დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: ეგვიპტოლოგია
რა? სად? როდის? ფორუმი > სამეცნიერო განყოფილება > მეცნიერება და წიგნები
დანტე
ბავშვობაში ძალიან მომწონდა ეგვიპტე - ეს უძველესი ქვეყანა თავისი ისტორიით, კულტურით და არქიტექტურით ამიტომ გადავწყვიტე გამეხსნა ეს თემა მათთვის ვინც დაინტერესებულია ამ ქვეყნით

ეგვიპტოლოგია — სამეცნიერო დისციპლინა, რომელიც შეისწავლის ძველი ეგვიპტის ენას, კულტურასა და ისტორიას და ამგვარად წარმოადგენს რეგიონალურ და თემატურ განშტოებას უფრო ვრცელი დისციპლინების უძველეს ისტორიასა და არქეოლოგიაში.
=SYD=
ოჰ დიდო ოსირის..

და მგონი ბევრს ეს გაახსენდება ეგვიპტის ხსენებისას smile.gif

anuchi
მე იაპონია მომწონს.. მერე გავხსნა თემა? tongue.gif

=SYD=

მე ტუტანხამონი გამახსენდა და პაპაირუსი...
drakulas_bidzashvili
=SYD=
ციტატა
და მგონი ბევრს ეს გაახსენდება ეგვიპტის ხსენებისას

ციტატა
მე ტუტანხამონი გამახსენდა და პაპაირუსი...

მე ჩემი კლასელი მარიკა... biggrin.gif
=SYD=
ეგ რა შუაშია dry.gif ნუ გვიოფებ ძმაო რა. ღმერთი დაგჭრის!

ეს ღმერთი tongue.gif
Catherine
=SYD=
ციტატა
ნუ გვიოფებ ძმაო რა. ღმერთი დაგჭრის!

თემის ავტორს ვურჩევ მეტი მასალა დადოს ეგვიპტეზე, თორემ მოკვდება თემა ფესვებში biggrin.gif :პესიმისტი:
და მე არ მიყვარს ეგვიპტე... ეს ისე tongue.gif
drakulas_bidzashvili
=SYD=
ციტატა
ეგ რა შუაშიანუ გვიოფებ ძმაო რა. ღმერთი დაგჭრის!

იიიიი...

ეს რელიგიის თემა არ არის... biggrin.gif
GEORGIAN GIRL
ყოჩაღ დანტე,კარგად მოგიფიქრებია smile.gif smile.gif smile.gif აუცილებლად დავპოსტავ აქ,რაც ვიცი ეგვიპტეზე smile.gif smile.gif smile.gif smile.gif რაც არ ვიცი სხვები დაპოსტავენ და ასე smile.gif smile.gif smile.gif smile.gif
georgevna
დანტე
გაიხარე, კარგი თემაა : )
მეც ბავშვიბიდან მოვიხიბლე ეგვიპტით და ვარ მას მერე მოხიბლული : )

ისიდას ტაზარი

პ.ს. წასვლა მინდა ძალიან, ოცნებად მაქვს mellow.gif

kevana
ამ თემაში რა უნდა ვჰქმნათა? biggrin.gif

მოკლე ექსკურსია ეგვიპტის ისტორიის შესახებ

თუ უბრალოდ შთაბეჭდილებები და ემოციები ეგვიპტესთან დაკავშირებით?

ან იქნებ რამე საკითხი უნდა წამოვჭრათ და დისკუსია გავმართოთ?

