დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: ასტროლოგია
რა? სად? როდის? ფორუმი > სამეცნიერო განყოფილება > მეცნიერება და წიგნები
გვერდი: 1, 2, 3, 4
ankikia
ასტროლოგია - ოკულტური სწავლება, რომლის მიხედვით ციური სხეულების, ძირითადად პლანეტების, ზოდიაქოს ნიშნების და ე. წ. ასტროლოგიური სახლების დახმარებით შესაძლებელია ცალკეული ადამიანებისა და ქვეყნების მომავლის წინასწარმტყველება. ასტროლოგია შეიქმნა უძველეს წარსულში მესოპოტამიაში და შემდგომ განვითარდა ასურეთში, ბაბილონში, საბერძნეთში, რომში, ინდოეთში, ასევე ისლამურ ქვეყნებსა და ევროპაში.

ასტროლოგია ფართო ცნებაა, ყველაზე აქტუალური ზოდიაქოს ნიშნებია. გადავხედე და შესაბამისი თემა ვერ ვიპოვე, გამიკვირდა smile.gif

თავიდან დავიწყებ ზოდიაქოს ნიშნებზე საუბარს და შეძლებისდაგვარად განვავრცოთ smile.gif

ზოდიაქოს ნიშნების ათი პრინციპი

ვერძი

1. კარგი იქნება, თუ ჩემთან არ იკამათებთ!
2. ჯერ ვაკეთებ, შემდეგ ვფიქრობ!
3. სადაც სხვები ამუხრუჭებენ, მე იქ წინ ვისწრაფვი!
4. ვიქნები მუდამ ახალგაზრდა!
5. გააკეთე ჩემსავით – ჩემზე უკეთესად ვერ გააკეთებ!
6. ჩემთვის ყველაზე ძნელია _ თანამოსაუბრეს ბოლომდე მოვუსმინო!
7. სიჯიუტე – ნაკლი არ არის!
8. უფრო ადვილად ვაკოტროლებ სიტუაციას, ვიდრე ემოციას!
9. ერთი ვერძი – კარგია, ორი ვერძი – ბევრია!
10. თავს პირველი არ ვესხმი, მაგრამ ღმერთმა დაგიფაროთ, თავს დამესხათ!

კურო

1. ფულს დავხარჯავ პრაქტიკულ საყიდლებზე, ფულს არ დავფლანგავ.
2. სხვისი არაფერი მინდა და ჩემსასაც ნუ შეეხებით.
3. "ცუდი" მშვიდობა – "კარგ" ომს სჯობს.
4. უფრო კარგია ლამაზი დივანი, ვიდრე ლამაზი დაისი.
5. ჭამა – მნიშვნელოვანი საქმეა.
6. არ შეაწუხო ის, ვინც მოხერხებულად ზის.
7. ნუ მაიძულებთ რაიმე გავაკეთო, უბრალოდ მთხოვეთ.
8. ვერ ვიტან ერთჯერად გარემოებებს.
9. როდესაც მეორე მიდიხარ – ამით ძალებს ზოგავ.
10. დეგუსტაცია – აი, ჩემი ძირითადი დანიშნულება.

ტყუპები

1. მე დღეს სულაც არ ვარ ისეთი, როგორც გუშინ.
2. ის ფლობს სიტუაციას, ვინც ფლობს ინფორმაციას.
3. ერთი "თავი" კარგია, ორი უკეთესია.
4. "ფიგარო იქ, ფიგარო აქ" – აი, ჩემი ცხოვრება.
5. იდეა, როგორც პროდუქტი არ უნდა იყოს დიდ ხანს გაჩერებული.
6. სახლში თითო ტელევიზორი და ტელეფონი კარგია, მაგრამ სამი უკეთესია.
7. ვინც ვერ ასწრებს, ის იგვიანებს.
8. მიყვარს რაოდენობა, რადგან ხარისხისთვის არ მყოფნის დრო.
9. კამათისას ჩემს მეტ სიტყვას ვერ იტყვით.

კირჩხიბი

1. ჩემი სახლი – ჩემი ციხე-სიმაგრეა.
2. ზრუნვა სხვა ადამიანებზე – აი, ჩემი ძირითადი მოწოდება.
3. საჭირო მოვიმარაგო ყველაფერი – მოთმინებით დაწყებული, მურაბებით დამთავრებული
4. ყველაფერი მიდის მასთან – ვისაც მოცდა შეუძლია.
5. მეგობრებს სახლში ვხვდები და არა კაფეში.
6. არაფერი ისე არ მახარებს, როგორც სავსე მაცივარი.
7. არ მინდა ის, რაც იაფი ღირს, სჯობს მოვაგროვო თანხა და ვიყიდო ძვირიანი.
8. ნუთუ ოცი წლის განმავლობაში პალტო ცვდება?
9. მძიმეა ცხოვრება იქ, სადაც მყუდროება არ არის.
10. მე საკუთარ წარსულს ისე ვატარებ, როგორც მძიმე ზურგჩანთას.

ლომი

1. მე თქვენ წაგიყვანთ ნათელ სამყაროში!
2. აღმოგიჩენთ მხარდაჭერას (მე თვითონ მხარდაჭერა არ მჭირდება).
3. შესანიშნავი მანერები – წარმატების ნახევარია.
4. მზე "ლომებისთვის" ანათებს.
5. წარწერა კაბინეტის კარზე – მაღალ ხელფასზე მიმზიდველია.
6. მიყვარს ბევრი ფულის მოპოვება, თუმცა უფრო მეტის ხარჯვა მიყვარს.
7. სახლში როიალი უკეთესია, ვიდრე პიანინო, თუნდაც მასზე არავინ უკრავდეს.
8. მიუხედავად ჩემი მიმზიდველი გარეგნობისა, შინაგანად მაინც დიქტატორი ვარ.
9. თუ რაიმეს ვაკეთებ – ე. ი. "ღირს" ჩემს შეწუხებად.
10. რად გინდათ მზე, მე ხომ თქვენთან ვარ?

ქალწული

1. მოთმინებითა და შრომით ყველა წინაღობის დაძლევა შეიძლება.
2. თავმდაბლობა საკმაოდ კარგი ინსტრუმენტია.
3. ყველა ცხოვრობს საკუთარი თავისთვის, თუმცა ემსახურებს სხვას.
4. წესრიგი ყველგან საჭიროა – თავშიც და სამზარეულოშიც.
5. ლოგიკურად დამიმტკიცეთ, რომ გიყვარვართ.
6. ცერად დაკიდული თარო ნერვებზე მშლის.
7. დიდ მასშტაბებში შეცდომებს ვუშვებ, ამიტომ დეტალებზე ვილაპარაკოთ.
8. დამაცადეთ დავიანგარიშო და პასუხსაც შემდეგ გეტყვით.
9. მე დახვეწილი და რაფინირებული ვარ.
10. სიტყვა "ქალწული" ნუ გაცდუნებთ.

სასწორი

1. პარტნიორების გარეშე თავს უხელებოდ ვგრძნობ.
2. ყველაზე დიდი საშინელება კამათია, თუმცა უნდა გამოვტყდე, რომ მიყვარს
3. პრინციპულები მხოლოდ სულელები არიან.
4. მშვენიერება გადაარჩენს სამყაროს.
5. ყველაფერი განწყობის მიხედვით უნდა გაკეთო.
6. ყველაზე ძნელი არევანის გაკეთებაა.
7. ყოველთვის აუცილებელი არ არის წერტილის დასმა.
8. თუ შეთანხმებას მიაღწეიე, ე. ი. გაიმარჯვე.
9. ნებისმიერს – ნებისმიერ საქმეში "ჩავრთავ".
10. მე თავადაც არ ვიცი – "წითელის" მხარეს ვარ თუ "თეთრის".

მორიელი

1. ყველა ვერ უძლებს ჩემს მზერას.
2. სამწუხაროდ ახლოს არავინ არ არის, რომ დავგესლო.
3. ყველა მოვლენა დივანს ჰგავს – შიგნით ზამბარები აქვს.
4. ღიმილისთვის სერიოზული მიზეზი უნდა მქონდეს.
5. შემიძლია ყველაფრისგან გავთავისუფლდე, გარდა საკუთარი ვნებებისა.
6. მეც ვმღერი სიყვარულზე სიმღერას, ოღონდ ბრძოლის ველზე.
7. ჩემი ვნება იშვიათად ჩანს, მსგავსად ზვიგენისა, რომელიც იშვიათად ჩანს წყლის ზედაპირზე.
8. სამყარო დაიქცევა რაინდების გარეშე.
9. მე კაკტუსი ვარ – ჩემი ყვავილები მხოლოდ რჩეულთათვის იშლება.
10. დედამიწაზე ოტელოები ჯერ კიდევ ცხოვრობენ (მათ შორის მეც).

მშვილდოსანი

1. ენთუზიასტი ადამიანი ბევრი უნდა იყოს.
2. ვალი მაქვს? რა პრობლემაა?! დავივიწყებ.
3. ყველაზე კარგი დასვენება – მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაა.
4. მთავარი პრობლემაში – მისი მასშტაბია.
5. ჩემი იდეალი – თეთრ ცხენზე მჯომი რაინდია.
6. ჩემზე გაბრაზებას უბრალოდ აზრი არ აქვს.
7. სინდისის ქენჯნა – ნეტავ რა არის?
8. პასუხისმგებლობა ამშვენებს მხოლოდ "საშუალო" ადამიანებს (მე მათ რიცხვს არ ვეკუთვნი).
9. უპასუხისმგებლო ადამიანი ვალდებულია იყოს პასუხისმგებლობის მქონე (ოღონდ ამას მე ნუ მომთხოვთ).
10. წინდაწინ შფოთვა სისულელეა, ვიმოქმედებ სიტუაციის შესაბამისად.

თხის რქა

1. მე სპრინტერი არ ვარ – მარათონელი ვარ.
2. ბრძოლის ველზე მარტო ვიბრძვი.
3. კანონებს არ ვარღვევ, თუმცა სხვები აშავებენ და მე ვისჯები.
4. ჩემი ქონება – ეს სარკეა, სადაც ჩემი წარმატებები ჩანს.
5. ცხოვრება ეს მგზავრობაა, სადაც ყოველი გაჩერება ზუსტად არის დაგეგმარებული.
6. კარგია როდესაც შორეულ ქვეყნებზე მსჯელობ... საკუთარ სახლში მჯდომარე.
7. ნამდვილი თხის რქა კონიაკს ჰგავს – მისგან მხარდაჭერას გრძნობ.
8. წლების მატებსთან ერთად მხოლოდ მე ვახალგაზრდავდები.
9. ნამდვილად ღირს მთელი ცხოვრება ზემოთ ისწრაფოდე, რათა იქიდან ერთხელ მაინც გადმოიხედო.
10. მე ნელა მივდივარ მიზნისკენ და ამიტომ, ნაკლებ შეცდომებს ვუშვებ.

მერწყული

1. მოსაწყენია სხვაზე დამოკიდებული იყო.
2. თუ მე "შეგქმენი", იყავი ისეთი – როგორიც მე მსურს.
3. ცრურწმენები – სულელების ხვედრია.
4. მომავალი აუცილებლად საუკეთესო უნდა იყოს.
5. ძნელი იყო ანგელოზი, მაგრამ ეს საჭიროა.
6. კარგი დაპირება კარგ საქმეს სჯობს.
7. იყო ნოვატორი ნიშნავს – დაივიწყო ტრადიცია.
8. სექსი? ამაზე მნიშვნელოვანი საქმეებიც არსებობს.
9. ჯერ მეგობრები, შემდეგ კი ოჯახი, ოღონდ ამისათვის დრო თუ დარჩა.
10. ჩემზე კეთილი და ოპტიმისტი ადამიანი ძნელად მოიპოვება.

თევზები

1. მთავარია უთანაგრძნო, ვიდრე დაეხმარო.
2. ცოტა ხომ არ დაგველია?
3. წესრიგი მოიგონეს მოსაწყენმა ადამიანებმა
4. არასდროს გააკეთო ის საქმე ხვალ, რომლის გაკეთებაც... ზეგ შეიძლება.
5. მხოლოდ მცირეოდენი შემიძლიათ დაგპირდეთ.
6. აჩქარებულად მუშაობა იგივეა, რომ საჭმელი დაუღეჭავად გადაყლაპოთ.
7. ყველას გავუგებ... საკუთარი თავის გარდა.
8. ტირიფი ქარიშხლის დროს იხრება, ხოლო მუხა ტყდება.
9. ყველა იცის, რომ ყოველთვის დაკავებული ვარ, მაგრამ არავინ არ იცის – რით.
10. თუ თავს მომაბეზრებთ, ხელიდან გაგისხლტებით როგორც... თევზი.


