ზამთრის სერიის ფინალში გაიმარჯვეს ტელემაყურებლებმა!
დღეს გაიმართა ზამთრის სერიის ფინალური თამაში, სადაც ტელემაყურებლებს დაუპირისპირდა თორნიკე გოგისვანიძის ექვსეული. თამაში დამთავრდა ანგარიშით 4:6 ტელემაყურებლების სასარგებლოდ. თამაშის საუკეთესო მოაზროვნედ დასახელდა ტუსა ჯანგავაძე, რომელმაც მიიღო საუკეთესო მოთამაშის წოდება და სპეციალური პრიზი კომპანია "SOCAR"-ისგან, ხოლო დღის საუკეთესო ტელემაყურებლად დასახელდა მარიამ კახოშვილი თიანეთიდან.

ასევე დასახელდა ზამთრის სერიის ბროლის ბუს მფლობელი - იგი გახდა ტელამაყურებელი ზაზა გაბუნია (შეკითხვა ალბანურ სისხლის აღებაზე). მან მიიღო ბროლის ბუ და ფულადი პრიზი ბაზისბანკისგან.


შექმნილია ომედიაში