დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: საქართველოს ისტორია
რა? სად? როდის? ფორუმი > სამეცნიერო განყოფილება > მეცნიერება და წიგნები
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12
dorian grey
თემა ეხება არა მარტო საქართველოს ისტორიას, არამედ დაეხმარება მათაც ვისაც უყვარს ლაშქრობები, შევეცდებით მოგაწოდოთ მაქსიმალურად სრული ინფორმაცია საქართველოს ისტორიაზე, საქრთველოს ისტორიულ-კულტურულ ძეგლებზე, ეთნოგრაფიაზე, ნუმიზმატიკაზე, არქეოლოგიაზე, ახალ აღმოჩენებზე. მოკლედ თქვენ ნებისმიერ დასმულ კითხვაზე ამ სფეროში მოგაწოდებთ მაქსიმალურად ამომწურავ ინფორმაცია. თემის მთავარი დანიშნულება მაინც ამა თუ იმ ისტორიული ფაქტების გარშემო მსჯელობაა.

კეთილი სურვილებით დორიან გრეი smile.gif


longbowman
ციტატა(dorian grey @ Aug 3 2008, 05:06 PM) *
თემა ეხება არა მარტო საქართველოს ისტორიას, არამედ დაეხმარება მათაც ვისაც უყვარს ლაშქრობები, შევეცდებით მოგაწოდოთ მაქსიმალურად სრული ინფორმაცია საქართველოს ისტორიაზე, საქრთველოს ისტორიულ-კულტურულ ძეგლებზე, ეთნოგრაფიაზე, ნუმიზმატიკაზე, არქეოლოგიაზე, ახალ აღმოჩენებზე. მოკლედ თქვენ ნებისმიერ დასმულ კითხვაზე ამ სფეროში მოგაწოდებთ მაქსიმალურად ამომწურავ ინფორმაცია. თემის მთავარი დანიშნულება მაინც ამა თუ იმ ისტორიული ფაქტების გარშემო მსჯელობაა.

კეთილი სურვილებით დორიან გრეი smile.gif

ვაახ დიდება ტქვენს გამოჩენას ვლას. როგორა ბრძანდები?

ისა პახოდებს რაც შეეხებათ მე არ გამომაპაროთ თუ რამეს არ გავააკეთებ არც გავაფუჭებ თან მე მგონი ტყეებში სიარულის კარგი გამოცდილება დამიგროვდა.
dorian grey
longbowman
ტუღუშისგან ქებულ დიდ მოთამაშეს მივესალმები smile.gif
დღეს მინდოდა კასპის რაიონში წასვლა, ფავნისის წმინდა გიორგის ეკლესიის მონახულება და ფოტოგრაფირება, მაგრამ, ფოტოაპარატი არ აღმომაჩნდა საუბედუროდ, ამასთანვე დაგეგმილი იყო დრისი ციხის მონახულება, რომელიც მდინარე თეძმის მეორე მხარეს არის აზიდული, და კლდეში გამოკვეთილი საბერეების, ქვაბულების დათვალიერება. ისე თუ ხვლა ან ზეგ ხევსურეთში ან ფშავში არ მომიწია წასვლა ( იმედია წავალ smile.gif ) სამშაბათს თუ ორი ან სამი მსურველი იქნება და დამემგზავრება არ ინანებს, მოკლედ თქვენი ექსკურსიამძღოლი ვიქნები. თქვენ მოინახულებთ შუასაუკუნეების ეკლესია მონასტრებს, გამოქვაბულებს, ციხესიმაგრეებს, საკმაოდ უცნაურ არაქრისტიანულ რელიეფებს მართმადიდებლური ეკლესიის ფასადებზე და თუ დრო დაგვრჩა ერთაწმინდას.
თუ დაგაინტერესათ დაწვრილებით მარშუტის შესახებ სრულ ინფორმაციას დავდებ, თუკი სახლში ადრე მივედი smile.gif

ტუღუში როგორ არის? ( ჰოი უცნაურობავ, ფორუმი ამოქმედდა და ტუღუში ჯერ არავის უხსენებია, стидна за вас товариши)
longbowman
ციტატა(dorian grey @ Aug 3 2008, 06:58 PM) *
longbowman
ტუღუშისგან ქებულ დიდ მოთამაშეს მივესალმები smile.gif
დღეს მინდოდა კასპის რაიონში წასვლა, ფავნისის წმინდა გიორგის ეკლესიის მონახულება და ფოტოგრაფირება, მაგრამ, ფოტოაპარატი არ აღმომაჩნდა საუბედუროდ, ამასთანვე დაგეგმილი იყო დრისი ციხის მონახულება, რომელიც მდინარე თეძმის მეორე მხარეს არის აზიდული, და კლდეში გამოკვეთილი საბერეების, ქვაბულების დათვალიერება. ისე თუ ხვლა ან ზეგ ხევსურეთში ან ფშავში არ მომიწია წასვლა ( იმედია წავალ smile.gif ) სამშაბათს თუ ორი ან სამი მსურველი იქნება და დამემგზავრება არ ინანებს, მოკლედ თქვენი ექსკურსიამძღოლი ვიქნები. თქვენ მოინახულებთ შუასაუკუნეების ეკლესია მონასტრებს, გამოქვაბულებს, ციხესიმაგრეებს, საკმაოდ უცნაურ არაქრისტიანულ რელიეფებს მართმადიდებლური ეკლესიის ფასადებზე და თუ დრო დაგვრჩა ერთაწმინდას.
თუ დაგაინტერესათ დაწვრილებით მარშუტის შესახებ სრულ ინფორმაციას დავდებ, თუკი სახლში ადრე მივედი smile.gif

ტუღუში როგორ არის? ( ჰოი უცნაურობავ, ფორუმი ამოქმედდა და ტუღუში ჯერ არავის უხსენებია, стидна за вас товариши)

მუდამ შენს გვერდით.
ჩემს გეკოს სამწუხაროდ ვერ გაახლებთ იმიტომ რომ გაფუჭებულია და დეტალს ზავადსსკოის ველოდები რუსეთიდან ასე რომ ვერც ვინადირებ მაგ ადგილებში.
დიდი სიამოვნებით წამოვალ.
ტუღუშის არ ხსენნება მეც გამიკვირდა.
არა მაინც რა ოხერი ვარ რა biggrin.gif

ეს ყველაფრი იქნება თუ ხვალ იმერეთში ძირულას სანახებში არ განმათავსეს. biggrin.gif
dorian grey
მოკლედ ხვალ მივდივარ არა მარტო ფავსნისი წმინდა გიორგის ეკლესიის , დრისი ციხის მოსანახულებლად, არამედ ყინწვისშიც ანუ შესაბამისად გამოდის ორდღიანი ლაშქრობა. მეტ ინფრომაციას საღამოს მოგაწვდით.
BeQa
rolleyes.gif ვინმეს შეუძლია მოკლედ მომიყვეს აჭარის საქართველოსთან შეერთების ისტორია, ანუ 130 წლის წინანდელი ამბავი? ან მიმითითოს სად შეიძლება ამ ინფორმაციის მოპოვება? rolleyes.gif
dorian grey
აჭარა XVI საუკუნიდან ( ანუ მას შემდეგ რაც საქართველო სამეფო სმათავროებად დაისალა) XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან ოსმალთა გავლენის ქვეშ მოექცა. რსამეთუ მიმდინარეობდა შიდა ბრძოლები სამეფო სამთავროებს შორის, აჭარა თითქმის სამი საუკუნის განმავლობაში საქართველოს იყო მოწყვეტილი.
1783 წელს გეორგიევსკში დაიდო ტრაქტატი რუსეთ საქართველოს შორის,ერთ ერთი მუხლით რუსეთი დაპირებას იძლეოდა, რომ იზრუნებდა საქართველოსთვის სხვადასხვა დროს სპარსთა და ოსმალთა მიერ მიტაცებული ტერიტორიების დასაბრუნებლად. 1877 წელს რუსეთ თურქეთს შორის კიდევ ერთი ომი დაიწყო, რუსდეთის ერთ ერთი მიზანი კავკასიაში თავისი ბატონობის განმტკიცება და ახალი ტერიტორიებიუს დაპყრობა იყო,საქართველო ამ ომით მოელოდა საქართველოს ძიღძველი ტერიტორიების დაბრუნებას, ასე რომ აქტიურად იყო ჩაბმული ამ ომში და უჭერდა მხარს რუსეთს. 1877წლის 30 აპრილს რუსეთის ჯარმა ქართველ მოლაშქრეებთან ერთად ჯერ ქალქი ბაიაზათი შემდეგ კი ქალქი არტაანი დაიკავა, რის შემდეგაც გზა ხსნილი იყო ბათუმისკენ, ბათუმისკენ შეტევა ოზურგეთის მხრიდანაც მიდიოდა. იოლი ეს ომი არ ყოფილა, ქართველ რუსთა ჯარმა რამდენიმე მარცხი განიცადა აჭაქრისთვის ბრძოლაში, მათ შორის აღასდანიშნავია ციხისძირთან განცდილი მარცხი. ამ ომში რუსეთ ქართველტა ჯარმა არტანუჯიც კი გამოსტაცა თურქებს.