© Lakshmi Ravi Ramananda
Ярлыки: ასტროლოგია
vulkani_lava
მართალია აი ბაღანა biggrin.gif


ცაგარელიც დაიდოს ! unsure.gif unsure.gif
ankikia
გავაგრძელე tongue.gif


ჯერ წაიკითხეთ რა არის ასცენდენტი და შემდეგ გამოთვალეთ smile.gif

საინტერესოა

მოკლედ... რა არის ასცენდენტი


რა არის ასცენდენტი და რა თვისებებს გვანიჭებს

ასცენდენტი (ASC) ლათინური სიტყვაა და "აღმავალს", "ამომავალს" ნიშნავს. ის ეკლიპტიკის წერტილია (ზოდიაქოს გრადუსი), სადაც ეკლიპტიკა კვეთს ჰორიზონტის აღმოსავლეთ ნაწილს დროის მომენტსა და გეოგრაფიულ ადგილში კონკრეტული პიროვნებასთან მიმართებაში, ანუ პიროვნების დაბადების მომენტში ამომავალი ეკლიპტიკის უკიდურესი აღმოსავლეთ ადგილი (ე. ი. ის ადამიანის დაბადების საათით გამოითვლება). იმდენად რამდენადაც დედამიწა ტრიალებს და მისი ყოველი მონაკვეთი ყოველდღიურად გადის მთელს ზოდიაქოს. შესაძლებელია ასცენდენტი დღე-ღამის განმავლობაში ზოდიაქოს ნებისმიერ ნიშანში მდებარეობდეს (კონკრეტულად კი ის ყოველ ორ საათში ერთ ზოდიაქოს ნიშანს გადის). მისი ცოდნა ადამიანს საშუალებას აძლევს გაარკვიოს თუ როგორია ადამიანი გარეგნულად, როგორ რეაგირებს ის გარე სამყაროზე, როგორია მისი იმიჯი, როგორ ავლენს თავის შინაგან ბუნებას.
ასცენდენტის გამოთვლა ასტროლოგებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ისინი ამას სპეციალური ცხრილებით ახერხებენ, ან უკეთეს შემთხვევაში ასტროლოგიურ პროგრამებს იყენებენ. ჩვეულებრივი ადამიანისთვის კი ამის გაგება ოდნავ ძნელი საქმეა, თუმცა, თუ ელემენტარულ მოთმინებას გამოიჩენთ, მოიმარჯვებთ იმ წლის ჩვეულებრივ, კედლის კალენდარს რომელ წელსაც თქვენ დაიბადეთ და გამოიეყენებთ ქვემოთ მოყვანილ ფორმულას, პრობლემები უკანა პლანზე გადაინაცვლებს და თქვენ საკუთარ თავზე კიდევ უფრო ბევრ რამეს გაიგებთ (თუმცა, ამის გარდა ზუსტად უნდა იცოდეთ საკუთარი დაბადების საათი, უკეთეს შემთხვევაში წუთიც, რადგან ასტროლოგიაში ოთხი წუთის განსხვავება ერთ გრადუსს შეცდომას იძლევა, რასაც ხშირ შემთხვევაში არასწორ ინფორმაციამდე მივყავართ).
მაშ ასე, კალენდრით უნდა გაარკვიოთ თქვენი დაბადების დღეს როდის ამოვიდა მზე, როდესაც ამას გაარკვევთ, ერთი ნაბიჯიღა დაგრჩებათ საკუთარი ასცენდენტის დასადგენად.
ankikia
ასცენდენტის ფორმულა:

- თუ თქვენ ხართ ვერძი და დაიბადეთ მზის ამოსვლის მომენტში, მაშინ თქვენი ასცენდენტი პირველ ნიშანში, ანუ ვერძის ზოდიაქოში იქნება.
- თუ თქვენ მზის ამოსვლიდან 2-4 საათის შემდეგ მოევლინეთ ქვეყანას, მაშინ თქვენი ასცენდენტი უკვე შემდეგ ნიშანში, ანუ კუროში იქნება გადასული.
- თუ მზის ამოსვლიდან 4-6 საათის შემდეგ დაიბადეთ, ASC მესამე ნიშანში იქნება.
- თუ მზის ამოსვლასა და ჩასვლა შორის დაიბადეთ, ASC მეოთხე ნიშანშია.
- თუ მზის ჩასვლამდე 4-6 საათით ადრე დაიბადეთ, ASC მეხუთე ნიშანშია.
- თუ მზის ჩასვლამდე 2-4 საათით ადრე დაიბადეთ, ASC მეექვსე ნიშანშია.
- თუ მზის ჩასვლისას დაიბადეთ, ASC მეშვიდე ნიშანში ეძებეთ.
- თუ მზის ჩასვლიდან 2-4 საათის შემდეგ დაიბადეთ, ASC მერვე ნიშანშია.
- თუ მზის ჩასვლიდან 4-6 საათის შემდეგ დაიბადეთ, ASC მეცხრე ნიშანში იქნება.
- თუ თქვენი დაბადება დაემთხვა მზის ჩასვლასა და ამოსვლას შორის დროის ზღვარს, ASC მეათე ნიშანშია.
- თუ მზის ამოსვლამდე 4-6 საათით ადრე დაიბადეთ, ASC მეთერთმეტე ნიშანშია.
- თუ მზის ამოსვლამდე 2-4 საათით ადრე დაიბადეთ, ASC მეთორმეტე ნიშანშია.
პ. ს. არ დაგვავიწყდეს, რომ ასცენდენტის ძებნისას ზოდიაქოს ნიშნების გადათვლა "საკუთარი" ნიშნიდან უნდა დაიწყოთ (თუ კურო ხართ და მზის ამოსვლისას დაიბადეთ, ASC კუროში იქნება და ა. შ.).


ასცენდენტი ვერძში
გარეგნობა: საშუალოზე მაღალი, გამხდარი, წაგრძელებული სახითა და მაღალი ყელით, შავგვრემანი და ან მოწითალო თმებით, სქელი წარბებით, შესაძლოა, თავზე ან სახეზე ნაიარევი ჰქონდეს.
ხასიათი: აქტიური, ენერგიული, მიზანმიმართული და პატივმოყვარეა. ყოველთვის პირველობას ცდილობს და ნებისმიერი წამოწყების მოთავეა. მიზანს ადვილად აღწევს. მტრობის დროს იმპულსურად მოქმედებს, თუმცა, სუსტი მოწინააღმდეგეგა და იმპულსურად მოქმედებს, ამიტომ, ბევრ შეცდომას უშვებს.
ენერგეტიკულად სუსტი წერტილები: სახე, თავის ქალა, თავის ტვინი, ზედა და ქვედა ყბა, ქვედა ტუჩი, პირი, ნიკაპი, თვალები, ყურები, ენა, კბილები, თმები, სახისა და თავის კანი, ცენტრალური ნერვული სისტემა.

ასცენდენტი კუროში
გარეგნობა: საშუალო ან საშუალოზე დაბალი, დაკუნთული მხარ-ბეჭით, მიდრეკილია სიმსუქნისადმი, მოკლე და სქელი კისერი, ფართო ცხვირი და დიდი ტუჩები, ღია ფერის თვალები, მუქი თმები.
ხასიათი: ნელი, ზარმაცი, ჯიუტი, პრაქტიკული, ხელოვანი, მიდრეკილება აქვს კომფორტისადმი, უყვარს ლამაზი ნივთები, ლამაზი ადამიანები, გემრიელი საჭმელი, გურმანია. კონფლიქტის დროს დიდხანს ითმენს, მაგრამ შემდეგ ყველაფრის წალეკვა ძალუძს.
ენერგეტიკულად სუსტი წერტილები: სასა, ხახა, კისერი, ყელი, ყანყრატო, ნუშისებრი ჯირკვალი, სმენის არხი, საყლაპავი მილი, ფარისებრი ჯირკვალი, ხმის იოგები, ხერხემლის კისრის მალები, პარასიმპტომატული ნერვული სისტემა.

ასცენდენტი ტყუპებში

გარეგნობა: საშუალოზე მაღალი, კარგი აგებულების, გრძელი ხელ-ფეხით, მოძრაობს მსუბუქად და სწრაფად, ახასიათებს დახვეწილი მოძრაობები და ჟესტიკულაცია. პირი ფართო აქვს, მაგრამ ტუჩები - თხელი. სახის კანი მუქი, თვალები ნაცრისფერი ან თაფლისფერი. აქვს გამჭოლი მზერა.
ხასიათი: ცნობისმოყვარე, კომუნიკაბელურია და იოლად შედის კონტაქტში, მოაზროვნე და ინტელექტუალურია. უყვარს სწრაფი ლაპარაკი. იკვებება ზომიერად. მტრობის დროს შეურიგებელია და ბევრს ილანძღება.
ენერგეტიკულად სუსტი წერტილები: ფილტვები, ბრონქები, ტრაქეა, პლევრა, მხრები, ხელები, ხელის თითები, ლავიწი, ხელის ძვლები.

ასცენდენტი კირჩხიბში
გარეგნობა: საშუალო სიმაღლის, ჩასხმული. მრგვალი ან ოვალური სახე (სავსე მთვარის ან ნახევარმთვარის მსგავსი), დიდი და მეტყველი თვალები, ხშირი წარბები, პატარ ხელები და ფეხები.
ხასიათი: ემოციური, გულჩათხრობილი, გაუბედავი, ახასიათებს გრძნობების სიმძაფრე, მიჯაჭვულია საკუთარ ოჯახზე და მისთვის ოჯახური კეთილდღეობა ბევრს ნიშნავს.
ენერგეტიკულად სუსტი წერტილები: გულმკერდი, სარძევე ჯირკვლები, ნაღვლის ბუშტი, კუჭი, კუჭქვეშა ჯირკვალი, საჭმლის მომნელებელი სისტემა, თირკმელზედა ნაწილი, ნეკნები.

ასცენდენტი ლომში
გარეგნობა: სწორი აგებულებისაა, ახასიათებს ამაყად გამართული სიარული. აქვს ნათელი სახე, დიდი მრგვალი თავი, ღია თმები (ხშირად ოქროსფერი), ამპარტავნული მზერა. ხასიათი: ამაყი, ენერგიული, ნებისყოფიანი, შეუპოვარი, ყოველთვის ყურადღების ცენტრში სურს ყოფნა, კონცენტრირებული მხოლოდ საკუთარ თავზე, მოსწონს როდესაც ამჩნევენ და პატივს სცემენ. გაბრაზებისას აგრესიული ხდება. მტრობისას ბოლომდე იბრძვის და ძალუძს მოწინააღმდეგის განადგურება.
ენერგეტიკულად სუსტი წერტილები: გული, გულსისხლძარღვთა სისტემა, ზურგის ტვინი, ხერხემლის გულმკერდის განყოფილება, დიაფრაგმა.

ასცენდენტი ქალწულში

გარეგნობა: მაღალი, ტანადი, გამხდარი, ახასიათებს ფიზიკური ამტანობა, მრგვალი სახე, მუქი თმები.
ხასიათი: პრაქტიკული, პრინციპული, ცნობისმოყვარე, შეუძლია უწვრილმანესი დეტალების შემჩნევა, კირკიტაა, მისთვის ინფორმაცია ბევრს ნიშნავს. ენერგეტიკულად სუსტი წერტილები: მუცლის ღრუ, მსხვილი და წვრილი ნაწლავები (სწორი ნაწლავის გარეშე), თირკმლის ქვედა ნაწილი, ელენთა, აპენდიციტი, თორმეტგოჯა ნაწლავი, თვალის ბადურა, ვეგეტატიური ნერვული სისტემა.

ასცენდენტი სასწორში

გარეგნობა: საშუალო ტანის, კარგი აგებულების, ღია ფერის თმები, ოვალური სახე, სწორი ცხვირი, ცისფერი ან თაფლისფერი თვალები, ხორბლისფერი სახე, თბილი და გულისხმიერი გამოხედვა.
ხასიათი: კომუნიკაბელურია, უყვარს პარტნიორები და ვერ იტანს მარტოობას, ძალზე განვითარებული აქვს სამართლიანობის გრძნობა, უყვარს როცა ადამიანს ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს, უყვარს რჩევა-დარიგებების მიცემა. მოღვაწეობს ხელოვნების ფართო სპექტრში, ასევე მისთვის საინტერესოა დიპლომატია და იურისპრუდენცია.
ენერგეტიკულად სუსტი წერტილები: თირკმელები, თირკმელზედა ჯირკვალი, საკვერცხეები, შარდის ბუშტი, საშვილოსნო, ხერხემლის წელის მალები, სენსორული ნერვული სისტემა.

ასცენდენტი მორიელში
გარეგნობა: საშუალო ან საშუალოზე დაბალი, ჩასხმული და ძლიერი აგებულების. მასიური კისერი, ხვეული თმები, ფართო პირი, ღრმად ჩამჯდარი თვალები, ჰიპნოზური მზერა.
ხასიათი: ენერგიული, ნებისყოფიანი, თუ მიზნის მიღწევა სურს არაფერს ერიდება და ყველაფერზეა წამსვლელი, მისი პრინციპია: ან ყველაფერი, ან არაფერი. შეუძლია საკუთარი ემოციების დაფარვა. ხანდახან ცინიკურია. მტრობისას მეტად საშიშია და ყოველთვის გამარჯვებული გამოდის.
ენერგეტიკულად სუსტი წერტილები: ცხვირი, ზედა ტუჩი, სწორი ნაწლავი, სწორი ნაწლავის დაბოლოება, შინაგანი და გარეგანი სასქესო ორგანოები, სათესლე ჯირკვლები, პროსტატა.

