ზამთრის სერიაში მოაზროვნეების პირველი მარცხი
დღეს გაიმართა ზამთრის სერიის ბოლო მეხუთე შესარჩევი თამაში, სადაც ტელემაყურებლებს დაუპირისპირდა დავით სიჭინავას გუნდი. სერიაში პირველად გაიმარჯვეს ტელემაყურებლებმა,ანგარიშით 6:5. თამაშის საუკეთესო მოაზროვნედ დასახელდა დავით ლომინაძე, რომელმაც მიიღო საუკეთესო მოთამაშის წოდება და სპეციალური პრიზი კომპანია "SOCAR"-ისგან. ხოლო დღის საუკეთესო ტელემაყურებლად დასახელდა სიმონ ნატრაძე მცხეთიდან. შესარჩევი თამაშების შედეგად სერიის ფინალში ითამაშებს ოთარ საბაშვილის გუნდი. თამაში გავა ეთერში ოთხშაბათს 1 იანვარს 23:00 საათზე. 


შექმნილია ომედიაში