დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: სიურრეალიზმი
რა? სად? როდის? ფორუმი > სამეცნიერო განყოფილება > მეცნიერება და წიგნები
გვერდი: 1, 2, 3
anuchi
სიურრეალიზმი, მიმდინარეობა ლიტერატურასა და ხელოვნებაში XX საუკუნის შუა წლებში. ოფიციალურად ამ მიმდინარეობის ჩამოყალიბება უკავშირდება საფრანგეთში, ანდრე ბრეტონის მიერ 1924 წელს სიურრეალისტური მანიფესტის გამოქვეყნებას. სიურრეალისტების მიზანია ფარდა ახადონ ქვეცნობიერს, სიღრმისეულად გამოიკვლიონ სამყარო.

ტერმინი სიურრეალიზმი სიტყვასიტყვით "ზერეალობას" ნიშნავს ფრანგულ ენაზე და ეკუთვნის გიიომ აპოლინერს, რომელიც 1918 წელს გარდაიცვალა. სწორედ მის საპატივცემულოდ აიღეს ეს ტერმინი ანდრე ბრეტონმა და ფილიპ სუპომ ახალი მიმდინარეობის აღსანიშნავად. 1919 წელს მათ შეუერთდათ არაგონი და პოლ ელუარი.

სიურრეალიზმის უშუალო წინამორბედად ითვლება დადაიზმი, რომელმაც პირველმა გაუღო კარი არაცნობიერს ხელოვნებაში. თავიდან ბრეტონი და მომავალი სიურრეალისტები (არაგონი, სუპო) დადაისტებთან ერთად მოღვაწეობენ, მაგრამ 1922 წელს მათ შორის განხეთქილება ხდება. სიურრეალისტები, მართალია, ეთანხმებიან დადაისტების პროვოკატორულ დამოკიდებულებას, მაგრამ მათგან განსხვავებით, პროვოკაციას აძლევენ კონკრეტულ მიზანს, რაც სამყაროს შეცვლაში მდგომარეობს. მათი აზრით მართალია შემოქმედება მოდის არა რეალობიდან არამედ ქვეცნობიერიდან და არის სრულიად თავისუფალი, მაგრამ შემოქმედს აკისრია როგორც პოლიტიკური ასევე მორალური პასუხისმგებლობა, ამიტომ მან აუცილებლად უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია. როგორც მიმდინარეობა, სიურრეალიზმი მტკიცდება ბრეტონის მანიფესტში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში "სიურრეალისტური რევოლუცია", 1922 წელს.

სიურრეალიზმზე გავლენა მოახდინა XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის დასაწყისის მიმდინარეობებმა თუ კონკრეტული ადამიანების შემოქმედებამ, მათ შორისაა: ჟერარ დე ნერვალის ე.წ. "სუპერნატურალიზმი", გერმანული რომანტიზმი, ბოდლერის შემოქმედება, კუბიზმი, რემბოს იდეები "ცხოვრების შეცვლის" შესახებ, კარლ მარქსის ფილოსოფია ("სამყაროს შეცვლა") და ზიგმუნდ ფროიდის გამოკვლევები. ამ უკანასკნელის ესსემ, სიზმარი და მისი ინტერპრეტაცია, რომელიც 1900 წელს გამოვიდა, განსაკუთრებით დიდი გავლენა მოახდინა ბრეტონზე. პოეტისა და მეოცნებე ადამიანის ანალოგია, რომელსაც ჯერ კიდევ ბოდლერთან ვხვდებით, ბრეტონთან უკიდურესობას აღწევს. ბრეტონი სიურრეალიზმს მიიჩნევს რეალობისა და წარმოსახვის გამაერთიანებლად. "მჯერა, რომ ეს, ერთი შეხედვით ურთიერთგანსხვავებული, ურთიერთსაპირისპირო ცნებები, როგორიცაა ოცნება და რეალობა, მომავალში ერთ აბსოლუტურ რეალობად გაერთიანდება." [1]

ბრეტონი თავის მანიფესტში სიურრეალიზმს შემდეგნაირად განსაზღვრავს:

