დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: ლიტერატურა
რა? სად? როდის? ფორუმი > სამეცნიერო განყოფილება > მეცნიერება და წიგნები
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 37, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46, 47, 48, 49, 50, 51, 52, 53, 54, 55, 56, 57, 58, 59, 60, 61, 62, 63, 64, 65, 66, 67, 68, 69, 70, 71, 72, 73, 74, 75, 76, 77, 78, 79, 80, 81, 82, 83, 84, 85, 86, 87, 88, 89, 90, 91, 92, 93, 94, 95, 96, 97, 98, 99, 100, 101, 102, 103, 104, 105, 106, 107, 108, 109, 110, 111, 112, 113, 114, 115, 116, 117, 118, 119, 120, 121, 122, 123, 124, 125, 126, 127, 128
latata
ბომჟის ვედრება
სამიჯნურო პოეზია
2006.09.07
------------------------------------------------


რა ეშველება ჩემს გაპოხილ თმებს,
ნუნები ჭუჭყით მევსება.
მე გამოვცადე სიყვარული ცარიელ კუჭზე
და ახლა სული ბერდება.
რამდენჯერ ვნახე ამრეზილი შენი თვალები,
როგორ აზიზობ, როგორ გძულვარ.
შენს ლამაზ სახლთან დღეს ვიპოვე ნაგვის ბუნკერი,
და იქვე მძინავს...

არა მაქვს ქუჩა,
არა მაქვს სახლი.
არც შენ მთავაზობ შენს მკლავებში
ნუგეშს და ოთახს.
მე შენ მიყვარხარ სანატრელო
და არა შენი თვალების ჭრილი,
ან შენი კანის თეთრი სინაზე.
შენ ვერც კი ამჩნევ ჩემს თვალებში მოშვებულ ონკანს,
ცრემლები როგორ ატალახებს ჩავარდნილ ლოყებს.

რა ეშველება ყვავილივით ჩამომჭკნარ ხელებს
სიბერეს ვხედავ...

მინდა გითხრა რომ მეშინია შენი და ვღელავ,
მინდა გითხრა რომ არ გიხდება ძვირფასი შუბა.
ნუთუ გგონია რომ ზამთარი ვერას დამაკლებს,
ნუთუ ასეთი მარტივი ხარ რომ ამის გჯერა.

რა ეშველება ჩემს გაპოხილ თმებს...
რა ეშველება...

ჩემს გალაქტიკას არა აქვს ფორთოხლისფერი გული,
მე კი ისეთი მარტივი ვარ რომ შენი მჯერა.


ზაზა კოშკაძე
ladylike
ცა იყო შორი,ძალიან შორი,
ცაზე შენფერი მთვარე ესვენა.
მერე გორდაგორ ჩამოხდა მთვარე,
ჩამოდგა ჩემთან და მომეფერა.
ცა იყო შორი, ძალიან შორი,
ცა იყო შენი სულივით წმინდა...
მე გამახსენდი იმ ცაზე შორი
და ჩემს თვალებში უღრუბლოდ წვიმდა...



გ. ჩოხელი
SOSO
ციტატა
მოკლედ რომ შეიკრიჭა თმა

smile.gif
dachi 1x
SOSO
biggrin.gif
ladylike
თუ მოვახერხე, თავაწყვეტილ
სურვილთა რემა
სულ ორიოდე თვალხატულა
წამით მოვთოკო,
მე დავინახავ,
როგორა გავს აცეცხლილ ტყემალს,
გაოცებული,
მზერამფრთხალი,
ნაკოცნი გოგო.
Matilda
dachi 1x
SOSO
არაად როგორ ვერ გაიგო ფორუმის 90%მა რა შუაშია თმის მოკლედ შეჭრა biggrin.gif
არადა თავშია biggrin.gif
გარყვნილი ეგ! biggrin.gif
Matilda
ქალაქში, მტვერში, წაიქცა კაცი

(ბესიკ ხარანაულს)

რა კარგია, რომ მიხვდი,
რომ დღეს ბედნიერი ხარ,
დღეს,
გადატყავებული ხელისგულებით,
ჩაჭრილი მაჯით,
დასერილი შუბლით,
ჩალურჯებული იდაყვით და მუხლით,
ბედნიერი ხარ,
რადგან ბოლოს და ბოლოს
ჭეშმარიტად დაეცი,
დაეცი ერთხელ, ორჯერ, სამჯერ -
დაეცი შენი ქალაქის მტვრიან ქუჩებში,
დაეცი შენი ქვეყნის პირველი პოეტის ბინიდან
ფორიაქით და ბორძიკით გამოსული,
დაეცი და მიხვდი -
მიხვდი, რომ ჭეშმარიტად დაეცი -
დაჰყურებ გადატყავებულ ხელისგულებს,
სისხლი, ვით მელანი,
თითებისაკენ ჩაედინება,
კალმისტრისაკენ იკვლევს გზას,
და შენც წერ ლექსს,
ახალ, უცნაურ ლექსს და
ბედნიერი ხარ,
რადგან პირველად ცხოვრებაში
ჭეშმარიტად დაეცი და იცი უკვე,
რას ნიშნავს ეს -
დაეცე -
დაეცე შენს ქალაქში,
შენს ქუჩაში,
შენი ხალხის თვალწინ,
შენი ხალხის ფეხებთან,
დაეცე,
დაეცე,
დაეცე...
რათა წამოგაყენონ,
რათა მიგიყვანონ სახლში,
რათა მოგიარონ,
რათა მოგეფერონ,
და შენც, - ერთხელ ჭეშმარიტად დაცემულმა, -
ადგე და მშვიდად განაგრძო
დაცემულთა მარადი გზა...



შოთა იათაშვილი


ახლა ვნახე და მომეწონა smile.gif
ladylike

ნეტარ შენს რწმენას, პაწია ჩიტო,
შიშვლად რომ ტოვებ მშობლიურ ბუდეს
და თბილ ქვეყნისკენ მიფრინავ მშვიდად
იმედით, რომ კვლავ აქ დაბრუნდები.


მორის ფოცხიშვილი
ladylike
როგორ დავიპყრო მისი გული, როგორ დავტოვო
ჩემს ახლოს იგი - მომზირალი მუდამ პირიქით.
ო, ალუბლებო,
ყვავილებით მიწა დათოვეთ,
დაფარეთ ჩემგან წასასვლელი ყველა ბილიკი...
nelka
ჩემი უსაყვარლესი ლექსი

***
შენი დაღლილი ღიმილი მაკრთობს,
გაბმული სევდა ამქვეყნიური,
ო, ასე ჩუმად და ასე მარტო,
მთებში სხივებზე დნება ყინული.
მე ვერ მოგიტან რტოს იასამნის
და ვერც სიყვარულს ვერ დაგპირდები.
ჩუმია ზეცა და წვიმასავით
შუბლს უგრილებენ შენი თითები

მორის ფოცხიშვილი
vulkani_lava
უცნაური მონატრება

არ მინდა ლექსები!
ვერ ვიტან სტრიქონებს! –
შენ მათთვის აღარ ხარ მუზა და მისტიკა!
ყველაფერ უშენოს უაზროდ ვიშორებ –
არ მინდა ლექსები!..
აღარც შენ მინდიხარ!..
.
მე შენთვის ვიყავი სპორტული აზარტი –
მუღამით მიჩხრეკდი უცნაურ ხასიათს,
გიკვირდა – არასდროს არავის ვბაძავდი:
მეძავიც მიყვარდა ბუნებით აზიატს
.
ახლა კი ისე ვარ გავგიჟდე მინდა და
მაცხოვრის დედასაც მშობლები ვუგინო!
გამიტყდა ის კოკა, ღვინოს რომ ზიდავდა...
უტვინოდ ვცხოვრობ და დავთვრები უღვინოდ!
.
რა უშავს – ბავშვობის უაზრო ზღაპარში
მოვიდნენ მსუბუქი მაგარი ქალები!..
მთავარი დედობის მანდილის ამბავში...
თუ რაღაც ამდაგვარს ბოდავენ მთვრალები!
.
ახლაღა დავცინი ბანალურ ზმანებას –
შენც გესიზმრებოდა ოცნების პრინცები!..
სხვა სიყვარულობის მეობის გაგება –
ეს არის კაცობის პირველი პრინციპი!
.
მაბნევდა მაგ ტანის სურნელით გალეშილს
უცხო რომანტიკა – ნაცნობი მეტივე...
დღეს ჩემთვის მთაწმინდის მთვარიან ღამეში
ერთიც აღარ არის ლამაზი მოტივი...
.
შევირგებ კიდევაც - თუ რამე მივირთვი,
არაფერს ვნატრობ და არავის დავეძებ!
ვერც ის პოეტები მშველიან ცინიზმით
ლექსებს რომ ჯღაბნიან დაბოლილ ყვავებზე...
.
არა ვართ მე და შენ ვარდი და ბულბული!
თუნდაც ამ ქალებზე მაგარი რითი ხარ?!..
არ მინდა ქალები!..
არ მინდა ბუმბული!..
არ მინდა ლექსები!..
ფეხებზე მკიდიხარ...