1878 წლის 3 მარტს სან სტეფანოში გაფორმდა ზავი თურქეთ რუსეთს შორის, რომელიც 1878 წლის ივნისში რუსეთისთვის საზიანო ზოგიერთი ცვლილებებით დაადასტურა ბერლინის საერთაშორისო კონგრესმა. .
"ბერლინის ტრაქტატით" კავკასიაში რუსეთის შემადგენლობაში გადავიდა : ბათუმი, ყარსი, არდაგანი.ამ ომის შედეგად აჭარა საბოლოოდ განთავისუფლდა ოსმალებისაგან. თუმცა გარკვეული დროის განმავლობაში ბათუმი ისევ თურქეთის გარნოზონებს ეკავათ.
1878 წელს 25 აგვისტოს რუსეთ ქართველთა გარნიზონები ბათუმში შევიდნენ. ბათუმის ნავსადგური რუსეთის საბრძოლო ხომალდებმა დაიკავეს. ( ანუ 25 აგვისტო თავისუფლად შეგვიძლია მნივიჩნიოთ აჭარის სქართველოსთვის შემოერთების თარიღად, ერთგვარ სადღესასწაულო დღედ smile.gif)1878 წლიდან შეიქმნა ბათუმის ოკრუგი, რომელიც 1883 წლიდან ქუთაისი გუბერნიას დაექვემდებარა.
ეს მოკლედ 130 წლის წინანდელი ისტორიის შესახებ.

რაც შეეხება ლიტერატურას: გირჩევდი XIX საუკუნის გაზეთებს გაცნობოდი, ყველაზე სრულ ინფორმაციას იმდროინდელ პრესაში მოიძიებ.
კიდევ რაც მახსენდება ვახტანგ გურული თანამედროვე ისტორიკოსებიდან XIX-XX საუკუნეების ერთ ერთი საუკეთესო სპეციალისტია, მას უნდა ჰქონდეს სტატიები და მონოგრაფები აჭარის შესახებ. სხვა თუ რამ გამახსენდა დავწერ.
dorian grey
ტაკს დავრუნდი ლაშრობიდან, კერძოდ ვიყავი ქარელის რაიონში და მოვინახულე ყინწვისი წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია და წმინბდა გაბრიელის ეკლესია, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობაში გიგოს საყდრის სახელითაა ცნობილი, მაქვს ფოტო მასალა, სრულად ამ ლაშქრობის შესახებ მასალას მოგვიანებით დავდებ, მას შემდეგ რაც გადმომეგზავნება ფოტო მასალა.

ისე კი შაბათ კვირას კიდევ ერთ ლაშქრობას ვგეგმავთ თუკი იქნებიან მსურველები შეუძლიათ შემოგვიერთდნენ, ნუ მე ჩემი სტატიისთვის ვიძიებ მასალებს, მაგრამ ამავედროს ჩემთვის საინტერესო ძეგლების გარდა სხვა ძეგლებსაც ვნახულობთ.
ta-smiley
ციტატა(dorian grey @ Aug 6 2008, 06:01 PM) *
ისე კი შაბათ კვირას კიდევ ერთ ლაშქრობას ვგეგმავთ თუკი იქნებიან მსურველები შეუძლიათ შემოგვიერთდნენ, ნუ მე ჩემი სტატიისთვის ვიძიებ მასალებს, მაგრამ ამავედროს ჩემთვის საინტერესო ძეგლების გარდა სხვა ძეგლებსაც ვნახულობთ.



მე მაინტერესებს რაა და სად აპირებთ და რამდენდღიანს?
longbowman
შაბატკვირას დიდი სიამოვნებით შემოგიერთდებით.
Mathias_Sammer
პახოდები კარგია და საქართველოს ისტორიის ღრმად შესწავლა მითუმეტეს კარგია ხოდა რაც კარგია ყველაფერი მიყვარს და ნეც მინდა მანდ წამოსვლა
dorian grey
მიხარია ამდენს ხალხს რომ დააინტერესა ლაშქრობამ.

მოკლედ ლაშქრობის შესახებ.

შაბათს 11:00 საათზე ვიკრიბებით დიდუბის მეტროში, შიგნით.
მგზავრობის ღირებულება 2 ლარი.
მაქსიმალური თანხა რაც ამ ლაშქრობაში დასჭირდება ერთ ადამიანს 15 ლარია.
წამოიღეთ კარავი და საძილე ტომრები.

მარშუტი:

თბილისი-სოფელი მეტეხი-ჩოჩეთი-ახალქალაქი-გარიყულა

კულტურული ძეგლები, რომლესაც გზად ვნახავთ მეტეხის ღვთისმშობლის ეკლესია XIII საუკუნის, ჩოჩეთი-IX-X საუკუნის დარბაზული ეკლესია, კოშკები, გარიყულა ფავნისი წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, დრისის ციხე .
ვბანაკდებით დრისი ციხესთან, თეძმის ხეობაში.

მივდივართ ერთი ღამის თევით.







dorian grey
მსურბველებმა პმ ში მომწერეთ.
SmoK1e
ეხლა იწერება ისტორია საქართველოსი
tengo
ხომ ხედავთ კიდევ ერთხელ ვაჯობეთ რუსებს საქართველოს უახლეს ისტორიაში
მაგრები ვართ და ძაან მაგარი ისტორია გვაქვს
okicha
dorian grey
მოკლედ ესეთი თხოვნა მექნება შენთან. თუ შეგიძლია ოსეთზე რომ მომიყვე. რაგაც ცოტაოდენი მეც ვიცი მაგრამ უფრო ღრმად მაინტერესებს. ასევე ოსების ეთნიკურ წარმომავლობაზე.
longbowman
okicha
ოსები არიან ირანულენოვანი ხალხი წარსულში მომთაბარეები მეხზრამეტე საუ8კუნემდე მათი საქმე მესაქონლებოა იყო. მერე ჩამოვიდნენ ჩვენთვის კარგად ნაცნობნი მოვლენების მერე ცხინვალში და შიდა ქართლში. ისე ოსების სამშობლოა ჩრდილოეთ ოსეთი. პროსტო მერე ჩამოვიდნენ.
ისე როგორც ამბობენ სკვითთა ან სარმატთა შთამომავალნი უნდა იყვნენ.
ისტორიაში ცნობილია ოსებიი როგორც დარიალის კარიის იქითა მხარე. მეხუთე საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა მოუგო ომი და დაკეტა დარიალის კარები. ცნობილია ვახტანგის თარხან-ხაზართან და ბაყათარ-ოსთან შეჭიდებები. მერეც იყვნენ მოკავშირეები საქართველოში და გადმოყავდათ როქის სპაში ჩასარიცხად, ასევე მეფეები შვილებს ზრდიდნენ და ცოლები მოყავდათ ოსები. მნაგრამ იყო პერმანენტული ომები და დაპირისპირებები.
დანარჩენს ვლასი მოყვება მე მეძინბეა.
SmoK1e
longbowman
ოსების ჩასმოსახლება რუსებმა რომ დაწიყეს დაგავიწყდა იმის თქმა smile.gif თუმცა მანამდეც ჩამოდიოდნენ. შიდა აშლილობების დროს ასრულებდნენ დაქირავებული ლაშქრის მოვალეობასაც....