ასცენდენტი მშვილდოსანში
გარეგნობა: საშუალოზე მაღალი, სრული აგებულები, მოწითალო კანის ფერი, ოვალური სახე, მოგრძო ცხვირი, მეტყველი გამოხედვა.
ხასიათი: ოპტიმისტი, პატივმოყვარე, სამართლიანი, პრობლემების მოგვარებას პატიოსანი გზებით ცდილობას, თუმცა, კონფლიქტის დროს მუშტი-კრივზე გადასვლაზეც თანახმაა. საუბრისას აქვს დამაჯერებელი ტონი. ხანდახან სარკასტულია. ძალზე აფასებს თავისუფლებას.
ენერგეტიკულად სუსტი წერტილები: მენჯი, მენჯ-ბარძაყის სახსარი, თეძოს ზედა ნაწილი, თეძოს ძვალი, დუნდულა, კუდუსუნი, სისხლი.

ასცენდენტი თხის რქაში
გარეგნობა: საშუალო სიმაღლის, გამხდარი, წვრილი მკერდი, ვიწრო მხრები, გრძელი ხელები, სახის უხეში და უსწორმასწორო ნაკვთები, მასიური ნიკაპი, მუქი თვალები, სქელი თმა, მოძრაობს ნელა და არაგამართულად.
ხასიათი: მომთმენი, მიზანსწრაფული, ორგანიზებული, დისციპლინირებული, მისი ყველა ქმედება წინდაწინ არის გათვლილი, შეუძლია წინაღობების გეგმაზომიერად გადალახვა. მისი დევიზია: "სხვებმა იფიქრონ და იოცნებონ, მე ჩემსას მაინც მივაღწევ".
ენერგეტიკულად სუსტი წერტილები: ჩონჩხი, ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, ხრტილები.

ასცენდენტი მერწყულში

გარეგნობა: საშუალო სიმაღლის ან ოდნავ მაღალი, ჰარმონიული აგებულების, მოგრძო სახე, ნათელი კანის ფერი და ნათელი თვალები, მუქი ფერის თმები, მკვეთრად გამოხატული ნაკვთები, გულისხმიერი მზერა.
ხასიათი: ორიგინალური, ხანდახან კი ექსცენტრიულია. დამოუკიდებელი, ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლია, უყვარს საზოგადოება, ჰუმანურია.
ენერგეტიკულად სუსტი წერტილები: მხედველობა, წვივები, ფეხის გამშლელი კუნთები, ცენტრალური ნერვული სისტემა.

ასცენდენტი თევზებში
გარეგნობა: დაბალი, მიკლე ხელ-ფეხი, მიდრეკილია სიმსუქნისადმი, თეთრი კანი, მუქი თმები, დიდი ცისფერი წყლიანი თვალები,
ხასიათი: მეოცნებე, ფანტაზიორი, აქვს შემოქმედებითი გამოგონების ნიჭი, ხელოვანია, აქვს იუმორის დახვეწული უნარი, მაგრამ ეხერხება ტყუილიც. მიდრეკილია რელიგიისადმი და მისტიკისადმი.
ენერგეტიკულად სუსტი წერტილები: ხელისგულები, ტერფი, ფეხის თითები, ლიმფური და ენდოკრინოლოგიური სისტემა, სისხლის პლაზმა, ფსიქიკა.


© Lakshmi Ravi Ramanand
Ярлыки: ასტროლოგია
ankikia
ზოდიაქოს ნიშნები

ხასიათის თვისებები

ვერძი
დადებითი: ენერგიული, თავის გამტანი, დამოუკიდებელი, საზრიანი, მიზანსწრაფული, გზის გამკვალავი, ძლიერი, დაჯერებული
უარყოფითი: იმპულსური, თავნება, ახირებული, ეგოცენტრული, ყველა საშუალებით ცდილობს პირველი იყოს, მერყევი, ცვალებადი, უხეში, თვითდაჯერებული

კურო
დადებითი: შეუპოვარი, გამტანი, უღალატო, სტაბილური, ერთგული, უყვარს კომფორტი და ხელოვნება, მოქმედებს მოფიქრებულად, თამამი, შრომისმოყვარე, დამოუკიდებელი, აუჩქარებელი
უარყოფითი: ჯიუტი, ზარმაცი, უყვარს ფუფუნება და სიამოვნება, პრიმიტიული, ზანტი

ტყუპები
დადებითი: კომუნიკაბელური, ინტელექტუალური, გამჭრიახი, შეუძლია ყველა სფეროში საქმიანობა, სწრაფად აზროვნებს და რეაგირებს, შეუძლია ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება
უარყოფითი: ინფანტილური, გაუგონარი, დაფანტული, აჩქარებული, ცვალებადი, ნერვიული, წინააღმდეგობრივი, ერთბაშად მრავალ საქმეს იწყებს და ვერცერთს ვერ ამთავრებს, ფულის ფლანგველი

კირჩხიბი

დადებითი: მგრძნობიარე, ათვისებისა და წარმოსახვის უნარის მქონე, პასუხისმგებლობის გრძნობით დაჯილდოვებული, შინაურული, დამოუკიდებელი, მზრუნველი, ყურადღებიანი, გულისხმიერი, მომჭირნე, ფრთხილი, ღრმა, რომანტიული, ტაქტიანი, დელიკატური
უარყოფითი: ზედმეტად მგრძნობიარე, შთაბეჭდილებიანი (ეძებს დახვეწილ და უჩვეულო შეგრძნებებს), ეჭვიანი, შთაგონებას დამორჩილებული, მარტოსული, დამოკიდებული, ძუნწი, მხდალი, გულჩათხრობილი, ენაგესლიანი, ბუტია

ლომი
დადებითი: ამაყი, საკუთარი ღირსების მცოდნე, გულწრფელი, არტისტული, ვნებიანი, მეთაური, კეთილგანწყობილი, უხვი, სტუმართმოყვარე, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, სერიოზული
უარყოფითი: თავმომწონე, ამპარტავანი, თვითდაჯერებული, ყურადღებისა და თაყვანისცემის მომთხოვნი, ჟინიანი, ეგოცენტრული, ფულის ფლანგველი, ზედაპირული

ქალწული
დადებითი: მშვიდი, მოწესრიგებული, გაწონასწორებული, შრომისუნარიანი, ყურადღებიანი დეტალების მიმართ, პრაქტიკული, თავგანწირული შრომაში, განვითარებული მოვალეობის გრძნობით, ინტელექტუალური
უარყოფითი: კრიტიკული, ცინიკური, უემოციო, ცივი, შეზღუდული, თავწარგული მხოლოდ სამუშაოში, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს წვრილმანებს, ეჭვით შეპყრობილი საკუთარი თავის მიმართ, კრიტიკულად განწყობილი, წვრილმანო, მოუსვენარი, აფორიაქებული

სასწორი
დადებითი: კომუნიკაბელური, გულღია, მომხიბლავი, ელეგანტური, გემოვნებიანი, ტაქტიანი, შუამავალი, შემწყნარებელი, უკონფლიქტო, ზომიერი, აქვს ფასეულობათა მდგრადი სისტემა
უარყოფითი: გაუბედავი, ხმაურიანი, გაუწონასწორებელი, ასარჩევ სიტუაციაში ქმედების უნარი ეკარგება, ვერ იტანს მარტოობას, ფორიაქობს წვრილმანების გამო, იძლევა უამრავ რჩევას

მორიელი
დადებითი: მიზანსწრაფული, შემტევი, სტაბილური, ტემპერამენტიანი, თავშეკავებული, დამოუკიდებელი, გამჭრიახი, განვითარებული ინტუიციით, შეუძლია გაერკვეს ყოველგვარი მოვლენის არსში, მტკიცე, მომთმენი, გაბედული, მიდრეკილი მისტიკისაკენ, პასუხისმგებლობით დაჯილდოვებული, ლოიალური
უარყოფითი: ჯიუტი პირადი მიზნის მიღწევისას, ძალაუფლების მოყვარე, მესაკუთრე, ეჭვიანი, თავნება, უწყალო, შურისმაძიებელი, გულჩათხრობილი

მშვილდოსანი
დადებითი: აქტიური, გულღია, გულწრფელი, სიცოცხლის მოყვარე, მართალი, თავისუფლებისმოყვარე, კეთილგანწყობილი, უყვარს წაფილოსოფოსება, სამართლიანი, მამაცი, ცნობისმოყვარე, თავმოყვარე, წარმმართველი, მიზანსწრაფული
უარყოფითი: ზედაპირული, მოუთმენელი, სწორხაზოვანი, განსჯის უნარს მოკლებული, ეგოისტი, არადიპლომატიური, უტაქტო, ხმაურიანი, ბრძანებებისა და განკარგულებათა გაცემის მოყვარული, ინფანტილური

თხის რქა

დადებითი: მიზანსწრაფული, ფრთხილი, შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობის გრძნობით დაჯილდოვებული, დაბრკოლებათა გეგმაზომიერად გადამლახავი, ერთნაირად იცის მორჩილებაცა და ბრძანებლობაც, ერთგული, საფუძვლიანი
უარყოფითი: მოსაწყენი, შეზღუდული, ქედუხრელი, კონსერვატორია, მოუქნელი, ეჭვიანი, ანგარიშიანი, მარტოობისაკენ მიდრეკილი, მელანქოლიური, ძალაუფლებისმოყვარე

მერწყული

დადებითი: დამოუკიდებელი, ორიგინალური, გამომგონობელი, გულღია, სოციალური, ერთგული, ცრურწმენისაგან თავისუფალი, ჭეშმარიტების მაძიებელი, ჰუმანისტი
უარყოფითი: ინდივიდუალისტი, ეგოისტი, ესტრავაგანტური, უტაქტო, მოლაყბე, მერყევი, უპასუხისმგებლო, ფულის ფლანგველი

თევზები

დადებითი: მოქნილი, რბილი, ემოციური, რელიგიური, კეთილი, მზრუნველი, ჰუმანური, ყოველთვის მზად მყოფი დახმარებისთვის
უარყოფითი: გაუბედავი, მოუქნელი, ექცევა გავლენის ქვეშ, არაპრაქტიკული, სევდიანი, მეოცნებე, ილუზიური, რჩება წარსულის "ტყვედ", ცხოვრებას უყურებს "ვარდისფერი სათვალით"




© Lakshmi Ravi Ramananda
Ярлыки: ასტროლოგია
Catherine
ციტატა
მერწყული

ციტატა
10. ჩემზე კეთილი და ოპტიმისტი ადამიანი ძნელად მოიპოვება.

biggrin.gif ისე მგონი კარგი იქნება თუ ყველა დაწერს რომელია მისი ზოდიაქოს ნიშანი smile.gif
მე გახლავართ მერწყული (ალბათ უკვე მიხვდით)
ankikia
მე ლომი და ასე კარგად ჩემ თავს ვერ აღვწერ როგორც აქ biggrin.gif

ასცენდენტიც გამოვითვალე და ლომშია biggrin.gif
=SYD=
ankikia
ეს თემა დედაჩემისთვის გახსენი? არ ვსვამ კომპთან tongue.gif

ციტატა
ვერძი

1. კარგი იქნება, თუ ჩემთან არ იკამათებთ! 2. ჯერ ვაკეთებ, შემდეგ ვფიქრობ! 3. სადაც სხვები ამუხრუჭებენ, მე იქ წინ ვისწრაფვი! 4. ვიქნები მუდამ ახალგაზრდა! 5. გააკეთე ჩემსავით – ჩემზე უკეთესად ვერ გააკეთებ! 6. ჩემთვის ყველაზე ძნელია _ თანამოსაუბრეს ბოლომდე მოვუსმინო! 7. სიჯიუტე – ნაკლი არ არის! 8. უფრო ადვილად ვაკოტროლებ სიტუაციას, ვიდრე ემოციას! 9. ერთი ვერძი – კარგია, ორი ვერძი – ბევრია! 10. თავს პირველი არ ვესხმი, მაგრამ ღმერთმა დაგიფაროთ, თავს დამესხათ!

რათქმაუნდა tongue.gif
ankikia
=SYD=
ციტატა
ეს თემა დედაჩემისთვის გახსენი? არ ვსვამ კომპთან


მახსოვს მეც შემომჩივლა ერთხელ biggrin.gif
=SYD=
აუ ეხლა მაგრად მეზარება თორემ გამოვართმევდი რამეებს და დავდებდი.. :|
sopo


მე 23 ვარ სექტემბერს ვარ დაბადებული, ოღონდ წესიერად ვერ გავარკვიე რომელი ზოდიაქოს ნიშანი ვარ ქალწული თუ სასწორი, ზოგან ის წერია, ზოგან ეს... blink.gif blink.gif huh.gif
=SYD=
ციტატა
მე 23 ვარ სექტემბერს ვარ დაბადებული, ოღონდ წესიერად ვერ გავარკვიე რომელი ზოდიაქოს ნიშანი ვარ ქალწული თუ სასწორი, ზოგან ის წერია, ზოგან ეს... blink.gif blink.gif huh.gif

დედაჩემმა სასწორიაო.
sopo
=SYD=

ე. ი. ეს?