2000.
ბაკურ სვანიძე
Matilda
vulkani_lava
სვანიძე საკაიფოდ თარმგნიდა ხოლმე ესენინს smile.gif
თავისები არ უვარგა smile.gif
vulkani_lava
Matilda


მთავარი მონდომებაა biggrin.gif


გასაბერი ქალი

შენ დამიმტკიცე – სილამაზე არის ნაგავი!
და სიყვარული სულელების ცრუ სატყუარა!
ჩემი ღირსება ბავშვი არის გასალახავი
და გაბერილი საპნის ბუშტი – ჩემი მუქარა...
.
შენ დამანახე – შემიძლია ვიარო ლეშმა
და ვერასოდეს შევასრულო დანაპირები...
რომ ჩემნაირებს არ სჭირდებათ ვირებზე შესმა,
რადგან ვერასდროს შეჯდებიან ვირზე ვირები!
.
მე ვარ მეზღაპრე! – ვნების ზღაპარს ვერ ავისრულებ!
გვიანიც არის ჩემთვის ალბათ იმის შეტყობა,
რომ ჭკვიანია ვინც არ ეძებს ტრფობის სირთულეს
და სულ მარტივად – გასაბერი ქალით ერთობა...
.
სულ გულში ცქერაც არ ყოფილა თურმე საჩემო,
სჯობდა გარედან შემეხედა – ღირდა თუ არა...
და ჩემს სიყვარულს ისე ვუვლი ახლა გარშემო
მაგელანმა რომ დედამიწას შემოუარა...
.
ის არც კი ბრუნავს და არც ვინმეს სითბოს უნახავს,
გასაბერ ქალზე არის მგონი ისიც თანახმა...
და ისე მიკვირს, გაუკვირდა როგორც უნახავს
მოულოდნელად დედიმისის მძღნერის დანახვა:
.
ნუთუ ასეთი იყო ღმერთი, რომელიც მწამდა
და სამოთხეზე უფრო მეტად ისურვა სულმა!
მე არ ვიცოდი იმის გემო, მუდამ რომ ვჭამდი...
არც ახლა ვიცი რომელი ვარ – ვირი თუ ხურმა...
.
ამის მნახველი თვალიც რაღა გასახელია,
მინდა საფლავზე დამაწეროთ დანაბარები:
სუყველა ქალი ბოლოს მაინც გასაბერია!
და სულერთია ვის რა ფერის დააქვს თვალები...
.
არც კიტრად ღირდა ნატარები დღემდე ღირსება,
მისი დაკარგვით არაფერიც არ დამაკლდება!
ბევრი ცდილობდა უშედეგოდ ამის მტკიცებას...
შენ დაამტკიცე... მე გილოცავ ამ წარმატებას!
.
ამის შემდეგ კი არც აზრი აქვს ამარჩევინო –
ასე შემდეგი გაგრძელდება თუ ეტ ცეტერა...
ეს შენ შეძელი – ბოლოს მაინც დამაწერინე
ლექსი, რომელიც არ მინდოდა რომ დამეწერა!


2008. ბ. სვანიძე
nelka

***
მხოლოდ ცისფერი შეღამება შეღებავს ივნისს
და ბილიკებზე თავთავებით დავიჩხვლიტები,
მე - მეოცნებე ატირებულ ბალახში ვივლი
და შუბლს ბურუსში გამიგრილებს ქარის თითები.

არც არაფერზე არ ვიფიქრებ და ჩემს ვნებათა
სულში სიყვარულს უზენაესს დავუნთებ სანთლად
და შორს ვიქნები, ბოშასავით, შორს ბუნებასთან
კვლავ ბედნიერი ისე, როგორც საყვარელ ქალთან.
რემბო


ეს ის ჟამია, როცა ბულბულის
სტვენა ტოტიდან შემოგესმება,
ეს ის ჟამია, როცა ჩურჩულით
საყვარლის ფიცი შენს გულს მოსწვდება;
როს ნაზი სიო წყაროს უმღერებს,
ობოლ ყურუსთვის ჰანგს ააჟღერებს;
მაშინ ეს ცვარი ყვავილს თან ახლავს,
ცაში ვარსკვლავი შეხვდება ვარსკვლავს;
ტალღას სილურჯე გაუღრმავდება;
ფოთოლს სიყვითლე დაუმძიმდება.
ცას გადაეკვრის მკრთალი სიბინდე
ნაზი სიბნელე, ბნელი სიწმინდე.
ეს ხდება მაშინ, როცა დღე კვდება,
მთავრის შუქის ქვეშ ბინდ-ბუნდი დნება.

ბაირონი
nelka
ღამეს ელვარე დღე შეუცვლია
თქვენი თვალების ღრმა სიბნელეთი,
ამნაირ გრძნობას ხომ შეუძლია
დაიმორჩილოს მთელი ხმელეთი.
მომკალით! ყოფნა მაინც შუქია
თქვენზე აღმართულ სადღეგრძელოთა,
შეხვედრა ენას ვერ შეუქია,
შეხვედრა განა ასე გველოდა?
თქვენ გაიხსენეთ, ო, გაიხსენეთ,
ო, გაიხსენეთ, ამ სიტყვებს იქით
რამდენი რამე ვერ აგიხსნიათ
ვერც ჩუმი ცრემლით, ვერც ლალის ჭიქით.
რისთვის მიყვარხარ? მე არ მაქვს ნება?
მაგნაირ გულით და სინაზეთი...
არის ამქვეყნად დაგვიანება –
მაგრამ ამდენ ხნით? მაგრამ ასეთი?
არის ამ ქვეყნად ვერხვი და სვია,
არის ამ ქვეყნად სიკვდილი ქალით...
ამ რევორველშიც არის რვა ტყვია,
ერთს გაიმეტებთ: მე გთხოვთ, მომკალით!
გალაკტიონი



ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ
(ის მთვრალი იყო, როგორც ყოველთვის):
- ბატონო გალაკტიონ, თქვენ პირველი ხართ,
დაგვისახელეთ
მეორე პოეტი...
უცებ ჭინკებით გაევსო თვალი _
თვისი სიმაღლით ის იყო მთვრალი,
- საქართველოში??? ჩაიქირქილა
და ლომურ წვერზე
მოისვა ბრჭყალი...
მურმან ლებანიძე
ladylike
წავა, დღესასწაულს წაიღებს ზაფხული,
ღამეებს წაიღებს ოცნებით დაფერილს.
მარტო თუ დამტოვა, თან არ წამიყვანა -
სიზმარი ყოფილა,
მეტი არაფერი...

©ladylike

nelka
უფლისციხესთან ...

უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი
არა დაღვრილის, - დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!

მე დავინახე სვეტიცხოვლის თორმეტი სვეტი,
თოთხმეტი ციხე ზეგნებიდან ლაჟვარდს გასჩრია,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!

მშვენიერია ორ-ზღვას-შუა კავკასის ხედი
და კითხვა: ვინ ვის? ბებერ გულში ლახვრად მაჩნია,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი,
არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა
არ გამაჩნია!

მურმან ლებანიძე
data
რაზმი
ნამდვილი პოეტების (სულ ერთი მუჭა!)
თითები რომ გვაქვს,
იმთითებზე მეტი არც არის!..
ზედ მისეოდა
გალაკტიონს ხუთასი ჯუჯა,
სისხლს, სისხლს უშრობდა
ჩვენს გულივერს
ათასი "პაცანი"...

მაგრამ რა, მერე?!
ბრძოლა მათი ჩავლილი ფუჭად!
ელავს, ბრიალებს
ეპიგრამა, როგორც ხანძარი...
სრბოლას _ გრაგანით
განაგრძობენ ცხენები ლურჯა,
მხედრისგან სილაქს _
ათასწლებში
გააქვს ლაწანი!



