დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: სამი წერტილი
რა? სად? როდის? ფორუმი > სამეცნიერო განყოფილება > მეცნიერება და წიგნები
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11
Jonathan Livingston
წიგნის კითხვისას ხშირად გვხვდება ისეთი ფრაზები, აბზაცები და დიალოგი, რომელიც ცალკე აღებული, ძალიან საინტერესო და კარგი წასაკითხია.
ამ თემაში დავპოსტოთ ჩვენი საყვარელი (საინტერესო) ნაწყვეტები სხვადასხვა რომანებიდან, წიგნებიდან და სტატიებიდან.




...

- თოფს რატომ ისვრიან? -იკითხა ბოქსერმა
- ჩვენი გამარჯვების აღსანიშნავად ! - შესძახა სქვილერმა
- რომელი გამარჯვების? - იკითხა კვლავ ბოქსერმა, რომელსაც მუხლებიდან სისხლი სდიოდა, ცალი ნალი დაჰკარგვოდა, ჩლიქი გაპობოდა, უკანა ფეხში კი თერთმეტი ტყვია ჰქონდა ჩამჯდარი.
- რომელი გამარჯვების ამხანაგოო? განა სულლ რამოდენიმე წუთის წინ არ გავაგდეთ მტერი ჩვენი მიწიდან, ,,ცხოველების ფერმის" წმინდა მიწიდან?
- მაგრამ მათ წისქვილი დაგვინგრიეს რომლისთVისაც ორი წელიწადი ვიშრომეთ!
- მერე რა, სხვა წისქვილს ავაშენებთ. ექვს წისქვილს ავაშენებთ, თუ მოვინდომებთ. შენ არ აფასებ ამხანაგო რამხელა სქმე გავაკეთეთ. მტერს უკვე დაკავებული ქონდა ეს ტერიტორია, რომელზეც ჩვენ ამწუთას ვდგავართ. ახლა კი, ამხანაგი ნაპოლეონის ხელმძღვანელობით, ამ მიწის ყოველი გოჯი უკანვე დავიბრუნეთ!
- მაშ ის დაგვიბრუნებია, რაც მანამდე გვქონდა, - თქვა ბოქსერმა.
- სწორედ ესაა ჩვენი გამარჯვება - მიუგო სქვილერმა .....

ჯ. ორუელი - ცხოველების ფერმა


P.S აბა თქვენ იცით, მე არ დამეზარა, არც თქვენ დაგეზაროთ, აკრიფეთ საინტერესო და საყვარელი ნაწყვეტები წიგნებიდან wink.gif
Jonathan Livingston
სამშაბათი. წვიმდა, არავითარი ტბა (მხოლოდ გუბეები). დედიკო საყიდლებზე გაემგზავრა. ვიცოდი რომ ლო სადღაც ახლოს ახლოს იმყოფებოდა. ფარული მანევრის შედეგად ის დედამისის საძინებელ ოთახში აღმოვაჩინე. სარკის წინ ქუთუთოს სწევდა, უნდოდა, მარცხენა თველში ჩავარდნილი ბეწვი ამოეღო. უჯრედებიანი კაბა ეცვა. თუმცა მის წაბლისფერ, დამათრობელ სურნელს ვაღმერთებ, მაგრამ კარგი იქნებოდა, თმა ხანდახან მაინც დაებანა. წამით ორივენი ავქანავდით სარკის თბილ სიმწვანეში, სადაც, ჩVენს გარდა, ალვის ხის კენწერო და ცა ირეკლეოდა. ხელი ტლანქად ჩავავლე მხრებშI, შემდეგ-ალერსით-საფეთქლებში მოვკიდე და სინათLისკენ მოვაბრუნე.
- აი, აქაა - თქვა მან - ვგრძნობ...
- შვეიცარიელი გლეგლეხიხი ქალი, ენის წვეწვერით...
- ...ამილოკავდა?
- აგრეა. მომოვსინჯთ?
- რა თქმა უნდა, მოსინჯეთ.
-მთრთოლვარე ნესტარი ნაზად გაუსვი მის მარილიან, თVალის კაკალს.
- რა კარგია - თქვა მან, თვალების ხამხამით. - აღარ არის.
- ახლა მეორე თვალი ...
- სულელო, - დაიწყო მან. - იქ სულაც... - მაგრამ იგრძნო თუ არა ჩემი მომუწული ტუჩების მიახლოვება, ხათღიანად მითხრა - OK.
.....

ვ. ბაბნუკოვი (ნაბუკოვი) - ლოლიტა

wub.gif
Illegal Astronaut
_ იედაი! იედაი!
სტეგი თითქმის განახევრებულია. მეძახის.
_ სტეგ
_ იედაი, დღეს ხომ დალიე ლურჯი სითხე?
_ სითხე?
_ ხომ დალიე, იედაი?
_ სტეგ!
_ დალიე?
_ ...
_ იედაიიიი!
_ არა, სტეგ.
_ იედაი
_ არ დამილევია, სტეგ.
_ არა?
სტეგი იცინის, ასეთ დროს ყურები უთამაშებს ხოლმე, მაგრამ არა ახლა. იცინის. ხმამაღლა იცინის.
_ სტეგ!
_ არ დაგილევია არა?
სტეგი ისევ იცინის.
_ არა, სტეგ. რა იყო?
უკვე შორიდან ვეძახი. მისი ხმა ძნელად აღწევს ჩემამდე.
_ არაფერი, იედაი, არაფერი, ისე. ისე გკითხე. გაიქეცი, გაიქეცი, ან როგორც გინდა.
_ სტეგ! სტეეეეეეეეგ!
სტეგი აღარ ჩანს. გავრბივარ.


ალექსანდრე ლორთქიფანიძე (ხვიარა)
Illegal Astronaut
ათასი ცხოვრება უნდა გავიაროთ ჯონ, ათი ათასი! მერე კიდევ ასი ცხოვრება, ვიდრე იმის სწავლას შევუდგებოდეთ, რომ არსებობს ისეთი რამ, როგორიცაა სრულქმნილება; შემდეგ კიდევ ასი ცხოვრება იმის მისახვედრად, რომ ჩვენი ცხოვრების მიზანი ამ სრულქმნილების პოვნა და გამოვლენაა. ახლაც იმავე კანონით ვმოქმედებთ: ჩვენს მორიგ სამყაროს იმის მიხედვით ვირჩევთ, რასაც ამჟამად ვსწავლობთ. ნურაფერს ისწავლი და მომდევნო სამყაროც ზუსტად ასეთივე იქნება, იმავე დასაზღვრულობებით და იმავე გადასალახი სიმძიმეებით.


