დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: გიორგი ტუღუშის გუნდი
რა? სად? როდის? ფორუმი > ძირითადი კატეგორია > არქივი
გვერდი: 1, 2, 3
mateus
დღეს 23:00 საათზე რუსთავი-2-ის ეთერში გაიმართება 2010 წლის დიდი გაზაფხულის სერიის პირველი ხახევარფინალური თამაში, მაყურებლებს დაუპირისპირდება გიორგი ტუღუშის ექვსეული.

გუნდის შემადგენლობა:

თინათინ კუპრაშვილი
ნიკა ქობულაძე
სანდრო რაჩკოვსკი
გაგი გაბრიჭიძე
სოსო ბერიკაშვილი
გიორგი ტუღუში (კაპ)

http://gametv.ge/index.php?section=2&lang=GEO


ვუსურვოთ გუნდს წარმატებები !!!
diletanti
წარმატებები smile.gif
muxo
წარმატებები გუნდს. smile.gif
pink panter
მკვდარი თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)
30) ქართულად თარგმნეთ იაპონური სიტყვა „კაროსი“, თუ პირველად იგი 1969 წელს მოულოდნელად გარდაცვლილი 29 წლის იაპონელი გაზეთის თანამშრომლის სივდილისას გამოიყენეს
სიკვდილი გადაჭარბებული მუშაობის შედეგად (ჩაითვლება აზრობრივად)

საიდან აიღეს თურმე biggrin.gif

ჯეპარდში, 30-ანზე მქონდა მე ამ სეზონზე მოტანილი biggrin.gif
data
pink panter


მახსოვდა ეგ კითხვა tongue.gif
muxo
ბრავო, სოსო!
ბუდა
აუღებელი კითხვა იკო მარტინი ჩემი აზრით
kruela
ბუდა
არ იყო აუღებელი, დარბაზში გიგა ვაშაკიძემ აიღო როგორც მახსოვს
data
ციტატა(kruela @ Apr 18 2010, 10:20 PM) *
ბუდა
არ იყო აუღებელი, დარბაზში გიგა ვაშაკიძემ აიღო როგორც მახსოვს

ნწ, რაღაც სხვა სასმელი თქვა smile.gif

fernando magellan
pink panter
დაიბრალა ახლა biggrin.gif
diletanti
ვაა, ნარდი მაგარი კიტხვა იყო..


საღოლ ტუღუშ tongue.gif
fernando magellan
sad.gif
kruela
ეს 3 ფოტო გალერეაში ვერ მოვხდება და აქ მაინც დავდებ biggrin.gif



data
"მეც მარტინი მომეწონა".. laugh.gif

Azazello
ნარდი ძაან მაგარი კითხვა იყო
akunina
kruela
;( ამათ ფოტოები ხომ გადაუღე.
არ ცვლით?
kruela
კი, გამოცვლიან. აი მაგალითად:

Tengobarca
გოლფი არა შალახო
muxo
დასანანია... რა კარგად დაიწყეს. mellow.gif
dorian grey
sad.gif ეჰ
ბუდა
3 დამატებითი წუთი მისცა თუ მეჩვებნება? biggrin.gif
monogamist
მარტინი ასაღები იყო

მთლიანობაში სუსტი გუნდია რა ვაღიაროთ sad.gif
diletanti
ციტატა
3 დამატებითი წუთი მისცა თუ მეჩვებნება?


ჩვენ ერთად გვეჩვენება biggrin.gif

თვითონაც გაუკვირდა ტუღუშს smile.gif
ბუდა
არავინ რომ არ იმჩნევს biggrin.gif
diletanti
ციტატა
მთლიანობაში სუსტი გუნდია რა ვაღიაროთ


შეიძლება საბაშვილის ან ფრუიძის ექვსეულის დონის გუნდი არ არის, მაგრამ სუსტი ნამდვილად არ არის.


გაგიც რაღაც პასიური იყო დღეს sad.gif
kora
ციტატა(kruela @ Apr 19 2010, 12:03 AM) *
ეს 3 ფოტო გალერეაში ვერ მოვხდება და აქ მაინც დავდებ biggrin.gif






როგორც ყოველთვის, საუცხოო ფოტოებს იღებთ!!!
monogamist
საბაშვილის და ფრუიძის გუნდია ძლიერი და კიდე რაფავას გუნდი დააბრუნეთ!
data
monogamist


ლომიძის გუნდი არ დამიჩაგრო tongue.gif

monogamist
data
ციტატა
ლომიძის გუნდი არ დამიჩაგრო

ეგ რა გუნდია არ ვიცი
data
monogamist
ციტატა
ეგ რა გუნდია არ ვიცი

ირაკლი ნაზღაიძე თამაშობს მანდ tongue.gif
kruela
ციტატა(kora @ Apr 19 2010, 12:26 AM) *
როგორც ყოველთვის, საუცხოო ფოტოებს იღებთ!!!

გმადლობთ smile.gif
monogamist
data
ციტატა
ირაკლი ნაზღაიძე

გამიგია
WDC
ფოფხაძის გუნდი აღარც ახსოვს არავის sad.gif sad.gif
data
WDC


ეგ რომელია? biggrin.gif
სანდრო
pink panter
გილდიის ბანდამ ეგრევე გავთითეთ ეგ შეკითხვა biggrin.gif
WDC
data
ციტატა
ეგ რომელია?