მურმან ლებანიძე smile.gif

diletanti
სადღაც სდუმს მთები, სადღაც ნისლია,
ვერ გადურჩები სულის წვალებას.
მე რომ გაფრენა არ შემიძლია,
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.
სადღაც სდუმს დილა, სადღაც ძილია,
გზა გაიარეს სადღაც ქალებმა.
ჩემი სხეული რომ დაღლილია,
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.
და სადღაც ბაღთან ვიღაც იცდიდა,
და უცებ ზეცა ნახეს თვალებმა.
რომ ვერ შევძელი გასვლა მიწიდან,
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას...


ტერენტი გრანელი
nelka
შენს მოლოდინში
ჩემი გული უფრო გამალებით
ცემს შენს მოლოდინში!


მე შენზე ვფიქრობ და თითქო გხედავ,
ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი.
ძვირფასო, მოსვლა რად გაგიძნელდა,
ძვირფასო, რისთვის დაიგვიანე.
ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია,
ახლა ქარები არხევენ ტირიფს.
მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას
და, როგორც ბავშვი, დავიწყებ ტირილს.
ასე გაივლის წამება, ოხვრა,
შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით.
მოხვალ დაღლილი, მეტყვი: როგორ ხარ?
მოხვალ და ვიცი, მომეფერები.
თუმცა იქნება ღამე წვალების,
ღამე სასტიკი და ულმობელი.
და ეს თვალები, ლურჯი თვალები,
ჩემი თვალები ისევ მოგელის.
ტერენტი გრანელი
diletanti
nelka
მაგ ლექსს მოვუსმინე (მგონი ჯინორია კიტხულობს) და ის დავწერე აქ smile.gif

მაგარია ძაან smile.gif
data
windwalker

ესეც შენთვის smile.gif biggrin.gif smile.gif




ყოველთვის, როცა ამ ბეჩავ ქვიტკირს
ვათვალიერებ (მეასედ თითქმის!).
არ შეიძლება არ გაჩნდეს კითხვა,
და უძლური ხარ წინაშე კითხვის:

თუ უფლის ნება არ გაჩნდა ზოგში,
რა გამოარჩევს კაცს კაცთა ჯოგში,
და რამ დაწერა ის, რაც არ გჯერა
რომ დაიწერა ამ ჯურღმულ ქოხში?!

რამ, რამ აქცია კელაპტრად _ კვარი,
უბრალო ქუჩი _ მართლა ყვავილად?!
რაზიკაშვილის საწყალი გვარი
სახელთან ლუკა _ ვაჟა-ფშაველად?!



vulkani_lava

როცა ქუჩაში ერთად მოვდივართ

როცა ქუჩაში ერთად მოვდივართ,
შენი თვალების მზით ვარ შემცბარი,
მე გაზაფხული თავი მგონია
და შენი სახით მომყავს მერცხალი.
როცა მარტო ვარ - ღიმილით მოდის
ერთი,
მეორე,
მერე მესამე:
- ბიჭო, იმ გოგოს რომ მიჰყვებოდი,
გვითხარი, რატომ არ მოგვესალმე?!
vulkani_lava
გაზაფხულის თქეში უშხაპუნებს ფანჯრებს,
ყველა აივანი გადმოკიდებს ჩანჩქერს
და მეზობლის გოგოც გაიხარებს მაშინ,
წვიმის ასაღებად გავარდება კარში,
რომ ხვალ უფრო კარგად
თმები ზიმზიმებდეს,
რომ ხვალ უფრო კარგად
მე ვერ ვიძინებდე.
გარეთ ჩიტუნები გაფანტულად წვიმით,
მე კი ფანჯარასთან ვერ ვიკავებ ღიმილს,
რომ მეზობლის გოგომ პატარა და ტყუპი
ორად ორი ჩიტი შეიფარა უბით.
გარეთ ნიაღვარი ქვებზე აქანავებს
ჩამოცვენილ ფოთლებს და ქაღალდის ნავებს.
მავთულებზე მიჯრით წვეთი წვეთზე ცოცავს
და მე შენსკენ ვატან გაუბედავ კოცნას...
vulkani_lava
შოთა ნიშნიანიძე

ორშაბათს გოგონა გავიცანი,
გოგონა ნახატი ყალმისანი,
მისი ღიმილი და დალალები
სამშაბათს გამიხდა საფიცარი.
ოთხშაბათს წერილი გავუგზავნე
და თავს მოსაკლავად ვიმეტებდი,
ჩემი გასაჭირი ავუხსენი,
ჩემი ეჭვები და იმედები.
პარასკევს პასუხი მომივიდა,
ვაიმე, ბედო უკეთურო!
დაბერებულხარო გნოლივითა,
ცოლ-შვილს მიხედეო, უბედურო.
თეთრად გავათენე პარასკევი,
ფიქრში გავატარე შაბათ-კვირე,
თავმოჭრილი ვარ-თქო - დავასკვენი.
ჰოდა, თავის მოკვლაც დავაპირე.
მოვიდა მეორე ორშაბათი,
ისევ შემეფეთა ის უღმერთო,
ელვამ დამიარა კოჭებამდი,
დილამშვიდობისას გისურვებთო.
მე ახლა თავის მომკვლელი ვარ?
უნდა სხვანაირად ვძლიო სვე-ბედს,
მე ვიცი, რაცხა ოხერი ვარ,
ლექსებს დავწერ და ვიოცნებებ.

ankikia
ბევრჯერ ვყოფილვარ არაგვის პირას,
აქ ბევრი ღამე მითენებია
და ყვავილებში განაბულ ნიავს
ჩემთვის რამდენი რამ უმღერია...
მეც განაბული ვუსმენდი, როგორც
საყვარელ ქალის ჩურჩულს ვნებიანს.
ბევრჯერ ვყოფილვარ არაგვის პირას,
რამდენი ღამე მითენებია;
მაგრამ ის ღამე,
დედოფალი ყველა ღამეთა,
რა უმოწყალოდ მალე გათენდა.
დრო ადნებოდა საზარლად მალე
შენს გასაოცრად სევდიან თვალებს
და მოდიოდა უშენო ხვალე _
სიცარიელე და სიცივე მომავალ დღეთა
და მოგონებათ ღამის ნაფლეთი _
არაგვზე, შენთან.
გამხმარ ტოტებზე ჯამბაზივით ცეკვავდა ალი
და სველ ტუჩებზე გიცინოდნენ ღვინის წვეთები;
მე შენი ცქერით სიგიჟემდე ვიყავი მთვრალი,
მაგრამ იმ ღამეს დათვრებოდნენ თვითონ ღმერთებიც,
შენთვის რომ ერთხელ მოეკრათ თვალი.
...ტოტებზე კრთოდა შენი ცქერით შემკრთალი ალი,
სასაცილოა ჭაღარა ბავშვი,
მაგრამ ბავშვივით დაბნეული ვიყავი მაშინ;
კიდევ კარგი, რომ გაავდარდა უეცრად მთაში,
შენ ვერ შემატყვე მღელვარება გაბზარულ ხმაში,
სასაცილოა, სასაცილო ჭაღარა ბავშვი.
შენს გასაოცრად სევდიან თვალებს
დრო ადნებოდა საზარლად მალე
და მოდიოდა უშენო ხვალე...
დროო, შეჩერდი! ასე იოლად
მე ვერ გაგატან ბედნიერ წამებს!
შეჩერდი-მეთქი! შენც უძლური ხარ
გაიმეორო ასეთი ღამე!..
პირველი წვიმის სურნელება სდიოდა მიწას
და ბნელი ღამე ხეობაში უძრავად იწვა.
ღამე, ის ღამე,
დედოფალი ყველა ღამეთა,
რომელიც ასე უმოწყალოდ
მალე გათენდა.
data
ბევრი მყავს ბევრი მეგობარი
მტერი კი ცოტა,
რა მდიდარი ვარ ღმერთო ჩემო
რა განძის მქონე;
არ მივიწყებენ მეგობრები ვერ ვიტყვი ცოდვას
მტრებს კი ისედაც ვახსოვარ ვგონებ.

სიკვდილი შემდეგ მეგობრები დამივიწყებენ
ოჰ მეგობრები თანამგზავრნი ჩემი ცხოვრების,
სიკვდილის შემდეგ მეგობრები დამივიწყებენ
მტრებო იცოცხლეთ,
მტრებო მუდამ გემახსოვრებით.