რიჩარდ ბახ - თოლია ჯონათან ლივინგსტონ
Jonathan Livingston
† Lord Borgeze †
wub.gif


ნუ წიგნიდან არა მაგრამ, ეს საუკეთესო მომენტია სპექტაკლიდან : ,, მერე რა რომ სველია სველი იასამანი"

http://video.aol.jp/video-detail/-/4171210956
Illegal Astronaut
XII

მომდევნო პლანეტაზე ლოთი ცხოვრობდა. პატარა უფლისწულმა სულ ცოტა ხანი დაჰყო მასთან, მაგრამ ამ პლანეტაზე ნანახმა საგონებელში ჩააგდო,



- რას აკეთებ აქ? - ჰკითხა მან ლოთს, რომელიც მდუმარედ იჯდა და წინ აურაცხელი ცარიელი და სავსე ბოთლი ელაგა.

- ვსვამ, - პირქუშად მიუგო ლოთმა.

- რატომ სვამ?

- რომ დავივიწყო.

- რა უნდა დაივიწყო? - ისევ შეეკითხა პატარა უფლისწული, რომელსაც უკვე ებრალობოდა იგი.

- დავივიწყო, რომ მრცხვენია, - გაანდო ლოთმა და თავი ჩაქინდრა.

- რისი გრცხვენია? - შეეკითხა პატარა უფლისწული და ძალიან მოუნდა რომ დახმარებოდა მას.

- მრცხვენია, რომ ვსვამ!.. - დაასრულა საუბარი ლოთმა და დადუმდა.

პატარა უფლისწული დაიბნა.

„დიდები მართლა უცნაური ხალხია“, - გაიფიქრა მან და განაგრძო გზა.

ანტუან დე სენტ ეგზიუპერი - პატარა უფლისწული
Jonathan Livingston
....იმისი საცოდაობით მიკვდება გული. სახლის წინ მუხლებზე დაჩოქილი დგას ხოლმე და ცას შესძახის:
ჩამომეშველე, ზენაარო,
ეგ თალხი კალთა ჩამომაფარე,
ა, ეს თვალები დამიხუჭე,
ა, ეს ენა-პირი დამიდუმე,
ა, ეს მუხლები ჩამიშალე,
სული ნამგალივით გამიღუნე და
წამიყვანე!..
ამ სახის მიღმა გამიყვანე,
თორემ დავიღალე,
ამ ბნელ მღვიმეში ყოფნით დავიღალე.

გ. ჩოხელი - წერილი ნაძვებს

Jonathan Livingston
- ბევრი თავისუფალი დრო გეკარგებათ?

მპასუხობს:

- იოტისოდენადაც არა.

მიკვირს:

- ეს როგორ?!

იმასაც უკვირს:

- აბა, რატომ უნდა დავკარგო?!

„აა, ვერ მიმიხვდით, - თავაზიანად ვუხსნი, - რა თქმა უნდა, თქვენ არ გინდათ დროის დაკარგვა, მაგრამ ხომ მგზავრობთ ტრანსპორტით, ხომ უნდა შეიაროთ გასტრონომსა თუ მაღაზიაში, ხომ უნდა დაიმზადოთ ვახშამი, ანდა სასადილოში ისაუ...“ და მაწყვეტინებს: „პირიქით, პირიქით, თქვენ ვერ მიმიხვდით - მე ნამდვილად არ დავკარგავ დროს, თუკი დავდგები რიგში, ან თუ ერბო-კვერცხს შევიწვავ, ანდა ტრამვაით თუ ვიმგზავრებ...“

ვღიზიანდები:

- რატომ?

„იმიტომ რომ, - ამბობს, - თქვენ ლიტერატურის სიყვარული მხოლოდ და მხოლოდ წიგნის კითხვა გგონიათ? და ყოველივე იმას, რასაც წაიკითხავ, გააზრება არ უნდა? დიდი ამბავი, ტრამვაიში თუ დაჯდები ან დადგები, ყირამალა დგომისასაც კი შეიძლება ფიქრი“. „კი მაგრამ, რაზე?“ „რაზე და რასაც წაიკითხავ, იმაზე… ან, რაც გაგახსენდება…“

ოოხ, ხელმძღვანელი… მაინც განვაგრძობ:

- და თუ ხასიათზე არა ბრძანდებით?

- ჰეე, - ეღიმება, - სწორედ მაშინ უფროა საჭირო, როცა ხასიათზე არა ხარ.

- რატომ?

- ხასიათზე რომ მოხვიდე.

გიჟია, ვიღაცაა, ოხერი… თანაც მიყურებს და განცვიფრებული ამბობს: „ღმერთო, როგორ ჰგავხართ აურელიანო სქელს, სანამ გასუქდებოდა… ხომ არ გეწყინებათ აურელიანო რომ დაგიძახოთ? ...... smile.gif

გ. დოჩანაშვილი - კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა
@freya@
ჩენი უბედურება, ამჟამადაც ეგაა: ჩვენში მოღალატენი სჭარბობდნენ ერთგულებს, განა თუ სხვისი საკუთარი თავის და თავის ხალხის მოღალატენი, კარგად ვიცი, თვით ჩემს მსტოვრებში ნახევარი ბიზანტიელებს ჰყავდათ შესყიდული ნახევარი სარკინოზებს.
როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინბეს მას.
ბასიანთან აზნაურებს რომ არ ეღალატნათ, იქაც ვძლევდი ბასილი კეისარს, იცოდე.
თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ უშველის პიპა, რადგან ჯერ არსად გაუმარჯვნიათ მშიშრებსა და მსტოვრებს.
სიყრმე და სიჭაბუკე საქართველოს შევალიე, მაგრამ ქართველები "აფხაზს" მეძახდნენ, ხოლო აფხაზები - "ქართველების მსტოვარს" მიწოდებდნენ ბაგრატოვან ლაზს.
დამანელა აზნაურებისა და სარდლების კინკლაობამ, პიპა, ჩვენში ყოველ ნაბიჭვარს აზნაურობა სწყურია, ყოველ ნაცარქექიას - სარდლობა.
მუდამ ბიზანტიელებს ეგებოდნენ ფეხქვეშ ჩჩვენი სულელი აზნაურები და ღორმუცელა ეპისკოპოსები, მეფეები მწვანე ეტლებს მიეტრფოდნენ და ბიზანტიურ ხარისხებს, ამიტომაც არ მიყვარდა პაპაჩემი - გურგენ მაგისტროსი, მამაჩემი - ბაგრატ კურაპალატი და მცხეთიდან გაქცევის წინაღამეს ჩემს ვაჟს წავეკიდე, ბაგრატს.
ჩვენი უბედურება ეგაა: სხვის ფანდურზე ბუქნაობა გვიყვარს ამიტომაც მუსრს ავლებდა საქართველოს სხვის ქვეყანაში ატეხილი ჭირი.
ხალხიც აზნაურებს ბაძავდა პიპა, ამიტომაც მშვენიერს "უცხოს" უწოდებდნენ. კარგ ქართულ თხილს "ბერძნულს" ხოლო საუკეთესო ცერცვსაც "ბერძნულს"
სიმთვრალეში კარგი ვაჟკაცები ვართ და კარგი რიტორები პიპა, ეგაა ოღონდ - სიფხიზლის დროს ჩადენილი ცუდკაცობა სიმთვრალეში გვავიწყდება ხოლმე, ხოლო ქეიფის დროს დანაქადები უკვე აღარ გვახსოვს გამოფხილებულებთ.
მეც მჭირდა ეს სენი პიპა, სიმთვრალეში მოვაკვლევინე ფხოველებს დედიჩემის დისწული გირშელ, თრიაქით მთვრალმა.
ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს, მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია მას ისე დავკორტნით როგორც დაკოდილ ძერას ყვავები."
მცირე ხანს დადუმდა თვალდახუჭული უცნაურად დემანჭა სახე. ისევ გადაედო მკვდრისფერი, მერმე გაახილა თვალი და ეუბნება უშიშარაისძეს:
"ახლა ადექი პიპა, მღვდელთაგანი მომგვარე ვინმე, არ მიყვარს პამპულა ეპისკოპოსები, უბრალო დიაკვნის პუტუნი მენატრება, პიპა."
გავიდა უშიშარაისძე, ვიღაც ახმახი დიაკონი გამოეძებნა სოფელში, როცა გიორგის სამყოფელს მიეახლა, გამოექცა დიაკონს, სვეტს მიეყრდნო და ზლუქუნებდა ეს ვეება ვაჟკაცი ბნელში.
თავზე წამოადგა დიაკონი მომაკვდავს, ცალ ხელში დავითნი ეჭირა, ცალშიც ანთებული კელაპტარი და პუტუნებდა:
"ღმერთო სულთა და ყოველთა ხორციელთაო, რადგან სიკვდილი ნაქარვე და ეშმაკი დასთრგუნე და........."

