მოაზროვნეების მორიგი მარცხი
დღეს გაიმართა გაზაფხულ-ზაფხულის სერიის ბოლო შესარჩევი თამაში, სადაც დავით სიჭინავას გუნდი დამარცხდა ტელემაყურებლებთან ანგარიშით 4:6. თამაშის საუკეთესო მოაზროვნედ დასახელდა ილია რევია, რომელმაც მიიღო საუკეთესო მოთამაშის წოდება და სპეციალური პრიზი კომპანია "SOCAR"-ისგან. ხოლო დღის საუკეთესო ტელემაყურებლად დასახელდა ვასილ მახარაშვილი გორიდან. სერიის ფინალი გაიმართება ზუსტად ერთ კვირაში, ტელემაყურებლებს დაუპირისპირდება მიმდინარე რეიტინგის ლიდერი - ოთარ საბაშვილის ექვსეული


შექმნილია ომედიაში