დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: საიდუმლო ორგანიზაციები
რა? სად? როდის? ფორუმი > სამეცნიერო განყოფილება > მეცნიერება და წიგნები
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8
freemasons
მასონები და სხვა საიდუმლო ორგანიზაციები
.
არსებობს მრავალი ლეგენდა მასონური ლოჟების შესახებ. როგორც ცნობილი მკვლევარი ბ.ბაშილოვი მიიჩნევს, მასონობის ისტორია ლეგენდური საბურველით იმიტომ შემოსეს, რომ თავიდანვე გასაიდუმლოებულიყო მათი წარმომავლობა.
არსებობს ვერსია, რომ მასონობის წარმოშობა მოდის ჯერ კიდევ სოლომონ მეფის დროიდან, როცა მან იერუსალიმის ტაძრის აგება არქიტექტორ ჰარამს დაავალა, რომელიც ცნობილი იყო, როგორც იმ დროის ბრძენი ხუროთმოძღვარი. მან მუშები პირობითად სამ ჯგუფად დაჰყო. შემოიღო საიდუმლო ნიშნები და სიტყვები, რათა ფარულ წევრებს ერთმანეთი ეცნოთ. ამ დროიდან დგინდება მასონი ძმების განსაკუთრებული სიმბოლური ენა და ხარისხი. მასონების კურთხევის /ხელდასხმის/ სისტემა შედგება სამი ხარისხისაგან: მოწაფე, ქარგალი, ოსტატი.
სხვა ლეგენდური ვერსიით მასონობის დამკვიდრება ეგვიპტელი, ინდოელი, ქალდეველი სწავლულებისა და ქურუმების მოღვაწეობას უკავშირდება. ისინი მათ მიერ დადგენილი ზნეობრივი პრინციპებით ზრდიდნენ საგულდაგულოდ შერჩეულ თავიანთ მიმდევრებს. ხოლო მესამე ვერსიით, ტამპლიერთა (მეტაძრეთა) ორდენიდან იღებს მასონობა სათავეს, რომელიც შემდეგ ერესში გადავიდა. პაპმა კლიმენტი V_მ ეს ორდენი სატანიზმისათვის ამხილა, ხოლო საფრანგეთის მეფე ფილიპე IV–ს ბრძანებით დაარბიეს. რის შემდეგ მათ უკვე იატაკქვეშეთში ფარულად გააგრძელეს საქმიანობა.
მიჩნეულია რომ მასონობის იდეოლოგიური საფუძველი არის იუდაისტური რელიგია. მდიდარმა იუდეველმა რაბინებმა რომლებიც ხალხის რელიგიური და პოლიტიკური ლიდერები იყვნენ ჩამოაყალიბეს კასტა რომელსაც_”სიონელ ბრძენთა” სახელი ეწოდათ. სიონისტები თავს იუდაიზმის “მესიანურ” ელიტად თვლიდნენ.
მასონი – ფრანგულ და ინგლისურ ენაზე ნიშნავს „ქვის მთლელს“. ქვა ადამიანის სიმბოლოა. მასონობის სიმბოლოა ჩაქუჩი, რომელიც სიმბოლურად ნიშნავს ძალაუფლებას ქვაზე, რადგან ქვა ადამიანის სიბოლოა. ე.ი. – ძალაუფლება ადამიანებზე – ანუ „გამოთალო“ ადამიანი ისე, რომ მისცე შენთვის სასურველი აზროვნება. მასონობის სიმბოლოებია აგრეთვე: ფარგალი, გონიო, სახაზავი, შვეული. მასონებმა კაბალიდან ისესხეს გადაბრუნებული წითელი სამკუთხედი, რომელიც ამავე დროს ეშმაკის სიმბოლოცაა. ხუთქიმიანი ვარსკვლავი კი არის ქრისტეს ჯვარის ძლევისა და დამხობის მასონური სიმბოლო. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ მასონთა ლოჟის წარმომადგენელმა და წითელი არმიის ფუძემდებელმა ლევ ტროცკიმ ბოლშევიკური მოძრაობის ძირითად სიმბოლოდ სწორედ ხუთქიმიანი ვარსკვლავი შემოიღო.
ამჟამად არსებულ მასონურ ლოჟებს შორის „თავისუფალი კალატოზები“ ერთ-ერთი უძველესია. ისინი სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები არიან. ღმერთს „სამყაროს ხუროთმოძღვარს“ უწოდებენ. ეგვიპტურ „მკვდართა წიგნში“ კი ამ ღმერთს გროსმაისტერი ჰქვია. „თავისუფალ კალატოზთათვის“ სულიერი ცოდნა სიმბოლიკაზეა დამყარებული, როგორიცაა მასონური ხელის ჩამორთმევა, საიდუმლო სიმბოლური ენა, პირამიდა, პენტაგრამა, რიცხვების 3,7,13,33 გამოყენება გერბებში, ემბლემებში, თანამედროვე საფირმო დაწესებულებებში. „თავისუფალი კალატოზების“ საფლავის ქვების წარწერებზე გამოსახულია ქალა და გადაჯვარედინებული ძვლები. ტრადიციის სათავე 1127 წლიდან რაინდ-ტამპლიერების წრისაგან მომდინარეობს.
XIV საუკუნეში ჩაისახა „გველის ძმობის“ ორდენი, რომელსაც ლათინური სახელწოდების მიხედვით „ილუმინატები“ ეწოდებათ. ილუმინატე ლათინური სიტყვაა და განათლებას, ცოდნას, გაგებას ნიშნავს. ისინი მიიჩნევდნენ, რომ მათ ჰქონდათ ფარული ცოდნა იმისა, თუ როგორ შესძლებოდნენ ძალაუფლება მოეპოვებინათ ადამიანებზე. ილუმინატების ერთ–ერთი განშტოება არის როზენკრეიცერების ორდენი, რომელიც შემდგომ „წმ იოანეს ორდენის“ სახელწოდებით ჩამოყალიბდა. ეს ორდენი ალბერტ მაკის „მასონობის ენციკლოპედიაში“ – განმარტებულია როგორც „თავისუფალ კალატოზთა“ საიდუმლო მისიის ორგანიზაცია.
1917 წლის 24 ივნისს ლონდონში შედგა ოთხი მსხვილი ლოჟის შეხვედრა, რომლის დროსაც შეიქმნა ინგლისური “დიადი ლოჟა”-რომელსაც “მსოფლიოს დედალოჟას” უწოდებენ.
ევროპაში მოქმედებს ნახევრად გასაიდუმლოებული ორგანო სის – საერთაშორისო კავშირების საბჭო, რომელიც ხელმძღვანელობს ამერიკის მმართველ ლოჟებს.
მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი საიდუმლო ორგანიზაცია არის „კომიტეტი 300“. რომელსაც როკფელერის სინდიკატი მართავს. ისინიც საკუთარ თავს „ილუმინატებს” უწოდებენ. ჯონ კოულმანი წიგნში: „კონსპირატორების იერარქია“ აღწერს მათ წარმოუდგენელ ძალაუფლებას. მიიჩნევენ, რომ ილუმინატებთან და როზენკრეიცერებთან კავშირი ჰქონდა მარტინ ლუთერს, – რომლის პირადი ბეჭედი იყო ვარდი და ჯვარი. ვარდი და ჯვარი წარმოადგენს ასევე როზენკრეიცერების სიმბოლოსა და ბეჭედს. როზენკრეიცერთა ორდენი კი მიზნად ისახავდა რელიგიათა სინთეზირებას. ჯვარი ქრისტანობის სიმბოლოა. ვარდი_ისლამის. ლუთერანელებს ლუთერის სიკვდილის შემდეგ ხელმძღვანელობდა – როზენკრეიცერების უმაღლესი ხელმძღვანელი ინგლისში სერ ფრენსის ბეკონი.
1969 წელს „300-თა კომიტეტმა“ ჩამოაყალიბა ჯგუფი V – 6–სის, რომელიც სპეცმომსახურებას გადიოდა დიდი ბრიტანეთის საიდუმლო ბაზაზე. მასონობის ცნობილი მკვლევარნი საიდუმლო მასალებზე დაყრდნობით ადასტურებენ, რომ „300თა კომიტეტის“ მიერ მოხდა „დემოკრატიული რუსეთის“ სათავეში ბორის ელცინის მოსვლა, რომელიც პრეზიდენტობის დროს დირექტივებს V – 6 –სის- დან იღებდა.
ცნობილი რუსი პოლიტოლოგი გლებ პავლოვსკი წერს, რომ ელცინის კარიერის დასასრულს შემუშავებული იქნა პროექტი სახელწოდებით – „წამსვლელი ელცინი“. რომელიც 3 წელი მუშავდებოდა. ამ დროს პრეზიდენტობის ალტერნატად მოისინჯა ათობით ადამიანი, ვისაც უკეთ შეეძლო მათი დავალების შესრულება.
მალტის ორდენის დიდმა კომანდორმა, ალკოჰოლიკმა ბორის ელცინმა საახალწლოდ მთვრალ რუსეთს წარუდგინა საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი პიროვნების ვლადიმერ პუტინის კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე.
XX საუკუნის 90-იან წლებში ნეოკოსმოპოლიტებმა შემოიტანეს იდეა „მსოფლიო სახელმწიფოს“ შექმნის შესახებ, რომელსაც იდეოლოგიურ საფუძვლად დაუდეს მონდიალიზმის დოქტრინა. მონდიალიზმი ფრანგული სიტყვაა და გულისხმობს „მსოფლიო სინათლეს“. მათი უპირველესი ამოცანა არის მსოფლიოს ყველა ერში წაიშალოს – ნაციონალობა, პატრიოტიზმი, ტრადიციები.
მასონები თითქმის ყველა ქვეყანაში ავრცელებენ თავიანთ იდეოლოგიას. ცნობილი ჩინელი ასტროფიზიკოსი „ჩინელ სახაროვად“ წოდებული ჟან ლიჩეი – წერს: – „ჩვენ უნდა შევეწინააღმდეგოთ პატრიოტიზმს, რადგან იგი უკვე საკმაოდ საშიში ძალა ხდება და ვეღარ ეტევა თანამედროვე მსოფლიოს ჩარჩოებში“. გაეროს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა პერეს დე კუელერმა ვაშინგტონში გამოსვლისას განაცხადა: „ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი გლობალური იდეით მოაზროვნე ხალხთა საზოგადოება, მათ ისე ღრმად უნდა ჰქონდეთ გამჯდარი იდეა გლობალიზაციისა, როგორც ადრე ჰქონდათ გრძნობა ნაციონალური პატრიოტიზმისა“.
1986 წელს მსოფლიოს მასონთა პატრიციუსმა ჰენრი კისინჯერმა მონდიალიზმი მიიჩნია უძლიერეს იარაღად გლობალიზაციის იდეოლოგიისა. მონდიალისტებმა – სოფისტური აზროვნებით – თავიანთი იდეოლოგიის გასამართლებლად გამოიყენეს პლატონის გამონათქვამი – „მწყემსის გარეშე ვერც ცხვრები და ვერც სხვა ცხოველები ვერ იცხოვრებენ, ასევე მონებიც ვერ იცხოვრებენ ბატონების გარეშე“. ურიცხვი სექტების შემოტევით – ფარულად და ღიად დაწყებულია მსოფლიო მასონობის შემოტევა მართლმადიდებლობაზე. მასონური სამმხრივი კომისიის მდივანმა ზბიგნევ ბჟეზინსკეიმ პირდაპირ, დაუფარავად განაცხადა, რომ "ამერიკის მთავარი მტერია მართლმადიდებლობა". 1997 წელს ილუმინატებისა და მასონური სამმხრივი კომისიის ინიციატივით ამერიკაში, ინგლისსა და არგენტინაში ჩატარდა – ოკულტისტებისა და სექტანტების კონფერენციები.
მონდიალიზმის ანუ ნეოატლანტიზმის იდეის არსი არის – დასავლეთის ცივილიზაციის გამარჯვება მსოფლიოს უძველეს ცივილიზაციებსა და ტრადიციულ რელიგიებზე. ზბიგნევ ბჟეზინსკი ასკვნის „ამერიკას აქვს უფლება იყოს მსოფლიოს პატრონი“.
დიტერ რიუგჰებერგის წიგნში „საიდუმლო პოლიტიკა" (გვ 75) მოჰყავს რუზველტის გამონათქვამი: „ხილული ხელისუფლების უკან, ტახტხე ზის უხილავი ხელისუფლება, რომელიც სრულებით არ ენდობა ხალხს და არავის პასუხისმგებლობას არ იღებს თავზე“.
აუცილებლობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მასონობისა და სხვა საიდუმლო ორგანიზაციათა ძირითადი იდეოლოგია არის სატანიზმი. მასონობის აღიარებული მკვლევარი ჰელზინგი მიუთითებს, რომ ილუმინატებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ „თავისუფალი კალატოზების“ უფროსთან სატანისტ სუვერენ გროსმაისტერ ალბერტ პაიკთან –რომელმაც შემდგომში ჩამოაყალიბა_”კუ კლუს კლანი”, ის როგორც ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მოიხსენიებოდა დამატებით „დიდი დრაკონის“ სახელწოდებით. კკკ–ს მმართველი ორგანო იყო „თავისუფალი კალატოზები“. თავის საქმიანობაში ის იყენებდა მალტის ჯვარს. 1867 წელს სატანისტი ალბერტ პაიკი დაუპირისპირდა ამერიკის პრეზიდენტ ენდრიუ ჯეკსონს – იმ მოტივით, რომ ის მასონობის კიბეზე მე–4 ხარისხიდან უსამართლოდ იყო დაწინაურებული 32–ე ხარისხში. 40 დღის შემდეგ ამერიკის პრეზიდენტი იძულებული გახდა გადამდგარიყო. დღემდე ვაშინგტონში აღმართულია ალბერტ პაიკის ძეგლი.