გიორგი იწვა გულზე ხელებდაკრეფილი, მხოლოდ ზემოტუჩი უტოკავდა ნელა სულ ნელა, თითქოს ეჩურჩულებაო ვიღაცას.
წაიბუტბუტა:
"მომიცადე დედა!"
პიპას ზლუქუნი შემოესმა გარედან, თვალი გაახილა დიაკონი უშიშარაისძე ეგონა, ხოლო ანთებული კელაპტარი - ცეცხლის მფრქვეველი ხმალი, ეუბნება:
"რა გატირებს! დამკარი, შე უღმერთო, ეგ ხმალი, ბარემ გათავდეს ეს ცხოვრება, პიპა."
ეს იყო მისი უკანასკნელი სიტყვები ამქვეყნად.

როცა ქუთაისში ასაფლავებდნენ მის ცხედარს, საშინელი წვიმა და ქარი ჰქროდა.
პირველად ერთ მესაფლავეს წამოსცდა სიმართლე მისი უთავჟამო და ბობოქარი ცხოვრების გამო.
როცა მოტირალები, დიდებულები და მოსეირენი წავიდ-წამოვიდნენ მოხუცმა მესაფლაცემ ეს უთხრა ახალგაზრდას:
"არცა სიკვდილში ჰქონია გიოგი მეფეს ბედი."


კონსტანტინე გამსახურდია
დიდოსტატის მარჯვენა



wub.gif wub.gif
S.A.L.O.M.I.K.A.
"_ რა არის სიცოცხლე?
_ სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა.
_ სიკვდილი?
_ სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა..."

გოდერძი ჩოხელი "ადამიანთა სევდა"
drakulas_bidzashvili
- ცასწავალ! ცასწავალ! ცასწავალ! - იძახდა ცასწავალა და ისე მაღლა წავიდა, ოდნავღა ჩანდა, გასცდა იმ ზღვარს, სადამდისაც ადრე მიდიოდა ხოლმე - უკანასკნელ ძალ-ღონეს იკრებდა და ერთი სურვილით შეპყრობილი, მიწაზე დარჩენილ ფრთოსნებს ჩამოსძახოდა: ცასწავალ! ცასწავალ! ცასწავალ!


გოდერძი ჩოხელი -ცასწავალა
drakulas_bidzashvili
ყველა გენიოსები ნაციონალურმა ნიადაგმა აღზრდა, აღმოაცენა და განადიდა იქამდის, რომ სხვა ერებმაც კი მიიღეს ისინი საკუთარ შვილებად. მაშასადამე, გენიოსებმა თავის სამშობლოს გარეშეც ჰპოვეს სამშობლო - მთელი ქვეყანა, მთელი კაცობრიობა...


ვაჟა-ფშაველა - კოსოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი
Tengobarca
...სიმართლე ყოველთვის ჯობს ნაკლებმა ხალხმა იცოდეს! ის ცხვირზე ამოსულ მუწუკს წააგავს, რომელიც მაინცდამაინც მაშინ ამოდის როცა წვეულებაზე ხარ დაპატიჟებული. ჩემი წიგნი მუწუკი უფროა, ვიდრე გაპრანჭული წვეულება, ასე, რომ ტყუილებისა და გართობის მოყვარულთ გთხოვთ საკუთარ სახლში, სარკის პირდაპირ დამტოვოთ...

მშვიდი ცურვა-ირაკლი ჩარკვიანი
chiqo
- ცუდ სიმთვრალეზე უარესი არაფერია ნამდვილად...
- სხვა რამეა ნამდვილად ცუდ სიმთვრალეზე უარესი!..
- რა?..
- ცუდი დიფხიზლე.. ცუდ სიმთვრალეს კიდე ეშველება, ცუდი სიფხიზლე თქვი შენ...



ჩემი ხელწერა.

გურამიკო დოჩანაშვილი - ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ ჭირდება wub.gif
Tom Sawyer
ომი მშვიდობაა
მონობა თავისუფლებაა
უმეცრება ძალაა
sopo
...დაილოცე, სიცოცხლევ, დაილოცე, თვალი რომ ჩამიდგი და ვხედავ, გული რომ ამიძგერე და ვგრძნობ, გონება რომ მომეცი და ვფიქრობ. შენაც დაილოცე, სიკვდილო, შავფერო და ცივშუბლიანო, ყველა იცი, ვინ სადა ვართ, სად სიკეთე კელაპტარივით გვინთია და სად ცოდვა შავი მატყლივით გვიგროვებია. მოხვალ და წაგვიყვან. შენ რომ არა, ისე ტკბილი არ იქნებოდა ეს მათრახის ტარივით მოკლე წუთისოფელი...



...ადამის მოდგმის ყველაზე დიდი რჯული სიკეთეა. ქუდოსანი ხარ თუ დედაკაცი-ჯერ ადამიანი იყავ. ბეჩავები გებრალებოდეს, ობლის ცრემლს უბეში ჩაიყრიდე, მშიერს პურს გაუწვდიდე. ასეთები ცოტანი არიან...


ჯემალ აფციაური: "არწივები ცაში კვდებიან".
S.A.L.O.M.I.K.A.
...იმ ღამით ბევრი ვიფიქრე,ძალიან ბევრი,რაღაცნაირად,ღრმა და მაღალი ფიქრი იყო;განთიადისას ერთ რამეს მივხვდი!
-რას..
-რომ დედამიწას სიყვარული ატრიალებს,დომენიკო.

