დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: ლიტერატურა
რა? სად? როდის? ფორუმი > სამეცნიერო განყოფილება > მეცნიერება და წიგნები
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 37, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46, 47, 48, 49, 50, 51, 52, 53, 54, 55, 56, 57, 58, 59, 60, 61, 62, 63, 64, 65, 66, 67, 68, 69, 70, 71, 72, 73, 74, 75, 76, 77, 78, 79, 80, 81, 82, 83, 84, 85, 86, 87, 88, 89, 90, 91, 92, 93, 94, 95, 96, 97, 98, 99, 100, 101, 102, 103, 104, 105, 106, 107, 108, 109, 110, 111, 112, 113, 114, 115, 116, 117, 118, 119, 120, 121, 122, 123, 124, 125, 126, 127, 128
Matilda
წინა ფორუმზე მხოლოდ ლექსების თემა იყო და ახლა ვეცადე და გავაფართოვე ამ თემის ფარგლები smile.gif

ისაუბრეთ ლიტერატურაზე, დადეთ ლინკები ან ლექსები და გაარჩიეთ...
მოკლედ აკეთეთ ყველაფერი ლიტერატურის ფარგლებში smile.gif

დიდი ხანი ვიფიქრე რა ლექსი დამედო პირველი და მაინც ჩვენი ძირზველი ფორუმელის საავტორო ლექსის დადება გადავწყვიტე.


ჰირან!

ოვვა იალა!
დილა იწყება კვნესით..
რა უცნაური სიყვარული სცოდნიათ აღმოსავლეთში,
ფიქრის ღრუბლებით მოქუფრული,
ყოველ გამოხედვას ფერი აქვს წვიმის და წვიმა კი არ ჩანს..
ეს სამეფოა განწირული ემბრიონების..
ოვვა იალა!

მინარეთებზე შემომჯდარი პატიოსნება
ხარბად ეტანება ამერიკულ წყურვილს..
რა უცნაური ფიქრი სცოდნიათ აღმოსავლეთში,
თითქოს აქ მხოლოდ ცაა წყნარი, მზეა ღიმილის,
მაგრამ სულ მიწას ჩასჩერებიან ტირიფებივით
და ბავშვი, ცრემლით ხელ-პირს რომ იბანს განთიადისას,
ოცნებობს მხოლოდ ავტომატზე, ბევრი ტყვიებით..
და აქ თოჯინებს მიუჩინეს რა ხანია მყუდრო ადგილი,
ცეცხლის ზვინებში, მიწის ღრმულებში..
ჰირან! ოვვა იალა!
გაკივლებული ვნებებით
და მზის ჩასვლისას მიძინებული ანგელოსებით..
აქ ყოველ წამს სჭედავენ თვალების ამბოხს,
თქრიალით ღვრიან საკუთარ სისხლს გასამრავლებლად,
სერავენ ღურბლებს წვეტიანი მზერის ისრებით
და არც ელიან ცისგან შვებას..

ოვვა იალა!
დღე სრულდება კვნესით დაღლილი ქალებით
და ბავშვები ტალახებში იბანენ ფეხებს..
ჰირან! ოვვა იალა!
დაწნეხილი ოცნებებით გაზიპულ თმებსაც
ხშირად ეტყობათ წუხანდელი ნაოცნებარი ამერიკაზე..
ეს სამყაროა დაჩეხილი ემბრიონების,
და გამოჭვარტლულ თვალის გუგებს დანით ხეთქავენ,
რომ აღარასდროს დაინახონ ბავშვების ომი
და მინარეთზე შემომდგარი მოლა მძინარე..
ოვვა იალა! ჰირან! ოვვა იალა!
რა უცნაური სიყვარული სცოდნიათ აღმოსავლეთში..
გაყვითლებული კოცნებით და რაჰათლუჰუმით..
და სიტკბო აღწევს მხოლოდ პირის გამოქვაბულში,
იმის იქით კი მთები მწარედ იგრიხებიან..
ჰირან! ოვვა იალა!
ოვვა იალა, ჰირან! არ ჩაგეძინოს!


ხვიარა (ჩე)


http://files.ge/file/38895/Sound-1-wav.html
ამ ლინკის დახმარებით შეგიძლიათ გადაწეროთ ლექსის აუდიო ვერსია ავტორის შესრულებით.



SmoK1e
მიუხედავად იმისა რომ ლექსება არ მომწონს საერთოდ(ძალიან მსუბუქია ჩემთვის) ეს კარგი ლექსია ნაღდად საღოლ ავტორს....თუ კიდევ დაწერ ასეთ კარგ ლექსებს კარგი იქნება წარმატებები
vulkani_lava

ამ ქვეყნად ყველა აღმართი უფლის იმედად ვიარე,
ხან ზვავმზ გადამიარა, ხან ზვავზედ გადავიარე,
შენი ხმა მენატრებოდა, ის მავიწყებდა იარებს,
მაინც ვერ შევხვდით ერთმანეთს დარდი ვერ გაგიზიარე,
შენ წამით ადრე წასულხარ, მე წამით დავიგვიანე !!!