ციტატა
სასწორი

1. პარტნიორების გარეშე თავს უხელებოდ ვგრძნობ.
2. ყველაზე დიდი საშინელება კამათია, თუმცა უნდა გამოვტყდე, რომ მიყვარს
3. პრინციპულები მხოლოდ სულელები არიან.
4. მშვენიერება გადაარჩენს სამყაროს.
5. ყველაფერი განწყობის მიხედვით უნდა გაკეთო.
6. ყველაზე ძნელი არევანის გაკეთებაა.
7. ყოველთვის აუცილებელი არ არის წერტილის დასმა.
8. თუ შეთანხმებას მიაღწეიე, ე. ი. გაიმარჯვე.
9. ნებისმიერს – ნებისმიერ საქმეში "ჩავრთავ".
10. მე თავადაც არ ვიცი – "წითელის" მხარეს ვარ თუ "თეთრის".


პრინციპში რაღაცეები ემთხვევა tongue.gif

მადლობა სიდ. smile.gif
=SYD=
ციტატა
მადლობა სიდ. smile.gif

არაფერს smile.gif

http://www.daily-horoscopes.com/
ვისაც გაინტერესებთ smile.gif
ankikia
პირადი ასტროლოგიური რუკა თუ გინდათ შეიდგინოთ აი აქ ნახეთ, დეტალურად გაჩვენებს ყველაფერს smile.gif

http://www.chaosastrology.net/freeastrologyreports.cfm

და შეგიდგენთ ასეთ რაღაცას smile.gif

http://www.antiscia.com/chaos/natal/viewna...;place2=Georgia
=SYD=
აბა ვნახოთ დედა ეკლესია რას ფიქრობს ასტროლოგიაზე biggrin.gif


როგორც ცნობილია დედამიწა მზის გარშემო შემობრუნებას 12 თვეს ანდომებს. ყოველ მეთორმეტე ნაწილს (ყოველი თვის 22 რიცხვიდან შემდეგი თვის 22 რიცხვამდე) გარკვეულ სახელს არქმევენ (მაგ: კირჩხიბი, ლომი, ქალწული, მერწყული და ა.შ.). ამის გარდა გამოყოფენ 12-იან ციკლს (ძაღლის, ღორის, გველის, ვეფხვის, მამლის წელი და სხვ.). თვითოეული თვის თუ წლის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ასტროლოგები გარკვეული ხასიათის თვისებებსა და განსაზღვრულ ბედისწერას მიაწერენ. ასტროლოგია ამტკიცებს, რომ ყოველი ადამიანის ბედი განსაზღვრული, წინასწარ დადგენილია და ამ განსაზღვრის პრინციპს ციურ სხეულთა, ზოდიაქოს ნიშნების მდგომარეობა განაპირობებს. ასტროლოგიის მიზანი ისაა, რომ ადამიანი და მისი ნებისყოფა მთლიანად გარეშე ძალთა მიერ დეტერმინირებულად გამოაცხადოს და ბედისწერის მონად გახადოს.

ასტროლოგიის მიხედვით, ადამიანი, როგორც თავისუფალი არსება, აღარ არსებობს და იგი მარიონეტადაა ქცეული. მართლაც, თუ მისი, როგორც პიროვნების მომავალი უკვე გადაწყვეტილია, მაშინ იგი, როგორც ზნეობრივი და რელიგიური არსება, აღარ არსებობს. ჩადენილი ნებისმიერი საქციელი მთლიანად ბედისწერას (ზოდიაქოს, პლანეტისა და ა.შ.) მიერაა გაპირობებული. ე.ი. თუ მავანი კაცს მოკლავს, ეს მის მიერ ჩადენილი ცოდვა კი არ არის, არამედ ასე იყო გადაწყვეტილი ჯერ კიდევ მის დაბადებამდე. ჩადენილი კეთილი საქმეც სათნოებად კი აღარ ითვლება, არამედ ბრმა ფატალიზმის გამოვლინებად. ამგვარ კონფეციას საბოლოოდ სიკეთისა და ბოროტების ცნებათა იგივეობის აღიარებამდე მივყავართ.

მათ კი, ვინც ამინდის პროგნოზის მსგავსად, ყოველდღიურად ასტროპროგნოზის ინფორმაციის მიხედვით წყვეტს, თუ როდის როგორ მოიქცეს, რა ჩაიცვას, რა მიირთვას, გავიდეს თუ არა სახლიდან, შეხვდეს თუ არა მეგობარს, გაიკეთოს თუ არა კუჭის ოპერაცია და ა.შ. შევახსენებთ წმიდა ბასილი დიდის (IV ს.) სიტყვებს: „რატომ იღუპება გემის ჩაძირვის დროს მასზე მყოფი მრავალი ადამიანი ერთნაირი სიკვდილით? მათ ხომ, ალბათ, გემის გასვლის წინ სხვადასხვანაირი ბედ-იღბალი უწინასწარმეტყველეს?“

წმიდა იოანე დამასკელი (VII-VIII ს.) კი წერს: „ელინები (წარმართები) ამბობენ, რომ ვარსკვლავების, ასევე მზისა და მთვარის ჩასვლით, ამოსვლითა და დაახლოებით იმართება ყველა ჩვენი ქმედებანი და სწორედ ამითაა დაკავებული ასტროლოგია. ხოლო ჩვენ საწინააღმდეგოს ვამტკიცებთ, რომ მნათობების საშუალებით ხდება წინასწარი მინიშნება წვიმისა და გვალვისა, ნოტიო და მშრალი ამინდისა, მაგრამ მნათობები არავითარი სახით არ წარმოადგენენ ჩვენი მოქმედებების წინასწარ განმსაზღვრელებს. სინამდვილეში ჩვენ, შემოქმედის მიერ შექმნილნი ვართ თავისუფლებად, უფალნი ვართ ჩვენი საქმეებისა“. ხოლო ნეტარი აგვუსტინე (IV-V ს.) კი ბრძანებს: „იცის ყოვლადცბიერმა, რომ ცრუწინასწარმეტყველებების საშუალებით შეძლებს, განგვაშოროს ღმერთისგან და თავისკენ მიგვიზიდოს, რომ შეძლებს დაგვაჯეროს, ვითომ ვარსკვლავები განაგებენ ჩვენს მოქმედებებსა და აზრებს. ხოლო როდესაც მიღებულ იქნება ეს რწმენა, ჩვენ საერთოდ აღარ ვიზრუნებთ ან ძალზე მცირედ ვიზრუნებთ შეცოდებებისთვის, რადგან გავიმართლებთ თავს ვარსკვლავთა მოქმედებების გარდუვალობით, ხოლო როდესაც უბედურება დაგვატყდება თავს, დავადანაშაულებთ ამაში ღმერთს, როგორც ბოროტების შემოქმედს... და სწორედ მაშინ მტერი (ეშმაკი) მოხერხებულად შეძლებს ჩვენს დაუფლებას და ჯოჯოხეთის ფსკერზე ჩათრევას“. ვფიქრობთ, ყველაფერი ისედაც ნათელია.

ამრიგად, ეს ყოველივე არა მარტო ამხელს ასტროლოგიას, როგორც ზოგადად ქრისტიანობისათვის უცხო და მიუღებელ მოძღვრებას, არამედ ამხელს თანამედროვე ასტროლოგების არამართებულ აზრს: „ასტროლოგია ოდითგანვე იყო შუამავალი რგოლი რელიგიასა და მეცნიერებას შორის. XVII საუკუნის შუამდე ეს იყო ერთიანი სისტემა... კარგად იყენებდნენ ეკლესიაში ასტროლოგიას და დღესაც იყენებენ...“ (გაზ. „მთელი კვირა“, № 358).

როგორ იყო ქრისტიანობა და ასტროლოგია ერთიანი სისტემა XVII საუკუნემდე, როდესაც IV, V და VIII საუკუნეთა ეკლესიის მამები მას მკაცრად ამხელდნენ?!

საპატრიარქოს პრესცენტრი
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 1 (308), 2005 წ.
ankikia
ფენ-შუი და ფერები

წითელი
. ჩინეთში წითელი ძალის, აქტიურობისა და ვნების ფერად ითვლება. ამ ფერს გამოყენება რეკომენდებულია იქ, სადაც აქტიური ფიზიკური და სულიერი მოქმედება ხდება, სადაც ოჯახის წევრები ყველაზე მეტად მოძრაობენ, მაგალითად, სპორტულ და სათამაშო დარბაზებში, სამზარეულოში, სასადუილო ოთახში, რომელიც ცეცხლის სტიქიის გავლენის ქვეშ იმყოფება. თუმცა წითელი ააქტიურებს ადამიანი ენერგიულობას და ზრდის აგრესიულ ფონს, ამიტომ, მისი გამოყენება შერჩევით უნდა მოხდეს.
არ არის სასურველია წითელი ტონი ფერი ლურჯისა და შავის გვერდით განათავსოთ, რადგან ლურჯი და შავი წყლის სტიქიის ფერებია, წითელი კი ცეცხლის, ამიტომ, ეს გააძლიერებს ნეგატიურ ენერგიას.
საძინებელში წითელი ტონების გამოყენება შესაძლებელია, თუმცა არა ბევრი რაოდენობით, რადგან ეს გაზრდის მეუღლებს შორის უთანხმოებას. წითელის გვერდით სასურველია თეთრი ფერის განთავსება. ნუ გამოიყენებთ წითელ ფერს ეზოს ან საცხოვრებელი ბინის კარის, ფანჯრის, ასევე აღმოსავლეთით და დასავლეთით მდებარე კედლების შესაღებად.

ფორთოხლისფერი
. ეს ფერი რამდენადმე წითელ და ყვითელ ფერებს "შეიცავს", პირველი მათგანი ფორთოხლისფერს ენერგიას, მეორე კი კეთილგანწყობას ანიჭებს. მისი გამოყენება რეკომენდებულია მისაღებ ოთახში, ასევე ბავშვების ოთახში.
ფენ-შუიში ფორთოხლისფერს ცოდნის ფერს უწოდებენ, ის ახდენს გონებრივი მონაცემების სტიმულირებას, ამიტომ, მისი გამოყენება სასურველია იმ ოთახში, სადაც გონებრივი მუშაობა ხდება და სადაც ბავშვები ამზადებენ სასკოლო გაკვეთილებს. ის შეუცვლელია ინფორმაციის მიღება-გაცემის მიმართულებით, ამიტომ, ოფისში, სკოლაში ან მსგავს დაწესებულებაში ამ ფერის გამოყენება მეტად სასურველია.

ოქროსფერი მეტალის ფერია. ჩინეთში ამ ფერის ტანისამოსი მხოლოდ იმპერატორს, მის ნათესავებს ან დიდებულებს შეიძლებოდა სცმოდა. ეს თბილი ფერია, რომელიც ალიერებს ოპტიმიზმს, საკუთარი ღირსების შეგრძნებას. აძლიერებს მეტალის, მიწისა და წყლის სტიქიებს. ოქროსფერი უკავშირდება ფულს, სიმდიდრეს და კომფორტს. მისი გამოყენება სასურველია შესასვლელში, კაბინეტში, საძინებელში და ასევე ბავშვების ოთახში _ ეს ფერი ბავშვებში საკუთარი თავის რწმენას გააძლიერებს.

თეთრი. უკავშირდება სისუფთავეს, განახლებას. ფენ-შუიში თეთრი აძლიერებს ენერგიას _ მსგვსად მზის ან ხელვნური შუქისა. თუმცა აბსოლუტურად თეთრი აძლიერებს სიცივის და დაუცველობის შეგრძნებას, ამიტომ, არ არის სასურველი ბავშვების ოთახში თეთრის უხვად გამოყენება. ის სასურველია გამოვიყენოთ სამზარეულოში (თუმცა არა გაზქურის სიახლოვეს), აბაზანაში, შემოსასვლელში, კაბინეტსა ან მისაღებში.

ლურჯი, ცისფერი. ეს სიმშვიდის ფერია. ეს არის დამშვიდება და საკუთარი ადგილის მოძიება. ეს ფერი ძალიან კარგია საძინებელში, ბავშვების ან სასადილო ოთახში. ეს ფერი უკავშირდება წყლის სტიქიას, ამიტომ, მისი გამოყენება მჭახე ფერების გვერდით ფენ-შუის თვალსაზრისით არა სასურველია. მისი გამოყენება კარგია ასევე აბაზანაში, ტუალეტში.

მწვანე ხის სტიქია, რომელიც გაზაფხულს, ზრდას, სიმშვიდეს და მშვიდობას უკავშირდება. მწვანე ძალიან კარგია სტრესის მოსახსნელად. მწვანე ფერის უხვად გამოყენება სახლში გაზრდის ფინანსურ შემოსავლებსა და მოიტანს ჰარმონიას. ეს ფერი კარგია სადაც ადამიანებს სძინავთ, ისვენებენ და განიტვირთებიან _ დასვენების ოთახში, საძინებელში, ოფისში, სასადილო ოთახში, ბავშვების ოთახში.