გურამ დოჩანაშვილი



მიენდე იმას რაც მოგეცა, მშვიდად ამოძრავე კიდურები, იცურე აუღელვებლად... სხეული ხომ ნავია... ხელები ნიჩბები... მოუსვი ისინი ისე რომ არ შეაწუხო შენს გვერდით მოცურავენი... ისინიც ეძებენ სწორ და ნეტარ რიტმს. ეცადე შეინარჩუნო მშვიდი ტემპი, არ შეანელო და არც ააჩქარო მოძრაობა... რომელიც თანდათან მუსიკასავით შთანთქავს მთელ შენ არსებას... მიყევი მას და გახსოვდეს, რომ შენი მელოდია განუმეორებელია, ყველაფერთან შესაბამისი და ჰარმონიული.


ჩემი ხელწერა.. smile.gif
drakulas_bidzashvili
წარმოიდგინეთ ათასწლეულები, გაამრავლეთ მარადისობაზე და მთელი ამ ხნის განმავლობაში მე ვიყავი დედამიწაზე


ბრედ პიტი - გაიცანით ჯო ბლექი

მევასება ეს ფრაზა... smile.gif
drakulas_bidzashvili
წუთისოფელს სამი რამ აკლია, ცას საყრდენი, ზღვას ხიდი და ადამიანს სამართალი...

ნატვრის ხე
chiqo
მოგვიანებით, როცა იგივე ფრაზა ფხიზელ გონებაზე გაახსენდება და საკუთარ თავზე ისეთივე ირონიიტ გაიცინებს, როგორც სხვებზე იცინის ხოლმე, გულში დარწმუნებით იტყვის: ეს უადგილო ფიქრი სიზმრის დაბოლოება იყო და არა სიფხიზლის დასაწყისი. სინამდვილეში რა თქმა უნდა მთლად ასე არაა საქმე. სინამდვილეში ეს ის იშვიათი და მოუხელთებელი წამია, როცა ორ სხეულს ერთსა და იმავა დროს ერთი და იგივე ადგილი უჭირავს, როცა კაცი პირისპირ ხვდება საკუთარ თავს, როცა გამოწკეპილი და ფხიზელი ლოგიკა უკვე გამოცხადდა სამსახურში და მკლავებაკაპიწებული მიუჯდა სამუშაო მაგიდას, რომლიდანაც დამლაგებელს ჯერაც არ გადაუწმინდავს ალოგიკური მტვერი. მაგრამ ლუარსაბ რაზმაძემ ეს არ იცის (და შეიძლება არც არასოდეს გაიგოს). ლუარსაბ რაზმაძემ გაიფიქრა, მგონი, დავიბადეო, და, როგორც კი ტვინში სიზმარი ელვასავით აენთო და ჩაქრა, გაახსენდა, რომ ამ დილიტ სამოცი წლისა გახდა.



ჯემალ ქარჩხაძე _ დღე ერთი.


არ შემეძლო არ დამეწერა wub.gif
Catherine
ჭა იფან იგდრაზილის შორიახლოს


ადოლფ ჰიტლერმა შექმნა დიდი გერმანია; იგია მისი სუვერენული დამაარსებელი. მართალია, მისი მოღვაწეობა ჯერაც არ გასრულებულა, მაგრამ ისტორიამ მისი სახელი უკვე ამოტვიფრა მითიურ რუნებში. ამის გახსენებაზე გონებაში ამოტივტივდა ერთი ჩრდილოური მითი:

გამიგონია ხარობს სადრაც ერთი იფანი
იგდრაზილია სახელი მისი
ტანაშოლტილ ხეს მუდამ ადგას ნათელი ნისლი.
იქიდან მოდის თურმე ცვარ-ნამი,
დაბლა ხეობებს რომ ეფინება.
თვითონ იფანი მარად მწვანეა,
ურდის ჭის ახლოს ამონაზარდი


კვლავაც საკვირვლად ჰყვავის მსოფლიო ხე. მის ახლომახლო ჭები არ დაშრეტილა. ორი ფრინველი, ორი გედი ბუდობს იმ ურდის ჭაში. მათი მედიდური, მელანქოლიური ცურვა უსაშველოდ ნაზი ფშვინვით ავსებს კოსმიურ სიჩუმეს. იფნის კენწეროში ირმები სახლობენ. მათი კრიალა თვალებიდან გაცხადებული ყოფიერების პირველმზერა გამოკრთის. დაკუნტრუშებენ ეს ღვთისშვილები და შენს სმენას ფოთლების შარიშური აჯადოებს.

„იქიდან მოდის თურმე ცვარ-ნამი,
დაბლა ხეობებს რომ ეფინება".

იმ იფნის შთამომავლები არიან; თეოდრიხ დიდი, დითრიხ ბერნელად წოდებული, ოტო I, გერმანელი ერის წმინდა იმპერიის შემქმნელი, ფრიდრიხ II ფონ ჰოჰენშტაუფენი.

ეს ხე ადოლფ ჰიტლერის საგვარტომოც გახლავთ. მისი მაცოცხლებელი ძალა იმ ჭიდან მოედინება, მსოფლიო იფანს რომ ასაზრდოებს...




გრიგოლ რობაქიძის ჰიტლერიდან wink.gif
Catherine
A few faded red flowers drifted past on the water, red as dried blood, and Meggie's heart began
beating so hard again that she put her hand to her breast. What was the matter with her?
Fenoglio undid the bag at his belt and tipped a domed red stone out into his hand. "Isn't it
magnificent?" he asked. "I went to get it this morning while you were still asleep. It's a beryl, a
reading stone. You can use it like spectacles."

თუ არ გაქვთ წაკითხული წაიკითხეთ inkspell..... საყვარელი წიგნია wub.gif
GVANCA
- არ გძინავს, გერასიმე?

- არაჰ! - აღმომხდა.

- რატომ არ გძინავს, ა, გერასიმე...

- რა დამაძინებს... რა მინდოდა აქ!

- რუკზაკს გათხოვებ, ბეჭებქვეშ დაიგე...

- არ მინდა, რატომ წამომიყვანე...

- ერთი რამის სიყვარულით...

- რის სიყვარულით, კაცო...

- დაფარვა რომ სჭირდება...

- რატომ სჭირდება...

- უხერხულია გამჟღავნება, იმდენად ნაღდია... - და იდუმალის ხმით დააყოლა, - გულში სათუთად უნდა ატარო...

- რაა ასეთი...

მთლად დაიდაბლა ის ოხერ ხმა, იმ სიბნელეში, მომაჩურჩულა:

- საქართველოა, გერასიმე, ჩვენი...