შოთა ნიშნიანიძე
data
ადამიანი არ არის მტვერი,
ის, შეიძლება, იყოს ატომი.
ადამიანებს გვჭირდება მტერი,
რომ არასოდეს ვიყოთ მარტონი.

ვერ შევისწავლეთ ჩვენს თავში ცოცვა,
და ამიტომაც მტვერში ვიდებით.
ადამიანებს გვჭირდება კოცნა,
რომ საბოლოოდ ვიყოთ მშვიდები.

სიმაღლეებთან ყოველთვის ვკრთებით
და სათქმელ სიტყვას კანკალით ვარჩევთ:
ადამიანებს გვჭირდება ფრთები
იმისათვის, რომ მიწაზე დავრჩეთ...


პაატა შამუგია
ankikia
ფოლკნერის დათვი
გაგა ნახუცრიშვილი

მე დამესიზმრა ფოლკნერის დათვი.
ჰო, შეიცვალა ხანი, ბუნება,
ახლა უცხოა ხალხისთვის ხალხი,
უღრან ტყეებში მსურს დაბრუნება.

როცა მწყინდება ჭერი და სახლი
და ქუჩაც ჩემთვის უცხოა როცა,
მე მესიზმრება ფოლკნერის დათვი,
მიყურებს, მელის, მეძახის, მოთქვამს.

და მენატრება მწვანე რტოები —
იქ შეიძლება თავის დაღწევა —
და უღრან ტყეში განმარტოებით,
მარტოობისგან მინდა გაქცევა.

ვინც მყვარებია, დამტოვებს ნელა
და აღარ ვიცი, ვინ შევიყვარო.
ღამის ქალაქში უღმერთოდ ბნელა,
მე შენთან მოვალ, ეჰ, მეგობარო!..

მე შენთან მოვალ, ქალაქს დავტოვებ,
რადგან ბევრი გვაქვს, ალბათ, საერთო,
არ შეგვაწუხებს ჩვენ სიმარტოვე —
გიამბობ რამეს, ერთად გავერთოთ.
ankikia
ანაბელ ლი
ედგარ პო
თარგმანი ინგლისურიდან - მერაბ მეტრეველი

ეს იყო ბევრი ო, ბევრი წლის წინ
სამეფოში, ნაპირად ზღვის
ქალწული ცხოვრობდა, იცნობდით ვინც
მშვენიერ ანაბელ ლის; _
რომ ყვარებოდა, მას სურდა მხოლოდ
და მყვარებოდა მეც მხოლოდ ის.

ის იყო ბავშვი, მეც ბავშვი ვიყავ,
როცა სამეფოში ზღვის
სიყვარულით, სიყვარულზე მეტით
გვიყვარდა მე და ანაბელ ლის _
ვით ფრთები ცაში სერაფიმების
იყო სიყვარული ის

შეშურდათ ჩვენი დიდი ხნის წინ
სამეფოში, ნაპირად ზღვის
ქარმა დაბერა, შეყარა ღრუბლები
სული გაუთოშა ანაბელ ლის
ნათესავებმა კეტილშობილთა
მაშინ წამგავრეს ის

და გამოკეტეს ძველ აკლდამაში
სამეფოში, ნაპირად ზღვის.
ანგელოზებსაც შეშურდათ ჩვენი;
ჩემი და ანაბელ ლის
სწორედ ამიტომ ( ეს ყველამ იცის
სამეფოში, ნაპირად ზღვის)
ქარმა დაბერა შეყარა ღრუბლები
ბოლო მოუღო ანაბელ ლის

და სიყვარულით ასე ძლიერით
ჩვენზე უფროსს უყვარდა ვის?
ან ჩვენზე ჭკვიანს, ნეტავი ვის?
ო, არც ანგელოზთ და არც დემონებს
რომ ბინადრობენ ფსკერზე ამ ზღვის
არ შეუძლიათ, რომ დააშორონ
სულები ჩემი და ანბელ ლის.

მთავრე ამოვა, და ჩემთან მოვა
სიზმარში ანაბელ ლი
ვარსკვლავი ბრწყინავს, თვალები მხიბლავს
მშვენიერ ანაბელ ლის...
სწორედ ამიტომ ყოველ ღამით მოვდივარ შენთან
ჩემო სიცოცხლევ, ჩემო ყველავ და ჩემო ერთავ
და იმ სამარხში, ნაპირად ზღვის
შენს გვერდით ვწვები, ნაპირად ზღვის


ორიგინალში უძლიერესი ლექსი, ვიპოვო, დავდებ
Matilda
ankikia
ციტატა
ანაბელ ლი
ედგარ პო



თემატურად გაამხსენდა smile.gif

როგორც უილმოტი

გზები იზომება ახლა პოეზიით.
ღამე ცოდვა არის მომაკვდინებელი,
უფრო მძიმე ცოდვებს ვიხსნი პროთეზივით -
ედგარ, მე მოვკალი შენი ანაბელ ლი!

დამრჩა გასავლელი კიდევ იარდები,
მოკლე ნაბიჯებით ასე - ხუთასია.
სულმა კი არა და ხორცმა კი არა და
ღმერთმაც განიცადა, მგონი, მუტაცია.

აღარც იღბალია, აღარც უიღბლობა -
ძველი რვეულივით ბედი გადავშალე.
ალბათ მეც მოვკვდები, როგორც უილმოტი -
ქრისტეს ასაკში და თანაც ათაშანგით.

არა, პოეტებო, მე ნუ მეტოლებით,
წადით, დაეტოლეთ ვინმე გ. ვ. ტ. - ებს...
მე სიცოცხლეს ვებრძვი ჩემი მეთოდებით
და ეს უკვდავებაც უნდა გამოვტოვო!

თქვენთვის მიჩუქნია ყველა ტიარა და
ყველა გვირგვინი და ყველა ასე შემდეგ.
ფორმა კი არა და ზომა კი არა და
თავში ქვა გიხლიათ! მე კი, გადავშენდე

უნდა, როგორც ჩემი დიდი წინაპარი
სადმე ხის ოდაში, სოფელ ლედგებიეს.
თორემ, როგორც წესი, ლექსთან წილნაყარი,
მერე თაობები, წიხლით შემდგებიან.

რაღა დაგიმალოთ... ახლა - მომიტევეთ,
უნდა უსათუოდ რამე დავაშავო,
სანამ მეც მოვკვდები, როგორც უილმოტი


გიო საჯაია
Matilda
დღევანდელი დღის გმირი ლექსი (ძალიან მიყვარს)


სარკე

პირდაპირი ვარ, თავს არ ვიწუხებ ვარაუდებით,
რასაც თვალს მოვკრავ, იმწამსვე ვშთანთქავ –
სიძულვილი თუ სიყვარული ხელს ვერ შემიშლის,
ავი კი რა, გულმართალი ვარ –
პატარა ღმერთის თვალი გახლავარ.
თითქმის მთელი დღე მოპირდაპირე კედელზე ვფიქრობ,
იმდენ ხანს მიცქერია მისი დაწინწკლული
ვარდისფერი პირსახისათვის,
უკვე ნაწილად მიმაჩნია ჩემი გულისა.
და გული მიმდის, როცა ბინდი და სახეები გვაცალკევებენ.
მე ახლა ტბა ვარ. ქალის სახე ჩამშტერებია,
სიმართლეს ეძებს ჩემს მზერაში.
მიუბრუნდება მერე ჩემს შუქს და თავს მოატყუებს.
ზუსტად ვირეკლავ მის მსუქან ზურგსაც.
ხშირად ცრემლებით მაჯილდოვებს, როგორ ვჭირდები!!
ყოველ ორ წუთში უნდა დამხედოს,
ღამის ბინდს მისი თვალთა სხივი ჩამომწმენდს დილით.
როგორ დააახრჩო ჩემს ტალღებში პატარა გოგო
და დღემდე მხოლოდ გაუმაძღარ ზვიგენებს უხმობს.


სილვია პლათი
თარგმანი: გიორგი ნიშნიანიძე
ankikia
it was many and many a year ago
in a kingdom by the sea
that a maiden there Lived whom you may know
by the name of Annabel Lee.
and this maiden she lived
with no other thought
then to love and be loved...

მეტი არ მახსოვსsad.gif
nelka
Annabel Lee
It was many and many a year ago,
In a kingdom by the sea,
That a maiden there lived whom you may know
By the name of Annabel Lee;
And this maiden she lived with no other thought
Than to love and be loved by me.

I was a child and she was a child,
In this kingdom by the sea;
But we loved with a love that was more than love-
I and my Annabel Lee;
With a love that the winged seraphs of heaven
Coveted her and me.