"წმინდა ფსიქიკური ავტომატიზმი, რომლითაც ვერბალურად, წერით თუ ნებისმიერი სხვა სახით გამოხატავენ ფიქრის რეალურ ფუნქციონირებას. ფიქრის მიერ ნაკარნახევი, გონების კონტროლისგან თავისულფალი, ყოველგვარი ესთეტიური თუ მორალური მნიშვნელობისგან განზე მდგომი." [2]

სიურრეალისტების მიზანია იმ ჭეშმარიტი ცხოვრების გამოხატვა, რომელიც არც რეალობაში, არც იდეალობაში, არამედ არაცნობიერში მდებარეობს. ამიტომ წინ სწორედ ამ არაცნობერის წინ წამოწევაა საჭირო. ამისათვის უნდა მოვხსნათ ძიების პროცესში გონების, ლოგიკისა თუ მორალის მხრივ ყოველგვარი კონტროლი. ამის საშუალებას კი ე.წ. ავტომატური წერა იძლევა. ესაა უკონტროლო სულიერი მდგომარეობის, შემთხვევით წარმოქმნილი ხატებისა და სიტყვების ჩაწერა. ხშირად მიმართავენ სიზმრებს, მითიურ ელემენტებს, შეშლილობას, იუმორსა და ირონიას, რაც არაცნობიერის შეცნობაში ეხმარება ადამიანს.

სიურრეალიზმისთვის ხელოვნება თავისთავადი მიზანი არაა, ის არის ადამიანის გათავისუფლების საშუალება. იგი უარყოფს ტრადიციულ ხელოვნებას, ყოველივე ჩვეულებრივს, არსებულს. ისინი უარს ამბობენ რაიმე სკოლის შექმნაზე, რადგან არ სურთ ერთ რომელიმე დოქტრინაში ჩაიკეტონ.

სიურრეალისტური ტექსტები, მართალია, ემორჩილება სინტაქსურ წესებს, მაგრამ ახასიათებთ ჰიპნოზის ქვეშ მყოფი მეტყველება, სიზმრების აღწერა, სიტყვები ერთმანეთს უცნაური და გაუგებარი სახით ებმება, გამორიცხულია ყოველგვარი ლოგიკა და შესაბამოსობა. სიურრეალისტები იგონებენ კოლექტიურ თამაშებს, წერის ტექნიკებს, როგორიცაა მაგ. "ჩინებული გვამი" (cadavre exquis). ეს უკანასკნელი შემდეგში მდგომარეობს: მონაწილენი ადგენენ ერთ ფრაზას ან ნახატს ისე, რომ არ იციან წინა მონაწილემ რა დაწერა ან დახატა. სიურრეალისტები აცხადებენ, რომ პოეზის წყარო ყოველგვარი შეზღუდვებისგან გათავისუფლებული სუბიექტურობაა. ამით უნებლიედ კარს უხსნიან უფორმო, შედარებით მდარე ხარისხის ტექსტებს. ამას თავადაც აცნობიერებენ და ამიტომ არაგონი, ელუარი და ბრეტონი აღიარებენ ამ საქმიანობის წმინდად ექსპერიმენტულ ხასიათს.


სიურრეალისტური მიმდინარეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ვიზუალურ ხელოვნებაში. ისევე როგორც ლიტერატურაში, აქაც სიურრეალიზმი იკვლევს ქვეცნობიერს, მიზნად ისახავს სურვილისა და ოცნების გათავისუფლებას. ავტომატური წერის პრინციპს აქ ენაცვლება 1923 წელს ანდრე მასონის მიერ შემოტანილი რაციონალური კონტროლისგან თავისუფალი ავტომატური ხატვის პრინციპი. ამას ემატება კოლაჟის ტექნიკა, რომელიც ძალიან ხშირადაა გამოყენებული მაქს ერნსტის ნაშრომებში. მოგვიანებით ჩნდება მაგრეტისა დალი, სალვადორ|დალის]] შედევრები, რომლებიც ცალკეული ელემენტების შერწყმით სიზმრისეულ სურათებს წარმოადგენენ.