freemasons
მასონური იერარქიის საფეხურები
(შოტლანდიური წესდება)

1)მოსწავლე; შეგირდი
2)ქვეოსტატი
3)ოსტატი (ჩამოყალიბების გრადუსი---"წითელი მასონობა")
4)საიდუმლო ოსტატი
5)სრულყოფილი ოსტატი
6)საიდუმლო მდივანი
7)ზედამხედველი და მსაჯული
8)მშენებლობის ზედამხედველი
9)ცხრათა შორის რჩეული
10)სახელოვანი ოსტატი (რაინდი)-თხუთმეტთა შორის რჩეული
11)დიდი რჩეული რაინდი
12)დიდი ოსტატი-არქიტექტორი
13)ენოქის სამეფო რაინდი
14)უმაღლესი, სრულყოფილი ქვისმთლელი ისტორიული---ფილოსოფიური გრადუსი (ვარდისა და ჯვრისსაზოგადოება-წითელი მასონობა)
15)აღმოსავლეთის ანუ მახვილის რაინდი
16)იერუსალიმის და დასავლეთის რაინდი
17)აღმოსავლეთის რაინდი
18)თავადი როზენკრეიცერი-ტრადიციონალური და რაინდული გრადუსი (კადოშის აეროპაგი) "შავი მასონობა" )
19)ციური იერუსალიმის დიდი პანტიფიკატი
20)დიდი ოსტატი ყველა სიმბოლური ლოჟისა "Ad Vitam"
21)დიდი ნოეს პატრიარქი
22)სამეფო ნაჯახის ანუ ლივანის რაინდი
23)სკინიის რაინდი
24)სკინიის თავადი
25)სპილენძის გველის რაინდი
26)მოწყალების რაინდი (თავადი)
27)რაინდი-ტაძრის კომანდორი
28)მზის რაინდი
29)წმინდა ანდრეას დიდი რაინდი_ადმინისტრაციული გრადუსი-("თეთრი მასონობა")
30)კადოშის დიდი რჩეული რაინდი ანუ შავ-თეთრი არწივის რაინდი (არეოპაგი)
31)დიდი კომანდორი-ინსპექტორ ინკვიზიტორი (ტრიბუნალი)
32)სამეფო საიდუმლოს უმაღლესი თავადი (კონსისტორია) საპატიო გრადუსი
33) დიდი მაგისტრი (უმაღლესი საბჭო)


მასონური ლოჟების ანოტაცია

1) ალექსანდრე პუშკინი (1991 წ, პარიზი)
2)ბავარიელი ილუმინატები (1770 წ)
3)ბოგომილები ( X ს. ბალკანეთი)
4)სინათლის საძმო (1919 წ. გერმანია)
5)ბილდერბერგის კლუბი (1945 წ. ჰოლანდია)
6)ბნეი ბრიტი (1843 წ.ნიუ-იორკი)
7)ამერიკის ლოჟა
8)დიდი აღმოსავლეთი (ორდენების სინთეზი)
9)იტალიის ლოჟა
10)რუსეთის დიდი აღმოსავლეთი (1992 წ.)
11)ინგლისის დიდი ლოჟა (იგივე დედა ლოჟა) (1717 წ)
12)ვატიკანის დიდი ლოჟა (ეკუთვნის P-2) (1981)
13) რუსეთის ნაციონალური დიდი ლოჟა (1994 წ)
14)შოტლანდიის ლოჟა (1736)
15)მსოფლიოს უზენაესი საბჭო (1801)
16)ახალგაზრდა, ქრისტიანული, ასოციაციის მსოფლიო ალიანსი (YMCA) (1885)
17)უკრაინის ხმა (1916)
18)როზენკრეიცერები (ძვ.წ. აღ XV)
19)ოქროს განთიადი (1880)
29) როკფელერის იმპერია
21)კომიტეტი 300 (1729)
22)მრგვალი მაგიდა (1891)
23) კუ-კლუს-კლანი (ჩვენთვის ყველაზე ცნობილი მასონური ლოჟა)
24)უკვდავების ლოჟა (1784) კიევი
25)ლოტოსი
26)მაგისტერიუმი (1992) მოსკოვი
27)მალტის ორდენი
28)მარტინისტები (1910)
29)საერთაშორისო რეკლი კლუბი (1992)
30)ეკონომიკურ და სოციალურ რეფორმათა საერთაშორისო ფონდი "M"
31)მემფისი-ებრაული ლოჟა
32)გაერო (1945)
33)თავისუფალ ქვის მთლელთა ოქროს ცენტურიონი (ოლიგარქია)
34)წმინდა იოანეს ოედენი
35)P-2
36)რომაული კლუბი
37)იერუსალიმის რაინდები
38)თავისუფალი რისეთი (1992)
39)სამმხრივი კომისია (1973)
40)თავის ქალა და ძვლები (1833)
anuchi
300_თა კომიტეზე წავიკითხე ადრე წიგნი და ორი საათით ძალიან დავიგრუზე.. sad.gif მერე მივხვდი რო სისულელეა და დავიკიდე biggrin.gif


freemasons

ერთ სხვა ფორუმელს მახსენებ, ოღონდ ის პატრიოტობაზე დებდა თავს და ხსნიდა თემებს.. unsure.gif


პს. ოFF ^^
SmoK1e
vulkani_lava
ციტატა
სინსილა გაწყდა მაგათი



+1 blink.gif

anuchi

მეც სხვათაშორის biggrin.gif თან საოცრად ვამგვანებ biggrin.gif
che
რაღაც ასეთი კითხვა იყო ერთერთ ტურნირზე რსრ-ში, ზუსტად აღარ მახსოვს.. მოკლედ ვიღაც ტიპების მუზეუმია ამერიკაშიო და მიხვდით ვისი მუზეუმიაო, თუ გავითვალისწინებთ, რომ სწორედ ამიტომ, შეიძლება ისინი საკუთარ სფეროში ყველაზე წარუმატებლებად მივიჩნიოთო, ჰოდა საიდუმლო აგენტებზე იყო საუბარი.. მომეწონა ლოგიკა.. ისეთ საიდუმლოებას რა ვუთხარი, რომელზეც ცნობები მოგვეპოვება biggrin.gif და თუ მართლაც დიადი ორგანიზაციებია, მაშინ ყველა ცნობა მათ შესახებ - მცდარია wink.gif და პირიქით, თუ ცნობები ნამდვილია - მაშინ ორგანიზაციაა ბანძი wink.gif

ესაა ჩემი კომენტარი..
ბიბი
ციტატა
33)თავისუფალ ქვის მთლელთა ოქროს ცენტურიონი (ოლიგარქია)

აუ ეს მაგარია biggrin.gif
SmoK1e
ციტატა(ბიბი @ Oct 28 2009, 08:21 PM) *
ციტატა
33)თავისუფალ ქვის მთლელთა ოქროს ცენტურიონი (ოლიგარქია)

აუ ეს მაგარია biggrin.gif


ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მივაგვანე რაღაცით მე biggrin.gif
che
ციტატა(ბიბი @ Oct 28 2009, 08:21 PM) *
ციტატა
33)თავისუფალ ქვის მთლელთა ოქროს ცენტურიონი (ოლიგარქია)

აუ ეს მაგარია biggrin.gif



თქმოც biggrin.gif
freemasons


სიონის პრიორატი (ფრანგ. Prieuré de Sion) — საიდუმლო საზოგადოება,რომელიც 1970-იანი წლებიდან ფიგურირებს სალიტერატურო და სამეცნიერო კვლევებში. ორგანიზაციის სინამდვილეში არსებობას ზოგი მეცნიერი უარყოფს, თუმცა მეცნიერთა გარკვეული ნაწილი ამ ორდენის არსებობას დამტკიცებულად მიიჩნევს. ასევე არსებობს ვარაუდი სიონის ორდენისა და ტამპლიერთა ორდენის ურთიერთკავშირის შესახებ.