ყვითელი მზის, მხიარულებისა და წარმატების ფერია. ის აძლიერებს პოზიტიურ ენერგიას. ეს ფერი გამოიყენეთ, სადაც ხშირად იკრიბებიან ოჯახის წევრები, სადაც ხდება აქტიურობა, ბჭობა, სხვა და სხვა ტემის განხილვა. ყვითელი ადამიანებს ამხნევებს, აუმჯობესებს განწყობას, ააქტიურობას პოზიტიურ აზროვნებას. ზოგიერთი ფსიქოლოგი მას ტყუილად მიაწერს აპათიის გაძლიერებას.

© Lakshmi Ravi Ramananda
კელა
ციტატა
ტყუპები

1. მე დღეს სულაც არ ვარ ისეთი, როგორც გუშინ.
2. ის ფლობს სიტუაციას, ვინც ფლობს ინფორმაციას.

3. ერთი "თავი" კარგია, ორი უკეთესია.
4. "ფიგარო იქ, ფიგარო აქ" – აი, ჩემი ცხოვრება.
5. იდეა, როგორც პროდუქტი არ უნდა იყოს დიდ ხანს გაჩერებული.
6. სახლში თითო ტელევიზორი და ტელეფონი კარგია, მაგრამ სამი უკეთესია.
7. ვინც ვერ ასწრებს, ის იგვიანებს.
8. მიყვარს რაოდენობა, რადგან ხარისხისთვის არ მყოფნის დრო.
9. კამათისას ჩემს მეტ სიტყვას ვერ იტყვით.


აი ამაზე თავს ვდებ და დანარჩენების რა მოგახსენოთ biggrin.gif
drakulas_bidzashvili
ციტატა
ტყუპები

1. მე დღეს სულაც არ ვარ ისეთი, როგორც გუშინ.
2. ის ფლობს სიტუაციას, ვინც ფლობს ინფორმაციას.
3. ერთი "თავი" კარგია, ორი უკეთესია.
4. "ფიგარო იქ, ფიგარო აქ" – აი, ჩემი ცხოვრება.
5. იდეა, როგორც პროდუქტი არ უნდა იყოს დიდ ხანს გაჩერებული.
6. სახლში თითო ტელევიზორი და ტელეფონი კარგია, მაგრამ სამი უკეთესია.
7. ვინც ვერ ასწრებს, ის იგვიანებს.
8. მიყვარს რაოდენობა, რადგან ხარისხისთვის არ მყოფნის დრო.
9. კამათისას ჩემს მეტ სიტყვას ვერ იტყვით.


მე მარტო მერვეს არ ვაკმაყოფილებ... biggrin.gif

დანარჩენი იცოცხლე-თქო... biggrin.gif
Tatiation
ციტატა
ვერძი

1. კარგი იქნება, თუ ჩემთან არ იკამათებთ!
2. ჯერ ვაკეთებ, შემდეგ ვფიქრობ!
3. სადაც სხვები ამუხრუჭებენ, მე იქ წინ ვისწრაფვი!
4. ვიქნები მუდამ ახალგაზრდა!
5. გააკეთე ჩემსავით – ჩემზე უკეთესად ვერ გააკეთებ!

6. ჩემთვის ყველაზე ძნელია _ თანამოსაუბრეს ბოლომდე მოვუსმინო!
7. სიჯიუტე – ნაკლი არ არის!
8. უფრო ადვილად ვაკოტროლებ სიტუაციას, ვიდრე ემოციას!
9. ერთი ვერძი – კარგია, ორი ვერძი – ბევრია!
10. თავს პირველი არ ვესხმი, მაგრამ ღმერთმა დაგიფაროთ, თავს დამესხათ!



მაგ 2 გამოსწორებას ვცდილობ biggrin.gif
თორე მაგეებსაც ვაკმაყოფილებ biggrin.gif biggrin.gif
=SYD=
lucifers_angel
ციტატა
9. ერთი ვერძი – კარგია, ორი ვერძი – ბევრია!

რა, ორნი რო დავდგეთ ეხლა მე და შენ, ვინმე გვეკამათება ? biggrin.gif tongue.gif
Tatiation
=SYD=

რა ვიცი biggrin.gif ვცადოთ და გავიგებთ მაინც რამდენი თავზეხელაღებულია გარშემო tongue.gif
Anabell

ციტატა
სასწორი

1. პარტნიორების გარეშე თავს უხელებოდ ვგრძნობ.
2. ყველაზე დიდი საშინელება კამათია, თუმცა უნდა გამოვტყდე, რომ მიყვარს
3. პრინციპულები მხოლოდ სულელები არიან.
4. მშვენიერება გადაარჩენს სამყაროს.
5. ყველაფერი განწყობის მიხედვით უნდა გაკეთო.
6. ყველაზე ძნელი არევანის გაკეთებაა.
7. ყოველთვის აუცილებელი არ არის წერტილის დასმა.
8. თუ შეთანხმებას მიაღწეიე, ე. ი. გაიმარჯვე.
9. ნებისმიერს – ნებისმიერ საქმეში "ჩავრთავ".
10. მე თავადაც არ ვიცი – "წითელის" მხარეს ვარ თუ "თეთრის".




biggrin.gif biggrin.gif

ასე ზუსტად ჩემი ხასიათის ეს თვისება არსად წამიკითხავს ჯერ biggrin.gif


+ ასცენდენტი მორიელში smile.gif


უF მიყვარს ჩემი ზოდიაქო wub.gif
drakulas_bidzashvili
ციტატა(=SYD= @ May 26 2009, 07:55 PM) *
აბა ვნახოთ დედა ეკლესია რას ფიქრობს ასტროლოგიაზე biggrin.gif


როგორც ცნობილია დედამიწა მზის გარშემო შემობრუნებას 12 თვეს ანდომებს. ყოველ მეთორმეტე ნაწილს (ყოველი თვის 22 რიცხვიდან შემდეგი თვის 22 რიცხვამდე) გარკვეულ სახელს არქმევენ (მაგ: კირჩხიბი, ლომი, ქალწული, მერწყული და ა.შ.). ამის გარდა გამოყოფენ 12-იან ციკლს (ძაღლის, ღორის, გველის, ვეფხვის, მამლის წელი და სხვ.). თვითოეული თვის თუ წლის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ასტროლოგები გარკვეული ხასიათის თვისებებსა და განსაზღვრულ ბედისწერას მიაწერენ. ასტროლოგია ამტკიცებს, რომ ყოველი ადამიანის ბედი განსაზღვრული, წინასწარ დადგენილია და ამ განსაზღვრის პრინციპს ციურ სხეულთა, ზოდიაქოს ნიშნების მდგომარეობა განაპირობებს. ასტროლოგიის მიზანი ისაა, რომ ადამიანი და მისი ნებისყოფა მთლიანად გარეშე ძალთა მიერ დეტერმინირებულად გამოაცხადოს და ბედისწერის მონად გახადოს.

ასტროლოგიის მიხედვით, ადამიანი, როგორც თავისუფალი არსება, აღარ არსებობს და იგი მარიონეტადაა ქცეული. მართლაც, თუ მისი, როგორც პიროვნების მომავალი უკვე გადაწყვეტილია, მაშინ იგი, როგორც ზნეობრივი და რელიგიური არსება, აღარ არსებობს. ჩადენილი ნებისმიერი საქციელი მთლიანად ბედისწერას (ზოდიაქოს, პლანეტისა და ა.შ.) მიერაა გაპირობებული. ე.ი. თუ მავანი კაცს მოკლავს, ეს მის მიერ ჩადენილი ცოდვა კი არ არის, არამედ ასე იყო გადაწყვეტილი ჯერ კიდევ მის დაბადებამდე. ჩადენილი კეთილი საქმეც სათნოებად კი აღარ ითვლება, არამედ ბრმა ფატალიზმის გამოვლინებად. ამგვარ კონფეციას საბოლოოდ სიკეთისა და ბოროტების ცნებათა იგივეობის აღიარებამდე მივყავართ.

მათ კი, ვინც ამინდის პროგნოზის მსგავსად, ყოველდღიურად ასტროპროგნოზის ინფორმაციის მიხედვით წყვეტს, თუ როდის როგორ მოიქცეს, რა ჩაიცვას, რა მიირთვას, გავიდეს თუ არა სახლიდან, შეხვდეს თუ არა მეგობარს, გაიკეთოს თუ არა კუჭის ოპერაცია და ა.შ. შევახსენებთ წმიდა ბასილი დიდის (IV ს.) სიტყვებს: „რატომ იღუპება გემის ჩაძირვის დროს მასზე მყოფი მრავალი ადამიანი ერთნაირი სიკვდილით? მათ ხომ, ალბათ, გემის გასვლის წინ სხვადასხვანაირი ბედ-იღბალი უწინასწარმეტყველეს?“

წმიდა იოანე დამასკელი (VII-VIII ს.) კი წერს: „ელინები (წარმართები) ამბობენ, რომ ვარსკვლავების, ასევე მზისა და მთვარის ჩასვლით, ამოსვლითა და დაახლოებით იმართება ყველა ჩვენი ქმედებანი და სწორედ ამითაა დაკავებული ასტროლოგია. ხოლო ჩვენ საწინააღმდეგოს ვამტკიცებთ, რომ მნათობების საშუალებით ხდება წინასწარი მინიშნება წვიმისა და გვალვისა, ნოტიო და მშრალი ამინდისა, მაგრამ მნათობები არავითარი სახით არ წარმოადგენენ ჩვენი მოქმედებების წინასწარ განმსაზღვრელებს. სინამდვილეში ჩვენ, შემოქმედის მიერ შექმნილნი ვართ თავისუფლებად, უფალნი ვართ ჩვენი საქმეებისა“. ხოლო ნეტარი აგვუსტინე (IV-V ს.) კი ბრძანებს: „იცის ყოვლადცბიერმა, რომ ცრუწინასწარმეტყველებების საშუალებით შეძლებს, განგვაშოროს ღმერთისგან და თავისკენ მიგვიზიდოს, რომ შეძლებს დაგვაჯეროს, ვითომ ვარსკვლავები განაგებენ ჩვენს მოქმედებებსა და აზრებს. ხოლო როდესაც მიღებულ იქნება ეს რწმენა, ჩვენ საერთოდ აღარ ვიზრუნებთ ან ძალზე მცირედ ვიზრუნებთ შეცოდებებისთვის, რადგან გავიმართლებთ თავს ვარსკვლავთა მოქმედებების გარდუვალობით, ხოლო როდესაც უბედურება დაგვატყდება თავს, დავადანაშაულებთ ამაში ღმერთს, როგორც ბოროტების შემოქმედს... და სწორედ მაშინ მტერი (ეშმაკი) მოხერხებულად შეძლებს ჩვენს დაუფლებას და ჯოჯოხეთის ფსკერზე ჩათრევას“. ვფიქრობთ, ყველაფერი ისედაც ნათელია.

ამრიგად, ეს ყოველივე არა მარტო ამხელს ასტროლოგიას, როგორც ზოგადად ქრისტიანობისათვის უცხო და მიუღებელ მოძღვრებას, არამედ ამხელს თანამედროვე ასტროლოგების არამართებულ აზრს: „ასტროლოგია ოდითგანვე იყო შუამავალი რგოლი რელიგიასა და მეცნიერებას შორის. XVII საუკუნის შუამდე ეს იყო ერთიანი სისტემა... კარგად იყენებდნენ ეკლესიაში ასტროლოგიას და დღესაც იყენებენ...“ (გაზ. „მთელი კვირა“, № 358).

როგორ იყო ქრისტიანობა და ასტროლოგია ერთიანი სისტემა XVII საუკუნემდე, როდესაც IV, V და VIII საუკუნეთა ეკლესიის მამები მას მკაცრად ამხელდნენ?!

საპატრიარქოს პრესცენტრი
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 1 (308), 2005 წ.





ზოდიაქოს რკალი სვეტიცხოვლის სამხრეთ კედელზე







და შენ ნუ ხარ პროვოკატორი! biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
skiron
ციტატა
ლომი
1. მე თქვენ წაგიყვანთ ნათელ სამყაროში!
2. აღმოგიჩენთ მხარდაჭერას (მე თვითონ მხარდაჭერა არ მჭირდება).
3. შესანიშნავი მანერები – წარმატების ნახევარია.
4. მზე "ლომებისთვის" ანათებს.
5. წარწერა კაბინეტის კარზე – მაღალ ხელფასზე მიმზიდველია.
6. მიყვარს ბევრი ფულის მოპოვება, თუმცა უფრო მეტის ხარჯვა მიყვარს.
7. სახლში როიალი უკეთესია, ვიდრე პიანინო, თუნდაც მასზე არავინ უკრავდეს.
8. მიუხედავად ჩემი მიმზიდველი გარეგნობისა, შინაგანად მაინც დიქტატორი ვარ.
9. თუ რაიმეს ვაკეთებ – ე. ი. "ღირს" ჩემს შეწუხებად.
10. რად გინდათ მზე, მე ხომ თქვენთან ვარ?


tongue.gif
=SYD=
ციტატა
ზოდიაქოს რკალი სვეტიცხოვლის სამხრეთ კედელზე

ზნაჩიტ სვეტიცხოველის სამხრეთი კედელი ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ მოძღვრებას tongue.gif
ankikia
skiron
ციტატა
10. რად გინდათ მზე, მე ხომ თქვენთან ვარ?


