დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: კახა მაჩიტიძის გუნდი
რა? სად? როდის? ფორუმი > ძირითადი კატეგორია > არქივი
გვერდი: 1, 2
mateus
დღეს 23:00 საათზე რუსთავი-2-ის ეთერში გაიმართება 2010 წლის დიდი გაზაფხულის სერიის მეოთხე შესარჩევი თამაში, მაყურებლებს დაუპირისპირდება კახა მაჩიტიძის ექვსეული.

გუნდის შემადგენლობა:

ნათია ქვაჩაკიძე
ფარნავაზ ფხაკაძე
გიორგი მიქელთაძე
სერგო თევდორაძე
გიორგი ჭეიშვილი
კახა მაჩიტიძე (კაპ)

http://gametv.ge/index.php?section=2&lang=GEO


ვუსურვოთ გუნდს წარმატებები !!!
diletanti
წარმატებები
GORDA
ვუსურვოთ გუნდს წარმატებები
Not Big, Not Big, French..
სერგოს თამაშის ყურება ცალკე სიამოვნებაა წარმომიდგენია რა იქნება მაგასთან ერთად თამაში
ბიბი
ეე, როგორ მიყვარს ეს ხალხიიიი heart.gif heart.gif heart.gif heart.gif heart.gif heart.gif
anuchi
მიყვარან ქუთაისელები.. აბა ვნახოთ ))
IkaMac
აბა ჩემს მოგვარეს გაუმარჯოს შენთან არიან მაჩიტიძეები biggrin.gif
ბიბი
IkaMac
ციტატა
აბა ჩემს მოგვარეს გაუმარჯოს შენთანაა მთელი ზესტაფონი

კახააას? biggrin.gif

გაგიმარჯოს, მაესტროოო smile.gif :*
data
კარგი ხალხია ერთობ smile.gif

იმედია მოიგებენ smile.gif
IkaMac
ბიბი
ციტატა
კახააას?

კიეეე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
chiqo
აბა ქუთათურებო!

თქვენ იციით!
muxo
მარტივია ძალიან სუპერბლიცი.

საფეხბურთო ჯეოპარდში ახლა თემის ამოღება მომიწევს sad.gif
anuchi
კარგი კითხვა იყო რონინებზე და კარგადაც უპასუხეს smile.gif
kruela
IkaMac
ფისო როგორაა? wub.gif wub.gif
anuchi
მომწონს ეს ნახატიანი შეკითხვები ))
KGB
ეს ყურბანოვი ვინღაა :|
okicha
სპინქსის ცხვრიზე სვეჩკაა
fernando magellan
okicha
რა უბედურებაა, სუპერბლიცი და ბლიცი ერთ თამაშში, თან პირველ და ბოლო კითხვაზე sad.gif
anuchi
არ ქონდათ წაკითხული და დასიზმრებოდათ ის სქელი კაცი? :შ
ბიბი
anuchi
ციტატა
არ ქონდათ წაკითხული და დასიზმრებოდათ ის სქელი კაცი? :შ

წაკითხვა რად უნდოდა? ნაცნობი ყავთ პიკვიკის პროტოტიპი devil.gif
anuchi
ბიბი

ვერ გავიგე..


მეწყინდა რომ წააგეს sad.gif
ბიბი
anuchi
ციტატა
ვერ გავიგე..

devil.gif

ციტატა
მეწყინდა რომ წააგეს

მეც და თან ძალიან sad.gif
bidzina
რა უსამართლობაა, 5:6 წააგო და ის გუნდები გისწრებდნენ, რომელთაც მეტი სხვაობით წააგეს angry.gif
Tengobarca
ცუდათ ითამაშა ქუთაისის გუნდმა, ისევე როგორც ბათუმმა..
რამოდენიმე ადვილი შეკითხვა იყო, რამოდენიმე სვეჩკაც smile.gif
kora
ეჰ, თქვენ იცოდეთ მე როგორ მწყდება გულიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
kora
ციტატა(Tengobarca @ Mar 29 2010, 12:23 AM) *
ცუდათ ითამაშა ქუთაისის გუნდმა, ისევე როგორც ბათუმმა..
რამოდენიმე ადვილი შეკითხვა იყო, რამოდენიმე სვეჩკაც smile.gif


შეეშვით ამ "სვეჩკებით" მანიპულირებას", გთხოვთ. ერთისათვის "სვეჩკა" არ ნიშნავს მეორესათვის ნაცნობ კითხვას.
Tengobarca
kora
ციტატა
ერთისათვის "სვეჩკა" არ ნიშნავს მეორესათვის ნაცნობ კითხვას.

