დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: ბაჩანა შენგელიას გუნდი
რა? სად? როდის? ფორუმი > ძირითადი კატეგორია > არქივი
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6
mateus
დღეს რუსთავი-2ის ეთერში გაიმართება 2009 წლის ზაფხულის სეზონის პირველი შესარჩევი თამაში,
მაყურებლებს დაუპირისპირდება ბაჩანა შენეგელიას (ზუგდიდის) გუნდი:

http://gametv.ge/index.php?section=2&lang=GEO

გუნდის შემადგენლობა:
კობა ფიფია,
ვალერი გვათუა,
დავით ნარდაია,
დავით ჩარგაზია,
გიორგი იოსავა,
ბაჩანა შენგელია (კაპ.)

ვუსურვოთ გუნდს წარმატება!!!
ბექა
მართლა საინტერესო იქნება მათი თამაში! smile.gif იმედია დაძაბული და საინტერესო სანახაობა იქნება smile.gif
WDC
ბექა
ციტატა
მართლა საინტერესო იქნება მათი თამაში! smile.gif იმედია დაძაბული და საინტერესო სანახაობა იქნება smile.gif

ნამდვილად დაძაბული და საინტერესო იქნება wink.gif
იბერი
გული მწყდება ჩაწერებზე რომ ვერ დავდივარ, მაგრამ ერთი პლუსია: მერე ”ლაივ” ვუყურებ... წარმატება გუნდს!
WDC
იბერი
ციტატა
გული მწყდება ჩაწერებზე რომ ვერ დავდივარ, მაგრამ ერთი პლუსია: მერე ”ლაივ” ვუყურებ... წარმატება გუნდს!

და რატომ ვერ დადიხარ? tongue.gif
იბერი
ციტატა(WDC @ May 31 2009, 04:16 PM) *
იბერი
ციტატა
გული მწყდება ჩაწერებზე რომ ვერ დავდივარ, მაგრამ ერთი პლუსია: მერე ”ლაივ” ვუყურებ... წარმატება გუნდს!

და რატომ ვერ დადიხარ? tongue.gif

ახალი დამკვეთის მყავს - ამერ. სააგენტოა და ყოველ საღამოს მიგზავნის 6-7 გვერდს და 3 საათში უნდა გავიგზავნო თარგმანი...
WDC
იბერი
ციტატა
ახალი დამკვეთის მყავს - ამერ. სააგენტოა და ყოველ საღამოს მიგზავნის 6-7 გვერდს და 3 საათში უნდა გავიგზავნო თარგმანი...

უი, მოგიკვდი sad.gif
KI-ARA
დღეს ტელევიზორის ყურება რომ არ დაგეზარება კაცს ისეთი დღეა

(უფრო სწორედ საღამო) smile.gif

თუ სწორად მახსოვს სატელევიზიოდან მხოლოდ ნარდაიას თამაში ვიცი

და მგონი საკმაოდ კარგი მოთამაშეა. გუნდიდან სხვების თამაში ნამდვილად არ ვიცი ასე რომ ვნახოთ...

წარმატებები გუნდს wink.gif smile.gif
mateus
KI-ARA
იოსავა იყო შემოდგომის სერიაში, დავით აბულაძის გუნდში smile.gif
nisaba
წარმატებას ვუსურვებ გუნდს wub.gif
KI-ARA
ციტატა(mateus @ May 31 2009, 09:06 PM) *
KI-ARA
იოსავა იყო შემოდგომის სერიაში, დავით აბულაძის გუნდში smile.gif



ხო მართალი ხარ. გამახსენდა მერე მეც smile.gif rolleyes.gif

რაღაც ძალიან ცუდად დაიწყეს
IngaRafa
წარმატებები დებიუტანტებს! იმედია გამოასწორებენ თამაშს smile.gif
BUDDHA
2-5 sad.gif
WDC
პასიურობს ფორუმი smile.gif
kruela
WDC
აცალე, უყურებს ხალხი tongue.gif
BUDDHA
არ შეიძლება რეკლამები რომ არ არსებობდეს? biggrin.gif


4-5
ამოქაჩეს რა მაგარია smile.gif
აჩიკო
რაღაც უცნაური კითხვებია. ცუდსაც ვერ იტყვი...