მიყვარს ეს ლექსი smile.gif თან ერთ ადამიანს მაგონებს smile.gif
Psycho
ვუდი ალენი "სიკვდილი აკაკუნებს"

პროზაა.. გირჩევთ წაიკითხოთ!

http://lib.ge/body_text.php?322
SmoK1e
when we two parted
In silence and tears,
Half broken-hearted
To sever for years,
Pale grew thy cheek and cold,
Colder thy kiss;
Truly that hour foretold
Sorrow to this.

The dew of the morning
Sunk chill on my brow--
It felt like the warning
Of what I feel now.
Thy vows are all broken,
And light is thy fame:
I hear thy name spoken,
And share in its shame.

They name thee before me,
A knell to mine ear;
A shudder comes o'er me--
Why wert thou so dear?
They know not I knew thee,
Who knew thee too well:
Lond, long shall I rue thee,
Too deeply to tell.

I secret we met--
I silence I grieve,
That thy heart could forget,
Thy spirit deceive.
If I should meet thee
After long years,
How should I greet thee?
With silence and tears.

ამ ლექსით ავუხსენი "სიყვარული" (არადა არ მიყვარდა) biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ის კარგი ლექსია მგონი.....
okicha
Уильям Фолкнер - Шум и ярость ჩემი საყვარელი რომანია
http://lib.ru/INPROZ/FOLKNER/noise_y.txt
okicha
ისე პოეზია დიდად არ მიყვარს მაინც პროზა მირჩევნია
okicha
"აპოკრიფი"-ზურა რთველიაშვილი


მამაო ჩვენო რომელი ხარ ცათა შინა,
კრემატორი ვარ ავსებული ხალხთა ცოდვებით,
მილიარდობით ხსოვნა დავწვი ფოლადის გულში,
რომ დავუბრუნო ცას სპეტაკი მისი ლოცვები...

მამაო ჩვენო რომელი ხარ ცათა შინა,
ავტოსტრადა ვარ უსასრულოდ ჯვარცმული გზების,
პოლიციელი რკინის ფარას ხელკეტით მწყემსავს,
ფარას, რომელიც სავსე არის რკინის მხეცებით...…. …
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა,
ბუდა ვარ, შივა, შენი ძე ვარ, შენი სიმშვიდე,
გთხოვ ააცილო განსაცდელი ამ სხეულს წმინდას,
სხეულს, რომელსაც რკინისა აქვს ყველა ნეკნები.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა,
ქარხნების ხმაზე წაგიკითხავ აკრძალულ ლოცვებს,
სექტა ვარ დოლით! წმინდა სექტა და რწმენის
ლიფტით
ვმოძრაობ ფრთხილად უნეტარეს შენს
სართულებზე...
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა,
ელმავალი ვარ ავსებული ხალხთა ცოდვებით,
როგორც თეთრეულს, აღსარებას გაბარებ წმინდას,
რომ დავუბრუნო ცას სპეტაკი მისი ლოცვები...

okicha
ეს ლექსი მიყვარს
okicha
სუპერ მატჩი-ტარიელ ჭანტურია
(იუმორესკა)

თამაშის შემდეგ
ღმერთმა და ეშმაკმა
მაისურები გაცვალეს!
vulkani_lava
ზღვისფერი გაქვს თვალები და, თავათ ჰგავხარ ზღვას,
თუ არ შეგებრალები და, მითხოვდები სხვას,
მივატოვებ გაზაფხულზე თესვასა და ხვნას,
გადავლხავ ადიდებულ ჭოროხსა და მტკვარს,
ცეცხლს გავატან შენს სამყოფელს, შენს სიყვარულს ქარს,
და მოგკილავ მოღალატევ, მაგ ნაფერებ ქმარს...
ზღვისფერი გაქვს თვალები, და თავად ჰგავხარ ზღვას.

------------

ისევ ზღვისფერი დამაქვს თვალები,
სხვისი ცოლი ვარ კვლავ,
ისევ შორიდან მელაციცები,
ისევ შორიდან მკლავ,
ო,რა ტყუილად დაგიქადნია,
მე მოგიკლავო ქმარს,
შენი სიფიცხე,შენი მუქარა,
გაჰყვა შარშანდელ ქარს.
ისევ სხვისი ვარ, ჩემი თითები
სხვისთვის გაიშლის თმას,
სხვის წისქვილს ვასხამ ცრემლიან პეშვებს,
სხვისი საფქვავით ვფქვავ.

...მაინც ზღვისფერი დამაქვს თვალები,
ვისაც რა უნდა თქვას...
Psycho
ჯორდანო ბრუნო

"საკუთარი სულის მიმართ"

შენ, მთაო, ფესვი მიწის გულში გაქვს ჩატანილი,
გარნა მწვერვალნი ცათა ბჭემდე შეგიწვდენია.
გონო, შენ საგანთ უზეშთაეს სამანს შემოსწერ,
ზესკნელში ზევსს და ქვესკნელში სულთ ზიარებული.
ნუ მოიძარცვავ მაშ უფლებას, იქ ნუ დაებმი,
სადაც პირქუში აქერონი წყალს მოაქანებს;
ზეშთა ბუნებას შესწვდი – ეჰეი –უფსკრულებიდან,
რამეთუ ღმერთთან მიახლება ცეცხლად აღგაგზნებს.
Matilda
ციტატა(okicha @ Aug 4 2008, 12:02 PM) *
სუპერ მატჩი-ტარიელ ჭანტურია
(იუმორესკა)

თამაშის შემდეგ
ღმერთმა და ეშმაკმა
მაისურები გაცვალეს!