1925 წელს სიურრეალისტ მხატვართა პირველი ერთობლივი გამოფენა ეწყობა პარიზში. ამას მოჰყვება 1936 წელს ლონდონსა და ნიუ-იორკში, 1937 წელს ტოკიოში და 1938 წელს ისევ პარიზში გამოფენები. სიურრეალიზმის გავლენა განსაკუთრებით დიდი აღმოჩნდა ამერიკულ ხელოვნებაზე, კერძოდ ჯექსონ პოლოკის შემოქმედებაზე და მთლიანად Action Painting-ზე. სიურრეალისტების მიერ საგნისადმი მიმართული ყურადღება კი მომავალში პოპ-არტის მომასწავებელიცაა. ასევე საგრძნობია სიურრეალიზმის გავლენა 60-იან წლებში ევროპაში ჩამოყალიბებულ ავანგარდისტულ მიმდინარეობაზე, რომელიც ახალი რეალიზმის სახელითაა ცნობილი.


ვისაუბროთ სიურიალიზმზე, მის როლზე ფილმოგრაფიაში, მხატვრობაში და ლიტერატურაში.
Secrets
unionlibre მქონდა ბრეტონის სადღაც აუდიო ჩანაწერი, ფრანგული. არაფერი მესმოდა და წავშალე მგონი..
anuchi


ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პირველი (როგორც მე ვიცი) და ცნობილი სურათი, ლუის ბუნუელის შემოქმედებაში. რომელიც მისი და ლეგენდარული სალვადორ დალის ერთობლივ ნამუშევარს წარმოადგენს. ფილმი სავსეა მძაფრი, სიურეალისტური დატვირთვის მქონე, ერთობ მძიმე და შოკისმომგვრელი სცენებით, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით ვითარდება.
mortal
დადაიზმი- (გადატანითი მნიშვნელობით - ბავშვური ტიტინი)
ეს მიმდინარეობა წარმოიშვა ციურიხში, 1916 წელს, I მსოფლიო ომში მონაწილე ქვეყნების ემიგრანტ ინტელიგენციაში. ტრისტან ცარას ირგვლივ შეკრებილი ახალგაზრდა ხელოვანების წრეში. მიმდინარეობის სახელწოდების შერჩევა შემდეგნაირად მოხდა: მსოფლიო ომის აბსურდულობის ანალოგიით აიღეს ლექსიკონში პირველივე შემხვედრი სიტყვა (dada) და დაუმატეს დაბოლოება ism, როგორც პროტესტი ყველანაირი მიმდინარეობის წინააღმდეგ.

დადაისტებისთვის ომი არ არის ამბოხის მისაღები ფორმა. პირიქით, მათ სძულთ იგი, როგორც დასავლური ცივილიზაციის კრახის მიზეზი. ისინი მხარს უჭერენ ფილოსოფიურ და ესთეტიკურ ამბოხს. 1918 წელს გამოდის ცარას მანიფესტი, რომელშიც უარყოფილია ყოველგვარი ორაზროვანი ხელოვნება და ხაზი აქვს გასმული დადაიზმის რევოლუციურ ხასიათს. ცარას აზრით საჭიროა დესტრუქციული, ნეგატიური სამუშაოების ჩატარება, დასუფთავება. დადაიზმი არავითარ თეორიას არ ეყრდნობა და მხოლოდ პროტესტია. დადაიზმის პოზიცია ყველაფრის უარყოფაა: პოლიტიკური ანგაჟირების, ისტორიული მოვლენების. სძულთ არსებული ბურჟუაზიული საზოგადოება და ეწინააღმდეგებიან ყველაფერს, რაც მას ახასიათებს: პირობითობებს, კულტურას, განსაკუთრებით კი ესთეტიკურ ნორმებს.

დადაისტური დრამატურგია აგებულია სკანდალზე და ეფუძნება პუბლიკაში აგრესიის გამოწვევას. ამის მაგალითია ბრეტონისა და სუპოს სკეტჩები. და ცარას კოლაჟები.

დადაიზმის ემბლემად იქცა ისეთი "ხელოვნების ნიმუშები", როგორიცაა მარსელ დიუშანის ღამის ქოთანი და პიკაბიას პაროდიული მექანიზმები. ეს მიმდინარეობა ფართოდ უხსნის კარს ქვეცნობიერს და ამით გზას უთმობს სურეალიზმს.

