დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: ოთარ საბაშვილის გუნდი
რა? სად? როდის? ფორუმი > ძირითადი კატეგორია > არქივი
გვერდი: 1, 2, 3, 4
mateus
დღეს, 29 ნოემბერს, 23:00 საათზე რუსთავი-2ის ეთერში გაიმართება 2009 წლის ფინალური(ზამთრის) სერიის პირველი შესარჩევი თამაში,
მაყურებლებს დაუპირისპირდება ოთარ საბაშვილის გუნდი:

http://gametv.ge/index.php?section=2&lang=GEO

გუნდის შემადგენლობა:

ეკა ჩხარტიშვილი
გიგა სულაძე
არჩილ მაჭავარიანი
სერგი კაპანაძე
გოგა ტარიელაშვილი
ოთარ საბაშვილი (კაპ.)

ვუსურვოთ გუნდს წარმატება!!!
Annie
წარმატებები !! wub.gif
GEORGIAN GIRL
აჩი აბა შენ იცი!!! წარმატებები!!! batting.gif
mateus
ეჰჰ, რომელს ვუყურო, ამ გუნდის თამაშს თუ ბარსა-რეალს??!!! )))
GEORGIAN GIRL
ციტატა(mateus @ Nov 29 2009, 11:02 PM) *
ეჰჰ, რომელს ვუყურო, ამ გუნდის თამაშს თუ ბარსა-რეალს??!!! )))

აბაა,რთული არჩევანია ძალიან...თუმცა კლასიკო არ გავს თავის თავს,მაინც ვერ ვრთავ იქით ... batting.gif
Stumari
ვუსურვებ წარმატებებს
ბიბი
mateus
ციტატა
ეჰჰ, რომელს ვუყურო, ამ გუნდის თამაშს თუ ბარსა-რეალს??!!! )))

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

რო გითხრათ პირველსთქო, უყურებ? biggrin.gif
Stumari
მგონი აგებენ sad.gif
ბიბი
Stumari
ციტატა
მგონი აგებენ

ამაქაჩვა არ გაუჭირდებათ, მე მჯერა ამ გუნდის და მათი სუპერ კაპიტნის უდიდესი შესაძლებლობების smile.gif
okicha
კარტოფილი მაგარი იყო biggrin.gif
Stumari
ბრავო ძალიან კარგად ითამაშეს
likunebi
კარგი თამაში იყო .
ბრავო !
ეკა გილოცავთ.იმედია ფინაშლი გახვალთ .
muxo
ბრავო!!!!!
ბიბი
მე მეტს ველოდიიიი sad.gif ბევრად მეტს sad.gif
რვანიშნა
ჰაჰა, ღიმილი პირველ წამზე ავიღე (ოღონდ ეხლა არ დამცხოთ, ვიცი რომ იქ ვერ ავიღებდი და ა.შ. biggrin.gif)
მაგრამ სხვას არავის მოგეჩვენათ, რომ მარტივი შეკითხვა იყო?

პ.ს. მთლიანობაში კარგად ითამაშეს. რამოდენიმე შეკითხვა მართლა კარგად აიღეს. ბასრი, მაგალითად.
KGB
ბრავო ოთარ და ბრავო სრულიად გუნდს smile.gif

0:3-დან 6:4 მაგარი სედეგია თა საკმაოდ ნორმალური სირთულის კითხვებზე smile.gif
Stumari
მთლიანობაში კარგი თამაში იყო თავიდან ცოტა ავღელდი მაგრამ ბოლოს ჰეფფი ენდი კარგი იყო. მომეწონა კითხვა ნინო ჭავჭავაძეზე და ჯოკონდაზე
diletanti
ციტატა(ბიბი @ Nov 29 2009, 11:27 PM) *
Stumari
ციტატა
მგონი აგებენ

ამაქაჩვა არ გაუჭირდებათ, მე მჯერა ამ გუნდის და მათი სუპერ კაპიტნის უდიდესი შესაძლებლობების smile.gif


სოფო, მერე ტოტალიზატორში წამომყევი რა biggrin.gif საიდან მიხვდი 0:3 რო ამოქაჩავდნენ ohmy.gif