კარგი ჰაიკუა, ძალიან მომეწონა! smile.gif

თუ მოგეპოვება კიდევ რამე ჰაიკუ დადე და ძალიან გამ(გვ)ახარებ! smile.gif
okicha
Matilda მამაჩემი წერს ჰაიკუებს და ჰოკუებს smile.gif მარა ეხლა მეზარება მერე დავდებ
SmoK1e
Сыт я по горло, до подбородка.
Даже от песен стал уставать.
Лечь бы на дно, как подводная лодка,
Чтоб не могли запеленговать.

Друг подавал мне водку в стакане,
Друг говорил, что это пройдет.
Друг познакомил с Веркой по пьяни -
Мол, Верка поможет, а водка спасет.

Не помогли ни Верка, ни водка.
С водки похмелье, а с Верки - что взять?
Лечь бы на дно, как подводная лодка,
Чтоб не могли запеленговать.

Сыт я по горло, сыт я по глотку.
Ох, надоело петь и играть!
Лечь бы на дно, как подводная лодка,
И позывных не передавать.

ვისოცკის საკაიფო ლექსია
latata
ყველაზე მეტად მაინც ამ თემაში შეგროვილი ლექსების დაკარგვაზე მწყდება გული

მაშ ასე ვიწყებთ: smile.gif

* * *
მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე -
როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია.

თვალებით თანხმობა, თვალებით უარი
და ამ უსიტყვობის მთელი კოლექცია,
შენგან ვისახსოვრე... და სადმე თუ არის,
მაგ შენს დუმილშიდაც არის პოეზია!
მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე -
როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია.

გიო საჯაია
okicha
Matilda
ტანკა...)
დავით ჩიხლაძე

ტანკა
ჰაი. . . . . . .კუ
ჰაი. . . . .კუ
ჰაი. . .კუ
ჰაი.კუ

ჰელლო, კუ!
dachi 1x
(ქალია დილა...)
მუხრან მაჭავარიანი

ქალია დილა,
მიწა — ქალი
საღამო — ქალი...
წვიმა ქალია...
ყველაფერი
ქალივით მიყვარს...
და როცა ვინმე
ჩემზე უკეთ
ადიდებს დილას, — ასე მგონია:
მე რო მიყვარს, —
მართმევენ იმ ქალს.

latata
მთვარე - ძაღლიშვილი, ისე გაიტურა,
თითქოს კვალში ედგა ღამის ტარანტული.
წასვლა გამიგია, მაგრამ - პოეტურად!
არის მიტოვებაც, მაგრამ - გალანტური!

ბოლო სიგარეტიც ყავას შევუხამე
(სადღაც უნდა მეგდოს კიდევ, ორი ღერი).
წერა შემიძლია მხოლოდ შუაღამით...
სხვა დროს არ მაცლიან, თორემ - ვინ ოხერი.

რაღაც უხეირო სასმელს მიძალებით,
გუშინ საღამოდან ვიკლავ მოშიებას.
დილით მიპოვნიან, ალბათ, მიცვალებულს...
გარეთ ნერვიულად ყეფენ გოშიები.

ქალაქს გადავხედე - თვალი ამარიდა
ისე მედიდურად, მისთვის დანაბერებს...
მთელი დედამწა, ჩემი ფანჯრებიდან,
მოჩანს, დამიჯერე - ბევრი არაფერი...

და ეს ლექსიც, თითქოს, სხვათა შორისია -
ფიქრიც მიძნელდება... იცი? გეფიცები,
ყოფნას და არყოფნას, სადღაც შორისა ვარ,
საფლავს მინაწერი წლების დეფისივით


ისევ
Matilda
okicha
ეგ ჰაიკუ ვიცოდი smile.gif შემთხვევით დავით ჩIხლაძე ხომ არაა მამაშენი? ohmy.gif
latata
არასდროს ყოფილხარ სულერთი,
სულ ერთი იყავი.
შენ კი ამ სიცარიელეს, სიტყვებს შორის ვერც კი ხედავდი.