ესეც სურეალიზმია :/
anuchi
მხაატვრებითქო, ფილმებითქო და ლიტერატურააა.. ასეთი უინტერესო თემააა? sad.gif
anuchi
რენე მაგრიტი , ბელგიელი სიურრეალისტი მხატვარი.



ბავშვობა გაატარა არც თუ ისე დიდ ქალაქ შარლერუაში. ცხოვრება საკმაოდ რთული ჰქონდა. 1912 წელს დედამისმა თავი დაიხრჩო მდინარე ცამბრეში, რამაც დიდი შტაბეჭდილება მოახდინა მომავალ მხატვარზე.

ორი წელი მაგრიტმა ისწავლა ბრიუსელის ხელოვნების სამეფო აკადემიაში, რომელიც 1918 წელს დატოვა. ამ დროს მან გაიცნო ჟორჟეტა ბერგერი, რომელზედაც იქორწინა 1922 წელს და გაატარა მთელი თავისი ცხოვრება 1967 წლამდე.

მაგრიტი მუშაობდა აფიშებისა და რეკლამების მხატვრად ქაღალდის ქარხანაში 1926 წლამდე, სანამ ბრიუსელის გალერეა "სენტომ" არ მისცა მას სრული უფლება მთლიანად მხატვრობაში ჩართულიყო.

1926 წელს მაგრიტი ქმნის თავის პირველ სიურეალისტურ ნახატს "დაკარგული ჟოკეი", რომელსაც თვლის პირველ წარმატებულ ნახატად ამ სტილში. 1927 წელს აკეთებს თავის პირველ გამოფენას. კრიტიკოსები თვლიან მას არაწარმატებულად და მაგრიტი ჟორჟეტასთან ერთად მიემგზავრება პარიზში, სადაც ეცნობა ანდრე ბრეტონს და შედის მის სიურეალისტურ რგოლში. ამ გაერთიანებაში მაგრიტმა არ დაკარგა თავისი ინდივიდუალურობა, მაგრამ ამ გაერთიანებაში შესვლა დაეხმარა მაგრიტს თავისი სტილი შეექმნა, რითიც იცნობა მისი ნახატები. მხატვარს არ ეშინოდა შეკამათებოდა სხვა სიურეალისტებს: მაგალითად, მაგრიტი უარყოფითად არის განწყობილი ფსიქოანალიზთან და მით უფრო მის ხელოვნებაში გამოვლენასთან. მართლაც, მისი შემოქმედება არაა იმდენად ფსიქოლოგიური, რამდენადაც ფილოსოფიურ-პოეტურია, ასევე ინტელექტუალური.

გალერეა "სენტოსთან" კონტრაქტის გაუქმების შემდეგ მაგრიტი ბრუნდება ბრიუსელში და კვლავ იწყებს მუშაობას რეკლამასთან, შემდეგ კი ძმასთან ერთად ხსნის სააგენტოს, რომელიც მათ სტაბილურ შემოსავალს აძლევს. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მაგრიტი ცვლის თავისი ნახატების ფერს და სტილს, უახლოვდება რენუარის სტილისტიკას: მხატვარი თვლის უმთავრესად ხალხისთვის იმედის მიცემას.

თუმცაღა ომის შემდეგ მაგრიტი წყვეტს ასეთ მზიან ფერებში წერას და უბრუნდება თავისი ომამდელი ნახატების სტილს და საერთო აღიარებას აღწევს.

მაგრიტი გარდაიცვალა სიმსივნისგან 1967 წლის 15 აგვისტოს, დატოვა დაუმთავრებელი ახალი ვარიანტი თავისი, შესაძლოა, ყველაზე ცნობილი ნახატისა "სინათლის იმპერია".





nini_and_u
REAL ART
REAL MUSIC
REAL REBELS
REAL AT ALL

REAL IS HOLY
HOLY IS REAL
DADA IS REAL
DADA IS HOLY

VIVA LA DADA!