და როცა მე ვარ იმ ტერიტორიაზე სადაც შენ, მაშინ როგორ ხდება ნეტავ? blink.gif
padfoot
ციტატა(ankikia @ May 29 2009, 07:53 PM) *
skiron
ციტატა
10. რად გინდათ მზე, მე ხომ თქვენთან ვარ?


და როცა მე ვარ იმ ტერიტორიაზე სადაც შენ, მაშინ როგორ ხდება ნეტავ? blink.gif

კიდევ კარგი მეც არ ვარ სადმე სიახლოვეს, თორემ ვეღარ ილაპარაკებდით ეგრე tongue.gif
padfoot
ციტატა
მშვილდოსანი

1. ენთუზიასტი ადამიანი ბევრი უნდა იყოს.
2. ვალი მაქვს? რა პრობლემაა?! დავივიწყებ.
3. ყველაზე კარგი დასვენება – მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაა.
4. მთავარი პრობლემაში – მისი მასშტაბია.
5. ჩემი იდეალი – თეთრ ცხენზე მჯომი რაინდია.
6. ჩემზე გაბრაზებას უბრალოდ აზრი არ აქვს.
7. სინდისის ქენჯნა – ნეტავ რა არის?
8. პასუხისმგებლობა ამშვენებს მხოლოდ "საშუალო" ადამიანებს (მე მათ რიცხვს არ ვეკუთვნი).
9. უპასუხისმგებლო ადამიანი ვალდებულია იყოს პასუხისმგებლობის მქონე (ოღონდ ამას მე ნუ მომთხოვთ).
10. წინდაწინ შფოთვა სისულელეა, ვიმოქმედებ სიტუაციის შესაბამისად.


გადაგვიარეს biggrin.gif არც ეგრეა საქმე გენც biggrin.gif
=SYD=
ციტატა
და როცა მე ვარ იმ ტერიტორიაზე სადაც შენ, მაშინ როგორ ხდება ნეტავ? blink.gif


მე და თათია მოვდივართ და ღამდება.
ankikia
ციტატა
კიდევ კარგი მეც არ ვარ სადმე სიახლოვეს, თორემ ვეღარ ილაპარაკებდით ეგრე


ჰმ...
=SYD=
ციტატა
სვეტიცხოველის სამხრეთი კედელი ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ მოძღვრებას tongue.gif

fofosi
ძალიან მნიშვნელოვანი დაგავიწყდათ! ლილიტი ადამიანის ნატალურ ჰოროსკოპში და იმის გარკვევა ბრაზიანია იგი თუ უბრალოდ "ერთობა" tongue.gif
drakulas_bidzashvili
=SYD=
ციტატა
ზნაჩიტ სვეტიცხოველის სამხრეთი კედელი ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ მოძღვრებას



რომელ სამღვდელო პირს ესაუბრე ასტროლოგიის შესახებ??? biggrin.gif

შენ რომ სამღვდელო პირს დაუწყო ლაპარაკი, ასტროლოგია მთლიანად დაგავიწყდება და იმის მტკიცებას დაიწყებ რომ რელიგია სისულელეა, და შენ ათეისტი ხარ, ვიცით... biggrin.gif
Illegal Astronaut
ციტატა
შენ რომ სამღვდელო პირს დაუწყო ლაპარაკი, ასტროლოგია მთლიანად დაგავიწყდება და იმის მტკიცებას დაიწყებ რომ რელიგია სისულელეა, და შენ ათეისტი ხარ ვიცით...


biggrin.gif biggrin.gif
drakulas_bidzashvili
† Lord Borgeze †


სუ შენ გგავს არა??? biggrin.gif
data
ამ ყველაფერს რომ დავუჯერო, უეჭველი ნაშვილები გამოვდივარ biggrin.gif


კაი რა smile.gif

ანნა
7. ყველას გავუგებ... საკუთარი თავის გარდა.

smile.gif

ნუ.


=SYD=
ციტატა
შენ რომ სამღვდელო პირს დაუწყო ლაპარაკი, ასტროლოგია მთლიანად დაგავიწყდება და იმის მტკიცებას დაიწყებ რომ რელიგია სისულელეა, და შენ ათეისტი ხარ, ვიცით... biggrin.gif

არაფრის მტკიცებას არ დავიწყებ, მითუმეტეს სასულიერო პირთან. იმიტომ რომ აზრი არ აქვს მათთან ამ თემაზე კამათს. და საერთოდ წაიკითხე ის პოსტი წესიერად wink.gif მარტო ციტირება და იმის მიწერა რომ პროვოკატორი ვარ არაა საკმარისი.
ციტატა
ამრიგად, ეს ყოველივე არა მარტო ამხელს ასტროლოგიას, როგორც ზოგადად ქრისტიანობისათვის უცხო და მიუღებელ მოძღვრებას

განსაკუთრებით ეს ნაწილი წაიკითხე ბევრჯერ და დაკვირვებით wink.gif_ და მერე მიხვდები რომ მართლა უაზრობამდე მივდივართ. თუ ქრისტიანობა არათუ არ აღიარებს, არამედ ამხელს ასტროლოგიას როგორც "ეშმაკის იარაღს", მაშინ ვინმემ ამიხსენით რა უნდა მაგ სიმბოლოებს სვეტიცხოველში!
anuchi
თევზები

1. მთავარია უთანაგრძნო, ვიდრე დაეხმარო.
2. ცოტა ხომ არ დაგველია?
3. წესრიგი მოიგონეს მოსაწყენმა ადამიანებმა
4. არასდროს გააკეთო ის საქმე ხვალ, რომლის გაკეთებაც... ზეგ შეიძლება.
5. მხოლოდ მცირეოდენი შემიძლიათ დაგპირდეთ. <<< amis garda tongue.gif
6. აჩქარებულად მუშაობა იგივეა, რომ საჭმელი დაუღეჭავად გადაყლაპოთ.
7. ყველას გავუგებ... საკუთარი თავის გარდა.
8. ტირიფი ქარიშხლის დროს იხრება, ხოლო მუხა ტყდება.
9. ყველა იცის, რომ ყოველთვის დაკავებული ვარ, მაგრამ არავინ არ იცის – რით.
10. თუ თავს მომაბეზრებთ, ხელიდან გაგისხლტებით როგორც... თევზი.

ღმერთმანი biggrin.gif წავედი ცაგარელთან ასე ზუსტად როგორააა ყველაფერი ohmy.gif
Tom Sawyer
ციტატა(ankikia @ May 26 2009, 05:51 PM) *
თევზები

1. მთავარია უთანაგრძნო, ვიდრე დაეხმარო.
2. ცოტა ხომ არ დაგველია?
3. წესრიგი მოიგონეს მოსაწყენმა ადამიანებმა
4. არასდროს გააკეთო ის საქმე ხვალ, რომლის გაკეთებაც... ზეგ შეიძლება.
5. მხოლოდ მცირეოდენი შემიძლიათ დაგპირდეთ.
6. აჩქარებულად მუშაობა იგივეა, რომ საჭმელი დაუღეჭავად გადაყლაპოთ.
7. ყველას გავუგებ... საკუთარი თავის გარდა.
8. ტირიფი ქარიშხლის დროს იხრება, ხოლო მუხა ტყდება.
9. ყველა იცის, რომ ყოველთვის დაკავებული ვარ, მაგრამ არავინ არ იცის – რით.
10. თუ თავს მომაბეზრებთ, ხელიდან გაგისხლტებით როგორც... თევზი.

ყველაფერი დამემთხვა.. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ankikia
Tom Sawyer
ციტატა
ყველაფერი დამემთხვა..


ჩვენც დაგვემთხვიე იმ საღამოს biggrin.gif

sopo
მერწყული: ეს დღე წარმატებული იქნება იმ ვერძებისთვის, რომლებიც შვებულებას ქალაქგარეთ ატარებენ. სამსახურში ბევრი სირთულე გელით. ერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს. იყავით მაქსიმალურად მომთმენი.

ენდე ეხლა ამათ... biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif (მე არ ვარ მერწყული მარა მაინც, ვიღაც ხომ არის...tongue.gif)



ალბათ ეს იმ მერწყულებისთვის არის, რომლებიც ვერძები არიან... blink.gif


აქ დევს ეგ http://horoscope.interes.ge/
gerda
laugh.gif laugh.gif laugh.gif
ankikia



სიმბოლო: ვერძი ? Ram
პერიოდი (ტროპიკული): 21 მარტი — 20 აპრილი
პერიოდი (ვარსკვლავური): 14 აპრილი — 14 მაისი
პერიოდი (მზის): 19 აპრილი — 14 მაისი
თანავარსკვლავედი: ვერძი
სტიქია: ცეცხლი
ჯვარი: კარდინალური
მმართველი პლანეტა: მარსი
განდევნილი: ვენერა
ეგზალტაცია: მზე
დაცემა: სატურნი


ნიშნის ზოგადი დახასიათება

მარსი — ვერძის მმართველი პლანეტა, ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს აქტიური ცხოვრებისკენ უბიძგებს და შესაბამისად, მუდმივი ენერგიის მარაგით აჯილდოვებს. ასეთი ადამიანები უდარდელნი, დაუცხრომელნი, პატივმოყვარენი და მიზანსწარფულნი არიან. ჰოროსკოპში ამ ნიშნის ადგილი პირველია და ამ ნიშნის ხალხსაც სურთ, ყველაფერში პირველები იყვნენ. ვერძი — ძალიან ეგოისტური ნიშანია.

ვერძის სიმბოლო — ვაცია; ცხოველი, რომელიც ყველაფრისკენ თავით მიდის და ყველა ადამიანს, ვისაც კი ოდესმე ვერძთან ურთიერთობა ჰქონია, იცის, რომ ისინი მიზნისთვის ვაცებივით იღვწიან.

ამას გარდა, ვერძი ზოდიაქოს პირველი ცეცხლის ნიშანია, რაც მის აქტიურობას კიდევ უფრო ზრდის. მფარველი პლანეტა მარსი მათზე დადებით გავლენას ახდენს და ასეთ ადამიანებს თვითდაჯერებულობას და სიმამაცეს მატებს. მარსის მმართველობის ქვეშ მყოფი სხვა ნიშნისგან — ღრიანკალისგან განსხვავებით, ახალგაზრდა ვერძი მეომარია, რომელიც დაუცხრომელი და ბრძოლის მოსურნეა; მაშინაც კი, როცა ამის გამოცდილება არ აქვს. ვერძის პიროვნებაში არის ახალგაზრდული ნაივურობა, რომელსაც ამ ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის ბევრი იმედგაცრუება მოაქვს. მათ სურთ, რომ ყველა საქმე სწრაფად კეთდებოდეს, მოთმინება კი იშვიათად ჰყოფნით. ხშირად, როცა რაღაცის გაკეთებას იწყებენ, საქმის დასრულების უფლებას სხვებს აძლევენ. ასე იწყებენ ისინი თავიანთ კარიერას, სანამ ცხოვრებაში საკუთარ ადგილს არ იპოვიან. ხშირად სჭირდებათ რჩევა სხვა, ნაკლებად ფეთქებადი და მიზანსწრაფული ადამიანებისგან. ისინი იდეალისტები და რომანტიკოსები არიან. სამწუხაროდ, ვერძებს იშვიათად ამახსოვრდებათ წარსულის გამოცდილება და ამიტომაც, ბევრი შეურაცხყოფის და წარუმატებლობის შემდეგ, ხშირად ინარჩუნებენ ნდობას.

მათ წარმატება ნებისმიერ პროფესიაში აქვთ (განსაკუთრებით თეატრში), ვერძი — ყურადღების ცენტრია და მის გარშემო ბევრი აღფრთოვანებული ადამიანია. ამ ნიშნით ბევრი კონოვარსკვლავი დაბადებულა. მათ ასევე უმართლებთ ვაჭრობაში, დაზღვევაში, სახლების ინტერიერების დიზაინში; ყველა სფეროში, სადაც კლიენტებთან უშუალო კონტაქტი აქვთ. ამ ნიშნით დაბადებულები ბევრი სფეროს პირველაღმომჩენია.