smile.gif
okicha
Matilda ხო ეგაა biggrin.gif
Matilda
okicha
ვა რა მაგარია smile.gif
წამიკითხავს მამაშენი დაწერილი რაღაცეები, ოღონდ რეები არ მახსოვს smile.gif
მაგ ჰაიკუს ავტორიც თუ იყო არ მახსოვდა smile.gif
okicha
Matilda ხო რავი ჩემთვის განსაკუთრებული არაფერი ph34r.gif
okicha
Matilda ლიბ.გე-ზეც დევს რაღაცეები მაგისი
Matilda
okicha
http://literatura.ge/forum/index.php?showtopic=1878&st=0
სხვები ასე არ ფიქრობენ wink.gif
Matilda
ჩვენ ავწევთ მაღლა წითელ დროშას,
დამთავრდება სიზმრების და ფსიქოანალიზის დრო
ჩვენ გავშლით ფართოდ წითელ დროშას
დამთავრდება შიშის და პროვოკაციების დრო
ჩვენ ავაფრიალებთ წითელ დროშას ქალაქების თავზე
დამთავრდება პარტიების და კონფორმისტების დრო
ჩვენ ავაღელვებთ წითელ დროშას ყველა გულებში
დამთავრდება დრო პრივატიზაციის და იზოლაციის
ჩვენ ავსტყორცნით ცაში წითელი დროშის კალთას
დამთავრდება ვაჭრობის და გაცვლა-გამოცვლის დრო
ჩვენი დროშა იქნება თავისუფალი სიყვარულის ჰენდრიქსის
ჩვენი დროშა წითელი იქნება პისტოლსის და პაზოლონის,
ჩვენი დროშა წითელი იქნება მტერი ნაციონალიზმის და ინტერნაციონალიზმის,
ჩვენი დროშა უკვე ჩანს გზების იქით,
ჩვენ ავიღებთ მაღალ ტარს ამ დროშის და მივამაგრებთ
მსოფლიოს აივანზე, რომელსაც ქვია ტიბეტი,
ჩვენ ავიღებთ მაღალ ტარს ამ დროშის და
ვიმღერებთ მეხუთე ინტერნაციონალს
ჩვენი დროშა იქნება სისხლისფერი, ვინც მისთვის დაეცა,
ვინც ქრისტეს ძლიერ გზას გაყვა,
ჩვენ ავწევთ მაღლა წითელ დროშას და ყველას დავანახებთ
რა არის ადამიანი
ჩვენ ვიცით მხოლოდ დიახ სამყაროსადმი
ჩვენი დროშა შეებრძლება ყოველგვარ არას.
ჩვენი დროშა ნამდვილი თავისუფლების დროშაა,
სიყვარულის თავისუფლების,
მშრომელთა თავისუფლების, მეომრების თავისუფლების,
პოეტების თავისუფლების, მკვდარი მეფეების
თავისუფლების,
ჩვენი დროშა სექსუალური თავისუფლების დროშაა,
ახალგაზრდული სისხლია მის ძარღვებში
ჩვენ ავწევთ მაღლა წითელ დროშა და გავშლით მას
ფართოდ მთელ დედამიწაზე.
ჩვენ ავწევთ
წითელ
დროშას!


დავით ჩიხლაძე

მე მაპატიეთ, საიდანაც დავაკოპირე, არც იქ იყო სათაური smile.gif
ლექსი უდაოდ კარგია smile.gif
ოკიჩ, აბა რას ერჩი ერთი მითხარი? tongue.gif
okicha
Matilda არა მაგის შემოქმედებას არაფერს biggrin.gif პროსტა როგორც მამა ცოტა ვერაა.... მარა მაგასაც ვპატიობ . ისე მაგის სჰემოქმედებას დიდად ვაფასებ. თან მარტო პოეტიც არაა თითქმის ყველაფერს მიედ-მოედება
okicha
Matilda http://lib.ge/each_author.php?223 აი აქ არის რაგაცეები ახალი ესეებია. ნუ პრინციპში ძველია მარა ეხლა გამოაქვეყნა
Matilda
okicha
ახლა ესსეს ნამდვილად ვერ წავიკითხავ sad.gif თვალები ცუდ დღეში მაქვს... მერე აუცილებლად წაავიკითხავ... smile.gif
okicha
Matilda biggrin.gif ხო დიდია... კომპში ვერც მე ვკითხულობ . ესე იგი თანამედროვე ქართულ პოეზაში გარკვეული ხარ ...

Matilda
okicha
ციტატა
ესე იგი თანამედროვე ქართულ პოეზაში გარკვეული ხარ ...

მთლად კარგად ვერა, მარა შეიძლება ითქვას, რომ კი smile.gif
latata
ჩემი სიმშვიდე არის ფორმალური,
ღამით,როცა გძინავს,ვარსკვლავებს ვდარაჯობ,
მე ვარ..როგორ გითხრა ?-არანორმალური,
ცხოვრებით ვთამაშობ !
დღეს მაქვს პაემანი შუადღის თორმეტზე,
ალბათ,სიჩქარეში ქუსლებსაც მოვიტეხ,
თუ გსურს მესაუბრე წესებზე,ნორმებზე..
მოგისმენ,მოგისმენ !
მერე ქარს გავატან შენს ყველა ნაბოდვარს
და პეპლის ფრთებოვით ფარფატა სიყვარულს,
არ ვიგრძნობ სინანულს.გინდა დავიფიცო,
რომ მე და სინანულს
ბრძოლები გადაგვხდა,უხმლო და უსისხლო,
რომ ჩვენ გვეცოტავა ეს ჩემი სხეული,
ხოდა,გავიყარეთ,უხმოდ და უსიტყვოდ.
დღეს ჩემი ნიღაბი არის ფორმალური
და ჩემი ცხოვრება, - ტრაგი-კომედია...
და მე,მთავარ როლში,
არანორმალური სევდა მომერია !