NIA
წიკწიკი


სადაც მიდის წაღმა, იქ,დრო,
იწყება წიკ...
უკუღმართი დრო კითხულობს მეტოქეს, აქ._
და იქაც და აქაც მახურავს შუშა
და ვფიქრობ კლავიშებზე.
წიიიკ...
სუნთქვებმა შეკრეს წრე, დაიწყეს ფეთქვა.
წიიიიიკ...
ორთავიანი საათი მხედავს მესამეს,
ალბათ აკვირვებს ჩემი წიკწიკი.
წიკ, წიკ...
ვწვეთავ წვეთებს_ ვწვავ ეს ჩემი დროა.
ეს კი ჩემი ხმა და წინ და უკან ვატრიალებ ჩემსავე ისრებს.
წიკ...
არ გჯერათ?
ნახეთ!
დამხედეთ ფეხებზე_ოვალურ შუშაში ჩასმულ ისრებსღა ნახავთ...
შეშინდით?
საით?
მე ვარ საათი.
წიკ...
აი თქვენ კი იმისთვის გაჩნდით რომ მომითმინოთ
და გიხაროდთ ჩემი წიკები...
წიკ, წიკ...
იბრუნეთ ისე როგორც მსურს და
თუ არა გნებავთ
ამ ჩემ ფეხებს_ისრებს მიმართეთ...
მომმართეთ...
წიკ,წიკ,წიკ...
NIA
თეთრი ქაღალდი


....ახლა სხვის თითებთან გვღალატობს კალამი....
როდესაც შევხვდით ყდასთან ერთმანეთს
(დიდი ხნით ადრე?!)
სიტყვები დამრჩა სხვასთან...
ერთადყოფნაში მივიღეთ წითელი ბარათი ლამის და
სანამ ჩემს თითებს მოაკლდა საჭმელი,
გისმენ,
მითხარი რომ ჩვენ კვლავ წავიკითხავთ ერთადერთ რამეს იმ
თეთრ ქაღალდზე რომელზეც ახლა მარტოობის ჩრდილს ხატავს ტკივილი...
გავაფერადებთ ერთად თეთრად ღმერთს,
(ჩრჩილს კი გაგვიქრობს რეზინის საშლელი)
თუნდაც შიშებმა გვითხრან სალამი
და მოგვიწიოს გადამტყდარი სმაილიკებით შევთხზათ ღიმილი,
ან დაქცეული მელნისაგან შევკრათ კალამი,
გეყო გრძნობებთან კამათი
თქვი რომ დავშორდით ცას ან ბევრად მეტს
და რომ მე და შენ კიდევ ერთხელ დავწერთ ერთმანეთს....

ნათია
nini_and_u
თანამედროვე თურქი დადაისტების ნამუშევრები ძალიან საინტერესოა
ამას წინათ გადავაწყდი ფეისბუკზე












ეს კიდევ my fav




anselm kiefer




marie
არ არის სურეალიზმი ჩემ სულთან ახლოს rolleyes.gif მაგრამ რაღაცეები მაინც მომწონს
ეს რენე მაგრიტი



nini_and_u
ციტატა
რაღაცეები


რაღაცები

ეს ისე შემდეგში გაითვალისწინე'




che
ქართულში არ უნდა ორი "რ" wink.gif
nini_and_u

che


ორი ,,რ''? unsure.gif
fernando magellan
მოიცა, ცაგარელი შემოვა და გაგანათლებთ tongue.gif biggrin.gif
chiqo
აუ მერე არ დამეზარება და მოიმასვიზამ რაღაცებს tongue.gif
marie
nini_and_u
ვიცი წინა წელს რო აბიტურიენტი ვიყავი დამღეჭინა ეგენი მასწავლებელმა,მაგრამ მაინც ვერ ვამბობ შეჩვული რო არ ვარ wink.gif biggrin.gif
nini_and_u


,,სიურრეალიზმი-ეს მე ვარ! "


Dali!











