დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: დავით ბაციკაძის გუნდი
რა? სად? როდის? ფორუმი > ძირითადი კატეგორია > არქივი
გვერდი: 1, 2, 3
mateus
დღეს 23:00 საათზე რუსთავი-2-ის ეთერში გაიმართება 2010 წლის დიდი გაზაფხულის სერიის მესამე შესარჩევი თამაში, მაყურებლებს დაუპირისპირდება დავით ბაციკაძის ექვსეული.

გუნდის შემადგენლობა:

გურანდა გვაზავა
დავით ბირმანი
გარსევან ჯორბენაძე
ბესიკ ლილუაშვილი
სულხან ბეჟანიძე
დავით ბაციკაძე (კაპ)

http://gametv.ge/index.php?section=2&lang=GEO


ვუსურვოთ გუნდს წარმატებები !!!
sofo
წარმატებებს გისურვებთ, განსაკუთრებით გურანდას wink.gif
GEORGIAN GIRL
წარმატებები smile.gif

გურანდა wub.gif
likunebi
ლილუაშვილი wub.gif wub.gif
WDC
ნეტა ბაციკაძეს სპილო არ ჰყავს ნანახი, თუ ღამურა biggrin.gif
akunina
სად წაიღებ იმ პეროსო? -გურანდა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
okicha
რა უბედური თამაშია, არც კითხვები ვარგა არც მოთამაშეები biggrin.gif
kruela
okicha
აქლემის გარდა ჯერჯერობით ბულკივით კითხვებია, რას ერჩი biggrin.gif
WDC
kruela
ციტატა
აქლემის გარდა ჯერჯერობით ბულკივით კითხვებია, რას ერჩი biggrin.gif

აშკარად. ასეთი ადვილი კითხვები წინა ორ გუნდს არ ჰქონია, მგონი.
lomski
აქლემიც ადვილი იყო...სპილოს ფეხებიო, კურდღლის ტუჩიო, წყლით თვრებაო და თვალდახუჭული ხედავსო...დიუნებს ვერ დახატავდა ბატონი წამყვანი smile.gif
knuti
რა კითხვებს ვერ პასუხობენ :|
Illegal Astronaut
რავი აქლემი ისე რა კითხვა იყო.. sad.gif

კი იძახეს თვალდახუჭული დადისო ერთი წუთი.. sad.gif მარა სად დადის ამაზე აღარ იფიქრეს.. :|
kruela
ეეე რა კაი კითხვა იყო პითაგორა ohmy.gif
knuti
პითაგორა, აქლემი, ფურცელი???
ფურცელი იყო უადვილესი და რა ვერ უპასუხეს ... :|
რა სჭირთ...
SOSO
knuti
კაი რა, ფურცელი არ იყო უადვილესიsmile.gif
Nata...
როგორ მეშლება ხოლმე ნერვები რა, უადვილესი იყო და იყო, აუცილებელი არაა ყველა უადვილეს კითხვას უპასუხო!
data
Nata...
ციტატა
აუცილებელი არაა ყველა უადვილეს კითხვას უპასუხო!

+1


მხოლოდ ზოგიერთს smile.gif
kruela
დედა რა სადისტური კითხვა იყო ohmy.gif
knuti
SOSO
წერა და ბუღალტერია ახსენა, პირველი ეგრევე კალამი ვიფიქრე, მერე კალამიც ახსენა წამყვანმა და წერასთან დაკავშირებული რაღა დარჩა?
ფურცელი/
achi
არადა საკმაოდ მძიმე კითხვებია ჩემი აზრით. ჯერ სეზონში ყველაზე რთული, თუმცა შედეგი მაინც უკეთესი უნდა ყოფილიყო. ბაცოს საღოლ კარგი ბლიცი ასწია.
okicha
მე არ მომწონს ეს კითხვები .
ისე ბავშვს რო აეწვება უფრო არ იტირებს ? biggrin.gif biggrin.gif
achi
აი პითაგორაზე მიქარეს ძალიან, იჩქარეს, არქიმედეზე კუნძულს არ ჰკითხავდა, უფრო ქალაქს, ალბათ.
Nata...
ვერ გავიგე მე რატომ არის ეს მარტივი კითხვები და მართლმორწმუნე მუსლიმი ქალი რთული?
valo
QUOTE (kruela @ Mar 21 2010, 10:43 PM) *
დედა რა სადისტური კითხვა იყო ohmy.gif


+1




akunina
okicha
ციტატა
ისე ბავშვს რო აეწვება უფრო არ იტირებს ?