ლეგენდები

არარსებული სიონის პრიორატის "ოფიციალური ისტორიის" თანახმად, ეს "საიდუმლო საზოგადოება" გოტფრუა ბულონელმა დააარსა. ჯვაროსნების მიერ 1099 წელს იერუსალიმის აღების შემდეგ გოტფრუას ბრძანებით სიონის მთის ღვთისმშობლის სააბატო იქნა აღჭურვილი, სადაც ავგუსტინელი ბერების ორდენი განთავსდა, ისინი გოტფრუას მრჩევლების სახელით სარგებლობდნენ. ბერებმა, როგორც პრიორატის "არქივებით" მტკიცდება, 1118 წელს ტამპლიერთა ორდენის შექმნაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს, რაც თავისთავად, პრიორატის სამხედრო-ადმინისტრაციული ინსტრუმენტი ხდებოდა. 1307 წელს ტამპლიერთა ორდენი დაითხოვეს. პრიორატის მთავარი მიზანი თითქოს მეროვინგების საფრანგეთის ტახტზე დაბრუნება და ამ წმინდა დინასტიის შენარჩუნება იყო.

მეროვინგები — ფრანკი მეფეების დინასტია, ფრანკების პირველი სახელმწიფო ისტორიაში. მართავდა V საუკუნის მიწურულიდან VIII საუკუნის შუა ხანებამდე. ამდროიდან მოკიდებული ამ "საიდუმლო საზოგადოებას" თითქოს დიდი მაგისტრები მართავდნენ. მაგისტრის წოდება თავიდან მეროვინგების დინასტიის პირდაპირი მემკვიდრით გადაიცემოდა, შემდეგ ტრადიციები შეიცვალა დიდი მხატვრების, სწავლულთა და მოაზროვნეთა სასარგებლოდ.

გენერალური მდივანი ანუ დიდი მაგისტრი 1989 წელს, თითქოს, მეროვინგთა დინასტიის წარმომადგენელი, ვინმე პიერ პლანტერი იყო, რომელიც აცხადებდა, რომ სიონის პრიორატი იერუსალიმის ტაძრის განძს ინახავდა, რომელიც იმდროს უნდა დაბრუნებულიყო, როდესაც შესაბამისი ჟამი მოატანდა. პლანტერისვე თქმით, ამ საგანძურის ისტორიული, ფულადი ან პოლიტიკური ღირებულება არც იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც მისი სულიერი ფასეულობა: განძში გარკვეული საიდუმლო, გამოცხადება იმალება, რომელსაც დასავლური საზოგადოების ცხოვრების გრანდიოზული ცვლილების მოხდენა შეუძლია.

ორდენის მაგისტრები [რედაქტირება]
ჟან დე გიზორი (1188—1220)
მარი დე სენტ–კლერი (1220—1266)
გიომ დე გიზორი (1266—1307)
ედუარ დე ბარი (1307—1336)
ჟან დე ბარი (1336—1351)
ჟან დე სენტ–კლერი (1351—1366)
ბლანშ დ'ევრო (1366—1398)
ნიკოლა ფლამელი (1398—1418)
რენე დ'ანჟუ (1418—1480)
იოლანდა დე ბარი (1480—1483)
სანდრო ბოტიჩელი (1483—1510)
ლეონარდო და ვინჩი (1510—1519)[/b]
კონენტებლი დე ბურბონი (1519—1527)
ფერდინანდ გონსაკე (1527—1575)
ლუი დე ნევერი (1575—1595)
რობერტ ფლადი (1595—1637)
ჯ. ვალენტინო ადრეა (1637—1654)
რობერტ ბოილი (1654—1691)
ისააკ ნიუტონი (1691—1727)
ჩარლზ რეკლიფი (1727—1746)
კარლ ლოტარინგელი (1746—1780)
მაქსიმილიან ლოტარინგელი (1780—1801)
შარლ ნოდიე (1801—1844)
ვიქტორ ჰიუგო (1844—1885)
კლოდ დებიუსი (1885—1918)
ჟან კოკტო (1918—1963)
ფრანსუა ბალპანგენი (1963—1969)
ჯონ დრიკი (1969—1981)
პიერ პლანტარ დე სენტ-კლერი (1981—1984)
ფილიპ დე ჩერიზი (1984—1985)
პატრის პელატი (1985—1989)
პიერ პლანტარ დე სენტ-კლერი (1989)
ტომას პლანტარ დე სენტ-კლერი (1989)
anuchi
ძალიან დამაინტერესა, მაგრამ ზოგადად ეს ლეგენდები ორდენებზე და საიდუმლო ორგანიზაციებზე შელამაზებული ზღაპრები მგონია.. არავითარი წმინდა მიზნები არ ამოძრავებდათ და ყველა მხოლოდ თავის თავზე ფიქრობდა ან ვინმე ძლევამოსილი პიროვნებას ემსახურებოდნენ, უბრალოდ ხალხის სამართავად ქონდათ მასეთი "იმიჯი" wink.gif ჩემი აზრით გულთან ახლოს არ უნდა მივიტანოთ და ჩვენი ცხოვრების იდეალებს არ უდნა დავუკავშიროთ მსგავსი რამეები smile.gif ^^

ისე ძალიან საინტერესო კია, მეც მოვძებნი რაღაცეებს და დავდებ მერე smile.gif


Prieuré de Sion

თანამფორუმელო, ნუ დაიზარებ და მოგვიყევი შენ ნიკზე.. რაც ვიკიპედიაში არ წერია wink.gif


freemasons

პოსტი ჩაგისწორე ცოტა, ბარემ თუ ინფორმაციას ვდებთ სრულფასოვანი იყოს smile.gif
anuchi
ციტატა
ასევე არსებობს ვარაუდი სიონის ორდენისა და ტამპლიერთა ორდენის ურთიერთკავშირის შესახებ.


http://templiers.info/templiers/index.php გადავუხვევ თემას, მაგრამ კარგი საიტი აღმოვაჩინე ამასწინათ და ნახეთ, ვისაც გაინტერესებთ smile.gif
=SYD=
მასონებზე ხომ იყო თემა კაცო..
freemasons
ტამპლიერები - პირველი საერთაშორისო საბანკო სისტემის შემოქმედნი


მოკლე დოსიე: 1128 წელს საფრანგეთში, ქალაქ ტრუაში საეკლესიო ყრილობამ ოფიციალურად მიიღო ორდენის წესდება. მალე ტამპლიერები ("ტამპლე" ფრანგულად მონასტერს ნიშნავს) ინგლისში პირველ მამულებსაც იღებენ. 1139 წელს პაპის ბულა ორდენს გარკვეულ პრივილეგიებს ანიჭებს. ოციოდე წლის შემდეგ ისინი ფრანგთა მეფის ფინანსურ მრჩევლებად გვევლინებიან. გადის ხანი და 1187 წელს ხატინთან ბრძოლაში ორდენის ჯარებს გაანადგურებენ, ხოლო ერთი წლის შემდეგ იერუსალიმსაც დაკარგავენ. 1204 წელს ტამპლიერები მეფის მთავარი ხაზინადრები ხდებიან. 1291 წელს ტამპლიერები იერუსალიმში თავიანთ უკანასკნელ საყრდენს - აკრსაც კარგავენ. მცირე ხნის შემდეგ საფრანგეთში ტამპლიერების ჩაქოლვა იწყება, პაპი დაშლის ორდენს. 1314 წელს ორდენის ხელმძღვანელებს სიკვდილით დასჯიან.

ორდენის მოქმედება შემდეგნაირად დაიწყო: 1118 წელს იერუსალიმში 9 ფრანგი, "ხმლისა და შუბის" მეომარი გაერთიანდა, რათა ამ წმინდა ქალაქში ჩამოსული მომლოცველები სარაცინებისაგან (არაბები) დაეცვა. მეომრებმა ღმერთის წინაშე დაიფიცეს, რომ ამას ისინი უანგაროდ გააკეთებდნენ და თავად სიღარიბეში იცხოვრებდნენ. სწორედ ამიტომ მათ თავიანთ ბეჭედზე სიმბოლოდ ერთ ცხენზე მჯდომი ორი მხედარი გამოსახეს, როგორც თავშეკავებისა და სიღარიბის სიმბოლო.

მალე ტამპლიერთა საქმეებმა და დამსახურებებმა საქვეყნოდ გაითქვა სახელი. ორდენში უკვე 30 ათასი რაინდი გაერთიანდა და მას შემდეგ, რაც რომის პაპმა მათ პრივილეგიები მიანიჭა, ისინი უკვე ნებისმიერი ამქვეყნიური ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელნი გახდნენ. თეთრ პლაშზე წითელი ჯვარი - აი, მათი სამოსი, რომელიც მათ დანარჩენი საზოგადოებისაგან გამოარჩევდა.

ტამპლიერთა ისტორია ძალზე გრძელი და ბობოქარია. ორდენმა მანამდე უჩვეულო ძალაუფლებას, გავლენას და სიმდიდრეს მიაღწია. დიდი მაგისტრები მეფეებთან და პაპებთან, როგორც თანასწორთან, ისე საუბრობდნენ. როგორც ზემოთაც ვთქვით, პირველად მათ დააფუძნეს საერთაშორისო საბანკო სისტემა და, არცთუ იშვიათად, ძლიერნი ამა ქვეყნისანი სწორედ მათ ანდობდნენ თავიანთ საგანძურს გარკვეულ პროცენტად. ორდენი ფულს არ იშურებდა გეოდეზიის, კარტოგრაფიისა და ნაოსნობის გასავითარებლად.

მაგრამ მალე მათმა დიდმა ქონებამ მოშურნეთა ყურადღება მიიპყრო. მათ შორის, მეფისაც. ქონების გარდა, ისინი იმითაც გახდნენ საზოგადოების დაინტერესების ობიექტი, რომ ისტორიაში პირველად ტამპლიერებმა შექმნეს საკუთარი სახელმწიფო, რომელსაც არც საზღვრები გააჩნდა და არც რაიმე იდეოლოგიური ბარიერები. სამეფო კარის მხრიდან მათ თვალში ამოღებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ სამეფო ხაზინა ამ დროს უკვე დაცარიელებული იყო. ამან კი შედეგად ის მოიტანა, რომ 1307 წლის ერთ მშვენიერ დღეს ფრანგთა მეფე ფილიპ ლამაზის ბრძანებით ორდენის წევრებს დაერევიან და ყველას დააპატიმრებენ, მათ ქონებას კი კონფისკაციას გაუკეთებენ.