გურამ დოჩანაშვილი-----"ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება"
una
მართლა, ეს რა მცენარეა?
რომელი?
ესა...
რომელი, აბა...
აი ეს, ყველგან როა...
აჰ, ეგა? - მიმოიხედა დომენიკომ და ზიზღით დაუმატა, - გვიმრა.
როგორ?
გვიმრა.
რა უცნაური მცენარეა, რამეში თუ გამოიყენება...
არა, არაფერში... რამეში რომ გამოიყენებოდეს, ამდენი იქნებოდა?
აჰ, არა, არა, ეგ არ გაიფიქრო, - ხელი გაასავსავა ლტოლვილმა, - რაღაი ამოდის, ალბათ გამოიყენება კიდეც.
რაში?
მე არ ვიცი, რაში... თქვენ უნდა იცოდეთ.
არ გამოიყენება და რა ვქნა...
შეუძლებელია, - განაცხადა ლტოლვილმა.
აგერ, ვისაც გინდათ, იმას ჰკითხეთ...
არა, მე კი მჯერა, რომ არ იციან... მაგრამ არ შეიძლება, რაიმე დანიშნულება რომ არ ჰქონდეს.
რასა, გვიმრას? - აგდებულად გაიღიმა დომენიკომ, - მაგას ღორებიც არა ჭამენ.
ეგ არაფერს ნიშნავს.
თხებიც არ ჭამენ, არც ცხვრები, შიმშილით რომ კვდებოდნენ, პირს არ ერ დააკარებენ.
მართლა? რა უცნაური მცენარე ყოფილა – დაინტერესდა ლტოლვილი და ერთი შტო მოწყვიტა, - ხედავ, როგორი ყოფილა?
როგორი?
აი, ერთად როცაა, ბუჩქად, მართლაც რომ შეუხედავია, მაგრამ აბა ერთი შტო დაიჭირე მაღლა და ისე ისე გახედე, რა მშვენივრად აქვს ასხმული ფოთლები... და ფოთლებიც რა უცნაურია... - ლტოლვილი ისევ წამოწვა, ხელში ატრიალებდა შტოს.
დომენიკო გაკვირვებული შესცქეროდა.
და შენ კიდევ ამბობ, არაფერში გამოიყენებაო, არა?
აბა რა!
მაშინ რატომ არ ჭამენ ღორები?
მე რა ვიცი.
რაღაცა არის ამ მცენარეში ისეთი, რომ თხები და ღორები არ ჭამენ... შენ ალბათ ისიც არ იცი, გველის შხამით რომ მკურნალობენ?
როგორ – მკურნალობენ?..
ავადმყოფს არჩენენ.
უხსენენბლის შხამით? - დაეჭვდა დომენიკო, და მაშინვე ხელი ჩაიქნია, - რას ამბობთ, ეგ ხომ ადამიანს კლავს.
ლტოლვილი წამოჯდა და მიმოიხედა:
რა, თქვენს სოფელშიც არიან?
როგორ არ არიან... შავები.
ჰოო? ბევრია?
არც ისე... მაგრამ ერთი უხსენებელია, მტრისას... ნემსისხელაა, არც ჩანს, არც არაფერი, მაგრამ თუ ვინმეს უკბინა, იმწამსვე, მაშინათვე კლავს...
მართლა? რა ჰქვია...
პატარას? იირკოლა ჩი...
იირკოლა ჩი... - გაიმეორა ლტოლვილმა, - მერედა, ბევრია?
არა, ორ-სამ წელიწადში ერთხელ თუ უკბენს ვინმეს.
ჰოო, ეგ კი ვერაა კარგი ამბავი... ისე კი, დომენიკო, მცოდნე ხალხი მაგ იირკოლა ჩის შხამიდან უებარ წამალს დაამზადებდა.
მართლა?
მართლა.

გურამ დოჩანაშვილი, "სამოსელი პირველი"
una
ერთი იცოდე, დომენიკო: ის ნიადაგი, სადაც მცენარე-მტაცებელი იზრდება, ცუდია. მცენარის ბრალი კი არაა, მწერებს რომ ხოცავს და ისე იკვებება, ნიადაგის ბრალია, კარგად დაიმახსოვრეს, დომენიკო.

გურამ დოჩანაშვილი, "სამოსელი პირველი"
una
საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა. გვხვდება დაბლობებიც. წარმოიდგინეთ, მიკრო-უდაბნოც კი მოიძევება. მოჰყავთ ვაზი, ჩაი, ციტრუსები, კომბოსტო. მოსახლეობის მოზრდილი ნაწილი ქართველებია. ეროვნულ ტანსაცმელს აღარ ატარებენ. როგორც ყოველგან, წყაროს წყალი აქაც სჯობს ონკანისას. მოსახლეობა უმეტესწილად ქალაქად, ხუთ-რვა-ცხრა-თოთხმეტ-თექვსმეტსართულიან სახლებში ცხოვრობს. და ხანდახან სოფელი ენატრებათ. ქართველებში, ისევე როგორც მსოფლიოს ყოველ კუთხეში, ხანდახან თავისებური ადამიანებიც შეინიშნებიან. თავისებური ადამიანი, როგორც წესი, უბოროტოა და ერთგვარი ცნობისწადილის აღმძვრელი, თუმცა გამონაკლისი, როგორც ყველგან და ყველაფერში, აქაც დასაშვებია.

გურამ დოჩანაშვილი, "ერთი რამის სიყვარულით დაფარვა რომ სჭირდება, ანუ მესამე ძა კეჟერაძე"
una
იქით წადი, აქეთ მოდი, სანდროსთვის სამადსამი ცნება უუმთავრესი იყო – ბავშვობა, თავისუფლება და სიყვარული...

გურამ დოჩანაშვილი, "იქამდე"
una
იყო 1921 წელი, როცა საქართველოში იმდენი გონიერი ადამიანი ცხოვრობდა, რომ ალბათ დაიწყებოდა ახალი რენესანსი, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მიხვდა მაშინ, რომ დავკარგეთ სამშობლო და როცა სამშობლო ქრება, იქ მხოლოდ აჩრდილები რჩებიან. აჩრდილები კი, ვერსად მიდიან, რადგან მათ მხოლოდ ადევნება შეუძლიათ და ვიღაცას ადევნებული სამშობლო კი, როგორც წესი, "ფურთხის ღირსია" (აკაკი წერეთელი)...

დათო ტურაშვილი, "ტიბეტი არ არის შორს"
una
... ან კი რა დამაძინებდა იმ ღამეს, როცა საკუთარი ქალაქი და ქვეყანა, შორეული კატმანდუს პატარა სასტუმროს პატარა ოთახში კიდევ ერთხელ აღმოვაჩინე და რამაც ყველაზე მეტად გამაოცა, უცხო თვალებით დანახული სიმართლე იყო. ეს იყო ფერები ჩემი ქალაქის, უცხო კაცმა რომ დამანახა და ისიც ამიხსნა, თუ რატომ ვერ გახდება საქართველო ევროპა ან აზია, რატომ არ ამოვა მზე ჩრდილოეთიდან (როგორც არ უნდა მოვინდომოთ) და რატომ ვერ შეცვლის ჩრდილოეთის მოგონილ მზეს, დასავლეთიდან ამოცურებული (ისიც მოგონილი) ახალი მზე. თურმე უბრალო და მარტივი მიზეზის გამო: ახალი შეიძლება იყოს მხოლოდ მთვარე, მზე კი - მხოლოდ აღმოსავლეთიდან ამოდის...