მერე ეგ არსად დამიწერია smile.gif
მაგრამ არის შანსი რომ იცოდეს და ეგ არის ცუდი
kora
დიდი მადლობა ყველა ქომაგს გულშემატკივრობისთვის:-)
kora
ციტატა(Tengobarca @ Mar 29 2010, 12:32 AM) *
kora
ციტატა
ერთისათვის "სვეჩკა" არ ნიშნავს მეორესათვის ნაცნობ კითხვას.

მერე ეგ არსად დამიწერია smile.gif
მაგრამ არის შანსი რომ იცოდეს და ეგ არის ცუდი

ეგ მართალია. არ უნდა იყოს დანასმელი კითხვები. თუმცა რუსულ ელიტარულ კლუბშიც არაერთხელ გაჟღერებულა ე.წ. "სვეჩკა", რაც სამწუხაროა ფრიად.
Tengobarca
kora
ციტატა
თუმცა რუსულ ელიტარულ კლუბშიც არაერთხელ გაჟღერებულა ე.წ. "სვეჩკა", რაც სამწუხაროა ფრიად

რთულია მაგის კონტროლი, მესმის smile.gif
lomski
ბიბი
მოგხვდება!
dubinka.gif
ginger
ბლიცი არ მომეწონა smile.gif
amo
ძაან დამწყდა გული, კარგი გუნდია და უფრო მეტი შეუძლიათ,
უფრო რთული კითხვები აუღიათ სხვა დროს!!!!!!!!!
წარმატებები გუნდს!!!!!!!
FrederickB
ეს პაკეტი იყო ამ სერიაში ყველაზე მარტივი ჩემი აზრით...
ასეთ გამოცდილ კაპიტანს კი იგივე დაემართა რაც ახალგაზრდულ გუნდს... კაპიტანმა მოიხსნა პასუხისმგებლობა და ყველა შეკითხვა სერგო თევდორაძესთან გაუშვა, ისიც კიდევ ადამიანია, ყველა თამაშს ერთ დონეზე ვერ ითამაშებს... ნახევარი წუთი სფინქსის ცხვირზე ყვიროდა მიქელთაძე და პასუხის მაინც სერგოსთვის გადაცემა რა იყო ვერ მივხვდი... მართალია, კაპიტნის ფაქტორი ყველაზე მაღალია ამ თამაშში.
icecream
კარგები არიან, ოღონდ მომეჩვენა, რომ თამაში აკლიათ...
ქრომოსომები საელიტკლუბო კიხვას არ ჰგავდაsmile.gif კითხვას ზედ ედო პასუხიsmile.gif ეგეთი რამდენი დღეა, თუნდაც მათემატიკური ∏ს
Illegal Astronaut
აუჰ.. ;( გიგა რა კარგი იყო სფინქსზე.. ;(

ეჰ....

chiqo
პიკვიკი როგორ არ გაახსენდათ! sad.gif სამწუხაროა....

მაგრამ მაინც ძალიან კარგი გუნდია. მაინც მსოფლიო ჩემპიონი გუნდში, ბოლო-ბოლო....
FrederickB
ციტატა(chiqo @ Mar 29 2010, 01:34 PM) *
მაგრამ მაინც ძალიან კარგი გუნდია. მაინც მსოფლიო ჩემპიონი გუნდში, ბოლო-ბოლო....


მსოფლიო ჩემპიონი კი არ იჯდა გუნდში, გუნდი იჯდა მსოფლიო ჩემპიონთან, რომელიც ვერ თამაშობდა, ხოლო კაპიტანი სხვას არავის არ უსმენდა მაგის გარდა...
gambinno79
სანამ ყველა ცალ-ცალკე გაგვკიცხავს და კედელთან მიგვაყენებს, მოვასწრებ და განვაცხადებ რომ ეს იყო ყველაზე ცუდი თამაში რაც კი გვითამაშია ჩვენი ერთობლივი 13 წლიანი კარიერის მანძილზე! არ ვიცი რა ჰქვია იმას რაც დაგვემართა, ალბათ როგორც ისიდორე იტყოდა არაფერიც არ ჰქვია, მაგას სახელი არა აქვს smile.gif იმედს ვიტოვებთ, რომ თუ კი შანსი მოგვეცემა წელსვე ჩამოვირეცხოთ ის ფარსაგი რაც შეგვემთხვა biggrin.gif

