ზამთრის სერიის მეხუთე თამაში
დღეს გაიმართა ზამთრის სერიის მეხუთე თამაში, სადაც ტელემაყურებლებს დაუპირისპირდა თორნიკე გოგისვანიძის გუნდი. თამაში დამთავრდა ანგარიშით 6:5 მოაზროვნეების სასარგებლოდ. ამ გამარჯვებით გოგისვანიძის ექვსეულმა მოიპოვა ფინალური თამაშის საგზური. თამაშის საუკეთესო მოაზროვნედ დასახელდა ცვატა ბერძენიშვილი, რომელმაც მიიღო საუკეთესო მოთამაშის წოდება და სპეციალური პრიზი კომპანია "SOCAR"-ისგან, ხოლო დღის საუკეთესო ტელემაყურებლად დასახელდა სანდრო მეტრეველი თბილისიდან.


შექმნილია ომედიაში