nini_and_u
რა კარგი თემაა და სამწუხაროდ არავინ არ პოსტავს

tristan tzara




The Great Lament Of My Obscurity Three

by Tristan Tzara


where we live the flowers of the clocks catch fire and the plumes encircle the brightness in the distant sulphur morning the cows lick the salt lilies
my son
my son
let us always shuffle through the colour of the world
which looks bluer than the subway and astronomy
we are too thin
we have no mouth
our legs are stiff and knock together
our faces are formeless like the stars
crystal points without strength burned basilica
mad : the zigzags crack
telephone
bite the rigging liquefy
the arc
climb
astral
memory
towards the north through its double fruit
like raw flesh
hunger fire blood
nini_and_u
nini_and_u
Illegal Astronaut
ეგ ყველაფერი კაი მარა ცარა რატო ამ თემაში?.. smile.gif
onkologi
ციტატა(† Lord Borgeze † @ Dec 12 2009, 09:20 PM) *
ეგ ყველაფერი კაი მარა ცარა რატო ამ თემაში?.. smile.gif


მაგის გავლენა განიცადესოო.არ კითხულობ ქართულ ვიკიპედიას? tongue.gif
Illegal Astronaut
onkologi


ვინ კაცო სიურრეალისტებმა განიცადეს ცარას გავლენა?
freemasons
.



anuka_
anuchi

"სინათლის იმპერია".



მე კი ვიცოდი რო ამ სურათს საუბრის ხელოვნება ქვია
anuka_


ძალიან მიყვარს! smile.gif

მართლა განუმეორებელი იყო დალი tongue.gif
tamplieri
ვისაც დალი ნომერ პირველ სიურეალისტად მიაჩნია ხელი აწიოს chuppa.gif
bilina
აქ დალის ადიდებთ? smile.gif smile.gif smile.gif smile.gif მე მიმაჩნია იმიტომ რომ სხვა სიურეალისტი მხატვრების ნახატები არ მინახავს smile.gif smile.gif smile.gif)))
anuka_
bilina ეგ იმიტომ რომ სიურეალიზმი არ არსებობს! სიურეალიზმი ეს სალვადორ დალია! tongue.gif biggrin.gif მართლა
coldplaylover




rveulishi chanaxati smile.gif
bilina
anuka_
ციტატა
bilina ეგ იმიტომ რომ სიურეალიზმი არ არსებობს! სიურეალიზმი ეს სალვადორ დალია! მართლა

მთლად ეგრეც არაა ნამდვილად smile.gif მეც არ ვიცი მართლა ბევრი სიურეალისტი მხატვარი მაგრამ სიურეალიზმი მხატვრობაში მხოლოდ სალვადორ დალითი ნამდვილად არ შემოიფარგლება. არსებობენ სხვა კარგი მხატვრებიც მაგალითად ერთ–ერთი სიურეალისტი მხატვარი (და დადაისტი) მაქს ერნსტი ნამდვილად არ ჩამოუვარდება დალის. მაგრამ ნუ ეს ჩემი აზრია იმედია ვინმე დამეთანხმება smile.gif smile.gif
აი მისი ყველაზე ცნობილი ნახატი

bilina
მგონი სწორად შევამჩნიე რომ დალის ერთ-ერთი საუკეთესო ნახატი- სიზმარი არ დევს და დავამატებ biggrin.gif smile.gif

bilina
სიურეალიზმი კინოში smile.gif smile.gif
ყველა გზა კინომდე მიდის biggrin.gif smile.gif smile.gif smile.gif
საუკეთესო სიურეალისტური კადრები ფილმიდან mirror smile.gif

http://www.youtube.com/watch?v=TlRN1bvVd28...feature=related
BlacK WomeN
ისაა და ფრიდა კალოს ნახატებიც რომ დავდოთ არ იქნება ურიგოო... wub.gif

საინტერესო სიურეალისტია და მის ნახატებში თითქოს მისი განვლილი ცხოვრება და ტკივილი იგრძნობა unsure.gif
bilina
ციტატა
ისაა და ფრიდა კალოს ნახატებიც რომ დავდოთ არ იქნება ურიგოო...