არიქა, აქაც გამწვდა biggrin.gif
IngaRafa
მიუხედავად წაგებისა ძალიან კარგი გუნდია ტუღუშის ექვსეული. იმედი მაქვს, მომავალში უფრო გაუმართლებთ, ვიდრე წელს. წარმატებები ახალგაზრდა მოაზროვნეებს! smile.gif
LILAC-LILAC
გამიხარდა რომ დამარცხდნენ, მაგარი ყაყანა თამაში იყო რა, ყველა თავისთვის გაჰყვიროდა... ძალიან ბევრი მარტივი კითხვა ჩააგდეს, მათდა სამწუხაროდ tongue.gif
achi
LILAC-LILAC
ციტატა
გამიხარდა რომ დამარცხდნენ

რა სიბოროტეა biggrin.gif biggrin.gif
ginger
მარტინი გულდასაწყვეტია, მარტივი იყო, სოსო უნდა აგეღო sad.gif
Mathias_Sammer
ბოლო 3 კითხვაზე ძალიან დაღლილები იყვნენ, ყველაფერი სვაიაკის, თამაშის დაწყებამდე 3 საათი სვაიაკის თამაში არარეკომენდირებულია smile.gif)

შამპოლეონზე არ უნდა დასჭირვებოდათ დარბაზის დახმარება, გოლფი მარაზმი კითხვა იყო, მარტინი კარგი იყო, ყინული ძველებური მაცივარი biggrin.gif არადა რა კარგად დაიწყეს.

ტაჩკა გილოცავ სულ მწვანეზე გევლოს მაგ 500 ლიტრით
LILAC-LILAC
achi

smile.gif სამაგიეროდ დამდეგ კვირას ვიბედნიერებ საბაშვილის ექვსეულის გამარჯვებით!!! ვგრძნობ, ასე იქნება heart.gif
WARRIOR
გუნდის ბრალი იყო რომ წააგეს ისეთ კითხვაზე რომელიც უეჭველი უნდა ცოდნოდათ დარბაზის დახმარება აიღეს და კიდევ ნარდიც უნდა გამოეცნოთ ჩემი აზრით... არც სუპერ ბლიცი არ იყო რაღაც საშინელება მარა აი გოლფიიი მაგარი ცუდი კითხვა იყო ეგ რა უბედურებაა.

ერთი ის მეწყინა რომ ერთი წელი ვერ იასპარაზებენ
mimino
ყინული მაგარი პასუხი იყო biggrin.gif
LILAC-LILAC
ციტატა
შამპოლეონზე არ უნდა დასჭირვებოდათ დარბაზის დახმარება


შამპოლეონი მგონი არც გაეგონა ბნ ტუღუშს აქამდე smile.gif ან "ვეფხისტყაოსანზე" რა საჭირო იყო ამდენი კამათი, "სიტყვის კონადან" ნეტავ რა უნდა წაეკითხა დედას ძილის წინ ნოდარ დუმბაძისთვის? big_Grin.gif
სანდრო
ginger
არ იყო მარტინი ადვილი ნაღდად...

პასუხს რო გაიგებ ყველა კითხვა მარტივია (როიტერსის გარდა biggrin.gif )

ერთადერთი მე ვთვლი რაც 100 % უნდა აგვეღო იყო ნარდი sad.gif
მაგის გამაზვა ნაღდად არ შეიძლებოდა

შამპოლიონი არ იყო ადვილი, ძალიან მშრალი კითხვა იყო
გოლფიც საკმაოდ ფაქტობრივ ცოდნაზე იყო დაფუძნებული თუმცა აღება შეიძლებოდა



გუშინ გამახსენდა ჭვირნიშანზე
თქვენს წინააღმდეგ თამაშობს "ბუღალტრული აღრიცხვის სპეციალისტიო" და ბლოკნოტში ბუღალტერი ჩავწერე და ხაზი გავუსვი და მერე აღარ მივაქციე ყურადღება sad.gif
Illegal Astronaut
აუ ზოგს რამხელა წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე.. biggrin.gif
LILAC-LILAC
ციტატა(mimino @ Apr 19 2010, 01:46 PM) *
ყინული მაგარი პასუხი იყო biggrin.gif

აუ, აბა??? იმდენი ვიცინე, იმდენი რომ girl.gif girl.gif girl.gif
data
ციტატა(LILAC-LILAC @ Apr 19 2010, 12:47 PM) *
ციტატა
შამპოლეონზე არ უნდა დასჭირვებოდათ დარბაზის დახმარება


შამპოლეონი მგონი არც გაეგონა ბნ ტუღუშს აქამდე smile.gif ან "ვეფხისტყაოსანზე" რა საჭირო იყო ამდენი კამათი, "სიტყვის კონადან" ნეტავ რა უნდა წაეკითხა დედას ძილის წინ ნოდარ დუმბაძისთვის? big_Grin.gif

სოსო, შენ ხარ? biggrin.gif
სანდრო
ციტატა
"სიტყვის კონადან"

რეალურად აქ გუნდში ყველა მიხვდა შემდეგ რო არა სიტყვის კონას გულისხმობდა არამედ სიბრძნე სიცრუისას... რაც ალბათ დამერწმუნებით და ბავშვისთვის მართლაც კარგი წასაკითხია, შემეცნებითი ზღაპრის ფუნქცია აქვს


მე ყოველშემთხვევაში ესე გავიგე, თუმცა მაინც ბოლომდე ვეფხისტყაოსანს ვუჭერდი მხარს
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2019 Invision Power Services, Inc.