ახალი სეზონი დაიწყო მოაზროვნეების გამარჯვებით
 დაიწყო ახალი სეზონი. ზამთრის სერიის პირველ თამაშში ტელემაყურებლებს დაუპირისპირდა დავით რაფავას გუნდი. თამაში დამთავრდა ანგარიშით 6:5 მოაზროვნეების სასარგებლოდ. თამაშის საუკეთესო მოაზროვნედ დასახელდა გიგა კვერენჩხილაძე, რომელმაც მიიღო საუკეთესო მოთამაშის წოდება და სპეციალური პრიზი კომპანია "SOCAR"-ისგან. ხოლო დღის საუკეთესო ტელემაყურებლად დასახელდა თემურ ცარციძე საჩხერედან


შექმნილია ომედიაში