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif



კარგი თამაში იყო ნამდვილად.
ბიბი
diletanti
ციტატა
სოფო, მერე ტოტალიზატორში წამომყევი რა საიდან მიხვდი 0:3 რო ამოქაჩავდნენ

wink.gif

არ გამოგადგები ტოტალიზატორისთვის biggrin.gif
kruela
მაგრები ხართ, ამის მერე ნებისმიერ გუნდს გაუჭირდებოდა ამოქაჩვა:


WDC
kruela
ქუჩულორია რა გველურად იცინის biggrin.gif
alexander
ცუდად დაუჯდათ თავიდან შეკითხვები რთულები წამოვიდა!

ვნახოთ სხვებს როგორი ექნებათ blush.gif

ძალიან მაგარი გუნდია, თან შეთამაშებული ბევრისგან განსხვავებით smile.gif
lomski
არამგონია ასეთ კითხვებზე სხვა გუნდს ეს თამაში გადაერჩინა... მძიმედ დაიწყეს ისე......ეს არის გუნდი ვარსკვლავი! ნუ, ბრავო კაპიტანს, ყველაზე რთულ მომენტში გამოიჩინა თავი და საუკეთესოც მას ეკუთვნოდა!

პ.ს. ქალური ბედნიერება მაგარი იყო rofl.gif
OTARI
lomski
მადლობა.

ისე, ქალური ბედნიერება მართლა მაგარი ვერსია იყო, კიდე კარგი, არ ვუპასუხეთ rofl.gif rofl.gif
kruela

lomski
OTARI
smile.gif
Tengobarca
kruela
ციტატა
მაგრები ხართ, ამის მერე ნებისმიერ გუნდს გაუჭირდებოდა ამოქაჩვა:

კაპიტანი ბარსას ფანია და არც უნდა გაგვიკვირდეს, ის რომ ბოლომდე იბრძოლა smile.gif

ვულოცავ გუნდს წარმატებას... smile.gif
ფიროსმანზე 5-იანში გაარტყი აჩი, ბრავო
kruela
Tengobarca
მე სხვანაირად ვიტყოდი - ბაქრაძის არყოფნაში ოთარი გალახადის კაპიტანია! tongue.gif
Tengobarca
kruela
ციტატა
მე სხვანაირად ვიტყოდი - ბაქრაძის არყოფნაში ოთარი გალახადის კაპიტანია!

ეხლა ფინალს გავიხსენებ biggrin.gif

კონკრეტულად ამ თამაშზე ვამბობ smile.gif ბაქრაძე რას იზამდა ამ თამაშში აბა რა ვიცით? smile.gif არ მინდა მათი შედარება : )
kruela
Tengobarca
რა ფინალს და ამ თამაშთან ბაქრაძე რა შუაშია? biggrin.gif biggrin.gif
Tengobarca
kruela
რაღაც ვერ გავიგე რა მომწერე..

დღევანდელ(აწ უკვე გუშინდელ) თამაშში ბაქრაძემ ითამაშა და მალავთ თU როგორაა ჩემი საქმე? biggrin.gif
ფინალში, ჩემპიონთა ლიგის ფინალი ვიგულისხმე, რახან ამ შემთხვევაში ოთართან გიორგი ახსენე smile.gif
Akuna Matata
კაი თამაში იყო, მაღრაძეს მადლობა "კარტოშკა" -სთვის smile.gif))) მართლა რთული იყო ამ თამაშიდან გუნდის ლიდერის გამოვლენა .. ყველამ, ერთნაირად კარგად ითამაშა! smile.gif გილოცავთ, გილოცავთ, გილოცააავთ!!! კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ხართ! smile.gif
Akuna Matata
უი , სულ გადამავიწყდა )))

ბარსა! ბარსა! ბარსა! (party) (inlove)
kruela
ციტატა(Tengobarca @ Nov 30 2009, 02:09 AM) *
kruela
რაღაც ვერ გავიგე რა მომწერე..