ვლას მეტი რა ესენი სკოლაშიც ისწავლება და ადვილად მისაწვდომია წიგნები....ის რაც არ გვეცოდინება რა ვლას, შენი იმედი გვაქვს......
SmoK1e
okicha
ეთნიკურ წარმომავლობაზე თუ ვიპოვე ინეტში რამე დავაგდებ, თუ არა წიგნიდან ამოგიბეჭდავ მერე, ეხლა არ შემიძლია პროსტა..
SmoK1e
okicha
როგორც longbowmanმა მოგვახსენა, ოსები არიან ირანულენოვანი ხალხი. იმინი იყვნენ სარმატების ტომის ნაწილი, ერთადერთნი ტომიდან ვინც შეძლო ადათ-წესების შენარჩუნება. სარმატების განადგურების მიზეზებზე არ ვისაუბრებ, მაგრამ ოსები სარმატების დაცემის შემდეგ გამოეყვნენ ტომს და შექმნეს სამეფო ალანია. საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე, მაგრამ ხალხთა დიდი გადასახლების შემდეგ, მათი სამეფოც განადგურდა ჰუნების მიერ. გადარჩენილები დასახლდენენ კავკასიაში, თანამედროვე ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე. გაქრისტიანება მოხდა მე12 საუკუნეში, ქართველების ძალით, მაგრამ დღეს ოსების ნაწილი არიან სუნიტი მუსულმანები.

აბა რამეში ეს ინფო გამოგადგება???ვეცადე ეთნიკური წარმომავლობა დამეწერაsmile.gif
okicha
SmoK1e
ჰოო ძირითადი ვიცოდი რაც დაწერეთ მარა ეთნიკური წარმომავლობა არ ვიცოდი ეგრე დაწვრილებით smile.gif მადლობა smile.gif
dorian grey
ხალხო აუცილებლად დღეს ან ხვალ როდესაც მოვიცლი დადვებ ინფორმაციას საქართველოს ოსების შესახებ, ცხინვალის რეგიონის შესახებ. ეხლა აქციაზე გავრბივარ რომლეიც 20:00 ზე რიყეზე, ევროპის მოედანზე გაიმართვება. დროებით
TAMAR-MEPE
სალამი ყველას.
მე ახალი ვარ და თქვენი დახმარება მჭირდება თან სასწრაფოდ.რუსებმა უკვე ინფარქტი დამმათეს ინთერნეტით "ვეომები" კულტურულად.
მომაწოდეთ ინფორმაციები ვინ არიან აფხაზები და ოსები,როგორ აგმოჩდნენ ჩვენს სახელმწიფოში,თავიანთი ტერიტორიებიანად დავიპყარით თუ ჩვენს ტერიტორიებზე ჩამოვასახლეთ,როდის იყო ეს ყველაფერი?
წინასცარ მადლობას გიხდით დახმარებისთვის.
პ.ს. მეც ვეძებე რაგაცეები ინეტში მაგრამ...
PaNKveLa
ციტატა(TAMAR-MEPE @ Aug 16 2008, 06:28 PM) *
სალამი ყველას.
მე ახალი ვარ და თქვენი დახმარება მჭირდება თან სასწრაფოდ.რუსებმა უკვე ინფარქტი დამმათეს ინთერნეტით "ვეომები" კულტურულად.
მომაწოდეთ ინფორმაციები ვინ არიან აფხაზები და ოსები,როგორ აგმოჩდნენ ჩვენს სახელმწიფოში,თავიანთი ტერიტორიებიანად დავიპყარით თუ ჩვენს ტერიტორიებზე ჩამოვასახლეთ,როდის იყო ეს ყველაფერი?
წინასცარ მადლობას გიხდით დახმარებისთვის.
პ.ს. მეც ვეძებე რაგაცეები ინეტში მაგრამ...

გაგიმარჯოს !!! აფხაზეთი თავიდან მოიხსენიებოდა როგორც კოლხეთის სამეფო , იგი მუდამ შედიოდა საქართველოს ფარგლებში ,ამაგრამ მუდვიდა ცდილობდნენ ჩვენგან გამოყოფას , იგივეს გეტყვი სამაჩაბლოზე , სამაჩაბლო მუდამ ჩვენი იყო !!!
dorian grey
http://saistoriodziebani.googlepages.com/dziebani2005-2006 იხილე ამ საიტზე მოთხოვნილი ინფორმაცია აფხაზეთზე: ზურაბ პაპასქირი. „აფხაზთა“ სამეფო – ქართული სახელმწიფო