ორდენის უკანასკნელი ბრწყინვალე მაგისტრი ჟაკ დე მოლე იყო. ორდენის სხვა რჩეულ წევრებთან ერთად, ისიც ფრანგთა მეფე ფილიპე ლამაზის ბრძანებით ცეცხლზე დაწვეს. სიკვდილის წინ მოლემ დაწყევლა მეფე და ყველა ისინი, ვისაც წვლილი მიუძღოდა ორდენისა და პირადად მის გაუბედურებაში. თითქოს ახდაო ეს წყევლა: მეფემ მართლაც ვერსად მიაკვლია ვერც ორდენის არქივს და ვერც მის აურაცხელ სიმდიდრეს. არადა, მათი განძეული მართლაც ეყოფოდა იმდროინდელი საფრანგეთის ბიუჯეტის "ორმოების" ამოვსებას. ტამპლიერების დასჯის წინა დღეებში საზღვაო პორტ ლა როშელის ახლო-მახლო მცხოვრებლებმა დალანდეს პორტიდან გასული 18 მძიმედ დატვირთული გალერა, რომელიც გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა.
საით წაიღეს ორდენის მთავარი საგანძური? როგორც ჩანს, ამ კითხვაზე პასუხი ჟაკ მოლესთან ერთად ცეცხლში ჩაიწვა. როგორ არ ტანჯეს, აწამეს ორდენის წევრები, მაგრამ ამ საკითხზე კრინტიც ვერ დააძრევინეს. იქნებ არ იცოდნენ? როგორც ჩანს, ეს გამორიცხულია, რადგან ციხეებში ორდენის მხოლოდ რიგითი წევრები როდი ჰყავდათ გამომწყვდეული. მრავალ სავარაუდო ადგილას ეძებდნენ და ძებნას დღესაც განაგრძობენ, მაგრამ ამაოდ
anuchi
freemasons

ადამიანო რა გითხარი წინა პოსტში? tongue.gif

ციტატა
ბარემ თუ ინფორმაციას ვდებთ სრულფასოვანი იყოს


აი მაგალითს მოგცემ მე და მერე მომბაძე rofl.gif

პს. just joke.. ^^
freemasons
და კიდევ ბევრი ფიქრობს რომ,ტამპლიერები დღესაც არიან შოტლანდიელი მასონების სახით smile.gif
anuchi


ტამპლიერები


ქრისტესა და სოლომონის ტაძრის ღატაკი რაინდები (ლათ. Pauperes commilitones Christi Templique Solomonici), ასევე ცნობილი როგორც ტამპლიერები ან ტამპლიერთა ორდენი (ფრანგ. Ordre du Temple ან Templiers), იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამხედრო ორდენი დასავლეთ ევროპაში არსებულ სამხედრო-რელიგიურ ორდენებს შორის. [1] ორგანიზაცია არსებობდა ორი საუკუნის მანძილზე შუა საუკუნეებში.

კათოლიკური რაინდული ორდენის წევრები შუა საუკუნეებში. ორდენი დააარსეს ფრანგმა რაინდებმა იერუსალიმში I ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ (დაახლ. 1118-19). ორდენის მიზანი იყო სალოცავად მავალთა დაცვა და პალესტინასა და სირიაში ჯვაროსანთა სახელმწიფოების განმტკიცება-გაფართოება. ტამპლიერები ეწოდათ ორდენის დამაარსებელთა თავდაპირველი რეზიდენციის სახელწოდების მიხედვით. ეს რეზიდენცია იმყოფებოდა ეკლესიის მახლობლად, რომელიც გადმოცემით სოლომონის ტაძრის ადგილას იყო აგებული. ტამპლიერები ატარებდნენ თეთრ მოსასხამს, რომელზედაც წითელი ჯვარი ჰქონდათ გამოსახული. 1128 წელს შემუშავებული წესდებით (დაამტკიცა პაპმა ჰონორიუს II-მ) ორდენი მკაცრ ცენტრალიზებულ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა. 1139 წელს პაპმა ინოკენტი II-მ ტამპლიერებს დიდი პრივილეგიები უბოძა. ტამპლიერები აქტიურად მონაწილეობდნენ XII-XIII სს ჯვაროსნულ ლაშქრობებში, ორდენი თანდათანობით მდიდრდებოდა და მძლავრი პოლიტიკური ძალა ხდებოდა, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში ტამლიერების ორდენი უდუდესი ფეოდების მფლობელი გახდა. ორდენის გამდიდრების წყაროს ვაჭრობა, უმთავრესად მევახშეობა, წარმოადგენდა. ტამპლიერთა სახლი პარიზში ფართო საბანკო ოპერაციების ცენტრი ხდება. 1291-დან ტამპლიერები ჯერ კვიპროსზე, მერე კი ევროპაში, ძირითადად საფრანგეთში დამკვიდრდნენ. XIV საუკუნის დამდეგს საფრანგეთის მეფე ფილიპ IV ლამაზი იწყებს ორდენის წინააღმდეგ ბრძოლას. ტამპლიერებს ბრალი დასდეს მწვალებლობაში და მრავალ სხვა მანკიერებაში და 1307 წლის 13 ოქტომბერს ორდენის თითქმის ყველა წევრი დააპატიმრეს. 1310 წელს ორდენის დიდი მაგისტროსი ჟაკ დე მოლი და ყველა ტამპლიერი დაწვეს. ორდენის ქონებას სამეფო ხაზინამ კონფისკაცია უყო, ხოლო ავინიონის პაპმა კლემენტ V-მ 1312 წელს ორდენი საბოლოოდ გააუქმა.


ტამპლიერთა ორდენის დიდი მაგისტრების სია:

ჰიუგ დე პეინი - Hugues de Payens (1118-1136)
რობერ დე კრაონი - Robert de Craon (1136-1147)
ევერარ დე ბარი - Everard des Barres (1147-1174, გადადგა 1151)
ბერნარ დე ტრომელე - Bernard de Tromelai (1151-1153)
ანდრე დე მონბარი - André de Montbard (1153-1156)
ბერნარ დე ბლანკეფორი - Bertrand de Blanquefort (1156-1169)
ფილიპ დე მიი - Philippe de Milly (1169-1171)
ოდ დე სენტ-ამანი - Eudes de Saint-Amand (1171-1179)
არნო დე ტოროგა - Arnaud de Toroga (1179-1184)
ჟერარ დე რიდფორი - Gérard de Ridefort (1184-1189)
რობერ დე საბლე - Robert de Sablé (1189-1193)
ჟილბერ ერე - Gilbert Erail (1193-1200)
ფილიპ დე პლეზიე - Philippe de Plessiez (1201-1209)
გიიომ დე შარტრი - Guillaume de Chartres (1210-1218)
პედრო დე მონტეგიუ - Pedro de Montaigu (1219-1232)
არმან დე პერიგორი - Armand de Périgord (1232-1244)
რიშარ დე ბიური - Richard de Bures (1244-1247)
გიიომ დე სონაკი - Guillaume de Sonnac (1247-1250)
რენო დე ვიშიე - Renaud de Vichiers (1250-1252)
ტომა ბერარი - Thomas Bérard (1252-1273)
გიიომ დე ბოჟო - Guillaume de Beaujeu (1273-1291)
ტიბო გოდენი - Thibaud Gaudin (1291-1292)
ჟაკ დე მოლე - Jacques de Molay (1292-1314)



ეს არის "ჟაკ დე მოლე" უკანასკნელი დიდი მაგისტრი ტამპლიერთა ორდენიდან .....



ეს კი უკანასკნელი ტამპლიერების დაწვის სცენა....




ეს კი ტამპლიერის გულსაკიდი

როდესაც "ჯაკ დე მოლე"-ს წვავდნენ მის დაწვას უყურებდნენ საფრანგეთის მეფე "ფილიპ მე-4-ე" და რომის პაპი "ურბან მე-5-ე" სანამ "ჯაკ დე მოლე" მთლიანად დაიწვებოდა იგი წყევლიდა მათ და ზუსტად გაურკვეველ ვითარებაში მოკვდა "ურბან მე-5-ე" ხოლო ზუსტად ერთ წელიწადში "ფილიპ მე-4


ა კიდო საიტები ^^

http://army.armor.kiev.ua/hist/orden-tamplier.shtml

http://templiers.info/templiers/index.php



ლეგენდა ლურჯ ვარსკვლავზე

I ნაწილი.

ტრუბადური იყო ჰუგო დე ლონკლი, აჟღერებდა ტკბილხმოვან ალბებს და სერენებს დადიოდა სოფლებსა და ციხე-ქალაქებში, უყვარდათ მისი სიმღერის მოსმენა მდაბიოებსაც, რაინდებსაც და თავადებსაც. განთქმული იყო მთელს სამხრეთში მისი სიმღერები, და ისიც სიხარულით უმღეროდა ყველას ვისაც მოსმენა სურდა. მაგრამ არა მარტო მომღერლობა შეეძლო ჰუგოს; ხშირად ფიქრობდა იგი იმაზეც, რომ შეეცვალა თავისი საკრავი ხმლით და ერთხელაც როდესაც იგი პროვანსის მხარეში ხეტიალობდა, შორეული ფლანდრიიდან მოვიდა ცნობა: "ფლამანდელებთან მძიმე ბრძოლაში დაიღუპნენ, შენი დედა და საცოლე" -- შეატყობინა მას დაჭრილმა რაინდმა, გზისპირა ტავერნაში. დაღონდა ტრუბდური და გადაწყვიტა შესულიყო რაინდთა ორდენში...

მივიდა ჰუგო მაგისტრთან და მოუყვა მოხუც რაინდს თავისი სურვილის შესახებ. უბრძანა მაგისტრმა -- სანამ რაინდი გახდება, უნდა გამოიცადოს ტრუბადურის სულისკევეთება...

ჰუგოს მორჩილება დაუწესეს. იგი აკეთებდა ძმების შავ საქმეებს, მუშაობდა ბოსტანში და მინდორში, დაჰქონდა წყალი და შეშა, ხის წისქვილს ატრიალებდა, მას ღარიბულად ეცვა, ცოტას და თანაც მდარე საჭმელს აჭმევდნენ. როდესაც რაიმე თხოვნით მიმართავდა ამ თხოვნას ხშირად სასტიკი უარი მოჰყვებოდა. ასე გავიდა ორი წელი. გაუძლო ჰუგომ გამოცდას -- მშვიდი და წმინდა დარჩა მისი სული. მაშინ მოუხმეს ჰუგოს უფროსმა რაინდებმა და მრგვალ მაგიდასთან მაგისტრი ფეხზე წამოდგა:

"დაიფიცე, რომ იტყვი სიმართლეს!" -- და ჰუგომ დაიფიცა რომ იტყოდა სიმართლეს

"ხომ არ ხარ სხვა ორდენის წევრი?" და მიუგო ჰუგომ, რომ არ მიეკუთვნება არცერთ სხვა ორდენს.

"ხომ არა ხარ შენ ქორწინებაში, ან დანიშნული?" და უპასუხა ჰუგომ, რომ არა.