ნათია ჯანაშია

smile.gif
okicha
Matilda ხო მეც ეგერე რა. რთველიაშვილი მევასება კიდე მაგრად smile.gif
latata
ციტატა(Matilda @ Aug 4 2008, 11:40 PM) *
მთლად კარგად ვერა, მარა შეიძლება ითქვას, რომ კი smile.gif


რა თავმდაბალია, მაგიტომ მიყვარს smile.gif
Matilda
okicha
რთველიაშვილი მე არ მევასება biggrin.gif
Matilda
ციტატა(latata @ Aug 4 2008, 11:42 PM) *
ციტატა(Matilda @ Aug 4 2008, 11:40 PM) *
მთლად კარგად ვერა, მარა შეიძლება ითქვას, რომ კი smile.gif


რა თავმდაბალია, მაგიტომ მიყვარს smile.gif

არ ვარ თავმდაბალი
პირიქით, კიო ვამბობ და ანუ ზედმეტს ვიბრალებ biggrin.gif

okicha
Matilda
მეტრო
დავით ჩიხლაძე

მეტრო ცეცხლია.
მეტრო ცეცხლია.
მეტრო ქვანახშირია დიდების.
მეტრო თმაა.
მეტრო გზაა მთაში.
მეტრო თვალებია სიშავის.
მეტრო თითია.
მეტრო თავბრუსხვევაა.
მეტრო ტრაილერია.

მეტრო ნაკლებობაა.
მეტრო ყოფნაა.
მეტრო მ ა ი ა ა.
მეტრო სამსარაა.
მეტრო მანტრაა.
მეტრო ტროაა.
მეტრო გზაა.
მეტრო შენ ხარ.

მეტრო ღრუბელია.
მეტრო ტანტრაა.
მეტრო წვიმაა.
მეტრო სიყვარულია.
მეტრო შენ ხარ.

მეტრო მოსვლაა.
მეტრო სიგიჟეა.
მეტრო სპიდვეია.
მეტრო სპიდია.
მეტრო ცეცხლია.
მეტრო ცეცხლია.
მეტრო არომატია.
მეტრო ბარძაყია.
მეტრო სარკეა.
მეტრო აღმაფრენაა.
მეტრო მეგობარია.
მეტრო დანაა.
მეტრო ჯოხია.
მეტრო ცხვირია.
მეტრო ღამეა.
მეტრო სიგარეტია..
მეტრო ჯიბეა.
მეტრო გულისამრევია.
მეტრო თითისმტვრევაა.
მეტრო ლოკოკინაა.
მეტრო მოტეხვაა.
მეტრო წარტყმაა.
მეტრო ნინოა.

მეტრო სიგიჟეა.
მეტრო ნადია და ტანიაა.
მეტრო იაა.
მეტრო ძეხვია.
მეტრო შეჭმულია.
მეტრო ნაწლავია.
მეტრო ბოდვაა.
მეტრო სახლია.
მეტრო მტვერია.
მეტრო მონატრებაა.
მეტრო მარტოობაა.
მეტრო რიტმია.
მეტრო მეტაფორაა.
მეტრო დროის გარეა.
მეტრო ტრანსცენდენტურია.
მეტრო თეთრია.
მეტრო სითეთრეა.
მეტრო წერტილია.
მეტრო ტეხვაა.
მეტრო დარტყმაა.
მეტრო ქათამია.
მეტრო ხასიათია.
მეტრო ბუნებაა.
მეტრო დილაა.
მეტრო ცოცხალია.
მეტრო ბნელია.
მეტრო ფერადია.
მეტრო მშვენიერია.
მეტრო კვამლია.
მეტრო კომპლიმენტია.
მეტრო მჭახეა.
მეტრო მისამართია.
მეტრო ცისფერია.
მეტრო უსასრულოა.
მეტრო სვასტიკაა.
მეტრო პარადიზია.
მეტრო კოსმიურია.
მეტრო ფრინველია.
მეტრო კვადრიპოლარულია.
მეტრო განათებაა.
მეტრო ფიქრებია.
მეტრო ღრუბლებია.
მეტრო წყალია.
მეტრო სულია სვასტიკაში.
მეტრო სასტიკია.
მეტრო ღორია.
მეტრო ტემპერამენტია.
მეტრო შეხებაა.
მეტრო ძაფია.
მეტრო კონფლიქტია.
მეტრო მოწევაა.
მეტრო პოპ-არტია.
მეტრო შენ ხარ.

მეტრო გონებაა.
მეტრო მოვლენაა.
მეტრო გადაწყვეტაა.
მეტრო ძებნაა.
მეტრო ჰაერია.
მეტრო ატამია.
მეტრო ნიუ-იორკია.
მეტრო ლოგინია.
მეტრო ძაღლია.
მეტრო ძილია.
მეტრო ვაგონებია.
მეტრო დედოფალია.
მეტრო პორტია.
მეტრო ჯინსებია.
მეტრო გემია.
მეტრო თვითმფრინავია.
მეტრო სირბილია.
მეტრო მათრახია.
მეტრო სიყვარულია.
მეტრო შიშველია.
მეტრო მთაა.

მეტრო დარბაზია ცაში.
მეტრო ლამაზია.
მეტრო თმაა.
მეტრო მოთმენაა.
მეტრო სისხლია.
მეტრო მეტროა სისხლში.
მეტრო სისხლია ატამში.
მეტრო მკაცრია მთაში.
მეტრო ციურია ღამით.
მეტრო ც ი უ რ ი ა ღამით.
მეტრო სერენადაა.
მეტრო ოცნებაა ბავშვის.
მეტრო ტანიაა ზღვაში.
მეტრო შენ ხარ ისევ.

