წლის სუპერფინალში ითამაშებს ირინა ფრუიძის ექვსეული
დღეს გაიმართა ზამთრის სუპერსერიის მეხუთე შესარჩევი თამაში, სადაც ირინა ფრუიძის გუნდმა გადამწყვეტ რაუნდში დაამარცხა ტელემაყურებლები ანგარიშით 6:0. ზუსტად ერთ კვირაში გუნდი ითამაშებს წლის სუპერფინალში. თამაშის საუკეთესო მოაზროვნედ დასახელდა გიორგი ბაქრაძე, რომელმაც მიიღო საუკეთესო მოთამაშის წოდება და სპეციალური პრიზი კომპანია "SOCAR"-ისგან. ხოლო დღის საუკეთესო ტელემაყურებლად დასახელდა ნათია დავითაია სენაკიდან


შექმნილია ომედიაში