მოკლედ, რაზე გინდათ იმაზე ვილაპარაკოთ ეგვიპტესთან მიმართებაში, მე ყველაფერი მაწყობს ერთის გარდა... ოღონდაც უცხოპლანეტელებს ნუ დაუკავშირებთ რაა biggrin.gif ცუდად ვარ როცა ესეთი თეორიები მესმის...
knuti
იეგვიპტის ისტორია იდენად მხიბლავდა, არქეოლოგობას მხოლოდ ეგვიპტის გამო ვაპირებდი smile.gif ვცდილობდი, წამეკითხა ყველაფერი ეგვიპტეზე და ა.შ. smile.gif სამწუხაროდ, ბავშვობის ოცნება განუხორციელებელი დარჩა...
teimurazi
თემის ავტორო! გინდა ეგვიპტის შესახებ ცოდნა გაიმდიდრო?მაშინ დაიწყე ჟან ფრანსუა შამპოლიონის ნაშრომების კითხვა ეგვიპტის შესახებ,სწორედ მან 1828 წელს ჩაუყარა საფუძველი ახალ მეცნიერებას, სახელად ეგვიპტოლოგიას.
BlacK WomeN
ძალიან მიტაცებს ეგვიპტური მითოლოგია და იეროგლიფები... საკმაოდ საინტერესო აზროვნება ჰქონდათ. არქიტექტორი იმჰოტეპი, რომელმაც პირველი პირამიდა ააგო, 21-ე საუკუნეში რომ ცხოვრობდეს, წარმოიდგინეთ რას გააკეთებდა. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
data
პირამიდას biggrin.gif
BlacK WomeN
data

biggrin.gif
=SYD=
ციტატა(data @ Nov 16 2009, 07:24 PM) *
პირამიდას biggrin.gif

ზე პასუხი rofl.gif
mortal
თემამ დამაინტერესა, შემოვიხედე, ვიფიქრე რამე საინტერესოს წავიკითხავდი და გული დამწყდა, რადგან ვერაფერი ვნახე ეგვიპტოლიგიის განმარტების გარდა sad.gif
ამიტომ, დავიწყებ და ძველ ეგვიპტეზე ცოტას დავწერ, სხვაც ჩემსავით იმეგაცრუებული რომ არ დარჩეს.

გეოგრაფიული მდებარეობა
ძველი ეგვიპტე აფრიკის ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილში, თანამეროვე ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობდა. ჩრდილოეთიდან ესაზაღვრებოდა ხმელთაშუა ზღვა, დასავლეთით - ლიბიის უდაბნო, აღმოსავლეთით წითელი ზღვა, სამხრეთიდან ნილოსის ჭორომები. ნილოსი ეგვიპტის ერთადერთი მდინარეა. იგი სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ მიედინება და ხმელთაშუა ზღვაში ჩაედინება. შესართავთან იგი შვიდ ტოტად იყოფა. ნილოსის შესართავი ბერძნებმა თავიანთ ასოს, დელტას მიამსგავსეს და მას ნილოსის დელტა უწოდეს. ქვეყნის სამხრეთ ნაწილს ძველი ეგვიპტელები ზემო ეგვიპტეს უწოდებდნენ, ჩრდილოეთ ნაწილს - ქვემო ეგვიპტეს. ქვემო ეგვიპტე უფრო ნაყოფიერი მხარე იყო და აქ წვიმებიც უფრო მეტი მოდიოდა. 19 ივლისიდან ნილოსი დიდდებოდა და ანაყოფიერებდა მის ნაპირზე არსებულ მიწებს. შემოდგომაზე კი ისევ თავის კალაპოტს უბრუნდებოდა.
nisaba
ციტატა(mortal @ Dec 1 2009, 05:01 PM) *