დათო ტურაშვილი, "ტიბეტი არ არის შორს"
una
..."ყოველ ცოცხალ არსებას უყვარს სიცოცხლე, ისევე როგორც შენ და მხოლოდ შენ უნდა შეძლო ყოველ ცოცხალ არსებაში საკუთარი თავი იპოვნო და აღმოაჩინო. და როცა ამას შეძლებ, მიხვდები, რომ არავინ და არაფერი, არასოდეს არ უნდა მოკლა დედამიწის ზურგზე, რადგან სიკვდილს შენსავით სხვებიც უფრთხიან, რადგან სიცოცხლეს შენსავით, სხვებიც ეტრფიან..." ეტრფიან სიცოცხლეს, რომელიც სულაც არ არის ვინმეს, თუნდაც საკუთარი მშობლების საკუთრება და "მშობლები ცდებიან, როცა ფიქრობენ, რომ შვილები ეკუთვნიან მათ და ამიტომაც შვილებმა მათი კარნახით უნდა იცხოვრონ. მშობლები ცდებიან, როცა ფიქრობენ, რომ შვილებმა უნდა გააკეთონ ის, რაც მშობლებს სურთ და სწადიათ. მშობლები ცდებიან თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თავად მშობლებიც არ ეკუთვნიან საკუთარ თავს და უმთავრესი ის არის, რომ ადამიანი თავისუფლებისათვის იბადება..." ამიტომაც, ალბათ, თავისუფლებისმოყვარე ქართველებმა უკვე მეთერთმეტე საუკუნეში თარგმნეს ტიბეტური "სიბრძნე ბალაჰვარისი" და ევროპაც რომ ბუდისტური სწავლების გაცნობას ადრეული შუასაუკუნეებიდან შეუდგა, სწორედ ქართველი ექვთიმე ათონელის დამსახურებაა. ასე რომ, წითელი რკინის ჩიტის ამბავი საქართველოში ძველთაგანვე იცოდნენ და რა გასაკვირია, რომ მეოცე საუკუნის ოციან წლებში საბჭოთა თვითმფრინავის ხევსურებმა თოფი ესროლეს. ხევსურები, როგორც ყოველთვის, ცამდე მართლები იყვნენ...

დათო ტურაშვილი, "ტიბეტი არ არის შორს"
una
ყველაზე ლამაზები კატმანდუში, როგორც ყველგან, რა თქმა უნდა, ბავშვები არიან...

დათო ტურაშვილი, "კატმანდუ"
una
ბოლშევიკებმა ჩვენს სისუსტეს (ზოგადადამიანურს ალბათ და არა მხოლოდ ქართულს), ზუსტად აქილევსის ქუსლში მიაგნეს და საბჭოთა მოქალაქეს (ძირითად ნაწილს, რა თქმა უნდა), სრულიად დაუმსახურებლად, დამაკმაყოფილებელი საზრდო მისცეს. საბჭოთა მოქალაქეთა ძირითად ნაწილსაც ზუსტად იმდენი ჰქონდა ხელფასი, ოჯახის გამოსაკვებად და ჩასაცმელად რომ ჰყოფნოდა. ამიტომაც იმ ძირითად ნაწილს უფრო მეტის არც სურვილი ჰქონდა, არც მოთხოვნილება და სამსახურებშიც დილიდან ხუთ საათამდე იყო ხოლმე ჭადრაკისა და დომინოს თამაში (ქალები ყავას იდუღებდნენ). ჭადრაკისა და დომინოს ყველაზე სუსტ მოთამაშეებსაც კი თვეში ორჯერ მაინც განაღდებული ჰქონდათ კუთვნილი ჯამაგირი არაფრის გამო და სრულიად საკმარისი იყო მათთვის, რომ შიმშილით არ მომკვდარიყვნენ და მათში ბუნებრივად მოკვდა უმთავრესი თვისება ადამიანისა, რაც ყველა ქვეყნის განვითარებისა და პროგრესის აუცილებელი პირობაა - ეს ინიციატივა და პასუხისმგებლობაა საკუთარი არსებობის გამო.

დატო ტურაშვილი, "კატმანდუ"
una
ნუ ვეძებთ ჩვენს ბედნიერებას სხვებთან ერთად, საკუთარი ბედნიერების გზა უნდა გამოვნახოთ და თუ ეს გზა რთული იქნება (ალბათ ხშირად) მაინც არ უნდა გვეშინოდეს. არ უნდა შეგვეშინდეს პასუხისმგებლობის და პირველივე გასაჭირის შემდეგ, პირველივე შემხვედრს (დსთ იქნება თუ სხვა) თავი არ უნდა შევაფაროთ. მხოლოდ რუსეთი არ იგულისხმება და თავის დროზე, ინგლისელებმა თუ გერმანელებმა ისევე დაუთმეს საქართველო საჯიჯგნად ბოლშევიკებს, როგორც თავად ქართველმა მენშევიკებმა.
და ამიტომაც იმედი ისევ საკუთარი თავისა უნდა გვქონდეს - იმ თავისა, მხრებზე რომ გვაბია და შიგ, ღმერთისგან ბოძებულ ტვინს ცოტა განძრევა რომ სჭირდება, რადგან ჩვენში ნატოს ჯარების გამოჩენამდე კიდევ ბევრი წყალი ჩაივლის და ერთადერთი, ვინც შეიძლება საქართველოს უშველოს და დაეხმაროს, ისევ ქართველია, სამწუხაროდ, მეტი არავინ.

დათო ტურაშვილი, "კატმანდუ"
GVANCA
"...მე გული მტკივა თქვენ რომ შეგცქერით, ოო, ისე მწყინს თქვენი ყოველი უმსგავსობა, მაგრამ მაინც მიყვარხართ, ეჰ რა კარგია, რა შესანიშნავი გრძნობაა რომ იცოდეთ... მეც თქვენსავით ვიაყვი ერთ ხანს, მხოლოდ ჩემიანები მიყვარდა, და მერე, ჩემთვის მოულოდნელად, სულში გამეფურჩქნა უცნაური ,სიყვარულის მცენარე - აბა, თუ მიხვდებით, რომელი?
- ყაყაჩო!
- არა, ჩქარა ჭკნება!
- ენძელა!
- ნაზია ძალზე...
- გეორგინი!
- გაფოფრილია...
- ვარდი?
- შაბლონურია...
- აბა რა?
- და უცებ სულში გამეფურჩქნა უცნაური მცენარე, სიყვარულის კაქტუსი - ეკლიანი და ეკლებიანი, ოღონდ საოცრად ტკბილი იყო მისი მისი ყოველი ჩხვლეტა, და აი ახლაც, თქვენ რომ გიყურებთ, ახლა მჩხვლეტს და რომ იცოდეთ როგორ მიყვარხართ ... "



გურამ დოჩანაშვილი-"სამოსელი პირველი"
GVANCA
დედამიწას სიყვარული ატრიალებს, დომენიკო.... ასე რომ არა, დაიქცეოდა...
ამდენი ცოდვა დაამძიმებდა, ვეღარ შესძლებდა ბრუნვას,
ზოგ-ზოგებისადმი სიყვარული რომ არა....