ასევე თემაში სამხრეთ ოსეთის კონფლიქტი დავაკოპირე ეს სტაიტია მაგრამ მაინც გირჩევ იხილო ჩემს მიერ მითითებული საიტი, ინფორმაციის უკეთ გასაცნობად
dorian grey
“ქართლის ცხოვრება”ოსებს უძველესი დროის ამბებში იხსენიებს . ოვსნი კავკასიელ ტომთაგან (“ქართველთა ძმებისგან”) განსხვავებით, კავკასიაში უფრო გვიან მოსულებად, “ხაზართა” (მათში ეს ქართული წყარო სკვითებს გულისხმობს) შთამომავლებად მიაჩნია. მართლაც, როგორც ცნობილია, ენით ოსები გვიან მოსულ ირანულენოვან სკვით-სარმატ-ალანთა ჩამომავლებს წარმოადგენენ. ეგების არც ქრონოლოგიას ამახინჯებს მაინცდამაინც “ქართლის ცხოვრება”. შეიძლება უკვე ადრეელინისტურ ხანაში ჰქონდა ქართლის მოსახლეობას კონტაქტი ჩრდ. კავკასიის ირანულენოვან სარმატულ ტომებთან. ძვ. წ. IV ს. ეს უკანასკნელი, როგორც ცნობილია, საკმაოდ გააქტიურდნენ და მდ. დონის დასავლეთით მდებარე მიწებზე იწყეს შეღწევა. უნდა გაძლიერებულიყო მათი მოძალება სამხრეთის მიმართულებითაც. პირველ ფარნავაზიანთა შორის ჩრდილოირანული ელფერის “საურმაგ”-სახელის მქონე მეფის არსებობა შეიძლება სწორედ სარმატებთან კონტაქტის შედეგია. აქვე შეიძლება გავიხსენოთ სტრაბონის ზემომოყვანილი ცნობა, რომელშიც იბერიის მთიანეთის მცხოვრებნი სარმატების მონათესავედ არიან გამოცხადებული. მართალია, აქ სახელი “სარმატი”, ჩანს, ფართო მნიშვნელობით იხმარება, როდესაც იგი მოიცავდა აგრეთვე საკუთრივ ჩრდ. კავკასიელ ტომებსაც და თუ სტრაბონის ეს ცნობა ნამდვილად რეალურ ვითარებას ასახავს, ბუნებრივია ვიფიქროთ, რომ იბერიის მთიანეთის მოსახლეობა სწორედ ამ უკანასკნელებს ენათესავებოდა და არა სარმატ-ალან-ოსებს.(საქართველოს ისტორიის ნარკვევები ტ.Iგვ.460)
როდესაც ვახუშტი ბატონიშვილი თავის ნაშრომში ეხება ოსებს წერს:
”და არს აქ კარი კლდისაგან და ქვიტკირისაგან ქმნული, დიდ კამაროვანი მდინარესა ზედა, მეფეთაგან ქმნული, რათა არა ვიდოდნენ თვინიერ მათსა ოვსნი” (“აღწერა აწინდელის ოვსეთისა”).რაც იმაზე მეტყველებდეს რომ ოსები ხშირად ახორციელებდნენ თავდასხმებს საქართველოზე, რისთვისაც საჭირო ყოფილა კავკასიონის გადმოსასვლელი გზების ჩაკეტა, თავიდან რომ აერიდებინათ ეს თავდასხმები. ჯერ კიდევ II საუკუნეში ამაზასპ ფარსმანის ძეს უხდება ბრძოლა ოსების წინააღმდეგ ამის შესახებ მოგვითხრობს ლეონტი მროველი, რომელიც წერს " ესე ამაზასპ იყო კაცი ძლიერი და დიდი გოლიათი, მსგავსი ფარსმან ქუელისა. და ამისსა მეფობასა გარდამოვიდეს ოვსნი, სპანი დიდნი გზასა დვალეთისასა. ხოლო ვერ იგრძნა ამაზასპ მეფემან გარდამოსლვა ოვსთა ვიდრე გარდამოვლამდე მთისა. მოვიდეს ოვსნი და დადგეს ლიახუსა ზედა რვა დღე განსუენებად, და არა სადა განვიდა მარბიელი, რამეთუ ქალაქისა მცხეთისა შემუსრვად მოსრულ იყვნეს.
მაშინ ამაზასპ მოუწოდა ყოველთა ერის-თავთა ქართლისათა. და მოვიდეს ერის-თავნი აღმოსავალისანი: ერის-თავი კახეთისა, ერის-თავი ხუნანისა, ერის-თავი სამშჳლდისა. და შემოკრბეს მჴედარნი სპასპეტისანი; და ვიდრე მოსლვადმდე დასავლეთისა ერის-თავისა, მოვიდეს ოვსნი ჩრდილოთ კერძოთა ქალაქისათა, რომელ არს მუხნარი. "
მოგვიანებით კი მირიან III( ქართლის პირველ ქრისტიან მეფეს) ""დარიელას შეაბა კარი და ქმნა სიმაგრე ხაზართა და ოვსთათვის, რათა უიმისოდ ვერღარა ვიდოდნენ, მესამე მეფემან მირვან". " როგორც ჩანს ოსები ხშირად გადმოდიოდნენ ქართლის დასრბევად.XI ს. ისტორიკოსის ჯუანშერის ცნობით კი ვახტანგ გორგასალმა "დაიმორჩილნა ოვსნი და ყივჩაყნი და შექმნა კარნი ოვსეთისანი, რომელთა ჩუენ დარიალისად უწოდით და აღაშენნა მას ზედა გოდოლნი მაღალნი და გაადგინნა მცველად მახლობელნი იგი მთიულნი. არა ხელეწიფების გამოსვლად დიდთა მათ ნათესავთა ოვსთა და ყივჩაღდა ბრძანებისა ქართველთა მეფისა".ეს მოქმედება განპირობებული იყო ისევ და ისევ ოსების ხშირი დარბევითი ლაშქრობებით საქართველოში, ჯერ კდიევ ყრმა ვახტანგს ჯუანშერის ცნობით მოუხდა შეტაკება ოსთა ჯართან, ამ ბრძოლასთანაა დაკავშირებული ლეგენდარული ამბავი ვახტანგის მიერ ვინმე უძლევე;ლი თარხანის ძლევის შესახებ. საბოლოოდ, ქართველებმა ოვსნი მთლიანად გადარეკეს დარიალს იქით და უღელტეხილიც ჩაკეტეს. ამ ამბიდანაც კიდევ ერთხელ ჩანს რომ ოსების საცხოვრისი დარიალს იქითაა.თუმცა ქართლის სამეფო განსაკუთრებულ ადგილს უთმობს ქართლის ურთიერთობას მეზობელ მთიელ ტომებთან: “ქართლის ცხოვრების” მიხედვით აზოს განდევნაში ფარნავაზს ეხმარებოდნენ “ოვსნი და ლეკნი”; თვით ფარნავაზი ცოლად დურძუკ ქალს ირთავს (ქც., I, 25), ხოლო თავის დას “ოვსთა მეფეს” მიათხოვებს (ქც., I., 24).ხოლო ქართლის მეფეები არზოკი და არმაზელი ოსებს სომხეთის მეფის წინააღმდეგაც კი იყენებნ, როდესაც სომეხთა მეფე სუმბატი ლაშქრობს ქართლზე ქართველთა მოკავშირეებად ქართული და სომხური წყაროები ოსებს ასახელებენ(იხილეთ მოვსეს ხორენაცის "სომხეთის ისტორია") სუმბატ სომეხთა მეფეს უძლევია ქართველტა მეფეებზე და ოსებიც როგორც ქართველთა მოკავშირეები დაუსჯია, თუმცა ოსებს შემდგომში შური უძიებიათ , როგორც "მეფეთა ცხოვრება "იტყობინება "და იწყეს ოვსთა ძებნა სისხლისა მათისა სომეხთა ზედა, გარდამოვიდოდეს ქართლად და დაემეგობრნეს ქართველთა, და აღერივნეს ერთად ოვსნი და ქართველნი. და მარადის ბრძოდეს სომეხთა. ", ანუ ოსები ქართლში არ ცხოვრობდნენ,ისინი ქართველ მეფეეთა მოკავშირეებად გამოდიან რიგ შემთხვევაში, ქართველ მეფეებს ისინი კავკასიონის ჩრდილოეთ მხარიდან გადმოყავთ , ემოყვრობიან მათ.მოივადევნოთ თვალი ისევ ქართლის ცხოვრებას: 'და ამან ასფაგურ განუხუნის კარნი კავკასიანთანი და გამოიყვანნის ოვსნი, ლეკნი და ხაზარნი, და მივიდის კოსარო მეფისა თანა სომეხთასა ბრძოლად სპარსთა." ფარსმან II ის მოკავშირებიც ყოფილან ოსები, რომის იმპერატორთან დაძაბული ურთიერთობის პერიოდში მეფეს გაუხსნია დარიალის კარი და ალან ოსები გადმოუშვია რომლებიც შესევიან რომის პროვინციებს, რის შემდეგაც ადრიანეს მემკვიდრე ანტონიუს პიუსი იძულებული გამხდარა ფარსმანთან დათმობებზე წასულიყო(რომ-იბერიის ურთიერთობებზე არ შევჩერდები ეს ცალკე თემაა).
საქართველოში როდესაც 853 წელს ბუღა თუქრს ულაშქრია განუღია კარი დარუბანდისა , გადმოუყვანია ხაზარნი სახლი სამასნი და "დაუსხნია შამქორს: დარიალით გადმოიყვანა ოვსნი,ვითარ სახლი ასი და დასხნა იგინი დმანისს".როგორც ივანე ჯავახიშვილი წერს, ბუღა თურქს ამითი (ანუ იმიერიდან ოსებისა ამიერკავკასიაში ჩამოსახლებით )ალბათ არაბტათვის და ტავისთვის ერთგული და სანდო თავშესაფრის შექმნა სურდაო.
დავით აღმაშენებელს როდესაც სურდა ჩამოესახლებინა საქართველოში ყივჩაღები ოსებთან ჩასულა, რამეთუ ოვსნი და ყივჩაღნი ერთმანეთს ემტრებოდნენ და საქართველოსკენ მპომავალ გზაზე მათტან პრობლემები რომ არ შექმნოდა, ოვს ყივჩაღებისგან მძევლკები აუყვანია, მათ Sორის სიმშვიდის გარანტად, ოსებისთვის ასევე ჩამოურთმევია " ციხენი დარიალისანი და ყოველთა კართა ოვსისა და კავკასიის მთისანი" და ასე შექმნა გზა მშვიდობისა ყივCაღებისთვის. sxvaTaSoris didgoris brZolaSi somexi istorikosi maTe urhaeci 15 000 yivCaRTan da 100 frangTan erTad 500 alansac ixseniebs.
ოსები კვლავ მონღოლთა 100 წლიანი ბატონობის ხანაში გააქტიურებულან, გორaმადისაც კი ჩამოსულა და ციხე ხელთ უგდიათ, საქართველოში დასახლება უცდიათ , თუმცა გიორგი V ბრწყინვალეს ისინი დაუმარცხებია და განუდევნია.
XVII საუკუნეში ქართველი წარჩინებულები დაინტერესებული იყვნენ ჩრდილო კავკასიიდან შეეძინათ ოსი მოსამსახურეები. სწორედ იმ დროს ოსებმა ლეგალურად დაიწყეს მიგრაცია ჩრდილო საქართველოს მთიან ნაწილებში. მოგვიანებით, არაგვის, ქსნისა და რაჭის სამთავროებში, სამაჩაბლოსა და საწერეთლოს ზოგიერთ ტერიტორიებზე ნაწილობრივ ბინადრობდა ოსური მოსახლეობა.
XVIII საუკუნის დასასრულს ოსთა რაოდენობას 5000 კომლი გახდა, ასე შეიქმნა ძველ ქართულ მიწებზე ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსთა ეთნიკური მასივი, რომელიც ქართულ წყაროებში ცნობილია `შიდა ოსების~ ან კიდევ `არაგვის, ქსნის, ლიახვისა და სამაჩაბლოს ოსების~ სახელით."ქართველებისათვის ყოველთვის მიუღებელი იყო და არის ტერმინი `სამხრეთ ოსეთი~, ვინაიდან მასში ჩანს ჩრდილო ოსეთთან შეერთების მოთხოვნა, რომელიც რუსეთის ფედერაციას განეკუთვნება. XIX საუკუნეში ტერმინი `სამხრეთ ოსეთი~ გამოიყენებოდა კულტურული და გეოგრაფიული მნიშვნელობით, მაგრამ ამ მხარემ ეს ადმინისტრაციული სტატუსი კომუნისტური მმართველობის შედეგად მიიღო. იმის მიუხედავად რომ უკანასკნელ რამდენიმე საუკუნეში ამ რეგიონის სოფლის მოსახლეობის უმეტესობას ოსები წარმოადგენდნენ, ქართველები მას მიიჩნევდნენ თავიანთ ისტორიულ პროვინციად და უწოდებენ შიდა ქართლს ან სამაჩაბლოს, ან კიდევ ცხინვალის რეგიონს.

