სეზონის ფინალში მოაზროვნეებმა გაიმარჯვეს
დღეს გაიმართა 2020 წლის ზაფხულის სერიის ფინალური თამაში, სადაც ტელემაყურებლებს დაუპირისპირდა ნინო ბერიშვილის გუნდი. დრამატულ ბრძოლაში მოაზროვნეებმა გაიმარჯვეს ანგარიშით 6:5. თამაშის საუკეთესო მოაზროვნედ დასახელდა ცოტნე გვასალია, რომელმაც მიიღო საუკეთესო მოთამაშის წოდება და სპეციალური პრიზი კომპანია "SOCAR"-ისგან, ხოლო დღის საუკეთესო ტელემაყურებლად დასახელდა მერაბ ფურცელაძე ბაღდათიდან.

ასევე დასახელდა ბროლის ბუს მფლობელი - იგი გახდა ცოტნე გვასალია!


შექმნილია ომედიაში