ნილოსის ადიდება ცაზე სირიუსის ამოსვლას უკავშირდებოდა
ჰეროდოტემ ეგვიპტეს ,,ნილოსის ნობათი" უწოდა
დღეს ნილოსის შვიდი ტოტიდან მხოლოდ ორია დარჩენილი
ეგვიპტელები თავიანთ ქევყანას კემეს ანუ ,,შავ ქვეყანას" უწოდებენ, უდაბნოს კი დეშერეს, ანუ ,,წითელ მიწას"
სამხრედ ეგვიპტის სიმბოლო შროშანი იყო, ცხოველებიდან - კობრა
ჩრდილოეთ ეგვიპტის - პაპირუსი და შევარდენი...
ეგვიპტური დამწერლობა იეროგლიფური იყო, მოგვიანებით იეროგლიფების ორი გამარტივებული სახე გავრცელდა, დემოტური და იერატული....
ნილოსის ღმერთს ,,ჰაპი" ერქვა, მას უზომოდ დიდი ღიპის მქონე მამაკაცად გამოხატავდნენ, რომელსაც ხელში კოკა ეჭირა...
ლეგენდის თანახმად, ნილოსი მაშინ დიდდებოდა, როცა ნაყოფიერებისა და დედობრივი სიყვარულის ქალღმერთი ისიდა თავის ძმას და მეუღლეს, სეთის მიერ მოკლულ ოსირისს დასტიროდა....
მზის სამი ღვთაებაა ცნობილი, ამონი, რა და ატუნი, ეს უკანასკნელი კი ფაქტიურად მონოთეისტური ღვთაება იყო, რეფორმატორი ფარაონის, ეხნატონის, იგივე ამენხოტეპ IV-ის შექმნილი...
ამონი და რა მოგვიანებით გაერთიანებულმა, ამონ-რას კულტმა შეცვალა...
ეგვიპტური იეროგლიფები 1822 წელს ამოიკითხა და სამეცნიერო საზოგადოებას გააცნო ჟან ფრანსუა შამპოლეონმა, მან ბაზალტის სტელაზე შესრულებული ბერძნული წარწერის დახმარებით ეგვიპტურ ნაწილზე ჯერ პტოლემაიოსის, შემდეგ კი დედოფალ კლეოპატრას სახელი ამოიკითხა...
ეგვიპტის ახალი სამეფოს პერიოდში მოხდა პირველი სამხედრო დაპირისპირება ხათის სამეფოსთან, ეგვიპტის ფარაონ რამსეს II სა და ხათის მეფე, ხათუსილის წინააღმდეგ, ას ბრძოლა პირველი სამხედრო კონფლიქტია, რომელიც მშვიდობიანი მოლაპარაკებით და ქვეყნებს შორის გაფორმებული ზარით დასრულდა, მოხუცმა ხათუსილიმ თავისი ასული, თუთუ მიათხოვა რამსეს მეორეს და დაიმოყვრა ეგვიპტის სამეფო...
ეგვიპტის სამეფომ არსებობა ძვ.წ. 525 წელს დაასრულა....