პ.ს. მაინც ამოვთხრით biggrin.gif cool.gif
murusa
თავიდანვე მინდა ავღნიშნო, რომ კარგი სათამაშო პაკეტი იყო!
ეს იყო ქუთაისის გუნდის ყველაზე სუსტი თამაში ელიტარულ კლუბში sad.gif
სერგო საუკეთესო იყო, მაგრამ მაინც არ იყო ის სერგო, რომელსაც ვიცნობთ...
გიგა სერგოს შემდეგ ყველაზე კარგი იყო, მართალია 10 მანეთიანზე წამყვანი დაეხმარა, მაგრამ სფინქსზე ქონდა კიდევ სწორი ვერსია. თჲმცა არც ისეა, რომ ნაევარი წუთი იძახდა და ამტკიცებდა... ერთხელ თქვა, დავუშვად სფინქსიო და მერე პასუხის გაცემის შემდეგ ახსენა კიდევ.
გიორგი და ნათია საოცრად პასიურები იყვნენ sad.gif
ფარნავაზი ახალი მოთამაშე იყო გუნდში და ეტყობა ვერ მოასწრო შეთამაშება biggrin.gif აქტიური იყო, მაგრამ ვაი ასეთ აქტიურობას laugh.gif
ნამდვილი ფუთარების გენარატორი იყო biggrin.gif არა და ნამდვილად ძლიერი მოთამაშე არის(სპორტულში) და ეტყობა ზედმეტად დააბნია კამერებმა და ბლანჟიანმა სპონსორმა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif (ყველაზე კარგი ის იყო, ერთმა სერგო, მეორემ კი ფარნა დაასახელა laugh.gif)
და ბოლოს კაპიტანი sad.gif კახა ერთ-ერთი უძლიერესი კაპიტანი ვისი თამაშიც მინახავს, მაგრამ ეს თამაში ამის თქმის საშუალებას ნამდვილად არ გვაძლევს... ორი ისეთი შეცდომა, როგორიც დაუშვა კახამ მისი დონის კაპიტანმა არ უნდა დაუშვას... მესმის, რომ სფინქსზე ბევრი ვერსია ჰქონდათ და ხელჩასაჭიდი არგუმენტი არცერთს არ ახლდა, მაგრამ თავისივე ვერსია, რომელის შეეძლო საერთოდ ვადამდელი აეღო რატო არ უპასუხა ვერ გავიგე ohmy.gif
კაპიტანი აშკარად მოექცა ფარნავაზის ”თავბრუსდამხვევი ფუთარის” გავლენის ქვეშ და უპასუხა ყველა შესაძლო ვერსიათა შორის ყველაზე აბსურდული sad.gif
ფეხბურთის თემატიკაზე სერგოს სუპერ-ბლიცი ითავითვე განწირული მეჩვენა, თუმცა ბოლო კითხვა ისეთი იყო ალბათ ბევრს ფეხბურთის დიდ ქომაგსაც გაუჭირდებოდა, რადგანაც 1-2 კითხასთან შედარებით რადიკალურად განსხვავებული იყო...
ალბათ არ გამართლება უნდა დავარქვათ იმას, რომ სუპერ-ბლიცი და ბლიცი პირველი და ბოლო კითხვად ამოვიდა, თანაც ორივეში ბოლო კითხვა ვერ გამოიცნეს... ბლიცი აშკარად ნათიას და ფარნავაზის თემატიკა იყო და ისივი უბრალოდ ვალდებული იყვნენ უფრო ეაქტიურად.
ჩემი აზრით საუკეთესო კითხვა იყო ქვიშის საათზე, ლექსში კარგად იყო აღწერილი ყველაფერი და ეგ კითხვაც უნდა აეღო გუნდს, მაგრამ რატომღაც(ბახტაძე) გუნდი არ იყო ბოლომდე განწყობილი სათამაშოდ, მათ აკლდათ რაღაც(ვიღაც) რაც გამარჯვებისთვის არის საჭირო.
ასაღები კითხვები იყო ასევე წისქვილზე.... ყველაზე ცუდი კითვა ჩემი აზრით სფინქსი იყო, თუმცა მაგიდაზე ვერსია ეგდო და მისი აღებაც შეიძლებოდა. მთვარეზე თამაში კი ალბათ გადამწვეტი შეკითხვა გამოდგა, ასეთი გამაზვის შემდეგ განწყობა ფუჭდება რაოდენ გამოცდილი მოთამაშეებიც არ უნდა იყვნენ.
ნუ რაც იყო ეგ იყო. შანსი კიდევ ექნება ქუთაისის გუნდს და უნდა დაამტკიცონ თავიანთი რეალური ძალა smile.gif ბოლოს და ბოლოს საქართველოს ჩემპიონები არიან(მინიმუმ 2 თვე კიდევ), გუნდში ყავთ მსოფლიოს ჩემპიონი და ელიტარული კლუბის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე... ამ გუნდს აშკარად დიდი პოტენციალი აქვს და ალბათ ცოტა გამართლებაც სჭირდებათ smile.gif
წარმატებები გუნდს! მაინც საუკეთესოები ხართ wub.gif
murusa
ციტატა(FrederickB @ Mar 29 2010, 01:08 PM) *
ციტატა(chiqo @ Mar 29 2010, 01:34 PM) *
მაგრამ მაინც ძალიან კარგი გუნდია. მაინც მსოფლიო ჩემპიონი გუნდში, ბოლო-ბოლო....