მეტრო მარტოობაა სხეულში.
მეტრო სახლია მიწაში.
მეტრო სიგიჟეა ვირთხის.
მეტრო ქუსლებია მუსიკის.
მეტრო გაოგნებაა ჩემი.
მეტრო ხსოვნაა მოსკოვის.
მეტრო დავიწყებულია სიზმარში.
მეტრო სიზმარია დავიწყებაში.
მეტრო სიმარტოვეა დედოფლების.
მეტრო მარშია სერჟანტის.
მეტრო სამკაულია ზღვების.
მეტრო სიმახინჯეა ნაგავის.
მეტრო ყვავილია მთაზე.
მეტრო სისულელეა ჰაერში.
მეტრო დაუმთავრებელია ძირში.
მეტრო მიწაა მიწის.

მეტრო სამმაგია ოთხმაგში.
მეტრო მეტეორია ტვინში.
მეტრო აფეთქებაა თვალის.
მეტრო სიშავეა შელოცვის.
მეტრო სიმწარეა ბოთლის.
მეტრო ბოთლია ლოგინთან.
მეტრო წაქცევაა ტალახში.
მეტრო შენ ხარ ისევ.

მეტრო გველია ხეზე.
მეტრო ხეა ყვავილში.
მეტრო 14-ე სართულია.
მეტრო 97-ე სართულია.
მეტრო უღიმღამოა დილით.
მეტრო არ მთავრდება.
მეტრო ლიმონათია მათხოვრის.
მეტრო ქოფაკია ოპერაში.
მეტრო თვითმფრინავია პირსაბანში.
მეტრო ფანჯრებია აღმოსავლის.
მეტრო ტუკი-ტუკია.
მეტრო მეტროა.
მეტრო მეტროა.
მეტრო მეტროა.
მეტრო მეტროა.
მეტრო ინდოეთია.
მეტრო პალმებია მუსიკაში.
მეტრო დოლის ხმაა ცხოვრებაში.
მეტრო პირის დაბანაა მთვარეების.
მეტრო სიცოცხლეა ყველგან.
მეტრო ქალებია ქარში ჩასაფრებული.
მეტრო გირჩებია მარიკას ნაჩუქარი.
მეტრო წამია მთებში გაფანტული.
მეტრო ტყეა ვიღაცის გულში.
მეტრო ხმლებია ამოღებული კომპლექსების.
მეტრო მზეების მოგზაურობაა საერთაშორისო.
მეტრო ტოლობის ნიშანია გასართობი.


1987. მოსკოვი
okicha
Matilda რუსულადაც აქვს ჰაიკუები biggrin.gif ეხლა მეზარება და მერე მოვდზებნი თუ გაინტერესებს
okicha
Все люди от природы стремятся к знанию. Доказательство тому - влечение
к чувственным восприятиям: ведь независимо от того, есть от них польза или
нет, их ценят ради них самих, и больше всех зрительные восприятия, ибо
видение, можно сказать, мы предпочитаем всем остальным восприятиям, не
только ради того, чтобы действовать, но и тогда, когда мы не собираемся
что-либо делать. И причина этого в том, что зрение больше всех других чувств
содействует нашему познанию и обнаруживает много различий [в вещах].
Matilda
okicha
კი, მაინტერესებს smile.gif
ART TAMUNA
მე ოთარ ჭილაძე მომწონს ძალიააააან........ : განსაკუთრებით: "გზაზე ერთI კაცი მიდიოდაააა".... საერთოდ მიყვარს მისი ფილოსოფიური მიდგომააააა....... ისე პოეზიაც საინტერესოაააააა:


მზად ვარ გისმინო და გემსახურო.
ქარში იშლება დეკემბრის თოვლი
და მღერის შენი მძიმე საყურე,
გაბრუებული დეკემბრის თოვლით.

მე ალბათ დიდხანს მექნება ვალი,
მაგრამ ვიქნები სულ მხიარული.
ეს გაუმარჯოს შენს ეშმაკ თვალებს
და სარკეებში ნასწავლ სიარულს

სარკმელში ისევ თოვლი ირევა
და ყვება თავის უბრალო ამბავს.
და სკამზე, როგორც ნანადირევი,
კიდია შენი ლამაზი კაბა.


***

,,ბავშვი უკრავდა სტუმრების თხოვნით,
უცახცახებდა პატარა მხრები,
გარეთ კი, თვითონ ბუნების ნებით,
თავგანწირულად დნებოდა თოვლი.

ჩნდებოდა მიწა,-შავი და სველი,-
როგორც დაწრეტილ მდინარის ფსკერი
და ხეებს, თუმცა არ ედოთ ფერი,
მაინც ამაყად ეჭირათ თავი...........

ბავშვი უკრავდა სტუმრების თხოვნით,
ხოლო მუსიკა,-ქარივით ლაღი,
ჭაღს აწყდებოდა და დიდი ჭაღიც
თრთოდა მუსიკის უცნაურ თრთოლვით.

ირგვლივ უძრავად ისხდნენ სტუმრები
და სტუმრებისთვის უხილავ ცაში,
მსუბუქი ფრთებით მიჰქროდა ბავშვი
და სხეულს ვეღარ გრძნობდა სრულებით............"