ეს და კიდევ ამაზე მეტი ჩემმა VI კლასელებმა იციან და თუ რამე ახალი იცით, ის დადეთ, თორემ ეს თემა რაღა საჭიროა, როცა ისტორიის ყველა სახელმზღვანელოში შეიძლება ამ ფაქტების წაკითხვაbiggrin.gif
xatshepsuti
სასაფლაონი
სარკოფაგიდან დგება მუმია.რა სიჩუმეა.ჰაერი ლურჯი აბრეშუმია.
ორხიდეები ეცემა ნილოსს,რომ მხურვალება ქვიშაზე კვნესის,
უნდა რომ სული არ მიისილოს,უნდა სამარე ჰპოვოს რამზესის.
ის იყო მეფე.ეხლაა მტვერი,რომ საუკუნეთ რიგი გარიყოს,
არ შეუძლია იყოს პირფერი,არ შეუძლია მტვერი არ იყოს.
და საუკუნეთ რიგს თვლის მუმია:მზიანი დღეა თუ სამუმია.
tamplieri
მეცნიერული გამოკვლევებით დასტურდება რომ გიზის ცნობილი 3 პირამიდა უფრო ადრეული ხანისაა ვიდრე ეგვიპტის მთელი ისტორია, ანუ პირველ ეგვიპტელებს პირამიდები უკვე აგებული დახვდათ. სხვა დანარჩენი პირამიდები ის უბადრუკი ასლებია რომლებსაც ეგვიპტელები აგებდნენ შემდგომ პერიოდში, ანუ ის სრულიად არ შეესაბამება ცნობილი 3 პირამიდის აშენების ტექნოლოგიებს. როდესაც მეცნიერები პირველად შევიდნენ ხეოფსის პირამიდაში როგორ გგონიათ რა დახვდათ მანდ? ფარაონთა მუმიები?....... არა.........რაგაც სხვა ანუ პირამიდების პირველი შემქმნელები, პრეისტორიული ცივილიზაციის წარმომადგენლები რომლებიც გამჭვირვალე მინის სარკოფაგებში იყვნენ დასვენებული........ ეგ იყო მსოფლიო სენსაცია რომელიც საზოგადოებას შეგნებულად დაუმალეს, რადგან ამით თავდაყიდა დადგებოდა დედამიწის მთელი ისტორია....... 2002 წელს იაპონელმა მეცნიერებმა რობოტის დახმარებით ხეფრენის პირამიდაში საიდუმლო ოთახი აღმოაჩინა, რა იყო შიგნით????????? ............ დღემდე გასაიდუმლოებულია საზოგადოებისათვის, ისევე როგორც ის პრეისტორიული მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც ზუსტად ცნობილი 3 პირამიდის ქვეშ მდებარეობს............. მეცნიერებს არაწყობთ ამ რეალური ფაქტების გამხელა, რადგან ამით წყალში იყრება მათი მრავალწლიანი ნაღვაწი და დახარჯული უდიდესი ფინანსური რესურსები. ჩვენ კი უნდათ ჯიუტად დაგვაჯერონ რომ ადამიანი მაიმუნისგან წარმოიშვა, და კონსტრუქციულად ისეთი ურთულესი ნაგებობები როგორიცაა გიზის პირამიდები ძველმა ეგვიპტელებმა ააგეს, რომლებიც მიწადმოქმედებით ძლივს ირჩენდნენ თავს............ არუჩნდებათ კითხვა როგორ მოხვდა პირამიდაში "ქარსი" რომლითაც ამ ზემოთხსენებული არსებების სარკოფაგები იკო დაფარული......... ცნობისათვის: ქარსი ტექნოლოგიურად ურთულესად დასამუშავებელი ნივთიერებაა, რომელიც ადამიანმა მხოლოდ ამ უკანასკნელ წლებში შეძლო. ჩვენ კი კვლავ სიცრუეს გვიტენიან თავში................... (თუ ვინმეს სურვილი ექნება შემდეგ უფრო ვრცლად დავცერ ამ თემაზე........ ეხლა კიდევ დავცერდი მაგრამ მეზარება smile.gif)))
ივერიელი
სიტყვა "ეგვიპტე" ბერძნების მიერ სახეცვლილი ეგვიპტის უძველესი დედაქალაქის "მემფისის" სახელწოდებიდან წარმოდგება,
ეგვიპტურად "ხეკა-პტაჰ" ან "ხი-კუპტა" ღვთაება პტახის სულის სავანეს ნიშნავდა, ბერძნულდ კი "აიგუიპტოსად" გადაიქცა. თვით ეგვიპტელები კი საკუთარ ქვეყანას "კემეტს" ანუ "შავ ქვეყანას" უწოდებდნენ.
Illegal Astronaut
ციტატა
ჩვენ კი უნდათ ჯიუტად დაგვაჯერონ რომ ადამიანი მაიმუნისგან წარმოიშვა, და

და-ს წინ მძიმე ზედმეტია და ეს წინადადება რა შუაში იყო ვერ მივხვდი.. smile.gif
Mathias_Sammer
მე არ მომწონს ეგვიპტე, გადახუნებული ყვითელები ფერების გამო.
=SYD=
ციტატა
(თუ ვინმეს სურვილი ექნება შემდეგ უფრო ვრცლად დავცერ ამ თემაზე........ ეხლა კიდევ დავცერდი მაგრამ მეზარება smile.gif)))

გააგრძელე რა, მე მაქვს წაკითხვის სურვილი
tamplieri
ციტატა(† Lord Borgeze † @ Dec 16 2009, 10:50 AM) *
ციტატა
ჩვენ კი უნდათ ჯიუტად დაგვაჯერონ რომ ადამიანი მაიმუნისგან წარმოიშვა, და