ჩვილ ბავშვს უნდა შეაგნებინო, რომ თუ იტირებს - აეწვება! biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
Illegal Astronaut
ციტატა
მართლმორწმუნე მუსლიმი ქალი რთული?


და ვინმემ თქქვა რომ ეს უმარტივესი კითხვა არ იყო?.
achi
Nata...
ციტატა
ვერ გავიგე მე რატომ არის ეს მარტივი კითხვები და მართლმორწმუნე მუსლიმი ქალი რთული?

არ არის მარტივი, არანაირად. ჯერ სეზონში ყველაზე რთული პაკეტია, ცალსახად.
Nata...
† Lord Borgeze †

ბორგეზ, შემი სუსტი ლოგიკა აღიქვამს ისე, რომ თუ ეს კითხვები უფრო ადვილია, ვიდრე წინა თამაშების, გამოდის რომ ის უფრო რთული ყოფილა... რა ვქნა? : )

achi

რა კარგია რომ ვიღაც მაინც ფიქრობს ჩემნაირად : ))
SOSO
knuti
ციტატა
წერა და ბუღალტერია ახსენა, პირველი ეგრევე კალამი ვიფიქრე, მერე კალამიც ახსენა წამყვანმა და წერასთან დაკავშირებული რაღა დარჩა?
ფურცელი/

დავუშვათ მელანი. თან რუსთაველზე ჯდებოდა.
SOSO
achi
ციტატა
არ არის მარტივი, არანაირად. ჯერ სეზონში ყველაზე რთული პაკეტია, ცალსახად.

+1
არ გაუმართლათ რა, მაგიდაზე ადვილი კითხვები დარჩაsmile.gif
Illegal Astronaut
ციტატა
ბორგეზ, შემი სუსტი ლოგიკა აღიქვამს ისე, რომ თუ ეს კითხვები უფრო ადვილია, ვიდრე წინა თამაშების, გამოდის რომ ის უფრო რთული ყოფილა... რა ვქნა? : )



შენი ძლიერი "ლოგიკა/ინტუიცია/სხვა რაღააცები რაც გაქვს" მემგონი პოსტის შინაარს ვერ აღიქვამს საერთოდ.. biggrin.gif biggrin.gif
dorian grey
მე მაქვს ინტრიგული წინადადება არ შეიძლება ყოველი სეზონის წინ სათამაშო კითხვის პაკეტი აარჩიოს ბზრიალამ? ანუ რომელმა გუნდმა რა კითხვებზე ითამაშოს?

ჩემი პირადი აზრია რომ ყველა გუნდი უნდა იყოს თანაბარ პირობებში, ანუ არ უნდა გახდეს სალაპრაკო ; რომ ვიღაცას უფრო ადვილი კითხვების პაკეტი შეხვდა, ვიღაცას კი რთული.

( იმედია მაქვს უფლება საკუთარი აზრი დავაფიქსირო და ზემოთ მოტანილი სურვილისთვის ჩასაქოლი არ გავხდები)
knuti
SOSO
კალამი მელანს არგულისხმობს?


ჰო, კარგი არ იყო მარტივი.


Nata...
† Lord Borgeze †

ძლიერი არა, სუსტი : ))
ვაჰჰ...
არ გამოვრიცხავ, რომ ვერ აღვიქვამდე : ))
Illegal Astronaut
აუ ბლიცის პირველი კითხვა უსვეჩკესი იყო...

სკს-ზეც კი მაქვს მოსმენილი.. biggrin.gif
knuti
ციტატა
ციტატა
არ შეიძლება ყოველი სეზონის წინ სათამაშო კითხვის პაკეტი აარჩიოს ბზრიალამ? ანუ რომელმა გუნდმა რა კითხვებზე ითამაშოს?

კარგი აზრია მგონი biggrin.gif
knuti
ციტატა
ბლიცის პირველი კითხვა

არც ეს იყო მარტივი?
okicha
ბოლო კითხვა ძალიან კარგი იყო smile.gif
ისე მართლა ტეხავს "აბასთუმანის" მსგავსი სვეჩკა რომ მოდის ელიტარულ ინტელექტკლუბში.
likunebi
ულოგიკო და ძალიან აზრო კითხვები იყო,განსაკუთრებით ბოლო და სახის დასერვა .
ალბათ ამ პაკეტზე ყველა გუნდი წააგებდა.
akunina
dorian grey
ციტატა
არ შეიძლება ყოველი სეზონის წინ სათამაშო კითხვის პაკეტი აარჩიოს ბზრიალამ? ანუ რომელმა გუნდმა რა კითხვებზე ითამაშოს?