And this was the reason that, long ago,
In this kingdom by the sea,
A wind blew out of a cloud, chilling
My beautiful Annabel Lee;
So that her highborn kinsman came
And bore her away from me,
To shut her up in a sepulchre
In this kingdom by the sea.

The angels, not half so happy in heaven,
Went envying her and me-
Yes!- that was the reason (as all men know,
In this kingdom by the sea)
That the wind came out of the cloud by night,
Chilling and killing my Annabel Lee.

But our love it was stronger by far than the love
Of those who were older than we-
Of many far wiser than we-
And neither the angels in heaven above,
Nor the demons down under the sea,
Can ever dissever my soul from the soul
Of the beautiful Annabel Lee.

For the moon never beams without bringing me dreams
Of the beautiful Annabel Lee;
And the stars never rise but I feel the bright eyes
Of the beautiful Annabel Lee;
And so, all the night-tide, I lie down by the side
Of my darling- my darling- my life and my bride,
In the sepulchre there by the sea,
In her tomb by the sounding sea.

-The End-
data
ანტიტყაოსანი

მესიჯი ტარიელისა ნესტან-დარეჯანისა თანა მიწერილი
(მინი პოემა)




ბოლოსდაბოლოს, ადრე თუ გვიან,
დღესა თუ ხვალე, ჩვენით თუ ღმერთით,
ის, რასაც ჩვენი სიცოცხლე ჰქვიან,
ისტორიისთვის იქნება წვეთი.

ბოლოსდაბოლოს, ლამაზ მეძავსაც
დაეკიდება ქათქათა მკერდი,
ბოლოსდაბოლოს ღმერთიც ბერდება,
და ვიღას უნდა ბებერი ღმერთი!

ბოლოსდაბოლოს, ის, რაც არ თქმულა,
შესაძლო არი, არცროდის ითქვას.
სამაგიეროდ, ჩვენში ვაგროვებთ
იმ დაუწერელ და უთქმელ სიტყვას.

ამას შენ ამბობ, ამბობ ასევე,
რომ წარსული ახლა იწყება,
მომავალი კი, დიდიხანია, თურმე დამთავრდა.

ნუ გეშინია
ვინაიდან მომავალში თუ ვერ შევძელით,
იქნებ წარსულში მაინც გავხდეთ გმირები.
ჰო, წარსულში გავხდეთ გმირები, სუპერსტარები,
როგორც რვაასი წლის მერე ნიკოლსონი ან ტარანტინო.

და შენ. ჰო, შენ-სწორედ ისეთო, როგორიც შენ ხარ,
სწორედ ისეთო თეთრო და თეთრო და მშვიდო,
როგორი თეთრი და თეთრი და მშვიდიც შენ ხარ,
გახსენი შენი უსასრულო სივრცეები,
რათა შემოვაჭენო ჩემი ვნების,
ჩემი აღვირახსნილობისა და სიგიჟის ქარბობალა
შენს სივრცეებში.

მეც მაგას ვამბობ:
მომავალი დიდიხანია უკვე დამთავრდა,
წარსული კი ადრე თუ გვიან უნდა დაიწყოს.

ჰო, წარსული უსათუოდ უნდა მოხდეს,
ისევე როგორც მოხდა ადამიანი
და ადამიანმა მოახდინა ღმერთი და ა.შ.

თითქოსდა მორჩა, ჰეფი-ენდით დასრულდა სცენა
ერთურთს შეგვყარა პოეტმა და ჩადგა თავდებად,
ცხოვრება უფრო მწარე არის ვიდრე ჰგონიათ,
პოემები კი ორგაზმივით ტკბილად თავდება.

დე იყოს ასე,
მე კი გეტყვი, როგორ ვევნე და ვეწამე,
ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე... მაგრამ, არა!

ასე მხოლოდ რვაასი წლის მერე იტყვიან,
მე კი მინდა რომ გითხრა იგი, რასაც ახლა ვგრძნობ,
ამ დაწყევლილ (სავარაუდოდ, მეთორმეტე) საუკუნეში.

ჰო, მართალი ხარ, ასმათია ორსულად (თურმე!)
მიმიძღვის ბრალი,
ახლაც კი მახსოვს მისი მკერდი ქათქათა ბროლი.

მეც ხომ კაცი ვარ, ვერ შევძელი ძლევა ცდუნების,
ამდენი წელი უმდედრობა ვერ ავიტანე,
მაცდური იყო მისი თმების ხოდაბუნები.

ისიც ძალუმად ცდილობდა რომ ვეცდუნებინე.
თანაც დღითიდღე ივსებოდა, ლამაზდებოდა,
მისი შემყურე რისხვის ღმერთიც განაზდებოდა.

ძუძუები ასკდებოდა, თეძოებს კი ისე ჰაეროვნად
მიარწევდა ხოლმე,
რომ, მე მგონი, ხეები და კედლები და ქვებიც კი ერეგირდებოდნენ
და დამწველი ვნებით დნებოდნენ.

მე კი გავრბოდი, ტყე-ღრეებში ვკარგავდი ჩემს თავს
მინდოდა, სადმე გავქცეოდი საკუთარ სურვილს
და მოძალებულ ენერგიას ვანთხევდი ტყეში
დაბრუნებული ვივსებოდი უაზრო ურვით.

ერთხელაც როცა ლომ-ვეფხს ხელით მოვუღე ბოლო
და დამაშვრალი დავბრუნდი და მივეგდე ქვაბში,
ღრმად ჩამეძინა გატანჯულს და და-ცა-ღლილს მაშინ...

ანაზდად ვიგრძენ, რაღაც ძალამ მაღლა ამწია
(შუქი თვალთ მეცა, ვერ უძლებდა თვალი ამ ციალს)
და დამანარცხა მთელი ძალით ისევ მიწაზე.

შევხტი ანაზდად, დავინახე ჩემ წინ ასმათი,
ასმათს თვალები უელავდა, როგორც ას მაცილს
და გაცილებით დიიიიიიიდი მეჩვენა.

ემოსა ტანზე ეკლის სამოსი,
ჰგავდა ამოსულს
სიმშვიდის ტბიდან (თუკი ასეთი რამ არსებობს).
შემომთავაზა სადილი და არც ვიუარე,
წვნიანი იყო გემრიელად შეზავებული,
შიგან მას ქვაბსა ვიხედები, სადაც მე ვგდივარ,
ჰო, მე ვარ კარგად მოხარშული და შეკმაზული,
ასმათი იღებს ჩემი ხორცის აქნილ ნაწილებს,
და მშვიდად მაწვდის ჩემივე ტანს ქალი-ავსული.

და უბნობს:
აჰა, აიღე მკლავი შენი და ბეჭი შენი,
თირკმელი შენი, კუჭი შენი და ტვინი შენი.
პირ-ბაგე შენი, ძუძუ შენი და მყესი შენი!..
მეც გიახელით საკუთარ თავს...

გამომეღვიძა და გავედი ქვაბიდან წყლისკენ,
(წყარო კი იქვე ორ ნაბიჯში მოჩქრიალებდა)
და დავინახე საოცრება ენით უთქმელი,
რომლის აღწერას ვერ დაიტევს ვერც-რა ფურცელი.
ასმათ წყაროში ბანაობდა სრულად შიშველი,
უზადო იყო ყოვლი ნაკვთი მისი სხეულის,
ძუძუსთავები დაბურცვოდა, ზედ ხალიც ესხდა,
თეძოები კი თითქოს ხელით შეხებას მთხოვდნენ.

მეც გამოვედი თავხედურად სათვალთვალოდან,
როს მივეახლე, შეკრთა, (რაღა დაგიმალო და)
უმალ მკლავებში მოვიმწყვდიე, როგორც მიმინომ,
და ოდეს ტანმა ჩემმა მისი გაინაბადა,
კარგა ხანს კიდევ კვნესოდა და ოხრავდა, მაგრამ
მერე ყუჩ იქმნა, როგორც წესი, გაინაბა და...

კიდევ ერთხელ და არაერთხელ გავიმეორეთ.

და ჩენს ორგიებს შურით მზერდნენ ხენიც, მფრინველნიც
და ხედვად მხეცნიც მოვიდიან.

ჰო, საოცარი რამე იყო...
მე ვაჟიშვილი ვიყავი და ის კი ქალწული...