და-ს წინ მძიმე ზედმეტია და ეს წინადადება რა შუაში იყო ვერ მივხვდი.. smile.gif

ეგ წინადადება სპეციალურად შევაკვეხე, რომ ამაზე კითხვები გაგჩენოდათ........ (ისე პირდაპირ კავშირშია მაგასთან)....... ეგ ვრცელი თემაა და მთელი გვერდი არმეყოფა ამის ასახსნელად. ამიტომ ვისაც სურვილი აქვს პირდაპირ დავუფაილებ მაილზე
tamplieri
ჩემი აზრით უდავოა რომ გიზის პირამიდები არავითარ კავშირში არარის ძველეგვიპტურ ცივილიზაციასთან, გარდა იმისა რომ ეგვიპტის ტერიტირიაზე მდებარეობს. ცნობისათვის გიზის პირამიდების ასაკი 19 ათასი წლით თარიღდება, ანუ მაშინ როგორც ვიცით ეგვიპტური ცივილიზაცია არარსებობდა. გამომდინარე აქედან ჩვენთვის ცნობილი პირველი მიკერინის პირამიდა სულაც არარის პირველი, როგორც ეს საზოგადოდ ცნობილია. თუ გადავხედავთ ისტორიას თვალში საცემია ის ფაქტი, რომ დროთა განმავლობაში ეგვიპტეში პირამიდების მშენებლობის ტექნოლოგია დეგრადაციას განიცდიდა....... ამის მაგალითია უფრო გვიანდელი ხანის ფორმადაკარგული პირამიდები. და კიდევ ......... გიზის პირამიდები ცნობილი მსოფლიო წარღვნისწინა პერიოდშია აგებული. ამას მოწმობს პირამიდებისა და სფინქსის ძირში აღმოჩენილი ეროზიის კვალი........ საერთოდ აქ ერთი რამ არის მთავარი: მეცნიერებს არსურთ აღიარონ(ცნობილი მიზეზების გამო), რომ დედამიწაზე არსებობდა პრეისტორიული მაღალგანვითარებული ცივილიზაცია,რომელიც განადგურდა უცნობ მიზეზთა გამო და რომლის ნარჩენებმაც შემდგომში ასახვა ჰპოვა ძველ ეგვიპტელებში, შუმერებში, მაიას ტომებში და ა.შ................ ამ ცივიზაციის არსებობის დამადასტურებელ ფაქტებს კიდევ დავწერდი მაგრამ უკვე ეგვიპტის ფარგლებს გარეთ გაგვიყვანს smile.gif
nisaba
tamplieri
ამ პოსტების პირველწყაროს ვითხოვ
tamplieri
ციტატა(nisaba @ Dec 20 2009, 11:34 PM) *
tamplieri
ამ პოსტების პირველწყაროს ვითხოვ

რა კატეგორიული ხართ cool.gif ................. პირველწყარო ძალიან დიდია. ფაქტიურად წიგნია............ ავტორი არმახსოვს wacko.gif .......... ერთ-ერთ ქართულ საიტზე იდო. chuppa.gif თუ გინდა მოგცემ........ დაახლოებით 3-4 საათში წაიკითხავ chuppa.gif
onkologi
ციტატა(mortal @ Dec 1 2009, 05:01 PM) *
თემამ დამაინტერესა, შემოვიხედე, ვიფიქრე რამე საინტერესოს წავიკითხავდი და გული დამწყდა, რადგან ვერაფერი ვნახე ეგვიპტოლიგიის განმარტების გარდა sad.gif
ამიტომ, დავიწყებ და ძველ ეგვიპტეზე ცოტას დავწერ, სხვაც ჩემსავით იმეგაცრუებული რომ არ დარჩეს.

