარ შემოვდივარ .. დღეს შემოვედი.. არა ისტორიის თემაში არა , მეცნიერება და წიგნებში უნდა გადაიტანონ წესით smile.gif
bisti
okicha


კი მეცნიერაბა და წიგნებში უნდა გადაიტანონ, ისტორია საერთოდ არაა აქ მგონი biggrin.gif

ისე მოდერატორი საკმაოდ ოპერატიული გოგოა მგონი და ყურადღებიანი და ალბათ ამ თხოვნასაც გაითვალისწინებს და გადაიტანს.

თუ ვინმეს მონეტების რეალურად ნახვა უნდა ფულის მუზეუმი გელოდებათ.
მართალია ბევრი ასლიაქვთ wink.gif მაგრამ მაინც კარგი სანახავია.
okicha
bisti
რავიცი მეც მივეცი ეგ რჩევა მაგ მოდერატორს და იმედია გადაიტანს smile.gif
anuchi
bisti

ქართულები არ მაქვსო sad.gif
anuchi
okicha

შენ გეტყობა აბანოსი და ქაოსში მართლა არ ყოფილხარ, მასე აღარ იტყოდი wink.gif
bisti
anuchi


ძალიან ცუდია. ქართულები ყველაზე საინტერერსოა.
--------------------------------------------------------------------------------------------
სანამ წავალ ერთ საინტერესოსაც გაჩვენებთ სურათზე გამოსახულია, ორმაგი მონეტა ეს კერძოდ თამარია.

ორმაგი მონეტა მიეკუთვნებოდა არაწესიერ ჭედს ანუ რაც მძიმეა მით მეტი რამის ყიდვა შეუძლია.

ხოდა დღემდე კამათია რატომ ორმაგები, ბევრს მიაჩნია რომ ორმაგი მონეტა შეიძლებოდა უბრალოდ გადაგეტეხა დახურდავების ნაცვლად.

ანუ ორივე მხარეს ორი სრულფასოვანი მონეტაა თუ დააკვირდებით.
bisti
ვინმეს აინტერესებს მონეტებზე მოჭრის თარიღი როგორ აწერია?

და ეს თარიღი როგორ უნდა გამოვითვალოთ ისე რომ მივიღოთ ის წელი როესაც მოიჭრა ეს მონეტა.


ეს კი ერეკლეს ბისტი, ერთერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ქართულ ნუმიზმატიკურ ძეგლებში,
მონეტის რევერსზე გამოსახყულია ორთავიანი არწივი, ანუ რუსული სიმბოლო რაც იმას ნიშნავს რომ გეორგიევსკის ტრაქტატის დადების შემდეგ ერეკლემ ქვეყნის სუვერენიტეტის გამოვლენა მონეტაზეც ვეღარ გაბედა, და მასზე რუსული სამეფოს ნიშანი დაიტანა.


ისე კოლექციონერის თვალით გეტყვით რუსები საკმაოდ მონდომებით ყიდულობენ ამ მონეტას და კარგადაც იხდიან.
okicha
ჩემი უმორჩილესი თხოვნაა გადაიტანეთ ეს თემა მეცნიერება და წიგნებში
bisti
okicha

მართალი ხარ შენ მარა ვის უნდა რო დაგიჯეროს აბა.


აქვე გიორგი IV-ის (ლაშას)

ფიგურული ცალებიდან ერთერთი მონეტა იხვის ფორმის.
სავარაუდოთ და მეც ვეთანხმები ამ აზრს მსგავსი მონეტები გამოიყენებოდა მაღალ წრეებში.

bisti
კიდევ ერთი დიდი მეფის თამარის მონეტა.

თამარისა და დავით სოსლანის სახელით 1200 მოჭრილი სპილენძის ფული „წესიერი“ ჭედისაა, მისი წონაა 6-7 გ. შუბლზე დროშისთავის მსგავსი ფიგურული ნიშანია, რომლის ორივე მხარეს მთავრულით დაქარაგმებულია თამარისა და დავითის სახელები. კუთხეებში „ქორონიკონი 420“ (1200), ან იშვიათად, მის გარშემო ზურგზე არაბული ოთხსტრიქონიანი ზედწერილია: „დედოდალი დედოფალთა, მშვენება ქვეყნისა და სარწმუნოებისა, თამარ ასული გიორგისა, მესიის თაყვანისმცემელი“.



გიგლემა
ვაა : )

საინტერესოა.

და კარგია.



გიგლემა
და მგონი მეცნიერება და წიგნებში უნდა იყოს ? : ?
bisti
რუსუდან დედოფლის ვერცხლის დრაქმა ერთერთი ძვირფასი ქართული მონეტებიდან.
მე ძალიან მომწონს რევერსზე გამოსახულია მაცხოვარი.
ავერსზე ძველქართული "რსნ" რუსუდან.
ძალიან ლამაზი მონეტაა.
bisti
ვინმე შეძლებს გამოიცნოს ვისი მოჭრილი მონეტაა ან სადაურია?

bisti
ხო მართლა მადლობა ტემის გადატანისთვის
skiron
ციტატა(bisti @ Apr 25 2009, 03:17 AM) *
ხო მართლა მადლობა ტემის გადატანისთვის


პირიქით, მადლობა თემისთვის. wink.gif ასე თუ გააგრძელებ თემის მენეჯმენტს, მთლად კარგი იქნება. wink.gif smile.gif
GORDA
bisti
ციტატა
ვინმე შეძლებს გამოიცნოს ვისი მოჭრილი მონეტაა ან სადაურია?

სომხურია?
bisti
GORDA

დავით VI ნარინის დირჰემია. თბილისის ზარაფხანა.

მოჭრილია 1247 წელს.

ძალიან მინდა ჩემ კოლექციშიდაც იყოს მაგრამ არაა სამწუხაროდ.

აქვე დავით ნარინის თბილისური ფელსიც ვნახოთ . სპილენძის.

bisti
ისე რამე მონეტები არავის არ გაქვთ შემთხვევით სახლში?

საინტერსო იქნებოდა გეთქვათ რა გაქვთ.
bisti
აქ ხო ერთს არ შემოიხედავთ რა. sad.gif
ნიუტა
bisti
შემოვიხედე..ჩემი ძმა აგროვებდა და ყოველთვის დიდი ინტერესით ვათვარიელებდი ,მაგრამ აზრზე არ ვარ რა ჰქონდა smile.gif
okicha
კარგია ეს თემა რო გადმოიტანეს smile.gif
okicha
ციტატა

ამას იუდაური ვასრსკვლავი რო აქვს ?
ვაა საინტერესოა ..
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2018 Invision Power Services, Inc.