მოაზროვნეები კვლავ დამარცხდნენ
ზაფხულის სერიის მეხუთე თამაშში ტელემაყურებლებს დაუპირისპირდა თორნიკე გოგისვანიძის ექვსეული. ანგარიშზე 5:5 გუნდმა აიღო გადამწყვეტი რაუნდი და წააგო 0:6. თამაშის საუკეთესო მოაზროვნედ დასახელდა მერი ჯანგავაძე, რომელმაც მიიღო საუკეთესო მოთამაშის წოდება და სპეციალური პრიზი კომპანია "SOCAR"-ისგან, ხოლო დღის საუკეთესო ტელემაყურებლად დასახელდა ნინო კიკოლაშვილი თბილისიდან. შესარჩევი თამაშების შედეგად ზაფხულის სერიის ფინალში ითამაშებს ნინო ბერიშვილის ექვსეული. 



შექმნილია ომედიაში