ეს მაკრატელი უმარტივესი იყო.
WDC
kruela
ციტატა
აცალე, უყურებს ხალხი tongue.gif

სხვა დროს რა ამბავია ხოლმე, არ გახსოვს? tongue.gif
kruela
WDC
შემდეგ კვირას ნახე biggrin.gif
WDC
kruela
ციტატა
შემდეგ კვირას ნახე biggrin.gif

biggrin.gif biggrin.gif
ბექა
ბრავო გუნდს smile.gif ძალიან მაგრად ითამაშეს! მართლა სასიამოვნო იყო საყურებლად smile.gif გაამართლა იმედები, ჩარგაზიას კი ბრავო smile.gif
WDC
ბექა
ციტატა
ჩარგაზიას კი ბრავო smile.gif

მაგარი კაცია ძაან biggrin.gif
Hesse
ვულოცავ გუნდს გამარჯვებას!!!!
ditrofane
ბ-ონო წამყვანო და ბატონო ლაშა კილაძე

ბოლო კითხვა იყო ძალიან შეცვლილი და გამარტივებული.
ციტატა ბაშიაჩუკიდან საერთოდ არ იყო ნახსენები კითხვის ორიგინალში და მისი ჩამატებით კითხვის არ აღება შEუძლებელიც კი გახდა უკვე...

როდესაც გუნდი აგებდა წამყვანი ეხმარებოდა და ეს ბუნებრივია, მაგრამ როდესაც ანგარიში 5:5 ზე ამოიქაჩა და გამოგზავნილ კითხვას ცვლით და ამ დონეზე ამარტივებთ უკვე აღარ არის ბუნებრივი.

საერთოდ რა დონეზე შეიძლება კითხვის შეცვლა? არსებობს ამისი მაკონტროლებელი რამე მექანიზმი?


პ.ს. გუნდს ვულოცავ გამარჯვებას

IngaRafa
ვუყურეთ და ვისიამოვნეთ, კარგი თამაში იყო.
ვულოცავ ზუგდიდის გუნდს! smile.gif
nisaba
ბაყაყი რომ გამოვიცანი, როგორ არ მიჯერებდნენ ზოგ-ზოგიერთები biggrin.gif
ისე, სამეგრელოს დედოფალი უნდა გამოეცნო ზუგდიდის გუნდს, მაგრამ მთლიანობაში, ყოჩაღ, ჩავარდნილი თამაში ამოქაჩესsmile.gif
WDC
ditrofane
ციტატა
არსებობს ამისი მაკონტროლებელი რამე მექანიზმი?

არსებობს და მოსიძე ჰქვია smile.gif
ditrofane
ციტატა(WDC @ Jun 1 2009, 12:34 AM) *
ditrofane
ციტატა
არსებობს ამისი მაკონტროლებელი რამე მექანიზმი?

არსებობს და მოსიძე ჰქვია smile.gif



ი ვსო? biggrin.gif

კაი ბატონო მოსიძეს დავუკავშირდები ამასთან დაკავშირებით.
მაგრამ რამე განაწესი თუ არსებობს.
რამე კლუბის წესდება ან მსგავსი.

ხო არ შეიძლება კითხვები შეცვალონ როგორც მოესურვებათ და ისე გაუშვან? smile.gif

მითუმეტეს გაამარტივონ tongue.gif
IngaRafa
ამ საღამოს მართლაც კარგი თამაში ვნახეთ და მომავალ კვირას უკეთესის მოლოდინში ვარ smile.gif
WDC
ditrofane
ციტატა
ი ვსო? biggrin.gif

აჰა biggrin.gif
Matilda
არა რა, მაინც ყველაზე მაგარი კითხვა მხედველობის ლაზერულ კორექციაზე იყო... biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
KI-ARA
ყოჩაღ გუნდს, კაი დასასრული იყო smile.gif ძაან პასიურად დაიწყეს,მაგრამ მერე კარგად ამოქაჩეს smile.gif