"ხომ არა გაქვს ვალები, ხომ არ გჭირს რაიმე სნეულება, ხომ არა ხარ საიდუმლო მღვდელი. ხარ თუ არა რაინდის შვილი და კანონიერი იყო თუ არა მშობლების ქორწინება?" ყველა კითხვაზე ჰუგოს პასუხი მისაღები იყო.

შემდეგ მაგისტრმა ისევ ჰკითხა, ნებაყოფილობით შედიოდა თუ არა ჰუგო ორდენში, და თქვა რომ ამიერიდან ყველაფერი რასაც ფლობს ჰუგო დე ლონკლი არის ორდენის საკუთრება, ხოლო ყველაფერი რასაც ფლობს ორდენი -- ჰუგოს საკუთრება, და მიიღებს ახალგაზრდა რაინდი ჩვეულებრივ საკვებს და ღარიბულ ტანსაცმელს საძმოსაგან. მაგისტრმა ასევე თქვა რომ, დე ლონკლმა ეს ღამე ტაძარში უნდა გაატაროს.

დამთავრდა საღამოს მსახურება ორდენის ეკლესიაში. მლოცველები დაიშალნენ, წავიდა მღვდელიც, გამოემშვიდობა ჰუგოს. დარჩა ტრუბადური სვეტზე მიყრდნობლი და უცქერდა უზარმაზარ ჯვარცმას, რომელზეც დრო და დრო ანათებდნენ სუსტად მოციმციმე ლამპადის სხივები.

სიჩუმე იყო ტაძარში და ნელა მიდიოდა დრო და აი, ხედავს ჰუგო: გადაიწია ტაძრის კედელი და დგას იგი ამაღლებულ ადგილას. მთვარე ანათებს, ცაზე ღრუბლების ნაგლეჯები მოქრიან. ხედავს ჰუგო დაბლა მთის ძირში მოდის მრავალი ადამიანი, უსაზღვროდ გრძელი ბრბო; მოიკლაკნება, მოხვეულ გზებზე. სულ უფრო ახლოს. მოდიან გლეხები ცელებით და თოხებით, ქალები ჩვილი ბავშვებით, ცოტა უფროსი ბავშვები გვერდით მოყვებიან, მოხელეები თავიანთი ხელსაწყოებით, მექოთნე თავისი ბორბლით, მეკუბოვე კუბოთი, მეძავი ქალები, გამოპრანჭულები და ნახევრად შიშვლები. ამაყი თავადები, და ჰერცოგები ამალითურთ, მღვდლები და ეპისკოპოსები და პაპები ანაფორებით. იქვე ახლოს კი, ყაჩაღები. უსაზღვროდ მრავალი ხალხი ახალგაზრდაც და მოხუციც, ღარიბიც და მდიდარიც, მოუყვებიან გზას და ჰუგო დე ლონკლს გვერდს უვლიან. ხედავს ჰუგო რომ ელავს ბრბოს თავზე მეხი. და ესმის ჭექა-ქუხილის ხმა. კიდევ ხედავს ჰუგო რომ ბრბოს მარჯვენა მხარეს მოდიან ნათელი, ხოლო მარცხნივ კი, ბნელი, ნახევრად გამჭირვალე სხეულები. ისინი ბრბოს სიახლოვეს მოფრინავენ.

ნათელებსა და ბნელებს შორის ხდება შეტაკება, ხმლები ერთმანეთს ხვდება, მეხი ვარდება და ჭექა ისმის. მაგრამ ბრბოს არ ესმის და ვერ ხედავენ მხოლოდ ხანდახან მღელვარება იპყრობს და ხან ანელებენ ნაბიჯს და ხან კი, უჩქარებენ, ხან ერთ მხარეს მიიწევენ, ხან მეორეს. ბნელი თანამგზავრები ხანდახან შიგ ბრბოში შეიჭრებიან, მაშინ ნათლები, საშველად მოდიან. ბრბო ვერ ხედავს თუ რა ხდება, მაგრამ მას იპყრობს პანიკური შიში; ხალხი აქეთ-იქით გარბის, მიდის ბრძოლა და მკვლელობები. შემდეგ კი, ყველაფერი ჩუმდება მჭიდროდ შეყუჟულნი ხალხი გზას მიუყვებიან და მსვერპლი მკვლელის მხარდამხარ მოაბიჯებს. მაგრამ არიან ბრბოში ისეთებიც, რომელთა თვალებისთვის ყველაფერი ეს ხილულია. ისინი სხვადასხვა შეძლებისა არიან, ღარიბები და მდიდრები, ფეოდალები და გლეხები. მოდიან თავაწეულები და ეხმარებიან გვერდით მომავალთ. ისინი ხელს აშველებენ დაქანცულებს, ამხნევებენ სასოწარკვეთილებს მათ ირგვლივ სიმშვიდე და წესრიგია. შავბენლი ღრუბლები მათ თავებთან იკრიბებიან, და ელვა მათ შარავანდედით ამშვენებს. ხანაც ახლოს ჩნდებიან ნათელი აჩრდილები და ეხმარებიან მათ. უსასრულო ჯაჭვივით მოდის ბრბო, მერყეობენ, დაეხეტებიან, დაღლილები და გაურკვევლები, გალობენ მღვდლები, ლოცულობენ გლეხი გოგონები, მოძღვარი აღსარებებს იბარებს, ვაჭრობენ მოვაჭრეები, დაქრიან მათ ზევით ბნელი და ნათელი სხეულები.. უცქერის ჰუგო მის წინ გამვლელებს, გამჭოლი გახდა მისი მხედეველობა, და ხედავს იგი ყოველი მათგანის გულს. ხედავს შავბნელ ფიქრებს, ყოფით ანგარიშებს, შურს, ბოროტებას და გულგრილობას, ხოლო სიღრმეში, როგორც ძვირფასი ქვა ჩარჩოშო ჩასმული, ხედავს ჰუგო მკრთალ სინათლეს, თითქოს პატარა ლურჯი ვარსკვლავი. ხედავს იგი: მასთან დაკავშირებულია ყოველი მათგანის დარდი, ყაჩაღისაც, მღვდლისაც და ყველასი. ოღონდ ეს სევდა თვითონ ადამიანისთვის უცნობია. აივსო მისი გული ყოველი ადამიანის მწუხარებით, აივსო პირამდე და დარჩა მგლოვიარედ ჰუგო დე ლონკლი მთელი ცხოვრების მანძილზე. ისევ წინ მიიწევდა ბრბო და მოლასლასებდნენ, მხოლოდ ზოგიერთი იყო მშვიდი და სხვებს ეხმარებოდა. Mიიღო ჰუგომ ძახილი და თავაწეული შევიდა ბრბოში, და გაჰყვა მათ. შიჩუმე იყო ტაძარში, და მოწითალო სინათლით ციმციმებდა ლამპადა და ჯვარცმა.

Iდგა ჰუგო სვეტთან და ფიქრობდა რაინდის მრავალნაირ ვალზე. Dა აი ისევ გადაიწია და გაქრა ტაძრის კედელი მის წინაშე. Mისი თვალები გამრავლდნენ ისე რომ, სხვადასხვა ადგილები გაეხსნა მას ერთდროულად:

გლეხის ქოხში მიწის იატაკზე წევს მეომარი, მას თავს ადგას ქალი და დასცქერის მკვდარ შვილს. Uსაზღვროა გლოვა მისი და ცრემლებიც კი აღარ მოსდის. Qალაქში სახლის ზღურბლზე, კუთხეში, საქსოვი დაზგის გვერდით, ღარიბულ საწოლზე მკვდარივით ფერმიხდილი ქალი გამომშრალ მკერდზე იკრავს მკვდარ ბავშვს. Uაზრო თვალებით იყურება სივრცეში და ცრემლებიც არა აქვს.

მდიდრულად მორთულ საძინებელში საფრანგეთის დედოფალი დახრილა მაქმანით მორთულ აკვანთან მასში კი, ბავშვი ისვენებს და მის სუნთქვას უსმენს დედოფალი. დაინახა ჰუგომ დედები; ათასობით ქალი და გლოვის შარავანდედი დაინახა მან მათ ზემოთ. მიხვდა მაშინ მხიარული ტრუბადური, რომ არ არსებობს უფრო დიდი მწუხარება, ვიდრე დედის დარდი მომაკვდავ შვილზე. მიწყნარდა მისი დარდი საცოლეზე და დედაზე, კი არ გაქრა არამედ გახდა წმინდა და გამჭირვალე როგორც მთის ტბის წყალი...

ისევ გადაიხსნა სივრცე ჰუგოს წინაშე და ახლა მწვანე ტალღოვანმა სხივებმა მოიცვა იგი. მწუხარების ღვთაება წარმოუდგა მას. ჰუგო მუხლებზე დაეშვა და იმეორებდა: "სინათლეო ცათა, წმინდაო ვარდო..." და მისცა მან ყოვლადწმინდას მარადიული მსახურების აღთქმა. ციმციმებდა ლამპადა ჯვარცმის წინაშე, მოცისფრო აისი იცქირებოდა ეკლესიის ფერად მინებში.

მოვიდნენ რაინდები და მაგისტრი; და წარმოთქვა რაინდმა დე ლონკლმა მორჩილების, უმანკოების, სიღარიბის და წესდების დაცვის აღთქმა, მაგისტრმა ჰუგოს მხარზე ხელი დაადო, ხოლო მეორე რაინდმა მას ოქროს სარტყლები გაუკეთა. ჰუგომ ტურნირში მონაწილეობა მიიღო აჩვენა რომ მოქნილი და მამაცი მეომარი იყო და იმავე საღამოს, როდესაც ხიდი ასწიეს, შეიცვალნენ დარაჯები, და ციხესიმაგრეში სინათლეები ჩააქრეს. კუთხის კოშკში დასხდნენ მრგვალ მაგიდასთან რაინდები და მათ შორის ჰუგოც. თათბირობდნენ ერთმანეთში და უფრო ახალგაზრდები უფროსებს ეკითხებოდნენ. შესთავაზეს რაინდებმა დე ლონკლსაც რომ დაესვა შეკითხვები. მიდიოდა ბაასი, და კედელთან, ხმალზე დაყრდნობილი, იდგა ვინმე ნათელი, უხილავი რაინდებისთვის და აალებული თვალებით უცქერდა მოსაუბრეებს. როდესაც რაინდები ცდილობდნენ ეპოვნათ საჭირო პასუხი, იმ შეკითხვაზე რომელიც აღელვებდათ, გაფაციცებით იცქირებოდნენ საკუთარ თავში, მაშინ იქ გულის სიღრმეში ხვდებოდა მათი თავმდაბალი მზერა ნათელი სხეულის აალებულ თვალებს და პოულობდა მასში პასუხს.

იკითხა ჰუგომ: "ნათქვამია: თუკი გაქვს ორი სამოსი - ერთი მიეცი უპოვარს, შევძლებ კი, ასეთნაირად ყოველი უპოვარის ჩაცმას?"