დღევანდელ(აწ უკვე გუშინდელ) თამაშში ბაქრაძემ ითამაშა და მალავთ თU როგორაა ჩემი საქმე? biggrin.gif
ფინალში, ჩემპიონთა ლიგის ფინალი ვიგულისხმე, რახან ამ შემთხვევაში ოთართან გიორგი ახსენე smile.gif


არც ბაქრაძეს უთამაშია და ჩემპიონთა ლიგა რა შუაშია საერთოდ smile.gif
რა მოგწერე და ბოლომდე ბრძოლა გალახადის კაპიტნის თვისებაა smile.gif)
WDC
kruela
ციტატა
რა მოგწერე და ბოლომდე ბრძოლა გალახადის კაპიტნის თვისებაა smile.gif)

და მთლიანად გალაჰადის :*
Tengobarca
kruela
ციტატა
ჩემპიონთა ლიგა რა შუაშია საერთოდ

რახან ბარსა ვახსენე, ვიფიქრე როგორც მანჩესტერის გულშემატკივარმა, თავისი კანდიდატურა წამოაყენათქო biggrin.gif

ციტატა
რა მოგწერე და ბოლომდე ბრძოლა გალახადის კაპიტნის თვისებაა

ვინ გედავება მერე? biggrin.gif
GEORGIAN GIRL
ელ კლასიკოს გადამკიდე არ მიყურებია,იმედია ვიდეო მალე დაიდება არა? batting.gif batting.gif batting.gif batting.gif
WDC
ისე, ოთარას არ გაუმართლა, ყველა იმ ყოვლად მოსაწყენ კლასიკოს უყურებდა sad.gif
Tengobarca
მერე აგერ არაა? smile.gif
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=ru...11-2009%2023:00
GEORGIAN GIRL
ციტატა(WDC @ Nov 30 2009, 03:38 AM) *
ისე, ოთარას არ გაუმართლა, ყველა იმ ყოვლად მოსაწყენ კლასიკოს უყურებდა sad.gif

WDC
მართალი ხარ,ვერ გაამართლა კლასიკომ გაცემული ავანსები... smile.gif
murusa
ვულოცავ გუნდს smile.gif მე პირადად 0:3 ანგარიშიდან დავიწყე თამაშის ყურება და რაც ვიხილე ძალიან მომეწონა.... ნამდვილად კარგი გუნდია, ღირსეული ჩემპიონები smile.gif
achi
Tengobarca
ციტატა
ფიროსმანზე 5-იანში გაარტყი აჩი, ბრავო

გაიხარე, მადლობა smile.gif

ყველას მადლობა ვინც გვგულშემატკივრობდა smile.gif
ზაქრო
გუნდს ვულოცავ, კარგი თამაში იყო, ძალიან!

ბლიცოს მეორე კითხვა არ უნდა დასმულიყო, ჩემი ზრით. განსაკუთრებით ბლიცის პირველი კითხვის შემდეგ.

და კიდევ ჯოკონდაზე კითხვა ბევრად გაუმჯობესდებოდა თუ "ამსტერდამს" საერთოდ ამოიღებდნენ და უბრალოდ მეცნიერებს ახსენებდნენ. ასეთი რედაქციით ნამდვილად არ მომეწონა კითხვა!
achi
ზაქრო
ციტატა
გუნდს ვულოცავ, კარგი თამაში იყო, ძალიან!

მადლობა smile.gif
ციტატა
ბლიცოს მეორე კითხვა არ უნდა დასმულიყო, ჩემი ზრით. განსაკუთრებით ბლიცის პირველი კითხვის შემდეგ.

+1 ეგ კითხვა ბლიცის რომ არ ყოფილიყო, ერთი წუთი გვეფიქრა და კიდევ დამატებითი წუთი გვქონოდა, მაინც ვერ ავიღებდით ალბათ. ეხლაც ვერ ვხვდეთი რატომ უნდა გეთქვა სიჭაბუკე.
ციტატა
და კიდევ ჯოკონდაზე კითხვა ბევრად გაუმჯობესდებოდა თუ "ამსტერდამს" საერთოდ ამოიღებდნენ და უბრალოდ მეცნიერებს ახსენებდნენ. ასეთი რედაქციით ნამდვილად არ მომეწონა კითხვა!