ბარათაშვილზე კითხვა მომეწონა

ფაფანაკზე ჩემი აზრით ძაან იოლი იყო, განსაკუთრებით იმერლებისთვის biggrin.gif rolleyes.gif
Catherine
მგონი არ მომეწონა ეს თამაში და ბაყაყი და სამეგრელოს დედოფალი ავიღე tongue.gif და კიდევ ბატონი გიორგი ყოველ შეკითხვაზე ეუბნებოდა გუნდს იყო თუ არა სწორი ვერსია, რასაც არ აკეთებს სხვა გუნდების თამაშის დროს wink.gif
Catherine
ციტატა
არა რა, მაინც ყველაზე მაგარი კითხვა მხედველობის ლაზერულ კორექციაზე იყო...

+1 მაგრამ ვერ ავიღე... კვებას ვაწვებოდი, ოღონდ სწრაფს არა biggrin.gif
IngaRafa
Matilda

მართალი ხარ. მე მეგონა ბოლო წუთამდე, რომ ნარდაია სწრაფ კვებას პასუხობდა, როგორც ჩანს ბოლოსკენ გაუნათდა გონება smile.gif
Matilda
qetusia
ციტატა
და კიდევ ბატონი გიორგი ყოველ შეკითხვაზე ეუბნებოდა გუნდს იყო თუ არა სწორი ვერსია, რასაც არ აკეთებს სხვა გუნდების თამაშის დროს wink.gif

დებიუტანტები არიან, ძნელია ასე თამაში, დაბნეულობა ბევრად მეტია. smile.gif
ditrofane
ციტატა(KI-ARA @ Jun 1 2009, 12:40 AM) *
ყოჩაღ გუნდს, კაი დასასრული იყო smile.gif ძაან პასიურად დაიწყეს,მაგრამ მერე კარგად ამოქაჩეს smile.gif

ბარათაშვილზე კითხვა მომეწონა

ფაფანაკზე ჩემი აზრით ძაან იოლი იყო, განსაკუთრებით იმერლებისთვის biggrin.gif rolleyes.gif



ხოდა არ იყო ბატონო, წაიკითხეთ ცოტა ზემოთ tongue.gif
achi
ვულოცავ გუნდს გამარჯვებას. მე ამ გუნდისგან თავიდანვე ძალიან კარგ თამაშს ველოდი. კარგი გუნდია, უბრალოდ თავიდან შეუთამაშებლობა და აქედან გამოწვეული დაბნეულობა დაეტყოთ, მაგრამ მაინც მოახერხეს თამაშის გამოსწორება და მოგება, რაც გუნდის სიძლიერის ნიშანია. ვფიქრობ რომ მომამავალში ამ გუნდისგან კიდევ უფრო კარგ თამაშს ვიხილავთ. მოკლედ გილოცავთ კიდევ ერთხელ ზუგდიდელებო smile.gif
ditrofane
ციტატა(IngaRafa @ Jun 1 2009, 12:41 AM) *
Matilda

მართალი ხარ. მე მეგონა ბოლო წუთამდე, რომ ნარდაია სწრაფ კვებას პასუხობდა, როგორც ჩანს ბოლოსკენ გაუნათდა გონება smile.gif


ხო ეგ მეც მასე მეგონა biggrin.gif
Matilda
ციტატა(IngaRafa @ Jun 1 2009, 12:41 AM) *
Matilda

მართალი ხარ. მე მეგონა ბოლო წუთამდე, რომ ნარდაია სწრაფ კვებას პასუხობდა, როგორც ჩანს ბოლოსკენ გაუნათდა გონება smile.gif

ხო, სტუდიაში რომ ყოფილიყავი შეამჩნევდი რომ განათება ნამდვილად კარგია smile.gif
IngaRafa
ფაფანაკზეც ადვილი იყო კითხვა და სულხან-საბას წვერზეც. კითხვები ცოტა გამარტივდა თუ მეჩვენება?
IngaRafa
Matilda

ეგ სტუდიაში რომ ვიყავი სწორედ იმიტომაც მეგონა smile.gif

p.s. სტუდიაში განათება ნამდვილად კარგია, ოღონდ ფართია ცოტა
Catherine
IngaRafa
ციტატა
კითხვები ცოტა გამარტივდა თუ მეჩვენება?