საინტერესო სიურეალისტია და მის ნახატებში თითქოს მისი განვლილი ცხოვრება და ტკივილი იგრძნობა


ისე ფრიდა კალოზე მთლად იმპრესიონისტი იყოო ვერ იტყვი smile.gif კი ქონდა სიურეალისტური იდეები რაღაც არის მაგის ნახატებში მაგრამ შესრულების ტექნიკით უფრო პრივიტიმიზმისკენ იხრება smile.gif ასეთია ჩემი აზრი smile.gif
bilina
nini_and_u
ციტატა
აღაცები

ეს ისე შემდეგში გაითვალისწინე'





--------------------


ეს შაგალია?
BlacK WomeN
bilina
ციტატა
ისე ფრიდა კალოზე მთლად იმპრესიონისტი იყოო ვერ იტყვი


რაღაც ვერ გავიგე... huh.gif

ციტატა
იკი ქონდა სიურეალისტური იდეები რაღაც არის მაგის ნახატებში მაგრამ შესრულების ტექნიკით უფრო პრივიტიმიზმისკენ იხრება ასეთია ჩემი აზრი


ერთის მხრივ გეთანხმები, სიურრეალიზმის ჩარჩოებში მაინც და მაინც ვერ ჯდება, მაგრამ ვთვლი საინტერესო მხატვარია, განსაკუთრებით იმათთვის, ვინც მის ბიოგრაფიას ასე თუ ისე იცნობს.

anuka_
ციტატა
მთლად ეგრეც არაა ნამდვილად მეც არ ვიცი მართლა ბევრი სიურეალისტი მხატვარი მაგრამ სიურეალიზმი მხატვრობაში მხოლოდ სალვადორ დალითი ნამდვილად არ შემოიფარგლება. არსებობენ სხვა კარგი მხატვრებიც მაგალითად ერთ–ერთი სიურეალისტი მხატვარი (და დადაისტი) მაქს ერნსტი ნამდვილად არ ჩამოუვარდება დალის. მაგრამ ნუ ეს ჩემი აზრია იმედია ვინმე დამეთანხმება
აი მისი ყველაზე ცნობილი ნახატი


ეგრე თვითონ თქვა და მიტომ დავწერე smile.gif არ არსებობს არავითარი სიურეალიზმი. სიურიალიზმი ეს მე ვარო!


BlacK WomeN
bilina

სიურრეალიზმი კინოში!

საინტერესოა wub.gif
bilina
BlacK WomeN
ციტატა
რაღაც ვერ გავიგე

რა ვერ გაიგე? smile.gif ანუ ფრიდა კალოზე ასე ერთმნიშვნელოვნად სიურეალისტიაო ვერ იტყვი განსხვავებით დალისგან smile.gif ეგ ვთქვი smile.gif
bilina
ციტატა
ეგრე თვითონ თქვა და მიტომ დავწერეარ არსებობს არავითარი სიურეალიზმი. სიურიალიზმი ეს მე ვარო!

ხო ვიცი დალის ეგ ცნობილი გამოთქმა მაგრამ ძაან ცდებოდა დალიმდეც არსებობდა სიურეალიზმი smile.gif და ბევრად ადრე დადაიზმი ასე რომ დიდი სისულელე თქვა ეგ დალიმ smile.gif
Catherine
Roberto ALVAREZ RIOS (1932)





http://www.alvarez-rios.com/services/consu...?s=alvarez-rios მე მომწონს და smile.gif


bilina
Catherine
რა ქვია ამ ნახატს? smile.gif
bilina
მეორეს ალბათ ადამი და ევა ან რამე მსგავსი ხო ? smile.gif
Catherine
ციტატა(bilina @ Jan 10 2010, 03:03 AM) *
მეორეს ალბათ ადამი და ევა ან რამე მსგავსი ხო ? smile.gif

Chant à la Joie
Catherine
ციტატა(bilina @ Jan 10 2010, 03:02 AM) *
Catherine
რა ქვია ამ ნახატს? smile.gif

არადა ვიცოდი ნამდვილად biggrin.gif wacko.gif

აი ისიც smile.gif
Les amoureux en équilibre
bilina
ანუ? smile.gif smile.gif smile.gif
Catherine
bilina
რა გითხრა smile.gif ქართულად არ ჟღერს კარგად smile.gif

Les amoureux en équilibre- Lovers in balance

Chant à la Joie- Song to Joy (ეს უფრო გალობაა, ვიდრე სიმღერა smile.gif )
Catherine
the nice lady to be transformed and 25 mysteries

ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2019 Invision Power Services, Inc.