კი, საოცარი რამე იყო,
მაგრამ ეს იყო მხოლოდ ჟინი, უნდა გამიგო,
გთხოვ, მომიტევო, მაგრამ უკვე რაღა დროსია
და ნუ იფიქრებ წამითაც, რომ ასმათ ბოზია,
ჩვენს ცხოვრებას ხომ შემთხვევები მართავენ ხშირად.

ეს მოხდა მაშინ-მომავალში,
ახლა კი წარსული დაიწყება
და კინოკადრებივით ჩაგვირბენენ
ჩვენი უღიმღამო წარსულები,
უკვე მომაბეზრა თავი ყოფამ,
სადაც პრობლემების არი წყება,
სადაც ცხოვრება არასოდეს არ იწყება.

შენ კი უსასრულოდ მიმეორებ,
რომ წარსული უსათუოდ მალე უნდა მოხდეს
ისევე, როგორც მოხდა ადამიანი და
ადამიანმა მოახდინა ღმერთი და ა.შ.
დე, იყოს ასე... ვიყოთ ასე
საკუთარ განავალში გამომწყვდეულნი,
მაგრამ მე მინდა იცოდე, კარგო,
მე შენ გეკუთვნი სულით სხეულით,
მაშინაც, როცა ასმათს ვკოცნიდი,
შენზე ვფიქრობდი...

მაგრამ სექსის ღმერთი
ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა მაშინ.

"ვეფხისტყაოსნის" ავტორმა კი, ეხ, გულუბრყვილომ
რა უწყოდა, თუ რას ამბობდა მაშინ ეს გული,
რა უწყოდა!

ტყუის ავტორი, ის მე არ მიცნობს,
თუმც, შეუძლია ჩემზე შლეგი თქვას.
და ვეღარ სცემენ პასუხს ფიქრები
დიაგნოზივით დასმულ შეკითხვას.

და ერთადერთი, რაც აქ მაკავებს,
აქ, ამ პოემის რითმიან ტბაში,
არის იმედი, რომ ვიღაც მოვა,
და ყველა ტაბუს ამაყად წაშლის.

და შენ... ჰო, სწორედ შენ-როგორიც შენ ხარ,
შენ მაღალო და მშვიდო და მშვიდო,
როგორი მაღალი და მშვიდი და მშვიდიც შენ ხარ.
შენ შენი სიმშვიდის მონავ და მეფევ,
მსურხარ და მსურხარ და
ცა როცა შავდება, შენი სუნთქვა
აწყვეტილ ქარს მოაქვს.

ჰო, შენ ნესტან-დარეჯან (მომკლავს ეს ორი სათაური!)
ამავსე შენი აქარყოფნით,
შენი აქარწოლით აქ ამ ჩემს მკლავებზე,
შენი თეძოები ვერ ჩამოისვენებენ
ჩემს მრავალნაცად და მრავალნატანჯ მუხლებზე,
შენი მკერდი (ოხ, შენი მკერდი!) ვერ გაებმება
ჩემი პეშვების უხეშ მახეში,
შენი კერტები ვერ ამოავსებენ ჩემი პირის ჭრილის სივრცეებს.

ვიცი, არასდროს არ მაპატიებ,
არც მე ვპატიობ ამას ჩემს თავს და შორს გავრბივარ ისევ ტყე-ღრეში,

იქნებ, როგორმე ნადირებმა დამფლითონ და
დაინაწილონ ჩემი სხეული,
რომელიც დედამიწას ხელმეორედ დაუბრუნდება
ყველასათვის ნაცნობი ხვრელის მეშვეობით.

და კვლავ მარტო ვარ.
ჩვენ ყველანი ხომ მარტონი ვართ, ჩემო ძვირფასო,
მარტო ვართ მაშინ, როცა მარტო ვართ
და როცა სხვებთან ვართ,
მაშინაც ხომ მარტოდმარტო ვართ (იტყოდა მავანი).

და წარმოსახვით გეფერები, როგორც წიგნს
და წიგნს ვეფერები, როგორც შენ
და მე ვიცი, წიგნის შიგნით მიგნე-
ბასავით გამიხარდები,
თუკი სიზმრებში შემომიხანდახანდები,
და შენ იცი, რომ თუმცა ახლა უკვე სხვა დროა,
ადამიანი მაინც მარტოა.

და შენ იცი, რომ თევზებიც კი
და მე ვიცი, რომ თევზებიც კი
და ჩვენ ვიცით, რომ თევზებიც კი
ფარფლით აღელვებენ წყლის ატომებს
მათაც ხომ აშინებთ სიმარტოვე
ხოლო (მხოლო-
ობითის ფორმით თუ ვიტყვით)
არა აქვს აზრი, რა სივრცეა ანდა რა დროა
ადამიანი ყველგან მარტოა.

პლატონი ამბობს: ვისაც უყვარს, ღვთაებრივია.
მეც ხომ მიყვარხარ. წარმოვიდგენ შენს ყელს მძივიანს,
ოცნებით მკერდზე მიგიკრავ და შენით დავთვრები
(ეხ, რას იტყოდა ამ თემაზე ძია ფროიდი? _
ვთქვი მე ავტორმა და გადავდე გვერდზე დავთრები).
რა ვქნა, ძვირფასო, ვერ ავხტები ჩემს თავზე მაღლა.
ეხ, პერსონაჟი არ ვიყო და,
მე ვიცი, რასაც ვიზამდი ახლა...

და ბედნიერია შენი ხელი,
რადგან შენი არი
და ბედნიერია ჩემი ხელი,
რადგან ჩემი არი
და ბედნიერია თევზის ფარფლი,
რადგან მისი არი
და ბედნიერია ქალის ტანი,
რადგან სხვისი არი
და ყველაფერი მას ეკუთვნის მას ადამიანს
ცხოვრება მაინც უბედობის ვრცელი წამია.

მარტოა ზეცა, ქვე-ცა და ქვაცა
მარტოა მთვარეც სულს რო გვიალებს,
მეც ხომ მარტო ვარ, თუკი არ ჩავთვლით
ჩემს გარშემო მყოფ ადამიანებს.
ვერ მცნობს ავტორიც, მე ახლა სხვა ვარ,
თუმც შეუძლია, ჩემზე შლეგი თქვას,
მე ახლა სხვა ვარ და ვცემ პასუხებს
დიაგნოზივით დასმულ შეკითხვას.
ladylike
მზემ დააპირა მწუხრის ნამაზი,
მინარეთებზე თვლემენ ყანჩები.
ცა არის ისე უღვთოდ ლამაზი,
რამე რომ არ თქვა, დაიტანჯები.

მინარეთიდან აფრინდა წერო,
თითქოს ფრთა გაჰკრა გულის სიფიცხეს,
უბის წიგნაკში რომც არ ჩაწერო,
ამ სურათს მაინც ვერ დაივიწყებ.

მზემ დაასრულა მწუხრის ნამაზი,
მინარეთებზე თვლემენ ყანჩები.
ჩაივლის გოგო, ისე ლამაზი,
ხმა რომ არ გასცე, დაიტანჯები.




ვახუშტი კოტეტიშვილი

data
ქაშუეთის წინ ლოთმა სანდრუამ
არაყის ფული დიდხანს აგროვა
მერე...
დაუსხეს დიდ ჭიქაში და...
ადამიანი მაინც მარტოა

ზოგს ნინო უყვარს, ზოგს ქეთევანი ...
ზოგისთვის გონჯიც ბრიჯიტ ბარდოა

ქუჩაში მიდის კაცი და ძაღლი,
ადამიანი მაინც მარტოა !
latata
data
biggrin.gif ჩვეულ სტილში ხარ smile.gif


არ ვიცი სადა ხარ
შატილს? ბარისახოს?
ფეხით შემოვივლი ფხოვს...
აუცილებლად უნდა გნახო,
დღეს ისე ლამაზად თოვს...
wacko.gif huh.gif
nelka
შატილის ცასავით ლურჯი გაქვს თვალები

შატილის ცასავით ლურჯი გაქვს თვალები,
მშვენებით მოჰგევხარ სალი კლდის ავაზას.
მაგ სილამაზისთვის გწყევლიან ქალები,
ვაჟები ჰკოცნიან შენს სავალ შარაგზას.

რამდენჯერ ვევედრე ლაშარს და კოპალას,
კვლავ დამიბრუნებდნენ აპრილებს გაფრენილს.
შორს გაგიტაცებდი ცელქსა და ლურჯთვალას,
შენს დალალს ვნახავდი ჩემს მკლავზე დაფენილს.