რაინდმა მიუგო: "თავისუფლების შუქით შემოსე სული სენი. შეგიძლია იყო მდიდარი მთელი ქვეყნის სიმდიდრეებით, მაგრამ არ იქცე არარაობად, და შეძელი სიხარულით გასცე ყველაფერი, როდესაც სული მოითხოვს."

იკითხა ჰუგომ: "ნათქვამია: როდესაც ერთ ლოყაში გაგარტყამენ, მეორე მიუშვირე! -- შეიძლება რომ რაინდი იყოს უსულგულო?"

მიუგო რაინდმა: "რაინდისთვის ღირსებაზე მაღლა არაფერია, მაგრამ მეომრის ყველაზე დიდი ღირსებაა, რომ როდესაც ძლიერი და მამაცი ხარ, შეძლო შეაკავო შენი ხელი შეურაცხმყოფელის წინაშე, თუკი ამას მოითხოვს რაინდის სული და უდიდესი პატივი მიეგება მას ვინც სიხარულით გადაიტანს უდიდეს ტკივილს, საკუთარი სულის ერთგულებისთვის."

იკითხა ჰუგომ: "ნათქვამია: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი, - როგორ შევიყვარო სულის მკვლელი?"

მიუგო რაინდმა: "გიყვარდეს ყველა მგლოვიარე, ყველა ვისაც ემსახურები შენი ხმლით და სულით. გიყვარდეს შენი ძმები, გიყვარდეს შენს მტერში რაინდი, თუნდაც სანამ მას ხმალს დაარტყამდე. გიყვარდეს ბნელ სულში, მის მიერ საკუთარ თავში დაძლეული სინათლე."

იკითხა ჰუგომ: "ნათქვამია: დააპურე მშიერი, მიეცი წყალი მწყურვალს, ჩააცვი შიშველს. -- ხორციელს, თუ სულიერ სიკეთეს უნდა ვემსახუროთ?"

და მიუგო რაინდმა: - "ვაი იმას, ვინც პირს იბრუნებს საკუთარი მოყვასის ხორციელი საჭიროებისგან, მაგრამ ვაი იმასც, ვინც ხორციელს უთმობს მთლიანად საკუთარ თავს. დიდია მცირე საქმეთა ცდუნება. ქვიშაზე აშენებს საკუთარ სახლს ხორციელის მსახური, რამეთუ, თუ კიდევაც დააპურებს მშიერს, მას ისევ მოშივდება. თუკი დაიოკებს სულიერ შიმშილს -- საუკუნოდ იხსნის მის ძმას."

იკითხა ჰუგომ: "შეშვენის თუ არა რაინდს რომ სახლებში იაროს და ხალხთან ერთად იცხოვროს?"

მიუგო რაინდმა: "დაემსგავსე აღმოსავლეთის მეფეს, რომელიც თავისი ხალხის სიყვარულით, გადაცმული დადიოდა ქოხებში და სიკეთეს თესავდა, მაგრამ არ დაივიწყო შენი მეფური მსახურების მაღალი ამოცანები."

იკითხა ჰუგომ: "იწვევენ თავისთან რაინდს, ღმერთის მადიდებლები, ეძახიან მას სახემლმწიფოს საქმეებში მონაწილეობისთვის, იწვევენ კოჭის მოთამაშეები და ლამაზ ქალთა საზოგადოება და სწავლული მეცნიერები ესაუბრებიან მას სიბრძნის, თეოლოგიისა და ხელოვნების შესახებ, რომელი გზით უნდა იაროს რაინდმა?"

მიუგო რაინდმა: "იარე შენი გზით: უპირველეს ყოვლისა - რაინდი მოგზაურია და ქვეყანა მისთვის ჰგავს ვაკეს რომელიც გადავეთილია მრავალი მდინარეებით. გადადის იგი მდინარეებზე, მაგრამ გაყოლით არცერთს თავს არ წააყვანინებს, რამეთუ მოგზაურია და პილიგრიმების გამცილებელია რაინდი, და თავისი მიზნისკენ მიდის იგი."

ასეთნაირად ტრუბადური ჰუგო დე ლონკლი დაადგა რაინდული მსახურების გზას. და იყო მისი გზა ძნელი და სიხარულით აღსავსე. მრავალი გმირობა ჩაიდინა ჰუგომ, და ლოცვებით შესთხოვდა ყოვლადწმინდას, რომ მომკვდარიყო ბრძოლის ველზე, რამეთუ არ არის ლამაზი როცა რაინდი სახლში კვდება.
anuchi
ტამპლიერები და საქართველო , ქართველი მასონები

როგორც მასონები ისე ტამპლიერები ძალიან დიდ და გავლენიან ორგანიზაციას წარმოადგენდნენ . პირადად მე ტამპლიერობას და როტშილდების ბანკ-მასონობას ერთმანეთისაგან ვანსხვავებ . ბანკ-მასონებმა საკუთარი თავი ჩათვალეს ტამპლიერების შთამომავლებად რადგან ტამპლიერებმა შექმნეს პირველი საბანკო სისტემა ევროპაში და ამ საბანკო სისტემით ისინი მართავდნენ ევროპის მონარქიებს . ტამპლიერები სულაც არ იყვნენ დაკავშირებულნი სოლომონის ტაძართან მასონებმა კი თავიანთ კერპად და მასონობის ჩამომყალიბებლად მიიჩნიეს ხირამი - სოლომონის ტაძრის არქიტექტორი და რადგანაც ისინი ახალი მსოფლიოს შექმნას უწოდებენ სოლომონის ტაძრის მშენებლობას აქედან გამომდინარე ისინი ხირამს მიიჩნევენ მასონობის არქიტექტორად . ხირამმა შექმნა თავისი მშენებლებისათვის საიდუმლო ენა რითიც იგი ერთმანეთისაგან ანსხვავებდა მუშების სხვადასხვა კლასებს რითიც სათავე დაუდო მასონური , საიდუმლო ენის შექმნას .

წიგნის გეგმა შემდეგნაირია : სახელწოდება " ქართველი მასონები და ქართული საიდუმლო საზოგადოებანი "

1 ) მასონობის ზოგადი მიმოხილვა
2 ) ტამპლიერები და საქართველო
3 ) პირველი ქართველი მასონი - მიხეილ ბარათაშვილი და მის მიერ დაარსებული ლოჟა " სათნოების გასაღები "
4 ) 1832 წლის შეთქმულება და პირველი ქართული მასონური , საიდუმლო საზოგადოება
5 ) 20 - ე საუკუნის 1/4 ის ქართველი მასონები ; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და მასონობა
6 ) სტალინი - ქრისტიანული საიდუმლო ორდენის წევრი
7 ) დასკვნა

დავიწყოთ თავიდან . ჯერ - ჯერობით ვალაგებ ინფორმაციას ტამპლიერებისა და საქართველოს ურთიერთობებზე . ახლა კი დავდებ მოკლე ბიოგრაფიას პირველი ქართველი მასონის მიხეილ ბარათაშვილის შესახებ .

მიხეილ პეტრეს ძე ბარათაშვილი (ბარათაევი) ქართველი ისტორიკოსი, ქართული მეცნიერული ნუმიზმატიკის ფუძემდებელი, ქართული და აღმოსავლური მონეტების კოლექციონერი.
მიხეილ ბარათაშვილი რუსეთში ვახტანგ VI-თან ერთად გადახვეწილი ქართველი თავადის შთამომავალი იყო. მამამისი, პეტრე, ციმბირის გუბერნატორად მსახურობდა და ჰქონდა გენერალ-პორუჩიკის წოდება.

1820-1835 წლებში ბარათაშვილი იყო სიმბირსკის თავადაზნაურობის წინამძღოლი. ამ პერიოდში სიმბირსკში დააარსა მასონთა ლოჟა "სათნოების გასაღების" სახელწოდებით. 1826 დააპატიმრეს დეკაბრისტების აჯანყებასთან დაკავშირებით, მაგრამ მამხილებელი მასალის უქონლობის გამო (ბარათაშვილმა მოსპო თავისი მიმოწერა და სხვა საბუთები) მალე გაათავისუფლეს. დეკაბრისტებთან მისი იდეური სიახლოვე ეჭვგარეშეა. შემდეგში ბარათაშვილი კავკასიაში გაამწესეს და საქართველოს საბაჟო ოლქის უფროსად მსახურობდა. 1844 წ. სახელმწიფო სამსახურიდან გადადგა.

ძველი ქართული მონეტების აღწერა, კლასიფიკაცია და დათარიღება მოცემულია ბარათაშვილის ფუნდამენტურ ნაშრომში "საქართველოს სამეფოს ნუმაზმატიკური ფაქტები" (სპბ., 1844, რუსულ და ფრანგულ ენებზე), რისთვისაც არჩეულ იქნა პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრად. ამ ნაშრომით საფუძველი ჩაეყარა ქართულ ნუმიზმატიკის მეცნიერულ ტერმინოლოგიასაც. ბარათაშვილმა გამოიგონა და გამოიყენა ძველი მონეტების ზუსტი პირების დამზადების ხერხი. ქართულ ისტორიოგრაფიაში მან პირველმა მიაქცია ყურადღება VI საუკუნის კლასიკურ საისტორიო წყაროებში დაცულ ცნობას ქ. თბილისის შესახებ. ბარათაშვილის ისტორიოგრაფიულ მემკვიდრეობას გასდევს ღრმად პატრიოტული და პროგრესული კონცეფცია ქართველთა და საქართველოს ერთიანობის შესახებ. ნიკოლოზ ბარათაშვილმა მას მიუძღვნა ლექსი "საფლავი მეფის ირაკლისა".



სადღაც გადავწყდი..