გურამ დოჩანაშვილი-"სამოსელი პირველი"
Jonathan Livingston
ფილმი, სპექტაკლი, წიგნი...
ნაბისმიერაი ფრაზა რაც საინტერესო, სასიამოვნო მოსასმენი და წასაკითხია დაპოსტეთ ამ თემაშI
!
smile.gif
Bidzatqveni
რა დროს ლექსიაო! მოუკვდა პატრონი,
ხმლით შემოვარდნილა ერეკლე ბატონი...

რავიცი რატომღაც ჟრუანტელი მივლის ხოლმე ამ სტრიქონებზე
anuchi
"ველზე დაფრინავს პეპელა მარდი
და სულ არა აქვს სიკვდილის დარდი.."
drakulas_bidzashvili
-ეუF...
-რა?
-გევიდა გაღმა...
-სა გაღმა???
-მარილზე...
-რა მარილზე???
-მოკვდა!მოკვდა! წაიღო ჩემი სამი ჩაფი ღვინო ...
მოკვდა?....?....?....

შერეკილები... biggrin.gif
drakulas_bidzashvili
რით ვერ გაიგო ამ ხალხმა!!! სიყვაული არის ვერტიკალური და ამასთანავე ბრუნვადი, სულიერი მღელვარება მიისწრაფვის ცისკენ!


შერეკილები
una
Davit Kiknadze.... (ერთ-ერთი პირველი სიაში... მოულოდნელი ჩემთვის.. და საყვარელი მოხუცი ....)


Schindler's List
anuchi
the truth is out there...

X - Files
bisti
-სემ.
-დიახ. იყო პასუხი ბნელი კუთხიდან.
-მომიახლოვდი.
დუმილი.
-სემ.
კვლავ დუმილი.
-სემ გთხოვ.
და სიბნელიდან გამოჩნდა სახე სახე რომელსაც...
NIA
...
რამდენიმე წელიწადს ცხოვრობდა, სჭამდა, იცინოდა,უყვარდა და სხვებივით იმედოვნებდა. ახლა კი ყოველივე გათავებულია მისთვის, გათავებულია სამუდამოდ. მაშ აი, რა ყოფილა სიცოცხლე! რამდენიმე საათი და- აღარაფერი! იბადები, იზრდები, სტკბები, ელოდები და კვდები. მშიდობით! მამაკაცი ხარ თუ დედაკაცი, სულ ერთია, დედამიწაზე აღარ დაბრუნდები და მაინც ყველა ჩვენთაგანის სულში მარადიულობის მდუღარე და განუხორციელებელი სურვილი ცოცხლობს. ყველა ჩვენთაგნი ცალკე პაწაწა ქვეყანაა დიდ ქვეყანაში, ყველა სწრაფად ჰქრება ალაგს ახალ სულიერს უთმობს. მცენარეს, ცხოველს, ადამიანს, ვარსკვლავს და მთელ ქვეყანასაც-უკლებლივ ყველას სიცოცხლე ეძლევა, შემდეგ კი ყოველივე კვდება და იხწნება და აღარასოდეს სიცოცხლეს აღარ დაუბრუნდება-არც მწერი, არც ადამიანი, არც მნათობი.


გი დე მოპასანი.
"ლამაზი მეგობარი"

ditrofane
ციტატა(anuchi @ May 9 2009, 01:04 AM) *
"ველზე დაფრინავს პეპელა მარდი
და სულ არა აქვს სიკვდილის დარდი.."


სასიამოვნო ნოსტალგია შემომაწვა smile.gif)
კრაზანა
Jonathan Livingston
.....გავხსნათ ფრჩხილები, ვამხილოთ ჩვენი დროის ქუჩის "რაინდები". ესენი გახლავან: ზვიად გამსახურდია, ანატოლ მიქაძე, ვლადიმერ სიხარულიძე, თამაზ გუნჯუა, თეიმურაზ ცერცვაძე, თემურ მეტრეველი, მერაბ კოსტავა... თითქმის არ ყოფილა საღამო, რომ მათ ქუჩაში დებოში არ აეტეხოთ, ხულიგნური გამოხდომებით გამვლელ-გამომვლელნი, ჩვენი ქალაქის მშრომელები არ აღეშფოთებინოთ.

ვინ არიან ესენი? იქნებ უდედმამონი და მშობლიურ მზრუნველობას მოკლებულნი? - სრულიადაც არა.
დავუშვათ ასეთი რამ: შედიხართ წიგნის მაღაზიაში, ირჩევთ სიახლეს. თვალს იპყრობს ჩვენი ცნობილი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას ახალი რომანი - "ვაზის ყვავილობა". ყიდულობთ. შინ მიგიხარიათ. გზაშივე ინტერესით ფურცლავთ წიგნს... ამ დროს პირველად აღწერილი ინციდენტი გატყდებათ თავს - ვიღაც მძლავრად გეჯახებათ და ზედ უწმაწური სიტყვების კორიანტელსაც გაყრით. წაფორთხილდებით. ეს სქელტანიანი წიგნი ხელიდან გივარდება.
"ვინ არის, კაცო, ეს ბანდიტი?" - უნებლიედ აღმოგხდებათ გულიდან.

იცნობდეთ - ზვიად კონსტანტინეს ძე გამსახურდია - მწერლის შვილი... ხომ გულსატკენია? მაგრამ სამწუხარო ფაქტია!
ვის ბაძავს მწერლის შვილი? ნუთუ მასთან უფრო ახლოს არ უნდა იყვნენ თუნდაც ის დადებითი გმირები, რომლებიც მამამისის ნაწარმოებებში გვევლინება? რათ უნდა ჰბაძავდეს იგი წყეული წარსულის ხორცმეტებს - იერემია წარბასა და ტარიელ მკლავაძეს? ნება გვიბოძეთ კონსტანტინე გამსახურდიავ, გკითხოთ: როგორ მოხდა, რომ "დიდოსტატის მარჯვენის" ავტორმა მხატვრული პროზის ოსტატის თქვენი საკუთარი მარჯვენა ვერ განავრცეთ თქვენს საკუთარ შვილზე?!

იქნებ ანატოლი მიქაძეა მშობლებს მოკლებული და ამიტომ უზედამხედველოდ იზრდება? არა. მისი მამა აბესალომი თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის სექტორის გამგეა.

ზოგჯერ მამა-შვილს შორის ოჯახში ასეთი დიალოგი იმართება:
"ტოლიკ, ბიჭი, წადი, რა, სტუმარი უნდა მომივიდეს".
"წავიდე? მაიტა ფული და წავალ, არ მომცემ, არ გავალ!".
"აჰა ხუთი, გეყოფა?".
"ხუთი თუმანი რა ფულია!".

