ბროლის ბუ ერგო ტელემაყურებელს
 დღეს გაიმართა 2019 წლის სუპერფინალი, სადაც ტელემაყურებლებს დაუპირისპირდა ოთარ საბაშვილის გუნდი. დრამატულ ბრძოლაში ტელემაყურებლებმა გაიმარჯვეს ანგარიშით 6:5. თამაშის საუკეთესო მოაზროვნედ დასახელდა ბესიკ ლილუაშვილი, რომელმაც მიიღო საუკეთესო მოთამაშის წოდება და სპეციალური პრიზი კომპანია "SOCAR"-ისგან. ხოლო დღის საუკეთესო ტელემაყურებლად დასახელდა ნატალი ჩახვაძე ბათუმიდან.

ასევე დასახელდა ბროლის ბუს მფლობელი. ტელემაყურებლების ინტერესების დამცველი "ბაზისბანკმა" სერიის საუკეთესო შეკითხვად დაასახელა შეკითხვა "სიცილიურ ენაში მომავალი დროის არქონაზე", ხოლო მის ავტორს იმედა ბექაიას გადაეცა ბროლის ბუ. 


შექმნილია ომედიაში