მათ გააჩნიათ აუხსნელი ორიგინალურობა, რომელიც ყოველთვის იხვეჭს წარმატებას. ისინი საკმაოდ ექსტრავერტულები არიან. ვერძი — არ არის ღრმა და ბრძენი ნიშანი, მაგრამ გულწრფელი და ლოიალურია. ახალგაზრდები ხშირად ეხვევიან ჩხუბში, ქალები კი მსგავს ძალას და დაუცხრომლობას ხშირად სპორტსა და სამსახურში უფრო მაღალი პოსტისთვის ბრძოლაში გამოხატავენ. ვერძს დამოუკიდებლობა უყვარს. ისინი მზად არიან ნებისმიერი თავგადასავლისთვის, რადაც არ უნდა დაუჯდეთ ეს.

განმასხვავებელი ნიშანი — „კომპლექსების გარეშე“ სვლის გაგრძელების შესაძლებლობაა. მაშინაც კი, როცა ისინი გაბრაზებულები და გაავებულები არიან, მათ შეუძლიათ მეორე დღესვე დაივიწყონ ყველაფერი. ზურგშექცეულის მდგომარეობაში (საქმეებში ან სიყვარულში), იშვიათად კარგავენ დროს დაფიქრებაზე და აქტიურად იწყებენ ფუსფუსს, რომ რომელიმე სხვა წრეში ან სამსახურში მიიღონ. უყვართ ადამიანების გარემოცვაში ყოფნა და სტუმრების მოწვევა. ხშირად კარგი მასპინძლები არიან, მაგრამ როცა გრძნობენ, რომ ვერ არიან კარგი საღამოს წამყვანები, აუცილებლად სთხოვენ სხვას, რომ ისინი შეცვალონ. თან, აკვირდებიან, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს.

ვერძები კეთილშობილნი არიან და არ შეუძლიათ, გაჭირვებისას დასახმარებლად არ მივიდნენ. მამაკაცი ვერძები სერ უოლტერ რეილის ტიპისანი არიან. ქალები ვერ იტანენ ვულგარულობასა და უხამსობას. ვერძები ძალიან დემონსტრაციულად გამოხატავენ თავიანთ შეხედულებებს და იშვიათად ინახავენ თავიანთ ემოციებს.
ankikia


კუროები დამეჩაგრეთ :s

მაგრამ მოგხედავთ
ankikia



სიმბოლო: ტყუპები
პერიოდი (ტროპიკული): 22 მაისი — 21 ივნისი
პერიოდი (ვარსკვლავური): 15 ივნისი — 16 ივლისი
პერიოდი (მზის): 21 ივნისი — 21 ივლისი
თანავარსკვლავედი: მარჩბივი
სტიქია: ჰაერი
ჯვარი: მუტაბელური
მმართველი პლანეტა: მერკური
განდევნილი: იუპიტერი

მარჩბივის ნიშანი გამოისახება მოძრავი, ცოცხალი ტყუპებით — იუპიტერისა და ლედას ლეგენდარული შვილებით და რასაკვირველია, ამ დამატყვევებელი, იდუმალი ნიშნით დაბადებული ადამიანები, თავიანთი მერყევი, არამდგრადი ბუნებით, ყველას თავგზას უბნევენ, მათ შორის ასტროლოგებსაც. რატომაა, რომ ტყუპები ზოგჯერ გვანან ერთმანეთს და ზოგჯერ სრულიად განსხვავდებიან? შესაძლოა ამას ასტროლოგიური ახსნა ჰქონდეს, რაც მათ მფარველ პლანეტა მერკურის უკავშირდება, რომელიც ნაწილობრივ ხსნის ამ ნიშნის გაორებულობას, „ვერცხლისწყლისებრ“ დაუდგრომლობას, მათი ხასიათის მრავალმხრივ ასპექტებს.

მერკური, „ღმერთების ფრთოსანი შიკრიკი“ ჩვენში გონებრივ პროცესებსაც მართავს. ამიტომაც, მარჩბივები, რომლებსაც ეს პლანეტა უშუალოდ მართავს, მეტისმეტად ინტელექტუალურნი არიან და ამ მხრივ, ხშირად სხვებზე წინ დგანან. მარჩბივები განწყობის ადამიანები არიან. ცუდ გუნებაზე სულელური, დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმა შეუძლიათ, რომელთა გამოც შემდეგ ნანობენ.

მრავალფეროვნება მარჩბივების ძირითადი მახასიათებელია. ისინი მეტისმეტად მრავალმხრივი არიან, მაგრამ უნდა ისწავლონ ერთ რამეზე კონცენტრირება და საკუთარი შესაძლებლობების უაზრო ხარჯვას მოერიდონ. მერკური მარჩბივების გონებაში ცნობისმოყვარეობის მოდელს „ამონტაჟებს“, რაც მათ ყველაფრის ანალიზს, დაშლას, ისევ აწყობას და მომდევნო ამოცანაზე გადართვას აიძულებს.

ალბათ არცერთი სხვა ნიშანი არ ანიჭებს ისეთ მნიშვნელობას ახალგაზრდულ შთაბეჭდილებებს, რაც მარჩბივების მომავალ ცხოვრებაზე წარუშლელ გავლენას ახდენს. გონებამახვილი და საზრიანი მარჩბივები გარემოებათა გავლენის ქვეშ ადვილად ექცევიან და ახალგაზრდა ტყუპები ეთიკის დამცველების როლში გვევლინებიან. თუკი მათ ბავშვობიდანვე შთააგონეს სწორი ზნეობრივი ნორმები, ისინი მათ კიდევ უფრო გააძლიერებენ და განავითარებენ, რასაც პროდუქტიულობისა და კმაყოფილების ფილოსოფიად აქცევენ. მაგრამ თუკი მათ ბავშვობაში ვერ შეითვისეს ჭეშმარიტი მორალური ნორმები, ისინი კონვენციების წინააღმდეგ გაილაშქრებენ — გაწყვეტენ ოჯახთან ურთიერთობას, უარყოფენ მთავრობას და საზოგადოებას.

ზოგიერთი მარჩბივი აცნობიერებს საკუთარ გონებრივ შესაძლებლობებს და თვითკმაყოფილი და მედიდური ხდება. ამ დროს აღმატებულობის პოზას იჭერენ და თავიანთი სურვილების რეალიზებისკენ მიისწრაფვიან, რაც საბოლოოდ ინტელექტუალური გამოფიტვითა და დაღლილობით მთავრდება.

დადებითი თვისებები, რომლებითაც მერკურიმ მარჩბივები დააჯილდოვა, არის მრავალმხრივობა, სიმსუბუქე, ნიჭიერება, დიპლომატია, ინტუიცია და შორსმჭვრეტელობა. ეს შესაშური თვისებებია და მარჩბივების ვალია — მათი მაღალი მიზნებისთვის გამოყენება.

მარჩბივების ბუნებას ერთგვარი სიცივე ახასიათებს, რასაც ხშირად თვითონაც და სხვა ადამიანებიც ამაღლებულ გრძნობებს უკავშირებენ. მაგრამ ისინი არც ისეთი ემოციურები არიან, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, ვინაიდან მათი ხასიათის სწრაფი ცვალებადობა — მოჩვენებითი გრძნობათა სიღრმეა.

მარჩბივები კარგად ეწყობიან ცვლილებებს. მათ დემოკრატიული შეხედულებები აქვთ, უყვართ მოგზაურობა და იმ პროფესიებში ჰპოვებენ კმაყოფილებას, რომლებიც მრავალმხრივობას ითვალისწინებენ. ეს მხიარული, თითქოს მუდამ ახალგაზრდა ნიშანია. ამავე დროს, ეს „დანაწევრებული“ პიროვნების კლასიკური ტიპია.
ankikia


სიმბოლო: კიბორჩხალა
პერიოდი (ტროპიკული): 22 ივნისი — 22 ივლისი
პერიოდი (ვარსკვლავური): 17 ივლისი — 16 აგვისტო
პერიოდი (მზის): 21 ივლისი — 11 აგვისტო
თანავარსკვლავედი: კირჩხიბი
სტიქია: წყალი
ჯვარი: კარდინალური
მმართველი პლანეტა: მთვარე
განდევნილი: სატურნი (ურანი)
ეგზალტაცია: იუპიტერი
დაცემა: მარსი

მთავრე, არამდგრადი მთვარე, რომელიც თავისი 28-დღიანი ციკლის დროს, 4-ჯერ იცვლის ფაზას. მისი შვილები კი ემოციური, ცვალებადი განწყობის მქონე, მგრძნობიარე ადამიანებია. როცა ისინი მთვარის დადებით ციკლში ექცევიან, ისინი ზღაპრულ კულულიან ჩვილს ჰგვანან, რომელიც განუმეორებელი იქნება, თუ კარგ ხასიათზეა, მაგრამ საშინელი — თუკი ცუდ გუნებაზეა.

კირჩხიბები ძალიან მორიდებული არიან და უარის უფრო მეტად ეშინიათ, ვიდრე სხვა ყველა ზოდიაქოს ნიშანს ერთად. თუმცა, ისინი პატივმოყვარენი არიან, თითქმის მათი საპირისპირო ნიშნის — თხის რქასავით. მაგრამ, თხის რქისგან განხვავებით, მათი გზა წარმატებისკენ ისეთივეა, როგორიც მათი სიმბოლოსი — კიბორჩხალის. ისინი ზანტები არიან, და ნელ-ნელა უახლოვდებიან იმ მიზანს, რაც დაისახეს. შემდეგ კი, ყველაზე მოულოდნელ მომენტში, ისინი მთელ ნადავლს ითრევენ და კიბორჩხალის მსგავსად, ჩაეჭიდებიან ხოლმე მას და არაფრისდიდებით არ უშვებენ. მთვარე მართავს ქალს. ქალი-კირჩხიბები თავს საკუთარ სტიქიაში გრძნობენ, ხოლო მამაკაცები, იმის მიუხედავად მამაკაცურები არიან ისინი თუ არა, გააჩნიათ ბევრი ის თვისება, რაც ქალებს. მამაკაცი კირჩხიბები სასიყვარულო საქმეებში, სხვა ნიშნებთან შედარებით, ნაკლებად აგრესიულები არიან. თუმცა, ისინი ნაივურობის მიმზიდველ ფასადს ქმნიან, რაც ქალს პირველი ნაბიჯის გადადგმისკენ უბიძგებს.

კირჩხიბი — არის ნიშანი, რომელსაც უყვარს კომფორტი. ის ჰოროსკოპის მე-4 სახლს მართავს და ამიტომაც, სახლი და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის.

კირჩხიბები ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებენ და ამიტომაც, სასიყვარულო ასპარეზზე და ბიზნესშიც იშვიათად აჩვენებენ თავიანთ შინაგან „მე“-ს, თუ საკუთარ თავში დარწმუნებული არ არიან.

კირჩხიბი — ძალიან ღრმა ნიშანია. ისინი თავიან ახალგაზრდულ შეხედულებებს სიბერემდე ინარჩუნებენ. ხშირად, ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცები, სხვებთან შედარებით, ყველაზე დიდხანს ცხოვრობენ სახლში დედასთან ერთად.

კირჩხიბს იმ ადამიანების სიმპატია ესაჭიროება, ვისთანაც მას ურთიერთობა აქვს. ისინი ვერ იტანენ პირდაპირ საუბრებს და ძლიერ კრიტიკას, იმის მიუხედავად, დამსახურებულია იგი თუ არა.

კირჩხიბებს თავიანთი სახლი უყვართ, მაგრამ მათ მოგზაურობაც მოსწონთ. განსაკუთრებით საზღვაო მოგზაურობები იზიდავთ. ხშირად კირჩხიბებს ენატრებათ წარსული, ბავშვობა.

თუ კირჩხიბი გაავებულია (ამის გაკეთება ძალიან რთულია და იშვიათადაც ხდება), ის ხშირად ძალადობრივად მოქმედებს. მთვარე ყველა სითხეს მართავს, ამიტომაც მან ბოროტად არ უნდა გამოიყენოს ალკოჰოლური სასმელები.