1918 წელს რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს პირველი რესპუბლიკის შემადგენელი ნაწილი გახდა და ჩრდილო ოსეთი ჩამოყალიბდა როგორც თერგის საბჭოთა რესპუბლიკა. საქართველოს რესპუბლიკაში სამხრეთ ოსეთის მხარე შეიქმნა 1922 წლის 20 აპრილს.

რაც შეეხება მოსახლეობის პრობლემას, 1800 წლისათვის საქართველოში ცხოვრობდა 29,300 ოსი, ხოლო 1832 წელს - 32,300. 1886 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით საქართველოში იყო 71,000 ოსი, ხოლო 1897 წელს - 81,500.

XX საუკუნის დასაწყისიდან საქართველოში ოსი მოსახლეობის რაოდენობა თანდათან იზრდებოდა. 1926 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქვეყანაში ცხოვრობდა 113,298 ოსი. საქართველოში ოსთა ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა აგრეთვე გასული საუკუნის 30-40-60-70-80-იან წლებში. 1939 წელს მათი რიცხვი იყო 148,680; 1959 წელს - 141,200; 1970 წელს - 150,200; 1979 წელს - 160,500; 1989 წელს 164,100.

1989 წელს ე.წ. "პერესტროიკის" პირობებსა და ქართული ნაციონალიზმის ზრდის შიშით სამხრეთ ოსებმა მოითხოვეს ჩრდილო ოსეთთან გაერთიანება. მომდევნო წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა სამხრეთ ოსეთის ავტონომია გააუქმა, დააწესა მმართველობა პრესაზე და აკრძალა დემონსტრაციები. 100.000-ზე მეტი ოსი წავიდა საქართველოდან და სამხრეთ ოსეთიდან ჩრდილო ოსეთში. ეს ომი დამთავრდა 1992 წლის ივლისში, როდესაც მიღწეულ იქნა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე და ოსი, ქართველი და რუსი მშვიდობის დამცველი ჯარები განლაგდნენ ამ რეგიონში.

მოსახლეობის ბოლო აღწერის მიხედვით 2002 წელს საქართველოში ცხოვრობდა 38,028 ოსი, მათ შორის 10,268 ცხოვრობდა თბილისში." ( http://www.geogen.ge/index.php?id_menu_up=...u=27&abc=0)

ოსების განსახლების შესახებ მოვიყვან ვახუშტი ბატონიშვის ცნობებს მისი გეოგრაფიიდან ""თრუსოს და ხევის საზღვარი, მერმე მყინვარის კავკასი და ახოტის კავკასი, რომელნი ძენან სამხრიდან ჩდილოდ და დასწყდების ხევის ბოლოს მდინარესა ზედა ლომეკსა, მერმე ლომეკის მდინარე ვიდრე ხეთაძე ჩერქეზის მთამდე.

სამხრით მზღრვრის კავკასი ხევის ყელიდამ წარსული დასავლეთად, რომელ არს ბრუც-საბძელამდე და ზეკარ-კედელა და რაჭა-დიგორ-ბასიან შორისი კავკასნი, ხოლო ჩდილოთ ჩერქეზსა და მას შორის მთა მაღალი... და დასავლეთით მზღვრის კავკასივე რაჭასა და ღელეს შორისი, მერმე ბასიანსა და სვანეთს შორისი... (იქვე 428 - 430) ეხლანდელს რუსულს საგეოგრაფიო რუკებზე მიღებული სახელები რომ ვიხმაროთ, მაშინ დვალეთის სამზღვარი ასე გვეხატება, ჩრდილოეთით ადაი-ხოხითგან (=ქართულ ხოხის მთას) ხაზი მიდის აღმოსავლეთ-სამხრეთისაკენ არხონამდის (=ქართულ ახოტს), ხოლო დასავლეთით ამავე ადაი-ხოხის მმწვერვალითგან ხაზი სამხრეთისაკენ მიდის ქედ-ქედ მწვერვალ ყაზი-ხოხამდის. შემდეგ სამხრეთის სამზღვარი იწყობა ამ ადგილითგან და ქედ-ქედ მიდის საუხოხზე, ხალიწაზე, ზეკარზე, ბრუტსაბძელზე, ხოხზე, შემდეგ როქზე არხონამდის.

დვალეთი ძველადაც და ეხლაც რამდენიმე ხეობად იმყოფებოდა. კასრის ხევად, ზრამაგად, ღელედ, ნარად, ზროგოდ და ზახად (ვახუშტი. გეოგრაფია 428).

ამ დვალეთზე "გარდავლენან გზანი დიგორსა... და... გზანი ვალაგირსა და ფაიქომსა" (ვახუშტი. გეოგრაფია 444). იქ, სადაც კასრის ხეობა "მოვიწროვდების ხოხის მთის ჩამოსულის კლდითა და გლოლისა და ამის შორის კავკასის ჩამოსულის კლდითა.., გაკეთებული ყოფილა "კარი კლდისაგან და ქვითკირით ქმნული, დიდ-კამაროვანი მდინარესა ზედა. ეს კარი-ბჭე თურმე საქართველოს "მეფეთაგან ქმნული ყოფილა იმ მიზნით, რომ "არა ვიდოდენ თეინიერ მათსა ოვსნი..." ამგვარად ბუნებრივადაც და ხელოვნურადაც "არს ხეობა ესე ფრიად მაგარი და შეუვალი. (იქვე. 444).

