მოაზროვნეებმა კვლავ იმარჯვეს
დღეს გაიმართა ზაფხულის სერიის მესამე თამაში, სადაც ტელემაყურებლებს დაუპირისპირდა დავით რაფავას ექვსეული. ანგარიშზე 5:2 გუნდის კაპიტანმა აიღო გადამწყვეტი რაუნდი და მაგიდასთან დატოვა ნიკოლოზ აგლაძე. საბოლოოდ თამაში დამთავრდა ანგარიშით 6:0 მოაზროვნეების სასარგებლოდ. თამაშის საუკეთესო მოაზროვნედ დასახელდა ნიკოლოზ აგლაძე, ხოლო დღის საუკეთესო შეკითხვის ავტორი გახდა მანანა უჯმაჯურიძე თბილისიდან.



შექმნილია ომედიაში