კირჩხიბების განვითარებულ, დადებით ტიპებს შეუძლიათ იყვნენ ერთგულები. ბევრი მათგანი ქვეყნის პატრიოტია. მათ ასევე შეუძლიათ იყვნენ რომანტიულები და თავგანწირულები. მათი სიმბოლოს — კირჩხიბის მსგავსად, უნდა ისწავლონ საკუთარი შინაგანი „მე“-ს ისევე გაძლიერება, როგორც კიბორჩხალის ჯავშნის. თავისი დამცველი ინსტინქტების წყალობით, კირჩხიბებს ფინანსური გენიის პოტენციალი გააჩნიათ.
ankikia


სიმბოლო: ლომი
პერიოდი (ტროპიკული): 23 ივლისი — 22 აგვისტო
პერიოდი (ვარსკვლავური): 17 აგვისტო — 16 სექტემბერი
პერიოდი (მზის): 11 აგვისტო — 17 სექტემბერი
თანავარსკვლავედი: ლომი
სტიქია: ცეცხლი
ჯვარი: მყარი
მმართველი პლანეტა: მზე
განდევნილი: ურანი (სატურნი)

ციური მბრძანებლები, რომლებიც ზოდიაქოს 12 ნიშნის სხვადასხვა უნარით დაჯილდოვებისთვის შეიკრიბნენ, ალბათ შესანიშნავად გრძნობდნენ თავს, როცა ლომის ნიშანზე მიდგა ჯერი, ვინაიდან მათ ამ ნიშნისთვის არაფერი დაიშურეს. მათ ლომისთვის მმართველი პლანეტის — მზის გარდა სულაც არაფერი რომ არ მიეცათ, ისიც საკმარისი იქნებოდა. მაგრამ ამ დღეს ჩვეულებრივზე მეტად მოწყალე ღმერთებმა ლომი მუდმივ ნიშნად აქციეს, სტაბილურობა მიანიჭეს და ამით წარმატებისა და ძალაუფლებისკენ მიმავალ გზაზე ლომებს დახმარება აღუთქვეს. შემდეგ ღმერთებმა გადაწყვიტეს, რომ ლომი ცეცხლოვანი ნიშანი იქნებოდა, რითაც ლომებს ენერგია, სითბო და სულიერება მიანიჭეს. და ბოლოს, ღმერთები შეთანხმდნენ, რომ ლომისთვის ჰოროსკოპის მე-5 სახლის მმართველობა ებოძებინათ, რომელიც სიყვარულსა და თეატრის ხელოვნებას განაგებს. მაგრამ ღმერთთაგან ერთ-ერთი დანარჩენებით უკმაყოფილო იყო, ვინაიდან თვლიდა, რომ ისინი ლომს ათამამებდნენ. შესაძლოა, ის აგვისტოს სიცხემ გააღიზიანა; ამიტომაც დაწყევლა ლომები და განაცხადა, რომ მათ ხასიათში ერთი ნაკლი ექნებოდათ, რაც სხვა ღმერთების მიერ ნაბოძები უნარების მიღებას გაართულებდა. ეს ნაკლი მეტისმეტი პატივმოყვარეობა და სიამაყე იყო. იმავე ღმერთმა იმაზეც იზრუნა, რომ ლომისთვის, როგორც მუდმივი ნიშნისთვის, სიჯიუტე ყოფილიყო დამახასიათებელი. ამ ამბის მორალი ასეთია: ლომს შეუძლია ყველა იმ სიკეთით ისარგებლოს, თუკი იგი საკუთარ პატივმოყვარეობას დაძლევს და უფრო მორჩილი და შემგუებელი გახდება, რაც ლომისთვის სერიოზული გამოცდაა.

მაგრამ ლომს გონებაც იმდენად კარგად აქვს განვითარებული, რომ საკუთარ თავთან ბრძოლაში გაიმარჯვოს. ის ინტელექტითა და მიმზიდველობით არის დაჯილდოებული, რაც ხალხს იზიდავს. მაგრამ ლომი ყველაზე ბატონობას არ აუნდა შეეცადოს. მაღალგანვითარებული გონებისა და მოხდენილი მანერების გამო, ლომს ხშირად მეფურ ნიშანსაც ეძახიან. მისი ასტროლოგიური სიმბოლო — ლომი — ჯუნგლების მეფედ ითვლება, მაგრამ ყველა ხელისუფალთა მსგავსად, ლომმაც მოკრძალებით უნდა ატაროს გვირგვინი. უნდა ახსოვდეს თავისი მთავარი ცოდვა — პატივმოყვარეობა.

მზე, ლომის მმართველი პლანეტა, პატივმოყვარეობითა და დიდი მისწრაფებებით აღავსებს მას, მაგრამ მხოლოდ სასიკეთო საქმეებში უნდა დახარჯოს თავისი ენერგია.

ლომს უყვარს საზოგადოებაში გამორჩეული კაცის მეწამული მანტიის მოსხმა, წვეულებების გამართვა, ხალხის შექცევა, უხვი კერძებითა და მაგარი ღვინით მათი გამასპინძლება. მაგრამ მას უნდა ახსოვდეს, რომ თეატრალური ასპექტების სიყვარულმა უბრალო პოზიორობამდე არ მიიყვანოს. იმ ფაქტსაც უნდა შეეგუოს, რომ მწვერვალის მისაღწევად დაბალი საფეხურებიდან უნდა დაიწყოს, თუნდაც შავ სამუშაოს ვერ იტანდეს და წვრილმანი საქმეები მისთვის შეუფერებლად მიაჩნდეს.

ამ ნიშნის ადამიანები ბუნებით ბელადები და ხელმძღვანელები არიან. მართლაც, ლომების უმეტესობა ზემდგომი, მმართველი პოზიციებისკენ ისწრაფვის.

ლომის ნიშნით დაბადებული ქალები ძალიან იზიდავენ მამაკაცებს, მაგრამ მეტისმეტად არ უნდა გაიპრანჭონ, თორემ შესაძლოა სწორედ ის კაცი დაკარგონ, რომლის ხელში ჩაგდებაზეც ოცნებობენ. მამაკაცი ლომები თავიანთ სატრფოებს იმდენს ელაპარაკებიან თავიანთ თავზე, შესაძლებლობებზე, რომ შეიძლება ყბედებად ჩათვალონ.

მამაკაცი ლომები შეუპოვარნი არიან. ლომის ბოლომდე განუვითარებელი ტიპები გაცხარებისას ხშირად ფიზიკურ ძალას მიმართავენ, ვინც მათ ურყევ და უცვლელ აზრებს არ ეთანხმება, მათთან ჩხუბზე გადადიან. განუვითარებელი ტიპის ქალ ლომებს მოდის მიმდევარ, დახვეწილ ქალებად უნდათ თავის გასაღება და ამისთვის იაფფასიან სუნამოებს იყენებენ, თამამად და უგემოვნოდ იცვამენ.

ლომები თბილი, მეგობრული ადამიანებია, გრძნობებში კი ყოველთვის ღრმა. მათში თითქოს ჩამონტაჟებულია მექანიზმი, რომელიც მათ გრძნობებს აკონტროლებს და სწორედ იმ მომენტში გადართავს, როდესაც ლომის ღირსებას ჩრდილი უნდა მიადგეს. არცერთ ნიშანს არ შეუძლია ისე ერთბაშად და დაუნანებლად დატოვოს საყვარელი, როგორც ლომს.

როცა ლომი ბატონობისა და ტრაბახის სურვილის კონტროლს მოახერხებს და არ წარმოაჩენს თავის უკიდურეს ნებას, სიამაყეს და სხვებზე ამაღლების ჟინს, იგი შეუდარებელი გახდება. ამ დროს ლომი მართლაც „მეფური ტიტულის“ ღირსია. მას დიდი კეთილშობილების გამოვლენა შეუძლია, როცა ხალხთან ურთიერთობაში დემოკრატიული გახდება; ნახავს, რომ ის ისედაც ხალხის ყურადღების ცენტრში იქნება. ლომმა ნაწილობრივ უნდა შეინარჩუნოს საკუთარი სცენიურობის ნიჭი ნამდვილი წარმოდგენისთვის — თავისი პირადი ცხოვრებისათვის. უნდა მოიშალოს იმპულსურობა და გულფიცხობა, ისწავლოს თავისი გრძნობების გამოხატვა და სხვისი გრძნობების გათავისება.

სანამ სამაგიეროს შეთავაზებისთვის მზად არ არის, ამდენს ნუ მოსთხოვს სხვას. უნდა მიხვდეს, რომ სხვები არც ისე ზრუნავენ იმაზე, თუ სხვის თვალში როგორ გამოიყურებიან, პირიქით, იმის ცდაში არიან, რაც შეიძლება მეტი მიიღონ ცხოვრებისაგან. ასე რომ, ლომებმა ზოგჯერ უარი უნდა თქვან პერფექციონისტის იმიჯზე.
ankikia


სიმბოლო: ქალწული
პერიოდი (ტროპიკული): 23 აგვისტო — 22 სექტემბერი
პერიოდი (ვარსკვლავური): 17 სექტემბერი — 17 ოქტომბერი
პერიოდი (მზის): 17 სექტემბერი — 31 ოქტომბერი
თანავარსკვლავედი: ქალწული
სტიქია: მიწა
ჯვარი: მუტაბელური
მმართველი პლანეტა: მერკური
განდევნილი: იუპიტერი (ნეპტუნი)
ეგზალტაცია: მერკური
დაცემა: ვენერა

მერკური — ღმერთების ფეხმარდი შიკრიკი, მართავს ქალწულს და მარჩბივს, მაგრამ ამ ნიშნებზე სხვადასხვანაირ გავლენას ახდენს. ქალწული მიწის ნიშანია, ამიტომაც მერკური უფრო პრაქტიკულად იქცევა ქალწულთან მიმართებაში, ვიდრე ჰაეროვან ტყუპებთან, სადაც ის თავისუფალი და დამოუკიდებელია.

ქალწულის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ძლიერ განვითარებული ანალიტიკური აზროვნება აქვთ. ისინი მუდამ ცდილობენ, ყველაფერი საკუთარ მოთხოვნილებებამდე დაიყვანონ და ყველაფერს, რასაც ხედავენ, იარლიყებს აკრავენ. მათ გააჩნიათ გემოვნების, დროის, სმენის და აღქმის შესანიშნავი უნარი. ამ ნიშანის სიმბოლოა ქალწული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი სუფთა და ყოველივე მიწიერზე მაღლა დგანან; თუმცა მათი შესანიშნავი დაკვირვების თვისების წყალობით, ისინი ადამიანის ყველა ნაკლოვანებას ხედავენ. როგორც წესი, მათ არ მოსწონთ ყველაფერი, რასაც ხედავენ და ქალწულივით, ყველაფერი უკვირთ.

ხშირად სამუშაოში იძირებიან. დიახ, სამუშაო — ქალწულის ღმერთია. მათ წარმატება აქვთ ლოგიკის სფეროში, მიმდევრობასა და დისციპლინაში.

სხვა ნიშნებისგან, ჰაეროვანი მჭედლების — მარჩბივებისგან განსხვავებით, ქალწული კონტროლს ადვილად არ კარგავს. ის საკმაოდ ჩაკეტილია და შესაძლოა, არაზომიერად ფრთხილი. ქალწულის ნიშნით დაბადებული ადამიანების უმეტესობა უმაღლეს დონეზე დამოუკიდებელია და სწამთ, რომ საკუთარი ძალებისადმი რწმენა და თვითპატივისცემა ადამიანისთვის ბედნიერებისა და გონებრივი სიმშვიდის მომტანია. მათი ქცევა მათ ინტელექტუალურ ინტერესებს ემორჩილება. მათი „მყუდრო ადგილი“ მხოლოდ გონების სფეროშია, მის საიდუმლოებასა და მიღწევებში.

ქალწული — დაბადებიდანვე კრიტიკოსია. და ხშირად, მათი კრიტიკა სამართლიანია, მაგრამ ადამიანს ღრმად ვნებს. ამ ნიშნით დაბადებულმა ადამიანებმა უნდა გაიგონ, რომ კრიტიკა, რომელიც არასასიამოვნო და ტკივილის მომტანია, იშვიათად აღწევს თავის მიზანს. ქალწულები იშვიათად აქებენ სხვებს და არასოდეს გადაჭარბებულად. მათთვის ყველაზე რთული ბრძოლა — კომპრომისების წინააღმდეგ ბრძოლაა. შესაძლოა, მათთვის უკეთესია გაიკეთონ ვარდისფერშუშიანი სათვალეები და ცხოვრებას ნაკლები ცინიზმით შეხედონ. არსებობს საშიშროება, რომ ეს ადამიანები მიზანტროპები გახდნენ.

რადგან ქალწულის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ასეთი ძლიერი ანალიტიკური შესაძლებლობები აქვთ, ყველაზე მეტად მათ უნდა იმუშაონ საკუთარი პიროვნების ნათელ მხარეებზე. ისინი ხშირად ხდებიან სახლის მონები და უმნიშვნელო დეტალების მსხვერპლები; მნიშვნელოვან საკითხებს კი გვერდს უვლიან. თუკი ისინი საკუთარი ანალიტიკური და კრიტიკული შესაძლებლობების გაკონტროლებას შეძლებენ, უმაღლეს მწვერვალებს დაიპყრობენ. ასეთი ადამიანები ხდებიან ჩინებული ორგანიზატორები, გამოჩენილი ადმინისტრატორები, მმართველები და დიდი ქარხნების დირექტორები. ყველაზე დიდი საშიშროება, რომელიც მათ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ემუქრებათ, არის ის, რომ მათ მარტივი ცხოვრებით ტკბობის საშუალების დაკარგვა შეუძლიათ.

არის საფრთხე, რომ ისინი ცივი და დაუნდობელი ადამიანები გახდნენ. მაგრამ ასეთი საშიშროების ასაცილებლად, ქალწული იშვიათად იღებს დახმარებას ან იმსახურებს სიმპათიას, რადგან თვითკონტროლის ფასადის მიღმა შიდა აურზაური იმალება. მმართველი პლანეტა მერკური თავის ერთგულებს ხანგრძლივი სიცოხლით აჯილდოვებს. ქალწულების უმეტესობა თავის ასაკთან შედარებით, ახალგაზრდულად გამოიყურება.
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2019 Invision Power Services, Inc.