ძველად ამ კუთხეს საქართველოსთან პოლიტიკურს გარდა სარწმუნოებრივი და კულტურული კავშირიც ჰქონდა: ქრისტიანობა აქ ქართველი მქადაგებლების მიერ იყო გავრცელებული და თვით ეკლესიის ნანგრევებს, მაგ. როქის ხეობაში ეხლაც ეტყობა ქართული ასომთავრული წარწერები. ვახუშტის სიტყვით ამ ქვეყნის მკვიდრნი იყვნენ "სამწყსონი ნიქოზლისანი." (გეოგრაფია 434). მე-XVIII-ე ს.-ის დამდეგს ბლომად ყოფილა "ციხენი, კოშკნი, ეკლესიანი ქვითკირისანი..." რომელნიც საქართველოს "მეფეთაგან ნაშენნი" ყოფილან. თვით ხალხში ამ ძეგლების შესახებ თქმულებები ყოფილა და ვახუშტის ცნობით "უმეტეს იტყვიან... თამარ მეფისაგან" აგებულადო (იქვე 438).

მე-XVIII-ე ს-ში ეს კუთხე ეკონომიურადაც საქართველოსთან ყოფილა დაკავშირებული. მარილს. ცხვრის ტყავს, სვიას და სხვა სახმარს, რაც-კი თავიანთ ცივს ქვეყანაში ვერ შოულობდენ, თურმე ქართლითგან და რაჭითგან ზიდავდენ (ვახუშტი. გეოგრაფია 438).

როგორც ჩემს მიერ მოწვდენილი ქართულ-სომხური წყაროებიდან ჩანს ოსები მოსული ხალხია კავკასიის ტერიტორიაზე სავარაუდოდ ძვ. წ. VIII საუკუნეში ( სკვითების ლაშქრობის დროს, რუსი ავტოპრებიდან იხილეთ გრანტოვსკი, დანდამაევის შრომები). რამეთუ ეს ხალხი იყო მომთაბარე იბერიის სამეოფს ხშირად უხეებოდა მათთან ბრძოლა, ისინი დასახლებულან იმიერ კავკასიაში,ცხინვალის რეგიონში კი გვიან XVIII საუკუნეში ჩამოსახლებულან(საუბარია მასიურ ჩამოსახლებაზე). ზუსტად მაშინ უნდა მომხდარიყო ნაწილი ოსების დასახლება დღევანდელ ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე.

ბოდიში მომითხოვია ასე ექსპრომნტად რომ მოგაწოდეთ ინფორმაცია ოსების შესახებ. იმედია პასუხობს ეს მოწოდებული ინფორმაცია თქვენს ინტერესს ოსი ხალხის მცირედი ისტორიისა და წარმომავლობის შესახებ.
dante28
dorian grey


საინტერესო ნაშრომი ამ თემაზე აქვს გამოქვეყნებული ისტორიის პროფესორს ანზორ თოთაძეს. იგი საკითხს უდგება დემოგრაფის პოზიციიდან და მეტად საინტერესოდ აქვს აღწერილი ოსთა განსახლების არეალის ისტორია

dorian grey
dante28
სამწუხაროდ არ ვიცნობ ამ ნაშრომს, შეგიძლია როდესაც მოცილი რამე ინფორმაცია დადო ამ წიგნიდან მოცემულ საკითხზე?
dante28
dorian grey

თუ დრო მექნა დავდებ თუ არადა სექტემბერში ხომ დაიწყება თამაშები და იქ მოგიტან
longbowman
ციტატა(dante28 @ Aug 19 2008, 11:52 PM) *
dorian grey


საინტერესო ნაშრომი ამ თემაზე აქვს გამოქვეყნებული ისტორიის პროფესორს ანზორ თოთაძეს. იგი საკითხს უდგება დემოგრაფის პოზიციიდან და მეტად საინტერესოდ აქვს აღწერილი ოსთა განსახლების არეალის ისტორია

ეს თოტაძემ რომ ადრე წიგნი გამოუშვა იმაში ხომ არ წერია?
dante28
longbowman
ციტატა
ეს თოტაძემ რომ ადრე წიგნი გამოუშვა იმაში ხომ არ წერია


ადრე როდის მაგას რამდენიმე წიგნი აქვს გამოშვებული smile.gif
longbowman
ციტატა(dante28 @ Aug 20 2008, 12:00 AM) *
longbowman
ციტატა
ეს თოტაძემ რომ ადრე წიგნი გამოუშვა იმაში ხომ არ წერია


ადრე როდის მაგას რამდენიმე წიგნი აქვს გამოშვებული smile.gif

1999წელს
SmoK1e
ჩეჩნების ისტორიაზე ვლას რამე არ მოგეპოვება???რაღაცეები ვიცი მაგრამ შენი წყარო სულ სხვააა smile.gif
dorian grey
SmoK1e

თანამდეროვე ჩეჩNების წინაპრები , ამ ტერიტორიაზე უძველესი დროიდან მოსახლეობენ,ამაზე არქეოლოგიური მონაცემებიც მეტყველებნ.
სხელწოდება ჩეჩEნი, რომლითაც დღესდღეობით ამ ერს მოიხსენიებენ, რუსების მიცემულია(ანუ რუსებმა უწოდეს) და მომდინარეობს აული ჩეჩანის სახელიდან.თვითონ ამ აულის სახელი ჩეჩანის წარმოშობა კი საერთოs "თურქულ" ენაში ნახულობს და კავშირშია "თურქულ" ჩაჩთან ( ჩEჩენი, ჩაჩანი შეიძლება ქართულად თარგმნილ იქნას როგორც ორატორი, მყვირალა, ასევე ყბედად( მოლაპარაკე)პირველი მოხსენიება რუსულ წყაროებში სიტყვა ჩეჩენისა რამდენადაც მახსოვს ერეკლე I ნაზარ ალი ხანის ელჩობასთანაა დაკავშირებული. თუმცაღა თვითსახელწოდება ჩეჩEნის გამოყვანას სოფელი ჩEჩანიდან ბევრი მეცნიერი არ ეთანხმება, რამეთუ არადამაჯერებლად ეჩვენებათ.
ჩეჩნები(ისევე როგორც ინგუშები საკუთარ თავს ვაინახებად მოხსენიებენ( ვაი-ჩვენი, ნახი_ ხალხი)თუმცა ეს ტერმინი როგორც ამ ერების აღმნიშვნელი სამეცნიერო ლიტერატურაში მხოლოდ 1930 წლიდან დამკვიდრდა.ამასთანავე ჩეჩნებსაც და ინგუშებსაც საკუთარი სახელები აქვთ მაგალითად ჩეჩნები საკუთარ თავს ნუოხჩიელებად მოიხსენიებენ, ( სხვათაშორის ნუოხჩელებად პირველი მათი მოხსენიება VII საუკუნის უცნობ სომეხ გეოგრაფს ეკუთვნის, რომელსაც თავის ნაშრომში ჩამოთვლილ ჩრდილოეთ კავკასიელებთა შორის მოიხსენიებს ხალხს , რომელთა სახელწოდებაც ნახჩამატეანიკი ყოფილა, რაც შესაძლოა იყოს თარგმნილი როგორც ხალხი და მიწა (ანუ ნახჩ-ხალხი, მატ- მიწა, ტომი), ეს მოსაზრებები ივ ჯავახიშვილს და პატკანოვს ეკუთვნით)სხვათაშორის სახელწოდება ნახჩს ქართული წერილობითი წყაროებიც იცნობენ, ასე მაგალითა XIV საუკუნის ქართველი მისიონერი ევფემი სიტყვა ნახჩს ხალხის განმარტებას აძლევს.