ეზოში დავფლათ და მერე ამოვთხაროთ?
ციტატა
ჩემი პირადი აზრია რომ ყველა გუნდი უნდა იყოს თანაბარ პირობებში, ანუ არ უნდა გახდეს სალაპრაკო ; რომ ვიღაცას უფრო ადვილი კითხვების პაკეტი შეხვდა, ვიღაცას კი რთული.

მთლიან პაკეტზე ვერავინ იმსჯელებს (რედაქტორების გარდა), რადგან მაგიდაზე რეები დარჩა, არ ვიცით!
ასე რომ - ბზრიალა ირჩევს!!!
achi
knuti
ციტატა
კალამი მელანს არგულისხმობს?

არა smile.gif

ძალიან დასანანია ასეთი კარგი გუნდის ასეთი მარცხი. არა უშავს, ხდება. რთული პაკეტი გამოდგა. ეს იყო ისეთი პაკეტი, როცა შეცდომის გამოსწორება ძალიან რთულია. 4-4 უნდა ყოფილიყო უშეცდომოდ რომ ეთამაშათ, მაგრამ ვერ აიღეს ორი შედარებით ასაღები კითხვა და ბოლო ორი კითხვა კი აშკარად წაუგრობებდა. ბზრიალამ დასაჯა მოკლედ გუნდი.
SOSO
knuti
ციტატა
კალამი მელანს არგულისხმობს?

არაsmile.gif
SOSO
უი დაუწერია უკვე აჩისsmile.gif
dorian grey
akunina
რა შუაშია დაფლა-ამოთხრა?
ჩემი აზრი დავაფიქსირე რომ გაუგებრობას არ ჰქოპნდეს ადგილი თამაშის შემდეგ-ისევე როგორც რიგ თამაშებში- და სალაპარაკო არ გახდეს რთული პაკეტი იყო, ან მარტივი, უკეთესი ხომ არ იქნებოდა სეზონის დასაწისში თითოეული გუნდის კაპიტანმა დაატრიალოს ბზრიალა და ბზრიალამ ამოურჩიოს რა კითხვებზ ეითამაშებს, მემგონი სმართილანი იქნება.
SOSO
achi
ციტატა
ძალიან დასანანია ასეთი კარგი გუნდის ასეთი მარცხი. არა უშავს, ხდება. რთული პაკეტი გამოდგა. ეს იყო ისეთი პაკეტი, როცა შეცდომის გამოსწორება ძალიან რთულია. 4-4 უნდა ყოფილიყო უშეცდომოდ რომ ეთამაშათ, მაგრამ ვერ აიღეს ორი შედარებით ასაღები კითხვა და ბოლო ორი კითხვა და ბოლო ორი კითხვა კი აშკარად წაუგრობებდა. ბზრიალამ დასაჯა მოკლედ გუნდი.

ეგრეა ზუსტადsmile.gif
SOSO
dorian grey
პაკეტები დაახლოებით ისეა გათვლილი, რომ თანაბარი დონის იყოს, დანარჩენს ბზრიალა ირჩევს.
akunina
dorian grey
ციტატა
სალაპარაკო არ გახდეს რთული პაკეტი იყო, ან მარტივი

2:6 ანგარიში = 8 შეკითხვას. ვერ ვიმსჯელებთ მთელ პაკეტზე-თქო.
თუ ვენდობით, უნდა ვენდოთ!
ditrofane
და რომელი იყო ეგ ორი შედარებით მარტივი კითხვა?

ალბათ ერთ-ერთი სიქსტის მადონა, არა?
მეორე?
SOSO
ditrofane
ბობოლა იყო მარტივი ჩემი აზრითsmile.gif
kora
ნამდვილად საკმაოდ რთული პაკეტი იყო.
თუმცა ამ გუნდს შეეძლო გაცილებით უკეთ თამაში; მაგრამ ყოველთვის არ ხერხდება შესაძლებლობების რეალიზება; ეს ძალიან ბევრ წვრილმან ფაქტორზეა დამოკიდებული.
უადვილესი კითხვები კი (თუ "წვერებიანი სვეჩკა" არ არის), ჩემი აზრით, არ არსებობს; განსაკუთრებით კი მაშინ, როცა იმ მაგიდასთან ზიხარ და ყოვლად აუხსნელი მიზეზების გამო გონება თითქოს გეყინება ან ნათელი აზრები რამდენიმე წამით გვიამ მოგდის თავში:-)
მე პირადად ძალიან ადვილ კითხვებს ვერ ვიტან: ყოველთვის მიჩნდება შიში, რომ ასე ადვილად არ იქნება საქმე და რაღაც მახე ხომ არ არის დაგებული შეკითხვის ფორმულირებაშითქო!:-)
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2019 Invision Power Services, Inc.