Matilda
მოგზაურობა ჯვარზე


ჯვარი - მარტივი ლაბირინთია.
მე ჭიანჭველა ვარ ქრისტეს ჯვარზე.
ტაქსი ვარ ქრისტეს ჯვარზე.
უხილავი დინოზავრი ვარ ქრისტეს ჯვარზე.
მეტრო ვარ ქრისტეს ძარღვებში.
გამიჩერეთ! მე ქრისტეს გულთან მინდა მივიდე.
მინდა მივიდე ქრისტეს თითებთან ან...
სად არის ფსიქიატრიული? ქრისტეს თავში.
სასწრაფო მანქანა ვარ ქრისტეს ჯვარზე.
მანქანის თავზე ტრიალებს და ანათებს სისხლის წვეთი.
კვეთით, კვეთით, კვეთით ნუ მოხვალ.
გვერდით, გვერდით, გვერდით გაიხედე.
ნუ ჩაერევით ჩემს ცხოვრებაში ქირურგიულად.
საერთოდ ნუ ჩაერევით ჩემში.
ცარიელი ჯვრების ტყეში
გააკარით ჩემი ჩრდილი ჯვარზე!
ჩამოხსენით ჩემი სხეული!
ელი, ელი! ლამა საბაქთანი?
იესო, გადმოხტი ჯვრიდან პარაშუტით!
ოდესმე ყველაფერი მოხდება.
ჯვრიდან გამოხტა გუგული.
ვარსებობ ყველაში.
ვინ იყო გაკრული იესოს ჯვრის მეორე მხარეს?
მოგზაურობა ჯვარზე გრძელდება.
წამომყევით, დავათვალიეროთ ქრისტეს თვალები.
ვინი პუჰი ჯვართან, ჯვარში - თაფლი.
ბავშვები ცეკვავენ ჯვრის გარშემო.
ვიცი თავს მოვიკლავ!
დაგესიზმრე?

ალექსა ჩიღვინაძე
evia
რადგან აქ პროზაც იწერება და პოეზიაც, დავწერ ჩემი უსაყვარლესი პოეტის,სილვია პლათის ლექსს:
The Night Dances

A smile fell in the grass.
Irretrievable!

And how will your night dances
Lose themselves. In mathematics?

Such pure leaps and spirals ——
Surely they travel

The world forever, I shall not entirely
Sit emptied of beauties, the gift

Of your small breath, the drenched grass
Smell of your sleeps, lilies, lilies.

Their flesh bears no relation.
Cold folds of ego, the calla,

And the tiger, embellishing itself ——
Spots, and a spread of hot petals.

The comets
Have such a space to cross,

Such coldness, forgetfulness.
So your gestures flake off ——

Warm and human, then their pink light
Bleeding and peeling

Through the black amnesias of heaven.
Why am I given

These lamps, these planets
Falling like blessings, like flakes

Six sided, white
On my eyes, my lips, my hair

Touching and melting.
Nowhere.

Matilda
evia
ვიცოდი ეს ლექსი და სიამოვნებით წავიკითხე კიდევ ერთხელ smile.gif

ვერ ვიტყვი რომ ჩემი საყვარელი პოეტია, მაგრამ უცხოელებში ერთერთი უსაყვარლესია ჩემთვის... smile.gif

Matilda
Daddy

You do not do, you do not do
Any more, black shoe
In which I have lived like a foot
For thirty years, poor and white,
Barely daring to breathe or Achoo.

Daddy, I have had to kill you.
You died before I had time--
Marble-heavy, a bag full of God,
Ghastly statue with one gray toe
Big as a Frisco seal

And a head in the freakish Atlantic
Where it pours bean green over blue
In the waters off beautiful Nauset.
I used to pray to recover you.
Ach, du.

In the German tongue, in the Polish town
Scraped flat by the roller
Of wars, wars, wars.
But the name of the town is common.
My Polack friend

Says there are a dozen or two.
So I never could tell where you
Put your foot, your root,
I never could talk to you.
The tongue stuck in my jaw.

It stuck in a barb wire snare.
Ich, ich, ich, ich,
I could hardly speak.
I thought every German was you.
And the language obscene

An engine, an engine
Chuffing me off like a Jew.
A Jew to Dachau, Auschwitz, Belsen.
I began to talk like a Jew.
I think I may well be a Jew.

The snows of the Tyrol, the clear beer of Vienna
Are not very pure or true.
With my gipsy ancestress and my weird luck
And my Taroc pack and my Taroc pack
I may be a bit of a Jew.

I have always been scared of you,
With your Luftwaffe, your gobbledygoo.
And your neat mustache
And your Aryan eye, bright blue.
Panzer-man, panzer-man, O You--

Not God but a swastika
So black no sky could squeak through.
Every woman adores a Fascist,
The boot in the face, the brute
Brute heart of a brute like you.

You stand at the blackboard, daddy,
In the picture I have of you,
A cleft in your chin instead of your foot
But no less a devil for that, no not
Any less the black man who

Bit my pretty red heart in two.
I was ten when they buried you.
At twenty I tried to die
And get back, back, back to you.
I thought even the bones would do.

But they pulled me out of the sack,
And they stuck me together with glue.
And then I knew what to do.
I made a model of you,
A man in black with a Meinkampf look

And a love of the rack and the screw.
And I said I do, I do.
So daddy, I'm finally through.
The black telephone's off at the root,
The voices just can't worm through.

If I've killed one man, I've killed two--
The vampire who said he was you
And drank my blood for a year,
Seven years, if you want to know.
Daddy, you can lie back now.