საინტერესო რომ ჩეჩნებს მათი Uშუალო მეზობლებიც კი სხვადასხვანაირად მოხსენიებდნენ, ასე მაგალითად: ყაბარდელები მათ შეშEნებს ეძახიან, ოსები-წაწანს,წოველი თუშები ჩაჩანაუდ. ქართულ ენაში სახელწოდება ჩეჩEნი როგორც ჩანს რუსებისგან დამკვიდრდა XIX საუკუნეში.( როგორც ზემოთ შევნიშნე ქართველები მათ ნახჩებად მოიხსენიებდნენ.ზოგჯერ დურძუკებადაც)

საინტერესოა რომ ვახუშტი ბაგრატიონის ისტორია სამეფოსა საქართველოსაში ვაინახები დურძუკებად არიან მოხსენიებულნი, ასე მაგალითად როდესაც კახეთის ქორეპისკოპისის კვირიკე დიდის შესახებ საუბრობს( ეს ის კვირიკეა რომლესაც ალავერდის კათედრალის აგებას მიაწერს საისტორიო ტრადიცია) როდესაც კვირიკე სამეფო ტახტზე აბრძანებულა, განაძლიერა კახეთი-ჰერეთი, კახეთში საკუთარი ძლიერების განსამყარებლად სამი ერისთავი დასვა,ოთხი ერისტავი კი ჰერეთში, შემდეგ მოდის ჩამონათვალი ტერიტორიებისა რომლებიც ამ ერისთავის განმგებლობაში შედიოდა. ასე მაგალIტად კვეტერის ერისთავისთვის საგანგებლოდ ჩაუბარებია მთის შუა ნაწილი უჯარმის მაღლა, სადაც კახეთ კუხეთის სამფლობელო ვრცელდებოდა კავკასიის მთებამდე და იმის იქით, სადაც ერწო თიანეთი, ფხოვების, დურძუკების და ღლიღვების სამოსახლო ტერიტორიაო. (ანუ კახეთ ჰერეთის სამეფო საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე ყოფილა გადაჭიმული, და როგორც ჩანს კახეთის სამეფოს გავლენის ქვეშ დურძუკებიც ( ვაინახები) შედიოდნენ, ნუ აქ ცოტა ბუნდოვანია, იგულისხმება ჩეჩნეთ-ინგუშეთის დღევანდელი ტერიტორია თუ არა)

აი რა უწერია თავის ნაშრომში ანჩაბაძეს ვაინახებთან დაკავშირებით: ვაინახები ეკუთვნიან კავკასიის ძირძველ მოსახლეობას,ლეონტი მროველის მიხედვით ვაინახების ეთნარქი კავკასოსის სახელს ატარებდა, საიდნაც მოდის სახელწოდება კავკასიელიც, რომლითაც ძველი ქართული ისტორიული წყაროები ჩეჩნებს და ინგუშებს მოხსენიებდნენ.ანუ თუ ქართულ ისტორიულ წყაროს დავუჯერებთ ვაინახები ყველაზე ძირძველ კავკასიელ ხალხად გამოდიან. ლეონტი მროველის მიხედვით კავკასოსი და ლეკოსი (ლეკების ეთნარხი-ანუ დაღესტნელი ხალხების მამათვარი) იმიერ კავკასიიდან ჩრდილოეთ კავკასიაში გადასახლებულან რომელიც მანამდე დაუსახლებელი იყო და დაიკავეს ტერიტორია მთებიდან ( კავკასიის მთებიდან) მდინარე ვოლგის სათავეებამდე. არქეოლოგირუი მონაცემები დასტურებენ რომ ძველ კავკასიური ტომები ბრინჯაოს პერიოდიდან შეინიშნებიან ( მოსახლეობენ) როგორც ჩრდილოეთ კავკასიაში ისე ვაკე ადგილებშიც, ვრცელდება რა მათი განსახლების არეალი სტეპებამდე.
to be continued . . .
dorian grey
undefined
ტაკს თუ არ აიტვირთა ჩეჩნეთის რუქა მაშინ ამ ლინკზე შეგიძლიათ იხილოდ.


undefined
dorian grey
dorian grey
ხოო არ იტვირთება sad.gif
არაუშავს: http://anonymouse.org/cgi-bin/anon-www.cgi...p/chechnya3.jpg ვისაც გაინტერესებთ ამ ლინკზე შეგიძლიად იხილოდ
dorian grey
ტაკს ეხლა ვნახე სტატია ქართულ ვიკიპედიაშიც ყოფილა: ვაინახები (რუს. Вайнахи, ძველქართულად დურძუკები) — ჩრდილოეთ კავკასიის ხალხი; მოიცავს ოთხ ეროვნებას: ჩეჩნებს (ნოხჩი), ინგუშებს (გალგაი) და მათ მონათესავე ბაცბებსა და ქისტებს (ეს უკანასკნელნი ძირითადად საქართველოს ტერიტორიაზე სახლობენ). ყველა ეს ხალხი ნახურ ენაზე ლაპარაკობს.

მცირედია მაგრამ მაინც იყოს.

ეს კი დურძუკებზე ისევ ქართული ვიკიპედია:
დურძუკები, ძურძუკები, ურძუკები, დროზკიტები, თანამედროვე ვეინახთა წინაპრების საერთო სახელწოდება შუა საუკუნეების წყაროთა (ქართული, არაბული და სხვა) მიხედვით. ეტიმოლოგია უცნობია (არსებობს რამდენიმე მოსაზრება) ლეონტი მროველის ცნობით დურძუკები პირველად ცენტრალური კავკასიის ჩრდილოეთ კალთებზე სახლობდნენ (დურძუკეთი), მაგრამ შემდეგ მათი გარკვეული ნაწილი სხვა ტომებთან ერთად კავკასიის მთავარი ქედის სამხრეთით, ქართლის მთიანეთში გადმოსახლებულა. ისტორიულად დურძუკები მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი საქართველოსთან.
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A9%E1%...%83%91%E1%83%98 აქ კი ჩეჩნებზე წერია, მაგრამ ისევ მწირი ინფორმაციაა , მდა მე უფრო მეტი დავდე ვიდრე ქართული ვიკიპედიის რესურსებში არსებობს ( ვმკვეხარაობ biggrin.gif )
dorian grey
ყველაზე გულდასაწყვეტი იცით რა არის ჩეჩნები რომლებსა რუსებმა გენოციდი მოუწყვეს, ქართველთა წინააღმდეგ რომ იბრძვიან რიგ შემთხვევაში რუსეთის მხარეზე. რამდენადაც მე მახსოვს ჩეჩნები რუსებს აქტიურად მოუწოდებდნენ 12 აგვისტოს თბილისზე წავიდეთო ( ნუ რუსებს არავის მინიშნება არ ჭირდებათ მაგრამ გულდასაწყვეტი ფაქტია)
( შეიძლება ვინმემ მითხრას გრიგოლ ორბელიანი და სხვა ქართველები არ იყვნენ XIX სუკუნეში შამილის წინააღმდეგ რომ იბრძოდნენო, (ნუ ისე მოვიყვანე მაგალითად ინტრიგნებს რა დალევს smile.gif), პასუხი მარტივია ჩეჩნების გენოციდის შემდეგ მსგავსი საქციელი, მტრის ჯარში საქართველოს წინააღმდეგ ომი . . . გინდა ეხლა გინდა აფხაზეთში, ოსეთში, ნუ ჩემთვის პირადად გაიგებარია)
DAO;jj
ინგუშებზე ვაგროვებ ინფორმაციებს და იქნებ დამეხმაროთ