კვლავ ნუღარ შემხვდები მერიდე მზექალო,
კაცი არ მაცდუნო მაგ თვალთა მშვენებით.
შევცდები, შეგტაცებ პერანგის საყელოს,
მთებს გადაგატარებ ლურჯაის ჭენებით.

და როგორც ყაჩაღი, არწივთა საბუდარს
მივალ და გავხდები სალი კლდის ხიზანი,
შურთხებთან დაგმალავ საცოლეს ნაქურდალს,
უშენოდ სიცოცხლეს არა აქვს მიზანი.
nelka
ციხისგორობას

ციხისგორობას მეც დავლიე ლუდი სვიანი,
სასანთლის კართან მლოცავები იდგნენ დრინჯები,
ხევისბრის ღაღადს- საქართველო იყოს მზიანი,
ამინს ეტყოდნენ დაჩოქილი ფშავლის ბიჭები.

წამოაჩოქეს სასანთლესთან ნისლა ზვარაკი,
უკანასკნელი შეკივლება მისწვდა ქარაფებს,
გადმომაწოდეს ჯიხვის ყანწით პანტის არაყი,
დალიე ძმაო, დღეს ქეიფში უნდა დაღამდეს...

დაღამდა, ვიღაც შეერკინა ღამეს ჩონგურით,
ცეკვა-სიმღერით ქალ-ვაჟები დუმილს ბზარავდნენ,
დავნებდებოდი ბედისწერას მე უბედური,
თუ არაგველი ასულები მომიპარავდნენ.

ირემთ კალოზე იყო დოღი, ნალის პრიალი,
ლამაზი ჩანდა საარაგვო იმ სიმაღლიდან,
არაგველად რომ დამბადებდეს ბედი ტიალი,
გულს არაგველთა სიყვარული როგორ დაღლიდა?
nelka
ამ თოვლიან მთებში

ჩემი სიმღერები მთებში გაბნეულა, მთებში
თვალებს დაკიგოცნი ჩემო თვალხატულა, ჩემო
ამ თოვლიან მთებში ვსვავ და ვერა ვთვრები, ვთვრები
ამ თოვლიან მთებში როგორ მენატრები, როგორ

აუვსია ნამქერს თოვლიანი გზები, გზები
ნეტავ შემხვდეს ვინმე - შენზე მოვუყვები, შენზე
თეთრი ნისლის დარი - ფიქრი მემატება, ფიქრი
შენთან შეხვედრები როგორ მენატრება, როგორ

შენ სხვა გიყვარს მე კი შენზე ვფიქრობ მუდამ, შენზე
შენ სხვა შესციცინებ მე ვფიცულობს შენს მზეს, შენს მზეს
ამ თოვლიან მთებში შენ გიწამე ღმერთად, ღმერთად
რა ვქნა - მომენატრა შენთან გუნდაობა, შენთან

ამ თოვლიან მთებში შენ გიწამე ღმერთად, ღმერთად
მართლა - მომენატრა შენთან გუნდაობა, შენთან

ჩემი სიმღერები მთებში გაბნეულან, მთებში
მარტო რად დამტოვე ცივ თებერვლის თვეში, თვეში
თუ კი მოხვალ ამ სუსხს მე დაარქმევ მაისს, მაისს
ვიცი არ გიყვარვარ - მე კი მეყვარები, მაინც
nelka
გადაგორება უშენოდ მარტის,
არც თბილი წვიმა, არც შებრალება,
მოგონებები და შენი ლანდი
გამოიტირეს ჩემმა თვალებმა.
დუმილის ცივი ყანწი გამოვსვი,
სადღაც მირბიან მწვანე დღეები,
და საპატარძლოს თეთრი სამოსით
შემომეგება ტყემლის ხეები
როგორ ძნელია, ხომ იცის ღმერთმა,
გადაგორება უშენოდ მარტის,
დასაწერელი ლექსების ვერ თქმა,
გაუმხელელი გრძნობების დარდი
გელა დაიაური
ladylike
მეფეებივით ფიქრობენ მთები....
ღამე კოცონთან სველ ფეხებს ითბობს...
მთვარეს მისდევენ მშიერი მგლები...
მთვარემ არაგვში შეასწროთ თითქოს ...

ისე მაკლიხარ , ისე მომწყურდი-
ლამის არაგვი შევსვა პეშვებით.
ერთი ხევიდან ძლივს ამოსული,
ისევ უარეს ხევში ვეშვები.

კაცი არა ჩანს, რამე რომ ვკითხო.
გარინდულ კლდეებს ვესაუბრები
და აი, ცაში ავედი თითქოს
და ბატკნებივით დადრთხნენ ღრუბლები.


ოთარ ჭილაძე
data


ნუ გახდი ავად, ვინც მარტოა. მითუფრო – ღამით.
მითუფრო – როცა სხვაგანაა. სხვაგან და მარტო.
როცა ვერავინ ანუგეშებს სიტყვით ან წამლით.
გდია სასტუმროს ბნელ ნომერში. საბანი, პალტო,
თუკი რამ იყო, წაიფარა. მაინც აციებს.
და ბოთლშიც წყალი ცოტავდება, საცაა, დაცლის.
ნუ გახდი ავად, ვინც მარტოა. თანაც კაცია.
კაცი ასეთ დროს გაცილებით სუსტია. კაცი
გაცილებით ძნელად უძლებს ფიზიკურ ამბებს,
როცა მარტოა. როცა გვერდით არ არის იგი,
– დედა, და, ცოლი, საყვარელი, – რომელიც დარბის
ცალ ხელში წამლით, მეორეში – წყლიანი ჭიქით.
და სულ გახსოვდეს ის სიმწარე, როგორ იმატა
სიკვდილის შიშმა. აქ სიკვდილის. უკვე ხედავდი,
რა საწყლად ეგდო თეთრ ზეწარზე შენი ცხედარი;
და როგორ შეგრცხვა ამ ყველაფრის, როცა ინათა.

Matilda
ციტატა(nelka @ Sep 24 2008, 11:57 AM) *
Annabel Lee
It was many and many a year ago,
In a kingdom by the sea,
That a maiden there lived whom you may know
By the name of Annabel Lee;
And this maiden she lived with no other thought
Than to love and be loved by me.

I was a child and she was a child,
In this kingdom by the sea;
But we loved with a love that was more than love-
I and my Annabel Lee;
With a love that the winged seraphs of heaven
Coveted her and me.

And this was the reason that, long ago,
In this kingdom by the sea,
A wind blew out of a cloud, chilling
My beautiful Annabel Lee;
So that her highborn kinsman came
And bore her away from me,
To shut her up in a sepulchre
In this kingdom by the sea.

The angels, not half so happy in heaven,
Went envying her and me-
Yes!- that was the reason (as all men know,
In this kingdom by the sea)
That the wind came out of the cloud by night,
Chilling and killing my Annabel Lee.

But our love it was stronger by far than the love
Of those who were older than we-
Of many far wiser than we-
And neither the angels in heaven above,
Nor the demons down under the sea,
Can ever dissever my soul from the soul
Of the beautiful Annabel Lee.

For the moon never beams without bringing me dreams
Of the beautiful Annabel Lee;
And the stars never rise but I feel the bright eyes
Of the beautiful Annabel Lee;
And so, all the night-tide, I lie down by the side
Of my darling- my darling- my life and my bride,
In the sepulchre there by the sea,
In her tomb by the sounding sea.

-The End-

გენიალური ლექსია!
გადამეკეტა ტვინი!
გავაფანატე!
ankikia
Matilda


ეს არის ჩემი პირველი ლექსი(არაქართული), რა დრო იყო ზეპირად გეტყოდი რომ გაგეღვიძებინეtongue.gif
ankikia
The Raven


Once upon a midnight dreary, while I pondered, weak and weary,
Over many a quaint and curious volume of forgotten lore,
While I nodded, nearly napping, suddenly there came a tapping,
As of some one gently rapping, rapping at my chamber door.
"'Tis some visitor," I muttered, "tapping at my chamber door —
Only this, and nothing more."

ეს პოემაა, იგივე პოსი(დასაწყისი)tongue.gif

უძლიერესიsmile.gif
ankikia
არ დაგეზაროთ და წაიკითხეთ, გაგრძელება ყორნისtongue.gif


Ah, distinctly I remember it was in the bleak December,
And each separate dying ember wrought its ghost upon the floor.
Eagerly I wished the morrow;- vainly I had sought to borrow
From my books surcease of sorrow- sorrow for the lost Lenore-
For the rare and radiant maiden whom the angels name Lenore-
Nameless here for evermore.