There's a stake in your fat black heart
And the villagers never liked you.
They are dancing and stamping on you.
They always knew it was you.
Daddy, daddy, you bastard, I'm through.


ესეც სილვიასია და ჩემი ერთერთი უსაყვარლესია smile.gif
evia
მაშინ სილვიას კიდევ ერთიც და მორჩა:
ნაწყვეტი ჩემი ყველაზე საყვარელი ლექსიდან "Tulips"

i didn't want any flowers, i only wanted
To lie with my hands turned up and be utterly empty .
How free it is, you have no idea how free-
The peacefulness is so big it dazes you,
Ans it asks nothing, a name tag, a few trinkets.
it is what the dead close on, finally. i imagine them
shutting their mouths on it, like a communion tablet.
The tulips are too red in the first place, they hurt me.
Even through the gift paper i could hear them breathe
Lightly through ther white swaddlings, like a awful baby.
Their redness talks to my wound, it corresponds.
They are subtle: they seem to float, though they weigh me down,
Upsetting me with their suddenn tongues and their colour,
A dozen red lead sinkers round my neck.
Nobody watched me before, now i'm watched.
The tulips turn to me, and the window behind me
Where once a day the light slowly widens and slowly thinks,
And i see myself, flat, ridiculous, a cut-paper shadow
Between the eye of the sun and the eyes of the tulips
and i have no face, i have wanted to efface myself.
The vivid tulips eat my oxigen
evia
და დღევანდელ მოღვაწეობას ფორუმში დავასრულებ კიდევ ერთი სასწაული პოეტით: ესაა მარინა ცვეტაევა
Кто создан из.....

Кто создан из камня, кто создан из глины,-
А я серебрюсь и сверкаю!
Мне дело - измена, мне имя - Марина,
Я - бренная пена морская.

Кто создан из глины, кто создан из плоти -
Тем гроб и нагробные плиты...
- В купели морской крещена - и в полете
Своем - непрестанно разбита!

Сквозь каждое сердце, сквозь каждые сети
Пробьется мое своеволье.
Меня - видишь кудри беспутные эти?-
Земною не сделаешь солью.

Дробясь о гранитные ваши колена,
Я с каждой волной - воскресаю!
Да здравствует пена - веселая пена -
Высокая пена морская!
© Марина Ивановна Цветаева
Matilda
evia
სილვიას მაგ ლექსის მარტო ეგ ნაწყვეტი ვიცი, ისიც ლიტ.გე-ს ფორუმიდან და მთლიანი არ მოგეპოვება? sad.gif

ცვეტაევა ჩემი ქალია smile.gif ვგიჟდები smile.gif

მომწონს შენი გემოვნება! smile.gif
Matilda
სიყვარულის ახსნა

დამახარისხე ღირებულებებად და მერე გადამაფასე...
და შენთან მოსულს დესერტად ვაშლს ნურასოდეს შემომთავაზებ...

ნურასდროს მკითხავ სხვის ადგილას როგორ მოვიქცეოდი, რადგან ჩემს ადგილზეც ჯერ არ ვიცი როგორ მოვიქცე.

იცი, ლუარსაბ თათქარიძე და ნიცშე ორივე კაცები იყვნენ;
იცი, ერთთეთრიანები და ორთეთრიანები ამოიღეს ხმარებიდან;
იცი, ქართველებს ამერიკა ათიათასს სთხოვს ვიზიტში;
იცი, ვარდი და დარდი უკვე ბანალურ რითმად ითვლება;

იცი, ტაშის დაკვრას ყველა ერიდება, მის კომპეტენტურობაში ეჭვი რომ არავის შეეპაროს;

იცი, ბრძოლაში ყველა ტყვია არ ხვდება მიზანს და ყველა სამიზნე პოტენციური მკვლელია;

იცი, ფეხებზე მკიდია ჟირინოვსკის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ;
იცი, მოვალეობა ყველაზე საშინელი გრძნობაა;

იცი, ყოველ მეორე ახლად დაქორწინებულს ეჭვი ეპარება ის იპოვა თუ არა ვისაც ეძებდა და ამ ეჭვით იტანჯება ცხოვრების ბოლომდე.

იცი, ახალი ფეხსაცმელების ქვეშ დახეული ნასკები მაცვია;
იცი, თითქმის ყველა უმანკო ქალი სცოდავს ფიქრებში;

იცი, ჩემი დეკანი ცისფერია, ჩემი ცისფერი კურსელი კი კათედრაზე დარჩენას ოცნებობს.

იცი, ლარის კურსი კიდევ დაეცა და ეს ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევს;
იცი, პირველად რომ ვიყავი ქალთან გახდის შემრცხვა და ტირილი მომინდა;
იცი, პრეზერვატივების ყიდვის ისევ მრცხვენია.
იცი, ყველა პატარა ბავშვივით მიყურებს და უინტერესო ვგონივარ.
იცი, მამაჩემს ეგონა, რომ ჩემგან კარგი ადამიანი დადგებოდა;

იცი, ძალიან მიყვარხარ, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ცხოვრების ბოლომდე შენს გვედრდით ყოფნას შევძლებ............................

იცი, ტყუილად გამარტყი.


იორიკი
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2019 Invision Power Services, Inc.