მსოფლიო ჩემპიონი კი არ იჯდა გუნდში, გუნდი იჯდა მსოფლიო ჩემპიონთან, რომელიც ვერ თამაშობდა, ხოლო კაპიტანი სხვას არავის არ უსმენდა მაგის გარდა...

ნეტამც ეგრე ექნა და მარჯვნივ არ გაეხება... გუნდი უეჭველი მოიგებდა biggrin.gif
კაპიტანი იმას აძლევდა პასუხს ვინც აქტიურობდა და არგუნებტიან სერიებს იძლეოდა!
ის, რომ ერთ კითხვაზე სპორი ვერსია წამოიძახა გიგამ და კაპიტანმა არ აირჩია ის ვერსია და სერგოს ვერსიას მიენდო არ ნიშნავს, რომ სულ სერგოსკენ იხედებოდა და სხვას ყურადღებას არ აქცევდა... გოლფის თამაშზ თავისივე ვერსია არ უპასუხა და ფარნავაზის ვერსია აირჩია... გინდა თქვა, რომ სერგოს უყურებდა და იმიტო უპასუხა ფარნავაზის ვერსია?!
არ შეიძლება ასეთი არაობიექტურობა!

კაპიტანმა რა შეცდომებიც დაუშვა და როგორაც ითამაშა ეგ სხვა საკითხია, მაგრამ აბსურდული ბრალდებების დამატება და მისი ტუღუშთან შედარება უბრალოდ არ შეილება!
არ მინდა ტუღუშის გუნდზე საუბარი, დაძაბული იყო ძალიან კაპიტანი და კარგად მესმის მისი მდგომარება, მაგრამ ეგ არ ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთს გავუტოლოთ ტუღუშის და მაჩიტიძის თამაში(რომელსაც რატომღაც მაჩიტაძედ მოიხსენიებდნენ უკვე მერამდენედ ანონსში).
lomski
ენაჩავარდნილი ვარ...მართლა...ვერაფერს ვიტყვი...
murusa
ციტატა(gambinno79 @ Mar 29 2010, 01:23 PM) *
როგორც ისიდორე იტყოდა არაფერიც არ ჰქვია, მაგას სახელი არა აქვს

ციტატა
იმედს ვიტოვებთ, რომ თუ კი შანსი მოგვეცემა წელსვე ჩამოვირეცხოთ ის ფარსაგი რაც შეგვემთხვა biggrin.gif

შანსი გექნებათ საქართველოს ჩემპიონატი იქნება 2 თვეში smile.gif))
ციტატა
პ.ს. მაინც ამოვთხრით biggrin.gif cool.gif

მთველი ქუთაისი თქვენი 7 მოთამაშე იქნება biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
murusa
ციტატა(lomski @ Mar 29 2010, 01:35 PM) *
ენაჩავარდნილი ვარ...მართლა...ვერაფერს ვიტყვი...

ენის ჩავარდნაღა(დავარდნა) გაკლდა tongue.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
რობერტიმ არ წაიკითოს შენი კომენტარი ეგ არის მთავარი big_Grin.gif
gambinno79
ციტატა(lomski @ Mar 29 2010, 02:35 PM) *
ენაჩავარდნილი ვარ...მართლა...ვერაფერს ვიტყვი...


პიკვიკ, არ გატყდე ბიჭო! rolleyes.gif big_Grin.gif biggrin.gif tongue.gif
GEORGIAN GIRL
ქვიშის საათის გამოცნობა გამიხარდა ძალიან,კარგა ხანია ეგეთი კარგი კითხვა არ გამომიცნია biggrin.gif
მაგრამ გუნდმა რომ ვერ უპასუხა გული დამწყდა...
ასაღები კითხვა იყო... sad.gif
GEORGIAN GIRL
ახლა სრულიად კლუბის პრესტიჟი ოთარ საბაშვილმა და მისმა ქარიშხალივით გუნდმა უნდა იხსნას... biggrin.gif
ILI-100
ეჰ, არ ვიცი ასე ძნელია თუ არა მაგიდასთან თამაში ჩაწერაზე მაგრა გაცილებით იოლი რომ ტელეეკრანებიდან ჩანს ფაქტია sad.gif აშკარად იოლი პაკეტი მომეჩვენა წინა კითხვებთან შედარებით. ქვიშის საათზე კითხვა კი ნამდვილად ასაღები იყო sad.gif
ILI-100
ვულოცავ ტუღუშის ექვსეულს ნახევარფინალში გასვლას :*
GEORGIAN GIRL
ციტატა(ILI-100 @ Mar 29 2010, 04:26 PM) *
ვულოცავ ტუღუშის ექვსეულს ნახევარფინალში გასვლას :*

გიერთდები biggrin.gif
ბოლომდე ტუღუუუშ biggrin.gif
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2019 Invision Power Services, Inc.