პ.ს.მადლობები.
skiron
ციტატა(dorian grey @ Sep 1 2008, 01:33 AM) *
ყველაზე გულდასაწყვეტი იცით რა არის ჩეჩნები რომლებსა რუსებმა გენოციდი მოუწყვეს, ქართველთა წინააღმდეგ რომ იბრძვიან რიგ შემთხვევაში რუსეთის მხარეზე. რამდენადაც მე მახსოვს ჩეჩნები რუსებს აქტიურად მოუწოდებდნენ 12 აგვისტოს თბილისზე წავიდეთო ( ნუ რუსებს არავის მინიშნება არ ჭირდებათ მაგრამ გულდასაწყვეტი ფაქტია)
( შეიძლება ვინმემ მითხრას გრიგოლ ორბელიანი და სხვა ქართველები არ იყვნენ XIX სუკუნეში შამილის წინააღმდეგ რომ იბრძოდნენო, (ნუ ისე მოვიყვანე მაგალითად ინტრიგნებს რა დალევს smile.gif), პასუხი მარტივია ჩეჩნების გენოციდის შემდეგ მსგავსი საქციელი, მტრის ჯარში საქართველოს წინააღმდეგ ომი . . . გინდა ეხლა გინდა აფხაზეთში, ოსეთში, ნუ ჩემთვის პირადად გაიგებარია)



ჩეჩნების ნაწილი რუსებს ეხმარებოდა თავად ჩეჩნების გენოციდში. ასე რომ გასაკვირი არაფერია ყველა ერს ყავს უღირსი და ღირსეული წარმომადგენლები, თუმცა ამ ბოლო დროს რუსებში ვერ ვამჩნევ ამ კანონზომიერებას. biggrin.gif
dorian grey
http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%93%D1%80%...%B7%D0%B8%D1%8F

ნახეთ ეს მარაზმი,ეხლა წავაწყდი ამ სიმახინჯე სტატიას: Гру́зия (груз. საქართველო, Сакартве́ло) — государство в центральной и западной части Закавказья на юго-восточном побережье Чёрного моря, до 1991 — Грузинская ССР, республика в составе СССР. Граничит с частично признанным государством Абхазия [1] на северо-западе, Россией и также частично признанной Южной Осетией[1] на севере, Азербайджаном на юго—востоке, Арменией и Турцией на юге.
diletanti
ციტატა(dorian grey @ Aug 7 2008, 09:33 PM) *
მიხარია ამდენს ხალხს რომ დააინტერესა ლაშქრობამ.

მოკლედ ლაშქრობის შესახებ.

შაბათს 11:00 საათზე ვიკრიბებით დიდუბის მეტროში, შიგნით.
მგზავრობის ღირებულება 2 ლარი.
მაქსიმალური თანხა რაც ამ ლაშქრობაში დასჭირდება ერთ ადამიანს 15 ლარია.
წამოიღეთ კარავი და საძილე ტომრები.

მარშუტი:

თბილისი-სოფელი მეტეხი-ჩოჩეთი-ახალქალაქი-გარიყულა

კულტურული ძეგლები, რომლესაც გზად ვნახავთ მეტეხის ღვთისმშობლის ეკლესია XIII საუკუნის, ჩოჩეთი-IX-X საუკუნის დარბაზული ეკლესია, კოშკები, გარიყულა ფავნისი წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, დრისის ციხე .
ვბანაკდებით დრისი ციხესთან, თეძმის ხეობაში.

მივდივართ ერთი ღამის თევით.



რა კარგი იქნებოდა ეს ლაშქორა რომ განხორცილებულიყო, მაგრამ დათქმულ შაბათს გაგამია ომი მიმდინარეობდა საქართველოში, მ.შ. კასპის მეზობელ გორის რაიონში sad.gif

ვინ იცის, კიდევ როდის დაიგეგმება ასეთი ლაშქრობა ფორუმიდან
diletanti
ციტატა(tengo @ Aug 14 2008, 09:03 PM) *
ხომ ხედავთ კიდევ ერთხელ ვაჯობეთ რუსებს საქართველოს უახლეს ისტორიაში
მაგრები ვართ და ძაან მაგარი ისტორია გვაქვს

აქ კი აშკარად ვერ გავიგე რა გამარჯვებაზეა საუბარი
anuchi
dorian grey

დავით აღმაშენებელზე მაინტერესებს რაღაცეები, თურმე ყველაფერი ისე არ ყოფილა როგორც სკოლაში გვასწავლიდნენ.. თურმე ომის დროს ტყეებს ხერგავდა რომ უკან არ გამოქცეულიყვნენ მეომრები.. გავიგე ჩაშვების ინსტიტუტი მაშინაც იყი დავითის დაწესებული, ერთხელ თურმე რომელიღაც მთაზე აჯანყების მოთავეები შეუკრები (ანუ როგორც ეხლანდელი ოპოზიცია) და ყველასთვის თავები მოუკვეთიათ, ბევრსაც არ მოსწონდაო მაშინ მეფე.. რათქმუნდა ის ამას ქვეყნისთვის აკეთებდა მაგრამ მაინც მაინტერესებს უფრო ზუსტად რა ინფორმაცია გაქვთ ... rolleyes.gif
ginger
anuchi
ასეთი რაღაცეები გამსახურდიას უწერია "დავით აღმაშენებელში". როგორც ვიცი ჯაშუშების ისეთი ინსტუტი ყავდა, ღამე ცოლ-ქმარს ერთმანეთთან ლაპარაკის ეშინოდათ სარეცელშიო. ხალხს არ უყვარდა დავითი, ჯერ ერთი მამა ჩამოაგდო ტახტიდან, მეორეც ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ნახევარი თავად-აზნაურობა ამოწყვიტა. დღევენდელობასთან შედარებით ისაა განსხვავება რომ ამ ყველაფერს ქვეყნისთვის აკეთებდა, დღევანდელი ხელისუფლება კი საკუთარი თავისთვის აკეთებს
data
ციტატა(ginger @ Sep 15 2008, 03:32 PM) *
anuchi
ასეთი რაღაცეები გამსახურდიას უწერია "დავით აღმაშენებელში". როგორც ვიცი ჯაშუშების ისეთი ინსტუტი ყავდა, ღამე ცოლ-ქმარს ერთმანეთთან ლაპარაკის ეშინოდათ სარეცელშიო. ხალხს არ უყვარდა დავითი, ჯერ ერთი მამა ჩამოაგდო ტახტიდან, მეორეც ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ნახევარი თავად-აზნაურობა ამოწყვიტა. დღევენდელობასთან შედარებით ისაა განსხვავება რომ ამ ყველაფერს ქვეყნისთვის აკეთებდა, დღევანდელი ხელისუფლება კი საკუთარი თავისთვის აკეთებს

biggrin.gif

რა მაგარი ინტერპრეტაციაა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ginger
data
რატომ ინტერპრეტაცია???
data
anuchi
ციტატა
, ერთხელ თურმე რომელიღაც მთაზე აჯანყების მოთავეები შეუკრები (ანუ როგორც ეხლანდელი ოპოზიცია) და ყველასთვის თავები მოუკვეთიათ



აღმაშენებელმა არა, გიორგი ბრწყინვალემ _ ცივის მთაზე smile.gif
ginger
data
მთაზე ამოწყვიტაო არ მითქვამს, მაგრამ უამრავი თავად-აზნაური გაწყვიტა, მარტო ბაღვაშების მთელი გვარი და ყველა მისი მხარდაჭერი, მხარდაჭერები კი ცოტა არ ყოლია ამ გვარს. ერთი სიტყვით არსებობს ნაშრომები დავითზე და არც ისე რთული მოსაძებნია. შეგიძლია წაიკითხო. ამ ფაქტების გამო დავითს უფრო ვაფასებ. ამაში გამოიხატება მისი გენიოსობა, წარმოგიდგენიათ მე-12 საუკუნეში ასეთი დაზვერვა?
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2019 Invision Power Services, Inc.