+1
achi
ditrofane
თამაშამდე კითხვის დამუშავება/დახვეწაზე სარედაქციო გუნდი მუშაობს მთავარი რედაქტორის ხელმძღვანელობით. კIთხვების იმ ფორმით გაშვება, რა ფორმითაც მათთან მიდის შეუძლებელია. ნუ ამ კითხვების დიდი უმეტესობის. რაც შეეხება უშუალო თამაშის დროს, ბატონი წამყვანი ნამდვილად საკუთარი შეხეულებებისამებრ ახდენს კითხვაში კორექტივებს. მსჯელობა იმაზე კარგია ეს თუ ცუდია, უნაყოფოა, მთავარი არის ის, რომ არ არსებობს არანაირი მექამიზმი, რომელიც მას ამის უფლებას წაართმევს smile.gif ისე კი ალბათ არც უნდა არსებობდეს, იმიტომ რომ ბოლო-ბოლო ეს შოუა, და მოსიძე, როგორც ამ შოუს მთავარი დამდგმელი რეჟისორი, იტოვებს უშუალოდ თამაშის დროს იმპროვიზაციის უფლებას smile.gif დამიჯერე, მის მიერ ამ "იმპროვიზაციის უფლების" რეალიზებასთან ძალიან ცუდი მოგონებები და რამოდენიმედღიანი დეპრესიის მაგვარი მდგომარეობა მაკავშირებს, მაგრამ უნდა ჰქონდეს მას მაინც ამის უფლება, ჩემი აზრით smile.gif)))))))))) შოუა რა.
IngaRafa
achi

ყველაფერში გეთანხმები, მაგრამ ფინალში მაინც საბაშვილის გუნდის ხილვას ვისურვებდი smile.gif
KI-ARA
ციტატა(qetusia @ May 31 2009, 11:40 PM) *
მგონი არ მომეწონა ეს თამაში და ბაყაყი და სამეგრელოს დედოფალი ავიღე tongue.gif და კიდევ ბატონი გიორგი ყოველ შეკითხვაზე ეუბნებოდა გუნდს იყო თუ არა სწორი ვერსია, რასაც არ აკეთებს სხვა გუნდების თამაშის დროს wink.gif


რატომ, როგორ არ აკეთებს. როცა კაპიტანი ეკითხება იყო თუ არა სწორი ვერსია
მგონი ბატონი წამყვანი უმეტესად პასუხობს ხოლმე. რავიცი მე ესე მახსოვს.

თან გუნდი დებიუტანტია, თავიდან ეტყობოდათ დაძაბულობა, რაც შედეგზეც აისახა და
ალბათ გასამხნევებლად...

მაგრამ კაიგად რომ ითამაშეს ეს ფაქტია

WDC
IngaRafa
ციტატა
ყველაფერში გეთანხმები, მაგრამ ფინალში მაინც საბაშვილის გუნდის ხილვას ვისურვებდი smile.gif

რატო "მაინც", საბაშვილის გუნდის წარმომადგენელია აჩი biggrin.gif
achi
IngaRafa
ციტატა
ყველაფერში გეთანხმები, მაგრამ ფინალში მაინც საბაშვილის გუნდის ხილვას ვისურვებდი smile.gif

მეც ყველაფერში გეთანხმები biggrin.gif
WDC
achi
ციტატა
მეც ყველაფერში გეთანხმები biggrin.gif

რატომღაც biggrin.gif
KI-ARA
ციტატა
ყველაფერში გეთანხმები, მაგრამ ფინალში მაინც საბაშვილის გუნდის ხილვას ვისურვებდი


არადა ფოფხაძის გუნდი მაინც სულ სხვაა tongue.gif biggrin.gif

ბროლის ბუსაც მის გუნდში ვისურვებდი რატომღაც rolleyes.gif

ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2019 Invision Power Services, Inc.