გეოგრაფიული მდებარეობა
ძველი ეგვიპტე აფრიკის ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილში, თანამეროვე ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობდა. ჩრდილოეთიდან ესაზაღვრებოდა ხმელთაშუა ზღვა, დასავლეთით - ლიბიის უდაბნო, აღმოსავლეთით წითელი ზღვა, სამხრეთიდან ნილოსის ჭორომები. ნილოსი ეგვიპტის ერთადერთი მდინარეა. იგი სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ მიედინება და ხმელთაშუა ზღვაში ჩაედინება. შესართავთან იგი შვიდ ტოტად იყოფა. ნილოსის შესართავი ბერძნებმა თავიანთ ასოს, დელტას მიამსგავსეს და მას ნილოსის დელტა უწოდეს. ქვეყნის სამხრეთ ნაწილს ძველი ეგვიპტელები ზემო ეგვიპტეს უწოდებდნენ, ჩრდილოეთ ნაწილს - ქვემო ეგვიპტეს. ქვემო ეგვიპტე უფრო ნაყოფიერი მხარე იყო და აქ წვიმებიც უფრო მეტი მოდიოდა. 19 ივლისიდან ნილოსი დიდდებოდა და ანაყოფიერებდა მის ნაპირზე არსებულ მიწებს. შემოდგომაზე კი ისევ თავის კალაპოტს უბრუნდებოდა.

არ გეწყინოს,მაგრამ ამაზე უინტერესო პოსტი,მგონი ამ ფორუმის ისტორიაში ჯერ არ დაწერილა.
უფრო მეტად იმედგაცრუებული ვარ,ვიდრე შენ იყავი ამ პოსტამდე. ohmy.gif
nisaba
ციტატა(tamplieri @ Dec 21 2009, 02:16 AM) *
ციტატა(nisaba @ Dec 20 2009, 11:34 PM) *
tamplieri
ამ პოსტების პირველწყაროს ვითხოვ

რა კატეგორიული ხართ cool.gif ................. პირველწყარო ძალიან დიდია. ფაქტიურად წიგნია............ ავტორი არმახსოვს wacko.gif .......... ერთ-ერთ ქართულ საიტზე იდო. chuppa.gif თუ გინდა მოგცემ........ დაახლოებით 3-4 საათში წაიკითხავ chuppa.gif

მაიტა biggrin.gif
tamplieri

[/quote]
მაიტა biggrin.gif
[/quote]

მაიტა სკაიპი batting.gif chuppa.gif
nisaba
nisaba5
longbowman
აბუ სიმბელის ტაძარზე ვინმეს ქართულ ენაზე ინფორმაცია ხო არ მოგეპოვებათ?
tamplieri
საინტერსო სურატები მინდა ჩავსვა აქ და როგორ გავაკეტო ამიხსნას ვინმემ. sad.gif
nisaba
tamplieri
ატვირთე საიტზე www.tinypic.com, დააკოპირე მითითებული ლინკებიდან მეორე და ჩასვი აქ
tamplieri
ციტატა(nisaba @ Dec 24 2009, 06:52 AM) *
tamplieri
ატვირთე საიტზე www.tinypic.com, დააკოპირე მითითებული ლინკებიდან მეორე და ჩასვი აქ

უი მართლა? batting.gif დიდათ გმადლობთ chuppa.gif
N!ncho
Abu Simbel Temple
აბუ სიმბელის ტაძარი
(რამზეს II -ის ტაძარი)

მდებარეობა: ნუბია, ეგვიპტე ,(Nubia, Egypt)

რამზეს II იყო ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ძეგლებისა და ტაძრების არქიტექტორი.
მისი ორი უდიდიდესი ტაძრი ,,აბუ სიმბელის“ უდიდდესი ეკლესია და ,,ჰატორი“ არის ქალაქ აბუ სიმბელში.
ორივე მათგანი თავდაპირველად დაახლოებით 60 მეტრით დაბლა იდგა, ვიდრე ახლა მდებარეობს.
იგი შედიოდა იუნესკოს ძგლთა დაცვის სიაში, რომლის მოვალებაც იყო დაეცვა ეგვიპტის დიდი ტაძრები
ტბა ნასარიდან გადმოსული წყლისგან.