ძალიან ლამაზი ფაქტი, გაფუჭებული "ამსტერდამით", რომელიც, როგორც მერე გამახსენდა, წაკითხული მქონდა. ამსტერდამის ხსენებაზე სულ სხვაგან წავედით.

ჯამში ძალიან მძიმე პაკეტი იყო და მე პირადად მაგრად ვისიამოვნე, რომ ასეთ პაკეტზე მოვიგეთ. თან 0-3-დან შემოვატრიალეთ, რაც ძალიან, ძალიან ძნელი იყო, ასეთ კითხვებზე. მადლობა გუნდს, რომელიც მართლა გუნდია.
ზაქრო
ციტატა(achi @ Nov 30 2009, 12:09 PM) *
ციტატა
ბლიცოს მეორე კითხვა არ უნდა დასმულიყო, ჩემი ზრით. განსაკუთრებით ბლიცის პირველი კითხვის შემდეგ.

+1 ეგ კითხვა ბლიცის რომ არ ყოფილიყო, ერთი წუთი გვეფიქრა და კიდევ დამატებითი წუთი გვქონოდა, მაინც ვერ ავიღებდით ალბათ. ეხლაც ვერ ვხვდეთი რატომ უნდა გეთქვა სიჭაბუკე.


ჰო, პირველი "ფრენაო" და გალაქტიონი. მეორე "სიო დაჰბერავს ჩამოვარდებიო" და მოხუცებულობაო. მე ეგრევე აქაც გალაქტიონზე წავედი: ანუ მეორე ტიპი (შენ) გალაქტიონი მეგონა და შესაბამისად "ის" სხვა "ვინმე" (და არანაირად "რამე").

ციტატა
ციტატა
და კიდევ ჯოკონდაზე კითხვა ბევრად გაუმჯობესდებოდა თუ "ამსტერდამს" საერთოდ ამოიღებდნენ და უბრალოდ მეცნიერებს ახსენებდნენ. ასეთი რედაქციით ნამდვილად არ მომეწონა კითხვა!

ძალიან ლამაზი ფაქტი, გაფუჭებული "ამსტერდამით", რომელიც, როგორც მერე გამახსენდა, წაკითხული მქონდა. ამსტერდამის ხსენებაზე სულ სხვაგან წავედით.


მე პირველივე წამებზე მარიხუანაზე წავედი (მეთქი ამერიკიდან კოლეგები კალიფორნიელები იქნებიან მეთქი)... და ამდენი დაბოლილის შემხედვარემ ის 2 პროცენტი აგრესიაც კი ჩავსვი smile.gif მეტი ვერსია არც კი მომსვლია... თან საწყისი კითხვების სირთულეს რომ შევხედე ნამდვილად შედარებით მარტივი კითხვების ჯერი იყო! smile.gif
QETI
გილოცავთ და გელით ფინალში wub.gif
achi
ზაქრო
ციტატა
და ამდენი დაბოლილის შემხედვარემ ის 2 პროცენტი აგრესიაც კი ჩავსვი

biggrin.gif biggrin.gif
არადა მართლა მქონდა წაკითხული sad.gif მაინც უნდა გამხსენებოდა.
ციტატა
თან საწყისი კითხვების სირთულეს რომ შევხედე ნამდვილად შედარებით მარტივი კითხვების ჯერი იყო!

მეც სულ ველოდი, რომ ბოლო-ბოლო ამოგვასუნთქებდნენ, მაგრამ ტყუილად ველოდი smile.gif
achi
თოვლზე ლოსების ნაფეხურებმა დაგლიჯა biggrin.gif
ზაქრო
ციტატა(achi @ Nov 30 2009, 12:25 PM) *
თოვლზე ლოსების ნაფეხურებმა დაგლიჯა biggrin.gif


უი უი, ეგ სულ დამავიწყდა! რატომღაც იმან რომ სერგი ოსლოში ნამყოფია არ გიშველათ smile.gif
achi
ზაქრო
მე მივფრინავ ამაღამ ოსლოში და უნდა ვნახო ერთი. თუ ვერ ვნახე, გავაპროტესტებ biggrin.gif
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2019 Invision Power Services, Inc.