© aznauri
Prieuré de Sion
anuchi
ციტატა
Prieuré de Sion

თანამფორუმელო, ნუ დაიზარებ და მოგვიყევი შენ ნიკზე.. რაც ვიკიპედიაში არ წერია

კარგი შევეცდები smile.gif არ გვინდა ვიკიპედია განსაკუთრებით ქართულ ვიკიპედიაში დიდი არც არაფერი წერია. სიონის პრიორატი რათქმაუნდა არის ერთ-ერთი საიდუმლო ორდენი თუ ორგანიზაცია, მაგრამ მათ გასაიდუმლოებას თავისი მიზანი აქვს, ეს მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ ისინი თავს იცავენ კათოლიკური ეკლესიის გამანადგურებელი დარტყმისგან. გავიხსენოთ ტამპლიერების ბედი რომლებიც მოტყუებით და ვერაგულად აღგავეს მიწისაგან პირისა, ყოველ შემთხვევაში მათი დიდი ნაწილი და წელში გატეხეს მათი ორდენი, დღეს უკვე საკითხავია არსებობენ კი ისინი როგორც "ტამპლიერები"? მე ვფიქრობ აღარ. მათ თავისი საქმე გააკეთეს და ფორმა შეიცვალა რომელსაც უკვე სიონის პრიორატი ქვია. საინტერესოა კითხვა და რატომ დაუპირისპირდნენ ტამპლიერებს? სწორედ იმიტომ რომ მათ როგორც ზემოთ იყო აღნიშნული სოლომონის ტაძრის ნანგრევებში მიაგნეს განძს, აქ მთავარია გავიაზრით რომ ეს განძი რა მნიშვნელობის არის, ლოგიკურია აქ იყოს "საკრალურ საიდუმლოებაზე" საუბარი და არა რაღაც მატერიალურ განძზე. რაც დაემუქრა არსებულ ქრისტიანულ სამყაროს სიცრუის ფარდის ახდით, ეს გამოიწვევდა რადიკალურ ცვლილებაბს, ისინი იძულებული იქნებოდნენ ეღიარებინათ, რომ "ჩვენ ამდენი წლის მანძილზე ვიტყუებოდით", ეს საიდუმლოება შეცვლის სამყარის, მთელ ქრისტიანულ მსოფლმხედველობას, სწორედ ამის შეეშინდათ კათოლიკურ ეკლესიას და მათ თავიდან მისცეს მოჩვენებითრი დაცვის და ხელშეუხებლობის გარანტია. სიონის პრიორატი წარმოადგენს მემკვიდრეს ტამპლიერების ორდენის, მეტად ორგანიზებულს და მეტი დაცვის გარანტიებით. მესმის რთულია მითუმეტეს მართმადიდებელმა, რომელიც თავისი ბუნებით ორთოდოქსია და კონსერვატორი, მიიღოს ეს სიმართლედ და ამაზე დაფიქრდეს, ყოველ შემთხვევაში მანამდე სანამ ჯერ კიდევ ცოდნა დაფარულია.
che
ციტატა
ისეთ საიდუმლოებას რა ვუთხარი, რომელზეც ცნობები მოგვეპოვება და თუ მართლაც დიადი ორგანიზაციებია, მაშინ ყველა ცნობა მათ შესახებ - მცდარია და პირიქით, თუ ცნობები ნამდვილია - მაშინ ორგანიზაციაა ბანძი

უკაცრავად მაგრამ ჩვენ ვიგებთ ინფორმაციის იმ რაოდენობას რამდენიც მათ უნდათ და ეს თავის გასაკეთებელს აკეთებს. წარმოდგენა, რომ ეს ყველაფერი მოგონილია და ტყუილია ცოტა არ იყოს და "სირაქლემის პოზაში" ყოფნას გავს, მასონების შედეგი ყველგან ნათლად იგრძნობა, ამაზე თვალების დახუჭვა აღარ შეიძლება და ეს შემაშფოთებელია. freemasons ჩემი მეგობარია და ალბათ არ მიწყენს, მაგრამ მე არ მინდა მასონური მსოფლიო, ყველგან იგრძნობა მათი არსებობა, მათი გეგმები ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, არმინდა გავხდე მასონური მსოფლიო ხელისუფლების, ჩიპით მართული მორჩილი მოქალაქე. მიზეზებს შემდგომ ვიტყვი დიდი თემაა საკმაოდ.
ბევრი ფიქრობს, რომ სიონის პრიორატი და მასონები ერთი და იგივეს ემსახურებიან, არამც და არამც. მასონები თავიაანთი რწმენით ათეისტები არიან, ის უფრო პოლიტიკური ორგანიზაციაა, უფრო სოციალური მოვლენა. სიონის პრიორატი ეს სულიერი მხარეა, ქრისტეს ჭეშმარიტი მრწამსი, შინაარსობრივად და იდეოლოგიურად გნოსტიკოსები არიან, რომლებიც გაცილებით ადრე იღებენ სათავეს, ახ.წ.აღ. I-II საუკუნეებიდან. შემდგომ მათ უკვე მიიღეს ორგანიზაციის სახე ობიექტური მიზეზების გამო, რომ დაეცვათ საიდუმლოება.
რას იცავს სიონის პრიორატი? ისინი იცავენ უძველეს გნოსტიკურ სახარებებს სადაც ცოტა სხვა რეალობაა, იცავენ ქალღვთაების შესახებ ცოდნას, იცავენ ქრისტეს ჭეშმარიტების ცოდნას. rolleyes.gif
che
საკუთარ ნაწერებს ეწინააღმდეგები smile.gif
anuchi
Prieuré de Sion

ძალიან მიხარია რომ ჩვენს ფორუმზე დარეგიტრირდით შენ და შენი მეგობარი, საინტერესოდ წერ და აზროვნებ.. სიამოვნებით წავიკითხავ კიდევ შენს პოსტებს smile.gif მე სამწუხაროდ არ მაქვს მაგდენი ინფორმაცია და ვერაფერში შეგეკამათები.. sad.gif


ციტატა
არმინდა გავხდე მასონური მსოფლიო ხელისუფლების, ჩიპით მართული მორჩილი მოქალაქე


"არ მინდა ვიყო ამ სამხედრო მანქანის ნაწილი.." გამახსენდა.. tongue.gif მარა არაფერ შუაში არაა biggrin.gif
anuchi
Prieuré de Sion

ციტატა
განძს


"გრაალის თასს" გულისხმობ ალბათ ხომ? unsure.gif
Illegal Astronaut
ციტატა
ჩიპით მართული მორჩილი მოქალაქე.


სტუდია გრაალის გადაღებული ფილმეის ყურებას შეეშვი ჯერ... biggrin.gif biggrin.gif
anuchi
† Lord Borgeze †

დაანებე თავი რა გინდა, ადამიანს თავისი აზრებბი აქვს dry.gif თითოეული ადამიანის მსოფლმხედველობის გაცნობა საინტერესოა smile.gif ^^
Illegal Astronaut
anuchi

დანებებული მაქვს, უბრალოდ ჩიპით მართულ მსოფლიო მოქლაქეებზე და სატანის ნადიმებზე საუბრები გულიანად მაცინებს.. smile.gif
sandro_piramida
ავტობუსებში რომ პლასტიკური ბარათებია ეგ მაქვს და უკვე ვატყობ რომ რაღაც ზებუნებრივი ცდილობს ჩემს დაპატრონებას.. sleep.gif sleep.gif მაგრამ უკვე ვეღარც ვიშორებ ((
anuchi
† Lord Borgeze †

შენი პოზიციაც გასაგებია, მაგრამ აცადე ადამიანს მაინც.. თან მე მაინტერესებს biggrin.gif

sandro_piramida

ნუ აოFFებ რაა, აქ ანტიქრისტეზე არავინ საუბრობს dry.gif
sandro_piramida



ციტატა
ნუ აოFFებ რაა, აქ ანტიქრისტეზე არავინ საუბრობს


ანუ ანტიქრისტეზე რომ ვსაუბრობდეთ მაშინ არ იქნებოდა გაოFFება ეგ პოსტი? უბრალოდ მიჭირს თავის შეკავება როდესაც ამ მითიური ჩიპების (ეკითხები - რა ჩიპი? გპასუხობს - ჩიპი რა, გმართავს!(ყველაფერი ნათქვამია და ახსნილია ამით!)) შესახებ ლეგენდებს გვიყვებიან laugh.gif laugh.gif

[Posted=0 ]

[Posted by 212.58.112.141 via http://webwarper.net This is added while posting a message to avoid misuse.
Try: http://webwarper.net/webwarper.exe Example of viewing: http://webw=0 ]
anuchi
sandro_piramida

ჩიპები, კოდები მაჯაზე.. ბევრ ადამიანს სჯერა და მაგ აზრსაც აქვს არსებობის უფლება.. ვახ smile.gif

მაგრამ ეს თემა საიდუმლო ორგანიზაციებზეა, ერთ წინადადებას ნუ გამოეკიდებით.. მაგაში ისედაც ყველანი მაგრები ხართ biggrin.gif
freemasons

ციტატა
.freemasons ჩემი მეგობარია და ალბათ არ მიწყენს, მაგრამ მე არ მინდა მასონური მსოფლიო, ყველგან იგრძნობა მათი არსებობა, მათი გეგმები ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, არმინდა გავხდე მასონური მსოფლიო ხელისუფლების, ჩიპით მართული მორჩილი მოქალაქე. მიზეზებს შემდგომ ვიტყვი დიდი თემაა საკმაოდ.



რატომ უნდა გიწყინო?არც მე მინდა ვინმემ მმართოს.მაგრამ საქმე მაგაში არააა .საქმე იმაშია,რომ თვითონ ეს იდეაა ძალიან საინტერესო.
რასაც მასონები გარკვეულწილად ახერხებენ კიდეც.
freemasons
დღესდღეობით კი მსოფლიოს მართვა,მასონების იდეა ადვილად განხორციელებადია
freemasons
ციტატა(anuchi @ Oct 30 2009, 11:11 AM) *
Prieuré de Sion

ციტატა
განძს


"გრაალის თასს" გულისხმობ ალბათ ხომ? unsure.gif


სწორედ ეგაა სიონის პრიორატის უდიდესი საიდუმლო.
ვინ იცის იქნებ გრაალი სულაც არ არის ჭურჭელი
anuchi
freemasons

http://www.lib.ge/body_text.php?7351

აი ეს წაიკითხე ძალიან საინტერესოა smile.gif
freemasons
.anuchi

ეს კარგია ,მაგრამ,მე სულ სხვა ვიგულისხმე.კერძოდ ის რომ,პრიორატს წმინდა გრაალი სულაც არ მიაჩნია ჭურჭლად.ისინი ამბობენ,რომ გრაალი წმინდა ადამიანია.

smile.gif
Dasisdas
ეჰ, ძმებო, რა უნდა მსოფლიოს მართვას?! smile.gif სულაც არ მიკვირს... მაგრამ, არსებობს ქვეყანაზე ბევრად უფრო მარტივი, სადა და უპრეტენზიო ფასეულობები... მსოფლიოს მართვა უკანასკნელების საქმეა... თუმცა, ვერც ვერავინ გეტყვით ზუსტად და ერთმნიშვნელოვნად თუ ვინ არის პირველი და ვინ უკანასკნელი... ხშირად სულაც ერთმანეთში ერევათ და ეს ასეც უნდა იყოს, ალბათ... ნუ, თქვენი განხილვა საინტერესოა და მეტად აღარ ჩავერევი... wink.gif
freemasons
იუდას სახარება



იუდას სახარება არის დოკუმენტი, რომელსაც კაენიტები, ადრეული ქრისტიანული გნოსტიკური სექტა, იყენებდნენ, და რომელიც 2006 წელს გამოქვეყნდა ნაწილობრივი რეკონსტრუქციის შემდეგ.