I-დიდი ტაძარი რამზეს II-ის პატივსაცემად აიგო

დიდი ტაძრის დეტალები
Details
Details
Details

II-მცირე ტაძარი კი მისი პირველი მეუღლის, დედოფალ ნოფრეტარის

მცირე ტაძრის დეტალები
Details
Details
Details

ტაძარში 365 სარკმელია
რამზეს II-ის დაბადების დღეზე (22 თებერვალს) მზის სხივი ქანდაკების მკერდს ეხება,
ხოლო 20 ოქტომბერს, რამზეს II-ის მეფედ კურთხევის დღეს- გვირგვინს.

tamplieri
ციტატა
ტაძარში 365 სარკმელია
რამზეს II-ის დაბადების დღეზე (22 თებერვალს) მზის სხივი ქანდაკების მკერდს ეხება,
ხოლო 20 ოქტომბერს, რამზეს II-ის მეფედ კურთხევის დღეს- გვირგვინს.

ამ ეგვიპტურ ძეგლებში რამდენი აგურია მაგიც იცის უკვე ყველამ. რამე საინტერესო მოიძიე
N!ncho
ციტატა
ამ ეგვიპტურ ძეგლებში რამდენი აგურია მაგიც იცის უკვე ყველამ

რამდენია აბა? wink.gif
Illegal Astronaut
გამაგიჟებს ეს ხალხი.. smile.gif

ციტატა
ამ ეგვიპტურ ძეგლებში რამდენი აგურია მაგიც იცის უკვე ყველამ. რამე საინტერესო მოიძიე

დადე თუ ასე ძალიან გინდა უფრო საინტერესო.. smile.gif
fernando magellan
აბუ-სიმბელი ასუანის კაშხლის მშენებლობის დროს გადააადგილეს, როგორც მე ვიცი blush.gif
freddie krueger
tamplieri
ყველამ არ იცის! wink.gif

N!ncho
respect! smile.gif
პელაზგი
ვისმე თუ შეუძლია უპასუხოს კითხვას_არაბეთის ისტორიკოსი მეცხრე საუკუნეში მცხოვრები ე.წ.ბ ბელაზური მამლუქებს ხომ არ მიეკუთვნებოდა?რათგან მისი გვარი პირდაპირ არ მიუთითებს მისი ბელაზური წარმოშვებაზე? spy.gif
პელაზგი
ვინმეს თუ შეუძლიან პასუხი გასცეს კითხვას_არაბი ისტორიკოსი მეცხრე საუკუნის ბელაზური ხომ არ ყოფილა არაბ მამლუქთა ერთერთი წარმომადგენელი,რათა მისი გვარიც შესაძლოა ბელაზურ წარმოშვებაზე მიუთითებდეს?ვისმე თუ გაუჩენია როდესმე ასეთი აზრი?
longbowman
პელაზგი
გოლ.გეზე ხომ არ იყავით?
S.A.L.O.M.I.K.A.
ძალიან მიყვარს ძველი ეგვიპტის სახვითი ხელოვნება wub.gif

marine55
ძველ ეგვიპტეში კანაფს ერთნაირად ეტანებოდნენ ფარაონი თუ ვაჭარი, ქურუმი თუ ხელოსანი, ქალი თუ კაცი. ყველაზე პოპულარული იყო ჰაშიში – ინდური კანაფის ყვავილებისგან დამზადებული ფხვნილი, რომელიც მოგვიანებით ისე გავრცელდა, რომ ეგვიპტელები თავიანთ დროშებზე კანაფს ეროვნული უბედურების სიმბოლოდ გამოსახავდნენ.
სად შეიძლება ამ თემის ირგვლივ უფრო მეტი ინფორმაციის მოძიება: კონკრეტულად რა უბედურება მოიტანა კანაფმა? დროშა სად შეიძლება ვნახო?
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2019 Invision Power Services, Inc.