And the silken, sad, uncertain rustling of each purple curtain
Thrilled me- filled me with fantastic terrors never felt before;
So that now, to still the beating of my heart, I stood repeating,
"'Tis some visitor entreating entrance at my chamber door-
Some late visitor entreating entrance at my chamber door;-
This it is, and nothing more."

Presently my soul grew stronger; hesitating then no longer,
"Sir," said I, "or Madam, truly your forgiveness I implore;
But the fact is I was napping, and so gently you came rapping,
And so faintly you came tapping, tapping at my chamber door,
That I scarce was sure I heard you"- here I opened wide the door;-
Darkness there, and nothing more.

Deep into that darkness peering, long I stood there wondering, fearing,
Doubting, dreaming dreams no mortal ever dared to dream before;
But the silence was unbroken, and the stillness gave no token,
And the only word there spoken was the whispered word, "Lenore?"
This I whispered, and an echo murmured back the word, "Lenore!"-
Merely this, and nothing more.

Back into the chamber turning, all my soul within me burning,
Soon again I heard a tapping somewhat louder than before.
"Surely," said I, "surely that is something at my window lattice:
Let me see, then, what thereat is, and this mystery explore-
Let my heart be still a moment and this mystery explore;-
'Tis the wind and nothing more!"

Open here I flung the shutter, when, with many a flirt and flutter,
In there stepped a stately Raven of the saintly days of yore;
Not the least obeisance made he; not a minute stopped or stayed he;
But, with mien of lord or lady, perched above my chamber door-
Perched upon a bust of Pallas just above my chamber door-
Perched, and sat, and nothing more.

Then this ebony bird beguiling my sad fancy into smiling,
By the grave and stern decorum of the countenance it wore.
"Though thy crest be shorn and shaven, thou," I said, "art sure no craven,
Ghastly grim and ancient Raven wandering from the Nightly shore-
Tell me what thy lordly name is on the Night's Plutonian shore!"
Quoth the Raven, "Nevermore."

Much I marvelled this ungainly fowl to hear discourse so plainly,
Though its answer little meaning- little relevancy bore;
For we cannot help agreeing that no living human being
Ever yet was blessed with seeing bird above his chamber door-
Bird or beast upon the sculptured bust above his chamber door,
With such name as "Nevermore."

But the Raven, sitting lonely on the placid bust, spoke only
That one word, as if his soul in that one word he did outpour.
Nothing further then he uttered- not a feather then he fluttered-
Till I scarcely more than muttered, "Other friends have flown before-
On the morrow he will leave me, as my hopes have flown before."
Then the bird said, "Nevermore."

Startled at the stillness broken by reply so aptly spoken,
"Doubtless," said I, "what it utters is its only stock and store,
Caught from some unhappy master whom unmerciful Disaster
Followed fast and followed faster till his songs one burden bore-
Till the dirges of his Hope that melancholy burden bore
Of 'Never- nevermore'."

But the Raven still beguiling all my fancy into smiling,
Straight I wheeled a cushioned seat in front of bird, and bust and door;
Then upon the velvet sinking, I betook myself to linking
Fancy unto fancy, thinking what this ominous bird of yore-
What this grim, ungainly, ghastly, gaunt and ominous bird of yore
Meant in croaking "Nevermore."

This I sat engaged in guessing, but no syllable expressing
To the fowl whose fiery eyes now burned into my bosom's core;
This and more I sat divining, with my head at ease reclining
On the cushion's velvet lining that the lamp-light gloated o'er,
But whose velvet violet lining with the lamp-light gloating o'er,
She shall press, ah, nevermore!

Then methought the air grew denser, perfumed from an unseen censer
Swung by Seraphim whose footfalls tinkled on the tufted floor.
"Wretch," I cried, "thy God hath lent thee- by these angels he hath sent thee
Respite- respite and nepenthe, from thy memories of Lenore!
Quaff, oh quaff this kind nepenthe and forget this lost Lenore!"
Quoth the Raven, "Nevermore."

"Prophet!" said I, "thing of evil! - prophet still, if bird or devil! -
Whether Tempter sent, or whether tempest tossed thee here ashore,
Desolate yet all undaunted, on this desert land enchanted-
On this home by Horror haunted- tell me truly, I implore-
Is there- is there balm in Gilead?- tell me- tell me, I implore!"
Quoth the Raven, "Nevermore."

"Prophet!" said I, "thing of evil! - prophet still, if bird or devil!
By that Heaven that bends above us- by that God we both adore-
Tell this soul with sorrow laden if, within the distant Aidenn,
It shall clasp a sainted maiden whom the angels name Lenore-
Clasp a rare and radiant maiden whom the angels name Lenore."
Quoth the Raven, "Nevermore."

"Be that word our sign in parting, bird or fiend," I shrieked, upstarting-
"Get thee back into the tempest and the Night's Plutonian shore!
Leave no black plume as a token of that lie thy soul hath spoken!
Leave my loneliness unbroken!- quit the bust above my door!
Take thy beak from out my heart, and take thy form from off my door!"
Quoth the Raven, "Nevermore."

And the Raven, never flitting, still is sitting, still is sitting
On the pallid bust of Pallas just above my chamber door;
And his eyes have all the seeming of a demon's that is dreaming,
And the lamp-light o'er him streaming throws his shadow on the floor;
And my soul from out that shadow that lies floating on the floor
Shall be lifted- nevermore!
ankikia
მაგრამ შავი ყორნის სუნთქვა ვინ აზიდა?
ეს ხომ იგი არის... ედგარს გაუმარჯოს!


გალაკტიონი
ankikia
ანაბელ ლის თარგმანის მეორე ვარიანტი, მე ეს უფრო მომწონსtongue.gif

ეს გახლავთ დიდი ხნის, დიდი ხნის წარსული:
ძღვისპირა სამეფოს კარსა და მტილს-
ვინ იცის, იცნობდით-შვენოდა ასული
სახელად ეძახდნენ ანაბელ ლის.
ფიქრით ერთადერთით იყო ის გართული-
ვუყვარდე ძლიერად, მიყვერდეს ლი.

მეც ბავშვი ვიყავი, ლიც-ბავშვი სანდომი,
დავრბოდით, გვხიბლავდა ნაპირი ზღვის;
ერთმანეთს იმ ტრფობით ვეტრფოდით სატრფონი,
ტრფობას რომ აჭარბებს-მეცა და ლიც;
ფრთოსან სერაფიმებს ღვთიურ დასანდობი
ტრფიალი შეშურდათ ჩემი და ლის.

შორეულ წარსულში, მიზეზით ამგვარით,
იმ სამეუფოში-ნაპირზე ზღვის-
ერთ ღამეს ღრუბელმა დაფარა ცარგვალი-
ქარმა მოვარდნილმა გათანგა ლი.
ქალწულის მაღალი წოდების მოკეთეთ
წამგვარეს ძვირფასი ბილიკით ღვთის,
დიდებულთ აკლდამის კარი გამოკეტეს
და იქ მიუჩინეს სავანე ლის.

ანგელოზთ გულნაკლულთ ბედით ცისიერით,
ტრფიალი შეშურდათ ჩემი და ლის.
დიახ, ამ მიზეზით (ეს ყველამ იცოდა
იმ სახელმწიფოში ზღვისპირა მხრის)
ღრუბელთა სიღრმიდან მოვარდა ქარცივი,
გაცივდა, მომიკლა ანაბელ ლი.


ჩემი სიყვარული, ძლიერზე ძლიერი,
გზნებით აჭარბებდა უხნესთა წყვილს-
გზნებით აწარბებდა უბრძენთა წყვილს-
და ვერც ანგელოზი, ზეცის ნებიერი,
ვერც გაავებული დემონი ზღვის,
ვერ შეძლებს წამგვაროს სული მშვენიერი,
სული უტრფესი ანაბელ ლის.


ღამით, მთვარიანში- ოცნების რიალში,
ვხედავ ჩემს მშვენიერ ანაბელ ლის;
ვარსკვლავი ციმციმით ციდან რომ მიცინის,
თვალები მგონია ანაბელ ლის.
ღამეთა მძლევარი და ტრფობის მძევალი,
ვწევარ ჩემს ძვირფასთან, მეწყვილის მდევარი.
ვწევარ აკდამაში ნაპირთან ზღვის,
ვარ მის სამარეში, მახლობლად ზღვის.
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2014 Invision Power Services, Inc.