კი მაგრამ სტუმარს რას უშლის ანატოლი? - ეს "განსაკუთრებული" სტუმარია... საეჭვო ქალი! რა უნდა ისწავლოს ანატოლიმ იმ მამისაგან, ვინც ოჯახი დაანგრია და ქარაფშუტულ ცხოვრებას მიჰყო ხელი!.. ვფიქრობთ გასაგებია თუ რატომ ვერ იყენებს ასეთი მამა თავის "პედაგოგიურ ნიჭს" საკუთარი პირმშოს აღსასზრდელად.

...იქნებ ვლადიმერ სიხარულიძეა უდედმამო? - არა, ღმერთმა დაიფაროს! ვლადიმერის მამა საკმაოდ ცნობილი ამხანაგი ვასო სიხარულიძეა, პასუხისმგებელი საბჭოთა მუშაკი, პასუხისმგებელი პოსტები უკავიათ აგრეთვე დანარჩენი ხულიგნების მამებს. ტარასი გუნჯუა სამედიცინო ინსტიტუტის დოცენტია; გიორგი ცერცვაძე - საბჭოთა არმიის პოდპოლკოვნიკი, დიმიტრი მეტრეველი - საქართველოს სსრ სახელმწიფო კონტროლის სამინისტროს უფროსი კონტროლიორი; განათლების დარგის მუშაკია ვლადიმერ დემურიაც, ვისთანაც იზრდება ამ ხულიგანთა "თაიგულის" წევრი მერაბ კოსტავა, პატივცემული პედაგოგის შვილიშვილი.

იქნებ სკოლის გარეთ არიან ეს ახალგაზრდები და ამიტომ გზას აცდენილან? - არა.

თბილისის პირველ საშუალო სკოლაში მრავალი საუცხოო ახალგაზრდა იზრდება, მაგრამ მათთან ერთად ჯერ კიდევ ვხედავთ ხულიგანთა ზომოდდასახელებული "თაიგულის" წევრებს ვლადიმერ სიხარულიძეს, თამაზ გუნჯუას და თეიმურაზ ცერცვაძეს. ვერც 47-ე და 42-ე სკოლები დაიტრაბახებენ მოსწავლეთა შორის აღმზრდელობითი მუშაობის მაღალი დონით. ამ სკოლებში სწავლობენ ხულიგნები ზვიად გამსახურდია, თემურ მეტრეველი და ანატოლ მიქაძე. როგორც სჩანს სკოლების პედაგოგიურ კოლექტივებს არ აწუხებთ თვითოეული მოსწავლის ბედი და თავიანთ აღმზრდელობითს მოვალეობას მხოლოდ გაკვეთილების გადაცემა-გამოკითხვით ამოსწურავენ.

იქნებ კავშირგარეშე ახალგაზრდები არიან ესენი და სასკოლო კომკავშირული ორგანიზაციები ჯერ "ვერ მისწვდნენ" მათ? - თქვენ წარმოიდგინეთ, კომკავშირის ბილეთს ატარებენ დასარტყმელად გამზადებული დანების გვერდით, მიქაძე, სიხარულიძე, გუნჯუა, ცერცვაძე და კოსტავა...

გაზეთ კომუნისტის სტატია „სარეველა„
Tatiation
რამდენჯერაც ამ თემას შევხედე გამეცინა და ჩაასწორეთ რა სათაური რა უბედურებაა biggrin.gif

მრავალწერტილი ქვია მაგ სასვენ ნიშანს smile.gif




ილო რა!!! biggrin.gif
anuchi
ditrofane

გამიხარდა რო ვიღცა მიხვდა wub.gif
Catherine
ფსიქოდელური რევოლუცია და შრომის გაუქმება


პანკ-როკი უკვე დიდი ხანია ჩაყლაპა სპექტაკლმა და ის პოპ მუსიკის ერთერთ სორტად გადააქცია რომელსაც ასრულებენ პროფესიონალი მუსიკოსები, რომლებმაც ზეპირად ისწავლეს “anarchy in uk”-ის ყველა ნოტი, მაგრამ გულგრილები არიან თვით ანარქიის მიმართ. არანაკლები წვლილი შეიტანეს ამ საქმეში თვით პანკის ვარსკვლავებმა სექს პისტოლზისა და ქლეშის გასუქებულმა და გალოთებულმა მუსიკოსებმა. ეს არც არის გასაკვირი: პანკი როგორც იდეა სრულიად შეუთავსებელია “ვარსკვლავის” ინსტიტუტთან. მაგრამ პანკ-იდეა ცოცხალია, თუმცა მუსიკისგან განდგომილად. ორიგინალურ პანკს ისევე ამოძრავებდა მუსიკა, როგორც სამიზდატი, თვითგამომცემლობა – დაქსეროქსებული ჟურნალები, “ზინეს”. პანკური ფირფიტების გასავრცელებლად ორგანიზებული იყო მაღაზიებისა და დისტრიბუტორების დამოუკიდებელი ქსელი, რაც ხელს უწყობდა კრიტიკული თვითგამომცემლობების (სამიზდატის) გავრცელებას. ასე და ამგვარად, პოსტინდუსტრიალური საზოგადოების ისტორიაში პირველად გაჩნდა ინფორმაციის არაკონტროლირებადი გავრცელების შესაძლებლობა. zines-ების სამყარო ახლაც ვითარდება – მათმა რიცხვმა უკვე რამდენიმე ათასს გადააჭარბა. რ.თ.უ. ინტერნეტი თვითგამომცემლობებისთვის დიდი მიგნება აღმოჩნდა.



მიშა ვერბიცკი wink.gif
Catherine
“თქვენ ყოველთვის მარცხენა ლოყას უშვერთ, ტრაკის მარცხენა ლოყას – ჩვენ კი, ახალგაზრდა და მშვენიერ ხალხს ტანჯვაზე ერთადერთი რეაქცია გვაქვს – რევოლუცია.
ღრმად იძინეთ ფაშისტო ტარაკანო. იბანავეთ ქონში. შეუერთდით მაღალ საზოგადოებას (ო როგორ ვიცინოდით, როცა თქვენ ღიპით ხოხავდით პატარა ელიზაბეტის ფეხებთან). მალე მოკვდით: თქვენ პირველი კლასის დაკრძალვა გექნებათ.
ჩვენ იმედი გვაქვს რომ თქვენი უკანასკნელი ფილმი მართლაც უკანასკნელი იქნება.
ფოტოგრაფთა ცეცხლებმა დაადნეს ეგრედ წოდებული ბრწყინვალე მიმის გრიმი – და აღმოაჩინეს ბნელი, უსამართლო მოხუცი.
წაეთრიეთ სახლში მისტერ ჩაპლინ”


ესეც ვერბიცკია wink.gif
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2019 Invision Power Services, Inc.