დაახლოებით 50-მდე ნამუშევარი არსებობს, რომელსაც მიიჩნევენ ადრეული ეკლესიის "სახარებებად", თუმცა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მხოლოდ 20 მათგანზე არსებობს, რომელთაგან ოთხი მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს კანონიკური სახარებებია. იუდას სახარება ერთ-ერთია 16 დანარჩენი სახარებიდან, რომელთა შესახებ გარკვეული ინფორმაცია ისტორიულად შემონახულ იქნა ადრეულ ეკლესიურ ნაწერებში.


იუდას სახარების მანუსკრიპტის რადიოკარბონულმა დათარიღებამ ის მე-3 და მე-4 საუკუნეებს მიაკუთვნა. შედარებისთვის ყველაზე ძველი ფრაგმენტი იოანეს სახარებიდან - პაპირუსი P52 - თარიღდება 125 წლით. თუმცა იუდას სახარებას მიიჩნევენ უფრო ძველი დაახ. 130 წლის მანუსკრიპტის ასლად. ეს დაახ. 100 წელიწადშია იესოს გარდაცვალების ბიბლიურ თარიღიდან.

იუდას სახარება თავდაპირველად ბერძნულად უნდა ყოფილიყო დაწერილი, ტუმცა მანუსკრიპტი ძველ კოპტურ ენაზეა. უეჭველია, რომ იუდას სახარების ავტორად იუდა ისკარიოტელს არ მიიჩნევენ, თუმცა მკვლევარებს ახალ აღთქმაში იოანეს სახარების ავტორობაზეც მრავალი ეჭვი აქვთ.
=SYD=
† Lord Borgeze †
ციტატა
დანებებული მაქვს, უბრალოდ ჩიპით მართულ მსოფლიო მოქლაქეებზე და სატანის ნადიმებზე საუბრები გულიანად მაცინებს.. smile.gif

არ იცი რომ 2012 წლის 21 დეკემბერს რომ უნდა იყოს ანტიქრისტეს მხარდამჭერი საბოლოო ნადიმი?? biggrin.gif biggrin.gif
Prieuré de Sion
che
ციტატა
საკუთარ ნაწერებს ეწინააღმდეგები

იქნებ დამიკონკრეტო სად არის წინააღმდეგობა?
anuchi
ციტატა
"გრაალის თასს" გულისხმობ ალბათ ხომ?

კი "გრაალის თასი" ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლოა რასაც პრიორატი იცავს, მაგრამ ის არ უნდა გავიგოთ როგორც რაიმე მატერიალური ნივთი, რაღაც ჭურჭლის მსგავსი, გრაალი წარმოადგენს წმინდა ადამიანს, წმინდა ქალს როგორც ეს freemasons აღნიშნა მარიამ მაგდალინელს.
† Lord Borgeze †
ციტატა
სტუდია გრაალის გადაღებული ფილმეის ყურებას შეეშვი ჯერ...

შენ წარმოიდგინედა სტუდია გრაალის გადაღებულ ფილმებს არ ვუყურებ, ალბათ ამას ვერ აღიქვამ მაგრამ რას ვიზავთ...სიცილს არავინ გიშლის შეგიძლია თავისუფლად გააგრძელო. მესმის ეს ცოდნა ყველაზე ვერ იქნება გათვლილი... wink.gif
sandro_piramida
ციტატა
ავტობუსებში რომ პლასტიკური ბარათებია ეგ მაქვს და უკვე ვატყობ რომ რაღაც ზებუნებრივი ცდილობს ჩემს დაპატრონებას.. მაგრამ უკვე ვეღარც ვიშორებ ((

არადა არ მეგონა თუ ავტობუსებშიც შეაღწიეს "მათ". biggrin.gif ეს უკვე საინტერესოა...და თავს რითი იცავ? unsure.gif


-რათქმაუნდა რეაქცია ბუნებრივია. ჩვენ ბევრი რამის დანახვა არ გვინდა რადგან ისე უფრო კომფორტულად ვგრძნობთ თავს, მაგრამ საინტერესოა სადამდე...!
=SYD=
ციტატა
კი "გრაალის თასი" ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლოა რასაც პრიორატი იცავს,

მიჰყევით ამ ბმულს თუ შეიძლება.

ციტატა
მესმის ეს ცოდნა ყველაზე ვერ იქნება გათვლილი... wink.gif

rofl.gif rofl.gif rofl.gif

ციტატა
და თავს რითი იცავ? unsure.gif

გააჩნია რას გულისხმობთ
freemasons
ნიკეის პირველ საეკლესიო კრებაზე,რომელსაც კონსტანტინე დიდი უძღვებოდა ეკლესიამ შეაჯერა ეს სახარებები.სადაც ქრისტეს ამ ქვეყნიური ცხოვრების დეტალები უფრო ვრცლად იყო მოცემული (ანუ სადაც მაგდალინელი და ქრისტეს ურთიერთობა გვხვდებოდა) ის სახარებები უვარგისად ცნო და გადაწყვიტა გაენადგურებინა,მაგრამ ეს როგორც ჩანს ვერ შეძლო.
ვარაუდობენ იმასაც, რომ ამათ შორის,როგორც მაგდალინელის ,ასევე ქრისტეს სახარებებიც იყო
Illegal Astronaut
ციტატა
მაგრამ ის არ უნდა გავიგოთ როგორც რაიმე მატერიალური ნივთი, რაღაც ჭურჭლის მსგავსი


დაასკვნა მან.. wink.gif და რა იცი თუ საიდუმლო არ არის? იქებ მართლა ის თასია რომელშიც ქრისტეს სისხლი ჩაიღვარა.. smile.gif smile.gif


ციტატა
ალბათ ამას ვერ აღიქვამ მაგრამ რას ვიზავთ


ეჰ რაRa მეშველება აწი... :S
freemasons
ალბათ ამას ვერ აღიქვამ_ეს არასწორია
ალბათ ამის აღქმა არ გინდა_ესაა უფრო შესაფერისი

Illegal Astronaut
ციტატა
ალბათ ამის აღქმა არ გინდა


ნუ ესეც რამდენაა სწორი ეჭვი მეპარება... მე არაფერს ვიჯერებ ჭორის დონეზე.. smile.gif

სანამ არ გამოჩნდება ჩიპით დამონებული და მარჯვენა ხელ დასახიჩრებული ადამიანების მთელი კასტა მანამდე შეთქმულების თეორიებზე თავის მტვრევა და იმის ძახილი რო მსოფლიოს ჩიპებით "მასონები და ბოროტები" მართავენ ბავშვობად მიმაჩნია.. wink.gif
anuchi
† Lord Borgeze †

ციტატა
ეჰ რაRa მეშველება აწი... :S


შენი პსოტები სულ მარგალიტებად რატო მეჩვენება? biggrin.gif

პს.სკაიპში რო შემოხვალ შემომეხმიანე..
freemasons
მე არაფერს ვიჯერებ ჭორის დონეზე.


biggrin.gif biggrin.gif
=SYD=
freemasons
ციტატა
მე არაფერს ვიჯერებ ჭორის დონეზე.

და რა არის ამაში სასაცილო?
che
Prieuré de Sion

როგორ რაღაცას ამბობ იცი? მსოფლიოს ყველაზე დიდ საიდუმლოს ერთ ფრაზაში ატევ და თან წერ გეიმთივის ფორუმის ერთ-ერთ თემაში.. და რაღაა მაშინ საიდუმლო თუ ყველაფერი ისედაც ასე ნათელია? smile.gif ვარსკვლავებს ეთამაშებით და იმდენს კი აღარ საზღვრავთ, რომ ხელისგულისოდენები მხოლოდ დედამიწიდან ჩანან და ახლოდან კი დედამიწაზე დიდებ არიან..
Prieuré de Sion
=SYD= რა მაინტერესებსდა sandro_piramida და † Lord Borgeze † მაგივრად გადაწყვიტე პასუხების გაცემა? და თან მგონი პასუხებს სულაც არ გავს, ეს უფრო პათეთიკაა... wink.gif


freemasons სწორად აღნიშნე ნიკეის საეკლესიო კრებაზე დაედო ტაბუ გნოსტიკურ სახარებებს, სადაც ქრისტეს რეალური მრწამსია გადმოცემული, ქრისტეს ცხოვრება, სადაც საუბარია დუალიზმის პრინციპზე და ა.შ. კონსტანტინე საკმაოდ გამჭრიახი პოლიტიკოსი იყო და მან დაინახა, რომ ქრისტიანობა ძალას იკრებდა და მოვლენებს დაასწრო, ასევე მან ეს გამოიყენა რომის იმპერიის შემდგომი გაერთიანებისთვის. მაგრამ მას ცოტა სხვაგვარი რეალობა სჭირდებოდა მასის სამართავად, ამიტომ მან მოაწყო ნიკეის საეკლესიო კრება და კენჭისყრით გადაწყდა მრავალი საეკლესიო საკითხი.მაგალითად, აღდგომის თარირი, ეპისკოპოსთა როლი, წმინდანთა შერაცხვის წესი და რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია დაფარეს ქრისტეს და მაგდალინელის ურთიერთობა, დაფარეს ქალის-მაგდალინელის როლი ქრისტიანულ ფილოსოფიაში, რატომ? იმიტომ და არ აწყობდათ გაბატონებულ "სექსისტ" საზოგადოებას ქალის როლიც ცნობა და ის განიდევნა ქრისტიანული სამყაროდან, მაგრამ მიუხედავად ამისა მისი მთლიანი დისკრიმინაცია ვერ შეძლეს, შეუძლებელია ყველაფრის გააყალბება და თვალებში ნაცრის შეყრა, მაგდალინელი ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა ჯვარცმის, აღდგომის, რატომ ამაზე არავინ არ აკეთებს აქცენტს? გავიხსენოთ ვინ იყო პირველი ვისაც აღდგომის შემდეგ ენახვება ქრისტე, სწორედ მაგდალინელს და არა პეტრეს ან პავლეს. გავიხსენოთ ვის ხელებში იღებება კვერცხი წითლად რაც დასტური იყო ჭეშმარიტების.
=SYD=
ციტატა
"სექსისტ" საზოგადოებას

ეს მომეწონა biggrin.gif

ციტატა
რა მაინტერესებსდა sandro_piramida და † Lord Borgeze † მაგივრად გადაწყვიტე პასუხების გაცემა?

ამაზე საჭიროა პასუხი გავცე?

anuchi
=SYD=

biggrin.gif biggrin.gif :*


freemasons
ციტატა
მსოფლიოს ყველაზე დიდ საიდუმლოს ერთ ფრაზაში ატევ და თან წერ გეიმთივის ფორუმის ერთ-ერთ თემაში.. და რაღაა მაშინ საიდუმლო თუ ყველაფერი ისედაც ასე ნათელია?


che
შენვე ამბობ რომ დიდი საიდუმლოა და რაღას კითხულობ მის სინამდვილეზე?
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2019 Invision Power Services, Inc.